შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება (მეორე ნაწილი, მესამე და მეოთხე თავი )


16-05-2020, 13:51
ნანახია 336

ნაწილი მეორე მესამე თავი (11)

მზე ამოვიდა, კაშკაშა, მცხუნვარე ვარსკვლავმა გაანათა ყოველი. ქუჩაში გამოსვლა მოესწრო ხალხს, ერთმანეთში ირეოდნენ და საოცარ აისს აფუჭებდნენ თავიანთი უწესრიგობით. ევა დილას საწოლში შეხვდა, წუხელ ძილის აბები დალია, რადგან დღეს მნიშვენელოვანი დღე ჰქონდა. რამდენიმე ღამის უძინარი მაღვიძარამაც ვერ გააღვიძა. სამის ოც წუთზე ოთახში დათო შევიდა, ევა ისევ საწოლში რომ დაინახა შეეშინდა, არასტანდარტული ნაბიჯებით მივარდა სარეცელს, სახეზე რომ დახედა და სუნთქავდა დამშვიდდა. საწოლზე დაჯდა და მოდუნებას შეეცადა. რამდენიმე წუთში გაღვიძება დაუწყო -ევა, ჩემო საყვარელო, გაიღვიძე. -თმებს ნაზად ურხევდა დათო. -ხოო, რა ხდება? -თვალები მოიფშვნიტა ევამ. -შვილო დღეს დაჯილდოება არ გაქვს? -კი, მერე? -უკვე სამის წუთებია. -ვაიმე. -საწოლიდან წამოხტა და საათს ახედა. -დამშვიდდი ევა, მოასწრებ. აბანოში შედი, თავი მოიწესრიგე და სამზარეულოში შემოდი, ისაუზმე. -კაი. -ჩქარი ნაბიჯებით შევარდა და სახე დაიბანა. მერე კბილების ხეხვას შეუდგა. ეშინია, არ უნდა წასვლა. ბევრ რამეს დათმობდა ოღონდ ახლა იქ წასვლა არ უწევდეს, მაგრამ უნდა მივიდეს, ვალდებულია. რამდენიმე წუთი სარკეში ჩაიხედა მოღუშული სახე რომ დაინახა, გაიღიმა. -არანაირი პესიმიზმი. -წარმოთქვა თავდაჯერებულმა და სამზარეულოსკენ წავიდა. გემრიელად მიირთვა შემწვარი კვერცხი, საათს რომ დახედა სამი ხდებოდა, ამიტომ სწრაფად ადგა და სალონისკენ გაემართა. სახლთან ახლოს იყო, ამიტომ შვიდ წუთში იქ იყო. მაკიაჯი გაიკეთა და თმები დაიხვია. ამ ყველაფერს საათი და თხუთმეტი წუთი დაჭირდა. მაშინვე მივიდა სახლში, კაბა შეამოწმა, ფეხსაცმელიც გახსნა, ყველაფერი ადგილზე რომ დახვდა დამშვიდდა, საწერ მაგიდასთან დაჯდა და გოგას დაურეკა. -ხო ევა. -რას შვრები? ემზადები ხო? -ახლა კომპანიაში ვარ ათ წუთში გავთავისუფლდები. -საათს დახედა გოგამ -ჯერ ადრე არ არის? -კი, ჯერ ადრეა, ისე მოგიკითხე. -კაია რო გახსოვარ. -გუშინდელი საქმეები მოაგვარე? -კი, ისეთი არაფერი იყო, ხელმოწერა ჭირდებოდათ სასწრაფოდ და. -ძალიან კარგი, ვინერვიულე ასე მოულოდნელად რომ წახვედი. -არ უნდა აღელვებულიყავი, პროსტა სამქმე იყო რა. -ხო, რავი. -სიტყვა მოამზადე? -ეჰჰ, ეგ ცუდი შეკითხვაა. არა. -პასუხიც ცუდია. -ახლა ვცდილობ რამე დავწერო.-ამოიხვნეშა ევამ. -მიდი, არ გაგაცდენ და ექვსის ნახევარზე მანდ ვიქნები. -კაი. -გაუთიშა ტელეფონი, ღრმად ამოისუნთქვა და საზურგეს მიეყუდა. -ეჰ, ევა, დღეს რთული დღე გაქვს, მაგრამ ამას შეძლებ. -მხრები აიჩეჩა და მაგიდას დაუბრუნდა. სიტყვის დაწერაში ხუთი საათი გახდა. -ჯანდაბა -იყვირა და ჩაცმას შეუდგა. ზუსტად ოცდახუთ წუთში მზად იყო, სარკეში ჩაიხედა, საკუთარი თავი დაარწმუნა რომ ყველაფერს შეძლებს და თავდაჯერებული გავიდა მისაღებში. -ჩემი ლამაზი -გაუბრწყინდა თვალები დათოს ბედნიერი შვილის დანახვისას. -მაა -სიამოვნებით გაუღიმა ევამ. -ჩემი წასვლის დროა. -კარგი, გაგაცილებ. -სახლის კარებებამდე მიჰყვა. გაუხარდა გოგას მანქანა რომ დაინახა -კარგად გაერთე, წარმატებები. -უთხრა გოგას დანახვით დამშვიდებულმა დათომ. -წავედი- გარეთ გავიდა და მაშინვე დაინახა ბახტურიძე, მანქანისგან მოშორებით იდგა და სიგარეტს აბოლებდა. -აუ, რა სიმპათიურია. -გაუელვა ტვინში ევას. გოგამ როგორცკი შეამჩნია მისკენ გაემართა, თვალს არ აცილებდა, ტკბებოდა მისი სილამაზით. სალათისფერი კაბა, თეთრი წვრილ ქუსლიანი ფეხსაცმელი, ამავე ფერის კლაჩი, ყორანივით შავი ხვეული თმა მხრებზე მოეფანტა, სახეზე მკრთალი პომადა და სალათისფერი წენი ესვა. -ულამაზესი ფერია.
-გაიფიქრა გულში გოგამ. -პირისპირ რომ აღმოჩნდნენ ერთმანეთი გადაკოცნეს, ამ მომენტში ორივეს გააჟრიალა, ევა გაწითლდა. -ძალიან ლამაზად გამოიყურები ფერიავ. -უთხრა და ხელზე აკოცა. -ევას ესიამოვნა, მიინაბა, მოსწონს მისი შეხება. -თქვენც ძალიან სიმპათიური ხართ, ყურადღებით ვიქნები კავალერი ვინმემ არ მომტაცოს. -უთხრა გაღიმებულმა ევამ. -უყურადღებოთ არ დამტოვო, თორე მართლა მოვატაცებინებ ჩემ თავს. -უთხრა სიცილით, ორივე იცინოდნენ. მანქანაში ჩასხდნენ, გოგამ მანქანა დაძრა. -აუ, სიტყვით გამოსვლის მეშინია. -იცი რაც უნდა თქვა? -სამწუხაროდ კი, მაგრამ ადვილი არ არის. -ღრმად ამოისუნთქა ევამ. -დამშვიდი, სიტყვით გამოსვლის დროს ერთ წერტილს მიაშტერდი და იმაზე კონცერტრირდი რაც უნდა თქვა. შენ ამას შეძლებ. -ეჰ, იმედია. -ოც წუთში მივიდნენ ერთ-ერთ დიდ რესტორანში. -დაჯილდოება შენობაში იყო, წვეულება ღია ცის ქვეშ. -ეჰ მოვედით. -ამოიხვნეშა ევამ. -დამშვიდდი. -სასოწარკვეთილიმა გაიღიმა და დასამშვიდებლად გოგას ჩასჭიდა ხელი. -ბახტურიძემ თბილად შეხედა, ხელი მყარად მოუჭირა და შენობისკენ გაუძღვა. დერეფანში ჟურნალისტები იყვენენ, მათ დანახვისას ადგილს მოსწყდენენ, კითხვების დასმა და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ევამ და გოგამ ერთმანეთს შეხედეს, გოგამ თვალებით დაამშვიდა. უკომენტაროდ შევიდნენ დარბაზში. სასიამოვნო აურაა შენობაში, დიდი ოქროსფერი კედლები, მაღალი თეთრი ჭერი, წითელი სცენა, რიგებათ დადებული ათასამდე სკამი. -გამარჯობა, ძალიან კარგად გამოიყურები. -მიუახლოვდა მოკლე, შავ კაბაში გამოწყობილი, საშუალო ასაკის ქალი. -ნატა, კაშკაშებ, უფრო და უფრო ახალგაზრდავდები. -ღიმილით უთხრა აღელვებულმა ევამ. -გოგონი გამაცანი შენი სიმპათიური კავალერი. -გოგას მიუტრიალდა ნატა. -ბოდიშით. გოგა ეს ნატაა ჩემი ლექტორი და მეგობარი, ნატ გოგა ჩემი კავალერი. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა -ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. -ჩემთვისაც. -ღიმილით მიუგო ნატამ. ახალგაზრდებო წამოდით ადგილს განახებთ. -ბოდიშით, სასწრაფო ზარი.ა -ევა ნერვიულად მიტრიალდა გოგასკენ -მალე დავბრუნდები. -მშვიდად უთხრა და ადგილს მოსწყდა. -შენ ცერემონიის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში გამოგაცხადებენ და სცენაზე მიგიხმობენ. რამდენიმე სიტყვას იტყვი ხო?-რიჟამაძეს გახედა, რომელიც სხვა სამყაროში გადასულიყო. -ევა მისმენ? -მხარზე შეახო ხელი -რა იყო? -ახლა მოეგო გონს. -დაჯილდოებაზე გეუბნები. წარმოთქვამ ხო რამდენიმე სიტყვას? -კი, წიგნის დაწერის ისტორიას მოვყვები. -გვერძე დაუდგა გოგა, ევამ მაშინვე ხელი ჩასჭიდა. -კარგი, დაქტოვებთ, სხვებსაც მივესალმები -სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა- ჩემთვისაც. -მშვიდად მიუგო გოგამ. როგორც კი ნატა გაეცალა გოგამ ევას შეხედა -რა გჭირს? -თმებზე ეფერება. -გამიშვი. -კაი გაგიშვი. კარგად ხარ? -არა. -თვალები დაუცრემლიანდა ევას. -კარგი, მოდი გარეთ გავიდეთ. -ჩვენ ადგილზე დავსხდეთ, დრო აღარაა. -წამოდი. დამშვიდდი, ყველაფერი მაგრა იქნება. -გვერდიგვერ სკამებზე დასხდნენ. ევამ ღრმად ამოისუნთქა. -შემომხედე. გინდა ყველაფერი დავიკიდოთ და გავიქცეთ? -არ შემიძლია, მე ეს უნდა გავაკეთო. -შენ ამას შეძლებ. -იმედიანი, ტკბილი თვალებით შეხედა გოგამ. -მადლობა, შენ რო არ მყავდე. -გყვავარ და ვერასდროს მომიშორებ. ასე რომ არ იფიქრო მე რო არ გყავდე. -კვლავ უღიმის გოგა. -ამასობაში ხალხი თავის ადგილებზე დასხდნენ, წამყვანიც სცენაზე ასულიყო და ღონისძიება დაეწყო. ევას აღარაფერი ესმოდა, უბრალოდ იჯდა გაქვავებული, გოგას ხელი ეჭირა და სიტყვაზე ფიქრობდა. ასე ოც წუთს გაგრძელდა -ხანდახან გოგა შეხედავდა ხოლმე, მაგრამ ხვდებოდა რომ აქ არ იყო და ფიქრს არ აწყვეტინებდა. -ევა, შენი დროა, რამდენიმე წამში გამოგაცხადებენ. -მეშინია. -შემომხედე, ხელით მოატრიალებინა სახე -შენ ამას შეძლებ, სცენაზე ახვალ და ყველას დაანახებ,როგორი ძლიერი, მაგარი, მშვენიერი მწერალი ხარ. -არ ვარ. -წაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა და ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. -შევეგებოთ ამ გენიალური წიგნის ავტორს ევა როჟამაძეს. გთხოვთ ქალბატონო ევა.-სიამაყით გამოაცხადა წამყვანმა. -ევა ადექი, შენ ამას შეძლებ. -ხელი გაუწოდა, სცენამდე მიაცილა თან შეუმჩნევლად ჩასჩურჩულა -ფერიები ყოველთვის იმარჯვებენ -მშვიდად შეხედა, ხელი გაუშვა და ადგილზე დაბრუნდა. ევა მოხდენილად ავიდა სცენაზე, ცდილობდა ნერვიულობისგან არ წაქცეულიყო. -წამყვანი გადაკოცნა, ჯილდო აიღო და მიკროფონთან მივიდა. რამდენიმე წამი შეჩერდა, გოგას მიაშტერდა გაიღიმა და ლაპარაკი დაიწყო -გამარჯობა მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც ეს წიგნი აირჩია. წიგნი “სხვა სამყარო” ჩემი გამორჩეული ნაწარმოებია. -რამდნემემე წამი გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა -არა, იმიტომ რომ ის ყველაზე პოპულარი გახდა, არამედ იმიტომ რომ ამ წინგში ჩემი გარდაცვლილი ძმისა და მეგობრის ისტორია. მე მათზე დავწერე ეს რომანი. -რამდენიმე წამი კვლავ გაჩუნდა, გოგას უყურებს, შემდეგ ძალა მოიკრიბა და გააგრძელა -მათი ცხოვრებაა აღწერილი, რომ არა ის საზარარელი ავარია რამდენიმე ათეულ წელში ზუსტად ისე იქნებოდნენ, როგორც წყვილი წიგნიდან. -ხელებს ნერვიულად მანჭავს -თუმცა, მოხდა ისე რომ ამ ცოდვილი მიწიდან წავიდნენ. -დახლოებით ერთი წუთი გაჩერდა, გოგას უყურებს, ისიც თვალებში უყურებს და უღიმის. -ამ ისტორიით გული არ უნდა გიგიტყდეს, პირიქით უფრო მეტად უნდა ისწავლო სიყვარული. ეს მაგალითია რა ცოტა ხანი ცოცხლობს ადამიანი, არავინ იცის რა მოხდება ხვალ, შესაძლოა საერთოდ ვერ გავიღვიძოთ, ამიტომ მხოლოდ დღევანდელით იცხვორეთ. -რამდენიმე წამი ჩერდება -დღეს დღეობით გულგატეხილი ადამიანები ამბობენ რომ სიყვარული არ არსებობს. მაგრამ, არა, ცრუობენ. ისინი დაბრმავებული არიან ცხოვრების სიშავით. რაღაც ეტაპზე მეც ასე ვიყავი, არ მჯეროდა სიყვარულის სასწაულის, მაგრამ ის არსებობს. ჩვენს გარშემო იმდენი სასწაულია, იმდენი სიყვარულია რომ ჩვენ ამას უბრალო ყოველდღიურიბათ აღვიქვამთ. მეგობრებო ჩემ სიტყვებზე იფიქრეთ, იქნებ მიაგნოთ კიდეც ცხვირწინ მდგომ სასწაულს. მადლობა, ყველა მიყვარხართ. -სიტყვა დაამთავრა და აპლოდისმენტებიც დაიწყო, სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა, როცა დარბაზს გადახედა და ოთხმოცი პროცენტი ფეხზე იდგა, აქა-იქ ისმოდა შეძახილები -მიყვარხარ, საუკეთესო ხარ, ძლიერი გოგო, მიყვარხართ ევა, ვგიჟდები შენზე. -რამდენიმე ცრემლიც გადმოცვივდა ევას, როცა დარბაზს შეხედა. თავი დაუკრა და მოხდენილად ჩამოვიდა სცენიდან. -ძალიან კარგი ხარ ფერია. -ღიმილი შეაგება გოგამ. ევა სკამზე მოკალათდა, გოგას შეხედა და უჩურჩულა -მიყვარხარ ფერიას ოცნებავ. -გოგამ მოულოდნელად შეხედა, გულში სითბო ჩაეღვარა, არ ელოდა ამ მომენტს. -გადაიხარა კისერზე ცხელი კოცნა დაუტოვა და შუქებიც აინთო. ევა სიხარულისგან ბრწყინავდა, აღიარა, გამოუტყდა რომ უყვარდა და ეს ახარებდა, ამავდროულად ხალხის ამდენი თბილი სიტყვა აბედნიერებდა. მართლაც ისეთი დღეა არასდროს რომ განმეორდება. ევას გოგას ხელი ეჭირა, გოგამ რამდენჯერმე გადახედა სიზმარია თუ ცხადიო ფიქრობდა. -მოდი გავიპაროთ. -შუქი რომ ჩაქვრა უჩურჩულა ევამ. -წავედით. -ხელი სტაცა და შეუმჩნევლად გავიდნენ უკანა კარიდან. მანქანაში მოთავსდნენ -სად წავიდეთ? -კითხა თვალებ გაბრწყინებულმა ევამ. -ცოტახანი მოიცადე და ნახავ. -მანქანა დაქოქა და ქალაქიდან გასვლა დაიწყო. -როდის შეგიყვარდი?-ისე მოთავსდა სავარძელში რომ პირდაპირ მისი სახისთვის ეცქერა. -ადრე, ძალიან ადრე. -გოგა როდის? -კატის თვალებით შეხედა ევამ. -შენი ძმის ოცდამეერთე დაბადებისდღე გახსოვს? იქ გნახე პირველად და მაშინ მომეწონე. -ნიკას იცნობდი? -ძმაკაცები ვიყავით. -მე არ მახსოვხარ. -გაკვირვებული უყურებს ევა. -მაგ დროს ძაან ჩაკეტილი ვიყავი -დაიჯღანა ევა. -კი, ნამდვილად. იმ ღამეს სახლში მე წაგიყვანე, შენ ძაან ნასვამი იყავი და არ გემახსოვრება. -ანუ შენ დიდი ხანია მიცნობ? -კი. -ისე უთხრა გზისთვის თვალი არ მოუშორებია. -სად მივდივართ? ქალაქიდან გავედით? -ნახევარი საათის სავალზეა, მივალთ და ნახავ. -კაი. -ნიკა სად გაიცანი? -ერთმანეთი მამებმა გაგვაცნეს, თორმეტი წლის წინ. -ანუ დიდი ხანია ჩემს ოჯახს იცნობ. -კი. -არ მეგონა ასე ადვილად თუ შეგიყვარდებოდი. -უეცრად მიტრიალდა,თვალებში ჩახედა და მოულოდნელი კითხვა აჯახა. -ევამ თავი მიატრიალა. -ფერია რა ხდება? -მაშინაც მიყვარდი, როცა სასტუმროში მომივარდი. -გაიღიმა და ისევ ისე მოეწყო. -უშიშარი აღიარებაა. -მისკენ გაიწია და ყელზე აკოცა. -მინდა ვინმესთან სამართლის თქმა შემეძლოს, არ მეშინოდეს. -ჩემთან უნდა შეძლო, არასდროს გაგაკრიტიკებ, უბრალოდ ჩაგეხუტები. -ყოველთვის? -ყოველთვის. -გადაიხარა და ლოყაზე აკოცა ევამ. რამდენიმე წუთში მანქანა გააჩერა დიდი ჭიშკრის წინ. -მოვედით? -კი. -რა ძაან ლამაზია. -შენ შიგნით უნდა ნახო. -ხელი ჩაშჭიდა და ჭიშკარი გააღო. -სამოთხეა -ჩაიჩურჩულა ევამ. ღობის იქით დიდი მინდორი იყო, ჰამაკითა და საქანელებით მათ უკან კი დიდი ორ სართულიანი აგურის სახლი. კართან დაიხარა, დოქიდან გასაღები ამოიღო და კარი გახსნა. -ვაა, პირველად ვნახე გასაღები დოქში. -შენ აქ ბევრ რამეს ნახავ პირველად. -მოულოდნელად ყელში ცხელი კოცნა დაუტოვა, ევა მოულოდნელობისგან ახტა, გოგამ მის რეაქციაზე გაიცინა. -შემოდი. -უთხრა დაბნეულ ევას. -ძალიან მყუდრო სახლია. -ბრწყინებულმა ევამ. -ბებია-ბაბუის სახლი იყო. -ახლა აღარ არიან? -ბაბუა ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, ვერ გაუძლო შვილის სიკვდილს, ბებია ჩვენთან ცხოვრობს. -დაძაბულმა ნერწყვი გადაყლაპა და ამოიჩურჩულა -ბოდიში. -არანაირი ბოდიში, ჩვენ ნებისმიერ თემაზე დავილაპარაკებთ. -გოგა -რა? -უკან მიტრიალდა ბახტურიძე. -მიყვარხარ! -თქვა და ტუჩებში ეძგერა. იქამდე კოცნეს ერთმანეთი სანამ ჰაერი არ გაუთავდათ. ევას უხაროდა, სწორედ ასე წარმოედგინა პირველი კოცნა. მაგრამ, თან ფიქრობდა -ნეტავ კარგი იყო? -თავი მხარზე დაადო, მასზე ნახევარი თავის მაღალ, ბედნიერ ბიჭს. -საუკეთესო ქმნილება ხარ. -ჩასჩურჩულა და ხელები წელზე შემოხვია. რამდენიმე წუთი იდგნენ ჩახუტებულები, შემდეგ სახლი დაათვლაიერეს, წაიხემსეს, ბუხარი დაანთეს და მის წინ სქელ ხალიჩაზე მოთავსდნენ. ევას თავი გოგას გულზე ედო, გოგას ხელი გქონდა შემოხვეული და სხეულზე იკრავდა. -რამდენი გყოლია? -უეცრად კითხა ევამ და სახეზე ახედა. -ბევრი, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არცერთი ყოფილა. ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს? -მე არავინ მყოლია. -ცეცხლს შეხედა ევამ. -ვიცი, მე პირველი ვიქნები და ალბათ უკანასკნელიც.
- თქვა ღიმილიანმა გოგამ. ევა წამოჯდა, შავ თვალებში შეხედა და აღელვებულმა წარმოთქვა -როგორც არ უნდა მიყვარდეს ადამიანი, ასე მალე მე ვერ დავუახლოვდები. -გოგაც წამოიწია, არ ესიამოვნა დაძაბული ევა რომ შეამჩნია. -მე შენ მიყვარხარ, ჩემთვის ისიც კმარა რომ ჩემ გვერძე ხარ. რამდენი დროც გინდა იმდენი გექნება. მე შენთვის არ დამიძალებია არაფერი, მეწყინა ასე აღელვებულმა რომ თქვი. გგონია რამე ისეთს გავაკეთებ რაც შენ არ გინდა? -გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე და დასამშვიდებლად წყალი დალია. -გოგააა, მე ეს არ მიგულისხმია, მე, მე მე უბრალოდ ვთქვი რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია და დრო მჭირდება რომ შევეჩვიო. -მის წინ გაჩნდა ევა. -მომისმინე, არც გოგოები მაკლია და არც სიყვარული. მე უბრალოდ შენ შემიყვარდი და ასე უბრალოდ დაგდევდი კუდში. მაგ სიტყვებს არ ვიმსახურებდი. შენ ბაგეებსაც არ მივკარებივარ იქამდე სანამ შენ არ მოგინდა. ამ თემაზე მეორედ ლაპარაკი აღარ დამჭირდეს. -საგრძნობლად გაუხეშებულიყო გოგა. -ბოდიში, მე ეგ არ მიგულისხმია. თავი მიადო გოგას და ცისფერი თვალებით ახედა სახეზე. გოგაც მოლბა რა რამდენიმე წუთში ხელები მოხვია. -ამ თემაზე ლაპარაკი აღარ დამჭირდეს ფერია. -უჩურჩულა და შუბლზე აკოცა. -მშია, რამე გვაქ? -თქვა რამდენიმე წუთში ევამ. -მანქანაში პიცები და კოკაკოლაა გინდა? -ვგიჟდები პიცაზე -გაიღიმა ევამ. გადმოიტანეს, ჭამეს და ძილის დროც მოვიდა, ცხრაჯერ დაამთქმარა ევამ. -გეძინება, წამოდი ოთახს გაჩვენებ. -ხელი გაუწოდა გოგამ. მეორე სართულზე ავიდნენ და ერთ დიდ ოთახში შეიყვანა, რომელიც საკმაოდ მყუდრო იყო. დიდი საწოლი, მის წინ ოთახის საქანელა, გვერძე გარდეროვი. -აქ ნახე, ჩემი დის ტანსაცმელი იქნება და პიჭამოთ გამოგადგება.-კამოდისკენ მიუთითა გოგამ. -კარგი, მადლობა. მარცხნივ წავიდა ევა. -შენ სად იძინებ? -მოპირდაპირე ოთახში. თუ რამე დაგჭირდა დამიძახე. -კარგი. -გოგა გავიდა, სახლის კარი შეამოწმა, ფანჯრებიც დაჯეტა და ოთახში დაწვა. ევას სასაცილო, ლურჯი, დათვის პიჟამოები ჩაეცვა და ისიც ჩაწოლილიყო კომფორტულ საწოლში. ნახევარი საათი იწვა, იბორგიალა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა გოგასთან გასულიყო. ჩუსტები ჩაიცვა,ძალა მოიკრიბა და ოთახში გავიდა. -გღვიძავს? -იჩურჩულა ევამ. ბხტურიძე გამდოტრიალდა, თვალები დაიფშვინტა -ხო, რა ხდება? -აქ დავწვები რა? -ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ევამ. -მოდი. -მარცხნივ მიიწია და საბანი ასწია. ევა უცებ ჩახტა საწოლში. -კარგად ხარ? -უჩურჩულა გოგამ. -კი, უბრალოდ შენთან მინდოდა. -გოგასკენ მიიწია და თავი მკერდზდ დაადო, ბახტურიძე ხელებში მოიქცია და ტანზე მიიკრო. თავიდან ორივე დაააბული იყო, მაგრამ მალევე მოეშვნენ და ერთმანეთზე გადახლართულები მოსწყნენ დედამიწას.


ნაწილი მეორე თავი მეოთხე (12)
მიწის ცქერით დაღლილ მთვარეს ცეცხლოვანი ვარსკვალი შეენაცვლა. ფანჯრიდან მამლის ყივილი ისმის, აქა-იქ ჩიტებსაც დაედოთ ბინა და ტკბილად გალობდნენ. ევა და გოგა ერთ საწოლში იწვნენ. ბახტურიძე მზის სხივებმა გააღვიძეს, ამიტომ იწვა და ევას აკვირდებოდა, მისით ტკბებოდა. ვერასდროს წარმოიდგენდა ასე თუ ვინმე ეყვარებოდა, წარსულში ყოველთვის ფიქრობდა რომ უგულო ოყო, რადგან არც ერთი გოგოს სიტყვები გულთან ახლოს არ მიქონდა. მაგრამ, ახლა უყურებს თავის ფერიას და თვალები უბრწყინდება, ტანში ჟრუანტელი უვლის. გრძნობს რომ მისთვის ნებისმიერ რამეზე წავა. მეგობრები, მათთან ნებისმიერ თემაზე ილაპარაკებ, მაგრამ შენს სულის ნაწილითან, შენს მეორე ნახევართან საუბარი ბევრად მარტივია, არ გიმძიმს გაუმხილო რა ჩაიდინე, რას გრძნობ. რამდენიმე საათია გოგა მძინარე ევას უყურებს და ფიქრებში იძირება. თორმეტ საათზე მოშივდა, ადგა და ყოყლიყოები გააკეთა. ევას გაღვიძება არ უნდოდა, ამიტომ პირველ სართულზე ჩავიდა და ტელეფონი შეამოწმა. რამდენიმე გამოტოვებული ზარი ნახა ერთ-ერთი ევას მამის იყო გადაურეკა. -გამარჯობა, დათო ბიძია მირეკავდი? -კი, გოგა როგორ ხარ? - კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით ?-დაამთქნარა დათომ. -მეც კარგად, ევა შენთან ერთადაა? -კი, ჩემთან არის, გვიანი იყო და აღარ წამოვიდა. -უთხარი დამირეკოს. -კარგით. -ჩემ პრინცესას არ აწყენინო. -თქვა და გათიშა. -ვის ელაპარაკებოდი ასე მოწიწებით? -კიბეებიდან ჩამოფლაშუნობს ლურჯ, დიდ, დათვის პიჭამოებში გამოწყობილი ევა და თან სიცილით კვდება. -დაგავიწყდა გუშინ ოჯახის გაცრთხილება ხო? -აუ, კი, -სიცილი ზედ შეახმა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. -დამშვიდდი, ახლა ველაპარაკე და ვუთხარი ჩემთან არის-მეთქი. -აუ, ინერვიულებდა. -მოწყვეტით დაეშვა კრესლოში. -დაურეკე, მითხრა გადმომირეკოსო. -ტელეფონი აიღო, ღრმად ჩაიაუნთქა და ზარიც გავიდა. -მა, დამავიწყდა დარეკვა. -კაი, არაუშავს. რა ხმა გაქვს? -ძაან ინერვიულე? -არა, მა. ვიცოდი რომ გოგასთან ერთად იქნებოდი. -საიდან? -გუშინ დავინახე რომ გოგას გელოდებოდა და მაქედან. -კაი. -გაიღიმა ევამ. -რას შვრებით ახლა? სად ხართ? -აგარაკზე ვართ მა, რამდენიმე დღე ვიქნებით ალბათ. -რამდენი ხანიც გინდა იმდენი იყავი, ბედნიერად. -პაკა. -გაუთიშა და გაიზმორა. -დიდი ხანია გაიღვიძე? -კი. გშია? -უჰუმ -დამრგვალებული თვალებით შეხედა ევამ. -კვერცხიანი პურები გაწყობს? -კი, ხო იცი ძაან მიყვარს. -ყიყლიყო ლეგენდების საჭმელია. -ორივემ გაიცინა. -ეეე, მაგარი ხელი გაქვს. საჭმელებს აკეთებ-ხომე. -არა, ახლა აღარ ვაკეთებ, მაგრამ, როცა იტალიაში ვიყავი, ვერ ვეგუებოდი იმათ საჭმელს და მეთითონ ვიკეთებდი, მაშინ ვისწავლე რაღაცეების მომზადება. -როდის იყავი იტალიაში? -შარშან, ერთი სემესტრი, გაცვლითი პროგრამით. -კაია, მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ თავს ვერასდროს ვაბამდი. -ხოო. -გარეთ გავიდეთ რა, ერთი სული მაქ როდის დავჯდები საქანელებზე. -როგორც იტყვი ფერია. -სირბილით გავიდნენ ეზოში. სულ ვოცნებონდი ასეთ ეზოზე. -ოცნება აგიხდა ხელი შემოხვია გოგამ. ევაც გაინაბა მის მკლავებში. -რომელზე დავჯდე? -რომელზეც გინდა, ყველა გაგიძლებს. -მაშინ ამაზე ვჯდები.-თითი გაიშვირა ყველაზე დიდ საქანელაზე, მერე კატის თვალებით შეხედა გოგას -ხო მაკატავებ? -ბახტურიძემ გაიცინა, ევას სახეზე. -მიდი დაჯექი. -დიდზე მაქანავე რა. -არ გეშინია? -პირიქით, ამ დროს სიცოცხლეს ვგრძნობ. -ხელები ჩასჭიდა და გოგას სვლას დაელოდა. გაქანავდა, თმა სახეზე ჩამოუვიდა, სიხარულისგან ფეხებს აქნევს, ხმამაღლა იცინის. თან გოგას უყვირის -სწარაფად სატრფოვ, უფრო სწრაფად. -ბახტურიძე უკვე ცუდათაა სიცილით, უფრო და უფრო უმატებდს სიჩქარეს და ევას მხიარულებით ტკბება. ისეთი ლაღი, ისეთი ფარფატა იყო ბუმბულსაც შეშურდებოდა მისი. დაახლოებით თხუთმეტი წუთი აკატავა, შემდეგ ორივე ჰამაკში მოთავსდა. ევას გოგას გულზე ედო თავი, ბახტურიძეს ხელები ჰქონდა შემოხვეული, თავისთან მიიმწყვდია საყვარელი ქალი. ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ, არცერთი იღებდა ხმას. ბოლოს გოგამ დაარღვია გაბატონებული სიჩუმე. -ყოველი დღე ასე ბედნიერი უნდა იყო. -თქვა და ზემოდან გახედა ევას, რომელიც ტიროდა. -რა გჭირს გოგო? -ხელები აუკანკალდა გოგას. -ევამ უფრო დახარა თავი, რამდენიმე ცრემლი გადმოუშვა და ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა. -არ მინდა ტირილისას მიყურო. -გოგამ ძალით გაშალა, თავი მოქნილი ხელებით შემოურტიალა -რით ვერ დავიმახსოვრე გოგო, მე შენ მიყვარხარ, მე შენ მეჩემები. მტირალაც მინდიხარ და მცინარაც. თვალებში შემომხედე. -ხმა გაუმკაცრდა გოგას. წითელ თვალებიანმა და ცრემლებისგან სახე დასვრილმა ძვლივს ახედა თვალებში. რომელიღაც წამზე გოგასი შეეშინდა, მაგრამ როდესაც მისი სიყვარულითა და დარდით გავსებული თვალები დაინახა ყველა შიში გააგდო და კარი ურდულით ჩარაზა. -გისმენ, მიზეზს ველოდები. -ევამ ამოისუნთქა, ჩახლეჩილი წყვეტილი ხმით, იჩურჩულა -დამოკიდებული ვარ. მე ნორმალურ ადამიანად ვერ ვივარგებ. -მაშინვე დახარა თვალები, ყვეალფერმა ჩაუარა. გოგას ხელებიდან დახსნას და გაქცევას ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. თვალებში ვერ უყურებდა, მხრებზეც ვერ ადებდა თავს, ამიტომ მის წინ თავჩაღუნული იდგა. გოგამ რიჟამაძის იტყვები რომ გაიგო, სისხლი გაეყინა, ძვლები დაეჭიმა. იცოდა რომ კარგად არი იყო, მაგრამ წამალზე დამოკიდუბელებას ნამდვილად არ ელოდა. რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ გოგას მკაცრი ხმა გაისმა -გინდა დაანებო? -სუნთქვა უკვე დარეგულირებოდა ევას, ძვლივს ამოიჩურჩულა -მარტივი არაა დანებება, მაგრამ ვცდილობ. შემდეგ კიდევ უფრო ჩუმად, სუსტად გააგრძელა. -გაგიგებ თუ წახვალ, არც მე მენდომებოდა წამალზე შემჯდარი ადამიანი. -ადგომას შეეცადა, კვლავ გოგას ხელებმა შეაჩერა. -ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ, მთვარია არ დანებდე. -ძალით ჩაიკრა გულში და უჩურჩულა -არასდროს გაპატიებ თუ ახლა დანებდები და წახვალ. -ევას ფიქრები შეიცნო. რამდენიმე წუთში მოეშვა ევა, ხელები შემოხვია. -მე შენ არ გიმსახურებ. -ამოიკნავლა და თავი დაადო. გოგა თმებზე ეფერება, თან ცდილობს ბოლომდე გადახარშოს მოსმენილი. -ავდგეთ? -დაახლოებით ორმოც წუთში თქვა გოგამ. -კი. -უხმოდ შევიდნენ და საჭმლის ჭამა დაიწყეს. ამასობაში უკვე ოთხი საათიც გამხდარიყო. ჭამას მორჩა გოგა და ევას ელოდა. ხელები მაგიდაზე დაედო და ღრმად ჩასულიყო ფიქრებში. რამდენიმე წუთში ევაც მორჩა და უხმოდ შეხედა აშკარად ჩაფირებულ ბახტურიძეს. გოგამ მზერა დაიჭირა, ფიქრებიდან გამოერკვა და დაიწყო. -მეც ვიყავი დამოკიდებული ორ წელზე მეტხანს, ვიცი რასაც გრძნონ, ისიც წარმომიდგენია კაიფისას რას განიცდი. მე დავძლიე, მძიმედ, ძნელად, მაგრამ დავძლიე. შენც შეძლებ ამას, ჩვენ ერთად გადავდგამთ ბედნიერებისკენ მიმავალ პირველ ნაბიჯებს. -გოგა, მე -ენა დაება, სახე გაუბრწყინდა, ინტერესით კვდება რატომ გახდა დამოკიდებული. -შენ უბრალოდ საუკეთესო ხარ, მადლობა რომ მყავხარ. მივიდა და ჩაეხუტა, გოგამაც შემოხვია თავისი კუნთიანი ხელები. -რას იკეთებ? -სამ გრამ მორფს. -რამდენ ხანში ერთხელ? -აქამდე ყოველ დღე სისხლში ვუშვებდი, ორი კვირაა სამ დღეში ერთხელ ვიკეთებ. -ეგ უკვე კარგია. -ყელზე აკოცა, ხელები მაგრად შემოხვია და უჩურჩულა -ყველაფერს შეძლებ, მთვარია გააცნობიერო რომ აღარ გჭირდება. -ევა უხმოდ ეჯდა კალთაში და თავს იმშვიდებდა. ძალიან ბედნიერი იყო, ევას ვარაუდების არც ერთ ვარიანტში არ შეხვედრია გოგა ასე მშვიდად. ეგონა მიატოვებდა. -გინდა ტელევიზორს ვუყუროთ? -თხუთმეტ წუთში გამოიყვანა გოგას ხმამ ევა ფიქრებიდან. -ვუყუროთ. -შეეცადა იმედიანად ეთქვა და მუხლებიდან ადგა. სამი საათი კომედიას უყურეს, როგორც ყოველთვის ერთმანეთზე მიკრულები იყვნენ. კინო რომ დამთავრდა, ევა ცოტახნით აივანზე გავიდა, სუფთა ჰაერი ამშვიდებდა. რამდენიმე წუთში გოგაც შეუერთდა, აივანზე დაჯდომა გადაწყვიტეს და ხის სკამებში მოკალათდნენ. -გოგამ მოწევა დაიწყო. -ერთ ღერს ავიღებ. -სიგარეტი თითებს შორის მოიქცია და მოწევა დაიწყო. ორივე სიამოვნებას ღებულობდა მოწევით. ევა ფილტვებს ივსებდა კვამლით, აღარ უნდოდა ამოსუნთქვა, გოგა ხშირ-ხშირად აბოლებდა, ორგანოში კვამლს არ აგროვდა. -დიდი ხანია ეწევი? -თავი მიატრიალა ევასკენ. -რიჟამაძემ ღრმად ამოისუნთქა -რამდენიმე წელია, მაგრამ იშვიათად ვეწევი. -შენ? -კითხვა შეუტრიალა გოგას. -თოთხმეტისამ გავსინჯე და ხანდახან დავიწყე წევა, თექვეტისამ კი უკვე ჩვევად ვაქციე. -მხრები აიჩეჩა გოგამ. -ახლა ჩემი ჯერია. გუშინ ამდენი ადამიანი ნახე, უამრავი ადგა, მოგიკითხა, ყვიროდნენ გვიყვარხარო. მარტო რატომ ხარ? -უეცრად შეხედა ევამ და გაიცინა. -კი, ჩემი იმიჯი უყვართ, მოსწონთ, მაგრამ შიგნითა სული არა. გაგიგია ხო ეს გამოთქმა “მე ის კარგი წიგნი ვარ ყდა რო არ მოგეწონა და გადააგდე.” ხოდა ჩემი ყდა ყველას მოსწონს, მაგრამ ფურცლების წაკითხვას ვერ ბედავენ, ზედმეტად საშიშია მათთვის. -კვლავ იცინის. -ევა ახლა მე გყავარ. -მხარზე მზრუნველად მიადო ხელი. -ბოლოს მეათე კლასში მყავდნენ “მეგობრები” იცინის ისტერიულად იცინის, რამდენიმე ცრემლიც იმჩნევა სახეზე. -ორ წლიანი მცდელობის შემდეგ რომ მათნაირი გავმხდარიყავი, მათ მოვწონებოდი, იმით დასრულდა რომ შუა კონცერტზე მითხრეს “ჩვენ მივდივართ შენ კი აქ დარჩები, ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ ძაან გოიმი ხარ”. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ იმ დროს ყველაფერზე წავიდოდი ოღონდ მათთან ვყოფილიყავი. მათ კი მიმაგდეს, გაფუჭებული, გამოყენებული ნივთივით გადამაგდეს. მაშინ ბავშვი ვიყავი, მეკიდა იმიჯი, ბიჭები, დასტოინობა, ამიტომ გამრიყეს. -მეორე ღერი აიღო, ნელ-ნელა ეწევა. -გოგა არაფერს ამბობს, უბრალოდ სივრცეში იყურება. -ამის შემდეგ არავინ მომიშვია ახლოს, გარდა ლანასი. არც ის იყო ჩემი მესაიდუმლე, მაგრამ მიყვარდა, პატივს ვცემდი, ისიც ასე და ნორმალურად ვიყავით ერთმანეთთან. -კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა. -გგონია, ვინც მომესალმა, მომიკითხა, შემაქო და აპლოდისმენტები არ დაიშურა, მართლა ვაინტერებ? -შენ ეგ არ უნდა შეგშლოდა გოგა.
ხო, ფოტოებზე მრავალი კომენტარები, ათიათასობით ლაიქი მაქვს, მაგრამ არ მახსოვს ბოლოს ვინ მომიკითხა. ალბათ რამდენიმე კვირის წინ იყო, ვინმე წამყვანი დამირეკავდა, რომელსაც რეიტინგისთვის ვჭირდები. -ღრმად ჩაისუნთქა, სიგარეტი გადააგდო და გოგას წინ აესვეტა. -უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს, თვალებით ლაპარაკობდნენ, ბოლოს ევა გოგას კალთაში აღმოჩნდა, თავი მხარზე ედო, გოგას კი ადიელის ქვეშ შემოეხვია ხელები. -ეგ დრო რომ დამთავრდა ხო ხვდები. შენ მე გყავარ ფერიავ. ვიქნები ყველაფერი რაც დაგჭირდება. -ცხელი კოცნა დაუტოვა კისერზე. -იმათმა რომ იმიტომ მიგატოვეს მათზე უკეთესი რომ იყავი ხო იცი? -არ ვიყავი, შტერი ვიყავი. -ბავშვურობა სიშტერე არაა, ის სიძლიერეა, პატარებს ნებისმიერი რამის გაკეთება ჩვენზე უკეთ შეუძლიათ. -ევა უხმოდ იყო, გოგას მკლავებში მოკვანტილი, ხანდახან მძიმე ფიქრისის ცრემლი წამოუვიდოდა, მერე ნერვიულად გააქნებდა თავს და დამშვიდებას ცდილობდა. გოგა უსმენდა, ცრემლებს კოცნით უშრობდა. რამდენიმე საათში დაეძინა. ბახტურიძემ ფრთხილად მოიქცია, ხელებში ზედმეტი ნივთები გააძრო და საწოლში დააწვინა, მერე თვითონაც მიუწვა. ვერ იძინებდა, ევას ტკივილი ტკიოდა. სულს უკაწრავდა, სისხლს უდუღებდა, მოსვენებას ვერ პოულობდა როცა ევას წარსულზე ფიქრობდა, როცა ხვდებოდა რა გამოიარა მან. რიჭამაძე უყვარს, ღმერთამდე ტრფობს, მას ეთაყვანება, როგორც მონა. ევას ტკივილი გასისხორცებია და სამყაროს უშავებს. ამ ფიქრებს ვეღარ გაუძლო აივანზე გავარდა და ორი ნაფაზი დაარტყა. რამდენჯერერმე სიმწრით მიარტყა კედელს ხელი, მერე ჩამოჯდა, რამდენიმე ცრემლიგადმოყარა. დაახლოებით ოც წუთში საწოლში დაბრუნდა, ევას მიეკრო და დაძინებას ეცადა.



№1  offline წევრი უბრალოდ ნენე

მეგობრებო, ძალიან დიდი ბოდიში რომ დავიგვიანე, ვეცდები აღარ გალოდინოთ. სამწუხაროდ, წინა თავი წაიშალა თავისი თბილი კომენტარებით. მადლობა ვინც კითხულობთ, მადლობა ვინც გამოხატავთ აზრს, მადლობა ვინც აფასებთ, მადლობა ვინც მაკრიტიკებთ. ყველანი მეამაყებით და მიხარიხართ. გამოხატეთ თქვენი აზრი. მოგწონთ?

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატა

ვაიმეე, მაგარია ძაან. მეგონა დაგვტოვე, ამდენი ხანი რო არ დადე. ერთი სული მაქ როდის დაოდება.

ვაიმე შოკი, არ ველოდი ნენესგან ამას, ესეიგი დამოკიდებულია. ღრმად შეტობე უკვე, მომწონს ძალიან.

გახსოვარ? მე მახსვოვხარ და ვერც დაგივიწყებ. კარგია, საინტერესო, სწორად გადმოცემ ამბავს. იმედია მალე დაწერ.

კვლავ მოწოდების სიმაღლეზე ხარ.

მომმწონს,ველოდები შემდეგ თავს სიხარულით.

 


№3  offline წევრი უბრალოდ ნენე

სტუმარი ნატა
ვაიმეე, მაგარია ძაან. მეგონა დაგვტოვე, ამდენი ხანი რო არ დადე. ერთი სული მაქ როდის დაოდება.

ვაიმე შოკი, არ ველოდი ნენესგან ამას, ესეიგი დამოკიდებულია. ღრმად შეტობე უკვე, მომწონს ძალიან.

გახსოვარ? მე მახსვოვხარ და ვერც დაგივიწყებ. კარგია, საინტერესო, სწორად გადმოცემ ამბავს. იმედია მალე დაწერ.

კვლავ მოწოდების სიმაღლეზე ხარ.

მომმწონს,ველოდები შემდეგ თავს სიხარულით.




ვეცდები მალე დავდო, როგორც კი ვწერ მაშინვე ვდებ. სანამ ამ ისტორიას არ დავასრულებ არსად წავალ, მაგაზე არ ინერვიულო. როგორც მახსოვს შენი საყვარელი პერსონაჯი ევაა. აზრი ხო არ შეიცვალე? კიდევ ბევრ რამეს წაიკითხავ ისეთს რასაც არ ელი. რათქმაუნდა მახსოვხარ, მაბედნიერებს შენი არსებობა. მადლობა, იმისთვის რომ არსებობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent