შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღრუბლებს გადაღმა..


11-05-2020, 23:08
ავტორი თუკა
ნანახია 1 092

ღრუბლებს გადაღმა
საგრიმიოროში იჯდა და საკუთარ ანარეკლს გაშტერებული სახით უყურებდა სარკეში.
თავადაც უკვირდა რომ არ ტიროდა..
უკვირდა რომ მხოლოდ საოცარ ღელვას გრძნობდა სხეულში და ემოციების ფერები ერთმანეთში ისე იხლართებოდა, გამოსვლას ვერ ახერხებდა..
ექვსი თვის წინათ.. ზუსტად ექვსი თვის წინათ ზუსტად ასე იჯდა, როგორც ახლა და მაშინაც საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა...
თავად დააშავა, თავად გაუშვა..
თავად არ დააკავა.. თუმცა უნდოდა.. ყოველთვის უნდოდა ,მაგრამ სიამაყემ ამისი საშუალება არ მისცა...
განსხვავება იმ დღეს და ამ დღეს შორის ერთი იყო..
მაშინ ტიროდა.. საკუთარ უიღბლობაზე ტიროდა. დაკარგულ ბედნიერებაზე და ჯერ ვერ გარკვეულ გრძნობაზე ტიროდა...
და დღეს..
დღეს ის დაბრუნდა..დაბრუნდა და ისევ ერთიანად გაუღვივა თითქოს მიყუჩებული ყველა განცდა..
ნერვიულად იხვევდა საკუთარ თმას თითზე და იცოდე რომ ვერც მის ნახვას და ვერც მის სიახლოვეს ვერ აცდებოდა.
ახლა კი , საკუთარ თავზე მუშაობდა..
ამდენი წლის მანძილზე პირველად უჭირდა საკუთარი გრძნობების დაბლოკვა. სარკეში დააკვირდა გამოსახულებას და ირონიული ღიმილი მოგვარა ამ დამფრთხალმა გოგომ..
შორიდან ესმოდა ნაბიჯების ხმა...
ქალურმა სისუსტემ მაინც სძლია, გულზე მაგრად მიიჭირა ხელი და ჰაერი ფილტვებიდან ამოუშვა... სამამდე დაითვალა და შორიდან გაგონილ კითხვას „შეიძლება-ს?“- დაეთანხმა
ის მის წინ იდგა..
საოცრად მამაკაცური და ქარიზმატული... საოცრად ვნებიანი თვალებით უყურებდა გოგოს და მხოლოდ ერთი სურვილი უტრიალებდა გონებაში, მისი კანისთვის შეეხო ტუჩები.
შავი ტანზე მომდგარი ქურთუკი შეისწორა და წარბებს ქვემოდან შეხედა ერთიანად ფერდაკარგულ გოგოს.
- გამარჯობა - ეშმაკურად უჩურჩულა ყურთან და ლოყაზე ნელა შეახო ცხელი ტუჩები..
- გაგიმარჯოს - ოდნავ გასაგონად დასცდა მის ბაგებს პასუხი და დამფრთხალი შველივით გახტა განზე..
- მოგენატრე? - მოურიდებელმა კითხვამ გოგონას თვალები გაუფართოვა და ზურგი აქცია...
- უნდა მომნატრებოდი?
- კითხვაზე კითხვით მპასუხობ ? არასწორი სტრატეგია გაქვს .
- თუნდაც !- მთავარია სტრატეგია ჩემია.
- გასაგებია.. არც მე მომნატრებიხარ - მორიგი ნაბიჯი გადადგა მისკენ და მომცრო ტანის გოგონა მკერდზე მიიკრა. ოდნავადაც არა ელენე. არც შენი სუნამოს და არც შენი თმის სურნელი არ მომნატრებია.. იცი რატომ? - თბილი , ხავერდოვანი ხმით ჰკითხა და მის პასუხს დაელოდა..
- რატომ? - ძლივს მოახერხა კითხვის დასმა და გულმა გამალებით დაუწყო ძგერა..
- იმიტომ რომ არც დამვიწყებიხარ - გადაჭრით ჩაილაპარაკა, თავზე მაგრად აკოცა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა..
კარგა ხანს იდგა გახევებული და თითქოს გზას ვერ პოულობდა საით უნდა წასულიყო.. ვერ ერკვეოდა ეს ყველაფერი რეალობა იყო რომ ისევ საგრიმიოროში ჩაძინებისას დაესიზმრა..მაგრამ ახსოვდა, არა ნამდვილად ახსოვდა მისი ბაგების სიმხურვალე, მისი სუნამოს სურნელი რომელიც არ შეუცვლია. მისი ცხელი ხელებიდან წამოსული მუხტი. ახსოვდა ეს კაცი ნამდვილად ახსოვდა..
აფორიაქებულმა დაავლო ხელი ქურთუკს და დერეფანში გავიდა. ოთახის კარი საგულდაგულოდ გადაკეტა და ჩაბნელებულ დერეფანს სწრაფი ნაბიჯით გაუყვა. ფიქრებში გართული და მონატრებაში გახვეული მიდიოდა მბჟუტავი შუქების ფონზე, რომ ძლიერმა ხელმა მოულოდნელად დაიჭირა და მოწყვეტით შეათრია სადღაც ოთახში..
- რას აკეთებ? გადაირიე? ხელი გამიშვი !- ხმაში სიმკაცრე გაერია და მოულოდნელად დაიძაბა როგორც კი ზურგიდან იგრძნო მისი სხეულის სითბო..
- ნადვილად გინდა რომ გაგიშვა? - ჩუმად უჩურჩულა ყურთან და მისკენ დაიხარა, ცხელი ტუჩები ოდნავ შეახო ყურზე და გაიღიმა.
- ნამდვილად!- ძლივს მოახერხა პასუხის დაბრუნება, ოღონდ სიმკაცრე არ დაუკარგავს. - მინდა რომ გამიშვა და აღარასოდეს შემეხო .
- დიდი ხანია გაგიშვი ხელი - ოთახში სიცილნარევი ხმა გაისმა და საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში ელენეს.
- გარეთ მძღოლი მელოდება, უნდა წავიდე , მართლა- ამაოდ ცდილობდა თავის თავის და მამაკაცის მოტყუებას.
- წადი - ჩუმად ჩურჩულს მორიგი შეხება მოჰყვა და ბაგეები ერთმანეთს დააშორა ცხელი სუნთქვისაგან ფილტვები რომ გაეთავისუფლებინა...
- მივდივარ - სრულიად დამაჯერებლად განაცხადა და თვალები დახუჭა. იცოდა ახლა რომ წასულიყო აღასოდეს დააბრუნებდა უკან დანიელი. იცოდა რომ უნდა წასულიყო, მაგრამ მთელს სხეულს სრული პარალიზება ჰქონდა მისგან მიღებული განცდით . ერთიანად მოდუნდა, ოდნავ გადასწია თავი და მამაკაცს მკერდზე მიადო. ძლიერი ხელების შეხება მაშინვე იგრძნო თეძოებზე და მოულოდნელობისაგან საოცარი ხმა დასცდა მის ბაგეებს. - ასე არ შეიძლება - ამაოდ ფრუტუნებდა და საკუთარი გულისცემის დამორჩიებას ცდილობდა.
- გახსოვს დაგპირდი, ოცნებას გასწავლი -თქო? - მინდა რომ დაკარგული დრო ავინაზღაუროთ, მინდა რომ გასწავლო.მხოლოდ ეს ერთი გაკვეთილი , ექსკლუზიურად შენთვის.
- ოცნება?
- ოცნება ღრუბლებს გადაღმა . ოცნება , იცი როგორი? გამჭვირვალე და სუფთა.
- ოცნებას მიჩვეული ვარ - ყრუდ გაისმა მისი ხმა და ცრემლებს გასაქანი არ მისცა...
- ოცნება არაფერია , ოცნებას ფერი და ემოცია უნდა შემატო.
- უნდა წავიდე მართლა - მისგან თავის დასაღწევად ამაოდ გაიფართხალა როგორც თევზმა უწყო ნაპირას და ადგილზე შედგა..
- გპირდები რომ გაგიშვებ, ოცნებას გასწავლი და გაგიშვებ , უბრალოდ მომენდე გთხოვ- უბრალოდ დანაპირს ავასრულებ და მერე წადი , მის ხმაში ერთიანად იგრძნობოდა მუდარა და დაპირება- ცხელი სუნთქვა მიმოაფრქვია ყელზე და გამომშრალ ტუჩებზე ხარბად გადაისვა ენა. კაბის შესაკრავს ნაზად შეახო თლილი თითები და მოშიშვლებულ ზურგზე მთელი ტანით აეკრა ქალს, რომელსაც სიახლოვისაგან მკერდი გამალებით უძგერდა.. - ოცნება უფეროა - ხავერდოვანი ხმა ყრუდ მოესმა და ცერა თითი ნაზად დაუსვა ხერხემალზე.. ოცნებას არც ფერი აქვს, არც გემო და არც სქესი.... ოცნებას თავად უნდა შეასხა ფრთები - ჩურჩულით აგრძელებდა საუბარს და მხრებიდან ნელა აცლიდა ტანზე მომდგარ სამოსს. - ოცნება ყველაზე მარტივია, და ყველაზე რთული. ოცნება უნდა იგრძნო აი აქ- სწრაფად დაატრიალა თავისკენ და თვალებდახუჭულმა მიადო ხელისგული მკერდზე.. - აი აქ უნდა დაბადო ოცნება, აი აქ უნდა გაზარდო, აი აქ უნდა აცხოვრო.... - საჩვენებელი თითი ფრხილად გადაუსვა მკვეთრად წამოწეულ ლავიწის ძვალზე და ტუჩები ნელა შეახო შუბლზე..
- არ გინდა გთხოვ- ვედრებად გაისმა მისი ხმა , მაგრამ თვალების გახელა არ უცდია. იცოდა რომ უნდა დამორჩილებოდა. ახლა ყველაფერს გააფუჭებდა მაგრამ მისი სჯეროდა. მიუხედავად იმისა რომ მათ შორის დიდი მანძლი იყო, მისი ძალიან სჯეროდა..
- ჩემი ოცნება იცი რა ფერია? - მხრებიდან თითების მიმართულებით ნელა დაუსვა ხელები და ქალის მკლავებზე არსებული ბუსუსები ერთიანად შეიგრძნო... წვრილი ხელები კისერზე შემოიწყო და არ არსებულ მელოდიას ააყოლა სხეული. - წამოიდგინე რომ ახლა მე და სადღაც შორს ვართ , იქ სადაც მხოლოდ სივრცეა, არაფერი და არავინაა. მხოლოდ მე და შენ ერთად ვქმნით ოცნებას.ჩენს ოცნებას.
- წარმოუდგენელია - ჩუმად, ძლივს გასაგონად ჩახლიჩილი ხმით პასუხოს და გრძნობს რომ მოშიშვლებულ მკერდს ურცხვად ეხება მისი ქურთუკის უხეში ზედაპირი... გრძნობს რომ მალე კანი გაუწითლდება, გრძნობს რომ მერე მთელი ღამე დაიტანჯება ამისაგან, მაგრამ ახლა ამ წამს სულ ერთია.. სულ ერთია რომ მის წინ მოშიშვლებული მკერდით დგას, ხელები მის მხრებზე აქვს შემოწყობილი და მისი ცხელი სუნთქვა ხარბად ეფინება სახეზე..
- წარმოსადგენია, ჩვენთვის ყველაფერი წარმოსადგენია. უბრალოდ მითხარი იქ შენს ოცნებაში რა ფერებია, როგორია შენი ოცნება.. სადაა შენი ოცნება.. ერთხელ მაინც გააცოცხლე შენში არსებული პატარა მეოცნებე გოგო, მე ხომ ვიცი როგორი პატარა ხარ. მე ხომ ვიცი როგორი სუსტი ხარ. შენს ოცნებას ფერი მიეცი .. იქ ღრუბლებს გადაღმა მხოლოდ მე და შენ ვართ. იქ სადღაც შორს , სადაც არც მიწაა და არც ჰაერი მხოლოდ მე და შენ ვართ.
- იქ ტკივილია. ჩემი ოცნება მუქია.. ჩემს ოცნებას ტკივილის ფერი აქვს. ჩემს ოცნებაში მარტო ვარ... ჩემი ოცნება მიწიერია, მე ის ვერ გავხადე ზეციური გესმის?
- შენს ოცნებებში მარტო არა ხარ !- გადაჭრით ამბობს და ცხელი კოცნის კვალს უტოვებს ყელზე. რომელსაც ხვალ აუცილებლად ყველა შენიშნავს , მაგრამ ახლა ამაზე ფიქროს თავი არ აქვს. - შენს ოცნებებში მე და შენ ორნი ვართ . მომეცი უფლება რომ ორნი ვიყოთ. - მისი ხელები ნაზად იწყებს მოქმედებას და სიამოვნებისაგან საკუთარ ემოციას ვერ ერევა და აქამდე ფილტვებში მიყუჩებული კვნესა ერთიანად ისმის ოთახში... უტიფრად აგრძელებს მისი თითები მის ზურგზე ნოტების წერას. სხეულში ერთიანად იწყებს ტრიალს ვნება და მალე ტორნადოსავით მოედება ორივეს სხეულს, მაგრამ ჩერდება. მხრებზე ისევ ედება ნაცნობი სამოსი რომელიც აქამდე საკუთარ პატრონს იყო მოშორებული, მერე ერთიანად სცილდება მის სხეულს და სიცარიელეს გრძნობს. ერთიანად გრძნობს სიცივეს და მარტოობას. არ უნდა თვალების გახელა, იცის რომ წავიდა , იცის რომ ისევ გაეცალა რადგან პასუხი ვერ მიიღო, მის ცხოვრებაში კი არა ოცნებაშიც არ უშვებს ეს სუსუტი გოგო ამხელა კაცს. უბრალოდ ეშინა, ეშინია რომ რეალობაში ოცნება მოუწევს და მთელს ცხოვრბას ოცნებად აქცევს, ეშინია რომ დაკარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და მისი სიყვარულის მონა გახდება.
ნელა ახელს თვალებს და უზარმაზარ ოთახში სარკის წინ მარტო დგას, ისე როგორც ერთი საათის წინათ იდგა საკუთარ საგრიმიოროში.. უყურებს საკუთარ ანარეკლს და ლოყაზე ობლად დადენილ ცრემლს. ცრემლებს გასაქანს არ აძლევს, ვერ იტანს როდესაც ტირის. ზუსტად იგივე პრინციპით მხრებიდან ქვემოთ საკუთარ მკლავებს აცახცახებულ ხელებს უსვამს და თვალებს ხუჭავს, უნდა შეიგრძნოს ის რაც აქამდე ვერ შეიგრძნო. ის რასაც ამდენი ხანი სთხოვდა უნდა შეიგრძნოს, როგორმე უნდა გახსნას ოცნება. იქ სადღაც შორს, ღრუბლებს გადაღმა მხოლოდ ორნი უნდა იყვნენ.
იატაკზე უპატრონოდ დაგდებულ ქოლგას და ქურთუკს იღებს და შენობიდან სწრაფად გადის. ამღვრეულ მზერას აპარებს მისკენ. წვიმის ქვეშ ფიქრებში გართული დგას, შავი ქურთუკის საყელო მკაცრად აქვს აწეული , ეს ის შავი ქურთუკია რომელიც ასე ძალიან უხდება , რომელიც ცოტა ხნის წინათ მის სხეულს ეხებოდა.. ქოლგას შლის და მისკენ მიდის.
ისე ვითომც არაფერი მისკენ იხედება თავით მაღალი მამაკაცი და მზერას უკან აბრუნებს, გუბეში მონაცვლეობით დადენილ წვიმის წვეთებს უღიმის და აშკარაა რომ ფიქრობს. გაყინულ ხელებს ნელა ახებს მკლავზე და მისკენ იწევა..
- ჩემი ოცნება ..
- შენ ოცნება არ აქვს !- გადაჭრით ამბობს და ხელს განზრახ არიდებს. შენ არ იცი რა არის ოცნება.. მე დაგპირდი რომ გასწავლიდი ოცნებას, მაგრამ ვერ შევძელი...
- ჩემი ოცნება შენ ხარ - ჩუმად ამობს და პირველად აძლევს ცრემლებს გასაქანს.- შენ ხარ ჩემი ყველაზე ფერადი და ნათელი ოცნება, რომელაც აქვს ფერი, აქვს სქესი , აქვს გემო- შავი შოკოლადის და ოდნავ აკლოჰოლის, ჩემი ოცნება შენ ხარ და ამ ოცნებაში მარტო არ მინდა ყოფნა გესმის? - მისკენ გაღიმებული ტრიალდება და ცხელ ცრემლებს კოცნით აშორებს სახიდან. - შენ მე მასწავლე, შენ მე პირველივე ნახვისას მასწავლე ოცნება უბრალოდ მე ვერ შევძელი გესმის მისი შენარჩუნა , მისი გაზრდა ვერ შევძელი. მაგრამ მინდა რომ დამეხმარო, მინდა რომ ბოლომდე მასწავლო როგორ ვიოცნებო. როგორ გავზარდო ჩემი არსებული იმ პატარა გოგოს ოცნება , რომელსაც შენი სახელი ჰქვია..
- უბრალოდ უნდა იოცნებო და საკმარისია - ქოლგას ხელიდან ძალით აცლის, ქარს უგდბეს და მასაც მაშინვე თავის ბუნაგში მიაქვს, შავი შოკოლადისფერთვალებიანი მამაკაცი მისკენ იხრება და სამახსოვრო კოცნას უტოვებს ტუჩებზე... - პატარა მეოცნებე გოგონა ფეხის წვერებზე იწევა, ისე როგორც სულ ცოტა ხნის წინათ, ხელებს ურცხვად ხვევს კისერზე და მკერდზე კოცნის... - შენ მე მასწავლე ისეთი ოცნება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, შენ მე ამ ოცნების კვალი ისე ღრმად ჩამიტოვე სულში , რომ ყოველ დღე ამ არსებული კვალით ვოცნებობდი ჩემს მიუღწევად ოცნებაზე.. - ახლა იქ ოცნებაში მე და შენ ორნი ვართ. იმ ოცნებაში , იქ სადღაც ღრუბლებს გადაღმა მე და შენ ერთი ოცნება გვაქვს.
- და მაინც იცი რას გავს ოცნება? - ჩუმად ყურში ეჩურჩულება და ნაზად ახებს ტუჩებს. ოცნება ? - ოცნება არ არსებულობაა, ოცნება უსასრულობაა. ოცნება არა რეალურობაა და ამ ოცნებაში მხოლოდ ღრუბლებს გადაღმა ვიქნებით მე და შენ ერთად..
და სადღაც იქვე ახლოს ოცნებას ნაზად ერევა წვიმის წვეთები.
იცინი მხოლოდ ორნი დგანან საკუთარი ოცნების ქვეშ და სრულიად საკმარისია ის რომ ღრუბლებს გადაღმა მათ არც უქოლგობა და არც წვიმისგან დასველებული სხეული არ აწუხებთ..



№1  offline წევრი ვიპნი

თუკა რა კარგია ,რომ გამოჩნდი,წარმატებებს გისურვებ ❣️

 


№2  offline ადმინი თუკა

ვიპნი
თუკა რა კარგია ,რომ გამოჩნდი,წარმატებებს გისურვებ ❣️

დიდი მადლობააა. ❤❣
--------------------
4love.ge

 


№3  offline წევრი მე მინე

მიხარია რომ გამოჩნდი ????
--------------------
მ.კ

 


№4  offline ადმინი თუკა

მე მინე
მიხარია რომ გამოჩნდი ????

მეც მიხარია ეომ ნელა-ნელა ვიწყებ დაბრუნებას.
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent