შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Fly [სრულად]

7-05-2020, 02:19
ავტორი ელპინი
ნანახია 3 686

.Fly me to the MOON.

ჩემი ყელსმომდგარი გულისრევა და ხორხში გაჩხერილი ხმაურიანი ჰაე ხარ, მიუხედავად იმისა, რომ შენი წარმოთქმისას სახმო სიმები არ ჟღერს, მაგრამ - ვღრიალებთ. ჩშ, ვერავინ გაიგებს.

წყვდიადიდან შემომსკდარო, გარდამტეხე, როგორც პრიზმიდან მახვილკუთხად ამართული სხივი თეთრზე მოხვედრისას.

ხმოვანო - მარცვლებად შემდგარო და სიტყვად გარდაქმნილო ფროიდისტო, ახსენი მოძღვნილ სიზმართა შეჭმარიტება და მიმიყვანე მწვერვალამდე.

სიჩქამიერევ, ჩემს ჰუმანიტარულობას ვფიცავ, გაგაფრენ პლუტონზე. უფრო სხვანაირად, კოსმიურად დაგფშვნი და აგაწყობ იმ პაზლებად, რომელთანაც თამაში გულამდე მიყვარს და მერე, ვით მიძინებული ვულკანი უეცარი გაღვიძებისას, ყელგახეთქილმა დამწვი.

სისხლის მიმოქცევის სისტემავ, იჩქეფე, როგორც გამწარებულმა სითხემ, რომელიც თქრიალით გადმოდის ჭრილობის სიღრმიდან. მერე კი, შეიკარი კოლტად და აი, ასე, საზიზღრად გამომესახე კანზე, როგორც უკანასკნელი ფერადი გაელვება.

ერთო ციფრო და მარადიულო სიმრგვალევ, როგორც გრძნობათა დამაგვირგვინებელო გორგალო, დამატყვევე და დამიგულე შენად, ვით გადაღლილი დიუნები - სიმშვიდისთვის მებრძოლნი.

მნათობო, უზარმაზარო და შემზიარებელო მთვარის სარკასტულობისა, თვით ამ უნარშეპყრობილო, დამიმონე და მიიღე შეწირვა ჩემი შენდამი, როგორც ძღვენი და ვით ქრისტიანთათვის - კვართი.

.არარაობავ.
.უმანკოებავ.

***
შუაღამისას კარზე რიტმულად კაკუნმა გამაღვიძა. ერთი - დო, ორი - რე, სამი - მი; ვიდრე კარამდე მივიდოდი, კაკუნის თვლას ვაგრძელებდი - ოთხი - ფა, ხუთი - სო, ექვსი - ლა, შვიდი - სი და კარი გამოვაღე ყოველგვარი კითხვის გარეშე.
- დო, ნატიფო.
გამცრა. ალბათ, დილის ხუთი საათი იქნებოდა დაწყებული.
- არ მკითხო, რატომ არ დაგასრულებინე.
ავცახცახდი. რამდენიმე წუთი უკვე გავიდა მზერათა პაექრობით.
- შენი აივანი მომყიდე.
ავფეთქდი, ვით მცენარეები გაზაფხულზე ყვავილობისას.
- მაისი ახლა დაიწყო, სავსე მთვარე მოგვისწრებს მალე. მხოლოდ აივანს გთხოვ.
სიჩუმენაჭამი ვკანკალებდი. საკუთარ თავს ტრაგედია მოვუწყვე.
- ვიცი, რომ ჩემი გეშინია.
ჩემი ტვინი ლაპარაკობდა, მე - ვერა.
- აივანი მჭირდება, გესმის?
მესმოდა, მაგრამ ვერ ვიგებდი.
- ნატიფო, გინდა სოკო შევწვათ?
არაადეკვატურობისგან გავაფრინე - ლამის.
- ძალიან მიყვარს სოკო. შენ არ გიყვარს?
არ მჯერა. ვერ მოხდება ის, რაც სიზმარშიც წარმოუდგენელია. რეალობას გაცდენილ კომბინაციას არავითარი საფუძველი აქვს ახდენისა.
- აივანი მომყიდე და სოკო შევწვათ.
მისი ღიმილი მახევებდა და მთრგუნავდა. ცარიელი სიტყვებით მოთამაშე ჩემს ფსიქიკაზე სიცხადით მოქმედებდა.
- ოვა, ჩემი მართლა გესმის?
ცას მიჭედებული აბრა ვიყავი გამოსახულებით - "მდუმარენი".
- რატომ ამბობ ჩემს სახელს? - ყველა კითხვას აცდენილი გამჭოლად მივაჩერდი. ვგრძნობდი, პასუხზე ციებ-ცხელება დამემართებოდა.
- შენს სახელს ჩემნაირად ვინმე წარმოთქვამს?
და მე მერე უცებ დავფიქრდი, კითხვები ერთ მასად იქცა გონებაში და ვერც გამოწვლილვითი ანალიზი უშველიდა ტორნადოდან იმ ერთი კითხვის გამოტანას, რომელიც მიღრღნიდა მთელ ორგანიზმს.
- არ ვიცი. - გაურკვევლობით გაჟღენთილმა "მოუსმენელი" პასუხი დავუბრუნე.
- არავინ, ოვა.
- შენ საიდან იცი? - გულუბრყვილოდ ვკითხე და ჩემ უკან კედელზე დაკიდებულ საათს გავხედე.
- მე ბევრი რამ ვიცი. მომყიდი აივანს?
- რისთვის?
- მჭირდება.
- გამიგონია, ყველაფერს აქვს მიზეზიო. - ფეხის ტერფები გამეყინა ცივ იატაკზე დგომისგან და ოდნავ ფეხის წვერებზე წამოვიწიე წამიერად.
- ჩემკენ მოდიხარ?
სწრაფი რეაგირება მისი დადებითი მხარე იყო, შევამჩნიე.
- არა. რისთვის გჭირდება ჩემი აივანი, ან როგორ გამოიყენებ? - თითქოს, ტვინი ამოქმედდა. სადღაც მიჩქმალული კუთხიდან "დატუქსული" გამბედაობა მაგნიტით მოვიზიდე.
- მინდა, მეგულებოდეს. უბრალოდ, ვიყიდი. არ ვიცი, როგორ აგიხსნა. ისევ შენი იქნება, მხოლოდ მე ვიყიდი. გაიგე, ჰომ, ოვა?
არ ვიცი, რამ დაგვაბნია. მრავლობითმა წუთის წინ შემაშინა.
- ფორმალობა აუცილებელია?
- გამთენიის ხანია, კარში ვდგავართ და ვლაპარაკობთ. უკან ფონი აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ წინ - სინათლე. არ გინდა, სოკო შევწვათ?
- უნდა გენდო?
- ნახევარ წამს გაძლევ პასუხისთვის.
- შევწვათ.
- გავუსინჯოთ არანორმალურობას გემო?
- აგვცდება?
- მე მემო ვარ. სოკოზე და შენზე შეყვარებული.
გავშეშდი. ვერ გავიაზრე.
- ვთქვი უკვე. ნუ დუმხარ. ყველაფერი ადრიანად დაიწყო. ამის ახსნა აუცილებელი არ არის. შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, ოვა.
გადამიარა ოკეანის სიღრმიდან მომავალმა ცუნამმა და მაშინ მივხვდი, იმის სიღრმე ძალიან დიდი იყო.
- რატომ თქვი?
- იმიტომ, რომ მიყვარხარ.
გამიწყდა გულისცემა და ფშვინვა ამოვუშვი. ყოველგვარი სიმკვეთრე დამეკარგა.
- არ შეიძლება ასე თქვა.
- ოვა, შენ სოკო გიყვარს, თუ ჩემთვის ჭამ?
- საშუალოდ.
- აივანი ჰომ მომყიდე?
- Let me play among the stars.
- Let me see what spring is like.
- On a, Jupiter and Mars.
- ოვა, მართლა გჯერა ამ პლანეტების?
- მჯერა. შენ - კოსმოსის?
- მე მხოლოდ შენი და სოკოს სიყვარულის მჯერა. წეღან კითხვაზე არ მიპასუხე.
- კი - მეთქი, მემო.
გამაკანკალა. მისი სახელის წარმოთქმისას გაელვება და უკან მოყოლილი ჭექა ერთჟამიერად ვიგრძენი სხეულში. ძალიან მინდოდა, წინ სარკე ყოფილიყო. გამეხსნა ჩემი სხეული და დამენახა - რა ხდებოდა შიგ.
- In other words, hold my hand.
- მე მაინც არ ვიცი, რატომ გინდა ჩემი აივანი.
- რა დროსაც არ უნდა მოვიდე, ყოველთვის პასუხი მექნება, რომ შემიძლია კარს იქეთ ვიდგე და გელოდო.
- სოკო მალე იქნება? - გადავიტანე. არ ვიცი, რას ვებრძოდი.
- თან ჩემთვის ჭამ, თან - გიყვარს. არ აღიარე, ჰომ?
- მემო, გეყოფა, ისედაც მეძინება.
- მალე მცენარეებს უნდა მიხედო.
- შენ რა იცი?
- ვახ, ჩემი აივანია უკვე.
- უცნაური ხარ, მემო.
- არაუშავს, ოვა. ყველაფერი გაივლის. შენ ისედაც ძალიან ბევრი იცი.
და მერე ვჭამეთ სოკო. მისი საყვარელი.

.Fly me to the MOON.

გამომწოვე, ვით უკანასკნელი სისხლის წვეთი.
შემჭამე, როგორც თვალებაელვარებულმა მგელმა.

.უფსკრულო.
.კოსმიურობავ.

***
- ოვა, შენ ძალიან ლამაზი ხარ. არ უნდა დაგღეჭო.
- ამას რატომ მეუბნები?
- იმიტომ, რომ მიყვარხარ. უნდა გადამირჩე და მჭირდები.
სასწაული ვიწამე. საღაციდან მოდის ბედისწერა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. ბედნიერება შენ გვერდითაა, უბრალოდ, მოიხედე.
- შენ ჩემი სასწაული ხარ, ოვა. არასდროს დამიმათავრდე. ახლა გაკოცებ, კარგი?
მერე უცებ მაკოცა. ტუჩთან ახლოს და გვერდით, ბაგეებით ოდნავ შემეხო და იქვე სუნთქვა შემომაფრქვია.
თავსხმა წვიმაში სკვერში ვისხედით და ისე, როგორც შეეფერებათ ზღვარგადასულებს, სამყაროს არ ვემორჩილებოდით.
- შენ უნდა მიცეკვო, ოვა.
მე ვტრიალებდი. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ. მთავარია, გრძნობ და იცი, რეალურია. პირველივე წამიდან იჭერ იმას, რასაც ელი - მუდამ.
- იკისკისე, ოვა.
თუ მე დავარღვევ ხმაურს და ვიქნებით - ჩვენ, სრულყოფილი მოვკვდები.
- მე შენ ძალიან მიყვარხარ. სოკოც, არ დამავიწყდეს. ჩემი დამოკიდებულება და ექსტაზი ხარ.

***
სინატრა მთვარეზე ვნახე და ჩვენ გავფრინდით.
არ ვფიქრობდი, რომ ახლა დედამიწა არ ბრუნავდა; პირიქით, ყველაფერი ჩვეულ რიტმში იყო, რაც ბუნების მსაჯულმა კანონად დაადგინა.
ზემოთ აღნიშნული ჩემს შინაგანს საერთოდ არ ეხებოდა, რადგან გულისრევამდე ვიყავი მისული მთვარის მოსმენით, რომელზეც ცხოვრება გადავწყვიტეთ.
.And we fly to the MOON.

არაფერი მითქვამს, ხალხო. თქვენ გააგრძელეთ. მე ჩემი გამოვხატე.

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები. . .

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები. . .

♥️♥️♥️

№3  offline მოდერი სალანდერი

ჰო, ფრედი. . .ეს ახალია.
"სიჩუმენაჭამი" - ყველაზე ლამაზად ამაზრზენი სიტყვაა თუ ფრაზა, იქნებ წინადადებაც. სამი ერთში.
აივნის ყიდვა მაგარი აზრია. თან თუ ეს აივანი მთვარეზეა. ქვემოთ ჩვეულებრიცი სიგიჟეა. გამთენიისას რომ ვინმეს კარზე, აივნის საყიდლად და იქ სოკოს შესაწვავად აკაკუნებ, ხო სიგიჟეა და რომ გთანხმდებიან? და ის მთავარი, ზემოთ, რა ჯანდაბაა? მოწევა დაიწყე? სად გახვედი, საიდან აიღე ან საიდან ჩამოიტანე?საერთოდ სხვა დონეა, მეტისმეტად, სამჯერ დავუბრუნდი.
შენ შეშლილი ხარ.
იმედი მაქვს მხოლოდ მთვარესთან საუბრებს "ეწევი".
მთელი არსებით შეშლილი ხარ.
ყოჩაღ პატარავ, მიყვარხარ მე შენ. . .

№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ჰო, ფრედი. . .ეს ახალია.
"სიჩუმენაჭამი" - ყველაზე ლამაზად ამაზრზენი სიტყვაა თუ ფრაზა, იქნებ წინადადებაც. სამი ერთში.
აივნის ყიდვა მაგარი აზრია. თან თუ ეს აივანი მთვარეზეა. ქვემოთ ჩვეულებრიცი სიგიჟეა. გამთენიისას რომ ვინმეს კარზე, აივნის საყიდლად და იქ სოკოს შესაწვავად აკაკუნებ, ხო სიგიჟეა და რომ გთანხმდებიან? და ის მთავარი, ზემოთ, რა ჯანდაბაა? მოწევა დაიწყე? სად გახვედი, საიდან აიღე ან საიდან ჩამოიტანე?საერთოდ სხვა დონეა, მეტისმეტად, სამჯერ დავუბრუნდი.
შენ შეშლილი ხარ.
იმედი მაქვს მხოლოდ მთვარესთან საუბრებს "ეწევი".
მთელი არსებით შეშლილი ხარ.
ყოჩაღ პატარავ,მიყვარხღ მე შენ. . .

ჩვენ აუცილებლად გავფრინდებით მთვარეზე!. . .
ბევრს ვეწევი. რა გინდა რომ ქნა? ერთი ჩაყრა არაა საკმარისი.
მეც ძალიან მიყვარხარ შენ, ჩ ე მ ო
ფ რ ო ი დ ი ს ტ ო!. . .

№5  offline წევრი აბაშიძე

ელ.

კითხვის დაწყებამდე უკვე რომ ღიმილი მაქვს აკრული ნორმალურია ნეტა?

მერე მანიაკივით რომ ვკითხულობ ეგ?

აი სასვენი ნიშნების გამოყენება რომ ვერ ვისწავლე ეგ?

ჯანდაბა.

ძალიან მიყვარს რასაც წერ რა.

აი მანიაკივით.

რომელი საათია.

ვერ ვაზროვნებ.

რა დავწერო არ ვიცი.

პრობლემები მაქვს მგონი.

ისევ წავიკითხავ რომ გათენდება.

შენ არ ხარ ნორმალური რა.

შემდეგამდე.

№6  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ელ პინის სამყარო და მისი მორიგი, ლამაზი რეფლექსიები, რომელსაც როგორც უცხოს უნდა შეხედო, წაიკითხო, აღიქვა და ისევ დატოვო.
დატოვო იმიტომ, რომ ეს მხოლიდ მისია... ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№7  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე
ელ.

კითხვის დაწყებამდე უკვე რომ ღიმილი მაქვს აკრული ნორმალურია ნეტა?

მერე მანიაკივით რომ ვკითხულობ ეგ?

აი სასვენი ნიშნების გამოყენება რომ ვერ ვისწავლე ეგ?

ჯანდაბა.

ძალიან მიყვარს რასაც წერ რა.

აი მანიაკივით.

რომელი საათია.

ვერ ვაზროვნებ.

რა დავწერო არ ვიცი.

პრობლემები მაქვს მგონი.

ისევ წავიკითხავ რომ გათენდება.

შენ არ ხარ ნორმალური რა.

შემდეგამდე.

მომენატრე. . .
მადლობა!
არივედერჩი.
♥️

ქეთი იმერლიშვილი
ელ პინის სამყარო და მისი მორიგი, ლამაზი რეფლექსიები, რომელსაც როგორც უცხოს უნდა შეხედო, წაიკითხო, აღიქვა და ისევ დატოვო.
დატოვო იმიტომ, რომ ეს მხოლიდ მისია... ❤️

ძალიან მიყვარხარ, ჩემო ადამიანო! ♥️

№8  offline წევრი ტურაგო

იცი რატომ მომწონს შენი ნაწერები ყოველთვის?თან რეალობის მანტიით მოსავ და ამავე დროს სიუჟეტურად მაგარი გასულია ამ მოსაწყენი ერთფეროვანი სამყაროსაგან ძალიან შორს.
სიტყვებს ისე აკემსავ ერთმანეთზე,კითხვის ჟამს თითქოს უწყვეტ ნაკადად იწყებენ გადმოდენას გონებაში,მერე კი ბოლო ფრაზებთან ამ აკადის დასასრული მენანება...
არ ვიცი,მე ასე ვგრძნობ.

№9  offline ადმინი ელპინი

ტურაგო

მიხარია, რომ ივსები ასეთი შეგრძნებებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძნობ. თუმცა, დასასრული არ ნიშნავს დასასრულს. მადლობა, ტურაგო! ♥️

№10  offline მოდერი guroo

პინო, როგორ ხარ?
მემო მეც მჭირდება ცოტახნით. ისეთი პერსონაჟია, გაუფერულებასა და მელანქოლიას რომ შენამდე არ მოუშვებს.
სიყვარულის შენარჩუნება გაგჭირვებია ოდესმე?

№11  offline ადმინი ელპინი

guroo
პინო, როგორ ხარ?
მემო მეც მჭირდება ცოტახნით. ისეთი პერსონაჟია, გაუფერულებასა და მელანქოლიას რომ შენამდე არ მოუშვებს.
სიყვარულის შენარჩუნება გაგჭირვებია ოდესმე?

არა, არასდროს გამჭირვებია. ალბათ, ტრაგედია იქნება ჩემთვის ამის გარეშე ცხოვრება.
.მე ყველა და ყველაფერი მიყვარს.
მე მჯერა,
ყველას ეყოლება-ჰყავს თავისი მემო. . .

№12 სტუმარი დაკარგული

მომენატრე ელ... შენი სამყარო მომენატრა მთელი თავისი მშვენიერებით.
იცი?! ვფიქრობ ადამიანი დადგენილი ფასეულობებოსა და გრძნობების მიღმა უნდა მიილტვოდეს, შენს ყოველ ნაწარმოებში კი ამას ვხედავ. შენთვის არც ერთი გრძნობა არაა უბრალო. შენ მათ მიღმა იხედები და იმას ხედავ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ...
უსაზღვრო და მომხიბვლელი ხარ ელ...

№13  offline ადმინი ელპინი

დაკარგული
მომენატრე ელ... შენი სამყარო მომენატრა მთელი თავისი მშვენიერებით.
იცი?! ვფიქრობ ადამიანი დადგენილი ფასეულობებოსა და გრძნობების მიღმა უნდა მიილტვოდეს, შენს ყოველ ნაწარმოებში კი ამას ვხედავ. შენთვის არც ერთი გრძნობა არაა უბრალო. შენ მათ მიღმა იხედები და იმას ხედავ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ...
უსაზღვრო და მომხიბვლელი ხარ ელ...

უზომოდ სევდიანი მეჩვენა შენი სიტყვები და ვიგრძენი, რომ რაღაც გაწუხებს, ოღონდ არ მკითხო - როგორ. ეს თავისით ხდება ხოლმე.
მხოლოდ ერთ პასუხს გაგცემ, რომ რამდენ ხანსაც არ უნდა ვიცოცხლო, ზუსტად ვიცი, სიყვარულს არასდროს დავკარგავ არავის და არაფრის მიმართ. ჩემთვის, როგორც სიმშვიდის მოყვარულისთვის და მეტისმეტად ჰუმანურისთვის, სილამაზის აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ არ უნდა გიყვარდეს ის, რასაც/ვისაც არ იცი რამდენ ხანს ხედავ? წამ-ებ-ი უნდა დაიჭიროს ადამიანმა!
მიხარია, რომ აქ ხარ და მადლობა, თუ სიამოვნებას განიჭებს ჩემი ნაწერების კითხვა! ცხოვრება მეტისმეტად მშვენიერია, უნდა ეცადო დაინახო და ხშირად გაიღიმო! ♥️♥️♥️

№14  offline წევრი სიბილა

უკაცრავად?სალანდერის არ იყოს,რა მოწიე.ან არ ვიცი. რა დაგესიზმრა.ან არ ვიცი , რა ფანტაზიები გნისლავს ასეთი.ეხლა, რომ შემოვიპარო და აივნის ზემოთ ჩემი მესამე Tვალი მივამაგროოო,აი,ნამდვილად დაიმსაახურე.ჰო,და სოკოს რომ წვავ,იმედია სულგუნის გულსართი არ გავიწყდება stuck_out_tongue_winking_eye

№15  offline ადმინი ელპინი

სიბილა

ვაიმეეეე, სულგუნის გარეშე სოკო რა არის საერთოდ, მიყვარს სიგიჟემდე მეც და სალანდერსაც! რუსა, მოდი და მე გაგიკეთებ, გპირდები! ♥️♥️♥️

№16  offline წევრი სიბილა

ელპინი

flushed flushed

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent