შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება


6-04-2020, 01:20
ავტორი ელენე (ნენე)
ნანახია 1 006

ღამე იყო, შუა ღამე,მაგრამ ევას მაინც არ ეძინა.დიდი ხანია მას ძილი აღარ ეკარებოდა. ფიქრობდა განვლილ ცხოვრებაზე.რატომ მოხდა ასე? რატომ მიატოვა ყველა?რატომ ვერ
იპოვა ის ერთადერთი ,ვისაც ასე ძალიან ელოდა? ვისზეც ამყარებდა მთელ მომავალს და ვინც ერთხელაც კი არ გამოჩნდა მის განვლილ ცხოვრებაში. მხოლოდ სიზმარში,
მხოლოდ იქ ნახულობდა მას , მხოლოდ იქ ტკბებოდა მისი არსებობით. “ ის”იყო ადამიანი, რომელიც მის სულს სიმშვიეს დაუბრუნებდა. განა ბევრს ითხოვდა?
მას სურდა მხოლოდ ერთი ადამიანი ეპოვა, “ის” უნდოდა ,ვინც მოუსმენდა და დაამშვიდებდა, არ შეეცდებოდა მის შეცვალას და ზურგს არ შეაქცევდა მაშინ, როცა ვერ გაუგებდა. მას სურდა უსაზღვროდ შეყვარებოდა “ის “ და გამხდარიყვნენ ერთმანეთისთვის შეუცვლელი ცხოვრების თანამგზავრები. თუმცა ეშინოდა ცხოვრების დაუნდობლობის, ეშინოდა ისე არ წასულიყო ამ დაუნდობელი მიწიდან რომ არ ყვარებოდა:უსიტყვოდ,უპირობოთ,ზღვარ გადასული გრძნობებით. რაც დრო გადიოდა ცხოვრება მის სულს უფრო და უფრო ფლეთდა ,ანაწერვებდა. ბოლოს ცხოვრების იმედი დაკარგა. ცხოვრების იმიტომ რომ “მის “ გარეშე ვერ წარმოედგინა მომავალი. ყველაფრის იმედი დაკარგული ჰქონდა. არსებობას მხოლოდ იმიტომ განაგრძობდა ,რომ გარშემო მყოფები ეცოდებოდა.ჯერ, მისი სული ისე ვერ გაშავებულიყო რომ,სიბრალურის გრძნობაც დაეკარგა და არსებობა დაესრულებინა.ებრალებოდა დედა და მამა, რომლებიც მეორე შვილის სიკვდილს ვერ გადაიტანდნენ. სწორედ ,ამიტომ აგრძელებდა არსებობას. ევას ყოველი დღე ერთი და იგივე იყო:ქარაფშუტა კურსელები, სწერვა ლექტორები, რომლებიც ბავშვების ნიშნებს მშობლების თანამდედობებით არჩევდნენ. ყოველივე ეს სულს უშფოთებდა ,თუმცა ვერაფერს ცვლიდა რადგან არავის უნდოდა საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა და წყრეული სამყაროსთვის თვალის გასწორება. მთვარეს მზე შეენაცვლა, უკვე თენდებოდა,მაგრამ ევა ჯერ კიდევ აივანზე იყო,ხის მყუდრო სკამზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. მოწევაც ახლა დაიწყო რამდენიმე თვეა, როცა მთლიანად დაკარგა ცხოვრების იმედი.ეს მაშინ მოხდა, როცა მისი საყვარელი ძმა გიო და ერთადერთი მეგობარი ლარა ერთ დღეს დაკარგა ავარიაში.ერთ დღეში გადაიტანა ორი უძვირფასესი ადამიანის დაკარგვა, რომლებიც აძლევდნენ ძალას ამ ბინძურ სამყაროსთვის გაეძლო. უყურებდა ქალაქის ხედს და ფიქრობდა რისთვის არსებობდა?ფიქრობდა დაემთავრებინა ეს წამება, მაგრამ მაშინვე თვალწინ დედ-მამა წარმოუდგა, რომლებიც საბოლოოდ განადგურდებოდნენ მეორე შვილის სიკვდილით და აზრი “დამთავრების” უკუ აგდო , სულის ყველაზე ბნელ მონაკვეთში გამოკეტა. ამ დროს, მაღვიძარამაც დარეკა და ევაც გამოერკვა თავის ფიქრებიდან. ოთახში შევიდა, ყვითელი, სპანჯბობის ფორმის მაღვიძარა გამორთო და აბაზანისკენ გაუყვა. ხელ-პირი დაიბანა, კბილები გაიხეხა და შემთხვევით დაინახა სარკეში ანარეკლი.რამოდენიმე წუთით გაუაზრებლად უყურებდა სარკეს და მასში დანახულ ადამიანს აკვირდებოდა. შემდეგ მიხვდა რომ ის ფერწასული,თვალებჩასიებული გოგონა თვითონ იყო.შეკრთა,ვერ წარმოედგინა რომ ოდესმე ასეთი იქნებოდა ის იმედიანი,ლაღი გოგონა, რომელიც ცხოვრებას ყოველთვის ვარდისფერი სათვალიდან უყურებდა. აკვირდებოდა ანარეკლს და უფრო და უფრო იპყრობდა შიში.ამ დროს დედა შევიდა აბაზანაში ,ეს ევამ მხოლოდ მაშინ იგრძნო როცა ლელამ ფრთხილად აკოცა ლოყაზე ,ევაც მაშინვე გამოერკვა ფიქრებიდან ,ყალბი ღიმილი მოირგო და დედას კოცნიდვე უპასუხა.
-კარგად ხარ ევა?-სევდანარევი ხმით კითხა დედამ .-კი დე კარგად ვარ, ახლა გავედი, თორე დამაგვიანდება უნიში. -მხიარული ,ლაღი გოგოს ნიღაბი მოირგო და აბაზანიდან გავიდა.საძინებელში შევიდა,კარადა გამოაღო და რაც პირველივე მოხვდა ხელში ის ჩაიცვა. დედ-მამას დაემშვიდობა,გარეთ გავიდა თავის ჯიპში ჩაჯდა, რომელიც 18 წლის რომ გახდა მშობლებმა უყიდეს და უნივერსიტეტში წავიდა. ლექციები როგორც კი დამთავრდა ,სკამების ბოლო რიგიდან გამოვიდა და უნივერსიტეტიდან გავიდა.ჩაჯდა მანქანაში და გადაწყვიტა სასაფლაოზე წასულიყო. ორშაბათს საღამოს ყოველთვის დადიოდა სასაფლაოზე, მაგრამ დღეს ადრე წასვლა გადაწყვიტა. მანქანა დაქოქა და შეუერთდა ავტომობების ზღვას. ბოლო ქუჩებში სიჩქარეს მოუმატა, რადგან არასდროს არავინ შეხვედრია იმ ადგილებში.გზები მუდამ ცარიელი იყო. პრაქტიკულად უდაბნოს გავდა, რადგან არც ადამიანები იყვენენ და არც წყალი, არაფერს ეტყობოდა სიცოცხლის ნატამალი .- ფიქრებში გართულმა ევამ შეუხვია ბოლო მოსახვევში და ვიღაცას დაეჯახა.- ო ღმერთო მიშველე, ერთხელ მაინც დამიმტკიცე რო არსებობ - კიოდა და მანქანიდან გადმოდიოდა. ღმერთმა ან რაღაც ძალამ ევა მართლაც გადარჩინა მკვლელობისგან,ბიჭი რომელსაც დაეტაკა გონზე იყო,ბალახზე ეგდო და გაოცებული სახით უყურებდა ისტერიკაში მყოფ ევას .ევა კიოდა თვალებიდან ცრემლები სდიოდა,მთელი სხეული უკანკალებდა,ადგილიდან ვერ იძვროდა. უცნობი მიწაზე ეგდო ,გონზე იყო, ევას რომ შეხედა შეკრთა თითქოს მოჩვენება დაინახა.


Ps : ეს ჩემი პირველი ნაწარმოების პირველი თავია, იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ელა

ძალიან მომწონს

 


№2  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი ელა
ძალიან მომწონს


დიდი მადლობა.

 


№3 სტუმარი ალბინა

ძალიან მომწონს ❤️????

 


№4  offline წევრი ელენე (ნენე)

ალბინა
ძალიან მომწონს ❤️????


მიხარია, ვეცდები იმედები არ გაგიცრუო და ყველა თავი მოგეწონოს.

 


№5 სტუმარი სტუმარი თეკლა

მომეწონა ❤❤❤❤

 


№6  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი თეკლა
მომეწონა ❤❤❤❤


მიხარია, იმედია ბოლომდე წაიკითხავ.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნატალი

გასაოცარია????❤

 


№8  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი ნატალი
გასაოცარია????❤


ნატალი, მიხარია რომ მოგწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent