შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალდანის პირადი ბედნიერება //სრულად//


2-05-2020, 23:32
ავტორი ენქეი
ნანახია 18 629

-ოჰ ქეთა მოხვედიი-ღიმილით მიეგება ლანა ოთახში შესულ ახალგაზრდა გოგონას.
-გავიგე სასწრაფო გამოძახება ყოფილა,მომიყევი რა მოხდა.-ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და საქაღალდე გადაშალა.
-სიმართლე რომ ითქვას ეს ცრუ გამოძახებაა-ყოყმანით წამოიწყო ლანამ
-ანუ?-ჩაეძია შალიკიანი
-სინამდვილეში ძვირფასო ქეთა-ოთახში 50წელს გადაცილებული კაცი შემოვიდა და საუბარი წამოიწყო-ეს პირადი საქმეა შვილო,შენ ჩემი მეგობრის შვილს უნდა დაეხმარო.
-მამა?-გაუკვირდა მამამისის იქ დანახვა ამიტომ სასწრაფოდ სიტვაციაში კარკვევა სცადა-იქნებ ამიხსნა, აქ რა ხდება?-ყავა მოსვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა
-მე დაგტოვებთ-თქვა ლანამ და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
-მე და ბექა დიდი ხნის მეგობრები ვართ,მისი შვილი გუშინ ერთ-ერთი საქმის დროს დაწვეს და ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია,მინდა დაეხმარო და არ დაუშვა რომ ციხეში გადაიყვანონ.
-რა საქმეშია ეჭვმიტანილი?-უფრო ინტერესიანი თვალებით მიაჩერდა მამას.
-ის ჩემს გზას აგრძელებს.-ყოყმანით წაოიწყო კაცმა-დემეტრე ქურდია.
-ქურდი? ანუ?-მეტად ჩაეძია საქმის დეტალებს.
-კანონიერი ქურდი ქეთა,მისი შვილი კანონიერი ქურდია.-სწრაფად განმარტა კაცმა.
-არადა უცებ გამიკვირდა, ასეთ უბრალო საქმეზე მაფიის ადვოკატს რატომ აწუხებენთქო-ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ქეთამ
-ის ციხეში არ უნდა მოხვდეს,ახლა თუ იქ მოხვდება და 20 წელს მიუსჯიან,იმ 20 წელში სამუდამო პატიმრობაზეც ავა.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კაცმა
-გასაგებია,მე დავეხმარები თქვენს შვილს,მაგრამ...-მცირე პაუზა გააკეთა ქეთამ
-მაგრამ რა?-სწრაფად იკითხა კაცმა
-ეს არ უნდა გახმაურდეს,მე დემეტრეს ჩემებურად დავეხმარები თქვენ კი ჩემს სიახლოვეს არ უნდა გამოჩნდეთ,ასეთ პატიმრებს დიდი გულისყურით ეკიდებიან აქ.მაგრამ მე შევძლებ მის დახსნას.
-იცოდე რომ შენი იმედი გვაქვს ქეთა,ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათო საქმეა.
-იმედს არ გაგიცრუებთ-ღიმილით თქვა ქეთამ
-ვიცი-ღიმილით თქვა კაცმა და წამით შეყოვნდა-ქეთა,ვამაყობ რომ ჩემი შვილი ხარ-თქვა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.რამდენიმე წამს მაგიდაზე მიყუდებული ჩუმად იდგა და ერთ წერტილს მიშტერებოდა,შემდეგ საქაღალდე აიღო და უცებ გადაავლო თვალი დემეტრეს საქმეს,იფიქრა უკეთესი იქნებოდა პირადად თუ გაესაუბრებოდა და ეცოდინებოდა რომ მხარდამჭერები გარედან ცდილობენ მის დახსნას.ლანას დაუძახა და სთხოვა ნახევარ საათში დემეტრე დაკითხვის ოთახში გადაეყვანათ მანამდე კი McDonald’s -ში გაირა 3 Big Mac,2 coca cola და ფრი შეუკვეთა და სასწრაფოდ უკან დაბრუნდა,კაბინეტში შეირა სისტემაში შევიდა და კამერაზე ფირი გაუშვა,პერანგი და შავი ქვედაბოლო შეისწორა,საქაღალდე აიღო და გრძელ ჰოლს გაუყვა.დაკითხვის ოთახი დერეფნის ბოლოში იყო,ნაბიჯს აუჩქარა კარის წინ კიდევ ერთხელ შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და სახელურს წაეტანა,დემეტრეს თავი მაგიდაზე ედო და ხმაურზეც კი არ განძრეულა,რამაც ქეთა თავიდანვე უარყოფითად განწყო კლიენტისადმი თუმცა არაფერი შეიმჩნია და მის პირდაპირ ჩამოჯდა.
-მოკლედ,ბევრი რომ არ ვილაპარაკო მინდა მომიყვე რა მოხდა გუშინ.-საქაღალდე მაგიდაზე დადო და სკამის საზურგეს მიეყრდნო
-შენც გამარჯობა-სიტყვა ბანზე აუგდო ქეთას.
-კითხვა გაგიმეორო?-დაუღრინა ქეთამ
-მადლობა,კარგად შენ როგორ ხარ?-ისევ არ აუწევია თავი მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ ხალისობდა ქეთას მდგომარეობიდან გამოყვანით.
-დამცინი?-ტონს აუწია ქეთამ
-ტონი აკონტროლე-თავი აწია და ქეთას თვალებში ჩააცქერდა.
-„მწვანე თვალები ქონია“ გაიფიქრა გულში და შემდეგ ხმამაღლა განაგრძო-კითხვაზე მიპასუხე,რა მოხდა დღეს?
-რაღაც არ მახსოვს ადვოკატი მომეთხოვოს-ცალი წარბი აწია და ქალი უკეთ შეათვალიერა.
-იცი რომ შენს საქმეს აქედანვე 20წლით თავისუფლების აღკვეთით განიხილავეენ?
-ერთი მაგათიც,თუ უნდათ სამუდამოზე ავიდნენ.-მოხუცი კაცივით ალაპარაკდა თითქოს წინ მხოლოდ ორი პარასკევი ქონდა.
-მოდი ჯერ ჭამე და საქმეზე მერე გადავიდეთ-ორი ბიგ მაკი,წვენი და ფრი გაუწოდა დემეტრეს
-ქრთამს არ ვიღებ.-ხელი აუკრა წვენზე და წვენიც წამში მოხვდა ქეთას თეთრ პერანგზე.
-რა ქრთამს გაუბერეე?-დაუყვირა ქეთამ
-შენი მკერდი ახლა უფრო მადის აღმძვრელად გამოიყურება-მზერა სახიდან მის მკერდზე გადაიტანა
-სხვა გზა არ დამიტოვე,სველი პერანგით ვერ ვიჯდები-თქვა და ღილები გაიხსნა.
-რას აკეთებ?-დაეჭვდა დემეტრე
-არ ვაპირებ სველი ტანსაცმლით აქ ჯდომას.-პერანგის შიგნიდან,თეთრი საცურაო კოსტუმი ეცვა,დემეტრემ იფიქრა:“ალბათ მაგიტომ გაიხადა თორემ სხვაგვარად ამაზე არ წავიდოდაო“ და მისი მკერდიდან მზერა მის სახეზე გადაიტანა-ჩემი დალიე ჯანდაბას,მოკლედ რას ვამბობდი,20წლით პატიმრობა სახუმარო საქმე არაა.
-შენ ეს რატომ გადარდებს?-წარბი აწია დემეტრემ
-მე ეს არ მადარდებს.-მხრები აიჩეჩა და საქაღალდე გადაშალა
-მაშინ დავიჯერო პროკურორს ან მოსამართლეს თავის ლაქიად ვჭირდები?
-მამაშენს ჭირდები,მთხოვა რომ აქედან გამეყვანე.
-სერიოზულაად?-თვალებში სინათლის სხივი გაუკრთა.
-კი,სერიოზულად.მაგრამ მარტო მე ვერფერს გავხდები,შენ უნდა დამეხმარო რომ აქედან გაგიყვანო.ჯერ შენ დაგელაპარაკები შემდეგ კი ვიღაც მორისს მოიცადე აქ იყო ნახსენები.-საქაღალდის ფურცვლას მოჰყვა როდესაც დემეტრემ ხელი დაუჭირა,სახე მოქუფვროდა,თითქოს ციხიდან გასვლის ამბავმა არ გაახარა.
-უბრალოდ წადი და აქ აღარასდროს დაბრუნდე-ხელი აუკრა და ფეხზე წამოდგა
-მოიცა რაა?
-მამაჩემს გადაეცი რომ ვაფასებ მის დახმარებას,მაგრამ ქურდი ციხის გარეშე არ არსებობს,ყველა ციხე ჩემი სახლია ისევე როგორც ადგილი სადაც დავიბადე და გავიზარდე.
-ავადმყოფი ხარ?
-მამაჩემმა მაინც და მაინც შენ რატომ დაგიქირავა?-კითხვა უპასუხოდ დატოვა და იერიშზე გადავიდა
-მე მაფიის ადვოკატი ვარ.
-ტყუი-დაიყვირა,ყელში წვდა და კედელზე უხეშად მიაყუდა.-ამდენად ღრმად აქ არავინ შემოუშვებდა მაფიის ადვოკატს.-ხელი კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა.
-და ვინ თქვა რომ ეს ბევრმა იცის?
-ჩათვალე ტრუპი ხარ,არვიცი ვინ გამოგგზავნა მაგრამ, ვინც არ უნდა იყო რატომღაც დაცვაც არ ცდილობს შენს დახმარებას.
-სისტემა გავთიშე,კამერაზე ფირია გაშვებული,სანამ მე არ დავუძახებ მათ საშველად აქ არავინ მოვა.
-საცოდავო ამდენად რისკაავ?-გაიცინა დემეტრემ
-შენ ქეთა შალიკიანს კიდევ არ იცნობ-ამოიხრიალა ქეთამ და მუცელში წიხლი დაარტყა.
-შალიკიანი?-დაეჭვდა დემეტრე-მურიკოს შვილი ხაარ?-წელში მოხრილმა წამოიწყო საუბარი
-მამაჩემს ასე ნუ ეძახი.მას მამუკა ქვია აქედანვე შევთანხმდეთ ამაზე.-იერიშზე გადავიდა ქეთა
-ერთ დროს ისიც კანონიერი ქურდი იყო-სწრაფად მიაყოლა ნათქვამს
-ვიცი ვინცაა მამაჩემი,მაგრამ ახლა მასზე სასაუბროდ არ მოვსულვარ!
-უბრალოდ წადი შალიკიანო-ხელით კარზე ანიშნა
-მე შენი ადვოკატი ვარ-დაიძაბა ქეთა
-მე არ მჭირდდება ადვოკატი,უბრალოდ წადი და ამ საქმეში არ ჩაერიო.
-ვინაა ეს მორისი ასეთი?-ეჭვნარევი ტონით იკითხა და დემეტრეს რეაქციას დააკვირდა.სახე უფრო მოექუფრა,სახეზე ძარღვები დაებერა და სუნთქვა გაუხშირდა.
-არ ჩაერიო ამ საქმეში,ეს ჩემი ომია და ნუ გაერევი.
-მე შენი ადვოკატი ვარ,ამ შემთხევაში შენი ომი ჩემი ომია,შენი დანაშაული ჩემი დანაშაულია და...
-შეგიძლია გაჩუმდე და მომისმინო?-ხმაში მუდარა შეერია
-რას მეტყვი ისეთს რაც ამ მოსაწყენ ნახევარსაათში არ გითქვამს?-საათზე დაიხედა და შემდეგ მზერა ისევ მას გაუსწორა.
-ამ საქმეში არ ჩაერიო,არც მორისი მოძებნო და არც სხვა ვინმე,ამ საქმეს შეეშვი აქაც აღარ მოხვიდე და საერთოდ დაივიწყე ყველაფერი რაც ამ საქმეზე იცი.
-ამას არ გავაკეთებ-სწრაფად იუარა.
-ეს თხოვნა არ გეგონოს,აქ კიდევ ერთხელ რომ დაგინახო მოგკლავ-ტონი გაიმკაცრა და კედელს მუშტი დაარტყა,ქეთა დაფრთხა არ ელოდა მის ასეთ რეაქციას,წამით თვალებში შიში გაუკრთა მაგრამ მალევე მოემატა თავდაჯერებულობა.
-რადგან ასე გაგაცოფა ამ ყველაფერმა,ვშიშობ მორისთან ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენ-სახეზე ღიმილი მოეფინა და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა.
-გაფრთხილებ!არ გაბედო მასთან მისვლა.-ხელში წვდა და თავისკენ მიაბრუნა მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და დაცვამ სასწრაფოდ შეაკავა.
-ამას ვერ შეგპირდები-თვალი ჩაუკრა და დერეფანში გავიდა.
-მასთან არ მიხვიდე,თავს ნუ დაიღუპავ,შალიკიანო მომისმინე...არ წახვიდე...შეეშვი ამ საქმეს ამის დედაც-კარგა ხანს ისმოდა დერეფანში დემეტრეს ყვირილი მაგრამ ქეთა გაჩერებას არ აპირებდა,საქმე მისთვის იმდენად აზარტული გახდა დანებებაზე აღარც კი ფიქრობდა.
-წავიდეთ გავიცნოთ ბიძია მორისი-პატარა ბავშვივით დაიწყო ცელქობა,ლანას პატარა კარადიდან პერანგი აარჩია პორტფელი აიღო და სწრაფად დატოვა შენობა,უცებ მოძებნა მორისის მუდმივი სამყოფელი და ჯიპიესი ჩართო.არც ისე ადვილი იყო მორისის პოვნა,შალიკიანმა სახლში მიაკითხა მაგრამ აღმოჩნდა რომ ორი თვე იყო გასული რაც ეს სახლი მას აღარ ეკუთვნოდა,შემდეგ ლანას სამსახურის მისამართი სთხოვა და მანაც ძველი ქარხნის მისამართი მისცა,არც ისე შორს ქეთას ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან.მაგისტრალიდან ვიწრო ხეობაში განაგრძო სვლა,ირგვლივ ხშირი მწვანედ შეფერილი ხეები უსწორმასწოროდ იყო განლაგებული,აქა იქ პატარა ბუჩქები,მინდვრის ყვავილები...ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო გახშირდა ხეები,გზაც უკვე დასასრულს უახლოვდებოდა,თითქოს ამას იქით გაუვალი ჯუნგლები ყოფილიყოს,ერთწამს ისიც კი იფიქრა გზა ხომ არ შემეშალაო მაგრამ დანიშნულების ადგილს მხოლოდ ორი კილომეტრი აშორებდა.-ჯანდაბა-საჭეს ხელი დაარტყა და მანქანა გააჩერა.-ეს რა ოხრობაა,ახლა სად წავიდე.-ჯიპიესის რუკას თუ დაუჯერებდა გზა პირდაპირ 500მეტრს ითვლიდა შემდეგ მარცხნივ და შემდეგ ისევ პირდაპირ.-სხვა გზა არ მაქვს-ამოიგმინა ქალმა,პორტფელს წაეტანა თუმცა მალევე გადაიფიქრა,პატარა შავი ჩანთა აიღო,ორი მოსასმენი და გადამცემი მოათავსა შიგნით,ტელეფონი და გასაღები აიღო,მანქანა დაკეტა,ჯიპიესი ტელეფონზე ჩართო და ტყეში შევიდა.ტყეში ხეებთან ერთად მრავლად იყო ბუჩქები და ეკლიანი მცენარეები,რომლებიც ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო და უფრო კაწრავდნენ ქეთას-ჯანდაბა,ეს მოდის ჩვენება ხომ არ მეგონა,რამ მაფიქებინა ტყეში ქუსლიანი ფეხსაცმლით და კაბით შემოსვლა-უსაყვედურა საკუთარ თავს და გზა განაგრძო,რაც უფრო ღრმად შედიოდა ტყეში სულ უფრო და უფრო იდუმალი ხდებოდა ყველაფერი,100მეტრი ექნებოდაა გავლილი სიგნალი რომ დაკარგა და მერე უკვე მართლა შიშმა აიტანა.-ღმერთო ჩემო ახლა რა ვქნა-უკან გაბრუნება სცადა მაგრამ გზა არ ახსოვდა,თანაც გზა ბილიკით ხომ არ გამოუვლია აარაა,უკვე ბინდდებოდა,ამიტომ გზა განაგძო სამშვიდობოს რომ მისულიყო,გზაში ენა არ გაუჩერებია,საკუთარ თავს ლანძღავდა,გასაკვირი არც იქნებოდა გზა რომ არეოდა,1საათი იყო გასული რაც გზაში იყო,საკმაოდ ბნელოდა,ფეხები სისხლის გამო წითლად შეღებვოდა ,მოულოდნელად ცაზე ელვა ჭიასავით გაიკლაკნა და ცა გაანათა,თითქოს დედაბუნებაც მის წინააღმდეგ ყოფილიყოს,წამში წამოვიდა ციდან წვიმის პატარა წვეთები რომლებიც წკაპა-წკუპით ეხეთქებოდნენ ხეებს,ფოთლებს და მიწას.-ღმერთო ჩემო ეს უკვე საშინელებაა,მაკიაჟი გამიფუჭდა ჯანდაბა.-ბუზღუნს მოჰყვა და ამასობაში ხეებს შორის სახურავი შენიშნა,ახლოს მივიდა და სახლის გარშემო შეიარაღებული ხალხის დანახვისას წამში მიხვდა რომ ეს მორისის სახლი იყო,იცოდა რომ სახლში ისევერ შეაღწევდა ამიტომ წვიმას სახე მიუშვირა,რამდენიმე ადგილას ტალახი წაისვა,აქა-იქ ტანსაცმელი გახია თმა აიჩეჩა და სირბილით გავიდა ბუჩქებიდან.
-ღმერთო ჩემო,მიშველეთ გთხოვთ დამეხმარეთ-ყვიროდა ქეთა და სახლის წინ ჩაიმუხლა
-რა მოხდა?-იკითხა ერთერთმა და ქალის წინ ჩაიმუხლა
-ისს ის მომდევს-ტირილი დაიწყო და კაცს ხელებზე მოეხვია
-ვიინ რამოხდა ქალბატონო?-ისევ იკითხა კაცმა
-გამიტაცა და ტყეში მომიყვანა,თავი ძლივს დავაღწიე ორნი იყვნენ-ტირილს უმატა და კაცს ხელებს ისე უჭერდა კანზე ფრჩხილების კვალი დაუტოვა.
-აქ რა ხდება?-მოულოდნელად კარი გაიღო და ზღურბლზე 30წელს გადაცილებული მამაკაცი გამოჩნდა.
-ბატონო სანდრო,ეს ქალი ვიღაცას გაურბის,როგორც ჩანსტყეში ვიღცაა და მას მისდევს.
-მერე ქალს წვიმაში რაღას ტოვებ,ახლავე სახლში შემოიყვანე-თქვა და ქალს მხარზე ხელი მოხვია.
-დიდი მადლობა-სლუკუნით უთხრა ქალლმა და სახლში შეჰყვა.კაცი დიდი ყურადღებით შეხვდა მოულოდნელ სტუმარს,ბუხრის წინ სავარძელზე დასვა და მისთვის ლიმნის ჩაიც სთხოვა ორმოცდაათიოდე წლის ქალს,როგორც ქეთა მიხვდა ის მათი დამხმარე იყო.ცოტა ხანს სანდრომ ქალს გონზე მოსვლა აცადა,შემდეგ კი მის პირდაპირ ჩამოჯდა და მზერა გაუსწორა.
-თქვენი სახელი?-წყნარად წამოიწყო კაცმა და ვისკი მოსვა
-ქეთა,მე ქეთა მქვია.
-აქ როგორ მოხვდი?ვინ იყო ის ხალხი ვინც თავს დაგესხა?-სააუბარი განაგრძო კაცმა.
-ძველი კლიენტია,მე ადვოკატი ვარ.მის საქმეს ხელი არ მოვკიდე და განაწყენებულია.
-არ მეგონა სახლში ძაღლებს თუ უშვებდი მორის-ოთახში მოულოდნელად შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და ქეთას მკვლელი თვალები მიანათა.
-სტუმრებზე ასე როდიდან საუბრობ ნიკოლას?-ფეხზე წამოიჭრა მორისი
-ის პრობლემებს შეგიქმნის-მზერა მორისზე გადაიტანა
-საკმარისად დიდივარ იმისთვის რომ შენი დარიგება არ დამჭირდეს!-თვალებში ცეცხლი აუკიაფდა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-მგონი ჩემი წასვლის დროა-დროულად დააყოლა ქეთამ და ფეხზე წამოდგა.
-არა დარჩი!-ტონი გაუმკაცრდა კორინთელს.
-ბოლო დროს მგონია რომ თავიდან ტვინი გამოგიბერტყეს,ეს ქალი ადვოკატია ანუ ძაღლია და მან რომ გაიგოს თუ ვინ ხარ შენ,ციხეში პირდაპირი რეისით გამგზავრებს, ისე როგორც ეს ბაიკოს გაუკეთეს.
-ქალდანს საერთოდ ნუ ახსენებ.ის დამსახურებულად ზის ციხეში.
-არ მინდა იმედები გაგიცრუოთ მაგრამ კარგად ვიცი ვინც ხართ.ქურდი ციხის გარეშე იგივეა რაც თევზი წყლის გარეშე.და ქალდანს რაც შეეხება საუბარი დემეტრეზეა?
-საიდან იცი?
-მემისი ადვოკატი ვარ-სიტყვა არ ქონდა დამთავრეებული რომ ნიკოლასმა ქეთას იარაღი დაუმიზნა.
-ნიკოლას დაუშვი იარაღი-მისი შეჩერება სცადა მორიმა
-გითხარი რომ პრობლემებს შეგიქმნიდა,აქვე დამთავრდება ეს-დაიყვირა და სასხლეტს თითი გამოკრა.მორისმა შეძლო სწრაფი რეაგირება ქეთას ხელი კრა და შუშის თაროზე მიახეთქა,შემდეგ იარაღი ამოიღო და ნიკოლასს დაუმიზნა.
-გითხარი რომ ზრდილობიანად მოქცეულიყავი,წადი აქედან ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ-ნიკოლასი წამში მოწყდა ადგილს თუმცა ქეთა ნამდვილად არ იყო კარგ მდგომარეობაში,შუშის თარო მთლიანად დაიმსხვრა და ქეთას ჭრილობები დამჩნეოდა,საკუთარი სისხლის გუბეში იწვა და წამოდგომას ცდილობდა თუმცა ამაოდ.
-ქეთა,კარგად ხართ?-მის წინ ჩაიმუხლა მორისი და წამოდგომაში დაეხმარა.
-ღმერთო როგორ მტკივა-ამოიკვნესა და კაცს უფრო მაგრად მოეხვია
-აქ დაჯექი ახლავე დავბრუნდები-თქვა და სასწრაფოდ გარეთ გავარდა,ქეთას გონება ნელ-ნელა დაებინდა და საბოლოოდ ყველაფერი ბნელ წყვდიადში ჩაიძირა.გონს რომ მოვიდა ჭერს მუქი ყავისფერის მაგივრად თეთრი ფერი ამშვენებდა,აპარატის წრიპინმა საშინლად შეაწუხა ამიტომ ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა სცადა თუმცა ამაოდ,საშინელმა ტკივილმა ამის საშვალება არ მისცა,თავი ისევ ბალიშზე დადო და ჭერს მიაშტერდა,ცხვირში წამლის მძიმე სუნი უღიტინებდა ამიტომ ღრმად და ვრცელი პაუზებით სუნთქავდა.მოულოდნელად ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე მომღიმრი ლანა გამოჩნდა ყვავილებით ხელში.
-ჩემო ავადმყოფო-ყვავილები იქვე ტუმბოზე დადო და მეგობარს გვერდით მიუჯდა.
-ლანაა,აქ როგორ მოვხვდი?
-ღმერთო, არ გახსოვს?-შეიცხადა ლანამ.
-მხოლოდ ის მახსოვს ბოლოს მორისთან სახლში იატაკზე როგორ ვიწექი,მერე... მერე უბრალოდ არაფერი.-დაბნეულმა დაიწყო საუბარი
-მგონი ზუსტად მან მოგიყვანა და შემდეგ წავიდა,ისე ვინერვიულე,დღე ნახევარია ასე ხარ.-მცირე პაუზა გააკეთა და შემდეგ განაგრძო-ქალდანი გიჟს გავს,რა დაემართა მითხარიო.
-რამე უთხარი?-საწოლზე წამოჯდა და გაფართოვებული თვალები მეგობარს მიაპყრო.
-არაფერი მითქვამს,ვუთხარი რომ ვერ მოიცალე მისთვის.
-ყველაზე საშინელი მატყუარა ხარ,მათ შორის ვინც ოდესმე მინახავს.
-ასე კრიტიკულად ნუ მაფასებ,ყოველდღე კი არ ვამბობ კრიმინალებთან ტყუილს.
-კარგი კარგი მოვრჩეთ ამაზე,ტანსაცმელი მჭირდება,ჩემი კრიმინალი უნდა მოვინახულო.
-ყველაფერი მოგიტანე,მაგრამ იქნებ ცოტა კიდევ დაგესვენა.
-არა,აღარ მინდა,გამოვიცვლი და დემეტრეს მოვინახულებ,მისთვის მოსაყოლი ბევრი მაქვს.-ღიმილით დაასულა საუბარი და ფეხზე წამოდგომა სცადა,სწრაფად გამოეწყო სამუშაო ფორმაში და ქალდანის სანახავად წავიდა.მანქანა ალბათ ისევ იმ გზაზე იყო მიტოვებული ამიტომ ტაქსი გააჩერა და ნახევარ საათში დანიშნულების ადგილზე გახლდათ.ჭრილობები აწუხებდა,სახეზეც რამოდენიმე ნაკაწრი ქონდა,მაგრამ სამუშაოს თავს არ ანებებდა,ნელი ნაბიჯებით მიიწევდა დაკითხვის ოთახისკენ,ბავშვივით ცქმუტავდა იმის გაფიქრებისას როგორი რეაქცია ექნებოდა დემეტრეს მისი დანახვისას,კარის წინ შეჩერდა ღრმად ამოისუნთქა და ოთახში შეაბიჯა.ოთახში შესულს დემეტრე რამდენიმე წამს აკვირდებოდა,ქეთა მის სახეზე რაიმეს ამოკითხვას ცდილობდა მაგრამ სულ ტყუილად,დემეტრეს ჩვეულლი უემოციო გამომეტყველება ქონდა
-არ მეგონა პირველივე ნახვისას ასე თუ გაგალამაზებდა-მზერა მოარიდა ქეთას.
-როგორც ჩანს არ გაგკვირვებია.-თვალები დააწვრილა ქეთამ.
-სათანადოდ ვერ მაფასებ,მე ყველაფერი დაწვრილებით ვიცი.ჩემი ბიჭები მთელი დღის განმავლობაში გითვალთვალებდნენ,თუმცა უნდა ვაღიარო სასწაული მსახიობი ხარ.
-სანდრო სასიამოვნო პიროვნება ჩანს,თბილად მიმიღო,საავადმყოფოშიც მან მიმიყვანა.
-აჰაა,ჯერ გაგალამაზა და შემდეგ საავადმყოფოში მიგიყვანა,რა საყვარელია-ცინიკური ღიმილით დააჯილდოვა დემეტრემ და ხელები მაგიდაზე დააწყო.
-ცდები ძვირფასო,სანდრომ ჩემი გადარჩენა სცადა,მოულოდნელად ვიღაც ნიკოლასი გამოჩნდა ჯერ მე ხო ისედაც არ მოვეწონე და შენ რო გახსენე მაშინვე იარაღი დამიმიზნა.
-მაგის დედაც-დაიღრინა დემეტრემ და ფეხზე წამოდგა-შენ არ იცნობ ამ ხალხს,ნიკოლასი არ დაგინდობს,როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა მაშინვე ბოლოს მოგიღებს.
-არ თქვა რომ ჩემზე დარდობ.
-ვდარდობ!-მცირე პაუზა გააკეთა და როცა ქეთას იმედიანი სახე დაინახა მაშინვე დაამატა-შენ ხომ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი აქედან გაყვანა შეუძლია.
-ნაგავო-განაწყენებულმა უთხრა ქეთამ და გასასვლელად მოემზადა.
-ნუ გწყინს ლამაზო,უბრალოდ არ მინდა რომ მათ გაეკარო,ისევ შენთვის-ღიმილით დაასრულა საუბარი,ქეთა წამით შეჩერდა და მისკენ შებრუნდა.
-ნუ მეხუმრები ქალდანო,მე შენ გაჯობებ! მაგრამ არ დაგავიწყდეს, აქედანვე ჩემი ვახშამი გმართებს.-ლოყაზე ტუჩები ოდნავ შეახო და დერეფანში გაუჩინარდა...
დერეფანში სწრაფი ნაბიჯით გავიდა,ხელები უკანკალებდა,რაღაც უცნაური დაემართა.სასწრაფოდ ლანას კაბინეტში შევიდა,კარი დახურა და ზედ აეკრო.სახეზე ფერი არ ედო,ვერც იმას ხვდებოდა რამ გაანევიულა ასე,ქალდანი ხომ უბრალოდ კრიმინალი იყო,რომელსაც ქეთას დახმარება სჭირდებოდა.
-ქეთა რა მოხდა?სახეზე ფერი არ გადევს.-წამსვე ქეთასთან გაჩნდა ლანა.
-ავადმყოფია,მაღიზიანებს და სისულელეებს ვაკეთებ-თვისთვის ბუტბუტებდა თითქოს ლანას საუბარი არც კი ესმოდა.
-რამე დაგიშავაა?-შეშფოთდა ლანა
-რა?-გაიკვირვა მოულოდნელად და სახეზე ხელი მოისვა.-არა,არაფერი დაუშავებია უბალოდ სულ ნერვებს მიშლის და გამოსვლისას ლოყაზე ვაკოცე.
-რაა?რაგააკეთეე?-შეშფოთდა ლანა
-ვაკოცე.
-რატომ?სულ გაგიჟდი?
-არვიცი ლანა,არვიცი ერთწამს რაღაც დამემართა და უბრალოდ საჭიროდ ჩავთალე.
-შენს კლიენტებთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილხარ,მასთან რა გჭირს?
-არაფერიც არ მჭირს ლანა,უბრალოდ ნერვები მომიშალა და მისი გაღიზიანება მინდოდა.
-ბიჭებს კოცნით არ აღიზიანებენ.
-ეს არაფერ შუაშია უბრალოდ...-საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა,უცხო ნომერი იყო-ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ-თქვა და ყურმილი აიღო
-როგორ ხარ ადვოკატო?-ტელეფონში ნაცნობი ხმა გაისმა.
-ბატონო სანდრო?-გაიკვირვა ქეთამ
-ბატონოთი ნუ მომმართავ გთხოვ,უბრალოდ სანდრო დამიძახე.
-მადლობა მოკითვისთვის,კარგად ვარ.
-მაპატიე საავადმყოფოში ასე რომ დაგტოვე,უბრალოდ ვერ დავრჩებოდი,სერიოზული საქმე გამომიჩნდა.
-არაუშავს არაა პრობლემა,მიხარია სადმე სასიკვდილოდ რომ არ მიმაგდე.
-ამას არასოდეს გავაკეთებდი,იქნებ ჩემი დანაშაული როგორმე გამოვისყიდო და სადმე დაგპატიჟო,ერთად ვივახშმოთ.
-ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვერც კაბას და ვერც მაღლქუსლიან ფეხსაცმელს ვერ მოვირგებ,იქნებ სხვა დროს იყოს.
-კარგი როგორც გინდა,გამოჯანმრთელებას გისურვებ და ვწუხვარ იმის გამო რაც მოხდა.
-ეს შენი ბრალი არაა სანდრო.
-ქეთა,მადლობა რომ ნიკოლასს არ უჩივლე იმისგამო რაც ჩაიდინა.
-მე მესმის მისი,მაგრამ ჩემი მოკვლა არაფერს შეცვლის მის ცხოვრებაში,იმის გარდა რომ ბევრ მტერს გაიჩენს.
-მას მე მივხედავ,დროებით.
-დროებით-თქვა და ყურმილი დაკიდა-სულელი გაება ჩემს მახეში-კმაყოფილი სახით თქვა და თავისი კაბინეტისკენ გაემართა.

***
სანამ ქეთა კაბინეტში გემრიელ ყავას შეექცეოდა ამასობაში დემეტრეს თავისი ბავშვობის მეგობარი(ქურდი) ლევა ეწვია და 2საათის წინ გამართლ სხადნიაკზე უამბო.
-რამ შეგაწუხა ლექსო?-საუბარი წამოიწყო დემეტრემ
-ბაიკო,ეს საქმე უფრო რთულდება,დროზე უნდა გამოხვიდეე ციხიდან და იმ ნაბო*****-ს თავიაანთი ადგილი მიუჩინო.
-რამოხდა ლევა მოყევი.
-ნიკოლასმა თავისიანებს უხმო,ჩვენი მოწინააღმდეგეები შეკრიბა და ოფიციალური სხადნიაკის სახე მისცა ამ შეკრებას.
-რას განიხილავდნენ ასეთს?
-შენი ადვოკატის სიცოცხლეს.
-ქეთა რა შუაშია?-სახე მოექუფრა ქალდანს.
-მან საშინელი თამაში წამოიწყო,ერთ მხარეს შენი ციხიდან გაყვანააა,მეორე მხარეს კი მორისის შებმა.ნიკოლასმა ქეთს განაჩენი გამოუტანა.
-რა განაჩენი?
-ქეთა უნდა მოკვდეს,მან ფართოდ განიხილა ის საკითხი რომ ის შენი ადვოკატია და მხოლოდ მას შეუძლია შენი ციხიდან გაყვანა,ეს კი მათ არ აწყობთ,ისინი უკვე გეგმაზე მუშაობენ.ნიკოლასმა ისიც განიხილა რომ შენი ციხიდან გაყვანის ერთადერთი კოზირი ხელში უჭირავს,რაღაც ჩანაწერზე საუბრობდა.
ლავროვიც ვერ ახერხებს ხარკოვიდან ჩამოსვლას,ხომ იცი მასაც ძაღლობა დაეძებს.
-ქეთას რამე რომ დაემართოს მაგ ნაბი****-ს შუაზე გავგლეჯ.იმაზე არვდარდობ რომ ციხიდან ვერ გავალ,არ მინდა რომ მოკვდეს.
-რას მთავაზობ?-ჩაეძია ლევა
-ქეთა უნდა გაიტაცო,მე კი ციხიდან სასწრაფოდ უნდა გამოვიდე.
-ქეთას თუ გავიტაცებ,ციხიდან ვინ გამოგიყვანს?
-შენ!
-ადვოკატობაზე ვერ ვქაჩავ.-ბაგე ღიმილმა გაუპო ლევას
-არა,მისმინე, კარგად იცი რა,სად, როგორ და რატომ მოხდა,იცი რომ იმ საღამოს არავინ მომიკლავს მაგრამ ამას დამტკიცება ჭირდება.
-და როგორ დავამტკიცებთ?
-ქარხანაში კამერა იყო,ის ჩაიწერდა ყველაფერს,მაგრამ როგორც დანარჩენი ყველა კოზირი,ეს ჩანაწერიც ნიკოლასის ხელშია.ის უნდა იპოვნო და ანონიმურად გადასცე პოლიციას.
-ბიჭო შიგგ***-ს აქამდე რატო არაფერი თქვი?
-არ მინდოდა თქვენი შარში გახვევა,ეს სარისკო საქმეა.
-შარში გახვევა არ გინდოდა?ამას ამბობს კაცი რომელიც ჩვენს გამო ყველაფერს აკეთებდა?ძაღლობა იყო თუ მაფია ყველგან გვიცავდი და ახლა ამის უფლებას ჩვენ არ გვაძლევდი?ვერ ხვდები რომ უშენოდ დაშლილები ვართ?
-დაწყნარდი ლევა,უბრალოდ ჩანაწერი იპოვე და შემდეგ ქეთა გაიტაცე.მანამდე კი ყურადღება მიაქციე ბიჭებს უთხარი მიხედონ.
-კარგი ბაიკო ყველაფერს მივხედავ,გპირდები ძმაო აქედან გაგიყვან!
-შენი იმედი მაქვს-გულში ჩაიკრა დემეტრემ ბავშვობის მეგობარი და გასასვლელისკენ მომლოდინე თვალებით გააცილა...

***
ლევა 10წუთის წასული იყო დემეტრე ისევ დაკითხვის ოთახში რომ შეიყვანეს სადაც ქეთა ბედნიერი სახით ელოდა.
ფეხები მაგიდაზე შემოეწყო და სიგარეტის კვამლში გახვეულს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-უჩემოდ ვეღარ ძლებ არაა?-ღიმილით წამოიწყო საუბარი დემეტრემ.
-მოწეევ?-სიგარეტის კოლოფი გაუწოდა,დემეტრემა მორჩილად აიღო ერთი ღერი,მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-რამ შეგაწუხა ქალბატონო?
-მოკლედ ეს შენი მორისი დიდი სულელი ვინმე ყოფილა.
-ყოველ ჯერზე მასზე რომ არ მესაუბრო მოკვდები?-დაიღრინა და ხელი თმაში შეიცურა
-მან უკვე სადილზე დამპატიჟა,მეგონა გაგიხარდებოდა
-ბოდიში,ჩემს სიხარულს ვერ გამოვხატავ,მაგრამ გული ნამდვილად ამიქარდა,თუ არ გჯერა პულსი შემიმოწმე.-სიმწრის სიცილი წასკდა დემეტრეს და ფეხზე წამოდგა.
-ავადმყოფი ხარ?-გაღიზიანებული ქეთაც წამში წამოიჭრა ფეხზე
-გოგო, მისმინე! რომ გავიგო მასთან ერთად ყავის დასალევად წახვედი ან რამე მსგავსი ფეხებს დაგამტვრევ გაიგე?-იერიშზე გადავიდა ქალდანი.
-ზედმეტი ხო არ მოგდის,კარგად დაფიქრდი.
-ახლა რამდენი კლიენტიც გეყოლება,მათ ყველა მტერთან რომანს გააბამ და ასე გახსნი საქმეეს? და აი ასე მარტივად გახდები კაცებისთვის მისაღწევი ქალი.
-მოკეტე-დაიყვირა ქეთამ და სახეში სილა გააწნა დემეტრეს,რამდენიმე წამი დასჭირდა გონს რომ მოსულიყო შემდეგ სახიდან ხელი მოიშორა ქეთას ხელი მხრებზე მოკიდა და კედელზე უხეშად მიაყუდა.
-მეორედ აღარ გაბედო და ჩემზე ხელი აღარ აწიო გაიგე?-ბოლო ხმაზე ყვიროდა ქალდანი,ძარღვები დაბერვოდა,ოთახში მისი გახშირებული სუნთქვა ისმოდა,თვალის ფერიც კი მოულოდნელად მღელვარე ზღვის ფერი გაუხდა.ისე შეაშფოთა ამან ქეთა რომ ხმა ვეღარ ამოიღო. ტკივილისგან სახე დამანჭა და დემეტრეს წყნარად მიმართა.
-დემეტრე,მტკივა გამიშვი.
-კარგად მომისმინე ქალბატონო,შეეშვი ამ საქმეს და შენი გზით წადი,დაივიწყე მორისი,ნიკოლასი და დემეტრე ქალდანიც სამუდამოდ! თუ ამას არ გააკეთებ და აქ ისევ გნახავ ისეთ ჯოჯოხეთს მოგიწყობ სიკვდილს შემევედრები.გასაგებია?-რამდენიმე წამს მის პასუხს მდუმარედ ელოდა მაგრამ როცა პასუხი ვერ მიიღო უფრო უხეში ტონით განაგრძო საუბარი-გაიგე თუ ვერა?
-გავიგე,დემეტრე გამიშვი მტკივა-ხმა გაებზარა ქეთას,დემეტრემაც უმალ გაუშვა ხელი და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა რომ ისევ საკანში დაებრუნებინათ.
-ჩემი სახე კარგად დაიმახსოვრე შალიკიანო,შენც კარგად იცი რომ მოგენატრება ჩემი სახის დანახვა.-თვალი ჩაუკრა და დერეფანში გაუჩინარდა.
-ჩემზე უკეთესმა ვინ უნდა ნახოს იდიოტი.-სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტი ნერვიულად გააბოლა.-მგონი ლავიწის ძვლები ჩამიმტვრია,ნაბი*ვარი.-მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და მაგიდას მთელი ძალით დაარტყა წიხლი,შემდეგ თმა გაისწორა,ღრმად ამოისუნთქა და დერეფანში გავიდა.
-მშვიდობაა შენსკეენ?-დერეფანში მოულოდნელად გეგი შეეჩეხა.
-კი რამოხდა?-დაბნეულმა იკითხა ქეთამ
-გავიგე შენი კლიენტი გაგიჟებულა,საკანში უკვე ყველაფერს ამტვრევს.
-დაამტვრიოს დაამტვრიოს,იქნებ თვიც გაიტეხოს და ტვინი გადაუბრუნდეს იდიოტს.
-ქეთა კარგად ხარ?
-კიკი უბრალოდ ცოტა დავიღალე.
-მიდი მიდი,კაბინეტში შედი და ყავას მოგიტან.-ღიმილით უთხრა კაცმა
-საუკეთესო ხარ,გმადლობ-თქვა და კაბინეტისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.

***
ამასობაში ლევამ ბიჭები შეკრიბა და შექმნილ ვითარებაზე ყველაფერი უთხრა,საღამოს თავს დაესხმებოდნენ ნიკოლასს და სეიფამდე მიაღწევდნენ სადაც ის ჩანაწერი ინახებოდა,წამოიღებდნენ და პოლიციაში ანონიმურად გაგზავნიდნენ.ნაწილი 6 ბიჭი გამოყო ქეთას დასაცავად,ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებას მიაქცევენ ქეთას და დაიცავენ მას ნებისმიერ სიტვაციაში,თუმცა მთავარ ამოცანად მაინც სეიფის კოდი რჩებოდა ის ხომ ციფრებს 1დან-8მდე არ დააყენებდა,მაგრამ ეს დღეს უნდა გაეკეთებინათ ყოყმანი აღრ შეიძლებოდა.
როგორც იქნა დადგა ეს მომეტიც ბიჭებმა სახლი ალყაში მოაქციეს და პოზიციებზე განლაგდნენ,ყველას ლევასთვის უნდა გაენთავისუფლებინა გზა რომ მას კაბინეტამდე მიეღწია,მოულოდნელად დაიწყო სროლა,ჯერ დაცვას მოუღეს ბოლო შემდეგ კი სახლში ყველა მხრიდან შეიჭრნენ და ოთახებში გაიფანტნენ,ნიკოლასის კაბინეტი მეორე სართულზე იყო ამიტომ ლევამ რამდენიმე ბიჭი გაიყოლა და მეორე სართულზე ავიდა,მოულოდნელად დერეფანშიც ატყდა სროლა და მიზანში ლევა ამოიღეს,ყველამ იცოდა რომ ამ ოპერაციაში მთვარი ლევას დაცვა და ამ ჩანაწერის წამოღება იყო ამიტომ ჰაჩიმ სწრაფად იმოქმედა და ლევას გადაეფარა ტყვია მუცელში მოხვდა და ისიც წამში ჩაიკეცა
-შენი დედაც!-დაიიყვირა ლევამ და შუბლში სამი ტყვია დაახალა შემდეგ კი ჰაჩისთნ მივიდა და ჩაიმუხლა,ბიჭი მძიმედ სუნთქავდა,სახეზე ფერი დაკარგვოდა და ირგვლივ მყოფების სახეებს ძლივს არჩევდა,მოულოდნელად საუბარი დაიწყო.
-დემეტრეს უთხარი რომ მის დასახმარებლად ვიბრძოდი-ამოიხრიალა ჰაჩიმ და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა-ჩვენი ძმობა ყველაფერზე მაღლა დგას-ღიმილით დაასრულა და ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა
-ჯანდაბა,არა ჰაჩი თალები გაახილე ჰაჩი-ლოყაზე ხელს ოდნავ ურტყადა როგორმე გონს რომ მოეყვანა მაგრამ ამაოდ,ბოლოს ხელი გაუშვა და ფეხზე წამოდგა-ჰაჩი გაიყვანეთ,დანარჩენები მე წამომყევით.
-ის გარბის-ზემოდან იკას ხმა ისმოდა,ფანჯრიდან ნათლად ჩანდა როგორ გარბოდა ნიკოლასი სახლიდან.
-შეეშვი,ჩვენ ჩანაწერი გვჭირდება-თქვა ლევამ და კიბეები აირბნა,კაბინეტში შევიდა და სეიფს დაუწყო ძებნა,20 წუთის განმავლობაში ეძებდა თუმცა ვერაფერი იპოვა,ოთახი ყირაზე დააყენა,იქ სეიფი არ იყო.ცოტა ხანს ჩაუღრმავდა შემდეგ კედელზე დაკიდულ სურათს მიაშტერდა და წამში ძირს მოისროლა.-აი ისიც,ჭკვიანი ნაბი*ვარი,ეგონა რომ ვერ ვიპოვნიდი.-თქვა და კოდს მიაშტერდა,ციფრები ნამდილად არ იყო.კოდი თერთმეტი ასოსგან შედგებოდა,აქ ნამდვილად დაერხა,მსგავს რამეზე არც უფიქრია.რამდენჯერმე სცადა რაღაც რაღაცეები მაგრამ არაფერი,ბოლოს ერთი ცდა ჰქონდა დარჩენილი,თვი კედელს მიაყრდნო და ფიქრს მოჰყვა.
-ნიკოლასი დამპალი ნაბი*ვარია რომელსაც თავი ღმერთი გონია,მაგრამ ის ღმერთი კიარა ნამდვილი აარაობაა,ეს დაიმახსოვრეთ.-მოულოდნელად გაბრიელის დარიგება გაახსენდა და მანაც სასწრაფოდ აკრიფა კოდური სიტყვები „მე ღმერთი ვარ“ სეიფმა დაიწკაპუნა და კარიც გაიღო-ის რა იდიოტია?მართლა თვლის რომ ღმერთია?-სიცილი წასკდა ლევას და სეიფში შეიჭყიტა,დისკი ზემოდანვე იდო ფაილში გახვეული,ბიჭებს მიაწოდა რომ გაესიჯათ ნამდვილად ის ჩანაწერი იყო თუ არა და სეიფის თალიერებას მოჰყვა,ერთ-ერთმა კონვერტმა მისი ყურადღება მიიქცია აიღო და სასწრაფოდ გახსნა,იქიდან სურათები გადმოცვივდა,50მდე ფოტო მაინც იქნებოდა,ფოტოებზე იყვნენ დემეტრე,ქეთა,მორისი,ლევა და დანარჩენი ბიჭებიც.
-ეს ჩანაწერია,ვიპოვეთ ძმაო-თქვა იკამ და დისკი ისევ ფაილში დააბრუნა,ლევამ ფოტოები სასწრაფოდ აკრიფა კონვერტში დააბრუნა და ქურთუკში ჩაიდო.
-ვიპოვეთ ძმაო,დემეტრე ციხიდან გამო-ღიმილით თქვა ლევამ და გასასვლელისკენ გაემართა
ჩანაწერი დაუყვოვნებლივ მიიტანეს განყოფილებაში და დარწმუნდნენ რომ ნამდვილად საიმედო პიროვნებას ჩაუვარდა ხელში,ახლა მხოოდ ლოდინი დარჩენოდათ მაგრამ ამხელა ძალისხმევის შედეგმაც არ დააყოვნა და მეორე დილით გავრცელდა ინფორმაცია:- „ქართველი კანონიერი ქურდის „ბაიკოდ“ წოდებული დემეტრე ქალდანის უდანაშაულობა დამტკიცდა,ის ციხიდან სასამართლო მოსმენის გარეშე გამოდის“.

***
-ეს როგორ მოახერხე?-შენობიდან გასულს ყვირილით დაეწია ქეთა.
-ისევ შეენ?-მობეზრებულად აატრიალა თვალები ქალდანმა
-მე დამცინი თუ საკუთარ თავს?ანონიმის მიერ გამოგზავნილი ვიდეო რომელიც შენს უდანაშაულობას ამტკიცებს,დავნიძლავდეთ ამ ხულიგნებიდან რიმელიმე იქნება ანონიმური გამომგზავნი.-ისტერიკული სიცილი აუტყდა
-ხო შესაძლოა აქედან რომელიმეა ან არა.
-შენ რა საკანი და მისი ინტერიერი მოგწონს?
-საკანი არა ადვოკატი მომწონს.თუმცა უკვე აღარ ხარ ჩემი ადვოკატი ასე არ არის?რადგან მე თავისუფალი ვარ შენ შეგიძლია შენს მოსაწყენ ყოველდღიურობას დაუბრუნდე.იქნებ რომელიმე კლიენტთან მაინც გაგიმართლოს
-ნაბი*ვარი ხარ.
-შენკი ლამაზი ხარ,მაგრამ ჭკვიანი არა რადგან ახლა აქ ჩემს წინ დგახარ.
-გგონია შემაშინეებ?-თვალი თვალში გაუყარა ქეთამ
-შეგაშინებ?ეს ყველაზე მცირეა რასაც მე გავაკეთებ.
-მაინც რას აპირებ?
-მოკლედ გეტყვი-მასთან ახლოს მიიწია და ყურში რამდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა-901 და შენ ისევ ტყვე ხარ.-ყელზე ტუჩები მიაკრო და წასასვლელად შებრუნდა
-ეს რას უნდა ნიშნავდეს?-დაბნეულმა დაიწყო საუბარი
-ეს ისაა რასაც მოქმედება სჭირდება.-თვალი ჩაუკრა და მანქანაში ჩაჯდა,წამში თვალს მიეფარა მისი მანქანა,ქეთა კი განყოფილების კიბეებზე სრულ გაურკვევლობაში დატოვა.
მთელი დღე საქმეს გული ვერ დაუდო ყველაფერი მოსაბეზრებლად მიაჩნდა,რამდენიმე საქმეს გადახედა მაგრამ ჯერ არაფრისთვის არ უნდოდა ხელის მოკიდება.რამდენიმე დღით დასვენება სჭირდებოდა.კაბინეტიდან დაახლოებით 7საათისთვის გავიდა კოლეგებს დაემშვიდობა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა,მანქანა ავტოსადგომზე იყო გაჩერებული,ირგვლივ სრული სიჩუმე იყო როგორც ყოველთვის.მანქანას ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და სახელურს დაეჯაჯგურა როდესაც მოულოდნელად უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა მიბრუნება ვერ მოასწრო ისე შეაფარეს სახეზე სფირტით გაჟღენთილი ნაჭერი და ხელები გაუკავეს თუმცა სწრაფად მოახდინა რეაგირება ერთ-ერთს წიხლი დაარტყა და თავი გაითავისუფლა ქერას სახეში მუშტი დაარტყა და უკან მდგომ მანქანაზე მიაჯახა,მანქანის სახელურს წაეტანა კარი გააღო ჩაჯდა და გასაღების ძებნას მოჰყვა თუმცა სწრაფადვე გაახსენდა რომ ჩანთა მანქანასთან დაუვარდა ამასობაში ბიჭებმა დრო იხელთეს ამჯერად ორივემ ერთად გააკავა ქეთა სახეზე ნაჭერი ააფარეს და ისიც სწრაფად ბნელ წყვდიადში გადაეშვა.
-წესით გონს უკვე უნდა მოსულიყო,თქვენ რა ის კომაში ჩააგდეთ?-სადღაც შორიდან ესმოდა მამაკაცის ხმა ქეთას
-უბრალოდ სახეზე ნაჭერი დიდხანს გავუჩერეთ,პრობლემები რომ არ გვქონოდა.
-გოგოს მოტაცება გთხოვეთ მოკვლა კი არა!-ქეთამ წამწამები ნელ-ნელა დააშორა ერთმანეთს,თვალებზე ბინდი ქონდა გადაკრული რამდენჯერმე დაახამხამა და სრულ,ნათელ სურათს თვალი მოავლო.ოთახს ღია იისფერი კედლები და ცისფერი ჭერი ამშვენებდა,ფანჯრებზე კი გისოსები იყო აკრული.თვითონ საწოლზე იწვა,ხელები გაამოძრავა და იგრძნო რომ დაბმული არ იყო სწრაფად აღიდგინა გონებაში მისი გატაცების დეტალები,სწრაფად დაასკვნა რომ მინიმუმ ის ღამე მაინც ამ ოთახში გაატარა რადგან ახლა უკვე დღე იყო,ფეხსაცმელი იქვე კუთხეში ეწყო ფეხზე წამოდგა და სწრაფად ჩაიცვა კარი ღია იყო ფრთხილად მივიდა და დერეფანში თვალი გააპარა,როცა დაასკვნა რომ იქ არავინ იყო გავიდა და კიბეებზე ჩაირბინა,წინ გაიხედა და რადგან ვერავინ ვერ დაინახა ჩათვალა რომ ალბათ ეზოში არიანო და კარის სახელურს დაეჯაჯგურა.
-სადმე მიდიხარ ქალბატონო ადვოკატო?-ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა
-ამის დედაც-შეიკურთხა და ფრთხილად მიბრუნდა მისკენ
-როგორც იქნა გაიღვიძე ,დიდი ხანია გელოდები-მის წინ დადგა და სახეზე ხელი ჩამოუსვა დემეტრემ
-ხელები მომაშორე პირუტყვო-ხელით უკან უბიძგა და თავადაც რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-არ თქვა რომ ჩემი ნახვა არ გიხარია.
-დილითაც მეყო შენი აუტანელი სახის დანახვა.-თვალი მიარიდა და კედელს მიაშტერდა
-აქ იმიტომ არ ხარ რომ ეს მინდა-სწრაფად დაიწყო სიტუაციის განმუხტვა.
-აბა აქ მე შენს სანახავად ჩემი ფეხით მოვედი?საერთოდ სად ვართ?ან შენთან რატომ ვარ,რამდენ ხანს მეძინა ან საერთოდ რატომ მომიტაცეთ.-ისტერიულად მიაყარა სიტყვები
-დამშვიდდი!სასტუმრო ოთახში წამოდი ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ.-ჯერ ამაზრზენად აათვალიერა შემდეგ კი გაიაზრა რომ გარკვეული დროის განმავლობაში რადგან მისი ადვოკატი იყო ეს არაფერს ნიშნავდა და მალევე დასთანხმდა,დემეტრეს უკან მიჰყვა.სასტუმრო ოთახი საკმაოდ ვრცელი იყო ოთახის ცენტრში 2 დივანი და მათ შორის გაზეთების მაგიდა,ასევე ბუხარი,წიგნების ორი კარადა,რამოდენიმე ფაიფურის ქანდაკება.ასევე საშუალო ზომის მაგიდა თავისი 6სკამით.ესყველაფერი წყნარ და მშვიდ გარემოს ქმნიდა ოთახში.
-გამომართვი-ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამოიყვანა რომელიც მის წინ იდგა ხელში ფინჯანი ყავით
-გმადლობ-თქვა და დივანზე ჩამოჯდა
-დაგვტოვეთ!-ცივი ხმით თქვა და ოთახიდან წამსვე გაქრა ორი ახალგაზრდა ბიჭი.
-რადგან ზედმეტ საუბარს მოვრჩით და თან მარტოები ვართ ყველაფერი უნდა ამიხსნა.-უფრო მომთხოვნი გახდა შალიკიანი.
-შენ გადაწყვიტე ფლირტი მორისთან იმის გამო რომ სიმართლე გაგეგო,მორისს კი დიდი ხანია აღარავინ უჯერებს მის უცხო მეთოდებს ეჭვქვეშ აყენებენ და თითქმის გაუწონასწორებელ ადამიანად თვლიან.ნიკოლასი ერთ-ერთია იმ ამხედრებულებს შორის ვინც ჯარს კრებს მის წინააღმდეგ...
-კარგი კარგი გასაგებია ჩემი მორისთან ფლირტი გაბრაზებს და ეს შეცდომა იყო მაგრამ ნიკოლასი ამასთან რა შუაშია?
-თუ დამაცდი ახსნას გაიგებ!-წყნარად განაგრძო საუბარი ქალდანმა-ნიკოლასისთვის შენ პრობლემა იყავი რადგან ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი ციხიდან გამოყვანა შეეძლო,ნუუ ნიკოლასს ასე ეგონა.ასევე არ უყვარს პოლიცია გარშემო,ყველას კლავს ვინც თვალში არ მოუვა და თუ მიზანს დაისახავს მას აუცილებლად აღწევს.ამ შემთხევაში კი მისი სამიზნე შენ ხარ ჩემო ადვოკატო და რადგან შენი გემრიელი ბურგერების ვალი მაქვს მინდა რომ დაგიცვა.
-მართლა გგონია რომ შენი დაცვა მჭირდება?
-კი ქეთა გჭირდება,ამაზე მამაჩემსაც და მამაშენსაც ვესაუბრე,ის არაა მზად დედაშენივით დაგკარგოს!
-მეე თავს მივხედავ გასაგებია?-ფინჯანი მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა.
-ვერა,ვერ მიხედავ იმიტომ რომ არ შეგიძლია ამხელა მასას გაუმკლავდე.შენ ერთი ხარ ისინი კი ბევრნი.
-და შენ რატომ ცდილობ ჩემს დაცვას?შენ არ ხარ მამაჩემი.
-მე ჩემიანებს ვიცავ.ახლა მე შენ გიცავ ისე როგორც ოჯახის ახლობელს და ჩემში სიმპათიის გამომწვევ ქალს და არა ისე როგორც ადვოკატს.
-ნუ გრცხვენია იმის თქმა რომ ჩემნაირებს ძაღლებს ეძახიან.-ირონიულად გაიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?
-ჩემი ნივთები უნდა ავიღო და სახლში წავიდე.
-ვერ წახვალ ქეთა.
-დავიჯერო ჩემს მეტი საზრუნავი არ გაქვს?
-საზრუნავი ბევრი მაქვს,მაგრამ ამჟამად შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ.სიკეთეს ყოველთვის სიკეთით ვპასუხობ.-ფეხზე წამოდგა და მისკენ წავიდა
-ღმერთო ნეტავ სულ არ გამეცანი-თვალები მობეზრებულად აატრიალა და სახელურს წაეტანა
-შენ აქედან ვერ გახვალ,ტყუილად ნუ შეეცდები,სახლს მხოლოდ მაშინ დატოვებ როცა ამას მე მოვისურვებ და არა მაშინ როცა ეს შენ გენდომება-კისერში ცხელი სუნთქვა მიაფრქვია და მუცელზე ხელები მოხვია-არ გირჩევ წინააღმდეგობის გაწევას,მეხომ შენზე ვზრუნავ-ყელში აკოცა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
-აუტანელია-კედელს ზურგით მიეყრდნო და ბოლოდროინდელი ამბების შეჯამებას მოჰყვა.დაახლოებით სამი საათი იყო გასული ყველაფრიდან,ქეთა ისევ ზევით ოთახში იყო და ტერიტორიას ფანჯრიდან ზვერავდა როცა მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა გაიგონა
-ქეთა შეიძლება შემოვიდე?-დემეტრე ნამდვილად არ იყო მაგრამ შემოსვლის ნება მაინც დართო.
-შემოდი-თქვა და საწოლზე ჩამოჯდა.ოთახში 25წლამდე ასაკის ბიჭი შემოვიდა ხელში პარკი ეჭირა McDonald's-ის წარწერით."ღმერთო როგორ მშია"გაიფიქრა გონებაში და ყურადღება ისევ ბიჭზე გაამახვილა.
-დემეტრემ თქვა რომ ბურგერები გიყვარს-ღიმილით უთხრა ბიჭმა
-კიი ძალიან,გმადლობ-მანაც ღიმილით უპასუხა.
-ხო მართლა მე ლევა ვარ უფრო სწორად ლექსო,დემეტრეს ბავშვობის მეგობარი-ხელი გაუწოდა ქეთას
-მეე ქეთა დემეტრეს ადვოკატი,თუმცა შენ ეს ხომ უკვე იცი.
-ჰმმ,ნამდვილად ასეა,კარგი აღარ მოგაცდენ ,გემრიელად მიირთვი.
-გმადლობ,დემეტრე სახლშია?-ეჭვნარევი ტონით იკითხა
-არა,2საათის წინ გავიდა.
-საად?
-სხადნიაკი იყო დანიშნული,დემეტრე ქურდებს უნდა დაელაპარაკოს.
-დაელაპარაკოს რაზე?
-ლავროვი ყოველთვის ჩვენს პრობლემებს აგვარებს მას ჩვენ უკვე წლებია ვიცნობთ,დღეს გადაწყდება ვინ დაეხმარება დემეტრეს შენს დაცვაში.
-მოიცა მოიცა ჩემს დაცვაში?
-ანუ ყველაფერს გაანალიზებენ და თუ ჩათვლიან რომ საკმარისად ღირებული ხარ იმისთვის რომ სისხლისღვრა დაიწყოს ქურდებს შორის ლავროვი დემეტრეს მოქმედების საშუალებას მისცემს.
-ანუ უკვე მკვდარი ვარ?
-არა,ჩათვალე რომ ღირებული ხარ იმაზე მეტად ვიდრე სხვები ფიქრობენ.მამაშენი კანონიერი ქურდი იყო,ის წლების განმავლობაში ხარკოვში მთავარი იყო,მის გარეშე არაფერი არ ხდებოდა,მას ყველა პატივს სცემდა გგონია მის შვილს ასე გაწირავენ?-ღიმილით მიუგო ლექსომ
-მამაჩემი ქურდი აღარაა.
-თუ ეს არ გაამართლებს დემეტრეს ტყუილის თქმა მოუწევს.
-რა ტყუილის?
-მოკლედ გეტყვი რა,არ ვიცი იცი თუ არა რომ დემეტრე დედაშენმა გაზარდა ის 12წლამდე მან გაზარდა და ხო ხო ვიცი ახლა გაოცების დრო არ არის.დემეტრეს მაშინვე არჩეული ქონდა გზა და მას მხოლოდ ერთი რამ სთხოვა დაიცავი ჩემი შვილი,მას ეს აუცილებლად დაჭირდება.დემეტრესთვის ძვირფასი ამიტომ ხარ.არ უნდა რომ რამე დაგემართოს ტყუილს ისევ შენს სასარგებლოდ ამბობს.
-რა ტყუილს?
-თუ მამაშენის ვერსია არ გაამართლებს დემეტრე იტყვის რომ მისი საცოლე ხარ და მალე ცოლად მოგიყვანს
-რაა ეს ხომ აბსურდია?ხომ არ გაგიჟდა დაურეკე მსგავსი არაფერი თქვას,მოვიდნენ და მომკლან.-პანიკაში ჩავარდა ქეთა.
-ის შენს სასიკეთოდ ამბობს ტყუილს-მხარზე ხელი მოკიდა და თვალებში ჩახედა-დემეტრე წმინდა სულის პატრონია,არ დაუშვებს რომ მოკვდე.-თქვა და წასასვლელად შებრუნდა-უი ხო მართლა ეს შენი ტელეფონი,გაუჩერებლად რეკავდა და ვიფიქრე იქნებ რამე სასწრაფოა
-რათმქუნდა მეხომ ადვოკატი ვარ განყოფილებაში საჭირო ვარ.
-გაქცევაზე არც იფიქრო ადვოკატო,სახლის გარშემო მინიმუმ 50ადამიანია განაწილებული,შენს ადგილას ჭკუით ვიქნებოდი-ღიმილით უთხრა და დერეფანში გაუჩინარდა...
მომდევნო რამდენიმე დღე დემეტრესგან არაფერი ისმოდა,ქეთა ლამის ჭკუიდან გადავიდა,ოთახში ნერვიულად მიმოდიოდა და ფანჯრისკენ ხშირ-ხშირად აპარებდა თვალს.
-ამდენ ხანს სად ჯანდაბაშია-გაბრაზებული ჩამოჯდა საწოლზე და რიცხვს დახედა,უკვე 14 რიცხვია ის კი ჯერაც არ გამოჩენილა.
-ქეთაა-მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა
-შემოდით-შემოსვლიდ ნება დართო რადგან კარს უკან ლევა ეგონა მაგრამ შეცდა.
-გამარჯობა-ღიმილით მიესალმა ბიჭი-მე ლუკა ვარ,დემეტრეს და ლექსოს მეგობარი-ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და ხელი გაუწოდა
-მე ქეთა-თქვა და თავისი შეაგება
-რომ არ მოგატყუო ეს უკვე ვიცი-ყოყმანით წამოიწყო საუბარი-რამეზე ნერვიულობ?-მისი სახის შემხედვარე დაინტერესდა ლუკა
-დემეტრესგან არაფერი ისმის?-კითხვა არ ქონდა ლუკას დამთავრებული რომ მიახალა
-გასაგებია,დემეტრეზე ნერვიულობ,ის კარგად იქნება.
-რას ქვია იქნება?ახლა კარგად არ არის?-ხმაში შიში დაეტყო ქეთას
-იმაზე კარგადაა ვიდრე შენ გგონია ადვოკატო-კარის ზღურბლზე მოულოდნელად დემეტრე გამოჩნდა.
-ღმერთო როგორც იქნა მოხვედი,რა მოხდა?კარგად არ გამოიყურები.
-მე დაგტოვებთ-თქვა ლუკამ და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
-ყველაფერი კარგადაა დამშვიდდი.-როგორც სჩვევია მშვიდად დაიწყო საუბარი
-სამი დღეა არ გამოჩენილხარ,მეტს არაფერს იტყვი?მამაჩემის ავტორიტეტი საკმარისი აღმოჩნდა?
-მთლად ასეც არაა,მაგრამ ამაზე არ უნდა ნერვიულობდე.-თქვა და წასასვლელად შებრუნდა
-არა დემეტრე მოიცადე-ხელზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეაბრუნა -მითხარი რა მოხდა.
-ყველაფერი რიგზეა.უბრალოდ დამშვიდდი.ლექსოს დაველაპარაკები შემდეგ კი ვივახშმოთ კარგი?
-კარგი-ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უთხრა და ოთახიდან მიმავალს თვალი გააყოლა.

***
-ეს იმაზე რთულია ყოფილა ვიდრე მე მეგონა-დემეტრე ოთახში ნერვიულად მიმოდიოდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
-ქეთამ იცის?
-ჯერ არა,მაგრამ ვეტყვი.
-მისმინე,ამან თუ არ გაამართლა რა უნდა ვქნათ?
-არვიცი,რაც არ უნდა გავაკეთო ჩიხში შევდივარ.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი ჭიქა დალია.-თითქმის არავის უნდა ნიკოლასთან დაპირისპირება.მითუმეტეს ადვოკატის გამო.ისიც კი თქვეს ერთი სიცოცხლის გამო ამდენის გარისკვა არ ღირსო.
-მის მოსაკლავად თუ მოვლენ?-ყოყმანით წამოიწყო ლევამ
-დედამისს დავპირდი რომ დავიცავდი!მაგ ძაღლებს უფლებას არ მივცემ რამე დაუშავონ თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს!
-შენ მე მომატყუე-მოულოდნელად კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ქეთა შემოვიდა
-ჯანდაბა გვისმენდი?-ფეხზე წამოდგა დემეტრე
-გისმენდით?შენ მე მომატყუე მითხარი რომ ყველაფერი კარგად იყო მაშინ როცა სხვები ჩემს მოსაკლავად გეგმებს აწყობენ.-მკერდზე ხელებს ურტყავდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა ქეთა,ლევამ დრო იხელთა სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან და კარი დაკეტა.იფიქრა რომ პირისპირ საუბარი უკეთესი იქნებოდა მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა თუ ვიღაც შენს მოსაკლავად ყოველ წამს ახალ გეგმას სახავს გონებაში.
-ქეთა დამშვიდდი,ამას მოვაგვარებ.-მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა
-რას მოაგვარებ დემეტრე,ჯანდაბა მათ ჩემი სიცოცხლე 5თეთრადაც კი არ უღირთ.
-სამაგიეროდ მე მიღირს!-ხმაში სიმტკიცე ეტყობოდა
-სიკვდილი არ მინდა დემეტრე,ამისთვის მზად არ ვარ-ცრემლებს გასაქანი მისცა და დემეტრეს ზედ მთელი სხეულით აეკრო.
-შენ არ მოკვდები გესმიის?არ მოკვდები.არ დავუშვებ რომ ვინმე შენი თმის თუნდაც ერთ ღერს შეეხოს.-ხელები მჭიდროდ მოხვია და მკლავებში მოიქცია სიფრიფანა სხეული.
-მე ვერ დამეხმარები და ეს შენც იცი.-სლუკუნებდა ქეთა
-დაგეხმარები თუ რაღაცას დამპირდები.
-რაას-თვალი გაუსწორა მის წინ მდგომ მამაკაცს.
-გპირდები რომ დაგიცავ,გპირდები რომ არ მოკვდები მაგრამ ერთი იცოდე.თუ გეტყვი გაიქეცი უნდა გაიქცე, თუნდაც სადმე სასიკვდილოდ დაჭრილი დამტოვო.თუ გეტყვიან რომ შენი თავისუფლება ჩემს სიცოცხლედ ღირს იარაღს აიღებ და...
-ართქვა,ამას არ გავაკეთებ დემეტრე.შენ რა გაგიჟდი?მოვკვდები მაგრამ ამას არ გავაკეთებ
-მოვა დრო და მოგიწევს.
-შენ იარაღი მომეცი და მე გადავწყვეტ ვის ვესვრი-ტირილს უფრო უმატა ქეთამ
-მომისმინე ლამაზო,შენ თვალებს ცრემლები საშინლად არ უხდება,შენ ხო მაგარი გოგოხარ ასე ნუ გეშინია,იცოდე რომ მუდამ გვერდით ვიქნები.-ცრემლები ერთი ხელის მოსმით მოწმინდა,ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და რამდენიმე წამს გაშეშებული იდგა შემდეგ უბრალოდ დაიხარა შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო და ხელზე ხელი მოკიდა-წამოდი ვივახშმოთ,დღეს არაფერი მიჭამია.-თქვა და ოთახიდან ქეთასთან ერთად გავიდა.
ვახშმის შემდეგ პიდაპირ დასაძინებლად წავიდნენ,ქეთა ოთახში შევიდა თუ არა მაშინვე საწოლზე წამოგორდა,მთელი დღის ნანერვიულებს და ძალა გამოცლილს მალევე დაეძინა.
დემეტრეზე კი ამას ვერ ვიტყოდით,ძილი არ ეკარებოდა.სასტუმრო ოთახის აივანზე იჯდა, ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.ღელავდა ქეთაზე,ის ხომ ამ მდგომარეობაში მის გამო იყო.მოწონდა მისი სიჯიუტე,მისი დამოუკიდებლობა მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავდად მაინც იმდენდ დაუცველი იყო იმ სამყაროში რომელშიც გაერია,ეს მისთვის არ იყო,ყველაფერს დათმობდა იმისთვის რომ ქეთა საერთოდ არ ჩარეულიყო ამ ამბავში მაგრამ დროს ვერ დააბრუნებ ვერანაირად.
-რატომ არ გძინავს?-ფიქრებიდან ქეთას ხმამ გამოიყვანა რომელიც ფეხშიშველი გამოსულიყო ოთახიდან.
-იგივე შემიძლია გკითხო.-ჩვეული ტონით მიუგო და კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა.
-ვერ ვიძინებ.-ბავშვივით იმართლა თავი-მომაწევინეებ?-მოაჯირს დაეყრდნო და მომლოდინე სახით მიაჩერდა.
-არა.-მოკლედ მოუჭრა და ნამწვი ეზოში მოისროლა.
-არა?-დაეჭვდა და უფრო ჩაეძია-რატომ?
-მერწმუნე,სიგარეტი არ გიხდება.-მისთვის არც შეუხედავს ისე გაგანგრძო საუბარი.
-გაბრაზებული შეყვარებულივით ნუმელაპარაკები,შენც არ გიხდება ბევრი რამე მაგრამ...-მოულოდნელად გაჩუმდა მიხვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა.
-მაინც რა არ მიხდება?-ჩაეძია დემეტრე
-წარმოდგენა არ მაქვს-მცირე პაუზის შემდეგ თქვა და ჰორიზონტს გახედა.
-დაიძინე,ხვალინდელი დღე უფრო რთული იქნება,ძალები დაგჭირდება-ფეხზე წამოდგა და ქეთა თავის მკლავებში მოიქცია-ჩემი თუ იქნებოდი,წესიერიც იქნებოდი,ეს იცოდე-ყურთან უჩურჩულა,ყელზე ცხელი სუნთქვა მიაფრქვია და სიგარეტის კოლოფი ხელებში მიაჩეჩა-ძილინებისა ქალბატონო-თქვა და უკანმოუხედავად შევიდა სახლში.
რამდენიმე წუთით ქეთაც გაჩერდა გარეთ,სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა,ჰორიზონტს თვალი მოავლო და სახლში შევიდა.სიგარეტის კოლოფს ერთხელ კიდევ დახედა და მეორე სართულზე ავიდა,გეზი პირდაპირ დემეტრეს ოთახისკენ აიღო და გადაწყვიტა დაეკაკუნებინა მაგრამ კარი ნახევრად ღია იყო,დემეტრე კი ოთახში უკვე წელს ზემოთ შიშველი დადიოდა.
მისი გამოყვანილი ფორმების,ექვსი კუბიკის და კუნთების დანახვისას წამით შედგა და უბრალოდ ხმას ვერ იღებდა.შემდეგ კი უბრალოდ გონება მოიკრიბა და დაუძახა
-დემეტრე-სახელს თითქოს სული ამოაყოლა და მის პრესს თვალი მოარიდა.
-მოხდა რამე?-კართან სწრაფად მივიდა და კარი ფართოდ გამოაღო.
-აა,არაფერი-ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და განაგრძო-ამის დასაბრუნებლად მოვედი,რამდენიც მომეცი ისევ იმდენია.-თქვა და სიგარეტის კოლოფი გაუწოდა
-გადაიფიქრე?-წარბი აწია და კოლოფი გამოართვა
-ზოგადად ხომ არ მოგწონს გოგო რომ სიგარეტს ეწევა,ალბათ მართლა არაა ლამაზი.-თავი იმართლა რომ ისე არ გამოსვლოდა თითქოს მისგამო აღარ მოწია.
-ზოგადად გოგო რო ეწევა რეაქცია არ მაქვს,უბრალოდ არ მომწონს შენ რომ ეწევი-ტუჩის კუთხე ჩატეხა ქალდანმა.
-კარგი,ძილინებისა.-სიტვაციის განმუხტვა სცადა თორემ სადაცაა მისი ტვინი აფეთქდებოდა,კიდევ ერთხელ შეავლო დემეტრეს სხეულს თვალი და ოთახისკენ სირბილით წავიდა.
-შენც პატარავ-ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და კარი დახურა...

***
დილით ქეთა ხმაურმა გააღვიძა,ქვემოდან ისეთი საშინელი ხმაური ამოდიოდა დაძინება შეუძლებელი იყო.
საათს დახედა მხოლოდ 7ის ნახევარი იყო,ლამის ჭკუიდან გადავიდა ასე ადრე რა მოხდაო, სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა.საატუმრო ოთახის კარი დახურული იყო იქიდან კი საშინელი ხმაური გამოდიოდა.
-მომისმინე ლავროვ,შენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად დაახლოებით ნახევარ საათში აქედან წავალთ.
-საქმეს გაქცევით ვერ უშველი ბაიკო.-წყნარად საუბრობდა კაცი
-საქმეს?მოდი ყველაფერი ავწონ-დავწონოთ ნიკოლასს იმთავიდან ჩემთან ქონდა პრობლემები,ქეთა უბრალოდ მიზეზია.
-ქეთა იქ ჩაერია სადაც არ უნდა ჩარეულიყო.
-შენც კარგად იცი რომ ჩემს საქმეში არავის ჩავრევ,მითუმეტეს კაბიანს!-ყვირილზე გადავიდა დემეტრე
-დამშვიდდი,მე აქ შენს გასასამართლებლად არ მოვსულვარ.უბრალოდ მინდა რომ არჩევანი გააკეთო.მხოლოდ 4დღით მოახერხე ქეთას დამლვა და უკვე გიპოვეს.
-ქეთას ახლავე წავიყვან აქედან!ნიკოლასს ომი უნდა?ომი იქნება!
-ეს დიდი ომი იქნება დემეტრე,ცოცხალი ვერ გამოხვალ.
-ქეთას მაინც...
-ვერც ქეთას გადაარჩენ.-ხმა უფრო მტკიცე გაუხდა კაცს.
-რას მთავაზობ?
-გოგო გაატანე.
-შენ ვის მხარეს ხარ?ჩემი თუ ნიკოლასის?
-მე მხარეების ასარჩევად უკვე ძალიან მოხუცი ვარ.შენ რომ ლიდერობა საკუთარ თავზე აგეღო,საქმე აქამდე არ მივიდოდა.
-ლიდერობა მეამბოხეების არყოფნას არ ნიშნავს.
მე ახლავე მივდივარ აქედან და ქეთაც თან მიმყავს.-განაცხადა დემეტრემ
-მგონი ეს კაცი მართალია,მაპატიეთ საუბარში რომ გეჭრებით მაგრამ არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაშავდეს.-მოულოდნელად ოთახში შევიდა ქეთა.
-ქეთა ამაზე სიტყვა აღარ გავიგო!-თვალებში ცეცხლი აუკიაფდა დემეტრეს
-დემეტრე ამ სიტუაციიდან გამომდინარე...
-*ლეზე ეს სიტვაცია.გავუმკლავდები გასაგებია?-ოთახში მყოფებს თვალი მოავლო და მკვლელი მზერით დააჯილდოვა.
-შენი საქმისა შენ იცი.-მხარზე ხელი დაკრა კაცმა და რამდენიმე ბიჭთან ერთად დატოვა სახლი.მას დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ,ოთახში მხოლოდ ქეთა და დემეტრე დარჩნენ,დემეტრეს გახშირებული სუნთქვა მთელს ოთახში ისმოდა,ეტყობოდა რომ ძალიან ღელავდა.ვისკის ბოთლი აიღო და უბრალოდ ასე მოიყუდა
-რა ჯანდაბა დაგემართა?-ბოთლი ხელიდან გააგდებინა ქეთამ.
-რაგინდა ქეთა?-ცდილობდა ტონი დაემორჩილებინა.
-რამინდა?ვერ გაიგე იმ კაცმა რა თქვა? შენ მოკვდები შენთან ერთად მეც და უკანაც ბევრი მოგვყვება.-თვალები აუცრემლიანდა ქეთას
-მაგ კაცს რას უსმენ?შენ რა საკუთარი აზრი არ გაგაჩნია? ეგ არ მოხდება.
-მაშინ ასე რა ჯანდაბა განერვიულებს?-დაუყვირა ქეთამ
-ის რომ ისინი წავიყვანენ გესმის?წაგიყვვანენ.
და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მე შენს გვამს ვიპოვი.-დაიყვირა დემეტრემ და მაგიდას წიხლი დაარტყა,ქეთა შეხტა არ ელოდა არც ამ რეაქციას და არც ამ სიტყვებს.დემეტრე გიჟს ჰგავდა,ხოხო ნამდვილად გიჟს.თითქოს გარეული ცხოველი ყოფილიყოს.
შეეშინდა.საშინლად შეეშინდა.არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ დემეტრესიც,თავს ვერაფერს უხერხებდა ამიტომ ცრემლებს გასაქანი მისცა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-ქეთაა-საუბარი წამოიწყო დემეტრემ და მასთან მიახლოება სცადა
-არ მომიახლოვდე გთხოვ-ხმაში მუდარა გაურია და უკუ სვლა დაიწყო.
-მომისმინე,არაფერს დაგიშავებ და ეს შენ იცი-მის დამშვიდებას ცდილობდა დემეტრე
-არა,არ ვიცი-აკანკალებული ხმით თქვა კარის სახელურს წაეტანა და ოთახიდან გავარდა
-ქეთაა-უკან გაეკიდა დემეტრე-მოიცადე-უყვიროდა და ცდილობდა შეეჩერებინა,უკვე ჭიშკართან მისული დაიჭირა ლევამ და ხელები გაუკავა
-გამიშვი ლექსო გთხოვ,გეხვეწები გამიშვი-ტირილს უმატა და ფეხების ქნევა დაიწყო.
-ქეთა სახლში შემოდი გთხოვ-თბილი ხმით უთხრა დემეტრემ და ლევას თვალებით ანიშნა გაუშვიო
-გეხვეწები გამიშვი,არმინდა აქ ყოფნა სიკვდილი მინდა გამიშვი-იქვე მდგომ ლუკას გახედა თითქოს დახმარების იმედი ჰქონდა მაგრამ ამაოდ,მოულოდნელად ემოციებისგან გადაღლილს უბრალოდ თვალთ დაუბნელდა,გონება დაებინდა, მუხლები მოეკეცა და უგონოდ მყოფი წამში აღმოჩნდა დემეტრეს მკლავებში.
-ამის დედაც,არ მინდოდა ასე გამოსულიყო ყველაფერი-თავი იმართლა და მანქანაში ჩასვა
-ახლა რა უნდა ქნა?-გაკვირვებული თვალებით მიაჩერდა ლუკა
-არვიცი,იქნებ ასე უკეთესი იყოს,ჩოხატაურამდე გრძელი გზაა მაგრამ თქვენ სხვა ადგილებში უნდა განაწილდეთ და ყურადღება მიიქციოთ,რაიმე აყალმაყალი მოაწყვეთ სანამ ჩვენ ცენტრალურ გზაზე გავალთ,ის კი-ქეთას გახედა და შემდეგ განაგრძო-არამგონია შუა გზაზე მანქანიდან გადახტეს.
შეგეხმიანებით მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ-მხარზე ხელი დაკრა მეგობრებს,საჭესთან ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, ქეთა გონს რომ მოვიდა,თავი მანქანის მინაზე ჰქონდა მიდებული და პირველი რაც დაინახა ეს უკან მოტოვებული გზა, და ერთმანეთის მიყოლებით მორბენალი შენობები იყო.
-რა ჯანდაბაა?-ჰორიზონტს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და დემეტრეს გახედა.-რას აკეთებ?სად მივდივართ?-გაფართოევული თვალებით მიაჩერდა საჭესთან მყოფ დემეტრეს.
-ოჰოო,გაიღვიძე ქალბატონოო.-არც შეუხედავს ისე უთხრა და სიჩქარეს ოდნავ უმატა.
-დემეტრე სად მიგყავარ,გააჩერე მანქანა.-მხარზე ხელი დარტყა და კიდევ ერთხელ მიმოიხედა.
-დამშვიდდი,ჩოხატაურში მივდივარ.-თბილი ხმით მიუგო და ხელზე ოდნავ შეეხო
-გურიაში?იქ რაგვინდა?-ისევ აგრძელებდა კითხვების დასმას.
-ქეთა,უბრალოდ მენდე.
-გენდო?სერიოზულაად?დაგავიწყდა რა მოხდა დილით?-ტონს აუწია ქეთამ
-კარგად იცი რომ არაფერს დაგიშავებდი.
-არა დემეტრე ცდები.მე ეს არ ვიცი,ცოტაც და ალბათ სახლს თავზე დამამხობდი-დაუწყვირა და კარის სახელურს წაეტანა.
-ამის დედაც-დაიყვირა დემეტრემ, მანქანა გზიდან მოულოდნელად გადაიყვანა,დაამუხრუჭა ქეთას ხელში წვდა და თავისკენ შეაბრუნა.-გოგო შენ ჭკუა სულ დაკარგე?-უფრო ახლოს მიიზიდა და თვალებში ჩააცქერდა-ცხოვრებაში პირველად მე ვუპირისპირდები ჩემიანებს და ამას შენს გამო ვაკეთებ!მე რომ შენთვის რამის დაშავება მდომოდა ამდენ პრობლემას არ შევუქმნიდი საკუთარ თავს და შუბლში ტყვიას დაგახლიდი,ან სულაც ნიკოლასთან ჩემი ხელით მიგიყვანდი.ამას არ ვაკეთებ და იცი რატომ?მიპასუხე იცი რატომ?-დაიყვირა დემეტრემ და ხელი უფრო მჭიდროდ ჩაკიდა
-იმიტომ რომ თავს ვალდებულად გრძნობ?-მის თვალებში ჩაძირული დაბნეულად ალაპარაკდა.
-არა ქეთა,გიცავ იმიტომ რომ ეს მე მინდა და არა იმიტომ რომ ვალდებული ვარ.მე ვალდებულება არავის წინაშე არ მაქვს.უბრალოდ არ მინდა რამე დაგემართოს,რადგან გადავწყვიტე რომ დაგიცავდი ამას ბოლომდე გავაკეთებ,მაგრამ თუ შენ არ გწამს ჩემი,არ გჯერა რომ შემიძლია შენი დაცვა.თუ არ მენდობი მაშინ არ გაკავებ, წადი.-ღილაკს თითი დააჭირა და კარის გაღება უკვე შესაძლებელი გახდა,რამდენიმე წამს თვალებში უყურებდა დემეტრეს,ხვდებოდა რომ ისიც იმდენად დარდობდა რამდენადაც ის,იმასაც ხვდებოდა რამხელა საფრთხეში იგდებდა თავს მის გამო და ისიც კარგად იცოდა რომ მის გამო ერთ დღესაც ვეღარ იცოცხლებდა.
- გენდობი დემეტრე,გენდობი იმაზე მეტად ვიდრე ნებისმიერ სხვას მაგრამ...-ხმა ჩაუწყდა,ყელში ბურთი აწვებოდა,თავი საპირისპირო მხარეს მიაბრუნა დემეტრეს რომ მისი ცრემლები არ დაენახა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
-მაგრამ რა?-ჩაეძია დემეტრე
-არაფერი-ხმის დამორჩილება სცადა მაგრამ წამში მიხვდა დემეტრე რომ ტიროდა,ხელზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეაბრუნა,აწყლიანებულ თვალებში ჩააცქერდა და განაგრძო
-დაამთავრე ის რის თქმასაც აპირებდი.
-მეშინია დემეტრე გესმიის?მეშინია.-მისგან თავის განთავისუფლება სცადა რომ ცრემლები დაემალა მაგრამ არ გამოუვიდა.დემეტრემ უფრო მაგრად დაიჭირა მისი ხელი,ქეთა თავისკენ მიწია და გულზე მიიხუტა,მასაც არ გუწევია წინააღმდეგობა,ესმოდა როგორ უცემდა ქეთას გული თითქოს გალიიდან ჩიტი გამოსვლას ლამობსო.
გრძნობდა დემეტრე როგორი შეშინებული იყო.შეშინებული და დაუცველი. 22წლის გოგო ამდენ ხალხს ასე უბრალოდ როგორ გაუმკლავდებოდა.სჭირდებოდა დემეტრე,ახლა ყველაზე მეტად ისე როგორც არასდროს.
-შიში სირცხვილი არაა ქეთა,შენ გგონია მე ასე უბრალოდ ვუმკლავდები ამას?გგონია მე არ მეშინია?-თმაზე ხელი გადაუსვა სიფრიფანა სხეულს.-არვიცი რა გგონია,თუ გგონია რომ რადგან უკვე წლებია ამ საქმეში ვარ მე არ მეშინია ძალიან ცდები,საქმე აქამდე არასდროს მისულა.ჩემთვის ძვირფასი ადამიანის მოკვლა არასოდეს ყოფილა პრიორიტეტი,ეს ჩემთანაც პირველად ხდება,ასერომ ამ საქმეში ერთად ვართ.ახლა კი დროა წავიდეთ,ჩვენ უკვე ყველგან დაგვეძებენ.-თავზე აკოცა და საჭესთან გასწორდა.
-მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ-ღიმილით უთხრა და ცრემლები შეიმშრალა
-მადლობა მაშინ მითხარი ამ სიტვაციიდან რომ გამოვძვრებით.-თქვა და მანქანა სწრაფად დააბრუნა მაგისტრალზე.
რამდენიმე საათში უკვე ჩოხატაურში იყვნენ,დემეტრემ მანქანა ჩვეულებრივი სტილის აგურით აშენებულ სახლთან გააჩერა.უკვე გადასვლას აპირებდა როცა დემეტრემ შეაჩერა
-მანქანაში დამელოდე ახლავე მოვალ.-მანქანიდან გადავიდა და კარზე დააკაკუნა,სახლიდან ოცდახუთიოდე წლის ბიჭი გამოვიდა დემეტრეს გასაღები და რაღაც კონვერტი გადასცა,რამდენიმე წუთს ისაუბრეს შემდეგ კი ბიჭი მანქანაში ჩაჯდა და მტვრის კორიანტელი დააყენა.
-შეგიძლია გადმოხვიდე-ფანჯარაზე დაუკაკუნა დემეტრემ,თვითონ კი საბარგული გააღო და იქიდან ორი ჩანთა ამოიღო.
-შენ რა ჩანთებით იარაღი წამოიღე?-დაეჭვდა ქეთა
-არა,იარაღი სახლში საკმარისადაა,ტანსაცმელია.ჩემთვის და შენთვის.
-ღმერთო როგორც იქნა ამ ტანსაცმელს გავიხდი-სიხარულით აღმოხდა ქეთას და სახლში სწრაფი ნაბიჯით შევიდა.სახლს პატარა მისაღები,სამზარეულო,ორი სააბაზანო და ერთი საძინებელი ამშვენებდა.დემეტრე მაშინვე მეორე სართულზე ავიდა და ოთახების დათვალიერება დაიწყო.ერთ საძინებელში მხოლოდ ორი კარადა,პატარა მაგიდა,ვიწრო დივანი და კრესლო იდგა თავისი სააბაზანოთი.მეორეში კი საწოლი,კარადები,ასევე პატარა დივანი,მაგიდა და სააბაზანო.
-დემეტრეე-კიბეებზე სირბილით ამოვიდა ქეთა და ღია კარში შეიჭყიტა,მალევე მიხვდა რომ საძინებელი იყო საწოლის გარეშე.შემდეგ მეორე ოთახში შევიდა სადაც დემეტრე იდგა.ჩანთა საწოლზე დადო და უკან მობრუნდა.
-აქ შენ დაიძინე,ყველა საჭირო ნივთი ჩანთაში დევს.
-შენ სად დაიძინებ?-გაუკვირდა ქეთას
-გვერდით ოთახში.
-კი მაგრამ იქ საწოლი არ არის.
-მე ხომ ფაქტიურად არ მძინავს,ამაზე ნუ ინერვიულებ,როგორმე მოვთავსდები.
-იმ პატარა დივანზე?-თვალები სიბრალულით აევსო
-იატაკზეც მძინებია,ამაზე ნუ ინერვიულებ.-ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და ოთახიდან გავიდა-შხაპი მიიღე შემდეგ კი ვისადილოთ.-ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო გაიგო როგორ მიიხურა გვერდით ოთახის კარი.შეეცოდა დემეტრე,ამხელა კაცი მოცუცქნულ დივანზე როგორ დაეტეოდა.ეს პატარა გოგო კი სამი ადამიანის სამყოფ საწოლს დაიკავებდა.
-თავი ძროხა მგონია-ჩაიბურტყუნა თავისთვის,ჩანთა გახსნა და ყველაფერი საწოლზე წამოყარა,საცვლების დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა,შერცხვა კიდეც,იმედოვნებდა რომ ეს ყველაფერი დემეტრეს არ უყიდია თორემ მეორე სართულის ფანჯრიდან გადაეშვებოდა.გვერდით ჯიბე რომ გახსნა საერთოდ გაგიჟდა. პაკეტების რამდენიმე შეკვრა იდო.ლოყები შეეფაკლა,საშინლად შერცხვა,ვერ წარმოიდგინა დემეტრე რომელიც მაღაზიაში ქალების სექციაში იდგა და ქალის საცვლებში იქექებოდა.სწრაფად გახსნა მეორე ჯიბეც იქ კი პირადი ჰიგიენის ნივთები რომ დაინახა ცოტა გულზე მოეშვა.
ყველა უხერხულ ნივთს ხელი მოკიდა და კარადაში სწრაფად შეტენა,შემდეგ ტანსაცმელი აიღო სააბაზანოში შევიდა და თბილი შხაპის ქვეშ დადგა...
დაახლოებით ნახევარი საათი იდგა თბილი შხაპის ქვეშ,შემდეგ ოთახში გავიდა სპორტული შარვალი და ტოპი მაიკა ჩაიცვა,ზემოდან ჟაკეტი მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა.
-ღმერთო რა კარგი სუნი დგას-ტუჩები გაილოკა და სამზარეულოს მაგიდას დაეყრდნო.-რას ამზადებ?
-შემწვარი კარტოფილი და სალათია მენიუში-მაგიდაზე თეფშები დააწყო და ქეთას გახედა-სველი თმით აპირებ სიარულს?
-ხოო რაიყო-გაუკვირდა და დაფიდან დაჭრილი კიტრი ააცალა.
-წადი და გაიშრე,გაცივდები.-მოკლედ მოუჭრა და კიტრის დაჭრა განაგრძო
-აუ კარგი რაა,არ გავცივდები.მე სულ ასე დავდივარ.
-ასე დადიხარ თბილისში და მეეჭვება ახლა თბილისში ვიყოთ.
-კარგი რაა დემეტრე არ...
-ზემოთ ადი და თმა გაიშრე!-უფრო მომთხოვნი გახდა ქალდანი
-კარგი ხოო-ბუზღუნს მოჰყვა და კიბეები სწრაფად აირბინა.
რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან, შეკრული თმით.ტელეფონს დახედა და მაგიდას მიუჯდა.
-ვნახოთ აბა როგორი მზარეული ხარ-თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და გემრიელად შეექცა საჭმელს.
-აბა როგორია?-ღიმილნარევი სახით მიუგო და სალათი გადაიღო
-ანუ,სამი სიტყვით აგიხსნი.ეტყობა ვინც გააკეთა-სიცილი დაიწყო და წვენი მოსვა
-ეე პატარა ნუ თამამობ,შემდეგ ჯერზე შენ მოამზადებ.-თვალი ჩაუკრა და ჭამა განაგრძო
-კარგი ასე იყოს.-აღარ შეწინააღმდეგებია ისე განაგრძო ჭამა-დემეტრე,შეიძლება რაღაც გკითხო?
-ვეჭვობ რომ სხვა არჩევანი არ მაქვს.
-ტანსაცმელი რომელიც ჩანთაშია შენ არ გიყიდია არაა?-თეფშზე ჩანგალს ათამაშებდა და ცდილობდა სახეზე არაფერი დასტყობოდა.
-ანუ იმას მეკითხები მე დავძვრებოდი თუ არა ქალის საცვლებში მაღაზიაში?არა მე არ ვყოფილვარ.-გაეცინა დემეტრეს
-აბა ვინ იყო?
-ლევა და ლუკა გავგზავნე.კონსულტანტს შენი აღნაგობა აღუწერეს,მან ყველაფერი ჩანთაში ჩააწყო რაც დაგჭირდებოდა შემდეგ უბრალოდ ფული გადაიხადეს და წამოვიდნენ.
-ანუ არც ისინი არ დაძვრებოდნეენ?
-ქალის საცვლებში?არაა.-ღიმილით მიუგო და საზურგეს მიეყრდნო.ვახშმის დამთავრებამდე ხმა არცერთს არ ამოუღია,უკვე მაგიდას ალაგებდნენ როცა დემეტრეს ტელეფონი აწკრიალდა.
-უპასუხე ჭურჭელს მე მივხედავ-თქვა და ონკანი მოუშვა.
-გისმენ ლუკა-აივანზე გავიდა და ყურმილი აიღო
-ყველაფერი კარგადაა ძმაო,სახლში ქეთას ყველანაირი კვალი გავაქრეთ როდესაც მოვიდნენ იქ ვერაფერი იპოვეს.ლევამ რამდენიმე ბიჭი წაიყვანა,ბინები ვიქირავეთ და თითოს ექვს-ექვსი ვიცავთ.ვერავინ იფიქრებს რომ თბილისიდან გახვედი და მითუმეტეს იმას რომ გურიაში ხარ.
-ძალიან კარგი,მთავარია ყველაფერი ისე მოვაწყოთ რომ ცოტა დრო მოვიგოთ,ხალხი გვჭირდება.
ნიკოლასს თუ მოვკლავთ მისი ძაღლები აქეთ-იქით დაიფანტებიან და სანერვიულოც აღარ იქნება,ქეთას მაშინვე გავუშვებ და მაშინ ყველა მიხვდება ვინ არის დემეტრე ქალდანი და რა შეუძლია მას!
-შენ უბრალოდ დარეკე და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
-კარგი ლუკა თავს გაუფრთხილდით,თუ საქმე ისე არ წავა შემატყობინეთ.
-აუცილებლად,დროებით-თქვა და ტელეფონი გათიშა.სამზარეულოში შესულს ქეთა ონკანთან დახვდა ჭურჭელს რეცხავდა,უნებურად გაეღიმა დემეტრეს,არც კი იცოდა რაზე მაგრამ ეღიმებოდა,მოწონდა ქალი რომელიც მის წინ იდგა!?ნამდვილად მოწონდა.მაგრამ იცოდა რომ როგორც კი ყველაფერი მოგვარდებოდა დემეტრეს აღარც კი გაეკარებოდა.რათქმაუნდა,რატომ უნდა გაკარებოდა მას ხომ უკეთესი ცხოვრება ქონდა,უკეთესი მომავალი,დემეტრეც ვერ შეეცილებოდა ამაში.
-მშვიდობაა?-ფიქრებიდან მის წინ მდგომი ქეთას ხმამ გამოიყვანა.
-კიკი,უბრალოდ მოგვიკითხეს როგორ ვართ-უთხრა და მის სახეს კარგად დააკვირდა.
-რამოხდა?-გაიკვირვა ქეთამ-სახეზე რამე მაქვს?
-არა,უბრალოდ-მასთან უფრო ახლოს მივიდა და მის თმის სამაგრს წაეტანა-გაშლილი თმა უფრო გიხდება-ერთი ხელი სახეზე მოკიდა, მეორე წელზე ნელა მიუახლოვდა და ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო,მის რეაქციას დააკვირდა და რადგან წინააღმდეგობა ვერ იგრძნო,რამდენიმე კოცნით ტუჩებამდე მივიდა.დაბნეული იყო ქეთა ვერც წინააღმდეგობას უწევდა,საერთოდ ვერააფერს აკეთებდა,სიამოვნებდა და თან აშინებდა დემეტრეს ასეთი სიახლოვე.ამასობაში დემეტრე მის ტუჩებს წაეტანა,ფრთხილად უკოცნიდა ხან ზედა, ხან ქვედა ტუჩს როგორც კი მის ტუჩებს მოშორდა და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა ქეთას ტვინმა მაშინვე განგაშის ზარი გამოსცა.
-დემეტრე-ამოიკნავლა უჩვეულო ხმით-არ გინდა...
-ჩშშ-ტუჩებზე თითი მიადო და კიდევ ერთხელ შეეხო მის ტუჩებს-არაფერს ვაშავებ-გაიღიმა ცხვირზე თითი დაკრა და ოთახიდან გავიდა,ქეთა კი დატოვა გაშეშებული სამზარეულოში,მის ტვინს ნამდვილად დაჭირდებოდა დრო ყველაფრის გადასახარშად.
მოწონდა ეს კაცი?ნამდვილად,ნამდვილად მოწონდა.მოწონდა მისი ყურადღება,მისი დახვეწილი მანერები და გიჟდებოდა, ხო გიჟდებოდა მის უკიდეგანო თვალებზე,დამახსოვრებას რომ ვერ ასწრებდა ისე სწრაფად ეცვლებოდა ფერი.მაგრამ ეშინოდა,აშინებდა ის სამყარო რომელშიც დემეტრე ტრიალებდა და რომელიც თავის სახლად მიაჩნდა,აშინებდა მისი ყოველდღიურობა და დარწმუნებული იყო რომ ამას ვერასოდეს შეეჩვეოდა.
ცოტა ხანს სამზარეულოში იყო შემდეგ კი ზემოთ ფრთხილად ავიდა,არ უნდოდა დემეტრეს დანახვა რადგან ზუსტად იცოდა რომ ლოყები გაუწითლდებოდა,ყველაფრისდა მიუხედავად პირველი კოცნა ასე არ წარმოედგინა.ჩუმად შეიპარა ოთახში და კარი ჩაკეტა,მაშინვე საწოლზე წამოწვა და ფიქრებში გართულს მალევე ჩეძინა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა,უკვე 5 დღე იყო ქეთა დემეტრეს თვალს არიდებდა.ხანდახან დემეტრე ჩუმად გახედავდა მძინარეს და შემდეგ ისევ ოთახში ბრუნდებოდა.ხვდებოდა რომ ქეთა თავს არიდებდა და მასაც არ უნდოდა ძალა დაეტანებინა მისთვის.თუმცა დემეტრე უმეტესად გასული იყო თითქმის არც ხვდებოდნენ ერთმანეთს სახლთან მისი მეგობარი რჩებოდა და დემეტრეს მოსვლისთანავე მიდიოდა ასე რომ სანერვიულო ნამდვილად არაფერი იყო.
მეექვსე დღეს დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა,უცხო ნომერი იყო.საათს რომ დახედა და მხოლოდ რვა საათი იყო შეეშინდა რამე ხომ არ მოხდაო და სწრაფად უპასუხა
-ალო-ტელეფონში ნამძინარევი ხმა გაისმა.
-ქეთა,დილამშვიდობის,ლუკა ვარ-ნაცნობი ხმის გაგონებისას ამოისუნთქა და საუბარი განაგრძო.
-მოხდა რამე?
-არა,არაფერი დემეტრეს ვერ ვუკავშირდებოდით და თქვენი ამბის გასაგებად დავრეკე.
-ალბათ სძინავს.
-დემეტრეეს?ამ დროს?-გაიცინა ლუკამ და მალევე დაამატა-ღამეში მაქსიმუმ ოთხი,ხუთი საათი ეძინოს.6საათზე უკვე ფეხზეა.
-მართლაა?არ ვიცოდი.-თავი იმართლა და ფეზე წამოდგა-გინდაა?მოვძებნი და დაგალაპარაკებ.
-არაა,ყველაფერი რიგზზეა.შენ როგორხარ?
-ცოტა დაღლილი,სხვა არაფერი მიჭირს.
-დარწმუნებული ვარ ყველაფერი მალე მოგვარდება,მაპატიე რომ გაგაღვიძე.
-არაა,არაუშავს.მალე მივეჩვევი-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
-კარგი,ახლა უნდა გავთიშო,დემეტრეს გადაეცი რომ სიტვაცია კონტროლს ექვემდებარება.მალე შეგეხმიანებით-თქვა და ყურმილი გათიშა.ქეთამ გადაწყვიტა მოეძებნა მისი სიმპათიური ბოროტმოქმედი,დემეტრეს ოთახის კარი ღია იყო იქ კი არავინ ჩანდა ამიტომ კიბეები ჩაირბინა,სასტუმრო ოთახი და სამზარეულო მოათვალიერა მაგრამ იქაც რომ არ იყო ეზოში გავიდა,კიდევ კარგი იქ დახვდა.ეზოში ცვრიან ბალახზე წამოწოლილიყო და ვარჯიშობდა.იმდენად საყვარელი იყო ასეთ მდგომარეობაში ქეთა ლამის ჩამოდნა მაგრამ ყურადღება მალევე მოიკრიბა და მასთან ახლოს მივიდა.
-ოჰოო,გაიღვიძე ქალბატონო?-ცერად გახედა და ვარჯიში განაგრძო.
-ლუკამ დამირეკა.
-ლუკამ დაგირეკა?-ეჭვნარევი მზერა შეავლო და ბალახზე წამოჯდა
-ხოო,მოგვიკითხა და მთხოვა გადმომეცა რომ ყველაფერი კარგადაა.
-მოგვიკითხა თუ მოგიკითხა?-შუბლზე ძარღვები დაეტყო და გახშირებულად დაიწყო სუნთქვა.
-აინტერესებდა როგორ ვიყავით-მხრები აიჩეჩა ქეთამ
-მეჩვენება თუ ძალიან დაახლოვდით?-წარბაწულმა შეავლო თვალი
-მგონი გეჩვენება.
-მე ასე არ მგონია,მაშინ როდესაც ლექსომ დაგიჭირა ნებისმიერისთვის შეგეძლო დახმარება გეთხოვა მაგრამ შენ მაინც და მაინც ლუკას სთხოვდი თვალებით შველას.რატომ?
-უბრალოდ ის კარგად მექცევა.-თვალი მოარიდა მის პრესს და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა
-ანუ მე ცუდად გექცევი?-ხმაში უკვე გაბრაზება ეტყობოდა
-არა,უბრალოდ ის უფრო თბილი იყო ჩემს მიმართ,ცდილობდა მეგობრულად მომდგომოდა.-პატარა ბავშვივით დაიწყო თავის მართლება და თითები ერთმანეთში ახლართა.
-რადგან გაკოცე ეს იმას ნიშნავს რომ მეგობრულად და წესიერად ვერ მოგიდგები?
-არა,დემეტრე უბრალოდ ის სხვანაირია.
-მოგწონს?-მის პირისპირ დადგა,მხრებზე ხელი მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა.
-რათქმაუნდა არა,უბრალოდ მომწონს ის როგორც მექცევა,ასეთი დამოკიდებულება მე არცერთი თქვენგანისგან არ მიმიღია.
-გასაგებია,ანუ მოგწონს-ხელები ჩამოუშვა და წასასვლელად შებრუნდა.
-დემეტრე მოიცადე-უკან მიჰყვა ქეთა.
-საქმეზე გავდივარ,სახლიდან არ გახვიდე და არავინ შემოუშვა!-ტონი იმაზე მეტად მკაცრი ქონდა ვიდრე მანამდე,ქეთა რამდენიმე წამს იმ ადგილს უყურებდა სადაც ბოლოს დემეტრეს სხეულს მოკრა თვალი ბოლოს სკამზე ჩამოჯდა და თავი მაგიდაზე დადო.რამდენიმე საათი იყო გასული დემეტრეს წასვლიდან ,ქეთა ბაღში იჯდა და ყავას გემრიელად შეექცეოდა როცა სახლიდან რაღაც ხმაური მოეხმა.
-ალბათ დემეტრე მოვიდა-ჩაილაპარაკა თავისთვის და სახლისკენ აიღო გეზი,სამზარეულოდან მისაღებში გავიდა და კიბეებს გახედა,იქაც რომ არავინ იყო დაძაბულმა დაიძახა დემეტრეს სახელი-დემეტრეე,შენ ხაარ?-ხმა აუკანკალდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია,ქეთას ხმის ამოღებისთანავე ზემოდან ნაბიჯების ხმა მოისმა,მოულოდნელად კიბეებზე სახე დაფარულმა ბიჭმა ჩამოირბინა,მისი დანახვისას შეშინებულს კივილი აღმოხდა,უცნობმა ხელი კრა და კარადაზე მიანარცხა,კარადიდან მოულოდნელად ლარნაკი გადმოვარდა და ძირს დაცემულ ქეთას თავში დაეცა,რამდენიმე წამიც არ დასჭირდა ისე დაუბნელდა თვალთ და გონება დაკარგა...

***
-ქეთაა,ქეთა თვალები გაახილე-მისი სახე ხელებში მოექცია დემეტრეს და ლოყაზე ხელს ოდნავ ურტყავდა.ქეთას რეაქცია არ ქონდა შუბლიდან სისხლი მოსდიოდა,არა მხოლოდ შუბლიდად, ხელიც გაჭრილი ქონდა.სასწრაფოდ ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა,ოთახიდან პირველადი დახმარების ნივთები ჩამოიტანა და ქეთას ჭრილობა სასწრაფოდ დაუმუშავა.ღრმა ჭრილობა არ ქონდა კანი ზედაპირულად ქონდა გაჭრილი უბრალოდ დარტყმის სიმძლავრემ გონება დააკარგვინა.შუბლზე ბინტი დაადო და ზემოდან ლეიკო გადააკრა,ხელიც დაუმუშავა.კიდევ კარგი სერიოზული არაფერი იყო.-ჯანდაბა დემეტრე,ჯადაბა,მარტო როგორ დატოვე-საკუთარ თავს ლანძღავდა დემეტრე იმის გამო რაც ქეთას შეემთხვა.ბამბა სპირტით დაასველა და ქეთას ცხვირთან მიუტანა გონზე მოსასვლელად.წამით შეყოვნდა,ქეთამ სახე დამანჭა სპირტის სუნზე,წამწამები აახამხამა და თვალები წამში გაახილა.
-რა მოხდა?-დემეტრეს შეშფოთებული სახის დანახვისას იკითხა და წამოჯდომა სცადა.
-იწექი-ხელი მხარზე დაადო და უკან დააბრუნა-დასვენება გჭირდება.
-ღმერთო თავი ასე რატომ მტკივა?-თავზე ხელი მიიდო და უცხო ქსოვილის შეგრძნებისას გონებაში დეტალების აღდგენა დაიწყო.
-გამაყუჩებელს მოგიტან,ოთახში მაქვს-ყუთი მაგიდაზე დადო და წამოდგომა სცადა როდესაც ქეთამ ხელი დაუჭირა და ისევ დივანზე დააბრუნა.
-იქ ვიღაც იყო,მისი სახე ვერ დავინახე,ზემოთ არ ახვიდე.
-დამშვიდდი პატარავ-თმაზე ხელი ფრთხილად გადაუსვა-ზემოთ უკვე ვიყავი სახლში არავინაა.
-დარწმუნებული ხაარ?-შიშნარევი თვალები მიანათა დემეტრეს.
-კიი პატარავ,იქ არავინაა.ახლავე დავბრუნდები-ფეხზე წამოდგა და კიბეები სწრაფად აირბინა,ერთი წუთიც არ დაჭირვებია ისე სწრაფად დაბრუნდა უკან.-გამომართვი-თეთრი აბი გაუწოდა და მის პირდაპირ ჩამოჯდა.-არ დაგინახავს ვინ იყო?
-არა,სახეზე ნიღაბი ეკეთა,მხოლოდ მისი...-წამით შეყოვნდა ბიჭის მზერის აღდგენას ცდილობდა გონებაში.
-თავს ძალა არ დაატანო,არაუშავს თუ არ გახსოვს.
-მისი სხვადასხვა ფერის თვალები.-მოულოდნელად წამოიძახა ქეთამ
-რაა?
-ერთი ლურჯი მეორე კი ყავისფერი თვალი.
-კარგი,ამაზე არ ინერვიულო მივხედავ ყველაფერს.-ღიმილით უთხრა და ტელეფონი მოიმარჯვა,ლევას სასწრაფოდ შეატყობინა ქეთას ამბავი,ახალი ადგილი სჭირდებოდათ სადაც უსაფრთხოდ იქნებოდნენ.როგორც კი ქეთა უკეთესად იგრძნობდა თავს მაშინვე დატოვებდნენ სახლს.
-რას ფიქრობ ნიკოლასის გამოგზავნილია?-ჩაეძია ლევა
-არა,ნიკოლასს რომ გამოეგზავნა ან წაიყვანდნენ ან სულაც მოკლავდნენ.-მცირე პაუზის შემდეგ დაამატა დემეტრემ
-კარგი,გავარკვევთ მაგას და უსაფრთხო ადგილსაც მოგიძებნით.
-გმადლობ ლექსო-მშვიდი ხმით უთხრა მეგობარს და ყურმილი გათიშა.სასტუმრო ოთახში რომ დაბრუნდა ქეთას უკვე ეძინა,ფრთხილად აიყვანა ხელში სიფრიფანა სხეული,კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა და ოთახში შეიყვანა,საწოლზე დააწვინა,ფეხსაცმელი გახადა და პლედი დააფარა.-ვწუხვარ იმის გამო რაც დაგემრთა-შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო და ქვევით ჩავიდა.
უკვე საღამო იყო ქეთას რომ გაეღვიძა,ირგვლივ მიმოიხედა და გარეთ სიბნელის დანახვისას მიხვდა რომ უკვე გვიანი იყო.საწოლიდან ფრთხილად წამოიწია,ტელეფონს დახედა ლანას რამდენიმე შეტყობინება ქონდა მიწერილი,მხოლოდ ორი სიტყვა „კარგად ვარ’’ მიწერა და ქვემოოთ პლედშემოვეული ჩავიდა.
დემეტრე სასტუმრო ოთახში დივანზე იჯდა ფეხები აკეცილი ქონდა და ტელევიზორში ფილმს უყურებდა,ვერც გაიგო როგორ მიუახლოვდა ქეთა.
-დემეტრე-თბილი ხმით წამოიწყო საუბარი
-ქეთა?-მის უკან მდგომ სხეულს შეხედა-რატომ ადექი?
-შეიძლება ვისაუბროთ?
-რაზე?
-იმაზე რაც დილით მოხდა.ყვლეაფერი არასწორად გაიგე მე...
-დამშვიდდი ყველაფერი რიგზზეა.-შეაწყვეტინა დემეტრემ
-შეგიძლია მომისმინო?უბრალოდ მათქმევინე.
-კარგი-მის ნებას დაჰყვა და საზურგეს მიეყრდნო.
-ის რაც იფიქრე,ანუ რომ იფიქრე თითქოს ლუკა მომწონდა ასე არ არის,უბრალოდ შეშინებული ვიყავი, ხალხს თავს ვაჩვენებ თითქოს ძლიერი ვარ, მაგრამ ასე არ არის.შენ და ლექსო მუდამ დაძაბულები ხართ,ლექსომაც სცადა ჩემთან თბილად მოქცევა მაგრამ მისგან იმაზე მეტი დაძაბულობა მოდიოდა ვიდრე ამას ამჟღავნებდა,ასეა შენგანაც.შენი ღიმილის და თბილი საუბრის უკან ნათლად ჩანს ის დაძაბულობა რომელსაც განიცდი,ლუკა კი,ლუკა უბრალოდ ისე მომიდგა საერთოდ ვერ ვიგრძენი ის რასაც თქვენგან ვგრძნობდი.თითქოს მაგრძნობინებდა რომ სანერვიულო არაფერი იყო და თუ რამე მოხდებოდა მარტოს არ დამტოვებდით,ეს ყველას მაგივრად მაგრძნობინა და მაშინ როდესაც მე მას თვალებით შველას ვთხოვდი უბრალოდ აფექტის მდგომარეობაში ვიყავი,მე შენი შემეშინდა,შენმა რეაქციამ შემაშინა,მაგრამ მაშინაც იმდენად მშვიდი იყო თითქოს ეს ყოველდღე ხდებოდეს მის ცხოვრებაში და უკვე ჩვეული მოლენა ყოფილიყოს.მაპატიე თუ ცუდად გამომივიდა.-თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს.
-ბოდიშს მე უნდა გიხდიდე-მის წინ დადგა და საუბარი ისე განაგრძო-ასეთ უაზრობაზე რომ არ გავბრაზებულიყავი და არ წავსულიყავი არაფერი დაგემართებოდა-სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და თვალი გაუსწორა-ყველაფერი ასე უბრალოდ რომ არ დამთავრებულიყო,ის ადამიანი ნიკოლასის გამოგზავნილი რომ ყოფილიყო და რამე მოგსვლოდა თავს არადროს ვაპატიებდი ამას.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დემეტრემ
-ეს შენი ბრალი არაა დემეტრე,თავს ნუ დაიდანაშულებ-სახეზე ოდნავ შეეხო მის წინ მდგომ მამაკაცს,ღმერთო როგორ იზიდავდა,როგორ უხდებოდა დაბალი წვერი, გამოკვეთილი სახის ნაკვთები და თვალები,ხო ეს უძირო თვალები.მისი ფორმიანი ტუჩები.წამით შეჩერდა შემდეგ კი ფეხის წვერებზე აიწია და მის ტუჩებს ოდნავ შეეხო.
დემეტრესთვის ეს თითქოს რაღაც ბიძგი იყო,ხელები წელზე მოხვია მთელი სხეულით ზედ აიკრა მის წინ მდგომი ქალი და მის ტუჩებს დაეწაფა.მოულოდნელად ხელში აიყვანა და მაგიდაზე შემოსვა,იგრძნო როგორ მოემატა ქეთას გულის ცემა და უბრალოდ წამით მის ტუჩებს მოწყდა,ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა და ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია წელზე.
-დემე,გაჩერდი-მისი სახელის შემოკლებისას გაეღიმა,თითქოს მოეწონა ასე რომ დაუძახა.ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო და გულზე მიიხუტა.რამდენიმე წამს მის გულისცემას უსმენდა,შემდეგ კი სიჩუმე ისევ დემეტრემ დაარღვია.
-ვინმე გყოლია?
-რაა?-ყური მოიყრუა თითქოს ვერ გაიგო კითხვა.
-ქეთა.-სხეულიდან ოდნავ მოიშორა და თვალებში ჩააცქერდა-მშვენივრად გაიგე რაც გკითხე.
-ეს საერთოდ რა შუაშია.-მხრები აიჩეჩა ქეთამ და თვალი მოარიდა.
-მიპასუხე-ტუჩის კუთხე ჩატეხა ქალდანმა
-არა.-მისთვის არც შეუხედავს ისე უპასუხა და მაგიდიდან ჩასვლა სცადა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა დემეტრემ ხელები მჭიდროდ მოხვია და თავი ააწევინა.
-არაა?
-ხომ გითხარი არათქო,ახლა ჩემს დაცინვას აპირებ?-ხმა გაებზარა ქეთას
-დაცინვას?რატომ?-გაიკვირვა დემეტრემ
-იმის გამო რომ...ნუ ხომ იცი.-დაიმორცხვა და დემეტრეს თვალი მოარიდა.
-იმის გამო რომ ასეთი წმინდა ხარ ჩემთვის?-კითხვით უპასუხა და სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა.
-გეყოფა გთხოვ.-მუდარის ტონით უთხრა და მკერდზე ხელებით უბიძგა
-არასოდეს დამიციანია შენთვის და არც არასდროს დაგცინებ,მითმეტეს იმის გამო რომ აქამდე ვერ იპოვე ისეთი კაცი ვისაც შენს სხეულზე ბატონობის უფლებას მისცემდი.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი გთხოვ.
-კარგი-ჩვეული ტონით უთხრა და ხელში აიყვანა.
-დემეტრე რას აკეთეებ?-თვალები გაუფართოვდა ქეთას
-ჩშშ,უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი.-დივანზე დასვა ქეთა და თვითონაც გვერდით მიუჯდა,ხელი გადახვია,შუბლზე ტუჩები მიაკრო და მასთან ერთად განაგრძო ფილმის ყურება...

***
დილით როდესაც გაეღვიძა დემეტრე გვერდით არ დახვდა,ოთახი კიდევ ერთხელ მოათვალიერა მაგრამ დემეტრეეს კვალი არსად ჩანდა.მეორე სართულზე ავიდა,დემეტრეს ოთახის კარი ღია იყო,საწოლთან მისი შარვალი და მაისური ეგდო,ოთაში ფრთხილად შევიდა და საწოლს უფო მიუახლოვდა,მაისურზე წითელი ლაქების დანახვისას შეკრთა დაიხარა და მაისური გადმოაბრუნა.ლურჯი მაისური ნახევრად წითლად იყო შეღებილი,შარვალიც დასვრილი იყო.
-ღმერთო ჩემო-აღმოხდა და მაისური ისევ იატაკზე დააგდო.
-ჯანდაბა-სააბაზანოს კარი მოულოდნელად გაიღო და იქიდან როგორც სჩვევია წელს ზემოთ შიშველი დემეტრე გამოვიდა.
-არვიცი რა უფრო გამიხარდება მაისურზე შენი სისხლი რომ იყოს თუ ის რომ სისხლი შენ არ გეკუთვნოდეს-გაფართოვებული თვალებით მიაჩერდა დემეტრეს რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ დაშავებული არ იყო.
-მაისურზე ჩემი სისხლი არაა-უემოციო ტონით მიუგო,შარვალს და მაისურს ხელი დაავლო და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.
-მითხარი რა მოხდა-უკან გაჰყვა ქეთა
-არამგონია ამის მოსმენა გინდოდეს.
-მაისურზე ვისი სისხლია.
-იმის ვინც წუხელ შემომაკვდა.
-ჯანდაბა დემეტრე გაჩერდი-დაუყვირა ქეთამ.მის ასეთ რეაქციას არ ელოდა,კიბეები ბოლომდე ჩაირა და ოთახში გაჩერდა.
-რას ელოდები ჩემგან არ მესმის-მხრები აიჩეჩა დემეტრემ
-გთხოვ მითხარი რომ არავინ მოგიკლავს-შეევედრა ქეთა.
-მოგატყუო?-ოთახში მდუმარება ჩამოწვა,მხოლოდ დემეტრეს გახშირებული სუნთქვა და ქეთას სლუკუნი ისმოდა.
-ვინ მოკალი?
-არვიცი ვინაობა არ მიკითხავს.-უემოციო ტონით მიუგო დემეტრემ
-რა დაგიშავა ისეთი რომ სიკვდილი დაიმსახურა?გეკითხები რა?-ცრელებს ვერ იკავებდა და ხმას ვერ იმორჩილებდა,გული სტკიოდა იმის მოსმენისას და გააზრებისას რომ დემეტრემ წუხელ ღამით ვიღაც მოკლა.
-ის შენს მოკვლას აპირებდა გასაგებია?მე კი ამას არ დავუშვებდი.დავასწარი და ვესროლე-დაიგრგვინა დემეტრემ-ბარგი ჩაალაგე სასწრაფოდ,მივდივართ!-ოთახიდან სწრაფად გავიდა დემეტრე,ტანსაცმელი რკინის ვედროში ჩაყარა და ცეცხლი მოუკიდა.
ქეთა სირბილით ავიდა თავის ოთახში და კარი ჩაკეტა,რამდენიმე წამს კარზე იყო მიყუდებული და გაშეშებული იდგა შემდეგ უბრალოდ ტანსაცმელი გადმოყარა და ჩანთაში ჩატენა,ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ქვემოთ ჩავიდა.
-მზად ვარ დემეტრე-ჩამწყდარი ხმით უთხრა
-ჩანთა მომეცი-ჩანთა გამოართვა და მანქანაში ჩადო.ქეთამაც დაიკავა მანქანაში ადგილი მაგრამ დემეტრე ჩაჯდომაზე არ ფიქრობდა.-აქ დამელოდე!-გამაფრთხილებლად გახედა და სახლში შევიდა.ყველა ოთახში დაასხა ბენზინი,ფარდებზე,საწოლებზე,დივანზე,მაგიდაზე.გამოსვლისას კართან შედგა ანთებული სანთებლა სახლში შეაგდო და კარი გამოხურა.მანქანამდე სწრაფი ნაბიჯით მივიდა და საჭესთან ადგილი დაიკავა.
-დემეტრე რა გააკეთე?-შეშფოთდა ქეთა აალებული სახლის დანახვისას.
-მათ არ მივცემ უფლებას გიპოვონ!-მოკლედ მოუჭრა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.სწრაფად მიაქროლებდა დემეტრე მანქანას ხეებს შორის,გზას თვალს არ აშორებდა და დაძაბული ადევნებდა თვალს მიდამოს.1საათის განმავლობაში მხოლოდ ორმა მანქანამ ჩაუვარათ,მოძრაობა ფაქტიურად არ იყო.ქეთაც დაძაბული ადევნებდა თვალს დემეტრეს ქმედებებს,ეტყობოდა რომ მასაც ეშინოდა.ეშინოდა იმაზე მეტად ვიდრე მანამდრე,იმაზე მეტად ვიდრე იმ ორი კვირის განმავლობაში რომელიც მასთან გაატარა.მოულოდნელად დემეტრემ სარკეში მათ უკან მიმავალი ორი მანქანა შენიშნა და სიჩქარეს უფრო უმატა მაგრამ სულ ტყუილად,მანქანები მალე დაეწივნენ და გაუსწრეს კიდეც შემდეგ კი უბრალოდ წინ გადაუდგნენ და გზა ჩაუკეტეს.დემეტრე იძულებული გახდა მანქანა გაეჩერებინა,ქეთას ხელზე ხელი მჭიდროდ მოკიდა და ახლოს მიიზიდა.
-ყურადღებით მისმინე,გახსოვს რას გეუბნებოდი?თუ გეტყვი რომ გაიქეცი უნდა გაიქცე თუნდაც სადმე სასიკვდილოდ დაჭრილი დამტოვოთქო.მე ახლა მანქანიდან გადავალ,ტელეფონი აიღე და როგორც კი სროლას დავიწყებ გაიქეცი,უკან არ მოიხედო გასაგებია?გაიქეცი მთელი სისწრაფით,ტყეს თავი შეაფარე.ეცადე სამშვიდობოს გახვიდე.
-დემეტრე გთხოვ არ გადახვიდე.-ხელზე ჩაებღაუჭა ქეთა.
-ყველაფერი კარგად იქნება,უბრალოდ მენდე და გაიქეცი.-ერთხელ კიდევ შეავლო თვალი საყვარელ ქალს და მანქანიდან გადავიდა,ორივე ხელში იარაღი ეჭირა,ნელა მიუახლოვდა მანქანასთან მდგომებს და ახლოს მისვლისთანავე ცეცხლი გახსნა.ქეთა სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან და ტყეში შევარდა,მხოლოდ ერთხელ მოიხედა უკან და დაინახა როგორ დაეცა დემეტრე მუხლებზე.
-დემე-ამოიკნავლა საწყლად და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა.
-გოგო გარბის-დაიყვირა ერთ-ერთმა და 3 კაცი დაედევნა,ამასობაში დემეტრე დანარჩენებმა მანქანაში ჩატენეს და სასწრაფოდ მოწყდნენ ადგილს.
-გაჩერდი შენიი-დაუყვირა ქეთას ერთ-ერთმა და უკან მიჰყვა.გარბოდა ქეთა რაც ძალი და ღონე ჰქონდა,გარბოდა ისე რომ უკან არც კი იყურებოდა,თვალ წინ სიუჟეტებად უდგებოდა დემეტრეს დაცემის მომენტები,მისი შეხება,მისი თვალები,ტუჩები,ყველაფერი ერთად,ისიც კი არ იცოდა სად მირბოდა,უბრალოდ იმედი ქონდა რომ ვინმე დაეხმარებოდა.ტყეში ოდნავ ჩაღრმავებულ ადგილას ჩაიმალა და ბუჩქებს ამოეფარა,ტელეფონი მოიმარჯვა და სასწრაფოდ დარეკა ლუკას ნომერზე.
-ქეთა?-რამდენიმე ზარის შემდეგ გაიხსმა ტელეფონში ლუკას ხმა.
-დამეხმარე ლუკა-სლუკუნებდა ქეთა
-რა მოხდა?
-დემეტრე წაიყვანეს,მე ტყეში გამოვიქეცი,უკან სამი კაცი მომდევს არ ვიცი რა გავაკეთო.
-მომისმინე,თავი ხელში აიყვანე კარგიი?ისინი წაგიყვანენ ქეთა,აუცილებლად წაგიყვანენ,მაგრამ არაფერი დაგემართება უკვე მოვდივართ,ვიცით სადაც წაგიყვანენ.
-წამიყვანეენ?-ტირილს უმატა და ტელეფონი უფრო მაგრად ჩაბღუჯა
-წინააღმდეგობა არ გაუწიო,შეიძლება გესროლონ,მათ ნებას დაჰყევი გპირდები გიპოვნით.
-აქაა-წამოიძახა ერთერთმა და ქეთას თმაში წვდა
-ჯანდაბა გამიშვი-სლუკუნებდა ქეთა და თავის გათავისუფლებას ცდილობდა.კაცს ფრჩხილები კანში ღრმად ჩაასო რამაც მისი გამწარება გამოიწვია,თავში იარაღი ჩაარტყა და გულწასული სხეული სასწრაფოდ გაიტანეს ტყიდან,ისიც მანქანაში ჩატენეს და გეზი პირდაპირ ნიკოლასის სასაკლაოსკენ აიღეს.
ქეთა გონს რომ მოვიდა სრულიად უცხო გარემოში ამოჰყო თავი,ირგვლივ მოლოდ ჩამოხეული შპალიერი,დანგრეული იატაკი და მტვრის გროვა იყო,ხელების გამოძრავება სცადა მაგრამ ვერ მოახერხა რადგან ორივე ხელით სკამზე იყო მიბმული.წინ გაიხედა და სკამზე მიბმული დემეტრეს დანახვისას გული მუკვდა,მარჯვენა ფეხი მთლიანად სისხლიანი ქონდა მაგრამ სახეზე როგორც ყოველთვის ჩვეულებრივი გამომეტყველება ჰქონდა.
-როგორც იქნა ეს ორი დავიჭირეთ-ოთახში კმაყოფილი სახით შემოვიდა ნიკოლასი.-მაშ ასე-ქეთას მიუახლოვდა და თმაზე ხელი გადაუსვა-როცა შანსი მქონდა შენც უნდა მომეკალი და მორისიც.
-ნუ მეხები-თავი წინ გადაწია ქეთამ
-და შეენ ბაიკო,მთელი სიცოცხლე მომიწამლე.29წლის კაცი ხარ და ჭკუა საერთოდ არ გაქვს თავში?პირველად შეიყვარე და ისიც ძაღლი?-სიცილი აუტყდა ნიკოლასს
-და ვინ თქვა რომ ქეთა მიყვარს?-გაკვირვებული მიაჩერდა ნიკოლასს
-არაა?აბა რატომ იცავდი ორი კვირის განმავლობაში?
-ცოტა გავერთე,რა მნიშვნელობა აქვს ორი კვირის წინ მოკლავდი თუ ორი კვირის შემდეგ.
-რაა?-ამოიკნავლა ქეთამ
-ანუ ამბობ რო ეეს შენთვის არაფერს არ ნიშნავს?-ხელით ქეთაზე ანიშნა
-რას უნდა ნიშნავდეს ნიკოლას-გაეცინა დემეტრეს-ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
-ხოოო მართალია,შენ ხომ ქერები გიზიდავს-სიცილში აჰყვა ისიც
-ზუსტად-დაეთანხმა დემეტრე
-მაშინ დავასრულოთ ეს საქმე-ღიმილით თქვა ნიკოლასმა-ჯერ ტანსაცმელი ხომ არ გაგვეხადა?-თქვა და მის მაისურს წაეტანა
-თავი დაანებე!-დაიღრინა დემეტრემ
-ხელები გაუხსენით-დემეტრეზე მიუთითა ნიკოლასმა-გოგო შენია,ცოტა გართობა არ გვაწყენდა.
-რას გულისხმობ?-ვერ მიუხვდა დემეტრე
-ვნახოთ ტანსაცმლის გარეშე რა გოგოა-ამის გაგონებისას ტვინში სისხლი ჩაექცა დემეტრეს, მაგრამ მარტო ვერაფერს გახდებოდა, ახლა მთავარი იყო ცოტა დრო მოეგო.ფეხზე წამოდგა და ქეთას ნელა მიუახლოვდა
-დემეტრე გემუდარები ეს არ გააკეთო,გთხოვ-ცრემლებად იღვრებოდა ქეთა,მაგრამ დემეტრეს რამე უნდა გაეკეთებინა,ქეთას ტუჩებზე წვდა და მისი ტუჩების დაგემოვნება დაიწყო.გრძნობდა როგორ დაეჭიმა მთელი სხეული,მისი ცრემლები სახეზე ეხებოდა და ეს უფრო აგიჟებდა დემეტრეს,ნელა მოშორდა მის სხეულს და თვალებში ჩააცქერდა
-მე შენ გენდობოდი-ზიზღით ამოილაპარაკა ქეთამ და თვალი მოარიდა.წამით დემეტრემ ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა შემდეგ სასწრაფოდ წაეტანა თოკს რომ ქეთასთვის ხელები გაეხსნა.
-ადექი-უხეშად უთხრა
-არა-გაჯიუტდა ქეთა და სკამს მთელი არსებით აეკრო
-ადექიმეთქი-დაიგრგვინა დემეტრემ,მისი ხმა ოთახში ექოდ გაისმა,იმდენად შეეშინდა ქეთას მის ნებას დაჰყვა და ფეხზე წამოდგა,წამით დემეტრე მისკენ დაიხარა,ლოყაზე ტუჩები ოდნავ შეახო და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა-მაპატიე-მოულოდნელად სკამს ხელი დაავლო და ნიკოლასს თავზე გადაალეწა,ტყვიების კორიანტელში გაეხვივნენ მაშინვე,რამდენიმე წუთიანი სროლის შემდეგ სრულმა სიჩუმემ დაისადგურა,ლუკა და ლევა სასწრაფოდ მისცვივდნენ დემეტრეს.
-ძმაო კარგად ხარ?-იკითხა ლევამ და მის დაჭრილ ფეხს დახედა.
-იარაღი მომეცი.-ნათქვამი არ ქონდა მაშინვე გაუწოდა-ქეთა გაიყვანეთ!-თქვა და ნიკოლასის უგონო სხეულს მიუბრუნდა.
-წამოდი მხარზე ხელი მოკიდა ლუკამ და შენობიდან გაიყვანა,კარის ზღურბლთან იყვნენ მისულები როდესაც დემეტრემ სასხლეტს თითი გამოკრა და ნიკოლასს ტყვია შუბლში დაახალა.მაშინვე უკან მიჰყვა ქეთას,მანქანასთან დაეწია და თავისკენ შეაბრუნა.
-კარგად ხარ?
-სერიოზულად მეკითხები?-აცრემლიანებული თვალები მიანათა ქეთამ-რაც ნიკოლასს უთხარი სიმართლეა?
-რა ვუთხარი?
-ის რომ შენთვის არაფერს ვნიშნავ.
-აბა იმას ხო არ ვეტყოდი მისი დაცვა მინდათქო
-ამას არ გეკითხები და შენც კარგად იცი.
-რა გინდოდა რომ მეთქვა?
-პრინციპში რა უნდა მოგთხოვო.
-შენ უბრალოდ მამაჩემის მეგობრის შვილი ხარ ქეთა-ნაღვლიანად ამოთქვა დემეტრემ-კარგად იცი რომ შენი ჩემს გვერდით ყოფნა ყოველ წამს საფრთხეში ჩაგაგდებს.მე კი არ ვარ მზად იმისთვის რომ შენი სახე ვეღარასდროს ვნახო
-ყოველთვის ასე იქნები?ასეთ საშინელებაში გახვეული.ყოველთვის იმის ფიქრში და იმის მზადებაში რომ ვიღაცას იარაღის დამიზნება დაასწრო?
-არვიცი რა მელის მე,მაგრამ მინდა დაწმუნებული ვიყო რომ შენ აღარ გაერევი ასეთ საშინელებაში.
-არა!მე უბრალოდ გავაგრძელებ ცხოვრებას ისე როგორც აქამდე.
-გპირდები რომ ძველებურად ვეღარ გააგრძელებ ცხოვრებას,უჩემოდ ვერ იცხოვრებ.მე ისევ გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში მაგრამ შემდეგზე დიდი ხნით-მტკიცე ხმა ქონდა დემეტრეს.
-ფრთხილად,შემდეგზე გვიანი არ იყოს.-ღიმილით მიუგო ქეთამ და მანქანაში ჩაჯდა.ბოლოს მხოლოდ ის დაამახსოვრდა როგორ აემღვრა თვალები დემეტრეს მისი დანახვისას,როგორი მომლოდინე თვალებით უმზერდა მის წინ მიმავალ მანქანას სანამ მოსახვევში არ მიიმალა,ისე თითქოს დარჩენას სთხოვდა ქეთას, მაგრამ ის გაჩერებას არ აპირებდა.
-ახლა რა იქნება?-გვერდით ამოუდგა ლევააა
-არვიცი,ისიც კი არ ვიცი ეს დასაწყისია თუ დასასრული მაგრამ მხოლოდ იმას გეტყვი რომ ამიერიდან ყველაფერი შეიცვლება.-მხარზე ხელი დაკრა მეგობარს,მანქანაში ჩაჯდა და მასთან ერთად გაუდგა თბილისის გზას.

***
მომდევნო ხუთშაბათს დემეტრემ ყველა კრიმინალური ავტორიტეტი შეკრიბა,მათ შორისც ლავროვიც.ყველაფერს ოფიციალური სხადნიაკის სახე მისცა.როდესაც ყველა ადგილზე დაიგულა საუბარი წამოიწყო.
-ყველამ კარგად იცით რა მოხდა პარასკევს დილით,ნიკოლასმა ხელი აწია ქურდზე ყველანაირი სხადნიაკის და ბრალდების გარეშე.ასევე კარგად იცით მურიკოს შვილის ქეთა შალიკიანის შესახებ,რომლის გამოც დაიწყო დავა ჩემსა და ნიკოლასს შორის,მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო.ნიკოლასი იმაზე უფრო დიდი ხანია მემტერება ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.მას არ უნდოდა რომ ციხიდან გამოვსულიყავი მაგრამ რადგან ეს მაინც მოხდა ჩემთან დაპირისპირების მიზეზად ქეთა მოიყვანა.ყველა მიცნობთ და იცით როგორიც ვარ.არასოდეს დავთმობ იმას რაც მე მეკუთვნის,ქეთა კი ჩემი,ჩემი პირადი ბედნიერებაა.მე ორი კვირის განმავლობაში ვიცავდი მას,მაგრამ ნიკოლასმა მისი წართმევა მოინდომა ამის გამო ის ახლა სადღაც თხრილში გდია,შუბლში ტყვია დაჭედებული.იცით როგორ იქცევა ნამდვილი ლიდერი?ის თავისიანების ბატონ-პატრონად არ ასაღებს თავს.როდესაც მას გაუჭირდება მისიანები დასახმარებლად მიდიან და იმ დღეს სწორედ ასე მოიქცნენ ისინი-მათ უკან მდგომ ბიჭებზე გაიშვირა ხელი-მე არცერთი ჩემიანი არ დამიკარგავს,იმ სასაკლაოდან ყველა ცოცხალი გამოვიდა,მაგრამ ნიკოლასის ხალხი უმეტესობა დაიღუპა.ნუთუ მართლა გვყავს დასაკარგი ბიჭები?დასაკარგი ძმები,მეგობრები?თქვენ არ მოინდომეთ ჩემი დახმარება მაგრამ მე უთქვენოდაც ბევრი მოვახერხე.მინდა იცოდეთ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ჩემი მეგობრების,ან საყვარელი ადამიანებისთვის რამის დაშავებას მოინდომებთ ნიკოლასის ბედს გაიზიარებთ.ნიკოლასი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ბო*ი იყო,ბო*ურად იცხოვრა და ასევე მოკვდა,მე არ მინდა პრობლემები მაგრამ არ მინდა არ ნიშნავს რომ თუ პრობლემა იქნება შემეშინდება და უკან დავიხევ.-ერთხელ კიდევ მოავლო დარბაზს თვალი და წასასვლელად შებრუნდა.
-მგელო-გაისმა შეძახილი ოთახის ბოლოდან
-მგელოო,მგელო- მხარი აუბეს დანარჩენებმაც.წამში მიხვდა დემეტრე რომ მის გასამართლებას და გამტყუნებას არავინ აპირებდა,ყველა ეთანხმებოდა მას და ყველამ იცოდა რომ სწორი არჩევანი გააკეთა.
-ასე უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლიდერი დემეტრე-ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ლავროვი.-იფიქრე ამაზე,მე დიდი დრო აღარ დამრჩენია,ღირსეული მჭირდება იმისთვის რომ ჩემი წოდება მიიღოს.-ღიმილით მიუგო კაცმა და სახლი დანარჩენებთან ერთად დატოვა.
-რას აპირებ?-გვერდით ამოუდგა ლუკა
-არ ვიცი,ყველაფერმა იმდენად დამღალა და გამომფიტა ახლა უბრალოდ დასვენება მჭირდება.
-ქეთასთან არ გილაპარაკია?
-არა-მცირე პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა-და შენ?
-გუშინ ვესაუბრე.კარგადაა.ბათუმში აპირებს წასვლას თქვა რომ დასვენება უნდოდა.
-ჩემზე არაფერი უთქვამს?-ჩაეძია დემეტრე
-მხოლოდ ორი წუთით ველაპარაკე ძმაო,ქალები პირველები არ დგამენ ნაბიჯს.შეახსენე მას შენი თავი.
-რას გულისხმობ?
-ყველაფრის შემდეგ ერთხელ მაინც ნახე?ესაუბრე?შენთვის თუ მარტივია მისთვის ასე არ არის.
-კარგი,კარგი.ვნახოთ-ზურგი აქცია ლუკას,ეზოში გავიდა და მანქანაში ჩაჯდა.რამდენიმე საათის განმავლობაში ქეთას კორპუსის წინ იყო გაჩერებული,ფიქრობდა ღირდა თუ არა მისვლა,თავის შეხსენება იმ დღეების გახსენება რომელიც მის გვერდით გაატარა.
ბოლოს უბრალოდ გადაწყვიტა რომ შორიდან მაინც შეევლო თვალი,უბრალოდ კარზე დაეკაკუნებინა და შორიახლოს მდგარიყო ისე რომ მას ვერ დაენახა.მანქანიდან გადავიდა და კორპუსთან ახლოს მივიდა.კორპუსის წინ ეგრედწოდებული „შავები“ იდგნენ და რაღაცაზე გამალებით საუბრობდნენ.
-ბიჭებო-ჩვეული ტონით წამოიწყო საუბარი დემეტრემ
-გისმენ ბრაატ-გაეჭიმა ერთ-ერთი
-ვიღაცას ვეძებ და...
-ამ კორპუსიდან?-სიტყვა გააწყვეტინა ტატუიანმა ბიჭმა
-ხო,ზუსტად ამ კორპუსიდან.
-აბა ერთი მითხარი ვინაა.
-ქეთა შალიკიანი.-მშვიდი ხმით მიუგო დემეტრემ
-ბიჭო ეგ ის ძაღლი არაა?-გადაულაპარაკა მეორეს და სამივეს სიცილი აუტყდათ
-რა თქვი?
-შენ ვაფშე რასტატუსით მოძრაობ,აზრზე ხარ ვინები ვართ?-ფეხზე წამოდგა ტატუიანი-ძაღლებს არვეხებით ერთი მაგათიც.-მიწაზე დააფურთხა და ისევ დემეტრეს გახედა.
-შენ ბიჭო ში*ხოარგაქ?-თვალები აენთო დემეტრეს
-როგოორ?-ფეხზე წამოიჭრა ის ორიც,დემეტრეს მუშტი დაარტყეს და ეს უკვე პიკი იყო მისთვის,საშინელი აყალმაყალი ატყდა,უბნის ბიჭები მოცვივდნენ და მათი გაშველება სცადეს.ხმაურზე ქეთამაც ფანჯრიდან გადმოიხედა და დემეტრეს დანახვისას სასწრაფოდ ქვემოთ ჩავიდა.
-დემეტრე-ახლოს მივიდა და მისი შეჩერება სცადა.
-ქეთა წადი-გაღიზიანებულმა მიუგო.
-გაჩერდი დემეტრე-წინ დაუდგა ქეთა და დემეტრეც ძალაუნებურად გაჩერდა,ბიჭებმაც ხელი გაუშვეს და დანარჩენები მოაშორეს იქაურობას.დემეტრემ ქეთას სასწრაფოდ მოკიდა ხელი და კორპუსში შეიყვანა მასთან ერთად აიარა კიბეები და სახლში შევიდა.
-გოგო გაგიჟდიი?-მხრებში ჩააფრინდა დემეტრე
-დემე რა გაყვირებს?
-როგორ თუ რა მაყვირებს გოგო.მეორედ თუ დამინახავ რო ვჩხუბობ გონებაშიც კი არ გაივლო რო მოხვიდე და ჩვენი გაშველება დაიწყო,თავში ტვინი გააქვს საერთოდ?
-დაწყნარდი კარგი?
-რა დამაწყნარებს გოგო,ამ სი*ებთან ერთად,ერთ კორპუსში რანაირად ცხოვრობ?
-ასეთი იდიოტები არ მადარდებს.-თქვა და კარადიდან პირველადი დახმარების ყუთი გამოიღო.
-სახლი ხო გაქვს აქ რატომ ცხოვრობ?ჩემი გაგიჟება გინდა?-არც ცხრებოდა დემეტრე
-გაგიჟება?რამეზე პასუხს როგორ მთხოვ დემეტრე?
-პასუხს არ გთხოვ.
-იმ ამბის შემდეგ არც კი გაგხსენებივარ,არც კი მოგიკითხივარ ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი,ახლა მოულოდნელად გამოჩნდი და იმაზე მთხოვ პასუხს რატომ ვცხოვრობ აქ?შენ რა სულ გაგიჟდი?-დაუყვირა ქეთამ
-ნუ მიყვირი-მთელი სხეული დაეჭიმა დემეტრეს
-შენ კი ნუ მიმითითებ რა გავაკეთო მე შენი პატარა ბავშვი არ ვარ-ისევ აგრძელებდა ქალბატონი
-ტონი აკონტროლე ქეთა,წყობილებიდან ნუ გამომიყვან-თავის დასამშვიდებლად ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-და თუ არ ვაკონტროლებ რა მოხდება?დამარტყაამ?კარგი რაა,შენც იცი რომ სიმრთლეს ვამბობ,ერთხელ მაინც დაგერეკა ერთხელ მოგეკითხე,როგორც კი შესაძლებლობა მოგეცა და თავიდან მომიშორე მაშინვე დამივიწყე ისე თითქოს არც ვარსებობდი
-ვაფშე ტვინავ რას ლაპარაკობ?-დაუყვირა დემეტრემ და მინას ხელი მთელი ძალით დაარტყა-ერთი წამით,სულ ერთი წამითაც კი არ დამვიწყებიხარ,არცერთი წუთი არ გასულა ისე რომ შენზე არ მეფიქრა,არ გამხსენებოდი.შენ,შენი ღიმილი,შენი დაბნეული თვალები,შენი ტუჩები.მთლიანად შენ.
-შენი ხელი-შეწუხებულმა ამოთქვა და მისი ხელი თავისაში მოიქცია
-არაფერია-ხელი გაინთავისუფლა და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ მოულოდნელად კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა.-ვინმეს ელოდები?-გაკვირვებული მიაჩერდა მის წინ მდგომ ქალს
-არა-მხრები აიჩეჩა და კარისკენ წავიდა,გაღებისთანავე ღიმილი სახეზე შეეყინა და ზღურბლზე გაიყინა
-საღამომშვიდობის-ღიმილით უთხრა სანდრომ და ვარდები გაუწოდა.
-სანდროო-ნაძალადევი ღიმილი აჩუქა და გვერდით გაიწია.
-ვის ხედავს ჩემი თვალები-ზიზღნარევი მზერა ესროლა მორისს და მათთან ახლოს მივიდა
-არ ვიცოდი მარტო თუ არ იყავი-თავი იმართლა კაცმა
-ტელეფონში ხომ გითხარი მოსვლა საჭირო არ არისთქო.
-ვაა დაჟე ტელეფონით ბაზროობთ?-სიცილი აუტყდა დემეტრეს-და შენ ჩემზე ამბობ დამივიწყეო?ყოჩაღ ქეთა ასე განაგრძე-რამდენჯერმე ტაში დაუკრა და კიბეები ჩაირბინა.
-დემეტრე მოიცადე-უკან გაყოლა სცადა მაგრამ მორისმა შეაჩერა
-გაუშვი,სულ რომ უკან გაეკიდო ის არ მობრუნდება.
-აქ რატომ მოხვედი?-აცრემლიანებული თვალები მიანათა კაცს
-შენი ნახვა მინდოდა.
-არა,სერიოზულად.გგონია რამდენიმე თაიგულს მომართმევ და ასე დამკერავ?არ მჭირდება არც შენი ყვავილები და არც საჩუქრები,არც შენი მოკითხვა.ახლავე წადი აქედან-თაიგული ოთახიდან ისროლა და კარი ცხვირწინ მიუხურა.
-ჯანდაბა-ამოიგმინა კარს უკან მყოფმა და მანაც სირბილით ჩაიარა კიბეები,კორპუსიდან გასულმა სიგარეტს მოუკიდა და პირდაპირ მანქანისკენ აიღო გეზი მაგრამ არ დასცალდა.კარი გააღო და უკვე ჩასაჯდომად ემზადებოდა როცა უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა და მანქანის კარი სწრაფად მიუხურა.
-რაგინდა ბაიკო?
-შენ რა სულ გამო*ლევდი?-ყველა ძარღვი დაბერვოდა დემეტრეს
-ახლა რაღა მოხდა?-გაიკვირვა კაცმა
-რა მოხდა?შენ ში*ხოარგაქ?გამოფხიზლდი ბიჭო.-მხრებზე ხელი მოკიდა და მანქანაზე მიანარცხა.
-შენ რა გაგიჟდი?
-ქეთას სიხალოვეს აღარ დაგინახო შენი დედაც.მართლა იფიქრე რო ქალს ამახევდი?-ღრმა ნაპასი დაარტყა და განაგრძო-შენ ნიკოლასს ვერ გაუმკლავდი,ნიკოლასი კი მე,თუ არ გინდა რომ მასსავით დაასრულო ქეთას ახლოს აღარ გაეკარო გასაგებია?
-გავიგე ბაიკო.არ ვიცოდი ეს გოგო შენთვის თუ მნიშვნელოვანი იყო.
-ხოდა ამის შემდეგ იცოდე.-თქვა გაგიჟებულმა და სიგარეტი სახეზე ჩააწვა...

*** (ორი დღის შემდეგ)
-აბა როგორი განწყობა გაქვს?-უკვე მანქანაში მყოფ ქეთას ჰკითხა ლანამ
-გადასარევი,როგორც იქნა დავისვენებ.
-არანაირი კრიმინალები,ქურდები და მაფიოზები-ღიმილით უთხრა ლანამ და მის გვერდით ადგილი დაიკავა.
-მე შენ და ბათუმი-გაუღიმა მეგობარს და მანქანა დაძრა.

***
-დარწმუნებული ხარ რომ დღეს ჩამოდიან?-დაეჭვდა დემეტრე ინფორმაციის სისწორეში
-გეუბნები მითხრა ორშაბათს მივდივართო რატომ შემე*ი.-აბუზღუნდა ლუკა
-ერთხელ კიდევ ამიხსენი აქ რას ვაკეთებთ?-მობეზრებულად აატრიალა თვალები ლექსომ
-ქეთას მამამ მითხრა რომ ვიღაც უთვალთვალებს,აქ მის დასაცავად ვართ.
-ქეთა რომ იშვილო? რას იტყვი?-გაღიმებული მიაჩერდა ლექსო
-თუ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გაქვს შეგიძლია წახვიდე.-ნიშნისმოგებით უთხრა და სიგარეტს მოუკიდა
-როგორ გეკადრება,საკუთარი დასავით მიყვარს უკვე-ხელები გაშალა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-შენი და არ აეჭვიანო ახლა-სიცილით მიუგო ლუკამ-ისე ახლა სადაა?
-ქვემოთ ჩავიდა,მეგობრები უნდა ენახა.
-მგონი მოვიდნენ.-თეთრი აუდის დანახვისას განაცხადა ლუკამ და აივნიდან უფრო გადაიხარა.
-მართლა?-დემეტრე წამში ფეხზე წამოიჭრა და ქვევით გადაიხედა,მანქანიდან გადმოსული ქეთას დანახვისას გული სითბოთი აევსო.როგორ უნდოდა ახლა უბრალოდ ჩახუტებოდა.მისი სურნელი ეგრძნო და მერე თუგინდ სამყაროს აღსასრული დაწყებულიყო.
-აბა ახლა რას ვშვებით?-დაინტერესდა ლევა
-მოკლედ ქეთასთან ჩვენს გეგმაზე არაფერი წამოგცდეთ.აქ საქმეზე ვართ და მორჩა.
-იმავე ქალაქში,იმავე სასტუმროში,იმავე სართულზე,საინტერესო დამთხვევაა-სიცილი აუტყდა ლექსოს
-გაა*ვი.-შუა თითი უჩვენა და ქვემოთ მათთან ერთად ჩავიდა.ქეთა თავის დაქალთან ერთად ჰოლში იდგა,მოკლე ჯინსის შორტი და ფართო მაიკა ეცვა,თმა როგორც ყოველთვის გაშლილი და მეტიც არ სჭირდებოდა დემეტრეს.
-ამის ჩაცმულობა მაგიჟებს-ამოიგმინა დემეტრემ და კედელს მიეყრდნო.
-მშვენივრად აცვია რაგინდა,აბა ზღვაზე შარვალს და ყელიან მაისურს ხომ არ ჩაიცმევს.-მუჯლუგუნი წაარტყა ლექსომ.ლუკა ყველაზე პირველი გაიქცა ქეთას სანახავად,მათთან მივიდა და მხიარული ხმით დაუძახა.
-ქეთაა.
-ლუკაა-მისი დანახვისას ქეთასაც გაეღიმა და გადაეხვია
-როგორხარ?
-ღმეთო კარგად შენნ?
-მგონი მეც-მხრები აიჩეჩა ლუკამ
-აქ რას აკეთებ?
-საქმეზე ვართ ჩამოსულები-მათკენ მომავალი დემეტრე ჩაერთო საუბარში.
-შეენ?-გაოცებისგან პირი დააღო ქეთამ
-ხოო მე.-ჩვეული უემოციო ტონით მიუგო დემეტრემ
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ.
-მეც გამიხარდა შენი ნახვა,ჩვენ საქმეზე ვართ და შეენ?დასასვენებლად არაა ძალიან კარგი,ახლა უნდა წავიდეთ მოგვიანებით გნახავთ-ღიმილიანი სახით უთხრა დემეტრემ
-აქაც შეენ?მიხარია ამჯერად შენი მოტყუება რომ არ მომიწევს-ღიმილით მიუგო ლანამ
-მინდა გულწრფელად გითხრა რომ საშინელი მატყუარა ხარ.
-ვიცი ხო,ყოველდღე კი არ მიწევს ჩემი დაქალის მასეთ მდგომარეობაში ნახვა და შემდეგ გაგიჟებული კლიენტის მოტყუება.
-დარწმუნებული ვარ მისნაირი ბევრი იქნება,ამის დასახვეწად დრო ბევრი გაქვს-ღიმილით უთხრა და დემეტრეს გადახედა.
-ჩემნაირი არავინ იქნება და ეს შენ კარგად იცი-ყურთან უჩურჩულა და დანარჩენებთან ერთად დატოვა სასტუმრო.
-როგორ შეცვლილა ქეეთ,უფრო სიმპათიური გამხდარა-მხარზე უპწკინა ლანამ დაქალს
-არ გინდა ლანა-სახეში მიაჩერდა დაქალს
-ის რა სიმპათიური ყავს,ქერა.-თვალები ააფახულა და ქეთა წამში მიხვდა რაშიც იყო საქმე
-მართლა მოგეწონა?
-ხოო,საყვარლად იღიმოდა-ტუჩები დაბრიცა
-მე კი მომეჩვენა რომ თვალს ვერ გაშორებდა-ნიშნისმოგებით უთხრა და ჩემოდანი დერეფანში გააგორა.

***
უკვე 9საათი ხდებოდა ბულვარში მიმავალ ბიჭებს ნენე სირბილით რომ გაეკიდა.
-ლექსო-თვისი სახელის გაგონებისას წამსვე შეჩერდა და უკან მიბრუნდა.
-ხოონენე-დას გადაეხვია ლექსო,ნენემ დანარჩენებსაც ჩამოუარა და ლუკას წინ შედგა.
-როგორ გაზრდილხარ ნეენ,წეღან ისე წახვედი ვერ გნახე.
-ხოო,მეგობრები მელოდებოდნენ.-თავი იმართლა და ისევ ძმას მიუბრუნდა
-კლუბში არ წამოხვალთ?დახურული წვეულებაა.
-საად?
-აქვე ახლოს,ყველა იქ იქნება პატარა ღლაბუცა ბავშვები არ იქნებიან, 18+ გამკაცრებულია-ღიმილით უთხრა და ძმას სხეულზე მიეკრა
-შეენ?-დემეტრეს გახედა ლექსომ
-აუ დემე წამო რაა-ქვემოდან ახედა მასზე ორი თავით მაღალ ბიჭს.
-წამოვალ პატარავ,თქვენ წადით და მეც დაგეწევით.-თავზე აკოცა ნენეს
-აუ საუკეთესოხარ-ღიმილით უთხრა და წასასვლელად შებრუნდა.
-მოხვალ?-ეჭვნარევი მზერა შეავლო ლევამ
-10 წუთში მოვალ.-ღიმილით უთრა და ასეთივე სახით გაცილა წინ მიმავალი ადამიანები.

***
-წამოდით-თავით ანიშნა ლუკამ ორივეს რომ გაჰყოლოდნენ და გეზი პირდაპირ ქეთასკენ აიღო.
-ლუკაა-ღიმილით მიაჩერდა ქეთა
-ქეთა გაიცანი ეს ნენეა,ლექსოს და.
-სასიამოვნოა-ღიმილით უთხრა ქეთამ და ხელი გაუწოდა.
-ჩემთვისაც-გოგომაც ღიმილით უპასუხა და თავისი შეაგება.
-უი ხო წეღან დამავიწყდა,ეს ლინაა ჩემი ბავშვობის მეგობარი,ლანა ეს ლუკაა ეს კი ლექსო.
-სასიამოვნოა-ორივეს ჩამოართვა ხელი ლიკამ
-დალევთ რამეს?-ჰკითხა ლუკამ გოგოებს.
-რამე გაზიანი-სამივემ ერთად დაიწუწუნა რაზეც ლექსოს გაეღიმა,იქაურობა მოათვალიერა და მეორე სართულის აივანზე მყოფი დემეტრესკენ დაიძრა,ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ლანას და სწრაფად აირბინა კიბეები.
-დემეტრე-ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ლექსო
-გისმენ.-უკან მოუხედავად თქვა და კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა.
-გულწრფელად მითხარი აქ რას ვაკეთებთ-გვერდით ამოუდგა მეგობარს.
-ხომ გითხარი ქეთას ვიცავთ.
-ვისგან?
-არვიცი.-ხმა გაებზარა ქალდანს.
-როდიდან ვატყუებთ ერთმანეთს ძმაო-ცერად გახედა და საუბარი განაგრძო-გიყვარს?
-ვინ?
-თავს ნუ ისულელებ, ქეთაზე გეუბნები.
-როგორ მიხვდი-დაეჭვდა დემეტრე
-დიდი მიხვედრა არ ჭირდება,მთელი დღეა ვუთვალთვალებთ,არავინ გამოჩენილა.უბრალოდ მასთან სიახლოვე გჭირდებოდა და მარტო რომ წამოსულიყავი მიზეზი არ გექნებოდა,ასეა?
-ვერ ვხვდები რა მემართება.მას რომ ვხედავ ძალაუნებურად ბედნიერი ვარ.
-აღიარე გაცნობის დღიდან სიმპათია გამოიწვია შენში.
-ხო ასე იყო.მაგრამ ახლა ყველაფერი რთულადაა.
-რას გულისმობ?
-შეხედე-ლუკაზე და ქეთაზე მიუთითა,ისეთი მხიარულები იყვნენ და ისე მხიარულად ცეკვავდნენ.
-გეშინია რომ ერთმანეთი არ შეუყვარდეთ?-გაეცინა ლევას
-ეს სასაცილო არაა.-დაიღრინა დემეტრემ
-დამშვიდდი ძმაო,ლუკა აქ მხოლოდ ჩემი დის ნახვის სურვილით წამოვიდა.
-რაზე ლაპარაკობ?
-ჩემი და უყვარს.
-ნენე?
-სხვა დაც მყავს შე*ემა?
-მე რატო არაფერი ვიცოდი.
-პირადად ჩემთვისაც არ უთქვამს,პროსტა შეხედე მას რო ხედავს დებილდება.-გაეცინა და ლუდი მოსვა.
-ქეთას რომ შეუყვარდეს?-განაგრძობდა დემეტრე
-ბიჭო ბრმა ხარ?ვერ ხედავ გოგო როგორ გიყურეებს?
-მე მართლა ვერაფერს ვამჩნევ მგონი.
-მგონი არა,მასეა.თვალები გაახილე ძმაო,იმოქმედე სანამ გვიანი არ არის.
-მაშინ წავედი.-სასმლის ბოთლი ხელებში მიაჩეჩა და კიბეებისკენ დაიძრა.
-სად მიდიხარ?
-ცეკვით დავიწყებ-ღიმილიანი მზერა შეავლო მეგობარს და კიბეებზე დაეშვა.გეზი პირდაპირ ქეთსკენ აიღო,არ აინტერესებდა რა მოხდებოდა ხვალ,უბრალოდ ახლა მართლა თავდავიწყებით უნდოდა ქეთასთან ერთხელ,მხოლოდ ერთხელ ეცეკვა.ბართან მჯდომ ქეთას მიუახლოვდა და ღიმილით წამოიწყო საუბარი.
-დამდეთ პატივი და მეცეკვეთ ქალბატონო-ხელი გაუწოდა დემეტრემ
-რაა?-გაკვირვებული სახით მიაჩერდა ქეთა.
-არაფერი მკითხო,უბრალოდ მეცეკვე-ქეთას ხელი ხელში მოიქცია დარბაზის ცენტრისკენ წავიდა,ცალი ხელი წელზე მოხვია და მუსიკას აჰყვა.
-დემე კარგად ხარ?-მის მკლავებში მოქცეულმა ამოთქვა და ხელი მხარზე დაადო.
-ამაზე კარგად არასდროს ვყოფილვარ მართლა.-მეორე ხელიც წელზე მოხვია,უფრო მაგრად მიიკრა სხეულზე,თავის მის ყელში ჩარგო და მისი სურნელით აივსო ფიტვები.მასაც აღარ გაუწევია წინააღმდეგობა,მუსიკის რითმს აჰყვა.ირგვლივ მყოფებს მოავლო თვალი დემეტრემ,მათ გვერდით ლუკა და ნენე ცეკვავდნენ მალევე კი ლექსო და ლანაც შეუერთდნენ.
-დემე მართლა კარგად ხარ?
-ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ვეცეკვები და უბედური რატომ უნდა ვიყო
-რაა?-თვალები გაუფართოვდა ქეთას.
-მისმინე მე...
-დემეტრეე-მოულოდნელად უცნობი ქერა ჩამოეკონწიალა დემეტრეს კისერზე და მის ტუჩებს სწვდა.
-ელენე?-სხეულიდან მოიშორა გოგონა და კიდევ ერთხელ დააკვირდა.
-დამპირდი დაგირეკავო შენ კი აღარც დამირეკე-ტუჩები დაბრიცა გოგომ.გაყინული ღიმილით უმზერდა ქეთა ამ ორს,როგორც იქნა დემეტრემ რაღაც ნაბიჯი გადადგა მისკენ და უკვე პრობლემა გაჩნდა,უხეშად გაარღვია ხალხის ბრბო და გარეთ გავარდა.
-ქეთაა-დაუყვირა დემეტრემ და გოგო უხეშად მოიშორა სხეულიდან.-ქეთა გაჩერდი-სირბილით გაეკიდა და თავისკენ შეაბრუნა
-თავი დამანებე დემეტრე.-მისი მოშორება სცადა მაგრამ ამაოდ.
-მომისმინე გთხოოვ.
-შენ რა ყველას ასე ექცევი?ყველა ერთი ღამის გასართობად გყავს?ყველას ასე პირდები რაღაცეებს და საბოლოოჯამში არაფერს ასრულებ?
-ბო*ებს პირობებს არვუსრულებ.
-და ჩემზე რას იტყვი,რატომ გამოვიწვიე შენში ეს ვითომ ინტერესი?მე რომ სხვასთან დავწოლილიყავი ამდენად არ დაინტერესდებოდი არა ჩემით?
-გაჩუმდი ქეთა თორე გეფიცები დაგბრიდავ და თავსაც დავიბრიდავ!-დაუყვირა დემეტრემ და მხრებში ჩააფრინდა.
-რაგინდა ჩემგან რაა,რატომ მექცევი ასე?გეკითხები რატომ?-ცრემლებად იღვრებოდა ქეთა.
-იმიტომ რომ მიყვარხარ!-დაუყვირა დემეტრემ და ცრემლები მოწმინდა-მიყვარხარ ისე როგორც არასდროს არავინ არ მყვარებია,იმდენად მიყვარხარ რომ ვერც კი წარმოიდგენ.მთელი ამ ხნის განმავლობაში რომელიც ჩემს გვერდით გაატარე,ყოველი წამის გასვლის შემდეგ უფრო მეტად მიყვარდი,შენი ყოველი ცრემლის დანახვისას გული მიკვდებოდა,შენი შიშნარევი თვალების დანახვისას მე ორმაგად მეშინოდა.მეშინოდა შენი დაკარგვის,იმის რომ ვერ დაგიცავდი,მთელი იმ დღეების განმავლობაში რომელიც ჩემს გვერდით გაატარე არ მძინებია,ვერ ვიძინებდი,შენს სიცოცხლეს ვიფცავარ მეშინოდა,მეშინოდა რომ ვინმეს შენთვის რამე არ დაეშავებინა და მე ეს ვერ გამეგო,როდესაც დავინახე იარაღს როგორ გიმიზნებდა ის ბიჭი არც კი მიფიქრია ისე ვესროლე.როდესაც გითხარი რომ გაქცეულიყავი და მე მანქანიდან გადავედი წამით არ შემშინებია იმის რომ მომკლავდნენ,მეშინოდა იმის გამო რომ დაგიჭერდნენ.-ღრმად ამოისუნთქა ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო-როდესაც უგონო მდგომარეობაში მოგიყვანეს და სკამზე დაგაბეს მეგონა რომ მოკვდი და მაშინ როდესაც ნიკოლასი შეგეხო,მაშინ როდესაც შენი გაუპატიურება დამავალა ტვინში სისხლი ჩამექცა,როდესაც ზიზღით სავსე თვალებით შემომხედე და მითხარი რომ მენდობოდი,ამ თვალების დანახვისას შინაგანად დავეცი,ფაქტიურად მოვკვდი ამ მზერის დანახვისას.მაშინ როდესაც სამშვიდობოს გამოგიყვანე დარჩენა არ გთხოვე იმიტომ რომ შენი დაკარგვის შემეშინდა,შემეშინდა რომ შემდეგ ჯერზე ნიკოლასზე უარესი გამოჩნდებოდა.იმის გააზრებაც კი მაშინებდა რომ ვერ დაგიცავდი,მაშინ როდესაც მორისი შენთან მოვიდა,არც კი ვიცი როგორ აგიხსნა ის რაც მე დამემართა.
-ეჭვიანობა დემეტრე,მაგას ეჭვიანობა ქვია-ცრემლიანი თვალები მიანათა ქეთამ
-ხო ვიეჭვიანე და გავბრაზდი,საშინლად გავბრაზდი.აქაც საქმეზე არ ჩამოვსულვარ,მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ არავინ გაგეკარებოდა,რომ არავის შეხედავდი ისე...
-ისე როგორც შენ გიყურებ?
-არვიცი ალბათ.გოგო რომელიც ახლა ჩემთან მოვიდა რიგითი ნაშაა წარსულიდან,ასეთი კიდევ ბევრი იქნება მაგრამ არმინდა რომ ამათზე იეჭვიანო და ისტერიკები გამართო.
ისინი ერთი ღამის ქალები არიან და შენ მათ დონეზე არასოდეს დაეცემი!რაც შეეხება იმას რომ ქერები მომწონს,დაიკიდე მაგის დედაც,შავგვრემანი ხარ მაგრამ მომწონხარ,მომწონხარ ისეთი როგორიც ხარ,მომწონს შენი დაბნეული თვალები,მომწონს ისიც როგორ იბნევი ჩემი დანახვისას და როგორ ცდილობ დამარწმუნო რომ გეზიზღები,ისიც მომწონს როგორ ეჭვიანობ სხვა ქალებზე.მომწონს ყველაფერი რასაც აკეთებ.არ მჭირდება არც ჩემი კრიმინალური ავტორიტეტი,არც იარაღი,არც ასობით ადამიანი გარშემო.დარწმუნებული იყავი იმაში რომ ბედნიერებისთვის საკმარისი ხარ.ჩემი პირადი ბედნიერება ხარ ქეთა,არვიცი ახლა რას ფიქრობ და რის თქმას აპირებ მაგრამ იცოდე,არც გაიფიქრო იმის თქმა რომ არ გიყვარვარ,არ გინდა ჩემს გვერდით ყოფნა და გეშინია იმის რაც ჩემს გვერდით გელოდება,საკმარისია ჩემთვის რომ უბრალოდ მითხრა „მიყვარხარ’’,იმისთვის რომ უსაფრთხოდ იყო ჩემს ცხოვრებაში აღარანაირი კრიმინალი აღარ იქნება,უკვე დავიღალე ყველაფრით,ძნელია ამ ტვირთით ცხოვრება,მართლა საშინლად ძნელია,უბრალოდ მინდა რომ რამე იმედის მომცემი მოვისმინო შენგან,რაიმე ისეთი რაც მაგრძნობინებს იმას რომ გჭირდები.
-ამას მოქმედება უფრო უხდება-სახეზე ფრთხილად შეეხო საყვარელ მამაკაცს და ტუჩებზე დაეკონა.-ორივემ იცოდა რომ ეს მარტივი არ იქნებოდა მაგრამ არ ადარდებდათ,უნდოდათ ერთმანეთის გვერდით ყოფნა,ჭირდებოდათ ერთმანეთი ისე როგორც არასდროს და არ ფიქრობდნენ იმაზე თუ რა იქნებოდა ერთი დღის,თვის ან ერთი წლის შემდეგ.
-ახლა რა მოხდება?-იკითხა ლანამ და ლექსოს გახედა.
-ზუსტად ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა რომ ამ დღიდან ყველაფერი შეიცვლება.-ხელი გადახვია მის გვერდით მდგომ ქალს და ლუკას გახედა.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო ძმაო-ღიმილით უთხრა ლუკამ და ნენეს შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო.


5 წლის შემდეგ...
-დედაა-გაბუტული აეკრა ქეთას ფეხებზე მაშო
-რამოხდა მაშიკო?-ხელში აიყვანა პატარა გოგონა და ეზოში მასთან ერთად გავიდა.
-ვაკო თმებს მწიწკნის.
-ვეფერებოდი ქეთი დეიდა-თავი იმართლა ბავშვმა.
-წაადით დანარჩენებთან ერთად ითამაშეთ.-ძირს დასვა სიფრიფანა სხეული და დემეტრეს მიუახლოვდა.
-ამჯერად რაზე წუწუნებს ჩვენი პრინცესა?-ხელი მოხვია საყვარელ ქალს
-ისევ ჩემს შვილთან აქვს პრობლემები არაა-გაიღიმა ნენემ
-ხოო,ისევ ვერ რიგდებიან.-გაიცინა ქეთამ
-ორი მოურიგებელი იზრდება ჩვენს ხელში.
-ჰაჰ,მე ორივე ჭკვიანი გამომადგა-გვერდით ამოუდგა ლანა ლექსოს.
-მამას გვანან-ღიმილით უთხრა დემეტრემ და მათ წინ მოთამაშე ბავშვებს გახედა.
ეს იყო ოჯახი,ეს იყო ბედნიერება.6 ადამიანი ისინი ვინც ერთად 5წლის წინ შეიყარნენ და 6 საოცრება რომლებიც 5წლის განმავლობაში შეეძინათ.ვის სჭირდებოდა თქვენი ანტიმაფიური წოდება,თქვენი იარაღი როდესაც გვერდით ასეთი ადამიანები ყავდათ.





მგონი საყვარლობა გამოვიდა
ველი შეფასებას
მიყვარხართ ყველა heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი თათა

ვაიმე დემეტრეს სიტყვებზე ლამის ამეტირა heart_eyes
ვიცოდი რომ ამ ისტორიას შენი ხელი მოუხდებოდა
ამდენ ემოციასაც არ ველოდებოდი ძალიან კარგიიყო heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თათა
ვაიმე დემეტრეს სიტყვებზე ლამის ამეტირა heart_eyes
ვიცოდი რომ ამ ისტორიას შენი ხელი მოუხდებოდა
ამდენ ემოციასაც არ ველოდებოდი ძალიან კარგიიყო heart_eyes heart_eyes


ძალიან დიდი მადლობა თათაა❤️
იმდენად მახარებს შენი სიტყვები რომ არვიცი innocent

 


№3  offline წევრი ქ ე თ ა თ ო

ძალიან კარგიი იყო????????ტკბილი, თბილი საყვარელი ????????ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი❤❤

 


№4  offline მოდერი ენქეი

ქ ე თ ა თ ო
ძალიან კარგიი იყო????????ტკბილი, თბილი საყვარელი ????????ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი❤❤




დიდი მადლობა❤️ვეცდები ასეთი ისტორიებით გაგანებივროთ❤️

 


№5  offline წევრი Ανάξιος

ნამდვილად საყვარლობააა ❤️ ძალიან მომეწონა განსხვავებული იყო ❤️წარმატებები ❤️

 


№6  offline მოდერი ენქეი

korean
ნამდვილად საყვარლობააა ❤️ ძალიან მომეწონა განსხვავებული იყო ❤️წარმატებები ❤️



ძალიან დიდი მადლობა❤️

 


№7 სტუმარი ლიკაა

მეჩვენება თუ რაღაც ძალიან მაგარი იყო
ღმერთო როგორ მომწონს დემეტრე თავისი ჯიუტი ხასიათით და მისი თვალებით
აი ქეთა რომ იძირება ისთვალები მომწონს
მგონი შემიყვარდა ეგბიჭი joy
როგორ ეჭვიანობდა ქეთაზე და ლუკაზე თან როგორ ნერვიულობდა მასზე რომ არაფერი დამართნოდა,როგორ ფრთხილად ექცეოდა.აი ცუდადვიყავი. heart_eyes
საოცარი ქიმია ქონდა ამ ორს❤️
ქეთაც რა საყვარელი და ამავდროულად რა ჯიუტი იყო.მაგრამ დემეტრესთან რომ ვერაფერს ხდებოდა ეგ მომწონდა innocent
ძალიან კარგი იყო მართლა
სითბოთი და სიყვარულით ამავსე.
საოცარი გოგო ხარ kissing_heart

 


№8  offline მოდერი ენქეი

ლიკაა
მეჩვენება თუ რაღაც ძალიან მაგარი იყო
ღმერთო როგორ მომწონს დემეტრე თავისი ჯიუტი ხასიათით და მისი თვალებით
აი ქეთა რომ იძირება ისთვალები მომწონს
მგონი შემიყვარდა ეგბიჭი joy
როგორ ეჭვიანობდა ქეთაზე და ლუკაზე თან როგორ ნერვიულობდა მასზე რომ არაფერი დამართნოდა,როგორ ფრთხილად ექცეოდა.აი ცუდადვიყავი. heart_eyes
საოცარი ქიმია ქონდა ამ ორს❤️
ქეთაც რა საყვარელი და ამავდროულად რა ჯიუტი იყო.მაგრამ დემეტრესთან რომ ვერაფერს ხდებოდა ეგ მომწონდა innocent
ძალიან კარგი იყო მართლა
სითბოთი და სიყვარულით ამავსე.
საოცარი გოგო ხარ kissing_heart




დემეტრე მეც მიყვარს გეფიცები joy
ამ კომენტარით მავსებ სითბოთი და სიყვარულით
მადლობა შენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის❤️❤️

 


№9 სტუმარი sali

შოკი პიკი პანიკაააააა, ლექსოოოო ძააან მაგარი ტოპიაააა, აი ძაააან, დემეც და ლუკაც, მაგრამ ლექსო იმენა ძმაა რა ძაან მაგარი იყოოო

 


№10 სტუმარი სტუმარი თათა

აი ძალიან ძალიან მაგარი იყო,აღარ მინდოდა დამთავრებულიყო,და წერიკი წარსულიდან მალე გაგეძელდება?

 


№11  offline წევრი Gvancoo

ახალ ისტორიებს დიდად გულს ვერ ვუდებ, მაგრამ ეს იყო რაღაც საოცრება ❤????

 


№12  offline მოდერი ენქეი

sali
შოკი პიკი პანიკაააააა, ლექსოოოო ძააან მაგარი ტოპიაააა, აი ძაააან, დემეც და ლუკაც, მაგრამ ლექსო იმენა ძმაა რა ძაან მაგარი იყოოო




შენ ლექსო შეგიყვარდა ანუ joy

 


№13 სტუმარი ანნნა

ყოჩაღ :)) სასწაული იყო, ძალიან ვისიამოვნე :)) მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის

 


№14  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თათა
აი ძალიან ძალიან მაგარი იყო,აღარ მინდოდა დამთავრებულიყო,და წერიკი წარსულიდან მალე გაგეძელდება?



მადლობა დიდი
კი დღეს საღამოს დავდებ❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი თიკო

მომეწონა,კარგი ისტორია იყო,მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები,რატო უწევთ ძალადობას პროპაგანდას?"მუხლებს დაგიმტვრევ",სკამზე დაახეთქა,კედელზე მიანარცხა.თქვენ ქალთან ასეთი მოქცევა ნორმალური გგონიათ?ასეთი მოძალადე ტიპები რატო გამოგყავთ უფრთო ანგელიზები?ჩემი აზრით კარგად უნდა ჩაუღრმავდეთ ამ საკითს,რადგან ძალიან სენსიტიური თემაა ეს.

 


№16  offline მოდერი ენქეი

Gvancoo
ახალ ისტორიებს დიდად გულს ვერ ვუდებ, მაგრამ ეს იყო რაღაც საოცრება ❤????



მადლობა❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგი რომ იყო რა ვქნაა? expressionless
ველოდები შემდეგ ისტორიას heart_eyes

 


№18  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თიკო
მომეწონა,კარგი ისტორია იყო,მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები,რატო უწევთ ძალადობას პროპაგანდას?"მუხლებს დაგიმტვრევ",სკამზე დაახეთქა,კედელზე მიანარცხა.თქვენ ქალთან ასეთი მოქცევა ნორმალური გგონიათ?ასეთი მოძალადე ტიპები რატო გამოგყავთ უფრთო ანგელიზები?ჩემი აზრით კარგად უნდა ჩაუღრმავდეთ ამ საკითს,რადგან ძალიან სენსიტიური თემაა ეს.





ანუ მოძალადე არა უფრო ცოტა უხეში,მაგრამ რავიცი მადლობა მაინც შენი აზრი რომ დააფიქსირე

 


№19  offline წევრი bird of life

ძალიან მაგარია heart_eyes სასიამოვნო და საინტერესო წასაკითხი იყო. ისე მოეწონა რომ ერთ ამოსუნთვაში წავიკითხეეე. სხვა მოთხროებებიც დადე და ასე გააგრძელე, მომწონს შენი წერის სტილი. წარმატებებიიი. :)

 


№20  offline მოდერი ენქეი

სტუმარი ნინი
ძალიან კარგი რომ იყო რა ვქნაა? expressionless
ველოდები შემდეგ ისტორიას heart_eyes




ვეცდები ახალი ისტორიით მალე დაგიბრუნდეთ
მადლობა❤️

 


№21  offline წევრი queentikooooo

ძალიან საყვარლობაა ენნ <3 ძალიან მომეწონა პერსონაჟებიც, შინაარსიც და მოქმედებების განვითარებაც <3 წარმატებები საყვარელო <3
დემეტრე ცეცხლი იყო ცეცხლიი <3

 


№22  offline მოდერი ენქეი

bird of life
ძალიან მაგარია heart_eyes სასიამოვნო და საინტერესო წასაკითხი იყო. ისე მოეწონა რომ ერთ ამოსუნთვაში წავიკითხეეე. სხვა მოთხროებებიც დადე და ასე გააგრძელე, მომწონს შენი წერის სტილი. წარმატებებიიი. :)



ძალიან დიდი მადლობა
უახლოეს მომავალში დაბრუნდებით ❤️

 


№23  offline წევრი Imagination88

აუ ამ ისტორიას ვკითხულობდი ოღონდ იქ "ქალბატონი შალიკიანი" ერქვა, თუ გახსოვს შენ მირჩიე ნახეო და შენი მეორე გვერდია??იქ მთლიანად არ დევს მგონი მხოლოდ სამი თავია მომწონს ეს ისტორია იქ ველოდი როდის დაიდება თქო და სად წავაწყდი როგორ გამახარე ❣️❣️

საოცარი ისტორია იყო, ძალიან საყვარლობა გამოვიდა ბოლოს დემეტრეს სიტყვები ემოციური იყო, საერთოდ მთელი ისტორია ემოციებით იყო დატვირთული.
მომეწონა, შემიყვარდა პერსონაჟები თვითონ ისტორია ძალიან მომეწონა მართლა კარგი იყო ❣️❣️

წარმატებები მარიამ ❣️❣️

 


№24  offline მოდერი ენქეი

A.N.A
აუ ამ ისტორიას ვკითხულობდი ოღონდ იქ "ქალბატონი შალიკიანი" ერქვა, თუ გახსოვს შენ მირჩიე ნახეო და შენი მეორე გვერდია??იქ მთლიანად არ დევს მგონი მხოლოდ სამი თავია მომწონს ეს ისტორია იქ ველოდი როდის დაიდება თქო და სად წავაწყდი როგორ გამახარე ❣️❣️

საოცარი ისტორია იყო, ძალიან საყვარლობა გამოვიდა ბოლოს დემეტრეს სიტყვები ემოციური იყო, საერთოდ მთელი ისტორია ემოციებით იყო დატვირთული.
მომეწონა, შემიყვარდა პერსონაჟები თვითონ ისტორია ძალიან მომეწონა მართლა კარგი იყო ❣️❣️

წარმატებები მარიამ ❣️❣️




მახარებს შენი სიტყვები ანა
ჩემი მეგობარი წერდა ამ ისტორიას მე კი უბრალოდ ჩემი სახელით და გვარით დარეგისტრირების უფლება მივეცი innocent
მაგრამ შემდეგ მითხრა რომ წერა მისთვის არ იყო და მთხოვა მე დამეწერა.
ჩემი გადმოსახედიდან პერსონაჟები ასე შევქმენი და არ მეგონა ამდენად თუ მოგეწონებოდათ heart_eyes
მართლა ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


№25  offline წევრი Imagination88

ენქეი
A.N.A
აუ ამ ისტორიას ვკითხულობდი ოღონდ იქ "ქალბატონი შალიკიანი" ერქვა, თუ გახსოვს შენ მირჩიე ნახეო და შენი მეორე გვერდია??იქ მთლიანად არ დევს მგონი მხოლოდ სამი თავია მომწონს ეს ისტორია იქ ველოდი როდის დაიდება თქო და სად წავაწყდი როგორ გამახარე ❣️❣️

საოცარი ისტორია იყო, ძალიან საყვარლობა გამოვიდა ბოლოს დემეტრეს სიტყვები ემოციური იყო, საერთოდ მთელი ისტორია ემოციებით იყო დატვირთული.
მომეწონა, შემიყვარდა პერსონაჟები თვითონ ისტორია ძალიან მომეწონა მართლა კარგი იყო ❣️❣️

წარმატებები მარიამ ❣️❣️




მახარებს შენი სიტყვები ანა
ჩემი მეგობარი წერდა ამ ისტორიას მე კი უბრალოდ ჩემი სახელით და გვარით დარეგისტრირების უფლება მივეცი

მაგრამ შემდეგ მითხრა რომ წერა მისთვის არ იყო და მთხოვა მე დამეწერა.
ჩემი გადმოსახედიდან პერსონაჟები ასე შევქმენი და არ მეგონა ამდენად თუ მოგეწონებოდათ heart_eyes
მართლა ძალიან დიდი მადლობა ❤️


არადა ისიც კარგად წერდა, იმედია რამე ახალი ისტორიით დაბრუნდება
❣️❣️
შენ კი მშვენივრად დაასრულე ძალიან მომეწონა, ყოჩაღ. "წერილი წარსულიდან"_ს მოუთმენლად ველი

წარმატებები შენც და შენ მეგობარსაც❣️❣️

 


№26  offline მოდერი ენქეი

A.N.A
ენქეი
A.N.A
აუ ამ ისტორიას ვკითხულობდი ოღონდ იქ "ქალბატონი შალიკიანი" ერქვა, თუ გახსოვს შენ მირჩიე ნახეო და შენი მეორე გვერდია??იქ მთლიანად არ დევს მგონი მხოლოდ სამი თავია მომწონს ეს ისტორია იქ ველოდი როდის დაიდება თქო და სად წავაწყდი როგორ გამახარე ❣️❣️

საოცარი ისტორია იყო, ძალიან საყვარლობა გამოვიდა ბოლოს დემეტრეს სიტყვები ემოციური იყო, საერთოდ მთელი ისტორია ემოციებით იყო დატვირთული.
მომეწონა, შემიყვარდა პერსონაჟები თვითონ ისტორია ძალიან მომეწონა მართლა კარგი იყო ❣️❣️

წარმატებები მარიამ ❣️❣️




მახარებს შენი სიტყვები ანა
ჩემი მეგობარი წერდა ამ ისტორიას მე კი უბრალოდ ჩემი სახელით და გვარით დარეგისტრირების უფლება მივეცი

მაგრამ შემდეგ მითხრა რომ წერა მისთვის არ იყო და მთხოვა მე დამეწერა.
ჩემი გადმოსახედიდან პერსონაჟები ასე შევქმენი და არ მეგონა ამდენად თუ მოგეწონებოდათ heart_eyes
მართლა ძალიან დიდი მადლობა ❤️


არადა ისიც კარგად წერდა, იმედია რამე ახალი ისტორიით დაბრუნდება
❣️❣️
შენ კი მშვენივრად დაასრულე ძალიან მომეწონა, ყოჩაღ. "წერილი წარსულიდან"_ს მოუთმენლად ველი

წარმატებები შენც და შენ მეგობარსაც❣️❣️




არამგონია რაიმე ახალი ისტორიით დაბრუნდეს,ასევთქვათ წერამ შეაშინა
ცოტა უცნაური იყო მისი ახსნა მაგრამ მაინც ვნახოთ რა მოხდება
მადლობა დიდი❤️

 


№27  offline წევრი sofo_sofia13

როგორ მიყვარს შენი ისტორიები შენ ხომ აზრზე არ ხარრ

 


№28  offline მოდერი ენქეი

sofo_sofia13
როგორ მიყვარს შენი ისტორიები შენ ხომ აზრზე არ ხარრ



ძალიან დიდი მადლობაა

 


№29  offline წევრი onlyifyou

ჯერ ასეთი არაფერი დაგიწერია heart_eyes
ცეცხლი ხარ შენც და დემეტრეც bowtie
ველი ახალ ისტორიას innocent
წარმატებები!

 


№30  offline მოდერი ენქეი

onlyifyou
ჯერ ასეთი არაფერი დაგიწერია heart_eyes
ცეცხლი ხარ შენც და დემეტრეც bowtie
ველი ახალ ისტორიას innocent
წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent