შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა {4}


27-05-2020, 03:28
ავტორი painter1
ნანახია 1 340

ნუ ასე ხდება მაშინ როცა “დილით” 2 საათზე ვიღვიძებ, სამზე სტუმრები მოდიან, თან რაოდენობა საათობრივად იზრდება და ღამის თორმეტზე მიდან.
არ ვიცი სხვა ავტორები როგორ არიან, მაგრამ მე ხშირად გავდივარ გარეთ, ან ვხატავ, ან ვუკრავ, ან დავალებებს ვაკეთებ.
როცა ვახერხებ თავისუფალ დროს, საპირფარეშოში ყოფნისასაც კი ვწერ ხოლმე. როცა თავისუფალი დრო მაქვს ისტორია ყოველ დღე იდება, როცა არა ერთი დღის მერე.
იმედი მაქვს გამიგებთ და ძალიან არ მოგეშლებათ ჩემზე ნერვები დაგვიანებებისთვის.
მიყვარხართ.
********************
თერთმეტის ოცდაორი წუთი იყო ბოლო კლიენტი რომ გაუშვა, შემდეგ შემოსული ფული დათვალა, თანხა აღნიშნა და გამოსაცვლელ ოთახში შევიდა.
-მორჩი?
-ჰო, ყველაფერი დავამთავრე. - ბიუსჰალტერით მდგომ გოგოს გაუღიმა, კარადიდან გამოღებული საკუთარი მაისური სწრაფად გადაიცვა, ჩანთა აიღო და იქვე დიდ სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა.
-მანქანით ვარ და თუ გინდა სახში წაგიყვან..
-არა მადლობა, ჩემი მეგობარი მელოდება.
-კარგი. - მხრები აიჩეჩა, თან ზურგი შეაქცია ადამიას. ჩაეცინა გოგოს მოქმედებაზე, უკვე მიჩვეული იყო მსგავს ქცევებს და აღარც უკვირდა. ყველას დაემშვიდობა, შემდეგ გარეთ გავიდა და წამსვე ჰაერი ჩაისუნთქა თვალებ დახუჭულმა. თბილმა, ნესტიანმა ჰაერმა დიდად ვერ იმოქმედა, უკმაყოფილოდ ამოიოხრა და თვალებ გახელილმა კიბის ორი საფეხური ჩაიარა, თავი ასწია წინ გასახედად, თვალში კი მაშინვე მანქანაზე მიყრდნობილი ლუკა დაინახა. გაოცებისგან ადგილზე გაშეშდა, ვერ იჯერებდა რომ ალანია ახლა მის წინ იდგა, ეგონა დაღლილობისგან ელანდებოდა.
-საღამო მშვიდობის.
-ფეხები მტკივა, დავიღალე, სადმე დაჯდომა და ჭამა მინდა... დღეს არაფერი მიჭამია, თვალებიდან ვერ ვიხედები, ალბათ მალე წავიქცევი. - ბურტყუნით მიუახლოვდა, ლუკას წინ დადგა და დაღლილი თვალებით ქვევიდან ახედა.
-წამოდი. - მანქანის კარი გამუღო, შიგნით ჩაჯდომაში მიეხმარა, შემდეგ საჭესთან მოთავსდა და იქაურობას წამებში მოსწყდა. - ჯერ ვჭამოთ და ლექციებს მერე წაგიკითხავ.
-არა რა. - მავედრებელი მზერა მიაბყრო ლუკას, მას კი არც შეუხედავს, წარბ შეკრული მართავდა საჭეს.
-რას შეჭამ?
-ხინკალს... ახლა ისე ვარ თხუთმეტ დიდ ხინკალსაც კი მოვერევი… იცი მე რა გემრიელ ხინკალს ვაკეთებ?
-სხვა დროს გავაკეთოთ ხინკალი, ახლა სხვა რამ მითხარი.
-ოო, ხინკალი მინდა. წავიდეთ და ვჭამოთ რა, გთხოვ. - პატარა ბავშვივით აწუწუნებული თვალს არ აშორებდა კაცის პროფილს, არც კი ფიქრობდა თავის ქცევებზე ისე იყო გათიშული. - ღმერთო რა გემრიელია... - ნერწყვი გადაყლაპა წარმოდგენისას, მუცელმაც უცნაური ხმები გამოუშვა. როგორც კი წითლად ანთებულ შუქნიშანზე გაჩერდა წამსვე სოფისკენ შეტრიალდა, გაკვირვებული ათვალიერებდა მის გადაღლილ, მაგრამ მაინც ლამაზ სახეს და ვერ გადაეწყვიტა დასთანხმებოდა თუ არა. - ლუკა, მინდა რა… ხაჭაპურიც მომინდა… ღმერთო როგორ მშია. - კვლავ ახმაურებულ მუცელზე მოისვა ხელი ალანიამაც მიმართულება შეცვალა და იქვე ახლოს მდებარე ქართული რესტორნისკენ განაგრძო სვლა, სოფი კი კმაყოფილი მიაშტერდა ლამაზ პროფილზე.
მალევე მივიდნენ რესტორანთან, გამოფიტული სხეული ძლივს აამოძრავა სოფიმ. მანქანიდან გადასულს წამსვე თავბრუ დაეხვა, წამებში გვერდზე გაჩენილ ლუკას დაეყრდნო ხელზე და ცოტა ხანს ერთ ადგილზე გაჩერდა.
-ასეთი რამ მეორედ აღარ გაიმეორო. - ყურში ჩასჩურჩულა, შემდეგ შესასვლელისკენ დაიძრა.
-ვერ მოვასწარი ჭამა. - დამნაშავე ბავშვივით ჩაიბურტყუნა. მყუდროდ მოწყობოილ რესტორანში უამრავი ადამიანი მოთავსებულიყო, ზოგი ქართველი, ზოგიც უცხოელი. შესვლის წამიდან მიიქციეს მათი ყურადღება ერთმანეთზე მიკრულმა წყვილმა. ხალხის მზერით შეწუხებული ადამია უფრო მეტად აეკრა ლუკას, ისე თითქოს ის დამალავდა და ყველა თვალს მოაშორებდა. - დავიჯერო ასე ცუდად გამოვიყურები? - ჩუმად ჩაილაპარაკა, თან თავისუფალი ადგილისკენ დაიძრა.
-ფერი არ გადევს სახეზე. - სოფის წელზე მოხვეულ ხელს არაფრის დიდებით სწევდა დაბლა იქამდე სანამ სკამზე არ დასვა.
-გამარჯობათ. - ორივეს გაუღიმა იმ წამს გაჩენილმა მიმტანმა, ლამაზად გაფორმებული მენიუ წინ დაუდო და პატარა ბლოკნოტის სუფთა ფურცელი ჩასანიშნად მოამზადა, თან ლუკას მწვანეებს მიაშტერდა. ალანიამ სწრაფად გადაავლო თვალი ჩამონათვალს, შეკვეთა ისე მისცა არც კი შეუხედავს გოგოსთვის, ერთადერთი რაც სურდა სოფის ლურჯების დანახვა იყო, რომელსაც თეთრი გარსი ჩასწითლებოდა და ყველაფრის მიუხედავად მოსაუბრე ალანიას მომღიმარი აკვირდებოდა. სულ სხვანაირი იყო იმ დროს, უფრო სერიოზული, ზრდილობიანი და რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ლუკასგან რომელიც წინა დღეს ციგურებით ყინულზე სრიალებდა.
-ნუ მიყურებ ასე, ვიცი საშინლად გამოვიყურები... - როგორც კი ლუკას მწვანეებს შეეჩეხა თავი ჩახარა. - მგონი ფიქრობ რომ არანორმალური ვარ და გაქცევა გინდა... შენი ბრალია.
-რა არის ჩემი ბრალი?
-თავს ისე ვგრძნობ თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ. თითქოს ადრეც ნამყოფი ვარ აქ შენთან ერთად და ხინკალიც მიჭამია. მგონია რომ შენც მიცნობ, იცი ყველა ჩემი ხასიათი და ყურადღებას აღარ აქცევ იმას რომ ხინკალი მინდა და უკვე მეათედ ვამბობ რომ მშია. სხვა რომ იყო სირცხვილით დავიწვებოდი, შენთან კი თავს ბუნებრივად და თავისუფლად ვგრძნობ… შენ რას ფიქრობ?
-ვფიქრობ დაღლილზე ბევრს ლაპარაკობ, თან იმას რასაც ნამდვილად გრძნობ და ფიქრობ. უფრო საყვარელი მეჩვენები. რაც შეეხება თავისუფლად ყოფნას, მგონი შენ არ მომცემ იმის საშუალებას რომ შებოჭილი ვიყო.
-მართალია, მინდა რომ თავისუფლად იყო, მაგრამ ვატყობ აქ თავისუფლად არ ხარ.
-თავისუფლად მხოლოდ ჩემს სახლში, სავარჯიშო დარბაზში და შენთან ერთად მანქანაში ყოფნის დროს ვარ. აქ თავისუფლად ფიზიკურად ვერ ვიქნები. - თვალებით უკან მსხდომ ხალხე ანიშნა, სოფიმაც თავი დაუქნია გაგების ნიშნად.
-აქ არასდროს ვყოფილვარ.
-რატომ? ეს საუკეთესო ქართული რესტორანია მანჰეტენზე. ჩვენ ხშირად ვუკვეთავთ ორდერებს და სახლში მოაქვთ.
-სამი ხინკალი 11 დოლარი, ხაჭაპური 15 დოლარი. - მენიუს ხმადაბლა კითხულობდა ღიმილით, ბოლოს ჩაახველა და ერთ-ერთი ღვინის ფასი ხმა ჩამწყდარმა ამოიკითხა. - რქაწითელა 90 დოლარი… სასაცილოა, საქართველოში 20 ლარამდე ღირს. მეგონა სადმე ჩვეულებრივ პატარა რესტორანში წამიყვანდი, თორემ ხინკალს არ ამოვიჩემებდი.
-ფასი და ფული ჩემთვის პრობლემა არ არის სოფი. დღიურად იმაზე მეტი შემომდის ვიდრე შენ წარმოიდგენ. რატომ უნდა წაგიყვანო სხვაგან როცა იმის საშუალება მაქვს 15 ხინკალი 55 დოლარად გიყიდო და 90 დოლარიანი ღვინო დაგალევინო. - თვალები აატირალა სოფის საუბარზე. არ უყვარდა არანაირი პროდუქტის თუ პროდუქციის ფასზე ყურადღების გამახვილება, მითუმეტეს მაშინ როცა ხარჯი მხოლოდ ათეულებს, ან ასეულებს ეხებოდა.
-არ მინდა.
-შევუკვეთე უკვე, ოღონდ ეგ არა, სხვა და მოაქვთ უკვე. - ისე თქვა სოფის ლურჯებისთვის თვალი არ მოუშორებია. მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს იმ დროის მანძილზე რაც მიმტანმა ღვინის ჩამოსხმაში გაატარა. მისი წასვლის შემდეგ კი ჭიქისკენ წაღებული ხელი სწრაფად დაუკავა სოფის. - ჯერ არ დალიო, სწრაფად მოგეკიდება.
-ბრძანებლობ. - წარბები ასწია ლუკას გამოხტომაზე, მაგრამ სხეულის არცერთი ნაწილი არ გაუმოძრავებია.
-უბრალოდ რჩევას გაძლევ და შენზე ვზრუნავ, არ მინდა მერე ჭამის თავიც აღარ გქონდეს და მშიერი დარჩე. - ხელი შეუშვა სოფის წვრილ თითებს, სკამის საზურგეს მიეყრდნო, თან დამაბნეველი მზერით დააჯილდოვა ადამია.
-მესიამოვნა. - ლოყებ შეფარკლულმა გაიღიმა, ჭიქას თითები მოხვია და სულ ცოტა მოსვა.
-დღეს რატომ ვერ მოახერხე ჭამა?
-პირველ საათზე გავიღვიძე, მერე ჩემს მეგობართან წავედი, ქართველია, სიცხე ჰქონდა და წამლები ავუტანე. იქიდან ბრუკლინში გადავედი, ბანკებში ჩადებული ტყემლები ვიყიდე და დედაჩემს გავუგზავნე.
-ტყემლები? - ეჭვნარები მზერით შეათვალიერა წინ მჯომი, სოფი კი სიცილით დაეთანხმა.
-ჩაქაფულისთვის იყენებს. ჩიკაგოში გააქრო, იძახის ხოლმე, რასაც ვყიდულობ ყველაფერი ქრებაო. - მხრები აიჩეჩა ტუჩებ დაბრეცილმა. - იქიდან პირდაპირ სამუშაოზე წავედი და დავრჩი ასე.
-ჯერ შენს თავს უნდა მიხედო და მერე სხვებს. იცოდე ასეთს თუ კიდე გნახავ გავბრაზდები და ვიჩხუბებთ.
-ასე რომ საუბრობ უფრო სიმპატიური მეჩვენები. - ხელის გულს ნიკაპ ჩამოდებულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ ქვედა ტუჩზე იკბინა გაუაზრებლად, თან ლუკას თვალს არ აშორებდა. სულ დააბნია ალანია, გაკვირვებული მიშტერებოდა და ჯერ ისევ მისი ნათქვამი უტრიალებდა გონებაში. შემდეგ ჩაიცინა, სოფისკენ გადაიხარა, მისი მტევანი მოიქცია ხელში და ხელის ზურგზე ნაზად ეამბორა.
-მოგწონს შენზე რომ ვზრუნავ არა? - დაბოხებული ხმით დაიჩურჩულა, გრძელი თითებით მაჯიდან მკლავზე აუყვა, სოფის თვალებიდან მზერა მის დახორკლილ მკლავზე გადაიტანა, კმაყოფილმა გაიღიმა და სწრაფად დაუბრუნდა ძველ პოზას.
-მომწონს.
-ნუ მეთამაშები. - გამაფრთხილებლად ჟღერდა მისი ხმა რომელიც სოფიზე სასწაულად მოქმედებდა.
-შენი ხმა მომწონს. - ისევ გააგრძელა საუბარი ისე რომ ლუკას თვალს არ სწყვეტდა. - სულ პირველად რომ დამელაპარაკე მაშინვე მომეწონა.
-საინტერესოა.
-უემოციო ადამიანი ხარ… შენის ნებართვით დავრეკავ.
-პრობლემა არაა. - ჩაიცინა სოფის შეკრულ წარბებზე, აკვირდებოდა როგორ ეძებდა ნომერს, შემდეგ გაურკვეველ ნომერზე გადარეკა, ელოდებოდა როდის უპასუხებდა, თან ყველაფერს უყურებდა ლუკას გარდა.
-სად ხარ აქამდე? რატომ არ მპასუხობდი?
-ტუალეტში ვიყავი, რა ხდება?
-გაიზომე სიცხე?
-არა.
-სანდრო მოგკლავ, გაიზომე სიცხე და მომწერე რამდენი გაქვს.
-კარგი ჰო.
-თავს როგორ გრძნობ?
-მცივა, თავი მტკივა რომ ვდგები, მგონი ვკვდები. სად ხარ? მოდი გამათბე.
-ხომ გითხარი არ ამდგარიყავი?
-აბა ჩამეფსა? მთელი დღეა ჩემზე ძალადობ და ჩაის მასმევ.
-თავს მიხედე გთხოვ, გაიზომე სიცხე და მომწერე, ნუ მანერვიულებ.
-კარგი ხო, მოგწერ.
-მიდი გკოცნი. - ტრადიციულად დაემშვიდობა მეგობარს, ტელეფონი იქვე დადო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მხოლოდ მერე შეხედა თვალებ მოჭუტულ ლუკას. - რა?
-ის მეგობარია ვისთანაც იყავი?
-ჰო. თხუთმეტი წლის ვიყავი რომ გავიცანი, მას შემდეგ ვმეგობრობთ, ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ცხოვრების ნაწილია, თვრამეტის რომ გავხდით ტატუც კი გავიკეთეთ მეგობრობის სიმბოლოდ.
-ვაა… - წარბები ასწია ამ სიტყვების მოსმენისას, მაგრამ მაინც ვერ დაამშვიდა მისმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ როცა თავისი თვალით ნახა ბიჭი ახსენდებოდა, როგორ ეხებოდა სოფის და როგორ ახლოს იყო მასთან. - სად?
-სხვა დროს განახებ. - კვლავ ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილით, ამ ქცევით უფრო დააინტერესა ალანია, თითქოს მიუხვდა კიდეც ტატუს ადგილმდებარეობას და ნათქვამს. უცნაურმა, სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, უფრო მეტად მოუნდა მისი ტუჩების დაგემოვნება. - მალე გული წამივა… აღარ მოაქვთ? - შეწუხებულმა სწრაფად შეცვალა თემა, ლუკა გონზე მოიყვანა, თან იქით გაიხედა სადაც მიმტანი ხშირად შედიოდა და გამოდიოდა. ბოლოს დაინახა კიდეც ორი ლანგრით მოსიარულე ნაცნობი სახე, თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა, რაც არ გამოჰპარვია მასზე მიშტერებულ ლუკას. მომღიმარმა ჩახარა თავი, ბელასგან შემოსულ შეტყობინებას სწრაფად უპასუხა, მერე კი მაგიდაზე ეკრანით დადო განათებას მეტჯერ რომ აღარ მიექცია მისი ყურადღება.
-კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს. - როგორც კი მაგიდაზე დაალაგა ცხელი საჭმელი მაშინვე იკითხა, მაგრამ უარით გაისტუმრა ალანიამ.

-ახლა დაგინახე. - სიცილით დადო დანა-ჩანგალი თეფშზე, ვახშამს ერთი ჭიქა ღვინოც მიაყოლა და ლუკას სახე განათებულმა შეხედა, მის ღიმილზე თვითონაც გაეღიმა, ახლად შევსებული ღვინო ისევ მოსვა და მომღიმარ კაცს მორცხვად გაუღიმა. - რა?
-არაფერი. დაამთავრე?
-ჰო, თავს უცნაურად ვგრძნობ, მგონი ჩვენი ღვინო მოქმედებს. - ჭიქაში ნახევრამდე ავსებული წითელი სითხე შეათამაშა, ქვევიდან ახედა ლუკას და ოდნავ გაუღიმა. მალევე გადაიხადეს თანხა, რესტორანიც დატოვეს, მანქანისკენ დაიძრნენ და ის იყო უკვე კარი უნდა გაეღო ლუკას სოფის თითებმა რომ შეაჩერეს რომლებიც კაცის გრძელ თითებში აიხლართნენ. წამსვე შეხედა თავ დახრილს, ხელებს რომ დასჩერებოდა, თან ცერს ამოძრავებდა ლუკას ხელის ზურგზე. - გასეირნება მინდა.
-რაღაც მინდა გაჩვენო სოფი, აქედან შორს არის და სხვა დროს გავისეირნოთ, რას იტყვი? - თმა ყურს უკან გადაუწია, თან ლოყაზე მიეფერა.
-კარგი ჰო.
-მიდი. - თავით ანიშნა მეორე კარებისკენ. ნელა შემოუარა მანქანას, შიგნით წყნარად მოთავსდა, ღვედი შეიკრა და მისი მოქმედებების ყურებაში გართულ ალანიას გადახედა იმის ნიშნად რომ მზად იყო წასასვლელად. ხმა არ ამოუღიათ მგზავრობის დროს, სალონში გავრცელებულ შემაწუხებელ სიმშვიდეს მხოლოდ დინამიკებიდან გაჟღერებული მელოდია არღვევდა. სავარძლის საზურგეზე მიედო თავი სოფის, ფანჯრიდან ქუჩაში მოსიარულე ხალხს უყურებდა, ან შენობებს აკვირდებოდა. დიდხანს მოუწიათ სიარული გადაჭედილი ქუჩების გამო, ბოლოს ერთი მაღალი ცათამბრჯენის წინ გააჩერა მანქანა, ისევ თვითონ გაუღო კარი სოფის და გადაღლილს მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა.
-ჭამამ მომადუნა. - ხელჩაკიდებული გაჰყვა ლუკას, მის თითებს დაჰყურებდა, გარშემო კი ვერაფერს ამჩნევდა.
-თუ ღვინომ?
-ორივემ... მაგრამ სიამოვნებით დავლევდი კიდევ. - ლიფტში შესულმა ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან ანასთან შეტყობინების გასაგზავნად, მაგრამ საკუთარი მობილური გათიშული დახვდა. - შეგიძლია ანასთან დამარეკინო? ჩემი ტელეფონი გაითიშა. - ქვევიდან ახედა ერთი თავით მაღალს, ლუკამ სიტყვის უთქმელად მოუხსნა კოდი და მაშინვე გაუწოდა. როგორც კი ანას ნომერი აკრიფა სოფიმ წამსვე გაეღიმა ალანიას. ნიკოლოზის საქმე უკვე მოგვარებული ჰქონდა. იცოდა როგორ გაუხარდებოდა ბექაურს, მის გაბრწყინებულ სახეს წარმოიდგენდა და თვითონაც უხაროდა მეგობრის გამო. ისედაც იშოვნიდა ნომერს, მაგრამ სოფიმ ეს საქმე უფრო გაუმარტივა. - ჰეი, მე ვარ... ლუკასთან ერთად ვარ და სახლში არ ვიცი როდის დავბრუნდები… ვიცი, ჩემი ტელეფონი გაითიშა... დაიძინე, არ დამელოდო... კარგი, მიყვარხარ... - ძალიან მშვიდი ხმით დაამთავრა საუბარი, ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაუდო ლუკას. ზევიდან რომ დახედა ალანიამ, გაეღიმა, თვალი ლიფტს მოავლო, შემდეგ წითლად გამოსახულ ციფრებს დააკვირდა. იქამდე უყურა სანამ რიცხვები ასს არ ასცდა, ბოლოს ლიფტიც გაჩერდა, სოფიმ კი გაოცებულმა შეხედა ლუკას.
-წამოდი. - კვლავ ხელ ჩაკიდებული გაიყვანა ლიფტიდან, მალე რკინის კარს მიადგა, სწრაფად გააღო და რამდენიმე წამში უმაღლესი ცათამბრჯენის სახურავზე აღმოჩნდნენ. მთლიან სხეულზე ეკალმა დააყარა გრილი ნიავის კანზე შეხებისას, თითები უფრო მაგრად მოუჭირა ლუკას, უკვე ფეხების კანკალი ეწყებოდა ერთდროულად თავდატეხილი ემოციებისგან. არასდროს იყო ნამყოფი ამხელა სიმაღლეზე და შენობიდან გადახედვისაც კი ეშინოდა. - ხომ მენდობი?
-ჰო. - სწრაფად დაუქნია თავი, წინ წასულს გაჰყვა და მალე მის წინ მთლიანი მანჰეტენის ხედი გადაიშალა. - ღმერთო. - სუნთქვა შეკრული უყურებდა ქალაქს, ვერც კი წარმოიდგენდა როდისმე ამ სილამაზის ნახვას თუ შეძლებდა. - რა ლამაზია.
-ძალიან. - ისე თქვა თვალი არ მოუშორებია სოფის პროფილისთვის. ქვევიდან ახედა სოფიმ თვალები კაცის მნათობ მწვანეებს გაუსწორა, მთლიანი ტანით მისკენ შებრუნდა, ჩაკიდებული ხელი თავის წელზე შემოიხვია, სხეულზე აეკრო ალანიას და ლოყებ შეფარკლულმა სახე უფრო ახლოს მისწია კაცის სახესთან.
-იცი, ძალიან რომანტიული საღამო და ადგილია. - ქვედა ტუჩზე იკბინა, ლუკას კი გულში ეცინებოდა მის ქცევებზე. ხედავდა როგორ უწითლდებოდა სახე, მაგრამ მაინც იმას აკეთებდა რაც თავში მოუვიდოდა, ან იმას რაც სურდა. არ ეგონა ასეთ გათამამებულს და თავისუფალს თუ ნახავდა ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ სოფისთან ყველაფერი ის ხდებოდა რასაც არ მოელოდა.
-მე ის ვიცი რომ ძალიან ლამაზი ხარ და ახლა ძალიან მინდა მაგ ტუჩზე გიკბინო, სულ რომ აწვალებ და ჩემს ნერვებზე თამაშობ. - ცერით გაუნთავისუფლა ქვედა ტუჩი კბილებისგან, ნაზად გადაატარა ზევიდან, ამღვრეულ თვალებში ჩახედა ქალს, სულ ოდნავ, შეუმჩნევლად ჩაიღიმა, წელზე მოხვეული ხელით უფრო ახლოს მისწია, ნიკაპზე ამოდებული თითით თავი მაღლა ააწვინა და გაუბედავად დაიხარა მისი ტუჩებისკენ. ყოყმანობდა, ეშინოდა იმ გრძნობის რასაც იმ წუთებში იგრძნობდა, ეშინოდა იმის რომ მასზე დამოკიდებული გახდებოდა და მისგან შორს ყოფნას ვეღარ შესძლებდა, მაგრამ იმ წუთებში მისი კოცნის სურვილი ყველაფერს მეორე პლანზე სწევდა. ნელა შეახო ქალის რბილ ტუჩებს თავისები, წამსვე დაუარა სხეულში სასიამოვნო გრძნობამ რომელიც მთელს ტანში წამებში გავრცელდა, ყველა კუთხეს მოედო და ფეხის თითებამდეც კი ჩააღწია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ პირველად კოცნიდა ქალს, ის იყო პირველი და უკანასკნელი, სხვა ყველა გამქრალიყო მისი გონებიდან. მისი შიშიც გამართლდა, მაშინვე მიხვდა ამ ტუჩებს და სოფის ვეღარ მოშორდებოდა, მალე კი მის ცხოვრებაში ორივე პირველ ადგილს დაიკავებდა და ყველაზე მნიშვნელოვანი გახდებოდა. ნელა მოსწყდა მის რბილ ბაგეებს როცა ჰაერის უკმარისობა იგრძნო, შუბლით შუბლზე დაეყრდნო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ორივე ხელი სახეზე მოკიდა და ბრწყინავ ლურჯ თვალებში ჩახედა. - რას მიშვრები.
-გაჯადოვებ. - მორცხვად გაიღიმა, თან კვლავ კბილებს შორის მოიქცია ქვედა ტუჩი.
-ტუჩს თავი დაანებე. - ნიკაპზე დაჭერილი ცერით აიძულა კვლავ მოეშორებინა კბილები. შემდეგ აწეწილი თმა უკან გადაუწია და კვლავ თვალებში ჩააშტერდა.
-მითხარი. - წამსვე მიუხვდა სოფი რომ რაღაცის თქმა სურდა კაცს, რაღაც ისეთის რაზეც ბევრი ფიქრი უხდებოდა. ჯერ ისევ გრძნობდა მუცელში უცნაურ, აქამდე შეუგრძნობელ გრძნობებს. საოცარი სიმსუბუქე მოსდებოდა ტანზე, ეგონა ცოტაც და ჰაერში ფრენას დაიწყებდა.
-მე შენ მჭირდები, შენი ჩემთან ყოფნა მჭირდება, მინდა რომ დაფიქრდე შენს სურვილებზე, იმაზე თუ რა გინდა, თუ ჩემთან დარჩები იცოდე რომ ვეღარ და აღარ გაგიშვებ. მინდა ვიცოდე რას მოითხოვ ან რა გინდა ჩემგან. შეიძლება ძალიან ცოტა დროა გასული ჩვენი გაცნობდიან, მაგრამ ხომ თქვი, მგონია რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ. მითხარი რას გრძნობ და რა გინდა.
-შენთან მინდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. თუ მომცემ შენთან ყოფნის საშუალებას შენთან ვიქნები იქამდე სანამ შენ გენდომება ჩემთან ყოფნა. ვგრძნობ რომ რაღაც გადაგხდა, რაღაც მოხდა წარსულში რამაც დაგანგრია, ხალხის მიმართ ნდობა დაგიკარგა და ვხედავ როგორ გეშინია ახალი ურთიერთობის დაწყების. მინდა იცოდე რომ სხვებს არ ვგავარ, ვერ ვიტან ტყუილს, ღალატს და რაიმეს დამალვას. თუ ჩემთან ყოფნას აპირებ იყავი ჩემთან, ავიტან და გაპატიებ ყველაფერს, მაგრამ ჩემს მოტყუებას ან ღალატს არა.
-ნახე. - ცისკენ მიუთითა წყნარად მოსაუბრე სოფის. ზედმეტად კმაყოფილიც კი იყო მისი წამოყენებული პირობებით. უყურებდა როგორ მისჩერებოდა ცას თავისი ლურჯი თვალებით და იმ წუთებში თავს ყველაზე კარგად გრძნობდა.
-მადლობა. - სახე გაბრწყინებულმა ჩაილაპარაკა, კისერზე მოხვია მკლავები და ყბილს ძვალზე ნაზად აკოცა.
-რისთვის?
-ამ ყველაფრისთვის… და კიდევ ხინკლებისთვის, მართლა გემრიელი ყოფილა. - სიცილით დაამატა ბოლოს და ლუკაც გააცინა.
-შემდეგში შენ გამიკეთებ.
-ერთი პრობლემაა…
-რა პრობლემა?
-ცომის გაკეთება არ ვიცი.
-მახსოვს მითხარი გემრიელ ხინკალს ვაკეთებო.
-ხორცი ვიგულისხმე.
-ვისწავლით არაუშავს… - ხელები მოაშორა წელიდან, მყარ ზედაპირზე ზურგით დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და მასზე მიშტერებულ სოფის ანიშნა მის გვერდით დაწოლილიყო.
-როგორც ვიცი აქ არავის უშვებენ. - ლუკას გვერდზე მიწოლილმა მკლავზე დაადო თავი, მტევნები მუცელზე დაიწყო, თან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა.
-ჩემთვის პრობლემა არ არის, ყველგან შემიძლია შესვლა.
-თამაშზე რას აპირებ?
-მოგებას.
-მაგას არ ვამბობ, მერე რას აპირებ? შენ ხომ გაქვს ბიზნესი, რატომ იღებ კვლავ შეჯიბრებში მონაწილეობას?
-მხოლოდ ჩემპიონატზე გავდივარ, იქამდე გავალ სანამ ბრძოლას შევძლებ და ვინმე არ დამამარცხებს. ჯერ არ შემხვედრია ისეთი მოწინააღმდეგე რომელიც ჩემს დამარცხებას შეძლებს.
-როგორ? სხვებთან შედარებით სუსტი სხეული გაქვს, ანუ უფრო დაკუნთულებიც მინახავს.
-მაგხელა კუნთები რომ აქვთ მაგიტომ ვერ ამოძრავებენ მკავებს სწრაფად.
-რა? - გაკვირვებულმა ახედა, ლუკამ კი შუბლზე გაჩენილ ზოლებზე მიაკრო ტუჩები.
-მთავარი კუნთები არ არის, სიძლიერე და სიჩქარეა. კუნთები ბოდიბილდერებსაც აქვთ.
-ცხვირი? - ლუკასკენ გადაბრუნდა, საფეთქელი კვლავ მის მკლავზე ედო, წვრილ თითებს კი მის სახეზე დაატარებდა. სწორ ცხვირზე ჩამოატარა საჩვენებელი თითი, შემდეგ ტუჩებზე გადაატარა.
-ვუფრთხილდები. წიკად მაქვს ცხვირის დაცვა პატარაობიდან… რა გაცინებს?
-სუსტი წერტილი გქონია.
-მართალია, ორი წლის წინ ერთმა ლამის გამიტეხა, რომ ამეცილებინა ხელი ყველაფერი გავაკეთე და ლამის წავაგე, მაგრამ ბოლოს მაინც სხვები წვანან ძირს გათიშულები. - უდარდელად ჩაილაპარაკა, სოფიმ კი თვალები აატრიალა მის ამაყ ტონზე.
-სასიამოვნო ნიავია. - კვლავ ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ახედა, ისე ახლოს იყო ეგონა ხელი რომ აეწია შეეხებოდა.
-ხომ არ შეგცივდა?
-არა. - წამსვე იაუარა მიუხედავად იმისა რომ კანი დახორკლილი ჰქონდა. ისეთ სიმშვიდეს გრძნობდა იქიდან წასვლა აღარ უნდოდა. თავის ნება რომ ყოფილიყო მთელ ღამეს იქ გაატარებდა ლუკასთან ლაპარაკში. ყველანაირი დაღლილობა მოუხსნა მისმა სიახლოვემ.
-ნუ მატყუებ, ადექი წავიდეთ. - ფეხზე წამომდგარმა თან გაიყოლა სოფიც, მანჰეტენს კიდევ ერთხელ გადახედა და იქაურობა დატოვა.

-ხვალ წასვლამდე ორჯელ ჭამე, ისე არ წახვიდე. - კორპუსის წინ იდგნენ ერთმანეთის პირდაპირ. ახლაც ლოყაზე ეფერებოდა სოფის, თან გამაფრთხილებელი ტონით არიგებდა.
-დღეს პირველი დღე იყო, ორ დღეში შევეჩვევი და მერე აღარ დავიღლები.
-ვიცი როგორია 4 საათი ერთ ადგილზე დგომა.
-შვჭამ, თუ ხვალ ჩემთან მოხვალ და ჩემს მომზადებულ საჭმელს ჩემთან ერთად შეჭამ. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, ლუკამ კი ჯერ ფილტვები გაივსო დიდი რაოდენობის ჰაერით, შემდეგ გარეთ გამოუშვა, ირგვლივ მიმოიხედა, მერე კი სოფის ქვედა ტუჩს თვითონ გამოსდო კბილები. ბოლოს გამოსამშვიდობებელი კოცნაც დაუტოვა.
-მოვალ… მიდი წადი. - თავით შენობისკენ ანიშნა ისიც ყურებამდე გაღიმებული დაიძრა უკან სვლით, შემდეგ კიბეებზე ავიდა, შეგნით შესულმა ხელი დაუქნია ლუკას და კედლებს შორის გაუჩინარდა.
***
-ამას რა სჭირს. - სახლის დალაგებაში გართულ სოფის უყურებდნენ ერთმანეთის გვერდზე მდგომი დაქალები, თან ყავას სვამდნენ.
-თავის კაცს ელოდება და ყველაფერს ასუფთავებს. - მხრები აიჩეჩა ანამ, ქეისიმ კი გაკვირვებულმა შეხედა.
-რა? ახლა მეუბნები მაგას? როდის უნდა მოვიდეს?
-საღამოს, წავედი მე ჩემი უფროსი მოვიდა, ქალაქ გარეთ მივდივართ რაღაც შეხვედრაზე. - მაჯაზე დამაგრებულ საათს დახედა, შემდეგ იქვე დადებული ჩანთა აიღო და სოფისკენ დაიძრა. - წარმატებები, დღეს თუ მოვასწარი მოსვლა ათზე მოგაკითხავ და მომიყევი ყველაფერი.
-კარგი. - სწრაფად გადაკოცნა, თან თვალი გააყოლა კარისკენ წასულს.
-რას აპირებ?
-საჭმელი უნდა გავაკეთო, შევჭამთ და მერე სამუშაოზე წამიყვანს ალბათ.
-მოგწონს ხო?
-ძალიან. - წამსვე გაუბრწყინდა თვალები, ქეისი კი სიცილით მოეხვია.
-ჩვენ ეს შევძელით! მართალია ამერიკელს ვეძებდით მეათე კლასიდან, მაგრამ ეს უკეთესია მგონი. გუშინ ვნახე სურათები, ძალიან სიმპატიურია.
-ჯოში სად არის?
-აქ გადმოდის და გასაუბრებაზე წავიდა.
-მართლა? სად?
-მენეჯერად ისევ ჰილტონში, თავისმა უფროსმა გაუწია რეკომენდაცია.
-ანუ სულ აქ გეყოლება.
-ჰოო. - გაბადრულმა გასცა პასუხი. - ორ საათზე ჯოშს უნდა შევხვდე, ასე რომ შეგიძლია თავისუფლად იყო.
-შეგიძლია მომეხმარო?
-კი. - სიცილით დასთანხმდა. იქამდე ეხმარებოდა სანამ წასვლის დრო არ მოვიდა. სოფიმ ყველაფერი დაალაგა, ყველაფერი გადაყარა რაც არ სჭირდებოდა, ბოლოს საჭმელი გააკეთა და მალე გაისმა კიდეც კარზე ზარის ხმა.
-დერეფანშიც კი დგას რაღაც ნაცნობის სუნი, მაგრამ ჯერ ვერ გავიხსენე რა არის. - თვალებ მოჭუტული უყურებდა სოფის ღვინის ბოთლით მდგომი ალანია და კვლავ ნაცნობ სურნელზე ფიქრობდა.
-ყველაზე კარგად ეს გამომდის და წინასწარ იცოდე რომ ბევრი რამის კეთება არ ვიცი, ასე რომ რაიმე დიდის მოლოდინი ნუ გექნება. - ლოყაზე აკოცა მომღიმარმა, მერე შიგნით შეატარა და მისაღებისკენ წასულს უკან აედევნა.
-არც მქონდა. - მხრები აიჩეჩა, სოფიმ კი წარბები შეკრა. - ვხუმრობ პატარა, რას მებღვირები. - უცებ მოხვია წელზე ხელი და არაფრის თქმა არ დააცადა ისე დააცხრა ტუჩებზე მოწყურებული. - როგორ წითლდები. - კმაყოფილმა გადაუსვა ცერი შეფარკლულ ადგილებზე.
-არ გშია?
-მშია. - ჩაიცინა, თან სოფის აედევნა ხელი რომ ჩაეკიდა მისთვის და გაშლილი მაგისიდკენ მიჰყავდა.
-დაბრძანდით. - სკამი გამოუწია ლუკას, ისიც დინჯად ჩამოჯდა და მაგიდას გადახედა. სოფიმ ჭიქები მიუტანა ღვინისთვის, გასახსნელიც წინ დაუდო და ერთ-ერთ ჯამს თავსაფარი მოხადა. - ეს ჩიჟი-ბიჟი ქათმით და შემწვარი კარტოფილი ყველით, ახლა გადმოვიღე თეფშზე. ასე რომ ცხელია. - ლუკას მოპირდაპირედ დაჯდა და ყურადღებით დააკვირდა დადუმებულ ალანიას. - ბებიაჩემმა მასწავლა ამის გაკეთება, არ ვიცი გიჭამია თუ არა, მაგრამ ქართული გემო აქვს.
-დამიჯერე ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებდი დღეს ჩემთვის.
-მართლა? - გახარებულმა კოვზი მიაწოდა საჭმლის გადასაღებად.
-ბოლოს თხუთმეტი წლის წინ გამიკეთა სოფიკო ბებომ, იმის გემო ახლაც მახსოვს.
-ბებიაშენის გაკეთებულს სხვა გემო ექნება...
-ძალიან გემრიელია. - დაგემოვნების თანავე აღნიშნა, სოფის კი კმაყოფილების ღიმილი მოედო სახეზე. - ვერც კი ვიფიქრებდი კიდევ თუ შევჭამდი როდისმე.
-ბებო ისევ ცოცხალია?
-კი, ხშირად ველაპარაკები, ახლახანს აიფონი 11 პრო გავუგზავნე და უკვე მიეჩვია, ღილაკი არ აქვს, ხელს აუსმევ და ითიშებაო. ჩასაცმელებს ვუგზავნი ხოლმე და მერე ყველას ეუბნება ჩემმა შვილიშვილმა გამომმიგზავნაო.
-რამდენი წლის არის?
-80, მაგრამ ძალიან მოდურია. - სიცილით გაიქანა ლუკმა პირში. ტელეფონში სწრაფად მოძებნა ბებოს ფოტო და სოფის გაუწოდა. წითური თმა და ლუკას მსგავსი მწვანე თვალები ჰქონდა, წლოვანების მიუხედავად შესანიშნავ ტანზე იყო, მწვანე, ლამაზი ჭრელი კაბა ეცვა და მაღალ ქუსლებზე შემომდგარიყო.
-ძალიან ლამაზი ქალია, გავხარ.
-ყველაზე საყვარელი ქალია, მაგრამ ყველა დარეკვაზე ტირილს ვერ გადავაჩვიე. მერე მეჩხუბება ხოლმე, შენი საჩუქრები რათ მინდა შენ თუ არ ჩამოხვედიო.
-საჩუქრებით ცდილობ შენი ადგილი შეუვსო?
-მსიამოვნებს გახარებულს რომ ვხედავ. მინდა ყველაფერი ჰქონდეს რაც სჭირდება და ის წლები რაც დარჩა უზრუნველყოფილ გარემოში გაატაროს. - დაუმალავად გაანდო ყველა ფიქრი, თან საჭმელს აგემოვნებდა. სოფი მომღიმარი ათალიერებდა მის სახეს და უხაროდა რომ ამ ადამიანს შეხვდა, მისი ცხოვრების ნაწილი გახდა, თან მისი გულისკენ მიმავალი გზაც მიისაკუთრა.
-მამაშენზე რას იტყვი?
-მამაჩემი პენსიაზე გავიდა. თავისი ბიზნესი ჩემს ძმას გადააბარა. თუ რამე სჭირდება ვეხმარები, მაგრამ ძირითადად არაფერს მთხოვს. მას შემდეგ რაც წამოვედი ბევრსაც აღარ ლაპარაკობს.
-და ქალი ვინც გაგზარდა?
-ქეთი, მამიდაჩემია. ყველაზე გამგები და მოსიყვარულე ქალია. ყველა უყვარს, ყველას ეხმარება, თან ძალიან ლამაზია, მაგრამ ზედმეტად პრეტენზიული და მკაცრი. ალბათ მაგიტომ ვერ გათხოვდა. - ჩაიცინა, მერე წითელი სითხე მოსვა. - როგორი დაკითხვა მომიწყე, სპეციალურად შემომიტყუე არა? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა, სოფიმ წამსვე იუარა, ლუკამ კი სიცილით გააქნია თავი.
-მაინტერესებს ყველაფერი შენზე. - ჩანგალზე მოთავსებული ყველიანი კარტოფილი თეფშზე დასხმულ კეტჩუპში ამოავლო, თან ლუკას ახედა.
-კარგი, შემდეგი რა არის?
-შენს ძმას რა ჰქვია?
-საბა.
-მამას?
-ვიტო, დას ლიზა.
-შვილები ჰყავთ?
-საბას სამი ჰყავს, ცხრა წლის ბიჭი და ტყუპი გოგოები ახლა შეეძინა. ჩემს დას შვილები არ ჰყავს, არ ვიცი რატომ, რაც გათხოვდა აღარ მისაუბრია მასთან. არ ვიცი როგორ არის, როგორ ცხოვრობს იმ კაცთან.
-არ გიფიქრია ჩასვლაზე და ყველაფრის დალაგებაზე?
-მე დალაგებულად და კარგად ვარ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, მაგრამ თვალი მაინც მოარიდა სოფის. - მადა დამეკარგება თუ კიდევ გააგრძელებ საუბარს და მოგიწევს მარტო ჭამო ყველაფერი.
-ანას დავუტოვებ, ან ქეისი და ჯოში რომ მოვლენ ისინი შეჭამენ.
-ჯოში ვინ არის? - წამსვე ჩახედა ლურჯებში.
-ქეისის ბოიფრენდი. შვიდი წელია ერთად არიან, ჩიკაგოში იყო, ახლა აქ გადმოვიდა.
-აქ, თქვენთან ერთად ცხოვრობს? - ოდნავ დაახლოვა წარბები და მაშინვე დააბნია სოფი.
-ჰო. - ყოყმანით გასცა პასუხი, ანერვიულდა კიდეც ჩანგალი თეფშზე რომ დადო ლუკამ, რა ანერვიულებდა თვითონაც არ იცოდა. - ამ დღეებში მგონი ხელს სთხოვს ქისის.
-და აქ უნდა იცხოვროთ ერთად?
-ჰო ლუკა, ვერ ვხვდები ასე რატომ გიკვირს, რა პრობლემაა? წლებია მაგათ ვუყურებ, ხშირად ჩამოდის ხოლმე, ერთი კვირით რჩება და ერთმანეთს რომ მოისიყვარულებენ მიდის მერე, მაგრამ ახლა აქ გადაწყვიტა გადმოსვლა.
-ყოველ ჯერზე უყურებ როგორ ესიყვარულებიან ერთმანეთს? - სიმწრით ჩაიცინა, სოფი გაუაზრებლად დაეთანხმა და ლუკასაც სახე დაუსერიოზულდა. - რა ხო გოგო.
-ვერ ვხვდები არაფრისგან პრობლემას რატომ ქმნი.
-არ მინდა ვიღაც ტიპთან ერთად იცხოვრო სახლში და იმათი საძინებლიდან გამოსულ ხმებს უსმინო, არ აქვს მნიშვნელობა ვისი ვინ არის. ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინო თავი მიხვდები რას გეუბნები. შეიძლება შენთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს მაგას, მაგრამ ჩემთვის სასაცილო და გასატარებელი არ არის. ათი წელია აქ ვცხოვრობ, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, უამრავი ნაცნობი მყავდა, ზუსტად ვიცი როგორები არიან, მეც ბევრჯერ გამიცინია მსგავს შემთხვევაზე, მაგრამ ის რომ შენ უსმენდე და უყურებდე ამ ყველაფერს არ მინდა. დარწმუნებული ვარ მამაშენიც არ მოისურვებადა შენს ამ სიტუაციაში ყოფნას.
-რას ითხოვ ჩემგან ლუკა, რა გინდა რომ გავაკეთო. - სწრაფად მიუხვდა სათქმელს კაცს, ისიც ესმოდა რომ მართალი იყო და მიუხედავად იმისა რომ მიჩვეული იყო ამ ყველაფერს, ლუკას თვალით დანახული სიტუაცია უარესადაც კი მოეჩვენა.
-სხვაგან გადადით შენ და ანა.
-არ შემიძლია. ადვილი არ არის მანჰეტენზე ბინის შოვნა.
-მე გიქირავებ.
-ეგ საერთოდ არ უნდა გეთქვა! - წარბ შეკრულმა ჭამას თავი ანება, სკამის საზურგეს მიეყრდნო, თან სხვა მხარეს გაიხედა.
-მაშინ ჩემთან გადმოდი, ოღონდ აქ არ დარჩე სოფი, გთხოვ. - იცოდა თხოვნა უფრო გაჭრიდა წარბ შეკრულ სოფისთან, ბოლო სიტყვა როგორც კი დააყოლა მაშინვე შეხედა ქალმა და ლუკაც მიხვდა რომ შედეგს მიაღწია.
-შენთან არ მინდა.
-რატომ ვითომ? - სიცილი ვერ შეიკავა სოფის ტონზე, წინ გადახრილმა მტევანზე მოკიდა ხელი, ფეხზე წამოდგომისკე უბიძგა, მაგიდას შემოატარა და კალთაში ჩაისვა. - მითხარი აბა. - თმა უკან გადაუწია პატარა ბავშვივით დამორცხვილს, თვალები უბრწყინავდა მისი ყურებისას და თავს ძლივს იკავებდა რომ არ ახარხარებულიყო.
-გეყოფა. - ხელი მოაშორებინა სახიდან, მისი მუხლებიდან წამოდგომას შეეცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა, უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები ლუკამ, თან ყბის ძვალზე აკოცა, შემდეგ ყელზე დაუტოვა სველი კოცნა და ჩვეულებრივთან შედარებით ჩქარა მოძრავ მკერდს დახედა.
-გეშინია? - ჩუმად დაიჩურჩულა სოფის ყურთან, ტუჩებიც იქვე მიაწებდა და ქალის სხეულში დავლილი ჟრუანტელიც იგრძნო. ცალკე სიამოვნება იმის გრძნობა იყო თუ როგორ მოქმედებდა ქალზე.
-არა.
-აბა? - ყბის ძვალს კოცნით გაუყვა, ტუჩის კუთხემდეც მიაღწია, მაგრამ მერე გაჩერდა.
-მგონია რომ უფრო კარგი იქნება თუ ერთმანეთისგან შორს ვიქნებით.
-ეგ სისულელე ვინ ჩაგიდო თავში. - თვალები აატრიალა სოფის პასუხზე, ხელები მოაშორა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-სისულელე რატოა, როცა ცალ-ცალკეა წვილი უფრო ადვილად არ ერკვევიან გრძნობებში?
-არა. ერთად უნდა იყვნენ რომ გრძნობები გაუჩნდეთ ერთმანეთის მიმართ. თუ გინდა მერე წადი სადმე და ცალკე რომ იქნები გაარკვი რას იგრძნობ. - ბოლოს ჩაიცინა, თან თავი გააქნია. - თუ გინდა ცალკე საძინებელში დაგაძინებ, ოთახების პრობლემა არ მაქვს.
-სხვაგან არ მინდა.
-არც ეგ არის პრობლემა. - კმაყოფილება იგრძნო დიდი დოზით, კვლავ შემოხვია ხელები, თან ლურჯებში ჩახედა.
-ძალიან ხომ არ ვჩქარობთ ლუკა?
-საცხოვრებლის შეცვლა გთხოვე და ჩემი სახლი შემოგთავაზე. ცოლად გამოყოლა და ჩემთან დაწოლა არ მითხოვია. ნუ გახდი ამ ყველაფერს პრობლემად.
-მოკეტე. - მხარზე მიარტყა ხელი, ლუკას ფეხებიდან წამოდგა და მაგიდის ალაგებას შეუდგა. - ამ ყველაფერს ავალაგებ და წავიდეთ ხო? საცობი იქნება და დამაგვიანდება.
-კარგი… მოგეხმარები.
-არ მინდა, დაჯექი.
-მართლა ძალიან გემრიელი იყო. - თეფშები სამზარეულოს ზედაპირზე დაალაგა ონკანის გვერდით, შემდეგ იქვე მოტრიალე სოფის დააკვირდა.
-მადლობა. გაგიკეთებ ხოლმე როცა არ დამეზარება, მაგრამ იცოდე რომ ძირითადად მეზარება.
-სახლში მოსამსახურე მყავს და ის აკეთებს ყველაფერს, ზოგჯერ ქართულ საჭმელებსაც.
-აჰ, როგორ დამავიწყდე, აბა შენით ხოარ გააკეთებ საჭმელს.
-ეს რა იყო? - თვალები მოჭუტა სოფის ცინიკურ ტონზე. - როცა არ მქონდა მოსამსახურის ყოლის საშუალება ჩემით ვაკეთებდი. ახლა მეც მეზარება საჭმლის კეთებისთვის თავის შეწუხება, თან არც მცალია. და საერთოდ შეეშვი ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილებას.
-კარგი. - ხელები ასწია დანებების ნიშნად, თან იღიმოდა, ლუკა კი კვლავ თვალებ მოჭუტული უყურებდა.
-მეღადავები არა? - უფრო მეტად მოჭუტა მწვანეები.
-ტანსაცმელს გამოვიცვლი და მოვალ. - სწრაფად დაიძრა საძინებლისკენ, თან იცინოდა ლუკას თავის მართლებაზე.
-სად გარბიხარ? - ოთახის კართან მისული სწრაფად ააფრიალა ხელში და შიგნით შევიდა. მოულოდნელობისგან წამსვე წამოიკივლა ადამიამ, შემდეგ სიცილი დაიწყო. საწოლზე დავარდნილს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ლუკამ, ჯერ უყუტუნებდა, შემდეგ ტუჩებზე დაეტაკა, ვნებიანად დაუკოცნა ბაგეები, თან ხელები თავს ზემოთ გაუკავა.
-ცუდი გოგო ხარ, ძალიან გამითამამდი და დაისჯები იცოდე! - სუნთქვა აჩქარებულს ზევიდან დაჰყურებდა, სიცილს ვერ იკავებდა მისი მომღიმარი სახის შემყურე და მუქარაც წესიერად ვერ გამოსდიოდა. - მოისვენე! - წამსვე ახარხარდა განთავისუფლებული ხელით მუცელზე რომ მოიუღიტინა ადამიამ.
-მოგწონს? მე ვერ ვიტან. ახლა კი გადაბრძანდი შემი სხეულიდან და დამაცადე გამოცვლა.
-გახდაში დაგეხმარები თუ გინდა. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან სოფის სავსე ბაგეებს დააშტერდა.
-შენ ჩიჟი-ბიჟმა ახალგაზრდობა გაგახსენა მგონი და იქიდან გადმოიყოლა ხასიათები.
-ახლა ბებერი ვარ? - კაბის კვეშ ბარძაყზე აატარა ხელი, მუცლის გავლით მკერდამდე მივიდა, მისი ნაზი კანის შეგრძნებისას იგრძნო სისხლი როგორ აუდუღდა, მაგრამ თავს ზედმეტის გაკეთების და სოფის დაფრთხობის უფლება არ მისცა. კაბის ბოლოები აიყოლა, შემდეგ ნაჭერს მოკიდა ხელი და სწრაფად მოაშორა. - ჩემი საქმე გავაკეთე, მალე მოწესრიგდი და გამოდი. - სხეულზე არც კი შეუხედავს, მოწყვეტით აკოცა, უცებ შეტრიალდა და საძინებლიდან გავიდა. სოფი კი გაოგნებული დატოვა საცვლების ამარა საწოლზე მწოლი, ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა გააკეთა, მერე გაეღიმა მის ქცევაზე, სწრაფად წამოდგა კმაყოფილი და კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო, სწრაფად მოწესრიგდა, მერე ოთახი ოთახიც დატოვა.
-საინტერესო თანაცხოვრება გვექნება მგონი ხო? - კედელზე მიყრდნობილს თვალი თვალში გაუყარა მომღიმარმა და მისი გაღიმებაც მოახერხა.
-ძალიან.



№1  offline წევრი ვიპნი

მიყვარს დილის სიურპრიზები,მომსონს ეს წყვილი ძალიან,ტყუილს და ღალატს ვერ ავიტანო სოფიმ და იმედია ჩვენი ლუკაჩო თავის წარსულს არ დამალავს და ეტყვის ყველაფერს,არ მინდა ჩვენს პოზიტიურ სოფის გული ეტკინოს :)

 


№2  offline მოდერი painter1

ვიპნი
მიყვარს დილის სიურპრიზები,მომსონს ეს წყვილი ძალიან,ტყუილს და ღალატს ვერ ავიტანო სოფიმ და იმედია ჩვენი ლუკაჩო თავის წარსულს არ დამალავს და ეტყვის ყველაფერს,არ მინდა ჩვენს პოზიტიურ სოფის გული ეტკინოს :)

არა რათქმაუნდა, ადრე თუ გვიან გაირკვევა მაინც ყველაფერი და ლუკასაც მოუწევს თქმა. ^^ ))

 


№3 სტუმარი ტაისა

როგორ გამახარე heart_eyes
სოფი და ლუკა ძალიან მომწონს და მიყვარს ერთად, იმედია , ლუკაც მალე გაუმხელს რა მოხდა წარსულში.
ნიკოლოზსა და ანას ველოდები განსაკუთრებული ინტერესით!
პოზოტიურად წერ და ეს მომწონს ყველაზე მეტად , გელიი heart_eyes

 


№4  offline წევრი დარინა

ისეთი თბილი და ტკბილი თავი იყოო გავბედნიერდიიი, აი რაღაც განასაკუთრებით თბილი და საყვარელი წყვილი გამოგდის მიყვარს ეს გიჟებიი, ლუკა რომ გაბმულია უკვე კარგად ემჩნევაა, აი სოფიც არ არის ნაკლებ დღეშიი, ერთმანეთს ძალიან უხდებიან და იმედი მაქვს რომ არც ტყუილი იქნება მათ ცხოვრებაში და არც ღალატიი, რადგან ამ წყვილს სხვანაირად ვხედავ, ანას და ნიკოლოზის წყვილი მართლაც რომ საინტერესო იქნება ორი გიჟი გააგიჟებენ ერთმანეთს.

 


№5 წევრი ნანა73

რა უინტერესო ადგილზე შეწყვიტე? smile
თავბრუს დამხვევია სოფი, თავისი უშუალობით, პირდაპირობით. კეკლუცობის ნატამალი არ ააქვს და მაინც როგორი კეკლუცია heart_eyes
ლუკა მოჯადოებულია, იმდენად რომ მგონია გვანერვიულებს. დამოკიდებულია შენს ჩანაფიქრზე, რამდენად აპირებ განვითერებას. მეეჭვება ყველაფერი ასე მარტივად აეწყოს.(არც უნდა აეწყოს, წინმსწრები მოვლენები მძაფრია)
რამდენი ეჭვები გამჩენია ხო?
დრამატიზმს ველოდები, ნერვების გლეჯვამდე laughing რა ვერაგი ვარ...
არ მომაქციო ყურადღება, გელოდები!
❤️ ❤️ ❤️

 


№6  offline წევრი tamuna.s

როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა. ჩავთბი და ჩავტკბი ისეთი სითბო მოდის ამ წყვილისგან. მალე სიგიჟემდე შეყვარებულ ლუკას და სოფისაც ვნახავთ ალბათ. აი ნიკას და ანას წყვილს ველოდები კიდე მოუთმენლად, ასე მგონია სიგიჟე წყვილი იქნება, როელიც ყველას გადაგვწვავს. მიყვარს შენი წერის სტილი.

 


№7 სტუმარი elen

აუუუ მალე დადეე თორე არ ვიცი რას ვიზაამ :D
მიყვარს ყველა შენი ისტორიაა და გელოდებიიიი

 


№8  offline წევრი A.M.

ჩიჟი ბიჟზე ვაბოდებ
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა რო წავიკითხე
და რა სიყვარული ისტორიააა heart_eyes

 


№9  offline მოდერი painter1

ტაისა
როგორ გამახარე heart_eyes
სოფი და ლუკა ძალიან მომწონს და მიყვარს ერთად, იმედია , ლუკაც მალე გაუმხელს რა მოხდა წარსულში.
ნიკოლოზსა და ანას ველოდები განსაკუთრებული ინტერესით!
პოზოტიურად წერ და ეს მომწონს ყველაზე მეტად , გელიი heart_eyes

შემდეგ თავში ნიკოლოზს და ანასაც გამოვამზიურებ ^^
ჰო ეს ისტორია მთლიანად პოზიტიური გამომდის მგონი ^^❤️

დარინა
ისეთი თბილი და ტკბილი თავი იყოო გავბედნიერდიიი, აი რაღაც განასაკუთრებით თბილი და საყვარელი წყვილი გამოგდის მიყვარს ეს გიჟებიი, ლუკა რომ გაბმულია უკვე კარგად ემჩნევაა, აი სოფიც არ არის ნაკლებ დღეშიი, ერთმანეთს ძალიან უხდებიან და იმედი მაქვს რომ არც ტყუილი იქნება მათ ცხოვრებაში და არც ღალატიი, რადგან ამ წყვილს სხვანაირად ვხედავ, ანას და ნიკოლოზის წყვილი მართლაც რომ საინტერესო იქნება ორი გიჟი გააგიჟებენ ერთმანეთს.

მეც მაინტერესებს როგორი გამოვა ნიკოლოზი და ანა, ჯერ ბოლომდე ვერ მოვუფიქრე რა მოვუხერხო, ნუ მოტივირებული ვარ მთავარია და გამოვა რაღაც ვიცი :დ❤️

ნანა73
რა უინტერესო ადგილზე შეწყვიტე? smile
თავბრუს დამხვევია სოფი, თავისი უშუალობით, პირდაპირობით. კეკლუცობის ნატამალი არ ააქვს და მაინც როგორი კეკლუცია heart_eyes
ლუკა მოჯადოებულია, იმდენად რომ მგონია გვანერვიულებს. დამოკიდებულია შენს ჩანაფიქრზე, რამდენად აპირებ განვითერებას. მეეჭვება ყველაფერი ასე მარტივად აეწყოს.(არც უნდა აეწყოს, წინმსწრები მოვლენები მძაფრია)
რამდენი ეჭვები გამჩენია ხო?
დრამატიზმს ველოდები, ნერვების გლეჯვამდე laughing რა ვერაგი ვარ...
არ მომაქციო ყურადღება, გელოდები!
❤️ ❤️ ❤️

ნანა, სულ იმას როგორ ლაპარაკობ ხოლმე რასაც ვაპირებ, არ შეიძლება ეგრე ხომ გითხარი :დდ ნუ რათქმაუნდა ყველაფერი უცებ ჰოპ და აწყობილი არ იქნება, ჩემთვის ცოტა უინტერესო იქნებოდა, ანუ ერთად დარჩნენ და ვსიო? არა გეთაყვა. არაუშავს, ეჭვებში ჩავარდნა კარგია, საფიქრალი გექნება :დ❤️❤️

tamuna.s
როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა. ჩავთბი და ჩავტკბი ისეთი სითბო მოდის ამ წყვილისგან. მალე სიგიჟემდე შეყვარებულ ლუკას და სოფისაც ვნახავთ ალბათ. აი ნიკას და ანას წყვილს ველოდები კიდე მოუთმენლად, ასე მგონია სიგიჟე წყვილი იქნება, როელიც ყველას გადაგვწვავს. მიყვარს შენი წერის სტილი.

ვფიქრობ მალე ვნახავთ კი, თან ძალიან გაწელვა არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ ეს ათ თავს გასცდება, ჯერ კიდევ იმდენი იდეები მაქვს... ჰოო ნიკოლოზი მგონი სხვანაირი პერსონაჟი გამომდის და ალბათ სხვანაირი წყვილიც გამოვა მგონი. ❤️❤️

elen
აუუუ მალე დადეე თორე არ ვიცი რას ვიზაამ :D
მიყვარს ყველა შენი ისტორიაა და გელოდებიიიი

:დდდდ
დავდებ მალე კი, შენ არ ინერვიულო❤️❤️

A.M.
ჩიჟი ბიჟზე ვაბოდებ
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა რო წავიკითხე
და რა სიყვარული ისტორიააა heart_eyes

ჩიჟი ბიჭი მწვადს და ხორცეულს მირჩევნია მე პირადად, უბრალოდ აქ აღარ გავაბუქე სიყვარული ამ საჭმლის მიმართ :დდ❤️

 


№10 წევრი ნანა73

ვიცი ვის რა უნდა დავუწერო stuck_out_tongue_winking_eye
აბა, ჰოპ და მორჩა და შეეენ? არა გენაცვალე, მე ველოდები ხომ გითხარი რასაც? kissing_heart
❤️ ❤️ ❤️

 


№11  offline მოდერი painter1

ნანა73
ვიცი ვის რა უნდა დავუწერო stuck_out_tongue_winking_eye
აბა, ჰოპ და მორჩა და შეეენ? არა გენაცვალე, მე ველოდები ხომ გითხარი რასაც? kissing_heart
❤️ ❤️ ❤️

დიახ დიახ ^^❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი Kuku

როდის დადებ?

 


№13  offline მოდერი painter1

სტუმარი Kuku
როდის დადებ?

მანდ რომ სამი საათი იქნება შუადღის მაშინ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent