შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება (მერვე თავი)


26-04-2020, 17:26
ავტორი ელენე (ნენე)
ნანახია 418

თავი მერვე

დილის ოთხი საათია. ქუჩებში სიმშვიდეა, მხოლოდ ერთი ორი მანქანა თუ დაარღვევს გამეფებულ სიჩუმეს. გოგა საწოლზე “გდია” და ძინავს -ტრრრ ტრრრრ-ისმის ტელეფონის წრიპინი. თვალებ გაუხელელად აიღო - გისმენ. - ვიპოვე ბატონო გოგა. - მაშინვე წამოხტა, ტელეფონი ხმამაღალზე დააყენა და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა. -მამათქვენის ერთ-ერთ სასტუმროშია, შუადღეს მისულა, პერსონალის თქმით ცუდად იყო. - მადლობა რევაზ, პატივისცემა ჩემზეა. მისამართი ჩამიგდე. - არაფერს რა მადლობა, თუ რამე დაგჭირდათ დამირეკეთ. ჩაიცვა, ტელეფონი აიღო უკან მიტრიალდა, პირჯვარი გადაიწერა და გზა გააგრძელა. - თუ ცოცხალია რატო არ მპასუხობდა? ამის დედაც. -მანქანაში ჩაჯდა, მისამართი ნახა და გზას გაუდგა. ტრასა თავისუფალი იყო და სწრაფად მიდიოდა, ასოცს აცდა. ოც წუთში სასტუმროს წინ იყო. მორიგე გოგონასთასთან მივიდა - გამარჯობა, მაინტერესებს ევა რიჟამაძე რომელ ნომერშია. - ბოდიშით, სამწუხაროდ არ მაქვს უფლება მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გითხრათ. - ვინაა ამ სასტუმროს მფლობელი იცი? - კი, ლაშა ბახტურიძე. - მე მისი შვილი და ამ სასტუმროს მეწილე ვარ, ნომერი და ბარათი მომეცი. - ბოდიშით, შეგიძლიათ პირადობა მაჩვენოთ? - აი ნახე -უკანა ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა. - ახლავე ბატონო გოგა. 354 ნომერია, აი შესასვლელი ბარათი. კიდევ ერთხელ ბოდიშით. -გაუღიმა და სწრაფად შევიდა ლიფტში, ვეღარ ითბენდა, ევას ნახვა ძალიან უნდოდა. მეთერთმეტე სართულზე ავიდა, ნომერში შევიდა და სახ-სალამათი ევა რომ დაინახა საგრძნობლად დამშვიდდა. - ღმერთო მადლობა - პირჯვარი გადაიწერა და ევას გვერძე ჩამოჯდა. თმებზე ეფერებოდა და მშვიდდებოდა. როცა ევას მამამ დაურეკა და უთხრა “ევა ტელეფონს არ იღებს, შენთან ერთად ხო არაა? აგარაკზე მიდიოდნენ სამეგობროო” გაგიჟდა, იცოდა რომ მშობლებს კარგად ატყუებდა, ჯერ აგარაკზე წავიდა, იქ არ დახვდა, მერე ბარებში მოიძია, როცა იქაც ვერ იპოვა ნერვიულობის ზენიტს მიაღწია. ფიქრობდა ნეტავ თავს ხომ არაფერი აუტეხაო. ახლა კი ნახა, სასტუმროს ნომერშია საბანში გახვეული და ღრმად სძინავს. თმებზე ფერებისას კარადაზე მყოფი სიგარეტი შენიშნა, აიღო და აივანზე გავიდა მოსაწევად. სამი ღერი ზედიდედ მოწია და ოთახში საგრძნობლად დამშვიდებული შებრუნდა. არ ეძინებოდა, ევას სახის თითოეული ნაკვთის შესწავლა დაიწყო. გოგას ისე დაათენდა ვერც გაიგო. სკამზე იჯდა და კონფერენციის საკითხებს აგროვებდა. ბევრი საბუთები დაუგროვა, რადგან გუშინდელი დღე დაკარგა. საათმა თერთმეტი ჩამოკრა, როცა ევას გაეღვიძა. -რა ხდება? აქ რას აკეთებ? - შეკრთა და წამოჯდა ევა. - ვა გაიღვიძე?- ირონიით უთხრა და ტელეფონი შეინახა. - გოგა აქ რას აკეთებ? - ყვირილზე გადავიდა ევა. -მე რას ვაკეთებ გოგო? შენთვითონ რას აკეთებ? ტელეფონს რატო არ იღებდი? სულ გაგიჟდი? -კბილებით გამოცრა და სკამიდან ადგა - შენ, შენ რომელიმე ნაშაში ხო არ გერევი? -გოგას ეკეტება, ხელს შუბლზე ნერვიულად ისვავს, ცდილობს არ შეაწყვეტინოს. ევა საწოლიდან დგება და ყვირილს აგრძელებს - არ გიპასუხე, იმიტომ რომ არ მქონდა შენთან ლაპარაკის ნერვები. რა ახსნა განმარტებებს მთხოვ? - გუშინ მთელი დღე შენ გეძებდი გოგო, მთელი თბილისი ფეხზე დავაყენე. - ხმას უწევს. -შემეშინდა რამე არ მოწიოს საკუთარ თავს მეთქი. შენ კიდე მოხვედი აქ და ლოთივით დაიწყე სმა. -ხელებს ნერვიულად ისვამს კისერზე -როდის უნდა ისწავლო გარშემო მყოფების დაფას-სიტყვა გააწყვეტინა სასოწარკვეთილმა ევამ - მოკეტე. აღარ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი. - ხელები აიქნია, საწოლზე დაჯდა და ისტერიულად დაიწყო სიცილი. გოგა საკუთარი თავის დამშვიდებას ცდილობდა. მერე ისევ ევამ დაიწყო - შენ რა გგონია ჩემთვის ვცხოვრობ? მე საკმარისად დამტანჯა დედამიწამ, სწორედ გარშემო მყოფებს რომ ვაფასებ, იმიტომ ვარ დღემდე ცოცხალი. შენ კი არ გაქვს უფლება ასე შემომეჭრა ნომერში. -ფეხზე წამოიჭრა და პირდაპირ გოგას წინ დადგა -თავს არ მოვიკლავ ან გინდაც მოვიკლა შენ რა? რა? გამაგებინე რა გინდა? -ყვირილზე გადავიდა ევა. -ამის დედაც! მე რა მინდა? მე რა მინდა გოგო? ამის დედაც შემიყვარდი. -თქვა და გვერძე მდგომი კარადა გადააყირავა. ევას ხმა ჩაუწყდა, ჯერ ბოლომდე ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა. გოგა ხელებს შუბლზე ისვამდა და დამშვიდებას ცდილობდა. - შენ რა გგონია გოგო? ღამე რო სასაფლაოზე დადიოდი და არასდროს არც ერთი ნარკუშა არ აგკიდებია ფერია გიცავდა. ან ღამე სახლიდან რო გაიპარე, საჭესთან ნასვამი რომ დაჯექი და პოლიციას მიყავდი, შენმა ლამაზ თვალებმა გადაგარჩინა? კიდე რომელი ერთი ჩამოვთვალო? -ნარმდენიმე წამი ჩერდება, ხელებს ნერვიულად ისვამს კეფაზე და ცდილობს არაფერი დალეწოს.- მე მთელი ეს დრო შენს გვერდით ვიყავი, ყველაფრისგან გიცავდი. მსიქოლოგს შენზე ვეკითხებოდი. ვგეგმავდი როგორ შემოვსულიყავი შენს ცხოვრებაში და ერთ დღეს ასე უბრალოდ დამეჯახე.- იცინის, უფრო სიმწრისგან -და კიდე მე რა მინდა აქ? ამის დედაც ევა, დროა აზრზე მოხვიდე. აირჩიე რა გინდა, სიკვდილი თუ სიცოცხლე.- ამდენი ხანია ბეწვზე დადიხარ. ამის დედაც! -გოგამ ნერვები ვეღარ მოთოკა, სიგარეტი აიღო და აივანზე გავარდა. ევა იჯდა გაკვირვებული და ყველაფერს აანალიზებდა. მაჯები უკანკალებდა, ტირილი უნდოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. თხუთმეტი წუთი გავიდა, გოგა ისევ აივანზეა, ევამ რაღაც ნაწილი გადახარშა გონებაში და და აივანზე გასვლა გადაწყვიტა. ევა აკანკალებული აივანზე გადის, გოგა მარცხნივ ხის სკამის პირდაპირეთ დგას, საგრძნობლად დამშვიდებულია და ერთ ნაფას ურტყავს. ევა გვერძე დაუდგა, გოგას არ შეუხედავს, თითქოს. ერთ ამჩნევდა. -აქამდე რატო არ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში? -უემოციოდ კითხულობს ევა. გოგამ თვალებში ჩახედა - რომც მოვსულიყავი შემომიშვებდი? შენ ისე აკრეფილი იყავი ცხოვრებაზე, ვერავის ამჩნევდი. -მჭირდებოდი. - არა, არ გჭირდებოდი, შენ მხოლოდ საკუთარი თავი გჭირდებოდა, როცა მე დაგჭირდი კი აქ ვარ. -ევა თვალებს ხრის, უკან მიდის და სკამზე ჯდება. გოგა იცინის- აი კიდევ, კიდევ ერთხელ დაიხიე უკან. -ისე ამბობს უკან არც ტრიალებდა. რამდენიმე წუთში სიგარეტს აგდებს, ბრუნდება, ევას თვალებში უყურებს და ამბობს. -მე შენ ჩემი სათქმელი გითხარი. დუმილს უარად მივიღებ და შენი ცხოვრებიდან გავქრები -თქვა და კარისკენ გასასვლელ გზას გაუყვა. - არა, გოგა მოიცადე, გთხოვ. - ბახტურიძე უემოციოდ მიტრიალდა - მოდი დაჯექი, ვილაპარაკოთ. -აივნისკენ გაუძღვა ევა. ორივე მოთავსდნენ ხის სკამებში, ორივე დაძაბული იყო, ერთი ელოდებოდა რას იტყოდა, მეორე—რას უპასუხებდა. -ოღონ არ გამაწყვეტინო- მუდარით უთხრა ევამ. გოგამ თანხმობის ნიშნად თვალები დაუკრა. - მე, მე არ ვიცი ჯერ... -ხმა ჩაუწყდა, ტუჩზე იკბინა და გააგრძელა -შენ იცი ახლა რა ეტაპზე ვარ, ყველაფერი არეული მაქ. მომწონხარ, კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ არ ვიცი მიყვარხარ თუ არა. იმედს ვერ მოგცემ, მაგრამ თუ შენ გინდა ჩემს ცხოვრებაში შემოგიშვებ, როგორც შეყვარებული. მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. მეც გავიაზრებ, რა მინდა. ახლა მართლა არეული ვარ. ვიცი ამპარტავნული შემოთავაზებაა, მაგრამ უნდა მეთქვა. ახლა შენი გადასაწყვეტია - თქვა, სკამს მიეყუტა და ნერვიულად ტუჩის კბენა დაიწყო. გოგა უემოციოდ იყურებოდა სივრცეში. რამდენიმე წუთი ესე იყვნენ მერე გოგა გაიმართა, თველებში ჩახედა. - კარგი, თანახმა ვარ, მაგრამ აღარასდროს გამითიშავ ტელეფონს. - ევას შეეტყო რომ ესიამოვნა პასუხი -კარგი, მაგრამ არასდროს მელაპარაკო უხეშათ. - ბოდიში, მაგაზე მართლა ვწუხვარ. -ხელები ზემოთ აწია დანებების ნიშნად. -მდგომარეობიდან გამოვედი, ეს აღარ განმეორდება. - მკაცრად თქვა და წყალი გადაკრა. - დღეს რას აპირებ? -რავი არაფერს, გინდა სადმე წავიდეთ? -კი, წავიდეთ.

Ps მეშვიდე თავიც დავდე, იმედია მოგეწონებათ. გთხოვთ შეაფასეთ სიახლე. ვინც თბილ კომენტარებს წერთ, მახარებთ, მადლობა.



№1 სტუმარი 김태헝

კაია გააგრძელე❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ელენე (ნენე)

김태헝
კაია გააგრძელე❤️❤️❤️


დიდი მადლობა. აუცილებლად გავაგრძელებ და ბოლომდე დავდებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ელა

ძალიან მომწონს. მე შენ დამწყებათ არ გთვლი,ბევრად კარგი ხარ

 


№4  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი ელა
ძალიან მომწონს. მე შენ დამწყებათ არ გთვლი,ბევრად კარგი ხარ


დიდი მადლობა. გამახარე ძალიან იმით რაც თქვი, მაგრამ მე ვთვლი რომ ჯერ კიდევ ბევრი მაკლია დამწყების სკამიდან ჩამოსვლისთვის. მკვითხველის რაოდენობაც ძალიან ცოტაა, რაც ჩემი აზრით იქიდან მოდის, რომ საკმარისად კარგად არ ვწერ.

 


№5 სტუმარი სტუმარი თამარი

აუ ძაან კაია????????????

 


№6  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი თამარი
აუ ძაან კაია????????????



თამარი, დიდი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent