შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა {2}


22-05-2020, 11:18
ავტორი painter1
ნანახია 1 571

მიხარია დასაწყისი რომ მოგეწონათ და იმედია გაგრძელებაც არ იქნება ცუდი.
ველი თქვენს შეფასებებს როგორც ყოველთვის.
კარგ დღეს გისურვებთ.
****************
-სოფი, რა დამთხვევაა, არ მეგონა აქ თუ გნახავდი. - სათვალის ზევიდან დახედა გაოცებულ გოგოს, თავისთვის ეცინებოდა გულში მის გაშეშებებზე, ხალისობდა შექმნილ სიტუაციებზე, თან უცნაურ მიზიდულობას გრძნობდა მის მიმართ.
-თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე როგორ მიკვირს თქვენი აქ ნახვა. - სწრაფად მოიშორა მისი ნახვით მიღებული შოკი, თან ცდილობდა კაცის სხეულისკენ თვალი არ გაპარვოდა, რადგან გამჭირვალე სათვალეში ყველაფერი დეტალურად ჩანდა. - მაპატიეთ გუშინდელისთვის, თქვენი ნომერიც წამეშალა ხელიდან.
-დასანანია ნომრის ჩაწერამდე რომ წაგეშალა, ალბათ ჩემი კალამი გაფუჭდა, თავიდან ძნელად შორდებოდა. - ტუჩი გადმოაბრუნა წამით. მიშტერებული უყურებდა სოფი, მისი ასეთი საუბარი აბნევდა და ვერ ხვდებოდა რისი მიღწევა სურდა კაცს.
-დამცინი?
-ცოტას. - თვალი ჩაუკრა, თან ტუჩზე იკბინა. ფეხზე წამომდგარმა სათვალე შეზლონგზე მოთავსებულ პირსახოცზე დადო, აუზისკენ დაიძრა და პირდაპირ თავით ჩახტა. თვითონაც იცოდა სად ყოფდა თავს, უკვე შეამჩნია რამდენიმე პაპარაცი, რომელიც ჩუმად სურათს უღებდა და ვერ ხვდებოდა ამ ლურჯთვალება ქალის გამო რატომ იქცეოდა თავისი თავის საწინააღმდეგოდ. აუზიდან ამოსვლისას წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა, მოხდენილი ნაბიჯებით დაიძრა მასზე მიშტერებული სოფისკენ, ოდნავ გაიღიმა, თავი კი სხვა მხარეს გააბრუნა. იცოდა აუცილებლად ნახავდა თავის სურათებს ინტერნეტში და მომხიბვლელობას ინარჩუნებდა. - მომისმინე… უნდა წავიდე, მაგრამ შენი ნახვა სხვაგან და სხვა დროს მინდა. - ლამაზად დაკეცილი პირსახოცი თავზე მოიხვია თმების გასაშრობად, თან გაოცებულ სოფის უყურებდა. - დღეს 9 საათზე სტარბაქსის შენობასთან დაგელოდები, იქ სადაც ყავა გადამასხი. - კვლავ თვალის ჩაკვრით გაუღიმა, სათვალე სწორ ცხვირზე დაიმაგრა, შემდეგ მის გვერდზე მჯდომ ანას თავის ქნევით დაემშვიდობა, აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა, ყურზე მიიბჯინა და შენობაში შესასვლელი კარისკენ წავიდა. - მოვდივარ. - მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა, ზარი გაწყვიტა, თან შუშის მძიმე კარი გამოაღო, შიგნით შესული კი პირდაპირ მდგომ პირდაღებულ სმიტს შეეჩეხა. - რა?
-გარეთ იყავი.
-ჰო ვიცი, და რა?
-რა ხდება ლუკას? - თვალები დააწვრილა კაცმა, ლუკამ კი მისი კითხვა დააიგნორა, პირდაპირ გასახდელისკენ დაიძრა, სწრაფად მოწესრიგდა, უკან დაბრუნებული კი კედელზე აყუდებულ სმიტს მიაჩერდა კარების გაღების თანავე, თვალები აატრიალა და სიტყვის უთქმელად გაუყვა დერეფანს.
-რა გინდა ტომ?
-ათი წელია გიცნობ, ჩემს ხელში ჩამოყალიბდი, კარგად გიცნობ და ვიცი რაღაცას მიმალავ.
-დღეს პაემანზე მივდივარ.
-რა? - გაოცებისგან პირდაღებული მიაჩერდა მომღიმარ ალანიას. არ იცოდა გახარებოდა თუ სწყენოდა მის ცხოვრებაში ქალის გამოჩენა რომელთან ერთადაც პაემანზე წასვლა გადაეწყვიტა. ყველაფერი იცოდა მისი წარსულის შესახებ, ათი წლის მანძილზე ხედავდა მის გარშემო უამრავ ქალს, მაგრამ პაემანი არასდროს უხსენებია. არც ეგონა ოდესმე ქალთან განსხვავებულ ურთიერთობას თუ მოინდომებდა. თვითონ ცოლი არასდროს ჰყოლია, არც შვილი, მთელი ცხოვრება მარტომ გაატარა, ათი წლის წინ კი ლუკას შეხვდა, რომელიც საკუთარ შვილად მიიღო. განადგურებულს, მიწაზე მძიმედ დაცემულს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ აქამდე მოსულიყო და მისი დაცემა ყველაზე მეტად მას გაუტეხდა გულს, რადგან მის მიმართ მამობრივი გრძნობები აკავშირებდა. - როგორია? - ბოლოს გონზე მოსულმა ჩაიღიმა, თან ლუკას გვერდზე დაიკავა ადგილი მანქანაში.
-ძალიან ლამაზი, უცნაურად მიზიდავს, თან აშკარად აზრზე არ არის ვინ ვარ. - ავტომობილის ძრავი აამუშავა, მანქანა გზაზე გადაიყვანა და მოძრავი ავტომობილები დიდ ნაკადს შეუერთდა.
-და ამიტომ მიგიზიდა?
-არა. არ ვიცი, უბრალოდ მინდა მასზე მეტი გავიგო.
-შეხვედრის გარეშეც შეგიძლია ყველაფერი გაიგო.
-არა, ასე მინდა. - მარჯვნივ გადაუხვია, თან ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. - გისმენ… სახლში მივდივარ ბელ… მიდი, გრეისიც იქ არის, ნიგვზიანი ბადრიჯანი მაქვს და ჭამე თან, მეც მალე მოვალ… კარგი, გკოცნი. - როგორც კი ზარი გაწყვიტა მეორე ხელიც საჭეს მოკიდა, მანქანებს შორის მოხერხებულად გაძვრა და მალე სმიტის სახლთან გაჩერდა.
-ხვალ დარბაზში მოდი, ერთი მოწინააღმდეგე მყავს შენთვის.
-კარგი. - ცინიკურად ჩაიცინა იმის სანიშნებლად რომ ის ვიღაც ვერ მოერეოდა. ტომასმა თავის ქნევით მიხურა კარი, ზურგი აქცია ალანიას და შენობისკენ დაიძრა.
სახლში მისულს სავარძელში ჩაფლული ჭამაში გართული ბელა დახვდა. გაეცინა შოკოლადით მოსვრილ პირზე, ენით ლოკავდა ნამცხვრის გვერდებიდან გამოსულ შოკოლადს, თან დიდ ტუჩებს როგორც ყოველთვის ახლაც უცნაურად, მიმზდველად ამოძრავებდა.
-კაი სად დატოვე? - მოულოდნელად მიუჯდა გვერდზე, ხელი გადახვია და ტუჩის კუთხესთან წასმული შოკოლადი ტუჩებით მოწმინდა, მერე კი ლოყაზე აკოცა.
-მუშაობს… ლუკა. - ბურტყუნით წარმოსთქვა კაცის სახელი, მთელი ტანით მისკენ შებრუნდა და გრძელ თითებზე ორივე ხელით ჩაებღაუჭა.
-გისმენ. - მტევანზე მიაკრო ტუჩები, თან ქვევიან ახედა ტუჩებ დაბრეცილს. რამდენიმე წამს ელოდა, მაგრამ ბელა ჯიუტად დუმდა. - რას ვერ მეუბნები?
-შენ ყველაფერს გეუბნები, იმიტომ ვარ აქ… უბრალოდ…
-რა ხდება. - თვალები აატრიალა, ხელის გაშვებას აპირებდა, მაგრამ ყიფშიძე ძლიერად ჩაეჭიდა. - დამღალე უკვე.
-რამდენიმე ამბავი მაქვს და რამდენიმეს განხილვა მინდა შენთან.
-ჰოდა გისმენ პატარა, რატომ აჭიანურებ?
-შვილი მინდა.
-მერე?
-კაის არ უნდა. - თვალებ ამღვრეული ჩააშტერდა მწვანეებში.
-რატომ? რა გითხრა?
-არ არის ბავშვისთვის მზად. მე კიდე მინდა შვილი, 29 წლის ვარ, ვიცი გვიანი არ არის, მაგრამ შვილი მინდა. კაის ვერ გავაგებინე, როგორ შეიძლება შვილი არ უნდოდეს, თან მითხრა რომ დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, ჯერჯერობით სხვა გეგმები აქვს, ბავშვისთვის კი არც ფული აქვს, არც დრო. სულ არ მინდა მაგის ფული, უბრალოდ მასთან ერთად ყოფნა მინდა. ამ ბოლო დროს მგონია რომ აღარ ვუყვარვარ.
-ბელ, მომხედე. - თმები უკან გადაუწია, ამღვრეულ ყავისფერებში ჩააშტერდა, თან ცრემლები შეუმშრალა. - კაის უყვარხარ ხომ იცი? ცოტა დრო მიეცი, დაფიქრდეს ბავშვზე. რა პატარა სულელი გოგოსავით იქცევი.
-უბრალოდ… ასეთ მომენტებში ჩემი პატარა მახსენდება და თავს ვერ ვიკავებ.
-მოდი ჩემთან. - მკლავზე დაქაჩა, მკერდზე მიიკრა მისი სუსტი სხეული, თავზე გადაუსვა ხელი და იქვე აკოცა.
-ახლა წესით ათი წლის შვილი უნდა მყავდეს.
-რომ არ მოგშლოდა იქიდან თავს ვერ დააღწევდი, შენც კარგად იცი ეს. არც ის იქნებოდი რაც ახლა ხარ, არც აქ იქნებოდი და უკვე ათი წლის უნახავი გეყოლებოდი.
-ვიცი და ამ ყველაფერზე ფიქრი მიფანტავს იმ ბავშვის ყოლის სურვილს. სამი შვილი ჰყავს უკვე იმ ნაბი.ჭვარს.
-გეყოფა. კაის ცოტა დრო მიეცი, არ ელაპარაკო ბევრი ბავშვზე, ვიცი თვითონაც მოუნდება.
-კარგი ჰო. - ღრმად ჩაისუნთქა ალანიას სურნელით გაჟღენთილი ჰაერი, მერე კი ნელა მოშორდა მის მკერდს და მომღიმარ თვალებში ჩახედა.
-კიდევ? - გაეცინა მეგობრის მზერაზე.
-რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე.
-ვერ დაგპირდები.
-დღეს ქეთიმ დარეკა.
-აღარ გააგრძელო. - მაშინვე ფეხზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ წარბშეკრულმა ბელამ თავის ადგილზე დააბრუნა.
-მომისმინე!
-რა გინდა?! რამდენჯერ გაგიმეორე რომ არაფერი მითხრა ჩემს ოჯახთან დაკავშირებით!
-ნუ ღრიალებ და მომისმინე! - არც ყიფშიძემ დააკლო ხმის აწევას. ლუკა ცოტახანს თვალებ ანთებული უყურებდა, შემდეგ სახეზე ჩამოისვა ხელები და ჩაწითლებული მწვანეებით ჩახედა ყავისფერ თვალებში.
-გისმენ.
-გუშინ შენს ძმას ტყუპი გოგოები შეეძინა, შენ არ პასუხობდი მამიდაშენს და მთხოვა შენთვის მეთქვა. - წამებში გაქვავებულ ალანიას მკრთალად გაუღიმა, ისევ შეეხო ხელებზე, ლუკას კი აღარაფერი ესმოდა. გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, ყელში ბურთი გაეჩხირა და ისედაც ჩაწითლებული თვალები უარესაც გაუწითლდა. - ლუკა.
-იმედია მამამის არ დაემსგავსებიან და ერთმანეთს საყვარელ ადამიანს არ წაართმევენ. - ფეხზე წამოდგა იქვე, პატარა მაგიდაზე მდგარი შუშის ბოთლიდან ვისკი ჩამოასხა ჭიქაში, ერთი მოყუდებით გამოცალა, ცოტა ხანს უყურა ჩაცლილ ჭიქას, შემდეგ კი მთელი ძალით კედელს გაუქანა. - ამის დედაც მოვ.ყან! - თმებში შეიცურა ხელები, თითები თმაზე მოიჭირა, თან თვალები დახუჭა და ღრმად სუნთქვას მოჰყვა. - დედას შევე.ი! - კიდევ ერთხელ შეიგინა, ერთ ადგილზე მდგომმა, ბელა კი ამღვრეული თვალებით მიშტერებოდა საუკეთესო მეგობარს. - მე რატომ უნდა დამმართნოდა ასე?! რატომ უნდა ვიყო სადღაც ტრა.კში, ჩემი ოჯახისგან შორს, რატომ უნდა უჩენდეს შვილებს ჩემს ძმას ის ქალი რომელიც ყველაფერს მერჩივნა! ჩემს ბედს შევე.ი! .ლეზე მკი.დია პოპულალურობაც, ბიზნესიც, ფულიც და ეს დედამო.ყნული ქალაქიც მაშინ როცა ჩემს ქალაქში დაბრუნება არ შემიძლია! გულს მირევს იმის წარმოდგენა რომ ჩემი ტყუპისცალი ჩემს ყოფილთან ერთად ცხოვრობს, გული მერევა იმის გახსენებისას რაც წარსულში მოხდა. ვერ ვივიწყებ და ეს ყველაფერი მაგრებს! არ მინდა ჩემი ძმის ცოლზე ფიქრი და ვერაფრით ვიშორებ თავიდან მასთან ერთად გატარებულ დროს. ამდენი წლის შემდეგაც გონებაში მიტრიალებს და უარესად მძულდება. ფუ ჩემი კარგიც მოვ.ყან. მე უარესი გამო.ირებული ვარ.
-ვიცი. - ფეხზე წამომდგარმა კისერზე მოხვია ხელები, ყელში აკოცა, მერე კი მხარზე ჩამოადო ტუჩები, თან თმაზე გადაუსვა ხელი. - წარსულს ვეღარ შეცვლი. შეიძლება ასე იყო საჭირო. რომ არა ის ამბავი ახლა აქ არ იქნებოდი. არც ეს ცხოვრება გექნებოდა და მეც ათი წლის უნახავი გეყოლებოდი. - ლოყაზე მიადო ხელი, თან მომღიმარმა ჩახედა ჩაწითლებულ თვალებში.
-ვერ მამშვიდებ. - თავი გვერდზე გასწია, ხელები მოაშორებინა და ზურგი შეაქცია.
-ჩემი აზრით ჯობია ჩახვიდე, ნახო ყველა, შეეჩვიო მდგომარეობას და წამოხვიდე.
-წადი.
-ლუკა.
-წადი! - გაბრაზებულმა დაუღრიალა ურეაქციოდ მდგომს. ბელა კი უკნიდან მიეკრო, ნიკაპი კი ხერხემალზე მიაბჯინა.
-მიყვარხარ, ყველაზე მეტად, მაგრამ დიდი დრო გავიდა და დაბრუნება ცუდი იდეა მაინც არაა. სხვას მე არაფერს გეტყვი, იმიტომ რომ ასე მინდა. ახლა წავალ, შენ კიდე დამშვიდდი. - ლოყაზე აკოცა, მერე კი უკანმოუხედავად დატოვა ბინა.
-დავბრუნდები, როგორ არა. - სიმწრით ჩაიცინა, ვისკი პირდაპირ ბოთლიდან დალია, შემდეგ თავისი საძინებლისკენ დაიძრა, ოთახში შესულმა აბაზანის თეთრი კარი გამოაღო, ჯაკუზი წყლით გაავსო, მსგავსი სიტუაციებისთვის გადადებული სიგარეტი აიღო, წყალში ჩასულმა კი მაშინვე მოუკიდა, ფილტვები ნიკოტინით გაივსო, ცოტა ხანს სუნთქვა შეკრულმა თვალები დახუჭა, შემდეგ კვამლი ჰაერში გაუშვა და წინ გადაშლილ ხედს გაუშტერა მზერა. მაღალ შენობებს თავზე დაჰყურებდა, ფიქრებით კი საქართველოში დაფრინავდა. იქ სადაც წლების წინ ოჯახი დატოვა, თანაც ისე რომ წასვლისას წამითაც კი არ უყოყმანია, უკან არ მიუხედავს, არც თვითმფრინავის ფანჯარა გაუღია და განათებული ქალაქისთვის მოუვლია თვალი. მიდიოდა უცხო ქვეყანაში ყველაფრის გარეშე, მხოლოდ ორიათასამდე დოლარი ედო ჯიბეში, ისიც თავისი შრომით მოგროვილი. წასვლამდე მხოლოდ მამას და მამიდას გამოემშვიდობა, ქალს რომელიც დედობას უწევდა თხუთმეტი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მამის გვერდზე მდგომმა დედის ცივი სხეული მიწაში ჩაასვენა. დატოვა ქვეყანა გაურკვევლი ვადით, ურთიერთობა კი მხოლოდ ბატონ ვიტოსთან და მის დასთან, ქეთისთან შეინარჩუნა. არც უმცროს დასთან გაუწყვიტავს კონტაქტი, იქამდე სანამ ლუკასთვის საძულველ კაცს არ გაჰყვა ცოლად ძმის გაუფრთხილებლად. ყველაფერი არეული იყო მის ირგვლივ და სურვილიც კი არ უჩნდებოდა იქ ჩასვლის. არც მათ სურათებს ნახულობდა, არც ინფორმაციას კითხულობდა ტყუპისცალის, მისი ცოლშვილის, ანდაც დის ცხოვრების შესახებ. საკმარისი გახლდათ იმის ცოდნა რომ ყველა ცოცხალი იყო.
დიდი დრო გაატარა წყალში, ბოლოს ოთახში გასული საწოლზე მოთავსდა ლეპტოპთან ერთად და იმ დღისთვის გადადებული საქმეების დასრულებას შეუდგა.
***
-წასვლას არ აპირებს. - ქეისის წინ დასჯილი ბავშვივით მჯდომ სოფის მიშტერებოდნენ ორივე და მის ქცევას ხმამაღლა განიხილავდნენ. ანას მიერ უკვე მესამედ ნათქვამ წინადადებაზე თვალები აატრიალა ადამიამ, ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ დაიძრა, გოგოები კი წამსვე აეკიდნენ.
-რას აკეთებ?
-რას აპირებ? - ეჭვნარევი გამომეტყველებით შეათვალიერა ანამ კარადასთან მისული დაქალი.
-მივდივარ. - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა, იცოდა არ მოასვენებდნენ, მერე კი დარჩენილი ცხოვრება ამ შემთხვევას გაახსენებდნენ. თვითონაც სურდა სიმპატიურ კაცთან შეხვედრა, მაგრამ თავს არაფრით უტყდებოდა. თავიდანვე იგრძნო მის მიმართ შინაური დამოკიდებულება, ახლა კი მისი ნახვა ყველაზე მეტად უნდოდა.
-ზუსტად ეს მინდოდა. წადი, შეხვდი, ნახე, გაიცანი. დარწმუნებული ვარ ძალიან ათლეტური და ლამაზია, თუ ანამ თქვა რომ ასეთია ესეიგი მართალია, რადგან ის ტყუილად არაფერს ამბობს.
-ჩვენი გოგო გაიზარდა. - ხელი გადახვია დაქალს ანამ, შემდეგ კარადასთან მდგომ სოფის გახედა.
-გეყოფათ. - თვალები აატრიალა, თან გაიცინა.
ცხრის ნახევარი იყო სახლიდან კოცნებით, დარიგებებით და გაფრთხილებებით რომ გააცილეს სოფი, ისიც შეწუხებული გავიდა სახლიდან, ყურსასმენები მოირგო, რამდენიმე ქუჩა ფეხით გადაკვეთა, შემდეგ მეტროში ჩავიდა და იქვე კარებთან დადგა. ხუთ გაჩერებაში მეხუთე ავენიუზე ამოვიდა და მალე ნაცნობ შენობასთან მივიდა. ბევრი წყვილი შედიოდა შიგნით, ზოგი გამოდიოდა, ზოგიც უბრალოდ ქუჩას მიუყვებოდა. უკვე ჩასულიყო მზე, ქუჩებს ცათამბრჯენების ფანჯრებიდან გამომავალი შუქი და ლამპიონები ანათებდა, სოფი კი მომლოდინედ იდგა კართან, მაგრამ ნაცნობი სახე არა და არ ჩანდა. უკვე ათის ნახევარი ხდებოდა, თავის თავზე გაბრაზებული უმიზეზოდ იცდიდა, ბოლოს კი კაცის ქცევით გაღიზიანებული სწრაფად მოსწყდა ადგილს და უკან დასაბრუნებელ გზას დაადგა.
-სოფია! - მოულოდნელად გაიგო ზურგს უკან შორიდან დაძახებული სახელი და დაბნეული სწრაფად შეტრიალდა. ხელში კი ოციოდე მეტრით დაშორებულ ალანიას წააწყდა, რომელიც მოკეცილ მუხლებს ხელის გულებით დაყრდნობოდა და ღრმად სუნთქავდა. შემდეგ გასწორდა, წელში გაიმართა და ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა ადგილზე გაშეშებული ქალისკენ. - ბოდიშს გიხდი ლოდინისთვის, აუცილებელი საქმე გამომიჩნდა და როგორც კი მოვახერხე გამოვედი. - ხელი გაუწოდა სოფის, მანაც დაპროგრამებულივით მოხვია მტევანზე თითები. ლუკამ კი ნაზად აკოცა ხელის ზურგზე.
-არაუშავს.
-იმედია დიდხანს არ გალოდინე.
-მალოდინე და რატომ გელოდე არ ვიცი.
-როგორი პირდაპირი ხარ. - ჩაიცინა, თან ხელით ანიშნა გზის გაგრძელებაზე.
-ასე ვერ ვიტყოდი. - მხრების ჩეჩვით გაურკვეველი მიმართულებით გაჰყვა კაცს, არ იცოდა რატომ, მაგრამ მის მიმართ უდიდეს ნდობას გრძნობდა.
-ვნახოთ.
-მეგონა მორბოდი. - მომღიმარმა ახედა ქვევიდან მშვიდად მყოფ კაცს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ძლივს სუნთქავდა.
-მოვრბოდი, უბრალოდ ადვილად არ ვიღლები და არც დიდი დრო მჭირდება სუნთქვის დასარეგულირებლად.
-როგორ?
-ბევრს ვვარჯიშობ. - მასზე მიშტერებულ ხალხს თვალი აარიდა, ჩუმად ჩაახველა, შემდეგ ხელის გული მიადო ზურგზე სოფის და ერთ-ერთ კაფეში მოულოდნელად შეიყვანა.
-კი ეგ მეც შევატყე.
-ჰოო? - მომღიმარმა დახედა ზევიდან, სოფისაც წამსვე აუწითლდა სახე და თავი დაბლა დახარა. შიგნით შესულმა მომუშავე პრესონალს რამდენიმე სიტყვა უთხრა, შემდეგ კიბეებისკენ დაიძრა და სოფიც გაიყოლა. - რატომ გაჩუმდი. - მაშინვე ჰკითხა როგორც კი მეორე სართულზე მაგიდასთან მოთავსდა.
-ვინ ხარ?
-რატომ მეკითხები? - წარბები მაღლა ასწია გაკვირვებით, თან ეღიმებოდა მის დაბნეულ სახეზე.
-ყველა შენ გიყურებს ქუჩაში, აქ კი როგორც ბატონი ისე იქცევი.
-ამ ყველაფრის მფლობელი მე ვარ. - მხრები აიჩეჩა, თავზე წამომდგარ გოგოს შეკვეთა მისცა ორივესთვის, შემდეგ გაოცებულ სოფის შეხედა. - არ მინდოდა ასე პირდაპირ თქმა. - თმაზე გადაისვა ხელი, თან მნათობი მწვანეები გაუსწორა სოფის უცნაურ თვალებს და მის მზერაზე ცოტა დაიბნა კიდეც, რაც აქამდე არასდროს მოსვლია ქალთან. - იმედია ნამცხვრები გიყვარს.
-ყველანაირი. - თმა ყურზე გადაიწია, თან მომხიბვლელად გაუღიმა ლოყებ შეფარკლულმა.
-სიმართლე რომ გითხრა, გამიკვირდა შენი დანახვა, მეგონა არ მოხვიდოდი.
-არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა გამომაგდო. - თითები ერთმანეში ახლართა, თვალი კი იქაურობას მოავლო, ისევ უამრავი თვალი შენიშნა წინ მჯომი კაცისკენ მიმართული.
-მადლობა შენს მეგობარს. - მომღიმარი მიეყრდნო სკამის საზურგეს, თვალი კი სოფის სახეზე გაუშტერდა. ძალიან ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, ისეთი პირველივე დანახვისას რომ მიიქცია მისი ყურადღება. ლურჯი თვალები ყოველთვის, ყველაფრის მიუხედავად უბრწყინავდა, ღიმილის დროს კი ოდნავ უწვრილდებოდა. - მომიყევი როგორ გაიცანი. - საუბრის გასაგრძელებლად მაშინვე ჰკითხა როგორც კი მიმტანი გოგო იქაურობას მოშორდა.
-მეცხრე კლასში იმათ სკოლაში შევედი, სპორტის გაკვეთილზე ჩემთან მოვიდნენ და უბრალოდ საუბარი დაიწყეს. მაგის შემდეგ ყოველ დღე ერთად ვართ. სკოლის შემდეგ ჩემს სახლში მივდიოდით, შუაღამემდე ჩემთან იყვნენ, დასვენების დღეებში ჩემთან რჩებოდნენ. ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა ადგილებში დავდიოდით. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტეთ აქ გვესწავლა. ის რომელიც შენ ნახე, ანა ჰქვია, მეორეს ქეისი. ქეისის მშობლებს სახლი აქვთ აქ, ახლა იქ ვცხოვრობთ.
-გასაგებია. და რომელი შტატიდან ჩამოხვედი?
-ილინოისი, ჩიკაგო. - ცხელი ჩაი მოსვა ფინჯნიდან, შემდეგ ტუჩები კაილოკა და კვლავ მწვანეებში ჩახედა ლუკას.
-რატომ? - გაკვირვებულმა ინტერესით სავსე მზერა მიაბყრო გოგოს. აშკარად უფრო გახსნილიყო საუბარში, ეტყობოდა რომ ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან მოსწონდა. ალანიას კი მისი სასიამოვნო ხმის ჟღერადობა მოსწონდა.
-რატომაც არა?
-ჩიკაგო უფრო სუფთა ქალაქია…
-დიდი განსხვავება არ არის. - მხრები აიჩეჩა, თან ყავა მოსვა. - მაშინ როცა შესაძლებლობა გაქვს იცხოვრო მანჰეტენზე, ერთ-ერთ კორპუსში, იყო მშობლებისგან შორს და იცხოვრო თავისუფლად, ეს შანსი არ უნდა გაუშვა. გარდა ამისა მომწონს უნივერსიტეტი რომელშიც ახლა დავდივარ. მომწონს დამოუკიდებლად ცხოვრება, სახლშიც ყოველთვის ჩავდივარ. ასე თავს უფრო კარგად ვგრძნობ.
-ჩიკაგოში სახლი გაქვს?
-კი, რამდენიმე წლის წინ ვიყიდეთ, დედაჩემმა ყველაფერი თავის გემოვმებით მოაწყო. სახლის უკან ვერანდა და პატარა ეზო გვაქვს, საღამოობით ცეცხლს ვანთებთ, ოჯახის მეგობრები მოდიან და ასე გადაგვაქვს მოსაწყენი დღეები. დეტალებში მოგიყვებოდი, მაგრამ სულ მე ვსაუბრობ. - კვლავ ნერვიულად გადაიწია თმა ყურს უკან, ლუკას კი გაეღიმა.
-ძალიან კარგია. - მომღიმარმა დაუქნია თავი. - სასიამოვნო ხმა გაქვს და მოსმენა მსიამოვნებს. - ტუჩზე იკბინა გოგოს აწითლებულ სახეზე, შემდეგ ისევ განაგრძო შეკითხვების დასმა უხერხული სიჩუმის გასაფანტად. - საინტერესო აქცენტი გაქვს, საიდან ხარ?
-ჯორჯიადან. - თვალები აატრიალა, თან ნამცხვრის პატარა ნაჭერი შეჭამა.
-თვალები რატომ აატრიალე? - წარბები ასწია გოგოს მოქმედებით გაკვირვებულმა.
-თოთხმეტი წლიდან მაგას მეკითხებიან.
-ესეიგი ჯორჯია. - ჩაიცინა მის ბურტყუნზე, ოდნავ ხასიათზეც მოვიდა. - ატლანტა? სავანა?
-თბილისი. - სიცილით შეაწყვეტინა ქალაქების ჩამოთვლა და მოულოდნელობისგან პირთან მიტანილი ჩაი ამჯერად თვითონ გადაისხა საკუთარ სხეულზე ალანიამ.
-ჯანადაბა.
-კარგად ხარ? - სწრაფად მიაწოდა ხელსახოცი, ჯერ ისევ შოკში მყოფმა ლუკამ კი ძლივს გამოართვა.
-მე… კი. - მის ლურჯებს მიშტერებულმა მალევე გადაიტანა თვალები თავის მკერდზე. ოდნავ დასველებულ ნაჭერზე ხელსახოცი დაიდო, შავ მაისურს დიდად არც ეტყობოდა ლაქა.
-ხომ არ დაიწვი?
-არა თბილი იყო. - დაბნეულმა გასცა პასუხი. ცოტახანს თვალებში ჩააშტერდა, რომლებსაც აქეთ-იქით აცეცებდა გოგო. თავის თავზე გაეცინა, არ სჯეროდა მაგავსი დამთხვევების, მაგრამ ახლა ფაქტი წინ ეჯდა. - ანუ საქართველოდან ხარ?
-იცი? - თვალებ გაფართოვებულმა ჰკითხა, ლუკა კი თავის ქნევით დაეთანხმა.
-ძალიან ლამაზია.
-მართალია, ძალიან მიყვარს საქართველო, დასვენებებზე ყოველთვის ჩავდივარ. წელს ვერ წავედი, მაგრამ ზამთარში ვაპირებ წასვლას.
-ვინ გყავს იქ?
-ყველა იქ მყავს. ბიძაშვილები, ბიძები, მეგობრები, ბებოები და პაპები.
-კარგია.
-შენ? რამე მითხარი, სულ მე ვსაუბრობ. - შევარდისფრებული ლოყების დასამალად აქეთ იქით იყურებოდა, მაგრამ თვითონაც იცოდა იმ ლამაზ სიწითლეს ვერაფერს მოუხერხებდა.
-მე… - ცოტა ხანს ეჭვის თვალით უყურებდა მომლოდინედ მჯდომ გოგოს. ვერანაირად უშვებდა შემთხვევას სადაც ის რაიმეს მოყვებოდა მასზე სხვასთან და უნდოდა თავის ცხოვრებაზე ყველა დეტალი მოეყოლა, მაგრამ თავის შეკავებას მაინც ახერხებდა. - ათი წელია აქ ვცხოვრობ…
-ლუკას! - საუბარი გვერდიდან წამოძახილმა თავისმა სახელმა შეაწყვეტინა. მაშინვე გაიხედა გვერდზე, ხელში კი ძველი ნაცნობი ქალი შერჩა.
-ჰანა, როგორ ხარ? - ფეხზე წამომდგარმა ხელის ჩამორთმევა დააპირა, მაგრამ მაღალ ქუსლებზე შემომდგარმა ქალმა სწრაფად მოხვია კისერზე მკლავები.
-კარგად საყავრელო, შენ როგორ ხარ? დაგინახე და გადავწყვიტე მომელოცა შენი გამარჯვება, დარწმუნებული ვარ ფინალშიც მოიგებ და ამ წლის ჩემპიონი კვლავ შენ გახდები.
-ძალიან კარგია ასე თუ ფიქრობ. - ნაძალადევად გაუღიმა, თან ქალის მკლავები მოიშორა. - მიხარია რომ მოხვედი და მნახე, მაგრამ ახლა დაკავებული ვარ, ჩემს მეგობართან ერთად ჩაის მივირთმევ, ამიტომ სხვა დროს ვისაუბროთ.
-კარგი, წარმატებებს გისურვებ. - ორივე ლოყაზე აკოცა, თვალი იქვე მჯდომი სოფისკენ გააპარა, სწრაფად შეათვალიერა ცხვირ აბზუებულმა და დამშვიდობების შემდეგ იქაურობას მოშორდა.
-მაპატიე. - ქალის ნაკოცნ ადგილებზე ხელები ინსტიქტურად გადაისვა, სოფის კი გაეღიმა.
-არაუშავს. - თვალები დახარა, ქვედა ტუჩზე იკბინა და ისევ ლუკას ახედა.
-რა? - ქალის მზერით დაბნეულმა მაშინვე იკითხა, თან მის ტუჩს დააკვირდა გამომწვევად რომ მოექცია კბილებს შორის, უცნაურად იღიმოდა და კაცსაც მისი მოქმედების განმეორების სურვილს უჩენდა.
-ლოყები გაიწმინდე.
-აჰ… ცუდი ჩვევაა. არ მიყვარს როცა ლოყაზე მკოცნიან.
-გასაგებია… მმ, შენს ოჯახზე ყვებოდი.
-მართალია… მოსაყოლი ბევრი არაფერია, დედა გარდაიცვალა როდესაც ხუთის ვიყავი, უმცროსი და გათხოვილია, ჩემს ტყუპისცალს ცოლ-შვილი ჰყავს… სულ ესარის.
-ვწუხვარ დედაშენის გამო.
-დიდი ხნის ამბავია. - ხელი აიქნია, ეტყობოდა ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებდა ამიტომ თემა ამჯერად თვითონ შეცვალა. დიდხანს საუბრობდნენ, სხვადასხვა თემაზე, სპორტსაც შეეხნენ, საჭმელსაც, მწერლებსაც და მხატვრებსაც, ბოლოს კი ფეხით გაუყვნენ ხალხით სავსე ქუჩებს სოფის სახლისკენ.
-ციგურებზე სრიალი მიყვარს, ექვსი წლიდან დავდიოდი, მაგრამ 15-ს რომ გავხდი ფეხი მოვიტეხე და მაგის შემდეგ აღარ მისრიალია.
-რატომ?
-არ ვიცი, ისე ვეღარ შევძლებდი როგორც ადრე.
-გვიანი არასდროსაა.
-ალბათ მომავალში ვცდი მისვლას.
-კარგი იქნება… ამდენი დიდი ხანია აღარ მივლია. უფროსწორად, ამდენი არასდროს არ მივლია. - თმები აიჩეჩა, შემდეგ დაღლილ სოფის დახედა. - დაიღალე?
-ამდენი მართლა არასდრის მივლია. ღამის ორი საათია და სახლამდე კიდევ ორი ქუჩაა.
-ცოტა დარჩა.
-თითქმის მთელი ცენტრალ პარკი გავიარეთ.
-სამაგიეროდ ვისერინეთ და ვისაუბრეთ… მაგრამ ამის მერე ველოსიპედები ავიღოთ. - სიცილით დახედა თვალებ გაფართოვებულს. - ესეიგი ზამთარში აპირებ საქართველოში წასვლას.
-ჰო, აუცილებლად წავალ.
-შეიძლება მეც წამოვიდე.
-ანუ დაგაინტერესა. - კმაყოფილი გაიმართა წელში.
-ისეთი ლამაზი სურათები მანახე ძალიან მომინდა დათვალიერება. - ქვედა ტუჩზე იკბინა და ძლივს შეიკავა სიცილი მის ამაყ სახეზე.
-კი აუცილებლდ უნდა ნახო. თან ძლიან სტუმართმოყვარე, მეგობრული და კეთილი ხალხია.
-ინტერესს მიმძაფრებ. - სასწაულად ერთობოდა შექმნილი სიტუაციით, თავს ძლივს იკავებდა ქართულად რომ არ დალაპარაკებოდა და სიმართლე არ ეთქვა. უცხოელი რომ ყოფილიყო მეორე დღესვე წავიდოდა ქვეყნის დასათვალიერებლად ისეთი სიტყვებით აღწერა სოფიმ თითოეული დეტალი. ისედაც მონატრებული ჰქონდა ყველაფერი, მისმა საუბარმა კი ყველა მოგონება ამოუტივტივა გონებაში.
-მოვედით. - კორპუსის წინ გაჩერდა, ლუკამაც ზევით აიხედა, შემდეგ წინ მდგომ სოფის დახედა.
-ახლა კარგად დაგეძინება.
-მეც ასე მგონია, თან ხვალ თავისუფალი ვარ.
-მშურს. - პატარა ცხვირზე ჩამოჰკრა თითი. - როგორ დაგემშვიდობო ქართულად?
-ნახვამდის. - მომღიმარი მიაჩერდა.
-კარგი, მაშინ ნახვამდის. - უპრობლემოდ, თავისუფლად წარმსოთქვა ბოლო სიტყვა, სოფის კი თვალები შუბლზე აუვიდა.
-ძალიან კარგად გამოგივიდა.
-ვიცი. - ქართულად ჩაილაპარაკა, თან თავი დაუქნია. სოფი კი ადგილზე გაშეშდა. ყურებს ვერ უჯერებდა და ეგონა ელანდებოდა ეს ყველაფერი. - ბოდიში თავიდანვე უნდა მეთქვა, უბრალოდ ისე დაიწყე აღწერა… - ქვედა ტუჩზე იკბინა, ერთ ადგილზე მიყინულ სოფის კი საერთოდ აღარაფერი ესმოდა. თავი დამნაშავედაც კი იგრძნო, მაგრამ უკვე გვიანი იყო და ერთადერთი ისღა დარჩენოდა ეს ყველაფერი გოგოს გაბრაზების გარეშე გადაეტანა. - სოფი.
-დამცინი ხო? მელანდება მგონი. - სახეზე ჩამოისვა ხელები, შემდეგ თმებში შეიცურა თითები და თვალები დახუჭა. - ჯანდაბა, მთელი ეს დრო დამცინოდი არა?
-მაპატიე… ვაპირებდი თქმას უბრალოდ…
-უბრალოდ გართობა გადაწყვიტე. - ბრაზისგან ანთებული თვალები შეანათა და წამსვე დააბნია ალანია.
-კარგი რა, რაზე ჭედავ, ახლა ხომ გითხარი.
-ღმერთო, არ მჯერა. - შუბლზე მიიდო ხელი, ბოლოს ლუკას ახედა. - თავიდანვე იცოდი?
-შენ რომ მითხარი მაშინ გავიგე. - ანერვიულებულმა წამსვე გასცა პასუხი, ალანია კი ტუჩებ გაპობილი, ჯერ ისევ გაოცებული შეჰყურებდა.
-ჯანდაბა. - ქვედა ტუჩზე დაიჭირა კბილები, გაიცინა, თან გვერდზე გაიხედა. - ვერ ვიჯერებ. - ნერვიულად ჩაიცინა, მერე ისევ ლუკას ახედა. - ესეიგი ქართველი ხარ… ღმერთო, რანაირად ხარ ქართველი…
-რავი. - მხრები აიჩეჩა, მერე კი თვიღონაც გაიცინე თავის პასუხზე. - კარგი, მართლა ვწუხვარ, თან ეგრევე ხომ არ გეტყოდი მეც ქართველი ვართქო… თან ისე ყვებოდი საქართველოზე…
-თავს ნუ იმართლებ ბატონო ლუკა. - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად, მერე უცებ გაახსენდა წინა დღეებში წაკითხული სტატია ქართველ ბოქსიორზე და თვალებ გაფართოვებული რამდენიმე წამით დააკვირდა კაცს. - შენ ის ლუკა ხარ?
-ვინ არის ის ლუკა? - ჩაიცინა, თან მტევანზე მოკიდა ხელი და დაბლა დააწევინა.
-ვისზეც მთელი საქართველო საუბრობს. მაგიტომ გიყურებს ყველა შენ. - ისე თქვა თითქოს უდიდესი საიდუმლო ამოეხსნას, ლუკა კი ყველა მის სიტყვაზე ხალისობდა.
-ეგეთი პოპულალური ვარ? - ქალის თითებს ჩაბღაუჭებულმა სიცილით მისწია თავისკენ.
-ვითომ არ იცი… რას აკეთებ?
-სურათს გვიღებენ მარჯვნიდან. - მეორე ხელით თმა ყურს უკან გადაუწია და თავისი დიდი ხელით შეძლებისდაგვარად სახე დაუფარა ალანიას. - ნუ ნერვიულობ, არ გამოჩნდები, უბრალოდ დაწერენ რომ ვიღაც ქალი მყავს, რამდენიმე დღე კიდევ და ამდენ ყურადღებას აღარ მომაქცევენ.
-ეგ შენ გგონია ეგრე. - თვალები აატრიალა. - რამდენი ხანია შენთან ერთად ვარ, უკვე გამომაჭენებდნენ სადმე.
-მერე რა? - გამომცდელად დააკვირდა წარბშეკრულ გოგოს.
-მაპატიეთ, მაგრამ არ მინდა შენს საყვარლად ან რაიმე მსგავსი შინაარსის მქონე ქალად წარმომაჩინონ.
-მეწყინა. - ხელი მოაშორა სახიდან, თან გზა გააგრძელა.
-სად მიდიხარ?
-გინდა ხვალ ჟურნალისტები დაგხვდნენ გარეთ?
-პრობლემური ადამიანი ხარ.
-სხვანაირი ხარ და უფრო მიზიდავ. ასე რომ ნუ საუბრობ ეგრე.
-სხვანაირი როგორი?
-პირველად არ უნდა გოგოს ჩემთან ერთად გამოჩენა, თავს უცნაირად მაგრძნობინებ და ეს უცნაურობა მომწონს.
-ალბათ მაგ გოგოებს ქართველი დედ-მამა არ ჰყავთ და მაგიტომ.
-სხვათაშორის ჰყავდა რამდენიმეს. - ჩაფიქრებულმა დახედა ზევიდან. სოფიმ კი წარბ აწეულმა ახედა. - და რომ გაიგონ რა?
-არაფერი, უბრალოდ ახსნა მომიწევს იმის თუ ვინ ხარ, საიდან გიცნობ, რა ურთიერთობა მაქვს, რატომ არ ვუთხარი თუ შეყვარებული მყავდა, ეგონებათ რომ ვატყუებ და…
-კარგი კარგი. - სიცილით გააწყვეტინა ნერვიულობისგან ალაპარაკებულს. - ნუ ნერვიულობ, არაფერი მოხდება... აქეთ წამოდი. - გვერდზე გადუხვია, ვიწრო ადგილები გაიარა, ბოლოს სოფის კორპუსიდან მოშორებით გაჩერდა მიფარებულ ადგილში. - მიხვალ მარტო? - ცარიელი ქუჩა მოათვალიერა, მერე ზევიდან დახედა სოფის.
-ჰო… მადლობა ჩაისთვის.
-სიამოვნებით დავლევდი ისევ შენთან ერთად და შენს გაუჩერებელ საუბარს მოვუსმენდი. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, თან გაიღიმა ქალის ოდნავ შევარდისფრებულ ლოყებზე რომელსაც სიბნელის მიუხედავად მაინც ხედავდა. - რა საყვარელი ხარ. - სიცილით მიეფერა ლოყაზე.
-უნდა წავიდე.
-კარგი. - ხელი მოაშორა სახიდან, თან ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
-ნახვამდის.
-შეხვედრამდე, სოფი. - მომხიბლელად გაუღიმა დაბნეულ გოგოს, თან თავით ქუჩისკენ ანიშნა. ოდნავ თავი დაუქნია ადამიამ, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. შენობაში შესულმა სწრაფად აირბინა კიბეებზე, სახლის კარი გააღო და შიგნით შესული წამსვე დახურულ კარებს აეკრა. კეფა რკინის კარს მიადო, თან თვალები დახუჭა. ეგონა სიზმარში იყო, ყველაფერი რაც კი მოხდა ესიზმრებოდა და არ იცოდა გამოღვიძება სურდა თუ არა. არარეალურად მიაჩნდა მსგავსი შემთხვევები, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა იმას რაც დღეს გადახდა. ბოლოს კი ფიქრებიდან მოპირადპირედ, ოთხ მეტრში მდგომმა ანამ გამოიყვანა.
-აბა? რა მოხდა?
-ანაა, ვერც კი დაიჯერებ. - ნელა დაიძრა მეგობრისკენ, ჩანთა სავარძელზე დააგდო და ორივე ხელი ემბრის შემოხვია.
-რა? მითხარი. - უკან გასწია გაბადრული მეგობარი, ისიც სავარძელში ჩაეშვა და ანას მიაშტერდა.
-ქართველია, ის არის ახლანდელი ჩემპიონი.
-ვიცოდი! დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი რომ ეგ იყო და მაგიტომ გაგაგდე!
-საყვარელია. რაღაცნაირი, საინტერესო ადამიანია, ისეთი თავს რომ არ მოგაბეზრებს, ყველაფერზე დაგელაპარაკება. მგონი უფრო ამიტომ მომეწონა. თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს. იუმორის გრძნობაც კარგი აქვს. ფეხით იარა ჩემთან ერთად იქიდან აქამდე. მიჩქმიტე. - ხელი გაუწოდა სიცილით, შემდეგ კი წამოიყვირა ტკივილისგან. - მეტკინა!
-მგონი გვეშველა, მაგას რას დავეძებ!
-ქეისი სად არის?
-ჯოშმა წაიყვანა კინოში და იმის მერე არ გამოჩენილან.
-წავალ დავიძინებ და დანარჩენს ხვალ მოგიყვები. - ლოყაზე აკოცა ანას, შემდეგ ფეხზე წამოდგა.
-მიდი.
-მიყვარხარ.
-მეც. - მომღიმარმა თვალი გააყოლა საძინებლისკენ წასულს, მერე თვითონაც საძინებლისკენ მიმავალ გზას დაადგა.
შესანიშნავი საღამოთი კმაყოფილი და სასიამოვნოდ დარჩენილი საცვლის ამარა შეწვა საწოლში, მომღიმარმა მოხვია ბალიშს ხელები, თვალები დახუჭა და ლუკასთან გატარებულ საათებზე ფიქრში მალევე გაითიშა.
***
რამდენიმე დღემ წყნარად ჩაიარა. ნაჩუქარი საშვით კვირა დღემდე სასიამოვნოდ ისვენებდნენ დიდ აუზთან დალაგებულ შეზლონგებზე. არცერთ დღეზე უთქვამთ უარი, დაუზარებლად, ყოველ დღე დგებოდნენ და მთელ დღეს შესაშურად ატარებდნენ. სამაგიეროდ სოფის გონება და თვალები ვერ ისვენებდნენ. ყველგან ტყინში ჩაბეჭდილ, ამ ორგანოს ყველა უჯრედს მოდებულ კაცს ეძებდნენ ბრჭყვიალა ლურჯები. ისევ უნდოდა მისი ნახვა, თვალის მოკვრა მაინც და ეს იყო ერთ-ერთი, ასევე მთავარი მიზეზი რის გამოც მზის სხივების საშუალებით კანის გასარუჯად მიდიოდა აუზზე. ყოველ დღე ელოდებოდა რომ ის კარი რომელშიც არასდროს არავინ შედიოდა კიდევ ერთხელ გაიღებოდა და ნაცნობი სახე ისევ გამომზიურდებოდა. მალევე მიხვდა რომ იქ მყოფთაგან მხოლოდ თვითონ არ ელოდებოდა ლუკა ალანიას გამოჩენას, რამდენჯერმე მოჰკრა კიდეც ყური უცხო ქალების საუბარს და არაფრისგან გაჩენილმა გაღიზიანებამაც მაშინვე მოიცვა.
-შენ მითხარი რომ რამდენიმე დღის წინ ის აქ იყო. - ქალის უკმაყოფილო ხმა ესმოდა გვერდიდან ანაზე მიშტერებულს, უკვე იქიდან წასვლასაც კი ფიქრობდა რადგან ყველა და ყველფერი ლუკასკენ მიდიოდა.
-სურათი ხომ გაჩვენე! - გაღიზიანებულმა გასცა პასუხი გვერდზე მჯდომ მეგობარს, ანამ კი გულიანად გადაიხარხარა.
-რომ იცოდე ახლა როგორ გამოიყურები.
-დავიღალე. - წვენი მოსვა, თან ანას ჩაკიდა ხელი. - როგორ შეიძლებოდა აქამდე არ შემხმიანებოდა.
-ალბათ დაკავებულია. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. რამდენიმე დღე იყო შეცვლილ სოფის უყურებდა, უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა ვიდრე ამ წლების განმავლობაში. იცოდა რომ ახლა უფრო მეტ გრძნობას გრძნობდა და კმაყოფილი ხმასაც კი არ იღებდა მეგობროს ტანჯვის მიუხედავად.
-წავიდეთ?
-წავიდეთ. - ნივთების აღებაში გართულ სოფის დააკვირდა, შემდეგ თვითონაც ადგა და ადამიას უკან აედევნა. - კარგი ფერი მაქვს. - მკლავები წინ გასწია, თან თავის კანს დახედა.
-კი, მეც მომწონს.
-ვინმე უნდა გავიცნო და ერთი კვირით საცხოვრებლად იმასთან გადავიდე, კიდევ ერთი კვირა ვერ გავუძელბ იმათ. მთელი ღამე არ მძინავს. აქ რომ არ ვისვენებდე მოვკვდებოდი.
-ხომ გითხარი ჩემთან გადმოდითქო.
-არ მიყვარს სხვასთან ერთად ძილი ხომ იცი.
-დივანზე დაიძინე.
-როგორ ფიქრობ, ხელს არ სთხოვს?
-არ ვიცი, მაგრამ თუ სთხოვს შენ მშვიდად ვეღარასდროს დაიძინებ. - მხრების ჩეჩვით შეაღო ქალების გამოსაცლელის კარი, ორი პირსახოცი აიღო და წყლის გადასავლებლად წავიდა.
-გუშინ კინოდან რომ მოვიდნენ სანის ელაპარაკებოდა ჩუმად. მგონი რაღაცის გაკეთებას აპირებს. - შუშის კარების გვერდზე კედელს მხრით მიყრდნობილმა ჩაილაპარაკა, თან ლამაზად დაკეცილი პირსახოცის ზედაპირს უსვამდა ხელს.
-სანის ვკითხო?
-არ გინდა, ვფიქრობ ისედაც მალე გავიგებთ. - გვერდითა შუშის კარი გამოაღო, შიგნით შესულმა პირსახოცი საკიდეზე დაკიდა, წყალი საშუალო ტემპერატურაზე დააყენა და წყლის სწრაფ ნაკადს ტანი შეუშვირა.

-დღესაც თუ არ გამოჩნდა შევწყვეტ მასზე ფიქრს. - კატეგორიულად განაცხადა მანქანაში ჩაჯდომისას, ანამ კი თავი გააქნია სიცილით, საჭესთან მოთავსდა და მანქანა უკუსვლით დაძრა ავტომობილის სადგომიდან გასაყვანად, შემდეგ კი ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო ისე გაიგო დარტყმის ხმა, შიშისგან წამოკივლებით სოფიც მოიყვანა გონს. სარკეში გაიხედა, მაგრამ თვალი ვერაფერს მოჰკრა, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და გინების ხმაც მაშინვე შემოესმა.
-ამის დედას შევე.ი! - გამწარებული ბილწ სიტყვებს ჰაერში ისვრიდა, თან ფეხზე იჭერდა ხელს.
-უკაცრავად, მაპატიეთ. - შეშინებული მიუახლოვდა კაცს ზურგიდან.
-მართვის მოწმობა ვინ მოგცა. - გაღიზიანებულმა ახედა გოგოს გადათეთრებულ სახეს, შემდეგ ქანდაკებად ქცეულ სხეულზე ჩამოატარა მზერა.
-მე… DMV-ში მომუშავე ქალმა. - დაბნეულმა გასცა პასუხი. ცოტა ხანს გაოცებული უყურებდა შავი თვალებით ბიჭი, შემდეგ სიცილით გააქნია თავი.
-მოდი, დამეხმარე. - ხელი გაუწოდა ანას, მანაც წამსვე მოხვია მტევანზე გაყინული თითები და წამოდგომაში დაეხმარა.
-ბოდიშს გიხდით, უეცრად გამოჩნდით და ვერ დაგინახეთ. - იმაზე ფიქრმა რომ შეიძლებოდა ამ სიმპატიურ მამაკაცს დაზიანებისთვის უამრავი ფული მოეთხოვა და მთელი ცხოვრების გადასახადი ვალი დასდებოდა, აიძულა ბოდიშები ეხადა მისთვის ამ სიტუაციიდან გამოსაძვრომად.
-კარგად ხართ? - არანაკლებ დამფრთხალმა სოფიმ მზერა მანქანაზე მიყრდნობილ მამაკაცს მიაბყრო, თან ანას მოხვია ხელი დამშვიდების მიზნით.
-შენმა მეგობარმა ფეხი დამიზიანა. - ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთ ღერს სწრაფად მოუკიდა, მერე კი კვლავ ანა შეათვალიერა.
-საავადმყოფოში წაგიყვანთ თუ გინდათ. - გაუბედავად უთხრა ადამიამ. კაცმაც რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად ამღერდა ჯიბეში მოთავსებული ტელეფონი და იძულებული გახდა სოფის კითხვა უპასუხოდ დაეტოვებინა.
-ერთი წუთით. - სიგარეტის ანთებული ღერი მეორე ხელში გადაიტანა, მეგობრის ზარს უპასუხა, მაგრამ ანას ანთებული თვალებისთვის თავისი შავი სფეროები არ მოუშორებია. - ჰო… ბიჭო მოვდიოდი და მანქანამ დამარტყა… პარკინგზე ვარ… კარგად ვარ, მაგრამ ფეხი მტკივა მაგრად, პროსტა მიტყდება წუწუნი, შენს თავს ვფიცავარ თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ვიღრიალო. - წიწუნით უთხრა ყველაფერი, შემდეგ კი თავ ჩახრილ სოფის შეხედა, რომელიც ყურებამდე იღიმოდა და ცოტაღა აკლდა არ გასცინებოდა. - რას მეღადავები… გამოდი და წამიყვანე სახლში… ათი წუთი რათ გინდა? - თვალები აატრიალა მეგობრის საუბრით ნერვებ მოშლილმა. - კარგი გელოდები, მალე გამოდი. ქართველი ხარ? - როგორც კი ტელეფონი გაუთიშა, მაშინვე ჰკითხა სოფის.
-გამარჯობა. - ხელი გაუწოდა მომღიმარმა, ანამ კი გაოცებულმა შეხედა ადამიას.
-ქართველია?
-ნიკა… ჰო ქართველი ვარ. - ხელის ჩამორთმევის შემდეგ დაბნეულ ანას დააკვირდა.
-სოფი, ეს ანაა ჩემი მეგობარი.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც… აბა? რა ვუყოთ ფეხს.
-არ არის პრობლემა, უარესებიც მომსვლია. - თვალი ჩაუკრა სოფის, ისევ ანას სახის დაკვირვება გადაწყვიტა უეცრად მისთვის სხეულის ყველაზე ლამაზმა ნაწილმა რომ მიიქცია მისი ყურადღება. თვალები ინსტიქტურად გაექცა მკერდისკენ და ღრმა დეკოლტიდან მომზირალი დიდი, ლამაზი მკერდი ურცხვად შეათვალიერა.
-მკერდზე მიყურებ. - წარბ აწეული აკვირდებოდა კაცის სიმპატიურ სახეს. სხეულს უწვამდა მისი უცნაური მზერა რომელიც სხეულის მოშიშვლებულ ნაწილებში დათარეშობდა და ვეღარ გაეგო ცხელი მზისგან იყო გამოწვეული ეს შეგრძნება თუ ამ შავი თვალებისგან.
-ჰომოსექსუალს ვგავარ?
-რა? - დაბნეული თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა.
-გეი არ ვარ, ქალები მომწონს და მკერდიცო. - მოკლედ აუხსნა ანას, თან ეცინებოდა შექმნილ სიტუაციაზე. - გეფლირტავება, ჩხუბს არ დაიწყებს. - ქართულად უთხრა ნიკოლოზს, ანამ კი წარბები შეკრა მეგობრის ქცევაზე.
-უნდა მესწავლა თქვენი ენა.
-გასწავლი თუ გინდა. - თვალი ჩაუკრა, მერე ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად.
-თუ ჩივილს არ აპირებ წავალთ, დამცხა.
-დასცხებოდა რათქმაუნდა. - სოფის შეხეხა ეშმაკურად მომღიმარმა.
-რას ამბობს?
-შეგიძლიათ წახვიდეთო. - წამსვე გასცა პასუხი ანას, თან ნიკოლოზის თანხმობას ელოდა.
-კი მაგრამ…
-ყველაფერი კარგად არის, არ ვაპირებ არაფერს, შენი გაცნობის გარდა. - ლოყაზე უჩქმიტა წარბშეკრულს. - გამიხარდა შენი ნახვა, ხშირად არ ვხვდები ასე ქართველებს. იმედია კიდევ შევხვდებით. შეხვედრამდე პატარა. - ქართულად საუბრის შემდეგ ინგლისურად დაამაპტა ბოლო წინადადება, ანას კვლავ თვალი ჩაუკრა და ორივეს ზურგი აქვია. - ფრთხილად იყავით. - ისე თქვა უკან არ მიუხედავს, კოჭლობით განაგრძო გზა თავის მანქანამდე. ანა კი მიშტერებული უყურებდა იქამდე სანამ თვალს არ მოეფარა, შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა, თითები საჭეს მოუჭირა და საქარე მინას მიაშტერდა.
-ქართველი კაცები სხვანაირები არიან. - ბევრი ფიქრის შემდეგ თქვა და მანქანაც დაძრა.
-მართალია.
-თავხედები.
-მართალია. - კიდევ ერთხელ დაეთანხმა აფორიაქებულ ემბრის. მომღიმარი უყურებდა და უსმენდა მის ბურტყუნს. ასეთი არასდროს ენახა. ზაკთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ყველანაირი წინასწარი განცდების გარეშე. მეათე კლასში ქეისის დაბადების დღეზე მიიღეს შეყვარებულების სტატუსი. ქეისის და სოფის გაუჩერებელ საუბარს, რომელიც ზაკთან დაშორებას ეხებოდა, ანასთვის არ უმოქმედია. “პირველად მყავს შეყვარებული და დამაცადეთ”-ო იტყოდა ხოლმე. ის იყო მისთვის პირველი. მიუხედავად იმისა რომ ბევრს მოსწონდა ანა, მაინც არავის იმჩნევდა ემბრი.
-მაგრამ მაინც მომეწონა მისი საქციელი. ამერიკელი მოიტყუებოდა, ყველაფერი ასტკივდებოდა და ნახევარ მილიონიან ვალს დამადებდა. ასე რომ მადლობელი ვარ.
-დაზღვევა უნდა გააკეთო.
-რა მნიშვნელობა აქვს… სად მივდივართ?
-სახლში, ხვალისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო.
-იცი... მომეწონა. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ რომ ვეღარ მოითმინა ჩუმად ჩაილაპარაკა.
-ვიცი.
-ხომ იცი არასდროს ვსაუბრობ კაცზე ასე, მაგრამ მართლა სხვანაირი გარეგნობა აქვს. მიმზიდველი.
-მიხარია მხედველობა რომ დაგიბრუნდა.
-მოკეტე. - თვალები აატრიალა მეგობრის ხუმრობაზე, მერე კი თვითონაც გაიცინა.
-რომ გავთხოვდები, მაშინაც კი გააგრძელებს რეკვას. - განათებულ ტელეფონს დახედა, ანას კი გაეცინა მის ბურტყუნზე. - ჰო დე… მე და ანა მივდივართ სახლში… აუზზე… კი ხვალ მაქვს პირველი დღე… შენ რას შვრები?.. უი მართლა? მომიკითხე ყველა… დე წავედი ახლა მერე დაგირეკავ და მიხედე შენც გოგოებს… მიდი გკოცნი. - უცებ გათიშა, სავარძლის საზურგეს მიადო თავი და თვალები დახუჭა. - მინდა რომ დამირეკოს.
-შეიძლება ნომერი არ აქვს და მაგიტომ ვერ გირეკავს.
-არ მჯერა, რომ უნდოდეს იშოვნიდა.
-ქართველები სხვანაირები ხართ.
-მადლობა.
*
დივანზე მიწოლილი უყურებდა ფილმს, თან ჩიფსს მიირთმევდა ანასთან ერთად სიმშვიდე რომ დაურღვია სახლში შემოსულმა მოკისკისე წყვილმა.
-ჰეი გოგოებო. - ორივე გადაკოცნა ჯოშმა, სავარძელში ჩაჯდა და ქეისიც მუხლებზე დაისვა.
-გამარჯობაა… აბა? სად იყავით? - მომღიმარი მიაჩერდა ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს სოფი. წლების მანძილზე უყურებდა მათ ერთად ყოფნას, გრძნობდა რამხელა სითბო და სიყვარული აერთიანებდათ, ამის გამო კი ძალიან ბედნიერი იყო.
-ჯერ ოკეანეზე, მერე კაფეში, ვისეირნეთ და ახლა მოვედით. წავალთ შხაპს მივიღებთ და მოვალთ.
-კარგით რა! ცალ-ცალკე შედით! - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ანამ, ქეისის კი ყურიც არ დაუგდია მისთვის ესე შეიკეტა აბაზანაში საყვარელ კაცთან ერთად. - სხვა სახლში უნდა გადავიდე.
-კარგი რა გჭირს, სამი თვეა ერთმანეთი არ უნახავთ.
-მაინც გადავალ. ნიკს თავს შევაყვარებ და მაგასთან გადავცხოვრდები.
-ნიკი ვინაა?
-ნიკა. აქცენტით არ მომწონს მისი სახელი და ნიკი უკეთესია, არა?
-ღმერთო. - თვალებ მოჭუტული უყურებდა ანას, შემდეგ თვალები აატრიალა და დადუმებული ტელეფონის ეკრანი კიდევ ერთხე გაანათა.

-მიყვარს. - სოფის მკერდზე მიხუტებული უკვე მესამედ იმეორებდა ერთი და იგივე სიტყვას, სოფი კი ღიმილს ვერ იკავებდა.
-გავიგეთ ქეისი.
-მოკეტე… რა სჭირს ამას? - წარბშეკრულმა ჯერ სოფის შეხედა, შემდეგ ანას, ხმას კი არცერთი იღებდა. - მითხარით.
-დღეს ერთი კაცი გაიცნო და მოეწონა. - სიცილით დაიწყო მოყოლა, მაგრამ თხრობა აწკრიალებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინა. გიჟივით ეცა ამ სასწაულ ტექნიკას, ფეხზე წაოხტა და გაოცებულ მეგობრებს მიაშტერდა.
-ვფიქრობ ლუკაა.
-უპასუხე.
-გამარჯობა. - როგორც კი სენსორს თითი გადაატარა მაშინვე გაისმა კაცის სასიამოვნო ხმა, წამსვე მოეხსნა დაძაბულობა სოფის და მთლიანად მოდუნდა.
-გამარჯობა. - განაბულმა ჩაილაპარაკა, თან ფანჯრისკენ დაიწყო სვლა.
-რას იტყვი დაბლა ჩამოსვლაზე და ჩემთან ერთად ერთ ძალიან კარგ ადგილას წასვლაზე?
-შენთან ერთად სადმე წასვლა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული ბატონო ლუკა. - სახე გაბრწყინებულმა გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა კიდეც მანქანაზე მიყრდნობილი ალანია.
-დაგელოდები. - ქვევიდან ახედა ფანჯარასთან მდგომს, ტელეფონი გათიშა, თან თვალი ჩაუკრა მომღიმარ სოფის რომელსაც ჯერ ისევ ყურზე ჰქონდა მობილური მიბჯენილი.



№1 სტუმარი ტაისა

ძალიან მომწონს , სასიამოვნოდ იკითხება heart_eyes
ლუკა შემეცოდა ცოტათი. ნიკოლოზი რა მაგარი ტიპია :დდდ
გელი

 


№2  offline მოდერი painter1

ტაისა
ძალიან მომწონს , სასიამოვნოდ იკითხება heart_eyes
ლუკა შემეცოდა ცოტათი. ნიკოლოზი რა მაგარი ტიპია :დდდ
გელი

მიხარია რომ მოგეწონა❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ლუკა

ვისიამოვნე დილიდან :* მიყვარს შენი ისტორიები რაღაცნაირი სასიამოვნოდ წასაკითხია ტკბილ ლუკმასავითააა:* ნიკიიიიიი მომწონს :* აბა გელი შემდეგით :* (დედა, რა ჩაგპროშნე:დ)

ვისიამოვნე დილიდან :* მიყვარს შენი ისტორიები რაღაცნაირი სასიამოვნოდ წასაკითხია ტკბილ ლუკმასავითააა:* ნიკიიიიიი მომწონს :* აბა გელი შემდეგით :* (დედა, რა ჩაგპროშნე:დ)

 


№4  offline წევრი tamuna.s

ჩემი დილის პოზიტივია უკვე ეს ისტორია, სულ ღიმილით ვავიკითხე. შემეცოდა ლუკა, წარმომიდგენია რა გადაიტანა, როცა ორმა საყვარელმა ადამიანმა უღალატა. სოფი ძალიან დაყვარელი გოგოა და დარწმუნებული ვარ დაავიწყებს იმ ტკივილს. ნიკაც უკვე მიყვარს. ხვალეც ველოდები დილის პოზიტივს:დ

 


№5  offline წევრი დარინა

ანამ რომ დაეჯახა და ეს ნიკოლოზი აღმოჩნდა მაშინვე გავიგიქრე ეგ მკერდს მიაშტერდებამეთქიიი :დდდდ, საყვარელია ნიკოლოზიი და მგონი წინ მაგარი წყვილი გველოდებაა, ლუკას ამბავი გულთან მოვიდა მაგრამ წარსული უნდა დაივიწყოო იმას არ უნდა გაეკიდო ვისაც არ უნდიხარ, სოფი საოცარი პერსონაჟია, დინჯი დალაგებული და აი დღევანდელ ახლგაზრდობას რომ არ გავს ისეთიი, აი ძალინ ლამაზი წყვილი გამოდის სოფის და ლუკას სახით, ველოდები მათ დიდ სიყვარულს, ბატონ ლუკას რომ მოუგრეხს იმ რქებს, ჩემი ტკბილი გოგო ხარ ❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი painter1

სტუმარი ლუკა
ვისიამოვნე დილიდან :* მიყვარს შენი ისტორიები რაღაცნაირი სასიამოვნოდ წასაკითხია ტკბილ ლუკმასავითააა:* ნიკიიიიიი მომწონს :* აბა გელი შემდეგით :* (დედა, რა ჩაგპროშნე:დ)

ვისიამოვნე დილიდან :* მიყვარს შენი ისტორიები რაღაცნაირი სასიამოვნოდ წასაკითხია ტკბილ ლუკმასავითააა:* ნიკიიიიიი მომწონს :* აბა გელი შემდეგით :* (დედა, რა ჩაგპროშნე:დ)

მე მაგ სიტყვების მოსმენა მიყვარს, რომ იძახი მიყვარსო. ^^❤️❤️

tamuna.s
ჩემი დილის პოზიტივია უკვე ეს ისტორია, სულ ღიმილით ვავიკითხე. შემეცოდა ლუკა, წარმომიდგენია რა გადაიტანა, როცა ორმა საყვარელმა ადამიანმა უღალატა. სოფი ძალიან დაყვარელი გოგოა და დარწმუნებული ვარ დაავიწყებს იმ ტკივილს. ნიკაც უკვე მიყვარს. ხვალეც ველოდები დილის პოზიტივს:დ

მგონი მართლა პოზიტიური გამოვა ეს ისტორია. ნუ დაძაბულობები არ მინდა, ვერ ვიღებ სიამოვნებას.
ვფიქრობ სოფიზეა უკვე დამოკიდებული ყველაფერი და ვნახოთ რა იქნება ^^

დარინა
ანამ რომ დაეჯახა და ეს ნიკოლოზი აღმოჩნდა მაშინვე გავიგიქრე ეგ მკერდს მიაშტერდებამეთქიიი :დდდდ, საყვარელია ნიკოლოზიი და მგონი წინ მაგარი წყვილი გველოდებაა, ლუკას ამბავი გულთან მოვიდა მაგრამ წარსული უნდა დაივიწყოო იმას არ უნდა გაეკიდო ვისაც არ უნდიხარ, სოფი საოცარი პერსონაჟია, დინჯი დალაგებული და აი დღევანდელ ახლგაზრდობას რომ არ გავს ისეთიი, აი ძალინ ლამაზი წყვილი გამოდის სოფის და ლუკას სახით, ველოდები მათ დიდ სიყვარულს, ბატონ ლუკას რომ მოუგრეხს იმ რქებს, ჩემი ტკბილი გოგო ხარ ❤️❤️❤️

ელოდები და მალე იქნება ^^ კი მართალია უნდა დაივიწყო წარსული, მაგრამ ზოგისთვის ადვილი არაა, თან როგორც არ უნდა შეეცადო დავიწყებას მაინც გემახსოვრება ის თუ რა მოხდა, რა გააკეთეს და გული დაგწყდება. ნუ მიუხედავად იმისა რომ არ დაივიწყებს, ამ ყველაფერთან დაკავშირებული გრძნობები გაუნეტრალდება ალბათ სოფის დახმარებით. ❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი ვიპნი

არც კი მინდა გავიაზრო ლუკას ტკივილი ,იმედი მაქვს სოფი მალე დაავიწყებს ყველაფერს,ნიკასა და ანას წყვილი უკვე მამხიარულებს :)

 


№8  offline მოდერი painter1

ვიპნი
არც კი მინდა გავიაზრო ლუკას ტკივილი ,იმედი მაქვს სოფი მალე დაავიწყებს ყველაფერს,ნიკასა და ანას წყვილი უკვე მამხიარულებს :)

ვფიქრობ ლუკას თავის პირით მოვაყოლებ ყველაფერ მოგვისნებით, მაშინ როცა მზად იქნება. მიხარია ასეთ შეგრძნებას თუ გიტოვებს❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი liza

მალე დადებ?

 


№10  offline მოდერი painter1

სტუმარი liza
მალე დადებ?

ახლახანს გავიღვიძე, ჯერ ისევ გამოშტერებული ვარ და დღეს გვიან დავდებ.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნათი

გელოდებით მალე დადე რა, ყოველ წუთას ვამოწმებ.

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამო

მიყვარს შენი ისეტორიები❤️

 


№13  offline მოდერი painter1

სტუმარი ნათი
გელოდებით მალე დადე რა, ყოველ წუთას ვამოწმებ.

მაპტიე ამდენი ხანი რომ გალოდინე, ვეღარ მოვახერხე შემოსვლა. ^^

სტუმარი მარიამო
მიყვარს შენი ისეტორიები❤️

ძალიან მიხარია ამის მოსმენა ^^❤️

 


№14  offline წევრი A.M.

ოიჰ ოიჰ რა კანფეტი ისტორიაა heart_eyes

 


№15  offline მოდერი painter1

A.M.
ოიჰ ოიჰ რა კანფეტი ისტორიაა heart_eyes

^^❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent