შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება (მეხუთე თავი)


18-04-2020, 20:38
ავტორი ელენე (ნენე)
ნანახია 575

თავი მეხუთე
ბესიკის ლაპარაკიდან თხუთმეტ წუთში, ევამ ცრემლები მოიწმინდა და უკანმოუხედავად დატოვა კაფე. არ იცოდა სად წასულიყო. დალევა უნდოდა, ამიტომაც პირველივე შემხვედ ბართან გაჩერდა და დაუფიქრებლად შეიჭრა. ბარმენთან იჯდა და დაუზოგავად სვამდა არაყს. გარემოდან არაფერი ესმოდა, მხოლოდ ბესიკის სიტყვები უტრიალებდა გონებაში - შენ არ გაქვს უფლება დანებდე, ამით შენ ყველა ნაცნობს, მეგობარს, ახლობელს იმედს გაუქრობ. - იაზრებდა, რომ ბესიკი მართალი იყო. უკვე ხვდებოდა რომ ცხოვრება უნდა გაეგრძრლებინა. იჯდა, ფერწასული, ჩაწყლიანებული თვალებით და ჭიქას ჭიქაზე აყოლებდა. -მე ამას ვერ შევძლებ. რა უნდათ ჩემგან? თავი დამანებონ.არ შეიძლება რომ ყველა მომწყდეს და მშვიდად სიკვდილი მაცადონ?თვალებიდან ღაპა-ღუპით დაეწყო ცრემლების დენა, თვითონაც ვერ გრძნობდა ისე აყოლებდა ჭიქას- ჭიქაზე. უკვე ორი იწყებოდა, მაგრამ ევა ისევ ბარში იჯდა მთვრალი, თავი თაროზე ედო და ტიროდა. შენობაში მძიმე ჯაზი იყო ჩართული, ისეთი, რომელიც ყველა ფიქრს დაგიფრთხობს, მაგრამ ევას მუსიკა საერთოდ არ ესმოდა.გარემოდან ვერაფერს გრძნობდა. უბრალოდ იჯდა და ემოციებისგან თავისუფლდებოდა. უკვე გადაეწყვიტა რომ ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა. თავის თავს დაპირდა ბოლო ძალას მოიკრებდა და წყვდიადიდან გამოვიდოდა. ჯერ არ იცოდა, ამას როგორ გააკეთებდა, მაგრამ გააკეთებდა. ტრაგედიის მერე, პირველად უნდოდა ცხოვრება აეწყო. შეიძლება, ეს ფიქრები სასმელის ბრალიც ყოფილიყო, ვინ იცის? მაგრამ გადაწყვიტა, რომ რაც არ უნდა დასჯდომოდა ფეხზე დადგებოდა. თავი ასწია, გაიაზრა სად იყო და ბარმენს კითხა -რამდენია გადასახადი? ბიჭმა ქვითარი მისცა და უთხრა -ქალბატონო,ძალიან ნასვამი ხართ, ვინმეს დაურეკეთ მოგიკითხოთ. - შენ ვინ გეკითხება?უბრალოდ ხურდა დამიბრუნე და გამეცალე. - დამშვიდდით,აქ ასეთი წესებია, დაურეკეთ ვინმეს მოგაკითხონ. გთხოვთ, ნუ გაჯიუტდებით. - და თუ არავინ მყავს ვინც ბარიდან წამიყვანს რა გავაკეთო? აქ დავრჩე?- ნერვები აღარ ყოფნიდა ევას. - გამარჯობათ, რა ხდება? - საუბარში ჩაება მესამე პირი. ევა არც მიტრიალებულა უკან, ბარმენმა გასცა პასუხი- ბატონო გოგა, ქალბატონი გაჯიუტდა, არავის ურეკავს. ისე კი, ისეთი მთვრალია, სახლამდე ვერ მიაღწევს. - კარგი წადი ამ გოგოს მე მივხედავ. - როგორც მეტყვით. - უცნობო, თუ გგონია რომ შენ გამოგყვები და კარგად გაერთობი ცდები. -თქვა და უკან შეტრიალდა. -გამარჯობა - ღიმილიანი სახით მიესალმა გოგა.პირდაღებული და შერცხვენილი ევა ხმას ვერ იღებდა.-შეხვედრაზე რომ დამთახნმებოდი ახლა წამყვანი გეყოლებოდა. დამირეკავდი და წაგიყვანდი. ისე კი ძალიან გყვარებია სასმელი.- არ დაქთანხმდი,მაგრამ მაინც აქ ხარ - ძვლივს გადააბა წინადადება. - მიდი, ადექი და წავიდეთ. - კარგი. - როცა ადგა თავბრუ დაეხვა, ახლა გააცნობიერა როგორი მთვრალი იყო. გოგა მიხვდა რაშიც იყო საქმე, გაიცინა და ხელი მაგრად მოკიდა. კუს ნაბიჯებით გავიდნენ ბარიდან,ორივე გოგას მანქანაში ჩაჯდა და წავიდნენ . -სახლში წაგიყვანო? - კი, ოღონ შენსაში, ჩემებს ასე ვერ დავენახები. -ვა, მასე მოგეწონე რომ უკვე ჩემთან რჩები. - კაი რა, რა იდიოტივით იქცევი. - ბოდიში, გავიღადავე, არ მეგონა თუ გეწყინებოდა.რა ხასიათზე ხარ?- ვაიმეეეეე, მანქანა მოატრიალე. - რა ხდება? რამხელა ხმა გქონია?- აუ ტელეფონი დამრჩა. გეფიცები დებილი ვარ,რა. -კაი დამშვიდდი, ძმაკაცები იყვენენ იქ, დაურეკავ და წამოგიღებენ.- მადლობა, ანუ არ დაიკარგება ხო? -არა, ახლავე დავურეკავ ბიჭებს და რო წამოვლენ წამოგიღებენ. - გიო, მიდი მარცხნივ ბართან და ნახე აბა აიფონ ათი დევს? - კი არის. - ხო, ძალიან კარგი. რო წამოხვალთ ჩემთან შემოიარეთ და მომეცით.არ დაგავიწყდეთ კაი?- კაი ძმა, ტელე ევასია?- კი , ჩვენ წყნეთში ავდივართ და თქვენც იქ მოდით. -ნახეს ხო? -კი, იპოვეს და წამოიღებენ. მაღაზიათან გავჩერდები, პროდუქტებს ვიყიდი. შენ გინდა რამე? - აუ კი ტკბილეულობა, ნაყინები და კიტრის მწნილი. - ტკბილეულის მოყვარული გოგო ხარ? კი, ახლა უკვე ვარ. აქ გააჩერე რა, აქაა კარგი ნაყინები. - კარგი. - გააჩერა და ჩავიდა. მაღაზიიდან თხუთმეტ წუთში გამოვიდა, ნავაჭრი უკანა სავარძელზე დადო და მანქანაში დაჯდა. ევას ეძინა, რომ დაინახა გაეცინა, სიდენია გადაუწია და მშვიდად ძილის საშუალება მისცა. თხუთმეტ წუთში წყნეთში იყვნენ. ბახტურიძემ ევა არ გააღვიძა, მკლავებში მოიქცია და დივანზე მიაწვინა. ევას მშვიდად, უშფოთველად ეძინა, მაგრამ გოგას მაინც მოუწია მისი გაღვიძება. - ევაა, ევა გაიღვიძე.- ნელ-ნელა თვალები გაახილა და დაიჯღანა- რა ხდება? - ბოდიში რო გაგაღვიძე.მიდი, ახლა შენებს დაურეკე, მეგობართან ვრჩებიო უთხარი, არ ინერვიულონ. -ევამ თვალები შეიშმუშნა,გაიზმორა და უთხრა-უკვე გამოვედი სასმლის ზემოქმედებიდან, ტელეს რო მომიტანენ წავალ,არ დავრჩები ამაღამ აქ. - ბიჭები გვიან მოვლენ, ჯობია დარჩე. რა არის ტო, ჩემი გიტყდება? თუ არ გინდა ჩემი ახლოს გაცნობა პირდაპირ თქვი და შეგეშვები. - აუუ ეგ რა შუაშია, კაი ვრჩები. ტელე მომეცი რო დავრეკო. -მა ევა ვარ, ტელე დამიჯდა და ამ ნომრიდან იმიტომ გირეკავ. - ხო ევა რა არის? - მა დღეს სახლში ვერ მოვალ, მეგობართან ვრჩები და იცოდე. - კარგი ევა შვილო, მაგრამ გამაცანი შენი მეგობარი. მაინტერესებს ვინ მოიგო ჩემი გოგოს გული. - მამა რა გული? გეუბნები მეგობართან ვრჩები-მეთქი. - კარგი საყვარელო დამშვიდდი, ხვალამდე. - გოგა, კარზე კაკუნია.-ჩემები იქნებიან, აქედან ნუ ამაყენებ,შენთვითონ გააღე რა.- კარგი.

ევა
რკინის კარი გავაღე და ხუთი ადამიანი დახვდა. -გამარჯობა, შენ ალბათ ევა ხარ, მე ლაშა.-სასიამოვნოა, შემოდით ბავშვებო.-ვეცადე სასიამოვნოდ შევხვედროდი.-მოხვედით ხალხო? ამდენი ხანი სად იყავით? - აუ ბიჭო, იცი რა გოგო ავაგდე? მაგასთან ვიყავი და მაგიტო შემაგვიანდა. - ყველა ძაან შინაურულად იქცეოდა, ეტყობოდათ ერთმანეთთან ძაან ახლოს იყვნენ. მე ტელე ავიღე და ცალკე გავედი, მაინტერესებდა ვინმეს ხო არ ქონდა დარეკილი. როცა მოსაღებში დავბრუნდი ყველა მოწყობილი იყო,ორი გოგო პუვში ისხდა, ბიჭები კი დივანზე. - მოდი ევა, გაგაცნო ეს გიჟები. - მე გავიღიმე და გოგას მივუჯექი. -გაიცანი ლაშა, სანი, ალეკო, მარი და თეკლა. -ყველამ ღამიღიმა მეც გავუღიმე - მე ევა ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - მართლა ძალიან კარგი ხალხი ჩანს. - შენ ევა რიჟამაძე ხარ ხო- წარმოთქვა აღფრთოვანებით თეკლამ -კი მე ვარ.- ვაიმე თეკლა, ეს იმ წიგნის ავტორია რომ გეუბნებოდი.- აუ, აი, აი ძაან მომწონს შენი მოთხრობები, ძაან მიხარია შენი პირადად გაცნობა. -მოვიდა და ჩამეხუტა -მადლობა, მიხარია თუ მოგწონს. - ახლა რამეს წერ? კიდევ მინდა შენი ისტორიები.-არა, აღარ ვწერ. არ მოგატყუებ, ვფიქრობ მეტ წიგნს აღარ დავწერ.-ვთქვი და უჩუმრად ჩავფიქრდი. თვალწინ გამიცოცხლდა ძველი, ბედნიერი მოგონები.-ვაიმე რა ძაან ცუდია. იმედია აზრს შეიცვლი.-გავუღიმე და ხმა აღარ ამომიღია.
-აუ მშია, რამე არ გაქვს?-თქვა ალეკომ - მოვიტან ახლავე, ვიყიდე რაღაცეები. სასმელი გინდათ? - აუ ხო,მიდი მოიტანე თუ ძმა ხარ. გოგამ ლუდი, შებოლილი ყველი, ჩიფსები, კიტკეტები და ნაყინები მოიტანა. - ე არ იცის? იცის - წარმოთქვა სიცილით გიორგიმ. - ბიჭო,ტკბილეული ვის მოუტანე? არავინ არ ვჭმათ.(ალეკო). - ევას უყვარს- თქვა და თვალი თვალში გამიყარა.მე თვალები დავხარე და ნერვიულად ნაყინი გავხსენი. -აუ,ხალხო მოდი სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ.(მარი) -რა გაინტერესებს მარი გვითხარი და ისე გეტყვით.-გაიცინა სანიმ.- ეგ რა შუაშია, მიდი რა ნუ კვდებით, ვითამაშოთ.- მხარი აუბა თეკლამ. -ხო,კაი ვითამაშოთ. მიდი ბოთლი მოიტანე.(ალეკო) - ანუ ვთამაშობთ ხო?-თვალები აუციმციმდა მარის. - აბა შენ რა გაგიძლებს (სანი) -გაიცინეს ბიჭებმა. ბოთლი დაატრიალეს მარი უნდა დაუსვას კითხვა ლაშას. -ს თუ მ? -ს -ყველამ გაიცინა.მე ვერ მივხვდი რაზე იცინოდნენ,ამიტომ უცერხულად შევიშმუშნე.თითქოს ზედმეტი ვიყავი, მათ ეს არ უგრძნობინებიათ, მაგრამ მე მაინც ასე ვფიქრობდი. ამ დროს გოგა მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა. - ლაშასგან სიმართლე რთული სათქმელია, მეზღაპრეა, ყოველთვის გაზვიადება უყვარს. - ახლა მივხვდი რაშიც იყო საქმე, მეც გავიცინე. ჯერი ლაშაზე დადგა. -თეკლა ს თუ მ? - ს. - კარგი, მაშინ გვითხარი ყველაზე ცუდი პაემანი. - ახლა კარგად იცინებ- მომიბრუნდა გოგა. -აუუ, კაი რა. იცოდი ხო? მოკლედ, სამი წლის წინ ერთი ბიჭი ძაან მომწონდა, ხოდა გავიგე რომ ერთ-ერთ ბარში საღამოს უნდა ყოფილიყო. ნახევარ საათში მომდის ესემესი თეკლა გცალია წამო ბარში გეპატიჟებიო. ზუსტად იმ ბარში წავედით სადაც ის ბიჭი იყო. არ მომწონდა ჩემი კავალერი, მაგრამ ცოტახანი გავუძლებდი. შევედი ბარში იმ ბიჭმა დამინახა, მე ავფორიაქდი, რაღაცა რაღაცა და ამ დროს იმ უტვინო საბამ სასმელი გადამასხა. სველ კატას ვგავდი, გამოვარდი და ტირილით წამოვედი. -ჩვენ ყველამ გავიცინეთ, თვითონაც გაიცინა. ძაან მომეწონენ. ახლა ჯერი ჩემზე დადგა. - ს თუ მ? - მეკითხება ღიმილიანი თეკლა.- ს- დაუფიქრებლდ ვიძახი. - კარგი, მაშინ მოყევი შენი შეყვარებულის ყველაზე სასაცილო ქცევა. მე გავშეშდი, ხმა ვეღარ ამოვიღე.გული დამწყდა რომ არავინ მყავდა.- ჩემი? მე შეყვარებული არ მყავს. -ახლა შეიძლება არ გყავს, მაგრამ ხომ გყავდნენ ხომე და მათგან მოყევი რომელიმე. - არც მყოლია.- ვცდილობდი მშვიდათ მეთქვა.- რააა? ასაკი შემახსენე. - მე თუ ადამიანი არ მიყვარს, მასთან საქმეს არ დავიჭერ. ჯერ არავინ მყვარებია,ასე რომ არც შეყვარებული მყოლია. - ყველა გაჩუნდა, თითქოს თავის ქმედებებზე ჩაფიქრდნენ. - კარგი, დავუშვათ არ გყოლია, მაგრამ მაშინ ასეთ რომანტიკულ მომენტებს როგორ წერდი? ჰა გამოგიჭირე. -სიცილით თქვა მარიმ. მეც გამეცინა- არა,ვერ გამომიჭირე, ის ყველა ისტორია ფანტაზიაა, რომელიც მე არასდროს განმიცდია. - ვააა, მე კი ვფიქრობდი რომ თავს გადაგხდა.(მარი)- არა საყვარელო, ის უბრალოდ ჩემი ფანტაზია.-ვცდილობდი გულდაწყვეტა დამემალა. - კარგი, ესეიგი უსაზღვრო და უსასრულო სიყვარულის გჯერა. საინტერესოა-წარმოთქვა ალეკომ.-უკვე აღარ მჯერა, სამყარო ნაგავია. ზოგისთვის არც სიყვარული არსებობს, უბრალოდ ყველაფერი ტყუილია. - შევამჩნიე, როგორ ნერვიულად დაცალა ლუდი გოგამ. ყველა ჩაფიქრდა, ხმას ვერავინ იღებდა. ისე რომ სხვებმა ვერ შეამჩნიეს გოგა ჩემსკენ მოიწია ხელი ფეხზე დამადო და ჩამჩურჩულა - ზემოთ ნათქვამის სუცრუეში დაგარწმუნებ.-ნელა. აუღელვებლად მითხრა და ადგილს მოწყდა.მე, მე შევკრთი, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, თან მესიამოვნა თან შემეშინდა, ვერ გავბედე მისკენ მიტრიალება. - წიგნში ხომ გიწერია სიყვარულის მჯერაო, ხომ ამბობდი რომ ეს ყველაფერი ზღაპარი არ არისო. ახლა რას ამბობ? -მარის რომ შევხედე გავოცდი, ლამის ტიროდა. მხოლოდ ახლა მივხვდი, რამხელა იმედს ამყარებს მკითხველი ისტორიაზე და არამარტო ისტორიაზე მის დამწერზეც. ვერ მივხვდი რა გამეკეთებინა. ყველა მობილიზებულები იყო, სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მე სწრაფად ავდექი და მარის გვერძე მივუჯექი. ის ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. - მარი საყვარელო, სიყვარული ნამდვილად არსებობს. შენნაირ სუფთა სულის პატრონს ის აუცილებლად ეწვევა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლეთაც სული ისე გაიშავეს რომ სიყვარულიც კი შეაშინეს. მე მათზე ვიგულისხმე და იმიტომ ვთქვი ასე ცივად არ არსებობ-თქო. ანდაც ჩემს აზრს რა მნიშვნელობა აქვს? მთვარია შენ რისი გჯერა. - მარი მოულოდნელად ჩამეხუტა. მე ხმას ვერ ვიღებდი, რამდენი ხანია ესე არავისთვის გამიკეთებია, არავისთან ვყოფილვარ მწერლის ამპულაში, არავინ დამირწმუნებია თავის თავში. მგონი ეს ყოველივე მომნატრებია. ამის მერე კიდე ერთი საათი ვითამაშეთ, არაფერი ისეთი არ მომხდარა. როგორც მივხვდი, ეს ხალხი იმ იშვიათ საზოგადოებას მიეკუთნება, რომელთვისაც სიყვარული და მეგობრობა მთავარია. ამ ასაკის ხალხს, რომელთაც ასეთი კარგი შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე არ შევხვედრვარ.ძალიან მომწონან. როცა წავიდნენ ჩვენც მალე დავიძინეთ,მე მეძინენოდა, გოგას არა. ვგრძნობდი როგორ წყუროდა ჩემთან დიალოგი, მაგრამ ვერ გავბედე, არ ვიყავი მზად, ამიტომ მაშინვე დავწექი. მე იგივე ოთახში დამაწვინა, თვითონ კი მოპირდაპირე საძინებელში დაწვა. მხოლოდ ახლა გავიაზრე ბოლომდე მწერლის როლი, ისინი ჩვენ სხვა სამყაროში გვამოგზაურებენ, იმედს გვისახავენ უკეთესი მომსვლის, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის ვინც ცხოვრებას ახლა იწყებს. ვფიქრობ რომ ადამიანში მთავარი იმედი და თვითშეფასებაა. თუ ეს ორი თვისება გაქვთ ან გამოიმუშავებთ, ბევრად გამარტივდება ცხოვრება .იმ ღამეს ძილი არ გამკარებია. ანდაც როგორ მომიახლოვდებოდა? ჩემს გონებაში აპოკალიფისი იყო.

Ps წინა თავი თითქმის არავის წაუკითხავს და ცოტა გული დამწყდა. ვეცდები სიახლე ყოველ დღე დავამატო. ვფიქრობდი, კომენტარებს ვნახავდი, მაგრამ არ დამხვდა. გთხოვთ შეაფასეთ, ნებისმიერ შენიშვნას მივიღებ და ვეცდები გამოვასწორო. მადლობა ვინც კითხულობთ.



მოდი მე ვიქნები პირველი კომენატრის ავტორი, კარგად მიდიხარ, ჩემთვის როგორც მკითხველისთვის საინტერესო და მისაღებია მოვლენების ასეთი განვითარება, ასევე მირჩევნია შენ ინდივიდუალურად წერო ანუ კი ხანდახან უნდა გაითვალისწინო შენიშვნები შენივე სასიკეთოდ მაგრამ მოდი სრულიად თავისუფლად წერე ნურაფრის მიმართ ჩასვამ შენს თავს ჩარჩოებში, აი რომ ამბობენ მედალს ორი მხარე აქვსო, ზოგს მოეწონება ზოგი მხოლოდ ხარვეზებს დაინახავს მაგრამ მთავარია შენ დაიცალო ყველა იმ ემოციით რისი გადმოცემაც ამ ამბით გინდა, ანუ მხოლოდ მკითხველისთვის ხო არ წერ არა, პირველ რიგში შენთვის წერ, რომ შენ გინდა ამის გადმოცემა, ამ კუთხითაც ცადე აბა ვნახოთ რაიქნებ, წარმატებები და არ დაიგვიანო????

 


№2  offline წევრი ელენე (ნენე)

ცისარტყელას ფერები
მოდი მე ვიქნები პირველი კომენატრის ავტორი, კარგად მიდიხარ, ჩემთვის როგორც მკითხველისთვის საინტერესო და მისაღებია მოვლენების ასეთი განვითარება, ასევე მირჩევნია შენ ინდივიდუალურად წერო ანუ კი ხანდახან უნდა გაითვალისწინო შენიშვნები შენივე სასიკეთოდ მაგრამ მოდი სრულიად თავისუფლად წერე ნურაფრის მიმართ ჩასვამ შენს თავს ჩარჩოებში, აი რომ ამბობენ მედალს ორი მხარე აქვსო, ზოგს მოეწონება ზოგი მხოლოდ ხარვეზებს დაინახავს მაგრამ მთავარია შენ დაიცალო ყველა იმ ემოციით რისი გადმოცემაც ამ ამბით გინდა, ანუ მხოლოდ მკითხველისთვის ხო არ წერ არა, პირველ რიგში შენთვის წერ, რომ შენ გინდა ამის გადმოცემა, ამ კუთხითაც ცადე აბა ვნახოთ რაიქნებ, წარმატებები და არ დაიგვიანო????


დიდი მადლობა რომ გამოხატე რასაც ფიქრობ, ცუდ ეტაპზე ვარ და მეხმარება თბილი სიტყვები. მე შეცდომებში გრამატიკულ ვგულისხმობ. შენ მართალი ხარ პივრველ რიგში ჩემთვის ვწერ, ამიტომ შინაარს არ შევცვლი. კიდევ ერთხელ მადლობა.

 


№3 სტუმარი Cooky

ძაან მომწონს❤️❤️

 


№4  offline წევრი ელენე (ნენე)

Cooky
ძაან მომწონს❤️❤️


დიდი მადლობა. მათბობს თბილი კომენტარები.

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეეე მომწონსსს ♡♡♡♡

 


№6  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი ქეთა
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეეე მომწონსსს ♡♡♡♡


დიდი მადლობა, მახარებს მკითხველის თითოეული თბილი სიტყვა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ელა

მომწონს,ასე გააგრძელე

მომწონს,ასე გააგრძელე

 


№8  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი ელა
მომწონს,ასე გააგრძელე

მომწონს,ასე გააგრძელე


დიდი მადლობა თბილი შეფასებისთვის.

 


№9 სტუმარი ყველაფერი ერთ სივრცეში

ძაან მაგარია ძალიან მომწონს და დასასეული კაი შეურჩიეე????????????????

 


№10  offline წევრი ელენე (ნენე)

ყველაფერი ერთ სივრცეში
ძაან მაგარია ძალიან მომწონს და დასასეული კაი შეურჩიეე????????????????


მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ. ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent