შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Thé #4


18-04-2020, 03:30
ავტორი ელპინი
ნანახია 1 600

მიძინებული ვულკანი ყელს იხეთქავს და სკდება, რათა ყოველივე გადაწვას და მუსრი გაავლოს.

***
ჩაი მასწავლებელია. მგონი, სხვა პროფესია არც შეეფერება. სათუთი ბუნება, თბილი დამოკიდებულება ყველაფრისადმი და სილამაზის არაჩვეულებრივი აღქმა, ბუნებრივია, საფუძველია მისი არჩევანისა. მოსწავლეები ჰყავს. ამ ფაქტით არც ისე კმაყოფილი ვარ. რაღაცნაირად შურის გრძნობა მიპყრობს. თითქოს პატარა მინდა ვიყო და თუნდაც ერთი საათით მის გაკვეთილზე ვიჯდე. მინდა - შემომციცინებდეს თვალებში, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებს და მცირე დეტალის ახსნასაც კი ოცდაათი წუთი დაუთმოს. მისი ჩვევაა ყურადღების გამახვილება ყველა საკითხზე, რათა მოსწავლეებს მიაწოდოს სრული ინფორმაცია და კითხვის დასმაც საჭირო აღარ გახდეს. უფროსკლასელებს ამზადებს. მაღიზიანებს ამაზე ფიქრი. არასდროს დამავიწყდება ინგლისურის მასწავლებელი და ჩემი აღფრთოვანება მისდამი. თექვსმეტი წლის ვიყავი, უხეშად რომ ვთქვა - ლაწირაკი. ისე მომეწონა, რომ ფლირტი დავიწყე. წარმოვიდგენ, იგივე შეიძლება განმეორდეს ჩაისთან და ჭკუიდან გადავდივარ. მერე რა, რომ მან იცის ზღვარი? ყველა უხეში ფიქრი გონებაში დამირბის. გამიელვებს, რომ შესაძლოა წამის მეასედში ვიღაც ნაბი/ჭვარმა მის კანს შეეხოს. თუნდაც, დაუფიქრებლად, მაგრამ უფრო უარესიც - გააზრებულად. მჭამს ის, რომ მის დიდრონ და ჭრელ თვალებს ინტერესით აღვსილი მიაჩერდება ვიღაც. გასაგიჟებლად ისიც საკმარისია, რომ ვიღაც მის წინ ზის. შეიძლება, არ უყურებს, არ უსმენს, არ ეხება, მაგრამ მის ჰაერს სუნთქავს. იმ ნაწილს იყოფს, რომელიც მას ეკუთვნის. ჰომ, ავადმყოფი ვარ, ამის დედაც! არ მინდა, ჩემს ჩაის ვინმე გრძნობდეს - ჩემ გარდა. ვერ ავიტან, მის სითეთრეზე ფიქრი სხვამ დაიწყოს; ვერ გავუძლებ, თუ მისი გრძელი, ნატიფი და რბილი თითების სილამაზეს სხვაც შეამჩნევს; ვერ შევეგუები, რომ მისი წვრილი ყელი, გრძელი თითები და სუსტი ფეხები სხვისი ფეტიში გახდეს; მოვკვდები, რომ მოკლევადიანი დასვენების შემდეგ რომელიმე მოსწავლე გადაკოცნოს და მისი კანის სინატიფე სხვისთვის საგრძნობი გახდეს. არა, არავითარ შემთხვევაში! ჩაი მარტო ჩემია! თანაც - შაქრიანი!
<მომენატრა ჩაი, ჩაი. შენ არ გინდა ყავა?>
<ახლა? ამ წუთს? ვერ.>
ვცოფდები. ვცოფდები, რომ - ვერ და ჩემთვის არ სცალია. არ ფიქრობს, რომ მჭირდება და არც ერთი წუთის დაკარგვა მინდა, რადგან ჯერ კიდევ ვცდილობ ჩემში სადიზმის ჩახშობას.
<კარგი, ჩაი. გკოცნი!>
და ყველაფრის მიუხედავად, მინდა ვაკოცო და ვიგრძნო, დავიგულო - ჩემად. არ შემიძლია უარი ვთქვა და ვერ გავუბრაზდები, მაგრამ თავი მტკივდება ნერვთა დაჭიმულობისგან. სისხლჩაქცევად იქცევა ჩემი ყველა ფიქრი, რაც არ უნდა უაზრო იყოს. ხელებს თავზე ვიჭერ და ვფიქრობ: იქნებ, აბაზანა უნდა მიიღოს. პრიმიტივს ვუშვებ, რომ არ გავგიჟდე და არ დავიხრჩო, მაგრამ, თუ საკუთარი თვალით არ ვნახე, არ მჯერა. ყველა ვენა მებურცება ხელზე და არ ვიცი, ვინ არის ასეთი, რომ მისი უარყოფითი პასუხი ამდენად მოქმედებს ჩემს რეცეპტორებზე.
ფეხზე ვდგები, აივნიდან ვიხედები, მაგრამ არაფერი ჩანს. ოთახი ცარიელია. ვცდილობ, თავი დავიმშვიდო. ქვემოთ ჩამოვდივარ და მის კორუსთან ვჯდები. ცხელი მზე მანათებს და გონებას მიწვავს. ყველა უფესვო ფიქრი გიზგიზს იწყებს და ჩემში იღვიძებს ცხოველი, რომლის მესაკუთრე ინსტიქტი ორგანოების შეჭმას იწყებს. ვიდრე გულს იქცევდეს საკვებად, უნდა მოვასწრო დამშვიდება.
კორპუსში შევდივარ და კიბეებს ნელა მივუყვები. მინდა გავჩერდე, მაგრამ შეუძლებელია. ხორცის მოგლეჯა მსურს საკუთარი სხეულიდან, რათა აბობოქრებული სული დამიწყნარდეს. ვერ. აქ გაჩერება არსად არ არის. აქ არც ერთი მარშურტი ჩამოივლის. არც თვითმფრინავი ჩამოფრინდება და ბილეთიც არ მიყიდია. ჯანდაბა, რა სისულეებზე ვფიქრობ. როგორ შეიძლება ასე გავყიდო ჩემი თავი? კართან ვყოვნდები. აჩქარებულ გულისცემას ვერ ვირეგულირებ და ვაკაკუნებ.
პირველ კაკუნზე არ მიღებს. ყველა საზიზღრობა ხავსივით იკიდებს ფეხს თავში და უკიდურესობის დაშვებას ვიწყებ.
არც მეორე კაკუნი ესმის. არ ვიცი, ასეთს რას აკეთებს ან რატომ ვარ მისთვის ასეთი ჩუმი, რომ ჩემი არ ესმის. არაფერი ვიცი. არც ღმერთმა იცის, რა მინდა აქ და რისთვის მოვედი. გაფანტული სკლეროზი მჭირს - თითქოს. არა, მე მინდა მჭირდეს. მწამს, მესამედ რომ დავაკაკუნებ, გააღებს და მინდა ვუპასუხო - არ მახსოვს, აქ რა მინდა, მაგრამ მომენატრე და გული მეტკინა ისე რომ მომწერე - მეთქი. აზრი არ აქვს. ვერაფერს დავაბრალებ და ვერ ავხსნი. წამებს ვწელავ, რომ მესამე დავაგვიანო და ამასობაში რაიმე პასუხი მომაფიქრდეს მოსალოდნელ კითხვაზე. მას ჩემი უნდა ესმოდეს, პასუხის გარეშეც უნდა ესმოდეს და იცოდეს, რა მინდა მისგან.
მესამედ ვაჭერ ღილაკს და შიგნიდან ხმა მესმის. კარს აღებს. ვხედავ მის გაწუწულ მხრებს და აღარ ძალმიძს, თვალებამდე ააღწიოს ჩემმა მზერამ.
- ყავა, რა გინდა აქ?
კითხვას გონზე მოვყავარ. თვალებს ვხუჭავ.
- მაპატიე. მე მხოლოდ ლოყაზე კოცნა მინდოდა.
- გააფრინე, მანიაკო?
- მე ახლა მინდოდა მენახე. მაპატიე. მართლა მაპატიე, რომ ასე მოვიქეცი. ჩაი, ვიდარდე. წარმოვიდგინე, ვიღაც სხვა არსებობდა და ჩემთვის იმიტომ არ გეცალა. ამაზე ფიქრმა აქ მომიყვანა. აზრი არ ჰქონდა ფეხის თრევას, ახლა აქ ვდგავარ და ჰომ, მაპატიე, ჩაი. გავრისკე.
- შემცივდა, ყავა. წყლის წვეთები ჯერ კიდევ კანზე მაქვს...
- აღარ გააგრძელო, ჩაი. მაკოცე და წავალ, გპირდები.
- მართლა გაგიჟდი, ჰომ?
- არ გამიცივდე. მაკოცე და წავალ, მართლა. არ გატყუებ, გპირდები.
- შემოდი. - კარში ოდნავ იწევა.
- არ მაკოცებ?
- გაკოცებ, ყავა, ოღონდ შემოდი.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და შიგნით შევდივარ. კარს ხურავს და მე იქვე ვდგავარ.
- აქ ვარ, ჩაი, არც ახლა?
ჩემკენ მოდის. მიახლოვდება. ფეხის წვერებზე იწევა და ტუჩებს ლოყაზე მაკრობს. წამებს აყოვნებს და მე ვგრძნობ - ვიწვი. მერე უკან იწევს და მიყურებს.
მარჯვენა ხელს ვწევ, მისი სახისკენ მიმაქვს. შერჩენილ წვეთებს ვეალერსები მის კანზე თითებით და ტუჩის კონტურს შემოვუყვები. ტუჩებზე თითს ვუსვამ და ჟინი მაქვს, ვაკოცო, მაგრამ ამის უფლება არ მაქვს. მით უმეტეს, ახლა, ამ წამს.
მისი შუბლს ჩემსას ვაბჯენ და ცხვირით ვისუნთქავ სურნელს. შუბლზე ვკოცნი და მხარზე თითებს ვუსვამ.
- მაპატიე, ჩაი.
მერე კარს ვაღებ. წასვლა არ მინდა, მაგრამ ვერ დავრჩები. უფრო ვატკენ ჩემი უაზრო ქმედებებით.
- მოიცადე, ყავა. ჩემთან იყავი და დარჩი აქ, ჩამოჯექი, მეც მალე მოვალ.
- სხვა დროს, ჩაი. ახლა არ შეიძლება, ჰომ გესმის, ჩემო პატარა. არ იდარდო. შენ მხოლოდ მაპატიე. - გამოვდივარ და კარს ვხურავ, პასუხის თქმას არ ვაცდი. იქვე, კედელს ზურგით ვეყრდნობი და ნელ-ნელა ვიკეცები.
არ ვიცი, რამდენი საათია ვზივარ ასე, მაგრამ ვერაფერზე ვფიქრობ გარდა იმისა, რომ თავი ვერ მოვთოკე. ვერ შევძელი - გავჩერებულიყავი. ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
მე მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქრო, რომ ის თავისუფალი ადამიანია. მე მეკუთვნის, მაგრამ არ უნდა გავცდე ზღვარს. მისგან მეტი მოვითხოვე. იდიოტი ვარ. ეგოისტი ნაბი/ჭვარი ვარ. ჩაი ჩემია! თანაც - შაქრიანი! მთელი სამყარო რომ გადამიდგეს წინ, ეს ასე იქნება და როგორი ავადმყოფიც არ უნდა ვიყო მე, ჩაი ჩემთან იქნება იმიტომ, რომ ყავა მისია! მე მას ვეკუთვნი, მე მისი უშაქრო ყავა ვარ!
ალბათ, მაპატიებს. არა, აუცილებლად მაპატიებს. მე არაფერი დამიშავებია. იცის, რომ ავადმყოფი ვარ. იცის. მან ყველაფერი იცის. მე მისი ნაწილი ვარ. არ მეშინია, რომ არ მაპატიებს. ჩაის უყვარს ყავა. თუ - თავს ვაჯერებ?
რატომ არ დამეხმარე, ღმერთო? მერამდენედ უნდა დამცინო? საყვარელ ქალზე ვიეჭვიანე. ამის დედაც. მე ჰომ მაქვს ამის უფლება? თუ - არა? არაფერი ვიცი, ჩაი. მე მხოლოდ ვიცი, რომ მჭირდები და უნდა იცოდე, რომ - შენც.
მაჯაზე საათს ვუყურებ, ახლა დავთვალე, ორმოცდახუთი წუთია აქ ვზივარ, კიბეზე და არ ვიცი, რას ველოდები. მგონი, ერთიანად მოვწყდი.
ფეხის ხმა მესმის. იძულებული ვარ, გამოვფხიზლდე. ხმა მიახლოვდება და ვხვდები, ჩაისთან მოდის. ჰომ, მისი მოსწავლე უნდა იყოს. საკუთარ ხმას სხეულს შიგნით ვაჩუმებ, რათა უარესი არ მოხდეს და წამში ყველაფერი არ წავლეკო, როგორც უეცრად თავსდამტყდარი ცუნამი ანადგურებს სულიერსაც და უსულოსაც - განურჩევლად.
ერთხანს მიყურებს. ჩემს ჩაწითლებულ თვალებს წამიერად უსწორებს მზერას. გვერდს მივლის და ჩაის კარზე აკაკუნებს. მე იქვე ვდგავარ. პირველივე კაკუნზე აღებს კარს ჩაი და მე მახსენდება, მხოლოდ სამი ცდის მერე გაიგონა ჩემი ხმა. მე ვიღაცამ დამასწრო.
ჩაი ხევდება, როცა მხედავს და მესამე მზერა ორივეს მოგვჩერებია. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მოსწავლეს თვალით ანიშნებს შევიდეს და მე მეუბნება:
- მოდი, ყავა, მოდი. ვიცოდი, აქ იქნებოდი. შენ ვერსად წახვიდოდი. - მიღიმის.
წესით, ყველაფერი უნდა დამავიწყოს ამ ღიმილმა, მაგრამ მწვავს საშინელი შეგრძნება ჩემი არაადეკვატურობისა. გაუაზრებლად შევდივარ შიგნით.
ჩუმად, ჩვენთვის გასაგებად, ხმადაბლა ვამბობ:
- მაპატიე, ჩაი.
ის თავს მიქნევს და ზუსტად ერთი წამით ეხება მისი მტევანი - ჩემსას.
- შენ დამელოდე, კარგი? აქ იყავი, არ წახვიდე.
და ჩემში ისევ იწყება ყველაფერი თავიდან. მას ჩემთვის არ სცალია. როგორი დამოკიდებულიც არ უნდა ვიყო და რამდენადაც არ უნდა მიჭირდეს გააზრება, ეს მისი ცხოვრების თანმდევი პროცესია. რაკი მისი საქმე უყვარს, მეც უნდა მიყვარდეს, მაგრამ ვერ ვიტან მესამე მზერას ჩვენ შორის.
- ვაგვიანებ, ყავა.
მე აივანზე გავდივარ. აივნიდან ყველაფერი ჩანს.
ჩაი ზის და მოსწავლეს ამეცადინებს. ხარბი მზერის და ფლირტის სუნს კილომეტრში ვცნობ. დაძაბულ სხეულს ვერაფერს ვუხერხებ. სიგარეტს ვეწევი.
ვამჩნევ, მოსწონს ჩაი მოსწავლეს და კმაყოფილია. ჩაუმთავრებელ სიგარეტს ეზოში ვისვრი, მოაჯირს ხელებს ვუჭერ და ღრიალს პირის ღრუში ბაგეების ბარიკადით ვაგროვებ. ყველაფრის დალეწვა მინდა.
ტელეფონს ვიღებ და ჩაის ვწერ:
<ჩაი, შენი პროფესია არ მომწონს. ვეჭვიანობ.>
ტელეფონს ყურადღებას არ აქცევს, ისევ ახსნას აგრძელებს გულისყურით.
<ჩაი, მომაქციე ყურადღება.>
ის მასწავლებელია. მასწავლებელი. ენერგიას მაქსიმალურად ხარჯავს, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეს. მე ცუდი ადამიანი ვარ. მინდა, საშინელი მასწავლებელი იყოს.
<ჩაი - მეთქი, ვბრაზდები.>
არ მიპასუხებს. სისულელეა. ის თავისი საქმის პროფესიონალია.
<ჩაი, შენ ჩემი ხარ, ყოველთვის უნდა იცოდე.>
ვდგავარ. ვუყურებ. ვსწავლობ.



№1  offline მოდერი სალანდერი

ტრადიციულად. . .

 


№2 ადმინი ელპინი

სალანდერი
ტრადიციულად. . .

♥️♥️♥️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ვკითხულობდი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ძალიან პატარა და უბრალო დეკორაციებით გაფორმებულ სცენაზე ვინტაჟურ სტილში გამოწყობილი მსახიობი იდგა და ამბავს გვიყვებოდა.
უცნაურია არა? მაგრამ ელ პინის ერთი ციცქნა ისტორიული ჩანახატი ზოგჯერ თავს ერთი მსახიობის თეატრშიც ამოგაყოფინებს... ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4 ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ვკითხულობდი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ძალიან პატარა და უბრალო დეკორაციებით გაფორმებულ სცენაზე ვინტაჟურ სტილში გამოწყობილი მსახიობი იდგა და ამბავს გვიყვებოდა.
უცნაურია არა? მაგრამ ელ პინის ერთი ციცქნა ისტორიული ჩანახატი ზოგჯერ თავს ერთი მსახიობის თეატრშიც ამოგაყოფინებს... ❤️

ჩემო სრულყოფილებავ! მიყვარხარ! ♥️♥️♥️

 


№5  offline მოდერი სალანდერი

თავის წილი სილამაზე ხომ ყველა პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ, მაგრამ მასწავლებლები კიდევ სხვა თემაა. დიდებულია სხვისი მომავლის ნაწილი გებაროს. შენ კიდევ სილამაზის გადმოცემა არ გეშლება. ჩემი აზრით ზუსტად შენებური უნდა იყოს მასწავლებელი. სამყაროს სილამაზეებს უნდა სწვდებოდეს და მერე ასეთი სილამაზით უნდა მოჰქონდეს შენამდე.
შენ უნდა წერო, იქამდე სანამ არ მოგბეზრდება და სათქმელი არ დაგელევა, მე კიდევ მგონია რომ შენ სათქმელი არასოდეს დაგინთავრდება.

 


№6 ადმინი ელპინი

სალანდერი
თავის წილი სილამაზე ხომ ყველა პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ, მაგრამ მასწავლებლები კიდევ სხვა თემაა. დიდებულია სხვისი მომავლის ნაწილი გებაროს. შენ კიდევ სილამაზის გადმოცემა არ გეშლება. ჩემი აზრით ზუსტად შენებური უნდა იყოს მასწავლებელი. სამყაროს სილამაზეებს უნდა სწვდებოდეს და მერე ასეთი სილამაზით უნდა მოჰქონდეს შენამდე.
შენ უნდა წერო, იქამდე სანამ არ მოგბეზრდება და სათქმელი არ დაგელევა, მე კიდევ მგონია რომ შენ სათქმელი არასოდეს დაგინთავრდება.

ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე პროფესიის არჩევისას და ვიცი, რომ შენც ასე თვლი.

არასდროს გამომელიო!. . .

 


№7 სტუმარი შენი სახელით მომმართე

სულით ხორცამდე გადაღეჭილ ხელოვნებას, მაგიური შელოცვასავით, ანდაც სისხლის გადასხმასავით ესაჭიროება შენნაირი ხელოვანები. სამყაროში, რომელიც სიკვდილისა და ნგრევისკენაა მიმართული, საოცარია არსებობდეს მწერალი, რომელიც სილამაზის შემჩნევისა და წინა პლანზე წამოწევისკენ ასეთი მიდრეკილია. შენი სიყვარულიც კი ხელშესახებია შენი მკითხველისთვის. შენი ყველა გრძნობა ისეთივე ხილულია, როგორც ასო ბგერები, რომლითაც ეს საოცარი ფრაზები აგიგია. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ფოტოსურათით შემიძლია შევიქმნა წარმოდგენა შენს ვიზუალურ მხარეზე, ყველა შენი ჟესტი თუ მიმიკა წარმომიდგენია, რომელსაც ნაწარმოების წერისას გამოიყენებ. თითქოს ნათლად შევიგრძნობ, როგორ გითრთის თითები, რადგან იცი " ყვავებს კიდევ ერთი შვილი უნდა გადაუგდო დასაჯიჯგნად" ზღაპრულ ფერიას მომაგონებ, თითქოს სიტყებისთვის სული შთაგიბერავს. ნამდვილი უსუსურობაა ჩემი კომენტარი შენს ნიჭთან ხელოვანო. სიტყვების ჯადოქარს ჩემი მწირი ნაბოდვარით რას გაგაოცებ. და მაინც, მაინც გამოვჩნდები ყოველთვის როცა შენთან საუბარს მოითხოვს გული.

 


№8 ადმინი ელპინი

შენი სახელით მომმართე
სულით ხორცამდე გადაღეჭილ ხელოვნებას, მაგიური შელოცვასავით, ანდაც სისხლის გადასხმასავით ესაჭიროება შენნაირი ხელოვანები. სამყაროში, რომელიც სიკვდილისა და ნგრევისკენაა მიმართული, საოცარია არსებობდეს მწერალი, რომელიც სილამაზის შემჩნევისა და წინა პლანზე წამოწევისკენ ასეთი მიდრეკილია. შენი სიყვარულიც კი ხელშესახებია შენი მკითხველისთვის. შენი ყველა გრძნობა ისეთივე ხილულია, როგორც ასო ბგერები, რომლითაც ეს საოცარი ფრაზები აგიგია. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ფოტოსურათით შემიძლია შევიქმნა წარმოდგენა შენს ვიზუალურ მხარეზე, ყველა შენი ჟესტი თუ მიმიკა წარმომიდგენია, რომელსაც ნაწარმოების წერისას გამოიყენებ. თითქოს ნათლად შევიგრძნობ, როგორ გითრთის თითები, რადგან იცი " ყვავებს კიდევ ერთი შვილი უნდა გადაუგდო დასაჯიჯგნად" ზღაპრულ ფერიას მომაგონებ, თითქოს სიტყებისთვის სული შთაგიბერავს. ნამდვილი უსუსურობაა ჩემი კომენტარი შენს ნიჭთან ხელოვანო. სიტყვების ჯადოქარს ჩემი მწირი ნაბოდვარით რას გაგაოცებ. და მაინც, მაინც გამოვჩნდები ყოველთვის როცა შენთან საუბარს მოითხოვს გული.

პირველივე წინადადებიდან დამიარა. ჩემი ყველა წერტილი შემოიარა და ის, რასაც მიწოდებ, ყველაფრის ზენიტია. აი, თუ დამიჯერებ, ზღვარზე ვიქანავე.
არ ვიცი, ვინ ხარ და არც ის ვიცი, თუ "უნდა" მეცნე, მაგრამ მინდა - მომწერო, თუ ამის "საშუალება" არსებობს. მართლა, მთელი გულით მინდა და ცოტაოდენ ბედნიერებასაც მაჩუქებ ამით.
მადლობა, დიდი და თბილი, როგორც სიტყვების ჯადოქარს შეუძლია! ♥️

 


№9  offline მოდერი Lilian Clark

საინტერესო წერის სტილი გაქვს. რაღაცნაირად იდუმალი და ჩამთრევი. ლამაზად და ლაკონურად გადმოსცემ სათქმელს. თითოეული სიტყვა სხვანაირად მოდის, გარკვეული სახის აურა დაჰკრავს.

 


№10 ადმინი ელპინი

Lilian Clark
საინტერესო წერის სტილი გაქვს. რაღაცნაირად იდუმალი და ჩამთრევი. ლამაზად და ლაკონურად გადმოსცემ სათქმელს. თითოეული სიტყვა სხვანაირად მოდის, გარკვეული სახის აურა დაჰკრავს.

დიდი მადლობა, ლილიან. რა ლამაზი სახელი გაქვს, მომეწონა. მიხარია, რომ მკითხულობ. ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent