შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება (მესამე თავი)


9-04-2020, 00:30
ნანახია 8 505

თავი მესამე
მანქანა დაძრა, და კითხა- აბა უცნობო სად მიდიხარ? -აქვე ახლოს ტაქსებია და იქ ჩამოვალ. - არა ,ეგრე არ მაწყობს ,ან მითხარი სად მიდიხარ ან არადა სახლში წაგიყვან.- სახლის მისამართი იცი?- ირონიით კითხა ევამ. - კი ,ვიცი სად ცხოვრობს დავით რიჟამაძე და იქ მიგიყვან. - არ გკითხავ სახლი საიდან იცი მეთქი , ან მამაჩემს საიდან იცნობ მეთქი, მამას ნახევარი საქართველო იცნობს .მაგით თუ ცდილობდი რომ ქულები დაგეწერა არ გამოგივიდა -მშვიდად უთხრა ევამ , თან გააგრძელა- სასაფლაოზე მივდივარ , ამიტომ ტაქსებთან გამიჩერე. - ისევ იქ , მაშინაც იქ მიდიოდი ხო ,რომ დამეჯახე? - კი - მოკლედ მოუჭრა ევამ. - კარგი ,წავედით მკვდრებთან შესახვედრათ. -თქვა და მანქანა მოაბრუნა. სიჩუმე ჩამოწვა.ევას ნერვები ეშლებოდა , რომ გოგას მიყავდა და ეს სიამოვნებდა, არ ეჯერებოდა რომ ვიღაცასთან კარგად გრძნობდა თავს.ბახტურიძე მშვიდად ატარებდა მანქანას და თან ევას აკვირდებოდა. -რაზე სწავლობ?-ვეღარ მოითბინა გოგამ. - ფილოსოფიურზე.-ეეეე ფილოსოფიურზე ვინც სწავლობს იძახიან ვერ არ ისო.შენ რას იტყვი ამ მოსაზრებაზე? -მე ნამდვილად არ ვარ დალაგებული ადამიანი და სხვები არ ვიცი. - ვაა, ანუ აღიარებ რომ ცოტათი გიჟი ხარ ? - სიცილით თქვა გოგამ - კი ვაღიარებ.ხო არ შეგეშინდა ჩემთან ერთად მანქანაში ჯდომის? -ხასიათზე მოსულა ევამ ირონიით უთხრა ,თან გაიღიმა.- გოგამ შეამჩნია ევას ღიმილი მაგრამ არაფერი შეიმჩნია- საჭესთან შენ რომ იჯდე, არ დაგიმალავ მართლა დავიწყებდი ლოცვას, მაგრამ ახლა არ მეშინია.-კარგი რა ,მასე ცუდადაც არ ვატარებ. შენ რაზე სწავლობ? - ბიზნესზე - მერამდენე კურსზე ხარ?- მესამეზე. ამ დროს ტელეფონის ხმამ გააწყვეტინათ ძვლივს შემდგარი დიალოგი.ევას ურეკავდნენ. მხიარული ხმა მოირგო და უპასუხა-ხო მა ,არა არ ვაპირებ ჯერ მოსვლას,მეგობრებთან ერთად ბარში მივდივარ არ დამელოდოთ. გკოცნით. -შენ რა სულ ასე ატყუებ,ეს გარდასხვა რა იყო ? - ეს შენ არ გეხება, ყველაფერში ნუ ერევი.- დაუბღვირა ევამ. რამდენიმე წუთში სასაფლაოზე მივიდნენ, ორივე გადმოვიდა მანქანიდან.- მე მარტო მინდა დალაპარაკება . - შენ არც მოგყვები, ნახევარ საათში აქ შევხვდეთ. - სხვადასხვა მხარეს წავიდნენ ნაცნობები. ევა 40წუთში მანქანასთან იყო , მაგრამ გოგა აგვიანებდა. ნერვები მოეშალა და იმ მხარეს წავიდა ,სადაც გოგა ეგულებოდა. მალე დაინახა კიდეც, ერთი საფლავის წინ დამჯდარიყო და სევდიანი ხმით რაღაცას ჩურჩულებდა.სიტყვები არ ირჩეოდა , მიუახლოვდა და ხელი მხარზე დაადო- ვინ დაკარგე , ვინაა ეს გოგონა? - გოგა რამდენიმე წამში წამოდგა და ზიზღიანი ხმით უთხრა- შენ აქ რა გინდა? - მე , მე უბრალოდ გეძებდი. ნახევარი საათი გავიდა და მანქანასთან არ მოხვედი. - დაიბნა ევა. გოგამ საათს დახედა, უკვე ერთი საათი გასულიყო-ბოდიში.- უხმოდ გაუყვნენ გზას მანქანისკენ.სასაფლაოს ქუჩებს რომ გასცდნენ ,გოგამ სიჩქარეს შეუნელა და კითხა - სად დაქტოვო? სახლში მიდიხარ? -ასე მალე გინდა ჩემი თავიდან მოშორება?კაი-ღიმილით უთხრა ევამ . მეორეთ იღიმოდა ,არ გამორჩენია ბახტურიძეს.- ბარი, კლუბი ,პარკი რომელი გირჩევნია ?- ბარი- თვითონაც არ სჯეროდა ამას რომ ამბობდა, მაგრამ არ უნდოდა გოგასთან განშორება.უნდოდა სამი თვის შემდეგ ერთი დღე მაინც ეცხოვრა, ერთი კარგი დღე მაინც ყოფილიყო მის მეხსიერებაში.
ევა
10 წუთში უკვე ბარის წინ ვიყავით. სახელი არ ვიცი, არ დავკვირვებულვარ,ეტყობოდა კარგი ბარი იყო. კარებთან ერთი კოსტუმიანი კაცი იდგა .კიბეებზე რო ჩავედით გოგას მიესალმა , ბახტურიძემაც გაუღიმა და კარი გახსნა,ჯერ მე შემიშვა კარებში ,მერე თვითონაც შემოვიდა. ამ დროს კოსტუმიანს რაღაც უთხრა, მაგრამ არ ჩავძიებულვარ, არ მანაღვლებდა. მაგიდისკენ გამიძღვა და მკითხა -როგორ მოგწონს ? ხო კაი ადგილია? - უკეთესებშიც ვყოფილვარ , გაჭირვებაში გამოდგება - ვუთხარი სიცილით. მან თბილად გამიღიმა და მხიარულად მითხრა- მოკლედ, შენ ხომ ვერაფრით გასიამოვნე.-ამ დროს უკვე ბართან ვიჯექით - რას დალევ? - არაყს. - დარწმუნებული ხარ რომ გაუძლებ? - მე არ შევიმჩნიე რომ პირველად ვსვამდი და თავდაჯერებით ვუთხარი -კი . -ერთი ჭიქა, მეორე , მესამე , ასე აყვა და მეშვიდეზეც რომ ავედით აღარ მასმევდა.- საკმარისია ევა უკვე, მთვრალი ხარ, მოდი წავიდეთ.- ძალიან საყვარლად მეხვეწებოდა, მე არ დავთანხმდი ,კიდე დავლიე. მერე გაბრაზდა, რაღაცეებს მეუბნებოდა და ბოლოს ისეთი თვალებით მითხრა - წამოდი ,თორე ხელში აგიყვან და ისე წაგათრევო -მართლა შემეშინდა, დავაპირე ადგომა , მაგრამ მერე ვიფიქრე რო თუ ამიყვანდა მეტ სიამოვნებას მივიღებდი ,თან არც მეგონა რომ ამიყვანდა და დალევა გავაგრძელე.ამ გიჟმა კი მართლა ამიყვანა,ზურგზე გადამიკიდა და მასე გავყავდი ბარიდან .მე ყვირილი დავიწყე , ზურგზე ვურტყავდი ხელებს,თუმცა მას არც კი მოუხედავს , ჟიუტად აგრძელებდა გზას . არ ვიცი, ვინმე თუ გვიყურებდა ,არ მახსოვს, მაგრამ ახლა რომ წარმოვიდგინე, ალბათ შემოგვხედავდნენ, ხშირად ვერ ნახავ ბიჭს გოგო ზურგზე მოკიდებული მიყავდეს, გოგო კი კიოდეს და ზურგზე დაუზოგავად ურტყამდეს ხელებს. მანქანასთან რომ მივედით ძირს დამსვა ,კარები გააღო და მანქანაში შემსვა. მერე თვითონაც დაჯდა ,უხმოდ დაძრა მანქანა და ავტომობილების ზღვას შეუერთდა. ა უი არ შეუერთდა 3 საათი იყო უკვე სადღა იყო მანქანები, გზები ცარიელი იყო . მე ვუკიოდი. -შენ ნორმალური არ ხარ ,რატო ამიყვანე ?ყველასთან შემარცხვინე. -მან კი თავისი შავი თვალები მომაპყრო და მითხრა - მე ორჯერ გითხარი რომ ამდგარიყავი , შენ კი არ გაიგონე, ამიტომ ახლა ნუ წუწუნებ. - მერე ?მერე კარგად არ მახსოვს ვიცი რო სადღაც მიმიყვანა ლამაზ ორ სართულიან სახლში , კიბეებზე ვერ ავდიოდი და ხელში ამიყვანა,ამ დროს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ისეთმა , რომ ვერც აგიღწერთ .საწოლზე დამაწვინა და თვითონ სადღაც წავიდა. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხნის მერე მოვიდა, დროის აღთქმა დაკარგული მქონდა, მაგრამ დიდი ხანი არ ულოდინებია. ხელი ნაზად მომკიდა, ხელები ამაწევინა ,ბლუსკა გამხადა და რაღაც მოკლემკლავიანი მაიკა ჩამაცვა .ჯერ ხელზე მაკოცა ,ნაზად ,ძალიან ტკბილად ,მერე შუბლზე.ტანში სასიამოვნო ჯრუანტელმა დამიარა, მეც გავიწიე საკოცნელად ,მაგრამ შემაჩერა და მითხრა -მიდი ,ახლა დაიძინე. -ადიელა დამაფარა და ოთახებში გაუჩინარდა.

გოგა.
ძალიან გამიკვირდა ჩემთან ერთად დალევა რომ მოინდომა, არ გავდა ასეთ გოგოს.ჩემს ბარში მივიყვანე, ცოტა გაოცება დაეტყო, მაგრამ მერე თითქოს ყველაფერი დაიკიდა. ორი ჭიქის მერე თვალები უფრო დაუსევდიანდა და დაიწყო - შენ რომ იცოდე ვინ ვარ ,როგორი ვარ, ახლოსაც არ გამიკარებდი . მკვდრის აჩრდილთან ვინ იქნება? მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?კი ,მე უფრო იმ ქვეყნის ვარ ვიდრე ამის.იქ არიან ჩემი ანგელოზები, მეც იქ მინდა,იმედია მალე წავალ...- ძალიან სევდიანი იყო .ვუყურებდი და ვფიქრობდი როგორ გამემხნევებინა?როგორ გამომეყვანა ამ უფსკრულიდან? იმ დღის გაცნობილი იყო, მაგრამ არავის გავდა,არავიში გავცვლიდი.იყო ევაში რაღაც ისეთი, რაც მას გამორჩეულს ხდიდა.ვერ ვხვდები რა , მაგრამ ერთი კი ვიცოდი , ამ გოგოს დაკარგა არ მინდოდა. ცხოვრების ლანძღვაში მეშვიდე ჭიქამდეც ავედით, ევა ძაან მთვრალი იყო ,არ უნდოდა ადგომა, ხასიათზე მოსულიყო და ჯიუტად აგრძელებდა დალევას .მე არ მინდოდა ცუდად გამხდარიყო , რამდენჯერმე მშვიდად ვუთხარი ავდგეთ, წავიდეთ მეთქი ,მაგრამ დამიკიდა. მე ხელში ავიტაცე და ისე გავიყვანე .ხელებს მირტამდა,მართლა მტკიოდა, მწარე ხელი აქვს,მაგრამ ტკივილზე მეტად ევა მსიამოვნებდა. რამდენ გოგოს შევხვედრივარ, მაგრამ ეს ქაჯი არავის გავდა. არაამქვეყნიურად ლამაზი და ამავე დროს სევდიანი იყო , ისე მინდოდა ამ სახეზე ღიმილი დამენახა, ისე მინდოდა მისი სული დამემშვიდებინა ,რომ ნებისმიერ რამეზე წავიდოდი.ასე ძალიან არასდროს არაფერი მდომებია. ჩემი ცხოვრება არ იყო გამორჩეული იქამდე , სანამ ვინც ამ სამყაროში მომავლინა ის არ გარდაიცვალა.კი სწორად მიხვდით, დედა დავკარგე. ყველაზე ძვირფასი ადამიანი .იმის მერე ორი წელი საშინელება იყო ,ნარკოტიკები, სიგარეტი, წამალი. ამ ქვეყანაზე აღარ ვიყავი , მაგრამ მერე გონს მოვეგე ,მადლობა ღმერთს და ცხოვრება გავაგრძელე. ევაში საკუთარ თავსაც ვხედავდი, მაგრამ ის ჩემზე გულგატეხილი იყო. მანქანაში მიყვიროდა, მაშინაც ძალიან ლამაზი იყო, ხო არ ვამეტებ ყვირილის დროსაც უღვრთოდ ლამაზი იყო. ცოტახანში დაეძინა .მე ჩემთან მივიყვანე წყნეთში ,მანქანიდან ფრთხილად გადმოვიყვანე,თუმცა მან ყვირილი დაიწყო. - დამსვი , დამსვი. - მეც დავსვი .ძვლები ამტკივდა, ალბათ ავარიის გამო. ევა ძვლივს დადიოდა , მე მეყრდნობოდა. კიბეებზე ვეღარ ავიდა ,მე ხელი ვტაცე ,ჩემს ხელებში მოვაქციე და ისე ავიყვანე.პროტესტი არ გამოუხატავს, ძალიან მთვრალი იყო და თვითონ ვერც ავიდოდა. ჩემს ოთახში შევიყვანე და საწოლზე დავაწვინე, მერე ჩემი მაიკა მივიტანე გარდეროვიდან და ის ჩავაცვი .როცა ვეხებოდი ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა .რას მიკეთებდა ეს უკარება ქაჯი? რომ ჩავაცვი ვაკოცე ,ჯერ ხელის გულზე ,მერე შუბლზე .ის ორი ნაზი კოცნა, ყველანაირ კოცნა-პროშნას მერჩივნა. პირველად მემართებოდა ასე, პირველად ვაწვენდი უჩემოდ ჩემს საწოლში გოგოს.მინდოდა მასთან დავწოლილიყავი, გულში ჩამეკრა, მაგრამ ვიციდი რომ ხვალ ამის გამო დავკარგავდი. ევაც გადმოიხა ჩემს საკოცნელად , მაგრამ მე უკან მივწიე, ადიელა დავაფარე და ოთახიდან გავედი.ისე ვერ მოვექცეოდი როგორც სხვა რომელიმე გოგოს, უბრალოდ არ შემეძლო. აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე .ევაზე ვფიქრობდი.არავინ მომწონებია ადრე მის ნაირად, არც მეგონა რომ როდისმე მომეწონებოდა ,მაგრამ ბრახ და გავგიჟდი,ძალიან მომწონს. აბაზანიდან გამოვედი და ევას დავხედე, მშვიდად ეძინა.მეორე ოთახში გავედი და იქ დავწექი. ბევრი არ მიფიქრია ,ძალიან მეძინებოდა, მალევე მოვწყდი დედამიწას.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

მომწონს,ძალიან საინტერესოა

 


№2  offline წევრი უბრალოდ ნენე

სტუმარი ნინა
მომწონს,ძალიან საინტერესოა


მადლობა. მიხარია რომ მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent