შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება (მეორე თავი)


7-04-2020, 00:39
ნანახია 7 985

ბიჭმა მალევე გაიაზრა რომ ევა პანიკაში იყო ,რაც შეეძლო ხმა დაიმშვიდა და უთხრა- გოგონი დამშვიდდი, ცოცხალი ვარ,კარგად ვარ ,მკვლელი არ ხარ.-უმეორებდა რაც შეეძლო მშვიდად და ნელ-ნელა ხმის ტემბრს უწევდა ,რომ სიტყვები “ლამაზი უცნობის” ცნობიერებამდე მიეტანა. რამოდენიმე წუთში ევაც მოეგო გონს,სასოწარკვეთილი და ამავე დროს უზომოდ გახარებული ევა ბოდიშებს უხდიდა ბიჭს - აუ ბოდიში, არ მინდოდა,ბოდიში ,მოდი სასწრაფოს გამოვიძახებ და დაგეხმარებიან ,ხო კარგად ხარ ?
-ნორმალურად ვარ, არ მინდა სასწრაფო, მომეხმარე ,ავდგები და სავადმყოფოში წამიყვანე , ასე უფრო ადვილად გამოვძვრებით. ისე რას ფიქრობდი ამ სიჩქარით რომ უხვევდი?შენ ნორმალური არ ხარ.-შეატყო ბიჭმა ევა რომ დამშვიდდა და საყვედურებით აავსო.ევამ კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში,უხმოდ მიუახლოვდა და წამოდგომაში დაეხმარა .როცა შეეხო სხვანაირად იგრძნო თავი ,სრული სიმშვიდე მოიპოვა, რომელიც სიგიჟემდე ენატრბოდა,თუმცა იმ დროს ამას არ დაკვირვებია. მანქანის უკანა სვარძელზე დაჯდომაში დაეხმარა, კარები მიუკეტა და საჭისკენ გაემართა. ავტომობილი დაქოქა და ეცადა მშვიდად ეტარებინა. დროდადრო სარკისკენ აპარებდა თვალს ,ბიჭს აკვირდებოდა. ერთხელაც მათი თვალები ერთმანეთს დაემთხვა, ევამ თვალები დახარა და გზის ყურება დაიწყო. ბიჭი კი უცნაურად გაიღიმა. ამ ბიჭში იყო რაღაც განსხვავებული, ამოუცნობი. დიდ ,ფართოდ გახელილ შავ თვალებში ევამ რაღაც დაინახა, თუმცა ვერ მიხვდა რა. ფიქრებში გართული საავადმყოფოს გაცდა. ბიჭმა ეს შეამჩნია და გაბრაზდა- რა უპასუხისმგებლო გოგო ხარ, საავადმყოფოს გაცდი.რაზე ფიქრობ?რა მოხდა ისეთი ,რომ ამ სამყაროში აღარ ხარ? მეშინია უკვე ამ მანქანაში ჯდომის,რანაირად ატარებ.-ზიზღნარევი ხმით უთხრა ევას. ევაც გამოერკვა ფიქრებიდან და დაუბრუნდა დედამიწას.- ბოდიში -მხოლოდ ეს უთხრა და საკუთარ თავთან ჭიდილი დაიწყო. პირველივე მოსახვევში გაუხვია უკან ,5 წუთში უკვე საავადმყოფოს წინ იყვნენ. უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან ,ბიჭს კარი გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა. ხელი გადახვია მხარზე და ასე უახლოვდებოდნენ საავადმყოფოს კარებს. ევა რომ შეეხო ,ისევ იგივე იგრძნო, სიმშვიდე.ბიჭს როგორც ჩანს მოტეხილობები არ ჰქონდა ,სახეზე ტკივილი არ ეტყობოდა. კარებს როცა მიუახლოვდნენ ერთმა კამერიანმა ადამიანმა დაიყვირა -გოგა, გოგა ბახტურიძეა აქ - და მაშინვე მივარდა. -ბატონო გოგა როგორ ხართ?რა გჭირთ ?ავარიაში მოყევით? ეს ქალბატონი თქვენი შეყვარებულია?- ამ დროს სხვა პაპარაცებიც მივარდნენ, წრეში მოიქციეს და პასუხებს ელოდნენ. ერთ-ერთმა წამოიძახა- ეს ქალბატონი ევაა , ევა რიჟამაძე. ქალბატონო ევა დიდი ხანია შეყვარებულები ხართ? ავარიაში მოყევით?-სხვა ჟურნალისტებიც აყვნენ,სხვადასხვა კითხვებს უსმევდნენ.ვერცერთს გაეაზრებია რა ხდებოდა. ბოლოს გოგამ თქვა- მეგობრებო დაშავებული ვარ, გთხოვთ გაიწიოთ ინტერვიუს გარეშე. ეს თქვა ,ევას გახედა, თვალებით დაამშვიდა ,დაეყრდნო და ნაბიჯი გადადგა.ევაც უხმოდ მიყვა. მართლა დაამშვიდა გოგას მზერამ,მასში იყო რაღაც ისეთი, რაც ადრე არავისი შეუმჩნევია.ევას ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა.გოგა პალატაში შევიდა, ევა კი დერეფანში ელოდა. პირველად იყო საავადმყოფოში იმ წყეული დღის მერე,როცა ორი ანგელოზი წაართვა ცხოვრებამ. ამის გახსენებაზე თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა,მაგრამ მაშინვე მოიწმინდა. სწრაფად ადგა სკამიდან და პანიკურად აქეთ-იქით სიარული დაიწყო. თან ფიქრობდა გოგაზე, დღეს კინაღამ ვიღაცას ცხოვრება დაანგრია,კინაღამ ვიღაცა თავის დღეში ჩააგდო, კინაღამ ვიღაცას ძმა, მეგობარი, შვილი ,ბიძაშვილი წაართვა. ფიქრობდა და ნელ-ნელა შიში იპყრობდა. ცრემლები წასკდა, მუხლებით ჩაიკეცა და ტიროდა , მიხვდა რომ პანიკური შეტევა ეწყებოდა ,დახმარების თხოვნა სცადა , მაგრამ უკვე გვიანი იყო. იატაკზე დავარდა ,მთელი სხეული უკანკალებდა,თვალები გახელილი ჰქონდა.დიდი ცისფერი თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით ეღვრებოდა, ცნობიერება ნელ-ნელა ხელს უქნევდა .
4 საათის შემდეგ
ევა საწოლზე გაუნძრევლად იწვა, ჯერ ისევ არ იყო გონზე.საწოლთან ახლოს სკამზე გოგა იჯდა და ევას თმებს ეფერებოდა. უცნაური გრძნობა ჰქონდა ,თითქოს ევა თავისკენ იზიდავდა. ხელი სახეზე ჩამოატარა და სიამოვნების ჟრუანტელმაც დაუარა. შეკრთა რა მოსდიოდა ამ გოგოს შეხებაზე , შემდეგ გაიცინა და ჩაიბურდღუნა- გიჟი , გიჟი დედოფალი. ისევ შეახო შავ,ხვეულ თმაზე ხელი და ფერება გააგრძელა. რამდენიმე წუთში ევამ გონზე მოსვლა დაიწყო , სხეული აუკანკალდა - გთხოვთ, თქვენთან მინდა, არ გამიშვათ იქ მარტო. გემუდარებით აქ დამტოვეთ- მთელი გრძობით ლაპარაკობდა ევა. გოგა შეკრთა, ერთი ხელი ხელზე მოუჭირა, მეორეთი ფრთხილად მოუწმინდა ცრემლები , მისკენ დაიხარა და არაამქვეყნიურად ტკბილი ხმით თქვა- ევა გთხოვ გონზე მოდი, შენ კარგად ხარ, შენ ძალიან ლამაზი, მშვიდი, კეთილი გოგონა ხარ .-რაც პირველი მოსდიოდა თავში იმას ლაპარაკობდა.გოგონაც ნელ- ნელა მშვიდდებოდა,სხეული გაუჩერდა. ამ დროს ექიმიც შევიდა. რამდენიმე წამში ევამ თვალები გაახილა, შეშინებული იყო, სახეზე ფერი არ ედო. - სად ვარ ? რატომ ვწევარ? რა ხდება?-დამშვიდდით ქალბატონო ევა, საავადმყოფოში ხართ, პანიკური შეტევა დაგეწყოთ და გული წაგივიდათ. არაფერი გახსოვთ?- მკაცრი და ამავედროს მშვიდი ხმით უთხრა ექიმმა.
-არა ,არაფერი მახსოვს იმის მერე ,რაც ვიღაცას დავეჯახე- სასოწარკვეთილი ხმით ამოიჩურჩულა ევამ. -სად ?როდის ? მაშინ პოლიციის გამოძახებაა საჭირო- მკაცრი ხმით თქვა ექიმმა. ამ დროს გოგა ჩაება დიალოგში - რას ამბობ საყვარელო ,მთელი დღეა ერთად ვართ .რა დაჯახება ,რა ავარია,ალბათ გათიშული რომ იყავი მაშინ დაგესიზმრა ეს. -ექიმისკენ შეტრიალდა და უთხრა მოდი ცალკე ვილაპარაკოთ. გოგამ და ექიმმა პალატა დატოვეს ,მაგრამ მაინც ესმოდა ევას მათი ხმა .- ამდენი საკმარისია იმისთვის რომ გაჩუნდეთ ხომ? -მშვიდი ხმით კითხა გოგამ.
- დიახ ,ბატონო გოგა რათქმაუნდა. რამდენიმე წუთში პალატაში დაბრუნდა,სკამი საწოლისკენ მიწია და დაჯდა . - ძალიან შემაშინე,ისე განიცადე რომ შეტევა დაგეწყო.- ნაღვლიანი ხმით უთხრა და ხელი ხელზე მოუჭირა . - ყველაფერი გამახსენდა,შენ იყავი ხო ის ვისაც დავეჯახე ? ამიტომ გაქვს ნახევარი სხეული დალურჯებული. ბოდიში. - არაამქვეყნიურად სევდიანი ხმით თქვა ევამ. - არაფერია კარგად ვარ, მართლა. კაცმა ჩვენ ორს რომ შემოგვხედოს მეტყვის ეს გოგო უფრო დაზიანუბულია ვიდრე შენოო , მე დამაბრალებენ შენს დაშავებას. -მშვიდად უთხრა გოგამ.რამოდენიმე წუთი სრული სიჩუმე ჩამოწვა , შემდეგ ევამ თქვა — როდის უნდა წავიდე? მალე გამწერენ? შენ შეგიძლია წახვიდე ,მე დაგეჯახე და არა პირიქით, შენ არ უნდა მივლიდე. -ბიჭმა გაიცინა - აი შენ ასეთი კარგი ბედი გქონია ,შენ აშავებ მაგრამ მაინც შენ გივლიან.ევა ბედის გახსენებაზე შეწუხდა და იმედგაუცრუებულმა უთხრა- შენ არაფერი იცი, იღბლიანი არასოდეს გამოიყენო ჩემს ასაღწერათ-ცოტახანში დაუმატა -აქედან წასვლა მინდა, ექიმს დაუძახებ? - გოგა უხმოდ გავიდა და რამოდენიმე წუთში ექიმთან ერთად დაბრუნდა პალატაში. - ქალბატონო ევა რამდენიმე კითხვა მაქვს და შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ. - მკაცრად თქვა ექიმმა.-ნარკოტიკი გქონდათ მიღებული ან იღებთ?- არა არც მქონდა,არც ვიღებ.- მკაცრად მოუჭრა ევამ .- კარგით, რა წამლებსაც იღებთ რეცეპტი გაქვთ?- კი მსიქოლოგმა გამომიწერა,მორჩით? შემიძლია წავიდე?- მკაცრი ხმით კითხა ექიმს -წაბრძანდით, გამოჯამრთელებას გისურვებთ- მკაცრად თქვა და პალატიდან გავიდა ან უფრო გაიქცა. ევა ნელ-ნელა ადგა და ფეხსაცმლის ჩასაცმლად დაიხარა, რომ არა გოგას ხელი ევა წაიქცეოდა, თავბრუ დაეხვა, გოგამ დაიჭირა დასაწოლზე დაჯდომაში დაეხმარა. შემდეგ უხმოდ დაიხარა და ცეხსაცმელი ჩააცვა,თვალებში ჩახედა და სევდიანი ხმით უთხრა. - რა დაგემართა, რომ ასეთი გახდი ? რა ხდება შენს თავს?- ევას ფერი წაეშალა არ ელოდა რომ როდისმე ვინმე ნიღბის გარეშე დაინახავდა, თანაც ახლა , როცა ცხოვრების იმედი სრულიად დაკარგული აქვს,თუმცა არ შეიმჩნია,როგორც შეძლო მხიარული ხმა დაიყენა და უთხრა- ალბათ შენნაირი ბიჭები რომ გავაუბედურე ჩემი არ სიყვარულით , მაგიტომ მსჯის ღმერთი- და გაიცინა ეს უფრო შიშის და სიმწრის სიცილი იყო ერთმანეთში არეული. ბიჭმა არ შეიმჩნია, ვითომც არაფერი, ადგა და კითხა -მზად ხარ ? წავიდეთ ხო?- კი, კი, გავიდეთ ამ სიკვდილის სახლიდან -საიდან ?-გაკვირვება ვერ დამალა გოგამ- სიკვდილის სახლიდან , წავედით დროზე აიღე კურტკა. - რატომ სიკვდილის და არა სიცოცხლის? აქ ხომ ადამიანებს სიკვდილისგან იხსნიან. -ვისთვის როგორ , მე აქ ჩემი ანგელოზები დავკარგე ,ჩემთვის სიკვდილისაა, თუ ვინმესი გადარჩა ,ალბათ მისთვის სიცოცხლის იქნება. -გოგამ არაფერი უპასუხა, უხმოდ გაუყვნენ კალიდორს. -აქეთ წამოდი ,უკანა კარიდან უნდა გავიდეთ თუ რათქმაუნდა ჟურნალისტებთან შეხვედრა არ გინდა - .ირონია ჩაურთო გოგამ. ჩემი მანქანა იქითა გაჩერებული,ასე რომ მაინც იქით მოგვიწევს წასვლა .- არც ევამ დააკლო ირონია. - მანქანა გველოდება წამოდი - უხმოდ გაყვა ევა. კარებთან შავი ჯიპი ელოდათ, გოგამ ევას მანქანის კარი გაუღო და ხელი გაუწოდა .ევა ჩაჯდა ,მაგრამ ისე რომ ხელი დააიგნორა. გოგამ გაიცინა, კარები დაუკეტა და ამოიბუტბუტა - გიჟი,გიჟი უკრება დედოფალი.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ძაან კაია,ასე გააგრძელე

 


№2  offline წევრი უბრალოდ ნენე

სტუმარი ნინა
ძაან კაია,ასე გააგრძელე


დიდი მადლობა, ვეცდები.

 


№3 სტუმარი სტუმარი თეკლა

კარგია ????????????????????????????

მომეწონა კარგია????????????????????????????

 


№4  offline წევრი უბრალოდ ნენე

სტუმარი თეკლა
კარგია ????????????????????????????

მომეწონა კარგია????????????????????????????



ძალიან დიდი მადლობა, მიხარია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent