პატიმარი 9613
საინერესოა რას გრძნობენ ისინი ვინც გისოსებს მიღმა რკინის საწოლებზე წვანან, რაზე ოცნებობენ? ისინი ვისაც თავისუფლება სწყურიათ რას მოელიან? ნეტავ თუ ფიქრობენ როგორი იქნება ორ, სამ, ხუთ ან შვიდ წელიწადში მათი ცხოვრება, იქნებ ათშიც? რას მოელით თქვენ სახელზე და სულზე დსღ დადებულნო? პატიმარო! რა გწყურია? იწნებ ვავშვობაში ოცნებობდი მწერლობაზე, ჯარისკაცობაზს, ექიმობაზე.... იცი სად დაუშვი შეცდომა? არა.... არავინ იცის სად და როდის შეეშალა, გამოგეპარა.... გამოგეპარა და გიწოდეს პატიმარი ნომერი "9613". ის ყველაზე ახალგაზრდა იყო, ყველაზე დაღლილი, სათნო სახით და მოკლე თმით, გოგო იყო, სუსტი, მაგრამ ლამაზი, რა უნდოდა ამ ცივ კედლებში? სამი თვის წინ მოიყვანეს ექვს ნოემბერს, ათის თხუთმეტ წუთზე... გოგონა სახელად პატიმარი ნომერი "9613", თვალებს ვერ ვუჯერებდი რომ მას შესაძლოა რაიმე დაეშავებინა, მაგრამ დააშავა, მკვლელის დაღი დაიდო სულში.... სიყვარული მკვლელობაში გადაეზარდა... მინდა ვუშველო მსგრამ ის.... ის ჩემთვის მიუწვდომელია, მე მას მხოლოდ მაშინ ვხედავ საკნის კარების ღრიჭოდან როდესაც საღამოს ჩამოვლას ვაწარმოებ, ორშაბათს ხუთშაბათს და კვირას, ზოგჯერ სმენებს ვაბამ ხოლმე რომ ხშირად დავინახო, ცარიელი თვალები აქვს, ზოგჯერ მგონია რომ ცარიელია თვითონაც, არც ერთო გრძნობა არააქვს, მხოლოდ ტკივილი გამოსჭვივის სახიდან, ტკივილი დააქვს ზურგით და ტკივილი ჩაუსახლდა გულშიც, არც თანაგრძნობა, არც სიხარული, არც პოზიტივი, მხოლოდ ტკივილი. მე რომ ვუყურებ მეც მტკივა, სხვები ვერ ამჩნევენ, მე კი მტკივა.... მან ჯერ არ იცის რომ მე მიყვარს, მაგრამ გაიგებს, მე შოროდან ვზრუნავ თუმცა ვერ ვესაუბრები, მეშინია არ ვატკინო, არ უნდა ვატკინო პირიქით, უნდა დავეხმარო, რადგან ის კარგია, და მე მჯერა რომ შევძლებ, მე შევძლებ მისი იარების მოშუშებას, აუცილებლად უნდა იღიმოდეს... ქალაქ რუსთავის ციხეში ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა, ყველა საკნის ფანჯრებს მოსდგომოდა აპრილის თბილი მზე მაგრამ შიგნით მხოლოდ ოდნავ თუ აღწევდა სხივები, დილით სასაუზმოდ გამოსულებს ზოგს წიგნი ეჭირა ხელში, ზოგიც უბრალოდ ჩაფიქრიანებული დადიოდა და აი ჩემთვის ნაცნობი სახეც გამოჩნდა, ჩემთვის ნაცნობი უსიცოცხლო თვალები დღეს ბევრად უფრო ნაღვლიანი იყო ვიდრე აქამდე, საუზმეს პირი არ დააკარა, ისე იჯდა უბრალოდ მართკუთხედ მაგიდასთან ჩუმად, სხვები ერთმანეთში საუბრობდნენ, ყაყანებდნენ მისი სიჩუმე კი ამ ყველაფერს ფარავდა, მერე ფეხზე წამოდგა და კიბეების მიმართულებით წავიდა, კიბეებთან მისულს თავბრუ დაეხვა და წაიქცა.... ძირს დაგდებულს ყველა ზედ ეხვია, გონზე იყო მაგრამ ვერ მოძრაობდა, მეც ვიფიქრე რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა და ინიციატივა ჭამოვჭერი - ადგილებზე დაბრუნდით, პატიმარს ნომრით "9613" საკანში მე წავიყვან... სუსტ და მსუბუქ სხეულს ხელები წელის არესა და მხარზე მოვხვიე და წამოვაყენე, საკნამდე ჯერ კიდევ შორი იყო, კიდევ ორი სართულით ზემოთ უნდა ავსულიყავით... - სიარული ძალიან გიჭირს? - ძალიან, სუსტად ვარ.... მძიმედ მსუნთქავმა უფერული, დამსკდარი და აკანკალებული ტუჩებიდან ჩუმად გამოსცა ის ხმა რომლის გაგონებაზეც ამდენ ხანს ვოცნებობდი... - რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი? უბრალოდ გაკვირდები და ვხვდები, რომ რაღაც ძალიან გტკივა... - ჩემი შვილი მენატრება... ვიცი მას ვეღარასდროს ვნახავ... მე ის წამართვეს.... თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და მხარზე ხელი ძლიედად მომიჭირა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.