შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი (სრულად)


19-05-2020, 16:36
ავტორი თუკა
ნანახია 3 210

ნაკვალევი
ერთი წლის წინათ ზუსტად ამ დღეს ქვეყანას მოევლინა . ზუსტად ამ დღეს პირველად გავიგონე მისი ტირილის ხმა და გულზე მალამოდ მომედო..
მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა, მისმა საოცარმა სურნელმა მაშინვე დამავიწყა ყველა ტკივილი რაც აქამდე თავს არ მანებებდა.
მაშინაც ასე ლამაზად ყვაოდა მაისი. მაშინაც ეს საოცარი სურნელი იდგა ჰაერში, აყვავებული ვარდის და თეთრად გადაპენტილი ნუშის.
ეზოში სიხარულით მოკუნტრუშე სოფის გავხედე და თვალზე მომდგარი ცრემლი შევიკავე.. არადა ყველაფერი სულ სხვანაირად უნდა ყოფილიყო. სულ სხვა გეგმები და ხედვები გვქონდა ცხოვრების მიმართ. მიუხედავად იმისა რომ მიზანი ერთი გვქონდა, მაინც ვერ შედგა ჩვენი ერთად ყოფნა, მაინც შეგვიშალეს ხელი. არ ვიცი ბედმა, განგებამ თუ ჩვენ თვითო ნ ვერ შევძელით , მაგრამ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით აირია..
- რაც უფრო დრო გადის უფრო ემსგავსება მამამისს თეკლა, როდემდე უნდა დამალო? ამას როდემდე შეძლებ? შეხედე კოპიო მამამისია...
- სადამდეც შევძლებ იქამდე, სრულიად დამაჯერებლად ვუპასუხე დაქალს და ჩემკენ სირბილით მომავალ შვილს ხელები გავუშალე.. - საოცარი ჰგავდა მამას, შოკოლადისფერი თმა და თვალები, პატარა აპრეხილი ცხვირი, ერთმანეთსაგან სრულიად განსხვავებული ოდნავ თხელი ზედა და მასზე ბევრად გაბერილი ქვედა ტუჩი და თვალებზე უხვად დაყრილი წამწამები..
- აი სად ყოფილა ჩვენი პრინცესა.. ნათლიასთან მოდი - ბედნიერმა გაუშალა ხელები ცოტნემ და სოფიც მაშინვე მისკენ გადახოხდა..
- დანარჩენები სად არიან?- ინტერესით ჩავეძიე და გამოწვდილი საჩუქარი მაგიდაზე დავდე.
- ყველანი ერთად მოვედით, მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა.. - ცოტა ხანი თეკლა..
- ხდება რამე?- ერთიანად დამფრთხალმა გავხედე და სტუმრებისკენ სირბილით მიმავალ სოფის მზერა გავაყოლე..
- ხდება, შიგნით შევიდეთ. გადაჭრით მითხრა და სახლში სწრაფი ნაბიჯით შემიყვანა..
- მაშინებ სხვათაშორის - ალმაცერად გავხედე და დივანზე დავჯექი. მაქსიმალურად ახლოს მომიჯდა, ჩემი ხელები ერთმანეთთან შეაერთა, ნაზად გადმომიტრიალა და პატარა კონვერტი ჩამიდო..- მისგანაა? - რაც შემეძლო მშვიდად ვკითხე და სხეულში ნაცნობმა სუნამოს სურნელმა დამიარა..
- მისგანაა.
- სულ ესააა? - წამოდგომა დავაპირე რომ დამიჭირა და უკან დამაბრუნა.. კვირის ბოლოს ჩამოდის საქართველოში, ტურნე ეწყება, არ უნდოდა ჩამოსვლა მაგრამ კონტრაქტი ვერ გააუქმა.- თეკლა მისმინე, უნდა იცოდეს, ვალდებული ხარ უთხრა რომ შვილი ჰყავს. ამისი დამალვის უფლება არ გაქვს.. შეხედე შენს შვილს, შეხედე ყველა კაცს მამას ეძახის, უნდა რომ მასაც ისევე ჰყავდეს მამა როგორც სხვებს, უნდა რომ ეს სიტყვა რომლის მნიშვნელობაც ჯერ საერთოდ არ იცის იმ ადამიანს დაუძახოს რომელიც ამას იმსახურებს. არ ვიცი რა მოხდა, რატომ წავიდა ასე, ან შენ რატომ არ შეაჩერე, ეს ჩემი საქმე არაა, უბრალოდ სოფის გამო. სოფი მეცოდება, პირველი სიტყვა მამა თქვა, გახსოვს როგორ ტიროდი?- ტიროდი რომ მამა თქვა და არა დედა. მიუხედავად იმისა რომ არასოდეს გაუგონია ეს სიტყვა. - არ მინდა რომ შენი შვილი მე მეძახდეს მამას, როგორც ამას აკეთებს..
- ვიცი, მაგრამ არ შემიძლია. რატომ არ გესმის, უბრალოდ არ შემიძლია.
- ვალდებული ხარ !- გადაჭრით მითხრა და მხარზე მაგრად შემომხვია ხელი.. - ვალდებული ხარ თეკლა, გავა დრო და შენი შვილი წამოგაძახებს, რომ მას შანსი არ მიეცი მამასთან ყოფნის.
- მაგრამ მან იცის ვინაა მამამისი, მე ყოველ ჯერზე ვაჩვენებ მის სურათს, ვუყვები მასზე, წარმოიდგინე და ტელევიზორში რომ ხედავს მაშინაც სცნობს. ცოტნე მისმინე, ამაზე ბევრი ვიფიქრე მაგრამ ძალა არ მაქვს, იცი მისი ღალატის მერე როგორ ვიყავი? რომ არა ეს ბავშვი ალბათ მოვკვდებოდი, იმ დღეს გავიგე რომ შვილი გვეყოლებოდა, იმ დღეს სასიხარულო ამბით მივედი მასთან..
- რა ღალატზე ლაპარაკობ თეკლა? როგორ შეგიძლია ღალატში დაადანაშაულო. ყველაფერს დავიჯერებ და ამას არასოდეს. იცი რამდენჯერ იყო ჩამოსული რომ შენთვის თვალი შეევლო?
- ჩამოსული იყო?
- კი ჩამოსული იყო. მაგრამ შენამდე არ მოვიდა. არ უნდოდა რომ გენერვიულა, მაგრამ იცი რა ხდება? თქვენ ორი ზრდასრული იდიოტები ხართ, რომლებიც ერთმანეთს ელოდებიან ვინ წაიმტვრევს სიამაყით ამოსულ რქებს და ვინ გადადგავს პირველ ნაბიჯს, დრო გადის, თქვენი სიყვარული უფრო ძლიერდება და ეს ბავშვი იტანჯება.. წარმოგიდგენია რა მოხდება როცა გაიგებს რომ სოფიზე ვიცოდი? და მისი ნათლია ვარ? ცოცხლად დამმარხავს თეკლა, არ მაცოცხლებს. - მაგრამ იცოდე ორ კვირაში აქ იქნება, თბილისი ბოლო ქალაქი იქნება სადაც ტურნეს დაასრულებს . მინდა რომ იფიქრო, კარგად იფიქრო ცივი გონებით იფიქრო, არანაირი წყენა და ტკივილი არ გაიხსენო, უბრალოდ იფიქრე შვილის საკეთილდღეოდ თეკლა - თავზე მაკოცა და სახლიდან გავიდა..
გახევებული და გამოფიტული ვიჯექი იგივე პოზაში. თეთრი კონვერტი ისევ ხელის გულზე მედო. მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი არ წამეკითხა, მაგრამ გულმა ვერ გამიძლო.. ფრთხილად გავხსენი კონვერტი და ჯერ კიდევ გადაკეცილ ფურცელს დავყნოსე, მისი სუნამოს სურნელი ჯერ ისევ მკაფიოდ იგრძნობოდა...
„ როგორ მომენატრე, რომ იცოდე როგორ მომენატრე - ახლა ყველაფერს დაყრიდი და ჩემთან გამოიქეოდი როგორც იმ ღამეს თავსხმა წვიმაში რომ მომადექი პატიების სათხოვნელად.. ვიცი ახლა ამას კითხულობ და თვალები ცრემლით გაქვს სავსე, მაგრამ არ იტირო, ხომ იცი ვერასოდეს ვიტანდი შენს ცრემლებს, ეს ერთადერთია რაც მასუსტებს...
მინდა იცოდე რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე და ვინმე შეიცვალა თეკლა, მაგრამ შენი სიყვარული ოდნავადაც არ შემცვლია.. მე შენთვის არასოდეს მიღალატია. არ ვიცი როგორ დაიჯერე ეს, მაგრამ ახსნაც არ მაცადე,არც ახლა ვეცდები რაიმე აგიხსნა. უბრალოდ მინდა იცოდე რომ მიყვარხარ „
„დავიდი“
ფურცელი ისევ ძველ ფორმაზე დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე.
ფანჯრიდან გავხედე ბუშტებში მოთამაშე შვილს რომელიც მთელი ძალით ეკვროდა ცოტნეს ზედ და პატარა ცხვირს ლოყაზე უხახუნებდა..
იქნებ სადღაც დამნაშავეც ვიყავი, იქნებ მართლა არ უღალატია. იქნებ უნდა მომესმინა რომ ყველაფერი აეხსნა. იქნებ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.. მაგრამ უკვე გვიანი იყო..
მეშინოდა რომ სოფიოს არსებობის შესახებ თუ გაიგებდა შვილს წამართმევდა. ამას არ მაპატიებდა. მე კი მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი... შვილი ერთადერთი იყო რაც ძალას მაძლევდა..
კიბეებზე ნელა ჩავედი და უზარმაზარ სახლს თვალი შევავლე, ამ სახლში ერთად უნდა გვეცხოვრა. ერთად უნდა გაგვეზარდა შვილები.. ახლა კი ამ ცივ კედლებში გამოკეტილი მარტო ვზრდიდი შვილს რომელის უხვად იყო დაჯილდოვებული მამის ნაკვთებით და მანერებით..

ეზოში განმარტოვებით მდგარ სკამზე ვიჯექი და უკვე ასჯერ წაკითხულ წერილს კიდევ ახლიდან ვკითხულობდი... მისი ხელით მოხაზულ სათითაო ასოს ვესიყვარულებოდი და იმის გახსენაბაზეც კი რომ ცოტა ხანში ისევ თბილისში იქნებოდა სისხლი მიწყებდა დუღილს.
ბოლოს აქ ამ სკამზე ვისხედით ერთად. მის მხარზე მქონდა თავი მიდებული და ჩვენს სამომავლო გეგმებს თითებზე ვითვლიდი, ისიც პატარა ბავშვივით მისმენდა და საოცარი თითებით მეფერებდა თმაზე...
როგორ მენატრებოდა ეს სიმშვიდე, რომელსაც ასე ყოფნისას ვგძნობდი, როგორ მენატრებოდა ის სითბო რასაც მისი სხეული მაძლევდა ყოველ ღამით. მისი თვალები და საშინლად მიმზიდველი ღიმილი. როგორ მენატრებოდა მისი სათითაო სიტყვა, არავინ იცოდა.. არც მე.. მეც მხოლოდ ახლა ვგრძნობდი რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ ძალიან მიყვარდა..
**
ტანზე მომდგარი კაბა შევისწორე და კიბეებზე ჩავედი. სოფის პატარა სახე ხელებში მოვიქციე და მის წინ მუხლებზე დავდექი.. ცელქობისაგან აჩეჩილი პატარა კაბა შევუსწორე, შუბლზე ჩამოყრილი კულულები უკან გადავუწიე და ლოყაზე ვაკოცე..
- ახლა წავალთ და მამას შევხვდებით, ოღონდ იცოდე ჩუმად უნდა იყო, ძალიან ჩუმად ჩემო გოგო - აცრემლებული თვალებით ვუთხარი და გულზე მივიკარი. - ვიცოდი რომ ვერაფერს ხვდებოდა , ჯერ საამისოდ ძალიან პატარა იყო, მაგრამ კარგა ხანს იმეორებდა სიტყვას რომელიც გულზე ეკალივით მესობოდა „ მა- მა“, დამარცვლით და მკაფიოდ ისმოდა მისი ბაგეებიდან და კიდევ უფრო მეშინოდა მისი დაკარგვის..
სოფი ხელში ავიყვანე და ჭიშკართან მდგარი მანქანისკენ წავედი. ისე როგორც არასოდეს ისე მეშინოდა ახლა მისი ახლოს ყოფნა. მისი დანახვის და სიმართლის თქმის ისე როგორც არასოდეს არაფრის ისე მეშინოდა. ცოტნეს გავუღიმე და უკანა სავარძელზე მოვკალათდით.
- ნერვიულობ? - ღიმილით მკითხა ანანომ და ჯერ მე გამომხედა მერე ქმარს.
- საშინლად. ასე არასოდეს მინერვიულია.
- ასე რატომ განიცდი თეკლა?
- იქნებ არ ღირდეს რომ სოფის არსებობის შესახებ ვუთხრა? რომ წამართვას? რომ წაიყვანოს მერე რა გავაკეთო ცოტნე? - ცრემლები ვერ დავმალე და სლუკუნით ძლივს ამოვთქვი.
- არ წაგართმევს, როგორ შეუძლია ასე მოიქცეს. ასეთი ურჩხული რატომ გამოგყავს..
- არ გამომყავს. უბრალოდ მეშინია და სულ ესაა - მეშინია და მორჩა. მძინარე სოფის დავხედე და წამიერად გამიელვა თავში რა ბედნიერი ვიყავი როცა გავიგე მისი არსებობის შესახებ. როგორ მინდოდა ეს ყველაფერი მისთვის მეთქვა და არ დამცალდა..
ფიქრებში გართულმა გავლიეთ მთელი გზა. რეალობაში ცოტნეს ხმამ დამაბრუნა. შენობას ავხედე, მეცხრამეტე საუკუნის შენობის გარშემო უამრავი ადამიანი ირეოდა. ყველას უნდოდა მალე შესულიყო შიგნით და საყვარელი კუმირისათვის შეეხედა, მისი ავტოგრაფი მიეღო ან გამართლებოდა და სურათი გადაეღო...
მთელს კედელზე გაკრულმა აბრამ თვალი მომჭრა და ტკივილნარევი ღიმილით წავიკითხე
„ დავიდ ბირმანი“...
აქამდე დაგუბებული ცხელი ჰაერი ფილტვებიდან ამოვუშვი და მძინარე სოფი შევაღვიძე.. ახლა მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი მქონდა, რაც შეიძლებოდა უხმაუროდ უნდა შევსულიყავით შენობაში. კართან მდგარ დაცვას რაღაც გადაულაპარაკა ცოტნემ და შენობიდან გამომავალ გოგონას ხელი დაუქნია... გაოცებული მზერა შემავლო ჯერ მე და მერე სოფის, დამფრთხალმა დავხედე შვილს და უფრო მაგრად მივიკარი მკერდზე.
კულისების უკან მაქსიმალურად მშვიდად გავჩერდით, ეს ერთადერთი ადგილი იყო საიდანაც ვერ დაგვინახავდა და მისი ყოველი მოძრაობის დანახვას შევძლებდი..
მქუხარე ტაში, ყვავილების და საჩუქრების წვიმა, მისი სახელის ყვირი, ნერვებზე მირტყამდა და სრულიად ვიაზრებდი რომ საშინლად ვეჭვიანობდი..
- ღმერთო ჩემო როგორ ჰგავს, მისია არა? - ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა გავიგონე თუ არა შეშინებული მივტრიალდი მისკენ და დამფრთხალი ბავშვი მაშინვე ამომეფარა..
- ლიკა? - გაოცებულმა წარმოვთქვი მისი სახელი და სოფის დავხედე...
- არაფერი თქვა, ისედაც ეტყობა რომ მისია. ზუსტად ისეთია როგორიც მამამისი, ასეთი მსგავსება საშინელებაა .. - ამას რაომ მალავდი?
- ეს ჩვენი პირადი საქმეა- ხმაში სიმკაცრე შემერია და ლიკას მზერა გავუსწორე..
- მაგრამ მას უნდა სცოდნოდა რომ შვილი ჰყავს თეკლა. შენ იცი რა ხდებოდა მის გულში და ცხოვრებაში?
- შენ მგონი იცი რაც ხდებოდა მის გულში, და მგონი მენეჯრზე მეტი ხარ რადგან ასე ძალიან კარგად იცი მისი გულის ნადები..
- მგონი ეჭვიანობ- ღიმილით მითხრა და სოფისკენ დაიხარა... - მამას ძალიან გაუხარდება შენი გაცნობა პატარავ - ხაზგასმით უთხრა და გამოწვდილ ხელზე აკოცა..
- ჯერ ამის დრო არაა, ძალიან გთხოვ, არაფერი უთხრა, აცადე რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და მე თავად ვეტყვი ყველაფერს ლიკა, არ მინდა რომ ეს კონცერტი ცუდად დასრულდეს, კარგად გესმის რამხელა შკი იქნება მისთვის ახლა შვილის ამბის გაგება..
- არც ვაპირებ, როგორც შენ თქვი ეს თქვენი პირადი საქმეა. მაგრამ დამიჯერე მისთვის მენეჯერზე მეტი არასოდეს ვყოფილვარ და არც არასოდეს მდომებია მეტი ვყოფილიყავი.
- ბოდიში თუ გაწყენინე - დარცხვენილმა ვუთხარი და ტანზე მოტმასნილი კაბის გასწორება ნერვიულად დავიწყე..
- არაფერია მესმის..- მხრები აიჩეჩა და გაფართოვებული თვალებით გაიხედა სცენისკენ..
რომ არ მეყვირა ინსტიქტურად ავიფარე პირზე ხელები და სცენაზე მიმავალ შვილს გავხედე.. მისკენ გაქცევა დავაპირე რომ ძლიერმა ხელმა დამიჭირა და გასვლის საშუალება არ მომცა.. გამართული ნაბიჯით მიდიოდა სცენისკენ, სულ ათიოდე ნაბიჯი აშრებდა რომ მიზნამდე მისულიყო.. მოულოდნელად გაჩერდა ყველა, მის უკან მდგარ მოცეკვავებს სახეზე გაოცება აესახათ, მაშნვე შეწყვიტეს დაკვრა.. გაოგნებული დატრიალდა და ერთი ციდა ბავშვის დანახვაზე კიდევ უფრო მეტად გაუმუქდა თვალები...
ჯერ დარბაზს მოავლო თვალი, მერე საკუთარ ბენდს გახედა და მისკენ დაიხარა... მის წინ მუხლებზე დადგა და ხელი გაუწოდა... პატარაც მაშინვე მიხვდა რომ რაიმე უნდა გაეკეთებინა, ნაცნობი სახის დანახვაზე მაშნვე სახეზე ღიმილი მოედო და პატარა ხელები შემოხვია
- მა- მა .. დამარცვლით ჩაილაპარაკა და ლამის მთელს დარბაზს ექოსავით მოედო ნახევრად მიკროფონი თქმული სიტყვა...
მაშინვე კულისებისკენ დატრიალდა დავიდი , მიხვდა რომ ეს პატარა უბრალოდ პატარა არ იყო. სახის ისეთივე წყობა ჰქონდა როგორიც თავად, ისეთივე თმა და თვალები როგორც მას ბავშობაში. ძლიერი ხელის მტევანი კეფაზე დაადო და ბავში უკან გადასწია, მაქსიმალურად დააშტერდა ამ მსგავსების ამოსაცობად.
ერთიანად გამწარებული და განადგურებული მზერა მესროლა და ალმაცერად გამიღიმა.. ამაოდ ვეჯაჯგურებოდი ცოტნეს ხელი გაეშვა.. აქამდე ოცნებად ქცეული ტუჩებით დაუკოცნა სახე პატარას და კულისებისკენ წამოვიდა..
რაც უფრო ახლოს მოდიოდა, მით უფრო მეტად მეკარგებოდა ძალა, რაც უფრო მეტად გრძნობდა ჩემი ყნოსვის დეტექტორები მის სუნამოს სურნელს უფრო მეტად მებინდებოდა თვალები და გონება..
- დედიკო - მთელი ხმით დამიძახა და მთელი ტანით გადმოიწია ჩემკენ..
- უნდა ვილაპარაკოთ - გადაჭრით მითხრა და ცოტნეს გადაულაპარაკა ჩემს ოთახში შეიყვანეო..
**
ოთახში კი არ შემოვიდა შემოვარდა და კარები მთელი ძალით მაჯახუნა.. კალთაზე მჯდარი ბავშვი გამომართა, ზურგს უკან მდგარ ცოტნეს გადააწოდა და გასვლა უბრძანა..
- ამიხსენი !- გამწარებულმა მითხრა და გვერდით მომიჯდა
- რა? - ძლივს ამოვღერღე და უკან გავიწიე, ახლა პირველად მეშინოდა მისი ასე ძალიან.
- მეკითხები კიდეც? ამიხსენი -თქო!
- მისმინე, ასახსნელი არაფერია და ძალიან გთხოვ სანანებელს ნუ გამიხდი რომ სოფის შესახებ გითხარი.
- ვინ მოგცა უფლება რომ შვილი დამიმალო თეკლა?- გამწარებულმა მიღღიალა და ფეხზე წამომაგდო.. - რა უფლებით დამიმალე შვილი, რა უფლებით -თქო? რატომ არ მითხარი რომ ორსულად იყავი?
- იმიტომ რომ იმ დღეს მიღალატე, გასაგებია? იმ დღეს გამყიდე, მე შენ მოგენდე და დაგიჯერე რომ შენნაირი ადამიანიც შეიძლება იყოს ოჯახისთვის, რომ მასაც შეიძლება უყვარდეს. მაგრამ ასე არ გამოვიდა..
- მე შენთვის არ მიღალატია !- გამწარებულმა იყვირა და მაგიდაზე მდგარი ლარნაკი კედელს მიახეთქა, მას მერე რა შენთან ერთად დავიწყე ჩემი ცხოვრების დაგეგმა შენთვის არ მიღალატია თეკლა. სხვისთვის წამითაც კი არ გამიხედავს. მხოლოდ შენზე ვფიქრობდი ყოველთვის..
- მორჩი გესმის?!- დაგინახეთ, უბრალოდ დაგინახეთ და მორჩა. აზრი არ აქვს. შვილის ნახვის უფლებას რა თქმა უნდა მოგცემ, იმიტომ რომ არ მინდა სოფი უმამოდ გაიზარდოს, მაგრამ ნახავ ჩემი თანდასწრებით და მორჩა.
- ვნახავ შენი თანდასწრებით და მორჩა? - გგონია რომ ამაზე წამომაგებ? ჩემს შვილს რომელსაც მთელი წელიწადი მიმალავდი, დღეს ხელს ჩავკიდებ და წავიყვან, მერე შეგიძლია მიჩივლო, სადაც გინდა ვისთანაც გინდა..
- ამას არ გააკეთებ - ცრემლები გადმომცვივდა და რამოდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან. შენ ამას არ გააკეთებ..
- რატომ?? რატომ გგონია რომ არ გავაკეთებ. გგონია ამისი ძალა არ მეყოფა? - გინდა დაგარწმუნო რომ ამას გავაკეთებ? - სწრაფად გამოხსნა კარები და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე გავარდა დერეფანში.. კიბეებთან მდგარ ცოტნეს სოფი ხელიდან გააცალა და გასასვლელისკენ დაიძრა...
იმ წამს მივხვდი როგორ გამეგლიჯა გული ორად და მისკენ მთელი ძალით გავიქეცი.. კიბეებზე დაეშვა და ამაოდ არ აქცევდა ჩემს ძახილს ყურადღებას, მისი დაჭერა მანქანასთან მოვასწარი და ჩემკენ დავატრიალე..
- გეხვეწები არ წაიყვანო რაა - ლამის მუდარით ვუთხარი და ცრემლებს გასაქანი მივეცი..
- ჩემი შვილია და დღეს ჩემთან იქნება, შენი თანდასწრების გარეშე, თავად ვიზრუნებ..
- ღამეშ ბევრჯერ იღვიძებს, დათო გთხოვ , არ წაიყვანო მარტო, მეც წამოვალ მაშინ.
- ვერსად ვერ წამოხვალ !- არ მჭირდები გასაგებია?!- როგორც შენ არ მომსმინე ისე მე არ მოგისმენ ახლა თეკლა, და კიდევ ერთი მასე ნუ მეძახი .. ხვალ მოდი და უკან წაიყვანე, დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ. ძალიან დავიღალე , მთელი სამი საათი ფეხზე ვიდექი, ასე რომ გამატარე .
- გაუშვი თეკლა წავიდეს, - ზურგიდან ძლიერმა ხელმა დამწია უკან და გაავებული მზერა ვიგრძენი რომელიც ცოტნეზე იყო მიმართული.
- შენ მერე დაგელაპარაკები „ძმაო“ - უკანასკნელი სიტყვა რაც შეეძლო ზიზღით წარმოთქვა და მანქანაში მშვიდად ჩაჯდა სოფისთან ერთად.
დივანზე ვიჯექი და წელშ მოხრილი მთელი ძალით ვეყრდნობოდი საკუთარ მუხლებს იდაყვებით. ხელში ანთებული ტელეფონი მეჭირა და ამაოდ დავყურებდი მის ეკრავს. ისიც ისევე დუმდა როგორც სხვა დანარჩენები ჩემს გარშემო.
- რომ წაიყვანოს? რა გავაკეთო?- ნერვიულად ვიკითხე და ცოტნეს გავხედე..
- სად უნდა წაიყვანოს გიჟ კი არაა გოგო? გითხრა ხვალ მოდიო და მიხვალ..
- იქნებ იმიტომ მითხრა რომ გამაჩუმა ცოტნე, იქნებ წაიყვანოს..
- როგორ უნდა წაიყვანოს, საბუთები არ უნდა ბავშვს - გაბრაზებულმადამიბრუნა პასუხი და წულით სავსე ჭიქა გამომიწოდა.- დალიე და დამშვიდდი არსად არ წაიყვანს, რადგან სალაპარაკოდ მისვლა გთხოვა ესეიგი ილაპარაკებთ..
- იქნებ ტირის, ან ჩემთან უნდა, როგორ უნდა გააჩუმოს, ბავშვები არასოდეს ყოლია..
- რადგან არ რეკავს, არ ტირის სავარაუდოდ. კარგად იცი სოფი როგორი ბავშვია და მგონი დათოზე ისეა მიჩვეული ტელევიზორში ყურებით რომ ვერც აღიქვამს უცხოდ..
- ვნერვიულობ. მთელი სხეული მიკანკალებს ნერვიულობისაგან... მისი დაურეკე რაა .
- რაც გინდა ის მთხოვე და ეგ არა.. ვერ გაიგე წეღან როგორ მითხრა?- გითხარი ადგილზე გამაქრობს-თქო და არ დამიჯერე.. ახლა გამაქრობს ადგილზ ნამდვილად და მერე დამრჩება შვილი ოდბად..
- რა საყვარელი ხუმრობააა - გაღიზიანება ვერ დავმალე და მომღიმარ ანანოს გავხედე.. - შენ რა გაგიხარდა? ის რომ ქვრივი დარჩები?
- რას ბოდავთ ნეტავ მოგასმენინათ. მე წავედი დავიძინე, თქვენი ნერვები არ მაქვს. ისე ლაპარაკობთ თითქოს ბავშვი მამასთან არაა და გაიტაცეს რა - გაბრაზებულმა ამიბზუა ცხვირი და მეორე სართულს ნელა აუყვა..
- მიდი დაწექი შენც, არაფერია დამიჯერე. თუ რამე დაგვირეკავს თეკლა. ბავშვი თუ ვერ გააჩუმა აბა ასე ხომ არ იქნება.
- კარგი ხო- ფრუტუნით გავეპასუხე და ოთახისკენ დავიძარი..
**
დილით ადრიანად გაახილა თვალები, აცრემლებული თვალებით გადახედა გვერდით მწოლიარე პატარას რომელსაც ჯერ კიდევ უშფოთველად ეძინა. გაახსენდა .. ზუსტად ასე 2 წლის წინათ ასე დაყურებდა თავზე მძინარე თეკლას, რომელსაც მის მკერდზე ედო ხოლმე თავი. ახლა სოფის ეძინა..
როგორ ენანებოდა ყოველი დღე რომელიც მის გვერდით ვერ გაატარა, ვერ ნახა როგორ აიდგა ფეხი, რა სიტყვა თქვა პირველად ვერ გაიგონა. ყველაფერი ის რასაც ეთად ოცნებობდნენ მარტომ გადაიტარა თეკლამ, ის კი შვილის არსებობის გონზეც არ იყო.
მზის სხივებმა პატარას ძილი დაუფრთხეს. ხელის ზურგებით მოისრისა თვალები და მისთვის ჯერ კიდევ გგაუაზრებელ მამას ახედა. ქვედა ტუჩი გაბუტულმა გამოატრიალა და ტირილს უმატა... დამფრთხალმა მოიქცია დათომ შვილი ხელებში და ფეხზე წამოდგა. ტირილს უკლო, მამას ახედა, და ცრემლებით დასველებული სახე ლოყაზე მიადო...
- დედა გინდა არა? - დანანებით უთხრა შვილს და თავზე აკოცა.. - წამოდი დედას მივწეროთ რაიმე მაისური წამოგიღოს და მერე რაიმეს გაჭმევ , მაგრამ რა უნდა გაჭამო. მხრები აიჩეჩა და სამზარეულოსკენ დაიძრა.. - ალბათ რძეს სვამ, იქნებ ფაფას ჭამ, უეჭველად და ბანაიც გეყვარება, იცი რატომ ?- იმიტომ რომ სხვა არაფერი გვაქვს. - სიცილით უთხრა შვილს და მაგიდაზე ზემოდგან დასვა.. - იცოდე არ გადმოვარდე - თითი დაუქნია და გაბერილ ლოყებზე მაგრად აკოცა.. სანამ შვილს ბანანს და ფაფას აჭმევდა დრო იხელთა და ხმოვანი შეტყობინება გააგზავნა.
ერთი საათის მერე იატაკზე იჯდა და მინ წინ მორბენალ შვილს უყურებდა. ახლა ვეღარასოდეს წავიდოდა. ამ საოცრებას მარტოს როგორ დატოვებდა.. ჯერ არაფერი ჰქონდა გეგმაში მაგრამ იცოდა მისი შვილი მამის გარეშე არ გაიზრდებოდა.. ყველანაირად ეცდებოდა თეკლას გადმობირებას, თუარადაა აუცილებლად მოუწევდა შვილის გამო ბრძოლა და უკან დახევას ნამდვილად არ აპირებდა..
სოფი ხელში აიყვანა და კარის გასაღებად წავიდა...
მის წინ უბრალო და სადა თეკლა იდგა, ისეთი როგორიც შეუყვარდა და ისეთი როგორიც გაიცნო..
- დილა მშვიდობისა - ღიმილით ვუთხარი და ჩემკენ გადმოწეული შვილი გამოვართვი.. - როგორ ეძინა, ღამით ხომ არ უტირია?
- არა, მშვიდად ეძინა, ერთი საათის წინ გაიღვიძა.- ტანსაცმელი მოუტანე? - მშვიდად მკითხა და ცოტნეს გახედა.- შენ ამისი პირადი დაცვა ხარ?
- დათო მოიცა - მხარზე მოუჭირა ხელი და თავისკენ დაატრიალა - ამისი პირადი დაცვა არ ვარ , მოვედი რომ ბავშვი გავიყვანო, დაბლა ანანო მელოდება, თქვენ ისაუბრეთ ასე ორ საათში მოვალთ. გეყოფა ეს დრო?
- რად მინდა ორი საათი? ორი წუთის საქმეა მხოლოდ, და მერე ჩვენ ვისაუბრებთ - ირონიულად თქვა და გაიღიმა..
- ჩვენ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა და მზად ვარ ავიტანო ყველაფერი შენგან, მაგრამ მერწმუნე ორი საათიც კი ცოტად მოგეჩვენება.. - მოდი აქ ნათლიასთან - ხელები დაუქნია სოფის და ისიც სიხარულით გაეშურა მისკენ.
- ნათლიასთან !- ტაში უნდა დაგიკრათ ორივეს ერთად. ამან შვილი დამიმალა მიღალატეო, და შენ რატო დამიმალე შენც გიღალატე?
- მე ვაიძულე !- ხმამაღლა ვუთხარი და მკლავში მოვკიდე ხელი.. - მოდი ვილაპარაკოთ, გუშინ ხომ გინდოდა ლაპარაკი.
- ვილაპარაკოთ . - განერვიულებული პასუხი მივიღე სანაცვლოდ და სოფის ხელი დავუქნიე..
ფანჯარასთან მდგარ დინავზე გაუბედავად დავჯექი და მოშორებით დამიჯდა იცის, ვგრძნობდი რომ ისიც ისევე ნერვიულობდა როგორც მე, საუბრის წამოწყება კი არ მინდოდა, მეშინოდა რაიმეს ისეთის მოსმენის, რაც საბოლოოდ გადამთელავდა..
- ეს რატომ გააკეთე? - ბოლოს ისვ თავად მკითხა და დახრილი სახე ორი თითით ამაწევინა.. - ეს რატომ გააკეთე თეკლა?
- უკვე გითხარი, ვერ ავიტანე შენი ღალატი და გადავწყვიტე რომ ასე უკეთესი იქნებოდა.. რომ არა ცოტნე არასოდეს გეტყოდი რომ შვილი გყავს.
- ახლა ამას გულით ამბობ? ესეთი ბოროტი როდის გახდი გოგო?
- როცა შენკენ მოვდიოდი ამ ამბით და ამ სახლში, საძინებელში წაგასწარი სხვათან მაშინ.
- მე შენთის არ მიღალატია. ამის დედას შევ**ცი, არ მიღალატია გაიგე? ცხოვრებაში შენსავით არავნ მყვარებია, მთელი ეს წლები უამავი ქალი მყოლია შენამდე და შენც მერეც, მაგრამ შენთვის არ მიღალატია, არც ერთხელ არ გამიხედავს სხვისკენ... შენდანი სიყვარული იმდენად სხვა იყო ჩემთის..
- აბა ის რა იყო? ასე როგორ მატყუებ ადამიანო...
- ახსნა არ მაცადე, ახლა რომ გეცდია მაშინ მთელი ცხრა თვე მარტო არ იქნებოდი და არც მე დავკარგავდი ლამის ორ წელიწადს შვილის გარეშე.. მეორე დღეს კონცერტი უნდა მქონოდა, ლიკამ მითხრა რომ საკონცერტო კოსტიუმი რომელიც ჩამოვიდა ზომაში არ იყო კარგი, ამიტომ მისი გადაკეთება მოგვიწია, გადაკეთებული კი იმ გოგომ მომიტანა.. რავიცოდი ასე ადრიანად თუ მოვიდა, ათი საათი იყო, ვიფიქრე რომ შენ იქნებოდი, ვანიდან პირდაპირ გამოვედი პირსახოცით . როცა სხვა დავინახე, ჩასაცმელად შევედი და უკან შემომყვა, არც დამინახავს როგორ რა გააკეთა. თავადაც არ ველოდი ისე მოულოდნელად მაკოცა.
- გინდა რომ ეს ცირკი დავიჯერო?
- ცირკი? ცირკი გინდა? შენ ამას ცირკს ეძახი, კარგი იყოს ცირკი . ჩვენს შორის ეს ლაპარაკი ვერაფერს შეცვლის. ჩვენ შეთანხმება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ მე შვილს არ დაგითმობ და როგორც ვატყობ არც შენ დათმობ..
- შვილი ჩემია - გამწარბულმა ვუყვირე და ფეხზე წამოვხტი.
- ჩემიცააა !- არც ის დამრჩა ვალში და იმდენად ახლოს ამესვეტა წინ მისი ბაგეებიდან წამომავალ ცხელ სუნთქვას ხარბად ვგრძნობდი სახეზე..
თლილი თითები დამისვა სახეზე და მაშინვე სიამოვნების მორევში ჩავიძირე.. საკუთარი ემოციების დაბლოკვას მუშტების შეკვრით ცვდილობდი მაგრამ მისკენ უკან ნაბიჯის გადადგმა არ შემძლო... ცხელი ბაგეები ნელა შემეხო და სიამოვნების ტალღამ დენივით დამიარა მთელს სხეულში. ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა, ვგრძნობდი რომ მისი ხელების თარეში ჩემს სხეულზე გონებას მაკარგინებდა. ჩემი სისუსტე მაშინვე იგრძნო და პატარა ბავშვივით ამიტაცა ხელში. საბოლოო ნავსაყუდელი საწოლზე იყო. ფრთხილად დამაწვინა და ზემოდან მომექცა. ვნებიანი კოცნა ვიგრძენი ყელზე და საკუთარი ხმის ჩასაქრობად საბნის კიდეები მუჭებში მოციქციე... ხელები თავს ზემოთ დამიჭირა და ურჩი ბავშვივით გამანთავისუფლა ტანსაცმლისაგან ..
მისი სხეულის ყოველი შეხება რაღაც ახალ სტიმულს აძლევდა ჩემს სურვილებს. სიამოვნებისაგან დავიქციე ტუჩი კბილებს შორის და ოდნავ მლაშე სისხლის გამო ჩამეღვარა პირში..
- საკუთარ ემოციებს გასაქანი მიეცი თეკლა , ყურთან მიჩურჩულა და ვიგრძენი როგორ შემეხო ენის წვერი ყურზე. სიამოვნებას შენში ნუ ჩაკლავ, ისედაც ორივემ ვიცით რომ ერთმანეთი საშინლად გვინდა...
- არ გაჩერდე გთხოვ - ძლივს ამოვღერღე და მკერდზე კოცნისაგან წითელი ლაქა დავუტოვე...
- აი ეს თეკლა მიყვარს სიგიჟემდე - მორიგი ხავერდოვანი ხმა გაისმა ოთახში და მისი სხეულის სიმხურვალე ერთიანად ვიგრძენი ჩემში .. გულის ცემა ამიჩქარდა და მაქსიმალურად ავეკარი ზედ შიშნელი მკერდით . მისი სხეულიდან იმდენად დიდი ენერგია და სიმხურვალე მოდიოდა, მეგონა მთელს სხეულს ერთანად მიწვავდა...
- მენატრებოდი - მის ბაგეებს ოდნავ შევეხე და ამღვრეულმა ვუთხარი, - ვერ წარმოდგენ როგორ მენატრებოდი . - შენი სხეული, შენი კანი, შენი ხელებს შეხებაა ისე ენატრებოდა ჩემს სხეულს ხანდახან ვგიჟდებოდი ამ სურვილით .. შენ იმხელა კვალი დამიტოვე რომ ამ კვალს ვერასოდეს წავშლი ჩემიდან...
- არცაა საჭირო. ეს კვალი ჩემი და შენი სიყვარულის ნაყოფია თეკლა.- ეს ჩვენი ნაკვალევია - დაღლისაგან ჩაწითლებული თვალებით ჩამხედა თვალებში და გვერდით გადაწვა.. ოფლისაგან დაცვარულ ყელზე ხელი დავუსვი და მკერდზე ავახოხდი ისე როგორც ადრე მიყვარდა მასზე წოლა..
- ახლა როგორ მოვიქცეთ ? - ჯერ კიდევ სიამოვნებისაგან ძილბურანში მყოფმა ვკითხე და მის შოკოლადისფერ ტალღებს ხელი შევავლე. - ღმერთო ჩემო როგორ მიყვარხარ - მაგრად შემოვხვიე ხელები და შიშველ სხეულზე საბნის კუთხე გადმოვიფარე..
- მადლობა შვილისთვის - იმდენად მოულოდნელად მითხრა , ცრემლები თავისით დამედინა და გავიღიმე..
- მადლობა შენ რომ ასეთი ლამაზი ნაკვალევი დატოვე ჩემში - მკერდზე დავეყრდენი და ცერა თითი გადავუვი ტუჩებზე..
საწოლის გვერდით დაგდებული მისი მაისური გადავიცვი და ძველ პოზას დავუბრუნდი . მის სხეულს და კანს საოცარი ვნების და სიყვარულის სურნელი ასდიოდა ჯერ კიდევ.. სიამოვნებისაგან დაღლილს ჩამეძინა მის მკერდზე. ძილიდან სოფის ხმამ გამომიყვანა. ჩვენს შორის იწვა და ჩემს თმებზე თამაშით ირთობდა თავს..
- ჩემი ორი ყველაზე ლამაზი ქალი - სიცილით თქვა და ორივე მკერდზე მიგვიკრა.. არსად არასოდეს არ დამიტოვებია ასეთი ნაკვალევი როგორიც ესაა , და ეს ერთადერთი ნაკვალევია მთელი ჩემი არსებობის მანძილზე რომლითაც ვიამაყებ - პატარა ხელებზე აკოცა სოფის და მწოლიარეს ჩამომხედა.. - ესაა ის რაზეც ერთად ვოცნებობდით ორი წლის წინად, დავაგვიანეთ მაგრამ ოცნებები ხდება..
**
ნელა-ნელა ვუბრუნდები ძველ დროს მგონია.. მიხარია რომ ჯერ კიდევ მომდის თქვენგან პირადი შეტყობინებები , რომ ჯერ კიდევ გახსოვართ.
ძალიან გამახარებთ თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ .



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

გამიხარდა რომ დაბრუნდით,საყვარლობა იყო

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Sayvarloba da tkbili shensavitt. Ogond axal istorias velodebit tuka. Qimia oristvisss. Sadaaaa

 


№3  offline წევრი დარინა

აუ თურმე როგორ მომნატრებია შენი სიახლის დანახვა წაკითხვაზე საუბარიც კი ზედმეტიააა, იმედია ეს შენი დაბრუნების წინაპირობაა რადგან მოგვენატრეთ აქ ხალხს ძველი ავტორები, რომლების საშუალებითაც გავიზარდეთ, ერთი პატარა ტკბილი და საყვარელიკო ისტორია გამოვიდა რომელიც მე უკვე შემიყვარდააა, შენ ყოველთვის გამოირჩეოდი ემოციების განსაკუთრებული გადმოცემის უნარით და ხოდა ესეც არ განსხვავდებოდა წინა შენი ისტორიებისაგან. მალე დაგვიბრუნდი გელოდებით ❤️❤️❤️

 


№4  offline ადმინი თუკა

Qeti qimucadze
Sayvarloba da tkbili shensavitt. Ogond axal istorias velodebit tuka. Qimia oristvisss. Sadaaaa

ქიმია ორისთვის ძალიან დიდი გამოდის და ამიტომ ასე მალე ვერ დავასრულე.
უკვე დასასრულისკენ მიდის მთელი ჩემი ჩანაფიქრი და სავარაუდოდ თვის ბოლოს შემეძლება გაგახაროთ.
მანამდე კი ასე მოვარდნილი მუზებით შემოვიფარგლები kissing_heart

დარინა
აუ თურმე როგორ მომნატრებია შენი სიახლის დანახვა წაკითხვაზე საუბარიც კი ზედმეტიააა, იმედია ეს შენი დაბრუნების წინაპირობაა რადგან მოგვენატრეთ აქ ხალხს ძველი ავტორები, რომლების საშუალებითაც გავიზარდეთ, ერთი პატარა ტკბილი და საყვარელიკო ისტორია გამოვიდა რომელიც მე უკვე შემიყვარდააა, შენ ყოველთვის გამოირჩეოდი ემოციების განსაკუთრებული გადმოცემის უნარით და ხოდა ესეც არ განსხვავდებოდა წინა შენი ისტორიებისაგან. მალე დაგვიბრუნდი გელოდებით ❤️❤️❤️

და თქვენ არ იცით მე როგორ მომენატრა თქვენი კომენტარები, შეფასებები, მერე განხილვები, ძალიან მაკლდა ყველაფერი ეს, თქვენი თუნდაც ერთი კომენტარი და ერთი თბილი სიტყვა მაძლევს უნარს და სტიმულს რომ ვწერო ისე როგორც შემიძლია.. kissing_heart kissing_heart

სტუმარი მაკო
გამიხარდა რომ დაბრუნდით,საყვარლობა იყო

დიდი მადლობააა ..
kissing_heart kissing_heart
--------------------
4love.ge

 


№5  offline წევრი Taattu

ძალიან კარგი იყო საინტერესო და საყვარლობა ❤️ მიხარია რომ დაბრუნდი

 


№6  offline ადმინი თუკა

Taattu
ძალიან კარგი იყო საინტერესო და საყვარლობა ❤️ მიხარია რომ დაბრუნდი

ვცდილობ დავბრუნდე ნელა-ნელა.
უღრმესი მადლობაა kissing_heart
--------------------
4love.ge

 


№7 სტუმარი ტაისა

სულ ახლახანს აღმოვაჩინე ეს საიტი და ძალიან მიხარია, ასეთი კარგი რომ დამხვდი ❤

 


№8  offline წევრი gvanc95

როგორ მომენატრე შენი ისტორიებიიით????????ძალიან გამიხარდაა რომ გნახე ,ვიწყებ ♥️

 


№9  offline ადმინი თუკა

ტაისა
სულ ახლახანს აღმოვაჩინე ეს საიტი და ძალიან მიხარია, ასეთი კარგი რომ დამხვდი ❤

ძალიან დიდი მადლობაააა.

gvanc95
როგორ მომენატრე შენი ისტორიებიიით????????ძალიან გამიხარდაა რომ გნახე ,ვიწყებ ♥️

მეც მომენატრაააა ისტორიების დადებაააა გოგოებოო. და თქვენ ძალიან მომენატრეთ ყველა
--------------------
4love.ge

 


№10 სტუმარი სტუმარი მარინა

გილოცავ დაბრუნებას ძალიან მიყვარს შენი ისტირიები სასიამოვნო წასაკითხია

 


№11  offline ადმინი თუკა

სტუმარი მარინა
გილოცავ დაბრუნებას ძალიან მიყვარს შენი ისტირიები სასიამოვნო წასაკითხია

დიდი მასლობაააა. ძალიან მიხარია ❤❤
--------------------
4love.ge

 


№12  offline წევრი _SUNFLOWER_

მიყვარსს❤️

 


№13  offline წევრი bird of life

ძალიან მაგარი იყოო, აზრიანი, გრძელიც არ იყო და საოცრად ემოციური. blush

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

სასიამოვნო წასაკითხი იყო.მიხარია რომ დაბრუნდი.იმედია ახალ ისტორიასაც მალე შემოგვთავაზებ.

 


№15  offline ადმინი თუკა

სტუმარი თამო
სასიამოვნო წასაკითხი იყო.მიხარია რომ დაბრუნდი.იმედია ახალ ისტორიასაც მალე შემოგვთავაზებ.

იმედია მეც მაგის დიდი იმედი მაქვს რომ მალე დავასრულებ წერას.

bird of life
ძალიან მაგარი იყოო, აზრიანი, გრძელიც არ იყო და საოცრად ემოციური. blush

დიდი მადლობა შეფასებისათვის, heart_eyes heart_eyes

_SUNFLOWER_
მიყვარსს❤️

გმადლობ kissing_heart kissing_heart
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent