შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი წარსულიდან (თავი 8)


5-05-2020, 00:40
ავტორი ენქეი
ნანახია 761

დილით როდესაც ნინიმ გაიღვიძა უკვე 11 ხდებოდა,სწრაფად მოემზადა და ქვემოთ ჩავიდა.ირგვლივ მიმოიხედა ნაცნობი არავინ ჩანდა,იფიქრა ისევ კაფეში არიანო და სასწრაფოდ იქით გაემართა.
არც შემცდარა.თუკა,მარიამი და სალომე გემრიელად ყავას შეექცეოდნენ.
-დილამშვიდობის-ღიმილით მიმართა ნინიმ და მათ გვერდით დაჯდა.
-დილამშვიდობისა გვრიტოო-ღიმილით მიესალმა სალომე
-დანარჩენები სად არიან?-ბიჭები რომ ვერ დაინახა გაკვირვებული მიაჩერდა გოგოებს.
-ცოტახანს ჰაერზე გავიდნენ.-მხრები აიჩეჩა თუკამ და ყავა მოსვა.
-თითქოს შენობაში უჰაერობა იყოს-თავითვის ჩაიბურტყუნა და ერთი წვენი შეუკვეთა.
-ოჰოო,ბანდა შეკრებილა-მოულოდნელად მოესმათ სოფის გამაღიზიანებელი ხმა.
-ცოტაც და სიფათს ავახევ-გადაულაპარაკა მარიამს და ზურგი შეაქცია
-დაჟე ზურგს მაქცეევ?გუშინ შოთა შენს გამო რამხელა შარში გაეხვა იცი?
-შენ თავი რამეს ხო არ მიარტყი?-კითხვაზე კითხვით უპასუხა ნინიმ.
-გუშინ არც კი მიმიკარა,რამდენხანს ვაკაკუნებდი მისი ოთახის კარზე და ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა.და იცი რა მითხრა?
-დარწმუნებული ვარ რამე რომანტიკული.-თვალები მობეზრებულად აატრიალა და წვენი მოსვა
-დაახვიეო,აი ზუსტად ასე მითხრა და კარი ცხვირწინ მიმიხურა.
-და რა ვქნა კარი გავაღო?თუ რაგინდა ჩემგან?
-მინდა რო შოთას თავი დაანებო,კიდევ ერთხელ თუ დაგინახავ მის სიახლოვეს გაგანადგურებ.-თმაზე ხელი გადაუსვა ნინის
-შენ სრულ ჭკუაზე ხარ?-ფეხზე წამოდგა და წვენი ზედ გადაასხა.
-რა ჯანდაბაა-ტუჩები დაბრიცა გოგომ და ნინის თმაში წვდა.
-შე ძუ*ნა-დაიყვირა ნინიმ და სახეში დაარტყა.ზემოდან მოექცა და სახეში რტყმა დაუწყო.-შე ბო*ო გგონია მართლა სჭირდები?რამოდენიმე დღეში მიგაგდო შე საცოდავო,მე კიარა შენ რო კიდეერთხელ დაგინახო მის გვერდით ვერ გადამირჩები.
-ნინიი გაუშვიი-ხელი დაიჭირა თუკამ
-გამიშვი თუკა,თავი დამანებე.-გაცხარებულმა გათავისუფლა ხელი და თმებში წვდა.
-ეს ნინია?-ვიტრინის გარედან მყოფმა ლუკამ იკითხა და ხელი მისკენ გაიშვირა
-ამის დედაც-მისი დანახვისას წამსვე წამოენთო პაჭკორია და კაფეში შევარდა,სირბილით მიუახლოვდა ნინის,ხელები მუცელზე მჭიდროდ მოხვია და ხელში აიყვანა.
-შეე არაადამიანო-ყვიროდა ნინი-გამიშვი,გამიშვი შოთა.-ფეხებს აქეთ-იქით იქნევდა და სოფისკენ იწევდა
-წამოდი-უფრო მჭიდროდ ჩაბღუჯა მისი სხეული და სასწრაფოდ გაიყვანა კაფედან.
-გამიშვი სადმიდიხარ?-მისგან თავის განთავისუფლება სცადა
-ჩემს ნომერში,უმჯობესია ცალკე ვილაპარაკოთ.-ზურგზე მოიკიდა სიფრიფანა სხეული და კიბეები მასთან ერთად აირბინა
-შოთა გააფრინეეე?დამსვი,ახლავე ძირს დამსვი-ზურგზე მუშტებს ურტყავდა და მისგან დასხლტომას ცდილობდა.
-დაჯექი-უკვე ოთახში შესულმა თქვა და კარი დაკეტა.
-რაგინდა,თავი დამანებე მოვკლავ იმ საცოდავს-ისევ კარისკენ იწევდა ქალბატონი
-ნინიი რა გჭირს?-თბილი ხმით წამოიწყო საუბარი,ნინი საწოლზე დასვა და მის წინ ჩაიმუხლა.
-მაღიზიანებს გესმიის?მაღიზიანებს.სულერთია კიდე თუ დავინახავ შუაზე გავგლეჯ.
-რადააშავა მითხარი და მოვაგვარებ.
-არა,ახლოს არ გაეკარო,მე ხომ არ ვერევი შენს საქმეში მაშინ როცა ბიჭებთან გაქვს პრობლემები ახლა შენ არ ჩაერიო-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია შოთას
-დარწმუნებული ხარ რომ არ ერევი ხოლმე?-სიცილს მოჰყვა და ნინის სახეზე ხელი ჩამოუსვა
-რა მნიშვნელობა აქვს.შენ რა მართლა მოგწონს ისს?-აცრემლიანებული თვალები ააფახულა და მის წინ მდგომ მამაკაცს მიაჩერდა.
-არ თქვა რომ არმიტომ სცემე.
-არა იმიტომ ვცემე რომ ბო*ია.მაგას ვინ ეკითხება მე შენ გაგეკარები თუ არა.
ნაგავი.
-ასე გითხრა შოთას აღარ გაეკაროვო?-ცალი წარბი ზემოთ აწია და იმის ფიქრს მოჰყვა როდის მისცა იმის იმედი რომ ბოლომდე მასთან იქნებოდა.
-ხოო,დამერე წვენი გადავასხი.მერე თმებში მწვდა და ღმერთო ნაგავი,გავწიწკნი არვიცი რასვუზამ-ხელები რამდენჯერმე ნერვიულად აათამაშა ისე თითქოს სოფი მის წინ მდგარიყო და სახე დამანჭა
-დამშვიდდი კარგი?
-აი ძაან მშვიდად ვარ და იცი რაა.ახლა მე წავალ და გავისეირნებ.-განაცხადა კატეგორიული ტონით და ფეხზე წამოდგა
-სად გაისეირნებ სოფისთან კაფეში თუ ოთახში?-ეჭვნარევი მზერა შეავლო მის წინ მდგომ ქალს.
-არა,სოფისთან არა,გამიშვი-ხელი აუკრა და წასასვლელად შებრუნდა-ახლა მე წავალ,წავალ და გავისეირნებ.შენკიდევ შენი გოგოები აკონტროლე ძალიან გთხოვ-თქვა და დერეფანში გაუჩინარდა.
-რავქნა ძალიან ჯიუტია-ჩაილაპარაკა ღიმილით და საწოლზე ჩამოჯდა.


***
-ამისი ბო*ებიც მე უნდა დამსდევდნეენ?საერთოდ საიდან მოვიდა,ღმერთო გამძლეობა მომეცი.-ხელები მაღლა აღმართა და ლაპარაკს მოჰყვა.
-აქ ვის ხედავს ჩემი თვალები.-ნაცნობი ხმის გაგონებისას შეკრთა არ მოელოდებოდა აქ თომას გამოჩენას.
-აქ რას აკეთებ?-გაიკვირვა და ყურადღება მასზე გადაიტანა
-კარგი რა,არმითხრა რომ ჩემი დანახვა არ გაგიხარდა.
-არა,მაგრამ მაინც გხედავ!
-რაზე მიბრაზდები ნიინ?
-ასე ნუ მეძახი!-ტონი გაიმკაცრა ახალაიამ
-კარგი რა,შენი ტონი სასაცილოა,თუ იმის გამო ბრაზობ რომ შოთასთან დაკავშირებით  სიმართლე ვთქვი  ეს ხომ ისედაც აშკარაა.
-რას გულისხმობ?
-კარგი რა,ერთი მეგრელი აფერისტი ხარ.
ერთ წამს შოთა,მეორე წამს თომა,მესამე წამს...
-შე არანორმალურო-უხეშად მიუგო ნინიმ და სახეში სილა გააწნა.
-აი ამას კი განანებ ქალბატონო-ხელი უხეშად დაუჭირა და მასთან ახლოს მიიზიდა-იცი რომ დაგერხაა?-სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა,სხეულზე იარაღი მიადო და ფრთხილად უბიძგა წასასვლელად
-რას აკეთებ?-ამოისრუტუნა ნინიმ და წამით შეყოვნდა
-ფეხი გადაადგი თორემ ვერც შენ,ვერც შენი ორსულ რძალი,ვერც ძმა,ვერც შოთა და ვერც დანარჩენები ვერ გადამირჩებიან
-რაგინდა ჩემგან?-ცრემლიანი თვალები მიანათა თომას
-მინდა რომ ასეთი საცოდავი არ იყო,მაგრამ სამწუხაროდ ხარ.-ყურთან უჩურჩულა და მანქანის უკანა კარი გაუღო,ხელები შეუკრა და თავადაც ადგილი დაიკავა საჭესთან.სასწრაფოდ მოწყდნენ ადგილს,ისე სწრაფად თითქოს ვიღაც მისდევდათ.
-ნუ სლუკუნებ-ღვარძლით მიუგო და სვლა განაგრძო
-გთხოვ გამიშვი ,ხომ იცი რომ ეს კარგად არ დასრულდება.ისინი ჩემთან მოვლენ,მომძებნიან და ჩემს წასაყვანად მოვლენ.
-მოუთმენლად დაველოდები მათ მოსვლას-ღიმილით უთხრა მანქანა ნაპირზე გააჩერა და ნინის პირზე სკოჩი ააკრა.
-რას აკეთებ?-ამოილუღლუღა ნინიმ პირის დაჩულვამდე და საბრალო თვალებით მიაჩერდა.
-ჩემთვის შანსი უნდა მოგეცა.როგორც მე არ მქონდა შანსი,ისე არ გექნება შენც-ღიმილით მიუგო და მანქანა დაძრა.
ელოდა ნინი,ელოდა შოთას რომელიც მუდამ ისეთ დროს ჩნდება როდესაც არ ელოდება,მუდამ გასაჭირში მყოფს პოულობს,პოულობს და ეხმარება.
მთელი ეს დრო ეგონა რომ გამოჩნდებოდა მაგრამ სულ ტყუილად,ყოველთვის ვერ იგრძნობს როდის უჭირს ნინის,ყოველთვის ვერ დაეხმარება.
ცრემლებს ვერ იკავებდა ნინი.არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,უნდოდა თუ არა რომ ვინმეს ეპოვნა.
თუ იპოვიდნენ რა მოხდებოდა.
თუ არ იპოვიდნენ მაშინ რა მოხდებოდა.
ან თუ იპოვნიდნენ მიუსწრებდნენ თუ არა.
გული ეკუმშებოდა იმის გაფიქრებაზეც კი რომ მის საშველად მისული შოთა შეიძლებოდა მოეკლათ.
ან მისი ძმა...
მისი მეგობრები...

დაახლოებით ერთი საათი იმგზავრეს,შემდეგ თომამ მანქანა პატარა სახლთან გააჩერა.მანქანიდან გადავიდა და ნინიც უხეშად გადმოიყვანა.
-ფეხი გადაადგი-ზურგზე უხეშად უბიძგა და სახლში შეიყვანა,სკამზე დასვა და ფაქტიურად პარალიზებული დატოვა.
-სადაა შენი ტელეფონი-კურტკის ჯიბეები მოძებნა და ტელეფონის პოვნისას ფართოდ გაიღიმა,ძირს დააგდო და ნაფლეთებად აქცია შემდეგ მასთან ახლოს მიიწია და თავის ტელეფონში ჩაახედა-მოდი მივწეროთ შოთას.მოიცადე ჯერ ფოტოს გადაგიღებ-თმა ყურის უკან გადაუწია და ფოტო გადაუღო.შოთას გაუგზავნა და თან პატარა ტექსტიც მიაწერა "ნინი მე მყავს,მოდი და წაიყვანე
პ.ს. თომა"
-ესეც ასე,მოვლენები საინტერესოდ ვითარდება.ვნახოთ აბა თუ მოინდომებს შენს მოძებნას-ნინის სახეზე მოეფერა და ოთახიდან გავიდა.


***
შოთა სასტუმროს ჰოლში მიდიოდა როდესაც მისი ტელეფონი აწკრიალდა,უცხო ნომრიდან იყო შეტყობინება.
წამში გახსნა და ადგილზე შედგა.ნინის სხეულის დანახვისას კბილები ნერვიულად გააღრჭიალა და წარწერას დააკვირდა.
მისი ცრემლიანი თვალების,მისი დაბმული და უძლური სხეულის დანახვისას თვალები სიბრაზისგან გაუფართოვდა და სასწრაფოდ ბიჭებთან გავარდა რომლებიც სასტუმროს ეზოში ცოლებთან ერთად იდგნენ.
-რა მოხდა ძმაო?-მისი წაშლილი სახის დანახვისას იკითხა ცოტნემ
-ამას შეხედეთ-თქვა და ტელეფონი გაუწოდა
-რაა,ნინი?სადაა-ტელეფონის ეკრანს ნერვიულად უმზერდა ალექსანდრე
-არვიცი მითხრა გავისეირნებო და ახლახანს მივიღე ეს შეტყობინება,იმ თომასგან.
-შოთა მასზე რაღაც უნდა იცოდე.-ყოყმანით წამოიწყო ლუკამ და მხარზე ხელი დაადო.
-რამოხდა ლუკა.
-თომა უბრალოდ თომა არ არის.
-რას მიედმოედები დროზე მითხარი.-თავს ძლივს იკავებდა მთელი ხმით რომ არ ეყვირა.
-ის ჩვენი ბავშვობის მეგობარი,თომა ბარნაველია.
-ვიინ?ის თომაა ვიზეც მე ვფიქრობ?-ძარღვები დაებერა და მთელი სხეული დაეჭიმა.
-მომისმინე ხო,ისაა და
-შენ საიდან იცი?
-მომისმინე ავუხსენი რომ აქედან თუ არ დაახვევდა პრობლემები ექნებოდა.არმეგონა ასე თუ მოხდებოდა.
-არგეგონა?ბიჭო შენ ში*ხოარგაქ?-ხელი კრა მეგობარს შოთამ,თითქმის უკვე ყვირილზე გადავიდა.
-დამშვიდდი შოთა-წინ დაუდგა ცოტნე
-რა დამამშვიდებს ცოტნე,ეს რა გააკეთე ლუკა.ხედავ რა მოხდა?
-მეგონა წავიდოდა.
-შენ გეგონა იმას ნიშნავს რომ მართლა დაახვევდა?მაგის დედაც.-თქვა და წასასვლელად შებრუნდა.
-სად მიდიხარ-კითხა ალექსანდრემ
-შენ მერე მოგხედავ-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ლუკას და ალექსანდრეს მიუბრუნდა-სულ ერთია მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს,შუბლში ტყვიას დავახლი.ნინის ერთი თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს თმიდან წამებით სულს ამოვხდი.-ანთებული თვალები მიანათა ირგვლივ მყოფებს და სასტუმროში სირბილით შევიდა...



№1 სტუმარი სტუმარი lika

ყოჩაღ,ეს თავი რაღაც ძალიან განსხვავებული იყო
ველიშემდეგს
წარმატებები heart_eyes

 


№2  offline მოდერი ენქეი

სტუმარი lika
ყოჩაღ,ეს თავი რაღაც ძალიან განსხვავებული იყო
ველიშემდეგს
წარმატებები heart_eyes



დიდი მადლობა ლიკა ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ ჰოპ და დაემსგავსა ბანალურ ისტორიას, რატო გავს ყველა ისტორია ერთმანეთს ? ყველგან გატაცება ,ძველი უარყოფილი თაყვანისმცემელი და მერე გმირი შეყვარებული ,ბოლოს მიხვდებიან რომ თურმე ერთმანეთის გარეშე სუნთქვა უჭირთ :))

 


№4 სტუმარი სტუმარი თათა

აუუ მალე დადე და ცოტა დიდი თავები რაა

აუუ მალე დადე რაა

 


№5  offline მოდერი ენქეი

A.N.A
აუ რა ამბებიაა ❣️❣️
ვერაფერს ვიტყვი ჯერ, არ დაგვეკარგო ახლა ❣️❣️





არ დავიკარგები ❤️კვირის ბოლოს დავდებ❤️

სტუმარი gvantsa
ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ ჰოპ და დაემსგავსა ბანალურ ისტორიას, რატო გავს ყველა ისტორია ერთმანეთს ? ყველგან გატაცება ,ძველი უარყოფილი თაყვანისმცემელი და მერე გმირი შეყვარებული ,ბოლოს მიხვდებიან რომ თურმე ერთმანეთის გარეშე სუნთქვა უჭირთ :))




აუ ჩაგეთვალა. ;დდ

 


№6  offline წევრი Imagination88

სტუმარი gvantsa
ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ ჰოპ და დაემსგავსა ბანალურ ისტორიას, რატო გავს ყველა ისტორია ერთმანეთს ? ყველგან გატაცება ,ძველი უარყოფილი თაყვანისმცემელი და მერე გმირი შეყვარებული ,ბოლოს მიხვდებიან რომ თურმე ერთმანეთის გარეშე სუნთქვა უჭირთ :))


რა მართალი რაღაც თქვი იცი?? ჩემ აზრს ათიანში მოარტყი :დდ❣️

 


№7  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თათა
აუუ მალე დადე და ცოტა დიდი თავები რაა

აუუ მალე დადე რაა




ვეცდები ყველანაირად

 


№8  offline წევრი onlyifyou

ძალიან მომწონს ეენნ
ველი შემდეეგს heart_eyes

 


№9  offline მოდერი ენქეი

onlyifyou
ძალიან მომწონს ეენნ
ველი შემდეეგს heart_eyes



მადლობაა❤️

 


№10  offline წევრი lelukalelo

მგონი კულმინაციას ვუახლოვდებით bowtie

 


№11 სტუმარი სტუმარი თათა

დღეს ველოდოთ ახალ თავს თუ არა

 


№12 სტუმარი ატბ

როდის დადეეებ

 


№13  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თათა
დღეს ველოდოთ ახალ თავს თუ არა



შაბათს საღამოს დავდებ

 


№14 სტუმარი სტუმარი თათა

რატო არ დეფ ახალ თავს

 


№15 სტუმარი სტუმარი თათა

რატო დაგვეკარგეე❤❤

 


№16 სტუმარი სტუმარი თათა

მე-9 თავს აღარ დეფ თუ აღარ აგრძელეფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent