შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსგავსად ქვიშისა (სრულად)


8-04-2020, 00:28
ავტორი ტურაგო
ნანახია 1 558


კომიდან გამოსვლის შემდეგ მამაკაცის გონებამ თითქოს ჩაკეტა ყველა მოგონება გარდა ერთისა,შემონახული კადრი ფილმის ფირივით დაურბოდა თვალწინ,ეს იყო ეტაპი მისი განვლილი ცხოვრებიდან როცა მან ყველაზე დიდი სტრესი განიცადა,სტრესი რომელიც გონების ბნელ წიაღში იქნა ჩაკეტილი,ხანგრძლივმა ძილმა კი საკეტი გატეხა,გამოანთავისუფლა და გამოღვიძებულმა თავი იგივე მოვლენების გარემოცვაში წარმოიდგინა...ფიქრები მახრჩობელა მცენარეების მსგავსად შემოეჭდო ტვინზე და ვეღარ იგებდა სად გადიოდა ზღვარი რეალობასა და წარმოსახვით აზრებს შორის.

*
კბილებით ნერვიულად იწვალებდა ბაგეებს.საათის ისრებთან ერთად ითვლიდა დროს ემოცია წაშლილი მზერით.როცა სრული ექვსი შესრულდა მტკიცე ნაბიჯებით წამოდგა.ფარეხიდან ავტომობილი გამოიყვანა.საჭეზე შემოჭდობილ საკუთარ თითებზე გადაიტარა მზერა,გააღიმა კანზე დაზოლილმა ლურჯმა,ამობურცულმა ძარღვებმა,უცებ ისე დაისერიოზულა გამომეტყველება თითქოს წუთიერი მხიარულება ვერ აპატია საკუთარ თავს...მალევე გაახმაურა გასაღები და აუჩქარებლად გაუყვა გზას ქალაქისაკენ.
ზამთრის თვეებს უყვართ ნაადრევად დაღამებული დღეები,იმ საღამოს ღრუბლიანმა ცამაც სეზონის საკეთილდღეოდ გადადგა ნაბიჯი.ფეხმოკიდებულ სიბნელეში მყუდრო ადგილი შეარჩია მამაკაცმა.ავტომობილიდან გადმოსული ბოლთას ცემდა,ნერვიულობა სულ უფრო მეტად ემჩნეოდა სახის მიმიკებსა და თითების მტვრევაზე.გულმა უცნაურად მიაყოლა ფეთქვის სიხშირე როცა მისმა მზერამ დაიჭირა იმ სხეულის ხატება რომელსაც ასე სულმოუთქმელად ელოდა.როგორც კი ანჟელინა გზას მის მოპირდაპირედ გაუსწორდა მამაკაცი ქალისკენ წავიდა და თავაზიანად დაუძახა
-შეგიძლიათ დამეხმაროთ,გზა ამებნა
-კი რათქმაუნდა,საით მიდიხართ?-როგორც კი ანჟელინა მიუახლოვდა მამაკაცი მუხლებით მიწაზე დავარდა "დამეხმარეთ...სუნთქვა მიჭირს,ინჰალატორი საჭის მხარეს იქნება" ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა,დაბნეული ქალი ავტომობილისაკენ გაიქცა,ათრთოლებული თითებით ყრიდა წვრილმან ნივთებს სავარძელზე,მამაკაცმა დრო იხელთა,ზურგიდან მოექცა,პირზე ქლოროფორმით გაჟღენთილი ტამპონი ააფარა,ამაოდ გაიფართხალა ქალმა რამდენჯერმე მერე კი გონება დაკარგა.უკანა სავარძელზე მიუჩინა ადგილი გონდაკარგულს,პლედი გადააფარა სხეულზე და სწრაფად დაიძრა იმ ადგილისაკენ რომელიც მას ამ ხმაურიან გარესამყაროს აშორებდა.
სუსტად მნათობი შუქის ფონზე სავარძელში მჯდომი მოუთმენლად ელოდა როდის მოვიდოდა გონს თავისი მსხვერპლი.ეფიქრებოდა რომ როგორც კი თვალს გაახელდა მაშინვე ისტერიულ ყვირილს მორთავდა,ათასგვარი საძაგელი სიტყვებით შეამკობდა,ამიტომ როგორც შეეძლო საკუთარ თავს ამ აუტანელი სცენისთვის ამზადებდა,მაგრამ ქალმა გონს მოსვლისთანავე ნაძალადევი სიმშვიდე მოირგო და უცნაური ოთახის დაზეპირებით ცდილობდა გაქცეოდა გამტაცებლის სახის დანახვას,როცა საბოლოოდ დარწმუნდა რომ რეალობას ვერსად წაუვიდოდა მშვიდი ხმით გააჟღერა კითხვა
-აბა!აქ რას ვაკეთებთ?-ხმის ტემბრში ხელოვნური სიწყნარე გაერია.მამაკაცი დაიბნა,არ იცოდა როგორ უნდა აეხსნა ქალისთვის წამოყვანის მიზეზი სწორად,ამაზე პასუხს საკუთარი გონებაც კი არ აძლევდა მას ამომწურავად და მხოლოდ ეს სიტყვები შეძლო ეთქვა
-ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ
-რა მარტივად საუბრობ-ნაძალადევ სიმშვიდეს ბზარები დაეტყო
-მარტივი ჩემთვის თითოეული გადაყლაპული ნერწყვიც კი არ არის.
წუთიერი დუმილი ჩამოვარდა.ქალი ვეღარ ახერხებდა მღელვარების დამორჩილებას,მამაკაცის გონება კი პასუხების ძებნაში გაიუსაძლის ტკივილს განიცდიდა,ეს ტკივილი სიტყვებად გარდაქმნილი მოაწვა მალევე ყელში და მისდა უნებურად დაიწყეს გადმოდენა ბაგეებიდან
-ყველასგან გარიყული რამდენიმე დღის წინ თქვენს სამყაროში დავეხეტებოდი.ჩემმა უბადრუკმა ნაბიჯებმა მაღალი შენობის წინ შემაჩერეს,იქედან გამომავალი მშვიდი მელოდია ხორცშესხმულ შვებად მომევლინა და მის დაძახილს გამივყევი,შემოვაღე თუ არა კარებები ჩემს წინ ადამიანებით გადაჭედილი დარბაზი გადაიშალა თუმცა ისინი მალევე შთანთქა ნისლმა და ერთადერთი რასაც ვხედავდი ეს იყავი შენ,გხედავდი როგორ თავისუფლად დააბიჯებდი ცეცხლოვანი რგოლების ზემოთ გაჭიმულ თოკზე და მე მივხვდი რომ ხორცშესხმულ შვებად შენ აღგიქვა გონებამ,ამეკვიატა სურვილი იმისა რომ წამომეყვანე...
-რომელიმე წიგნის სიუჟეტს აცოცხლებ?-ქალს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.მამაკაცის სული დანაღვლიანდა რადგან მიხვდა რომ ნათქვამი სიტყვები გაუჩინარდნენ ისე რომ მათ მნიშვნელობას ვერ ჩაწვდა ქალი
-არსებული რეალობა ზოგჯერ ისე უცხოდ გეჩვენებათ გგონიათ მარტო წიგნებში შეიძლება ამოიკითხოთ?
-ეს ყველაფერი სასაცილო აღარ არის,მე არ მესმის რა გინდა ჩემგან!
-მე მიმდა გხედავხე როგორ გადიხარ თოკის ერთი ბოლოდან მეორეში და მეც მასწავლო როგორ შევძლო ეს.
-გასაგიჟებელია,მაპატიე მაგრამ ზრდასრული მამაკაცისგან ასეთი რამის მოსმენა აფსურდია
-აი თურმე რა,ზრდასრული,რატომ უწესებთ ასაკს სურვილებს,ფიქრებს,ქმედებებს?
-მისმინე,შემიძლია დიდი ოდენობით თანხა გადაგიხადო ოღონდ გამიშვი.
მამაკაცმა ისე გაიქნია თავი თითქოს მტკივნეული ფიქრი განიგდოვო
-შენ რომ ისევე ოსტატურად შეგეძლოს ჩემი გაგება როგორც ნაბიჯების გადადგმა გამოგდის თოკზე ეს ენით გამოუთქმელი არაჩვეულებრივობა იქნებოდა...
-ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,აზრების კითხვა არ შემიძლია,როგორ მთხოვ გითანაგრძნო გამტაცებელს
-მე არ ვარ ბოროტმოქმედი-სიბნელემ თვალებზე გადაკრული ცრემლები ბნელ მუჭში მოიმწყვდია
-სხვა რა შემიძლია გიწოდო
-მე შენი მოსმენა აღარ მინდა,ადამიანების ხმა,თქვენი სიტყვები ყველაფერს აფუჭებს.როცა შორიდან გხედავდი გამოვიგონე შენში ის თვისებები რაც მინდოდა აღმომეჩინა შენში,ახლა კი...
-შეწყვიტე,ეს მე აღარ მინდა გისმენდე.მე ავად ვარ,ფილტვები მაწუხებს,აქ ასეთ სინესტეში დიდხანს ვერ გავძლებ,აქ ჰაერი არ არის.რა ადგილია საერთოდ?გესმის მაინც რომ ძებნას დაგვიწყებენ,სერიოზული პრობლემები შეგექმნება...მომაქციე ყურადღება ეს ოხერი!
-მთელი ეს წლები ისე ვიცხოვრე რომ ვერავინ მამჩნევდა,თუმცა ჰო მამჩნევდნენ ზოგჯერ,ეს ხდებოდა მაღაზიებში დახლთან დგომის დროს წუთიერად,ვიხდიდი თანხას და მერე ისევ ვფერმკთალდებოდი.ჩათვალე რომ მე არავისთვის ვარსებობ,შენც არავინ დაგიწყებს ძებნას იმასთან ვის არსებობაზეც არაფერი იციან,ესეც არ იყოს აქ ვერავინ გიპოვის.
-ეს რა აკვიატებაა,გაიტაცო ვინმე იმის გამო რომ ხედავდე როგორ დადის თოკზე?მე სცენაზე დგომას შევეშვი,ჯანმრთელობის გამო თოკზე დგომას თავი დავანებე,უნდა გამიშვა...
-სიტყვები ამბობენ მაგ ყველაფერს,შენს გონებას და სხეულს ვერ დაავიწყდებოდა ის რასაც ასე კარგად ფლობდი
-შენ დახმარება გჭირდება,ფსიქიატრს უნდა მიმართო
-მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ,არ გაინტერესებს მე რას განვიცდი
-შენ ჩემთვის არავინ ხარ!
-მე არავინ?აქედან სწორედ მაშინ გახვალ როცა მე ჩავთვლი საჭიროდ,როცა მეც შევძლებ ნაბიჯები გადავდგა თოკზე.
-რა ჯანდაბა გჭირს,ასე მგონია ზრდასრული ადამიანის სხეულში დამწყვდეული პატარა ბიჭის სიტყვები მესმის...
ანჟელინა კიდევ საუბრობდა რაღაცას,თუმცა რკინის კარების ხმამ სიტყვის რომელიღაც ბგერა წელში გასწყვიტა და შთანთქა.გარეთ გამოსული მამაკაცი ჩაბნელებულ ცას შეჰყურებდა,თითქოს ხსნას მაღლა ეძებდა.მალევე ფარეხის გვერდით მდებარე პატარა ოთახში შევიდა და ძილით სცადა გაქცეოდა ყოველივეს რაც მის თავს ხდებოდა.

მეორე ღამით ორ ხეს შორის გააბა მჭიდროთ წინასწარ მომზადებული თოკი.ქალი თვალებ ახვეული გამოიყვანა გარეთ,თოკის წინ გააჩერა,თითქოს ინსტიქტით იგრძნო რომ ყვირილს აპირებდა ამიტომ მშვიდად შეაგება სიტყვები "იყვირე თუ გინდა,ხმას აქედან მაინც ვერავის მიაწვდენ,ირგვლივ სიცარიელეა",მერე კიბე მოიმარჯვა,თვალები გაუნთავისუფლა და სთხოვა გაევლო.სუფთა ჰაერს დანატრებული მსხვერპლი ხარბად ისუნთქავდა ჟანგბადს და არ ეცალა ნათქვამი სიტყვებისთვის.
-გთხოვ გაიარე თოკზე,ამით დამეხმარები
-გგონია შენც ისევე გამოგივა ეს როგორც მე შემიძლია?-ხმა ხმამაღალი გაუხდა-იცი მაინც რამდენჯერ დავცემულვა ვიდრე ცირკის მსახიობი გავხდებოდი?
-ეს შენ ვერ წარმოიდგენ მე რამდენჯერ დავცემულვარ და წამოვმდგარვარ,გგონია ამ თოკიდან გადმოვარდნა უფრო მატკენს ვიდრე ამას ჩემს გონებაში არსებული აზრები მიკეთებს?მე ახლაც მუხლებზე დავარდნილი ვარ შენს წინაშე თუმცა შენ ფეხზე მყარად მდგომს მხედავ
-არ ვაპირებ შენი სულელური აკვიატების დამკმაყოფილებლად ვიქცე,ვეღარასდროს მიხილავ ამ წყეულ თოკზე
-ვერასდროს წახვალ თუ არ დამემორჩილები.რატომ გინდა გაიქცე ჩემგან,გგონია ასე გელოდება ის სამყარო საიდანაც წამოგიყვანე?იქ უამრავნი ხართ ერთნაირები მე კი აქ სულ მარტო ვარ ჩემს სულიერ ტკივილებთან ერთად
-შენგან განსხვავებით მე ადამიანები მყავს რომელთაც ვუყვარვარ.
-მაგ შენზე შეყვარებული ადამიანებიდან უამრავი იქნება ისეთი რომლებსაც გაახარებდა კიდევაც შენი გაქრობა,იცი რატომ?ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი ვისაც უპირობო სიყვარული შეუძლია,ყველა რაღაცას გამოელის შენგან.შემომხედე არავინ მყავს,ვარსებობ,შენ როგორც ამბობ ბევრი ადამიანი გყავს ირგვლივ თუმცა მაინც არსებობა ქვია შენს ყოფასაც მე ვგრძნობ ამას.შენი სულის ხმა მესმის რომელიც ამბობს რომ ჩემს მსგავსად შენშიც უსაზღვრო სიცარიელე ბოგინობს.შენი ცხოვრება ერთი შეხედვით ქვიშის ფერებშია ნათელი,თბილი,იმდენად სქელ ფენად გაკრავს ქვიშა რომ ქარს უჭირს სრულად გაგიფანტოს,ჩემთვის კი ეგ ქვიშის სქელი ფენაც არ არსებობს,სუსტად მაქვს ასხმული იმისი მძივები და ქარის მსუბუქი ქროლვაც კი საკმარისია უჩინარი გამხადოს...
-ღმერთო როგორ ბოდავს,შეწყვიტე ვეღარ გისმენ,არ მაინტერესებს გაიგე?
-ღმერთს თავი დაანებე...სიმართლე არავის მოსწონს...იცი რა რთულია ქვიშის ორმოში ჩავარდნა?იქედან დახმარების გარეშე ვეღარ ამოხვალ,კიბე გჭირდება,მე კი კიბე არასდროს არავინ მომაწოდა.ხშირად განვიცდი როგორ მითრევს ქვიშის ჭაობი,გსმენია მასზე?მე მამა მიყვებოდა...რაც უფრო მოძრაობ მით მეტად გბოჭავს,სულს გიხუთავს,რაც უფრო ვცდილობდი შევბრძოლებოდი ჩემს თავს დატეხილ ქარიშხალს კიდევ უფრო მეტად ჩავეფალი ცხოვრებისგან შექმნილ კითხვის ნიშნების ჭაობში,შეუძლებელია მარტო დარჩენილმა ასეთ რამეს გაუძლო
-მე შენ კარგად ვერ გიგებ
-კარგად კი არა საერთოდ ვერ მიგებ.მე და შენ სხვადასხვანი აღმოვჩნდით,თუმცა მეგონა რომ ჩემს სულს დაეხმარებოდი.შენ არ შეგიძლია გაიზიარო ის რაც ჩემს გონებაში ხდება
-მაგ შენს გონებას პრობლემები აქვს
-შეიძლება მართაკიც ხარ,მაგრამ მიეცი მას საშუალება ამ გზით ცოტაოდენ მაინც პოვოს შვება
-რა გინდა რომ გავაკეთო იმისთვის რომ გამიშვა?
-შენ მე საერთოდ არ მისმენ...გაიარე თოკზე გთხოვ.

*
ერთი თვის შემდეგ.

საწოლზე წამოჯდა.მკლავები მუხლებზე გადაიკიდა.ოთახს მიმოავლო თვალი,ყოველ კუთხეში მჯდომი სიმნელე შავი პირქუში ნისლივით განფენილიყო ირგვლივ.როცა ღამეში ჩაძირული ნივთები მის თვალებს არ დაენახნენ ბოლოს ისევ მოპირდაპირე კედელში გაჭედილ სარკმელს შეეჯახა,მთვარის მკრთალი ვერცხლისფერი რაფებს დანათოდა და მხოლოდ ერთი ნაბიჯით ახერხებდა შუქი ოთახში შეღწევას.სმენა ქარის მძიმე გუგუნმა ამოუყორა.ხეთა ტოტებს ისე გამეტებით არწევდა ქარი თითქოს განძრახული ქონდა დაელეწა ბებერი ხეებისთვის და ჯანდაბაში გადაეკარგა.თვალების დახუჭვა მოუნდა,ის სარკმელზე დაცემული მცირე შუქიც ჩააბნელა ქუთუთოების ზეწარმა და იმ წამშივე ისეთმა შეგრძნებამ მოიცვა თითქოს სადღაც სიმაღლიდან ვარდებოდა,ოღონდ ეს არ ხდებოდა სწრაფად,არამედ ძალიან ნელა მიექანებოდა თავგადახსნილი ქვიშის საათისაკენ,მძიმე გუგუნი ჩაესმოდა კვლავ და უკვე ამ ხმაურს როგორც გაშმაგებული მდინარის ტალღების მიხეთქებას ისე აღიქვამდა,ქვიშის საათში ჩავარდნილს გაქცევა სურდა,მაგრამ იცოდა რომ ზემოთ ამოსული წყალში დაინთქმებოდა...ისე ღრმა გრძნობით შეძლო ამ სცენის წარმოდგენა რომ მისმა სულმა მართლაც დახრჩობა განიცადა,ამიტომ თვალები სწრაფად დაუბრუნა სარკმელს,ახლაღა მიაშტერდა ტოტების ჩრდილებს რომლებსაც უფარდო ოთახში შეღწევა სულაც არ გასჭირვებიათ,კედელზე განრთხმულნი ძლიერ ირწეოდნენ.რაც მეტად აკვირდებოდა ამ სცენას სულ უფროდაუფრო ეგონა თითოეული იმათი კედელს დაცემული ჩრდილი დაკოჟრილი ასწლოვანი ადამიანის მკლავები.გარეთ ტოტებს ებრძოდა ქარი,მის ოთახში კი ხელებად ქცეული ტოტები დაფშვნას უქადიდნენ კედლებს.საწოლს მოსცილდა,კედელს სარკმელთან ახლოს ზურგით მიეკრო,წარმოიდგინა რომ მთელი სიძლიერით ეცემოდა ეს ხეთა ხელები ტანზე და სხეული უნებურად დაემანჭა ტკივილისაგან...რაღაც ნაცნობი უკვე განცდილი ტკივილის მსგავსი იგრძნო,თითქოს ისევ მოესმა საბურავების მოსხლეტის ხმა,გამოღვიძება პალატაში დაუდგა თვალწინ და მხოლოდ ერთადერთი კადრი ახსოვდა გონებას-თუ როგორ ეკიდა მის საკუთარ სახლს ხანძარი,თუ როგორ ვერ შეძლო შებრძოლებოდა რეალობას,როგორ დამარცხდა ქართან ბრძოლაში...ვერ იტანდა ქარს,ძალიან ხშირად როცა წარსულის კადრი უცოცხლდებოდა გონებაში წარმოიდგენდა რომ უსაშველოდ მაღლა აღმართულ ორ კლდეს შორის გაჭიმული თოკის შუაში იდგა,არ შეეძლო გადაედგა ნაბიჯები იცოდა რომ ქარი არ დაინდობდა,სუსტი სხეული თრთოდა სიმაღლეზე,არადა საკუთარი სულის ხსნისთვის,სხვათა გამო სწყუროდა გაეღწია თოკის მეორე ბოლოში იქ სადაც ნარინჯისფერი ალი კბენდა ნაცნობ სითბოთი გაჟღენთილ კედლებს.
ყოველ ჯერზე როცა მარტოსულობა იმორჩილებდა,წარმოიდგენდა რომ მისი ცხოვრება,მოვლენები მის ირგვლივ და თავადაც ქვიშას გავდნენ.თითქოს ქარის მუდმივი ქროლვისგან გაებნა ყოველივე და ასე მარცვალ-მარცვალ დაფანტულები ვეღარ კოწიწდებოდნენ.ხშირად როცა ქალაქში ხალხს გაერეოდა ეგონა რომ ადამიანებს მანამდე შეეძლოთ თვალის მოკვრა მისთვის ვიდრე ქვიშა ასხმულს უმცირესი ნამცეცებიც კი არ ჩამოეფერთხებოდა,მერე თითქოს უჩინარდებოდა...თუ ვინმეს გამოუცდია როგორია სიზმარში ნახო კიდევ ერთი სიზმარი-აი სწორედ ასეთი იყო მისი ფიქრების ნაკადი გონებაში...იმ წუთებში როცა კედელზე მიყრდნობილი ხის ლანდებთან ბრძოლაში დაიღალა თითქოს გამოღვიძება დაიწყო პატარა სიზმრიდან,უცებ როგორც არასდროს ისე მოუნდა გაქცეულიყო ყველაფრისგან შორს,გულის მხარეს ნემსებივით დაეყარა ტკივილები,მოაგონდა რომ მისი ეს ტკივილი სხვასაც მოახვია თავს და ის ახლა სარდაფში მარტოდმარტო ებრძოდა ლანდებს.ნაბიჯებარეული გაემართა ფარეხისკენ,ბოქლომი მოხსნა კარს და შიგნიდან გადარაზა.დიდი ხის კარადა წვალებით გადაადგილა,იატაკში ამოჭრილი რკინის კარი გააღო,კიბეს ჩაუყვა,შუქი არ აუნთია,ბრმად გაიკვლია გზა საწოლამდე,ჩაიჩოქა და ქალის ცივ ხელს დაეყრდნო შუბლით
-ჩვენ ვერ შევძელით-ჩასჩურჩულა ანჟელინას
-რატომ ვერ მიპოვეს?
-ვერ გიპოვიდნენ.ამ ადგილზე არ იციან.ეს ოთახი მამაჩემს ეკუთვნოდა,აქ ადრე მისი ლაბორატორია იყო,მიწის ქვეშ ვართ.
ქალმა მძიმედ ჩაახველა რამდენჯერმე.მამაკაცი სიბნელეში მოჰყვა სიარულს,მისმა გონებამ ძლიერი ბიძგებით შეუტია გარს შემოკრულ დიდ სიზმარს და მის მსხვრევას მოჰყვა,მამაკაცი ისე ალაპარაკდა თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა და არა ვინმე სხვას
-ჩემი მშობლების შეუღლების წინააღმდეგი იყვნენ და მათ გადაწყვიტეს ყველას გარიდებოდნენ. ეს ადგილი აირჩიეს,აქ დასახლდნენ.მახსოვს ჩვენი დიდი სახლი.სახლის მოპირდაპირედ კი მუხის ბებერი ხე.გინახავს პატარა ოთახი ფიცრებით შეჭედილი ხეზე?სწორედ ასეთი ამიგო მამამ.ერთ ღამით მარტოს სწორედ იმ ოთახში ჩამეძინა,არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,უეცრად უჩვეულო ნათებამ გამომაფხიზლა,როცა დაბლა გადმოვიხედე ერთადერთი რაც ვიგრძენი საზიზღარი ტკივილი იყო,ვხედავდი ჩვენს სახლს ცეცხლის ალში გახვეულს და არაფრის გაკეთება არ შემეძლო.ხეზე მიყრდნობილი კიბე ძლიერ ქარს წაექცია.მუხასა და ჩვენი სახლის აივანს შორის თოკი იყო გაბმული,მინდოდა მისი დახმარებით მიმეღწია მათთან,მაგრამ ხელებში ძალა წამერთვა,ქარი სხეულზე მცემდა და მე თითები შევუშვი,მახსოვს ძირს მტკივნეული დანარცხება.დაბლიდან ავყურებდი რამდენიმე წუთი ჩემს ზემოთ გაჭიმულ თოკს და მახსოვს ვყვიროდი "უნდა გამერბინა მასზე,ნაბიჯებით უნდა მეცადა"
-ქარი არც ნაბიჯებს დაგანებებდა,ვერ დაეხმარებოდი,რაც მოხდა შენი ბრალი არ არის.
-შენი თითოეული თოკის ბოლოში გასვლა ჩემთვის გამარჯვებას უდრიდა
-მაგრამ წარსულმა დიდი ხნის წინ დაასრულა ის რაც ახლა აწყმყოში გადმოიტანე.ახლა შენი თოკზე დგომა ვერაფერს შეცვლიდა გესმის?ეს არარეალურია...
-აღარაფერი ვიცი...ჩემს გონებას ვერ ვუგებ,რეალობა რა არის მითხარი გთხოვ
-რეალობა ის არის რომ შენ პატარა ბიჭი აღარ ხარ...მაპატიე მაგრამ მე ძალა აღარ მაქვს,აღარ შემიძლია აქ ყოფნა
-ადამიანი რამდენმა რამემ შეიძლება დაღალოს არა?შვებაა როცა იცი მიზეზი და შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიო,მაგრამ როცა არ იცი ყველა აზრს,ფიქრს,ტყუპისცალი ებადება და გონებაში აბსურდი იღიმის.-სიტყვები რომ დაასრულა იქვე მდგარი კარადიდან ქვიშის საათი გამოიღო "ერთადერთია რაც მშობლებისგან შემომრჩა" თავჩაკიდებულმა დაუმატა,მერე აღარაფერი უთქვამთ კარგა ხანს.ქალის ხველება გულის წამღებად გაისმოდა სივრცეში.მამაკაცს სურდა წყალი მიეწოდებინა მისთვის თუმცა გულის მხარეს დაყრილი ნევსები ლურსმნებად შეინიღბნენ და გაუორმაგეს ტკივილი,კბილები ძლიერ დააბჟინა ერთმანეთს,ღამის ბნელმა მუჭი გაშალა და თვალებში ჩაგუბებული ცრემლები გამოუჩინა "რამჭირდა" "რამჭირს" ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა...ოთახში რომ საათი ყოფილიყო იმისი წიკწიკი დაარღვევდა სიწყნარეს და ორთავეს ღრმა სუნთქვას ნაწილობრივ გადაფარავდა,სარკმელი რომ ყოფილიყო იქაც დაეფინებოდა ვერცხლისფერი ლანდი რაფებს,იქნებ იქაც შეეღწია ხეთა მკლავებს,მაგრამ სარდაფში მხოლოდ ღამის წყვდიადი იდგა და ამ სიშავეში მათი სხეულები მოცურავე წერტილებს მოჰგავდნენ
-თვალებს რომ ხუჭავ სად ხარ-კითხა ქალმა
-ისევ ბავშვი ვარ,იქ მუხის ხეზე ვზივარ,ქარი ქრის,მისი ხმა მაფხიზლებს,სახლისკენ გავრბივარ,იქ ყველაფერი რიგზეა-მივუსწარი.შენ,შენ სად ხარ როცა თვალებს ხუჭავ
-მეც ბავშვი ვარ,აქვე ვცხოვრობ თქვენს სახლთან ახლოს,ჩემს ეზოშიც დგას მუხის ხე,მეც მაფხიზლებს ქარის ხმა,შენი სახლისკენ გამოვრბივარ და -მივუსწარით.
-კარგად შენიღბე თანაგრძნობა...თუმცა ჩვენ მაინც სხვადასხვანი ვართ.-გულში ჩაკრულმა ქვიშის საათმა დროის ათვლა დაიწყო.

ხანგრძლივი სიჩუმე დაეხლართა ღამეს.სამყაროში არსებული დრო დააფიქსირებდა საათს როცა ფარეხიდან აღარავინ გამოვიდოდა,დააფიქსირებდა დროს როცა ორ ძლიერ ხეს შორის გაბმული თოკი ობლად დარჩენილი წვიმის ხშირ წვეთებს უმასპინძლებდა ხოლმე მხოლოდ...სამყაროში არსებული დრო ტკივილებს შეუმსუბუქებდა ყველას,თუმცა საბოლოოდ ვერავის ვერაფერს გაუქარწ....ბდა სრულად.




როცა ეს ისტორია დავწერე არ ვფიქრობდი რომ წავაკითხებდი ვინმეს,მითუმეტეს თუ გამოვაქვეყნებდი.ახლა აზრი შემეცვალა...რავიცი,იყოს აქ.



№1  offline წევრი Imagination88

შენს გვერძე გადმოსულმა ეს ისტორია რომ დავინახე, კომენტარის გარეშე, ვიფიქრე, რა დაწერა ასეთი რომ არავინ შეაფასა

რეალურად ვერც მე შევაფასებ, ამ ნაშრომს.იცი როგორი ხარ?? სულში აღწევ, თითოეული დაწერილი სიტყვით, მომწონს, მიყვარს შენი ისტორიებიც და შენც. ღმერთო მართლა მიკვირს არც ლაიქები რომ არ აქვს ბევრი.

კარგი იყო მომეწონა ერთ_ერთი ჩემი ფავორიტია შენი ისტორიებიდან და მიკვირს რატომ არ გინდოდა ვინმეს წაეკითხა

ვგიჟდები მე შენზეე ❣️

 


№2  offline წევრი ტურაგო

A.N.A
შენს გვერძე გადმოსულმა ეს ისტორია რომ დავინახე, კომენტარის გარეშე, ვიფიქრე, რა დაწერა ასეთი რომ არავინ შეაფასა

რეალურად ვერც მე შევაფასებ, ამ ნაშრომს.იცი როგორი ხარ?? სულში აღწევ, თითოეული დაწერილი სიტყვით, მომწონს, მიყვარს შენი ისტორიებიც და შენც. ღმერთო მართლა მიკვირს არც ლაიქები რომ არ აქვს ბევრი.

კარგი იყო მომეწონა ერთ_ერთი ჩემი ფავორიტია შენი ისტორიებიდან და მიკვირს რატომ არ გინდოდა ვინმეს წაეკითხა

ვგიჟდები მე შენზეე ❣️



ადამიანი ტრამვირებულმა გონებამ შესაძლოა მონსტრად აქციოს.აქ მსუბუქად,თუმცა მაინც სწორედ ასეთი ადამიანის სახე შევქმენი.ვინც იცის როგორ შეიძლება ტრანსფორმირდეს ტკივილისაგან ხასიათი ის გაიგებდა სათქმელს,წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გატაცების მიზეზის ამოკითხვის დროს გაღიმებოდა კიდევაც_სწორედ ამიტომ არ მინდოდა, მეგონა ყველა ვერ გაიგებდა.

ანა ძალიან დიდი მადლობა რომ მკითხულობ,გულწრფელად მიხარია ასე რომ გესმის ჩემი ისტორიების/სათქმელის.მე შენი ნათქვამი სიტყვები შემაყვარე❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent