შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანტომური სურნელი +18 /სრულად/


9-04-2020, 02:26
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 3 288

ტყეში გადასახლდა რამდენიმე წლის წინ. ბუნებაში ეფლობოდა, რომ ამ შეგრძნებისთვის თავი დაეღწია. არა, არ აწუხებდა. უბრალოდ, იმდენად სასიამოვნო იყო, რომ თავს ჰკარგავდა.
გრძელი ანკესი მდინარეში მოისროლა ნახევარი საათის წინ და ზედაც აღარ უყურებდა მას. მერე, რა, რომ თევზს ჭიაყელის შეჭმა უკვე მოესწრო და გზა გაეგრძელებინა.
ცარიელ კაუჭს ჰგავდა ახლა ის. ცდილობდა ნადავლის მოტყუებას, მაგრამ განა მონადირე ძვალსა და ტყავს დაჰყაბულდება?
ნესტოები დაებერა და ცდილობდა შეესუნთქა ჰაერში მოსრიალე მოლეკულათა არომატი. თითქოს, გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ მაინც გაკრთებოდა სადღაც შორს, რაღაც ნანატრი და ნაოცნებარი…
თვალებმილულულს გაეცინა საკუთარ თავზე და ხელი თმაზე გადაისვა. კარგა გვარიანად დაგრძელებოდა თმები ამ ხნის განმავლობაში. აი, წვერს კი სახეზე ვერ იტანდა. ჭუჭყად აღიქვამდა, მოუწესრიგებლობად. წელს ზემოთ შიშველი იყო, მიუხედავად სიცივისა.
ცას რიჟრაჟი ეპარებოდა და ცისფრად ნათებას იწყებდა. ბალახში ცვარი მოხერხებულად მოკალათებულიყო და მზის ამოსვლას არც კი იმჩნევდა. თითქოს, იგი არ დააჭერდა და წვეთებს კიდევ ცოტა ხნის სიცოცხლეს აჩუქებდა, სანამ აორთქლდებოდნენ.
მან იდილია დაურღვია ცვარს და ბალახზე გადაწვა. სიცივე ზურგსა და ბეჭებზე მოედო, მაგრამ წარბიც არ შესტოკებია. კვლავ თვალებმილულული იყო და ბაგეს მკრთალი ღიმილი უპობდა.
საოცარი რამაა მოგონებები. ამბობენ, როდესაც რაღაც გახსენდება, გახსენდება არა თავად მოვლენა, არამედ წინა გახსენებაო. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მოგონებები ემოციებად ცოცხლდებიან და შენზე მოქმედებენ.
მას ძალიან უყვარდა თავისი წარსული. წარსულით აწმყოში ცხოვრობდა და წარსულივე იყო მისი მომავალიც. რატომ უნდა გამოასწორო შეშლილი, როდესაც ის თავის აშლილობასთან თავს კომფორტულად გრძნობს?
ნორმალურობის კლიშე ბედნიერებას კლავს. ამ დოგმათა გამოა ბედნიერება წამიერი.
სხეული უცნაური ნაიარევებით ჰქონდა მორთული. რომ შეგეხედათ, წამით მოინუსხებოდით. შემდეგ კი თქვენი წარბები ერთმანეთთან დაახლოებას გადაწყვეტდნენ. შუბლზე ნაოჭები გაგიჩნდებოდათ და შეიძლება ქვედა ტუჩი სიმწრით მოგეკვნიტათ კიდეც.
ადამიანებისთვის ემოციები გულთან ასოცირდება. ფსიქო-სომატურადაც გულს ურტყამენ პირველად. მისთვის კი კისერზე მფეთქავი არტერია იყო სიგიჟე. თუ პულსი აუჩქარდებოდა, ხელს გულისკენ კი არა, კისრისკენ წაიღებდა.
ახლაც თავისი დიდრონი ხელი კისერზე მოიჭირა და სწრაფი ფეთქვა შეიგრძნო…
...
ბარში იჯდა მარტოდმარტო. უკვე მესამე საათი გავიდა, რაც მას უმზერდა. პირველი შეკვეთილი ჭიქა ჯერ კიდევ არ ჩაეცალა, მაგრამ უკვე მთვრალი იყო. მთვრალი იყო იმ სუნელით, რომელიც მისგან მოდიოდა. არ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი იყო და როგორ აღწერდა ამ სურნელს. უბრალოდ, ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა ყველა ატომი შეესრუტა. ბრაზით ენთებოდა დახუჭული თვალები, როცა იაზრებდა - სხვასაც შეეძლო შეეყნოსა იგი.
- ხელს ჰომ არ გიშლით? - ჩახლეჩილი ხმა მოესმა. "ქალისთვის შეუფერებელი" ხმის ტემბრი ჰქონდა.
- დაბრძანდით. - თვალი არ გაუხელია, ისე უპასუხა. ზურგიდან ხედავდა მხოლოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში.
- მედიტირებთ? - ინტერესი გამოკრთა მის სურნელში. ჰო, სურნელში.
- შეიძლება ითქვას.
- ჩემი დანახვა არ გსურთ?
- მე თქვენ გხედავთ.
- მთელი საღამოა ზურგით ვიჯექი, თავიც არ მომიტრიალებია…
- განა საჭიროა ვიზუალური აღქმა, რომ დაგინახოთ? - ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე და იგრძნო, როგორ შეეხნენ მის ტუჩებს ქალის მოქნილი, ნაზი თითები.
- არც სახელს მკითხავთ.
- რა საჭიროა?
- ახლა რომ გითხრათ ჩემი სახელი, ხვალ აღარ გემახსოვრებათ. დილით ძვირფასო, საყვარელო და ამგვარი სისულელეების ძახილში ამოვხდით ერთმანეთს სულს, სანამ არ მივხვდებით, რომ ორივეს დაგვავიწყდა. - რიტორიკულ შეკითხვას უპასუხა ქალმა და გაეცინა. არა, სწორი კბილები არ ჰქონია. ალაგ-ალაგ რიგს არღვევდნენ. არც მოდელის აღნაგობა, მისი მკერდი და გავა სავსე იყო. ხასხასა წითელი კაბა ეცვა, მუხლს ქვემოთ სწვდებოდა.
- ძვირფასო, საყვარელო… - თვალი გაახილა კაცმა. ყბის ძვალი ჰქონდა გამოკვეთილი. ლოყები ოდნავ ჩავარდნილი, თვალის ფერთა გამა კი თავადაც ვერ ჩამოყალიბდა - როგორი იყო. - გსურთ თქვენი სახელი მახსოვდეს?
ქალი აღელდა. აფორიაქდა და ნერწყვი სწრაფად გადაყლაპა.
რა საოცარია! თავდაჯერებულობა და სიმტკიცე ისე შეიძლება შემოგეძარცვოს, რომ აზრზეც ვერ მოხვიდე. ხოლო მოსაუბრეს წარბიც არ შეუტოკდება სახეზე.
ჟრუანტელმა დაუარა და აგდებით მიუგო.
- რა საჭიროა?
- მე კი მსურს, რომ ჩემი სახელი გახსოვდეთ. - სახე დაუსერიოზულდა კაცს და ქალის ხელს, რომელიც ჯერ კიდევ მის ტუჩთან იყო გაჩერებული, ხელი ჩაჰკიდა. ცხვირის წვერით შეეხო და თითქოს სისხლი გამოუცვალესო ისე გაეყინა, შემდეგ კი მსწრაფლ ადუღდა წითელ უჯრედთა წყობა.
- გისმენთ…
- ჩშშ! - ამჯერად თვითონ დაადო საჩვენებელი თითი ბაგეზე და გაჩუმება უბრძანა.

იმ ღამეს ცა არც ვარსკვლავებს შეუწუხებიათ და არც მთვარეს. იდილია არ დაარღვია არც ქალაქის ხმაურმა, რომელიც ყოველღამ თითქოს იზრდებოდა.
უცნაურად დუმდა ყოველივე. მხოლოდ საათი წიკწიკებდა გაუჩერებლივ.
უცნაური ფენომენია დრო. მას აბრალებენ მეფობას, ჭრილობების მოშუშებას და ათას სისაძაგლეს. ის კი არ ჩერდება. არასდროს აღელვებულა დრო და სწრაფად სიარული არ დაუწყია კოსმოსის ბილიკზე. არც შიშისგან გახევებულა ერთ ადგილზე და ატირებულა ჩვილი ბავშვივით უდედობის განცდისგან.
ის უბრალოდ მიდიოდა. თავისი გზით, დაპროგრამებულივით. თითქოს, არც არსებულიყო. მისი არსებობა აპრიორში არარსებობასვე ამტკიცებდა.

ის კი ცდილობდა შეენელებინა დრო. არარსებული დრო, რომელიც მდორედ მიედინებოდა და აბრაზებდა მას.
საათის ხმა ღამ-ღამობით ჭკუიდან შლიდა და ამიტომაც ელემენტი ბუდეს დააშორა. დღე კი, როცა სურდა გაეგო რომელი საათი იყო, ხელში "გაჩერებული დრო" შერჩებოდა ხოლმე.
მხოლოდ ახლა იცოდა მან - რა დრო იყო.
თრობის საათი იყო. საათი, რომელიც დაიწყო და აღარ გაჩერებულა.

ქალი ბინაში შეიპატიჟა. მისთვის არ უთქვამს, რომ სახელი უკვე იცოდა. დიდი ხანია, რაც უთვალთვალებდა. ყველაფერი კი იმ სურნელით დაიწყო, რომელმაც ყავის რიგში ცხვირის ნესტოებზე შეუღიტინა. ყბები ერთმანეთს დააჭირა და სურნელს გაჰყვა. წარმოგიდგენიათ? ყავის მძაფრმა არომატმაც კი ვერ ჩაახშო ის, რაც მან იგრძნო.
- ღვინოს შემომთავაზებ, ვისკის თუ მარტინის? - ირონიამ გამოანათა მის სურნელში და სასიამოვნოდ მოედო მისი ყნოსვის რეცეპტორებს.
- ყავას. - გაეღიმა კაცს და ყავის აპარატთან მივიდა.
- უკვე ეჭვი მეპარება, რომ ჩემი საწოლში შეთრევა გინდა. - გაეცინა ქალს და ყავის აპარატთან მდგარ კაცს ზურგიდან ამოუდგა.
კაცმა ყბები ერთმანეთს მჭიდროდ მიაჭირა და ქალის აღგზნებულ სურნელს ყურადღება არ მიაქცია.
- ცდები. მინდა და ისიც ვიცი, რომ შენ ეს ჩემზე მეტად გინდა. - მობრუნდა, თვალი ჩაუკრა და არომატული ყავა ცხვირთან გაუტარა.
- საიდან იცი, რომელი მიყვარს? - თვალები ააფახულა ქალმა და ჭიქას დასწვდა.
- მე ისიც ვიცი - რამდენ კოვზ შაქარს ყრი ყავაში. მაგრამ ეს რამეს ნიშნავს? - გაეცინა და სავარძელში ჩაესვენა. იცოდა, რომ ქალი მასთან ძალიან ახლოს მოვიდოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო.
- მიცნობ? - წარბი შეკრა და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა.
- წუთში ოცდათვრამეტჯერ ახამხამებ თვალს, როდესაც ელოდები. თორმეტჯერ უყურებ საათს. გული ოთხმოცდაორჯერ გიცემს და ოცდარვაჯერ ისუნთქავ ჰაერს.
- ჰაერიდან მოტანილ რიცხვებს ვერ დავყაბულდები. - გაეცინა, ყავა მოსვა და სწრაფად დასერიოზულდა.
რა იცოდა, რომ ყველაფერი ხუმრობის გარეშე ხდებოდა ახლა.
კაცმა ხელი წელზე მოჰხვია და სწრაფად მოაბრუნა პირისსახით თავისკენ. ყლუპმოკლებული ყავის ფინჯანი ხელიდან დაუსხლტა და იატაკზე დავარდა. მსხვრევის ხმამ გააყრუა მისაღები ოთახის უზარმაზარი სივრცე, მაგრამ ეს ჟღერადობა არც ერთს გაუგია.
თვალებგაფართოებული იჯდა მის კალთაში და ხელები მხრებზე დაედო. გრძნობდა როგორ ემატებოდა მის სხეულს ტემპერატურა და ღრმად სუნთქვას იწყებდა. კაცი მეტისმეტად მშვიდი იყო. ფილტვებს ბოლომდე ავსებდა და ქალს თვალებში უმზერდა დაუხამხამებლად.
ოცდათვრამეტჯერ დაახამხამა თვალი წუთში. ელოდებოდა, ჟინმორეული ელოდებოდა, მაგრამ სიამაყეს ვერ თმობდა. ეტყობოდა, რომ გამოუცდელი იყო. კაცს კი ართობდა მისი შიშნარევი თავდაჯერებულობა.
სურნელი ყველაზე მათრობელი მაშინაა, როდესაც ადრენალინითაა გაჟღენთილი. როდესაც ბუნებრივი სურნელი ერწყმის პარფიუმს, ოფლის წვეთები კი სხეულზე დაძრწიან.
კაცი კი გრძელ, წაბლისფერ თმას დასწვდა და ცხვირთან ახლოს მიიტანა. კოკაინივით შეიყნოსა მათი სურნელი და მის სხეულში ენდორფინების დონემ სწრაფად აიწია.
მოდუნდა და გაეღიმა. ქალი კი მხრებში გასწორებულიყო და წელი ჩაეტეხა. სრულ მზადყოფნას ასხივებდა, მაგრამ მოვლენების დაჩქარება არც ერთს უფიქრია.
ადგა და სიგარეტს მოუკიდა. უზარმაზარ ფანჯარასთან მივიდა და ცალი ხელი ჯიბეში ჩაიყო.
- უცნაური ხარ. - მოესმა ქალის ხმა, რომელიც სავარძელში იჯდა და ფეხებიც ზედ დაელაგებინა.
- იმიტომ, რომ ეგრევე არ გეძალები?
- ადამიანები უცნაურები არიან.
- რატომ?
- არასოდეს მესმოდა მათი.
- არც საკუთარი თავსი გესმის?
- არა. - თავი გააქნია და ხელებზე დაიხედა. - სიტყვები, ასოთა წყობა…
- არავინ იცის სხვა რას გულისხმობს, თუნდაც მისთვის "გასაგებ" ენაზე უთხრა რაიმე.
- მაშინ როგორ გავუგოთ ადამიანებს?
- თავი მოიკატუნე, რომ გესმის. ეს საკმარისია. - გვერდულად გახედა. ქალის არამიწიერი სურნელი ინტერესით იყო გაჟღენთილი. ხოლოს მისი თვალები კითხვის ნიშნებს ჰგავდნენ.
- ეს ჰომ ტყუილია.
- რას გულისხმობ ტყუილში?
- სიმართლის დამალვას.
- რა არის შენთვის სიმართლე?
- ის, რომ ეს გატეხილი ფინჯანი ყავით იყო სავსე და არა ვისკით.
- თუ ამბობ, რომ ყველა ასო განსხვავებულად გვესმის. რას მეუბნება მე შენი ნათქვამი - ყავა და ვისკი?
- ვერაფერს…
- შენი ვერაფერი - ჩემი ყველაფერია, ან პირიქით.
- ეს ჰომ აბსურდია ! რაღა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს? - ცოტაც და ატირდებოდა.
კაცი მიუახლოვდა და ჩაიმუხლა მასთან. კაბა მაღლა ასჩეჩვოდა და ფეხებს სრულ თავისუფლებას აძლევდა. ქალი ოდნავ შეიშმუშნა და ქსოვილის ჩამოწევა სცადა. სულაც არ ჰგავდა იგი წუთის წინ აღგზნებისგან გაგიჟებულ ქალს, რომელსაც ფეხებშუა ფეთქვა ჭკუას აკარგვინებდა, მკერდის კერტები კი გამაგრებოდა.
უმანკოების გრილი სურნელი მისწვდა კაცის ნესტოებს.
- რატომ უნდა იტეხო თავი ამაზე ფიქრით, როდესაც ამ ყველაფრით ტკბობა შეგიძლია? - თქვა და მუხლის თავზე კოცნა დაუტოვა.
ქალს გული ყელში მიებჯინა და იგრძნო, რომ ის თამაში, რომელიც წამოიწყო სერიოზულ სახეს იღებდა. შეეშინდა. შეეშინდა, რომ ეს ტყუილი აღმოჩნდებოდა, რომ ეჩვენებოდა, რომ…
მუხლიდან ბარძაყის შიდა ნაწილზე გადაინაცვლა კაცმა ტუჩების ცეცებით. მწველ კოცნას უტოვებდა ყველგან, სადაც მოუხვდებოდა. შეწებებული მუხლები დააშორა ქალმა ერთმანეთს და სრული თავისუფლება მისცა საკუთარ თავს, რომ დამტკბარიყო თრობის საათით.
გრძნობდა, რომ ფეხებშუა სისველე ძალიან სწრაფად იმატებდა. იზრდებოდა ამოუცნობი სურვილი განეცადა განუცდელი.
კაცი გაჩერდა და კანკალის სურნელი ჩაისუნთქა. ძლივს შესამჩნევი კანკალის, რომელოც წკიპზე მყოფ ადამიანს ახასიათებს.
მშვიდად დასწვდა ქალის საცვლებს და ძალიან ნელა მოაშორა იგი სხეულს. ალაგ-ალაგ თავის მოზრდილ ტუჩებს ნაკვალევად უტოვებდა ქალს, რომელსაც სუნთქვა უკვე პერიოდულ ოხვრაში გადასდიოდა.
ბარძაყებზე დასწვდა და თავისკენ მიიზიდა. დააცხრა ქალის საშოს და ალერსისგან კიდევ უფრო დაადნო იგი. სტიმულაცია თითებით გააგრძელა და აკვნესებულ ქალს, რომელიც ცხოვრებაში პირველად იყო ასე თავისუფალი, მისცა უფლება თავის პირველ ორგაზმს შეჰგებებოდა და განეცადა ვერაგი სიამოვნება, რომელსაც ერთხელ თუ ეზიარე, მასზე ნატვრა დაგტანჯავს.
ქალის სხეულში სასიცოცხლო ენერგია თითქოს დან გავრცელდა და ტალღებად გადანაწილდა მთელ ტანზე. სისხლი ვენებს მოასკდა და დაბერა ისინი.
ცრემლთა ნაკადმა თვალების გარსი ამოავსო და ღაწვებზე გადმოინაცვლა.
უცნაური სურნელი ჰქონდათ ცრემლებს. უმანკოებაწართმეულნი სერავდნენ ისინი სახის ნაკვთებს და გასაგიჟებელ სიამოვნების არომატს ასხივებდნენ.
მთავარი სიამოვნება კი თავისუფლება იყო. თავისუფლების სურნელი ჰქონდათ ქალის ცრემლებს.
ტუჩები ლოყაზე მიაწება ქალს და მარიალიანი ბურთულები დააგემოვნა. ხელი კისერზე ჰქონდა მიბჯენილი და ქალის პულსს ითვლიდა. და როდესაც წუთი გავიდა, გაუაზრებლად მოუჭირა ხელი ყელში ძლიერად და სახე უხეშად თავისკენ მოაბრუნა. გაოცების არომატმა შთანთქა ყოველივე და კაცმა ქალის ბაგესთან დაიჩურჩულა.
- ჟაკი.
ჯერ ტუჩები ეალერსებოდნენ ერთურთს, შემდეგ კი კაცმა ენათა შორის ფარიკაობა მოაწყო სიღრმეში. კვნესა და ოხვრა ერთმანეთის სხეულში შთაინთქმებოდა და ჟაკმა ვეღარ მოითმინა.
გამაგრებული ასო სწრაფად და მოქნილად შეუშვა ქალის სხეულში და ქალმა ტუჩი სისხლამდე მოიკვნიტა.
- გაბრიელა. - ნაწყვეტ სუნთქვას შორის ამოთქვა და სიგიჟის ზღვარს გადააბიჯა.

- ჟაკ, რატომ არ გინდა, რომ სუნამო გამოვიყენო? - წუწუნით გამოვიდა სამზარეულოდან გაბრიელა. ხელში რაღაც ჟურნალი ეჭირა და სავარაუდოდ, იქვე ამოიკითხა სუნამოზე სტატია.
- იმიტომ, რომ ისედაც გასაგიჟებელი სურნელი გაქვს, გაბ. - ჰალსტუხის შეკვრა არასოდეს ეხერხებოდა, გაბრიელა კი დასცინოდა.
- კი, მაგრამ ასე ჰომ არ შეიძლება! ეს შენ გრძნობ ამას, სხვები კი ვერა!
- სხვებისთვის გინდა ისეთი სურნელი გქონდეს, როგორც ჩემთვის? - წარბი შეკრა კაცმა და უსწმორმასწოროდ თმებშეკრულ გაბრიელას გამჭოლი მზერა მიაგება. ქალს მუხლები აუკანკალდა, მიხვდა, რომ სხვა თქვა და სხვა გამოუვიდა.
მათ შორის ყველაფერი ასე იყო. თითქოს, სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. ვერ აგებინებდნენ სათქმელს, მაგრამ მაინც ტკბებოდნენ გაცნობის დღიდანვე ერთმანეთით.
- ეგ არ მიგულისხმია… - ლუღლუღი დაიწყო გაბრიელამ და ყელში ბურთი მოადგა.
- ჰალსტუხი შემიკარი. - მოკლედ მოუჭრა ჟაკმა.
გაბი დასჯილი ბავშვივით მივიდა მასთან და სკამი მიაჩოჩა. მეტისმეტად მაღალი იყო ჟაკი, ქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი გაბი მკერდამდე სწვდებოდა. ახლა კი ფეხშიშველი იყო და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა მის გვერდით.
- დაბალო. - მკაცრად თქვა ჟაკმა და გაბი ტონის გამო ვერ მიხვდა ვერაფერს. თითქოს, ჟაკი უჯავრდებოდა სიმაღლის გამო.
- მე კი არა ვარ დაბალი, ეს შენ ხარ მეტისმეტად მაღალი! გაიგე?! - თვალები აუალდა ბრაზისგან, სკამიდან ჩამოცუცქდა, კართან მიბაჯბაჯდა და მოიჯახუნა.
ჟაკს კი უაზროდ ეღიმებოდა. რა მარტივად ეცვლებოდა გაბის სურნელი. თავი გააქნია და ბუტიაობის არომატმა სამზარეულოში გაიყვანა.
არასდროს უფიქრია კაცს, რომ სურნელს ასეთ მნიშვნელობას ოდესმე მიანიჭებდა. მაგრამ გაბრიელას სუნმა მას მსოფლმხედველობაც კი შეუცვალა. არასდროს უთქვამს კაცს მისთვის, არასდროს გამოუმზეურებია თავისი ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ როდესაც საქმე გაბიზე მიდგებოდა, მის ცნობიერსა და არაცნობიერს შორის ზღვარი იშლებოდა და ჭკუას კარგავდა.
- გაბუტულო ბაჯბაჯა.
ქალმა თავი გვერდზე მიატრიალა სწრაფად და ხელები გადაიჯვარედინა მკერდზე. ღმერთმანი, რა საყვარელიაო, გაიფიქრა კაცმა და ალუბალი, რომელიც ღრმა თეფშზე ბღუჯად ეყარა პირისკენ გაიქანა.
წარბშეკრული გაბი ხილს დასწვდა მაცივარში შეინახა. პროტესტს გამოთქვამდა და ამის ართობდა კაცს.
- ბააჯ-ბაჯაა! - ეცინებოდა ჟაკს. ადუღების სურნელი ეცა და ხვდებოდა, რომ ჩაიდანი მალე კივილს დაიწყებდა.
მის წინ დადგა და საითაც გაბი გაიწევდა, იქეთ მიდიოდა თვითონაც.
- გამიშვი!
- თორემ?
- თორემ კარგი დღე არ გელის!
- გაიბუტები ისევ?
- ჟაკ, მე გაგაფრთხილე.
- ან იქნებ, გაბაჯბაჯდები და კარს მოიჯახუნებ? - ნერვებზე თამაშობდა და ბოლოს ისე მოხდა, რომ კვლავ იგრძნო თავისუფლების სურნელი.
გაბი ცრემლებად დაიღვარა. ასეთი იყო, მარტივად უჩუყდებოდა გული. სხვის თვალში რკინის ქალი იყო, ჟაკთან კი პატარა ბავშვად იქცეოდა და ხშირად ტიროდა.
ჟაკის გამოც ტიროდა ხშირად.

- იმ ღამეს სამი საათი იჯექი ბარში.
- ისიც ჰომ არ დაგიფიქსირებია, ამ სამი საათის განმავლობაში რამდენჯერ ჩავისუნთქე? - ეცინებოდა ქალს და საწოლს ჩახუტებულ ჟაკს ზურგზე ეფერებოდა.
- 4634-ჯერ. - მოკლედ მოუჭრა და მისკენ გადაბრუნდა. - ვინმეს ელოდებოდი?
- რა?
- ბარში ელოდებოდი ვინმეს?
- ამაზე საუბარი გინდა?
- ვის?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- მითხარი!
- ყოფილს. - დაიძაბა გაბი. არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ჟაკს. ადრე არასდროს საუბრობდნენ წარსულზე.
- ახლაც კონტაქტობთ? - და მის ნესტოებს შიშის და ფორიაქის უსიამოვნო სურნელი მოელამუნა. თვალები ჩაუსისიხლიანდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
- ჟაკ…
- როდის?
- ჟაკ, მე…
- როდის?! - წამოენთო კაცი. ქალი შიშისგან აკანკალდა და ცრემლები წამოსცვივდა.
- ერთი კვირის წინ, როცა სამსახურში ვიყავი. მომაკითხა და ალიაქოთი ატეხა. იძულებული ვიყავი, რომ მენახა.
- მე წერტილი ვარ?
- რას ამბობ…
- მიპასუხე! მე წერტილი ვარ?
- არა.
- მაშინ რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რატომ არ უნდა ვიგებდე მე ამას შენგან?
- მე, უბრალოდ, პრობლემები არ მინდოდა! - ამოიკნავლა და საწოლის თავს ზურგით მიებჯინა. ჟაკმა სახე ახლოს მიუტანა და ჰკითხა.
- რა არის შენთვის პრობლემა? ის, რომ სამსახურში არ ამტყდარიყო ალიაქოთი თუ ის, რომ ჩემთან არ გეჩხუბა? რომელი ჯობდა? - ცინიკურად იღიმოდა ჟაკი. მეტისმეტად ცინიკურად.

არ ენდობოდნენ ერთმანეთს. უფრო სწორად, ჟაკი არ ენდობოდა საკუთარ თავს. და როდესაც საკუთარ თავს არ ენდობი, სხვის ნდობაზე საუბარი ზედმეტია.
იმ ღამეს ძალიან ბევრი დალია. კისრის ძარღვი უგრძნობდა, რომ რაღაც მოხდებოდა და უეცრად აუტანლად მოუნდა შეეგრძნო ის სურნელი, რომელმაც წლების წინ მოაჯადოვა.
მაგრამ ეს სურნელი უკვე აღარ არსებობდა. ვეღარ იარსებებდა.

"ღამით თვრამეტჯერ იცვლი გვერდს. ორჯერ დგები, რომ ბინაში ყველაფერი შეამოწმო. პულსი რიტმულად სამოცდათერთმეტი გაქვს. ღამე სამჯერ იძახი ჩემს სახელს და ამდენჯერვე მიზიდავ შენკენ თუ შენზე მოწებებული არ ვარ.
დილით კბილების გახეხვისას ზემოთ-ქვემოთ რიტმულად ოცდასამჯერ იხეხავ კბილს, ორჯერ ივლებ და კიდევ ერთხელ მეორდები.
არ არსებობს, რომ წინა დღით არ გქონდეს ტანსაცმელი გამზადებული.
კვერცხის ათქვეფვისას ჩანგალს ოცდაოთხჯერ იქნევ და ჩაის მოდუღებისას კოვზს შვიდჯერ ატრიალებ ჭიქაში, რათა შაქარი გაიხსნას.
ჯეიმსონის ვისკი გიყვარს, მაგრამ ოთხ ჭიქაზე მეტს არასოდეს სვამ. არც არაფერს უზავებ, გემოს კარგავსო, ამბობ.
იმ საღამოს თვალი ორჯერ მომაშორე, როცა ვისკი მოგიტანეს და როდესაც საათს შეხედე.
დიდხანს ვფიქრობდი, დრომ გაიძულა ჩემთვის მზერა აგერიდებინა. იქნებ, დრომვე დაგვაშოროს წლების შემდეგ?! მერე მივხვდი, რომ სისულელეზე ვფიქრობდი და მოვდუნდი.
საღამოს შვიდი საათი იყო, როცა სახლიდან გამოვედი, რომ შენ შეგხვედროდი. მითხარი - არ მცალიაო, ამიტომაც იმ ბარში გადავწყვიტე შესვლა.
სახეში ოთხჯერ გამარტყა, მუცელში ორჯერ მკრა წიხლი. თმაში თორმეტჯერ მომქაჩა და სამჯერ გაათავა ჩემში. პირველ ჯერზე ორმოცდარვა ბიძგი დასჭირდა, მეორე და მესამეზე ოთხმოცდათოთხმეტი.
ას თვრამეტჯერ დავიკივლე შენი სახელი და სამჯერ დავუძახე ხალხს საშველად.
ორას სამოცდაორი ცრემლი დავღვარე და თორმეტივე წყვილი ნეკნი ჩამიტყდა.
ლავიწები, სადაც შენს ნათითურებს ასე სათუთად ვინახავდი, დამებზარა და ხმის იოგები გამიწყდა.
კისრის ძარღვი წუთში ას ოცდათექვსმეტჯერ ურტყამდა და სისხლის უჯრედები უარს ამბობდნენ ამის ცქერაზე.
გაცნობის დღიდან აქამდე ორას ოცდახუთჯერ გითხარი, რომ მიყვარხარ. შენ კი ეს სიტყვა მხოლოდ ოთხჯერ გაიმეტე ჩემთვის. ორჯერ მითხარი, რომ გასაგიჟებელი სურნელი მაქვს და ამდენჯერვე დამიშალე სუნამოს ყიდვა.
ბოლოჯერ გეტყვი, რომ მიყვარხარ და პორველად გავყოფ თავს ყულფში. ალბათ, ოცჯერ შევტოკდები და მოვდუნდები.
შენ კი, ჟაკ, პატიებას არც ერთხელ გთხოვ. მე და შენ ამას ვერ ავიტანდით ვერასდროს.
შენთან ვარ, ჟაკ.
ბოლოჯერ ნუ მეტყვი, რომ გიყვარვარ. ჩემს გვამს ეს არ უთხრა, არ მიღალატო, ჟაკ.
ჟაკ.
ჟაკ.
ჟაკ.
ყავის რიგში შეგამჩნიე მაშინ, ჟაკ."


ხელი კისერზე შემოიჭდო, ცარიელ კაუჭს კი თევზი წამოეგო.
იყნოსავდა იგი ფანტომურ სურნელს… სურნელს, რომელიც მხოლოდ მის წარსულში არსებობდა. იმ წარსულში, რომელიც მისი აწმყო გახდა და მისი მომავალი იქნებოდა.
- ნანობ, ჟაკ? - ქალისთვის შეუფერებელი ხმა მოესმა.
- ვნანობ.
- რას ნანობ, ჟაკ?
- რომ მაშინ გაგიცანი.
- რატომ, ჟაკ?
- იმიტომ, რომ ადამიანებმა არ ვიცით, რას გულისხმობენ სხვები.
- მაინც დავტკბებით, ჟაკ?
- აუცილებლად, გაბ. აუცილებლად დავტკბებით! - თქვა და თავი გვერდით მოაბრუნა.

წითელ კაბაში იყო გამოწყობილი გაბი. მუხლს ქვემოთ სწვდებოდა ხასხასა ქსოვილი…

"ახლა უფრო მეტჯერ გეტყვი, რომ მიყვარხარ. ახლა უფრო მეტჯერ დაგიშლი, სუნამოს ყიდვას. ახლა უფრო მეტჯერ გეტყვი, რომ შენი სურნელი მაგიჟებს. ახლა უფრო მეტჯერ გამეღვიძება ღამით, მეტჯერ მოვურევ ჩაის კოვზს, მეტჯერ ვისუნთქებ და მეტჯერ შეგისუნთქავ.
შევისუნთქავ შენს ფანტომურ სურნელს, განვიცდი ფანტომურ ტკივილს და ალბათ, სიკვდილის წინ მეც ოცჯერ გავფართხალდები, გაბი.
არც მე გთხოვ პატიებას, ჩვენ ასე უბრალოდ ვერ, გაბ."

ჟაკის სხეულზე იარებად ციფრები დაიარებოდნენ...



№1  offline ადმინი ელპინი

რა მაგრად ჩავარდი. :)
გუშინდელმა იმოქმედა? :დ

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

ელპინი
რა მაგრად ჩავარდი. :)
გუშინდელმა იმოქმედა? :დ

გუშინ რამე მოხდა და მე არ ვიცი? :დ

 


№3 სტუმარი სტუმარი კატერინა

ვაბშე ვერაფერი გავიგე ერთი დიდი აბდაუბდა

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი კატერინა
ვაბშე ვერაფერი გავიგე ერთი დიდი აბდაუბდა

შენ გგონია - მე გავიგე ? :დდ რაც მასკდება ყველაფერს ვწერ. ესაა და ეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent