შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცვლილების საწყისი წერტილი (XII თავი)/დასასრული


24-05-2020, 14:36
ავტორი Gvancoo
ნანახია 530

გაბრიელმა მაშინვე სანდროს ნომერი მოძებნა და მასთან დარეკა.
- ხო გაბრო. - გაისმა ბიჭის ნამძინარევი ხმა. - მშვიდობაა?
- აუ ბოდიში რა სანდრიკ, სულ დამავიწყდა რომ ეს კვირა ისვენებდი.
- არა რა ბოდიში ხო არ გაგიჟდი. რა ხდება? ისე არ დამირეკავდი ასე ადრე. - უცებ გამოფხიზლდა სანდრო.
- შევხვდეთ რა სადმე, ბიჭებსაც დავურეკავ და პატარა საქმე უნდა მოვაგვაროთ. - ნერვიულობა დაეტყო ხმაზე გაბრიელს.
- კარგი შევხვდეთ. ჩემთან გამოდით, ნინო გემრიელობებს დაგახვედრებთ თან. - გაეღიმა სანდროს.
- კარგი მაშინ ერთ საათში შენთან ვართ.
- ლუკა და ლაშა აქ დარჩნენ გუშინ და არ დაურეკო. დანარჩენებს გელოდებით.
- კაი სანდრიკ ჯიგარი ხარ. - გაუთიშა და ამჯერად დამიანესთან დარეკა.
- ხო გაბრო. - ომახიანად უპასუხაბიჭმა.
- ერთ საათში ხერგიანებთან მოდი რა, საქმე მაქ. - შესავლის გარეშე ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- კაი არაა პრობლემა. ხო მშვიდობაა? - შიში დაეტო ხმაში დამიანეს.
- რავი რა. რომ გნახავთ მოგიყვებით.
- კაი კაი. დამშვიდდი შენ. ყველა ვიკრიბებით?
- ბიჭები მარტო.
- ყველამ იცის უკვე?
- არა, ნიკო, ვაჩე და იო დამრჩნენ.
- კაი, დამშვიდდი შენ და ამათ მე დავურეკავ. ხერგიანებთან შევხვდებით. - დამიანესაც გაუთიშა და გამზადება დაიწყო. მალევე სამზარეულოში მოფუსფუსე დას შეუერთდა.
- ერეკლეს სძინავს? - შესვლისთანავე ჰკითხა დას.
- ხო, აღარ გავაღვიძე, ცოდოა, ეძინოს.
- მე ხერგიანებთან მივდივარ და დაიტოვებ? - მავედრებელი სახით გახედა დას.
- კაი, რა სისულელეებს მეკითხები? დავიტოვებ არ ინერვიულო. ემილი გამოუშვით ჩემთან იმდენ ბიჭებში დამიჩაგრავთ გოგოს. - სიცილით ჩაილაპარაკა სალომემ.
- კაი მოიყვანენ აქ. შენც მარტო არ იქნები. - თბილად გაუღიმა დას. - შუალედურები როდის გეწყება?
- სამშაბათს მაქ პირველი. - ნერვიულად ჩაილაპარაკა.
- კაი არ გამაგიჟო ახლა, ნერვიულობ? - გაეცინა გაბრიელს.
- ცოტას. მაინც პირველია და.
- არაფერია სანერვიულო. ყველაფერი გამოგივა. - დას შუბლზე აკოცა და სახლი დატოვა.
სალომემ დრო იხელთა, გოგოებს დაურეკა და მიიპატიჟა. გაბრიელი და ბიჭები კი ხერგიანებთან შეიკრიბნენ.
როგორც კი გაბრიელი მეგობრის სახლში შევიდა ნინო დიდი სიყვარულით შეეგება.
-მოდი ჩემო ბიჭო. როგორ ხარ? - გადაეხვია ქალი მის ერთ-ერთ შვილს.
- რა ვიცი ნინო დეიდა. პრობლემები ხო არა და არ დამთავრდა. - ჩაილაპარაკა დაღლილმა გაბრიელმა.
- არაუშავრა ჩემო ბიჭო. ყველაფერი მოგვარებადია ხო იცი? გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. - თბილად გაუღიმა და სამზარეულოში შეუძღვა, სადაც ბიჭები სადილობდნენ. - შენც ხომ ისადილებ?
- კი. თორემ არაფერი მიჭამია ისე წამოვედი.
- რა იყო გაბრო რა სახე გაქ? გიორგი გაიქცა ციხიდან? - გაეცინა მაქსიმეს, თუმცა გაბრიელმა ისეთი თვალებით შეხედა მაშინვე დასერიოზულდა.
- ყველა მოვიდეს და მერე ვილაპარაკოთ.
- ბიცო წავედი მე. - სამზარეულოში თავი შემოყო ემილიმ, თუმცა გაბრიელი რომ დაინახა მასთან მიირბინა. - როგორ ხარ გაბრო?
- რავი პატარა შენ? სად მიდიხარ? სალომემ გამოვიდესო ჩვენთანო.
- ხო სალოსთან მივდივარ. თაკომ დამირეკა მე და თიკო გამოგივლითო.
- თაკო აქ მოდის? - თავი წამოყო ლუკამ, რაზეც ყველას გაეცინა.
- ხო, ხუთ-ათ წუთში აქ იქნებიან. - უპასუხა ემილიმ. - უი მოსულან უკვე.
- მოვალ ახლავე. - სწრაფად ჩაილაპარაკა ლუკამ და ემილის გაასწრო გასვლა.
თაკომ გარეთ გასული შეყვარებული რომ დაინახა გაეცინა. მანქანიდან გადავიდა და მიუახლოვდა ბიჭს.
-როგორ ხარ? - ისევ ეცინებოდა თაკოს.
- მომენატრე, ისე კარგად. - გაუცინა ლუკამაც და შეყვარებულს ჩაეხუტა.
- თავი არ გტკივა? - ეჭვის თვალით ახედა ბიჭს.
- აუ კიი, იცი როგორ თან? - სევდიანად ჩაილაპარაკა და მხარზე შუბლი დაადო.
- კარგი წამოდი თაკო ახლა. - სიცილით ჩაილაპარაკა ემილიმ და მანქანაში ჩაჯდა.
- ჩემი ლოთი ბიჭი. - თაკომ კისერში აკოცა შეყვარებულს და ხელები უფრო შემოხვია. - შედი ახლა თორემ შეგცივდება.
- ისე მაგას ბიჭი ამბობს ხოლმე. - გაეცინა ლუკას. - მაგრამ მართლა შემცივდა.
- მიდი მიდი შედი, გნახავ მერე. - გაუღიმა, ერთი აკოცა და მანქანაში დაბრუნდა.
- ძლივს. - სიცილით ჩაილაპარაკა თიკომ.
- შენ შენ იოანეს მიხედე. - სიცილითვე უპასუხა თაკომ.
- უი ხო, რა ხდება აბა მოყევი. - ჩაეკითხა ემილი.
- არაფერი. ჯერ მეგობრობის ეტაპზე ვართ.
როდესაც გოგოებმა ეზო დატოვეს, მალევე იოანე და დამიანე მივიდნენ. უკან კი ნიკო მიჰყვა მათ. ყველამ ერთად ისაუზმა, თითქოს დროს წელავდნენ, მაგრამ ბოლოს ისევ მაქსიმემ დაიწყო.
-გაბრო რა ხდება აღარ იტყვი?
- მარის ჰყავდა ძმა, უჩა, რომელმაც თავი მოიკლა, ათი წლის წინ.
- უჩა სეფიაშვილი ხომ? ვიცი ეგ ამბავი. - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ვაჩემ. - შესწავლილი მაქ მაგ საქმის დეტალები. არ ვიცოდი მარის ძმა თუ იყო.
- მარის არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, ამიტომ ფაქტობრივად არავინ იცის.
- კარგი და რა პრობლემა არის? - ჩაეკითხა იოანე.
- ხო და, ნუ მოკლეთ. უჩამ, სანამ თავს მოიკლავდა, მისი ქონება მარის გადმოუფორმა, მაგრამ ხელშეკრულების მიხედვით მარი კომპანიას მანამ ვერ ჩაუდგება სათავეში სანამ სწავლას არ დაამთავრებს. როგორც ვიცი ახლა უჩას ნათლია უდგას სათავეში კომპანიას, რომელიც ვანოს ძმაკაცია, ანუ მარის მამის. - ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო. - სალომემ მითხრა დღეს რომ ვანო და მისი მეუღლე ჩამოდიან. მგონი უჩას კომპანიის გაყიდვა უნდათ.
- იურიდიულად მაგისი უფლება არ აქვთ. - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა სანდრომ.
- იმისთვის რომ კომპანია გაყიდონ მარის ხელმოწერაა საჭირო და უჩას ნათლიისაც. - აჰყვა ძმას თედო.
- პრობლემაც ეგაა, უჩას ნათლია და ვანო ისეთი ახლო ძმაკაცები იყვნენ რომ არამგონია გაუჭირდეს ვანოს მისი დათანხმება. მარი კიდე არ ერევა კომპანიის საქმეეში, ისე აწერს ხელს არც აკვირდება რაზე თანხმდება.
- მოდი ასე მოვიქცეთ. - დაიწყო ჩაფიქრებულმა ლაშამ. - ყველა ის საბუთი რაც მარის ხელმოსაწერად მოუვა ჩვენ გვანახოს, რომელიმეს დაგვირეკოს. ჩვენ გადავხედოთ და გავეცნოთ დეტალებს. თუ კანონიერად მოინდომა გაყიდვა მაშინ პირდაპირ ნასყიდობის ხელშკრულებას გამოუგზავნიან, თუ ფარულად მაშინ რამე პროექტის სახით. ამიტომ ჩვენ გადავხედოთ ხოლმე. ვისაც როგორ ეცლება იმის მიხედვით.
- კი, კარგი აზრია. - დაეთანხმა ნიკო. - ხატიას ვეტვი და იქნებ ბაზაში შევიდეს. იქიდან ყველანაირ ინფორმაციას გავიგებთ.
- ხო ასე სჯობს. თუ გაყიდვას დააპირებენ ჩვენ ეგ ამბავი არ გამოგვეპარება. - დაამშვიდა დამიანემ.
- უჩას ნათლიასაც დაველაპარაკოთ, იქნებ სულ არ აპირებს ვანოს დაკრულზე ცეკვას. - ჩაილაპარაკა ლუკამ.
- კარგით, მაშინ მასე ვქნათ. მე და ლუკა წავალთ დაველაპარაკებით უჩას ნათლიას. მარის ვეტყვი საბუთები მოგაწოდოთ ხოლმე, და მაქსიმე შენ უნდა უთხრა მარის რომ მისი მშობლები ჩამოდიან. - საბოლოო გეგმა ჩამოაყალიბა გაბრიელმა.
- რა იყო, ყველაზე რთული მე დამიტოვეთ? - გაეცინა მაქსიმეს.
- შეყვარებული შენ ხარ და. - მხრები აიჩეჩა თედომ.
- კარგით, სხვა რა გზაა. წავალ დაველაპარაკები. - ღრმად ჩაისუნთქა და სახლიდან გავიდა. ტელეფონი მოიმარჯვა და მარის დაურეკა. - კნუტო რას შვრები?
- რავი სალოსთან ვართ გოგოები. შენ? მორჩით ბიჭები ბჭობას? - ტელეფონში მარის სიცილნარევი ხმა გაისმა.
- კი მოვრჩით. - გაუცინა ბიჭმაც. - უნდა გნახო რა. მანდვე პარკი რომ არის იქ მოდი.
- კარგი, დამირეკე და ჩამოვალ. - თბილად უპასუხა გოგონამ და გაუთიშა.
მაქსიმემ მანქანა დაქოქა და გაემართა დანიშნულების ადგილისაკენ. მალევე მივიდა და მარის დაურეკა ჩამოსულიყო. გოგომაც ბევრი არ ალოდინა.
-რა სახე გაქ? - გაუკვირდა მარის.
- რაღაც უნდა გითხრა და არ ვიცი როგორ. - ნერვიულობისაგან აქეთ-იქით სიარული დაიწყო ბიჭმა.
- მშორდები? - ხმა გაუტყდა მარის და თვალები აუცრემლიანდა.
- ჰა? რა? - დაიბნა უცებ მაქსიმე.
- აღარ მოგწონვარ?
- ვაიმე, ჩემი სულელი გოგო. - გაეცინა ბიჭს და აცრემლიანებული შეყვარებული მიიხუტა. - არაფერი მსგავსი დამშვიდდი.
- ნამდვილად?
- კი ჩემო პატარა. - ისევ გაეცინა ბიჭს. ატირებულ გოგოს შუბლზე აკოცა და მიიხუტა.
- აბა რა ხდება? - დაიბნა მარი.
- მოკლეთ, შენი მშობლები ჩამოდიან.
- რა? როდის? რატომ?- ანერვიულდა მარი.
- ხვალ ღამე. შენი ძმის კომპანიის გაყიდვას გეგმავენ.
- ეგ კომპანია ჩემია. არ მივცემ უფლებას ეგეც წამართვან. - მკაცრად ჩაილაპარაკა მარიმ.
- ბიჭებმა ასე გადავწყვიტეთ, კომპანიიდან საბუთები რომ მოგივა ხელის მოსაწერად, დაგვირეკე რომელიმეს რომ შევამოწმოთ და გადავხედოთ რას აწერ ხელს.
- ხო ეგ გაბრომაც მითხრა და გამიკვირდა. - ხმაზე ეტყობოდა მარის ნერვიულობა.
- არ ინერვიულო, არ მივცემთ გაყიდვის უფლებას. - დააიმედა ბიჭმა და შუბლზე აკოცა.
- ნეტა ჩემი მშობლები დაღუპულიყვნენ ავარიაში და შენები ცოცხლები ყოფილიყვნენ.
- რა სისულელეს ამბობ? იცი რამხელა ტკივილი მაწევს მაგის გამო? - გაღიზიანდა მაქსიმე.
- არ გინდა მომიყვე რა მოხდა?
- მზად ხარ? - ნაღვლიანად გაეღიმა ბიჭს.
- მე სულ მზად ვარ შენს მოსასმენად. - თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
- კარგი მოგიყვები. - ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო. – 10 წლის წინ, ჩემი დაბადების დღის წინა დღეს სოფელში წავედით. ემილი თბილისში დარჩა ბიცოლასთან და ბიძიასთან. მეორე დღეს ავიტეხე მალე წავიდეთთქო, ემილის გარეშე ვერ ვძლებდი. ბებომ გვითხრა გაწვიმდებაო და ვერ გახვალთო. მაგრამ მე ვიჯიუტე და წამოვედით. დიდი ხნის გამოსულები არ ვყოფილვართ წვიმა რომ დაიწყო. დედამ მამას უთხრა სოფელში დავბრუნდეთო. თუმცა მე ისევ ვიჯიუტე და გავაგრძელეთ გზა. მალე უკვე შეუძლებელი ხდებოდა იმის დანახვა თუ სად მივდიოდით. დედამ ისევ უთხრა დავბრუნდეთო, მე ვუთხარი არათქო და დავიწყეთ კამათი. მამა ჩვენ გაშველებას ცდილობდა, როდესაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანა მოუსრიალდა და ხევში გადავვარდით. - მოყოლა დაასრულა და აცრემლიანებული თვალებით გახედა მარის.
- ეგ ხომ შენი ბრალი არ ყოფილა? თავს რატომ იდანაშაულებ?
- ზუსტადაც რომ ჩემი ბრალი იყო. უნდა დამეჯერებინა და დავრჩენილიყავით, ან მივბრუნებულიყავით სანამ დრო იყო.
- მისმინე, შენ პატარა იყავი. ვერ ხვდებოდი და მასე იმიტომ მოგივიდა. მასეც რომ არ იყოს, ამ ქვეყნად ყველაფერი უფლის ნებით ხდება და რაც მოხდა ალბათ მასე იყო საჭირო, ასე რომ თავს ნუ იდანაშაულებ.
- რთულია კნუტო, რთული. - დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა. - როცა წარმოვიდგენ რა შეიძლება მომხდარიყო რომ დავრჩენილიყავით ცუდად ვხდები. ამდენი წელი იმიტომ ვიყავი წასული, რომ ემილისი მცხვენოდა. ვერ ვუყურებდი თვალებში.
- მაგრამ ხომ დაბრუნდი?
- იმიტომ რომ ვჭირდებოდი. ბევრი ტანჯვა გამოიარა, მე კიდე მის გვერდით არ ვყოფილვარ. ამ ამბებსაც ჩემ გარეშე რომ ჩაევლო, მე რომ კიდევ შორს ვყოფილიყავი და ვერ დავხმარებოდი უარესი იქნებოდა.
- მე შენ მშობლებს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი რომ შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. არამგონია მათ მოსწონებოდათ თავს რომ იდანაშაულებ. უფლება მიეცი მათ მშვიდად განისვენონ და თავის დადანაშაულებას დაანებე თავი. - ცოტახანი გაჩუმდა, შემდეგ კი განაგრძო. - მაგრამ, იცი რა არის? მე მგონი შენ ის უფრო გადარდებს რომ ემილიმ არ იცის ეს.
- მართალი ხარ.
- ხო და ჯობია დაელაპარაკო ემილის. - თბილად გაუღიმა და შეყვარებულს მიეხუტა.
- შენ ხომ არ ნერვიუობ? - მაქსიმემაც შემოხვია ხელები გოგოს.
- არა. - თავდაჯერებულად უპასუხა. - მჯერა თქვენი შესაძლებლობების.
- სწორიც ხარ. - სიცილით ჩაილაპარაკა და მარის თავზე აკოცა.
- მოდი ემილის დაურეკე და დაელაპარაკე. აღარ მინდა სევდიანს გხედავდე. - მზრუნველად გაუღიმა.
- მართალი ხარ. ჯობია ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ეს თემა. - ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონი მოიმარჯვა. - ემი, ზაქარიაძეებთან რომ პარკია იქ ვარ და გამო გეხვეწები რა. - უცებ უთხრა და როგორც კი პასუხი მოისმინა ტელეფონი გათიშა.
- ემილის ჩაგაბარებ და მერე წავალ, თორემ ეს გოგოები ისეთი თვალებით გიყურებენ მეშინია არ დაგკერონ. - ბრაზმორეული ხმით ჩაილაპარაკა მარიმ და იქვე მსხდომ გოგოებს გახედა, რომლებიც მაქსიმეს არ აცილებდნენ თვალს.
- ჩემი ეჭვიანი კნუტი ვინ არის? - სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მარი მისკენ შეატრიალა. - ხომ იცი რომ შენ ხარ ჩემი მამოძრავებელი ძალა? - გაუღიმა ბიჭმა და მარის ტუჩებს დეპატრონა. - მიყვარხარ. - ამის გაგონებაზე მარი გაშრა.
- დარწმუნებული ხარ? - ბოლოს შიშით იკითხა.
- პატარა არ ვარ რომ ჩემ გრძნობებში ვერ ვერკვეოდე. - გაეცინა მაქსიმეს და აწითლებული გოგო მიიხუტა. მარი დუმდა, ვერაფერს ამბობდა, თუმცა ბოლოს ძალა მოიკრიბა და ერთი თავით მაღალ ბიჭს ახედა.
- მეც მიყვარხარ. - მორცხვად უპასუხა და კისერში სველი კოცნა დაუტოვა.
- რა საყვარლები ხართ. - თბილი ხმით ჩაილაპარაკა ემილიმ. - მაპატიეთ, არ მინდოდა მყუდროება დამერღვია.
- მოდი, მოდი. ჯობია დაილაპარაკოთ თქვენ. - გაუღიმა მარიმ და და-ძმას გაეცალა.
- რა ხდება აბა. - გახედა ემილიმ ძმას.
- აქ ვილაპარაკოთ? თუ გინდა სადმე წავიდეთ. - შესთავაზა მაქსიმემ.
- აქ ვიყოთ რა, კარგი გარემოა.
- კარგი როგორც გინდა. - თბილად გაუღიმა დას და ღრმად ჩაისუნთქა. - იცი, ძალიან მიჭირს შენთან ამაზე ლაპარაკი, ამიტომ გთხოვ არ გამაწყვეტინო რა.
- მგონი ვხვდები რაზეც გინდა ლაპარაკი. - სევდიანად გაეღიმა ემილის. - მიხარია რომ გადაწყვიტე გულის გადაშლა. ასე რომ, დაიწყე.
- იცი, ათი წლის წინ, სანამ სოფლიდან წამოვიდოდით ბებომ დარჩენა შემოგვთავაზა. გვითხრა გაწვიმებას აპირებსო, თუმცა მე ვერ ვძლებდი. მინდოდა მალე ჩამოვდულიყავით შენ რომ მენახე. გზაში წვიმა დაიწყო, დედამ დავბრუნდეთო, მე ისევ გავჯიუტდი. მერე ისე დასცხო წვიმამ რომ ფაქტობრივად ვეღარაფერს ვხედავდით და მე და დედამ ჩხუბი დავიწყეთ. დედა ამბობდა დავბრუნდეთო, მე ვამბობდი აზრი არ აქ ახლა დაბრუნებას გავაგრძელოთ გზათქო. მამა ჩვენ გაშველებას შეეცადა, როდესაც მანქანა მოუსრიალდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხევში გადავვარდით. - წუთიერად გაჩუმდა, თუმცა მოყოლა განაგრძო. - ამის მერე თვალებში ვერ გიყურებდი, ვერ გეუბნებოდი რომ ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. ბიძიას ვთხოვე და ლონდონში გამიშვა. მინდოდა ისეთი ძმა ვყოფილიყავი, რომელიც სულ შენზე იზრუნებდა, მაგრამ არ გამომივიდა. როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდი არ ვყოფილვარ შენ გვერდზე. - როდესავ ემილი მიხვდა რომ გაგრძელებას აღარ აპირებდა ძმას გაუღიმა და უთხრა.
- ცუდია წასული რომ იყავი, მაგრამ მთელი ცხოვრება წინ გვაქ იმ წლების ასანაზღაურებლად. მშობლების დაღუპვაში კი შენ არაფერ შუაში ხარ, თავი არ დაიდანაშაულო. იმ დღეს მეთვითონაც მინდოდა რომ მალე ჩამოსულიყავით. ბიცოლამ არ დაგირეკათ, რადგან იფიქრა გზაში იქნებიან და ინერვიულებენო. იმ დილით სიცხემ მომცა. ვერ მიგდებდნენ და ჩემი გადაყვანა უნდოდათ საავადმყოფოში. როგორც ყოველთვის, ეტყობა მაშინაც გრძნობდი რომ მჭირდებოდი და იმიტომ მოითხოვდი ასე დაბრუნებას. - სევდიანად გაეცინა ემილის.
- ჩემზე ნაწყენი არ ხარ?
- რა თქმა უნდა არა. - მაქსიმემ დას გაუღიმა და ჩაეხუტა. - შენ ყველაზე მაგარი ძმა ხარ და ძალიან მიყვარხარ.
- მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა. - ჩაილაპარაკა უკვე დამშვიდებულმა მაქსიმემ.
* ბიჭებთან *
როგორც კი მაქსიმე მარის სანახავად წავიდა, ლუკა და გაბრიელი უჩას ნათლიისკენ გაეშურნენ. დანარჩენებს საქმე არ ჰქონდათ, ამიტომ ხერგიანების რეზიდენციაში დარჩნენ და ბილიარდის თამაში დაიწყეს.
-თედო, რაღაც ძაან ჩაფირებული ხარ და რა ხდება? - ჰკითხა ნიკომ.
- ხო რავი, რაღაცაზე ვფიქრობდი და.
- ხო მშვიდობაა? სესოსთან ხომ არ იჩხუბე? - ჩაეკითხა იოანე.
- რომ მეჩხუბა ახლა აქ არ ვიქნებოდი. - გაეცინა თედოს.
- მართალი ხარ. ტრამვატოლოგიურში იწვებოდი ალბათ, იოანეს ვერ გადაურჩებოდი. - გაეცილა ლაშას და ბიჭებიც აიყოლია.
- აბა რა გჭირს? - გაუკვირდა ვაჩეს.
- სესოზე ვფიქრობ. მინდა რომ სწავლა გააგრძელოს. რამდენიმე დღის წინ ვლაპარაკობდით და ვუთხარი ქირის ფულს მე გადაგიხდითქო და ისწავლემეთქი.
- გაგიჟდებოდა. - გაეცინა იოანეს.
- ხო. - დაეთანხმა თედოც.
- და როდის დაანება სწავლას თავი? - იკითხა ჩაფიქრებულმა სანდრომ.
- ორი კურსი დახურა და მერე აკადემიური აიღო. - უპასუხა თედომ.
- მეორე კურსის პირველი სემესტრი თვითონ დახურა, დადიოდა სემინარებზე. მეორე სემესტრში უკვე ვეღარ ახერხებდა სწავლას და მუშაობას ერთად, მაგრამ ლექტორებს დაელაპარაკა და ჩააბარებინეს ის საგნები. - დაწვრილებით აუხსნა იოანემ.
- რაზე ჩააბარა? - იკითხა დამიანემ.
- ეკონომიკურზე. - უპასუხა თედომ.
- რას დაისტრესე მერე ბიჭო? - გაეცინა სანდროს. - ან აქამდე გეთქვა, ამდენ კომპანიაში სადმე როგორ ვერ მოვაწყობთ? თან ისწავლის და თან იმუშავებს. ხელს შევუწყობთ ყველანაირად.
- ვეძებდი ჩვენს კომპანიაში ვაკანსიებს, მაგრამ არაფერი იყო და აღარაფერი გითხარი. - მხრები აიჩეჩა თედომ.
- ჩვენთან არის ვაკანსია. მთავარ ბუღალტერს დამხმარე სჭირდება. - შესთავაზა დამიანემ.
- მართლა? - წამოიძახა გახარებულმა თედომ. - საღამოს რომ შევიკრიბებით დაელაპარაკე მაშინ სესილის.
- კარგი, რა პრობლემაა. - გაეცინა დამიანეს. - ნეტა აქამდე რას დადუმდი.
ორმა დღემ შეუმნევლად გაიარა. დამიანე სესილის ელაპარაკა და სამსახური შესთავაზა. მართალია სესილი თავიდან უარს ამბობდა, მაგრამ იოანემ და თედომ დაითანხმეს. მაქსიმე და ემილი უფრო დაახლოვდნენ და დაკარგული დროის ანაზღაურება დაიწყეს. ნინოს და თემურს ძალიან ახარებდათ და-ძმის ასეთი დაახლოება.
სამეგობრო იოანესთან იყო შეკრებილი, მხოლოდ ზაქარიაძეები არ იყვნენ რადგან მშობლების დასახვედრა იყვნენ წასულები.
-შენებიც დღეს ჩამოდიან ხომ? - ჰკითხა მარიამ მარის.
- ხო. - დაუდასტურა ანერვიულებულმა მარიმ.
- არ გინდა დღეს ჩვენთან დარჩე? - შესთავაზა ემილიმ.
- მგონი მართლა მასე ჯობია. - დაუდასტურა თიკომ. - სახლში რომ მოვიდნენ მარტო იქნები და საშიშია. მე და თაკოც მარტოები ვართ და ვერც ჩვენ დაგიცვავთ.
- აი ამიტომ მიყვარს ეს გოგო რა. - წამოიძახა თედომ. - თითქმის არ ლაპარაკობს, მაგრამ როცა ლაპარაკობს სწორს და მართალს ამბობს. - ამაყად ჩაილაპარაკა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
- მართლა სჯობს რომ ჩვენთან დარჩე. მეც მშვიდად ვიქნები. - გახედა მაქსიმემ შეყვარებულს.
- არ ვიცი. - ორჭორფლობა დაიწყო მარიმ.
- არ ვიცი არ უნდა მაგას. გადაწყვდა, მოდიხარ ჩვენთან. - გადაწყვიტა სანდრომ.
- საბუთებზე მშვიდობაა? - ამჯერად ლილემ იკითხა.
- სხვათაშორის ძალიან გაკვირვებული ვარ. - საუბარში ხატია ჩაერთო. - გადავხედე უჩას ნათლიის, გოჩას, საქმიანობას და სუფთად მუშაობს. ეტყობა უჩა ძალიან უყვარდა. ფულს არ იპარავს და ყველაფერს ისე აკეთებს როგორც საჭიროა.
- ეგ მეც შევამჩნიე. - მხარი აუბა ლაშამ. - არც ერთი შეცდომა არ იყო საბუთებში.
- შეიძლება არც დაეხმაროს ვანოს და უარი უთხრას. - მჯერად საუბარში თაკო ჩაერთო.
- მარი, თუ დაგირეკა ვანომ და შეხვედრა გთხოვა მარტო არ წახვიდე იცოდე. დაგვირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდებით. - გააფრთხილა იოანემ.
- ნუ გეშინიათ. არაფერი მომივა. - გაეცინა მარის.
თიკო იოანეს უყურებდა და აზრების დალაგებას ცდილობდა. ხვდებოდა რომ ის მეგობარზე მეტი იყო, მაგრამ უჭირდა ამ გრძნობისთვის სახელის დარქმევა. ცოტახანი უყურა ბიჭს, შემდეგ შეუმჩნევლად წამოდგა და აუზთან გავიდა.
დაიწყო ფიქრი მასზე და იოანეზე. ის დღე, როდესაც პირველად შეხვდა, როდესაც უნივერსიტეტთან შეეჯახა. არ დაავიწდება მისი აძგერებული გული და შავი თვლები, რომელის მთელი დღე ელანდებოდა. მერე ხერგიანებთან აუზში მობანავე იოანე, უკვე ოფიციალურად მათი გაცნობა და დამეგობრება. სახლამდე მიცილება და მერე უნივერსიტეტში წაყვანა. სვანეთი და ტკბილად გათენებული ღამე. ცხელი შოკოლადი და მგზავრობისგან დაღლილების განტვირთვა. შემდეგ იყო ერთად ცხოვრება, მათი უფრო დაახლოება, გვერდში დგომა და თანაგრძნობა. გიორგის დაკავება და ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნება იოანესთან ერთად. ამჯერად იოანე აკითხავდა უნივერსიტეტში, შემგედ სადმე დასხდებოდნენ ან სეირნობდნენ და ლაპარაკობდნენ გაუჩერებლად.
ეშინოდა. ეშინოდა რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო და გული ეტკინებოდა. ვერ ბედავდა ბიჭთან ამ თემაზე დალაპარაკებას, აშინებდა მისი პასუხი. აშინებდა რომ გრძნობები უპასუხოდ დარჩებოდა და მეგობრობასაც დაამთავრებდა ბიჭი.
-რაზე ფიქრობ? - მიუახლვდა იოანე.
- არაფერი ისეთი. - გაუცინა თიკომ და ანიშნა ბიჭს სარწეველა სკამზე დამჯდარიყო.
- არ გცივა მაინც?
- ცოტა, მაგრამ არა ისე რომ ვერ ვჩერდებოდე.
- პლედს მოგიტან მოიცადე. - გაუღიმა ბიჭმა და სახლში შებრუნდა. უკან პლედით და ორი ჭიქა ცხელი შოკოლადით დაბრუნდა. - გაგათბობს ეს. - ერთი ჭიქა გაუწოდა და გვერძე მიუჯდა.
- მადლობა.
- მემგონი ვიცი რაზეც ფიქრობდი. - დაიწყო ლაპარაკი იოანემ.
- აბა რაზე? - გაეცინა თიკოს.
- ჩემზე, შენზე, ჩვენზე და ჩვენ ურთიერთობაზე. - პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო რომ არ იცოდა სად წასულიყო და თავი როგორ დაეძვრინა. იოანემ შენიშნა თიკოს ანერვიუება და გაეცინა, ჭიქა მაგიდაზე დადო და გოგოსკენ შებრუნდა. - დიდი ხანია მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვიფიქრე ჯერ კარგად გამიცნოს და მერე დაველაპარაკებითქო.
- მოდი პირდაპირ გეტყვი. - გააწყვეტინა თიკომ. ჭიქა მაგიდაზე დადო და იოანეს თვალებში შეხედა. - ძალიან მაშინებს შენი პასუხი ჩემ გრძნობებზე. არ მინდა რომ მეგობარი დავკარგო.
- არ დაკარგავ. - თბილად გაუღიმა იოანემ და ერთი ხელის მოსმით კალთაში ჩაისვა გოგო.
- რას აკეთებ? - წამოიძახა გაოცებულმა თიკომ.
- საქმეს გიმარტივებ. ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ და არ გამივარდე ბევრს ნუ მოძრაობ. - გაუცინა და ხელები უკეთ მოათავსა.
- ნუ სულელობ რა, გადამსვი. - დაიწუწუნა თიკო, თუმცა იოანეს ყურადღება აქ მიუქცევია.
- მე ვიცი რომ ბევრი ლაპარაკი არ გიყვარს, მე კიდე ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ამიტომ, ორივესთვის მარტივ გზას გთავაზობ. - გაუცინა იოანემ და არც კი დალოდებია თიკოს პასუხს ისე დაისაკუთრა გოგოს ტუჩები. თავიდან თიკო შეეწინააღმდეგა, თუმცა ბოლოს თვითონაც ეცადა კოცნაში აჰყოლოდა. როდესაც იოანე მოსწყდა გოგოს ტუჩებს შუბლზე აკოცა და მიიხუტა. - ხედავ რა მარტივია? - გაუცინა დაბნეულ თიკოს.
- მარტივი არ არის, უფრო დამაბნიე. - გულახდილად უპასუხა თიკომ.
- მარტივია, მარტივი. - გაუცინა და მოწყვეტით აკოცა. თიკოს შუბლს თავისი შუბლი მიადო და უთხრა. - შენ ხარ ის, ვისთან ერთადაც მინდა რომ დავბერდე.
- იო.. მე.. - დაბნეულად დაიწყო ლაპარაკი თიკომ, თუმცა ძალა მოიკრიბა, ბიჭს თვალებში შეხედა და უთხრა. - მიყვარხარ. - გაუცინა და თავი მის კისერში ჩარგო.
- როცა დრო მოვა და შვილები გვეყოლება, არ შემარცვინო და არ უთხრა რომ პირველმა შენ მითხარი მიყვარხარო. - გაეცინა ბიჭს.
- მარტო შვილებს არ დავჯერდები, შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც ვეტყვი. - გაეცინა თიკოსაც.
- მიყვარხარ ჩემო პატარა. - თბილად ჩაილაპარაკა ბიჭმა. - არ შეგცივდეს, შევიდეთ რა.
- აუ, ვიყოთ ცოტახანი კიდე.
- კარგი, მაგრამ პლედს მაინც მოგაფარებ. - გაუღიმა და ერთი ხელის მოსმით პლედი მიაფარა თიკოს.
- თედო გაგიჯდება. - უცებ გაეცინა.
- რატომ? - გაუკვირდა იოანეს.
- სვანეთში რომ მივდიოდით მაშინ შემატყო რომ მომწონდი. მაგის მერე ჯერ სანამ ჩამოვიდა ყოველ დღე მირეკავდა და სანამ მანდ არ ვარ არაფერი იმაიმუნოო მაფრთხილებდა, რაც ჩამოვიდა კიდე რა ვერ დააყენე საშველიო. - ეცინებოდა თიკოს მეგობრის გახსენებაზე.
- ეგ რომ ვინმეს რამეს ეტყვის რა. - აჰყვა სიცილში იოანე. - ხუთი წელი დახეტიალობდა გულგატეხილი.
- მაგრამ ღირდა. ძალიან საყვარლები არიან ერთად.
- ხო ძალიან. ისე ზრუნავს თედო სესოზე რომ არ ვიცი. მიხარია მათი ბედნიერება.
- არ არსებობს. - იდილია თედოს ხმამ დაურღვია წყვილს. - დაგადგათ საშველი? - გაეცინა და მეგობრებს მიუახლოვდა.
- აი ზუსტად ახლა ვლაპარაკობდით შენზე. - გაეცინა თიკოს.
- მე მჯერა რომ ცუდს არაფერს იტყოდით. - წამიერად გაჩუმდა შემდეგ კი ისევ დაიწყო. - არ შემიძლია რა, შევედი დანარჩენებსაც ვახარებ ამ ამბავს. - მეგობრებს გაუცინა და სახლში დაბრუნდა.
- გიჟია. - თავის ქნევით ჩილაპარაკა თიკომ.
- ნამდვილად. - გაეცინა იოანეს. აწ უკვე შეყვარებულს შუბლზე აკოცა და უთხრა. - შევიდეთ ჩვენც.
მთელი საღამო სხვადასხვა ამბებს იხსენებდნენ და იცინოდნენ. თიკოს და იოანეს ერთად ყოფნაც აღნიშნეს. ყველას ძალიან გაუხარდა.
-ეს ისეთი ამბავია ერთი ჭიქა უნდა დავლიოთ. - გაეცინა თედო. უცებ მეგობრებს ჩამოურიგა თითო ჭიქით ღვინო და თქვა. - ჩემი საყვარელი თინუკასი და მისი რომეოს თამადობით ყველა შეყვარებულ წყვილს გაუმარჯოს. - მეგობრებს გაუცინა და დალია.
გვიან დაიშალდნენ. შეთანხმებისამებრ მარი ხერგიანებთან წავიდა და სწორედაც მოიქცა, რადგან გვიან ჩამოფრენილი ვანო და მისი მეუღლე, სოფო, შვილს დაადგნენ სახლში.
რადგანაც მარი მშობლებს სახლში არ დახვდათ გადაწყვიტეს გათენებას დალოდებოდნენ და შემდგომ მოეძებნათ შვილი. დიდხანს არც უფიქრიათ, პირველი ვისაც მიადგნენ ზაქარიაძეები იყვნენ.
-მოდი ვანო, ხო მშვიდობაა? - ჰკითხა გკვირვებულმა მიშიკომ, სალომეს და გაბრიელის მამამ.
- სადაა შენი ბიჭი? - მრისხანებას არ მალავდა ვანო.
- სძინავს ჯერ. - უპასუხა გაოცებულმა ნათიამ. - რა ხდება?
- გააღვიძე დროზე, ჩამოვიდეს. - ხმას აუწია ვანომ.
- ნუ ყვირიხარ, ბავშვს სძინავს და შეაშინებ. - მიშიკო შეეცადა მის დამშვიდებას. - ნათი, გააღვიძე გაბრო რა. - თბილად გახედა ცოლს.
ნათია მალევე დაბრუნდა ოთახში, მას კი უკან ახალგაღვიძებული გაბრიელი მოჰყვა.
-გისმენთ. - მშვიდად გახედა და დივანზე დაჯდა.
- ზრდილობა სად დაგრჩა ყმაწვილო? - ჰკითხა გაკაპასებულმა სოფომ.
- სადაც თქვენ დატოვეთ მშობლის სიყვარული. - ირონიული ღიმილით უპასუხა გაბრიელმა.
- მარი სადაა? - დაიწყო ვანომ.
- სანდო ხელში. - ირონიას არ იშორებდა გაბრიელი.
- დაურეკე დროზე სახლში მოვიდეს.
- არ ვაპირებ არსად დარეკვას.
- გაბრო, რა ხდება შვილო? - იკითხა შეშინებულმა ნათიამ. მიშიკო ხმას არ იღებდა, რადგან იცოდა რომ გაბრიელი ასე უბრალოდ არ გადაემტერებოდა ვინმეს.
- არაფერი დე, უბრალოდ ზოგ-ზოგიერთებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ შვილი, როცა *რაკში გაყოფენ თავს და უკან ვერ ბრუნდებიან.
- წესიერად ილაპარაკე შენ. - დაიყვირა სოფომ.
- ხმას დაუწიეთ, თორემ არ მომერიდებ თქვენი აქედან გაგდება. - მრისხანედ უპასუხა გაბრიელმა.
- კიდე ერთხელ გეკითხები, მარი სად არის? - ისევ ვანო ალაპარაკდა.
- პირველად რომ არ გიპასუხეთ ახლა რამე შეიცვლებოდა? - ირონიულად გაეცინა გაბრიელს.
- ცეცხლს ნუ ეთამაშები. - გააფრთხილა ვანომ.
- მეეჭვება ცეცლის რამე გეტყობოდეთ. - თვალები გადაატრიალა და ფეხზე წამოდგა. - სხვა საქმე თუ არაფერი გაქვთ კარი მარჯვნივ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ. - ვანო მიხვდა რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. მოკიდა ცოლს ხელი და ზაქარიაძეების სახლი დატოვა.
მათი გასვლისთანავე გაბრიელმა ტელეფონი მოიმარჯვა და ლუკასთან დარეკა.
-ხო გაბრო, რა ხდება? - მალევე უპასუხა ბიჭმა.
- მარის ეძებენ, ახლა წავიდნენ ჩვენგან. უეჭველი თაკოსთან და თიკოსთან მივლენ. დროზე მიდით იქ, მისვლა არ დაგასწრონ.
- არ ინერვიულო, ხუთ წუთში იქ ვართ მე და იო. - უპასუხა და გაუთიშა. გაბრიელი კი დედას მიუტრიალდა.
- დე, მე უნდა წავიდე. ერეკლეს მიხედე ძალიან გთხოვ რა. - მავედრებელი თვალებით გახედა დედას.
- კი შვილო, მივხედავ აბა რას ვიზავ. - თბილად გაუღიმა მის წინ მდგომ გაბრიელს. გაბრიელმა შუბლზე აკოცა დედას და დის ოთახში ავიდა.
- სალო.. - დაუძახა რომ გაეღვიძებინა.
- ხო გაბრო. - ამოილაპარაკა ძილბურანში მყოფმა.
- ხერგიანებთან მივდივართ ადექი მალე რა. ხუთ წუთში დაბლა იყავი. - შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. სანამ სალომე ჩამოვიდოდა ტელეფონი მოიმარჯვა და მაქსიმეს დაურეკა.
- ხო. - ტელეფონში ნამძინარევი ხმა გაისმა.
- მარი არსად არ გაუშვა, მე და სალომე მოვდივართ თქვენთან.
- რა ხდება? - მაშინვე გამოფხიზლდა ბიჭი. - მშობლები ეძებენ?
- ხო, ჩემთან იყვნენ წეღან. დიდი ალბათობით ინაშვილებთან წავიდოდნენ. მაგრამ ვანოს განყოფიებაში მეგობრები ჰყავს და არ გაუჭირდება იმის დადგენა რომ მარი თქვენთანაა.
- კაი გასაგებია. გელოდებით. - გაუთიშა და კიბეებზე ჩამომავალ სალომეს შეხედა, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინებოდა.
- ნინო დეიდა გასაუზმებს, ახლა მაგის დრო არ არის. - ქურთუკი მიაწოდა და სახლიდან გავიდნენ.
გაბრიელი იმდენად ჩქარა მიდიოდა რომ ნახევარ საათიანი გზა თხუთმეტ წუთში დაფარა. როდესაც ხერგიანებთან მივიდა მანქანა ეზოში შეიყვანა და დაცვას მთავარი კარები დააკეტინა.
-რა ხდება გაბრო? - მისვლისთანავე ჰკითხა შეშინებულმა მარიმ.
- დამშვიდდი. გეძებენ უბრალოდ. - თბილად გაუღიმა და ანერვიულებული მეგობარი მიიხუტა.
- მეშინია. - ჩუმად უჩურჩულა გოგომ.
- ყველაფერი კარგად იქნება.
- ნინო დეიდა, სანდრო სადაა? - იკითხა სალომემ.
- სძინავს შვილო, ადი მიდი. - თბილი ღიმილით გააცილა სალომე.
სალომე სანდროს ოთახს მიადგა, დაუკაკუნებლად შეაღო და მძინარე შეყვარებულის დანახვისას გაეღიმა. მოურიდებლად მიუახლოვდა და გვერძე მიუწვა. სანდრომ, როდესაც საყვარელი სურნელი იგრძნო, ხელი მოხვია გოგოს და მიიხუტა.
-ასე ადრე აქ რა გინდა? - ჰკითხა ბოხი, თუმცა თბილი ხმით.
- გაბრომ წამომიყვანა. მარის მშობლები მოვლენ მალე.
- მერე კი არ უნდა მომიწვე, უნდა გამაღვიძო. - გაეცინა სანდროს.
- რომ მეძინებ? - საწყლად იკითხა სალომემ.
- მერე დავიძინოთ, ახლა მარის ჩვენი გვერძე დგომა სჭირდება. - შუბლზე აკოცა და ფეხზე წამოდგა, მაგრამ სალომე არ შეტოკებულა. - კარგი, დაიძინე შენ. მე ჩავალ. - დანებდა ბოლოს.
- მიყვარხარ. - ჩაიზმუილა სალომემ და სანდროს ბალიშს ჩაეხუტა. ბიჭს გაეცინა მის ქცევაზე, ფრთხილად აკოცა უკვე ჩაძინებულ შეყვარებულს და პლედო გადააფარა. თვითონ მალე ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა.
- შენ გაგაღვიძა და თვითონ დაიძინა ხო? - გაეცინა გაბრიელს.
- ხო. - სიცილით დაეთანხმა ძმაკაცს. - დე, მშია რა. - მავედრებელი თვალებით შეხედა ნინოს.
- კი დედა ახლავე იქნება. - გაუღიმა შვილს და მაგიდის გაშლა დაიწყო. მარიმ გულის გადასაყოლებლად მიხმარება გადაწყვიტა, ბიჭები კი მისაღებში ისხდნენ და ელოდებოდნენ.
- ტყუპებთან მათი რომეოები წავიდნენ? - სიცილით იკითხა თედომ.
- ხო, ლუკას ველაპარაკე. - გაეღიმა გაბრიელს.
- ზოგ ჯულიეტას რომეო აკითხავს, ზოგ რომეოს კი ჯულიეტა. - გაეცინა სანდროს.
- სალომეზე ამბობ? - გაუკვირდა მაქსიმეს.
- არა, დამიანემ მომწერა მე და სესილი მოვდივართ თქვენთანო.
- ნეტა ტყუპებთან რა ხდება? - იკითხა ნერვიულად გაბრიელმა.
- დამშვიდდი, დარეკავენ. - იმედიანად გაუღიმა თედომ.
- დილამშვიდობისა. - ოთახში ემილი შემოვიდა, გაბრიელი გადაკოცნა და ძმას მიუჯდა გვერდზე. - მარი სადაა?
- ბიცოლას ეხმარება. - უპასუხა მაქსიმემ.
- ნუ რა სარძლო მყავს რა. - გაეცინა ემილის. - არა, ისე რომ დავუფიქრდე ყველა კარგი სარძლო მყავს. ვერცერთს ვერ დავიწუნებ.
- შენ არ დაგიწუნონ. - დასცინა თედომ.
- არაუშავრა, დამიწუნონ. დამის მაინც ვეყვარები. - ამაყად ჩაილაპარაკა.
- მოდით. - სამზარეულოდან თავი გამოყო მარიმ. დანარჩენებიც წამოიშალნენ და სამზარელოში გადაინაცვლეს სასაუზმოდ, ცოტა მოგვიანებით კი თემურიც შეუერთდათ.
- თემური ბიძია, მშვიდობაა? - შიშით ჰკითხა მარიმ.
- კი ჩემო კარგო. არ ინერვიულო შენ. არ მივცემთ უფლებას რამე დაგიშავონ. - თბილად გაუღიმა გოგოს და საუზმობა განაგრძო.
მალევე ისაუზმეს და კვლავ მისაღებში დაგაინაცვლეს, სადაც დამიანე და სესილი შეუერთდნენ. თედომ ხელი მოკიდა შეყვარებულს და აუზთან გაიყვანა.
-იყავი სამსახურში? - თბილად ჰკითხა და საქანელაზე დამჯდარ სესილის მუხლებზე თავი დაადო.
- კი. - ღიმილით უპასუხა და თედოს თმებზე თამაში დაიწყო. - კარგი სიტუაციაა. მთავარი ბუღალტერი ძალიან საყვარელი ადამიანია.
- ხო ვიცნობ მაგ კაცს. ძალიან თბილია.
- მეორე სემესტრიდან გვაგრძელებ სწავლას. - ჩაილაპარაკა ბედნიერმა სესილიმ.
- სესო, არ გინდა ჩემ ბინაში გადახვიდე? ქირაში ფული აღარ დაგეხარჯება.
- ვიცი რომ ჩემთვის კარგი გინდა, მაგრამ არ შემიძლია. იოს სახლშიც ხომ ვიყავი და გადავედი? - დანაღვლიანდა სესილი.
- ეგ იოსი იყო და იმიტომ. ეს ჩვენი ბინაა. - გაეღიმა თედოს და გაოცებულ შეყვარებულს ახედა. - ხო, ნუ გიკვირს. ეგ ბინა იმისთვის მაქვს რომ ცოლთან ერთად გადავიდე.
- მე შენი ცოლი არ ვარ. - გაეცინა სესილის.
- ნუ ჯერ. ხომ იცი ეგ დროის საკითხია. - სიცილში აჰყვა თედო. - ამიტომ გადადი იქ. მერე ნელ-ნელა მისი მოწყობა დავიწყოთ და როცა დავქორწინდებით ერთად ვიცხოვროთ.
- არ მინდა რომ მხრებზე დაგაწვე. - უცებ დასევდიანდა სესილი.
- ჩემი სულელი გოგო. - გაეცინა თედოს. უცებ წამოდგა, სესილის მოწყვეტით აკოცა და უთხრა. - ეგეთი სისულელე აღარ გაიმეორო. გადაწყდა, ეს ამბები რომ ჩაივლის გადადიხარ ჩემ ბინაში. იოსთანაც ახლოს იქნები და სამსახურთანაც.
- კარგი, მაინც არ მომეშვები. - გაეღიმა და მხარზე თავი დაადო. თედომ შუბლზე აკოცა, მიწას ოდნავ დაჰკრა ფეხი და საქანელა გააქანა.
სანამ ჯერ კიდევ სიმშვიდე სუფევდა ხერგიანებთან, დამიანე და ემილი აივანზე ისხდნენ და ცდილობდნენ მოსალოდნელი ქარიშხალი ცოტახნით დაევიწყებინათ.
-გამოცდები როდის გეწყება ჩემო პატარა? - თბილად ჰკითხა დამიანემ.
- ორშაბათს მაქ პირველი, სამოქალაქოში. - ნერვიულად უპასუხა ემილიმ.
- ბევრი გაქ სასწავლი?
- ყველაფერი ნასწავლი მაქ და დაკონსპექტებული, ხვალ გადავიმეორებ და ეგ იქნება. - თითქოს თავდაჯერებულმა უპასუხა.
- პირველი გამოცდაა და იმიტომ ნერვიულობ ასე, თორემ შეეჩვევი. გეშინია რომელიმე საგნის?
- სამართალმცოდნეობის. ეგეც ნასწავლი მაქვს, მაგრამ ცოტა რთული საგანია.
- არაუშავრა, ყველაფერი გამოგივა. დაისვი შენი ბიძაშვილი და დაგეხმარება რაშიც დაგჭირდება.
- აუ ხო, ისე მიხარია სანდრომაც რომ იურიდიული დაამთავრა.
- ეს ორი კვირა ვერ გნახავ? - დასევდიანდა დამიანე.
- გამოვძებნი დროს, თორემ უშენოდ ვერ გავძლებ. - საყვარლად ჩაილაპარაკა და შეყვარებულს მიეხუტა.
- ჩემი პატარა. ძალიან მიყვარხარ.
- მეც. - გაეღიმა ემილის და კისერში აკოცა.
იდილია მანქანის ხმამ დაურღვია წყვილს.
-მოვიდნენ. - თქვა ანერვიულებულმა ემილიმ.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნებ. - გაუღიმა ბიჭმა და მისაღებში დაბრუნდნენ.
- მზად ხარ? - ჰკითხა მაქსიმემ მარის.
- არა. - გულახდილად უპასუხა შეყვარებულს და მის თითებში თავისი თითები ახლართა.
- წავალ გავაღებ. - მეგობარს გაუღიმა სალომემ და კარის გასაღებად გაემართა.
კარის გაღება და გაავებული ვანოს და სოფოს შემოვარდნა ერთი იყო. ხმაც არ ამოუღიათ პირდაირ მისაღებისკენ გაემართნენ.
-შენი მოწყობილია ეს ყველაფერი. - მრისხანედ გახედა ვანომ გაბრიელს. - მარი, ჩაიცვი და სახლში წამოდი, დროზე. - დაიყვირა მწყობილებიდან გამოსულმა ვანომ. მარიმ შიშისგან მაქსიმეს უფრო მოუჭირა ხელი და მას ამოეფარა.
- თავი შენ სახლში ნუ გგონია. ხმას დაუწიე და მარის წესიერად ელაპარაკე. - ასპარეზზე არანაკლებ გაღიზიანებული თემური გამოვიდა.
- თემური ზაქარიაძე. - ირონიულად ჩაილაპარაკა ვანომ. - ამდენი წლის მერეც კი არ შეცვლილხარ თემურ.
- არც შენ შეცვლილხარ ვანო. რა გულქვაც იყავი, ის ხარ ახლაც.
- მარი, ჩაიცვი და წავედითთქო გითხარი უკვე ერთხელ. - კვლავ აუწია ხმას ვანომ.
- მარი აქ რჩება. თუ რამის თქმა გინდათ აქ და ახლა უნდა თქვათ. - შეეპასუხა მაქსიმე.
- საკუთარი შვილის ნახვის საშვალებას არ გვაძლევთ? - გაეცინა სოფოს.
- მე თქვენი შვილი ვარ? - ირონიულად იკითხა მარიმ. - მოდი გაგახსენებთ, მე ის შვილი ვარ, რომელიც არ გინდოდათ და მარტო იმიტომ დავიბადე რომ უჩამ იბრძოლა ჩემი სიცოცხლისთვის. მე ის შვილი ვარ, რომელსაც რვა წლამდე ძმა ზრდიდა, რვა წლის მერე კი ძმის ნათლია და არაბიოლოგიური ძმა. მე ის შვილი ვარ, რომელზეც არც დრო და არც ფული არ დაგიხარჯავთ. - ხმას უფრო და უფრო უწევდა მარი. - გავაგრძელო?
- ენა ჩაიგდე უმადურო. - ზიზღით შეხედა ვანომ.
- თუ რამის თქმა გინდა შეგიძლია აქ მითხრა ძვირფასო მამა. - ირონიული ღიმილით უთხრა მარიმ.
- კარგი, როგორც იტყვი. - დანებდა ვანო. - ეს საბუთებია, ხელი უნდა მოაწერო. - მოჩვენებითი სიმშვიდით დაუგდო მაგიდაზე.
სანდრომ საბუთები აიღო და კითხვა დაიწყო.
-ნასყიდობის ხელშეკრულებაა. უჩას კომპანიას ყიდიან. - მალევე გააცნო სანდრომ ხელშეკრულების შინაარსი.
- სანდრო, მომაწოდე ეგ საბუთები. - მშვიდად ჩაილაპარაკა მარიმ. საბუთებს ერთი დახედა, სევდიანად გაიცინა და მშობლებს შეხედა. - აი ესაა თქვენი სიყვარული. - ირონიულად ჩაილაპარაკა და საბუთები გადახია. - *რაკში გაიკეთეთ ეს საბუთები. არ გავყიდი კომპანიას.
- რას აკეთებ გოგო? - დაიყვირა ვანომ და დასარტყმელად გაიწია, თუმცა თემოდ დაუკავა ხელი და უკან გააგდო.
- რა უმადური ხარ, შიმშილისთვის იმეტებ მშობლებს? - კვლავ სოფო ალაპარაკდა.
- მე არც დედა მყავს და არც მამა. თქვენ კი, თავს მშობლებს რომ უწოდებთ, რაც გინდათ ის ქენით. მე არ დაგეხმარებით. - ამაყად ჩაილაპარაკა და ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო. - ეს ის ფულია თქვენ რომ დამიტოვეთ ცხოვრების ახლიდან დასაწყებად. გიბრუნებთ, შეგიძლიათ თქვენ დაიწყოთ მაგ ფულით ცხოვრება თავიდან. - ირონიული ღიმილით მიუგდო ფურცელი.
- აიღეთ ეგ ფული და გაქრით მარის ცხოვრებიდან. - მკაცრად ჩაილაპარაკა თემურიმ. - გირჩევთ აღარ გამოჩნდეთ მის ცხოვრებაში, თორემ ვანო, ციხე არ აგცდება გაყალბებული საბუთებისთვის და ფულის გათეთრებისთვის. - ამის გაგონებაზე ვანომ ფერი დაკარგა და შეშინებულმა დატოვა სახლი ცოლთან ერთად. - დამთავრდა ყველაფერი. - მშვიდად ჩაილაპარაკა თემურმა და შეშინებული მარი მიიხუტა. - დამშვიდდი, ისინი აღარ გაგეკარებიან, დამიჯერე. - უთხრა და თბილად გაუღიმა.
- მამა, რა საბუთების გაყალბება და ფულის გათეთრება? - გაუკვირდა სანდროს.
- მე და ვანომ თითქმის ერთად დავიწყეთ ბიზნესი. რადგან ორივე დამწყები ბიზნესმენები ვიყავით გაერთიანება ვიფიქრეთ და ხელშეკულება უნდა დაგვედო. მაგრამ, ცხონებული ჩემი ძმა, საუკეთესო იყო მის საქმეში. საბუთები დაწვრილებით შეისწავლა შეცდომები აღმოაჩინა. მაგისთვის რომ ხელი მოგვეწერა ჩვენ ვზარალდებოდით, ვანო კი სარგებელს იღებდა.
- ხელშეკრულება გააყალბა? - გაუკვირდა მარის.
- კი. მაგრამ ჩვენთან არ გამოუვიდა ეგ საქმე. მერე დავიწყეთ გარკვევა მის ბიზნესზე და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ რომ გერმანიაში ფულს ათეთრებდა.
- რატომ არაფერი თქვით? - გაუკვირდა სესილის.
- ვაპირებდით, მაგრამ მერე ავარია მოხდა და მე ძალა აღარ ქონდა მარტოს გამეგრძელებინა ეგ საქმე. - დანანებით ჩაილაპარაკა თემურმა.
- მამა მართლა ასეთი კარგი იურისტი იყო? - ბედნიერი ღიმილით იკითხა ემილიმ.
- საუკეთესო იყო. - ამაყად უპასუხა თემურმა. - მიხარია მის გზას რომ გაყევი.
- მეც მიხარია.
- მოდით ეს ამბავი აღვნიშნოთ. - იდეა წამოჭრა გაბრიელმა.
საღამოს მართლაც შეიკრიბნენ რესტორანში. ყველამ ერთად მოიყარა თავი და ბედნიერებით ტკბებოდნენ.
-მიჭირს იმის დაჯერება რომ ყველაფერი დამთავრდა. - გაეცინა თაკო. - ყველა უბედურება უკან მოვიტოვეთ და ახლა მხოლოდ ბედნიერებით შეგვიძლია დავტკბეთ.
და მართლაც, ყველა უბედურება უკან მოიტოვეს. ყველა გასაჭირი გადალახეს.
ჯერ კიდევ თხუთმეტ სექტემბერს ყველაფერი სხვანაირად იყო. მას მერე დაახლებით ორი თვე გავიდა და ყველაფერი შეიცვალა. ამ ცვლილების საწყისი წერტილი კი გაბრიელ ზაქარიაძეა.
სამეგობრო წრეში უკვე მხოლოდ სიხარული სუფევდა. მათი მეგობრობა ყველაზე ძლიერი იარაღი იყო რაც კი გააჩნდათ. წლების მერეც კი, ისევ ერთად იკრიბებოდნენ და ისევ ერთად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან ამბებს.
„მეგობრობა ყველაზე რთულად ასახსნელი რამეა მსოფლიოში, ეს რაღაც სკოლაში არ ისწავლება. მაგრამ თუ მეგობრობის მნიშვნელობას არ გაიგებ, შენ მართლაც არაფერი გისწავლია.“ (მუჰამედ ალი)
ამ ამბებიდან დიდი დრო არ იყო გასული პატარა ლაზარე და ერეკლე რომ მოინათლნენ. სესილი თედოს ბინაში გადავიდა. მარის მშობლები მას მერე აღარ გამოჩენილან. მოკლეთ ყველაფერი მწყობრში ჩადგა.
წლების შემდეგ კი, როდესაც ისევ ერთად იკრიბებოდნენ, წარსულს ღიმილით იხსენებდნენ.


__________________________________________________
ესეც დასასრული, ჩემო მეგობრებო <3 იმედი მაქვს ისიამოვნეთ ამ ისტორიის კითხვით. დაველოდები თქვენს კომენტარებს <3
ნახვამდის. ^^ <3



№1  offline წევრი goddess

ნამდვილად საინტერესო ისტორია იყო. კარგად გქონდა მეგობრობის ძალა წარმოჩენილი <3

 


№2  offline წევრი xutu12

zalian magari istoria iyo. gagrzelebas tu gaaaketeb sauketeso iqneba

 


№3  offline წევრი Gvancoo

goddess
ნამდვილად საინტერესო ისტორია იყო. კარგად გქონდა მეგობრობის ძალა წარმოჩენილი <3

ძალიან დიდი მადლობა ❤???? 3 წელი ვწერდი ამ ისტორია.

xutu12
zalian magari istoria iyo. gagrzelebas tu gaaaketeb sauketeso iqneba

ძალიან დიდი მადლობა ❤ მიხარია რომ მოგეწონა. გაგრძელებაზე ვიფიქრებ, მაგრამ ვერ შეგპირდებით ????❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent