შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედი მასწავლებელი 4


8-05-2020, 10:22
ნანახია 1 026

-მითხარი მამა-ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა მამაჩემს, ამდენი ხნის შემდეგ პირველად დავუძახე მას მამა
-მოკლედ, დედაშენი შენზე ორსულად რომ იყო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ როდესაც ერთი ამბავი გავიგე, მაშინ ძალიან განვიცადე, რა ამბავი? დედაშენმა მე მიღალატა ლიზი, უბრალოდ ადგა და მიღალატა, შემდეგ კი მატყუებდა შენი შვილია-ო, ძალიან რთული იყო
-შემდეგ რა მოხდა?
-რა მოხდა და არაფერი, გაგაჩინა და გივლიდა, მეც შემქონდა წვლილი, ბოლოს და ბოლოს ჩემს თვალ წინ იზრდებოდი, მეც ადამიანი ვარ და შესაბამისად, მიდა არ მინდა შემიყვარდი, რა მოხდა რომ ჩემი ბიოლოგიური შვილი არ ხარ? მე შვილივით მიყვარხარ ლიზი. იცი რომ ეს სახელი მე დაგარქვი? როგორ მტკენ ხოლმე გულს რომ იცოდე. რატომ არ მიჯერებ? რატომ მესაუბრები ისე როგორც ვიღაც გამვლელს?
-ბოდიში მა-ცრემლიანი თვალებით ავხედე და მკლავები მოვხვიე მის განიერ მხრებს
-მიღებულია-მამა გავიდა ოთახიდან და მეც ავდექი, დავფიქრდი თუ რამდენად ცუდათ ვექცეოდი მამაჩემს და ჩემს დას და ამის გახსენებაზე ცრემლებად ვიღვრები, დედაცემის და ვიღაც კაცის შეცდომის გამო, მამაჩემს და ჩემს დას რატომ უნდა ვეჩხუბო?
ჩავიცვი და ოთახიდა მისაღებში გადავინაცვლე.
-მამა-დავუძახე და ისიც გამოვიდა სამზარეულოდან
-რა არის?
-ლუკასთან გავდივარ შუა დღეს და წინააღმდეგი ხომ არ ხარ?-ვეკითხები და საშინლად მეშინია უარი არ მითხრას
-წადი, ნანის რომ ნახავ გადაეცი, ამ საღამოს ამოვიდნენ
--მამა ლუკა ვერ ამოვა
-მე ნანიზე და ლადოზე(ლუკას მამა) მაქვს საუბარი
-კარგი-ვისაუზმე, ჩავიცვი და ლუკას ბინისკენ გზას დავადექი.
კარზე ზარს ვრეკავ და კარს ლუაკა მიღწბს
-ფეხზე რატომ დგახარ?
-აბა სულ რომ ვიწვე არ შემიძლია
-ლუკა კოჭლობ -ვეუბნები და მის ხელს მკლავზე ვიდებ, რომ როგორმე საწოლამდე მივიყვანო, ვგრძნობ როგორ აქვს ცხვირი ჩემს თმებში ჩაფლული და ეს საშინლად მსიამოვნებს-დაწექი-ვაწვენ და ნანი დეიდასთან გავდივარ.
-ნანი დეიდა
-გისმენ შვილო
-მამამ თქვა საღამოს ლადო და ნაი ამოვიდნენო
-აჰამ, კარგი-მეუბნება და ხილით და შოკოლადებით სავსე სინს მიწვდის-წამეთ შვილო
-კარგით-ლოყაზე ვკოცნი და ისევ ლუკას ოთახში შევდივარ
-აუ მომშივდა ისე-ამბობს და მუცელზე ხელს იდებს
-შენ ყოველთვის გშია ლუკა
-მოდი, მოდი, ვჭამოთ, აუუუ, ლიმონათიც გამოგეყოლებინა ბარემ
-მოვიტან ახლავე-ვუთხარი და ლიმონათიც მოვიტანე, მივირთვით, თან პერიოდულად ლუკასკენ ვაპარებდი მზერას, ძალიან საყვარელი იყო, ვამჩნევდი ჩემს გულს რაღაც უცნაურს, როდესაც საქმე ლუკას ეხებოდა.
-ლუკა
-ჰმმ-გამოტენილი პირით მპასუხობს და ჩემსკენ იხედება, სასწრაფოდ უშვებს ლუკმას მუცელში და მეუბნება-ასე რატომ მიყურებ?
-ასე როგორ
-აი ასე, თითქოს.....
-არაფერი დაივიწყე.
-აღარ ჩაგაცივდები
-რა გინდოდა?
-სახვევი უნდა შეიცვალო
-ჰო, რა თქმა უნდა
-სად დადე პირველადი დახმარების ყუთი?
-სააბაზანოს კარადაში ნახე, მეორე თაროში უნდა იდოს
-კი ვიპოვე
-ჰო
-მოვდივარრ
-დაგელოდები-თავისთვის ჩაიჩურჩულა
-მრცხვენია ლუკა-ვუთხარი და სახე თმებში ჩავმალე, რომ ჩემი აწითლევული ლოყები არ დაენახა
-რისი გრცხვენია ლი?-ისე თბილად მეკითხება, თან თმებს ყურს უკან მიწევს-იცი რა საყვარელი ხარ, როცა წითლდები?
-რისი და უშნო ადგილას მიწევს შენი ფეხის დამუშავება
-გუშინ არ გრცხვენოდა?
-გუშინ შარვალი გადაგიჭერი
-ჯანდაბა, დაწყნარდი ჰო, შორტები მაცვია
- რომ მოვედი შარვალი გეცვა.
-სააბაზანოში რომ იყავი გამოვიცვალე
-ბოროტო-ვუთხარი და ფეხის დამუშავება დავუწყე, ყოველი სპირტიანი ბამბის წასმის შემდეგ სულს ვუბერავდი, მეშინოდა არ სტკენოდა, ის კი ამ ყველაფერზე იღიმოდა
-მოვრჩი
--კარგი
-სისხლიანი სახვევები მომეცი, გადავაგდებ
-აქ არ გადააგდო
-არა, უკვე წასვლის დროა და ბარემ წავიღებ
-კარგი-მითხრა და ყველაფერი შავ პარკში ჩავდევით, წამოსვლის წინ კი ლოყაზე მეამბორა, ისე სათუთად მაკოცა ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
სახლში რომ მივედი, იქ ჩვენი ახალი მეზობელი და ჩემი ახალი მასწავლებელი დამხვდა
-შვილო, გაიცანი ეს ჩვენი ახალი მეზობელია
-ვიცი მამა,ის ჩემი ახალი მასწავლებელია
-უი, სასიამოვნოა ჩემი ლიზის მასწავლებლის გაცნობა
-ჰო, ჩემთვისაც სასიამოვნოა
-შვილო, რაო ნანიმ?
-მოვალთო მა
-კარგი, ჰო მართლა, სალომე კლასელთანაა და ერთ ან ორ საათში დაბრუნდება
-კარგი-ვუთხარი მამს და ოთაში შევედი ბოდიშის მოხდით, ოთახიდან კი აივანზე გავედი, მომწონს ღამის ცა, ისეთი სუფთა და უმანკოა, როგორ მინდა იმ ვარსკვლავებიდან ერთ-ერთი ვიყო, სიგარეტის სუნი მეცა, ღმერთო ჩემო, ამ ბოლო დროს საშინლად მინდა გავსინჯო სიგარეტი, ჯანდაბა, რა საძაგლობებზე ფიქრობ ლიზი, თავი გავაქნიე და ეს ძალიან ცუდი ფიქრები თავიდან მოვიშორე, ისევ ცას ავხედე სავსე მთვარე რომ დავინახე, სურვილი ჩავუთქვი, შემდეგ ავდექი და ისევ ოთახში შევედი, ისევ მაგიდასთან დავჯექი და ისევ სწავლა დავიწყე, ბოლოს და ბოლოს მარი არღვლიანს(ის გოგო, რომელიც სწავლაში მჯობნის) ვერ უნდა ვაჯობო?
როდესაც დავასრულე, საათს დავხედე და უკვე პირველი დაწყებულა, მისაღებიდან კიდევ ხმაური ისევ გამოდიოდა.
მისაღებში გავედი, იქ კი ლადო ბიძია ფეხზე იდგა და ღვინის ჭიქაც ხელში ეკავა, რას აღნიშნავდნენ საერთოდ არ მესმოდა, სალომეს ჯერაც არ მოსულიყო, ვურეკავ და არ იღებს, შემდეგ მის კლასელს ვურეკავ, ჯანდაბა არ იღებს, არც ერთი არ იღებს, ახლა შევიშლები, ჩემს არაბიოლოგიურ, მაგრამ ჩემთვის ბიოლოგიურ მამასთან მივდივარ და ვეუბნები.
-მამა სალომე არ მოსულა და....
-ჰო ვიცი, დამირეკა და მითხრა აქ დავრჩებიო და მეც დავთანხმდი
-მერე ახლა მეუბნები მაგას?-ვკითხე ნაწყენმა
-კარგი, უკვე გვიანია, შედი დაიძინე, ხვალ სკოლა გაქვს-მეუბნება და ლოყაზე მკოცნის
-კარგი
-ლიზი-დამიძახა-ტკბილი სიზმრები-რაღავნაირად ამ ბოლო დროს მამაჩემი ძალიან თბილია.
ოთახში შევედი, ღამის თეთრეული ჩავიცვი და შევწექი ლოგინში, ის მომენტი გქონიათ, რომ გეძინებატ, გინდათ დაიძინოთ მაგრამ ვე იძინებთ? მე ახლა მჭირს, საბოლოოდ, რომ ვერ დავიძინე ავდექი და აუვანზე გავედი, ისევ პუფში ჩავჯექი და ვარსკვლავებს ვადევნებდი თვალს, ამ თვალის დევნებაში კი ჩამეძინა, რომ გავიღვიძე პლედი მეხურა, სასწრაფოდ მაჯის საათს დავხედე, ჯერ რვა საათი არ იყო და ამოვისუნთქე. ალბათ ახლა გაგიჩნდებათ კითხვა, საიდან აღმოჩნდა მაჯის საათი ხელზე ან აიმთ იძინებ? დიახ, მე გიპასუხებთ, ამ მაჯის საათით მძინავს და მღვიძავს, არასოდეს ვიხსნი, რადგან ერთხელ დედამ მითხრა "ეს საათი, რომ გაიზრდები დაგეხმარება"-ო, მე კი თილისმა მგონია და არ ვიხსნი.
ავდექი, მოვწესრიგდი და სკოლისაკენ ჰერი ჰერი.
სკოლაში შევედი, ჩემი კლასი ვიპოვე და იქაც შევედი, საბოლოოდ ჩემი მერხი ვიპოვე და იქ დავჯექი. ჩემთვის ვკითხულობდი ინგლისურს, რომ ფანჯრიდან ბორთი შემოფრინდა და პირდაპირ თავში მომხვდა, ბურთი ხელში ავიღე და გარეთ გავედი, კალათბურთის მოედანზე მივედი და ვიკითხე.
-რომელმა მესროლა ბურთი?
-უი შენ მოგხვდა?-მკითხა აგდებულად ერთ-ერთმა
-დიახ მე მომხვდა, ბოდიშის მოხდას არ აპირებ?
-რატომ? ცოცხალი ხარ, არაფერი გჭირს
-ანუ არ აპირებ?
-არა-იმდენად ცივად მპასუხობს ეს ბიჭი, რომ უკვე ეჭვი მეპარება რაიმე გრძნობა ჰქონდეს
-იცი რას გეტყვი? თუ თამაში არ იცი, არ უნდა ითამაშო, ხოლო თუ მაინც ითამაშებ და შენს უვიცობას გამოავლენ როგორც დღეს შერცხვები, ძალიან შერცხვები, თავი მაგარად ნუ მოგაქვს რა, დაგენიძლავები სამ სამ ქულიანს ჩავაგდებ შენ კი ვერ ჩააგდებ
-მოდი ნიზლი-გამომიწოდა ხელი, მეც ჩამოვართვი
-რაზე?-მკითხა ისევ ისე ცივად
-მე თუ მოვიგე, ბოდიშს მომიხდი-ვეუბნები და მზერით ვბურღავ
-კარგი ბატონო და მე თუ მოვიგე შენ მუხლებზე დადგები და პატიებას მთხოვ
-შევთანხმდით
-როდის?
-გაკვეთილები რომ დამიმთავრდება
-რამდენი გაკვეთილი გაქვს? მითხარი, კი არ დამსიზმრებია.
-შვიდი, მაგრამ მეშვიდე სპორტი მაქვს და თუ გინდა იქ შემოდი
-შვდის მერე აქ შევხვდეთ-მითხრა თუ არა მაშინვე კლასისკენ დავიძრაი, მასწავლებელი შემხვდა გზად და ერთად შევედით
გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარა, ყველა ლუკას ჰკითხულობდა, მე კი ვამბობდი შეუძლოდ არის-თქო. დამთავრდა შვიდი გაკვეთილი და მეც კალათბურთის მოედანზე მივედი, უკვე ბიჭებიც იქ იყვნენ და თამაშობდნენ, როდესაც მე დამინახეს გაჩერდნენ, წინ ის "ცივი" ბიჭი წამოიწია და ბურთი გამომიწოდა, ის კი წინ დამიდგა
-აბა მზად ხარ იგემო მარცხი?-ღმერთო რა ცივია, იმედია ამის შემდეგ არასოდეს შევხვდები
-მე არ ვიგემებ, მაგრამ შენ ბოდიშს მომიხდი!-ვეუბნები და თვალს ვუკრავ
-ნუ ლაყბობ ერთი, სჯობს დაიწყო.

----------------
ვიცი, ვიცი და ვიცი, ბოდიშით, ისიც ვიცი, ამხელა პაუზის შემდეგ ასეთი პატარა თავი არაფერი არაა, თუმცა თავს არ გავიმართლებ და გეტყვით რომ ვიცი.
პ.ს. ელ პინს ბოდიში წინა კომენტარისთვის (ცოტა დავაგვიანე, მაგრამ "სჯობს გვიან ვიდრე არასროს)



№1  offline წევრი კეტი

დაგვიბრუნდი ... <3 იცოდე კიდე თუ დაგვიანებ ახალი თავის დაწერას ჩემი გული ვეღარ გაუძლრბს ????

 


კეტი
დაგვიბრუნდი ... <3 იცოდე კიდე თუ დაგვიანებ ახალი თავის დაწერას ჩემი გული ვეღარ გაუძლრბს ????

შევცდები არ დავაგვიანო ^_^

 


№3  offline წევრი bird of life

ძალიან მაგარია და როგორც შენ თქვი სჯობს გვიან ვირე არასდროს, მაგრამ ასე აღარ გვალოდინოოოო, მაგარი მოთხრობააა და ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხიაააა heart_eyes

 


bird of life
ძალიან მაგარია და როგორც შენ თქვი სჯობს გვიან ვირე არასდროს, მაგრამ ასე აღარ გვალოდინოოოო, მაგარი მოთხრობააა და ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხიაააა heart_eyes

დიდი მადლობა ^_^

 


№5 სტუმარი ეკა

უმაგრესი ადამიანი ხარ, იცი? ასეთი წერის სტილის ადამიანი ჯერ არშემხვედრია ბრავო ???? ძალიან მიყვარს შენი ყოველი ისტორია ☺ ალბათ პირადული მიზეზების გამო ვერდებდი, მაგრამ მაინც მეშინოდა არშეწყვიტოსთქო ???? არაჩვეულებრივია ???????? აუცილებლად გააგრძელე სხვა თუ არა მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები ???????? საუკეთესო ხარ ☺????

 


ეკა
უმაგრესი ადამიანი ხარ, იცი? ასეთი წერის სტილის ადამიანი ჯერ არშემხვედრია ბრავო ???? ძალიან მიყვარს შენი ყოველი ისტორია ☺ ალბათ პირადული მიზეზების გამო ვერდებდი, მაგრამ მაინც მეშინოდა არშეწყვიტოსთქო ???? არაჩვეულებრივია ???????? აუცილებლად გააგრძელე სხვა თუ არა მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები ???????? საუკეთესო ხარ ☺????

დიდი მადლობა ^_^ ♡♡

 


კარგად გამოგდის, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო რომ ცოტათი დიდი პაუზები არარის დიდად სასიამოვნო, ვფიქრობ კარგი იქნება თუ ეცდები
დაინტრიგებული მკითხველი დიდხანა არ ალოდინო :დდ

 


№8 სტუმარი სტუმარი უცნობი

მალე დადებ ???

 


ცისარტყელას ფერები
კარგად გამოგდის, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო რომ ცოტათი დიდი პაუზები არარის დიდად სასიამოვნო, ვფიქრობ კარგი იქნება თუ ეცდები
დაინტრიგებული მკითხველი დიდხანა არ ალოდინო :დდ

გავითვალისწინებ აუცილრბლად, დიდი მადლობა
სტუმარი უცნობი
მალე დადებ ???

ორშაბათს დაიდება

 


მეგობრებო, არ გეწყინოთ, ბოდიში,მუზა გამიქრა ამ ისტორიის, ამიტომ წერას ვწყვეტ, იქამდე სანამ არ დამიბრუნდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent