შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი საყვარელი მტერი ანუ ეშმაკი ატარებს ბალენსიაგას (1)

20-05-2020, 20:37
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 581

დარბაზში ფერები ირეოდა. ფერებთან ერთად, სურნელიც და ხალხიც. ინტენსიურ მუსიკას მოეცვა ქალის მთელი არსება. სხეულის მოძრაობის, მძიმე სასმელის და ქაოსის ფონზე, თვალდახუჭულს, უკეთესად შეეძლო რაღაც ისეთზე ფიქრი, რაც სიამოვნებდა.
სულ მალე, მთელი პარლამენტი გამოუცხადებდა ნდობას და ყველაფერს შეცვლიდა. მერე თვალები გაახილა მარჯიელამ. ვნებამოცული ბავშვები გაოფლილიყვნენ, გაწითლებულიყვნენ და ქანცის გაწყვეტამდე ცეკვავდნენ.
მოსწონდა.
არც ამორალური იყო, არც საზიზღარი. პირიქით, მხოლოდ მათში სჩქეფდა სიცოცხლე. განსაკუთრებული ნიჭია, მთელი დღე სამსახურში ან უნივერსიტეტში გაატარო, ღამით კი კლუბურ ცხოვრებას დაუბრუნდე. თავის ძმას, ჯოსეფს შეხედა. იქვე, გოგოებს ეცეკვებოდა, თან ნახევრად შიშვლებს და ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს.
ჯოსეფმა მარჯიელას მზერა დაიჭირა, სასმელი მისი მიმართულებით გაიშვირა და მერე ბედნიერად შესვა. უცნაური რამე ახასიათებდა და-ძმას, თვალებით კომუნიკაცია შეეძლო. თან ეს კომუნიკაცია უბრალო ნიშნები კი არა, მთელი დიალოგი შეიძლებოდა გამხდარიყო.
მოუდლოდნელად, ვიღაცამ ისეთ ხმაზე დაიწივლა, მუსიკაც გადაფარა. დაფეთებული მარჯიელა ტრანსიდან გამოფხიზლდა. გარშემო მიმოიხედა და შეიარაღებული ხალხი დაინახა.
მუსიკა შეწყდა.
- ხელები მაღლა! - ყვიროდა სპეცრაზმის ფორმაში გამოწყობილი ხალხი.
- ჯანდაბა, არავის შეეხოთ! ისინი ხომ ბავშვები არიან - დაიღრიალა ჯოსეფმა

* * *
ერთი დღით ადრე:
კრისტოფერს მხოლოდ ორი ადამიანი ახლდა - თავისი დაცვის წევრები, რომლებიც იმდენად სანდოები იყვნენ მისთვის, რომ სიტყვა „დაცვა“ მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებდა. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. ჯერ გვარიანად გაჩხრიკეს, მერე უთხრეს, ეს ორი ვერ შემოგვყვებაო და მდელოსავით გადამწვანებულ ეზოში გაუშვეს, სადაც პრეზიდენტი თავის ლაბრადორს ეთამაშებოდა.
კრისტოფერი იღიმოდა.
ძალიან იშვიათად იღიმოდა, მაგრამ ძირითადად, მიზეზიანად. პრეზიდენტ ფელიქსს ხელი ჩამოართვა, სოლიდური მზერა ისე განმგმირავად ესროლა, ფელიქსმა ეგრევე იფიქრა, კარგს არაფერს მოასწავებს ამისი გამოჩენაო.
- როგორ ხარ ფელიქს? - ჰკითხა კრისტოფერმა და მის გვერდით ჩამოჯდა.
- პირდაპირ საქმეზე გადადი! ვიცი, შენი ვიზიტი რაღაც საეჭვოს ნიშნავს.
- პრემიერის თანამდედობაზე შენი კანდიდატურა სწორ არჩევნად არ მიმაჩნია. მარჯიელა კრუგერი არ არის შესაფერისი. - პირდაპირ მიუგო კაცმა და ჰალსტუხი ცოტათი მოიშვა. ამ ბოლო დროს, ისე იჭერდა, მერე სუნთქვაში უშლიდა ხელს.
- თავხედურად ხომ არ ჯღერს, რასაც ახლა ამბობ? - გაოგნდა ფელიქსი. თან აღელდა... კრისტოფერის ნებისმიერი ნაბიჯი მუდამ კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო. თუ პირდაპირ ამბობდა თავის სათქმელს ყოველგვარი შეფარვის გარეშე, ესეიგი, ჰქონდა ამისი მიზეზი. სწორედ მიზეზის არსებობა უხუთავდა სულს პრეზიდენტს.
იცოდა, გაბმული იყო მახეში, თუმცა ჯერ იმას ვერ ხვდებოდა, რამდენად სერიოზული იყო ეგ მახე.
- შესაძლოა, თავხედურად გამომდის და რასაც შემდეგ გეტყვი, ეგ უფრო უარესად გაიჟღერებს. ყველაფერი ვიცი. ჩვენს ქვეყანაში, ბორდელები არალეგალურია. შენ, ქვეყნის პირველმა ადამიანმა, ძალიან უხეშად დაარღვიე ეს კანონი. მე ორ გადაწყვეტილებას გთავაზობ, არჩევანი შენზეა: პირველი - ამ საქმეს სასამართლოს გადავცემ და სანამ შინაგან საქმეთა მინისტრად ვითვლები, მაქსიმალურად ვეცდები, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯო. მეორე - პრემიერად დამნიშნავ, ბორდელებს დახურავ და ჩვეულებრივად განაგრძობ ცხოვრებას. ასე ვთქვათ, დამატებითი შემოსავლის გარეშე დარჩები, მხოლოდ პრეზიდენტის ხელფასისა და პრემიების იმედზე. სამაგიეროდ, ციხეს აიცილებ თავიდან. კარგად დაფიქრდი-თქო, გეტყოდი, მაგრამ შენს ადგილად ყოფნა ღმერთმა დამიფაროს, თუმცა მაინც თუ წარმოვიდგენ, დაუფიქრებლად თავისუფლებას ავირჩევდი.
ფელიქსმა ღრმად ჩაისუნთქა. კრისტოფერს თვალებში ჩაჰხედა. კი დამნაშავე იყო, მაგრამ მაინც არ უჭირდა. ბოლოს და ბოლოს, მისი ყველაზე საშინელი საიდუმლოს ამომხსნელისთვის ერთხელ მაინც ხომ უნდა გაესწორებინა მზერა?
კრისტოფერი არასოდეს ღელავდა. ან თავს კარგად იჭერდა ნერვიულობისას. ახლაც ისე საუბრობდა, გეგონება, ძველი მეგობარი წარსულის მოგონებებს იხსენებს და არა ბორდელსო.
- კარგი - თავი დაუქნია ფელიქსმა - მე შენს კანდიდატურას წარვადგენ, მაგრამ ხომ იცი ეს როგორ ხდება? მხარი უნდა დაგიჭირონ.
- დანარჩენს მე მივხედავ, არ იდარდო - გაეღიმა კრიტოფერს.
- მარჯიელა კრუგერის და მისი ოჯახის გადაკიდებასაც მთხოვ ყველა ბედნიერებასთან ერთად - თავი შიშისგან გააქნია ფელიქსმა.
- სამწუხაროა, პრეზიდენტს რომ ხალხის გადაკიდების ეშინია. ეტყობა, ბევრი ფაქტი დამიტოვე მე, მარჯიელას და კიდევ სხვა მრავალ ადამიანს საშანტაჟოდ. თუმცა მაგ ქალზე ნერვიულობას ნამდვილად აიცილებ თავიდან. მის რეპუტაციას რიგიანი საფრთხე ემუქრება. ორ დღეში, ნარკოპოლიტიკის ცენტრში გამოჭენებული ფიგურა გახდება თავისი პატარა ბავშვებიანად. - ღრმად ჩაისუნთქა ახლადგაკრეჭილი ბალახის ჰაერი და მხატვრულად წარმოთქვა: - მარჯიელა, თითქოს უშვილო, მაგრამ მრავალი შვილის პატრონი. ვახ, რა მაგრად გამომივიდა. დროა, წავიდე. ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, კმაყოფილი ვარ. შეხვედრამდე ბატონო პრეზიდენტო.
კვლავ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
მერე კრისტოფერი უკან გამოვიდა და თავიას ორ დაცვას ანიშნა, ყველაფერი ისეა, როგორც გავთვალეთო.

* * *

ტრასაზე მანდქანა მიქროდა. საჭესთან მარჯიელა იჯდა, გვერდით ციხიდან ახალიგამოყვანილი მისი ძმა.
- ისეთი რამე უნდა დავმართო, რომ ვერასოდეს ვერ მიხვდეს, რომელმა ღმერთმა იძია მასზე შური! - ყვირილამდე მისულიყო გამწარებული ქალი.
- შენი ჭირიმე, ხმას დაუწიე რაა. ჩურჩულით აგინე, ისედაც თავი მისკდება, მთელი ორი დღის უძინარი ვარ - სთხოვა ჯოსეფმა.
- კიდევ კარგი, არაფერი გქონდა მიღებული. პოლიციისთვისაც არ უნდა დაგერტყა.
- ოცი წლის ბიჭებს კასტეტი გადაარტყეს, აბა რა მექნა? ჯანდაბა! კრისტოფერ ფორტის მოვუ*ნავ კარგის ტ*აკს! როგორ შეაშინა ყველა. ოცი ბავშვი დაიჭირა. გესმის შენ რა ხდება?
- მინისტრად რომ დამნიშნავენ, პირველი მაგას დავიჭერ - გაეღიმა მარჯიელას - სულ ცოტახანი დაგვრჩა, სულ ცოტახანი ჯოსეფ და ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებსაც გამოვაშვებინებ. სამ დღეში ხვალ შეხვედრა მაქვს მაგ სი*თან.
- ეგ სიტყვა პირისპირ არ უთხრა.
- გადატანითი მნიშვნელობით ვეტყვი - ეშმაკურად გაჰხედა თავის ძმას - ბავშვობაში, ლექსიკონი რომ გვქონდა, ისე.
- ანუ ეტყვი, რომ სკამია? მაგარი იდეაა - ჩაიხითხითა ჯოსეფმა. მწვანე თვალები უძილობისგან, მუქი ჭაობისფერი გაჰხდომოდა და უპეები ჩალურჯებოდა.
სახლში მივიდნენ. გულგახეთქილი ბეკი ეზოში გამოიქცა და ჯოსეფს შეახტა.
- ჩემი დემონი, როგორ მომენატრე - თმაზე და ლოყებზე აკოცა თავის უმცროს დას. მერე ძირს ჩამოსვა და კარგად შეათვალიერა - ორ დღეში, გახდი?
- საჭმელს არ ვჭამდი. როცა ვნერვიულობ, შიმშილი მეწყება.
- გვარიანად მოგიმიზეზა და არც სკოლაში წასულა - დაამატა მარჯიელამ სიცილით.
- ელა, შენთვის ცოტა მძიმე ამბავი მაქვს. როგორც ჩანს, ტელევიზორი კარგა ხანია, არ გინახავს - თანაგრძნობით მიუგო ბეკიმ.
- რა მოხდა რებეკა?
- გადავახვევ - შუა დღის ახალი ამბები ჩართო ტელევიზორში.
- პრეზიდენტმა პრემიერის კანდიდატურაზე კრისტოფერ ფორტი განიხილა, რის შემდეგაც, სხდომაზე, მთელმა პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა. - ამბობდა გადაცემის წამყვანი.
- ამის დედა შე*ეცი! - დაიღრიალა ჯოსეფმა და მუშტი ისეთი სიძლიერით მიარტყა კედელს, ვერ მიხვდებოდი, კედელი გატყდა თუ ძვალი.
მარჯიელა გონებაარეული მიესვენა სკამზე.
- ბავშვებს როგორღა გამოვიყვან? - ამოიკვნესა და თავი ხელებში ჩარგო. - ახლა უნდა ვეხვეწო, ვემუდარო და დავუჩოქო ამ ყვინჩას?
- პრეზიდენტი ხომ შენ განგიხილავდა? - ვერ გაეგო რებეკას.
- პრეზიდენტის კი არა, საკუთარი ჩრდილის ნდობა არ უნდა გქონდეს. დაიმახსოვრე ბეკი! არც ჩვენი პრეზიდენტია ანგელოზი. გაუგო ეტყობა რაღაცა და დააშანტაჟა ამ ქვეშქვეშამ. შენ კიდე, ნუ დაიბზარე სხეულის ყველა ნაწილი. დაიძინე! ჩემს დაკარგულ პრემიერობას აღარაფერი ეშველება და ჯანმრთელობა მაინც შეგრჩეს. ხვალ ვილაპარაკოთ ყველაფერზე - სთხოვა თავის ძმას.
- ერთ-ორ ჭიქა რამეს დავლევ ჯერ.
- მე ღვინო მინდა - წამოდგა მარჯიელა და ჭიქები გამოიტანა.
- მეც ღვინო მინდა - გაეღიმა ბეკის.
- შენ, ჩემო საყვარელო, უნდა დაიძინო და დილით ადრე ადგე. დამთავრდა შენი არდადეგები, სკოლაში ხარ წასასვლელი... მომინდომა გოგომ ალკოჰოლი!

* * *

კრისტოფერ ფორტი კაბინეტში იჯდა, როცა შორიდან მომავალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამწარებული კაკუნი მოესმა. მაშინ არ დაფიქრებულა, თუმცა ზოგჯერ, ფეხის ხმიდანაც შეიძლება ამოცნობა, რომ მოდის ვიღაც ზედმეტად შეუპოვარი და გამუდმებული ბრძოლისთვის მზადმყოფი.
კარი გაიღო.
მდივანმა უთხრა, ზუსტად ის მოვიდა, ამ ბოლო დროს რომ ჩაეწერა თქვენთან სალაპარაკოდო და კრისტოფერმაც თავი დაუქნია.
მწითურთმიანმა ქალმა შემოანათა. თან კი არ მოვიდა ან უბრალოდ წარსდგა მის წინაშე, მართლა შემოანათა. ყვითელი კომბინიზონით და მასზე დაბნეული წელამდე ცეცხლისფერი თმით, კილომეტრის მოშორებითაც იცნობდა ნებისმიერი რომ მარჯიელა კრუგერთან ჰქონდა საქმე.
წამოდგა კაცი და შავსათვალეში მდგომ ქალს შეავლო მზერა. მარჯიელას თვალები არ უჩანდა, თუმცა მათი დანახვის გარეშეც მიხვდა, უხილავ ცეცხლსასროლ იარაღს დაატარებდა მზერით.
- მე მარჯიელა კაველო ვარ! ის ქალი, ვის კლუბშიც თქვენი ბრძანებით შეიარაღებულ იდიოტთა რაზმი შეიჭრა და პატარა ბავშვები შემიშინა.
- ვიცი, ვინც ხართ. აქამდეც მრავალჯერ შევხვედრილვართ, მაგრამ თქვენ აღარ გახსოვართ ალბათ. სახეზე მხოლოდ იმას სცნობთ, ვინც პრემიერია. მაშინ უბრალო კაცი ვიყავი.
- ცოტათი არ მადარდებს თქვენი მოგონებები. ვფქირობ, უნდა გცოდნოდათ, სად მიდიოდით, რატომ მიდიოდით და ვის საკუთრებაში იჭრებოდით. - ქალმა სათვალე მოიხსნა. მომაკვიდენებელი ბრაზი შეაფრქვია კრისტოფერს. გამოხედვაში იმაზე მეტი ცეცხლი უჩქეფდა, ვიდრე გრძელი თმის კულულებში.
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა.
მომთმენი უნდა ყოფილიყო, ხმისთვის არასოდეს აეწია და ნებისმიერი პროვოკაციისთვის, სოლიდური ტონით ეპასუხა. ეს სისხლში იმდენად ჰქონდა გამჯდარი, რომ შეეძლო, ვინმესთვის სრულიად გაწონასწორებული და დაბალანდებული საუბრით დაერტყა მუშტი.
- მშვენივრად ვიცოდი, ვისი საკუთრებაც იყო. საერთოდ, რატომ გგონიათ, თითქოს, მაგდენი დრო მაქვს, რომ ახსნა-განმარტება ვაძლიო ადამიანებს? - ერთიც არ გაუცინია კრისტოფერს. სიცილის კი არა, ღიმილის შესაფერისი დროც არასოდეს ჰქონდა ასეთ მომენტში.
- ნუ ხო, რა თქმა უნდა, კლუბის შტურმით აღების შემდეგ, ამ ყველაფრის ორგანიზატორმა, ნამდვილად უნდა შეიკავოს თავი ახსნა-განმარტებისგან. გასაოცარი ტაქტიკაა. ხომ არ გავიწყდებათ, როგორი დაუმორჩილებელი და მტკიცე ადამიანები გადაიკიდეთ? ეს ახალგაზრდობაა. ახალგაზრდობას თქვენი ჩამოგდება შეუძლია! თუ არ ვცდები, ოცი მათგანი თან წაიყვანეთ, ციხეში. - მარჯიელამ გულხელი დაიკრიფა. რომ არ სცდოდნოდა, დაცვა შემაკავებსო, დაუფიქრებლად დაუპირებდა კაცს შუაზე გაგლეჯვას.
- მარჯიელა, თქვენ ჭკვიანი ქალი ბრძანდებით. ეს ოპერაცია თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არაფერ პირადულს აქ ადგილი არ აქვს. მათ შორის, არც თქვენს მიმართ მაქვს რამე პრობლემა. როგორც ხედავთ, გამონაკლისიც კი დავუშვი და თქვენი ძმის, ჯოსეფის ციხიდან გამოყვანა შეძელით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას პიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბავშვებს რაც შეეხებათ, სამოცდაათი გრამი ნარკოტიკი აღმოაჩნდა თითოს მინიმუმ. თან ჩვეულებრივ ზე არაა საუბარი, კლუბურ ნარკოტიკს ვგულისხმობ.
- ჯანდაბა! თქვენ რა, კლუბში არ გივლიათ? პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ და არა გასაყიდად. ჩემს ტერიტორიაზე ნარკოტიკით ვაჭრობა იკრძალება.
- პირადი მოხმარებისთვის მაგდენი? - სასაცილოდ არ ეყო პრემიერს - კლუბში რომ მივლია, სწორედ მაგიტომ მიკვირს. თითო აბის მეოთხედი ერთ ადამიანს 4 საათის განმავლობაში თიშავს. სერიოზულად, ტვინს ძალა დაატანეთ მარჯიელა, ეგენი ყველანი ჩვეულებრივი კრიმინალები არიან და თუ არ არიან, სამომავლო პერსპექტივა დიდი აქვთ.
- ორ დღეს გაძლევთ ბავშვების გამოსაშვებად და თქვენი ხალხის გამოსაყვანად ჩემი კლუბიდან. - სიბრაზისგან, ქალს ხმა დაუწვრილდა და ჩურჩულზე გადავიდა, რათა პრემიერისთვის არ ეყვირა.
- თორემ?
- თორემ ძალიან ხანგრძლივ და ხალხმრავალ მიტინგს ექნება ადგილი!
- რევოლუციით მემუქრებით? მაგის გამო, შემიძლია ახლავე დაგაპატიმროთ.
- მე თუ დამაპატიმრებთ, მაშინ ნამდვილად ვერ აიცილებთ თავიდან ზუსტად იმ რევოლუციას, რომლის ხსენებამაც ასე ერთიანად შეშფოთდით და აღელვებისგან, ცხვირიც გადაგიწითლათ.
- პირველ რიგში, ეგ მზის ბრალია... დიდი ცხვირი მაქვს და მზეს ვერ ემალება. სახლში წადით! ერთხელ რომ თვალი დავხუჭე მაგ მუქარებზე, ბედნიერად შეირგეთ, თორემ მეორედ ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას მივიღებ.
- ყველა ასე ხართ. ამ ერთხელ გპატიობ, მეორედ არა! - ბოხი ხმით გააჯავრა მარჯიელამ პრემიერი - სიმართლე ისაა, რომ ვერაფერსაც ვერ მიზავთ. მარტო თქვენ კი არა, რა მთავრობამაც მომისწრო, ყველამ ჩემს საქმეში ჩაჰყო თავისი გრძელი და ყანჩასავით ცხვირი. როგორც ხედავთ, ისინი წავიდნენ, მე კი დავრჩი. ძალაუფლებასა და თანამდებობას, თქვენს ადგილას, საფრთხეში არ ჩავიგდებდი. გამოუშვით ჩემი ბავშვები!
- გგონიათ, მხოლოდ თქვენ გაღელვებთ ბავშვების ბედი? ნარკოტიკზე ისე საუბრობთ, გეგონება, ერთი კათხა ლუდი იყოს. ბოლო პერიოდში, ხუთი ახალგაზრდა დაიხოცა, მხოლოდ იმიტომ, რომ დოზას გადააჭარბეს. ამ კვირის მანძილზე კი 48 შემოსული ზარი იყო სასწრაფოში. აგრეთვე, ნარკოტილის მოხმარებისგან გამოწვეული დისკომფორტის გამო. ეს გინდათ მარჯიელა? გინდათ, რომ თქვენი კლუბიდან ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გვამები გამოზიდონ? ნუთუ ვერ ხვდებით, მერე ყველაფერი ძალიან გვიანი იქნება. თქვენს ადგილას, ამ ოპერაციისთვის მადლობას ვიტყოდი. ამის შემდეგ, თავადვე შეამჩნევთ, როგორ რიგიანად შემცირდება თქვენივე ტერიტორიაზე, აბებით გაბრუებული ბავშვების ცეკვა-თამაში.
ქალმა მზერა დახარა.
პრემიერს უფრო მეტად მიუახლოვდა და თითქმის ყურთად ჩასჩურჩულა:
- ჩემი 20 ბავშვი, 48 საათში, გარეთ იყოს, თორემ მერე 200 000 თქვენს წინააღმდეგ აჯანყებული ახალგაზრდის შეკავება მოგიწევთ და ეგ არც ისე ადვილი იქნება! წარმოდგენა მიჭირს, ამხელა შეცდომის მერე, რანაირად დაგნიშნებს პრემიერად.
როგორც შემოკაკუნდა, ისე გაკაკუნდა.
- ბავშვები გამოუშვი! - ჩაილაპარაკა კრისტოფერმა დაწვრილებული ხმით და საჩვენებელი თითი, ტრიალით გაიშვირა კარისკენ, საიდანაც მარჯიელა გავიდა. - წითური დემონი! მომინდომა მეამბოხეობა. ან ჩემს ცხვირს რას ერჩის.
- მშვიდობა გაქვთ პრემიერო? - თავი შემოჰყო ანაბელმა.
- მშვიდობის დედაც ვატირე ანა.
- შენგან გამოსული ეშმაკი დავინახე. ბალენსიაგას კოსტუმი ეცვა. - მერე კედელს მიეყრდნო და გულხელი დაიკრიფა უკმაყოფილოდ - არც ეგ სტილი მიხდება და არც ეგ ფერი.
- ნუ სულელობ რაღაცეებს.
- ჩემი მზერით დაკნინება სცადა. რომ გამოდიოდა, დერეფანში შევეჩეხეთ, სათვალე მოიხსნა, თვალებიდან ტოქსინები შემომაფრქვია, მერე ისევ გაიკეთა და გზას გაუყვა.
- ტოქსინები შენ ჩემს აურაში უნდა ნახო. ეგ არაფერი. კრუგერების ოჯახი მაგარი დაგეშილია. ბავშვების გამოშვება მომიწევს, თორემ მართლა რაღაც შარს გადამყრიან. შენ დაფიქრდი კარგად, გინდა ჩემი მარჯვენა ხელი იყო თუ არა.
- მინდა, თუმცა ეგ ძნელია. თუ ჩემს რეპუტაციას გავითვალისწინებთ, კარგს არაფერს მოგიტან კრის.
- რა სისულელეა - გაეცინა კრისტოფერს - ის რომ, ოთხგზის ქვრივი ხარ, ჩემთან რა შუაშია?
- არ ვიცი, თუმცა როგორმე, დააკავშირებენ ქმრების მკვლელს და პრემიერს ერთმანეთთან.
- როგორც უნდათ, ისე დააკავშირონ.

* * *

მარჯიელა ბარში იჯდა. მერამდენე ჭიქა ღვინოს სვამდა, აღარც ახსოვდა. ზოგჯერ, მარტოობით ტკბობა ჰქონდა განზრახული. მარტო დარჩენილს კი იმ წამსვე, სახლში ყოფნა უნდებოდა.
გვერდით ხნიერი ქალი ეჯდა. ისიც წითელ ღვინოს შეექცეოდა. თან უბრალოდ კი არ სვამდა, არამედ, მთელი გულით იგუბებდა პირში, მერე თვალებს ხუჭავდა და ნეტარი სახით ყლაპავდა.
მარჯიელას მოეწონა ქალი... ღიაწაბლისფრად შეღებილი თმა ჰქონდა, მრგვალი, ოქროს საყურეები ეკეთა და ნატურალური ბეწვის ქურთუკი ისე გრაციოზულად ემოსა, ვერც ერთი ახალგაზრდა ვერ გაუწევდა კონკურენციას.
- მე გეპატიჟებით - უთხრა მოულოდნელად მარჯიელამ.
- მოხუცი ქალის მიმართ სისბრალულით აღივსე? - გაცინა ქალს.
- არა, აღფრთოვანებით ავივსე.
- ამას კომპლიმენტად მივიღებ. ძალიან ლამაზი ხარ - წარმოთქვა ქალმა. წვრილი სიგარეტი ამოიღო და სპეციალურ ხის საცვამში მოათავსა რომ ხელზე ნიკოტინის სუნი არ ჰქონოდა. - თავიდანვე გიცანი. შენ ხარ ის თანამედროვე გმირი, პატარა ბავშვებს რომ სწავლას, ცხოვრებასა და გართობას უფინანსებს.
მარჯიელას გაეცინა.
ცოტა წამოწითლდა, ესიამოვნა ქალის ნათქვამი.
- დღეს ჩემი 20 ბავშვი ციხიდან გამოუშვეს - ჭიქა აღმართა და ქალს მიუჭახუნა.
- თუმცა პრემიერობის დათმობა მოგიწია. ტელევიზორს ძალიან ხშირად ვუყურებ.
- დათმობას ვერ დავარქმევ. უფრო, ცხვირწინ ამწაპნეს პოსტი.
- ეგ არაფერი. ლამაზი, ჭკვიანი და ბობოქარი ქალი როცა ხარ ერთად, არასოდეს დარჩები შეუმჩნეველი. მე ალეგრა მქვია - ხელი ჩამოართვა ქალმა.
- სასიამოვნოა ალეგრა. ჩემს ბარში ხშირად გხედავთ და მიხარია.
- ჰო. ლამაზი და მყუდრო ადგილია, თან მოწევა შეიძლება. ზოგჯერ, მოხუც ქალებსაც ბევრი საქმე აქვთ, ძალიან თუ ვიღლები, აქ მოვდივარ და ხალხს ვაკვირდები. რაღაცით, ჩემს ახალგაზრდობას მახსენებ. მეც მებრძოლი ხასიათი მქონდა... გოგონაზე ვოცნებობდი, რომელიც მე დამემსგავსებოდა, თუმცა ერთი ბიჭის შემდეგ, ისე ამერია თავგზა, მეტი შვილისთვის დრო აღარ იყო.
- ბიჭსაც არაუშავს - გაეცინა მარჯიელას. მერე დაფიქრდა - წავა რაა.
ბარმენი მარჯიელასკენ გადაიწია და ყურში ჩასჩურჩულა:
- თქვენზე საუბრობენ ახალ ამბებში.
- რას ამბობენ ივო? ჩართე რაა - სთხოვა ქალმა.
და შემდეგ, მთელი 15 წუთი უსმინა საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ ადანაშაულებდა გარდაცვლილი ქმრის დედა, თავისი შვილის სიკვდილში. მერე მეორე ქმრის დედაც დაინახა. უფრო სწორად, საქმრო ერქვა იმ საცოდავს, უბრალოდ, საკურთხევლამდე ვერ მიაღწია. ეკლესიაშივე დალია სული, სანამ „თანახმა ვარ“-ს იტყოდა.
მარჯიელამ ამოიოხრა.
გამოართვევინა.
- გულთან ახლოს ნუ მიიტანთ - მიუგო ალეგრამ.
- ახალი პრემიერი ცდილობს, რომ ყველას შეაძულოს ჩემი თავი. მაგან თავის ყვინჩილა ცხვირს მიხედოს!
- იცით, ფიზიკურად, სიმპათიური ბიჭია.
- ვიცი, მეც მაქვს პატარა კეხი, მაგრამ ახლა ისე მეზიზღება, რომ მზად ვარ, მისი თითოეული სახის ნაკვთი და მეტყველების მანერა უკანასკნელ სიმახინჯედ გამოვიყვანო. თქვენ ბიჭი გყავთ ხომ? - ჰკითხა მარჯიელამ.

- დიახ.
- თქვენც გეზიზღებათ თქვენი რძალი? ძალიან უცნაურ პათოლოგიასთან გვაქვს ქალებს საქმე. ორჯერ გავიცანი საყვარელი ადამიანის დედა და ორივე შემთხვევაში, დასანახად ვერ მიტანდნენ.
- ჩემს ბიჭს არავინ ჰყავს. სერიოზული არც ჰყოლია, თუმცა... იცით რას ვფიქრობ? როგორც ჩანს, უფრო ახალგაზრდა და ლამაზი მანდილოსანი როცა შედის ოჯახში, გაუცნობიერებელ ბოღმას აგრესიით გამოხატავენ დედამთილები. ვიცი, ეს არ ამართლებს ასეთ საქციელს, თუმცა სიმართლეა. დროის ავბედითობას პირდაპირ სახეში ურყამს სამყარო: შეხედე, შენი წასვლის დრო მოვიდა, რადგან სხვა, უფრო მშვენიერი ქალი გახდა ოჯახში ის, ვის ჭკუაზეც, შენი ვაჟი მთელი ცხოვრება ივლის.
- არაუშავს. გათხოვებას აღარ დავაპირებ მაინც. უბრალოდ, ფაქტი, რომ ორივე ქმარი მოვკალი, ცოტა მაწუხებს. ხომ გესმით არა? ერთი ცეროზით გარდაიცვალა, მეორე ანევრიზმით. ღმერთმა მაპატიოს, თუ რომელიმე გამოვიწვიე.

№1  offline მოდერი Queenofmoon

აუჰ,მოკლედ პირველად მოხდა,რომ ჯერ სათაურმა დამატყვევა,მერე შენმა ნიკმა და მერე ორივემ ერთად.:დდდ ეგრევე მივხვდი,რომ რაღაც ძაან მაგარ ისტორიასთან მექნებოდა საქმე. ვგიჟდები წითურ,გრძელთმიან ქალებზე,ჩემი სისუსტეა..რა ვქნა?!:დ იმედია მარჯიელა მალე დაანთებს ისეთ ცეცხლს,როგორი ცეცხლოვანი თმაც აქვს!!

№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Queenofmoon
აუჰ,მოკლედ პირველად მოხდა,რომ ჯერ სათაურმა დამატყვევა,მერე შენმა ნიკმა და მერე ორივემ ერთად.:დდდ ეგრევე მივხვდი,რომ რაღაც ძაან მაგარ ისტორიასთან მექნებოდა საქმე. ვგიჟდები წითურ,გრძელთმიან ქალებზე,ჩემი სისუსტეა..რა ვქნა?!:დ იმედია მარჯიელა მალე დაანთებს ისეთ ცეცხლს,როგორი ცეცხლოვანი თმაც აქვს!!

უხუხუხუხხხხ, მე კიდე ვიფიქრე, იდიოტური სახელი ხო არ დავარქვი-თქო. გმადლობ, რომ ეჭვი გამიქარწ.... <333
დიდი მადლობააა, დარჩი ჩემთან და ისეთ ცეცხლს დაგინთებ, ცეცხლის უნახავს გაგხდიის <3

№3  offline მოდერი sabah alkhyr

ბოლომდე მეგონა, რომ ეს გიჟი-გადარეული გოგო, რომელიც უკვე მაგრად დამევასა, მაგრად აფეთებდა იმ პრემიერს ყანჩასავით ცხვირში :/ სილა მაინც გაეწნა, ძალიან დამაკლდა :(
და რატომ მგონია რომ მარჯიელა კრისტოფერის ცოლი გახდება? ;) ❤️❤️

№4 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

sabah alkhyr
ბოლომდე მეგონა, რომ ეს გიჟი-გადარეული გოგო, რომელიც უკვე მაგრად დამევასა, მაგრად აფეთებდა იმ პრემიერს ყანჩასავით ცხვირში :/ სილა მაინც გაეწნა, ძალიან დამაკლდა :(
და რატომ მგონია რომ მარჯიელა კრისტოფერის ცოლი გახდება? ;) ❤️❤️

იმიტომ გგონია, რომ წინა ისტორიაში ცოლ-ქმარს ერქვა მარჯიელა და კრისტოფერი ????????????
აუ ძაან მიხარია რო მოგეწონა ❤️❤️ ისე, შეიძლება აფეთოს კიდეც, ვერ გამოვრიცხავ ამისგან

№5  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ენ ჯეინი

აუ არადა რა მაგარი იქნებოდა, მარჯიელას რაიმეთი რომ დაეშანტაჟებინა კრიტოფერი და ესეც იძულებული გამხდარიყო ცოლად მოეყვანა თავის ე. წ მტერი. მერე ნახავდა სისხლის გაშრობა რასაც ნიშნავს, გონიდან გადაიყვანდა მარჯიელა. ❤️❤️
ხოო მოწონებას რაც შეეხება, სიმართლე თუ გაინტერესებს კომენტარებს არ ვწერ ძალიან თუ არ მომეწონა და გადამრია❤️❤️ ასე რომ წარმატებები შენც და მარჯიელასაც ❤️❤️ბოლომდე გამოგყვები❤️❤️❤️

№6 სტუმარი Qeti qimucadze

Auh. Ramdeni xania shen istoriaze ar damikomentarebia en jeinn. Satauria dacemaa. Mere shinaarsi. Au yvinchilasavit cxvitze imdeni vicine. Vgiqrob cin saocari rameebingveliss. Carmatebwbii. Au marjiela iseti qalbatonia aiiii. Shemteviiii. Imedia momdevnoc male oqnebaaaq

№7 სტუმარი სტუმარი Nasia

ცეცხლი გველის წინ!!! მიყვარხარ <3

№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

sabah alkhyr
სტუმარი ენ ჯეინი
sabah alkhyr
ბოლომდე მეგონა, რომ ეს გიჟი-გადარეული გოგო, რომელიც უკვე მაგრად დამევასა, მაგრად აფეთებდა იმ პრემიერს ყანჩასავით ცხვირში :/ სილა მაინც გაეწნა, ძალიან დამაკლდა :(
და რატომ მგონია რომ მარჯიელა კრისტოფერის ცოლი გახდება? ;) ❤️❤️

იმიტომ გგონია, რომ წინა ისტორიაში ცოლ-ქმარს ერქვა მარჯიელა და კრისტოფერი ????????????
აუ ძაან მიხარია რო მოგეწონა ❤️❤️ ისე, შეიძლება აფეთოს კიდეც, ვერ გამოვრიცხავ ამისგან

აუ არადა რა მაგარი იქნებოდა, მარჯიელას რაიმეთი რომ დაეშანტაჟებინა კრიტოფერი და ესეც იძულებული გამხდარიყო ცოლად მოეყვანა თავის ე. წ მტერი. მერე ნახავდა სისხლის გაშრობა რასაც ნიშნავს, გონიდან გადაიყვანდა მარჯიელა. ❤️❤️
ხოო მოწონებას რაც შეეხება, სიმართლე თუ გაინტერესებს კომენტარებს არ ვწერ ძალიან თუ არ მომეწონა და გადამრია❤️❤️ ასე რომ წარმატებები შენც და მარჯიელასაც ❤️❤️ბოლომდე გამოგყვები❤️❤️❤️

ეგ ძალიან მეამაყება რო კომენტარებს იშვიათად წერ smiling_imp ძაალიან დიდი მადლობა <3 დარჩი დარჩი, კაი ცეცხლებს დაგახვედრებ <3
იძულებით მოყვანას რაც შეეხება, კარგი იდეაა. მმმმ დავფიქრდებიიიი smiling_imp smiling_imp

Qeti qimucadze
Auh. Ramdeni xania shen istoriaze ar damikomentarebia en jeinn. Satauria dacemaa. Mere shinaarsi. Au yvinchilasavit cxvitze imdeni vicine. Vgiqrob cin saocari rameebingveliss. Carmatebwbii. Au marjiela iseti qalbatonia aiiii. Shemteviiii. Imedia momdevnoc male oqnebaaaq

ჰოდა მიხარია, რომ გამოჩნდიიი. მომენატრა კომენტარები და ისტორიის დადება და კაი ამბები disappointed_relieved
ჰო, ეს ყვინჩილასავით ცხვირი მაგრად მომაფიქრებინა ოჯახმა :დდდ

სტუმარი Nasia
ცეცხლი გველის წინ!!! მიყვარხარ <3

მეც მიყვარხარ ნააას <3 კიი, იმედია, ცეცხლს ავაგიზგიზეებ smiling_imp

№9  offline მოდერი sabah alkhyr

sabah alkhyr
სტუმარი ენ ჯეინი
sabah alkhyr
ბოლომდე მეგონა, რომ ეს გიჟი-გადარეული გოგო, რომელიც უკვე მაგრად დამევასა, მაგრად აფეთებდა იმ პრემიერს ყანჩასავით ცხვირში :/ სილა მაინც გაეწნა, ძალიან დამაკლდა :(
და რატომ მგონია რომ მარჯიელა კრისტოფერის ცოლი გახდება? ;) ❤️❤️

იმიტომ გგონია, რომ წინა ისტორიაში ცოლ-ქმარს ერქვა მარჯიელა და კრისტოფერი ????????????
აუ ძაან მიხარია რო მოგეწონა ❤️❤️ ისე, შეიძლება აფეთოს კიდეც, ვერ გამოვრიცხავ ამისგან

აუ არადა რა მაგარი იქნებოდა, მარჯიელას რაიმეთი რომ დაეშანტაჟებინა კრიტოფერი და ესეც იძულებული გამხდარიყო ცოლად მოეყვანა თავის ე. წ მტერი. მერე ნახავდა სისხლის გაშრობა რასაც ნიშნავს, გონიდან გადაიყვანდა მარჯიელა. ❤️❤️
ხოო მოწონებას რაც შეეხება, სიმართლე თუ გაინტერესებს კომენტარებს არ ვწერ ძალიან თუ არ მომეწონა და გადამრია❤️❤️ ასე რომ წარმატებები შენც და მარჯიელასაც ❤️❤️ბოლომდე გამოგყვები❤️❤️❤️

მმმ რა კარგი აზრი მოგაწოდე, არა? ახლა ვდგავარ და წარბებს ვათამაშებ იმის წარმოდგენაზე, რომ მარჯირლა ძალიტ ,, ეტენება" კრისტოფს, და ახლა კრისტოფის სახე ნახე სატირლად გამზადებული :დდდ
დამინთე ცეცხლი, ისეთი როგორიც მარჯიელას თმაა ❤️❤️

№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვგიჟდები ვგიჟდები შენს ძლიერ ქალებზე , ვგიჟდები ბალენსიაგაზე და ვგიჟდები შენზეე <3 ამათ შორის რა ომი ატყდება წარმომიდგენია როცა წახვედი ყვავილები იქნება ჰოო? <3

№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

კიი კაი იდეაა :დდ
მაგრამ მარჯიელა არამგონია ვინმეს შეეტენოს. ძლიერი დამოუკიდებელი ქალია და გავლენისთვის კაცი არ სჭირდება გვერდით, თავისი თავის იმედზეა smile

სტუმარი მარიამი
ვგიჟდები ვგიჟდები შენს ძლიერ ქალებზე , ვგიჟდები ბალენსიაგაზე და ვგიჟდები შენზეე <3 ამათ შორის რა ომი ატყდება წარმომიდგენია როცა წახვედი ყვავილები იქნება ჰოო? <3

კიიი უნდა ავაწიოკო და დედა ვუტირო ყველას :დდდ
ჩემს ძ₾იერ ქალებსაც ძლიერ ევასები <3 და ბალენციაგასაც, მაგრამ ეგ ჩემზე არაა დამოკიდებული weary

№12  offline წევრი Gemini mood

I love this story❤❤❤❤დღეიდან ველოდები ყოველ თავს სულმოუთქმელად❤❤❤❤ არფრთოვანებული ვარ ეს რა იყოოო❤❤❤❤❤❤შემდეგი მალე დადე რაა❤❤

№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gemini mood
I love this story❤❤❤❤დღეიდან ველოდები ყოველ თავს სულმოუთქმელად❤❤❤❤ არფრთოვანებული ვარ ეს რა იყოოო❤❤❤❤❤❤შემდეგი მალე დადე რაა❤❤

აუუუ მართლა არ მოველოდი ასე თუ მოგეოწნებოდათ <3 დღესვე დავდებ შემდეგს, დიდი მადლობაა <3

№14 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

მეთქი გააქრო ჩემი მანიაჩკა და ის იყო მაგრად მეწყინა, აგერ არაა? <3

ამ ამბავმა ბასიანის დარბევა რო გამახსენა მგონი გითხარი უკვე ხო?
მარჯიელა რომ მიყვარს ეგეც გითხარი <3
სორი გვიან ვნახე ისტორია, ჩავუჯდები ახლა :3

№15  offline წევრი A.M.

ოჰ ოჰ ოჰ სასწაულია
ნამდვილი ვულკაააააან

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent