შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Thé #3


17-04-2020, 03:37
ავტორი ელპინი
ნანახია 2 362

ნგრევისა და შენების პროცესი, რომელიც ერთად მიმდინარეობს, ვერც ფსკერზე ჩავა და ვერც ნაპირზე ამოვა.

***
ერთ დღეს მოგბეზრდები. დაიღლები. ჩია ადამიანად გაქცევს ეს ჩემი მძიმე ხასიათი, რომლის გამოსწორებასაც დღენიადაგ ეცდები. ყველაფერი სისულელე იქნება. მე შენ მოგისპობ მთელ შენს რაობას; გაგინადგურებ ყველა მაფუნქციონირებელ ადგილს; დავიპატრონებ შენს ტვინს; გავწურავ შენს გონებას და ქვეცნობიერს; მარწუხებივით მოგიჭერ გულზე; ცეცხლივით გავვარვარდები შენს კანზე; სოლიტერივით სამუდამო ჭიად გადაგექცევი მუცელში; სისხლჩაქცევებად დაგაჩნდები სხეულზე; რევმატიზმებივით შეგაწუხებს ჩემი ტკივილი - მუხლებზეც კი; ლურსმნებად შეგერჭობი ფეხის გულებზე; ერთადერთი გატეხილი მალა ვიქნები შენს ხერხემალზე; ჩემით გამოწვეული ხშული ჰაერნაკადის მოძრაობა შეჭამს შენს ფილტვებს; წყლულებს გაგიჩენ მიმზიდველ მკერდზე, რათა შეგზიზღდეს შენთვის იდეალური; სიცოცხლის ხაზს პატარა ტირეებად გაგიწყვეტ ხელის გულზე; წამწამები დაგცვივდება ჩემგან მონაქროლი ცივი ქარის სიძლიერით; თვალებში სისხლიანი გუბე დაიკავებს ადგილს, ვითომ შენგან გამოწოვილი ყველა წვეთი წყალს შევუზავე; ჩამოგეკიდები დიდ ლოდებად და შენთვის მხრებით სატარებელი ტვირთი გავხდები; დაგაპატარავებ.
მე შენზე მეტად მეშინია ჩემი თავის და საერთოდ არ მინდა, შენი ზმანებები ნაბიჯის მეასედ ნაწილზე მეტად მომიახლოვდეს. არ უნდა დამიკავშირო შენი აწმყო, თუ არ გინდა მომავალი დაკარგო. არ უნდა გარისკო, mon thé. არა, mon cher. დაგანგრევს ეს ჩემი ძალაუფლება და ძლიერი ცუნამი ვიქნები შენთვის. წარმოიდგინე, ზღვაში ლივლივებ, შენი სიმსუბუქე თავად ზღვასაც ამშვიდებს, ნარნარა სხეულს სუსტი საცეცების დახმარებით წყლის ნაკადთან ათამაშებ და შენთვის ყველა დეტალი სილამაზესთან ასოცირდება. ამ დროს მე თავს დაგატყდები. ჩაიძირები ჩემში და ვეღარ ამოხვალ. ნახტომი და უკვე - ჭაობში ხარ. დაგხვდება საზიზღარი სუნი, რომელიც შენ გეჩვენება არომატულად, მაგრამ სიმჟავე დაჰკრავს მეათასედი წილი მაინც. ცდილობ - ხასხასა რამ იპოვო, მაგრამ - შეუძლებელია. შენ არაფერი არ იცი, მენდე, მართლა არ იცი. გამოსცადე - მეთქი და არ ისვენებ, ჭირვეულო ბავშვო.
როცა ყველაფერი დასრულდება და შენ წინ გაშიშვლებული დავდგები, თავს ვეღარ დამაღწევ. დამოკიდებულების შეგრძნება შეგიპყრობს, როგორც დიადი სურვილი და სწორედ ესაა - მსხვერპლშეწირვა. თითებს დაიტეხ, ისე მოგინდება შემეხო; ყველა ძვალი რომ ჩაგემსხვრას, საკუთარი ხელით ააწყობ და ჩამეხუტები; წელმოკუნტული - გასწორდები და კვლავ ჩემს საყრდენად იქცევ თავს.
ყველაფერი სამყაროს დასასრულია პირველი წამიდან ათვლილი - ბოლომდე მისული.
ღმერთო, რა უკუღმართი ხარ, ამის დედაც! ყველას ჰგონია მართალი ხარ, ღირსეული, კეთილი, არადა, პირიქითაა. არაფრით ხარ ჩემზე უკეთესი, საერთოდ არაფრით, მეტიც, მე შენზე ჰუმანური ვარ.
შენ გპირდები, უღირსო, მხოლოდ ჩვენთვის - გადავრჩებით.

კორპუსთან ველოდები. თვითონ არ იცის. მე ყოველთვის ვდგავარ აქ, მაგრამ მოვლენებამდე - ჩუმად. გამოდის და თეთრი კაბა აცვია, ლურჯი ყვავილებით, მუხლს ჩაცდენილი, ნახევარმკლავიანი. ამოზნექილი ლავიწები არასდროს იმალება. სხეულის სიმჩატე კი - შესაშურია.
- რა გიყო? - ვეწევი და გვერდით ვუდგები.
- შემაშინე. - დამფრთხალი თვალებით შემომხედა.
- ასე აღარასდროს მითხრა, კარგი?
- რას აკეთებ აქ?
- მარტო ჰომ არ გატარებ, აბა?
- აქამდე ჰომ დავდიოდი?
- როგორ არ იცი, ჩემო ჩაი, ჩემო ლამაზო, ჩემო თეთრო ანგელოზო. - ქოქოსის საამო სურნელი დაჰყვება მის კანს და გონებას მითიშავს. წარმოვიდგინე, როგორ დაატარებს თლილ თითებს მის კანზე და ინაწილებს ქოქოსის კარაქს. ნოტიო სხეულზე შერჩენია თხელი ნამის ფენა.
- ასე ნუ მომმართავ, ყავა.
- რატომ, არ მოგწონს?
- არა, მინდა მეტად მოგიახლოვდე.
- არ მოგწონს?
- შენ ისედაც საკმარისად მაგიჟებ.
- მომწონს, ჩაი, შენ ბევრი შაქარი გაქვს.
- შენ კი უშაქრო -, ყავა. - სევდა უკრთის თვალებში და გულზე რაღაც მკაწრავს.
- ყავაც კი, ჰომ?
- მე გაგინაწილებ.
- თუ - სულ?
- მერე უკან გავამეოროთ პროცესი. - ღიმილით ამბობს და სხეულში ვიღიმი მის ბავშვურ თავდაჯერებულობაზე. არადა, რომ შეხედავ, ქალურია. ნებისმიერი იტყვის რომ შემდგარი ქალია, მაგრამ რეალურად - უსუსური.
- გჯერა?
- უცნაურია და მე - შენი - მჯერა.
გაორებულად ჩამესმის - "შენი". ყოველი ახალი სიტყვა მიახლოების მანიშნებელია და რაც არ უნდა იყოს, კრთომა თან ახლავს.
- თვითონ არ მჯერა საკუთარი თავის, ისე გამალებით ვებრძვი ამ სიმუქეს და შენ როგორ ახერხებ?
- როგორი წრფელი თვალები გაქვს. - ამბობს და ფიქრობს, ჰომ სწორად თქვა. მას ცოცხალი თვალები აქვს. ყველა სიტყვაზე ფიქრობს თქმამდეც და თქმის მერეც და არ არსებობს - "უბრალოდ".
- მე შენში გულწრფელობა მიყვარს, ჩაი, ჩემო ტკბილო.
- გული გამალებით მიცემს, ყავა.
გვერდიდან ვცილდები და წინ ვუდგები. გაფართოებულ თვალებს მორცხვად ხრის და თითების თამაშს იწყებს.
- შემომხედე, ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ.
- ხანდახან მანიაკი მგონიხარ, ისე იქცევი.
- ვარ, ჩაი. მართლა ვარ და თუ ჩემი არ გჯერა, ნახავ თვითონ.
- რატომ აკეთებ ახლა ამას?
- მხრებზე მინდა მოგეფერო. მხოლოდ ორი თითის ზურგს გადაგისვამ და გპირდები, არ გატკენ.
- არ მეშინია, ყავა.
ვეფერები და წყდება მზის გარშემო დედამიწის ტრიალი.
- ახლა გაშლილ ხელს გულზე დაგადებ, რომ შენი ფეთქვა ვიგრძნო. - ვამბობ და ჩემში მოზღვავებული ენერგია ვრცელდება.
რამდენიმე წამი საუკუნედ მეჩვენება და მგონია, მთელი ცხოვრება ასე გავატარე.
და ბოლოს ისე რომ არ ელოდება, შუბლზე ვკოცნი. - პირობა შევასრულე, ჩაი.
- მადლობა, ყავა. - მარჯვენა მტევანი ჩემი სახისკენ მოაქვს და ლოყაზე ათავსებს. სითბო მავსებს. ტუჩებს ვწევ და ხელისგულზე ვკოცნი.
- წელზე მინდა ხელები შემოგაჭდო, ჩაი. ჩაგიხუტო, გულზე მიგიკრა - მინდა. შენი სუსტი სხეული ჩემს მკლავებში მინდა მოვიქციო. რაც არ უნდა იყოს, შენ ჩემი საკუთრება ხარ.
- სასწაულების გჯერა?
- კი, თვითონ შენ გამომეცხადე.
- ერთხელ ვარსკვლავებს ვუყუროთ ღამით, კარგი?
- სურვილი გინდა ჩაიფიქრო? მოდი, ჩაგიხუტო, ჩაი, როგორი პატარა ხარ.

Mon blanc, sais, sauve le monde.

აივანზე ვსხედვართ. ის თავისთან, მე - ჩემთან. ვუყურებთ მზის ამოსვლას და ხარბად ვისუნთქავთ ცის ფერს.
<არ გინდა ღრუბელი აიღო?>
<უფრო შენ შეგეფერება.>
<აიღე და გახლიჩე.>
<რა უნდა დამხვდეს?>
<მე ვფიქრობ, თეთრი სისხლი. და აი, იქით, აღმოსავლეთისკენ რომ წითლდება ცა, ანდაც სტაფილოსფერია, მგონია, მოწითალო სისხლი წამოვა.>
<ასეთი როგორ ხარ?>
<ყავა, ძილის დროა. ჩვენ ჰომ უკუღმა ვცხოვრობთ.>

მშურს იმის, ვისაც ბრძოლა არ უწევს. არადა, ბრძოლის გარეშე ყველაფერი სისულელეა. შენ უნდა ჩაება ომში, რომ არ წააგო და იყო ბედნიერი. თუმცა, რომც წააგო, ღირს.
ქვედა მხარე იწვის, ზემოთ კი ანათებს.
მე შენ აუცილებლად მოგიგებ, სისხლმწოველო სიკეთევ.



№1  offline მოდერი სალანდერი

ტრადიციულად. . .

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ტრადიციულად. . .

♥️♥️♥️

 


№3 ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

მორიგი თავსატეხი დაგვიდე თვალწინ, სადაც დასაწყისში ისე ბრაზობდი, წამით გავიფიქრე, ჯადოქრად გადაიქცა და ახლა მთელ სამყაროს ააორთქლებს-მეთქი.
შემდეგ ვიგრძენი წყრომის ოდნავი დახშობა და დავინახე კვლავ დაზავებული ურთიერთობა (ჩაი და ყავა).
დასასრულისკენ კიდევ უფრო დაცხრა ყველაფერი, თუმცა იხატება დისტანცია -"აივანზე ვსხედვართ ის თავისთან, მე-ჩემთან". არის შორი მანძილი, მაგრამ იგრძნობა ისევ ერთობა.
და რა თქმა უნდა, ბოლოს იშლება ზეცისთვის ,უზარმაზარი იდუმალი ადგილისთვის თვალის მიდევნების პროცესი, სადაც ილუზიებში სქელ ღრუბელს გახლეჩვისას თეთრი სისხლი აქვს , ხოლო სტაფილოსფერ ცას წითელი სისხლი და ზეცა დომინანტი ფერის სისხლით ღრუბელს და მის სისხლს შთანთქავს.
ისევ ერთნი არიან... ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
მორიგი თავსატეხი დაგვიდე თვალწინ, სადაც დასაწყისში ისე ბრაზობდი, წამით გავიფიქრე, ჯადოქრად გადაიქცა და ახლა მთელ სამყაროს ააორთქლებს-მეთქი.
შემდეგ ვიგრძენი წყრომის ოდნავი დახშობა და დავინახე კვლავ დაზავებული ურთიერთობა (ჩაი და ყავა).
დასასრულისკენ კიდევ უფრო დაცხრა ყველაფერი, თუმცა იხატება დისტანცია -"აივანზე ვსხედვართ ის თავისთან, მე-ჩემთან". არის შორი მანძილი, მაგრამ იგრძნობა ისევ ერთობა.
და რა თქმა უნდა, ბოლოს იშლება ზეცისთვის ,უზარმაზარი იდუმალი ადგილისთვის თვალის მიდევნების პროცესი, სადაც ილუზიებში სქელ ღრუბელს გახლეჩვისას თეთრი სისხლი აქვს , ხოლო სტაფილოსფერ ცას წითელი სისხლი და ზეცა დომინანტი ფერის სისხლით ღრუბელს და მის სისხლს შთანთქავს.
ისევ ერთნი არიან... ❤️

მე ვიცი, რომ შენ ყველაფერი გესმის და იცი. . .
მეტი არც არის საჭირო. უზომოდ მიყვარხარ, თბილო და ყველაფერში კარგს რომ ხედავ! ♥️

 


№5 სტუმარი დაკარგული

როგორ შეგიძლია იყო ასეთი რეალური და თან არარეალური?!
მგონია არამიწიერი არსების მონათხრობს ვკითხულობ
ყოველთვის მაოცებ და ახალი *უფრო შეუცნობელი* ემოციებით მავსებ
მადლობა შენ ამისთვის... ^მეტი რა მეთქმის^

 


№6  offline ადმინი ელპინი

დაკარგული
როგორ შეგიძლია იყო ასეთი რეალური და თან არარეალური?!
მგონია არამიწიერი არსების მონათხრობს ვკითხულობ
ყოველთვის მაოცებ და ახალი *უფრო შეუცნობელი* ემოციებით მავსებ
მადლობა შენ ამისთვის... ^მეტი რა მეთქმის^

ვაჰ, როგორი კეთილი ხარ, რომ ასეთ სიტყვებს მეუბნები. . .
მადლობა, პირიქით! გამიხარდი! ♥️

 


№7  offline მოდერი სალანდერი

თუ ეს არ არის ხელოვნება, მაშინ რა არის და სად ვეძებოთ?
ზღვარგადასულია. . .
ძველ ჩრდილებზე ახალი ამბები. . . ბოლო დროს ისე ხშირად გვიყვები მათზე, ლამის ყოველდღიურობის ნაწილად გვიქციე. . .
ამ საიტისთვის ცოტა დიდი ხარ, ამ ქალაქისთვისაც, ამ პლანეტისთვისაც. . .
ალბათ ამიტომაც ვერ ეტევი...
მე აქ ვარ და გიცდი, ხშირად შემოიარე მარსელო. . .

 


№8  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
თუ ეს არ არის ხელოვნება, მაშინ რა არის და სად ვეძებოთ?
ზღვარგადასულია. . .
ძველ ჩრდილებზე ახალი ამბები. . . ბოლო დროს ისე ხშირად გვიყვები მათზე, ლამის ყოველდღიურობის ნაწილად გვიქციე. . .
ამ საიტისთვის ცოტა დიდი ხარ, ამ ქალაქისთვისაც, ამ პლანეტისთვისაც. . .
ალბათ ამიტომაც ვერ ეტევი...
მე აქ ვარ და გიცდი, ხშირად შემოიარე მარსელო. . .

ჩემო!. . .
ბევრი ჩაგეხუტე და გაკოცე!. . .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent