შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ანანასი /სრულად/


6-04-2020, 00:01
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 9 789

თვალდახუჭული მიაბიჯებ უსწორმასწორო ტროტუარზე, სადაც კაცის ჭაჭანება არ არის და კიბის საფეხურს ფეხს კრავ. უმისამართო ბარბაცს იწყებ და თხელი ხელების სავსავით, ცდილობ წონასწორობა შეინარჩუნო.
სამყარო ბრმაა, ჩვენ კი მისი თვალები ვართ.
მაინც არ ახელ ანანასო, შენს არც ისე მომნუსხველ თვალებს და ფეხის წვერზე ჩერდები. ავოკადოს ჩუპაჩუპსს ერთი ლოყიდან მეორეში იგდებ და გეღიმება.

- ავოკადო, დაბრუნდები?
- თუ მიპოვი, ალბათ კი, ანანასო.

დაკარგეთ. გეგონოთ, რომ დაკარგეთ და ეძებეთ. მთელი ცხოვრება დაუკარგავის ძებნას შეალიეთ!

ჩუმპაჩუპსი ყბებში გიმჟავდება და გული გერევა. ავოკადო - მჟავე? არასოდეს. ის მწარეა, ცხარე, ტკბილი, ეშმაკმაც დალახვროს, ყველანაირი, მაგრამ მჟავე? არასოდეს. არასოდეს დაგიმანჭავს სახეს ავოკადო, გესმის, ჰომ? საკუთარი შინაგანი კივილი გესმის, რომელიც სასოწარკვეთილი გეუბნება ამას.

ღამე ეჩურჩულება ანანასს. ხმამაღლა ეჩურჩულება იმაზე, რასაც ავოკადო ფიქრობს. მაგრამ ფიქრთა სრბოლა იმდენად სწრაფი და მძლავრია, ანანასი ვერ ახერხებს სიტყვათა გარჩევას.

ასე არ არის, ანანასო? შენ საკუთარ ფიქრთა ნაკადს ვერ უგდებ ყურს, მაგრამ ავოკადოს ფიქრები?

- ყოველთვის იცი.
- ვიცი.
- მასწავლი?
- ასეთი იყავი, რა.
- ვიქნები. მასწავლი?
- იყავი. არ შეიცვალო.
- არ ვიქნები ანანასი?
- ავოკადოს ანანასი იქნები სულ. უბრალოდ, არ შეიცვალო.

თესევსის გემი და ყველა ნავია ამქვეყნად. ტბაში, მდინარეში, ოკეანეში. განა გემობას ვინმე დაიჩემებს?

თვალებს მაინც არ ახელ და ჯიუტად ელოდები, რომ ავოკადო დატკბება. ელოდები და იცი, რომ აუცილებლად გამწარდება. მაგრამ ელი, რომ დატკბება.

იცით, მაგრამ მაინც იმედი გაქვთ. აბსურდი? არა, სიცოცხლის წყარო!

- შევიცვალე!
- არ მჯერა.
- ასე მარტივად აღარ…
- ვერ შეიცვლები, მაინც.
- რატომ იცი?
- ყოველთვის მეცოდინება.

ავოკადოს ანანასო.

ენით ისველებ ბაგეს და გრძნობ, რომ გემო ბორდოსფერი ხდება. ტუჩებიც გიწითლდება და ავოკადო ჩვეულ სიმწარეს უბრუნდება.

დასასრულს გერჩივნოთ თქვენს გზას აცდენილი მოქმედება. შენ კი, ანანასო, იმიჯი მაინც შეიქმენი, რომ გადარდებს!

ასე ხდება, ხოლმე. სინამდვილეში იმიჯია ის, რომ, თითქოს, არ გადარდებს… ეს წყეული შირმა, რომლის იქითაც იდუმალებით შემოსილი ოკეანე იმალება.

შირმის იქით ოკეანე იმალება. თქვენ კი გეცინებათ. ყველაფერი შესაძლებელია. ყველა ფერია შესაძლებელი.

შენ კი ნამდვილად გადარდებს. იღიმი. ბედნიერებისგან, მარსამდე იღიმი, შენს სულში კი პლუტონი ეალერსება მთვარეს. ანადგურებს, კლავს, სიამოვნების ზენიტამდე აჰყავს და…
ავოკადოს ანანასო.

- ავმჟავდები.
- არ დავუშვებ.
- ერთხელ აუცილებლად ავმჟავდები, ანანასო.
- რატომ, ავოკადო?
- ეს შენს ცრემლად არ ღირს, ანანასო.
- რატომ, ავოკადო?
- ნუ.

ავოკადოს ანანასო.

ეძებეთ საკუთარ თავში მიზეზი და შეალიეთ ამას მთელი ცხოვრება. ღმერთი კი თქვენს ბჭობაზე გაიცინებს. გვერდს შეიცვლის და მიზეზსაც.

გზას აგრძელებ, ანანასო და თვალთა სილურჯეს მთვარის ელვარებას არ აზიარებ. თითქოს, სჯი მათ. ვერცხლისფერი გელამუნება სახეზე და ქალაქში მხოლოდ შენ დახეტიალობ.
მაგრამ, არა. შენ მათ არ სჯი, პირიქით. მათ ნეტარების შეგრძნების საშუალებას აწვდი და ტემპერატურის მატებას გრძნობ.

- ავოკადო?
- ჰო, ავოკადო.
- უცნაურია.
- რატომ ?
- მე თუ ავოკადო, შენ ანანასი.
- ანანასი?
- ანანასის არომატი დაგყვება თან, ანანასისფერი თმა გაქვს…
- კი, მაგრამ…
- შავი ხარ, ანანასო. შავი და…

ავოკადოს ანანასო.

საოცრად ტკბილი ხარ, ანანასო. შენი ქერქი არ აძლევთ საშუალებას, შენი სიტკბო შეიგრძნონ. სირთულეთა ბარიკადები და სიმწარეთა კასკადები… ავოკადომ ისინი გადალახა. ავოკადომ ყოველთვის ყველაფერი იცის, სულ მართალია. შენ კი ბრაზობ. რატომ ბრაზობ ?

დახუჭულ თვალებს ცრემლთა ნაკადი ასკდება, შენ კი კვლავ არ ახელ მათ. ასე ჯიუტად და ტუჩებგაბუშტული, ძეგლთან ჯდები. აი, იმ ძეგლთან, საიდანაც ყველაფერი ჩანს. მაგრამ ახლა საფრთხეს გრძნობ. რა არის ეს ? რატომაა ბასრი გორგალი ხორხში მომდგარი? გადაყლაპვა სცადე, მაგრამ არ გამოგივიდა.
ნეტავ, როგორც ბავშვობაში - სამი მხრიდან სიმყარეს გრძნობდე და მხოლოდ პირისმიერი მხარე გქონდეს თავისუფალი.
ნეტავ, ზურგიდან არ ჩაგცენ დანა.
მაგრამ, ანანასო… საოცრად ფრთხილო, ანანასო, რატომ გაქვს ზურგზე ამდენი იარა?
წარსულის პაწაწინა ნამცეცები იარებად შეიკრნენ შენს კანზე და არასდიდებით არ თმობენ პოზიციებს.
ჭრილობის შეხორცება? არაფერი, როდესაც იარა რჩება. იარისგან დამახინჯებულ კანს თითს გადაუსმევ და წარსული ერთიანად აიშლება ათასფერად შენ წინაშე. ფარშევანგივით გაშლის თავის დიდებულ კუდს და გაგრძნობინებს, რომ არავინ ხარ და ამავდროულად, ყველა.

შენ კი ფიქრობ… ფიქრობ, ანანასო, რომ იარები ძალიან ლამაზები არიან. ნისლისფრად ლამაზები და იისფრად აბსტრაქტულები. გახსოვს?

საჩვენებელ თითს აყოლებდა ავოკადო შენს იისფერ არტერიებზე. დაბერილი ვენები გასცემდნენ შენს მღელვარებასა და მოუთმენლობას. ღრმა ჩასუნთქვები ავოკადოს სახეზე ეფინებოდნენ და ნესტოებს დაბერვას აიძულებდნენ. ნახევარი სიცოცხლის ფასი უჯდებოდა, რომ არ დაგძგერებოდა და ამოენთხია შენზე თავისი სულის სიშავე.

- სული ხარ ჩემი.
- მერე შავი?
- ჩემი სული შავია, ანანასო.
- მეავოკადოები.
- შენ ავოკადო, სხვა - შავი.
- მათ ეშავები?
- ეს სიშავე კი შენ ხარ.

ავოკადოს ანანასო.

კისერზე გაჭდობდა თავის ძლიერ ხელებს და შენ ერთი სული გქონდა - როდის მოკვდებოდი მის მკლავებში. ეს იქნებოდა სულის სიკვდილი და ორგაზმად დაღვრა მისთვის. შენ კი კმაყოფილი დარჩებოდი, რადგან ცხოვრებაში პირველად იგრძნობდა იგი სინდისის ქენჯნას, რადგან სული მოკლა და არაამქვეყნიურ ნეტარებას ეზიარა.

მუხლებს მკერდზე იბჯენ და ეხუტები მათ. სიფრიფანა მხრები ჯერ ირხევიან, შემდეგ კი კანკალს იწყებენ. მთელ ქალაქში მხოლოდ შენ ხარ სულიერი, აქ კი მიწისძვრა იწყება. ყოველივე ზანზარებს და ეს ხმა ცდილობს შენი ჩუმი სლუკუნი ჩაახშოს. შენობები ირწევიან და მოცეცილი ბალახივით ეხუტებიან მიწას. ამდენი ხნის ნაშენები და ნაკოწიწები ქალაქი თავდაყირა დგება.
მთვარეს შუბლზე ნაოჭი უჩნდება, პლუტონი კი ყბებდაძაბული გიმზერს შორიდან.
როგორ გსურს ახლა, რომ იარაზე ხელის მოხვევა იგრძნო და ზურგი შიშველი არ გქონდეს. როგორ გსურს, ზურგზე შემოგეჭდოს ავოკადოს ხელები და ძვლების დამტვრევამდე მოგიჭიროს. სუნთქვა შეგეკრას და ღონემიხდილი მიესვენო მის მკლავებში.

- ხელშეუხებლად, მხოლოდ თვალებით, ავოკადო.
- მეეჭვება, რომ ასე გავძლო, ანანასო.
- სიველურეს ვერ ჩაახშობ ცოტა ხნით მაინც?
- ეს გინდა?
- მინდა.
- არ გინდა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენ არ ცვლი.

ავოკადოს ანანასო.

შენ არ ცვლი ხალხს, ანანასო. შენთვის ის ისაა და არავინ სხვა. გული გერევა, ანანასო ამ ყველაფერზე. ადამიანებზე გერევა გული და ამავდროულად, გიყვარს ისინი.

თქვენთვის ხალხი საექსპერიმენტო ვირთხაა, რომელთაც შხამ-ქიმიკატებს ატესტინებთ. ისინი ცვლიან ადამიანებს.

შენთვის კი ცვლილება ამაზრზენია, ანანასო. მომენტალურად უგემურდები, როცა შენ ირგვლივ ვიღაც იცვლება - არა თავისი ნებით.

- ავმჟავდი.
- გთხოვ…
- ავმჟავდი და არასოდეს დავტკბები.
- გემუდარები.
- ნუ მოიწყენ, გესმის?
- ავოკადო…
- მოწყენილი სახით არასოდეს, იცოდე!
- შენ…
- მდე, ახლა და მერეც, დაიმახსოვრე!

ავოკადოს ანანასო...

მრისხანება მოასკდა შენი იისფერი ძარღვების სიმხურვალეს და მათი დახეთქვა სცადა, ვით ზღვის ტალღები ეხეთქებიან კლდის ნაპირებს, მათი ჩამოშლის მიზნით. სისხლის ნაცვლად ღვინოა წითელი, რომელიც მენტალურად გათრობს. დაბერილი ვენები დაგისკდა და სისხლისფრად შეიღება დადუმებული ქალაქი. მიწიძვრა მორჩა, სლუკუნის ხმაც არ ისმის.
შენ ვაკუუმში ხარ, სადაც დარჩი ჩასუნთქული ჰაერის ამარა. მხოლოდ ერთი ჩასუნთქვა ფილტვები დაგრჩა და შენ მაინც იწყენ. არ უჯერებ ავოკადოს და მაინც იწყენ.
ყბები გეჭიმება და ძეგლს შორდები.
არავინ და არაფერი გჭირდება, ანანასო!
გრძნობები გაგეყინა, ანანასო!
სითბო მოგპარა ავოკადომ, ანანასო!
შენ გათოვდი, ანანასო…
...

- სად მირბიხარ?
- აქედან შორს.
- იქ რა გინდა?
- გავექცე დროს...
- ჩვენ რას გვერჩი?
- ნუ მიკლავთ სულს!
- აღარ მოხვალ?
- არც არასდროს!


ღრმად, ღრმად, ღრმად... რაც შეიძლება ღრმად! რომ არავინ გაიგოს, არავინ დაგინახოს, არავინ შეგეხოს. გადაეშვი ნირვანაში, ჩაყვინთე ოკეანეში, ჩაიძირე ჭაობში, ოღონდ გაიქეცი ! გაიქეცი, უკან არ მოიხედო ! გაშორდი ამ სამყაროს. ჩაიკეტე კარცერში, მოკვდი და არსებობდე. წყვდიადმა შთანგთქას და შეგჭამოს…
არ გაიხსენო! არასდროს გაიხსენო... მაგრამ არც კი დაგვიწყებია.

თვალი გაახილე, შავი ხარ, ავოკადოს ანანასო…!




№1 სტუმარი მარგარეტი

ვაიმე აი უზომოდ მომეწონა. არ ვიცი დღეს რა ჯანდაბა მჭირს მაგრამ ჩემთვის უცნობი მწერლების კითხვაც გადავწყვიტე და შენამდეც მოვედი. მგონი ცოტა ელ პინის ხელწერასაც წააგავს, მაგრამ მაგას ძაან არ ჩავაცივდები. ისე ელ პინიც ძაან მომწონს:დ სიგიჟის პიკია. თუ არ იცი გირჩევ
სხვათაშორის შენმა ფსევდონიმმა შემომიტყუა.
მოკლედ ველი შემდეგ "გამონათებებს".

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

მარგარეტი
ვაიმე აი უზომოდ მომეწონა. არ ვიცი დღეს რა ჯანდაბა მჭირს მაგრამ ჩემთვის უცნობი მწერლების კითხვაც გადავწყვიტე და შენამდეც მოვედი. მგონი ცოტა ელ პინის ხელწერასაც წააგავს, მაგრამ მაგას ძაან არ ჩავაცივდები. ისე ელ პინიც ძაან მომწონს:დ სიგიჟის პიკია. თუ არ იცი გირჩევ
სხვათაშორის შენმა ფსევდონიმმა შემომიტყუა.
მოკლედ ველი შემდეგ "გამონათებებს".

გმადლობ, მიხარია, რომ მოგეწონა. ❤

 


№3  offline მოდერი Mary Drey

ვაჰ, ახლა აღმოვაჩინე ეს ნაწერი.
ძალიან, რომ მომეწონა იცი?
სხვების ნაწერს არ ჰგავს და შენეულია. heart_eyes

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

Natsrisferi_grdznobebi
ვაჰ, ახლა აღმოვაჩინე ეს ნაწერი.
ძალიან, რომ მომეწონა იცი?
სხვების ნაწერს არ ჰგავს და შენეულია. heart_eyes

ჰეი, თენქს.
მეც მეტისმეტად მეჩემებურება.
ძალიან რომ მიხარია, რომ მოგეწონა - იცი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent