შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შარდონე (სრულად)


1-05-2020, 23:56
ავტორი Gossipy girl
ნანახია 9 766

სასტუმრო „ველინტონის“ წინ ვიდექი და გაოცებული ვუყურებდი ადამიანებს ,რომლებიც ქაოტურად მოძრაობდნენ ქუჩებში.
ჩემოდნით ხელში ვაიგნორებდი ბიჭის ღიმილს,რომელიც ინგლისურად მთავაზობდა დახმარებას ჩანთის შეტანაში.
„სასტუმრო ბუტაპეშტი“ ყველას ნანახი გაქვთ ალბათ,აი,იქ ზეროს როლის შემსრულებელს წააგავდა მომღიმარი ბიჭი,ამის გახსენებაზე უნებურად გამეღიმა და ჩემი ჩანთის წაღების ნებართვა დავრთე.
მიმღებში ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი სტუმრებს ესაუბრებოდნენ,ჩემი რიგიც დაახლოებით ორი ადამიანის შემდეგ დადგებოდა.
სასტუმროში პერსონალმა სწრაფი სვლა,რომ დაიწყო დაძაბული სახეებით მივხვდი ან ვიღაც სერიოზული სტუმარი მიიღეს ან სასტუმროს უფროსი იმყოფებოდა შორიახლოს.
არც შევმცდარვარ,მამაკაცის ბარიტონმა,რომელიც ვიღაც ახალგაზრდა გოგოს ლექციას უკითხავდა,დიდ საფიქრალში ჩამაგდო.
უკან მივიხედე,სასაცილო იყო,ხმა ისმოდა და ადამიანი არსად ჩანდა.
ვერაფრით გავიხსენე საიდან მეცნობოდა ხმის ტემბრი,საუბრის მანერა,მაგრამ ინგლისურმა ენამ და წარსულის სიშორემ მაფიქრებინეს,რომ უბრალოდ შევცდი ან რა ალბათობა არსებობდა იმისა,რომ შუაგულ ნიუ-იორკში ვნახავდი მას,ვის არსებობასაც ამ წამსაც კი ვერ ვიხსენებდი ამდენი ფიქრის შემდეგ.
ჩემი წარსულისა და აწყმოს მოვლენების ჭიდილის გახსენებაში ვიყავი,მომღიმარი გოგონას სახეს,რომ გადავაწყდი და გავაანალიზე,რომ ჩემს წინ მდგარი ორი ადამიანიც დაებინავებია პორტიეს,ახლა კი ჩემი ჯერი იყო.
პასპორტი და ერთი დოკუმენტი მივაწოდე,რომლის თანახმადაც ჩემი 5 დღის დასვენება „ვენილტონში“ უკვე დაგეგმილი იყო კომპანიის მიერ.
-თქვენს სახელზე კომპანიამ 5 დღით დაჯავშნა ნომერი,აღმოსავლეთის ხედით...სპა,აუზი,რესტორანი,მინი-ბარი.. ყველაფერი შედის ამ ნომრის მომსახურებაში,ინებეთ ბარათი..ბედნიერ დასვენებას გისურვებთ ჩვენს სასტუმროში...-ამ სიტყვებს,რომ მოისმენ ნიუ-იორკის რამდენიმე ვარსკვლავიანი სასტუმროს პერსონალისგან რამ უნდა გადაფაროს იმ დღის სიხარული?! გოგონას ბარათი გამოვართვი და ბილბოის(მგონი სწორად ვუწოდებ ამ ბიჭს),რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მელოდებოდა ვანიშნე ჩანთა 208 ოთახისკენ წაეღო.
გულწრფელად გამიკვირდა,საქართველოს მაშტაბით ეს მომსახურეობა სასტუმროში რეგისტრაციის შემდეგ იწყებოდა ეს ბიჭი კი მას მერე არ მომცილებია გვერდიდან,რაც სასტუმროს წინ ტაქსიდან ჩამოვედი.
ჩანთა ნომერში შემომიტანა და გამიღიმა.
აი,ახლა ვიცოდი რა უნდოდა „ზეროს“ ჩემგან და რატომ მიღიმოდა ასეთი „წრფელი“ ღიმილით პირველივე წამიდან. 20 დოლარიანზე ღიმილი იმედგაცრუებაში გადაეზარდა და ასე დატოვა ჩემი ნომერი.
საოცრება იყო ჩემი ოთახი.
ზუსტად ისეთი ფილმებში,რომ მქონდა ნანახი.
კრემისფერში გადაწყვეტილი შიდა ინტერიერი და უზარმაზარი ფუმფულა საწოლი პირდაპირი მიმანიშნებელი იყო იმის,რომ ამერიკული არდადეგები არასდროს დამავიწყდებოდა.
რთული პერიოდი იდგა ჩემს ცხოვრებაში ყველა გაგებით.
ეს არ იყო უბრალოდ ცუდი პერიოდი,ეს იყო დიდი პაუზა.
პაუზა,რომელიც გაუგებარი მიზეზების გამო დავუსვი საკუთარ თავს.
ამ სიტუაციაში მოგვთა ვარსკვლავივით გაბრწყინდა ჩემს ცაზე კონფერენცია,რომელზეც წარმოდგენილი საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს 5 დღით ელოდა ნიუ-იორკი.
ერთი თვე მოვწყდი სრულიად სამყაროს,არა იმიტომ,რომ ამერიკა იყო ჩემი საყვარელი ქვეყანა,სადაც წასვლა ტირილამდე მინდოდა არა,უბრალოდ ამერიკა იყო ბილეთი 5 დღიანი შვებულების,მორიდების გარე სამყაროსგან.
ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა გინდა რომ ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც მოსწყდე და უბრალოდ შენ თავთან დარჩე ერთი-ერთში.
ჩაიხედო გულის ყველაზე ღრმა უკუნითში და თვალებში ჩახედო ზემოთ ხსენებულ რეალობას.ეს აუცივლებელი წამალია,რომლის რეცეპტსაც ცხოვრება გაძლევს,აფთიაქი კი თავად დედამიწის რუკაა.ამ შემთხვევაში ამერიკა ჩემი წამალი იყო,რომლისთვისაც უნდა მებრძოლა.1 თვით ამოვძვერი საკუთარი ტყავიდან და დავუმტკიცე ჩემ თავს,რომ მიზნის მიღწევა უდავოდ შემეძლო,დავუმტკიცე დედაჩემს,რომ მის შიშებზე მაღლა ვიდექი.. .


ზოგი ამბობს „ვესტ ინდოეთი“ სულში უნდა გქონდეს მთავარი ეგააო.
მთავარი ეგაა.
თავისუფლება მენტალობაშია და არა ბორკილებში,გისოსებში,კანონში ან სოციუმში.
დედაჩემის ზარის დაიგნორება უდავოდ ნიშნავდა კონტინენტს იქით,თბილისში ძლიერ მიწისძვრას,აუცივლებლად აუწევდა წნევა და მისი სიტყვებით,რომ გითხრათ „ისეთი წნევა მექნება შეირყევა უზნაძის ქუჩა“.
-ტასო,დე როგორ ხარ?ჩაფრინდი?დამენახე,კამერა ჩართე,ტასო ვერ გიყურებ?!!!-იმეორებდა გაფუჭებული რადიოსავით და არც გაჩუმდებოდა,ჩემი ვიდეო თვალი სწრაფად რომ არ ჩართულიყო.-რა ლამაზი ოთახია,დე დამანახე აბა ყველაფერი დამათვალიერებინე.!-მის ხმაში მუქარის ნოტებმა მაიძულა 15 წუთი სრული აღწერა ჩამეტარებინა ოთახისთვის,საბოლოოდ გაგიჟდა ამერიკაზე და სასტუმროს ინტერიერზე.
-მაინც არ ვარ კმაყოფილი ასე უეცრად რომ გაფრინდი-თქვა მაკამ და სიგარეტს მოუკიდა.
-დედა,ნუ ეწევი ამდენს,კაი რაა!
-სულ ჭკუას ნუ მარიგებ,რას აპირებ ?
-ხომ აგიხსენი ამერიკაში რისთვისაც წამოვედი?
-ჰო,დასვენება მინდაო,მაგრამ შენი არ მესმის ახალგაზრდა გოგოს..
-დედა კარგი,რა მოეშვი იმის გააზრებას რისი აღქმაც არ გინდა!
-რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება ტასუნა?
-არც მე ვიცი.-გული დამწყდა იმ ფაქტზე,რომ არასდროს ესმოდა ჩემი.
-ტასო,იცოდე ჭკვიანად იყავი და რაიმე ისეთი არ გააკეთო..
-რასაც მერე ვინანებ!-დავასრულე წინადადება,რომელსაც ბავშვობიდან ჩამკიოდა ყურში.
-ჩემო ჭკვიანო,ვამაყობ დედი შენით..-ნერვებს მიშლიდა ეს ქალი ცხოვრების ყველა ეტაპზე,ჯერ ნეგატიური იმპულსით რომ შემომეჭრებოდა პირად ცხოვრებაში და ბოლოს ასე რომ აქრობდა ყველა უნებლიე თუ ნებით მოყენებულ მცირე თუ დიდ ტკივილს.
მაკას დავემშვიდობე და დაიწყო მესამე ფრონტი.
-ნაგლობასაც საზღვარი აქვს მინდელო!-პირდაპირ ყურში ჩამკივლა წვერავამ და ვიდეო თვალი ჩართო.
-მეგუ გეფიცები ჯერ მაკას სცენები მქონდა და აჰა,მოვედი..!
-ჩემ ფისქოლოს ვესაუბრე და კატეგორიულად გთხოვა-სიცილი ძლივს შევიკავე „კატეგორიულ თხოვნაზე“ -ტელეფონი გამორთოს და ეცადოს ეს ხუთი დღე ყველაფერს მოსწყდესო.
-პირნათლად შევასრულებ მოცემულ დავალებას,ვფიცავ!აბა,მეგუ კარგად,ხუთ დღეში აეროპორტიდან დაგირეკავ,გაკოცე და გაკოცე!-მეგის კივილისთვის „ჯერ არ გამითიშო“-ს ყურადღება აღარ მივაქციე და გათიშული ტელეფონი ჩემოდნის უსარგებლო ჯიბეში ჩავაგდე.
ცხელი შხაპის შემდეგ გადავწყვიტე რესტორნისთვის შემეფარებინა თავი.
„ველინტონის“ რესტორანი ძალიან სადა ინტერიერით გამოირჩევა.
ფანჯარასთან მდებარე მაგიდასთან მოვთავსდი და დაველოდე მიმტანი,როდის დამეწეოდა(მთელი გზა უკან მომყვებოდა,უნდა აღინიშნოს საოცარი მომსახურება ჰქონდათ)
-რას ინებებთ,მის?!
-ერთი ჭიქა შარდონე..
-ახლავე მოგართმევთ.-ისევ გამიღიმა მან და მარტო დამტოვა.
დარბაზში არც თუ ისე ბევრი ხალხი იყო.
მე თეთრი სარაფანი მეცვა.
კრემისფერი მოსასხამი ნახევრად მიფარავდა ბეჭებს.
საოცრად მომწონდა ის ნაზი გოგონები,პეპლებივით,რომ დაფარფატებნდნენ ქუჩებში,არ ვიცი მე რამდენად გამომდიოდა სინაზე,მაგრამ ვცდილობდი მაინც.
ჩემი შარდონეც მალე გამოჩნდა.
ახლა მე და თეთრი ღვინო ვისხედით მაგიდასთან.
ჩემი ფიქრები ისე შემოგვეჭრნენ პაემანზე მყოფ თბილისელს და ბურგუნდიიდან „ჩამოთრეულ“ ამერიკელს,სამივემ თავი უხერხულად ვიგრძენით.
-ანასტასია მინდელი..-ჩათვალეთ პაემანი ჩაიშალა,მაგრამ ამ მომენტში ვინ დაეძებდა შარდონეს,ბურგუნდიას და პაემანს?!უკან სწრაფად მივიხედე და ადგილზე გავქვავდი.-ყველაფერს ვიფიქრებდი და ჩემ სასტუმროში შენ თუ გნახავდი ამდენი წლის მერე,მაგას ვერა.!-ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრა სათქმელი,ლოყაზე ნაზად მაკოცა და ჩემს წინ მოთავსდა,მე ისევ გაყინული ვიჯექი სკამზე და ვცდილობდი გადამეხარშა ახლა აქ რა ხდებოდა.
-ლევანიკო..-არ ვიცი სხეულში რა ძალამ ამომათქმევინა მისი სახელი,ცივმა ოფლმა დამასხა და ყელში მობჯენილი ბურთი ძლივს გადავაგორე უკან.აქ იყო.ჩემთან ერთად ნიუ-იორკში.5 წლის შემდეგ პირველად შემეძლო მასთან ერთად ისე ჯდომა,როგორც მეთერთმეტე კლასში.აქ იყო და ამის დაჯერება მთლიანად ნიშნავდა ჩემი ცხოვრების თავდაყირა დაყენებას.
-გაგიკვირდა არა?!-გამიღიმა მან და მიმტანს ანიშნა მოსულიყო-აქ,საიდან ტასუნა?-ლამის სკამიდან ჩავცოცდი და მუხლებზე დამდგარმა ღმერთს ვთხოვე ხმის ამოღების ძალა მოეცა.
-გისმენთ,რას ინებებთ,ბატონო ლევან?-ვეღარ გავიგე რამდენ რამეზე ჩამომვარდნოდა ყბა ,იმ ფაქტზე,რომ ლევანიკო ჩემს წინ იჯდა თუ იმაზე,რომ ჩემ ლევანიკოს მიმტანი „ბატონო ლევან“-ით მოიხსენიებდა.
-ერთი ბოთლი შარდონე მოგვიტანე,ქეით და სთხოვე შეფს რაიმე მოგვიმზადოს..
-ახლავე..-ღიმილი არ დავიწყებია მიმტან ქეითს,ისე დაგვტოვა.
-მომიყევი,აქ როგორ მოხვდი,ჩემ სასტუმროში ისე,რომ მე ამის შესახებ არაფერი ვიცი!-მიღიმოდა ლევანიკო და მე უფრო მივარდებოდა ისედაც ჩავარდნილი და ჯანდაბაში გადავარდნილი ენა.
-კონკურსში გავიმარჯვე,საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს კი 5 დღით „ველინტონის“ სასტუმრო უმასპინძლდებოდა,ხარჯებს კომპანია ფარავს და მეც აქ ვარ..!-ძლივს ამოვილუღლუღე მე.უცნაურად მიღიმოდა,უეცრად წამოდგა,ჩემთან მოვიდა და ხელები მომხვია,დავიფიცებ ყველა საფიცარს,რომ მე იმ მომენტში ისევ მეთერთმეტე კლასელი ტასუნა ვიყავი,ის ისევ ლევანიკო იყო,ჩემი კლასელი და ჩემზე შეყვარებული.ლოყაზე ფრთხილად მაკოცა და უხერხულობის გასაფანტად გამიცინა.
-ყველას ნახვას ვიფიქრებდი და შენსას,ვერა!-აშკარად უჭირდა ხმის დამორჩილება-ტასო,ძალიან გამიხარდა ჯერ კიდე ვერ ვაანალიზებ,რომ აქ ხარ,ჩემთან,ამერიკაში.-მოვკვდი.
-ლევანიკო,მეც ძალიან მიხარია..-არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა,მაგრამ ეჭვიც არ მეპარება მანაც შეამჩნია ჩემი აბრჭყვიალებული თვალები..
ქეითი მალე გამოჩნდა,შარდონეს ღვინის ბოთლით და ორი თეფშით,სადაც შეფს მისი შემოქმედება მოეთავსებინა.
-5 წლის წინ იფიქრებდი ამ ამბავს?!-გაეცინა მას და ჭიქაში ღვინო ჩამოასხა.
-ვერც გუშინ ვიფიქრებდი,დამიჯერე..-ტუჩებს ძლივს ვუყრიდი თავს იმის გააზრებაზე,რომ მე და დადვაძე ერთ მაგიდასთან ვისხედით.
-მომიყევი რა ხდება თბილისში?!-ვერცხლისფერი მაჯის საათი ისევ ეკეთა ხელზე,განსხვავებით იმ საათისგან რომელსაც 5 წლის წინ ატარებდა,მაგრამ მე მაინც მესიამოვნა მისი ისევ ისეთი მოწესრიგებული თითები..
-რავიცი,“ნიუტონას“ შეყვარებული ჰყავს,მაგას გაიგებდი..-ორივეს ხმით გაგვეცინა,ჯერ ნიუტონაზე და მერე მის საცოლზე.
-როგორ მეგონა,რომ უბიწოდ წავიდოდა ამ ქვეყნიდან.-„ნიუტონა“ 5 წლის წინ 40 წლის უცოლო „ყწაწვილი“ იყო,რომელიც უკლებლივ ყველა მდედრობით სქესს ეპრანჭებოდა ვინც მისი მოსწავლე არ იყო.
-ბოლოს რომ ვნახე ვარსკვლავებით იყო დაინტერესებული და ცაგარელის ბლოგზე ათენებდა ღამეებს..-გამეცინა იმის გახსენებაზე,როგორ ჯავრობდა ნიუტონა იმ ფაქტზე,რომ მისი მმართველი პლანეტა ურანის ეტლში იყო შესული.
-ირაკლი ისევ ისეთი სუსტია,ჰო?
-მაგან ერთი პერიოდი სერიოზულად მოიმატა,მაგრამ მერე ისევ ისე დააგდო წონა და ზუსტად ისეთია,როგორიც დავტოვეთ 5 წლის წინ..
-ნეტა კიდე მიწასთან ასწორებს ბავშვებს?!-ორივეს გაგვეცინა ქართულის მასწავლებლის გახსენებაზე,რომლის მოწოდებაც იყო ბავშვის ფსიქიკის შერყევა . ნუ ამ საზოგადოებაში გვიწევდა ბავშვებს განათლების მიღება და მიუხედავად ამ ყველაფრისა,ყოველთვის ვიამაყებდით,რომ ოდესღაც მათი მოსწავლეები გვერქვა.
-გავიგე ტყემალაძე იამანიძის კურსელიაო,მგონი ირაკლიმ მომწერა ბოლოს..-ამის გახსენებაზე სიცილით ვეღარ ვსუნთქავდით,თათული ტყემალაძე ორჯერ კლასში ჩარჩენილი და სამჯერ გამოცდაზე ჩაჭრილი გოგო იყო,რომელმაც ყველას დაგვიმტკიცა,რომ თუ მოინდომებ შეგიძლია უნივერსიტეტში ჩააბარო,დიახ,იმ შემთხვევაშიც კი თუ თათული ხარ და ერეკლე მეორე რუსეთის იმპერატორი გგონია.
-კი,ისევ პირველ კურსზეა..-უკვე შესამჩნევად ხმამაღლა ვიცინოდით და არც ერთს არ გვაწუხებდა ეს პრობლემა.
-გახსოვს მის კლასელს,რომ უთხრა დავით აღმაშენებელი მეორე მსოფლიო ომში იმიტომ არ მონაწილეობდა საქართველოს მაშინ სელჩუკები შემოესივნენო?!-საუბარი იყო თათულის კლასელზე(იმ წელს,თორე ჩვენი კლასელიც იყო..),რომელიც მეოთხე საგნად მათემატიკას აბარებდა და უნარების ამოცანაში,რომელშიც დავითი და მეორე მსოფლიო ომი პირობითად ეწერა,თათულიმ ისტორიული ცოდნით გაანათლა.
-ჩემი ფავორიტი მაინც ისაა,ვაჟას კოსმპოლიტიზმი,კოსმოსთან რომ გააიგივა და დაასკვნა ვაჟას ძლიერ უყვარდა ფიზიკაო..-სახეზე სიწითლე შეგვეპარა ამის გახსენებაზე.
-ბოლოს,რომ მახსოვს ირაკლი აღარც „ეკაიფებოდა“ სერიოზულად მეცოდება და არც თქვენ უთხრათ რამეო,გახსოვს?!
-მახსოვს,გამოცდების წინ თათულის ნაცვლად ირაკლი აკეთებდა მეტანიებს.
-მგონი,მაგის მერე იწამა ღმერთი და შეეშვა ნიცშეს..-ვეღარ ვსუნთქავდით სიცილისგან.
-ანასტასია,ჩვენ სკოლას გაუმარჯოს,ჩვენს ისტორიებთან ერთად.!-ჭიქა მაღლა ასწია მან,მე უნებურად გამეღიმა იმის გახსენებაზე,რომ სწორედ ამ სკოლაში გავიცანი ლევანიკო დადვაძე.
-ქართულის გაკვეთილზე არ გავიცანით ერთმანეთი?!-ღვინო მოვსვი მე და ჩემი ამ სკოლაში გადმოსვლის პირველ დღეზე,ნოსტალგიებზე და წარსულზე გული დამწყდა.
-ჰო,მანდ გამოგელაპარაკე,იდეაში სასადილოში უკვე შემჩნეული მყავდი,შენ და მეგი გაფართოებული თვალებით,რომ უყურებდით ახალ გარემოს..
-ჰო?!ეს აქამდე არ ვიცოდი.
-რას ამბობ,ისიც მახსოვს რა გეცვა..!
-აბა,რა მეცვა?!-გამეღიმა მე ლევანიკოს ჩაფიქრებულ სახეზე.
-წითელი ქვედაბოლო და თეთრი წარწერებიანი მაისური გეცვა,თეთრი კეტები და თმები მაღლა გქონდა აწეული.
-გამაგიჟებ,ეს დეტალები საიდან გახსენდება ხოლმე..-არ გავუსვი ხაზი,რომ მეც მახსოვდა რა მეცვა,მაშინ მაკამ სტამბულიდან ჩამომიტანა სასკოლოდ ახალი ტანსაცმელები,მისივე გემოვნებით გამომაგდო სახლიდან პირდაპირი გაგებით და მეც სკოლაში ამოვყავი თავი,სრულიად ახალ გარემოში(მანამდე სხვაგან ვსწავლობდი).
-ყველა დეტალი მახსოვს,აი,ყველა!
-იპოვე გოგო,რომელმაც იცის საცივის გაკეთება?!
-არა,ხომ მითხარი აუცივლებლად ვისწავლიო,რომ ისწავლი მერე შემომიგდე ეგ ნამიოკი..!-ვიცინოდი და თან სირცხვილით სახე მეწვოდა.
-მაგ გაგებით არ მითქვამს!-გამოსწორებას ვცდილობდი მე და ისევ ვერ ვიკავებდი სიმწრის სიცილს.
-არც მე მითქვამს ცუდი გაგებით,რატომ იფიქრე?!-არ მეშვებოდა ის.
-მე საცივის გაკეთება ისევ არ ვიცი.
-ჰო,მახსოვს ამბობდი თუ ჩემი საყვარელი ადამიანი მთხოვს ყველა კერძის გაკეთებას ვისწავლიო,ტიპური მზრუნველი ცოლის ამპლუაში ჩახტები-მეთქი და თავს იგიჟებდი,ნუ მიგონებ რაღაცებსო..-სიტყვა-სიტყვით ახსოვდა ყველაფერი და აღარ ვიცოდი მინდოდა,რომ ხსომებოდა თუ აღარ..
-მომიყევი,აქ რას საქმიანობ..
-სასტუმროს პიარ-მენეჯერი ვარ,ალაგ-ალაგ მართვასაც ვითავსებ ... და ვეძებ გოგონას,რომელიც გამიკეთებს საცივს და ეცოდინება ვინ იყო ივანე მხარგძელი თამარ მეფისთვის!...-ორივეს გაგვეცინა,ორივემ ვიცოდით ამ წინადადების ქვეტექსტი რა იყო,ორივე ვხვდებოდით,რომ ამერიკა დიდ სიურპიზს გვიმზადებდა და არც ერთს გვინდოდა ამის გააზრება.
-მგონი დროა დაელაპარაკო დალის(ისტორიის მასწავლებელი),გაგაცნოს რომელიმე მისი სანაქებო მოსაწვლეებიდან ერთი მაინც..-როგორც შევძელი ისე გავიცინე და მივხვდი,რომ მიხვდა,რომ ეს სიცილი არ იყო წრფელი.
-ბავშვებთან ისევ გაქვს ურთიერთობა?
-ყველასთან არა,მელიავამ ბიზნესის ფაკულტეტი დაასრულა და გათხოვებას აპირებს,საქმრო ჰყავს..
-ჰო,ნანუკა ხშირად მწერს,ხოლმე..
-ჰო,მაშო ბელგიაში წავიდა მაგისტრატურის გასავლელად..
-მაშო კვირაში ორჯერ მაინც მირეკავს.
-შენ ჩემზე უკეთ გეცოდინება აბა ჩვენი კლასელების ამბები ..-გამეცინა და ღვინო მოვსვი.
-ვიცი,უბრალოდ შენ რომ მიყვები ეგ მსიამოვნებს..-ლევანიკო დადვაძე ფორმაში იყო.
-შენ და ვაკო არ იყავით,სულ რომ მეხვეწებოდით გაჩუმდი მინდელო ტვინი გვეტკინაო?!
-ჰო,აი რას წარმოვიდგენდი შენი ლაპარაკი თუ მომენატრებოდა,შენ კიდე მიჟმოტავ სიტყვებს,ესაა სამართალი ტასო?!
-„კბილი კბილის წილ და რამე“-ვაკო ბერძენაძის სიტყვებზე ორივეს გაგვეცინა-ბერძენაძე ნიტას დაშორდა..
-ჰო,მაგათი დაშორება,რომ მეწყინა ისე რავიცი..-ორი წამით სიჩუმე ჩამოვარდა,მიყურებდა გაღიმებული და ჩაფიქრებული,მე მომენტალურად ვიძაბებოდი მის მზერაზე-ჩემი რამდენი დღით ხარ?!-გა-მო-ვშტე-რდი!
-ჰა?!-ვერ გავიაზრე ბოლომდე რა მკითხა,ან უფრო სწორად გავიაზრე,მაგრამ შემეშინდა,ან არ ვიცი უფრო სწორი რომელია,ფაქტი იყო ადგილზე გავიყინე.
-აქ რაიმე საქმე ხომ არ გაქვს?პროექტი ან რამე მსგავსი?!
-არა,არა რა საქმე,დასასვენებლად გამომიშვეს..
-ანუ ჩემი ხარ.!-თქვენთვის მომინდვია ჩემი რეაქციის წარმოდგენა,ლამის სკამიდან გადმოვარდი ჩემს უუნარობაზე,ღიმილზე და კიდევ ათას ემოციაზე გულში,რომ მჩხვლეტდა სასიამოვნოდ.
-ანუ მომატყუე პიარ-მენეჯერის თანამდებობაზე..!-ჩავიფრუტუნე უდარდელად და საკუთარ თავს მივულოცე ამდენი ძალა-გონიერება,რომ მქონდა საუბარი პირდაპირ ჯანდაბაში არ გადამეყვანა.
-რატო?-გაეცინა მას.
-ამ სასტუმროს პიარ-მენეჯერს ხუთი თავისუფალი დღე არ აქვს,დარწმუნებული ვარ მაგაში..!-ისე მზაკვრულად გამეცინა ჩემ მოხერხებულობაზე და მერე თავმდაბლობაზე,რომ ლევანიკოს ადგილზე მე უდავოდ დავყრიდი ფარ-ხმალს.
-ამ სასტუმროს უფროსი ჩემთან ვალშია,ხომ გითხარი ხშირად მის მოვალეობასაც ვითავსებთქო,ჰოდა მოუწევს 5 დღე ჩემი შეითვისოს..-ანგარიში გამიბათილა მან,მე ისევ გავქვავდი.
-გასაგებია..-გამეღიმა მე-ჩემ გამო არ ღირს ...
-ანასტასია მინდელი,გოგო რომელიც მეთერთმეტე კლასიდან მიყვარს,ამერიკაში ჩამოვიდა 5 წლის მერე,ჩვენი ბოლო ნახვიდან,იმ სასტუმროში დაბინავდა სადაც მე ვმუშაობ თანაც სრულიად შემთხვევით ხუთი დღე მე მეკუთვნის და მეუბნები,რომ არ ღირს?!-შარდონე ჭიქიდან ბოლომდე გამოცალა,მაგიდაზე დააბრუნა დიდი ბოკალი და გაღიმებულმა ამომხედა-ადი,ტასუნა დაისვენე ხვალიდან დატვირთული დღეები გელის..!-თვალი ჩამიკრა,შუბლზე მაკოცა და იქვე მდგარ მიმტან გოგონას თვალით რაღაც ანიშნა,მანაც თავი დაუკრა,ლევანიკომ დარბაზი დატოვა.
ირგვლივ ჩემი და ქეითის გარდა არც არავინ აღარ იყო.
ცარიელ რესტორანში ვიჯექი ფაქტობრივად.
საათი ღამის სამს აჩვენებდა.
უცნაური გრძნობით შეპყრობილი გავემართე ჩემი ნომრისკენ.
საწოლზე მოწყვეტით დავეშვი და თავით გადავვარდი წარსულში.
5 წლით უკან...
ალბათ ცხოვრება ყველაზე ლამაზი ზუსტად ამ წლებში იყო.
ვგრძნობდი,როგორ მიყურებდა მომღიმარი ბიჭი ისტორიის გაკვეთილზე,რომელიც პირველი გვიტარდებოდა,ვგრძნობდი,ჰო.!
არ ვიცი,კოელიომ მართლა თქვა თუ არა,მაგრამ „ქალი ყოველთვის გრძნობს მზერის შინაარს“
როგორ არ გავისულელე თავი,მაგრამ პირველივე შემოხედვისთანავე ვიცოდი...
ვიცოდი,რომ მოვწონდი.
ვიცოდი,რომ მე მიყურებდა,რომ ასე სხვას არ გახედავდა.
ვიცოდი,მთელი ჩემი ნაკლოვანებით მოვწონდი ბიჭს,რომელსაც მაშინ მე მამრობით სქესადაც ვერ აღვიქვამდი.
ვიცოდი და ალბათ სწორედ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული.
რომ ვიცოდი და თვალები ფართოდ დავხუჭე.
ვერ გეტყვით,რომ არ მსიამოვნებდა მისი ყურადღება,მისი აღფრთოვანებული მზერა,მაშინ,როცა ქართულის მასწავლებელი ჩემს ფართო აუდიტორიაში შექებას იწყებდა.
ვიცოდი და ესეც დანაშაული იყო.
დიახ,დანაშაულია იცოდე ადამიანს შენი წარმატება უხარია,ეამაყება და შენ ჯიუტად არ აღიარო ეს ადამიანი შენად..
ცხოვრებამ იმაზე მეტად მატკინა ლევანიკო დადვაძე,ვიდრე ამას ოდესმე ვიფიქრებდი.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა,როცა ჩემ ცხოვრებაში გაგი ღიბრაძე გამოჩნდა.
გაცილებით ადრე,ვიდრე ლევანიკოს გავიცნობდი,ვიდრე ამ სკოლაში გადმოვიდოდი.
გაგი აკრძალული ხილი იყო,რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა.
მინდოდა იმიტომ,რომ ვიცოდი მასთან ყოფნა არ შეიძლებოდა.
არ შეიძლებოდა იმიტომ,რომ ორ განსხვავებულ საზოგადოებას ვეკუთვნოდით.
მე სამართალდამცავის შვილი ვიყავი,ის კრიმინალის.
მეთერთმეტე კლასში ლევანიკოს გაგის არსებობამაც შეუშალა ხელი.
დადვაძე ჩემზე იყო ჩაციკლული,მე ღიბრაძეზე
ვინ იცის ლევანიკომ,გაგის სიტყვები „ერთმანეთი გვიყვარს“,რატომ აღარ გააპროტესტა,მაგრამ ფაქტი ფაქტრად დარჩა..
დადვაძე გაიყინა.
გაიყინა პირდაპირი გაგებით,ყველასთან ურთიერთობაში დარჩა ზუსტად ისეთი,როგორიც დასაწყისში,ჩემთვის კი გაიყინა.
მესმის რაოდენ ეგოისტურად ჟღერს ჩემი სიტყვები,მაგრამ მაშინ ლევანიკო დადვაძის გაყინვა,რომ მეტკინა ისე ჩემი არასწორი ნაბიჯი არ განმიცდია.
სინამდვილეში ლევანიკო,რომ ტკიოდა ეგ ავტომატურად ნიშნავდა ჩემი არასწორობის განცდას.
მეგი მიმტკიცებდა,ახლა დადვაძე ამოიჩემე,ის გახდა მიუწვდომელი და ალბათ მაგიტოო.
შემეშინდა.
მაშინ ყველაზე მეტად იმის შემეშინდა,რომ ჩემი ამ თვისებით ვიღაცას ძალიან ვატკენდი გულს,ალბათ ისე ვატკენდი როგორც ლევანიკო დადვაძეს ვატკინე მეთერთმეტეში.
მეთერთმეტე კლასს მოჰყვა ზაფხული და ახალი სასწავლო წელი.
მე და ლევანიკო ზუსტად იქ გავიყინეთ,სკოლის მეორე დერეფანში,იქ,სადაც გაგიმ ლევანიკოს უთხრა ერთმანეთი გვიყვარსო..
მე და გიგი ერთ თვეში დავიშალეთ.
დადვაძის ცივი და არაფრისმთქმელ მზერა შიგნიდან მანგრევდა, თავს ვაიძულებდი ბოლომდე მეყურებინა მისთვის თვალებში,სანამ ისევ ის არ ამარიდებდა მზერას.
ალბათ,იმიტომ რომ ამით თავს ვისჯიდი.
იცი?!ალბათ იმაზე აუტანელი,რომ ვიღაც გიყვარდეს უმისამართოდ,ისაა,როცა ადამიანისგან რომელსაც თავად შენ აიგნორებდი ახლა მისგან სიცივის და „ჩვეულებრივი“ დამოკიდებულის მეტს ვერაფერს ღებულებოდე.
ეგოისტური განცხადებების დედოფალი ვარ,არ შეიმჩნიო..
ჰო.
მაღიზიანებს სიტყვა-ჩვეულებრივი.
ყველაზე ამაზრზენი სიტყვაა კაცობრიობის ისტორიაში.
„ჩვეულებრივს“ არც ფერი აქვს,არც სუნი და არც გემო.
მას ვერ დაინახავ,ვერ აღიქვამ,ვერ შეეხები.
„ჩვეულებრივი გოგო/ბიჭი ვარ“...
ფრაზა,რომლის წარმოთქმისას ადამიანს მაგრად უნდა უჩქმიტო.
ჩვეულებრივი ადამიანი არ არსებობს და გრძნობა იარსებებდა?!
ჰოდა ასე ვერ იარსება ჩემი და ლევანიკოს „შეპირებულმა მეგობრობამ“ („მოდი მეგობრებათ დავრჩეთ“-სიტუაციაში)
ის ჩემთან „ჩვეულებრივად“ იყო,მე მასთან საერთოდ ვერ ვიყავი.
სკოლა ისე დავასრულეთ მის არც ერთ გოგოზე არ მიეჭვიანია.
პირიქით,ვხალისობდი.
სულ ორი მოწონების ობიექტი ჰყავდა,ვერც ერთთან ააწყო მარტივი მიზეზის გამო..
ორივეში იმას ეძებდა რაც დედამიწაზე მხოლოდ ერთი არსებობდა.
ანასტასია მინდელს.
ჰო,ვიცი,ამპარტავნული განცხადებაა,მაგრამ მეპატიება.
ამაში მაშინ დავრწმუნდი ამ ორი გოგოდან ერთ-ერთმა, გულამოსკვნილმა ტირილით მოუყვა მის დაქალს ,პაემანზე ლევანიკომ შემთხვევით ანასტასია,როგორ დაუძახა სამჯერ და მე ეს გავიგონე.
ჰო,შემთხვევით სამჯერ არაფერი ხდება.
მეორე მცდელობაზე ეს შენი არჩევანია და ამას უნდა შეეგუო.
დადვაძე,რომ ვერ შეეგუა სკოლის დასრულებისთანავე ამერიკაში,იელის უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები და წავიდა.
წავიდა ისე,რომ დადვაძის ყოველ გახსენებაზე იმ ჩხვლეტებს ვგრძნობდი გულის არეში,რომ გტკივა და თან რომ გაგრძნობინებს,ცოცხალი ხარ.!
რომ ყველაფერი წინაა.
არ ვიცი,ამას რას უწოდებენ წინათგრძნობას თუ გუმანს,დიდად არც ვინტერესდებოდი.
ჩემთვის ლევანიკო დადვაძე დიდი ხნის წინათ დახურული წიგნი იყო,სევდანარევი მოგონება და წარსული,რომლის უკან დაბრუნებას თუნდაც ხუთი დღით ვერც მე წარმოვიდგენდი და ვერც მაკას მარჩიელი,რომელიც დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებს.
მთელი ხუთი წლის განმავლობაში სულ ხუთჯერ გავიგე ალბათ დადვაძის სახელი.
სხვადასხვა კონტექსტში და არც ერთხელ გოგოსთან ერთად.
მთელი ხუთი წლის განმავლობაში ვინ იცის რამდენჯერ გამხსენებია მასთან ერთად ერთ მერხთან ჯდომა,მის ხუმრობებზე გაცინებული ჩემი თავი,მეთერთმეტე კლასი და ჩვენი დაუწყებელი ისტორია,ჩემი უამრავი შეცდომით და ბავშვურობით,რომელიც სულ კარგი არ არის ხოლმე.
ვიწექი საწოლზე,ისევ სარაფანი მეცვა,ისევ იმ პოზაში ვიყავი,ისევ ისე მიცემდა გული,როგორც ორი საათის წინ ლევანიკო დადვაძის ყურებისას.
ეს ყველაფერი არ იყო ამერიკული არდადეგების იდეა.
ლევან დადვაძე საერთოდ არ იყო იდეა.
არც მეთერთმეტეში და არც ახლა.
ფიქრებში გართულს არ მახსოვს,როდის ჩამეძინა.


დღე მეორე

მანქანების ძრავის და სიგნალის ხმებმა,უტიფრად გაბედა და გაღვიძების „ნამუსზე შემაგდო“.
-ტასო,კაი რა?!-„ღმერთო!სიზმარიდან პირდაპირ ცხადში გადმომყვა?“ვფიქრობდი თვალებდაქაჩული და როგორც შემეძლო ისე ვაიგნორებდი ლევანიკოს გაწითლებულ სახეს და 32 კბილს,რომელიც იმას მანიშნებდა,რომ მაგრად იცინოდა ჩემს დაქაჩულ თვალებზე და დილის „ვიდზე“.
-აქ..აქ..როგორ შემოხვედი?!-ლამის საწოლიდან გადმოვვარდი გაოცებისგან.
-აკი,გითხარი სასტუმროს უფროსი ჩემთან ვალშია-მეთქი?!-საწოლის წინ სავარძელში მოთავსდა და იქვე დადებულ გაზეთს დასწვდა,ისეთი ინტერესით კითხულობდა Times-ის რომელიღაც სტატიას ვიფიქრე ვეღარც ამჩნევს აქ რომ ვარ-მეთქი.-გაემზადე,შენთვის ყავა ამოვატანინე ქეითს,ისევ რძიანს სვამ ჰო?!
ენა ჩამივარდა,5 წლის მერეც რომ ახსოვდა როგორ ყავას ვსვამდი მაგ ფაქტზე თუ იმაზე,რომ საწოლში რძიანი ყავა,კრუასანი და წითელი ვარდი იდო მაგაზე ზუსტად ვერ გეტყვით,მაგრამ მაგ ორიდან რომელიმეზე აუცივლებლად..
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და გაღიმებულმა დავხედე ყავის ფინჯანს.
-ტასო,გამომხედე..!-ფოტოაპარატის ჩხრიალის ხმაზე უნებურად გამეცინა,ისევ ისე უყვარდა ფოტოების გადაღება,როგორც ადრე,ხუთი წლის წინ..
-კარგი,რა ლევანიკო,რა ფორმაში ვარ..-ცხვირი ავიბზუე მე.
-საოცარში!-გულიანად გაეცინა მას-მიდი,ადექი მოემზადე,ჰოლში გიცდი..!
-სად მივდივართ?!
-ამერიკულ არდადეგებზე.
თვალი ჩამიკრა და წავიდა.
5 წუთით საწოლზე გაღიმებული,რომ ვიჯექი მივხვდი ვერ იყო მთლად კარგი ამბავი.
ჩანთისკენ გამექცა თვალი, სადაც ტელეფონი მეგულებოდა.
ვერ გავბედე.
არ ვიცი კომუნიკაცია თბილისთან და ამერიკის გაუფერულება ვერ გავბედე.
ჯინსის მუხლამდე შარვალი ჩავიცვი,თავისუფალი სტილის ნაცრიფერი მაისური და Levis-ის კეტები მოვირგე.
არ მიყვარდა გაშლილი თმა,ვთვლიდი,რომ ქალის სხეულის ყველაზე დახვეწილი ნაწილი კისერი და ლავიწები იყო.
თმა მაღლა კოსად ავიწიე,პატარა შავ ჩანთას ხელი დავავლე და გავიქეცი.
ჰო,სირბილით მივიწევდი წინ,უამრავი ადამიანის ბეჭის ტკივილის მიზეზი გავხდი ალბათ იმ დღეს და მაინც ყველაზე მაგარი მომენტი იყო,კიბის ბოლო საფეხურზე მდგომარემ,დაბნეულმა ნაცნობი თვალები რომ აღმოვაჩინე.
ჰო,ყველაზე მაგარი იყო,5 წლის მერეც ისევ ისე რომ გიღიმის ნაცნობის თვალები.
თითქოს არც ყოფილა ის 1825 დღე.
თითქოს ზუსტად იქ ვიყავით მე და ლევანიკო.
იქ.
ჩვენს კლასში.
ერთ მერხთან.
ისტორიის,ქართულის,გეოგრაფიის,ან მათემატიკის გაკვეთილზე.
და ალბათ ჩვენ უნდა შეგვექმნა 5 დღიანი ქართული ისტორია,კონტინენტს იქით,კოლუმბის მიწაზე და ყოველგვარი ფორმულების გარეშე.
ჰო,მხოლოდ ვერტიკალურობა და ბრუნვადობა.
ისტორიის ეს ამბავი ვინ იცის,იქნებ ვინმეს წაეკითხა კიდეც.

-წავედით?!
-სად მივდივართ?
-ტასო,მოდუნდი,რა..!-მის ღიმილიან ტონზე გამეღიმა,სასტუმროდან გამოსულებს შესასვლელთან შავი ფერის „კიას“ ჯიპი დაგვხვდა.
ლევანს გასაღები ხელში მიაწოდა ახალგაზრდა ბიჭმა,რომელიც სავარაუდოდ სასტუმროს პერსონალს წარმოადგენდა.
ლამის „კიასთან“ ჩავიკეცე,კარი თვითონ რომ გამიღო.
სულ ასეთი იყო.
მაშინაც,კი „კიას“ და „ველინტონის“ ოცნებაც,რომ არ ჰქონია გულში,მაშინაც ასეთი იყო.
უზომოდ დახვეწილი მანერებით.
რადიკალური განსხვავებული იყო ტიპური თბილისელი ბიჭისგან(არაფერი მაქვს მათი საწინააღმდეგო გარდა ერთი ფაქტისა,ბევრნი არიან..)
მანქანაში არც რაიმე სუნამოს სუნი იყო არც სიგარეტის.
გრილი ჰაერი შემოდიოდა ჩამოწეული ფანჯრებიდან.
ცოტა ხანს ნიუ-იორკის ქუჩებში ვიარეთ.
ეცინებოდა ჩემს გაოგნებულ სახეზე.
ცალი ხელით საჭეს მართავდა მეორეთი აპარატი მოემარჯვებინა.
გზაში იმდენი ფოტო გადამიღო მე სერიოზულად შემეშინდა ავარიული მდგომარეობა არ შეგვექმნა.
-მეტროპოლიტენი!-შევსძახე სწრაფად და დაბლიდან მაღლა ავაყოლე მზერა უზარმაზარ შენობას.არა,უფრო ხელოვნების სავანეს.
-მე,რომ მახსოვს ხელოვნება ძალიან გიზიდავდა ...-გაეღიმა ჩემს აღფრთოვანებულ მზერაზე და მანქანიდან გადავიდა,მე არ ვიცი შინაგანად ველოდი,როდის გამიღებდა მანქანის კარებს თუ უბრალოდ მუზეუმმა გამაშეშა საწყისს პოზაში.
ლევანიკოს გულზე ცნობილი ბრენდის აპარატი ჰქონდა ჩამოკიდებული,ხელში ტელეფონი ეჭირა,თავზე „USA”-ის კეპი ეხურა და მიღიმოდა.ჰო,ალბათ ველოდი როდის გამიღებდა კარს,ის კი იდგა და მიღიმოდა.
ფანჯარა ჩამოვწიე და ირგვლივ მყოფ ხალხს,თვალი მოვავლე.
-სად არის თქვენი ჯელტმენური ქცევები,ბატონო ლევან?!-ისე ვკითხე მისთვის არც კი შემიხედავს,ის ღიმილით დაიძრა მანქანისკენ,ჰო,გუმანით ვგრძნობდი,რომ მიღიმოდა.
-სად არის თქვენი გენდერული ბალანსი და ათასი სისულელე?!-მადლობას ისევ უამრავჯერ გადავუხდი ზებუნებრივ ძალებს,რომ ამ მომენტში ვიჯექი,თორემ..?!თორემ აუცივლებლად წავიქცეოდი,მისი ცხელი ტუჩები ლოყაზე,რომ მეგრძნო და მე ფეხზე მდგარი ვყოფილიყავი..
-ოჰ,ლევანიკო კარგი რა..!-გამეცინა მე მასსა და ჩემს შორის გაჩაღებულ ომზე,რომელიც ჯერ კიდევ 5 წლის წინ იღებს სათავეს,გენდერზე და მის ბალანსზე.-არადა,რა კარგად დაიწყე დილიდან,მანქანაში ჩაჯდომამდე..!-ამოვიფრუტუნე განაწყენებულმა.
-მიდი,პატარავ აღიარე,რომ ძალიანაც მოგწონს დომინანტობა,თუნდაც მეგობარი მამაკაცისგან..!-კარი გამიღო და მეც გადმოვედი,მაგრამ ჯობდა ისევ იქ ვმჯდარიყავი.
-მეგობარი მამაკაცისგან,აუცივლებლად..!-თვალი ჩავუკარი და სირბილით გავიქეცი შესასვლელისკენ.
მართალია ამერიკის ამ სიმდიდრით სავსე მუზეუმს 1 თვეც არ ეყოფა,რომ კარგად დაათვალიეროს ვიზიტორმა,მაგრამ არც ჩვენ დაგვითმია ხელოვნებისთვის მცირე დრო.
დღის 12საათზე შესულები იქიდან საღამოს 6-ზე გამოვედით საბოლოოდ..(სენდვიჩების საყიდლად გამოვდიოდით და შემდეგ ისევ ვბრუნდებოდით)
-ლევანიკო,გეფიცები საოცარი დღე იყო...-უკვე მანქანაში ვსხდებოდით,ღვედი შევიკარი და მომღიმარი გადავხედე ჩემს გვერდით მჯდომს.
-ისეთი ფოტოებია შვილიშვილებს,რომ მოვუყვებით და ვანახებთ..-გაეცინა მას და გამეცინა მეც.ლევანიკო დადვაძე ეს ის ბიჭი იყო,რომლის შესახებაც აუცივლებლად მოვუყვებოდი ჩემს შვილიშვილს,წინასწარ წარმომედგინა ჩემი პატარა შვილის შვილის სახე,როცა ამ ფოტოებს დავათვალიერებიებდი,ის ალბათ სიამაყით აივსება,ბებიამისსაც თავისნაირ გიჟდად,რომ შერაცხავს და თავის „კრიმინალურ“ საქმეებშიც უყოყმანოდ ჩამრთავს..
-იცი რა ვქნათ?
-აბა?-გაეღიმა მას ჩემ აღფრთოვანებულ სახეზე.
-ეს ფოტოები დავბეჭდოთ!!
-კარგი, ეს მარტივია,წავედით ... -მანქანა დაძრა და მთავარ მოედანზე გავედით,ულამაზესი იყო საღამოს ჟამს ეს ქალაქი..
პირდაპირი გაგებით ამბობდნენ,რომ ნიუ-იორკი ღამის ქალაქია.
აქ არ არის ღირსშესანიშნავობების დიდი სია,რომელთა ნახვაც დღისით შეგიძლიათ...
ნიუ-იორკი ღამის ქალაქია და სანახობაც მხოლოდ დაღამებისას ხდება ღირს’შესანიშნავი.
ფოტოები დავბეჭდეთ.
იმის გამო,რომ საშინელი საცობები იყო დაახლოებით ნახევარი საათი მანქანით ვიარეთ.
-გახსოვს იამანიძემ ბაბუამისის გამოხდილი ჭაჭა,რომ გაურია დირექტორის ჭიქაში?!-გადმომხედა ლევანიკომ და ამის გახსენებაზე ორივეს ისტერიკული სიცილი აგვივარდა.
ჩვენს დირექტორს ძალიან უყვარდა ალკოჰოლი,ნუ დღემდე არავინ იცის როგორ მუშაობდა ამ თანამდებობაზე ადამიანი,რომელიც 24 საათიდან 20 საათი ნასვამი იყო ან შეზარხოშებული ან უარესი,ნაბახუსევზე მყოფი ორი ყინულიანი პაკეტით ხელში.
ოთიკო იამანიძის ბაბუის არაყი,რომელსაც ასევე ოთიკო/ოთარი ერქვა ისე უყვარდა ჩვენს დირექტორს იამანიძის დასწრება არ დასწრებას ვინ უყურებდა?!სულ ფრიადი ჰყავდა ქიმიაში.ჯერ ქიმია რა იყო,მერე ნასვამი დირექტორი,რომელიც ქიმიას გასწავლიდა,ჰოდა ჩვენც დაახლოებით იმ დონეზე ვიცოდით ეს მეტად მნიშვნელოვანი საგანი,როგორ ცოდნასაც გვაწვდიდა ბატონი შალვა ჯღარკავა.ვიცოდით რომელ გრადუსზე დუღდა ღვინო,როგორ უნდა გამოგვეხადა საუკეთესო არაყი და ასე დაუსრულებლად,სამაგიეროდ უმეტესმა ნაწილმა საატესტატო გამოცდებამდე 1 თვით ადრე გავიგეთ მენდელევის ცხრილიც,რომ შევიდოდა საგამოცდო მასალაში და თითოეულის ცნობა მაინც,რომ უნდა შეგვძლებოდა თუ ღრმა ინფორმაციას ვერ დავაგროვებდით.
-რა გინდა,ისე დალია ყავაში გარეული მე ორი ათიანი დამიწერა საშინაო და საკლასო სამუშაოებში,კარგი გოგო ხარ მეზობლის მამალი დახრჩობას,რომ გადაარჩინეო,მაგას მემგონი მანამდედაც ჰქონდა ერთი-ორი ჭიქა დალეული,სანამ იამანიძე შეაპარებდა..
-იმ დღეს ყველას ათები ჩამოგვიწერა საცოდავი ოთიკოს გარდა...-გაგვეცინა ორივეს ოთოს სახის გახსენებაზე.
-ეთქვა ბაბუაჩემის არაყი მიდევს ჩანთაშიო და სემესტრულსაც გამოაყოლებდა..
-რაც მაგ კაცი სვამდა დღემდე მიკვირს როგორაა ცოცხალი..-გაეცინა ლევანიკოს.
-ეგ ისევ ისეთ ჯანზეა და მედეა კუჭუხიძეს ცეროზი უთხრეს...-თავი გადავაქნიე მე,დაახლოებით ისე,როგორც სოლომონ მეფე იზამდა „ამაოებაზე“ გამონათქვამის წერისას.
-მედეა რომელი,ბიოლოგიას რომ ასწავლიდა და თავისი ბოსტანი ჰქონდა გაშენებული კლასში?
-ალბათ ასი გრამიც ჰქონდა გადანახული სადმე-გამეცინა მე და რომ მივხვდი რაზე ვიცინოდი შემრცხვა ქალბატონი მედეასი.
-სკოლა კიარა საგიჟეთი იყო..-რომ გამხსენდა როგორი ადამიანები იყვნენ ჩვენი მასწავლებლები არ შემეძლო არ დავთანხმებოდი.
მანქანა მაღალსართულიანი კორპუსის წინ გააჩერა და გადავიდა.
მე ისეთ ინტრიგაში ჩავვარდი,ლევანიკო სანამ მანქანას მოუვლიდა ჩემი კარის გასაღებად,უკვე გარეთ ვიყავი.
-სად ვართ?
-ვიღაც უნდა გაგაცნო,უფრო სწორეს მას უნდა გავაცნო შენი თავი..-გაეღიმა ლევანიკოს და ხელი ისე გაუაზრებლად ჩამკიდა მე ტანში გამაჟრჟოლა.ჰო,გაუაზრებლად ხდება ეგეთი მომენტები,ალბათ,ამიტომაც იწვევენ ჩვენში ჟრუანტელს.
მეხუთე სართულზე გაჩერებული ლიფტიდან გამოვედით,მან კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა.
კარს იკით ქალის ხმა,რომ გავიგეთ მე გაკვირვებულმა გადავხედე გაღიმებულ დადვაძეს.
-დე,მოდი?-ენა ჩამივარდა,ენა კიარა მე ჩავვარდი ლამის პანიკაში.
-იცი,ვინ მოგიყვანე?სახლში შემატარა ლევანიკომ.
-დედა,რამ გადაგრია?როდის იყო გოგონები მოგყავდა..-ქალმა გამიღიმა და ინგლისურად მომესალმა,მე ისევ ხმაჩაგდებული ვიდექი და ვერ გამერკვია რა უნდა მექნა.
-ტასო,გაიცანი დედაჩემი ირინა,დე გაიცანი,ანასტასია მინდელი,გახსოვს?გიყვებოდი..
-ანასტასია..-თბილად გამიღიმა ქალმა და მომეხვია,მე ლამის ლოცვა დავიწყე აქვე არ ჩავკეცილიყავი და მერე სასწრაფოს წასაყვანი არ გავმხდარიხარიყავი.-როგორ,არ მახსოვს,მოიცა იცოდი რომ მოდიოდა?რატომ არ მითხარი ლევანიკო?მოვემზადებოდი,ბავშვს წესიერად დავხვდებოდით..-არ ჩერდებოდა ქალი,მე სხეულში კანკალი მეწყებოდა და ამის დაიგნორებას ბოლო ძალებით ვცდილობდი.
-შედი,ტასო..-ხელით მანიშნა შემოსასვლელი ოთახისკენ სადაც პატარა მაგიდა,დივანი და ირგვლივ პუფები იდო.
-რამდენი ხნით ხარ,დედი?-წინ ჩამომიჯდა მომღიმარი ქალი და მე მივხვდი,რომ ახლა ხმა რომ არ ამომეღო ჩვეულებრივი უზრდელობა გამოვიდოდა.
-5 დღით,ახლა უკვე სამი დარჩა..-ამოვილუღლუღე მე.
-ტასო,სრულიად შემთხვევით დაბინავდა „ველინტონში“,რესტორანში თანამშრომელს ველაპარაკებოდი,დარბაზში,რომ შემოვიდა თვალებს ვერ ვუჯერებდი,წარმოგიდგენია?ხუთი წელია არ მინახავს..-ქალბატონმა ირინამ გაგვიღიმა და თავისთვის,რაღაც ჩაილაპარაკა.
-ჩაის დალევთ?-გადმოგვხედა ორივეს.
-არ შეწუხდეთ,რა..-ამოვილაპარაკე სირცხვილით გადამწვარმა.
-რა,შეწუხებაა?!ლევანიკო ვერაფრით დავითანხმე,რომ აქ გადმოვიდეს საცხოვრებლად,ვერ ვაცილებ იმ თავის სასტუმროს,რას წარმოვიდგენდი ოდესმე სამსახური თუ შეახვედრებდა შენს თავს..-მე დაბნეულობისგან ენა გადავყლაპე ვინ იცის უკვე მერამდენედ.
მერე იყო თბილისური ამბების გაცვლა ამერიკულში.
თბილი მზერა და ძველი ამბების გახსენება.
ვერ დავმალავ,ყველაზე მეტად რაც მიყვარს ეს ძველი ისტორიებია,რომლებსაც ჩემზე უფროსი თაობისგან ვისმენ ხოლმე.
კითხვა კარგია,მეტიც საოცარი.
მაგრამ ამბის მოსმენა?!
მოდი შევთანხმდეთ ამაზე საოცარი რამ არ არსებობს.
მთლიანად გაგდებს წარსულში და შენ შეგიძლია დაინახო მთხრობელის განცდა აწყმოდან წარსულის მიმართულებით.
მთელი ჯადოქრობა იყო ის დღე.
ცოტა,რომ „გავშინაურდი“ და ირინას მისი და ლევანიკოს მამის სასიყვარულო ისტორიები მოვაყოლე,დადვაძე გაოცებული მიყურებდა.
შვილებისთვის არ მოუყოლია,შენ რა გაუკეთეო.
არც არაფერი.
ვუსმენდი.
ჰო,მთავარია იგრძნო,რომ გისმენენ მერე ყველაფერი თავისთავად ხდება.
უნდა ნახოთ,როგორ ენატრებათ ემიგრანტებს თავიანთი თავი,წარსულში ბნელ 90-იანებში,ნახევრად განათებულ 80-იანებში და 70-იანებში,როცა დიდი ალბათობით შენზე გაცილებით პატარები იყვნენ.
საოცრებაა,ემიგრანტის ნოსტალგია და ეს არ ეხება მხოლოდ საყვარელი ადამიანების მონატრებას,მათ ენატრებათ დრო,თავიანთი თავი,განცდები და ემოციები.
ენანებათ გაფლანგული წამები,წუთები იმ ადამიანების გარეშე,რომლებიც წარსულს ულამაზებდნენ.
და მაინც აქრობს მანძილი გრძნობებს?
არ ვიცი,მე ვუყურებდი ქალს,რომელსაც 25 წლის შვილი ჰყავს,წლებია საზღვარსა და სახლს გარეთ კონტინენტს იქით წასული მონატრებას თავის შვილში იხშობს და დღემდე ისე საუბრობს თავის მეუღლეზე,როგორც შეყვარებული თინეიჯერი თავის მიჯნურზე.
ბერდება სხეული,სილამაზე და ხანდახან ჩვენც ვბერდებით,მაგრამ გული არ ბერდებაო,ეგ არც კოელიოს უთქვამს და არც თემურ წიკლაურს.
არ ვარ კომპეტენტური ამ ფრაზის წარმოშობის ამბავში,მაგრამ ვიტყოდი,რომ ვინც თქვა ამაში ათას გზის დარწმუნებულმა წარმოთქვა ეს სიტყვები და მე ახლა ამ წინადადების ცოცხალ მაგალითს ვუსმენდი.
-მე,რომ კახა გავიცანი,კახა უკვე მიცნობდა მე.-დაიწყო ფრთხილად და შეპარვით გადახედა მომღიმარ შვილს,რომელიც აშკარად არ მოელოდა ამ შეხვედრის ამგვარ განვითარებას-მითხრა,ირუ,შენ მე დამესიზმრე სანამ გნახავდი 10 დღით ადრეო.მე რა ვიცი მართლა დავესიზმრე,თუ უბრალოდ „დამკერა“-მის ინტონაციაზე და ბავშვურ ღიმილზე მე მთლიანად დამიარა სხეულში სასიამოვნო იმპულსებმა-მაგრამ,ფაქტია „დავიკერე“-ლევანიკოს გაოცებულ სახეზე გულიანად გაგვეცინა მეც და ირინასაც.-16 წლის ვიყავი,ტასუნა,დედი,იცი ამ დროს გოგონა რა უჭკუოა და როგორი ლაღი?იცი,რა თქმა უნდა,შენც ხომ იყავი 16 წლის,შენც ხომ გიქროდა მუცელში ბევრი ფერადი პეპელა.ჩვენს დროში ბიჭს პაემანზე ვერ წაყვებოდი,თუ სადმე გაყვებოდი ეს სახლი უნდა ყოფილიყო და თან იქვე უნდა დარჩენილიყავი.არ გავყევი,მაშინ ძალიან ეტკინა გული,მაგრამ არაფერი უთქვამს,უნივერსიტეტში,რომ ჩავირიცხე ორ წელიწადში ჩემი ხელი ისე სთხოვა მამაჩემს,როგორც ეს მე მქონდა წარმოდგენილი ჩემს ოცნებებში.მე არ ვიცი,ახლა როგორ არის,მაგრამ მაშინ საოცრად ლამაზი ტრადიციად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი.სრული წესის დაცვით გავყევი ცოლად და თეთრი ულამაზესი და უფუშფუშესი კაბაც მეცვა,დიახაც!კახა,სულ არ არის რომანტიკოსი,არადა მე როგორ მიყვარს რომანტიკა?! დაიჯერებ,დღემდე დაბადების დღეზე აქედან ვურეკავ კურიერს და ვარდებს ვჩუქნი!-სიცილი ვერ შევიკავე მის სიტყვებზე.-ჰო,იცინე,იცინე აბა თვითონ რაც მაჩუქა თავისი სიყვარული იყო,არა გატყუებ,პირველი ხელფასით მიყიდა „შავი მაგია“,ძალიან ცნობილი და საოცარი სუნამო იყო,მაშინ თორე ახლა აღარც მგონია სადმე იყიდებოდეს..ჰოდა ვუგზავნი ვარდებს,ისიც მირეკავს აპილპილებული და მეჩხუბება,მე არადა არ ვეშვები,იქნებ ოდესმე მიხვდეს,როგორი მაგარი გრძნობაა რომანტიკა და თვითონაც მიყიდოს ოდესმე..-გაღიმებულმა გადმომხედა-განა არ ვუყვარვარ?თავად იძახის რომანტიკა კაცის საქმე არააო,ნუ რას იზამ,სამაგიეროდ ლევანიკო არ ჰგავს მამამისს..-თვალი ჩამიკრა მე და მეგონა სკამიდან გადმოვვარდებოდი და ლევანიკოს ფეხებთან გავიშლებოდი პირდაპირ.
-შეიძლება არ უნდა გეკითხებოდეთ,მაგრამ არ ფიქრობთ რომ ერთად ყოფნის დროა?-ჩაფიქრებულმა გადმომხედა.
-შენ დარჩი ლევანიკოსთან და მე წავალ კახასთან,მოსულა?-გადავწითლდი სახეზე და დავემგვანე კახასთვის მირთმეულ ვარდს.
-და ლევანიკოც,რომ წამოვიდეს?-იმ მომენტში ისეთი ბავშვური მომეჩვენა ჩემი ხმა საკუთარი თავი ვერ ვიცანი.
-ლევანიკოს არ ეკითხებით,არა?-მაგიდაზე ლუდის ქილა დადგა ლევანმა და ჩვენ გადმოგვხედა.
-მიზეზი უნდა,რომ დაბრუნდეს-ორაზროვნად ამოილაპარა ირინამ-მიზეზი ყველაფერს უნდა,დედიკო,შენი ღუზა უნდა გყავდეს,რაც დაგაკავებს,რაც აღარ გაგიშვებს... მე რომ წამოვედი,მინდოდა ჩემს შვილს ამერიკაში მიეღო განათლება და ლევანმა ამისთვის ბევრი იშრომა,განათლება,რომ მიიღო სამსახურიც მალევე იპოვნა და წასვლის სურვილი აღარ ჰქონია..
-დედა,ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ,დამოუკიდებლად ვცხოვრობ დიდი ხანია,აქ შენი დარჩენის არანაირი მიზეზი აღარ არის,ტასო მართალია,დაბრუნების დროა.
-შვილი,რომ გეყოლებათ შენ და ტასოს..-ლევანიკომ თვალები ისე დაუქაჩა,ირინას კიარა მე შემეშინდა-ანუ,ცალ-ცალკე,რომ გეყოლებათ ხომ გეყოლებათ,კაცო ოდესმე?!-აღშფოთდა ქალი-მერე მიხვდებით,რომ ყველა სიყვარულზე მაღლა შვილი დგას.
-მეორე შვილიც გყავთ,ქალბატონო ირინე.!-წარბი აუწია დედამისს მე მათ დიალოგზე მეცინებოდა.
-მესამესაც ვიყოლიებდი დიდი სიამოვნებით..-გაეცინა ქალს-შენც,რომ იქ მყავდე სახლში და მშვიდად ვიყო..
-რა მაგარი იქნებოდა..-მეც არ ვიცი რა ჯანდაბამ მათქმევინა ეს სიტყვები ისე,თითქოს ირინას რძალი და ლევანიკოს 3 შვილის დედა ვიყავი.
-გვიანია,ხვალ ტასო ადრე უნდა ადგეს,კიდევ განახებ ახლა წავედით..-გაეცინა ლევანიკოს ჩემ სიტყვებზე,მაგრამ არ გაუმახვილებია ყურადღება.
ირინას დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავსხედით.
-საოცარი დედა გყავს.
-ჰო,ზედმეტად რომანტიული და თავდადებული..-გაეღიმა მას.
-ნუ,იცი შენ ეგრე,ლევანიკო!-მხარზე მსუბუქად ვუჩქმიტე მე.

ლევანიკოს მართლაც საოცარი დედა ჰყავდა.
ყველასგან გამორჩეული,ქალი,რომელსაც უყვარდა თავის ასაკთან შეუფერებლად.
ზუსტად ისე,როგორც მაშინ,პირველად,რომ დაინახა ლევანიკოს მამა.
და ვინ იცის რა რთულია კილომეტრებით შორს,კონტინეტს იქით გიყვარდეს ისე,როგორც პირველი პეპლების გამოჩენისას მუცელში.


ჰო,ამერიკა უდავოდ ხდებოდა დაუვიწყარი და ამას ემფაიერ ბილდინგზე მეტად დადვაძე უწყობდა ხელს თავისი შესანიშნავობით.
და იყო ამერიკაში,რაღაც მისტიური.
და ამ მისტიურობაშიც ერია ამერიკა.

სასტუმროსთან გააჩერა მანქანა.
ორი წამით არც ერთი გავრხეულვართ.
ვისხედით ასე გაყინულები და ვერ ვხვდებოდით ალბათ იმ წამის ჯადოსნობას.
მერე ვიგრძენი ის რაც ალბათ არ უნდა მეგრძნო.
მზერა,რომელიც საოცრად ჰგავდა მეთერთმეტე კლასის ფიზიკის გაკვეთილზე გაღიმებულ ლევანიკოს და ლოყებ შეფარკლულ ანასტასია მინდელს.
და ეს მზერა არ უნდა გამხდარიყო ქმედება,რომელიც მიიღებდა მის ტოლ და საპირისპირო უკუქმედებას.
არც მე უნდა ვყოფილიყავი ვაშლი და არც დადვაძე ნიუტონი.

და ვინ იცის იქნებ ამერიკის ციდან სწორედ ამ ფორმულის დასარღვევად ჩამომაგდო კუპიდონმა თავისი ხიდან ,ველინტონის მინდორზე.


-უნდა გადავიდე ლევანიკო..-ამოვილაპარაკე ისე თითქოს მის ნებართვას ველოდი.
-უნდა გადახვიდე..-გაეღიმა მას და საჭეზე თითები აათამაშა ნერვიულდ.
-ხვალ,რომელზე მოხვალ?წინასწარ რომ ვიცოდე და არ გალოდინო..-უნებურად ნუ ნებით წამოვიძახე და მისი თვალების დანახვისას მივხვდი,რომ ყველაზე მაგარი „უნებლიე“ რამ ვთქვი ამ წამს.
-დილით 11-ზე დაგელოდები!
-მაშინ ხვალამდე.!-ახლა ისე ავცანცარდი,როგორც მეთერთმეტე კლასელი ტასუნა ანანასის წვენის დანახვისას.
-ხვალამდე ტასუნა..-თვალი ჩამიკრა მან.მანქანის კარი გავაღე და მივხვდი,რომ ახლა საბედისწერო შეცდომას ვუშვებდი,არ ვიცოდი ეს კონკრეტულად რა თემასთან მიმართებით ვცდებოდი სამკვდრო-სასიცოცხლოდ,მაგრამ ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა.მანამ სანამ მანქანიდან გადავიდოდი სწრაფად ვაკოცე ლევანიკოს ლოყაზე და ისე გავიქეცი სასტუმროს შესასვლელისკენ,თითოს ამის გამო ჩემი არ არსებული საქმრო მომდევდა შეიარაღებული,მძიმე ტექნიკით და სავარაუდოდ ჩემ სიკვდილს გეგმავდა.
მივრბოდი და მეშინოდა.
მეშინოდა,არა მძიმე ტექნის, ომამდე ტანკისტის ან გრენლანდიის.
მეშინოდა,რომ 25 წლის მეთერთმეტე კლასელი ტასო ამ წამს ვერ გაუძლებდა და გასკდებოდა
გასკდებოდა ბედნიერების ყველა ელემენტით,დაახლოებით ისე,როგორც მწიფე ვაშლი,მაღალი სიმაღლიდან ბეტონზე დავარდნისას.
და მერე ვერც ნიუტონი მიშველიდა,ვერც აფრო და ვერც დიტე.
ლიფტში ვერ შევეტეოდი.
ზედმეტად ბედნიერი ვიყავი და კიბეებით ავირბინე ჩემს ნომრამდე რამდენიმე სართული.
ოთახის კარი შევაღე და საწოლზე მოწყვეტით დავვარდი.
რა შეიძლება ყოფილიყო ამაზე მაგარი?
როცა თავს ისე გრძნობ,როგორც მოზარდი თავისი პირველი სიყვარულის აღმოჩენისას.
და ახლა არ შეიმჩნიო მკითხველო,რომ მე ვახსენე სიტყვა სიყვარული,რადგან ეს ამ მომენტს გააფუჭებს,არ ვიცი რატომ მაგრამ ამას არ ჰქვია სიყვარული.
ეს არის უფრო ლამაზი და უფრო ზედმეტი.
ახლა ნიუტონის ვაშლი კიარა ევას აკრძალული ხილი უფროა.
და მაშინ,როცა მე ლევანიკოს ლოყაზე კოცნის ფაქტს არმაგედონის ფუნციებს ვანიჭებდი კარებზე კაკუნმა ისე შემაკრთო ალბათ წამის მეასედში დამეკარგა ფერი.
მუხლების კანკალით მივედი კარამდე და იქ გაღიმებული ქეითის დანახვისას თითქოს ცაზე ღრუბლები მოაშორესო,დაახლოებით ასე დამიბრუნდა ფერი.
არ ვიცი რისი ან ვისი მეშინოდა,მაგრამ იმ მომენტში მართლა მეგონა,რომ ჩემი ზემოთ ხსენებული საქმრო დამადგა თავზე მუხით ან მინიმუმ კალაშნიკოვით მაინც.
-მის,საღამო მშვიდობის ბატონმა ლევანმა გამოგიგზავნათ..-ლანგარზე ანანასის წვენი იდო და ყველაფერი ისე იყო,როგორც სკოლის სასადილოში(იმ განსხვავებით,რომ ნიუ-იორკის ხუთ ვარკსვლავიან სასტუმროში ვიყავი).
ჰო.
იმ ღამით არ მძინებია.
საშინლად მინდოდა დამერეკა,მიმეწერა ან სულაც დეპეშა გამეგზავნა ამ „გაგანია“ ოცდამეერთე საუკუნის ოცდამეხუთესაუკუნოვან ამერიკაში,მაგრამ არ გავაკეთე.
რა ვიცი..
ალბათ,მეგონა ამ მომენტს აღარ სჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები.

მესამე დღე.
მესამე დილა გათენდა ამერიკულად და ახლა თუ ვინმეს გაეცინება რა მეტიჩრობაა,ამერიკული დილაო,გეტყვით,რომ ჯერ აქ უნდა მოხვდეთ და მერე მიხვდებით რისი თქმაც მსურდა.
თერთმეტის ნახევარი იყო.
რაღაც კარგის მოლოდინში გამეღიმა.
სწრაფად მოვირგე ლურჯი სარაფანი წითელი ორნამენტებით,საოცრად ლამაზი იყო და უხდებოდა იმ დღეს ანასტასია მინდელს,ანუ მე.
მე ადამიანთა იმ კატეგორიას განვეკუთვნები,რომელიც თვლის,რომ ყოველ დილას ადამიანს ხასიათის მიხედვით სხვადასხვა ტანსაცმელი უხდება.
ჰოდა,მეც ძალიან მომწონდა ჩემი თავი ლურჯსა და წითელ ფერში გაწყობილ სარაფანში.
კიბეები ჩავირბინე და თვალებით დავიწყე ნაცნობი სახის ძებნა.
ზურგით იდგა,თეთრი ტილოს პერანგი ეცვა და მუხლებამდე ჯინსი.
ზუსტად ისეთი თავისუფალი სტილი ჰქონდა,როგორიც ასე მომწონდა ნებისმიერ ადამიანში.
პერანგის მკლავები იდაყვებამდე ჰქონდა აკეცილი და მიმღებში მდგარ ბიჭს რაღაცას უხსნიდა მთელი ემოციით.
წამოზრდილ თმებში ხელი შეიცურა და აი,მისი მაჯის საათიც გამოჩნდა.
საოცარი მუხტი ჰქონდა,თუ ქარიზმა,არ ვიცი ალბათ ორივე.
ვიდექი კიბის ბოლო საფეხურზე და ვუყურებდი მამაკაცს,რომელიც წლების წინ გავუშვი და ამ ყველაფერმა გული ისე მატკინა,წამით საკუთარი თავი შემძულდა,როგორ შემეძლო ასეთი ბრმა ვყოფილიყავი.
როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს,ადამიანი მაშინ აფასებს,როცა კარგავს.

ვერ გავაანალიზე,ისე აღმოჩნდა ლევანიკო ჩემს წინ.
-ვინმე იფიქრებს,რომ ურცხვად მაშტერდები..-ამოილაპარაკა და წვერზე ჩამოისვა ხელის გულები გაღიმებულმა.
-რა ცილისწამებაა!-გამეცინა მე და როგორც იქნა კიბიდან ჩამოვედი.
-წავედით?!-ვიგრძენი,როგორ უნდოდა ხელი მოეხვია ჩემთვის და რად დაუჯდა თავის შეკავება.
-წავედით..-ძლივს ამოვილუღლუღე მე და სასტუმროს კარში პირველმა გავიარე.
-თავისუფლების ქანდაკება თუ პარკი?
-მაჩვენე,აბა რაზე გიჟდებოდა დალი...
-ნუ,შენს ევროპას სად მიედრება,მაგრამ ფესვები მაგასაც ევროპული აქვს!-გაეცინა ლევანიკოს.
-ვიცი,დადვაძე ერთად ვსწავლობდით მაგ გაკვეთილებს დალიკოსთან!-ჩემი წარბის აწევაზე ისევ ისე იცინოდა,როგორც მეთერთმეტეში და მეც ზუსტად ისე ვბრაზობდი,როგორც ... როგორც მეთერთმეტეში.-რადიო ჩართე და ნუ მასმენინებ შენ ამერიკულ ფლეილისტს ძალიან გთხოვ რაა!-სიცილს ვერ ვიკავებდი ამჯერად მის გაბრაზებულ სახეზე.
ჯერ ერთი არხი,მერე მეორე და მესამეზე ნაცნობი მუსიკის გაჟღერებამ ორივეს ღიმილი მოგგვარა.
კენიე უესტის ცნობილი ჰიტი, „ american boy “ ისე უხდებოდა ამ სიტუაციას თავიდან ცოტა ვიუხერხულე კიდეც.
არადა,როგორ მინდოდა ავყოლოდი ნაცნობ სიტყვებს,ნაცნობ მელოდიაზე.
სამწუხაროა,ხანდახან ადამიანები იმაზე მეტს,რომ ვფირობთ რამდენიც საკმარისია იმისთვის,რომ არ ვთქვათ სათქმელი,თუნდაც სიმღერით.
საკმაოდ დიდი გზა იყო გასავლელი დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.
ახლა მე მეჭირა ლევანიკოს ფოტო აპარატი და ხედებთან ერთად მასაც ვუღებდი ფოტოებს.
-ამერიკაში ყველაზე ქართული რა არი?
-მოგონებები საქართველოზე,თბილისზე და ადამიანებზე,რომლებიც იქ არიან.
-ახლა,რომ გითხრან სკოლის პერიოდს დაგიბრუნებო რას შეცვლიდი?
-სიყვარულს არ აგიხსნიდი..-მეგონა გული პირდაპირ აფეთქდა.5 წამიანი დუმილის შემდეგ მიხვდა,რაც მჭირდა.ენას ვერ ვატრიალებდი,პირი ისე გამიშრა მეგონა ამერიკაში კიარა საჰარაში ვიყავი უწყლოდ დაგდებული.მეგონა სვავები მაგლეჯდნენ ყველა პეპელას,რომელიც მუცელში მყავდა,უმოწყალო და უსულ-გულოდ.მე კი მათთვის ხელის შეშლაც არ შემეძლო.
-არ ვიცოდი,თუ ნანობდი..-ამოვიხრიალე უკანასკნელი ძალებით და სავარძელს გაოფლილი თითებით ჩავაფრინდი,გთხოვ ტასო,ოღონდ ახლა იყავი უემოციო ქალი და პირობას გაძლევ მეორედ მამაკაცის სახელსაც არ გაგაგონებ გულის არც ერთი კუნჭულიდან.
-ზედმეტად დიდი აღმოჩნდა ეგ სიყვარული ჩემთვის,სკოლის პერიოდის დროინდელი ლევანისთვის,რთულია ტასო უიმედოდ გიყვარდეს გოგონა წლების განმავლობაში,სრულიად უიმედოდ ხვდები?!
-რომელი წლების ლევან?!შენ არ მითხარი,რომ მეგობრები ვიყავით და ეგ სიყვარულიც შეცდომა იყო ჩემი მხრიდანო?!-თვალები დამექაჩა ნერვებისგან მე.
-შეცდომა არის,ამას ახლაც ხომ ვამბობ?-გამიღიმა მან,მე ლამის კანი დავიწიწკნე მოწოლილი ემოციებისგან.
-რატომ,რატომ იყო შეცდომა?!
-ამას მეხუთე დღეს გეტყვი,კაი?-თვალი ჩამიკრა და ისე,რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერი ამოიღო და ხელით მანიშნა ასანთით დავმხარებოდი.
მთელი გზა სიჩუმე იყო,ისემ ამერიკული ფლეილისტი და ამჯერად არანაირი პროტესtი აღარ იგრძნობოდა.ალბათ იმიტომ,რომ ახლა „პირველი სადარდებელი“ თავისუფლების ქანდაკება იყო,ფრანგების შედევრი და ამერიკის სავეზიტო ბარათი...

ამ ქვეყანას „წამოყუდებული შენობები“ და ზედმეტი ლიბერალურობა,როგორც არ უნდა დაუწუნო „ტრადიციულ“ თბილისში გაზრდილმა ადამიანმა,ვერ აცდები იმ ფაქტს,რომ უდავოდ მაგარი ქვეყანაა,მთელი თავისი პირდაპირი და ირიბი კონტექსტით ნებისმიერ წინადადებაში.
იმდენად მაღალი იყო წესიერად ვერც აღვიქვამდი,სანამ ბეტერის პარკიდან ბორანში ან ჩავსხედით და დაიწყო ნამდვილი სანახაობაც.
ქანდაკებამ და ულამაზესმა ხედმა მალევე გადამავიწყდა ლევანიკოს „აღსარება“ და მალევე დაიწყო ფოტოსესია,რომელიც სულაც არ იყო დამღლელი ლევანიკოსთვის.
ხომ ვამბობ სასწაული ბიჭია-მეთქი?
მაშინ,როცა ნებისმიერი მის ადგილზე წუწუნით ამიკლებდა ის თავად მკარნახობდა,როგორ დავმდგარიყავი,ფოტო რომ უფრო ლამაზი გამოსულიყო.
ეცინებოდა,ჩემს თხოვნებზე,დაბლიდან გადაეღო ფოტო,უფრო მაღალი,რომ გამოვჩენილიყავი.
მაინც არ მესმის ვის ატყუებ,ყველამ ძალიან კარგად იცის დალის ცარცის ოდენა,რომ ხარ სიმაღლეშიო. ამ სიტყვებს მორალურად ვერ შევარჩენდი და მორჩილად ვაიგნორებდით ორივე ხალხის გაკვირვებულ თვალებს,როცა ბორანზე მე ლევანიკოს მივდევდი და ისიც გაწითლებამდე იცინოდა,გამოგეპარება ქანდაკების ახლო ხედიო.
სამის ნახევრამდე მთლიანად მოვიარეთ მიმდებარე ტერიტორია და ლევანიკოს აპარატიც ნოკაუტში ჩავაგდეთ.
შენ არ მოიწყინოო,გამამხნევა და ბოლომდე დამუხტული ტელეფონი ამიფრიალა წინ.
-ლევანიკო,დაიცა დავიღალე..-მის მტევანს ჩამოვეკიდე და მუცელზე ხელი მივიჭირე დაღლის ნიშნად.
-წამოდი სადმე დავსხდეთ და ყავა დავლიოთ..
-არა,დაიცა არ მინდა კაფეები თბილისშიც მეყობა..
-მაშინ ვიყიდოთ ყავა,ბურგერები და ცოტაც მოითმინე და უცვლელი შეხვედრის ადგილას წაგიყვან..!
-პარკში?-აღფრთოვანება ვერ დავმალე მე.
-ჰო,ტასო-აშკარად ძალიან ხალისობდა ჩემ „სოფლელობებზე“ შუა ნიუ-იორკში,არა ვის იგდებდა მასხრად?!
-ნუ,ახლა ყველას არ გვაქ ბედნიერება სოლოლაკში ჟაკლინ კენედის ტბაზე ვისეირნოთ,ჰა ჰა თემქაზე გავიდეთ,ნუ თუ ძაან მოინდომებ ლისი და ეგაა..-მეცინებოდა თბილისის და ნიუ-იორკის გაბარიტების შედარებისას.
-თემქაზე ბედნიერმა ვისეირნო,მირჩევნია კენედს ჩავეხუტო უბედურმა,ამიტომ მოიცა რა!-ახლა ისე საოცრად მინდოდა ლოყაზე მეკოცნა,მთელი კდემამოსილური ეტიკეტის გადამეორება მომიხდა,თავი რომ მომეთოკა.
-უცვლელად დადვაძე ხარ!-ვითომ ცხვირი ავიბზუე,პასუხი რომ ვერ გავეცი მის ცამდე სიმართლეს.
-უცვლელად მართალი!
-ლევანიკო,გეყოს თავმდაბლობა არ შეგფერის ამ მისტერ ლევან კაცს!-ქეითის დაძაბულ სახეზე სიცილის ახალმა ტალღამ გადამიარა,მასაც ეღიმებოდა,ან ქეითზე ან ჩემს სიცილზე და როგორ მინდოდა,რომ მეორე ვარიანტის „ზღაპრობა“ რეალობა ყოფილიყო.
ბურგერები ვიყიდეთ,მე ყავა და წვენი მომქონდა.
ლევანიკომ პატარა ნავი იქირავა.
მე ბედნიერებას ვეღარ ვიტევდი და ნელ-ნელა ვემგვანებოდი პატარა,თინეიჯერ გოგონას.
ლევანი ძლიერად უსმევდა ნიჩბებს და ჩვენც ვშორდებოდით ნაპირს.
საოცარი სანახაობა იყო,მაშინ ზუსტად გავიაზრე რას ნიშნავდა,“ოაზისი ბეტონის ჯუნგლებში“..
-გაცივდება,ბურგერი მოეშვი და ჭამე..-გემრიელად ჩავკბიჩე ჩემი წილი და ლევანიკოს გავხედე დანანებით,რომელიც გაღიმებული მიყურებდა.
-აი,ცოტაც და..
-მოიცადე,აბა მე გაჭმევ ..-ცალი ხელით ლევანიკოს ვაწვალებდი ბურგერისკენ გაწეულს,ვატყუებდი და ხელს ხან მაღლა ხანაც მარჯვნივ ვწევდი.
-ტასო,ნუ მეთამაშები თორე,გავუშვებ ხელებს და შენ მოგიწევს ნაპირზე დაბრუნება.
-რა ხუმრობაა,ეს ბატონო ლევან?თანამდებობისთვის შეუფერებელი..-ჩავიფრუტუნე და ბოლო ლუკმაზეც,ხელი შორს გავწიე.
ჩემი სიცილის ხმა ზემოთ ხსენებულ ჯუნგლებსაც ესმოდათ და ალბათ ბეტონიც შეწუხებული,ეს ვინ ჩამოგვივიდაო,ლამობდა დროულად გავეგდე თავისი ოაზისიდან.
-ტასო ბედნიერი ხარ?-წვენს ვსვამდი,ტბის შუა ნაწილში ვიყავით გაჩერებული და ხედით ვტკბებოდი.
-ამ წამს?ყველაზე!
-არა,ზოგადად.-მიხვდი რაც აინტერესებდა,უხერხულად შევიშმუშნე.
-სადღაც შუაში ვარ.
-კაი,რა მე რომ ტასოს ვიცნობ შუა ხაზი არანაირად არ უყვარს,ან წინა ერთ უკიდურესობაშია ან მეორეში..-გამიღიმა მან.
-ასეც არი,მაგრამ ბედნიერების კიდესთან,რომ მიხვიდე ყველა ელემენტი უნდა გქონდეს ცხოვრებაში,არ ვიცი საკმარისად ეგოისტი ვარ ალბათ,ბედნიერებაშიც უკიდურესობას,რომ ვითხოვ ცხოვრებისგან,მაგრამ ცხოვრებაა სამაგიეროდ სამართლიანი და ზუსტად მაგ სფეროში დამაჯერა შუა წერტილს.
-რა გაკლია?
-სიყვარული.
-არ მჯერა,ვერ დავიჯერებ,არავინ გყავს?!-გაეცინა მას.
-ისე ვისაუბროთ,როგორც მეგობრებმა,არ მინდა ხვალ ეს სიტყვები ვინანო..
-მეხუმრები ხო?გისმენ, კენედთან ერთად განისვენებს ეს ლაპარაკი..-თვალი ჩამიკრა მან.
-გახსოვს,მეთერთმეტე კლასში ჩემი ფართო წარმოდგენები სიყვარულზე?
-მახსოვს,ისე ლაპარაკობდი,კაცს სიყვარულს მოანდომებდი.
-არ ვიცი,მაშინ მეგონა რომ სიყვარული აუცივლებლად მოვიდოდა,დღეს ვფიქრობ რომ უკვე იყო და გავუშვი.
-რა?!..-ამოიხრიალა მან.
-რეალურად ვხვდები,რომ არ ვარ მარტივი ადამიანი. არც ის გოგონა ვარ,ვინც სასურველია ყველა მამაკაცისთვის და ამ რეალობას უფრო მძაფრად აღვიქვამ ხოლმე,როცა ყოველი მცდელობა კრახით მთავრდება.წარსულში გაუაზრებელ,ჯერ ვერ დანახულ განცდას და ემოციას მისტირის ჩემი ქვეცნობიერი და მე მთელი ომი მაქვს საკუთარ თავთან,რომ გავიგო რა მენატრება..
-საკუთარი თავი გენატრება,რაღაც მომენტში,დროსა და სივრცეში გაბნეული ანასტასია გჭირდება,იქ დაგრჩა შეუსრულებელი მისია და ეგ არ გასვენებს..
-ის ტასო მენატრება,რომელსაც არ რცხვენოდა თავისი ემოციების და გრძნობების გამოხატვა,თავს რომ გაბეზრებდა თავისი გაუთავებელი ლაპარაკით,გახსოვს?რამდენჯერ გაწუხებდით ჩემი ლაპარაკით?!-გამეღიმა ძლივს
-ტასო,მაპატიე..-ჩავარდნილი ხმით ამოილაპარა ლევანიკომ.
-არა,შენ რა შუაში ხარ? დარწმუნებული ვარ ყველა ჩემს ირგვლივ იმას ფიქრობს,როგორ შეუძლია ყინულივით ცივ ანასტასია კვაშალს ბავშვივით გაუხარდეს,როცა ვინმე ბამბის ნაყინს უყიდის და ბუშტებზე ხტუნვა დაიწყოს,ჰო, ხანდახან ეგ სიყალბედ უფრო ჩანს ვიდრე სინამდვილეთ,ამას მივეჩვიე,აი,ამასთან ომში ის დავკარგე,რის გამოც ღირს იბრძოლო ხვდები? ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს წიგნიდან ფურცლები ამოხიეს და ახლა შინაარს ვერ ვგებულობ...
-წარსულის ყურებას მომავალს შეხედო არ გიფიქრია?
-ვერ იგებ,ლევანიკო..-გამეღიმა მე-ეს წააგავს ამნეზიას,ხვდები?რაღაც დაგავიწყდა,რაღაცას ვერ იხსენებ,რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს,ლევანიკო..
-რა არის ანასტასიასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?!
-სიყვარული.
-გიგი..?!-ამოიხრიალა მან
-რა გიგი,ლევანიკო?-გამეცინა..-რა გიგი,რაშუაშია გიგი?-ჩემს ხმას აშკარად დაეტყო გაღიზიანება და ამან მეც კი გამაოცა.
ის თითქოს განძრახ არ ხვდებოდა რა იყო ამ კითხვის აშკარა პასუხი.

საღამო ხანს საკმაოდ აგრილდა ნიუ-იორკის ქუჩებში.
მოვდიოდით ჩუმად მე ვფიქრობდი რომ გულახდილობა სულ კარგი იდეა არ იყო.
ის კი,არ ვიცი,ალბათ ისიც იმავეს ფიქრობდა.



ადამიანის დამპალი ბუნება ასეა მოწყობილი.
ცნობიერი ბლოკავს ქვეცნობიერს,რადგან რეალობამ ადამიანი არ გააგიჟოს.
ჩვენ ვუარყოფთ ჩვენს წინ მყოფი სიტუაციის ნეგატიურ მხარეებს,იმისთვის რომ თავი კარგად ვიგრძნოთ.
თუ სხვის ტკივილს დაივიწყებ,შეძლებ გაღიმებას.
და მე იმ მომენტში ამ ყველაფრის შესახებ ცოდნასაც ვბლოკავდი,იმიტომ რომ ვიცოდი ცხოვრება მეორედ ამ შანსს არ მაჩუქებდა.
მე ვიყავი ყველაზე ეგოისტი არსება და ამის გაანალიზების უფლებას არ ვაძლევდი საკუთარ თავს.
მე იმ ღამით არ ვიყავი თავისუფალი,ისევე როგორც წინა დღით და ამ ყველაფრის დაბლოკვის და აღუქმელობის უფლებას თუ ვინმე მაჩუქებდა,ამას სიამოვნებით მივიღებდი.
ჰოდა,მივიღე კიდეც



მადამ ტიუსოს,რომ არ ეწვიოთ ნიუ-იორკში სამამულო ცოდვის ტოლფასია.
ლევანიკომ ესეც გათვალა და ჩემს უხასიათობას ორი ბილეთით უშველა.
არტისტიზმის ზენიტი არის ეს ადგილი და ამაში ყველა დამეთანხმება.
ლევანიკოს ტელეფონი ჩემს ფოტოებს ვეღარ იტევდა,დადვაძე კი ურჩად არ იღლებოდა ფოტოგრაფობით და ჩემს სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა.
მაინც რა „ცოტაა“ ადამიანის ბედნიერებისთვის საჭირო (ნუ,იღიმი აქ მარტო მე უნდა გავიღიმო,სიმწრით..)

სასტუმროში დაბრუნებულს საშინლად არ მინდოდა დასრულებულიყო ეს დღეც და მხოლოდ ერთი ღამით „ამარა“ დავრჩენილიყავი.
რომ იცი მთავრდება,მაშინ უფრო მიმზიდველი და გემრიელი ხდება ყველაფერი.
სასტუმორს ნომრის კარამდე მომაცილა.
ვიდექით დერეფანში და ერთმანეთს ვუყურებდით.
-რაღაცნაირი დღე იყო..-დაიწყო ლევანიკომ.
-ჰო,გულახდილობა სულ კარგი იდეა არ არის.-გამეღიმა მე.
-არა,მაგრამ ემოციების დამალვას ყოველთვის სჯობს.
ხმა ვერ ამოვიღე.
ვიდექი კედელს მიყრდნობილი და მზერა ჩემს ფეხსაცმელებზე გამეშტერებინა.
-დაიძინე ტასო,ხვალ სიგიჟის ბოლო დღეა და მოემზადე!-გამიღიმა მან,თვალი ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა.
ჯანდაბა!
ვინ მოგცა დადვაძე ასე მოქცევის უფლება,ვინ ?!
რა უფლებით მაბრუებ,ასე რატომ იქცევი?!
მე .
მე მოგეცი უფლება.
მე.
მე გაიძულე.!
ნომრის კარი შევაღე და მის ზედაპირს ავეკარი.
ახლა საშინლად მინდოდა ტირილი.
აბაზანისკენ ავიღე გეზი და ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ ჩემი სარაფნით დავდექი.
რაც ახლა მინდოდა,იყო დროის უკან დაბრუნება.
არასწორი გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი თავის ცემა.
მინდოდა,რომ მე და ლევანიკო ისევ ერთ კლასში ვმსდარიყავით,დალისთან,ნიუტონასთან და სხვა მასწავლებლეთან ერთად.
გვევლო შატალოებზე და დაგველია ოთიკოს ბაბუის არაყი.
ჩუმად,დირექტორთან ერთად და ..
ვიგრძენი როგორ ამეწვა ხელისგულები.
მერე მუხლები.
მერე ვიგრძენი,რომ მთელი სხეული მეწვოდა.
მუხლებზე დაცემული,იმდენად ცხელ შხაპს ვიღებდი სუნთქვაც ჭირდა აბაზანაში.
ვინ იცის როგორ მძულდა მაშინ ანასტასია მინდელი.
სველი ტანისსამოსი იქვე დავტოვე და ხალათში გახვეული ნომრის ტელეფონი ავიღე.
ახალგაზრდა ბიჭი მეუბნებოდა,რომ რესტორანი უკვე დაკეტილი იყო,თუმცა ბარი მუშაობდა.
არ მახსოვს რატომ არ შემრცხვა თეთრი ხალათით და თავზე პირსახოცით სასტუმროს ბარში ჩასვლა,ალბათ იმიტომ რომ იქ არავის ველოდებოდი,ვისიც აზრიც მაინტერესებდა.
ლიფტის კარი გაიღო და თავჩაქინდრული გავემართე ბარისკენ.
გვერდით არც კი მიმიხედავს ისე დავიკავე გრძელ სკამზე ადგილი და ბარმენს შარდონე შევუკვეთე.
-მძიმე დღე გქონდათ?-გამიღიმა ბიჭმა და ასევე გაღიმებულმა ამათვალიერა.
-5 მძიმე წელიწადი მაქვს,არ ვიცი უშველის ეს ღვინო თუ არა,მაგრამ მინდა რომ არაფერი მახსოვდეს,არ მახსოვდეს რომ ჩემი ყოფილი თაყვანისმცემელი 5 წლის შემდეგ ამ დაყწევლილ ქვეყანაში ვნახე და ..-საკუთარ თავს მეგონა ზემოდან ვუყურებდი,ხმა აკანკალებული ძლივს ვიმორჩილებდი შიგნით მცხოვრებ პატარა გოგონას,რომ არ ეტირა-ჯანდაბა,ბედის ირონიაა არა?!მთელი ხუთი წელი ვიცოდი რაღაც მაკლდა,ყველა ეგოცენტრულ,განებივრებულ გოგოდ მთვლიდა მე კი მათ ვერ ვუხსნიდი,რომ რაღაც მაკლდა..
-და ამ დაწყევლილმა ქვეყანამ ეგ რაღაც გაპოვნინათ,არა?!-გაეღიმა ბიჭს.
-ეგ ვიღაც მაპოვნინა ახლა კი ისე მარტივად მართმევს..-ცრემლები ვერ შევიკავე მე.
-და მაინც, ღმერთმა დალოცოს ამერიკა..!-არაყი პატარა ჭიქაში ჩაასხა და ჩემს გრძელ ბოკალს მოუჭახუნა.
-ღმერთმა,დალოცოს ამერიკა!-გამეცინა მე და ჭიქას ხელები მოვუჭირე.
-მომიყევით მასზე..-დაიწყო მან გაუბედავად.
-17 წლის ვიყავი ის,რომ გავიცანი..-გამეღიმა მე-საოცრება იყო,ცუდ დროს გამოჩენილი საოცრება.საკუთარ თავში ჩამოუყალიბებელი ბავშვი ვიყავი,რომელსაც სიგიჟემდე მოსწონდა მისნაირი ბიჭის ყურადღება.
-მაშინ,რატომ დაკარგეთ?
-ზედმეტად პატარა ვიყავი აღმექვა ის რაც ჩემს ცხვირწინ ხდებოდა.ვერ გავიაზრე,რომ ადამიანების ჯიბრზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ საკუთარი ადამიანი დამაკარგვინა.
-არ მესმის.
-არც,მე.-ამოვიტირე-მაშინ ერთი ბიჭი მომწონდა,უფრო სწორად მასთან აკრძალული ურთიერთობა მომწონდა.
-და თქვენი ვარსკვალვიც გაქრა ციდან..-გაეღიმა მას.
-ნება მივეცი გამქრალიყო ბიჭს,რომელსაც ჩემი მინუსებით ვუყვარდი. აღფრთოვანებული მიყურებდა,როგორ ვყვებოდი გაკვეთილს,ვკითხულობდი თემებს და ვეპასუხებოდი მასწავლებლებს. საიმედო იყო,ის ფანჯარასთან მიცდიდა,მაშინ როცა კლასელები გაკვეთილს ვსტრახავდით და ქალაქში მივდიოდით ბამბის ნაყინის საჭმელად.სულ მზად იყო დავეჭირე,ჩემი აწეული კაბა შეესწორებინა,თმები ფრთხილად გადაეწია ყურზე და ყოფილიყო ყველაზე ფრთხილი ჩემთან მიმართებით.
-და თქვენ?
-რა მე?
-თქვენ,როგორი იყავით მასთან..?
-როგორც ვარდი და პატარა უფლისწული-ცრემლები მომერია-მომწონდა,როცა მიფრთხილდებოდა,მან იცოდა რომელი წვენი მიყვარდა,გაკვეთილებს შორის რომელ შუალედში ვჭამდი საჭმელს და არ ეზარებოდა ჩემი გახსნილი თასმის შეკვრა შუა ქუჩაშიც.
-თავს არიდებთ თქვენს გრძნობებზე საუბარს.
-რა ვთქვა?ვაღიარო,რომ მაშინაც კი როცა გაუაზრებლად ვიქცეოდი,მის გვერდით ერთი გოგო ვიყავი,რომელიც თავს ისე გრძნობდა,როგორც ერთადერთი ყვავილი მებაღის ბაღში?
-ახლა?
-ახლა მე უნდა გამოვემშვიდობო იმ ისტორიებს,რომელიც ყოველი მისი ნახვისას მახსენდება და დაწყევლილად დალოცვილი ამერიკიდან უნდა გავიქცე თბილისში.
-ეს სად არის?
-საქართველოში.
-არ მსმენია..
-ქვეყანაა,ევროპისა და აზიის გასაყარზე.
-სადაც თქვენ ერთმანეთს შეხვდით.
-ჰო,წარმოგიდგენია?ამდენი წლის შემდეგაც ახსოვს,რა მეცვა სკოლის პირველ დღეს.
-მეც მახსოვს ჩემი ცოლის ჩაცმულობა,მაშინ როცა პირველად ვნახე...-გაგვეღიმა ორივეს.
-ტყუილია,რომ ამბობენ კაცები უყურადღებოები არიანო.
-ვისაც უყვარს ის ცდილობს.
თვალები კიდევ უფრო დამიმძიმდა.
ღვინო გაჭირვებით მოვსვი.
-შენი აზრით ოდესმე ...
-ჩემი აზრით აუცივლებლად.
თვალი ჩამიკრა ბარმენმა ერთი ბოთლი მაჩუქა და ნომერში გამიშვა.
რა ეგოისტი ვარ,საწყალ ბიჭს სამუშაო საათები დასრულები ჰქოდა მე კი ,ჩემი ნოსტალგიური შემოტევების გამო ვაიძულე დარჩენა.
ვიჯექი საწოლზე და ვსვამდი.
ვინ იცის როდის ჩამეძინა..
მაგრამ ღმერთს გაუაზრებლად მადლობას ვუხდიდი,ძილის უფლება,რომ მისცა ჩემმა ფიქრებმა სხეულს.


დღე მეოთხე

ნაბახუსევზე კოკა-კოლა ჩემი მშველელი და ერთადერთი წამალი იყო,რომელსაც შეეძლო საიქიიოდან სააქაოში დავებრუნებინე.
თვალი არც კი გამიხელია,ისე დავწვდი ტელეფონს და მომსახურე პერსონალიდან ვიღაც გოგოს,რომლის სახელიც არ გამიგონია,კოლა შევუკვეთე.
თავი თეთრ ბალიშებში ჩავრგე და ვინატრე ჯანდაბაშიც გამეშვა ანასტასია მინდელი.
კარზე კაკუნის ხმამ სახე უფრო დამიბრიცა,არ მხიბლავდა ადგომის აუცივლებლობა.
ზუზუნი,რომ უნდა დამეწყო სწორედ მაშინ გააღეს კარი და დავლანდე,როგორ აართვა ლევანიკომ ახალგაზრდა გოგონას ხელიდან ლანგარზე დადებული კოლა და გრძელი ჭიქა.
თავად შევუტანო და თავით ანიშნა წასულიყო.
-ვიღაც ნაბახუსევზეა..-გაეცინა დადვაძეს.
-ნუ დამცინი.!-შევუღრინე მე და რომ წარმოვიდგინე რა საოცარი დასანახი ვიქნებოდი სახე უფრო დამემანჭა.
-ჩაიცვი და გამოგიყვან „პახმელიიდან“..-ჩემი ჩემოდნიდან თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი ამოაძვრინა.
თავადაც ჯინსის შარვალი და თეთრ მაისური ეცვა.
-ასე ტყუპებივით ვიაროთ?-გამეცინა მე.
-არა,თინეიჯერი შეყვარებულებივით,ტასო აწიე ერთი ადგილი და წავედით!
-რას უწუნებს თინეიჯერ წყვლებს?!-უფრო ჩემთვის ამოვილაპარაკე და მისი მზერა დავაიგნორე.
აბაზანიდან უკვე ჩაცმული გამოვედი.
ლევანიკოს ჩემი სავარცხელი მოემარჯვებინა მარჯვენა ხელში,მარცხენაში კი თმის უთო.
-მოდი,დაგამგვანებ გოგოს „გრუზინი“ კაცის ღიპივით,რომ გაქვს თავი.!
-გცემ,ვის აკადრე?-ვწიოდი მე და ჩემ ტელეფონში როგორც შემეძლო ისეთი სისწრაფით ვრთავდი ფრენის რეჟიმზე,შეტყობინებები,რომ არ მოსულიყო.
სარკეში რამდენიმე ფოტო გადავუღე და კმაყოფილმა დავდე ტუმბოზე მობილური.
-ლევანიკო,ვინ ხარ ასეთი მოდური?-ვიცინოდი მე და ლამაზად ჩამოსწორებულ თმას კმაყოფილი ვუყურებდი.
-მე ვარ „ლ“ევანი,ვმუშაობ დაბ“ლა“...-ორივეს სუნთქვა გვეკვროდა ნოდარის პაროდიაზე და ლევანიკოს რბილ „ლ-ებზე“.
სიცილით დავფარეთ მანძილი სასტუმროს გასასვლელამდე.
-სად მივდივართ?
-თავი გტკივა?
-არც ისე,კოლამ მიშველა..
-ანუ აწი აგტკივდება..-ჩაიქირქილა ლევანიკომ.
-ეგ როგორ?
-რომ იცოდე წინ რა გელის..-იცინოდა ის.
-კარგი,რაა ნუ მაინტრიგებ!!!
ბრუკლინისკენ,რომ დავიძარით,დაახლოებით 40ან 45 წუთი გზაში ვიყავით.
შეიძლება უფრო მეტიც.
ულამაზეს ხედებს ფოტოებს ვუღებდი.
რამდენიმე კადრში ლევანიკოც იყო „შემთხვევით“ მოხვედრილი.
-კონი აილენდი..-ამოვილუღლუღე მე და თვალი მოვავლე უზარმაზარ „ამერიკულ მთებს“.
-ტასუნა,თავი ხომ არ აგტკივდა?-გაეცინა ლევანიკოს და მანქანიდან გადავიდა.
ჩემთვის კარის ღებას აპირებდა,მაგრამ მე უკვე გადმომხტარი ავტომობილიდან პირდაღებული ვათვარიელებდი სანახაობას.
-მზად ხარ?
-რა კითხვაა?!ყველაზე მაგარი ..-არ ვიცოდი როგორ უნდა მიმემართა მისთვის,მანაც შეატყო ენა რომ დამება და გაეღიმა-ყველაზე მაგარი ლევანიკო ხარ!-უკნიდან მოვეხვიე დადვაძეს და ის იყო გვერდით გადგომას ვაპირებდი,მუხლები რომ მოხარა,მერე ფეხებზე ძლიერად მომხვია თავისი მკლავები და მეც ზედ მის ზურგზე აღმოვჩნდი.
-ხელები კარგად მომხვიე,თორე დამივარდები..-იცინოდა ის და ვიცინოდი მეც. ჰო,ამ მომენტში არც ჩემი სინდისის კივილი მადარდებდა და არც დანაშაულის გრძნობა,რომელიც ამ ემოციებს ჩაეხშო.
-უკაცრავად,მისტერ!-ვიყვირე ხმამაღლა და ჩვენსკენ მომავალი მოხუცი წყვილი,რომლებიც პატარა შვილიშვილებს ასეირნებდნენ ჩვენსკენ მობრუნდნენ.-შეგიძლიათ ფოტო გადაგვიღოთ?!-ვეტიტინებოდი პირდაპირ დადვაძის ზურგიდან,ის კი იცინოდა.
-რა თქმა უნდა-გაეღიმა მოხუც მამაკაცს და თავის ცოლს გადახედა მომღიმარმა,ლევანიკომ ტელეფონი მიაწოდა და მანაც რამდენიმე ფოტო გადაგვიღო.
-მე არ ვიცი,ამ ფოტოებს ვის აჩვენებ,მაგრამ წაშლა არასდროს გაბედო!-მითხრა მკაცრად და მეც გატრუნულმა უფრო ძლიერად მოვხვიე ხელები.
მერე?
მერე იყო ჩემი ბოლო ხმაზე კივილი.
ლევანიკოს სიცილი და აჩქარებული პულსაცია,რომელსაც დადვაძესთან ერთად ამერიკული ატრაქციონებიც უწყობდა ხელს.
ვკიოდი როგორც შემეძლო ისე.
გეფიცებით სერიოზულად შეშურდებოდა ნებისმიერ ოპერის მომღერალს,ჩემი როცა ატრაქციონი დაბლა იწყებდა დაშვებას.
სიგიჟე იყო.
მთლიანად სიგიჟე იყო ეს ადგილი,ეს ამბავი, და ჩვენ.
ჰო,ჩვენ უმთავრესად გიჟები ვიყავით.
დრო ისე გადიოდა ვერც ვამჩნევდით.
ტირის თოფით ლევანიკომ პატარა დათუნია მოიგო,მთელი ღამე დავცინოდი, მე როგორ გაჯობეთქო.
დავდიოდით ორივენი ხელში დათუნიებ გაჩრილი.
იმ განსხვავებით,რომ მე მასზე სამი ზომით დიდი სათამაშო მოვიგე.
რაკი მან მე მაჩუქა,მე მას ვაჩუქე და ისიც გმირულად იტანდა ჩემს ხუმრობებს.
-დღეს რა დღეა,ტასო?
-შაბათი.
-კაი,ჩადე ჩემი საჩუქარი ფაქიზად მანქანაში და წავედით..!-თვალი ჩამიკრა მან.
-კიდე სადღა მივდივართ?-სიხარულს ძლივს ვფარავდი მე.
-იქ სადაც ღამით შესვლა მხოლოდ შაბათობით არის ნება დართული.
წარმოიდგინეთ დღის განმავლობაში კონი აილენდი ავიღეთ აღარ მეგონა კიდევ რამე თუ გამაოცებდა,ჯიუტად ვყლაპავდი ცრემლებს,რომლებიც მასთან დამშვიდობების გახსენებაზე მადგებოდა და ვცდილობდი ბოლომდე გამომეყენებია ეს დრო.
9ის ნახევარზე დავტოვეთ კუნძული და 10-ის ნახევრისთვის უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით.
-ბოტანიკური ბაღი..
-თორმეტამდე ღიაა,ღამით უფრო ლამაზია ვიდრე დღისით,ნუ როგორც მთლიანად ეს ქალაქი..
-დარწმუნებული ვარ..-ვამბობდი მონუსხული და მეგონა,რომ ამ ადგილზე დედამიწა ტრიალსაც წყვეტდა.
მცენარეები,რომელთა სილამაზესაც ვერც ერთი მწერალი ბოლომდე ვერ აღწერს,ერთმანეთისგან მხოლოდ სილამაზით,ფერებითა და წარმოშობით განსხვავდებოდნენ.
უამრავი ტროპიკული მცენარე ერთად თავმოყრილი საოცარ სანახაობას ქმნის მკრთალი განათების და დადვაძის ფონზე.
მანქანიდან შარდონე,რომ გადმოიტანა ქაღალდის პარკში შეფუთული სიცილი ძლივს შევიკავე.
-ეს საიდან?
-გზაში ვიყიდე,უხდება სიტუაციას!-თვალი ჩამიკრა მან და ხელკავი გამომდო.
-ასე დავლიოთ?-სიცილს ვერ ვიკავებდი მე .
-5 წლის მერე შვილებს მოვუყვებით ამერიკის ბოტანიკურში ჩუმად,რომ დავთვერით ჩვენი დირექტორივით!
-გახსოვს?ბათუმის ბოტანიკურში ხეს,რომ ელაპარაკებოდა?-ჩვენი სიცილი ყველას ესმოდა.
-მახსოვს,მთელი წელი გვემუქრებოდა არავინ არსად თქვათ,თორემ ქიმიაში საშემოდგომოს გამოგაყოლებთო,თან აბიტურიენტები ვიყავით უკვე..!
-რას გაუმარჯოს?-დამხედა ჩემზე ორი თავით მაღალმა.
-ნიუ-იორკს და ჩამოთრეულ შარდონე მინდელს!-სიცილი ამივარდა მე.
-ისტორიულად გამოიკვლიე ღვინის წარმოშობა ზუსტად ვიცი!-ორად იკეცებოდა და ის.
-დალიე არ გამიფუჭო მომენტი!
-აუ ჭიქები დამავიწყდა..
-მომეცი რაა!-ხელიდან სწრაფად ავაცალე და ჩაფიქრებულმა გავაგრძელე გზა-ახლა?
-5 წელიწადს და 5ჯერ ნანახ მინდელს გაუმარჯოს.!
-რას იგონებ ლევან დადვაძე,სად მნახე ხუთჯერ ამ წლების განმავლობაში?-მეცინებოდა მე.
-სიზმრებში.
კიდევ კარგი იმ მომენტში არ ვსვამდი,თორემ ვერ მიშველიდა დერეკ შეფარდი,თუ გრეი ან რა მნიშვნელობა აქვს..
-შენი ჯერია..-დაბნეულმა გავუწოდე ღვინის ბოთლი.
-ჰა,მითხარი რას ...-თლილ თითებში მოიქცია ბოთლი და მე გადმომხედა.
-უმაგისოდ დალიე,არ მინდა ეს საღამო რამემ გამიფუჭოს..
-ჩვენ გაგვიმარჯოს,ერთხელ ნიუ-იორკში.-თვალი ჩამიკრა და ბოთლი მოიყუდა.
არაადექვატურად ბევრი დავლიეთ.
ის ბოთლი,რომ ჩავცალეთ,ლევანიკოს ტელეფონის ბატარეასთან ერთად,მეორე ბოთლზე გადავედით,რომელიც უკვე ბოტანიკურიდან გამოსულებმა ვიყიდეთ და ისიც ჩავცალეთ თაიმ სკვერზე სეირნობისას,ჩემი ტელეფონის ბატარეასთან ერთად.
-მე ვარ სრულიად მთვრალი და არ ვაგებ პასუხს არეულ ნაბიჯებზე!-ვიცინოდი მე ყველაზე მაღალ ნოტზე და ყველაზე გულწრფელად.
-ტასუნა,მოიცადე წავიქცევით!-იცინოდა ის და ძლივს მტენიდა ტაქსიში.
-მანქანა,რომ მოვიბათ და ისე წავიყვანოთ?აბა,ცოდოა ამ შუა ამერიკაში,რომ ტოვებ მარტოს!-არ ვჩერდებოდი მე.
-ზურგზე მოვიკიდებ და წავიღოთ..-ამ დიალოგზე გიჟებივით,რომ ვიცინოდით უკვე უნდა მიხვდეთ რა დღეში ვიყავით ორივენი.
-ლევანიკო,მადლობა..-ხმა დამისერიოზულდა მე.
-რისთვის,ტასუნა?-მან მზრუნველი ძმასავით გადამისვა თავზე ხელი, მე არ მესიამოვნა,ალბათ იმიტომ რომ მაშინ მის ამ ჟესტში არ იყო არაფერი ისეთი,რაც მე მაიძულებდა ყველაფრის დაყრას და აქ გამოქცევას.
-დრო რომ დამითმე-ამოვიკნავლე და ძალიან ვეცადე ტირილი არ დამეწყო.
-ხვალ,რომელზე გაქვს ფრენა?-თითქოს ვიღაც განძრახ მასხამდა ცივ წყალს და მეც სუნთქვა მეკვროდა უსიამოვნო შეგრძნებებისგან.
-საღამოს 5-ზე..
-ანუ გამოძინებას მოასწრებ,მოგაკითხავ ერთად ვისადილოთ და მე წაგიყვან აეროპორტში.
-არ მომაკითხო,ძალიან გთხოვ..-ამოვიტირე მე და ობლად გადმოვარდნილი ცრემლი,რომელიც მის ხელს დაეცა ჩემდაჭირად სწრაფად მოვუწმინდე ჩემი აცახცახებული თითებით.
-ტასო..-ხმა დაუსერიოზლდა მას-რა გატირებს?
-ხომ იცი,რომ ვსვამ მერე უმიზეზოდ ვტირი ხოლმე..-დიდი წვალებით გავუღიმე.
-ხვალ მოგაკითხავ!-უკვე სიმკაცრე ერია მის ხმაში.
-ეს იმაზე ძნელი იქნება,ვიდრე ახლა შენთან დამშვიდობება,ჯანდაბა,დადვაძე!-თავს ვერ ვაკონტროლებდი,უკვე მწარედ ვნანობდი ამდენი რომ დავლიე-მე არ ვიცი 5 წლის წინ როგორ გატკინე ან ეს ტკივილი რამდენად ძლიერი იყო,ან ახლაც გტკივა თუ არა,მაგრამ შენ ჩემი მეგობარი არ იქნები,არც ხვალ დამემშვიდობები და საერთოდ,ისე გაქრები,როგორც მაშინ გაქრი უნივერსიტეტში,რომ ჩააბარე,გუდა-ნაბადი აიკარი და ისე დამტოვე ჩემთვის ერთხელაც არ გიბრძოლია,მესმის!-ძლივს ვაბამდი სიტყვებს თავს-მესმის,მაშინ ჩემი სიტყვა გადამწყვეტი იყო,მაშინ ვერაფერს გახდებოდი,მაგრამ ...ჯანდაბა!ლევანიკო,რატომ არ იბრძოლე,ასე რგორ დამთმე,როგორ გელოდებოდი,როგორ მინდოდა სულ ოდნავ,ოდნავ შეგტყობოდა,რომ ის გრძნობა უკვალოდ არ გამქრალა..
-რომ შემტყობოდა აზრი?-ამოიხრიალა მან და ფანჯარაში გაიხედა.
-მეცოდინებოდა,რომ უკან დასახევი გზა მქონდა...
-ამას ახლა ეგოისტობა გალაპარაკებს თუ მოჭრილი გზა?-ენა ჩამივარდა,გულ-მუცელი ამომეწვა და ვიგრძენი,როგორ დამენამა ლოყები ცხელი სითხით.
-უნდა მიმხვდარიყავი...-უფრო ჩემთვის ამოვილაპარაკე,ტაქს ვთხოვე იქვე გაეჩერებინათ,დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით სასტუმროსთან.
მანქანიდან გადმოვხტი და ისე გავიქეცი არ დამინახავს,რომ უკან არც არავინ ამდევნებია.
აქამდე მოჭრილი გზა არ ვიცოდი რას ნიშნავდა,აი,იმ მომენტში კი ამას ნათლად ვხედავდი.
მე ლევან დადვაძე მეორედ დავკარგე და ეს იმაზე მეტი იყო ვიდრე წარმომედგინა ზოგადად.
მე მინდოდა თავისუფლად სუნთქვა ლევანიკოსთან ერთად,მინდოდა ის მეგრძნო,რასაც მეთერთმეტეში ვგრძნობდი ლევანიკომ სიყვარული,რომ ამიხსნა.მინდოდა მეგრძნო,რომ მას ვუყვარდი და სხვა არავინ მჭირდებოდა,.
როგორ მინდოდა ახლა ამერიკის ცაზე წვიმა წამოსულიყო,მაგრამ არ ხდება ყველაფერი ისე როგორც რომანტიულ ფილმებშია.
ნუ,დიდი ხნის წინ გავიაზრეთ ადამიანებმა,რომ ჰოლივუდში არ ვართ, „დაჟე“ არც ბოლივუდში და დავჯერდით იმ ყოფას,რომელსაც ბუნება გვაძლევს.
მაშინ,როცა მე თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი სასტუმროსკენ,მაშინ როცა სულიც არ ამყოლია ჩემს ნომრამდე და მაშინ როცა მე კარი უნდა გამეღო აღმოვაჩინე,რომ ჩემი კარი ღიაა ...
...
...
აივანზე იდგა.
ეწეოდა.
მე გული შემეკუმშა.
ახლა იმაზე ცუდად ვიყავი ვიდრე ორი წამის წინ ქუჩაში,შესასვლელში,კიბეზე.
ცუდად ვიყავი,იმიტომ რომ სუნთქვა შემეკრა.
-5 წლის წინ რომ მეგრძნო ჩემგან რამეს ელოდებოდი,თუნდაც მეორე კაცად მეგრძნო შენ ცხოვრებაში თავი,რომ მეგრძნო ტასუნა..-ისე მელაპარაკებოდა ჩემკენ ერთხელად არ შემობრუნებულა.-ახლა ამ ყველაფერთან ბრძოლა არც ერთს დაგვჭირდებოდა..
-დავყაროთ ფარ-ხმალი..
გაეღიმა მას.
-ლევანიკო.
-შენ რომ ერთხელ შენი ინიციატივით მოგეწერა,უბრალოდ გეკითხა როგორ ვგრძნობდი თავს,ყველასგან შორს სადღაც მეორე კონტინეტნზე...
-მრცხვენოდა..მეშინოდა.
-შენ რომ სულ თავს არ იმართლებდე ტასუნა..-ჩემსკენ ფრთხილად შემობრუნა და მოაჯირს მიეყრდნო.
-ვიცი ყველაზე საზიზღარი გოგო ვარ..
-საზიზღარიც არ გქვია,აუტანელი ქალი ხარ,ასეთივე იყავი მაშინ როცა შემიყვარდი.უთავმოყვარეოდ ეგოისტი გოგო იყავი,ყველაზე მაღალი ქულა შენთვის გინდოდა,ყველაზე ჭკვიანის სტატუსი სხვითვის არავისთვის გემეტებოდა,თუ ვინმე სადირექტოროში შენზე მაღალს აიღებდა შენ ბრაზისგან იფუშებოდი,მერე იმდენს იზამდი მაინც შენ აჯობებდი და მერე ისევ ბედნიერებისგან იბერებოდი.არასდროს გითქვამს ყველაზე ლამაზი ვარო,მაგრამ ყოველთვის აღნიშნავდი,რომ ყველაზე ჭკვიანი იყავი,არადა წარმოდგენაც არ გქონდა რა ლამაზი იყავი მაშინ,როცა ყველას სჯობდი კლასში და ბედნიერებისგან თვალები გინათდებოდა.ტასო ამ დროს ბავშვს ემგვანებოდი,ბუშტებს და ბამბინს ნაყინს,რომ უყიდიან და ბედნიერებისგან ასხივებს...შენ დღესაც არ დაგიკარგავს ეს ბავშვური ემოციები,დღესაც ისეთი ხარ,როგორიც მეთერთმეტეში...
-შენ,ლევანიკო?შენ ხარ ისევ ისეთი,როგორიც მეთერთმეტეში იყავი?
-არა.
ღრმად ჩავისუნთქე,მეგონა ჰაერი არ მეყოფოდა.
-და რა გარანტია მაქვს,რომ ისევ ისე არ მატკენ,როგორც მაშინ მატკინე?
-იმას რომ გრძნობდე რასაც მე,გარანტიები არ დაგჭირდებოდა.ლევანიკო მოდი წადი რა,ვითომ არც გვისაუბრია,ვითომ არაფერი მითქვამს,არც შენ და ...
ჩემკენ წამოვიდა,მე ადგილზე გავქვავდი.
ვიგრძენი გულმა,როგორ გამოტოვა რამდენიმე დარტყმა.
მისი სურნელი იმდენად მძაფრად ვიგრძენი,იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა ჰარმონიულად მესმოდა.
-შენ რამეს გრძნობ,შენი ეგოიზმის გარდა?
-ლევანიკო..
-ის არ უნდა შეიყვარო,ვინც ვერ გიყურებს,აქ შევცდი..-საფეთქელთან მაკოცა და დინჯი ნაბიჯებით გავიდა ჩემი ნომრიდან.
მერე არაფერი მახსოვს.
ჩავალაგე ჩემოდანი.
ტაქსი გამოვიძახე და წავედი.
წავედი ყველაზე უემოციოდ.
ცარიელი.
რეისი 5ზე იყო,მე 3-ზე აეროპორტში ვიყავი.
ორი საათი და 20 წუთი დამჭირდა ლოდინი.
დუთი ფრიში ჩემებისთვის საჩუქრები ვიყიდე.
საჩუქრების არჩევაში საკმაოდ დიდი დრო გავიდა.
ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე ამ დროს და საქმეს მაქსიმალური სერიოზულობით ვეკიდები.
არ აქვს ვისთვის მიმაქვს საჩუქარი,ეს უკანასკნელი უამრავ პროცესს გადის სანამ ჩემს ხელში აღმოჩნდება,არ ვიცი თავისებური წიკია ალბათ.
ჩასხდომა დაიწყო.
მშვიდად გავიარე რეგისტრაცია.
თვითმფრინავში კუთვნილი ადგილი დავიკავე.
ვტოვებდი 5 დღიან სიგიჟეს.
ვტოვებდი თავისუფლებას და ყველა ლაღ გრძნობას,რაც ბოლო ხუთი წელია განმიცდია.
სიმწრის ღიმილს ვერ ვიშორებდი.
თვითმფრინავი ჯერ სტამბულის,ათათურქის აეროპორტში დაეშვა,შემდეგ კი თბილისისკენ ავიღეთ გეზი.
ამ ქალაქს აქვს თავისებური მიზიდულობის კანონი,ყველა იმ ადამიანის მიმართ,ვისაც ოდესმე საკუთარ შვილად აღიარებს.
ჰოდა,მეც ნაღიარები ვყავდი ალბათ.
ნუ,როგორც არის.
აეროპორტში არავინ დამხვედრია.
ტაქსი გავაჩერე,ჩავჯექი და მძღოს მისამართი ვუკარნახე.
დედა კართან მელოდა,დაკაკუნებაც არ დამჭირვებია,ისე სწრაფად გააღო კარი და „დიდი ხნის უნახავი“ შვილი გულში ჩამიკრა.
ვერ ვიცანი მაკა,თითქოს ამ ხუთ დღეში მეტამორფოზა განეცადა.
-როგორ მომენატრე,დედიკო!-სახლშიც არ შემატარა ისე დამიკოცნა მთელი სახე.
-დე,ხო კარგად ხარ?-არ იყო ზოგადად მაკა თბილი ქალი და რა გასაკვირი იყო გაოცებული თუ ვიყავი სანახაობით.
-არ ვარ დედა კარგად!-თქვა აღშფოთებულმა,ჩანთებს ხელი დაავლო და შიგნით შემიტანა.-არ ვარ მე უშენოდ კარგად,გესმის?-თვალებდაქაჩული მიმეორებდა და ვგრძნობდი როგორ კანკალებდა მთელი სხეულით.-5 დღეც ვერ მემეტები უჩემოდ,რას აკეთებდი,ტუსა?-ტანში სასიამოვნოდ გამცრა,ამ სახელის გაგონებისას,მამის წასვლის შემდეგ აღარ მოუმართავს ასე..-ასე შეიძლება,დედიკო?ერთხელ დაგერეკა,მე გული გამიჩერდა დედა,აი დაურეკე იზო დეიდას(მეზობელი) გუშინ სასწრაფო მყავდა,არ შემიძლია დედი..-ტირილის ნოტები,რომ შეერია უკვე ჩარევა გადავწყვიტე.
-დედა,აქ ვარ,მორჩა რა განერვიულებდა?!-ხელები ინსტიქტურად მოვხვიე და გულში ჩავიკარი აკანკალებული.
-მეორედ ტელეფონი არ გათიშო,არ გამიკეთო ეგ დედა..-იმეორებდა გაუჩერებლად.
ნახევარ საათში გული,რომ იჯერა ჩემი დატუქსვით საჩუქარს გაბადრულმა დაავლო ხელი და ლოყები დამიწელა კოცნით,როგორ არ დაგავიწყდაო და სასწრაფო რეჟიმში გადაუღო ფოტობი ჩემს ჩამოტანილ შარფებს(მანიაკია ჭრელი,ატლასის შარფების)და მეგობრებს დაუგზავნა,ჩემმა ტუსამ ჩამომიტანაო.
მართლა ვერ ვიფიქრებდი,სახლში დაბრუნება ასე თუ მესიამოვნებოდა.
მეგონა ნოსტალგია ამ ხუთი დღის ყელში ამომადენდა ყველა ბედნიერ წამს.
და მაინც,მშობელს და სახლს შეუძლია ყველა ტკივილი გადაგავიწყოს თავისი გაღიმებული სახით,რომლის მიზეზიც შენი შინ ყოფნაა.

აბაზანიდან გამოსულს საწოლზე ჩამომჯდარი დამხვდა მაკა.
ვიცოდი ლაპარაკი უნდოდა და მე თავად დავიწყე:
-დედა ამერიკაში ჩემი კლასელი ვნახე.
-ლევან დადვაძე.-ელვის სისწრაფით შევბრუნდი მისკენ,მან ნაზად ჩამავლო ხელები გვერდებზე და ისევ უკან მიმაბრუნა,ზურგით.ნელა დაატარებდა სავარცხელს ჩემს გრძელ თმებში.
-საიდან იცი?
-ირინამ დადო სურათი..-გაეცინა გულიანად მე ისევ დენდარტყმულივით შევბრუნდი,მან ისევ შემომაბრუნა.
-დედა,ნუ მაწამებ ამოთქვი რა?!
-ჩემი ახლო მეგობარი,რომ არის ნატალი,იმის დეიდაშვილის ცოლია ირინა..-თბილისი და მისი მაშტაბები.-ფოტო დადო,შენ და შენი კლასელი ხართ მასთან სახლში,ჩემს ტელეფონშია და ნახე მერე..
-მერე?
-მერე ნატალიმ გადმოამისამართა ჩემთან და ასე გავიგე,რატომაც არ იღებდა ჩემი შვილი 5 დღით ტელეფონს,მაშინ პირველად შემეშინდა,რომ ძალიან გაიზარდე..
-არც ეგრეა.-ამოვილუღლუღე მე.
-მთავარია მართალი იყო შენს თავთან და შენს პატარა ღმერთთან,შენსავე გულში!
-მეთერთმეტე კლასში ბიჭს ვუყვარდი,საოცარი ბიჭი იყო,მაგრამ მაშინ გიგის ეიფორია მჭირდა.საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევდი გიგის გარდა სხვა აღმექვა,ასეც უნდა ყოფილიყო,როცა გიყვარს ასეც არის.ლევანიკომ,რომ გაიგო გიგის შეყვარებული გავხდი,მის მერე გამაქრო.აი,ასე მარტივად აიღო და გამაქრო,მე საშინლად ვეგოისტობდი,ვეჭვიანობდი,მართალი არ ვიყავი,მაგრამ მაინც მიღრღნიდა გულს ის ფაქტი,რომ ასე უცებ ამომრეცხა..
-ეგოისტობაა ეს!
-ვიცი,ამას ვერ ვერევი,არ მაინტერესებს გიგის გავახსენედები თუ არა,მაგრამ არ მინდა ლევანიკოს ოდესმე დავავიწყდე,გესმის?მეშინია,რომ დავავიწყდები,რომ გავქრები ან უკვე გავქრი..
-ამას,რამდენი ხანია,რაც გრძნობ?
-მეთერთმეტე კლასიდან,იმ წამიდან პირველად მზერა,რომ ამარიდა.
-ეს ექსვი წელი?
-არ ვუყურებდი,ვერ ვხედავდი,მეგონა,რომ ბავშვური გრძნობები იყო და ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა..
-ხომ იცი,რომ ეს არასწორია?
-რა?ეგოისტი,რომ ვიყავი?ახლაც რომ ვარ?ის,რომ გაუაზრებლად მინდა ლევანიკოსთან ყოფნა?
-ტუსა,ჩემი ბებო ამბობდა ხოლმე,შენს ადამიანს ცხოვრება აუცივლებლად შეგახვედრებს,მთავარია არ გაუშვა და მიხვდე,რომ ის არისო,მთავარია ეს ღირსეულად გააკეთო და აქ..-შუბლზე ხელი ფრთხილად დამადო-აი,აქ მფეთქავი ღირსების ძარღვი არ გაიწყვიტოო,გესმის რას გეუბნები?იბრძოლე,ოღონდ სუფთად,მართალი ხერხებით,გრძნობებით კი არა გონებით,ისე იბრძოლე 10 წლის მერე გახსენება,რომ არ შეგრცხვეს შენი ქმედების თუნდაც ლევანიკოს 5 შვილის დედა იყო,გესმის?მთავარია არ ინანო,მთავარია აქ,შენს გულში შენმა ღმერთმა ზურგი არ გაქციოს და ღამე მშვიდი ძილი არ წაგართვას შენი არასწორი ნაბიჯის გამო.
-დედა..-ხმა ვერ დავიმორჩილე მე.
-ხვალ თუ ლევანიკო საქართველოში ჩამოვა,მზად იყავი ღირსეულად დახვდე.კისერზე არ ჩამოეკიდო,თავი ისე დაიჭირე,როგორც ეს ქალს შეჰფერის გესმის?თუ ლევანიკო შენი ბედია,თუ ის ის არის,ვისაც შენ მთელი შენი ცხოვრება უნდა აჩუქო უსასყიდლოდ,ამას აუცივლებლად იგრძნობ.
-დღეს ჩემთან დაიძინე,კაი?!
-ჩემი აფერისტი,ეშმაკი!-მუცელზე მსუბუქად მიჩქმიტა და გამიცინა.
მაშინ ვიგრძენი,რომ დედაც გაიზარდა.
ჩემთან ერთად გაიზარდა,როგორც დედა.


ვათვარიელებდი გადაღებულ ფოტოებს და კბილებით ტუჩზე ჩაფრენილი ვცდილობდი არ მეტირა.
ვერ ვიტან,როცა ვტირი.
ადამიანები არ უნდა ტიროდნენ ხოლმე.
ან თუ სავალდებულოა,ბედნიერებისგან.
ვუყურებდი და მახსენდებოდა ყველა წამი.
ყველა მომენტი ჩემი გულის აჩქარების.
გული მეჩხვლიტებოდა,თითქოს ვიღაც ამას განძრახ აკეთებდა.



ზაფხულის ცხელი დღე იყო დილით ტელეფონის ხმამ,რომ გამაღვიძა.
-მეგი,სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი უნდა იყოს,სხვა გზა არაა,მოგკლავ!
-ექსკურსიაზე მივდივართ კლასელები,ხვალ კახეთში,ალაგდი და გადმო ჩემთან!
-კაი,რას იძახი?ვინ მოიგონა?-საწოლზე წამოვჯექი მე.
-მაშო ჩამოვიდა ბელგიიდან,ოთომ დამირეკა დირექტორიც მოდის და ნიუტონაცო,ადე რაა!
-კიდევ?
-არა,ტასუნა დადვაძე არავის უხსენებია..
-ჰო,საიდან დადვაძე..-ტელეფონი გავთიშე და მომზადება დავიწყე.
მაკა დავაშოშმინე და ერთი თბილი სვიტერიც ჩავდე.
როგორც იამანიძე „იტყობინებოდა“ კახეთში სამ დღიანი ექსკურსიისას დაგვჭირდებოდა დიდი დაკვირვება,რათა მისი საგვარეულო ჭაჭის არაყი დირექტორს არ დაელია,რომელიც ჩვენთან ერთად მოდიოდა.
იმ საღამოს მეგისთან დავრჩი,დილით 6-ზე გავდიოდით და ბარემ ჩემი სახლიდან წავიდეთო.რა თქმა უნდა მთელი ღამე არ დამაძინა,რა მუდოობა,სწრაფად ფეხზე ადექიო და რამდენჯერაც დამჯდარს დამინახავდა ეგრევე ბრძოლას აცხადებდა წესების გარეშე.
6-ის ნახევარზე ოთომ გამოგვიარა და წავედით.
სკოლის ეზოდან გადიოდა ავტობუსი.ტრადიციულად.
ამდენი ხნის უნახავი ხალხი,რომ დავინახე ცრემლები ძლივს შევიკავე.
-ოთო,შვილო მოდი წინ დაგვიჯექი..-დირექტორმა,ბატონმა შალვამ იხმო იამანიძე და უკანა ფლანგიც წამის მეასედში გავწექით სიცილით.
სამაგიეროდ დალი,ირაკლი და ნიუტონა გადმოუშვეს ჩვენთან.
კარგი გარიგება იყო,იამანიძის სანაცვლოდ,ვერაფერს ვიტყოდით.
-აღარ წავედით?-დაიძახა მაშომ და ბავშვებს მოავლო თვალი.
-ბერძენაძეს ვუცდით!-გამოგვეხმაურა წინა ფლანგიდან უკვე ნასვამი ოთო.
-დაუშლის შალიკო,იმ ბავშვს ღვიძლს,ვიძახი მე..-სიცილს ვერ ვიკავებდით მე და დალი მასწავლებელი.
-ჩვენც მოვედით!-იმ წამს ვინატრე,თუ ეს სიზმარი იყო არავის გავეღვიძებინე.
რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს,ჩემს იგრვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მთავარი გმირი ვაკო ბერძენაძე კიარა,ლევანიკო იყო.
ყველას ეხვეოდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-არ მჯერა,რომ ჩამოხვედი!-კიოდა მაშო და არ ცილდებოდა გაღიმებულ დადვაძეს,მე ისევ ენაჩავარდნილი,გაყინული ვუყურებდი მას.
სათითაოდ ყველას,რომ გადაეხვია მომიწია ფეხზე წამოდგომა და ამ „ყველაში“ საკუთარი თავის გარევაც.
მკრთალად მივესალმეთ ერთმანეთს,მე სახე სად წამეღო არ ვიცოდი.
ჰოდა უღონოდ დავეშვი სკამზე,ის ჩემს უკან სულ ბოლო ფლანგზე იჯდა ბიჭებთან და შუაში მოქცეულ ნიუტონასთან ერთად.
თავზე ირაკლი დასდგომოდათ და იცინოდნენ რაღაცაზე,ორად გაკეცილები.
მეგი მელაპარაკებოდა გაუჩერებლად მე ერთი სიტყვაც არ მესმოდა,მთელი სხეული მეწვოდა მონატრებისგან,მისი ჩახუტების არანორმალური სურვილისგან.
პირველი გაჩერება დავით გარეჯის უდაბნო იყო.
რეტიანივით დავდიოდი გოგონებთან ერთად და დალის ისე ვებღაუჭებოდი ხელზე ქალს სერიოზულად შეეშინდა,ხომ კარგად ხარო.
მე,მაკას სიტყვები გამახსენდა,“ღირსეულად დახვდი“...
უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და შევეცადე მაქსიმალურად არ შემემჩნია მისი იქ ყოფნა.
გოგოები ფოტოებს ვიღებდით,მერე შალვას ვუღებდით,რომელიც იამანიძის არაყისგან ისე იყო გათიშული ენას ძლივს იბრუნებდა.
-პირველად შატალოზე,რომ წავედით და დალის,რომ დავურეკეთ გახსოვთ?!-დაიწყო ოთომ ლაპარაკი და ისტორიის მასწავლებელს კისერზე ჩამოეკიდა-დალი მასწ,თქვენ იყავით ჩემი ბავშვობის სიყვარული და ვერ გიმხელდით!
-ვაი,იამანიძე ცოლი გინდა შენ,შვილო ცოლი!-იცინოდა დალი.
-დალი,მასწ გულწრფელად თქვით,რომ მინდელი საუკეთესო ისტორიის მოსწავლეობას იბრალებდა!-აჰა,გამოჩნდა ჰორიზონტზე ბატონი ლევანიც,იცოდა როგორ მაბრაზებდა ამ ცილისწამების მოსმენა და განძრახ აკეთებდა.
-არა,მინდელი მართლად საუკეთესო იყო იმ წელს..-დალიზე გულწრფელად ვარ შეყვარებული.
-ტასო,დალი მასწი ცდილობს გული არ გატკინოს..-გამიცინა ლევანმა და ხელი ისე გადამხვია ვითომ აქ არც არაფერი ხდებოდა.
-გული შენ უფრო გტკივა ყველა საგანში,რომ გჯობდი!-ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით და მისი ხმამაღალი სიცილი დავაიგნორე.
-ტასო მართლა ყველაზე მაგარი იყო,პატარა წარმატებაც ისე უხაროდა,როგორც პატარა ბავშვს.-ლოყაზე მაკოცა ბერძენაძემ-მაგრამ,რად გინდა?!ენა ჰქონდა ისეთი მწარე და იმხელაა!
-აი,რისი ღირსია..-თავი გადავქნიე გაღიმებულმა და ბერძენაძეს ხელზე ვუჩქმიტე.
წინანდლისკენ მივდიოდით,გოგოები აქტიურ რეჟიმში პოზირებდნენ ფოტოებისთვის.
მე უკვე დაღლილი ვიჯექი სკამზე და მაკას ველაპარაკებოდი.
-ეე,მინდელი წამო რაა!-ხელი დამიქნია ტყემალაძემ.
წავედი.
დავდიოდი ჭავჭავაძეების სასახლეში და სიამოვნებისგან ტანში მცრიდა.
რა მაგარია აცნობიერებდე,რომ ჭავჭავაძეებიც და შენც ერთი ეროვნების ხართ,რომ ეს სასახლე ახლა შენი ქვეყნის კულტურის სიმდიდრეა.
და მაინც ამერიკელებს ყოველთვის ვაჯობებთ,ჩვენი ერის ისტორიით.
ისტორიით,რომელსაც ჩემნაირი და შენნაირი ადამიანები წერდნენ.
კულტურით,რომელიც ბებიაჩემის ბებიას და ბაბუაშენის ბაბუას ჰქონდა.
საუკუნეებით,რომლებსაც მუხლჩაუხრელი შრომით ვქმნიდით და ერით,რომელსაც ეპოქათა ომის დროსაც შევუნარჩუნეთ სახელი,ენა,დამწერლობა,ადამიანი.
და ვინც ჩემს ამ პატრიოტიზმს გაცინებული სახით ჩაიკითხავს,იფიქრებს „ვაი ამის პატრონს“-მხოლოდ ერთს ვეტყვი...
ჭავჭავაძეებს,ბაგრატიონებს,ხერხეულიძეებს,ჭონქაძეს თუ ჯავახიშვილს,ყველას მაგრად გაუტყდებოდა,შენც რომ ქართველი ხარ და მეც.

ამ ფიქრებში ვიყავი წასული გიდმა,რომ მიგვითითა სავარძლისკენ,რომელიც სპეციალურად შეყვარებული წყვილისთვის იყო შექმნილი.
მოწითალო ბარხატის ზედაპირი ჰქონდა.
უცნაური ფორმისა იყო,აი,ბოლოებ შეუერთებელი უსასრულობის ნიშნის.
-აქ ისხდნენ შეყვარებული წყვილები,მათ შორის გარკვეული დისტანცია იყო სავარძლის ფორმის გამო და ამას თავისებური აზრობრივი დატვირთვაც ჰქონდა.-ამბობდა გიდი.
ნეტავ რაზე საუბრობდნენ აქ მჯდომი(მსხდარი) გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაზე ან ეკატერინე და დავითი.
ვინ იცის კიდევ ვინ იჯდა აქ თავის გულისწორთან ერთად.

გაღიმებული ვუყურებდი სავარძელს,მომენტალურად ნაცნობი მზერა რომ ვიგრძენი და ისე ამიხურდა ლოყები ჩემს თავზე გამეცინა.
რომ შევხედე ისიც იღიმოდა.
მე ისევ არაფერს ვიმჩნევდი.
არც ის იჩენდა ინიციატივას დიდად.
ჰოდა ვიყავით,მე ჩემთვის და ის მისთვის.
ხეივანში ფოტოებს ვუღებდი მეგის.
ვერაფრით ჩაჯდა მის გემოვნებაში ჩემი ფოტოგრაფიული მონაცემები.
-ნუ დამღალე მეგი,თორე გცემ გეფიცები!-ხმას ძლივს ვიმორჩილებდი მე.
-შენ,რომ გყავდა კარგი ფოტოგრაფი კაი იყო?!-ყურთან მომესმა დადვაძის ხმა და ადგილზე შევხტი-დადექი,მეგუნა მე გადაგიღებ..!-იცინოდა ჩემ სახეზე და მე უფრო ვწითლდებოდი.
-მოდი,ლევანიკო!-იკივლა მეგიმ,ოხ,როგორი საცემი ხარ!
-ჰო,აბა?!რომელი მოგწონს?-ინტერესით დაჩერებოდა მეგის ფოტოებს.
-ყველა,კარგია მოდი ერთს შენც გადაგიღებ-მეგი ისე გცემ,სისხლის სამართლის საქმე,რომ აღიძრას!-ტასუნა,ბარემ მანდვე ხარ და მიდი შენც,რა მორიდებული ბავშვით ხარ,კლასელები ხართ ბოლობოლო..-არა ვერ გადამირჩება,დამიჯერეთ!
ლევანიკოს ისე ეცინებოდა ჩემს დაქაჩულ თვალებზე სახეზე გადაწითლდა,მე უფრო გავბრაზდი და წასასვლელად გავიწიე,მაჯაში რომ დამქაჩა და მისკენ მიმიზიდა.
ხელი გადამხვია და „ჩიტიც გამოფრინდა“.
რომ ვაღიარო,საოცარი ფოტო იყო,მაგრამ მეგის დალურჯება დღის პროგრამაში ისევ პირველ ადგილს იკავებდა.
-რომ იცოდე რა სასაცილო ხარ,რომ წითლდები..-მითხრა ჩუმად და საფეთქელთან მაკოცა,ღმერთო ოღონდ ახლა აქვე არ ჩავიკეცო და მეტი მართლა არაფერი არ მინდა.
შემდეგი გაჩერება სასტუმრო იყო,ბავშვებმა აიჩემეს დავისვენოთ და ხვალ დილიდან შევუდგეთ მეორე ჭავჭავაძის მონახულებასო,მხედველობაში ილია გვყავდა.
გვიანობამდე ვთამაშობდით ჯოკერს,მაფიოზობანას და მსგავს რამეებს სანამ ყველა თამაშში ტყემალაძის დამარცხება ყველას მოგვბეზრდა და ატყდა ქოთ-ქოთი გვშიაო.
ავდექით გოგოები და დალი და დავიწყეთ ტოსტების გაკეთება.
ვინ იცის რამდენი ცალი გავაკეთეთ,მაგრამ საცოდავ შალვას მაინც მშიერს ეძინა ავტობუსსში.
(„ვერ დავძარით,ფიზიკურად ვერ დავძარით“)
დილით,შალვას ქოთქოთმა გაგვაღვიძა.
-აღარ წავედით,კაცო!?-არ ჩერდებოდა ენერგიაზე მოსული შალვა,სავარაუდოდ ისევ მიაგნო იამანიძის არაყს.
-შალვა,მასწ რა მაგარ ფორმაში ხართ!-გამოვიდა სცენაზე ბერძენაძე.
-შენ და ვახო,შვილო ოთოს არაყი აღარ დარჩა?-ვიგუდებოდით გოგოები ოთახში.
-ეს კაცი ლოთია გეუბნებით ვინ დანიშნა სკოლის დირექტორად ან რა ღვიძლი უძლებს?-იცინოდა ნანუკა.
-ჭური აქვს ჩადგმული ღვიძლის ნაცვლად!-მტკიცედ თქვა მეგიმ და ლამის საწოლიდან გადმოვარდა ვაკომ კარი რომ შემოგვიღო.
-აბა,გოგოებო მოემზადეთ „კაცია ადამიანი?!“უნდა გაგაცნოთ დღეს!-იყვირა და გოგოებს ყვირილს ყურადღება არ მიაქცია ისე წამოწვა მეგის და ტყემალაძის შუაში.-რა შვები თათული,ლამაზოო?
აი,ამ სიტყვების მერე იტკიებდა ბერძენაძე ორი დღე წელს.
ყვარლის ტბაზე მზე აცხუნებდა.
გოგოები ჭკუაზე არ ვიყავით ისეთი კარგი ამინდი იყო.
იდგა დალი და რაღაცებს ყვებოდა მე ერთი სიტყვაც არ მესმოდა.
ლევანიკო მეჯდა გვერდით.
ბოლოს გადავწყვიტეთ ილიას სახლ-მუზეუმში წავსულიყავით საღამოს კი ისევ აქ დავბრუნებულიყავით და კოცონი დაგვენთო.
საოცარი დღეები იყო.
ერთმანეთის ამბებს ვიხსენებდით.
-ტასუნა ამერიკა,როგორ მოგეწონა?-დაიწყო უეცრად თათულიმ,მე ხმა ჩამივარდა.
-5 დღე ტელეფონი გათიშა და ანუ ძალიანაც მოეწონა!-აკისკისდა მეგი,აი,აქ გარანტირებული ციხე მაქვს მისჯილი ამ გოგოს წამებისთვის,რომელსაც სულ მალე გავნახორციელებ.
-რა მაგარია,ლევანიკო არ ნახე?-ვიცოდი,რომ ყველამ იცოდა,რომ მე იქ ლევანიკო ვნახე.
-ვნახე..-ამოვილუღლუღე და გვერდით მჯდარი დადვაძის მომღიმარი სახე დავაიგნორე.
-მე,რომ მახსოვს დადვაძეს როგორ უყვარდი..-ნაღვლიანად ამოილაპარაკა ბერძენაძემ,მე იქვე ჩავიკეცებოდი მიწაზე,რომ არ ვმჯდარიყავი.
-ერთხელ კაბინეტში შემოვიდა და მთხოვა,მინდელთან გადამაჯინე გამაწამა დგებუაძემო,არადა დგებუაძე 1 კვირა სკოლაში თვალით არ გვყავდა ნანახი..-ახლა დალიმ დაიწყო და მე სუნთქვა შემეკვრა.
-შატალოზე,რომ წადით და გაიგო განათლების სამინსტრომ..-გაეცინა შალვას-მახსოვს,როგორ მთხოვდა ბაბუაჩემის 20 ლიტრიანს მოგიტან,მინდელის დედასთან არ დარეკოო..-ვიგრძენი,როგორ გამოტოვა რამდენიმე დარტყმა გულმა,დადვაძე ხმას არ იღებდა,იჯდა და იღიმოდა.
-საიდუმლო სანტას,რომ ვთამაშობდით მოვიდა და მთხოვა ვიცი მინდელი შენ გყავს და გამიცვალეო..-მეგიმ ნაღვლიანად ამოილაპარაკა-რა მაგარი იყო ბავშვობა,ბავშვური გრძნობები და ყველაფერი რაც გვაკავშირებს წარსულთან.
-უნდა გენახათ რა დაემართა 5 წლის მერე მინდელი თავისი ფეხით,რომ გამოეცხადა სასტუმროში!-გაეცინა ვაკოს და რომ მიხვდა ეს წარსულის არც ისე ღრმა ნაწილს მიეწერებოდა ღიმილი სახეზე შეეყინა.მე და ლევანიკო ორივე ვაკოს ვუყურებდით,საწყალი ბიჭი ისე დაიძაბა ლამის ტბაში გადახტა.
-რა დაემართა?-ამოვილუღლუღე მე.
-გაუხარდა..-ასეთივე ტემბრით მიპასუხა ვაკომ.
-გასაგებია..-თავი რამდენჯერმე დავაქნიე იმის ნიშნად,რომ ... არ ვიცი რის ნიშნად.
თემა უცებ შეცვალეს.
მე რატომღაც გული დამწყდა ლევანიკოს ხმა,რომ არ ამოუღია.
იამანიძემ გიტარა გადმოიტანა ავტობუსიდან და მხიარულებაც დაიწყო.
ლევანიკო უკრავდა,ბავშვები მღეროდნენ,მე ვიღებდი.
ალაგ-ალაგ მზერას აპარებდა.
მე პირიქით,მზერას ვარიდებდი.
-„ და ვამბობ ეს ღამე რად არის ბნელი?
შენ აღარ მოდიხარ მე მაინც გელი!
კარგო..
მინდა რომ ჰგავდე მაისს,
მინდა გიყვარდე მაინც,
ჩემო,ჩემო ლამაზო“..
-„სიყვარულს ვერ წაშლის
ათასი წლები,
მე ვეღარ გივიწყებ,
მე შენთვის ვკვდები.
დრო გადის, სახლები
იცვლიან ფერებს,
მე შენთვის ვმღეროდი,
გითბობდი ხელებს“-ავყევი დადვაძეს მეც.
ვმეღოროდით ყველა.
მთელი სულით და მთელი გულით.
დალი ემოციებს ვეღარ იტევდა.
ნიუტონა თავის შეყვარებულს ტელეფონში უმღეროდა.
ირაკლი იცინოდა და თათულისთან ერთად ცეკვავდა.
თენდებოდა.
ჩვენ ვმღეროდით არ ჩერდებოდა დადვაძის თლილი თითები გიტარის სიმებზე.
მიყვარდა.
უზომოდ მიყვარდა და ახლა ამას უფრო მძაფრად ვგრძნობდი.
-ვითამაშოთ,რა!-წამოხტა ფეხზე ტყემალაძე.
-აბა გისმენ,ჩემო უგვირგვინო გენიოსო..-თავის დაკვრით დაეთანხმა ირაკლი.
-აქ რადიო იჭერს,ავტობუსში რადიოს ჩავრთავთ და რა მუსიკაც იქნება აყვებიან რიგის მიხედვით,ვინც ვერ აყვება ტბაში ხტება და ამოდის!-„ხტება და ამოდის“-ზე იმდენი ვიცინეთ სული ძლივს მოვითქვით.ჭკუა არავის მოეკითხებოდა აბა ტყემალაძეს,რომ კაცი დაუჯერებდა თან იდეას მოუწონებდა რა დღეში ვიყავით მიხვდით ალბათ.
რადიო ჩართეს და მთელი მონდომებით ამღერეს შალვას-სეფაშვილის „გაიღიმე“.
დალის და ნიუტონას სადუნაშვილის და ლექსენის დუეტი.
ვიხოცებოდით სიცილით ირაკლის,მარკუს მეტრეველი რომ შეხვდა.
მიყვარდა ტყემალაძე ამ ამბის გამო და უყვარდა ყველას.
მეგიმ და დოლიძემ „ქუჩის ბიჭები“ და „სეიშენი“ გაინაწილეს.
ბოლო ხმაზე კიოდა მაშო:“ავწევ ჭიქას, ვიტყვი ისევ ლამაზ სიტყვას,
ადგეს ვინც სვამს,სიყვარულზე სიტყვას ითქვას“..
არანორმალურად ვყვიროდით სიმღერის ტექტს.
საოცრება იყო,ის ღამე და კახეთი.
ჯერი ჩემზე,რომ დადგა დავიძაბე იმის მოლოდინში რადიოში,რას გამოაცხადებდნენ.
„მუსიკა ეძღვნება შარდონეს..“-გაისმა გოგონას წვრილი ხმა და მე უცე დავიძაბე.
დადვაძემ ტელეფონი გადადო და გამიღიმა.
ნაცნობი მუსიკის ჰანგებმა უცნობი ემოციების კოქტეილი დაამზადა პირდაპირ ჩემს სხეულში.
“Take me on a trip, I'd like to go some day
Take me to New York, I'd love to see L.A.
I really want to come kick it with you
You'll be my American boy, American boy.

Would you be my love, my love?
Would you be my love, my love?
Could you be my love, my love?
Would you be my American boy, American boy?”…
მერე იყო მომღიმარი სახეები,მომარჯვებული ტელეფონები.
აწითლებული ლოყები.
თბილი ხელები ჩემს ზურგზე.
გამოტოვებული გულის კუმშვა.
დავიწყებული ამოსუნთქვა და
და
და
კოცნა საფეთქელთან.
ოვაციები,ტაში და ყვირილი!
„გამოიტანე იამანიძე შენი ჭაჭის არაყი!“-ჩვენი სკოლის ისტორიკოსი დალი მელქაძე.
შალვას გაბადრული სახე,იამანიძეს დაშლილი ღვიძლი და თათულის კივილი.
„ჩავაბარე!“
თათული მეორე კურსელი იყო.
მე საშინლად ბედნიერი.
დადვაძე ისევ მეთერთმეტეში იყო.
ის ღამე ამერიკული ყვარელი.
ავტობუსში გვეძინა ყველას.
გათიშულებს.
ნაცნობი სურნელი მიღიტინებდა ცხვირში და ეს ისე მსიამოვნება სიტყვებით ვერც ახლა ავღწერ.ხელი ჰქონდა გადახვეული და ისე ეძინა.
გამთენიის ხანი იყო.
დილის 7 ან 8 საათი.
რომ მივხვდი გაეღვიძა და ინსტიქტურად ვჭყიტე თვალები.
-წამო..!-მიჩურჩულა ყურში,ზურგზაკი აიღო,პლედი და მოსაცმელი მოიმარჯვა და წინ გამიძღვა.
უკან ავედევნე.
ტბისკენ დაიძრა.
-სად მიდიხარ?-მეცინებოდა უაზროდ.
-წამო,რა!
ტბის ნაპირთან ვისხედით,ჩანთა გახსნა და ბოთლი ამოიღო.
თვალები წამიერად დამექაჩა ბოთლზე წარწერას,რომ შევხედე.
Chardonnay.
-ლევანიკო..-ამოვილუღუღე მე.
-ჭიქებიც მაქ,ეგრე კი არ არი?!-გაეცინა მას და ორი ჭიქა ამოაძვრინა.
-რომ არ შეგვხედროდი?-ამოვიტირე მე და ჭიქას ხელი ძლიერად მოვუჭერი.
-როდის?-მკითხა ისე,სხვათაშორის.
-აი,მაშინ სასტუმროში,რომ ვერ შეგხვედროდი?ამერიკაში,რომ ვერ მეპოვნე?
-მე გიპოვიდი.-არც შემოუხედავს ისე მითხრა.
-სად ამერიკაში?
-ჯანდაბა..-გაეცინა,ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელები ჩამოისვა და ჰორიზონტს გახედა-რომ არ ჩამოსულიყავი,მე ჩამოვიდოდი.მხოლოდ ის დამენახა,რაც იმ ღამით სასტუმროში შენ თვალებში დავინახე და გეფიცები,ქორწილიდან წაგიყვანდი,მოგიტაცებდი. არ ვიცი,ყველაზე ბანალურად აგიხსნიდი,რომ მეთერთმეტე კლასის მერე ერთადერთი მიზანი,რაც გონებაში დავისახე ანასტასია მინდელი იყო.
-მაშინ,რატომ არ მითხარი..იქ სასტუმროში..იცი რამდენი ვიტირე?!
-შენ ეგოისტობას რა მოვუხერხოთ?-გამიცინა და ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია-შენ იტირე და მე ხუთი წელი გელოდე,როგორმე დავივიწყოთ კაი?
-არა,მითხარი რატომ არ ...
-შემეშინდა!
-რისი ლევანიკო?
-იმის,რომ ამ სიტყვებს იმ ხუთი დღის ეიფორიის ფონზე ამბობდი,შემეშინდა რომ ყველაფერი ემოციების ბრალი იყო.
-და ახლა როგორ ხარ დარწმუნებული,რომ ემოციებთან არ მაქვს საქმე?!
-გარანტიების ამბავია.
-და ეს გაძლევს გარანტიას?
გაეცინა,თავი გააქნია და ისევ ჰორიზონტს გახედა.
-ცხოვრებაში გარანტიების ძიება აბსურდია,ამას მივხვდი.შენ არ ხარ გარანტია,სიყვარულია,ღმერთია!ზუსტად ღმერთი მაძლევს ძალას აქ ვიჯდე,შენთან და გარანტიების გარეშე დავლიო შარდონე.გესმის ტასუნა?-ისეთი თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი ხმა ჰქონდა,ჰო,მაშინ ყველაზე მძაფრად ვიწამე ფრაზის „სიყვარული თავად ღმერთია და თუ სიყვარული შენთან არს,შენთან არს ღმერთი..“

იმ დღეს სიღნაღში წავედით.
პარიზი სიყვარულის ქალაქიაო-დაივიწყეთ!
ღამე იყო.
ქუჩაში ვსეირნობდით ყველა და ვიცინოდით თათულის მონოლოგზე.
აღარ მახსოვს რას ამბობდა,კარგად არ ვუსმენდი.
სასტუმროსკენ ავდიოდით.
ყველა გადავნაწილდით ოთახებში.
ბავშვები ისეთი დაქანცულები იყვნენ ძლივს ლაპარაკობდნენ.
სამაგიეროდ თათული ვერ გავთიშეთ.
მერე ირაკლიმ და დალიმ შალვას გვერდით დასვეს და ორივენი შუაღამემდე სვამდნენ იამანიძის ბოლო წვეთ არაყს სამზარეულოში.
ღამის ორი საათი იყო ყვირილის ხმა გავიგეთ.
ნიუტონა იყო.
-რა აყვირებს ე ?!-წამოდგა მაშო.
გავვარდით ყველა აივანზე.
ნიუტონა ქვემოთ იდგა და ყვიროდა მთელი ხმით,ბიჭები გვერდით ჰყავდა და ისინიც არ აკლებდნენ ემოციებს.
-რა ხდება,სულ გაგიჟდით?-გამოვიდა დალი პიჟამოებით.
-კიო,დალიკო,კიო!-ყვიროდა ნიუტონა.
-ლევანიკო,რა ხდება?
-ნიუტონას ცოლი მოყავს,ტასუნა და შენ რას იტყვი?
გამოვშტერდი.
-რაზე ლევანიკო?-გიჟივით მეცინებოდა.
-ცოლად გამომყვები?
..


-ახდელი ოცნება.
-ანასტასია მინდელი.


-ბოლოს ვიტირე..
-როცა გავიგე,რომ მესამე დადვაძის დედა უნდა გავხდე.-ეღიმება მინდელს.

-საუკეთესო საჩუქარი რას მიგიღია.
-ოჯახი.


-ვამაყობ რომ..
-საუკეთესოდ ვამზადებ საცივს,ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტი,სამი შვილის დედა და ლევან დადვაძის მეუღლე.

-ამერიკული ოცნება არის..
-იპოვო საყვარელი ქალი შუაგულ ნიუ-იორკში.


-რას არ გადააგდებთ არასდროს.
-შარდონეს ბოთლს.
-შარდონეს ბოთლს.


გრამატიკისთვის ისევ ბოდიში.
ისტორია ორჯერ გადავაკეთე რიგი მიზეზების გამო,მართლა არ ვიცი რა გამოვიდა.
მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს,მომენატრეთ ყველანი!!
თქვენი ჭორიკანა.



№1 სტუმარი სტუმარი nata

dzalian gamixardaa sheni danaxvaa! wavikitxav da aucilebladd dagibrundebi❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ელისო

გამათბო ???? მადლობა ძალიან დიდი????

 


№3  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ელისო
გამათბო ???? მადლობა ძალიან დიდი????

მადლობა თქვენ ❤
სტუმარი nata
dzalian gamixardaa sheni danaxvaa! wavikitxav da aucilebladd dagibrundebi❤️❤️

გელოდები ❤❤

 


№4  offline წევრი Takk.22

აი გავიკეთე ბედნიერებისგან ,უტკბილესი ისტორია იყო და არანაირად არ მეყო დაუსრულებლად გავაგრძელებდი კითხვას

 


№5  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Takk.22
აი გავიკეთე ბედნიერებისგან ,უტკბილესი ისტორია იყო და არანაირად არ მეყო დაუსრულებლად გავაგრძელებდი კითხვას

მადლობა !!❤

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

ნეტავ იცოდე რამდენი ვიტირე!
როგორ ერთიანად დამცალა და ამავსო ემოციებით.
რამდენი რამე ჩაატიე ამ ერთ პატარა ამბავში!
ჰო, ხანდახან, ზოგიერთის ცხოვრებაში ასეთი საოცარი 'ჯადოქრობა' ხდება და ხვდება ადამიანი, 'მისი ადამიანი' და მნიშვნელობა ეკარგება გარშემო ყველაფერ სხვას, იმ გასულ ტკივილიან და ცარიელ წლებსაც, და რჩება მხოლოდ ის, რომ ხვდები ყველაზე იღბლიანი ხარ სამყაროში არსებულ ამ მილიონობით ადამიანს შორის ყველაფრის მიუხედავად მისი ცხოვრების მიზნად, ოცნებად და სიყვარულად შენ მოევლინე და დრო, რომელიც გაიარე დროა გადააფასო და აღიქვა ის, რაც სამყარომ შენთვის ასე დიდებულად გამოიმეტა... და თითქოს მოდის დრო, საკუთარ თავსაც ჩახედო თვალებში და იპოვო ზუსტად ის ღუზა, რაზეც თავად ისაუბრე.

ჯანდაბა, ფანტასტიკური იყო!
უდიდესი მადლობა ამ ულამაზესი და უემოციურესი ამბისთვის.

 


№7 სტუმარი სტუმარი Margo tokyo

ყველაზე საყვარელი და ამაღელვებელი ისტორია იყო რაც კი წამიკითხავს! სიტყვები ზედმეტია...უბრალოდ, მადლობა!❤️❤️❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მე♥უცნაურე
ნეტავ იცოდე რამდენი ვიტირე!
როგორ ერთიანად დამცალა და ამავსო ემოციებით.
რამდენი რამე ჩაატიე ამ ერთ პატარა ამბავში!
ჰო, ხანდახან, ზოგიერთის ცხოვრებაში ასეთი საოცარი 'ჯადოქრობა' ხდება და ხვდება ადამიანი, 'მისი ადამიანი' და მნიშვნელობა ეკარგება გარშემო ყველაფერ სხვას, იმ გასულ ტკივილიან და ცარიელ წლებსაც, და რჩება მხოლოდ ის, რომ ხვდები ყველაზე იღბლიანი ხარ სამყაროში არსებულ ამ მილიონობით ადამიანს შორის ყველაფრის მიუხედავად მისი ცხოვრების მიზნად, ოცნებად და სიყვარულად შენ მოევლინე და დრო, რომელიც გაიარე დროა გადააფასო და აღიქვა ის, რაც სამყარომ შენთვის ასე დიდებულად გამოიმეტა... და თითქოს მოდის დრო, საკუთარ თავსაც ჩახედო თვალებში და იპოვო ზუსტად ის ღუზა, რაზეც თავად ისაუბრე.

ჯანდაბა, ფანტასტიკური იყო!
უდიდესი მადლობა ამ ულამაზესი და უემოციურესი ამბისთვის.

როგორ მიყვარს შენი კომენტარები❤
სტუმარი Margo tokyo
ყველაზე საყვარელი და ამაღელვებელი ისტორია იყო რაც კი წამიკითხავს! სიტყვები ზედმეტია...უბრალოდ, მადლობა!❤️❤️❤️

მადლობა შენ !❤❤❤

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

Arvici ra gitxra liza. Sheni istoriebi imdenjer maqvs cakitxuli. Roca minda xasiatis gamoketeba movakitxav xolme da mec kargad vgrznov tavss. Yochag da yochagg. Saocreba iyoo. Madloba am cutebistvisa

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Qeti qimucadze
Arvici ra gitxra liza. Sheni istoriebi imdenjer maqvs cakitxuli. Roca minda xasiatis gamoketeba movakitxav xolme da mec kargad vgrznov tavss. Yochag da yochagg. Saocreba iyoo. Madloba am cutebistvisa

მადლობა შენ❤

 


№11 სტუმარი kati

zaluan,zalian kargi iyo...

 


№12 სტუმარი სტუმარი ლია

საოცარი ისტორიაა სულმოუთქმელად და სიამოვნებით წავიკითხე დიდი მადლობა ამ ისთვის დიდი ხანია ვკითხულობ ამ ისტორიებს და არასდროს დამიწერია კომენტარი დიდი მადლობა

 


№13 სტუმარი სტუმარი Nasia

ადრე მაქვს წაკითხული შენი ერთი ისტორია, უფრო სწორად დავიწყე და აღარ გავაგრძელე. ეხლა ეს წავიკითხე და ვერ ვიჯერებ რომ ორივე ისტორია ერთი ავტორისაა. ანუ ეს ისტორია იმდენად კარგია იმასთან შედარებით და როგორ დაიხვეწე ამის თქმა მინდა. <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ლია
საოცარი ისტორიაა სულმოუთქმელად და სიამოვნებით წავიკითხე დიდი მადლობა ამ ისთვის დიდი ხანია ვკითხულობ ამ ისტორიებს და არასდროს დამიწერია კომენტარი დიდი მადლობა

მადლობა ❤❤
სტუმარი Nasia
ადრე მაქვს წაკითხული შენი ერთი ისტორია, უფრო სწორად დავიწყე და აღარ გავაგრძელე. ეხლა ეს წავიკითხე და ვერ ვიჯერებ რომ ორივე ისტორია ერთი ავტორისაა. ანუ ეს ისტორია იმდენად კარგია იმასთან შედარებით და როგორ დაიხვეწე ამის თქმა მინდა. <3

მიხარია თუ მოგეწონა ❤❤

 


№15 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ ველოდებოდი ისტორიას რო თქვი უნდა დავდოვო და სულ შემოდვიოდი საიტზე და ვამოწმებდი.დღეს რომ ვნახე ისე გამიხარდა.ვიცოდი წინ უკვე საოცარ ამბავში მოგზაურობა მელოდა.ძალიან თბილი ტკბილი ისტორია.მიყვარს მეც ეს ლევანიკო და ტასუნა.ძალიან კარგია.იმდენი ემოვიები დაატრიალა ჩემში არვიცი საოცრად კარგად წერ.

 


№16  offline წევრი Mariamch

ლიზა მიყვარს შენი ისტორიები....ძააალიან

 


№17 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან კარგი იყო, როგორც ყოველთვის. საოცარი ისტორია, საოცარი იუმორი და რაც მთავარია სიყვარული. კარგად წერთ! მიყვარს თქვენი ისტორიები. მინდა უფრო მეტი იყოს თქვენი დანახული სიყვარული ????????????????????????????????

 


№18  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თამო
როგორ ველოდებოდი ისტორიას რო თქვი უნდა დავდოვო და სულ შემოდვიოდი საიტზე და ვამოწმებდი.დღეს რომ ვნახე ისე გამიხარდა.ვიცოდი წინ უკვე საოცარ ამბავში მოგზაურობა მელოდა.ძალიან თბილი ტკბილი ისტორია.მიყვარს მეც ეს ლევანიკო და ტასუნა.ძალიან კარგია.იმდენი ემოვიები დაატრიალა ჩემში არვიცი საოცრად კარგად წერ.

მიხარია თუ მოგეწონათ❤
Mariamch
ლიზა მიყვარს შენი ისტორიები....ძააალიან

ძალიან კარგი ????❤
სტუმარი Khatuna
ძალიან კარგი იყო, როგორც ყოველთვის. საოცარი ისტორია, საოცარი იუმორი და რაც მთავარია სიყვარული. კარგად წერთ! მიყვარს თქვენი ისტორიები. მინდა უფრო მეტი იყოს თქვენი დანახული სიყვარული ????????????????????????????????

მადლობა ❤❤
ენ ბლექი
კომენტარის გაკეთებას შენივე სიტყვებით დავიწყებ:
„ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა გინდა რომ ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც მოსწყდე და უბრალოდ შენ თავთან დარჩე ერთი-ერთში. ჩაიხედო გულის ყველაზე ღრმა უკუნითში და თვალებში ჩახედო ზემოთ ხსენებულ რეალობას.ეს აუცივლებელი წამალია,რომლის რეცეპტსაც ცხოვრება გაძლევს,აფთიაქი კი თავად დედამიწის რუკაა.”
კარგია როდესაც ისტორიის დასაწყისშივე იპოვი რამე ისეთს რაც კიდევ უფრო გიმტკიცებს აზრს რომ აუცილებლად უნდა წაიკითხო შენს წინ გადაშლილი „ამერიკული“ ამბავი ბოლომდე.
ლიზა პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა ყველა იმ უნებართვოდ მოპარული ღიმილისვის, რომელიც როგორც ავტორს მიზანმიმართულად გქონდა ჩაფიქრებული. საოცრად ვისიამოვნე ამ თბილი ისტორიით, მეც გამახსენდა ჩემი თავი მეთერტემში და კიდევ უფრო გამეცინა იმის გამო რომ კლასში ასრებული 13 ბავშვიდან ყველანი გოგოები ვიყავით 

„ქალი ყოველთვის გრძნობს მზერის შინაარს“- გრძნობს და თან როგორ, გამორიცხულია მის მიმართ მიპყრობილი თვალების სიღმეებში დამალული ემოციები ვერ ამოიცნოს.

„მიზეზი ყველაფერს უნდა,,შენი ღუზა უნდა გყავდეს,რაც დაგაკავებს,რაც აღარ გაგიშვებს.“ ასეა ეს და ამას ვერანაირი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი ვერ შეცვლს...

„ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს წიგნიდან ფურცლები ამოხიეს და ახლა შინაარს ვერ ვგებულობ“... ოდესმე წიგნს თუ დაწერ ეს სიტყვები აუცილებლად გამოიყენე.

„მაშინ ვიგრძენი,რომ დედაც გაიზარდა.
ჩემთან ერთად გაიზარდა,როგორც დედა.“
დედასთან მიმართებაზე ჯერ ცრემლი მოერია და ბოლოში „გაზრდილი დედა“ უზომოდ გამიხარდა, მათმა დიალოგმა შეჩერებული სუნთქვა აღმიდგინა.

„ჩვენც მოვედით!-იმ წამს ვინატრე,თუ ეს სიზმარი იყო არავის გავეღვიძებინე“. - ისე გამეღიმა ახლაც სულელივით ვზივარ.

და კიდევ ლიზა, წინა ისტორიაში, მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი ისტორია იყო რაღაც დამაკლდა, არ ვიცი რა და მაშინ ვერ ან არ გავამახვილე ამაზე ყურადღება, ახლა კი თამამად გეუბნები რომ ეს არაჩვეულებრივი ამბავი ისეთი სიფაქიზით და სისუფთავით მოიტანე ჩვენამდე რომ მე უბრალოდ დღეს საღამოს გავალ აივანზე და შარდონეს გეახლები.
მადლობა ამ ისტორიისთვის.

ენა ჩამივარდა და ვზივარ ასე გაღიმებული.
ყველა შენი შეფასებით მტოვებ გაღიმებულს და სასიამოვნოდ გაოცებულს. მადლობა შენ ამ ემოციისთვის ენ ❤❤❤❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი თამარი

სულ მინდა,რომ “გიკითხო”!

 


№20 სტუმარი ტაისა

ვაიმეეე, ძალიან კარგი იყო♥️
მადლობა ამ სიამოვნებისთვის

 


№21 სტუმარი სტუმარი nancho

როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო,მიყვარს შენი ისტორიები,ძალიან კარგადწერ,მსუბუქად,რეალურად,თბილად,მეგობრულად და სიყვარულით გაჯერებულია,

 


№22  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თამარი
სულ მინდა,რომ “გიკითხო”!

ტაისა
ვაიმეეე, ძალიან კარგი იყო♥️
მადლობა ამ სიამოვნებისთვის

სტუმარი nancho
როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო,მიყვარს შენი ისტორიები,ძალიან კარგადწერ,მსუბუქად,რეალურად,თბილად,მეგობრულად და სიყვარულით გაჯერებულია,

ყველას მადლობა ამ ემოციებისთვის და სიტყვებისთვის ❤❤????

 


№23 წევრი Maia G.

როგორ მჭირდებოდი თურმე და არ ვიცოდი.რამდენიმე დღეა გული ვერცერთ ისტორიას ვერ დავუდე,ვერც ახლებს და ვერც ძველებს,მაგრამ ეს ისტორია ზუსტად ის იყო რაც ახლა სასწაულად მჭირდებოდა.მადლობა შენ ამისთვის და მალე დაგვიბრუნდი რაა❤❤❤❤❤❤❤❤

 


№24  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Mai dire mai
როგორ მჭირდებოდი თურმე და არ ვიცოდი.რამდენიმე დღეა გული ვერცერთ ისტორიას ვერ დავუდე,ვერც ახლებს და ვერც ძველებს,მაგრამ ეს ისტორია ზუსტად ის იყო რაც ახლა სასწაულად მჭირდებოდა.მადლობა შენ ამისთვის და მალე დაგვიბრუნდი რაა❤❤❤❤❤❤❤❤

ვეცდები ყველანაირად,მადლობა შენ ❤❤❤❤

 


საოცრება იყო...ღიმილით ჩავიკითხე..
მადლობა შენ...ამ ისტორიამ გამაბედნიერა და ყოველდღიურ ყოფას მომწყვიტა..
ყველა შენს ისტორიაზე უზომოდ ვარ შეყვარებული,პერსონაჟებზე რომ აღარაფერი ვთქვა <3

 


№26  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ზაფხულის გოგო
საოცრება იყო...ღიმილით ჩავიკითხე..
მადლობა შენ...ამ ისტორიამ გამაბედნიერა და ყოველდღიურ ყოფას მომწყვიტა..
ყველა შენს ისტორიაზე უზომოდ ვარ შეყვარებული,პერსონაჟებზე რომ აღარაფერი ვთქვა <3

მადლობა ❤❤❤

 


№27  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აიი რა მაგარი იყოო პროსტა რო იცოდეე რააა <3 წარმატებებიიი

 


№28  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

uchveulo
აიი რა მაგარი იყოო პროსტა რო იცოდეე რააა <3 წარმატებებიიი

მადლობა❤❤

 


№29  offline წევრი დელირიუმი

შენი ყველა ისტორია ძალიან მიყვარს
მიყვარხარ თბილო

 


№30  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

დელირიუმი
შენი ყველა ისტორია ძალიან მიყვარს
მიყვარხარ თბილო

მეც ყველანი ძალიან მიყვარხართ!! ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent