შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ცხოვრება ნაწილი მეორე, მეხუთე თავი სრულად. (13)


22-05-2020, 13:36
ნანახია 302

ყოველივეს ასველებს დედამიწის ცრემლები. არემარეს აყრუებს ცეცხლოვანი ჭექა-ქუხილი, ისე წამოინთება ხომე თითქოს სამყაროს აშინებს. ყველაფერი დადუმებულა, თითქოს ბუნებაც იზიარებს სამყაროს დარდს. -აუ მეშინია. -ამოიჩურჩულა ევამ. -დამშვიდდი, მალე გადაიღებს. გინდა ქვემოთ ჩავიდეთ რამეს ვუყუროთ? -კი, წამოდი, იქ ასე ძალიან არ იქნება ხმაური. -ადიელას ხელი დაავლო და კიბეებისკენ წავიდა. ტელევიზორის ჩართვა განიძრახეს, მაგრამ შემდეგ მიხვდენენ რომ დენი არ იყო. -ტელეფონიც არ იჭერს, ჯანდაბა. -ამოიყვირა ევამ. -კაი, დამშვიდდი. გადაიღებს რამდენიმე საათში. -ხოო, იმედია. რა ვქნათ? -ვითამაშოთ. -გაიცინა გოგამ. -ახლა ბუხარი ავანთოთ და მერე მოვიფიქროთ რითი გავერთოდ. კაი? -კიი. -თვალები სასაცილოთ აათამაშა ევამ. ათ წუთში ცეცხლი ააგუზგუზეს და ერთმანეთის მოპირდაპირე კრესლოებში მოთავსდნენ. -ჰა რა ვქნათ? -იცოდე თამაშებში მაგარი ვარ. ვნახოთ, ვნახოთ. -ცერათ გაუღიმა ბახტურიძემ. -ერთმანეთს კითხვები დაუსვათ, მოტყუებას არ ვართ. -კარგი. -მე ვიწყებ. რატომ დაიწყე ნარკოტიკის მოხმარება? -გოგამ გაიცინა. -იი თურმე რა აინტერესებდა ფერიას. -დასერიოზულდა, რამდენიმე წამი ჩაფიქრდა და დაიწყო. -მეთერთმეტე კლასში სკოლა შევიცვალე, ცუდ სასტავში მოვხვდი.ამ დროს გავსინჯე პირველად. -დამწუხრებული იყურება, აშკარად ეტყობოდა რომ ნანობს. -რამდენიმე თვეში დედა გარდამეცვალა, ამის შემდეგ უკვე კეთება დავიწყე. მაგ დროს ცხოვრება ამომიტრიალდა. მაგათი დედაც! ყველამ მიმატოვა. -კოლოფოდან მოხერხებულად ამოაძვრინა სიგარეტი. -ორი წელი დავკარგე, უნივერსიტეტშიც არ ჩამიბარებია. სკოლა რომ დავამთავრე, მიხვდა მამაჩემი რო ვიკეთებდი და სხვადასხვა მსიქოლოგებთან მიმათრევდა. ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. ბოლოს, გამიჩალიჩა და მძინარე მონასტერში მიმიყვანა. მადლობა ღმერთს, არ დამიჯერა და წამათრია. იქ კიდევ ერთხელ შევიცვალე, სულ სხვა შეხედულებებით დავბრუნდი. პირველი ერთი კვირა ყველაფერს ვანგრევდი, ოთახიდან არ გავდიოდი. ჩემთან მხოლოდ წინამძღვარი შემოდიოდა, საჭმელს მომიტანდა, რამდენიმე სიტყვას მეტყოდა და მიდიოდა. -გაიღიმა, მოგონებები თვალწინ დაუდგა. -სრულიად მარტო ვიყავი, ყოველგვარი ტექნიკისა და წამლის გარეშე. ბოლოს გეგმა დავსახე, ყველაფერს თუ გავაფუჭებდი და ხისთავიანად გავასაღებდი თავს, დამიკიდებდნენ და მონასტრიდან გამაგდებდნენ. -იღიმის. -როცა გარეთ გავედი და რამდენიმე დღე მათ ნაირად ვიცხოვრე, სულ სხვანაირად დავინახე ყველაფერი. გარემო ძალიან მაგარი იყო, მხოლოდ თოთხმეტი ადამიანი, ზოგიერთი უკვე ბერი, ზოგიც ემზადებოდა აღსაკვეცად. სასწაული ადგილია, მიწაზე დარჩენილი სამოთხის მარცვალია. -ლაღად ლაპარაკობს გოგა და გაკვრივებულ ევას უყურებს. -იმ დღეებში ისეთი რამ ვნახე და ვიგრძენი ყოველგავრი ეჭვის გარეშე დავიჯერე უფლის არსებობა. ცხოვრებაზე ხედვა შემეცვალა, მაგრამ წამლის არ ქონა, მკლავდა, ვტიროდი იმდენად მინდოდა გაკეთება. ორ კვირაში მეუფე ჩამოვიდა. -დარწმუნებით საუბრობს. -სასწაული პიროვნება. მასთან ვლაპარაკობდი ხომე დღეში ორი საათი. მან გამომაჯამრთელა, ჩემი ტვინი იმ დონემდე აამაღლა, რომ თორმეტ დღეში წამლის ხსენებაც არ მინდოდა. -იღიმის. -ის ადგილი მიწაზე დარჩენილი სასწაულია, საოცრებაა, ღმერთს ვგრძნობდი, მას ველაპარაკებოდი. ორი თვე ვიყავი იქ, მინდოდა სამუდამოდ დარჩენა, მაგრამ მამას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და წამოსვლა მომიწია. იმის მერე ყოველ ზაფხულს ორი კვირა იქ ვარ, ვეთიშები ბინძურ ყოველდღიურობას. -ვაუუ, ზღაპარივით ამბავია. -იღიმება ევა. -თუმცა, ზღაპარი არ არის. შენც უნდა შეძლო თავის დანებება. ჩვენ დამოკიდებულებას ერთად დავძლევთ. -იმედია. -რამდენი ხანია იკეთებ? -ორი თვე შესრულდება ზეგ. -მარტივი იქნება, ჯერ შენი ორგანიზმი არ იქნება ძალიან დამოკიდებული. -ხოო. -კაიფისას დედას ხედავდი? -კი. შენ ნიკას ხედავ? -ნიკას და ლანას. -გააზრებული გაქ ხო ეგ რომ წარმოსახხვაა? -კი, ვიცი. მაგით ვივსებდი ხომე მათ არ არსებობას. -მეც მასე ვიყავი, საშინელებაა, ნელ-ნელა გფიტავს. -წამალს სად შოულობ? ხარისხიანი მაინცაა? -ბაჭაძესთან დავდიოდი კვირაში ორჯერ სიანსებზე და იქ შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, ის მაძლევს. ალბათ, საავადმყოფოდან იპარავს, მაღალი ხარისხია, კლინიკური შეფუთვით. -. -ცოტა გადაიღო ხო? -კი, წავალ ტელეფონს შევამოწმებ, შეიძლება უკვე იჭერს. მეორე სართულზე ავიდა გოგა. -იჭერს? -არა, ჯერ არა. -ჩამოსძახა გვემოდან. -კაი. -ფეხმორთხმით ავიდა ზემოთ, გოგას უთხრა რო დაძინებას აპირებდა და საწოლში ჩაიმალა. მარტოობა და ფიქრი სჭირდებოდა, ამიტომ მოიმიზეზა ძილი და საწოლში ჩაემხო. -ღმერთო რა ხდება? ნუთუ სიზმარში ვარ, გავიღვიძებ და ყველაფერი დამთავრდება. იქნებ გოგაა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი და მართლა გავგიჭდი. -თავი გააქნია. -ჯანდაბა! რეებს ვამბობ ეს ყველაფერი ცხადია, შენ მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო რო დამოკიდებულება დაძლიო, ეჰჰჰ.-თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა, რიტმულად ნავარდობდნენ და ერთმანეთს ანაცვლებდნენ. თუნდაც სკამების ბოლო რიგზიდან, მაინც ვუყურებდი ევას ფიქრების რიტმულ მოძრაობას. ხან ცრემლი დაუწვავდა ნატიფ სახეს, ხან ღიმილი დაამშვენებდა, ხანაც ნერვიულად ატრიალებდა სახეს. დაახლოებით ორ საათში ჩაეძინა, ორმოცი წუთი მოსწყდა სამყაროს. გონს რომ მოეგო წვიმას უკვე გადაეღო და დამაყრუებელი ელვის ყვირილი ჩიტებს ჩაენაცვლებინათ ტკბილი ჭიკჭიკით. ქვემოთ ჩავიდა, გოგა სახლში არ დახვდა. რამდენიმე ლუკა შეჭამა და გოგას დაურეკა. -სად ხარ? -ეზოში. -კაი გამოვალ. თბილი პლედი შემოიხვია და ბალახებში გააბიჯა. ნამიანი იყო თითოეული მცენარე, წვიმისგან ტოტები დატეხვოდა ხეებს, ყვავილებს გვირგვინი დაეხარათ და წყლისგან თავისუფლდებოდნენ, ყოველ ადგილს ეტყობოდა რომ სიკვდილი მოესწრაფად. აღარაფერი იყო ძველებურად, ყველა, მცენარე თუ საგანი გლოვობდა რაღაცას, რაც მხოლოდ თვითონ იცოდნენ, ადამიანისთვის ამოუხსნელ ყოფას. -სად ხარ?-დაიყვირა ევამ -ფარდულში ვარ, ბილიკს გამოყევი. -ყველაფერი როგორ დასევდიანდა, თითქოს ბუნება გლოვობს და თავის დარდს გვიზიარებს. -რა გჭირს? როგორ ძალიან მოიწყინე. მოდი ჩაგეხუტო. -გრძელ, მკვრივ ხელებში მოიგცია ევა. -შენ გცივა. შევიდეთ. -კი, გავიყინე. -ხელში აიტაცა, სირბილით შეიყვანა სახლში, სავარძელში მოათავსა და ბუხარი ააგიზგიზა. გინდა ჩაი? -კი რა. -ადიელაში გაეხვა ევა. რამდენიმე წუთში ცხელი ჩაი დაუდო წინ და სხეული შეუმოწმა. -კიდევ ძალიან ცივი ხარ. რა ვქნათ? -გავთბები მალე, სიცივისგან ღონე მიხდილმა ძვლივს ამოიჩურჩულა. -ცოტახანი აქ იყავი. -კიბეებზე ავიდა გოგა და რამდენი წუთში დაბრუნდა. -ზემოთ უფრო თბილა, ატაპლენიაც ანთია, იქ აგიყვან. -ისე მოიქცია ხელებში პასუხს არც დალოდებია. -მიდი ეს სვიტრი გაიხადე, მგონი გაიოფლე. -ძალამიხდილმა ძვლივს გაიძრო სვიტრი და საწოლში მოთავსდა. -არ წახვიდე რა. -არსად მივდივარ. -ორივე მაიკა ერთი ხელის მოსმით გაიძრო, გამოაჩლინა თავის მკვრივი პრესი და გვერძე მიუწვა. -მე ცხელი ვარ, მოდი ჩამეხუტე უფრო ადვილად გათბები, თავისკენ მიიზიდა ევა. -ცოტა გათბი? -რამდენიმე წუთში კითხა ბახტურიძემ. პასუხმა რომ დაიგვიანა ცოტა აიწია და სახეზე დახედა, ეძინა. გაიღიმა დამშვიდებულმა და ღრმად სადღაც სამყაროებს შორის ჩაიძირა ფიქრებში. დაახლოებით ორი საათი იყვენენ ასე, ბოლოს ევამ გაიღვიძა, საგრძნობლად კარგად იყო. -როგორ ხარ? -კარგად, ჩავთბი. როდის დამეძინა არ მახსოვს. -ორი საათი იქნება რაც გეძინა. -შენ სუ აქ იყავი? -მარტო ხო არ დაგტოვებდი. უფრო ძილერად შემოხვია მოხერხებული ხელები. -დღეს წამალი არ გაიკეთე და ნივიჟუუ იმიტომ მოცა ორგანიზმა? -კიი. -თქვა დანანებით. -ასე ჩქარა არ ქნა, ნელ-ნელა დაუკელი, ძნელი იქნება ჩქარა დანებება. -მაგრამ შეუძლებელი არაა. მინდა დავანებო.- წაიჩურჩულა და ძლიერად აეკრო გოგას. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. დრო გაქვს ევა, ჩვენ დრო გვაქვს. -სინამდვილეში დრო არაა, დრო ილუზიაა რომელიც როდის დამთავრება ჩვენს გონებაში არავინ ვიცით. -შესაძლოა, მასეც იყოს. -უხმოდ იყვენენ ერთმანეთზე გადახლართულები და საკუთარ გულისცემებს უსმენდნენ, რომლებიც საგრძნობლად აჩქარებულიყვნენ.

ექვსი საათის შემდეგ

ღამის სამი საათია, სიჩუმეს ევას სპაზმური ხველა არღვევს, რომელიც მთლიანად მოიცვა სააზანოს კედლებმა. ღონე მიხდილი, ვით დაჭრილი ირემი გდია სააბაზანოს იატაკზე და ელის მუცლიდან წამოსული ნაღვლის წვენის ამოსვლას, რადგან დანარჩენი უკვე ამოიღო. სასოწარკვეთილს ცრემელები ცვივა, ლანძღავს ყველაფერს, ეუბედურება სიცოცლე, ცხოვრება, ყველაფერი. აღარაფერი აღარ უნდა, ყოველი იმედი ღრმად, სადღაც ბნელ მიუვალ ადგილას დამალულიყო. იყო მხოლოდ გოგა, რომლელთანაც უნდოდა, ძლიერ სურდა მასთან ბედნიერი დღეები და ამ ყოველივეს იმიტომ უძლებდა. -ევა შემომიშვი.
-დაუყვირა გოგამ. -გოგო მე ეგ ყველაფერი გამოვლილი მაქ, ვიცი რა მდგომარეობაშიც ხარ, გთხოვ ევა კარი გააღე. -სიმწრისგან გვერდით მდგომ კედელს მიარტყა ხელი. -წადი, მე კარგად ვარ. მალე გამოვალ. -გაისმა ევას სუსტი ხმა, რომელიც უკანასკენი ძალების მოკრებითა და კარგად შეფუთული იმედით იყო სავსე. -ამის დედა შევე•ცი! -გაისმა გოგას გვირილი, სასოწარკვეტილმა რამდენჯერმე დაარტყა კედელს, ბოლოს ფეხი კარებს მიჰკრა და გაიღო. -ხომ გითხარი არ შემოხვიდეთქო -დაუყვრია ევამ და ეცადა გასწორებულიყო. -ჩემო გოგო, ევა,- თმები გადაუწია და სახე წყლით მობანა. -ხომ ხედავ ნორმალურად ვარ, გთხოვ გადი. -ევაა. -გთხოვ გოგა. -უხმოდ,ფეხმორთხმით გავიდა, საძინებელში შევიდა და მაგიდაზე მყოფი ნივთები ერთი ხელის მოსვლით გადაყარა. ხმაურმა ცოტა დაამშვიდა. რამდენიმე ცხელმა ცრემლმა გაიკვალა გზა, მაგრამ გოგამ სახეზე ჩამოსვლის საშუალება არ მისცა და მაიკით შეიმშრალა. კარისკენ დაიძრა, სანამ გავიდა იქამდე ოთახს გადახედა და ზიზღით დაბრიცა სახე, საკუთარი თავზე გაბრაზდა, როგორ აქცია ნივთები ნამსხვრევებათ. მისაღებში გავიდა და კრესლოში ჩაემხო. რამდენიმე წუთში ევაც გამოვიდა აბაზანიდან. -ტანსაცმელს ავიღებ და ვიბანავებ. -არც გაჩერებულა ისე უთხრა და კიბეებს აუყვა. -დამშვიდდი! გოგა ნერვები დაიმშვიდე! -თვალებ დახუჭული ეუბნებოდა საკუთარ თავს. თხუთმეტი წუთი გაუნძრევლად იყო, ელოდა ევას გამოსვლას, თან ფიქრობდა -ნეტავ ცუდად ხომ არ არის? -მაგრამ ელოდა, არ უკაკუნებდა, არ უნდოდა ზედმეტად დაეძაბა. რამდენიმე წუთში გამოვიდა საგრძნობლად გამოკეთებული ევა, სხეული ემორჩილებოდა, სახეზე ფერი დაბრუნებოდა. -როგორ ხარ? -ახლა უკვე კარგად. -უნდა შემოგეშვი, დაგეხმარებოდი. -გოგა, მე არ მინდა მაგ მდგომარეობაში მხედავდე. არ მინდა იატაკზე დავარდნილს ტაშტით ხელში მხედავდე, მეზიზღება თავი იმ მდგომარეობაში. -მე ყველანაირი მიყვარხარ. თუ ვიცხოვრებ, მხოლოდ შენთა. მინდა მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ, მინდა შენსავით ლამაზი შვილები. როგორ ფიქრობ შენი თავი მასეთ მდგომარეობაში არ მინდა? მინდა, მინდა ყველანაირი ევა ვნახო, ყველანაირ ევას ვიცნობდე. -გოგა მიყვარხარ, შენთან ერთად სიამოვნებით ვიქნები მთელი ცხოვრება, მაგრამ მაგ დროს მარტო მინდა ყოფნა. შენ ისედაც ჩემთან ხარ, შენს გამო ვცდილობ დანებებას. -მივიდა მუხლებზე დაუჯდა და მთელი ძალით ჩაეხუტა, გოგამაც შემოხვია თავისი მკვრივი ხელები და გულში ჩაიკრა. ორივე სხვადასხვა ნაირ სიმშვიდეს გრძნობდა, ორივეს ესმოდა გულის ცემები, ორივეს ერთმანეთზე მეტად უნდათ ბედნიერება.



№1  offline წევრი უბრალოდ ნენე

მეგობრებო, ესეც მეხუთე თავი. ბოდიშით რო ვიგვიანებ, იმედია მოგეწონებათ.

 


№2 სტუმარი ANI KHIDESHELI

DZALIAN KARGIA YOVELI TAVI ERTIMEOREZE UKETESIA <3 ;-*

 


№3  offline წევრი უბრალოდ ნენე

ANI KHIDESHELI
DZALIAN KARGIA YOVELI TAVI ERTIMEOREZE UKETESIA <3 ;-*


ძალიან დიდი მადლობა, მახარებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent