შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარდი 11 დასარული


3-04-2020, 17:24
ნანახია 519

გული მტკივა, საკუთარ თავზე გული მერევა, ამდენი ხანი ვუყვარდი, მე დებილი კიდევ რას არ ვაკეთებდი რომ ის დამევიწყებინა, რა სულელი ვარ, რატომ ვერ ვამჩნევ ვერადოდეს ვერაფერს? რატომ ვიგებ ყოველთვის ყველაფერს, ყველაზე ბოლოს? რატომ ვარ ასეთი? ხატის წინ დავიჩოქე, სურათიდან მომზირალ ღმერთს ჩემი აწყლიანებული თვალები მივაბყარი, უცებ ყველაფერი ცისფერმა ფერმა მოიცვა, ღმერთი ვნახე, ცხოვრებაში პირველად ვნახე ღმერთი, ის ისეთი ნამდვილი იყო, მიახლოებას ვერ ვბედავ, იმდენად სუფთა ჩანს, იმდენად წრფელი, მე მის წინაშე უბრალო სიშავე ვარ, უცებ კი ლექსი გამახსენდა
"შორს ცის კამარას, მიეიერთაგან,
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და
იხრჩობოდა მაღალ მორევში,
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი,
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი,
დროში ქცეული უკვდავ სხეულად,
იქ ღმერთი იჯდა,
ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას,
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი,
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას,
მუხლჩამოყრილი, ფიცარნაგებზე,
შიში მახრჩობდა, ჩემთავთა ზედა,
მე დედამიწის იალაღებზე,
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან,
და თითქოს ლოდი გულმკერდზე მეცა,
ღვთის ხმამაღალი ამაყი სიტყვა,
ირგვლივ დაიძრა შავფერი მიწა,
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა,
ადამიანო სასუფეველში,
ადრე მომხვდარხარ, რომ დარჩე მარად,
მე შენი სულის ვხედავ მორევში,
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ,
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი,
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა,
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი,
გულის სიღრმეშჯ ამის თქმა გინდა,
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე,
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე,
ჩემში გაცოცხლდა მომკვდავი ზიზღი,
უფალოოო, ხალხმა დაგარქვა ღმერთი,
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა,
დედამიწაზე რა ვნახე მეტი,
სხვა ჯოჯოხეთი, არა არიის არა,
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიდ ხანს,
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი,
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო ისედაც მყოფნის,
სიმართლე გინდა?
აგერ ვარ შენს წინ,
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ,
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის,
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს,
ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენ შექმნილ წვიმას,
ცრემლი ისაა, როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა,
მაგრამ არ იცი უფალო რადგან,
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს,
არ მოუხდება ცრემლი და დაღლა,
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე,
მე გეტყვი მართალს,
დამსაჯე მერე, ადამიანი ამდენს რომ ვბედავ,
მაგრამ რომ მითხრა ვერ დავიჯერებ,
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტა,
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან,
მანდ კი ცოდვები, თითოდ და თითოდ,
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან,
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ,
ცოდვებით არის სამყარო სავს, რადგან შევცოდავთ და ვმალავთ, ვითომ,
შენ ეს სამყარო შექმენი ასე და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ,
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა,
შემხედა ზედა ყველაფრით დაღლილს,
და თითქოს მონას პასუხი გამცა,
-გტკივა და ასე იქნება მარად,
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის,
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად,
რადგან ბრალს მადებთ, სანაცვლოდ მადლის,
სამყარო ნახეთ, მშვიდი და სუფთა,
მერე დაგლიჯეთ დაკოდეთ ეცით,
მტვერი ააგდეთ სიმართლის შუქთან,
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში,
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი,
და გულში დაჭრა მიწიერთ ომში,
შენ მართალი ხარ,
უკვდავი სული,
აღარ ღონდება ცოცხალი სევდით,
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული,
ახლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით,
ოდესღაც ასე, უცრემლო მშვიდი,
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს,
და ერთადერთი გავწირე შვილი,
ამდენი შვილის გადასარჩენად,
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლის გვერდ ბერებს,
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა ეს იყო ცხოვრების მერე,
თავი დავხარე, დავმალე სახე,
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი,
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე,
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი,
თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი დაიწყე იმ სახლის ნგრევა,
არ დააბრალო მერე მშენებელს სახურავიდან წყალი რომ წვეთავს,
უფალს შევთხოვე,
დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო,
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს,
შავ ჯოჯოხეთში, რომ დავიფერფლო,
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი,
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს,
მე დამნაშავედ იმიტომ გთვლიდი,
რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს,
დედამიწაზე, ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე,
და შვილი შენი მოველი დასჯას"-თურმე ამ ლექსს ხმამაღლა ვამბობდი, ღმერთი კი, ისეთი ნაზი, ნატიფი, სუფთა და ღიმილიანი სახით მიყურებდა, რომ მართლა დავიფერფლე.
-მინდა, რომ წაიღო ჩემი ძალა, მინდა, მასთან ვიყო, მინდა, ერთად ვიყოთ, არ მინდა, რომ მას ვავნო, არ მინდა რომ ვატკინო.
-ძალა რომ წაგართვა მოკვდები ლანა
-რომ არ წამართვათ, ძალიან ბევრი მოკვდება, გთხოვთ, თუნდაც ჯოჯოხეთში დავიფერფლო
-მე შენ ამისთვის არ შემიქმნიხარ ლანა, შენ ...
-არ მინდა, ღმერთკ გამიგე, მე სიცოცხლე არ მინდა თუ მეცოდინება რომ ის მიკვდება, რატომ არ გესმის?
--მესმის ლანა
-მაშინ შემისრულე თხოვნა.
-დედამიწაზე ადგილი მოძებნე, სადაც გინდა რომ ლურჯი ვარდები ყვაოდნენ
-ანუ?
-იმ ადგილას სადაც გარდაიცვლები, ლურჯი ვარდები აყვავდებიან, დედამიწაზეც იქნება ნათელი ადგილი
-ამით მას ვავნებ?
-არა, არ ავნებ, თუმცა ეტკინება, შენი სიკვდილი ძალიან ეტკინება, შეიძლება სუიციდამდეც მიიყვანოს ამან.
-მაგრამ, შენ ხომ დაეხმარები?
-მე უბრალოდ გზას ვუჩვენებ, მან თვითონ გადაწყიტოს მერე
-დიდი მადლობა.
დავბრუნდი, დღეს არა, მაგრამ ხვალ, ყველას გამოვემშვიდობები, , მომენატრებიან, ყველა მათგანს გარდა ერთისა, მან არაფერი უნდა იეჭვოს.
აი ასე, გატენდა, სკოლის ფირმა ჩავიცვი, მასწავლებლებს მოვესიყვარულე, მოსწავლეებსაც, მეგობრებს, ნიკას მშობლებს, ჩემს მშობლებს და ყველა მათგანს რაღაც სუვენირი მივეცი, რომ არასოდეს დავავიწყდე, სახლში კი ნიკასთვის დავტოვე, ერთი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი, ეს იყო, ხელოვნური ლურჯი ვარდი, ჩემი სურნელით
ახლა კი ვიპოვე ადგილი, ჩემი და ნიკას ადგილი, სადაც ყოვ3ლთვის დავდივართ ხოლმე, როგორ მინდა ეს ყველაფერი სიზმარი იტოს, რატომ, რატომ მაინც და მაინც ჩვენნნ?
-მოდი ღმერთო, მოდიიიი-დავიღრიალე, ამ დროს კი ჩემს ირგვლივ მიწა, ნელ-ნელა ცისფერი ვარდებით ივსებოდა, ნიკა დავლანდე, მთელი სისწრაფით, მორბოდა, მორბოდა და ცრემლები სდიოდა.
-რას აკეთებ, რას აკეთებ, რას აკეთებ ლანაა
-იცოდე, რომ მიყვარხარ, მიყვარდი და მეყვარები, ზევიდან გიყურებ,
-ლანა ამას რატომ მიკეთებ?
-შენ არ გიკეთებ, ეს მე უბრალოდ მტანჯავდა
-ჩემს გამო არა?
-რა სისულელეა, ასეთი რამ მეორედ არ თქვა, დაიმახსოვრე, მე ლანა ჭურღულაია შენი მფარველი ანგელოზი ვარ
-არაა, ლანააააა,-ვგრძნობფი როგორ ეცემოდა ლურჯ ვარდებს ცრემლები, ვგრძნობდი როგორ სტკიოდა, მაგრამ ასე უფრო უკეთესი იყო მისთვის, მე ის მიყვარდა, და ამ სიყვარულმა შემიწირა, თუმცა რომ ვთქვა ვნანობ-თქო მოგატყუებ მკითხველო.
გესმის მკითხველო? შეიმშრალე ცრემლი თუ ტირი, შენი ცრემლი ამად არ ღირს, მე უბრალო შეყვარებული გოგო ვიყავი, შენ კი, ამ შეყვარებულ გოგოს ისტორიას კითხულობდი, ნიკა? ნიკას ვუყურებ ახლა და იპოვა ცხოვრების გზა, ის მე ყოველ დღე მსტუმრობს, ლურჯ ვარდს როდესაც კოცნის მე ამას ვგრძნობ, როდესაც ელაპარაკება მესმის, როცა ეჩხუბება კიდებ, ვარდიც ტირის და მეც, შემდეგ კი რა მოხდა იცი? მას შვილი შეეძინა, იპოვა ცხოვრების მეგზური და მისგან შვილი შეეძინა, მიხარია მის გამო, ძალიან მიხარია, ნიკას ხშირად დაჰყავს მისი ცოლ შვილი ჩემთან და რაღაცეებს მიყვებიან, მეც ზეციდან ვპასუხობ მათ და ძალიან ბედნიერი ვარ.



№1 სტუმარი ♡♡

ასეთ დასასრულს არ მოველოდი, ეს სრული შოკი იყო, ღმერთო რამდენი ვიტირე, ეს ასეთი საოცარი ისტორია, ასეთ ტრაგიკულ ისტორიად თუ გადაიქცეოდა, არ მოველოდი

 


♡♡
ასეთ დასასრულს არ მოველოდი, ეს სრული შოკი იყო, ღმერთო რამდენი ვიტირე, ეს ასეთი საოცარი ისტორია, ასეთ ტრაგიკულ ისტორიად თუ გადაიქცეოდა, არ მოველოდი

არც მე მოველოდი, ლანამ ხომ გითხრათ რომ არ გეტირათ?

 


№3 სტუმარი დ.თ.

ძალიან მომეწონა, ცოტა ვიტირე, ცოტა ვიცინე, ცოტა მოვიღუშე და ა.შ. მე შენ შემეყვარდი ლიზი

 


დ.თ.
ძალიან მომეწონა, ცოტა ვიტირე, ცოტა ვიცინე, ცოტა მოვიღუშე და ა.შ. მე შენ შემეყვარდი ლიზი

მადლობა, მეც მიყვარს ჩემი მკითხველები

 


№5 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Simartles getyvi da ar momewona dasasruli, lanas sikvdilit dashorebas sxva gzit dashoreba agerchia, tundac cal-calke gaegrdzelebinat cxoveeba da yofiliyo lana cicxali, tavis nichis gamoyenebasac iswavlida. Tumca avtori shen xar da ese gindoda dasasruli. Warmatebebi:-)

 


სტუმარი Mariamimari
Simartles getyvi da ar momewona dasasruli, lanas sikvdilit dashorebas sxva gzit dashoreba agerchia, tundac cal-calke gaegrdzelebinat cxoveeba da yofiliyo lana cicxali, tavis nichis gamoyenebasac iswavlida. Tumca avtori shen xar da ese gindoda dasasruli. Warmatebebi:-)

იცი? საერთოდ არ ვიცოდი რას დავწერდი, არც ის ვიცოდი რას ვწერდი, უბრალოდ თითები თავისით მოძრაობდნენ, ჩემი ფანტაზია სხვანაირია, მე ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, მადლობა რომ კითხულობდი და მადლობა კომენტარისთვის

 


№7 სტუმარი ეკა

ვაიმე უმაგრესიაა ???? ასეთი მრავალფეროვანი იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ისტორია ჯერ არმინახავს! გავოგნდი ???? აი ძაან მაგარი ხართ და წარმატებებს გისურვებთ მინდა, რომ ძალიან ბევრი მკითხველი გყავდეთ ❤ და აუცილებლად შემოგვთავაზეთ ხოლმე თქვენი განსხვავებული ისტორიები ???? აღარ მახსოვდა რა გეწერათ და კარგა ხანს გეძებდით დდდ მე ყოველთვის დაგიკომებთ ????????

 


№8 სტუმარი სტუმარი მარია

ბევრი ვიტირეე????????ასეთ დასასრულს ნამდვილად არ მოველოდი!!????თუმცა მინდა გითხრა რო ძალიან კარგი ისტორია იყო❤️კარგად წერ და ასე გააგრძელე!❤️❤️

 


ეკა
ვაიმე უმაგრესიაა ???? ასეთი მრავალფეროვანი იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ისტორია ჯერ არმინახავს! გავოგნდი ???? აი ძაან მაგარი ხართ და წარმატებებს გისურვებთ მინდა, რომ ძალიან ბევრი მკითხველი გყავდეთ ❤ და აუცილებლად შემოგვთავაზეთ ხოლმე თქვენი განსხვავებული ისტორიები ???? აღარ მახსოვდა რა გეწერათ და კარგა ხანს გეძებდით დდდ მე ყოველთვის დაგიკომებთ ????????

დიდი მადლობა სიხარულო
სტუმარი მარია
ბევრი ვიტირეე????????ასეთ დასასრულს ნამდვილად არ მოველოდი!!????თუმცა მინდა გითხრა რო ძალიან კარგი ისტორია იყო❤️კარგად წერ და ასე გააგრძელე!❤️❤️

მადლობა, მე მეგონა ერთ ბანალურ ისტორიას ვწერდი, თურმე არ ყოფილა ბანალური, ლანამ ხომ გითხრათ არ იტიროთო, რატომ იტირეთ, მიყვარხართ მე თქვენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent