შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი წარსულიდან (თავი 3)


4-04-2020, 02:06
ავტორი ენქეი
ნანახია 894

-მგონი უკვე წასვლის დროა არაა?-ყოყმანით იკითხა ნინიმ
-ხო წავიდეთ,გვიანია უკვე.-ღიმილით უთხრა და ნანასკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა,რამდენიმე წამს ნინი ჰორიზონტს გასცქეროდა, ტკბებოდა ზღვის ხედით,აქ ნამდვილად სიმშვიდე იყო,ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ღირსებია ნინის,თავს კარგად გრძნობდა მის გვერდით მოწონდა ასეთი ყურადღება თითქმის უცხო ადამიანისგან,ამდენი ხნის შემდეგ უბრალოდ შეეძლო ეთქვა რომ ბედნიერი იყო.
-ნინი,არ წავიდეთ?-თომას ხმამ მოულოდნელად მოიყვანა გონს.
-აა,ხო რათქმაუნდა.უბრალოდ ჩავფიქრდი-ფეხზე წამოდგა და თომას უკან მიჰყვა.
-იმედი მაქვს კარგი საღამო გამოვიდა-ყოყმანით იწყებს საუბარს და სიგარეტს უკიდებს.
-კიი,ყველაფერი კარგი იყო,დიდი მადლობა,წლებია ასე კარგად დრო არ გამიტარებია.
-მიხარია თუ ასეა,ჩაჯექი წავიდეთ.
-ერთი წუთით დამელოდე გთხოვ-მხარზე ხელი დაადო და შებრუნდა,ნელი ნაბიჯით გაემართა სანაპიროსკენ,სახეზე ცივი ნიავი ელამუნებოდა და შინაგან წვას ცოტათი მაინც ანეიტრალებდა.ხისგან გაკეთებულ პატარა ხიდზე გადავიდა და მღელვარე ზღვას თვალი გაუსწორა,რაღაც ძალა უკან ექაჩებოდა,ნინის რაღაც ნაწილს არ უნდოდა თომასთან რაიმე სახის ურთიერთობა,ნაწილი კი თავს კარგად გრძნობდა მასთან.ეს რაღაც შინაგანი ღელვა ზღვასთან უფრო ასოცირდებოდა ვიდრე ნორმალური ადამიანის გრძნობებთან.
-კარგად ხარ?-ახლოდან თომას ბოხი ხმა მოესმა და წამში იგრძნო თბილი ნაჭრის შეხება მხრებზე-ეს ჩაიცვი ცივა,გაიყინები.
-გმადლობ-მისკენ არც გაუხედავს ისე უთრა და ქურთუკში უფრო კარგად გაეხვია.
-ნინი,კარგად ხარ?-ყოყმანით გაუმეორა კითხვა
-კი,უბრალოდ რთულია ჩემთვის აქ დაბრუნება და... კარგი დაივიწყე-მზერა ისევ მღელვარე ზღვის ტალღებზე გადაიტანა.
-და ასეთი ურთიერთობის წამოწყება არაა?-მისი სათქმელი დაასრულა თომამ.
-მე ეს არ მიგულისხმია,უბრალოდ...
-ნინი,მე მართლა რომ არ მომწონდე დღეს აქ არ მოგიყვანდი და ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანს არ გაგაცნობდი,მე უბრალოდ დანაშაულის გამოსყიდვა მინდოდა.მაგრამ მე არაფერს ვითხოვ შენგან და ისიც კარგად იცი რატომ.
-და რატომ?
-როგორ თუ რატომ-გაიკვირვა თომამ.
-მე არ ვიცი მიზეზი და ამას შენ გეკითხები.
-შოთას გამო!
-შოთა საერთოდ რა შუაშია?ან შენ საიდან იცი მასზე?
-ხუმრობ ხო?
-სერიოზულად გეკითხები!
-თქვენი შეხვედრის დღიდან მოიხიბლა შოთა შენით,შემდეგ კი შენს სკოლაში ყველა გააფრთხილა რომ არ მოგკარებოდნენ,მერე ვიღაც ბიჭმა ეს ვერ გაითავისა სახელი არ მახსოვს ხოდა შოთამ მაჯის ძვალი გაუტეხა ასე არ იყო?
-ანდრო-მოულოდნელად შეაწყვეტინა საუბარი.-და მას არაფერი სჭირდა.
-ცდები ნინი,შენი აზრით შეხვეული ხელით ყურადღების მისაქცევად დადიოდა?კარგი ამას რაა მნიშვნელობა აქვს.მერე ცოტნემ სცემა,დაჭრეს და მოფრინდა შენი სიყვარულიც,თქვენი სურათები სოციალურ ქსელში,როგორი სიყვარულით სავსე თვალებით უმზერთ ერთმანეთს და ბოლოს როგორც დამთავრდა ვიცით.
-ამას რატომ მიყვები?-აკანკალებული ხმით იკითხა ნინიმ
-შენ გაინტერესებდა საიდან ვიცოდი შენზე და შოთაზე,შოთასგან ყველამ იცოდა რომ მისი იყავი და ერთმანეთი გიყვარდათ,თანაც ორივე ცნობილი პიროვნებები ხართ.ეს არ უნდა გიკვირდეს,მითუმეტეს როდესაც ვიღაცის შესახებ რაიმე მაინტერესებს ამის გარკვევა არ მიჭირს.
-მე შოთა არ მაკავებს!
-როგორ დაგაკავებს მას ხომ ორი ბავშვი და ერთი გველაძუა ყავს მისახედი.
-არ თქვა რომ ამაში მე მადანაშაულებ.
-მე შენ არაფერში გადანაშაულებ,უბრალოდ შენ მასთან დარჩებოდი შენ რომ ის...
-გაჩუმდი!არაფერი თქვა.
-მაპატიე უბრალოდ...
-წავიდეთ,გთხოვ.-ხმაში მუდარა გაურია და წასასვლელად შებრუნდა.თომაც მორჩილად მიყვა უკან,მანქანა დაძრა და უკან მოიტოვა სანაპირო ხედი.
-ნინი მაპატიე ამის თქმა არ მინდოდა.
-ყველა ამას ამბობს გესმიის?გაინტერესებს მიყვარდა თუ არა შოთა?ჩემი პასუხია კი და რამდენჯერაც არ უნდა მკითხოთ ეს იგივეს გიპასუხებთ,მაშინაც მიყვარდა,ახლაც მიყვარს და მერეც მეყვარება ალბათ.
-დაა აბა ასე რატომ მოიქეცი?რატომ მიატოვე?
-მე მაშინ 15წლის ბავშვი ვიყავი,15ის გასაგებია?შემეშინდა,ვის არ შეეშინდებოდა?-ყვირილზე გადავიდა ნინი.
-კარგი დამშვიდდი,მე უბრალოდ მაინტერესებდა
-მანქანა გააჩერე გთხოვ
-ცუდად ხაარ?
-არა,უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა.
-ასეთ მდგომარეობაში მარტო არ დაგტოვებ.
-არმჭირდება ახლა შენი გმირობები გთხოვ.
-კარგი როგორც იტყვი.-მის ნებას დაჰყვა და მანქანა გააჩერა
-მადლობა ყველაფრისთვის-თქვა და ქურთუკი გაუწოდა
-დაიტოვე ცივა,შენ კი ფეხით აპირებ გზის გაგრძელებას.
-მომაკითხავენ,გამომართვი-თქვა დატელეფონი მოიმარჯვა.
-კარგი როგორც გინდა,უბრალოდ სახლში რომ მიხვალ მომწერე
-კარგი-ნაძალადევი ღიმილი აჩუქა და გზას ფეხით გაუყვა.
დიდხანს ფიქრობდა,ტელეფონს ხელში ათამაშებდა და ნელა მიაბიჯებდა რუსთაველზე უკვე ნახევარი საათი იყო გასული რაც ასე ნელა და აუჩქარებლად მიდიოდა და გარშემომყოფებს აკვირდებოდა,ირგვლივ ხალხი ერთმანეთში ირეოდა,ყველა ისე სწრაფად მოძრაობდა თითქოს ამ შუაღამისას სადმე ეჩქარებოდეთ.მაინც როგორი უცნაურია ეს ხალხი,მეტროს დაკეტვამდე ორი საათია დარჩენილი შეულძებელია აქედან იქამდე ვერ მიასწრონ,ეს ხომ უბრალოდ სისულელეა.ლამისაა ერთმანეთს გადაუვარონ და...
-ნინიი-ფიქრებიდან სხეულზე მიკრულმა გოგონამ გამოიყვანა,სხეულზე დაიხედა და ფეხებზე მოხვეული პატარა ქეთას დანახვისას თვალები აუცრემლიანდა.
-ჩემო გოგონავ-ხელში აიყვანა ნინიმ ქეთა.
-მაპატიე ვერ შევაკავე,ბავშვით სირბილს უნდა მივეჩვიო.-გაისმა შოთას ხმა მის ზურგს უკან.
-არაუშავს,მომენატრა ქეთა-უთხრა და მის წინ მდგომ მამაკაცს დააკვირდა,ბავშვით ხელში ძალიან უცნაურად და სასაცილოდ გამოიყურებოდა,შეუძლებელი იყო არ გაგღიმებოდათ მისი დანახვისას,ნინიმაც თავი ვერ შეიკავა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.
-რამოხდა?-იკითხა შოთამ და საკუთარ სხეულს დაუწყო თვალიერება.
-არა,არაფერი უბრალოდ უცნაურად გამოიყურები.
-უცნაურად?
-ანუ ეგ არ მიგულისხმია,უბრალოდ გიხდება ბავშვი.
-გიორგიზე ამბოობ?ხოო მასთან ერთად იშვიათად გავდივარ გარეთ,უბრალოდ არმინდა დედამისის გამო ჩემი შვილი დავტანჯო.ჯერ ისევ ვსწავლობ მასთან მოქცევას-თქვა და გიორგი გულზე მიიხუტა
-დარწმუნებული ვარ კარგად გამოგდის-ღიმილით უპასუხა ნინიმ
-ყოველშემთხვევაში ვცდილობ.არ გცივა ამ სიცივეში ასე რომ გაცვიაა?
-ნინიი,მიხარია რომ გიპოვე-მოულოდნელად გაისმა თომას ხმა რომელიც მათკენ სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა.
-აქ რას აკეთებ?-ბავშვი სხეულიდან მოიშორა ნინიმ
-ვინერვიულე რომ არ დამირეკე.
-კარგი და როგორ მიპოვე?
-ჯიპიესით ძვირფასო.
-ძვირფასო?ახლა გული ამერევა-სიცილი დაიწყო შოთამ
-შოთა არაა?სასიამოვნოა-ხელი გაუწოდა თომამ
-არ გეწყინოს ბავშვი მიჭირავს-გამოწვდილ ხელზე დახედა და მზერა ქეთაზე გადაიტანა
-ხოარაუშავს-წყნარად განაგრძო თომამ.-ნინი მაპატიე წეღანდელისთვის რა,ასეთი რამ არ უნდა მეთქვა.
-არ მინდა საუბარი გთხოვ.
-არა მომისმინე,არ მინდოდა შენი ცრემლების ნახვა,არ მეგონა ეს ამხელა ტრამვა თუ იყო.
-ცრემლები?რა დაუშავე?-დაიღრინა შოთამ
-შოთა არაფერი დაუშავებია დამშვიდდი.
-კითხვას აღარ გავიმეორებ.
-არაფერი დამიშავებია გიჟი კიარ ვარ,უბრალოდ ძველი ამბები გავიხსენე
-რა ძველი ამბები?
-შოთა გთხოვ-მათშორის ჩადგა ნინი
-ვერ ვხვდებოდი რატომ მიგატოვა და ეს ვკითხე შემდეგ ვუთხარი რომ არ უყვარდი და
-შენ საერთოდ ვინ გეკითხება,ჩემი და ნინის ურთიერთობაში რატომ ერევი?
-შოთა გეხვეწები არ გინდა.
-ბავშვები წაიყვანე ნინი და წადი.
-გთხოვ შოთა.
-წადი ნინი გთხოვ.
-მომისმინე ძმაო მე რეალობას გავუსვი ხაზი და ეს არ უნდა გაბრაზებდეს.
-ნინისთვის პასუხი მე არ მომითხოვია და შენ ვინ ხარ საერთოდ.-ნინი მიხვდა რომ აზრი არაფერს არ ქონდა ამიტომ გიორგის და ქეთას ხელი მოკიდა ტაქსი გააჩერა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას
-მინდოდა მიმხვდარიყო რო წარსული არ უნდა სტანჯავდეს რეალურად თუ შევხედავთ ფეხებზე კიდიხარ.
-მეშენ გაჩვენებ ფეხებზე დაკიდებას-თქვა და სახეში მუშტი დაარტყა,თომა ამას ელოდებოდა მან ხომ სპეციალურად გააღიზიანა შოთა,საპასუხო დარტყმა მისგანაც მიიღო,შემდეგ შოთამ იმარჯვა ზემოდან მოექცა და ისე დაუწყო ცემა,ადგილობრივებს რომ არ გაეშველებინათ ალბათ მოკლავდა,ბოლოს ფეხზე წამოდგა ერთი წიხლი მუცელში კიდევ დაარტყა და თქვა-„არასოდეს აღარ მოსთხოვო ნინის პასუხი იმაზე რაც შენ არ გეხება და მეორედ კიდევ რომ გავიგო ნინიმ იტირა და ამაში დამნაშავე შენ ხარ ყველა ძვალს სათითოდ დაგიმტვრევ“-ეს თქვა კიდევ ერთხელ დააკვირდა ნახევრად უგონოდ მყოფ სხეულს და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა...


დავბრუნდი მაგრამ მხოლოდ მცირედით flushed



№1  offline წევრი Imagination88

ოჰოო ვინ მოსულა :))
გამიხარდი.. კარგი იყო მომეწონა ❣️❣️უბრალოდ შოთას ასე ძაან ნუ ჩარევ ნინის ურთიერთობებში ❣️❣️
იმედია კიდევ არ დაიკარგები.. გელიი❣️❣️

 


№2  offline მოდერი ენქეი

A.N.A
ოჰოო ვინ მოსულა :))
გამიხარდი.. კარგი იყო მომეწონა ❣️❣️უბრალოდ შოთას ასე ძაან ნუ ჩარევ ნინის ურთიერთობებში ❣️❣️
იმედია კიდევ არ დაიკარგები.. გელიი❣️❣️



ეს მხოლოდ ნინის ურთიერთობა არ იყო
ეს წარსულია რომელიც ორივეს აკავშირებს ერთმანეთთან ამან გააღიზიანა ჩვენი გმირი smile
ამჯერად აღარ დავიკარგები ვეცდები ხშირად დავდოხოლმე❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თაკოო

სად დაიკარგეე

 


№4 სტუმარი Katooo

რატო აღარ დებ ახალ თავებს?❤️

 


№5  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თაკოო
სად დაიკარგეე

მალე დავდებ საყვარელო❤️

 


№6 სტუმარი ნბ

როდის გვაღირსებ?

 


№7  offline მოდერი ენქეი

ნბ
როდის გვაღირსებ?

მოდერაციის რეჟიმში იმყოფება,ალბათ დილისთვის აიტვირთება საიტზე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent