შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება(მეოთხე თავი)


16-04-2020, 23:39
ნანახია 533

თავი მეოთხე
გოგა
დილის 5 საათი იყო, როცა ევამ საწოლში ბორგვა დაიწყო. გაიოფლა, რაღაცას კრუსუნებდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა, ვერ იღვიძებდა. ვცადე გაღვიძება,მაგრამ ვერ შევძელი, ღრმად იყო შესული სიზმარში. სასწრაფოდ დავასველე ტილო და შუბლზე დავადე, მაგრამ ვერ იგრძნო. ის,ისევ ისე იყო როგორც საავადმყოფოში ფერწასული, გაოფლილი, მთელი სხეულით კანკალებდა. ძალიან მტკიოდა ასეთს რომ ვხედავდი, მეშინოდა რამე არ დამართნოდა. სასოწარკვეთილი საწოლში ჩავუხტი და ჩავეხუტე. იმ დროს,არ ვიცი ეს საიდან მომივიდა თავში, მაგრამ გაამართლა.ნელ-ნელა მშვიდდებოდა, სიზმრიდან გამოდიოდა, რამდენიმე წუთში კანკალი შეწყვიტა, ცრემლიც აღარ ასველებდა მის სახეს, მაგრამ მაინც არ იღვიძებდა. მეც ვიწექი და ველოდი. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან წოლა,მისი შეხება გულს მიჩქარებდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ასე არავის შეხებაზე დამმართნია. ვფიქრობდი ვინ იყო? რას ნახულობდა სიზმარში? რა იყო მის სულში ისეთი შავი,რომ ცხოვრებას უშავებდა.ყავს დედ-მამა,თან საკმაოდ შეძლებულებული, სწავლობს საუკეთესო უნივერსიტეტში.ვის არ ენდომება ევასთან მეგობრობა? მაგრამ ,მაინც არ არის კარგად. რა არის საჭირო იყობედნიერი? საინტერესო კითხვაა.ევამ მოძრაობა დაიწყო,იღვიძებს.თავი ავწიე და ველოდი,როდის გაახელდა თავის დიდ ,შავ თვალებს. - გამარჯობა- ღიმილიანი სახით მივესალმე ახალ გაღვიძებულს.- რატომ ხარ აქ? რა მოხდა? - გაკვირვებული და შეშინებული ხმის ნაზავით კითხულობდა ევა. - კოშმარს ნახულობდი.
შენმა ყვირილმა გამაღვიძა, რომ მოვედი ვერაფრით გაგაღვიძე და შენთან დავწექი დასამშვიდებლად, რომ ჩაგეხუტე კანკალმა გაგიარა.არაფერი გახსოვს?-არა. -გაიკვირვა ევამ.მე ვდგები, მიდი შენც ადექი, თუ გინდა შხაპი მიიღე, აბაზანა მარცხნივ პირველ კარშია.მე გავალ,რამეს გავაკეთებ რო ვჭამოთ. ცოტახნით ევა მარტო დავტოვე, ვგრძნობდი რომ მას ეს ჭირდებოდა.სამზარეულოში შევედი და ყიყლიყოების გაკეთება დავიწყე, ძალიან მიყვარს თან მარტო ამის პროდუქტი მაქვს. ათ წუთში ჩაიც მზად მქონდა და კვერცხიანი პურებიც. დავჯექი და ევას ველოდი. ისიც მალე მოვიდა.ვაიმე რა ლამაზია,დანამული სხეულსა და სველ თმაში, ო ღმერთო. ასეთი ლამაზი ასე სევდიანი როგორ არის.- ე რა კაი სუნია.ყოყლიყოები რომ მიყვარს გუშინ გითხარი? - არა, გუშინ არ გითქვამს, იმიტომ გავაკეთე რომ მე მიყვარს, თურმე შენც გყვარებია. კარგად ხარ? რა ნახე სიზმარში? - კი, კარგად ვარ, ისეთი არაფერი. თავი მისკდება რამე წამალი არ გაქ? - იმდენი დალიე კი გეტკინება, ვნახავ მგონი ციტრამუნი უნდა იყოს. - კარადა გამოვხსენი, წამალი ავიღე და ევას მივუტანე. მან გახსნა და დალია. -რა გააკეთე?უზმოზე ვის გაუგია წამლის დალევა ?ცუდად გახდები. -ნუ დარდობ,ჩემი კუჭი მიჩვეულია, არაფერი მომივა. აბა შეგიფასო ყიყლიყო , შენ რა პესოკი მოაყარე? - ხო , მიდი გასინჯე, პესოკით უფრო გემრიელია. - ე მართლა კარგი ყოფილა, ამის მერე მეც ასე გავიკეთებ. - ოთახიდან ტელეფონის ხმა გაისმა, ევამ ხელები დაიბანა და ტელეს ასაღებად წავიდა. - ხო მა, კარგად ვარ მეგობართან დავრჩი. -... - რა მოგივიდა?პირველად ახლა იმიტო დავრჩი, რომ პირველად ვიყავი ნასვამი. რა ისტერიკები დაიმართეთ შენ და დედამ?უკვე გავიზარდე, ჩემ ცხოვრებას მეთითონ მივხედავ.-... -ახლა თავი დამანებეთ ,ერთ საათში მოვალ და დავილაპაროთ. ეგონა არ ისმოდა, მაგრამ მე ყველაფერი გავიგე. ოთახიდან გამოვიდა, დაჯდა და ჭამა გააგრძელა. - ბოდიში, არ მეგონა რომ მშობლები გაბრაზდებოდნენ,თორე გამოგაფხიზლებდი და სახლში მიგიყვანდი. -ესეიგი გესმოდა ლაპარაკი. შენ სწორად მოიქეცი, ძაან ნასვამი ვიყავი და ვერ გამოვფხიზლდებოდი.სად ვართ ახლა ტერიტორიულათ?- წყნეთში, გეჩქარება?ახლავე წაგიყვან თუ გინდა.-დავამთვაროთ ჭამა და წავიდეთ. -როგორც მეტყვი. -ნახევარი საათის მერე წავედით. ევა ჩუმად იყო, თითქოს ისევ დაბნელდა მისი სული. ლაპარაკის წამოწყება მინდოდა, მაგრამ თემას ვერ ვპოულობდი. სახლს რომ მივუახლოვდი დავიწყე - ჩვენ უკვე მეგობრები ვართ .იმედია შევხვდებით ხომე ხო?- არა,ალბათ ვეღარ შევხვდებით. არ მაქვს ხომე დრო, თან გინდა ისეთ ადამიანთან მეგობრობა, რომელიც როდის რას გააკეთებს თვითონაც არ ეცოდინება? მე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ, არც მგონია რომ გავხდები. - როგორ ფიქრობ მე ნორმალური ვარ?ვინმე ნორმალურია?- მადლობა ყველაფრისთვის,კარგად. -მოკლედ მომიჭრა.-მე ხმა ვეღარ ამოვიღე,ანდა რა უნდა მეთქვა.ევა სახლში შევიდა, მეც გავაგრძელე გზა. ნეტავ რა შემეშალა? რატომ არ უნდა შეხვედრა? ოჰ,კაი დაიკიდე ,გოგოებო დაილიენ?! შემოვძახე საკუთარ თავს და გზა გავაგრძელე.

-დე ,მა მოვედი,რა ისტერიკები დაიმართედ? - ევა შვილო,ხომ შეიძლება რომ გაგვფრთხილო?შეგვეშინდა დილას რომ ვერ გნახეთ საწოლში. - ვინ მეგობართან იყავი? -დე რა იყო,რას ეჭვიანობ?ერთ-ერთ მეგობართან. ბოდიშით რომ დამავიწყდა დარეკვა და განერვიულეთ. - კაი მა არაუშავს, მოდი ჩაგეხუტო. დროა უკვე აიწყო ცხოვრება,დაივიწყო ის ტრაგედია. შენღა დაგვრჩი ,გვეშინია რამე ცუდი არ შეგემხვდეს.-ცრემლები შეიმშრალა დათომ.-ჩვენ შენთვის ვცხოვრობთ ევა,ორივეს ძალიან გვიყვარხარ,ხომ იცი? თუ ვინმე გყავს გაგვაცანი, გაგვიხარდება შვილო, თუ პრობლემები გაქ ისიც გვითხარი, ერთად მოვაგვარებთ. ყველაფერზე და ყველაზე მნიშვენელოვანი რო ხარ ხო იცი?-მა,მეც ძალიან მიყვარხართ. მარტო თქვენი იმედიღა მაქ.- ორივე დაკოცნა და ოთახში გავიდა. თავის ბნელ ოთახში.ყველაფერი შავ-თეთრი ქონდა,ძველ კინოში გეგონებოდა თავი.შავი კარადა,მის გვერძე დიდი სარკე, წინ საწოლი თეთრი გადასაფარებლით,აქეთ-იქით ტუმბოები, ისინიც შავი. მარცხნივ,თაროზე იყო ერთადერთი ფერადი ნივთი, ყვითელი სპანჯბობის მაღვიძარა. ისიც,იმიტო იყო რომ თავისი ძმის საჩუქარი ვერ დათმო.ევა ფეხსაცმლიანი დაემხო საწოლზე და ჭერს მიაშტერდა. ცოტახანში ცრემლებიც გადმოყარა,მშვიდად ტიროდა.ტიროდა იმიტომ რომ მშობლებს იმედს უცრუებდა, ტიროდა იმიტომ რომ მეგობრები არ ყავდა, ტიროდა იმიტომ რომ ცხოვრება არ შეეძლო.არ შეელძო ვინმეს ახლოს გაცნობა,არ შეეძლო ვინმესთვის მოეყოლა რას გრძნობდა, რა დაკარგა.ანდა,თვითონ იცის რას გრძნობს? არა,არ იცის.თავის თავსაც ვერ აგებინებს რა ხდება მასში. ვერასდროს ,ვერავინ მიხვდება რა საშინელებაა ყოველი წამი იმ ადამიანისთვის ,ვინც ამ საყაროს ვერ ეგუება,ეს ხომ ჯოჯოხეთზე უარესია. მისთვის ეს სამყარო ჯოჯოხეთია, მთელი თავისი მაცხოვრებლები კი ეშმაკნი.ვინ იცის ,იქნებ მაშინ მაინც დაისვენოს როცა აქედან წავა ,როცა სხეული მიწაში ჩაესვენება.-მიშველეთ, გთხოვთ დამეხმარეთ ,გამომიყვანეთ ამ წყვდიადიდან- შემაწრწუნებელი ხმით ჩურჩულებდა ევა. რამდენიმე წამში კვლავ პანიკური შეტევა დაეწყო. მთელმა სხეულმა კანკალი დაუწყო,სუნთქვა უჭირდა, მაგრამ დახმარებას მაინც არ ითხოვდა. იწვა ფერწასული,გაუნძრევლად და ელოდა როდის გაუვლიდა ყოველივე. საიდუმლოდ ფიქრობდა სიკვდილზე, თავის თავსაც არ უმხელდა ისე. იმ მომენტში აღარავინ ადარდებდა, უბრალოდ აღარ უნდოდა ყოფნა. ცრემლები ცვიოდა და ღმერთს ევედრებოდა მოეკლა. ამ დროს,ზღვა ემოციებს ვეღარ გაუძლო და გაითიშა.რამდენიმე საათში მოვიდა გონს, თხუთმეტი წუთი გაუნძრევლად იწვა. ისევ ისე იყო, იგივე ფიქრებიდან გარშემორტყმული.ევა ნელ-ნელა ადგა, ჩაიცვა და სასაფლაოზე წასვლა გადაწყვიტა. ადრე იყო, მაგრამ არ ანაღვლებდა.ტაქსით წავიდა მანქანამდე, შემდეგ კი ჩაჯდა ჯიპში და სასაფლაოსკენ გაუყვა გზას. ნახევარ საათში მიუახლოვდა, როცა ,იმ გზაზე გაიარა სადაც ავარია მოუვიდა, მაშინვე გაახსენდა გოგა. -ბუზღუნა იდიოტი.-წარმოთქვა გაბრაზებულმა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა თავის თავზე იყო ნაწყენი თუ გოგაზე. მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით გაუყვა გზას.ჯერ ნიკასთან მივიდა, რამდენიმე წუთი უხმოდ უყურა საფლავს, მერე ჩამოჯდა და ლაპარაკი დაუწყო -გამარჯობა ნიკ,მენატრები. ვიცი რო კარგად ხარ, ვგრძნობ ხომე შენ თავს. გუშინ, კინაღამ ვიღაც მოვკალი, მანქანით დავეჯახე, მაგრამ გადარჩა. სერიოზული არაფერი სჭირდა, საავადმყოფომდე მე მივიყვანე. იცი შენნაირად ლაპარაკობდა, შენი ხმა ჰქონდა. პირველად მიგასგავსე ვიღაცას, ეს ისეთი სასიამოვნო იყო.გუშინ ვფიქრობდი რატომ მომეწონა ეს ბიჭი? და მივხვდი,შენ გგავს.ძალიან მიყვარხარ,ძალიან მენატრები. იმედია კარგად ხარ. მგონი უკვე მალე შევხვდებით,რომ მოვალ არ გამიბრაზდრე რა, აღარ შემიძლია და იმიტომ ვნებდები. იმედია ხვალ გნახავ ჩემო გოლიათო. - ცრემლები მოიწმინდა, საფლვის ქვას აკოცა და უკან მოუხედავად წავიდა წინ. ლარას საფლავთან თვალცრემლიანი მივიდა.საფლავის გვერძე დაწვა და იმ ადგილს მიაშტერდა,სადაც მეგობარი იყო დამარხული. ხედავდა თეთრებში ჩაცმულ მეგობარს. განა ეს სასწაული არაა?ნინ,იცი როგორ მომენატრე?ძალიან მიჭირს უშენოდ. მგონი,იმიტომ არ მყავს არავინ, რომ სიყვარული არ შემიძლია.ვერავის ვიკარებ, ვერცერთან ვერ ვკონტაქტობ. ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე.მარტო ვარ, ხოამხელა სამყაროში მარტო ვარ. განა ეს საცოდაობა არ არის? შენც წახვედი,ნიკაც წავიდა.ორივემ დამტოვეთ,მაგრამ თქვენზე არ ვბრაზობ. ვიცი რომ უერთმანეთოდ ვერ გაძლებდით.მიხარია რომ ერთად ხართ. მენატრები. ვფიქრობ ამ საცოდაობას ბოლო მოვუღო. ხო მართალი ხარ, მაგრამ აღარ შემიძლია აქ დარჩენა.- მეგობრის ხმა გონებაში ჩაესმოდა.იმედი მაქვს მალე მოვალ თქვენთან.მინდა დავამთავრო,მაგრამ თან დედაც მეცოდება, ვერ გადაიტანს ჩემს სიკვდილს. გთხოვ,რამე მიშველე, დამეხმარე რომ დედამიწაზე დავრჩე. მიყვარხარ ნინნ. მიწას ჩაეხუტა,მერე ფეხზე ადგა,საფლავის ქვას აკოცა, და იქვე დაჯდა. შენ რას დაგიმალავ ,ცუდ დღეში ვარ.მგონი ვგიჟდები, შეტევები გამიხშირდა, ექიმისთვის არ მითქვამს. გუშინ ბიჭს დავეჯახე ,აქ რო მოვდიოდი,კინაღამ მკვლელი გავხდი. უცნობი ძალიან გავდა ნიკას, ზუსტად მის ნაირად ლაპარაკობდა. ვერ ვიჯერებდი რომ ნამდვილი იყო.ამდენი ხნის შემდეგ პირველად გავიღიმე ძალტანების გარეშე. მეგონა, ეს რაღაც ახლის დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ არა. არც მე მაქ ძალა იმისთვის რომ ნორმალური გავხდე და თან გოგაც შემეცოდა, მასაც გავაშავებდი ჩემი შავი აურით. მივხვდი, არაფერი გამოვა.სიცოცხლის ბოლომდე მარტო უნდა ვიყო. ალბათ ესაა ჩემი სასჯელი, რომელიც არც კი ვიცი რისთვის დავიმსახურე.-წამოდგა საფლავს აკოცა, ცრემლები მოიწმინდა და უკან მოუხედავად გაუყვა გასასვლელს. ცდილობდა აღარ ეტირა. მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად მოწყდა ადგილს.იქვე ახლოს, ერთი მიყრუებული პარკი ეგულებოდა და იქ წასვლა გადაწყვიტა. არ უყვარდა ის ადგილი,მაგრამ ახლა მოუნდა იქ ყოფნა.პარკთან მივიდა,უკვე უნდა გადმოსულიყო ტელეფონმა რომ დარეკა.უცხო ნომერი იყო,არ უნდოდა აღება, მაგრამ რეკვა რომ არ შეწყვიტა, დაიჯღანა და უპასუხა.- ევა, მე ვარ ბესიკი მიცანი?- დიახ, გისმენთ რექტორო.- რას შვრები? გცალია? მოდი შევხვდეთ.წესით უკვე გამოსული უნდა იყო სასაფლაოდან. - რა ხდება? - არაფერი ევა, უბრალოდ შენი ნახვა მინდა.-მე რომ არ მცალია, ტელეფონით ვერ მეტყვით? - არ ევა გთხოვ, უკანასკნელად გაწუხებ, გპირდები. მისამართს ჩაგიგდებ და მოდი,ათ წუთში იქ ვიქნები.-კარგით.-ნეტავ რა უნდა?რატომ გავახსენდი ახლა? იმედია დარიგებას არ დამიწყებს.არა, აქ რაღაცაშია საქმე, ცუდი ხმა ჰქონდა. ეჰ, რა კარგი დრო იყო, როცა ერთად დავდიოდით მწერალთა შეხვედრებზე. -კარგი, კარგი, წადი ახლა,რაც მალე დაიწყებ მით მალე მორჩები. -დანიშნულების ადგილი ახლოსაა,ათ წუთში უკვე იქ იყო. ბესიკი განცალკავებულ მაგიდასთან დამჯდარიყო,უცნაურად გამოიყურებოდა.ევამაც არ შეაყოვნა, გადავიდა და მიესალმა.- მოდი ევა გენაცვალე.რამეს დალევ?- არა მადლობა, ცოტა დრო მაქვს. -მაშინ საქმეზე გადავალ. -კარგი. - ძვირფასო ევა, იცი როგორ პატივს გცემ, ჩემი გამორჩეული სტუდენტი ხარ, არამარტო სტუდენტი მეგობარიც,ამავდროულად ჩემი დათოს შვილი ხარ, ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარხარ. იმედია არ გეწყინება პატარა რჩევას თუ მოგცემ ,არა როგორც რექტორი, არამედ როგორც მეგობარი და ბიძა. -ევას არაფერი უპასუხია, მაგრამ ბესიკმა თვალებით შეატყო რომ დათანხმდა და გააგრძელა. -ვიცი რომ წერა შეწყვიტე. აქამდე უხმოდ გელოდებოდი. ვფიქრობდი დრო ჭირდება, სანამ იმ ტრაგედიას გადაიტანსმეთქი,მაგრამ შენ მასში ჩარჩი, ცხოვრება დაკარგე,არამარტო ცხოვრება, არამედ იმედიც . წერდი ყველასგან განსხვავებულ, არ ვიცი როგორ ვთქვა, ძალიან კარგ ნაწარმოებებს.რამდენ კონკურსში გაგიმარჯვია? ძალიან ბევრში. შენ ამ ქმნილებებში მთელ ემოციებს დებდი. ევა შენ ჩამოყალიბებული მწერალი ხარ.როგორც ადამიანს გაქვს უფლება დანებდე, მაგრამ როგორც მწერალს ამის უფლება არ გაგაჩნია. დავუშვათ დანებდი და თვითმკვლელობით დაასრულე სიცოცხლე, ანდაც უბრალო ცარიელი ცხოვრებით გააგრძელე არსებობა.ეს ორივე ერთიდაიგივეა შენთვის. გგონია ეს მხოლოდ შენ დაგაზარალებს? არა,ეს შენ ყველა მკითხველს იმედს გაუქრობს, შენ ყველა ნაწარმოებს გადათელავს. შენ არ გაქვს უფლება დანებდე.იფიქრე ამაზე ,შენი სიკვდილი რამდენ ადამიანს დააზარალებს? რამდენი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის? შენ ევა ბახტურიძე ხარ.ძლიერი, ზედმეტად კეთილი, მეამიტი მწერალი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია.გეშინია? ეს ნორმალურია, შენ ახლა,ან ცხოვრების ახალ ეტაბზე გადახვალ, ან მოკვდები. სიკვდილი ეს დასასრულია, გინდა დასრულდე? ეს ადვილია. ნებისმიერ წამს გააკეთებ ამას, მაგრამ არ გაინტერესებს სამყარო? ის ხომ ასეთი დიდი და შეუცნობადია.ბუნება ძალიან ჭკვიანია, იმაზე ბევრადაც კი ვიდრე ამას ჩვენ ყველა ვფიქრობთ. დააკვირდი მის ქცევებს, მაგრამ არსდროს ენდო. მე მჯერა,რომ შენ შეგიძლია სიკვდილს ებრძოლო. ახლა კი პატარა რჩევას მოგცემ გამარჯვებისთვის. ეს შენი ნაწარმოებებით გააკეთე, რომლებსაც მილიონობით ხალხი წაიკითხავს. ხელოვნება უკვდავია. შენც ცოცხალი ხარ და შეგიძლია ცხოვრება შეცვალო. არ დაგავიწყდეს რომ შენ თუ დანებდები,შენი ყველა მკითხველი, ნაცნობი, ნათესავი დანებდება. შენ მათთვის ლეგენდა ხარ, შენით ცხოვრობენ. შესვენება, მთავრდება, ცხოვრება უნდა გააგრძელო. უკვე დროა, ის ევა დაანახო საკუთარ თავსა და სამყაროს, რომელიც არასდროს ნებდება. შენ ახლა იწყებ, არ გაქვს უფლება დანებდე. მე მჯერა შენი. იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. რამდენი წამი თვალებში ჩახედა ევას და უკანმოუხედავად წავიდა ბესიკი.ევა კი იჯდა გაუნძრევლად,ხმას ვერ იღებდა, ცდილობდა გაეაზრებინა გაგონილი.

Ps მგონი ნორმალურია, ეს ჩემი პირველი ისტორია.ვფიქრობდი კომენტარებს ვნახავდი, მაგრამ არ დამხვდა და ცოტა გული დამწყდა. შემიფასეთ, ნებისმიერ შენიშვნას მივიღებ და ვეცდები გავითვალისწინო. მადლობა ვინც კითხულობს, მახარებთ.



№1 სტუმარი Cooky

dzalian momwons❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი უბრალოდ ნენე

Cooky
dzalian momwons❤️❤️❤️❤️


დიდი მადლობა. მახარებთ ძალიან ვინც კითხულობთ და მოგწონთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

საინტერესოა ძალიან. იმედია მალ მალე დადებ თავებს ♡♡♡♡♡♡ წარმატებებიიიიი

 


№4  offline წევრი უბრალოდ ნენე

სტუმარი ქეთა
საინტერესოა ძალიან. იმედია მალ მალე დადებ თავებს ♡♡♡♡♡♡ წარმატებებიიიიი


ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ვეცდები არ დავაგვიანო ახალი თავების დადება

 


№5 სტუმარი სტუმარი ანუკი

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,მაგარია

 


№6  offline წევრი უბრალოდ ნენე

სტუმარი ანუკი
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,მაგარია


დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა.

 


№7  offline წევრი თამოთამო25

'' Პესოკი'' - ამ სიტყვას ნუ გამოიყენებ... Სხვა მე ვერაფერს გეტყვი. Წარმატებები ????

 


№8  offline წევრი უბრალოდ ნენე

თამოთამო25
'' Პესოკი'' - ამ სიტყვას ნუ გამოიყენებ... Სხვა მე ვერაფერს გეტყვი. Წარმატებები ????


გავითვალისწინებ, დიდი მადლობა. იმედია შემდეგ თავებსაც წაიკითხავთ და შემიფასებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent