შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი წარსულიდან (თავი 7)


1-05-2020, 01:55
ავტორი ენქეი
ნანახია 708

აი დადგა ნანატრი ორი დეკემბერიც რომელსაც ყველა სულმოუთქმელად ელოდა,7საათიდან დაიწყეს მოწესრიგება წასასვლელად.ერთი საათი ქონდათ დრო და 8ზე გავიდნენ.
ნინი უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო და ჰორიზონტს გასცქეროდა,გზაში ყველას მანქანა შეხვდა შოთას გარდა და უბრალოდ იფიქრა რომ ის არ მოდიოდა.
სახე მოექუფრა,თავი მანქანის მინას მიადო და თვალები დახუჭა.
ბოლოს ალექსანდრეს ხმამ გააღვიძა.
-ნინიი,გაიღვიძე მოვედით.-ღიმილით უთხრა ძმამ და ფანჯარაზე კაკუნი განაგრძო.
-კარგი, ალექსანდრე გავიგე-თვალები მოიფშვნიტა და მანქანიდან გადავიდა.
3წელია აქ არ ყოფილა თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამ სამ წელში არაფერი შეცვლილა.
-ვაა ნინუჩიი-ლოყაზე მოჩქმიტა ცოტნემ
-აუუ ნუმეძახი ასე რაა,თავი პატარა ბავშვი მგონია.-ტუჩები დაბრიცა და გზა დანარჩენებთან ერთად განაგრძო.
-სანამ არ გათხოვდები ასე დაგიძახებ-გაიცინა და ცოლს ხელი გადახვია.
-თუკა გააჩერე შენი ქმარი თორე შემომაკვდება.
-აპ აპ,თქვენს ომში მე ნუ გამრევთ-ხელები დანებების ნიშნად აწია და გზა განაგრძო.სასტუმროში შესვლისთანავე ყველამ ნომრები გაინაწილეს,ნინის 104ნომერი შეხვდა.
-ბარგი ამოალაგეთ და ერთ საათში კაფეში ჩამოდით-განაცხადა ლუკამ და სალომესთან ერთად შევიდა ნომერში
ნინიმ ჩემოდანი გორაობით გაიტანა დერეფანში და ოთახში შევიდა.
მყუდრო ოთახი ჩანდა,კუთხის დივანი,ერთი საწოლი,ტელევიზორი,კარადა,მაგიდა და სააბაზანო.
ყველაფერი იდეალურად იყო.
აივანზე გავიდა ხედის შესამოწმებლად და რას ხედავს.მას და მის გვერდით ოთახში მცხოვრებს ერთი აივანი აქვთ.
-იმედი მაქვს ვინმე ქალია-ჩაიბურტყუნა თავისთვის და კარი დაკეტა.ბარგი ამოალაგა და კარადაში შეაწყო,შემდეგ ცოტა ხანს საწოლზე წამოწვა და ფიქრებს მიეცა.
3ს 10წუთი აკლდა ფეხზე რომ წამოდგა,ტანზე მომდგარი კლასიკური შარვალი და მოკლე მაისური ჩაიცვა,ზემოდან კურტკა მოიცვა ფეხზე დაბალი ჩექმა ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. დერეფანში არავინ დახვდა ამიტომ გადაწყვიტა გზა თავად გაეგრძელებინა და კაფეში გასულიყო.აქეთ-იქით იტრიალა და ბოლოს გადაწყვიტა პერსონალისთვის ეკითხა საით უნდა წასულიყო.
-უკაცრავად-მოულოდნელად გააჩერა შუახნის ქალბატონი-ხომ ვერ მეტყვით კაფე სად არის?ვერ ვპოულობ.
-კი რათქმაუნდა.აქ მარცხნივ წადით და მანდ არის და ასევე გარეთაც სასტუმროს მარჯვენა მხარეს.
-კარგით დიდი მადლობა-ღიმილით მიუგო ნინიმ და გზა განაგრძო.ირგვლივ ათასი ხალხი ირეოდა როგორც იქნა მიაღწია იქამდე და კარი გააღო,ირგვლივ მიმოიხედა ნაცნობი არავინ იჯდა რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა უკეთ დასანახად და სჯობდა საერთოდ არ შესულიყო ამ კაფეში,საერთოდ კარი არ გაეღო და არც კი შეეხედა.
თვალები ცრემლებით აევსო ამ სცენის დანახვისას,შოთა უდარდელად იჯდა სკამზე კალთაში კი ვიღაც გოგო ეჯდა და მის ტუჩებს გემრიელად შეექცეოდა,თან სხეულზე ხელებს უფათურებდა.უკან დაიხია ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.გულის რევის შეგრძნება დაეუფლა ამიტომ გარეთ სუფთა ჰაერზე გავარდა,კიბეები ჩაირბინა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
-აბა რა გეგონა,გეგონა სხვას არავის შეხედავდა?-საკუთარ თავს ლანძღავდა და ეზოში მიმოდიოდა,მგონი ნერვული შეტევა ქონდა.
საკუთარი თავის ლანძღვა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.
-გისმენ მარიამ.
-სად ხარ გოგო გელოდებით,სასტუმროს გვერდით კაფეა და იქ მოდი.
-კარგი.-ეს თქვა, ცრემლები სასწრაფოდ მოიწმინდა,ღრმად ჩაისუნთქა და კაფეში შევიდა.
-ნინიი აქეთ-ხელი დაუქნია თუკამ,ისიც მაშინვე მათკენ გაემართა.
-კიდევ კარგი,სად იყავი ამდენ ხანს?მთელი ოცი წუთია გელოდებით.ყავა გაგიცივდა-მის წინ მდგარ ჭიქაზე მიუთითა სალომემ
-ხოო,ვშიშობ არ დაგიკონკრეტებიათ რომ სასტუმროს კაფეში არ იქნებოდით.-ნაძალადევი ღიმილით მიუგო ნინიმ და ყავა მოსვა.
-აუ მანდ ცუდ ყავას აკეთებენ და აქ ვამჯობინეთ მოსვლა-თავი იმართლა ლუკამ
-ოჰოო შოთაც მოსულა-მოულოდნელად წამოიძახა სალომემ და წამში ყველამ ყურადღება მათკენ მიმავალ შოთაზე გაამახვილა რომელიც მარტო არ იყო.
-ის ძუ*ნაც მოყავს-ჩაილაპარაკა თავისთვის ნინიმ და თვალი მოარიდა
-რაო შე*ემა შენ კაფე შეგეშალაა-ღიმილით წამოიწყო საუბარი ლუკამ
-რაღაც საქმე მქონდა და შევყოვნდი-თვალებით გოგოზე ანიშნა და  იქვე ჩამოჯდა.
-ეს ლამაზი გოგო ვინაა?-წამში იკითხა თუკამ თუმცა სინამდვილეში გოგოზე ამას ნამდვილად არ ფიქრობდა,გოგოზე მეტად საფრთხობელას უფრო გავდა.
-ეს სოფია-ღიმილით წამოიწყო შოთამ-ესენი კი ალექსანდრე და მისი ცოლი მარიამი,ცოტნე და მისი ცოლი თუკა,თუკა ალექსანდრეს დაა,ლუკა და მისი ცოლი სალომე,ნუ ლუკას ისედაც იცნობ და ეს...ეს ნინია ალექსანდრეს პატარა და.
-სასიამოვნოა-ღიმილით თქვა გოგომ
-სასიამოვნო შენი თმებით თრევა იქნებოდა-თავისთვის ბუტბუტებდა ნინი მაგრამ მის გვერდით მჯდომმა სალომემ მაინც გაიგო და ხმამაღლა გაიცინა
-დამშვიდდი ნინი,ცუდი გოგო არ ჩანს,ნახე შოთაც როგორ უყურებს.
-უკვე ნანახიმაქვს დორბლების გაცვლის დროს როგორ უყურებდა,საკმარისი იყო მადლობა-კბილები გაახრჭიალა და ყავა მოსვა
-გასაგებია რატომაც შეგაგვიანდა-ღიმილით უთხრა სალომემ
-ჯანდაბა შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ ამ ორის-გაბრაზდა ნინი
-უფრო შენი ეჭვიანობის-თვალი ჩაუკრა და ქმარს ჩაეხუტა.
-ნინიი დროა მეორე ნახევარი შენც იპოვო თორემ ამდენ წყვილებში თეთრი ყვავივით მარტო შენ ზიხარ-ღიმილით უთხრა ცოტნემ
-გაწუხეებ?-თვალი თვალში გაუყარა და ფინჯანი მაგიდაზე ხმაურით დადო.
-არა ნინი რა სისულელეა ისე უბრალოდ ვთქვი-დანებების ნიშნად მანაც ხელები აწია და ნინის თვალი მოარიდა.
-ისე ასეთი ლამაზი გოგო მარტო რატომ ხარ?-მოულოდნელად სოფიმ წამოიწყო ლაპარაკი.
-მეც ვიყავი ერთდროს ბედნიერი ძვირფასო მაგრამ მთელი თბილისი აუმხედრდა ჩემს ბედნიერებას-მობეზრებულად აატრიალა თვალები და ჰორიზონტს გახედა.
-და ახლა სადაა ის ბიჭი?იქნებ გქონდეთ შანსი ბედნიერების.
-ჯანდაბაშია,ჯანდაბაში აი ასე უბრალოდ აორთქლდა და იციი სამი წლის შემდეგ ვნახე სულ სხვა პიროვნებაა ახლა.
-რატომ დაშორდით?-ტუჩები დაბრიცა გოგომ
-მოკლედ მოგიყვე თუ დეტალებში?-გამჭოლი მზერა ესროლა და ოდნავ წინ წამოიწია.
-არა მგონია ვრცლად გახსენება გინდოდეს.მოკლედ მომიყევი.-თქვა და შოთას მკლავებში გაირინდა.
-მოკლედ ეს სამყარო ნაბი*ვრებით და ბო*ებითაა სავსე და მეასეთს ბევრს ვიცნობ-თითქმის ყვიროდა ნინი შემდეგ კი ფეხზე წამოიჭრა და გარეთ გავარდა.
-ასეთი რა ვთქვი?-გაიკვირვა გოგომ და მის წინ მსხდომებს მიაჩერდა.
-წავალ ვნახავ როგორაა-თავი გაითავისუფლა სოფის კლანჭებიდან და ნინის უკან გაჰყვა.
დიდხანს არ უძებნია კოტეჯის გვერდით  ხალხისგან მოშორებით იჯდა და თავი მუხლებზე ედო.
ნელა მიუახლოვდა ისე რომ ნინიმ ვერც კი გაიგო.
-კარგად ხარ?-მისი ხმის გაგონებაზე შეხტა არ ელოდა რომ უკან გაჰყვებოდა.
-გადასარევად-მოკლედ მოუჭრა და თავი ისევ მუხლებზე დადო
-ნინიი სერიოზულად გეკითხები.-უფრო თბილად სცადა მასთან ლაპარაკი.
-წადი რა სოფის მიხედე-ფეხზე წამოდგა და მისთვის გვერდის აქცევა სცადა მაგრამ შოთა ხელში წვდა და თავისკენ შეაბრუნა.
-ნუ ტირი რა.-მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები მოწმინდა.
-არმითხრა რომ ამაზე დარდობ-ტირილისგან ხმა საერთოდ შეცვლოდა
-ვდარდობ და ეს შენ კარგად იცი!
-თავი დამანებე რა.-მისგან ხელის გათავისუფლება სცადა
-მომისმინე,არმინდოდა ასე გამოსულიყო მართლა არმინდოდა შენთვის გულის ტკენა.
-მაშინ სადვიყავი სხვის ტუჩებს გემრიელად რომ შეექცეოდი და მის სხეულზე ხელებს რომ დააცოცებდი.
-ეგ რა შუაშია,მე სოფის გამო გიხდიდი ბოდიშს.
-არმაინტერეესებს უბრალოდ თავი დამანებე.
-კარგი რაა,როგორც შენ გყავდა ამ სამი წლის განმავლობაში სხვები ისე მე.
-მე არავინ არ მყოლია გასაგებია?-დაიყვირა ნინიმ-არც სამი წლის წინ და არც ამ სამი წლის განმავლობაში.
-არა?-გაიკვირვა შოთამ
-არა!
-და ის ბიჭი?ინსტაგრამზე სურათებს ვნახულობდი.
-ჯეიკზე ამბოობ?
-ხო მგონი ეგ იყო.
-ჯეიკი დანიშნულია,მე შენ არ გგავარ შოთა.მე იმ ბედნიერ წუთებს და იმ მოგონებებს არ ვღალატობ რაც შენთან მაკავშირებს.
არ გგავარ და არც არასდროს დაგემსგავსები!-მოკლედ მოუჭრა,მისგან თავი გათავისუფლა და სასტუმროსკენ სირბილით წავიდა.
სასტუმროში შესული წინ არც იყურებოდა ისე გარბოდა როდესაც მოულოდნელად ვიღაცის ძლიერ სხეულს მიეჯახა და ყავა პირდაპირ მაისურზე გადაექცა
-ღმერთო ჩემი-აღმოხდა ნინის
-მაპატიე ისე სწრაფად მორბოდი ვერც კი შეგნიშნე-თავი იმართლა ბიჭმა,ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ნინის მაისურის გაწმენდა დაიწყო
-საჭირო არ არის მართლა-მამაკაცის ხელები რომ მოეშორებინა თბილად მიუგო ნინიმ მაგრამ როდესაც კაცმა მკერდზე დაუწყო ხელების ფათური მაშინვე ხელი კრა
-თავი დამანებე,შენ რა შეიშალე?-უხეში ტონით მიუგო ნინიმ
-მაისურზე ყავა ისევ გაქვს-მასთან მიახლოება სცადა კაცმა
-გითხრა დამანებეო-ხელი კრა შოთამ და ნინის ზურგს უკან დააყენა
-შენ ვაფშე ვინ გეკითხება,გოგოს ყავა გადავაქციე და დახმარება მინდოდა.-"კაჩავი" დაუწყო ბიჭმა
-დავინახე როგორც გინდოდა დახმარება,დაახვიე აქედან-ხელი აუკრა და წასასვლელად შებრუნდა.
-შენ ვაფშე იცი ბიჭო ვის ელაპარაკები?-მხარზე ხელი დაკრა და თავისკენ შეაბრუნა
-შენი პიროვნება მაგარი ყ*ეზე და მაგარი ნაბი*ვარი რო ხარ ერთი შეხედვითაც გეტყობა.
- რათქვი ბიჭო?-თვალები აენთო ბიჭს და შოთას სახეში დაარტყა.
დარტყმამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაახევინა მაგრამ ჯერ სად იყო შოთა მხოლოდ ახლა იწყებდა.
-შოთა გეხვეწები წამოდი-მხარზე ექაჩებოდა ნინი
-დანარჩენებთან წადი-უხეშად მიუგო და ბიჭს საპასუხო მუშტი დაარტყა.
ნინი მაშინვე კაფეში გაიქცა,გულგახეთქილი შევარდა შენობაში და მაგიდასთან მისულმა სწრაფად მიაყარა.
-შოთა ვიღაც ბიჭს სცემს სასტუმროს შესასვლელში.
-რაა ვის?-ფეხზე წამოიჭრა სამივე
-არვიცი მაგრამ ვერ გავაჩერე.-ხელებს ნერვიულად ათამაშებდა თითქოს ამით დაეხმარებოდა
-არცერთი არ გამოხვიდეთ გარეთ!-გააფრთხილა ალექსანდრემ და სასტუმროსკენ დანარჩენებთან ერთად წავიდა.მალევე სამივე იქ გაჩნდა და ბიჭის ზემოდან მოქცეული შოთას გაჩერებას ცდილობდნენ.
-ჯანდაბა შოთა გაჩერდი-მხრებში წვდა ლუკა და კედელზე მიაყუდა
-კიდევ სადმე რომ გადამეყარო მოგკლავ-დაუყვირა და მზერა მის წინ მდგომ ლუკაზე გადაიტანა.
-რა ჯანდაბა დაგემართა?
-ნინიი სადაა?-მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება
-შოთა მისმენ საერთოდ?-გაბრაზდა ლუკა
-ნინი სადაა-ხელი უხეშად აუკრა და კარს მიაჩერდა საიდანაც განერვიულებული მარიამი,თუკა,ნინი და სალომე შემოვიდნენ სასტუმროში
-ღმერთო-აღმოხდა ნინის მისი დანახვისას
-ყოველთვის ასეთ ა*ვრებს სად პოულობ გოგო გამაგებინე.-მხრებში ჩააფრინდა ნინის
-მე რა შუაში ვარ,ჩემგან რა გინდა?-თავი იმართლა ნინიმ
-არ მოისვენებ იქამდე სანამ ვინმე არ შემომაკვდება შენს გამო?
-ჩემი ბრალი არაა შემთხვევით დავეჯახე და მერე ხელსახოცი ამოიღო.
-ხოო და მერე ხელების ფათური დაიწყოო და მოსტყდა ის ხელი,ჩემი საკუთარი ყურით მოვისმინე როგორ გადატყდა მაჯის ძვალი.-დაიღინა შოთამ და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას...

***
რამდენიმე საათის განმავლობაში ნინიც სეირნობდა გარეთ,თან იმედი ქონდა რომ შოთას სადმე მოკრავდა თვალს მაგრამ სულ ტყუილად შოთა არსად ჩანდა.
10საათი ხდებოდა ოთახში რომ ავიდა და საწოლზე წამოგორდა,რამდენიმე საათის განმავლობაში ასე გაუნძრევლად იწვა და  თვალები დაეხუჭა,ვინმეს რომ დაენახა ეგონებოდა რომ ეძინა მაგრამ სინამდვილეში ტვინში ათას რამეს ხარშავდა და აანალიზებდა,დაახლოებით 5ის ნახევარი იყო და ისევ რომ ვერ დაიძინა გადაწყვიტა აივანზე გასულიყო,ოთახში შუქი აანთო და ფარდა გადაწია
-ღმერთო ჩემო,ეს აქ საიდან-გულში საკუთარ თავს დაუწყო საუბარი,აივანზე გადაყუდებული წელს ზემოთ შიშველი შოთას დანახვისას.
ამას არ შეუჩერებია ქურთუკი მოიცვა,პლედი აიღო და ისიც აივანზე გავიდა.
მის წინ მდგომი მამაკაცი უდარდელად გასცქეროდა ჰორიზონტს,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და მცირე პაუზებით ძლიერ ნაპასებს არტყავდა.
-არ გცივა?-მზრუნველი ხმით წამოიწყო საუბარი.
-თითქმის ვერაფერს ვგრძნობ.-კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა და სიგარეტი სანაგვე ურნაში მოისროლა.
-ჩემი აზრით ასე არ არის-ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და პლედი მოახურა.
-მადლობა მზრუნველობისთვის-ცერად გახედა მის წინ მდგომ ქალს და შემდეგ ისევ ჰორიზონტს გახედა
-ღმერთო შენი სახე-შეშფოთდა ნინი
-არაფერია რამდენიმე დღეში გამივლის.
-ხელებიც საშინელ მდგომარეობაში გაქვს,ოთახში პირველადი დახმარების ყუთი მაქვს წამოდი  ჭრილობებს დაგიმუშავებ.
-არმინდა ნინი,ეს არ მომკლავს-მის პირისპირ დადგა და პლედი მოიშორა
-გთხოვ,ნება მომეცი შენთვის ეს მაინც გავაკეთო.-მუდარის ტონით განაგრძო საუბარი
-კარგი,რადგან ასე გინდა-მის ნებას დაჰყვა,ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ვწუხვარ ასე რომ გამოვიდა-მის წინ ჩაიმუხლა,ბამბა სპირტით გაჟღინთა და ტუჩზე ფრთხილად ჩამოუსვა.
-ნინი.
-გისმენ.-მისთვის არც შეუხედავს ისე განაგრძო თავისი საქმე
-წეღან რაც თქვი სიმართლეა?
-რა ვთქვი?-ხელის დამუშავება დაიწყო
-ის რომ არავინ გყოლია ამ სამი წლის განმავლობაში.
-ხოო,არავინ მყოლია.-ხმა გაებზარა და თავი უფრო დახარა.
შოთამ ხელი წამში გაინთავისუფლა და თავი ზემოთ ააწევინა
-რატომ ტირი?-სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა
-არ ვტირი.თქვა და თვალი მოარიდა
-გეყოფა ამის კეთება.
-რის კეთება?-უემოციო ტონით იკითხა და ცრემლი მოიწმინდა
-ჩემთან ცრემლების დამალვა.თავის მოჩვენება ვითომ კარგად ხარ.
-მართლა კარგად ვარ.
-მაშინ რატომ ტირი?
-უბრალოდ გადავიღალე.
-ვერვიტან როცა მატყუებ-ფეხზე წამოდგა და წასასვლელად შებრუნდა-იციი შენი სიამაყე დაგღუპავს,ერთ დღესაც უკან მოიხედები და მიხვდები რომ საკუთარი სიამაყის გამო ყველა დაკარგე ვისაც უყვარდი,ერთ დღესაც მიხვდები რომ აღარავინ დაგრჩა ისეთი ვისზეც სიამაყეს გაამაეჯვებინებ და უბრალოდ მარტო დარჩები-ხრინწიანი ხმით თქვა პლედი იქვე სკამზე გადაკიდა და ოთახიდან გავიდა.



№1 სტუმარი jjuhyfrdc

ბომბი თავი იყო გეფიცეეებიიი
joy heart_eyes

 


№2  offline მოდერი ენქეი

jjuhyfrdc
ბომბი თავი იყო გეფიცეეებიიი
joy heart_eyes


მადლობაა❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თათა

დამთავრებამდე ბევრია დარვენილი?

 


№4 სტუმარი ანუ

ძალიან კარგია, აი ასეთი შოთა მომწონს..
ერთხელ ამ ქალბატონმაც რომ 'იბრძოლოს', ან გააკეთოს რამე არაფერი დაუშავდება.
მალე დადე შემდეგი

 


№5  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თათა
დამთავრებამდე ბევრია დარვენილი?



ამდენად არ მოგწონს? joy


 


№6  offline წევრი Imagination88

აუ მაგარი იყოო, მარა ერთ ლუკმად არ მეყო❣️❣️მალე დადებ იმედია და უფრო დიდს❣️

 


№7  offline მოდერი ენქეი

ანუ
ძალიან კარგია, აი ასეთი შოთა მომწონს..
ერთხელ ამ ქალბატონმაც რომ 'იბრძოლოს', ან გააკეთოს რამე არაფერი დაუშავდება.
მალე დადე შემდეგი



მეც მომწონს ასეთი შოთა,ჩემი ბიჭია ეს joy
ვეცდები მალე დავდო heart_eyes

 


№8 სტუმარი Sopo

Ooo movida dro ninom gamoigvidzos gasagebia 15 wis iyo da bevri ramis sheeshinda magram exlaa agar avqs aranairi gasamartlebeli sabuti rom ar ibrdzlos shotastvis tavs movachri am gogos avtoro :))) gazarde tavebi xolme ra ????

 


№9  offline მოდერი ენქეი

A.N.A
აუ მაგარი იყოო, მარა ერთ ლუკმად არ მეყო❣️❣️მალე დადებ იმედია და უფრო დიდს❣️



ვეცდები მალე დავდო მეხომ მეორე ისტორიასაც ვამზადებ თქვენთვის რომელიც სრულად დაიდება საიტზე❤️

 


№10  offline მოდერი ენქეი

Sopo
Ooo movida dro ninom gamoigvidzos gasagebia 15 wis iyo da bevri ramis sheeshinda magram exlaa agar avqs aranairi gasamartlebeli sabuti rom ar ibrdzlos shotastvis tavs movachri am gogos avtoro :))) gazarde tavebi xolme ra ????



ვაიმე ნინი გაიქეცი თორე გიბრაზდება მკითხველი
გამოვაფხიზლე ეს ჩემი გოგო და ახლა ნახე შემდეგ თავში რა კარგად იჩხუბეს❤️

 


№11 სტუმარი ანუ

როდის დადებ? ^-^

 


№12  offline მოდერი ენქეი

ანუ
როდის დადებ? ^-^


ვეცდები ორშაბათ საღამოს დავდო

 


№13 სტუმარი სტუმარი თათა

ძალიან მომწონს და ველოდები ერთიანათ მინდა წავიკითხო თავიდან ბოლომდე,მაგარი გოგო ხარ,მალე დადე რაა

 


№14  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თათა
ძალიან მომწონს და ველოდები ერთიანათ მინდა წავიკითხო თავიდან ბოლომდე,მაგარი გოგო ხარ,მალე დადე რაა



ძალიან დიდი მადლობა❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი თათა

აუ რატო აღარ დეფ გლკი მიმდის ისე ველოდებუ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent