შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Thé #5


20-04-2020, 00:17
ავტორი ელპინი
ნანახია 9 496

ღამის 03:34.
ღრმა ძილი საერთოდ არ ვიცი, რა არის. თითქოს თვალდახუჭული ვწევარ. თავს ვაჯერებ, რომ მძინავს. ჩაიზე ვფიქრობ მომენტალურად. მგონია, რაღაც სჭირს, ან გავგიჟდი და მეტისმეტად მენატრება. მნიშვნელობა არ აქვს, რა დროა, თუკი შენ - გჭირდება. აივანზე გამოვდივარ და ჩაის ოთახში სინათლეა, როგორც ყოველთვის ვხედავ, საწოლზე წევს, სახე არ უჩანს. თუმცა, არ ჰგავს ეს ბუნებრივს. მოკუნტულია, მხრებში მოხრილი და რაღაც სტკივა. სისხლი მაწვება საფეთქლებთან იმის გაფიქრებაზე, რომ შესაძლოა ახლა ტიროდეს. საზიზღარი გრძნობაა, როცა შენი საყვარელი ქალი ტირის. აუტანელია ეს ცრემლები და ისიც, რის გამოც - ტირის. არ მახსოვს, რას ვიცმევ, მაგრამ ჩაისთან გავრბივარ. კარზე რამდენჯერმე ვაკაკუნებ. სული მეხუთება, ვიდრე წამოდგება და მოვა ჩემამდე. გონებაში ვითვლი, მერე ციფრებიც მერევა, უკვე ძლიერად ვაკაკუნებ და მალე კარს აღებს ჩაი. დანამული ლოყებით და დასიებული თვალებით მიდგას წინ.
- ჩაი, უცებ გამეღვიძა და შენზე ჩავფიქრდი - იცი?
- ყავა, როგორ მჭირდებოდი. - მის უსუსურ მკლავებს მხვევს და ცდილობს ჩამეხუტოს. უნდა, რომ მისთვის თავშესაფარი ვიყო და ყველაფერი დაავიწყდეს. რა საშინელია ეს ღამე. მძულს ყველა წუთი, როცა ჩემი საყვარელი ქალი თავს ცუდად გრძნობს.
- რა დაგემართა, ჩემო ლამაზო? - ვეკითხები და ჩემს ყელში ცხვირს რგავს. დაბალხმიანი ქსუტუნი გულს მიწვრილებს. ერიდება, რომ ხმამაღლა იქვითინოს. შინაგანად კი - მისი ყვირილი სხეულის ყველა ჯებირს ანგრევს და ხორცები ისე იგლიჯება, რომ სტრიებად აჩნდება კანს. ლამაზია ჩაი. იდეალური - ვიტყოდი. არა, სრულყოფილი.
- ძალიან სუსტი ვარ, ყავა.
ვგრძნობ, მართალს ამბობს. ჩაი არ იტყუება. ცეროდენაა. ფრჩხილისხელა ტკივილიც კი ბზარად აჩნდება მის სპეტაკ სულს. გამხმარ ყვავილს ემსგავსება, წყლის დამატება რომ აკლია და ადამიანებს ავიწყდებათ - ზოგჯერ. სტკივა ჩაის და ვდუღვარ მე. მალე ავფეთქდები. დამანგრევს ასეთი დოზით სიყვარული და ვერ შევინარჩუნებ წონასწორობას. ჩემს ჩაის სტკივა და ჩემი ჩაი ტირის.
- მე შენთან ვარ, ჩემო შაქრიანო. არ იდარდო, კარგი? ყველაფერი გაივლის, გპირდები. - მისი სისათუთე მეტისმეტად შეუსაბამოა ამ დედამიწისთვის. დამანგრეველ სამყაროში ვერ გაძლებს ისეთი თბილი ბუნების ანგელოზი, როგორიც ჩაია. მასთან ბოროტების ადგილი არ არის. საბოლოოდ ვიაზრებ, ჩაი არასწორ ადგილას დაიბადა. რატომ გექცევა ღმერთი ასე?
- მტკივა, მე ძალიან მტკივა. ყველაფერი მტკივა, ყავა. ერთიანად შემომიტევს და ნაკუწებად მაქცევს ყველა ფირის ყურება.
მის ესოდენ სისუსტეზე გული მინდა გამიჩერდეს. ნეტავ, ის ბავშვური ფრაზა მართლა ამართლებდეს: შენი ჭირი - მე. რატომ არ შეიძლება ასე მოხდეს? ყველაფერს ვიჩუქებდი მისგან. უმნიშვნელო ტკივილებსაც, რომლებიც მის თვალებს აშუპებენ და გულს უმსხვრევენ. საკუთარ თავზე ავიღებდი ყველა ცრემლს და განვარიდებდი ყოველგვარ უსიამოვნებას. მინდა, უებარი წამალი ვიყო შენი, ჩაი.
- არ იტირო, რა. ჩემ თავს გაფიცებ, კარგი? - ჩემს მკლავებქვეშ იმალება. ამ ტკივილებს უნდა გაექცეს. როგორ შეიძლება ციცქნა სხეული იგროვებდეს ამდენ რამეს? რატომ სტკივა ჩემს ჩაის, ღმერთო?
- შენ ისეთი მკლავები გაქვს, ყავა. ჩემი სიმშვიდე ხარ. არც კი ვიცი, როგორ იგრძენი, მაგრამ შენი სხეულის მუხტმა ჩემი სხეულის მისუსტებული მუხტი ძილშიც კი იგრძნო. ძლიერი მხრები გაქვს, ყავა. ყველაზე დიდი სახლი ხარ, რომელსაც შეიძლება ადამიანმა თავი შეაფაროს და ყველაზე დიდი საყრდენი, რომლის იმედიც არ უნდა გაგიქრეს.
დავცოტავდი. ყველა სიტყვა ლურსმნებად შემერჭო. გარდა სიამოვნებისა და ბედნიერების მოჰგვრისა, ზღვა მწუხარება დამეჯახა, რომელიც ჩემი რეალური, სატანური სახის დამალვით იყო გამოწვეული.
- ჩაი, ჩშ.
- დამაცადე, ყავა, უნდა გითხრა. შენში ყველაფერია, რაც მე მჭირდება. მგონი, ჩემი იდეალური საყრდენი ხდები.
ვიღაცამ ძვლებში გადამტეხა. იმედგაცრუების მთელი ცუნამი ჩემკენ წამოვიდა და გადამიარა. აღარც ერთი ნაწილი შემრჩა საღი და პირველად შემეშინდა იმედების გაუმართლებლობის.
- ასე არ არის, მე ცუდი ადამიანი ვარ.
- აბა, რამ მოგიყვანა ახლა აქ?
- არ ვიცი, ჩაი. ბედისწერას დავაბრალოთ. ყველაფერი რაღაც ძალის მეშვეობით ხდება. ძალიან მინდა, მჯეროდეს ამის. მე არ უნდა ვიყო შენი იმედი.
- დამეხმარე, ყავა. შენ მე ახლა გადამარჩინე. ვისი ძალაც არ უნდა იყოს, თუნდაც ეშმაკის, გაამართლა. მე შენი მწამს.
"მწამს" და მით უფრო - უარესი. ვის სჯერა ეშმაკის რწმენის? როგორ შეიძლება იმის გჯეროდეს, რომელსაც თავს წირავ და თან - იცი?
- აფორიაქებული ხარ, ჩაი. დაიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ. - ჩემი მკლავებიდან ძვრება და თვალებში მიყურებს. თითებით იმშრალებს სველ ქუთუთოებს.
- დარჩები?
- გინდა?
- აქ იყავი, რა.
- დაიძინე, ჩაი, ჩემო პატარა. ხვალ ახალი დღე იწყება და მზე იქნება, გპირდები. შენ ჰომ ძალიან გიყვარს?
- მერე შენ?
- მე შენ გიყურებ. - მეღიმება მის ბავშვურობაზე და გულისცემა ჯერ კიდევ არ დაწყნარებია, ვატყობ.
ღია ფანჯარასთან ვდგები ცოტა ხნით. ისე მინდა დავიცალო, როგორც არასდროს. სიგარეტს ვეწევი თვალდახუჭული. რამდენად მენდობა ჩაი? - მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებს თავში. ალბათ, გამოგონილი ადამიანი რომ ვიყო მის ცხოვრებაში, უკეთესი იქნებოდა. არასწორად მიმაჩნია სულების თეორია. ვიყო მარტო - ჯობია, ვიდრე ჩაი გავწირო და ვაზიარო ჩემს სისასტიკეს. როცა ვიღაცის ჯვარი ხარ, მოუსვენრობა გიპყრობს და გინდა - გამოსწორდე, მაგრამ აზრი არ აქვს. შენ ასეთი ხარ და ასეთად დაიბადე. ვერ შეიცვლები. რამდენიც არ უნდა ეცადო, ისევ იგივე იქნები და დამოუკიდებლად, გააზრების გარეშე, - ატკენ საყვარელ ქალს. უკან რომ მიიხედავ, გვიანი იქნება. ვერც გაიგებ, როდის გაიარე ეს მანძილი. აზრი არ ექნება, თუ იპოვი იგივე გზას - თავიდან გასავლელს, რადგან შეცდომები ისევ არ აგცდება. შენზე არ არის დამოკიდებული შენი არჩევანი, როცა არსებობს ორ სულთა მაგნიტური პროცესი. რამდენი ძაფიც არ უნდა გაწყვიტო, მოვა ვიღაც და ისევ გადააბამს; გაგრძელდება ასე დაუსრულებლად - ჰორიზონტივით. მნიშვნელობა არ აქვს, გინდა, თუ - არა. ეს ასე ხდება. შენ ვერ მოკლავ შენში ეშმაკს და ვერაფერს უბრძანებ მას, მაგრამ წამიერი მიძინებები არსებობს, როცა ბედნიერების უფლება გაქვს. მთავარია - Carpe diem. კარმა ცუდი რამეა. საყვარელ ქალს შენი ყველა ნაბიჯი დაუბრუნდება. მერე რა, რომ წარსულია და გახსენება არასაჭირო? შენ ვალდებული ხარ "სწორად" იცხოვრო. ვიდრე მას იპოვი, ნაბიჯები უნდა გაზომო. არ უნდა იფიქრო ისე, თითქოს, ეს მხოლოდ შენი პირადია. არა და არანაირად. ჰომ, ამიტომ არის კარმა ცუდი. გვიან ხვდები - შენი თავის მსხვერპლი თვითონ ხარ.
ნამწვს ფანჯრიდან ვისვრი და საწოლთან მივდივარ. იატაკზე ვჯდები, ზურგით კედელს ვეყრდნობი და ჩაის ვაკვირდები. ჩაი ლამაზია, ჩემი და - შაქრიანი. მას განსაკუთრებული სხეული აქვს, სასურველი. ესეც რომ არა, ყველას უყვარს, როგორც - ანგელოზი. მე გასაქანი არ მაქვს, არც ჩემს ხასიათს. მგონი, ჩაის შევჭამ.
ღმერთო, დაეხმარე - მეთქი, არ გესმის შენ?



№1  offline მოდერი სალანდერი

ტრადიციულად. . .

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ტრადიციულად. . .

♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი კატო

ღმერთო ჩემო. რა ყავა, რის ჩაი? არ შეგიძლია შენს ნაწარმოებში პიროვნებები დაგვანახო? მომწონდი, მაგრამ ახლა საშინლად არ მომწონხარ!

 


№4  offline ადმინი ელპინი

სტუმარი კატო
ღმერთო ჩემო. რა ყავა, რის ჩაი? არ შეგიძლია შენს ნაწარმოებში პიროვნებები დაგვანახო? მომწონდი, მაგრამ ახლა საშინლად არ მომწონხარ!

გზა ხსნილია. როდის გინახავს შენ ჩემს პერსონაჟებს სახელები ერქვას ყველას, ან პიროვნებები დამიხატავს და მომიყოლია შენთვის სასურველი ამბები? კარგად წამიკითხე, კარგად. არაფერი გეტყობა ჩემი მკითხველობის, რა ჩასაფრებული იყავი ასეთი? :დ

 


№5  offline მოდერი სალანდერი

"როცა ვიღაცის ჯვარი ხარ" - სერიოზულად?
ღმერთო დამეხმარე_მეთქი, არ გესმის შენ? - როცა ღმერთი შინაურია. მაგარი გრძნობაა ხომ?
ნეტავ რა აზრი აქვს ვინ იქნება პერსონაჟი, ყავა ჩაი თუ ჯემიანი ფუნთუშა, როცა მთავარი სათქმელია რომლის გადმოცემასაც ახერხებ. შენი ფრაზები, ცალკეული ალბათ ჩემთვის ესაა ყველაზე ღირებული. ერთ დღესაც კრებულს შევადგენ შენი ფრაზებისას და მერე ერთად წავიკითხოთ. თუ გინდა კედლებზეც გამოვაკრათ პატარა ფურცლებზე დაწერილი.
ძალიან ვამაყობ შენით პატარავ. . .
მიყვარხარ მე შენ. . .

 


№6  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
"როცა ვიღაცის ჯვარი ხარ" - სერიოზულად?
ღმერთო დამეხმარე_მეთქი, არ გესმის შენ? - როცა ღმერთი შინაურია. მაგარი გრძნობაა ხომ?
ნეტავ რა აზრი აქვს ვინ იქნება პერსონაჟი, ყავა ჩაი თუ ჯემიანი ფუნთუშა, როცა მთავარი სათქმელია რომლის გადმოცემასაც ახერხებ. შენი ფრაზები, ცალკეული ალბათ ჩემთვის ესაა ყველაზე ღირებული. ერთ დღესაც კრებულს შევადგენ შენი ფრაზებისას და მერე ერთად წავიკითხოთ. თუ გინდა კედლებზეც გამოვაკრათ პატარა ფურცლებზე დაწერილი.
ძალიან ვამაყობ შენით პატარავ. . .
მიყვარხარ მე შენ. . .

შენი ჯემიანი ფუნთუშა მიყვარს და რომ არასდროს გავიწყდება, ეგ საერთოდ. :დ

ჩემო იდეალურობავ, შენი ფრაზებიც დავამატოთ, კარგი?
ძალიან მიყვარხარ და ძალიან მენატრები, გულის ნაწილო!. . .

 


№7  offline წევრი აბაშიძე

ელ.

შენ ხომ იცი რამდენად ეგოისტურად მიყვარს ჩემი კომენტარების უმეტესობა.
ხო და წინა თავებზე ვერც ისეთი კომენტარი დავწერე როგორიც მე მიყვარს და ვერც ისეთი როგორიც შენ შეგეფერება.
ამიტომ შევეშვი საერთოდ.

არადა ელოდებოდი ვიცი.

ისე მიხარია მეხუთეს რომ ვხედავ ვერ აღგიწერ.
თან მიკვირს.
მაგრამ ვიცოდი რა.
ეს უნდა დაამთავრო.

ძალიან გაიჭერი.
აი სადღაც დაფრინავ.
როგორც ყოველთვის.
გიჟი ხარ.
ისევ შენთვის ხარ რა.
თქვენთვის ხართ.
ორი.
ისევ "შიშვლდები".
რა გინდა?

თან ვგიჟდები ამას რომ ვკითხულობ.
თან ისევ მგონია ზედმეტი ვარ-თქო.

თითოეული სიტყვით ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და მიყვარს ეს.

მეკეტება ისე მიყვარს როცა გკითხულობ.

აზრზე არ არიან საერთოდ.

უშაქრო ყავა.
შაქრიანი ჩაი.

აბალანსებთ ხო ერთმანეთს.

რა საჭიროა ზედმეტი სახელები როცა ასე კარგად ხსნის ყველაფერს ის რასაც გვიწერ?

მიყვარს მარსსაც რომ გაცდი.

აღარ ხარ მხოლოდ "ლიტერატურული სიგიჟე".

არ ვიცი ვინ ხარ უკვე.

ისევ ძალიან არასაკმარისია ეს აუდიტორია.

მეტი უნდა გიცნობდეს.

მიყვარს შენი ფრაზები.
რამდენჯერმე რომ უნდა მიუბრუნდე და თითოეულ წაკითხვაზე რომ უნდა მოიაროს ყველა წერტილი ჟრუანტელმა ისეთებია.

თქვენ კედლებზე გააკარით თქვენი ფრაზები.
მე კიდევ რამდენიმეს მოგპარავ და გადავიტან ჩემს მწვანე წიგნაკში.
ქვემოთ კი ამაყად მივუწერ ელ პინს.

ძალიან მიყვარხარ რა.

შემდეგამდე.

 


№8  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე
ელ.

შენ ხომ იცი რამდენად ეგოისტურად მიყვარს ჩემი კომენტარების უმეტესობა.
ხო და წინა თავებზე ვერც ისეთი კომენტარი დავწერე როგორიც მე მიყვარს და ვერც ისეთი როგორიც შენ შეგეფერება.
ამიტომ შევეშვი საერთოდ.

არადა ელოდებოდი ვიცი.

ისე მიხარია მეხუთეს რომ ვხედავ ვერ აღგიწერ.
თან მიკვირს.
მაგრამ ვიცოდი რა.
ეს უნდა დაამთავრო.

ძალიან გაიჭერი.
აი სადღაც დაფრინავ.
როგორც ყოველთვის.
გიჟი ხარ.
ისევ შენთვის ხარ რა.
თქვენთვის ხართ.
ორი.
ისევ "შიშვლდები".
რა გინდა?

თან ვგიჟდები ამას რომ ვკითხულობ.
თან ისევ მგონია ზედმეტი ვარ-თქო.

თითოეული სიტყვით ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და მიყვარს ეს.

მეკეტება ისე მიყვარს როცა გკითხულობ.

აზრზე არ არიან საერთოდ.

უშაქრო ყავა.
შაქრიანი ჩაი.

აბალანსებთ ხო ერთმანეთს.

რა საჭიროა ზედმეტი სახელები როცა ასე კარგად ხსნის ყველაფერს ის რასაც გვიწერ?

მიყვარს მარსსაც რომ გაცდი.

აღარ ხარ მხოლოდ "ლიტერატურული სიგიჟე".

არ ვიცი ვინ ხარ უკვე.

ისევ ძალიან არასაკმარისია ეს აუდიტორია.

მეტი უნდა გიცნობდეს.

მიყვარს შენი ფრაზები.
რამდენჯერმე რომ უნდა მიუბრუნდე და თითოეულ წაკითხვაზე რომ უნდა მოიაროს ყველა წერტილი ჟრუანტელმა ისეთებია.

თქვენ კედლებზე გააკარით თქვენი ფრაზები.
მე კიდევ რამდენიმეს მოგპარავ და გადავიტან ჩემს მწვანე წიგნაკში.
ქვემოთ კი ამაყად მივუწერ ელ პინს.

ძალიან მიყვარხარ რა.

შემდეგამდე.


ქეთო, რომელი საათია?! - ძალიან ჯადოსნური რამეა ღამე, სასწაულები შეუძლია და ეს კომენტარიც ზუსტად ერთ-ერთი სასწაულია.

ისე შევეჩვიე შენს თბილ სიტყვებს და საერთოდ შენ, რომ ყოველთვის ველოდები გამოხმაურებას. სულ ჟრუანტელი მივლის კითხვისას და ვიცი, ტყუილად არ ვწერ.
აზრზე არ არიან საერთოდ; - ყველაზე მართალი სიტყვებია, ყველაზე რეალური!

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ქეთო. . .
წიგნაკი მაჩვენე მერე. . .
♥️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

კვლავ უცნაურობ.
მომწონს გაპიროვნებული ჩაი და ყავა.
N5-იც ელპინისეულია ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
კვლავ უცნაურობ.
მომწონს გაპიროვნებული ჩაი და ყავა.
N5-იც ელპინისეულია ❤️

მიყვარხარ, მიყვარხარ და მიყვარხარ! ♥️

 


№11 სტუმარი დაკარგული

იქ სხვისი სიტყვები უბრალოდ ზედმეტია სადაც შენი ისტორიაა.
მხოლოდ შენი ნამუშევრების კითხვისას ვგრძნობ კომფორტულად თავს.
დიდი მადლობა შენ იმისთვის რომ ჩემს ცხოვრებაში ასე მზის სხივივით გამოანათებ ხოლმე შენი ნაწერებით...

 


№12  offline ადმინი ელპინი

დაკარგული
იქ სხვისი სიტყვები უბრალოდ ზედმეტია სადაც შენი ისტორიაა.
მხოლოდ შენი ნამუშევრების კითხვისას ვგრძნობ კომფორტულად თავს.
დიდი მადლობა შენ იმისთვის რომ ჩემს ცხოვრებაში ასე მზის სხივივით გამოანათებ ხოლმე შენი ნაწერებით...

ვა-ი-მე!!!
როგორი სიტყვები მითხარი ახლა? გული გასკდეს სიხარულისგან ლამის. ისე მიხარიხარ. . .
ძალიან დიდი მადლობა! ♥️

 


№13  offline წევრი სიბილა

და ჩემი ყავა რომ იყოს ვინმე არ შეიძლება? კითხულობ გაგება შეგეძლოს,არც ეგ?არც ენაზე კბილის დაჭერა? ყავა მინდა -მეთქი, ვიტყოდი.უკვე რომ არ ვსვამდე.

 


№14  offline ადმინი ელპინი

სიბილა
და ჩემი ყავა რომ იყოს ვინმე არ შეიძლება? კითხულობ გაგება შეგეძლოს,არც ეგ?არც ენაზე კბილის დაჭერა? ყავა მინდა -მეთქი, ვიტყოდი.უკვე რომ არ ვსვამდე.

ყოველთვის დალიე, როცა წამიკითხავ და იგრძნობ - ყველას ჰყავს თავისი ყავა. ♥️

 


№15 სტუმარი Ruru chuxua

ძალიან კრიტიკული ვარ ზოგადად და “ერთი წაკითხულით”,არ ვმსჯელობ და არც ქება დიდებას ან ხოტბის შესხმას ვიწყებ ხოლმე,ძალიან ძალიან იშვიათადაა რამე”ძალიან კარგად”მომეწონოს და ვთქვა რომ დიახ,ეს ჩემია! შენი ნაწარმოები ორიგინალური და დასამახსოვრებელია!მიყვარს შენი წერის სტილი და შენ ძალიან კარგი ხარ,უბრალოდ ვიტყვი პერფექტ????????ეს მოთხრობა “ჩემია”???????? წარმატებები შენ და გახსოვდეს ყოველთვის გაიძულებენ კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარონ,მაგრამ შენ ამით იწრთობი,უფრო მძიმე ხდები????მიყვარხარ და ბევრი წარმატებები და სიყვარულიი ჩემგან,შენ????????

 


№16  offline ადმინი ელპინი

Ruru chuxua
ძალიან კრიტიკული ვარ ზოგადად და “ერთი წაკითხულით”,არ ვმსჯელობ და არც ქება დიდებას ან ხოტბის შესხმას ვიწყებ ხოლმე,ძალიან ძალიან იშვიათადაა რამე”ძალიან კარგად”მომეწონოს და ვთქვა რომ დიახ,ეს ჩემია! შენი ნაწარმოები ორიგინალური და დასამახსოვრებელია!მიყვარს შენი წერის სტილი და შენ ძალიან კარგი ხარ,უბრალოდ ვიტყვი პერფექტ????????ეს მოთხრობა “ჩემია”???????? წარმატებები შენ და გახსოვდეს ყოველთვის გაიძულებენ კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარონ,მაგრამ შენ ამით იწრთობი,უფრო მძიმე ხდები????მიყვარხარ და ბევრი წარმატებები და სიყვარულიი ჩემგან,შენ????????

მიხარია, რომ ჩემმა ნაწერმა თქვენი აღფრთოვანება გამოიწვია და გაქვთ დადებითი დამოკიდებულება. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, იმედია, ბოლომდე წამიკითხავთ ხოლმე! ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent