შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა {3}


24-05-2020, 08:59
ავტორი painter1
ნანახია 1 465

ისტორიის დასაწერად docs-ს ვიყენებ, გვერდებს არ მიჩვენებს ასე რომ ვერ ვიგებ თავის ზომას, ზოგჯერ დიდი გამოდის, ზოგჯერ შედარებით პატარა, იმედია ეს ძალიან პატარა არ იქნება.
მადლობა ყველას ვინც მკითხულობს და აზრს მიზიარებს :*
*************
-საღამო მშვიდობისა. - მტევანზე ეამბორა სოფის, შემდეგ მანქანის კარი გაუღო, თვითონ საკუთარი ადგილი დაიკავა საჭესთან და მანქანაც დაძრა.
-სად მივდივართ?
-სურპრიზია. - მომღიმარმა გადახედა წამით, უცებ შეუთვალიერა სახე, მერე კი ისევ გზას დააკვირდა. - როგორი დღე გქონდა?
-არაფრით განსხვავებული სხვა დღეებისგან… შენზე რას იტყვი?
-დამღლელი. ეს დღეები დაკავებული ვიყავი, ცალკე ვარჯიში, ცალკე ბიზნეს საქმეები…
-ფინალი როდის არის?
-ერთ კვირაში, წამოხვალ? - ინტერესით შეხედა მოლულოდნელი კითხვისგან დაბნეულს.
-შეიძლება. - მხრები აიჩეჩა წარბებ აწეულმა, ლუკას კი ჩაეცინა მის პასუხზე.
-გავიგე დღეს ჩემი ძმაკაცი გაგიტანიათ შენ და შენს მეგობარს. - მალევე წამოჭრა ახალი თემა სიჩუმის გასაფანტად. სოფი კი გაოცებული მიაშტერდა გვერდზე მჯომი კაცის პროფილს. - ნიკამ მითხრა. - ქვედა ტუჩზე იკბინა და სოფის ყურადღებაც მასზე გადავიდა.
-ანუ შენი მეგობარია. - ნერვიულად გადაიწია თმა ყურზე, თვალი მოაშორა კაცის ტუჩებს და ფანჯრიდან მაღალ შენობებს გახედა.
-კი, ყველაფერი მომიყვა და მაშინვე მივხვდი რომ შენ იქნებოდი ქართველი სოფი თავის მეგობარ ანასთან ერთად.
-საინტერესო დამთხვევებია.
-მეც მაოცებს.
-როგორ გაიცანი ნიკა? - პირველ პაემანზე ლუკას ნაკითხი შეკითხვა ამოუტივტივდა გონებაში და მასზე რაღაცის გაგების მოლოდინში ნახევარი ტანით შებრუნდა ალანიასკენ.
-ჩემმა ყველაზე ახლო ადამიანმა გამაცნო.
-მომიყევი, მაინტერესებს ის ადამიანიც.
-როგორი ცნობისმოყვარე ხარ.
-მე ჩემს თავზე ყველაფერი მოგიყევი.
-დაახლოვებით ათი წლის წინ, დეკემბერში, მაშინ როცა ახალი ჩამოსული ვიყავი აქ არავინ მყავდა. მარტო ვიყავი ამხელა ქალაქში და ისიც კი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ან სად წავსულიყავი. ბრუკლინში, მარტო ხეტიალის დროს დამაყაჩაღეს, კარგად დამალურჯეს და სადღაც სიბნელეში მიმაგდეს.
-შენ? - გაოცებისგან პირი დაეღო ადამიას, ერთხელ, დაკვირვებით შეათვალიერა კაცის დაკუნთული სხეული, ბოლოს მის მომღიმარ ტუჩებს მიაშტერდა.
-მაშინ ცუდ ფორმაში ვიყავი, ფიზიკურადაც და სულიერადაც. ხელიც არ გამინძრევია თავის დასაცავად. ჰოდა დამტოვეს ასე ყველაფრის გარეშე, გათიშული. ის დღეები კარგად არ მახოვს, გონს რომ მოვედი დიდ საძინებელში ვიყავი, წინ მანჰეტენის ხედი იყო გადაშლილი და უკვე იმასაც ვფიქრობდი რომ მოვკვდი და ციდან ვუყურებდი ყველაფერს. თურმე სიცივისგან გავყინულვარ, ხომ იცი აქ როგორ ყინავს ზამთარში. გონება დაკარგული მქონდა და ალბათ ახლა ცოცხალი არ ვიქნებიდი რომ არა ტომას სმიტი, რომელმაც შემთხვევით მიპოვნა, სრულიად უცხო თავის სახლში წამიყვანა და როგორც საკუთარ შვილს ისე მომიარა. დღემდე ასე მექცევა. ასე რომ ვთქვათ მასთან სიცოცხლით ვარ დავალებული, გარდა ამისა მისი დამსახურებაა რასაც დღესდღეობით წარმოვდგენ. იმ დროის მანძილზე რაც საწოლში ვიწექი თითქმის მთლიანად გავაცანი ჩემი თავი კაცს რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ იმ დროს საკუთარ ოჯახის წევრებზე მეტად ვენდობოდი. აღმოჩნდა რომ სმიტი ძველი ჩემპიონი ყოფილა ამერიკაში, მაშინ კი უკვე მწვრთნელის სტატუსი მოერგო, საკუთარი სავარჯიშო დარბაზიც ჰქონდა და რომ გამოვჯანმრთელდი მეც შემომთავაზა მისვლა. იქამდე ვცხოვრობდი მის სახლში სანამ იმდენი ფული არ ვიშოვნე რომ ბინა მექირავა და თავიც მერჩინა. ტომმა დაკარგულ შვილად ამცნო ხალხს ჩემი თავი, არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ საბუთები მალევე გააკეთა თავისი ხარჯებით, რისი დახმარებითაც მალევე მოქალაქეობა ავიღე. ასევე ის დამეხმარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩავრიცხულიყავი და სწავლა დამემთავრებინა, პარალელურად დიდი დატვირთვით მავარჯიშებდა. ახალი ცხოვრება დამაწყებინა, ჩემი დაკარგული თავი მაპოვნინა და უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბებაში დამეხმარა. მშობელი მამაც ვერ გააკეთებდა იმდენს, რაც სმიტმა ჩემთვის გააკეთა ყველანაირი ვალდებულებების გარეშე. მერე კი ნიკა გამაცნო, თავისი დის შვილის ბოიფრენდი იყო. დიდად არ მოსწონდა, მაგრამ რადგან ქართველი იყო ჩემმამდე მოიყვანა. მაშინაც ასეთი იყო, მხიარული. ჩემთან გადმოვიდა ბინაში, ქირის გადასახადს ვიყოფდით, დანარჩენ ფულს კი ბარებს და გოგოებს ვახარჯავდით. მერე ნიკა დაქორწინდა… აქ კიდევ სხვა ამბებია, რომ დავიწყო დილამდე ვერ მოვრჩები მოყოლას. - დადუმებულ სიფის მომღიმარმა გადახედა, ცოტა დაიბნა კიდეც მის მიშტერებულ მზერაზე. ისიც კი იფიქრა რომ თავისი ამბით დააფრთხო გოგო. არასდროს უსაუბრია ამდენი სხვასთან თავის ცხოვრებაზე, არავისთვის მოუყოლია ეს ყველაფერი და იმის გამო თუ რას იფიქრებდა ადამია, აზრები სულ ერეოდა. - სოფი…
-ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი რამ თუ გექნებოდა გადამხდარი. მე ჩვეულებრივი, არა, ჩვეულებრი არა, მაგრამ ისეთი კაცი მეგონე… აი… ფილი რომ აქვთ და… როგორ გითხრა. - ლოყებ აწითლებული სიტყვებს თავს ვერ უბამდა, ალანია კი მომღიმარი უყურებდა გზას.
-მთავარია ხომ მიხვდი რომ ეგეთი არ ვარ.
-რა თქმა უნდა.
-კარგია, მოდი წავიდეთ და ამაზე საუბარი მოგვიანებით გავაგრძელოთ თუ გინდა. - დიდი შენობის ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა, მანქანიდან გადასულმა სოფის გაუღო კარი, ხელი გაუწოდა და გადმოსვლაში დაეხმარა.
-არ არის საჭირო.
-ჩემი სურვილია. - ოდნავ გაიღიმა, სათვალე შეისწორა და შენობისკენ ისე დაიძრა ხელი არ გაუშვია სოფისთვის.
-არ მჯერა! - სიხარულისგან დაუფიქრებლა წამოიძახა როცა შენობაზე გაკრული დიდი წარწერები წაიკითხა. წამსვე პატარა გოგოდ ქცეული სწრაფად შებრუნდა ალანიასკენ, ლოყაზე აკოცა გაუაზრებლად, მერე კი სწრაფი ნაბიჯებით წავიდა შენობისკენ და გაოცებული ლუკა ადგილზე გაშეშებული დატოვა. უყურებდა როგორ მიდიოდა შესასვლელისკენ გოგო რომელიც რამდენიმე წუთის წინ სერიოზული, თავდაჯერებული ქალი ეგონა, ახლა კი პატარა გოგოდ გადაქცეულიყო, რომელიც გასართობ ცენტრში მიეყვანათ მშობლებს და ერთი სული ჰქონდა ატრაქციონებზე როდის დაჯდებოდა. იცოდა რომ გაუხარდებოდა იქ მისვლა, მაგრამ ასეთ ემოციას ნამდვილად არ ელოდა. გონს რომ მოვიდა ყურებამდე გაეღიმა, აქეთ-იქით მიმოიხედა და უკვე კართან მისულ სოფის სწრაფად მიუახლოვდა. - ვერც კი წარმოიდგენ რა გრძნობები დაატრიალე ჩემში.
-წარმოვიდგინე და მგონი მივხვდი უკვე. - მის გაბრწყინებულ ლურჯებს დააკვირდა, ყინულზე მოციგურავე ხალხისთვის რომ გაეშტერებინა და მათ მოძრაობებს აკვირდებოდა.
-ვეღარ ვითმენ. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან თვალი მოავლო იქაურობას.
-წამოდი. - სოფის შემყურე თვითონაც კარგ ხასიათზე მოვიდა, ციგურები იქირავა და ჩასაცმელად პატარა კარადებით სავსე ოთახში შევიდა. გარეთ გამოსულს კი სოფი უკვე ყინულზე მოსრიალე დახვდა. თვითონ სულ სამჯერ იყო ნამყოფი საციგურაოდ, მაგრამ დიდად არ გამოსდიოდა და ყოველ ჯერზე ეცემოდა ცივ ზედაპირზე. შიგნით შესული გარს შემორტყმულ ხელის მოსაკიდს ეჭიდებოდა, თვალებით კი აქეთ-იქით მოსრიალე სოფის ეძებდა.
-არ მითხრა რომ სრიალი არ იცი. - გვერდიდან მოესმა ქალის სიცილნარევი ხმა და ისიც სწრაფად შებრუნდა.
-ვიცი, უბრალოდ… დიდი ხანია არ მისრიალია.
-ხელი მომკიდე. - უცებ ახლართა წვრილი თითები ალანიას გრძელ თითებში და თავისკენ მისწია.
-სკეიტზე დგომა უფრო ადვილია.
-სკეიტერიც ბრძანდებით? - ვითომ გაკვირვებით აუფახუნა თვალები, ლუკას კი გაეცინა მის ქცევაზე. სულ სხვანაირი გამხდარიყო, უფრო ბუნებრივი ეჩვენებოდა და მოსწონდა კიდეც ასეთი სოფი.
-ვიყავი… ნელა, სოფი! წავიქცევი და მერე დაწერენ ნიუ-იორკ ნიუსებში როგორ დაეცა ყინულზე მსოფლიოს ნახევარფინალისტი ლუკა ალანია. - პატარა ბოჭივით აბურტყუნებული ყინულს უყურებდა, სოფის მოძრაობებს ითვისებდა და ფეხებს ინსტიქტურად ამოძრავებდა.
-კარგად გამოგდის.
-ვიხსენებ… ჯერ არა! - მაშინვე ახედა მომღიმარ ადამიას როგორც კი ხელის გაშვება დააპირა. ისე მოსწონდა ასეთ ისტუაციაში ყოფნა, მისი ნაზი კანის შეგრძნება და მისი ხელის გულიდან წამოსული სითბო, მოშორება აღარ უნდოდა.
-პატარა ბავშვივით ხარ. - თავი ვერ შეიკავა სიცილისგან, ხმადაბლა ჩაიკისკისა და ლუკას ყურადღებაც წამსვე მიიქცია. როგორც კი კაცის მიშტერებული მზერა შენიშნა თავს აიძულა სახე დაესერიოზულებინა, რაც კარგად არ გამოსდიოდა. - რა?
-ძალიან ლამაზი ხარ. - დაუფიქრებლად უთხრა, ისე რომ მისი ბრჭყვიალა ლურჯებისთვის თვალი არ მოუშორებია. სოფი კი მოულოდნელობისგან გაოცებული მისჩერებოდა. მერე გაიღიმა, ლუკას მთლიანად მოშორდა და სრიალი განაგრძო. ალანია კი აკვირდებოდა მის ლამაზ მოქმედებებს, თოთქოს საერთოდ არავინ იყო იქ მათ გარდა, რამდენიმე წამით გარშემო ყველაფერი გაქრა. მხოლოდ სოფის ხედავდა რომელიც იმ სამყაროს საერთოდ მოწყვეტილიყო. ისე იყო ქალის ყურებაში გართული ვერც კი შენიშნა როგორ შეეჯახა წინიდან მომავალი თვალებ დაჭყეტილი ბავშვი რომელიც ვერაფრით ჩერდებოდა. გონს კი მაშინ მოვიდა როცა ყინულზე დაცემისგან უკანალის ტკივილმა შეაწუხა.
-მარტო არ უნდა დამეტოვებინე. - სიცილით წამოადგა თავზე სოფი, წამოდგომაში მიეხმარა დაცემულს და მომხიბვლელი ღიმილით კიდევ ერთხელ დააბრმავა.
-დამეჯახა, მე ჩვეულებრივ ვიდექი თორემ არ წავიქცეოდი.
-ჰო რათქმაუნდა. - სიცილით მოკიდა ხელი და მასთან ერთად განაგრძო სრიალი მუსიკების ფონზე.
-შენ რა დამცინი? - თვალებ მოჭუტულმა შეხედა ყურებამდე გაკრეჭილს.
-როგორ გეკადრება.
-მგონი ძალიან გამითამამდი.
-შენი ბრალია. - მხრები აიჩეჩა, ლუკამ კი სიცილით გააქნია თავი. - ბაკურიანში ვსრიალებდი ხოლმე ყინულზე, ყველა მე მიყურებდა და ვიდეოებს მიღებდა.
-ახლაც შენ გიყურებენ.
-უი, ხალხის ყურადღება წაგართვი.
-ყველა კი არ მიცნობს… მხოლოდ ისინი ვინც გამოჩენას ცდილობს, ნაღებ საზოგადოებაში გარევას, თან მე მხოლოდ კრივით არ ვარ დაკავებული, ბიზნესი მაქვს რომელიც რვა წლის წინ ჩამოვაყალიბე და ყოველთვის მაქვს მოსაწვევი აქ მაცხოვრებელი მდიდარი ხალხის დაბადების დღეებზე.
-და შენც დადიხარ.
-ძირითადად კი. საჭიროების გამო.
-საინტერესოა.
-მოსაწყენია. - უემოციოდ ჩაილაპა, ფეხები უფრო სწრაფად და ძლიერად აამოძრავა, სოფიც მის მოქმედებებს მიჰყვებოდა. იქამდე სრიალებდნენ სანამ სოფი არ დაიღალა, იქაურობა დატოვეს და ერთი მშვიდი კაფის ვერანდაზე დასხდნენ. ერთმანეთის მოპირდაპირედ ისხდნენ, სოფის ფეხები ხის გრძელ სავარძელზე აეკეცა და თითებში მოქცეული ფინჯნიდან არომატიან ჩაის მიირთმევდა.
-ესეიგი ნიკას ცოლი ჰყავს.
-ახლა აღარ. ჩახლართული და გრძელი ისტორიაა, თან სხვისი ცხოვრებაა.
-საქართველოში ბოლოს როდის იყავი?
-სანამ აქ ჩამოვიდოდი მაშინ.
-კი მაგრამ… - გაკვირვებულმა სიტყვებს ვეღარ მოაბა თავი. დაინახა როგორ გაუქრა მწვანე თვალებში არსებული მნათობი სხივი და სიტყვის თქმაც ვეღარ გაბედა.
-ძველი ამბავია, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს. შეიძლება სხვა დროს მოგიყვე, მაგრამ ახლა არა.
-ზამთარში მართლა აპირებ წასვლას?
-არამგონია საერთოდ როდისმე დავბრუნდე.
-რატომ?
-ძველი, მტკივნეული მოგონებების და ხალხის გამო.
-გასაგებია… გეტყოდი ჩადი და არ ნახო ის ხალხითქო, მაგრამ ძნელია. მე ყოველ ჩასვლზე ვნახულობ იმ ხალხს ვისი ნახვაც არ მსიამოვნებს, მაგრამ სხვაგვარად არ ხდება. სამაგიეროდ მალევე ვშორდები, დასასვენებლად მივდივარ ან ბიძაშვილებთან ვატარებ დროს. შენ გყავს ბიძაშვილები?
-დედაჩემი ბავშვთა სახლში გაიზარდა, მისი მხრიდან ნათესავები არ მყავს, ერთადერთი მამიდა მყავს რომელმაც გამზარდა, თვითონ ჯერ კიდევ დაუოჯახებელია. მაგრამ მყავს მამაჩემის ბიძაშვილის შვილები, უბრალოდ კონტაქტი არ მაქვს.
-ცუდია. დის შვილებზე და ძმის შვილებზე რას მეტყვი?
-ძალიან ცნობისმოყვარე ხარ, სულ მე მალაპარაკებ.
-მეც მინდა ძმის შვილი. - მიხვდა ამ თემაზე საუბარი არ სურდა კაცს, გაურკვეველი მიზეზის გამო ოჯახზე არ საუბრობდა, ამიტომ ისტატურად შეცვალა თემა რომ ცუდ განწყობაზე არ დაეყენებინა.
-არ გყავს?
-ჩემი ძმა ცოლის მოყვანას არ აპირებს. - ტუჩებ დამბრეცილმა აიჩეჩა მხრები, თან ჩაი მოსვა. - არც მინდა რომ მოიყვანოს.
-ეგოისტობ.
-არა… უბრალოდ…
-კი, ეგოისტობ. ჩემს დას არ მოსწონდა ჩემი ყოფილი, ახლა არც რძალი მოსწონს ალბათ, მე სიძე.
-არა, მე ყველაზე კარგი მული ვიქნები. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ადამიანი რომელიც ჩემს ძმას ეყვარება.
-ყველა შენნაირი კეთილი და კარგი არ არის პატარა, ვერ გაიგებ რა უტრიალებს ადამიანს გონებაში. შენ როგორიც ხარ, სხვებიც ისეთები გგონია, მაგრამ ასე არ არის. შეიძლება იმან გიღალატოს ვისგანაც ყველაზე მეტად არ მოელი.
-რას ამბობ რომ არავის უნდა ენდო?
-მშობლების გარდა არავის, დედმამიშვისაც კი.
-არ ვიცი რა გადაგხდა, მაგრამ ის ვიცი რომ იმ ადამიანთან ვერ იქნები ვისაც არ ენდობი. ურთიერთობებში მთავარი ნდობა და ერთგულებაა. შენ თუ მე არ მენდობი, მაშინ ამ ყველაფერს რა აზრი აქვს? მართალია, ყველანაირი ადამიანები არსებობენ, მთავარია გარჩევა შეგეძლოს ცუდისგან და კარგისგან. მე შენ გენდობი მიუხედავად იმისა რომ კარგად არ გიცნობ, უცნაურ ნდობას ვგრძნობ, არსაიდან წამოსულს და მჯერა რომ დამჭირდე ზურგს არ შემაქცევ. - თვალებში უყურებდა ალანიას და ყოველ სიტყვას დაუფიქრებლად ამბობდა რადგან რაც გულიდან ამოსდიოდა და რასაც ფიქრობდა იმას ლაპარაკობდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული უსმენდა მის წკრიალა ხმას რომელიც ჩიტის გალობასავით ჩაესმოდა ყურებში ლუკას. თვითონაც არ იცოდა როგორ დაიმსახურა ეს ნდობა, მაგრამ აზრი რომ სოფი ენდობოდა სხეულში ათასნაირ ემოციას იწვევდა. - ხვალ სამსახურში პირველი დღე მაქვს.
-სად იწყებ? ან რაზე? - უცებ გამოფხიზლდა სოფის სიტყვების გაგებისას.
-ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში, მმ… რა ქვია? ქეშიერს რა ჰქვია? მოლარედ. - როგორც კი გაიხსენა წამსვე თქვა ურეაქციოდ, ლუკა კი გაკვირვებული უყურებდა. - რა?
-ღადაობ?
-არა რატომ? მოლარედ მუშაობა გრეხია?
-არა, უბრალოდ… არ ვიცი, რატომ უნდა იმუშაო ასეთ დაბალ ხელფასზე.
-შეიძლება 15 დოლარი საათში შენთვის ცოტაა, მაგრამ ჩემთვის არა. ნახევარ განაკვეთზე ვიმუშავებ და ჩემი შემოსავალი მექნება. დედაჩემს ვერ დავურეკავ და ვერ ვთხოვ ფული მიგზავნოს, ისედაც მეოთხე წელია უნივერსიტეტის გადასახადს მიხდიან.
-შეგეძლო სხვა სამსახური გენახა.
-ეს მაწყობს, ჩემთვის ადვილი საქმეა.
-კარგი, როგორც გინდა… და მერე რას აპირებ?
-ბიზნეს ვუმენი უნდა გავხდე.
-საინტერესოა.
-ზაფხული მთავრდება და უნივერსიტეტი იწყება. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, ლუკას კი გაეღიმა. - პატარა რომ ვიყავი მამას სათევზაოდ დავყავდი ხოლმე ტბებზე. პატარა, საკუთარი ტბები ჰქონდა თბილისისგან მოშორებით, გარშემო სულ მინდორი იყო, ღამით ჭრიჭინების ხმა ისმოდა და გარშემო უამრავი ცინცინათელა დაფრინავდა. ტბებთან პატარა ქოხი იყო, შიგნით საწოლი, ფეჩი და კარადა იდგა. ხის კედლებზე ჩემ დახატულ ნახატებს ვაკრავდით ხოლმე და უფრო მყუდრო ხდებოდა. ღამით ცა სულ ვარსკვლავებით მოჭედილი იყო, მეც ტბის პირას დავწვებიდი და ცას ვუყურებდი. კალიების მეშინოდა ყოვეთვის, მაგათ გამო სულ მხრებზე ვეჯექი მამაჩემს, მერე გავიზარდე და ფეხით მიწევდა სიარული. კალიებს დღემდე ვერ ვიტან, პანიკური შიში მაქვს. კიდევ ობობების, ერთხელ ჩემს საძინებელში ვნახე და ორი დღე ოთახში ვერ შევდიოდი. ვერც ტარაკნებს ვიტან… ღმერთო ძალიან საზიზღრები არიან. - წარმოდგენისას ტანში არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა და სახეც სასაცილოდ დაბრიცა. - აქ… იცი ადგილი სადაც ვარსკვლავები ძალიან ახლოს იქნებიან? დიდი ხანია არ მინახავს.
-ვიცი. - მომღიმარმა დაუქნია თავი. უკვე იცოდა სად წაიყვანდა შემდეგ ნახვაზე, იცოდა ისევ ნახავდა თვალებ გაბრწყინებულ სოფის და წინასწარ ეღიმებოდა.
-შენ? მომიყევი რამე ტკბილი მოგონება ბავშვობიდან.
-ჩემი ბავშვიბა ყველაზე ტკბილი ხუთ წლამდე იყო, სანამ დედა გარდაიცვლებოდა. ყოველთვის დავდიოდით პიკნიკებზე ჩემს ტყუპისცალთან და უფროს ძმასთან ერთად.
-უფროსი ძმაც გყავს? არ გიხსენებია.
-2008 წელს დაიღუპა ომში.
-ვწუხვარ…
-თავისი ნებით წავიდა. ამბობდა აფხაზეთს დავიბრუნებთ და დავბრუნდებიო. - გაეღიმა ძმის გახსენებისას, შემდეგ თვალებ ამღვრეულ სოფის ჩახედა ლურჯებში.
-ყოველთვის მიცრემლიანდება თვალები გახსენებაზე… მახსოვს თვითმფრინავების ფრენა და ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები. პატარაობიდან უდიდესი ზიზღი მაქვს რუსების მიმართ. ჩემი ქვეყანა მიყვარს, ყველა ქვეყანას მირჩევნია როგორი გაუბედურებულიც არ უნდა იყოს. უბრალოდ ის არის რომ თვითონ ქართველები ვერ ვაფასებთ ჩვენს მიწა-წყალს და ამაზეც გული შემტკივა… თემას გადავუხვიეთ. ბავშვობაზე ყვებოდი.
-შენ ყველას მიმართ ასეთ ინტერესს იჩენ?
-არა რა თქმა უნდა. მაინტერესებს იმ კაცის ბავშვობა რომელთან ურთიერთობაც ახლახანს დავიწყე, დანაშაულია? - უდარდელად აიჩეჩა მხრები, ისე თითქოს არაფერი ყოფილიყო მნიშვნელოვანი. ლუკამაც ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თხრობა განაგრძო.
-დედას გარდაცვალების შემდეგ მამა შეიცვალა, ძირითადად სულ მუშაობდა და შვილებისთვის ვეღარ იცლიდა. პაპაჩემს მივყავდით სოფელში, მახსოვს ერთი ჩანჩქერი იყო, პატარა დაგუბებული ადგილიც ძირში. იქ ვცურავდით ხოლმე, ჩემს დას ვაყვინთავებდით მე და ჩემი ტყუპისცალი, მერე უფროსი ძმა ორივეს ერთად გვაყვინთავებდა. ყველა კარგი მოგონება რაც გამაჩნდა მხოლოდ და მხოლოდ დაძმებთან, იქამდე სანამ გავიზრდებოდით. მერე ყველაფერი აირია. მეც აქ ჩამოვედი და ურთიერთობაც აღარ მაქვს არცერთთან.
-ალბათ ამას სხვა დროს მომიყვები. - თვალებ მოჭუტულმა ინტერესით სავსე ხმით უთხრა თავის ნათქვამში დარწმუნებულმა, ლუკამაც სიცილით დაუქნია თავი.
-ალბათ.
-შენთან საუბარი სასიამოვნოა, მაგრამ გვიანია და ვფიქრობ ჯობია წავიდეთ.
-როგორც იტყვი. - წინ მჯდომს გაუღიმა, შემდეგ იქვე მოტრიალე ოფიციანტს ანგარიშის მოტანა სთხოვა და სავარძლის საზურგეს მიყრდნობილმა ისევ სოფის ლურჯებს გაუსწორა თვალი. - რომელ საათებში აპირებ მუშაობას?
-ექვსიდან ათამდე.
-კარგი დრო შეგირჩევია. - თავი დაუქნია ჩაფიქრებულმა, შემდეგ ანგარიში გადაიხადა და სოფისთან ერთად იქაურობა დატოვა.

-მადლობა დღევანდელი დღისთვის. - სოფის სახლის წინ გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ ჩუმად, გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ეძებდნენ, ვერ პოვნის მიზეზი კი ის იყო რომ დამშვიდობება არცერთს სურდა. უყურებდა როგორ იწვალებდა გაუაზრებლად ტუჩებს სოფი და მისი დაგემოვნების სურვლილი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. ისედაც ძლივს იკავებდა თავს მთელი დღის მანძილზე ჰაერის გამოცლამდე რომ არ დაეკოცნა ის სავსე ბაგეები.
-სამადლობელი არაფერია, მეც კარგად გავერთე.
-არა მე… თავი ასე კარგად არასდროს არავისთან მიგრძვნია, არ მივნდობივარ, და… მიხარია რომ გაგიცანი. - დაბნეულმა ძლივს ჩაილაპარაკა როცა ლუკას თითები შეეხნენ სახეზე, თმა ყურს უკან გადაუწიეს და ლოყაზე მიეფერნენ. თავი ოდნავ გაამოძრავა კაცის დიდ ტორში ლოყის უკეთ მოსათავსებლად, შემდეგ ქვევიდან ახედა ბრწყინავი ლურჯებით.
-შენ ჩემში განსხვავებულ გრძნობებს აღვიძებ და ნელ-ნელა თავსაც მაკარგვინებს… ახლაც თავს ძლივს ვიკავებ რომ არ გაკოცო. - ცერა თითი ტუჩებზე ნაზად გადაატარა, სოფისკენ ნელა დაიხარა, მერე კი ტუჩები ლოყაზე ნელა და ხანგრძლივად მიაწება. - ღამე მშვიდობისა, სოფი. - ყურთან ჩასჩურჩულა, ნელა მოშორდა, თან თვალებში ჩახედა.
-ღამე მშვიდობისა. - ოდნავ გაუღიმა, ლოყაზე აკოცა სწრაფად და მანქანიდან ნაჩქარევად გადავიდა. მომღიმარმა გააყოლა თვალი კორპუსისკენ წასულს, იქამდე უყურა სანამ მხედველობის არეალიდან არ გაქრა, შემდეგ თვითონაც სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. სხვანაირი ენერგიით იყო დამუხტული, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, ისეთს აქამდე რომ არასდროს ეგრძნო, სოფის ღიმილი და მისი სახე უტრიალებდა თვალწინ, ეს ყველაფერი კი მასაც ღიმილს ჰგვრიდა.
სახლში მისულს ტელევიზორის წინ დივანზე წამოკოტრიალებული ნიკოლოზი დახვდა. ნელა მიუახლოვდა, სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და ჩაფიქრებულ მეგობარს მიაშტერდა, ვისკის ბოთლი რომ მიეკრა გულზე, ლუკას კი მდუმარედ შესცქეროდა.
-რა ხდება?
-დამერხა. ის გოგო შემიყვარდა.
-ვინ გოგო? - თვალები აატრიალა ნიკოლოზის ბურტყუნზე, თან დაღლილმა თმები აიჩეჩა.
-დღეს რომ გამიტანა… იცი რა ლამაზია? ყავისფერი თმა და მნათობი თვალები აქვს. აუ დღეს მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ, როგორ მოვძებნო?
-მართლა მოგწონს? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა ბექაურს.
-ასე არავის მივუზიდივარ, არც მომწონებია.
-ვიცი ვინც არის. - ბევრი ფიქრის შემდეგ უთხრა და ბექაურიც წამსვე წამოჯდა დივანზე.
-რა? რას მეღადავები? - თვალებ ანთებული მიაშტერდა ძმაკაცს. - ამოიღე ხმა შე ჩემა!
-სოფისთან ერთად მყავს ნანახი.
-სოფი? სოფის საიდან იცნობ? ვაბშე რა ხდება, რას მალავ? სოფისთან კონტაქტი გქონდა და მე მიმალავდი?
-დაწყნარდი რა. - თვალები აატრილა მის წამოვარდნაზე, შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, იცოდა აზრი არ ჰქონდა რამის დამალვას, არც აღარაფერი ჰქონდა დასამალი, დღევანდელი დღის შემდეგ უკვე სურდა სოფის საზოგადოებაში წარსგენა თავისთან ერთად. ლუკა საუბრობდა, თავის გრძნობებს ანდობდა, ნიკოლოზი კი გაოცებული, თვალებ გაფართოვებული შეჰყურებდა ძმაკაცს და იმ წუთებში ანაც აღარ ახსოვდა. - არ მეგონა ვინმესთან მსგავსი ურთიერთობა თუ მომინდებოდა და ისევ ვენდობოდი, არც ვაპირებდი, უბრალოდ ვიცი რომ სხვანაირია… არავის არ ჰგავს, დღეს მითხრა რომ უმიზეზოდ მენდობოდა, მეც არ მაქვს მიზეზი მასში ეჭვის შეტანის. მთელი სხეულით, ყველა უჯრედით ვგრძნობ რომ უნდა ვენდო, ჩემს თავსაც უნდა მივცე შანსი და მასაც. რომ იცოდე რა საყვარელია… - ამოიოხრა იმის გახსენებისას თუ როგორ უხაროდა ციგურებზე სრიალი პატარა ბავშვად ქცეულს, თან სავარძლის საზურგეს ჩამოადო თავი. - ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს, ეგრევე მაშტერებს და კოცნის სურვილს მიჩენს… აზრზე არ ვარ თავს რატომ ვიკავებ… უბრალოდ ისეთი ნაზია… ჯანდაბა, მე დამერხა, კიდევ ერთხელ არ მინდა იმის განცდა რისიც აღარ მჯერა.
-სიყვარულზე იძახი? - მომღიმარმა თავი ჩახარა, საკუთარ ხელებს მიაჩერდა, თან მარცხენა ხელის არათითზე გადაიტარა ცერი.
-ჰო.
-ის რომ ერთხელ იმედი გაგვიცრუეს, გვიღალატეს და გვატკინეს იმას არ ნიშნავს რომ სიყვარული არ არსებობს ან არ განმეორდება. მე მჯერა რომ არსებობენ ადამიანები ვისთვისაც ჩვენი გული ფეთქავს. შეიძლება ჯერ არ შევხვედრილვართ, მალე შევხვდებით, ან უკვე შევხვდით კიდეც. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი პიროვნება ცხოვრებას რომ სხვა ფერებში დაგანახებს, გულს აგიჩქარებს, გაგიჩერებს და თავის ჭკუაზე ამოძრავებს. მთავარია შენ არ შეეწინააღმდეგო ამ გრძნობებს, არ მოშორდე იმ ადამიანს და უფლება მისცე ცხოვრება გაგილამაზოს. მე არ მინახიხარ შეყვარებული, მაგრამ შენ კარგად იცი როგორ ვიყავი დაბრმავებული და გამოშტერებული. - თვალები დახარა, ცერას კი კვლავ არათითზე იჭერდა. - შენ რომ არა ახლა მიწაში ვიწვებოდი. მართალია ეს სიყვარული არ იყო, ან იყო კიდეც, არც კი ვიცი ამ გრძნობას რა სახელი შეეფერება. - სიგარეტს მოუკიდა, ერთი ნაფაზი გამოქაჩა, თან დიდი ფანჯრიდან განათებულ ცათამბრჯენებს გადახედა. - მაგრამ მჯერა რომ ნამდვილი სიყვარული სხვა არის, ასეც უნდა იყოს, სხვაგვარად არ გამოვა. - მხრების ჩეჩვით გახედა ურეაქციოდ მჯდომ ალანიას. - აი ეგ გოგო კი სასწაულებს მოახდენს მჯერა. დაგანახებს რომ სამყარო ისეთი მახინჯიც არ არის როგორიც გგონია. დროსაც კი შეგაყვარებს, ყოველ წუთს, რომელსაც მასთან ერთად გაატარებ.
-მგონი ბევრი დალიე. - სიცილით გააქნია თავი, ქვედა ტუჩზე იკბინა და იმის წარმოდგენისას რაც ნიკოლოზმა აღუწერა სხეულში სასიამოვნო შეგრძნებაც კი დაეუფლა.
-შენც იცი რომ მართალი ვარ. მიდი აღიარე!
-რა?
-რომ მართალი ვარ.
-ჰო მართალი ხარ. - ფეხზე წამომდგარმა მკლავზე მოკიდა ხელი, ფეხზე წამოაყენა და საძინებლისკენ დაიძრა.
-სოფი მომეწონა რძლად, კარგი გოგოა. ანას ნომერს ხომ მიშოვნი?
-გიშოვნი. - ხელი გადახვია ნასვამ მეგობარს, თავზე აკოცა, შემდეგ საძინებელში შეიყვანა, სიგარეტი თითებიდან ააცალა და საწოლზე დასვა. - რამდენჯერ გითხარი სახლში არ მოგეწია, ირთვება მერე დედამოტ.ნული დაცვის სისტემა.
-შენც ხომ ეწევი.
-აბაზანაში გამორთული მაქვს. - თვალი ჩაუკრა, მხარზე მიარტყა რამდენჯერმე ხელი და საძინებელიც დატოვა.
მართალი იყო ნიკოლოზი, სოფისგან თვითონაც მსგავს ამბებს მოელოდა, მაგრამ არ იცოდა სურვილის სიდიდე ამ ყველაფრის მიმართ. ერთადერთი რაც ამ ეტაპზე უნდოდა სოფისთან ახლოს ყოფნა იყო, დანარჩენს კი დროს მიანდობდა.



№1  offline წევრი ვიპნი

აუუ ,ვგიჟდები ლუკაზე,რა დილა მაქვს იფ,იფ.მიყვარს ასეთი წყვილები.ოქრო ხარ❣️

 


№2  offline მოდერი painter1

ვიპნი
აუუ ,ვგიჟდები ლუკაზე,რა დილა მაქვს იფ,იფ.მიყვარს ასეთი წყვილები.ოქრო ხარ❣️

მადლობაა :დ❤️❤️

 


№3 სტუმარი ტაისა

როგორ გამიხარდა დილას შენი ნიკი რომ დავინახე heart_eyes
ძალიან კარგი გოგო ხარ heart_eyes

 


№4  offline მოდერი painter1

ტაისა
როგორ გამიხარდა დილას შენი ნიკი რომ დავინახე heart_eyes
ძალიან კარგი გოგო ხარ heart_eyes

გუშინ გადავიკარგე და დღეს დილით აუცილებლად უნდა გამოვჩენილიყავი ^^❤️

 


№5  offline წევრი LI_BE

როგორი გემრიელი ხარ, პეინტერ!!! რა სასიამოვნოდ და მშვიდად იკითხება, შენს ჩვეულებრივ სტილში ხარ, რაა blush blush

საინტერესოა, ორი ემიგრანტის ლავსთორი, უცხო ქვეყანაში. ხოდა გელოდები blush blush

 


№6  offline წევრი ნანა73

უუხ, რა გემრიელი ისტორია ჩანს! მომენატრა ასეთები...
ვცდილობ წარმოვიდგინო ჩემპიონი ლუკა და სტუდენტი სოფი. საყვარლები kissing_closed_eyes
გელოდები მოუთმენლად
❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი painter1

LI_BE
როგორი გემრიელი ხარ, პეინტერ!!! რა სასიამოვნოდ და მშვიდად იკითხება, შენს ჩვეულებრივ სტილში ხარ, რაა blush blush

საინტერესოა, ორი ემიგრანტის ლავსთორი, უცხო ქვეყანაში. ხოდა გელოდები blush blush

ვცდილობ ჩემს ფორმაში ყოფნას. თან მე უფრო სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიებისჯენ ვიხრები. ^^ ვნახოთ მაშინ ამ ლავსთორის გაგრძელება^^❤️

ნანა73
უუხ, რა გემრიელი ისტორია ჩანს! მომენატრა ასეთები...
ვცდილობ წარმოვიდგინო ჩემპიონი ლუკა და სტუდენტი სოფი. საყვარლები kissing_closed_eyes
გელოდები მოუთმენლად
❤️❤️❤️

გამიხარდა შენი გამოჩენა ^^❤️ ვეცდები მალე დავდო ^^❤️

 


№8 წევრი დარინა

აი სოფი რომ ძალიან მაგარი გოგოა, ირგვლივ ისეთ დადებით ემოციებს აფრქვევს, ეს ლუკამაც შეამჩნია და აი ძალიან მომწონს რომ უკვე ხვდება სოფის განსაკუთრებულობას, აი ძალიან ლამაზი წყვილია, მომწონს როგორც ვითარდება მოვლენებიი, ხოდა დარწმუნებული ვარ საქართველოშიც ჩამოიყვანს.

 


№9  offline მოდერი painter1

დარინა
აი სოფი რომ ძალიან მაგარი გოგოა, ირგვლივ ისეთ დადებით ემოციებს აფრქვევს, ეს ლუკამაც შეამჩნია და აი ძალიან მომწონს რომ უკვე ხვდება სოფის განსაკუთრებულობას, აი ძალიან ლამაზი წყვილია, მომწონს როგორც ვითარდება მოვლენებიი, ხოდა დარწმუნებული ვარ საქართველოშიც ჩამოიყვანს.

მეც ასე ვფიქრობ. აი მთლიანად თუ დაისაკუთრებს ლუკას გულს და ისიც მისცემს უფლებას მერე ალბათ ჩაიყვანს კიდეც❤️❤️

 


№10 სტუმარი ანზ

მეგონა დილას დამხვდებოდა :( დღეს არ დადებ?

 


№11  offline მოდერი painter1

ანზ
მეგონა დილას დამხვდებოდა :( დღეს არ დადებ?

ბოდიში რომ გალოდენე... კი დავდებ რამდენიმე საათში და ვეცდები ხვალ დილით დაგახვედრო❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი Kuku

Rodis dadeb?

 


№13  offline მოდერი painter1

სტუმარი Kuku
Rodis dadeb?

უიჰ, გამიხარდა შენი ხილვა. ახლახანს დავამატე❤️

 


№14  offline წევრი A.M.

დილიდან რომ ამათ წაიკითხავ მართლაც ნაყოფიერი დღე გექნებაა heart_eyes heart_eyes

 


№15  offline მოდერი painter1

A.M.
დილიდან რომ ამათ წაიკითხავ მართლაც ნაყოფიერი დღე გექნებაა heart_eyes heart_eyes

მიხარია ასე რომ ფიქრობ ^^❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent