შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვებავი ორგაზმი [სრულად]

8-04-2020, 04:59
ავტორი ელპინი
ნანახია 4 460

3:00
შენ - მენტალისტი.
მე - მედიუმი.

მთვარის ადამიანი.

მთვარე ცაზე ზის. მე - საწოლზე. შენ - გძინავს - მზესავით. სადღაც გაქრა წოდებული ინსომნია, თუ თითქოს - მე გადმომილოცე. ოცნება ოცნებად რჩება და მე - მთვარის პირისპირ. ახლახან დავფიქრდი, შენ ჩემი მთვარე ხარ. ჰომ, ნამდვილად ეგრეა. შენი მშვიდი სუნთქვა მესმის, მაგრამ გღვიძავს. დამყურებ. დაახლოებით ისე, როგორც სექსის დროს. არა, ზუსტად - ხარბად, მშანთველად. სექსი რწმენაა. ჩემთვის სიწმინდეა. შერწყმა. შენ ჩემს სხეულს შიგნით ხარ, ხან ენით, ხან - თითებით. ჩემი ორგაზმი ხარ. ვკვნესი. ჩემი სახმო იოგები დაკაწრულია. ვაქსოვ ყველა ნეტარებას. ვამბობ - ვსველდები შენზე. გიყურებ და ველავ, ვით მინა - მაგიჟებს შენი სხეული. ხორბალივით გვეხორკლება სხეულები. მხატვარი რომ იჯდეს აქვე, კარგი ნახატი გამოვიდოდა. ეს მისი გამარჯვება იქნებოდა ხელოვნებაში. სრულყოფილებაა იმ მხრივ, რომ მე ამ წამს გავათავე და ყველა ემოცია სახეზე შემრჩენია. შენ კი, თითო დეტალის შეგრძნებით კოცონი გამხდარხარ. წარმოდგენაზე ორმაგად ვსველდები. ჰომ, ზუსტად ის ზენიტი ხარ, რომლის დროსაც ვათავებ. იდეალური წამი ხარ. თან - ერთი. კონკრეტული, მაგრამ დროში ჩაუთვლელი. არ ვგულისხმობ, რომ სამყაროს დროის თვლაში ხარ გარეული. ჩვენ ქმნით ახალ დროს. ეპოქა. ეპოქის სიდიადე რელიგიაა. რელიგია - ეშმაკი. შედიხარ ტაძარში და წინ ის ღმერთია, რომელიც მხოლოდ შენ გყავს და სხვას - არავის. წერტილი. რელიგია მხოლოდ ორს ეკუთვნის. მე შენზე ვლოცულობ. შენ ხატი ხარ. ყველაზე მუქი შავი ხატი ხარ, რომელსაც ჩარჩო არ სჭირდება, რადგან ირგვლივ საზარელი ჩრდილები აქვს - ნაცრისფერი. ახლა ხვდები, ჰომ? - მთვარე. შენი ალმაცერი მზერა ყველაფრის მთქმელია. თუმცა, რა არის ეს ყველაფერი? არავინ იცის. ჩვენც კი არ ვიცით და ჩვენთან ვინ არიან სხვები - საერთოდ? მოდი, მთვარე. არასდროს დავიღლები. ღამე იმისთვისაა ასე გრძელი, რომ გვეყოს. ჩამოიწიე ქვემოთ. ჰომ, აი, მანდ. FUCK. დამცინი. თითებით გეხები და შენც არანაკლები ხარ. მოიძიე ეგ ამოზნექილი წერტილი, რომ დამალულა. ამის დედაც. ვერ გაიგებენ. ჩვენი არავის ესმის. ნუ. ვერცერთი პლანეტა მოისმენს შენს ხმას. მხოლოდ მე მესმის შენი. სანერვიულო არაფერი გაქვს. რამდენიმე წუთი სჭირდება. BITCH. მოიწიე მაგ ტუჩებით. მჟავე. მჟავეა. ჩემზე სიმჟავე შერჩა. შენი მჟავიანობა პროცენტულ წილად რომ დავიანგარიშოთ, საკუთარ სიტკბოზე მეტი მაქვს სხეულში. ამოწოვე. OH. კარგია. ტონი იგივე - შენი. მე უფრო მალე, ვიდრე შენ. ნუ წელავ. ბევრჯერ შეგვიძლია. ღამე დიდია. მთვარესაც უნდა ყოფნა. კანში მოლეკულა გაქვს. პინო. მოვიგონე, რომ ეგ მჟავეს ნიშნავს. პინო დაძვრება. ისეთი პატარაა, ფორებში მარტივად აღწევს. სხეული ხმაურობს. ჩშ. YEAH. ნამი. ბედის ირონიაა, რომ გაზაფხულია. ჰომ გითხარი, ბრმა არის ადამიანი. ღამის ცვარიაო - იტყვის. ხმამაღლა ვხარხარებ. ჩვენ ორივე ნამი გავხდით. ნა-მე, მი-შენ. მიყვარს სახელების დარქმევა. უსტატუსობა მაგიჟებს. პერფექციონისტი ვარ ყველა სანტიმეტრის დაცვით. VUALA. გაუმაძღარო. მსიამოვნებს, რომ არ ამოგეწურები. დავფრინავთ. სურვილი იმხელაა, რომ ჰაერში ვრცელდება. ვერ ხვდებიან, რომ ჩვენით სუნთქავენ - ოხერი. მერამდენედ? ვერ დავთვლით - ნუ იცინი ასე ავად. მიმზიდველი ხარ. მოგწონს, ჰომ? ვნება. ჩენი ნეკნი შენშია. ღმერთი იცინის. ქარცეცხლი. მთვარე მეხვევა. მჭიდროდ მხვევს ხელებს და ჩემზე იხატება. მოდი, მხატვარო, მოიტანე ეგ შენი მოლბერტი. მუცელზე ფერადი ყვავილები და პეპლები მახატია. როგორი ჰარმონიზმია. ჩემს სხეულზე - სხეულია. იგი ისეთი ცოცხალია, ვით მონადირე მგელი. ხელოვნება ყოველთვის გაიმარჯვებს. მე და შენ ამის გვჯერა. ხელით ხატავ ვნებას, მხატვარო. ძუძუსთავები არ გამოგრჩეს. ინტიმური ადგილია. მეტისმეტადაც კი. ამას ხაზგასმით ვამბობ. გამომიკვეთე. უფრო მეტად ყავისფერი იყოს, რომ მას ნახატის დანახვისას ჩემი ამოწოვა მოუნდეს. ჩემი მკერდი ბიუსჰალტერის გარეშეც იდეალურია, როგორც შენ ამბობ. პრელუდია - შენ გაიგებ. მიდი. ჩემო იდეალურობა-ვ. გადავბრუნდე, ჰომ? ვერ მოიშორე ეგ ჩვევა. არა, არც მინდა, ვაღიარებ. დაწერე. GOD. მომიჭირე. მომწონს ეგ სილურჯეები. ნაზი კანი მაქვს. შენი ყველა მოძრაობა ზედ მაწერია. ყველაფერი რომ დასრულდება, ვინიშნავ. საშინელებაა, როცა მწერალი ქალი გიყვარს. მოდი, ახლა მე გეთამაშები. რასაც ვწერ, მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ წაიკითხავ, რათა მიმართო - ხერხს. კოცნა. აი, ახლა კი - ზღვა წაგვლეკავს.

ზღვარზე.

მანქანას ელვისსისწრაფით ატარებ. ვიცი, სიგიჟემდე გიყვარს. საზიზღარი ადრენალინია, როცა ყოველ წამს სიკვდილს ელოდები. ბანძი ადამიანები. ყველას ჩვეულებრივი სიკვდილი უნდა. არავის აქვს სურვილი განსაკუთრებულად მოკვდეს. ჩვენ კი - დედამიწას ჩვენი თავი უნდა დავამახსოვროთ. სასაცილოა, როცა შფოთავენ ეს სულელები - უი, საწყალიო. ჩვენ საცოდავები არ ვიქნებით - მათსავით. წარმოიდგინე, ახლა ჰომ მივქრივართ მანქანით, უცებ მანქანა ჰაერში ავარდა, დატრიალდა, ცაში იფრინა, რაღაც მოხაზა, დაწერა, იქ მზეს შეეხო, იქ დამალულ მთვარეს, იქ ჩამქრალ ვარსკვლავებს და უცებ დავუბრუნდით მიწას. ასფალტზე ვწევართ. ოღონდ, მართლა. შენ ერთ მხარეს, მე - მეორე მხარეს. ხელები ერთმანეთს ჩავჭიდეთ. ეგ გზა იმდენად ფართეა, მანქანები გვერდსაც კი გვივლიან. არ აჩერებენ. ჩვენ გიჟები ვართ, ჰომ? თამაში დაიწყო. გიჟების ეშინიათ. სიამოვნებისგან სხეულები მალე აფეთქდება. პირდაპირ ყურთან ჩაივლის საბურავის მფეთქავი ხმა და სხეულში ელექტროდებად ვრცელდება. თითქოს - დენი გვირტყამს. ვიღაც ელექტროშოკს გვადებს. ჩვენ კი - ვხარხარებთ ავისმომასწავებლად. ამის დედაც. გადაგვიაროს და დაგვეჯახოს ვინმემ, მაგრამ არა. ოხ, სულელი ადამიანები. როგორ მეზიზღებიან მთელი თავისი ჩვეულებრივობით და დრამატულობით. მოკალი, რა. მიდი, შეიგრძენი შენც რამე. რატომ არ ფიქრობ სიამოვნებაზე? შეგიძლია, ცოცხალი ადამიანი მოკლა. თავს ღმერთად იგრძნობ. ყოვლისშემძლე გახდები უცებ, მაგრამ მაინც - არა.
- ვაფრენთ, ჰომ?
- სიკვდილი გვინდა და არ გვაცდიან.
- ვერ მოეშვა სხვისი ბედისწერით თამაშს ვითომ?
- მოეშვი, რა. ყველაფერს ვაკონტროლებთ.
სხეულზე მაწევხარ. აი, ასე, ქუჩაში, ასფლატზე, ჰაერში, ყველას დასანახად და ამ დროს - წამი. გარბიან, რომ უშველონ თავს. მხატვარო, მოდი ისევ. ნახე, როგორი იდეალურია ყველაფერი. შენ ყოველთვის გაიმარჯვებ. ყველგან შეიძლება გააკეთო ის, რაც აკრძალულია.
- ნუ მაგიჟებ, ავადმყოფო.
- გსიამოვნებს. იყუჩე.
HOT. გადავიწვით და გავწითლდით.
- მიყვარხარ.
საკმარისია - მოკვდე.

ზღვის ადამიანი.

სივრცევ. შეზიზღებამდე ვკარგავ გონს შენზე. გულისრევამდე მიყვარხარ. მთელ ჩემს კეთილშობილ ამორალურობას ვფიცავ, მაგიჟებს შენი სადო-მაზოხიზმი. ჩემს არსებას სძულხარ. სხეული ვერ გიტანს. ცინიკოსობა კი ისაა, რომ მალე გავაფრენ შენი შეგრძნებით. დღითიდღე იზრდები. შენთან განშორება შეუძლებელია. ჩემი ხარ. გემუქრები. მე ყოველთვის ჩემი სიკვდილით დაგემუქრები, რადგან ვიცი - შენი სიყვარული გამანადგურებს. მსპობ. მჭამ. მღრღნი. მტანჯავ. მტკენ. და ყველაფერი - პირიქით. თუმცა, უნდა იცოდე, მე შენი ღმერთი ვარ, რომელსაც იფიცებ და რომელზეც ლოცულობ. გაიღიმე, სანუკვარო. ამის დედაც, შენ მე გიყვარვარ. გიყვარვარ.

ჩვენ ერთმანეთის სასჯელი ვართ - იმიერი.

№1  offline მოდერი სალანდერი

ტრადიციულად. . .

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ტრადიციულად. . .

მიყვარხარ. . .

№3  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა. დავწერე, წავშალე. ისევ დავწერე, არ მომეწონა და მერე სხვა სიტყვები ავკრიფე.
ეს იყო ასოებით აწყობილი ვნება, სიგიჟე და ემოციური ტალღები, რომლებიც ძლიერად გარტყამდნენ და ძირს გაგდებდნენ.
კარგი იყო უცხო ენოვანი ჩანართები- ორიგინალური გამოვიდა.
პატარ-პატარა ამაღელვებელი და ადრენალინით გაჯერებული კადრებიც დავინახე, რომლებიც კინო-კადრებს მივამსგავსე.
საინტერესო იყო ნაწარმოების სამ ძირითად ტექსტად დაყოფა და მათი დასათაურებებიც.
კვლავ არ კარგავ შენ სტილს ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№4  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა. დავწერე, წავშალე. ისევ დავწერე, არ მომეწონა და მერე სხვა სიტყვები ავკრიფე.
ეს იყო ასოებით აწყობილი ვნება, სიგიჟე და ემოციური ტალღები, რომლებიც ძლიერად გარტყამდნენ და ძირს გაგდებდნენ.
კარგი იყო უცხო ენოვანი ჩანართები- ორიგინალური გამოვიდა.
პატარ-პატარა ამაღელვებელი და ადრენალინით გაჯერებული კადრებიც დავინახე, რომლებიც კინო-კადრებს მივამსგავსე.
საინტერესო იყო ნაწარმოების სამ ძირითად ტექსტად დაყოფა და მათი დასათაურებებიც.
კვლავ არ კარგავ შენ სტილს ❤️

ქეთი, ჩემო გულის ნაწილო, ვიცი რომ ყველაფერი იცი და სიტყვებიც ზედმეტია
. . .
კარგი ფილმი გამოვიდა. . .
მიყვარხარ. . . ♥️

№5  offline მოდერი სალანდერი

ეს რა ვნებების ქარიშხალი დაატრიალე?
კარგი, ვაღიაროთ შენგან ასეთ თამამ ნაბიჯებს არ ვარ ჩვეული. დგამ, მაგრამ იშვიათად. ნაწარმოები სამ ნაწილად დაყავი, ერთი მთლიანის სამი ნაწილი, რომელიც თითქოს ცალ-ცალკეა და მაინც ერთ მთლიანობას ქმნის. ფრაზები რომლებმაც სე*სი გადაფარა. და ხელოვნების დონეზე აყვანილი ორგაზმი. ვის შეუძლია ეს თუ არა შენ?
"- სიკვდილი გვინდა და არ გვაცდიან.
- ვერ მოეშვა სხვისი ბედისწერით თამაშს ვითომ?
- მოეშვი, რა. ყველაფერს ვაკონტროლებთ." - მე ამას ვირჩევ. . .
მე სულ აქ ვარ და სულ გელოდები ელ-პინო. . .

№6  offline ადმინი ელპინი

ჰომ გესმის?
არ შეიძლება კონტროლი დაკარგო. არა. არანაირად. თუმცა, მაინც უნდა დაიკიდო. სიყვარული გვერდით გიდგას.

მახსოვს, შენი - ხელო-ვნება. მე ყველაფერი მახსოვს, ჩემო.

რაღაც უსაზღვროდ მიყვარხარ, ბანალურია, ჰომ? - ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით!. . .

ჩემო მჟავე, დროა.

№7  offline წევრი სიბილა

კარგი,რაა)))სერიოზულად?ასე დაწერო ეს ყველაფერი,და ისე მაგრად მომეწონოს.ვაჰ.გამოგივიდა.

№8  offline ადმინი ელპინი

სიბილა
კარგი,რაა)))სერიოზულად?ასე დაწერო ეს ყველაფერი,და ისე მაგრად მომეწონოს.ვაჰ.გამოგივიდა.

მომენატრე, რუსა! ♥️♥️♥️

№9  offline წევრი სიბილა

ელპინი
სიბილა
კარგი,რაა)))სერიოზულად?ასე დაწერო ეს ყველაფერი,და ისე მაგრად მომეწონოს.ვაჰ.გამოგივიდა.

მომენატრე, რუსა! ♥️♥️♥️

kissing_heart

№10  offline წევრი Kalina

დედა, ქალო, რეები დაატრიალე?
არ გამაშტერო ეხლა!

სად გაფრინდი, თუ ღმერთი გწამს?
პირადულია ეს, ანუშკი, ძალიან პირადული.

მესამედ ვიგრძენი თავი, იმდენად ორისაა. რა ვუყო. :)))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№11  offline ადმინი ელპინი

Kalina
დედა, ქალო, რეები დაატრიალე?
არ გამაშტერო ეხლა!

სად გაფრინდი, თუ ღმერთი გწამს?
პირადულია ეს, ანუშკი, ძალიან პირადული.

მესამედ ვიგრძენი თავი, იმდენად ორისაა. რა ვუყო. :)))))

არაფერი უყო.
რადიო გაიხსენე და პასუხზე იფიქრე. :))))

მიყვარხარ!

№12  offline წევრი აბაშიძე

ელ.

უკაცრავად გიჟი ხარ?

კი ხარ,ვიცი!

და თქვენ?
ჩემი ფავორიტი წყვილი ხართ!

ეს არის ხელოვნება.
ხელოვანი ხარ ელ!

აზრზე არ ვარ რა ვთქვა.

უცნაური იყო.

მაგრამ გამოკვეთილად ეტყობოდა შენი ხელწერა.

მეზედმეტება ჩემი კომენტარი.
ყველასი საერთოდ.

ზედმეტად ორისააა.
ზედმეტად თქვენია.

მაგრამ რა.
როგორც გინდა ელ პინ.

მადლობა უნდა გითხრათ ალბათ.
გააშიშვლე ზედმეტად პირადულიც კი.

საინტერესოა მკითხველისთვის.
თან უცნაური.

ძალიან მაღლა ახვედი.

გაასწარი მთვარესაც და ვარსკვლავებსაც.

მალე დაბრუნდი იცოდე.

შემდეგამდე.

№13  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე

მერამდენე კომენტარია და თითქოს - პასუხი არ მინდა. ჰომ, საიდუმლოა.

მიხარია, რომ წაიკითხე.
მადლობა, პირიქით, ქეთო!

ერთი თვე დამჭირდა დასაბრუნებლად და ახლა - არ ვიცი. . .
კმაყოფილი ვარ.

№14  offline მოდერი guroo

მართლა შლეგი ყოფილა ყველაფერი.
ორგაზმი - რელიგია; სექსი - რიტუალი. მაგრამ ხატვა რაღა შუაშია?!
დაგვიწერე ღამის ბნელ და უჩარჩოებო სივრცეში ეულად დარჩენილი ქალის ზედმეტად ინტიმური წარმოსახვა, რომელიც სიგიჟის ზღვარზეა, მაგრამ ამ ქალს ფეხი მაინც არ უცდება - კონტროლი ჯერ არ დაუკარგავს. იცი, რა? ლესბოსელია! ...ენა და თითები...
რამდენჯერაც მხატვარი გამოჩნდა, იმდენჯერ კმაყოფილი ღიმილი გამომტყუა შენმა თავდაჯერებულობამ. იმიტომ, რომ ზუსტად იცი რას ხატავ სიტყვებით - ხელოვნების ტრიუმფს ყველაზე უფრო სრულყოფილი განცდების ასახვით.
მთვარე მეც მიყვარს, მაგრამ შენსავით ვერ შევიყვარებ. უბრალოდ არ შემიძლია ასე ძლიერ ემოციონალურ დამოკიდებულებაში ვიყო რამესთან ან ვინმესთან - არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ რა ვქნა, თვალს ვერ დავხუჭავ... შენ მართლა გაქვს სექსი შენივე ფიქრებთან, ოცნებებთან, წარმოსახვასთან. არ მინახავს ადამიანი, რომელიც მთელი სიცხადით შეიგრძნობს წარმოსახულს. ასეთი შენ ხარ, მაგრამ არ მინახავხარ.
პინო, ვერა ხარ შენ! მიდი, რაა. ხშირად იკვნესე მთვარის ძლიერი ბიძგებისას. ჩვენ დაგიცდით. ხმას რომ ვერ გავიგებთ ვერც შენსას და ვერც მთვარისას, მოგვიყევი მაინც.
ხომ იცი... ცნობისმოყვარეები ვართ.

№15  offline ადმინი ელპინი

guroo

ამის დედაც.
ის მაინც მქონდეს სათქმელი - დავწერე, წავშალე - მეთქი. ნაგვურად გამეღიმა და რამდენჯერმე გადავიკითხე.
რომ არ მეპასუხა, უკეთესი იქნებოდა, შენი აზრით? ჭირსაც წაუღიხარ - ავადმყოფობისთვის. დახატულია უკვე ყველაფერი. :))))))

№16  offline ადმინი ელპინი

ჰაიკო
ელპინ.....მოკლედ...
ელპინ!!!!

კარგი, რააა, ნუ!!!

№17  offline ადმინი ელპინი

ჰაიკო
ელპინი
ჰაიკო
ელპინ.....მოკლედ...
ელპინ!!!!

კარგი, რააა, ნუ!!!

კარგი რაა არ უნდა მაგას.
და ის უჟმური,ასოციალური ქალი სოლგრენსკას ფსიქიატრიულიდან რაღას დარბის წინ და უკან;)

არ შემიძლია, ღმერთო!!!
რას მერჩი? :))))))

№18 სტუმარი სტუმარი ლილე

გა-ვი-გე
ყველა სიტყვა მესმის.
ყველაფერს მივხვდი,
გა-გი-გე.

№19  offline ადმინი ელპინი

სტუმარი ლილე
გა-ვი-გე
ყველა სიტყვა მესმის.
ყველაფერს მივხვდი,
გა-გი-გე.

ვიცი, ლილე.
♥️

№20  offline წევრი ტურაგო

ელპინ...❣️

№21  offline ადმინი ელპინი

ტურაგო
ელპინ...❣️

მადლობა! ♥️

№22 სტუმარი მარი. ელ❤

მთვარე ჩემი მესაიდუმლეა რაღაცნაირად გამეღიმა და რაღაც აუღწერელი ვიგრძენი დაწყებისთანავე მთვარე რომ წავიკითხე...... საოცრად მომინდა რამე წამეკითხა შენებური წამეკითხა მეგრძნო სულ სხვა მონატრებული გიჟური ემოციები❤ კიდევ განვმეორდები შენ შენი განსხვავებულობით სრულყოფილებას ქმნი ჩემთვის ასეა❤ მომენატრა და მომენატრე????

№23  offline ადმინი ელპინი

მარი. ელ❤
მთვარე ჩემი მესაიდუმლეა რაღაცნაირად გამეღიმა და რაღაც აუღწერელი ვიგრძენი დაწყებისთანავე მთვარე რომ წავიკითხე...... საოცრად მომინდა რამე წამეკითხა შენებური წამეკითხა მეგრძნო სულ სხვა მონატრებული გიჟური ემოციები❤ კიდევ განვმეორდები შენ შენი განსხვავებულობით სრულყოფილებას ქმნი ჩემთვის ასეა❤ მომენატრა და მომენატრე????

მარიამ, მიხარია რომ წაიკითხე და კომენტარიც დამიტოვე. დიდი მადლობა, ოქროს გოგოვ! ♥️

№24  offline წევრი sofo_sofia13

პჰჰ ესს რაიყოო scream

№25  offline წევრი ნანა73

დავინტერესდი შენი პოსტის შემდეგ და იცი რა? სიტყვებიც არ მყოფნის... ზედმეტად მხატვრული ხარ! ზე-მხატვრული!!! ვოცოდი, როგორ არა, რომ შენ უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ, ჯერ კიდევ ორიწლის წინ, ვიცოდი შენში იმდენი "მასალა" იყო, აუცილებლად უნდა გეწერა!
ახლა თითქოს ცოტა მიმართულება შეიცვალე, მხოლოდ ის მაღალი დონის მხატვრობა დატოვე. ახლა ჩემი აზრით იმდენად შენთვის წერ, იმდენად ინტიმურ განწყობას გვაწვდი, ხანდახან მგონია არავის უნდა უმხელდე... მაგრამ სიგიჟემდე, თვალუწვდენელ სიღრმეებამდე კარგად წერ.
შეიძლება ჩემთვის გაუგებარი იყო ეს ჩანახატი შინაარსობრივად, ან მიზნობრივად,ან არაფრის მომცემი, მაგრამ რა ვუყო იმას, რომ ასე წერა შეგიძლია და სიტყვები მეკარგება...
როგორ მინდა სხვა ადამიანებზეც წერო... ❤️❤️❤️

№26  offline ადმინი ელპინი

ნანა73

ნანა, როგორ გამავსე ახლა, რომ იცოდე. ბედნიერად ვგრძნობ თავს და ალბათ, ძალიან ეგოისტი ვარ რომ ყოველთვის ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე ვწერ. რა ვქნა? ეს იმის ბრალია, რომ ვგროვდები და მინდა დავიცალო.
არაერთხელ ვცადე პერსონაჟების შექმნა და ცოტა ვრცლად წერა, მაგრამ ჩემი სტილი არ არის და ყოველთვის გავწყვიტე. ჰომ გესმის. . .
მადლობა, რომ წაკითხვა არ შეგეზარა. მიხარია, რომ მკითხულობ. თუნდაც, სულ არ ხდებოდეს ეს. ♥️♥️♥️

№27  offline ადმინი ელპინი

sofo_sofia13
პჰჰ ესს რაიყოო scream

♥️♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent