თავხედი მასწი 3
ლუკას ოთახში, რომ შევედი ისეთი სანახაობა დამხვდა ადგილზე მივიყინე. -ლუკა-დავუძახე ჩახლეჩილი ხმით, მაგრამ არც გატოკებულა, ხმის ამოღებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, გაინტერესებთ არა, რა დავინახე მის ოთახში? გითხრათ? ლუკა დავინახე, რომელსაც ბარძაყი მთლიანად სისხლიანი ჰქონდა, ცოტაც და პანიკაში ჩავვარდებოდი, არა, ახლა არა, მე მას უნდა დავეხმარო, არც ერთი ცრემლი ლიზი, შენ მას სჭირდები, გადაადგი ფეხი, მიდი ლიზი, საბოლოოდ მასთან სანამ მივიდოდი, პირველადი დახმარების ყუთი ავიღე, მაკრატელით შარვალი გადავუჭერი და უსიტყვოდ დავიწყე მისი ჭრილობის დამუშავება, სახეზე არანაირი ემოცია არ ჰქონდა. -ლუკა რა მოგივიდა-ძლივს ამოვიხრიალე -დამჭრეს? -რატომ? ან ვინ? -თვრამეტი წლის ბიჭმა -რატომ, ლუკა ერთიანად გამეცი პასუხი დავიტანჯე -იმიტომ, რომ ვალი უნდა დაებრუნებინა და არ ჰქონდა -ღმერთო ჩემო, ის როგორაა? -კარგად, ერთი-ორი მოვუქნიე, მაგრამ ჩემზე ძლიერი და უფროსი იყო -რამდენი ჰქონდა ვალი? -სამასი -საიდან მოიტანე ეგ ფული? -მამაჩემი ყოველთვის მაძლევს ჯიბის გულს და ასე შევაგროვე -იმ ტიპს რატო მიეცი -ძმაკაცი მეგონა, ჯმან კიდევ ჩემით ისარგებლა -კაი, რას იტყვი, გტკივა? -იმდენად არა, მოდი დაწოლაში დამეხმარე -დედაშენს ვეტყვი წავალ, თან ჩემი დამუშავებული ჭრილობა რა იქნება, ექიმს დაურეკავს -არა -რატო? -ზედმეტი პრობლემებია! გამიგე და არ უთხრა დედაჩემს -კარგი, მაგრამ რას იტყვი, როცა გეტყვის, რომ სკოლაში წასვლის დროა? ან ჭამის დრო? -დამეხმარე --ღმერთი, რა გავაკეთო -უბრალოდ უნდა დამეხმარო -ჯანდაბა ლუკა-ვუთხარი და გვერდით მივუწექი, მან ხელები მომხვია და ორივე გავიტრუნეთ, იმდენად მაიამოვნებდა მის მკლავებში ყოფნა -ახლა წადი, გვიანია უკვე-მითხრა და შუბლზე მაკოცა -კარგი, შუადღეს გამოვალ ისევ -ოქეი, წადი უკვე გარეთ, რომ გამოვედი, ნანი დეიდა მომვარდა -რა სჭირს? ლიზი რამე სერიოზული ხომ არ არის? -არაფერი ნანი დეიდა უბრალოდ, მას რომ მოსწონს ის გოგო სხვა ბიჭთან ერთად დაინახა და გთხოვთ, ერთი კვირა არ გამოუშვათ სკოლაში, ცოდვაა, ჯერ გადახარშოს ყველაფერი -კარგი სიხარულო, მადლობა დიდი-მითხრა და ჩამეხუტა, ღმერთო ისე ცუდათ ვიგრძენი თავი, ნანი დეიდას, რომ ვატყუებდი. ბინა დავტოვე და ჩემი ბინისკებ დავადექი გზას. გზაში სანდრო მასწი შემხვდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან როდესაც ვარ, მგონია რომ მამაჩემი ის არის და არა კახა -ასე გვიან რატომ დაბოდიალობ გარეთ?-მითხრა მკაცრი ტონით -უბრალოდ ლუკასთან ვიყავი -ასე გვიან მხოლოდ სახლში უნდა იყო-მკაცრად მითხრა, მეც დავუჯერე და სახლში ავედი. *სანდროსთან* ამ ბავშვის მიმართ ვგრძნობ, რომ სრულიად სხვა რაღაც მაკავშირებს, რა ჯანდაბაა ოღონდ ჯერ არ ვიცი, მკითხველო, შენი მოტყუება არ შემიძლია და სიმართლეს გეტყვი, ოცდა ექვსი წლის არ ვარ, ოცდა თორმეტის ვარ, ჰო, ყველა მეუბნება, რომ ოცდა ექვსი წლისას ვგავარ და მეც გადავწყვიტე სადმე მეთქვა, რომ ოცდა ექვსის ვარ, რა თქმა უნდა დირექციამ ყველაფერი სიმართლე იცის, უბრალოდ მომინდა. რაც შეეხება ლიზის, ძაან სხვანაირად ვარ მის მიმართ განწყობილი, არ მსიამოვნებს მასთან ბიჭს, რომ ვხედავ, არ მსიამოვნებს გარეთ გვიან, რომ დადის, არ მსიამოვნებს როდესაც მასზე ვიღაც საყვედურს ამბობს, ლიზი კობახიძე, სრულიად სხვაა ჩემთვის, არ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ, თუმცა ვიცი, რომ საკუთარ თავში უნდა გავერკვე თან გარდა ამისა ეს ბავშვი ვიღაცას ძალიან მაგონებს. *ლიზისთან* ბინაში, რომ შევედი მამაჩემი სახლში არ დამხვდა, სალომეს დივანზე ჩასძინებია, პლედი მივაფარე და ტელევიზორი გამოვურთე, მე კი ჩემს ოთახში შევედი და პიჟამოები ჩავიცვი. მეორე დილით, რომ გავიღვიძე ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, მაგრამ მამაჩემი შემოვიდა. -არ შემიძლია არ გითხრა, იმედია გაგვიგებ, მე და დედაშენს და მიხვდები რატომაც არ მომწონხარ. -რა ხდება კახა? -ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო უნდა გითხრა, პრინციპში საიდუმლო როგორაა, მარტო შენ არ იცი -მითხარი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.