შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი საყვარელი მტერი ანუ ეშმაკი ატარებს ბალენსიაგას (2)


21-05-2020, 19:19
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 618

კრისტოფერი მანქანიდან გადმოვიდა. ჟურნალისტებმა შეთქმულებივით გადაუღობეს გზა და ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივდნენ მიკროფონებშემართულები. პრემიერი წამით შედგა. დაფიქრდა, გზა უკომენტაროდ ხომ არ გაეგრძელებინა, თუმცა მერე გადაიფიქრა.
საკუთარი თავისთვის პირობა მიეცა, რომ მუდამ იტყოდა სათქმელს, თან წარბსაც არ შეიხრიდა.
- თქვენი სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდები ითხოვენ, რომ დღესვე დატოვოთ პოსტი - ერთმა დაბალმა, თუმცა ყველაზე აქტიურმა ჟურნალისტმა სულ ყველას დაასწრო კითხვა.
- არ ვაპირებ, იმის გამო გადავდგე, რაც ხალხის კეთილდღეობისათვის გავაკეთე. სამი სერიოზული ნარკომოვაჭრე დავაკავეთ ამ ოპერაციის შედეგად. დაზიანებას რაც შეეხება, მხოლოდ ისინი დაზარალდნენ, ვინც სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია და პოლიციას წინააღდმეგობა გაუწია, თუმცა, ამის მიუხედავად, სერიოზულად დაშავებული არ გვყავს. გმადლობ, ნამდვამდის!
შენობამდე სდიეს, მაგრამ ვინ რას დაეწეოდა.
კაბინეტში, განათლების მინისტრი ეჯდა, კრისტოფერის მოსვლას ელოდა ელდანაცემი.
- შენ მე სულ გადამრევ რაა - კარი ეგრევე საყვედურებით შეაღო პრემიერმა - რამე უმსგავსოებას თუ აკეთებ, ისე მაინც ქენი, რომ სახალხოდ არ მომჭრა თავი.
წამის მეასედში, ხელი ჩამოართვა და მერე თავის უზარმაზარ სავარძელში ჩაეშვა.
მოსწონდა ეს სავარძელი. ზუსტად მისი ზურგის ფორმა ჰქონდა მიღებული. არ ღლიდა და წელშიც არ იხრებოდა.
- ვიღაცა ვირთხა გვყავს. აბა, სხვანაირად, ვინ გაიგებდა, რომ ცოტა ზედმეტად გავეცით პრემიერბი? - თავი იმართლა განათლების მინისტრმა.
- მე შენ ბიუჯეტი იმიტომ დაგიმტკიცე, რომ გასაგიჟებელი ხუთწლიანი პროექტი მაჩვენე, რის შემდეგაც, უნდა ავღორძინებულიყავით და გადავსებულიყავით განათლებული ხალხით. ამის მაგივად რა ჯანდაბა ქენი რუდოლფო? პროექტისთვის განკუთვნილი ფულის მეხუთედი ჰავაის კუნძლებზე ანიავეთ მთელმა სამინისტრომ. კარგი რაა. ისედაც, კრიზისული სიტუაციაა. აქეთ ჩემს დაგაყენებას გეგმავენ, იქით რევოლუციებს. შუაში ვარ გაჩხერილი და ვისი ნდობაც უნდა მქონდეს, ისინიც ხეირიანად ერთობიან.
- გეუბნები, არ უნდა გასაჯაროებულიყო ეს ამბავი. ვიღაცა გვყავს - ისევ უხერხულ თავის მართლებებს მოჰყვა.
- გვყავს აბა არ გვყავს? ყოველ მეორეს შეუძლია ინფორმაციის გატანა და შემოგზავნილებზე კი არ უნდა ვიდარდოთ, საქმეს ისე უნდა ვაკეთებდეთ, რომ სულ ფეხებზე გვეკიდოს ინფორმაციის გასვლა-გამოსვლა. თან ჩემთან კი არ უნდა ჩაიხვიო ეს „ვირაცა გვყავს, ვიღაცა გვყავს“, ადექი და შსს-ს მიმართე. კარგი, ახლა მნიშვნელობა არ აქვს - ღრმად ჩაისუნთქა კრისტოფერმა და ფეხზე წამოდგა - დროებით დატოვებ თანამდებობას, ისაუბერებენ, მერე გაჩერდებიან. ახლა ეგ რომ შეგარჩინო, მარჯიელა კრუგერი ჩვენს დასახოცად ქილერს დაიქირავებს. შენ კარგად იცი, განათლებას და ახალგაზრდებს როცა ეხება საქმე, იმ ქალს შეუძლია, სამყარო გადადგას და ყველანი ჯოჯოხეთის ცეცხლში გაგვხვიოს. დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, ქალს დავნიშნავ. თან დაბალანსდება და მინისტრი ქალებისა და კაცების რაოდენობა გატოლდება. მერე სექსიზმშიც ვერავინ დაგვადანაშაულებს.
- ჯანდაბა ჩემს თავს! - ამოიოხრა რუდოლფომ.
- მაგაზე მაშინ გეფიქრა, კუნძულზე რომ ქოქოსიან კოქტეილებს სვამდი. მოგიხერხებ მერე რამეს, აბა რა ვქნა?
დაღონებული რუდოლფო წუწუნით და თავშიცემით წავიდა.
კრისტოფერს იმაზე მოსდიოდა ბრაზი, უფრო მკაცრად რატო არ მივუდექი ამის ამბავსო. მერე ანაბელი შემოვიდა როგორც ყოველთვის, უკმაყოფილო სახით და ტელევიზორი ჩართო, სადაც კრისტოფერს ათასი ბიზნესის ქონაში სდებდნენ ბრალს. კარგა ხანს კი იჩხუბა, ადამიანს როგორ შეიძლება, შრომაში და მუშაობაში ბრალი დასდოო, მაგრამ დამნაშავეს თუ ეძებ, დადანაშაულებაც არ გაუჭირდება კაცს.
- კრუგერების მოფიქრებულია ალბათ ხო? - ჰკითხა ანაბელს.
- აბა რა გითხრა? - მხრები აიჩეჩა გოგომ - საყვარლობაც დაგვაბრალეს.
- მაგას ნუ მიაქცევ ყურადღებას. ვინც კი ჩემთან ერთად დააფიქსირეს, ყველასთან რომანი დამაბრალეს. ეჭვი არ მეპარება, მარჯიელას ამბავია. ეს ვინ გადავიკიდე რაა, ხო ვცხოვრობდი ადამიანურად? - ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი. - კრუგერებისთვის ერთი კარგი მაგალითის მიცემა მომიწევს. - გაეღიმა ეშმაკურად.
- არ მომწონს ეგ ღიმილი. რამე ისეთს ნუ გააკეთებ, რაც გასკდება, გაიგე?
- ჩემზე ნერვიულობ თუ ჯოსეფის გამო გეშინია?
- რა სისულელეა - ერთიანად აწითლდა ანაბელი. ძალიან ფითქინა კანი ჰქონდა და თუ ტყუილში გამოიჭერდნენ ან შერცხვებოდა, მერე საერთოდ, პომიდვრისფერი გადაუვლიდა ხოლმე სახეზე.
- პირველი კლასიდან ეტრფი. ძალიან კარგად მახსოვს, სასიყვარულო წერილებს რომ უძღვნიდი ანონიმურად.
- კაი ერთი - გადაიხარხარა ანაბელმა - ვინც კი მიყვარდა, ისედაც ყველას ცოლად გავყევი. არც ჯოსეფი გამიჭირდებოდა.
- შეგეშინდა, არ მოვკლაო.
- ნუ მაიმუნობ ამხელა პრემიერი!
კრისტოფერმა ტელეფონი ამოიღო და თავის ყველაზე სანდო ჟურნალისტს დაურეკა პატარა თხოვნით, რომელსაც ცხოვრებისეული გადაცემა მიჰყავდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ არხზე.


* * *

ორი დღის შემდეგ, მარჯიელა, ჯოსეფი და რებეკა, გადაცემას უხსდნენ. ეკრანზე ჯოსეფისა და მარჯიელას ერთობლივი სურათები ჩანდა. წამყვანი კი დაბნეული, საეჭვო და ინტრიგნული ტონით ყვებოდა შემდეგს:
- ყველამ კარგად ვიცით, კრუგერ და-ძმას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ასაკიც და სახსრებიც უწყობთ ხელს, ისინი მაინც ერთ სახლში ცხოვრობენ. რა იმალება ამ ყველაფრის უკან? მათ არავისთან უფიქსირდებათ რომანტიკული ურთიერთობა, დღის უმთავრეს მონაკვეთს, ერთად ატარებენ. ნუთუ შეიძლება, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიფიქროთ, რომ მათი კავშირი „ზედმეტად“ ახლოა?
- რას ლაპარაკობ - გადაიხარხარა ჯოსეფმა და თავის გვერდით მჯდომ დას თმაზე მოეფერა - ელა, ამ საღამოს, რას აკეთებ?
- ნუ ლაზღანდარობ იდიოტო! ეს ძუ*ნა ინცესტში გვდებს ბრალს. აზრზე ხარ?
- თქვენ თუ სერსეი და ჯეიმი ხართ, მე ჯოფრი გამოვდივარ? - იკითხა რებეკამ სიცილით და მერე თავისი ძმის ღუტუნისგან შეწუხებულმა, ისტერიკული კივილი მორთო.
- ორი წამით, გაჩერდით. ღმერთო, ესენი ტყუპები არიან მემგონი - შუაში ჩაუხტა მარჯიელა.
- იუმორით თუ არ შევხედეთ ყველაფერს, ჭკუიდან გადავალთ - ჩიფსით სავსე თასი მიიდგა ჯოსეფმა და ჯერ ბეკის ჩაუყარა პირში, მერე თვითონ შეჭამა. - კრისტოფერს მოჰკითხე ამაზე პასუხი. რა გეგონა, ვერ მიხვდებოდა, მაგის ბიზნესებს რომ მოჰფინე შუქი და ბონუსად, ყველას საყვარლობა დააბრალე, ვისაც კი იცნობს.
- შენ არ ინერვიულო ელა - ანუგეშა ბეკიმ - მაგისი ბიძაშვილი ჩემი კლასელია და იმ დღეს, მაგრად ვცემე.
- ეგღა გვაკლდა - თვალები გადაატრიალა მარჯიელამ - რატომ სცემე?
- თხა მიწოდა!
- მაშინ, საცემი ყოფილა - შეაქო ჯოსეფმა. - ბიზნესმენთა ფორუმზე უნდა წავიდეთ და ურთიერთობა დავალაგოთ მაგ კაცთან.
- რას მელაპარაკები, გაგიჟდი? - შეიცხადა მარჯიელამ.
- ცოტა თვალებს ჩაუპაჭუნებ, დიდ ცხვირზე მოეფერები და შეაპარებ, პროექტები დაგიფინანსოს.
- მაბო*ებ?
- ცოტათი.
- თან მაგრად მოსწონხარ - ჩაერია ბეკი.
- საიდან მოიტანე?
- ბიჭები ეგრე იქცევიან, როცა გოგო მოსწონთ: თმას სწიწკნიან, ამწარებენ. პრემიერ მინისტრის ბიძაშვილიც მაბრაზებს ხოლმე, არადა, ვუყვარვარ მაგ უბედურს. კი არ იცის, ჩემი სკოლის დირექტორს რომ უნდა გავყვე ცოლად, როცა გავიზრდები.
- ეგ დირექტორი მაცემინა რაა - ხელები ერთმანეთზე შემოჰკრა ჯოსეფმა.
* * *

კრისტოფერი სახლში რომ მივიდა, უკვე გვიანი იყო. ოცნებობდა, ფუმფულა საწოლზე და ახლადგარეცხილი თეთრეულის სურნელზე, მაგრამ ყველა გეგმა წყალში ჩაუცვივდა, გაბრაზებული დედამისის სახე რომ დაინახა.
- ალეგრა, აქ რას აკეთებ? გაგეფრთხილებინე მაინც.
- დედის დანახვა არ გიხარია? - თვალები საეჭვოდ მოჭუტა და მერე უკმაყოფილო მზერით, მაინც აკოცა ლოყაზე.
- შენი დანახვა, მუდამ მიხარია.
- კრისტოფერ, იცოდე, სიმართლე მითხარი! დღეს საოცრად ამორალური გადაცემა ვნახე კრუგერებზე. და-ძმას იმ დამპალმა ქალმა ბრალი დასდო, თითქოს.... ამის წარმოთქმაც მიჭირს. შენი შეთითხნილი ხომ არაა ეგ გადაცემა?
- არა. და საერთოდ არ ვაპირებ ჩემი შეთითხნილი ამბები შენთან გავარჩიო. - თვალები გადაატრიალა კაცმა. მერე კარადიდან ვისკი გამოიღო და დაისხა. ალეგრას მკაცრს მზერასაც წააწყდა, რომელიც მწყრალად ეუბნებოდა, მეც სასწრაფოდ დამისხიო და იძულებული გახდა, დედამისისთვისაც შეეთავაზებინა ალკოჰოლი.
- ერთი რამე მომისმინე! იცი სად უშვენებ კაცები ყველაზე დიდ შეცდომას?
- არა დედა, არ ვიცი - რობოტივით აჰყვა კაცი საუბარში.
- როცა გოგონა მოსწონთ, კარგად მოქცევის მაგივრად, აბრაზებენ. კაცი ზოგადად, პრიმიტიუილი არსებაა და ასევე პრიმიტიულად აზროვნებს. ცუდი დამოკიდებულებით, იმ ქალის ყურადღებას ნამდვილად მიიქცევ, თუმცა ვერანაირად ვერ მოაწონებ თავს.
- რა სისულელეა - გაეცინა კრისტოფერს - რამ გაფიქრებინა, რომ ეგ ჯოჯოხეთის მაშხალა მომწონს?
- შენმა სახემ მაფიქრებინა, რომელიც მოსაფერებლად გამზადებულ პატარა ლეკვს ემსგავსება ყოველ ჯერზე, როცა მაგ ქალს ხედავს სადმე. თუნდაც ტელევიზორში. მე კარგად მახსოვს შენი სტუდენტობა. როგორც ჩანს, წარსულის ტკივილი ჩაგრჩა და ვერ ელევი. ახლა შურისძიებით ცდილობ ყველაფრის გამოსწორებას. კრისტოფერ, ბიზნესმენთა ფორუმზე წადი და ურთიერთობა დაალაგე, სანამ მესამედ გათხოვილა და მესამე ჯერზეც, შენ არ იქნები ის კაცი!
- ჯანდაბა დედა! საიდან მოგაქვს მსგავსი არგუმენტები? გეხვეწები, ადამიანურად დაძინება დამაცადე. ისედაც გაქანებული ინსომნია მჭირს. მარტორქის დოზა ძილის წამლებიც აღარ მშველის და ისე ნუ იზამ, ღამით ან მარჯიელა დამესიზმროს საპატარძლო კაბაში გამოწყობილი, ან შენ დამესიზმრო, როგორ აცმევ საქორწინო კაბას მარჯიელას.
- მაგას ჩემი ჩაცმა-დახურვა არ სჭირდება. ისედაც კარგად იცის, რაც უხდება. იშვიათობაა, ქალს ასე ამშვენებდეს ჭახჭახა და კლაისკური ფერები ერთად.
- რა მაგარია. დედაჩემი მარჯიელას ფანია - ტაში შემოჰკრა კრისტოფერმა.

* * *
როგორი უბედურებაც აღარ უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, კრისტოფერი საკუთარ თავს იმ მარჯიელას დავიწყების უფლებას ვერ მისცემდა, რომელიც ბრიფინგზე ნახა.
სრიალა, ხავერდის კაბა...
მკერდი, რომელიც თითქმის უჩანდა ან მხოლოდ ის დაინახავდა, ვინც მთელი გულით დააკვირდებოდა.
და თვალები: მომნუსხველი მზერა, მომაჯადოებელი გამოხედვა. ის, რაც ზუსტად კრისტოფერი საცდუნებლად იყო შექმნილი.
იმ საღამოს, ყველა თავის ოთახში დაბინავდა. ზოგჯერ, ბრიფინგსაც ჰქონდა რაღაც პლიუსები. მაგალითად, საქმიანი საუბრის, კამათის და დედის გინების შემდეგ, მაინც რაღაცნაირ კეთილ მეზობლებად რჩებოდნენ. კეთილებად იქამდე, სანამ ისევ ბიზნესზე მიდგებოდა საქმე ან კამერები ჩაირთვებოდა.
ანაბელმა კარზე მიუკაკუნა. მაინც ვერ იძინებ და ერთი-ორი დავლიოთო. ბარისკენ აიღეს გეზი, სადაც უკვე კარგად შეზარხოშებული მარჯიელა და თავისი ძმა ხარხარებდნენ.
- ბატონი პრემიერიც მოსულა - გაეცინა მარჯიელას.
- ელა არ გინდა, არ მოკლა, ჩაგსვამენ - მაჯა დაუჭირა ჯოსეფმა - თან ცოტა დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან, თორემ ისევ ჭორს გაავრცელებს, თითქოს რომანი გვაქვს.
- კრისტოფერი არაფერ შუაშია - ჯოსეფს გვერდზე ჩამოუჯდა ანაბელი.
- ძალიან კარგი - მხრები აიჩეჩა მარჯელამ - ბატონ მინისტრს ისედაც არავინ დასჯიდა.
მერე ზუსტად თვალებში შეანათა დაძაბული მზერა და ისე მოსვა წითელი ღვინო, წარბიც არ შეუხრია.
- ამიტომაც გაუვრცელეს საბრალო ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო? - მარჯიელას გვერდით დაიკავა ადგილი პრემიერმა - რა იცით, ამის შესახებ?
- თქვენთან სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ, სანამ არ გაგჩხრეკენ. იქნებ, იწერთ საუბარს.
- მე ვერ გამჩხრეკენ, პრემიერი ვარ.
- მაშინ, საკუთარ ეგოს ესაუბრეთ გავრცელებული ვიდეოს შესახებ. მე თუ მკითხავთ, მაგ ქალს მრავალი კარმული ვალი ჰქონდა და როგორც მოგეხსენებათ, Karma is a bitch
- ძალიან სასტიკი ქალი ხართ - მიუგო პრემიერმა და თეთრ მხრებზე გაბნეულ ქალის წითელ ჭორფლებს მაინც ვერ აარიდა თავი.
- თქვენ კი ჩვეულებრივი თაღლითი, რომელიც მთელი ცხოვრება, პოლიტიკოსის მანტიით არიდებს თავს ციხის გისოსებს - სათქმელი კიდევ ბევრი ჰქონდა მარჯიელას. მრავალწლეულის განმავლობაში ჩარჩენოდა გაუცნობიერებელი ბოღმა. თავად ვერ ხვდებოდა, ამდენი ხანი, სრულიად უცნობი კრისტოფერი რომ თურმე მთელი არსით სძულდა. - ახლა უფრო უარეს დღეში აღმჩნდა ქვეყანა, პრემიერი გახდით და კაცმა არ იცის, კიდევ როგორი ცრუ ბრალდებები ელოდება ჩემს ოჯახს.
- მარჯიელა, გეყოფა! ნასვამი ხარ. - ჯოსეფმა თავისი დის შეჩერება სცადა, თუმცა უშედეგოდ. მარჯიელამ, გაშლილი ხელი მაღლა აღმართა და ყველაზე ავისმომასწავებელი ღიმილით კვლავ კრისტოფერს მიუბრუნდა.
- იქნებ, თქვენც დაგელიათ? გავტოლდებოდით.
- რა გაეწყობა - ჰალსტუხი მოიხსნა კაცმა - სასმელებში ჩემზე უკეთ ერკვევით. ჭორი დადის, რომ ნებისმიერ კაცზე მეტის დალევა შეგიძლიათ და ნებისმიერ კაცზე უარესად თვრებით ყოველ დღე.
- პრემიერი, რომელმაც ყველა ჭორი იცის ჩემს შესახებ - ხმამაღლა შესძახა ქალმა - ცოტა სამარცხვინოა, თუმცა რა გაეწყობა? - მერე კრისტოფერისთვის ისეთი ვისკი შეუკვეთა, რამდენიმე ჭიქა უეჭველად მოკლავდა.
- როგორც ჩანს, ჩვენს შორის, ბევრი გამოუთქმელი ბრაზია. ვფიქრობ, პირისპირ საუბარი გვესაჭიროება - ვისკის ბოთლს ხელი დასტაცა კაცმა და მარჯიელას მომთმენი ღიმილით ხელი გაუწოდა, ცალკე დავილაპარაკოთო, ანიშნა.
ორივე ერთმანეთის კედელზე მისრესვას ნატრობდა.
მარჯიელა გაჰყვა.
ჯოსეფმა კიდევ ცოტა ღვინო მოსვა და ანაბელს გადაულაპარაკა:
- არადა, აქ ურთიერთობის გამოსასწორებლად მოვედით.
- ჩვენც.
- მაინც ყველაფერი გააფუჭეს. ორი გავიდა და ცოცხალი, მხოლოდ ერთი დაბრუნება უკან. ნუ რა თქმა უნდა, ჩემი და... დალევ რამეს?
- ამ ღამეს ალკოჰოლის გარეშე, ვერავინ გადაიტანს - გაეღიმა ქალს.
- საიდანღაც ძალიან მეცნობი - სრულიად მოულოდნელად წარმოთქვა ჯოსეფმა.
ანაბელი გაშრა, გაფითრდა და მღელვარებისგან მთელი ტანი აუკანკალდა.
- ხუმრობ ჰო? - წითელი ღვინით შეიღება ფერდაკარგული ტუჩები. - ერთ სკოლაში დავდიოდით. შენ კი, სახეზე ვეღარ მცნობ.
- მაპატიე, ეტყობა, ბევრი ღვინო მომივიდა.
- არა, ღვინო არაფერ შუაშია. ვერასოდეს ამჩნევდი ადამიანებს - მკვახედ მიახალა. მერე ჭიქა ბარზევე დადო და იქაურობას გაეცალა.
- რა ვთქვი ასეთი? - ვერაფერს მიმხვდარიყო ჯოსეფი.
* * *

ღამის სამი საათი იყო. კაცის ჭაჭანებას ვერ გაიგონებდი. მეტიც, ხვრინვის მოსმენის პერსპექტივა უფრო იყო, ვიდრე ადამიანების საუბრის. უყვარდა მარჯიელას სიწყნარე და ამ სიწყნარეში ხეტიალი. ლამაზ სასტუმროს უკანა ეზოში უცნაური ბაღი ჰქონდა პატარა სკულპტურებით გაწყობილი. მისტიკური ფილმის კადრს ჰგავდა. განსაკუთრებული მშვენიერებით, ღამის პეიზაში გამოირჩეოდა. თითქოს, ქალებისა და კაცების სკულპტურები ცოცხლდებოდნენ, წყვდიადის აჩრდილებად გადაიქცეოდნენ და ერთმანეთს ეცეკვებოდნენ.
მშვენიერებით ტკბობას მის გევრდით მყოფი არასასურველი პარტნიორი უშლიდა ხელს მხოლოდ, თუმცა რაღაც მომენტში, ორივე გაიტაცა ბაღის სილამაზემ. ორივემე რთდროულად, მაგრამ ცალ-ცალკე იფიქრა, მოდი, ცოტახანს გავყუჩდები და დავტკბებიო.
ჰო და ასე, უსიტყვოდ ტკბებოდნენ ცალ-ცალკე, თუმცა მაინც ერთად.
მერე, როგორც იქნა, მარჯიელამ ამოიდგა ენა.
- სერიოზულად! სანამ არ გაგჩხრეკთ, იქამდე კრინტის დაძვრას არ ვაპირებ! - გამოუცხადა მტკიცედ.
- კარგი, ჯანდაბას, მაგრამ მერე მე გჩხრეკთ.
- ერთი თხელი კაბა მაცვია და მხრებზე ბეწვი მაქვს შემოგდებული. სად უნდა მქონდეს მოსასმენი აპარატურა?
- ვნახოთ.
წითურ დემონს მკერდი ეტყობოდა.
თან ისე მადისაღმძვრელად, აშკარა იყო, ახალ ფათერაკს მოასწავებდა ისედაც თავგზააბნეული კაცისთვის. მხრებზე თეთრი ბეწვი შემოეხვია. მოშიშვლებულ გულზე რამდენიმე წითელი ხალი დამჩნეოდა. ბავშვობაში, ვამპირებით გატაცებულ კრისტოფერს, სადღაც წაეკითხა, რომ ვამპირის ამოცნობა წითელი ხალითაა შესაძლებელი.
- დაიწყეთ, გითმობთ - თქვა მარჯიელამ და ხელები ჰაერში ასწია.
კრისტოფერი მიუახლოვდა. მის წინ ჩაიკუზა და ფეხის ტერფებიდან, ნელა აასრიალა ხელი წელამდე. მერე ცოტა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. ქალის წელს ჩამოეხსნა.
წითლად აგიზგიზებულ მის თმას შეავლო თვალი, რომელიც მაღლა აეწია და მთელი ელვარება თეთრი გულ-მკერდისთვის შეეტოვებინა.
- ყველაზე უცნაური ისაა, რომ ზოგჯერ, ძალიან ბანალურ ადგილას აღმოჩნდება ხოლმე ის, რასაც ვეძებთ - ოდნავ წინჩამოშლილი თმა ყურთან გადაუწია და ყურისძირში მიმაგრებული პატარა, შავი წერტილი მოიმწყვდია თითებში. - ეს რა არის?
- საყურე - წარბი არ შეუხრია მარჯიელას. - მე კიდევ უფრო ბანალური ადგილები ვიცი მიკროფონის დასამალად - კრისტოფერის გულისჯიბეში ურცხვად იფათურა და ზუსტად იგივენაირი მიკროფონი ამოიღო.
მერე კრიტოფერს თავისი გამოართვა და მრგვალ შადრევანში მოისროლა.
- გავსწორდით - გაეღიმა კრისტოფერს.
- ახლა გულახდილი საუბრის დროა - დოინჯი შემოირტყა ქალმა - ბევრი შეცდომა დაუშვით. წინა მინისტრებს სახეზეც ვერ ვცნობდი, მაგრამ გამოჩენის დღიდან, თქვენ ძალიან ცუდ კონტექსტში მიიქციეთ ჩემი ყურადღება. კრუგერების ოჯახს ვერავინ შეეხება და თუ ვინმე გაბედავს ამას, პასუხს მტკივნეულად აგებს. სამწუხაროა, ჟურნალისტი ისე ერთი ხელის მოსმით გასწირეთ, მაგრამ ისიც სულელი და რეგვენია. და-ძმას ჩირქი მოსდო.
- თქვენ წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, სხვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროება, როგორ ისჯება? - წყობიდან გამოვიდა კაცი - მარჯიელა, უფლება არ გაქვთ, თავი მართლმსაჯული გეგონოთ. იმ ქალს ცხოვრება დაუნგრიეთ. გამოძიება თქვენამდე მოვა და ციხეში გიკრავენ თავს.
- არ ვიცი, რაზე საუბრობთ - მხრები ღიმილით აიჩეჩა ქალმა. მარჯვენა წარბი მაცდურად ასწია მაღლა და ამ წარბთან, კიდევ ერთი წითელი ხალი თავისი ძლევამოსილების ნიშნად დაანახა პრემიერ მინისტრს.
- სერიოზულად? წეღან თითქმის საკუთარი ბრალი აღიარეთ.
- თითქმის აღიარება არ ითვლება. მე თქვენ გაგაფრთხილეთ, ახალგაზრდობას წინ ნუ გადაუდგებით, ცუდი შედეგები მოაქვს-თქო და ახლა მოიმკით კიდეც. ყველა თქვენი მხარდამჭერი ჟურნალისტი ზურგს გაქცევთ, რადგან თავიანთი ცხოვრების სიბნელით მოცული დეტალების გასაჯაროების შეეშინდებათ, ჩემი ჟურნალისტები კი ისეთი სიმძაფრით გაავრცელებენ ჩემთვის საჭირო ინფორმაციებს, როგორც არასოდეს. აპოკალიფსი გიახლოვდებათ კრიტოფერ და ჩემი სახელი ჰქვია მეორედმოსვლას!



№1  offline მოდერი sabah alkhyr

აუ ალეგრაა :დდდ ძაან ჯიგარი ქალია, სარძლოდ მოსწონებია მარჯიელა:დდ ეს უკვე მომწონს❤️❤️ ხოო რაც შეეხება კრისტოფს, რა მდაბიო საქციელია ჟურნალისტი გამოიყენო ვინმესთვის ღირსების შესალახად, ამ შემთხვევაში მარჯიელეს მხარს ვუჭერ ყველანაირად❤️❤️ ბაღში კრისტოფმა ქალის ჩხრეკა რომ დაიწყო მეგონა ცდუნებას ვერ გაუძლებდა და აკოცებდა, მაგრამ გამიცრუვდა იმედი:( რა ვქნა ახლა მე? ხვალ იქნება ახალი? ❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

sabah alkhyr
აუ ალეგრაა :დდდ ძაან ჯიგარი ქალია, სარძლოდ მოსწონებია მარჯიელა:დდ ეს უკვე მომწონს❤️❤️ ხოო რაც შეეხება კრისტოფს, რა მდაბიო საქციელია ჟურნალისტი გამოიყენო ვინმესთვის ღირსების შესალახად, ამ შემთხვევაში მარჯიელეს მხარს ვუჭერ ყველანაირად❤️❤️ ბაღში კრისტოფმა ქალის ჩხრეკა რომ დაიწყო მეგონა ცდუნებას ვერ გაუძლებდა და აკოცებდა, მაგრამ გამიცრუვდა იმედი:( რა ვქნა ახლა მე? ხვალ იქნება ახალი? ❤️

პოლიტიკა ზოგადად მდაბიო და ბინძური საქმეა :დდდ მეც მეგონა რო ვერ გაუძლებდა ცდუნებას, მაგრამ გაუძლო. რკინის ბიჭი მყავს :დდდ
რავი, ახლა ვვარჯიშობ და მერე გავაგრძელებ შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი Gemini mood

Love them❤❤❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gemini mood
Love them❤❤❤❤

smiling_imp მი თუ

 


№5 სტუმარი მსრგარეტი

კითხვა გამიჩნდა ბალენსიაგას ვინ ატარებს? ამ კაცუნას ეშმაკის არაფერი ეტყობა ან მარჯიელამ დაჩრდილა.
სიმართლეს გეტყვი და მე ის უფრო მომწონდა, მაგრამ რაც არის არის. არც ესაა ცუდი.

 


№6 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

მსრგარეტი
კითხვა გამიჩნდა ბალენსიაგას ვინ ატარებს? ამ კაცუნას ეშმაკის არაფერი ეტყობა ან მარჯიელამ დაჩრდილა.
სიმართლეს გეტყვი და მე ის უფრო მომწონდა, მაგრამ რაც არის არის. არც ესაა ცუდი.

წინა თავში, ყვითელი კომბინიზონი რო ეცვა, ის იყო ბალენსიაგასი.
წინა ისტორიამ დეპრესიაში ჩამაგდო თორე მეც ის მომწონდა. უბრალოდ, ძაან მძიმე საწერი იყო

 


№7  offline მოდერი sabah alkhyr

ენ ჯეინი
sabah alkhyr
აუ ალეგრაა :დდდ ძაან ჯიგარი ქალია, სარძლოდ მოსწონებია მარჯიელა:დდ ეს უკვე მომწონს❤️❤️ ხოო რაც შეეხება კრისტოფს, რა მდაბიო საქციელია ჟურნალისტი გამოიყენო ვინმესთვის ღირსების შესალახად, ამ შემთხვევაში მარჯიელეს მხარს ვუჭერ ყველანაირად❤️❤️ ბაღში კრისტოფმა ქალის ჩხრეკა რომ დაიწყო მეგონა ცდუნებას ვერ გაუძლებდა და აკოცებდა, მაგრამ გამიცრუვდა იმედი:( რა ვქნა ახლა მე? ხვალ იქნება ახალი? ❤️

პოლიტიკა ზოგადად მდაბიო და ბინძური საქმეა :დდდ მეც მეგონა რო ვერ გაუძლებდა ცდუნებას, მაგრამ გაუძლო. რკინის ბიჭი მყავს :დდდ
რავი, ახლა ვვარჯიშობ და მერე გავაგრძელებ შემდეგ თავს

ჰმ... დადგება დღე, როცა ცდუნებას ვერ გაუძლებს, ან როგორ გინდა თავი შეიკავო, როცა წინ ასეთი ქალღმერთი გყავს ❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

მიყვარს, ვრჩები.

 


№9  offline წევრი ვიპნი

წინ რა ცეცხლი თავები გველის თურმე ,❣️

 


№10  offline წევრი Alaskuna

ვაიმეე, მიყვარხარ გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent