შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმთვარო ღამე (სრულად)


28-04-2020, 00:19
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 2 040

ერთადერთი რაც გამაჩნია, მოგონებებია.
ხელშეუხებელი, გაუცვეთელი, გონებაში გამოკეტილი მოგონებები,
რომლებშიც იარსებებ,
რომლებშიც სამუდამოდ დარჩები.

*

პროლოგი

სიკვდილი და მისგან გამოწვეული ტკივილი, იმდენად წამიერია რომ ვერც კი ხვდები, ის არსებობს თუ აღარ. ვერ ეჩვევი ამ ფაქტს. თავიდან ყველაფერი უფრო ადვილია, ნელ-ნელა კი, უფრო საშინელი ხდება. იაზრებ რომ შენთან აღარ არის. ვერ იგებ მის ხმას, არ ხდება ისეთი რამ, რაც მას უკავშირდება და ტრადიციათაც კი გაქვთ ჩამოყალიბებული.
მონოტონურად - შენ დგები, მიდიხარ მის ახალ სახლში, ხმას არ იღებ, არ გინდა შენი გრძნობების შესახებ ვინმემ გაიგოს.
ჯერ რამდენიმე ცრემლი გადმოგცვივდება თვალებიდან, შემდეგ ისტერიულ ტირილს იწყებ და ვეღარ ჩერდები... სუნთქვა გიჭირს, კანკალებ, ხმას ვერ იმორჩილებ,გულის საშინელ ტკივილს გრძნობ, მის გამაყრუებელ ძგერას, ყელში რაღაც ბურთი გეჩხირება და მხოლოდ იმას ნატრობ, რომ ახლა აქ იყოს.
შენ გვერდით იჯდეს, თუმცა, ის მოკვდა და მას ვეღარასდროს ნახავ,
ვეღარ იგრძნობ სითბოს თავისებურ, ამაღელვებელ ტალღას შენს მხრებზე,
ვეღარ იგრძნობ მისი გულის ფეთქვას,
ვეღარ შეეხები მის ნაკვთებს, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ნაკვთებს, მხოლოდ მას რომ არგო განგებამ.
და იგრძნობ, ძლიერ, აზვავებულ, ქარიშხალივით მოულოდნელად ამოვარდნილ ტკივილს,
იარებად ქცეულ, ნაცნობ ტკივილს.
ტკივილი, რომლის კვალიც არასოდეს გაქრება შენი ცხოვრებიდან.

* * *

თავის ტკივილი მაღვიძებს, გამიკვირდებოდა კიდეც, ამდენის ძილის წამლის შემდეგ, თავი რომ არ მტკენოდა. სამზარეულოში გავდივარ, სადაც დედას კი არა, მამას ვხედავ, რომელიც ნორმალურ საჭმელს კი არა, არამედ ბუტერბროტებს ამზადებს. ვესალმები. უკმაყოფილო სახეზე ღიმილი ესახება.
მაგიდასთან ვჯდები და ჩემ წინ, თეთრ თეფში დებს, მასზე მოთავსებული ბუტერბროტი კი უსიამოვნოდ მიცქერს.
არც მას მოვწონვარ.
- გემრიელია, - ვეუბნები მაშინ, როდესაც ჭამას ვასრულებ და ამჯერად მე ვირგებ დიასახლისის როლს. ის კი სამსახურში გარბის. ისედაც უჭირს ჩემთან ერთად ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არც მას აქვს და არც მე. თუმცა, მე მაქვს სხვა გზა...
კატოს ვურეკავ.
- ჰო, ნინა, - მპასუხობს დაბოხებული ხმით და დარწმუნებული ვარ გულში ათასი სალანძღავი სიტყვით მამკობს.
- უნივერსიტეტში მივდივარ და ორისთვის გამოხვალ? - გულში ბოროტულად მეცინება, მის სიბრაზისგან აწითლებულ სახეს და ძლივს შეკავებულ სიმშვიდეს რომ წარმოვიდგენ.
- იდიოტო! მაგას მერე ვერ მეტყოდი? მე კიდევ რა არ ვიფიქრე! - შევცდი. თავს არ იკავებს და ლამის თავი გამისკდეს.
- ღმერთო...- ამოვიოხრე უშედეგოდ და გავუთიშე.

ჩანთას ხელს ვავლებ და ჩემთვის საშინლად არასასიამოვნო სახლს ვტოვებ. მიუხედავად იმისა, რომ აქ მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული, მაინც არ მიყვარს. ცივი და მოსაწყენი კედლები, ერთნაირი ოთახები, თეთრი ავეჯი, უამრავი უაზრო სურათი, ანტიკვარი ნივთები, რომლებსაც არ უნდა შეეხო! ჩარჩოები, სურათები, უჰაერო სივრცე... ზედმეტი ვარ ამ გარემოსთვის.

*

უნივერსიტეტს თავქუდმოგლეჯილი ვტოვებ და ნაცნობ კაფეში მივდივარ, დარწმუნებული ვარ რომ კატო უკვე იქაა. არც ვცდები, კაფეში შევდივარ თუ არა, მის უკმაყოფილო სახეს ვაწყდები. ისეთი სახით ზის, ბიჭი კი არა, საჭირო რომ არ იყოს, არც მე მივიდოდი.
- ნორას შვილიშვილი მე კი არა, შენ უნდა იყო! ქალი ისე მოკვდა, მარტო მისმა ქმარმა იცოდა მისი ღიმილი. - ვეუბნები და მის აწეულ წარბებს არ ვიმჩნევ.
- გეკითხა ბებიაშენისთვის სად იპოვა ეგ ანგელოზივით კაცი და მეც გავიღიმებდი! - მეუბნება და მზერა არ ცვლის. მის ნათქვამზე ისეთი სიცილი მიტყდება, ყველა ჩვენ გვიყურებს.
- საჭირო დროს იღიმოდა და შენს ცხოვრებაში ეგ საჭირო დროც არ არსებობს.
- ჰო, კარგი, დაასვენე ეგ ქალი საფლავში. რა ხდება, აბა? როგორ ხარ? - მაყრის კითხვებს და თან მიმტან გოგონას შეკვეთას აძლევს.
- გაუსაძლისია ამ კაცთან ცხოვრება. მაგრძნობინებს რომ უნდა წავიდე და თან არც უნდა... სულ იღიმის, ხმას არ იღებ და მოკლედ, რა! არ შემიძლია...
- ნინა კარგი, რა! გადადი იმ სახლში, ჯერ რა მაგარ ადგილზეა! როგორ შეგიძლია მაგ სახლის გაყიდვა, არ მესმის... - აშკარად უკმაყოფილოა ჩემი ახალი გეგმებით.
- ხო იცი რომ სულ დედა მახსენდება და ეგრე ვერ გამოვალ ვერასოდეს მდგომარეობიდან. - ვცდილობ ხმა არ გამებზაროს.
- ჰო, ეგეც მართალია... მაგრამ ტყუილად იყიდა ამხელა სახლი? არ გახსოვს, მე და შენ რომ ვიყავით სულ პირველად და რომ კითხე, ამხელა სახლი რად გინდაო, რა გიპასუხა..? შენთვის ვიყიდე, მინდა სულ აქ იცხოვროო. არ გახსოვს, გოგო? როგორ უყვარდა ის სახლი... შენ კიდე გაყიდვა გინდა! ამდენი წელია იქ ცხოვრობთ, ამდენი მოგონება... არ ვიცი, ნინა. მგონია, რომ იქ უნდა გადახვიდე. პროსტა, ჩემი იმედი უნდა გქონდეს, რა! აი, როცა დაგჭირდება და როცა მეტყვი, სულ დავრჩები, ხო? - ლაპარაკობს და ჩემთან ერთად მასსაც ეტირება. ყველა მოგონება მახსენდება დეტალურად. როგორი სუსტი ვარ! როგორ ვიფიქრე საერთოდ იმ სახლის გაყიდვა. დედას ნაწილის. რა სულელი ვარ...
- დღეს იქ დავრჩები, თუ გავძლებ გადავალ. - ვეუბნები ბოლოს.
კატო რომ არა, ჩემი ცხოვრება საერთოდ არაფერი იქნებოდა. ერთადერთია, რომელსაც შეუძლია გაქცეული, შეშლილი, გალაქტიკაში აჭრილი, მომაბრუნოს და მიბიძგოს ნაბიჯებისკენ! ბაღიდან, პირველი კლასიდან და სულ პატარაობიდან. ყოველთვის ერთად ვიყავით და მასზე ძვირფასი, უბრალოდ აღარავინ დამრჩა...

- მორჩი ტირილს, ვსო! მორჩი, ხო? - მეუბნება და ჩემ გაცინებას ცდილობს. - დღეს დამირეკა დათამ, ჩემმა ბიძაშვილმა, ხოდა ჩემი ძმაკაცები ჩამოდიანო, კლუბში ვიქნებით ყველა და შენ და ნინაც გამოდითო. ხო წამოხვალ? - თემას ცვლის და ამჯერად ბედნიერი ღიმილით იწყებს ლაპარაკს.
- რა კლუბი, კატო, გააფრინე? - მეცინება მის შემოთავაზებაზე.
- ე, კაი რა, ნინაა. - იწყებს წუწუნს, - მარტო არ გამიშვა,რა! - უშედეგოდ მეხვეწება, მაინც არ მივყვები და ისიც ნებდება.

* * *

კაფედან გამოსული, საფლავზე მივდივარ.
მეორე სახლში.
უბრალოდ ვჯდები ცივ ქვაზე და ვუყურებ. ტირილიც აღარ შემიძლია. აღარ მაქვს ძალა.
- მიყვარს ამ დროზე მოსვლა. არავინ არის და მშვიდად ვარ. ჰო... ვცდილობ კარგად ვიყო. დღეს ვაპირებ ჩვენს სახლში დაბრუნებას, მომენატრა ხედი ჩვენი ფანჯრიდან. გახსოვს? ერთად რომ მოვდიოდით, სულ პირველად და უამრავ სურათს რომ იღებდი, ასეთი ლამაზი ადგილი არსად მინახავსო. შემოდგომა გიყვარდა განსაკუთრებით. - ვლაპარაკობდი უემოციოდ, ნელ-ნელა და თითოეული სიტყვა გულს მტკენდა. არ ვჩერდებოდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა... თუმცა, არც ეს შემეძლო.
სწრაფად ავიღე ჩანთა და წამოვედი. საღამოს 10 საათი იყო უკვე. 5 საათია სასაფლაოზე ვარ.
ვგრძნობ მუხლებზე შემოპარულ სიცივეს,
სუსხიანი ამინდი თითქოს ძვლებშიც აღწევს, სისხლს მიყინავს, ლაპარაკის უნარს მართმევს და სრულიად უგრძნობს მხიდს, თუმცა მსიამოვნებს.
მინდა მეტკინოს.

მივდივარ ისე რომ უკან არ ვიხედები, სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები ბილიკს და ერთი სული მაქვს, ნაცნობი ადგილი დავინახო.
ნახევარ საათში უკვე იქ ვარ. ნაცნობ ადგილას. გული მიჩქარდება, რომ წარმოვიდგენ იმ ადგილას...იქ სადაც...

შუა ქუჩაში ვდგავარ, ერთ ადგილას მიყინული და ისე ვარ შემზარავ ფიქრებში გართული, მანქანის გამაყრუებელ ხმასაც კი ვერ ვიგებ.
მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ სიკვდილს გადავურჩი. შიშით ადგილზე შევხტი, ის უფრო შემეშინდა, ვიღაც ბიჭი რომ გადმოხტა და ჩხუბი დამიწყო.
- სულ გაგიჟდი,ტო? კინაღამ მოგკალი. - მიღრიალა. მე ისე ვიყავი შეშინებული, ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
- შენ... შენ დაბრმავდი? ადამიანი რომ დგას, ვერ უნდა დაინახო? იქნებ რა მჭირდა? - ნელ-ნელა ხმას ვუმატებდი და მთელი დღის ბრაზს, ერთად დაგროვებულს, ერთიანად ვუშვებდი და ამ სასტიკი გრძნობისგანაც კი ვიცლებოდი. ვცარიელდებოდი.
- ენა დაამოკლე თორე მე მოგკლავ, თანაც ბევრად სასიამოვნო ხერხით, ვიდრე მანქანის ბორბლებია! - ამჯერად აუღელვებლად მპასუხობს და თვალებში მაშტერდება.
- მანიაკო! - დავუყვირე ნერვებმოშლილმა და ზურგი ვაქციე.
- კარგი, ლამაზო, დამშვიდდი, - ირონიული ღიმილით მიახლოვდება და მისკენ მაბრუნებს, - ძალიან სასაცილო ხარ, იცი? - მეკითხება და უცნაური ღიმილი უკრთება წამიერად. ჩემს დაძაბულ მზერას რომ აწყდება, ხელებს წევს დანებების ნიშნად. - ვატო.
- რამეს უნდა მეუბნებოდეს ეგ სახელი? - ვკითხე გადიდგულებულმა.
- რა თქმა უნდა, - ეღიმება.
- მაინც რას? - ხელები გულზე დავიწვე და წარბაწეულმა ქვემოდან ავხედე.
- მაგალითად იმას, რომ კიდევ შევხვდებით და შეგიძლია მითხრა: "გამარჯობა, ვატო, გამეხარდა შენი ნახვა." - მხრებს უდარდელად იჩეჩს და მანქანისკენ მიდის. - შეხვედრამდე, მანიაკო. - მანქანა ადგილს რომ მოსწყდა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე მომხდარი.
დაბნეული და ჯერ კიდევ შოკში მყოფი მივაბიჯებ სახლისკენ.
ყველა მოგონება ირევა ერთმანეთში.
გაურკვევლობა.
ძილის წამლები და უსასრულობა.

* * *
„ტკივილი. უსაზღვრო. საშინელი. განადგურებს. ნელ-ნელა, აუღელვებლად და თითქოს, არაფერი. მეშინია. მაწვება, ჩემში აღწევს, ფესვებს იდგამს, ხავსივით ედება მთელს ორგანიზმს და ყველაფერს შავი ფერი ედება.
ვკარგავ ყველაფერს, ნელ-ნელა, აუღელვებლად და თითქოს, არაფერი.
საერთოდ არაფერი. თითქოს, არც გიცხოვრია და სინამდვილეში, ყველაზე მეტი გიცხოვრია.
... ერთხელ იბადები, ერთხელ ცხოვრობ და ყველაფერი ასე ხდება... და მერე, სიკვდილზე ფიქრობ და იმაზე, რომ იქნებ მომავალში ბედნიერი იყო...
ცარიელი ხარ.
და თან ყველაზე სავსე.
უგრძნობი ხარ. და თან ყველაზე მგრძნობიარე.
... ისეთ ტკივილებს გრძნობ, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს და ცოცხლად კვდები.
ისე, თითქოს, არც არსებობდი და ამით, ყველაფერი სრულდება ისე, თითქოს არც დაწყებულა.“

ძილის წინ, ძალიან რომ მეძინება, გადავშლი ჩემ მიერ აკინძულ, უცნაური ფორმის წიგნაკს და ვწერ იმას, რასაც ვერასდროს ვიტყვი.
ცარიელი სივრცის მელანქოლიაში ვიკარგები.

* * *

უემოციო მზერით და ტირილისგან შეშუპებული თვალებით ვეხები მოგონებებს.
მხოლოდ მზერით ვეხები,
რადგან ხელებს არ შესწევს მოძრაობის, აღქმის ძალა.

*

ყველა ნივთი, ძველი სურათები, დღიურები და ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა, სარდაფში ჩავიტანე და შევინახე. ავეჯი გადავაადგილე, სახლი დავალაგე და ყველაფერი შევცვალე, რისი შეცვლაც შემეძლო. მისი ოთახი ჩავკეტე და ჩემს ოთახში შევედი.
იმ ღამეს, მშვიდად მეძინა. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად დავიღალე და მკვდარივით დამეძინა. იმ ინციდენტზე აღარ მიფიქრია ბევრი, საკუთარი თავი დავარწმუნე რომ აღარ მაინტერესებდა. დილით გაღვიძებული, შედარებით კარგ ხასიათზე ვიყავი. სამზარეულოში შევედი, იმ იმედით რომ რამე დამხვდებოდა, თუმცა რა უნდა ყოფილიყო... მაცივარი იმედგაცრუებულმა დავხურე და კატოს დავურეკე.
- ჰო, - მიპასუხა სწრაფად.
- რა შვრები? სად ხარ?
- დათასთან სახლში, რა ხდება? - მკითხა. ეგრევე მივხვდი რომ მარტო არ იყო, თორემ მიზეზის თქმას ვინ დაასწრებდა.
- მაღაზიებში მინდა გასვლა და არ გამომყვები? - ასეთ თემებზე კატოს არასოდეს ვურეკავდი, მაგრამ ახლა მარტო ბოდიალი მეზარებოდა.
- გადი შენ და რომ მოვიცლი დაგირეკავ, ხო? - რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ მიპასუხა, არადა ჩემზე მეტად მას უნდოდა მაღაზიებში წასვლა.
- ჰო, კარგი... - ვუპასუხე და გულში დათას ლანძღვა დავიწყე. ახლა გაახსენდა ბიძაშვილი რომ ჰყავს?!

სხვა გზა არ მქონდა, მოვემზადე და გარეთ გავედი. ჯერ მეზობელ ბებოსთან გავჩერდი და განვიხილე ჭორები, რომლებიც საშინლად არ მაინტერესებდა.
- ლელას გოგო გათხოვდა. ისეთი ბიჭიაო გადარეულია მთელი სამეზობლო, მაგრამ მე არ მომეწონა! ცუდი თვალებით იყურებოდა. - მითხრა ნუნუმ. ნუნუ ის ქალია, არასოდეს რომ არ ცდება და ზუსტ დასკვნებს რომ აკეთებს. მთელი დღე ეზოში ზის, ან ფანჯრიდან ზვერავს სიტუაციას, შემდეგ ავრცელებს ჭორებს და ასე გაჰყავს მისი დარჩენილი ცხოვრების ნახევარი.
- ნუნუ, ჩემი შეყვარებული პირველი შენ უნდა გაგაცნო! - ვუთხარი სიცილით და ადგილს სასწრაფოდ მოვწყდი, გამოკითხვები რომ არ დაეწყო. შემდეგ დანანებით არ ეთქვა, ასეთ გოგოს შეყვარებული როგორ არ გყავსო. მერე რაღაცას გამომტყუებდა, გაალამაზებდა, შეფუთავდა და ისეთ ჭორს ააგორებდა, ზუსტად ერთ კვიღაში ვიღაცის ოჯახში შემიშვებდა!

ტაქსი გავაჩერე და მაღაზიებში წავედი. როგორ მძულდა მარტო სიარული... თავს უხერხულად ვგრძნობდი მარტო, ასე მეგონა ყველა მე მიყურებდა და ჭორაობდა, არადა ვის აინტერესებდა, ერთი ჩვეულებრივი უცნობი ადამიანი, რომელიც პროდუქტებს ყიდულობს...
ჩემ ფიქრებზე მეცინება. ტაქსისტს ვაკვირდები, ალბათ 50 წლის იქნება, მეტის თუ არა... აშკარად მოვლილი კაცია, მანქანაც ასეთი აქვს. მართალია, სიმღერებში მოიკოჭლებს, მაგრამ ნორმალური ტაქსისტია.
საოცარია, წვიმის ფონზე, ქართველი უნიჭო მომღერლის სიმღერების მოსმენა... არა, ისეთ მელანქოლიურ განწყობას ქმნის, მინდა კარი გავაღო და მომავალ მანქანებს გადავუხტე.
- უკაცრავად, სხვა სიმღერა რომ ჩართოთ, შეიძლება? - ვეკითხები მორიდებით. სარკიდან ვხედავ რომ ცალ წარბს სწევს, ულვაშებში ეღიმება და ალბათ, გულში მაგინებს კიდეც...
- რა ხართ ეს ახალგაზრდობა... - ჩაიქირქილა და საერთოდ გამორთო რადიო. - გუშინ ჩემი გოგოს ოთახში შევედი. გული კინაღამ გამისკდა! მახინჯი ემოების სურათებით იყო სავსე მთელი ოთახი. ვეკითხები, შვილო, რამე სექტაში ხო არ ხარ, მითხარი სანამ დროა-მეთქი. რას მეუბნება იცი? სექტა კი არა, ნივრანა თუ რაღაც ოხრობა არისო. გამომაგდო ოთახიდან! - ისეთი ემოციით ჰყვება, სიცილს ძლივს ვიკავებ. „ნირვანას“ სახელის ახალ ვერსიას რომ ვიგებ, ისეთი სიცილი მიტყდება, ლამის მისი შვილის ჯავრი ჩემზე იყაროს.
- თქვენ ეტყობა ემოები არ გინახავთ, იმ ქერა ბიჭზე ეგრე რომ ამბობთ! - ვუთხარი დამშვიდებულმა და მისი საოცნებო სიძე რომ წარმოვიდგინე, ისევ თავიდან დავიწყე სიცილი. სავარაუდოდ, დიპლომიანი, იცის ყველა სადღეგრძელო ზეპირად და ხალხში არ შეგარცხვენს, ამჟამად დაკავებულია - სმით. ფლობს - დომინოს.
- თქვენ გათხოვილი ხართ? - ჩემს სიცილს არ იმჩნევს და დარწმუნებული ვარ, რომ საოცნებო სიძე არა, მაგრამ მეორე შვილი ნამდვილად ჰყავს.
- კი, კი. - ვპასუხობ სწრაფად, მანქანას რომ აჩერებს და ფულს იქვე ვუდებ. მანქანიდან გადავდივარ და შენობაში სწრაფი ნაბიჯებით შევდივარ.

* * *

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაქანცული გამოვდივარ, პარკებით ხელში და ტაქსს ვაჩერებ. კატო მეასედ მირეკავს და ჩვენს კაფეში შეხვედრას მთხოვს. ის ყავა თუ არ დავლიე რვა ჭიქა, შეიძლება მოვკვდეო!
ამჯერად უჟმურ მძღოლს ვთხოვ, ცოტა სწრაფად წავიდეს.

- შეგიძლიათ დამელოდოთ? ახლავე ჩამოვალ. - ვეუბნები კაცს. ისიც თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და პარკების გადატანაში მეხმარება. სწრაფად შევდივარ ლიფტში, უფრო სწორად პარკები შემაქვს და მერე მე ვეტენები ძლივს, მეშვიდე სართულზე ავდივარ და ამ ყველაფერს, ერთ ოთახში ვტენი. ისევ უკან ვბრუნდები. კაცი უკმაყოფილოდ აბაკუნებს ფეხებს, არადა რეკორდულ დროში ჩამოვედი...
სადღაც 10 წუთში კაფეში ვარ.

კატოს ვხედავ, ამჯერად მშვიდი სახე აქვს.
- რა ხდება? - ვეკითხები და სკამბზე სუნთქვაგახშირებული, დაქანცული და დატანჯული სახით ვეშვები.
თუმცა, კატოს სახე მაიძულებს, კუნთქების ტკივილი დავაიგნორო.
- სად ხარ ამდენ ხანს? ვზივარ აქ, მთელი ერთი საათია და გელოდები. - აწუწუნდა ისევ. ვხვდები რომ ნამდვილად ის არის და არანაირ სასწაულთან არ მაქვს საქმე.
- ჩემს პროდუქტებზე მნიშვნელოვანი როდიდან გახდა დათა? - ვკითხე სიცილით. ადრე არასოდეს ყოფილან ახლოს, სულ ჩხუბობდნენ. მე უფრო კარგი ურთიერთობა მქონდა დათასთან, ვიდრე კატოს. დათა ცოტა უცნაური იყო. საშინლად ჯიუტი, ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც უნდოდა და რატომღაც ოჯახები აღფრთოვანებაში მოჰყავდა მის ხასიათს, რამაც კატოს მარტოსულობა და უხასიათობა განაპირობა.
- გუშინ ღამე დამირეკა, ჩემი ძმაკაცი, ირაკლი გელოვანი მოგაკითხავს და ჩემთან მოდიო. გამითიშა, სიტყვის თქმაც კი არ მაცადა, მაგ დეგენერატმა! მერე იმ ირაკლიმ დამირეკა, ჩამოდიო და გათიშა. მეთქი, რა ხალხთან მაქვს საქმე!- როგორც სჩვევია, დაიწყო ემოციებით მოყოლა, რაშიც ხელებიც და თითქმის ფეხებიც ჩართო! - ჰოდა, ჩავედი და იდგა სერიოზული სახით. არც გამიღიმა, არც არაფერი საერთოდ. სწრაფადო მითხრა და ზუსტად 5 წუთში, უკვე იქ ვიყავით. ნუ, მოკლედ, ავედი და რას ვხედავ?! ჩემი დეგენერატი ბიძაშვილი, გაწოლილი დივანზე სისხლის აბაზანას იღებს! ისეთი კივილი ავტეხე, კინაღამ გავგიჟდი! ეს შერყეული კიდე დამცინოდა, სისხლის გეშინია, შენ პაციენტს როგორ გადაარჩენო. ისე გავმწარდი! - ლაპარაკობდა აწითლებული სახით და სახეზეც ეტყობოდა გაბრაზება. კატო მეორე კურსზე იყო, სამედიცინოზე სწავლობდა და ასე თუ ისე, გაეგებოდა ეს საქმე. ნუ, ადამიანს არ მოკლავდა... ნუ, ვიმედოვნებთ.- შევუჩერე სისხლი და იქ ვიყავი, მეთქი რამე არ დაემართოს, ნათესავია მაინც. - ჩაიხითხითა და ყავა მოსვა. - ისეთი ჯიუტია, არაფერი არ მითხრა.
- ახლა გაიცანი? რომ მოკლა, თუ არ უნდა, არაფერს გეტყვის.
- ჰო, გამაცნო ეს ირაკლი, თან იცი როგორ? გაიცანი, ეს ირაკლი გელოვანია, ჩემი ძმაკაცი! რაც ტელეფონში მითხრა... - ეცინებოდა კატოს. - მერე თავისი ორი ძმაკაცი მოვიდა, ერთს ვიცნობდი კლუბიდან. ირაკლის და მეორეს არა. მაგარი სერიოზული ტიპები არიან! ჯერ რა გამოხედვა აქვთ, აი, მზერით გკლავს, რა. - თვალებს ვატრიალებ. მძულს, ასეთი გაბუქება რომ იცის!
- ის მესამე, საერთოდ დარტყმულია! ერთი თვე ყოფილა თეკუნასთან და მისმა ყოფილმა დაქალმა მითხრა, გოგოს მაგრად უჩალიჩებდაო! რაც უნდოდა იმას აკეთებინებდა და ეს ხმას არც იღებდაო.
- ვაიმე, კატო, რატო იჯერებ მაგ ზღაპრებს? - სერიოზულად მეცინება. - ჭორი იქნება, ტიპი რომ გამოჩნდეს და შენნაირები დააგოიმოს. თან ეგ ცხოვრებისეულად სევდა თეკუნა თავის უჭკობას სხვის მანიპულაციას აბრალებს.
კატო ისეთი ჩაფიქრებული მიყურებს, გული მიგრძნობს რაღაც საშინელება უნდა მითხრას და სულიერად ვემზადები!
- გეხვეწები, არ მითხრა რომ რომელიმე მოგეწონა! - ვევედრები და სახეზე ხელებს ვიფარებ. ის კიდე თავს აქნევს. - კაი, რა, კატო! ერთ დღეში?
- გეფიცები, მერვე საოცრებაა! ვაიმე, ეგ მაისურის გარეშე, ღმერთო! - ჩუმად კივილს იწყებს და პირზე ხელს იფარებს. - იცი, რა სიმპათიურია ეს ირაკლი? აი, love at first sight დამემართა
- არა და არც მაინტერესებს, დეგენერატო! - მეცინება. - ეგ კი არა, მამაჩემმა დამირეკა დღეს და არც შეუმჩნევია, გუშინ სახლში რომ არ ვიყავი.
- აუ, ღადაობ?
- ხო, იცი, არ მაინტერესებს ეგ საკითხი, მაგრამ მაინც გული დამწყდა. აი, როგორ ვერ შეამჩნია? - სერიოზულად მიკვირს.
- რანაირი კაცია, რა! შეეშვი საერთოდ.
- ჰო, ეგრე სჯობს. - ვეთანხმები. - მალე უნდა წავიდე მე, ყველაფერი ერთ ოთახში შევყარე და დასალაგებელია. თან მაგრად დავიღალე.

იმ ღამის შესახებ არაფერი მითქვამს... ან რა უნდა მეთქვა. ჩხუბს დაიწყებდა, ფსიქოლოგიურ ლექციას ჩამიტარებდა სასაფლაოზე რომ ვიყავი, მერე თავის პროფესიას გამოიყენებდა, მეტყოდა გაცივდები და შვილი არ გეყოლებაო, შემდეგ სიყრმის მეგობრის პოზიციას დაიბრუნებდა და იმ ბიჭზე ყველაფერს გამომკითხავდა. გარეგნობაზე, მანქანაზე, ფეხის ზომაზე... წარმოგიდგენიათ, ვინ არის ეკატერინე ამაღლობელი?

კაფედან გამოსული, კატო ვიღაცას ხელს უქნევს და უცინის, მხოლოდ რამდენიმე წუთში გავიხედე ადრესატისკენ და ნაცნობი მანქანის დანახვისას მივხვდი, რომ ცხოვრება ძალიან დამცინის.
- ვინ არის? - დაზაფრულმა გავხედე მოცინარს.
- ვატო სანიკიძე, დათასთან გავიცანი - მეუბნება და არეალიდან აწ უკვე გამქრალს მანქანას თვალს აშორებს.

* * *
ჩართულია CLANN - I Hold You
ნელ-ნელა იღვრება ჩაბნელებულ ოთახში სიტყვებად ქცეული გრძნობები,
კედლებს ეხეთქება მძიმე,
ძალიან მძიმე მელოდია და უცნაურ სიმსუბუქეში ეხვევა დაძაბული, მტკივნეული გარემო.

ფიქრი იმაზე, რომ ვიღაც უარესად ცხოვრობს, ვიდრე შენ,
თავი დაიმშვიდო და გაიმხნევო იმით, რომ ვიღაც სიცოცხლეს ებრძვის პირდაპირი გაგებით,
მაგრამ მარტოდ შთენილ არსებაში კიდევ ერთი მე არსებობს, რომელიც ფიქრობს, რომ ყველას ტანჯვა იზომება ცალკეულად და არა - ერთად.
ბრძოლა სიცოცხლესთან არაპირდაპირი გაგებით ბევრად რთულია.
იქედან გამომდინარე, რომ პირდაპირი გაგებით ერთხელ კვდები,
არაპირდაპირად კი ბევრჯერ,
უამრავჯერ,
ყოველდღე.
და ბოლოს მაინც ის რჩება,
რომ სადღაც სივრცეში,
ვიღაცის გარეშე, სრულიად მარტო რჩები,
მარტო და სულში ისეთ სიცარიელეს გრძნობ, თითქოს ვიღაცამ თავისი ხელით შეაღწია შენს კანქვეშ და რაღაც,
რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოგაცალა.
თითქოს ჰაერშია შენი მჩატე, სულისა და ორგანოების გარეშე დარჩენის სხეული,
ამ ყველაფერს კი,
რომელიღაც მაღალ შენობაზე შემომჯდარი უყურებ და გეუცხოვება ის ადამიანი,
რომელიც ჰაერში ფარფატებს,
გეუცხოვება ის ადამიანი,
რომელიც შენ ხარ.
მარტო დარჩენილი,
სივრცეში მოფარფატე,
მომაკვდავი,
გამოღვიძებაზე მეოცნებე,
იმ იმედით, რომ ყველაფერი ძველებირად უარესად იქნება.

* * *

ყავას ვაკეთებ, შუქებს ვაქრობ და Cigarettes After Sex-ის Sweet-ს ვუსმენ.
იმ ხედს ვუყურებ, თავიდანვე აღფრთოვანებაში რომ მოგვიყვანა ყველა.
ვუყურებ მშვიდ, უმთვარო ღამეს და ვტკბები იმ უცნაურობით, რომელიც ღამეს ახლავს თავს.
ღამის ბურუსშია გახვეული სამყარო, თითქოს.
ნაცრისფერ ჭიქაზე შემოწყობილ თითებს ვაკვირდები.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარს როცა რაღაცას ან ვიღაცას ვაკვირდები,
მომწონს იმ დეტალების დაჭერა, რომლებსაც ვერავინ ამჩნევს.

ფიქრებიდან ზარის ხმას გამოვყავარ. სწრაფად ვდგები, ჭიქას მაგიდაზე ვდებ და ერთ ოთახში შუქს ვანთებ. კარის გასაღებად მივდივარ და რადგან გარეთ შუქი არ არის, დაუფიქრებლად ვაღებ.
ვაღებ თუ არა, სიბნელეში მდგომ ვატო სანიკიძეს ვხედავ და გაოცებისგან ადგილზე ვშეშდები.
აქ რა უნდა?!
- ჩემთან ვალში ხარ, - წამში ხვდება ჩემს ფიქრებს და ოდნავი ჩაცინებით მპასუხობს. ერთი ხელით კედელს ეყრდნობა, მეორე მუცელთან აქვს მიდებული. დაღლილი სახე აქვს. სახე მთლიანად თეთრი. რამდენიმე წამი მიყურებს, ხმას რომ არ ვიღებ და დარწმუნებული ვარ, ნამდვილი იდიოტი სახე მაქვს, გვერდით მწევს და სახლში შედის. იქვე, დივანზე ესვენება და მიყურებს.

- მოიცა... - ვლუღლუღებ დაბნეული. - აქ რას აკეთებ? ან რა ვალში ვარ? - ვეკითხები დაბნეული. დასამშვიდებლად და გამოსაფხიზლებლად ცივ თითებს სახეზე ვიდებ და მომხდარის გააზრებას ვცდილობ.
- შემთხვევით რომ არ მოგკალი და შემდეგ არ შემომაკვდი! - ბოროტულად, დაბალ ხმაზე ეცინება. - მოკლედ, ზედმეტი კითხვების გარეშე, ყველაფერი ვიცი. დათას ნაცნობი რომ ხარ, ეგეც. - მეუბნება აუღელვებელი ტონით. მე „უკაცრავად?“ სახე მაქვს. დათას „ნაცნობი“? - ნაკაწრი მაქვს და დამიმუშავე, თუ რა თქმა უნდა, არ მომკლავ. - ქვემოდან ამომხედა და მაისური აიწია. აშკარაა, ჩემი რეაქცია ართობდა. - აქვე ვიყავი, სხვა გზა არ მქონდა.
- კატოს რომ დავურეკო? - ვეუბნები დაბნეული და მის იდეალურ სხეულს თვალს ძლივს ვაშორებ.
- იქნებ კინოშიც გაგვევლო, მერე სადმე კაფეში დავსხდეთ, ყავა დავლიოთ, რა პრობლემაა, - ცინიკურად იცინის და მხოლოდ ახლა ვაკვირდები მის "ნაკაწრს". - ან ვალი გადაიხადე, ან მოვკვდები და მართლა მოგიწევს გადახდა.
დაბნეული დავდივარ აქეთ-იქეთ და საჭირო ნივთებს ვეძებ ჭრილობის დასამუშავებლად. დროა კატოს თეორიული მასალა, პრაქტიკაში გამოვიყენო. საუკუნის შემდეგ ვპოულობ ყველაფერს და მის გვერდით, დივანზე ვჯდები. ვხედავ როგორ ეჭიმება ხელებზე ძარღვები, გაყინული თითებით რომ ვეხები მის ჭრილობას. ვფიქრობ, რომ სტკივა და მის ასეთ რეაქციას ამას ვაბრალებ. ვცდილობ მშვიდად გავაგრძელო ჩემი საქმე, მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი. ხელები მეყინება, სუნთქვა მეკვრება, მგონია რომ რაღაც ურთულეს ოპერაციას ვაკეთებ.
აბაზანაში შევდივარ, სისხლიან ხელებს ვიბან, ვიმშრალებ და მისაღებ ოთახში გავდივარ. მის გვერდით ვჯდები და ვუყურებ, ისე თითქოს, ვერ მამჩნევს.
წვერი დაბალზე აქვს, კაპიუშონიდან ჩანს რომ თმაც. სწორი ცხვირი და შავი თვალები, უცხო ნაკვთები და უბრალოდ, საშინლად მაგარი სხეული!
მგონი კატო მჭირს...
- კიდევ დიდხანს უნდა მიყურო? - მეკითხება და ირონიულად ეღიმება.
- მადლობა თქვი, საერთოდ რომ გიყურებ! - ვპასუხობ და თვალს ვარიდებ. გამორთული ტელევიზორიდან, ძალიან კარგად ჩანს!
- მიხარია ზედმეტ კითხვებს რომ არ სვამ. - კმაყოფილი აღნიშნავს ჩემს დადებით თვისებას.
- რომ გკითხო, მიპასუხებ?
- არა. - თვალს მიკრავს აშკარად გამხიარულებული.
მიყურებს. არც მე ვაშორებ თვალს და უფრო კარგად ვაკვირდები.
კატოს სიტყვები მიტრიალებს გონებაში.
love at first sight...
არა, სისულელეა.

ის თავის ფიქრებშია.
მე სხვა სამყაროში.

ფიქრებიდან, ზარის ხმას გამოვყავარ. ვცბები. ამ დრო ვინ უნდა იყოს... ვატოს ვუყურებ.
ის დივანს ეყრდნობა და დგება.
- მე გავაღებ. - მეუბნება და კარისკენ მიდის.
არ ვეწინააღმდეგები.
- ნინაა... - მესმის ვატოს ხმა და მეც კარისკენ მივდივარ. კართან ნუნუ დგას, ბავშვით ხელში და ჯერ ვატოს უყურებს, შემდეგ მე.
- ნინა, რა უნდა გთხოვო შვილო, ლანას დედამთილი გახდა ცუდად და საავადმყოფოში უნდა წავიდეთ, საბას ხომ დაიტოვებ? - მეუბნება და შაქარივით დნება. რომ არ ვიცოდე, მისი აფერისტი ხასიათი, ვიფიქრებდი, ნუნუ გამოცვალეს-მეთქი. მე დაბნეული ვუქნევ თავს, ისიც მის შვილიშვილს მაჩეჩებს და მის ნივთებს კედელთან მდგომ ვატოს აწვდის. - დაგირეკავთ იქედან. - მეუბნება და ვატოს თვალს არ აშორებს - კაი ბიჭია, კაი. - მეჩურჩულება დაბალი ხმით და უცნაურად მიღიმის. ნუნუ ჩემგან ნაძალადევ ღიმილს რომ იღებს, მხოლოდ მაშინ შედის ლიფტში. მე ჯერ კიდევ გაოცებული ვუყურებ ერთი წლის საბას, მის ნივთებს და ვატოს, რომელსაც კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს სახეზე.

- დაიძინა? - ვკითხე სანიკიძეს, რომელიც ზურგით დივანს მიყრდნობოდა და ბავშვის დაძინებას ცდილობდა. მართალია, მის გაგდებას ვაპირებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბას გამოუცვალა, უფრო სწორად, ჩემი დახმარებით ჩააცვა პამპერსი და შემდეგ, საჭმელიც გაუმზადა, მივხვდი, რომ საჭირო პიროვნება იყო და მისი გაგდება დროებით გადავდე. ნუ, ნუნუს დაბრუნებამდე მაინც.
- მგონი. - მითხრა. უცნაური მზერით შემომხედა. მივხვდი რომ მოქმედების დრო იყო, საშინლად მაინტერესებდა მისი ცხოვრება. რა გასაკვირია, მე ხომ მარტო სახელი და გვარი ვიცი, საშინელ ჭორებთან ერთად.
- შვილი გყავს? - ვკითხე აუღელვებლად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ ძალიან უაზრო რაღაცები წამომცდება ხოლმე!
დავინახე, როგორ გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხესთან, ძალიან უნდოდა ხმამაღლა გაცინება, მაგრამ მის ხელებში არსებულ მძინარე არსებას რომ დახედა, სახე სასაცილოდ დამანჭა.
- ეგრე ძაან თუ გინდა, მე არ მაქ პრობლემა. - თვალი ჩამიკრა და ჩუმად ჩაიცინა. - დაფიქრდი იმ ქალის მოსვლამდე, რამდენი გინდა. - მითხრა მხიარული ხმით, აშკარად ნასიამოვნები და კმაყოფილი ხმა ჰქონდა. მართალია, ჩემი მზერა, რომელიც ნუნუს მოსვლის დროს მქონდა, მას უფრო ამხიარულებდა და იდეაში უნდა მიმხვდარიყო, რომ ნერვებს მიშლიდა, მაგრამ გულში მაინც მეცინებოდა ჩემ თავზე! ყველაფერი მე ხომ უნდა დამემართოს...
სად გადავეყარე? ან რა უფლებით შემოვარდა ჩემ სახლში?

- მომისმინე! გიჟი ხარ? ვინ ხარ საერთოდ და რა უფლებით შემოვარდი ჩემს სახლში, თან დამცინი, თან არაფერს მეუბნები შენზე და კიდევ, ჩემს საქმესაც აკეთებ! მაგ ბავშვს ჩემს მკლავებში უნდა დაეძინა და არა შენსაში! - ჩუმი ხმით "ვღრიალებდი", არა, ეს სიტყვა არ შეესაბამება, ვჩურჩულებდი და მის არაფრისმთქმელ მზერაზე, რომელიც ფანჯრისკენ იყო მიმართული, ნერვები მეშლებოდა!
- არ მისმენ? - ვკითხე ბოლოს და ხელი სახესთან ავუფრიალე. - იმედია, ჩემს სახლში არ მოგინდა სიკვდილი, - თვალები ავატრიალე და თავზე ხელი დავადე, - არა, ცოტა ცივი ხარ, მართლა რამე ხო არ მოწიე? სიკვდილი თუ გინდოდა, რაღა აქ მორბოდი? - რა თქმა უნდა, დავიწყე უაზრო ლაპარაკი და მისი თავიდან ხელს არ ვიღებდი. რატომღაც მსიამოვნებდა რბილ კულულებს რომ ვეხებოდი.

- ლამაზი ხედია. - მითხრა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ცისთვის.
- იდიოტი, - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- გამომართვი ბავშვი! - მითხრა და მეც წამში გავიაზრე მარტო დარჩენის საშიშროება, ბავშვთან ერთად. მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. უცნობ ადამიანს ასე არ უნდა ველაპარაკო!
ხო, უცნობ ადამიანს, რომელმაც კინაღამ სული გაგაფრთხობინა, ახლა შენ სახლში შემოიჭრა და ზედმეტად ოჯახურ მომენტებს, უფრო ჰარმონიულს ხდის.
- შენ უფრო გიხდება, - გავუცინე აფერისტულად და ჩემი ჭკუით "დავამშვიდე". ხმა არ ამოუღია, ჩაძინებულ ბავშვს სახეზე ეთამაშებდა. მე მას ვუყურებდი და მის თმებზე შეხების სურვილით ვიწვოდი! როგორი ნაზი კულულები ჰქონდა... რამდენიმე უდიერად ჩამოჰყროდა სახეზე.

- დაასრულე ჩემი შესწავლა? - გადმომხედა ცინიკური სახით. მე სწრაფად მივაბრუნე თავი, იმის დამტკიცების მიზნით, რომ არ ვუყურებდი, მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო. ცოტათი შემრცხვა კიდეც, ასეთ სიტუაციაში პირველად ვიყავი. ზოგადად მიყვარს ადამიანებს რომ ვაკვირდები მალულად, მაგრამ ასე ღიად პირველად გამოვხატე ჩემი ინტერესი.
- ისა... აბა, შენ არაფერს მეუბნები... - ვიმართლე თავი უცებ, - რამდენი წლის ხარ?
- 24-ის. - მიპასუხა რამდენიმე წამის შემდეგ.
- აი, თურმე საიდან გაქვს გამოცდილება, თვითონ ბავშვი ყოფილხარ! - ვუთხარი ნიშნისმოგებით.
- შენი იუმორი ბავშვს ძილს უფრთხობს! - მითხრა ირონიული ჩაცინებით.
- ადამიანებს არ ვიცი, მაგრამ იუმორს კლავ!
- ნუ ტლიკინებ! - გამაფრთხილა და აჭყავლებულ ბავშვს ბოთლი მისცა, სადაც თბილი რძე ესხა.
- მომკლავ? - გავეჭიმე მე.
-შენ აზრზე არ ხარ, ჯიუტ გოგოებს რას ვუშვები... - თვალი ჩამიკრა და ჩემს შეშფოთებულ სახეზე გაეცინა. თან როგორ გაეცინა! - შეგეშინდა, პატარა? - მკითხა და წარბები სასაცილოდ და ავის მომასწავლებლად აათამაშა, მე ენაჩაგდებული ვიჯექი და არ ვიცოდი რა მეთქვა. ან რა უნდა მეთქვა... საერთოდ, ეს სიტუაცია საშინლად მაბნევდა!
- ნერვებს ნუ მიშლი, ბავშვს მიხედე! - შევუბღვირე და რძით კინაღამ დამხრჩვალ ბავშვს გაოგნებულმა შევხედე. სწრაფად მოვკიდე ბოთლს ხელი, იმ იმედით, რომ წავართმევდი, მაგრამ ისე ძლიერ ჩასჭიდებოდა თავის საჭმელს და ისე სწრაფად ჭამდა, რომ ვერ მოვახერხე. ბოლოს, ვატოც მიხვდა რომ ბავშვს შემთხვევით ვკლავდით და ბოთლი სწრაფად გამოგლიჯა, გაწითლებული ბავშვი ძლივს ვსუნთქავდა.
- ვაიმე, მოკვდა? - ვკითხე უცებ და საბას ზურგზე ხელი მოვუსვი, მერე შუბლზე მივადე, როგორც ამ დროს შვრებიან ხოლმე. ორივე შეშინებულები ვიყავით, ვატო ბავშვზე ფიქრობდა, მე ბავშვზე და უფრო მეტად ნუნუზე!
- დააწვინე, ოღონდ მუცელზე.
- დარწმუნებული ხარ?
- ა..არაა.. - ვუპასუხე დაბნეულმა და სწრაფად დავაწვინე იატაკზე მუცლით. თან ზურგზე ხელს ნაზად ვურტყამდი. ცოტახანში მგონი გადაყლაპა საჭმელი და ამოისუნთქა.
- მგონი გადავრჩით. - დავარღვიე ჩამოწოლილი სიჩუმე. ორივემ შვებით ამოვისუნთქეთ და ატირებულ ბავშვს შევხედეთ, რომელიც კიდე საჭმელს ითხოვდა. - შანსი არაა! ნუნუს მოსვლამდე სულ რომ გასკდეს, საჭმელს არ ვაჭმევ! - ვთქვი გადაჭრით და ბოთლი სამზარეულოში გავიტანე. გავრეცხე, გავაშრე და თავის ნივთებში ჩავუდე. ისევ ოთახში დავბრუნდი. ვატო საბას ეთამაშებოდა და აცინებდა კიდეც.
ამღერებულ ტელეფონს დავხედე, უცხო ნომერი იყო. სწრაფად ვუპასუხე.
- გისმენთ. - აღელვებულ ხმას ძლივს ვიმორჩილებდი.
- რა ხმა გაქვს? მოხდა რამე? - გაისმა ნუნუს ხმა და მეც ადგილზე შევხტი. თან ვატოს ვანიშნებდი, ბავშვისთვის ჩაეცვა და ცრემლიანი თვალები მოეწმინდა.
- არა რა უნდა მომხდარიყო... უუბრალოდ, ისა, ხელი დავიწვი, და.. - ვუპასუხე დაბნეულმა,
- ვაიმე, რა მითხარი! მაქ სახლში დამწვრობის მალამო, ბავშვი ჩამოიყვანე თან და მოგცემ მალამოს. - მითხრა ვითომ ჩემი დამწვრობით შეშფოთებულმა, მეც შვებით ამოვისუნთქე.
- აა, კარგი. - ვუთხარი სწრაფად და გავუთიშე.
- წავედით! - ვუთხარი ვატოს, კარი ჩავკეტე და პირველ სართულზე ჩავედით. ლიფტში მხოლოდ საბას ხმა ისმოდა.
- ბავშვზე სანამ იფიქრებ, სჯობს ჯერ “მომავალი დედების” კლუბში ჩაეწერო. - მითხრა და თვალი ჩამიკრა.
- დამპალი! - ჩავიდუდღუნე მე და ლიფტიდან გასულ დაჩის, უკან ავედევნე.
ნუნუ კართან იდგა და გველოდებოდა.
- ჩაიბარეთ. - ვუთხარი ნუნუს და ბავშვი მივაწოდე.
- ხომ არ გაგაწვალათ? - მე და ვატომ ერთმანეთს გადავხედეთ.
- აა.არაა. ისეთი მშვიდია, ეძინა და ჭამდა. - ვუთხარი სწრაფად და იქვე აყუდებულ სანიკიძეს, გასასვლელისკენ ვუბიძგე.
სადარბაზოდან გასულს სიცილი ამიტყდა.
- ახლა თუ არ გავისეირნე, მოვკვდები! ღმერთო, ეს რა იყო! - ამოვთქვი ჯერ კიდევ შოკში მყოფმა.
- ბავშვის ყოლის სურვილი დავკარგე, ტო! - ეტყობოდა რომ ისიც ჩემ დღეში იყო. - წამო, წამო, გავიაროთ. - მითხრა და წელზე მოხვეული ხელით ქუჩის დაღმართისკენ მიბიძგა.
- ჭრილობა? - ვკითხე გაოცებულმა.
- დაიკიდე.

მივდიოდით მე და ის,
კატოს სიტყვები ტრიალებდა კვლავ გონებაში.

* * *
ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა... მე არ ვიცოდი იმ მომენტში რა მინდოდა.
მივდიოდი, ვიცინოდი, ბევრს ვლაპარაკობდი, ვუყურებდი, თმაზე ვეფერებოდი და ვხვდებოდი რომ ის იყო ჩემი მეორე მე.
ხომ გქონიათ შემთხვევა, როდესაც იაზრებთ, რომ თქვენთვის უცნობი ადამიანი, ძალიან ახლობელია...
რაღაც მაგნიტური ძალით დაკავშირებული,
გადახლართული.

უცხო, ამოუცნობი, არაფრის მომცემი, მაგრამ მაინც სასიამოვნო.
ყველაფერი სასიამოვნოა, რაც სახიფათოა, ან აკრძალული, ან ისეთი, რომლის დასასრულიც უკვე იცი ან გული გიგრძნობს.

- როგორ გავიგო მიყვარს თუ არა?
პასუხები ძალიან ბანალურია და თუ ამ პასუხებით ვიმსჯელებთ, მივხვდებით, რომ ან ყველა გვიყვარს, ან ყველა გვძულს.

* * *

- მარსზე წასვლა რომ შეგეძლოს, წახვიდოდი? - ვეკითხები ვატოს.
მიყურებს, რაღაც ამოუცნობი მზერით. თითებს თმებში იცურებს, ტუჩის კუთხესთან ღიმილი ეპარება, ერთი ხელით ბეჭზე მეხება, ჩემთან ახლოს მოდის, მის სუნთქვას კისერთან ვგრძნობ. ყველაფერი წამის მეასედში ხდება, მაგრამ რაღაც უსასრულოდ იწელება.
მისი ტუჩები კისერთან მეხება. არ მკოცნის. უბრალოდ ტუჩებს მადებს, კანკალი მეწყება.
ეს ხომ... ეს ხომ ასეთი უცხოა ჩემთვის.
ნაზად მკოცნის და უკან იხევა.
- წავიდე'თ. - დამატებული "თ" რაღაც ჯადოსნურ ელფერს სძენს, თითქოსდა ჩვეულებრივ, გაცვეთილ სიტყვას.
- როგორ წავიდეთ?
- დიდი სიამოვნებით გადავცურავდი ზღვას, რომ გეთქვა აზერბაიჯანში წავიდეთო, მაგრამ მარსი ბევრად რთულია, არა? - უაზროდ ვიცინით.
- გიჟი ხარ, რა! - ვეუბნები სიცილით და ქუჩის დასასრულისკენ მივდივართ.
- მე მომწონს თბილისი, აქ რომ ვარ, თავს სახლში ვგრძნობ. თითქოს ჩემია, რა..
- თბილისი ზედმეტად გადატვირთულია, არა? - ვეკითხები და ვუყურებ.
- შეიძლება. მაგრამ ყველა ქალაქი გადატვირთულია იმით, რაც არ უნდა იყოს, ეს შენ უნდა შექმნა შენი იდეალურობა, შენი სახლი, ცხოვრება. თუ რამე არ იპოვე კარგი, მაშინ მარსზეც ვერ იცხოვრებ, ის სულ ცარიელია. შენი ცხოვრება ისე უნდა მოაწყო რომ თავისუფალი იყო. არა, პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგულისხმობ, ეს შენ უნდა გრძნობდე თავისუფლებას, თავი რაღაც განსაკუთრებულად უნდა იგრძნო და თუ ასე იგრძნობ, ანუ კარგად გიცხოვრია და შენი ცხოვრება შენ თვითონვე შეგიქმნია. მე? მე ისიც კი მაბედნიერებს, შენს გვერდით რომ მივდივარ, მესმის შენი ნაბიჯების ხმა. გგრძნობ, ნინა. - დაბალი ხმით მეუბნება.
- როგორ შევქმნა ბედნიერება? - ვცდილობ, ათრთოლებული სხეული დავიმშვიდო ისე, რომ ხმა არ გამიტყდეს.
როგორ შეიძლება, ადამიანმა გითხრას ასეთი სიტყვები და არ მოკვდე,
ბედნიერებით, გული არ გაგისკდეს.
- აკეთე ის, რაც გაბედნიერებს. იყავი მასთან, ვინც გაბედნიერებს. იცხოვრე ისე, რომ იგრძნო თავისუფლება.
- მოიცა, თავისუფლება როგორ ვიგრძნო. მეუბნები, პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგულისხმობ თავისუფლებასო...
- წარმოიდგინე გული, ხო ხდება ხოლმე რომ ზოგჯერ ცუდ რაღაცას გიგრძნობს, ან ცუდი აზრები გაწუხებს და გული უცნაურად გიცემს, ან რაიმეს იხსენებ და გული გტკივა. აი, ამ ყველაფრისგან უნდა გათავისუფლდე. სადღაც გულთან, ან გულში უნდა იგრძნო ზედმეტი ბედნიერება, სიკვდილის მერეც რომ გაგყვეს ისეთი და მიხვდები რომ თავისუფალი ხარ ამ ცხოვრებისგან. გაბედნიერებს შენი ყოველდღიურობა, ხალხი რომელიც არის შენ ირგვლივ, ცხოვრება რომელიც გაქვს და შენ! საკუთარი თავის სრულყოფილებაში უნდა იყო დარწმუნებული. ტვინი უნდა გაასუფთავო იმ ფიქრებისგან რაც შენ ბედნიერებას ჩრდილავს, არ გაძლევს საშუალებას იყო ბედნიერი, მაგრამ შენ უნდა იყო ძლიერი რომ არ მისცე საკუთარ თავს იმის უფლება რომ იყო უბედური! იცოდე, საკუთარ თავზე დიდი მტერი არ არსებობს.
- უცნაურია... ყველაფერი ისეთი უცნაურია... თავი ცამეტი წლის ასაკში მგონია, მაშინ ვიყავი ასეთი დეპრესიული. არ ვიცი რა მინდა, საერთოდ ისეთი დაღლილი და დაბნეული ვარ. გეფიცები, საერთოდ არაფერი არ ვიცი. - ვლუღლუღებდი დაბნეული. მართლაც საშინლად ვიყავი.
- იცინე ბევრი, გიყვარდეს ყოველთვის და გქონდეს იმედი რომ ყველაფერი ცუდი შეიცვლება. იყავი ძლიერი, არავის მისცე უფლება, რომ ცუდად იყო. ცხოვრებამ არ უნდა გაჯობოს, რა. ერთხელ ცხოვრობ, ერთხელ და გამოიყენე! იცხოვრე უბრალოდ. აკეთე ის, რაც გინდა და არ უსმინო ხალხს. გჯეროდეს ერთის და არა ბევრის. ხალხი ყოველთვის იმას იტყვის, რაც აწყობს, ან საერთოდ არ აწყობს და უბრალოდ უსწორდება სხვაზე ლაპარაკი.
- ანუ ის რასაც შენზე ამბობენ ტყუილია?
- გააჩნია რას ამბობენ. არასწორად ვცხოვრობ თუ არა? არ ვიცი, იქნებ სიმართლეა. იცი, რატომ? მე შემიძლია იმ ადამიანს სიკვდილი დავანახო, ვინც ჩემს ბედნიერებას ხელს უშლის და თავი უბედურად მაგრძნობინებს. ნებისმიერი, ვინც ჩემ პირად ბედნიერებას შეეხება, მოვკლავ. უცნაურია, არა? ყოველთვის იმას გვეუბნებიან კაცის მოკვლა არ შეიძლებაო, ჩვენ პატარა ბავშვებივით ამას ვეთანხმებით, მაგრამ ის კაცი თუ შენ ცხოვრებას გიკლავს და ამით სიამოვნებას იღებს, არის სიცოცხლის ღირსი? არ არის! - აუღელვებელი ტონით საუბრობს. ისე, თითქოს ზღაპარს მიყვება. თუმცა, მის წარმოთქმულ ყოველ სიტყვაში არის ემოცია და იმ სიტყვის შესაფერისი გრძნობა.
- ჰო, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, შენც უცნაური ხარ.
- დადგება დრო, მეც გავჩვეულებრივდები და გაგახსენებ- ამბობს და ეცინება. მე ვიღიმი.
- იქნებ მე ვუცნაურდები? - ეშმაკურად ვიცინი.
- სიამოვნებით დაველოდები მაგ დღეს. - მიახლოვდება. - მალე, პატარავ. - ხელით არეულ თმას მისწორებს და ჩემს ათრთოლებულ სხეულს ეხვევა.
მათბობს.
- მოდი, მანქანაში ჩაჯექი, სახლში აგიყვან. - მეუბნება რამდენიმე წუთის შემდეგ და მისი მანქანისკენ მიდის. მეც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მივდივარ და მის გვერდით ვჯდები.
ზუსტად ხუთ წუთში, ან უფრო ნაკლებ დროში ჩემს სადარბაზოსთან ვართ.
- ჭკვიანად იყავი, იცოდე ... და ნელა იარე! - მაფრთხილებს და ლოყაზე მკოცნის.
- ვეცდები. - ვპასუხობ მეც და სწრაფად გადავდივარ.
- შენს გაუცნაურებას ველოდები, ნინა. - სადარბაზოსთან მდგომს ჩამესმა მისი ბოლო სიტყვები და გამეღიმა.
- მალე, პატარავ. - ვუმეორებ მის სიტყვებს სიცილით და მასაც ეცინება.
ვაკვირდები მის სახეს.
იდეალურს,
იმდენად იდეალურს, რომ ჟრუანტელი მივლის.

***

ოთხი დღე გავიდა იმ დღის შემდეგ.
მონატრება მონატრებად დარჩა.
არაფერი შეცვლილა, მაგრამ მე შევიცვალე ვატოს წყალობით.
მისი ყოველი სიტყვა გამომაფხიზლებელი დარტყმა იყო ჩემს არეულ გონებაში.

***

- არ მჯერა, რომ სასწაული მოხდა და გნახე! - მეუბნება სიცილით და ჩემს დამშვიდებულ სახეს გაკვირვებული უყურებს. - გუშინწინ რომ დაგირეკე, გამოდი ბარში-მეთქი, რატომ არ გამოხვედი? გელოდებოდით.
- რავი, მეზარებოდა. - ვუთხარი მოკლედ. იმ დღეს ვატოს ნახვას ვერიდებოდი, მაგრამ ახლა ვნანობ, რომ არ გავედი.
- რომ არ მოხვედი, ვუთხარი სიცხე აქვს-მეთქი და ვატო რომ გითხარი, ხო გახსოვს, სანიკიძე, აი მაგას ძაან გაეცინა. - მითხრა სიცილით. - საიდან იცნობ?
- არ ვიცნობ! - წამოვიყვირე სწრაფად. ნამდვილად არ მინდოდა დღეს ამ თემაზე მელაპარაკა, მაგრამ ხვალ ან ზეგ, აუცილებლად მოვუყვები ყველაფერს.
- ჰო, კაი, არ მომკლა! - მისი ბედნიერების მიზეზი გამოცდების ჩაბარებაა, თორემ ასეთ მხიარულს იშვიათად თუ ნახავთ. - ნუ, მერე დავლიეთ რა ცოტა, ხოდა ყველა მაგრად გავიცანი, რა ბიჭები არიან, პროსტა!
- შენ კიდე გამოლანძღე, მკვლელებიო და რა ვიცი, კიდე. - შევუბღვირე მე. არასდროს მომწონდა მისი ეს საშინელი თვისება.
- ვატო არის ჩემი ძმა! - ამბობს და ხარხარებს.
- ოჰ, ირაკლი არა?
- კაი, რა! ჩემი დრამებიც მეყოფა.
როგორ მინდოდა რამე ეთქვა, როგორ მინდოდა გამეგო, სად იყო ახლა, მაგრამ არ მეყო პრინციპები, მეკითხა.
- დაჭრის ამბებზე, გაიგე რამე?
- ზუკას შეყვარებულს ვკითხე, ეგეც ძაან ნერვიულობდა ამათ თემებზე და მითხრა, დარწმუნებული ვარ, მაგ საქმეზე მიდიანო.
- სად მიდიანო? - დავიძაბე.
- არ მითქვამს? - წამოიყვირა კატომ. - რუსეთში წავიდნენ. ნუ, მარტო ვატო და ზუკა, არაფერი არ ვიცი, ვაფშე. დათას ვკითხე, როდის დაბრუნდებიან-მეთქი და გაეცინა, ეგ თვითონაც არ იციანო.

ამ სიტყვების შემდეგ შეწყდა ყველანაირი ფიქრი.
ყველაფერი ქრება. იშლება. ნადგურდება. ყველა სიტყვას ეკარგება ფასი.
ცოტახანში თავის ტკივილს ვიმიზეზებ და სახლში მივდივარ, ჩემი ასეთი ცვლილება უკვირს კატოს, მაგრამ არაფერს მეკითხება.

მისი სიტყვები მახსენდება.
"- იქ სიცარიელეა, მარტო იქნები და არ მოგეწონება. მთავარია აქ გყავდეს შენი ბედნიერება. რა მნიშვნელობა აქვს ირგვლივ რამდენი ადამიანი იქნება."

არაფერს ჰქონია მნიშვნელობა, მაშინ როცა შენ არ ხარ.
მაშინ როცა, მე მარტო ვარ.
არაფერი მესმის.
ვერაფერს ვხედავ.
ყველაფერს ედება ფერი - სიცარიელე.
”-წარმოიდგინე გული, ხო ხდება ხოლმე რომ ზოგჯერ ცუდ რაღაცას გიგრძნობს, ან ცუდი აზრები გაწუხებს და გული უცნაურად გიცემს, ან რაიმეს იხსენებ და გული გტკივა. აი, ამ ყველაფრისგან უნდა გათავისუფლდე.”
გათავისუფლდე,
ან იქნებ,
შემოუშვა შენში.
გაუღო გონების, გულის კარი და შეისისხლხორცო ყველაზე საშინელი მდგომარეობა.

ვუყურებ ფანჯრიდან თბილისს,
გამაყრუებლად წივის ხეები, ცრემლად იღვრება უსასრულო ცა.

ეძინა, ძალიან დიდხანს ეძინა უმთვარო ღამეს და მისი ბურუსის ქვეშ ინახავდა ლანდებად ქცეულ ადამიანებს.
...

და მაინც, უნდა იყო ძლიერი.
ვატომ მითხრა.
გჯერათ, ვატოს?
მე მჯერა.


-
“წითელი ღამე” რომ დავწერე, ვატოს პერსონაჟმა ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

და როდესაც, მეგი მეტრეველი და მიშკა მშვიდობაძე დიდ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი, ასეთი თავგადასავალი გადახდა ვატო სანიკიძეს.


პ.ს აფორიაქებული ეგოს დაკმაყოფილებაა ეს ისტორია,
სხვა არაფერი.
მთელი დღის ემოციები და ფიქრებია გადმოტანილი...
არ ვფიქრობ, რომ ღირებულია, მაგრამ გართობის მიზნით, გადავწყვიტე ამეტვირთა



№1 სტუმარი სტუმარი eka

ისე გამახარა ვატოს პერსონაჟის განვრცობამმ heart_eyes ნამდვილად იმსახურებდა თუმცა სევდიანი დასასრული ქონდა,. ნინას თვალით რომ დაგვანახე ბევრად კარგი და საინტერესო იყო, გამოჩნდა რომ ვატოსაც აქვს ცხოვრება, ყავს მეგობრები ისევე როგორც მიშკას და ორივე იმსახურებდნენ ბედნიერებას. იმედია დაბრუნდება სანიკიძე ნინასთან heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი იყო.დიახაც ბედნიერებაც და თავისუფლებაც ადაიანშია.მომწონს ვატოს პერსონაჟი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent