შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი საყვარელი მტერი ანუ ეშმაკი ატარებს ბალენსიაგას (4)

27-05-2020, 22:41
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 273

მარჯიელას დიდი რესტორანი ჰქონდა ქალაქის ცენტრში. ცოტახნით, დახურა. იფიქრა, თავისი იმიჯისთვის არც ისე კარგი იქნებოდა, კრისტოფერთან ერთად თუ დაინახავდა ხალხი. პრემიერი ძალიან კარგად ხვდებოდა ქალის ფიქრებს და ცოტა არ იყოს, გული სწყდებოდა, რომ მასთან ერთად ნორმალური საუბრის უფლება სხვების დასანახად, არ ეძლეოდა.
- სიმართლე გითხრათ, დაფინანსება მართლა არ გვჭირდება, უბრალოდ, ისე მინდა საქმე ვაკეთო, რომ ხელი არაფერში შემიშალოთ.
- კარგ საქმეს როცა აკეთებთ, ოდესმე შემიშლია ხელი?
- დიახ, შეგიშლიათ!
- როდის?
- თავშესაფარს ვაშენებდი და ლიცენზია არ მომეცით.
- სახლიდან გამოქცეული არასრულწლოვანი ადამიანებისთვის აშენებდით თავშესაფარს. მაგას წესით, ობოლთა თავშესაფარი უნდა რქმეოდა, მაგრამ თქვენ გაგიჟდით და გადაირიეთ, ობლები არ არიან, უბრალოდ, ოჯახთან კონფლიქტი აქვთო. ახალ სისხლის სამართლის კოდექსს როცა ადგენთ, მხოლოდ მაშინ მაქვს პრობლემა.
- ობლები მართლა არ იყვნენ, უბრალოდ, არ მოსწონდათ ის პირობები, სადაც უწევდათ ცხოვრება და მე მათ დამოუკიდებლობისკენ ვუბძგებდი. საქმე 15-დან 18 წლამდე ადამიანებს ეხებოდათ. თან უფასო სასწავლო კურსებიც მქონდა ჩაფიქრებული. სრულწლოვნები როცა გახდებოდნენ, თავიანთი პროფესიით დავასაქმებდი. ქვეყნის აყვავებაზე ვფიქრობ, უბრალოდ, არასდტანდარტული მეთოდები მაქვს და ვერანაირად ვერ ერგებით. არადა, ერთი შეხედვით, ჩემი ძმის ასაკის ხართ.
- თქვენ კი ზოგჯერ, თქვენი დის ასაკის ხართ ხოლმე. არასოდეს უსმენთ, როცა ვინმეს სწორი რჩევის მოცემა უნდა. ჯიუტად, მაინც იმას აწვებით, რაც ჩაიფიქრეთ. წარმოგიდგენიათ მაინც, რამდენ თინეიჯერს აქვს ოჯახში პრობლემა? ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებთან პირველივე ჩხუბის შემდეგ, უნდა აიკრან გუდა-ნაბადი და თქვენთან გამოფრიდნენ, მერე თქვენ ერთგულ რობოტებად გადაამზადებთ და საბოლოოდ, ქვეყნის სათავეში მოხვალთ პატარა მინიონებთან ერთად. ჩვენ ყველას გვქონია ისეთი პერიოდი, რომ ოჯახიდან წამოსვლა მოგვდომებია და მადლობა ღმერთს, მაშინ მარჯიელა კრუგერი არ არსებობდა, თორემ უოჯახოდ გავიზრდებოდი კრუგერების შეგონებებით სავსე.
- არ აქვს აზრი თქვენთან საუბარს - ამოიოხრა ქალმა და მაგიდიდან ადგა. სხვა რომ ვერაფრით გააჩერებდა, პრემიერმა სწრაფად სტაცა მაჯაზე ხელი.
კისტოფერის ხელს შეხედა, მერე თავად კრისტოფერს და განრისხებულმა, ცალი წარბი ისე აგრესიულად აზიდა მაღლა, ეგრევე ინანა კაცმა თავისი საქციელი.
- დაბრძანდით რა. ყოველ დღე, ასობით ადამიანი ცდილობს, ჩვეულებრივ სადისტად შემრაცხოს და ასმეერთე ნუ მიემატებით. თან ხომ ვამბობ? არავის უსმენთ. ერთი წამით მაინც დაფიქრდით, რას ვსაუბრობ, ეგება, მართალი ვარ... თუმცა აზრი არ აქვს, მაინც არ აღიარებთ.
მარჯიელა დაჯდა.
- სადისტად მხოლოდ მაშინ გთვლით, როცა თქვენი სპეცრაზმი, ბავშვებს ურტყამს.
- არავის დაზიანება არ იყო ჩაფიქრებული, ბავშვები რომ თავზე არ შემოხტომოდნენ შუშის ბოთლებით სპეცრაზმის წევრებს.
- მეორედაც შემოვარდებიან და სპეცრაზმის წევრებს კი არა, თავად პრემიერ მინისტრს გადავარტყამ ბოთლს.
კრისტოფერს გაეცინა.
საკუთარ თავზე გაეცინა.
მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობდა, როცა თავის გატეხვით ემუქრებოდნენ და თავად გაბადრული პასუხობდა მუქარას, თან ეს გამონაკლისი, ცხვირწინ ეჯდა - თავდაჯერებული, მშვენიერი და ისეთი მიმზიდველი, კაცს დედამიწის ზურგზე ყველაფერს რომ დაათმობინებდა საკუთარი თავის სანაცვლოდ.
- ანუ პროექტის დაფინანსება არ გნებავთ?
- არა - თავი გააქნია ქალმა - თქვენი მთავრობა ზედმეტად ღარიბია იმისთვის, რომ მე დამაფინანსოს - მიუგო ირონიულად.
- დამავიწყდა, ბიზნესიმპერიის ქალღმერთს რომ ვესაუბრები - თვალები დაქაჩა პრემიერმა და ცივი ყავა დალია - რა გემრიელია.
- ჰო, ჩემთან განსაკუთრებულ ყავას ამზადებენ. ტიმკ-ტოკის ყავის დახვეწილი ვარიანტია.
- რისი?
- ტიკ-ტოკის.
- ეგ რა არის?
- თქვენ ინსტაგრამიც არ გეცოდინებათ - დასცინა მარჯიელამ.
- მაგ ტიკი-ტიკის თუ რაღაცის არცოდნა, სირცხვილია?
- არა. არაა სირცხვილი - დანებდა ბოლოს ქალი. პირიქით, ცოტა ძველმოდური, უფრო მამაკაცურად ეჩველებოდა ახლა. მარჯიელამ კი მხოლოდ იმიტომ იცოდა ჰარი პოტერის ყველა შელოცვა, ბეჭდების მბრძანებელი, ბინდი და ტიკ-ტოკი, რომ სახლში თინეიჯერი და ჰყავდა.
- ინსტაგრამი მაქვს, მაგრამ ჩემი სახელით არა. ზოგადად, სოციალურ ქსელებში, საკუთარ ვინაობას ვერ ვიყენებ.
- ბოტი ხართ?
- დაახლოებით, თუმცა არც კომენტარებს ვწერ. უბრალოდ, ისე... აი, ახლობლებს ვათვალიერებ ხოლმე.
- ალბათ ჩემს ფოლოვერებშიც იქნებით - დაასკვნა ქალმა.
- არა, რა საჭიროა. მაინც ყველაფერი „ფაბლიქზე“ გიყენიათ.
მარჯიელას, მხრები აუთრთოლდა.
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, როცა ვინმე თავს მოაწონებდა და გააცინებდა, მხოლოდ მაშინ ემართებოდა ასე. ყავის ჭიქას ხელი მოუჭირა,
თმა მხარზე გადაიწია,
სახე დაბლა დახარა
და შეეცადა, შეუმჩნევლად გაეცინა...
მაგრამ კრისტოფერს, არ გამოპარვია. არც ის გამოპარვია, რომ მსგავსი მშვენიერების მომსწრე არასოდეს ყოფილა.
- ისევ დამცინით? - ჰკითხა ქალს, მაგრამ არ უბრაზდებოდა. პირიქით, ასე თუ გააგრძელებდა მის დაცინვას, დაე, სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
- არა. უბრალოდ, მუდამ ისე გულწრფელად და ალალად საუბრობთ, ჩემ ადგილას, ვინმე ბოროტად ისარგებლებდა ასეთი გულწრფელობით.
- სარგებლობენ კიდეც - დაუდასტურა კაცმა - მილიონი ვიდეო დევს, სადაც.... არ მინდა, მაგაზე ლაპარაკი.
- სადაც გულწრფელი და საყვარელი ხართ, მაგრამ ვისაც ცუდად გაგება უნდა, ცუდად იგებს?
- მოიცა, ოდესმე საყვარლად ჩაგითვლივართ? - ყურებს ვერ დაუჯერა პრემიერმა.
- ზოგჯერ.
- მაგის ცოდნა ნამდვილად მჭირდებოდა - მზერა აარიდა ქალს, რათა მთელი ემოციები არ დატყობოდა სახეზე.
- ახლა გამეპრანჭეთ თუ შეგრცხვათ? - ჰკითხა მარჯიელამ.
- ვერ გავიგე?
- ცხვირი და ღაწვები გაგიწითლდათ.
- მზის ბრალია.
- კი, რა თქმა უნდა. - მერე კრისტოფერის ტელეფონს დახედა. გამუდმებით ვიღაცა ლაურა ურეკავდა. იფიქრა, რანაირი სახელია ლაურაო. მერე მიხვდა, რომ სახელთან პრობლემა არ ჰქონია, უბრალოდ, ქალის სახელი რომ იყო, ეგ არ სიამოვნებდა - უპასუხეთ ბოლოს და ბოლოს, გასკდა ლაურა რეკვით - თითქმის გაუბრაზდა. მალე, ირიბ ეჭვიანობის სცენასაც გაუმართავდა ალბათ.
- ჩემი მრჩეველია - გაუკვირდა კრისტოფერს და მერე აიღო ტელეფონი. მარჯიელა გაბრაზდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ. - რას ლაპარაკობ? დარწმუნებული ხარ? - სახე აემღვრა კრისტოფერს. მერე კიდევ, ერთი-ორი სიტყვა ჩააკვეხა და ცოტახანში გადმოგირეკავო, დაამატა.
- მშვიდობა გაქვთ მთავრობაში? - ყავა ისე მოსვა, გეგონება, დიდად არ ადარდებდა პასუხი მარჯიელას.
- კორონათი დაინფიცირების სამი შემთხვევა გვაქ, იტალიიდან შემოვიდა. ფრენების გაუქმება მომიწევს მომიწევს მალე მაღალი რისკის ქვეყნებთან. ამავე დროს, ცოტახანში, საგანგებო მდგომარეობის შემოღება იქნება საჭირო. თან რაც შეიძლება, მალე. იმპორტირებული ვირუსის კონტროლი ისედაც კარგა ხნის დაწყებული მაქვს, როგორც საზღვაო, ისე საავიაციო საზღვრებზე, თუმცა არ ჭრის. მაინც შემოიპარება ხოლმე როგორღაც.
- თერმოსკრინინგს ატარებთ?
- რამდენი ხანია, ახლა, პრევენციული ღონისძიებები მექნება გასატარებელი.
- სასწრაფოდ, მამაჩემს უნდა გავაგებინო, ჩამოვიდეს. რა უბედურ დროს მოუნდება ხოლმე ამ კაცს წასვლა. მოიცა, ჩემს კლუბსაც დახურავთ?
- აბა გაგანია პანდემიის დროს, კლუბს ვამუშავებ? - სასაცილოდ არ ეყო პრემიერს.
- ჯანდაბა! არადა, გამწვანების პროექტიც მქონდა. დედაქალაქიდან უნდა დამეწყო და მომეარა ბავშვებთან ერთად ყველა ქალაქი და სოფელი. ას ოცი მოხალისე მყავს.
- მეც მქონდა მსგავსი პროექტი. იაპონიამ საკურას ხუთი ათასი ნერგი მაჩუქა. ვაპირებდი, ქალაქის რამდენიმე ადგილას, ბაღი გამეკეთებინა. მოხალისეები მეც მყავს. შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ. ტრანსპორტს ვუზრუნველყოფ, თან ისეთ ტრანსპორტს, რომ სიფრთხილის ყველა ზომა დავიცვათ.
- კარგი იქნებოდა... ცოტას კი გააპროტესტებენ ჩემები. ხომ იცით, ეზიზღებით ახალგაზრდებს.
- კი, მახსოვს.
- ჩემი და ოცნებობდა საკურას ბაღის ნახვაზე - გაეღიმა მარჯიელას.
- რამდენიმე ძირს გაჩუქებთ.
- მაგისი უფლება გაქვთ?
- არა, მაგრამ ვინ დათვლის - მხრები აიჩეჩა კაცმა. - ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მაქვს თათბირი. ვისურსთან დაკავშირებით, ბევრი რამეა გადასაწყვეტი და იმას რომ მოვრჩები, მოგვიანებით, ჩვენი გასვლის დეტალებიც დავგეგმოთ.
- შეიძლება მეც დავესწრო? - თვალები მოლოდინით აუციმციმდა მარჯიელას.
- მინისტრთა სხდომას გულისხმობთ? - ლამის ინფაქტმა დაარტყა კრისტოფერს.
- ჰო, რა მოხდა? წესით, მე უნდა ვმჯდარიყავი მაგ სხდომაზე თქვენ მაგივრად, ორი დღით ადრე, პრეზიდენტი რომ არ დაგეშანტაჟებინათ. ისეთი სახით ნუ მიყურებთ, თითქოს ვერ ხვდებოდეთ, რაზე ვსაუბრობ. შანტაჟის უფლება მხოლოდ პრემიერს აქვს? სხვათაშორის, ნებისმიერ მინისტრზე მეტი რესურსი გამაჩნია, უკეთ მივხედავდი ქვეყანას, მაგრამ მოულოდნელად, ჩემს საქმეში, თქვენი დიდი... - მერე მიხვდა, ზედმეტები მომდისო და გაჩერდა.
- ჩემი დიდი ცხვირი ჩავყავი? არა, მაინც რას ერჩის ეს ხალხი ჩემს ცხვირს - პრემიერმა ტელეფონში წინა კამერა ჩართო და სახე დაითვალიერა - არადა, მიხდება. თქვენს დასწრებას რაც შეეხება, ვშიშობ, შეუძლებელია.
- რატომ? პოლიტიკური მეცნიერებები და დიპლომატიური ურთიერთობები ჩემი პროფესიაა. ბიზნეს-ეკონომიკის განხრით, იმხელა სადოქტორო დავიცავი, თქვენს არც-ერთ მინისტრს რომ არ დაესიზმრება. ეკონომიკის მინისტრი საერთოდ, ფსიქოლოგი გყავთ მემგონი,
- აგატა ფინანსისტია - ეს ერთი და მეორე: დიპლომატიკისა, ჯერ ვერაფერი შეგატყეთ ამ ეტაპზე. თან, არ გენდობით იმ დონეზე, რომ ჩემს ტერიტორიაზე შემოგიშვათ. ჩვენს არც თუ ისე კარგი პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, დაგავიწყდათ?
- არ დამვიწყებია - გაბრაზდა მარჯიელა.
- თან ზურგს უკან, ყვინჩას მეძახით. ეგაა დიპლომატია?
- ყვინჩას არა... ყვინჩილას.
- ვაა, კნინობითი სახელიც მქონია, ფაქტობრივად, მეფერებით. კარგი, ამ შემთხვევაში, დროებით უნდა დაგემშვიდობოთ. უსაფრთხოების საბჭოსთან მაქვს სასწრაფოდ სასაუბრო. - გაუღიმა კრისტოფერმა და ხელი ჩამოართვა.
წავიდა.
მარჯიელა ბარმენთან მივიდა. ალექს თვალები ეშმაკურად უთამაშებდა და მას შემდეგ, რაც პრემიერი თავის დაცვასთან ერთად ჩაჯდა მანქანაში, ბიჭმა ტელეფონი აათამაშა ხელში.
- ყველაფერი ჩავიწერე. ვიდეო მაქვს, სადაც ხელს გტაცებს და წასასვლელად გამზადებულს, გაჩერებს - უთხრა სიცილით მარჯიელას.
- ეგ ბევრი არაფერია, თუმცა, დასაწყისისთვის, წავა... ვისაც რამე ცუდი განზრახვის დანახვა უნდა, მშვენივრად დაინახავს. რამდენიმე ჟურნალისტიც დამჭირდება მოსალოდნელ ყრილობებზე.
- მზად არიან. სხვათაშორის, არ მეგონა თუ უარს გეტყოდა.
- არც მე მეგონა.
- შენი შარმი ჯერ ისე არ მოქმედებს, როგორი ჩანაფიქრიც გვქონდა, არა?
- ეგ არაფერი. ჩემი მოხალისეები შეაგროვე, მალე დავიწყებთ ალბათ გამწვანების ღონისძიებას. ყოველი შემთხვევისთვის, სწრაფად უნდა მოვასწროთ, სანამ ოციფიალური შეზღუდვები დაიწყება ქვეყანაში.
- სამი დაავადებული, ისიც უცხოეთიდან შემოსული, დიდს არაფერს ნიშნავს.
- პანდემიის გავრცელების გეოგრაფია გაიზრდება ძალიან მალე და მაგრად მოგვეხაზება. ეგ ვიდეო ჯერ არ გაავრცელო. ცოტა, დაიძაბოს ვითარება და მერე, თორემ ახლა ბევრი დრო აქვს იმის მისახვედრად, რომ პირდაპირ ჩვენ გავუვრცელეთ.
- მაგის მიხვედრას დრო საერთოდ არ სჭირდება მარჯიელა. სულ სამი კაცი ვიყავით დარბაზში. თავისი გავრცელებული რო არაა, მაგდენი იცის.
- დაიკიდე. რამეს მოვიფიქრებ. სხვა კადრებიც მჭირდება.
- ადვილად ვიშოვით. ყველა კუთხე-კუნჭულში ჩვენი შენიღბული ხალია კონსულტანტად, მიმტანად, ბარმენად, მეეზოვედ, ჟურნალისტებად და ვინ მოთვლის. ფაქტობრივად, მტრების გარემოცვაში უწევს ცხოვრება, თვითონ ვერ ხვდება. მაგისი ბიძაშვილის კერძო მასწავლებელი და ოჯახის მზარეულიც კი ჩვენიანია.
- რაღაცნაირად, მეცოდება - ამოიოხრა მარჯიელამ.
- ჯერ იმაზე დაფიქრდი, რამდენად გიღირს პრემიერის გაწირვა.
- რას გულისხმობ?
- ჩემთან ხომ არაფერი გაქვს დასამალი? ზუსტად ისეთი დამშეული მზერით უყურებდი, როგორითად თვითონ. ეგებ... იქნებ გვეპატიებინა, თუ რამე შეცდომა დაუშვა ჩვენ წინაშე?
- ალექ, მეღადავები?
- არა, სიმართლეს გეუბნები. ბოლოს და ბოლოს, შენი ერთადერთი მეგობარი ვარ და ხო შეიძლება, აღიარო, რომ პრემიერი მოგწონს? ჩემთან მაინც.
- ცოტაც და ჩემი ერთადერთი განსვენებული მეგობარი იქნები!

* * *

სახლში რომ მივიდა მარჯიელა, უკვე კაი გვიანი იყო. ჯოსეფი გაბადრული სახით იჯდა და ბეკისთან ერთად, ტიკ-ტოკის ვიდეოებს წერდა.
- ხუმრობთ ხომ? რატო არ გძინავს რებეკა?
- შენი ბიჭის ბრიფინგს ვუყურებდით. მაგარი სიმპათიურია - გაუცინა უმცროსმა დამ
- ვინ ჩემი ბიჭი? - სახე დაუსერიოზულდა მარჯიელას.
- ბატონი პრემიერ ფორტი.
- მისის ფორტი ხუმრობას ვერ მიგიხვდა - დაუმატა ჯოსეფმა.
- მე მაგას ძამიკოს არ დავძახებ!
- ღმერთო, მე ჯანდაბას, მაგრამ ამათ გადმოხედე - თავში შემოირტყა ხელი მარჯიელამ.
- მგონი, ორივეს ბედი გეხსნებათ. დღეს ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი იყო ჩემთან და ჯოსეფს ძალიან მოეწონა.
- არ მომწონებია. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ კარგი საუბრის მანერა ჰქონდა და ლამაზი ხმა.
- შენთვის რაღაც უნდა მეკითხა - მარჯიელა და-ძმას შორის ჩაჯდა და ჯოსეფს ყველის სენდვიჩი გამოსტაცა ხელიდან - კრისტოფერს ადრე ვიცნობდი?
- მე რომ ვიცნობდი, ეგ ზუსტად ვიცი. ჩემი პარალელური კლასელი იყო, თუმცა შენ... ისე, მაგასაც გერმანიაში აქვს განათლება მიღებული. ეგებ, ოდესმე გადაეკვეთეთ ერთმანეთს და არ გახსოვს?
- რანაირად შეიძლება ადამიანი არ გახსოვდეს? - ვერ ხვდებოდა ბეკი.
- შენს დას ადრე რაღაცა პრობლემები ჰქონდა, მეხსიერების.
- რატომ მარჯიელა?
- მემგონი, სჯობს იცოდე. თინეიჯერობისას, ნარკოტიკებზე გავხდი დამოკიდებული. კარგა ხანს გრძელდებოდა. თან სულ მარტო ვიყავი უცხო ქვეყანაში და უკონტროლო გავხდი. ბოლოს, ყველაფერმა სერიოზული სახე მიიღო და კინაღამ მოვკვდი. ჯოსეფი და მამა რომ არ დამდგომოდნენ ბოლომდე გვერდში, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ან ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. ერთი სიტყვით, ჩემი მეხსიერების რაღაცა ნაწილი შეიწირა ნარკოტიკმა, ბევრი კადრი და ადამიანი აღარ მახსოვს. აქამდე, არ გიყვებოდით. ახლა სჯობს იცოდე, უკვე დიდი გოგო ხარ და თან, დარწმუნებული მინდა ვიყო, რომ ჩემს შეცდომას არ გაიმეორებ. ამავე დროს, შეიძლება, ვინმემ წამოგაძახოს, ნარკომანი და გყავსო.
- რა უცნაურია - გაეღიმა ბეკის - შავბნელი წარსულიც მაგრად გიხდება და თუ ვინმემ რამე წამომაძახა შენზე, ისეთს დავმართებ რომ მთელი ცხოვრება, წამოძახებული დარჩება.
- შენ კი, ზოგჯერ ჩემზე დიდი მგონიხარ - თავის უმცროს დას ჩაეხუტა და მაგრად დაკოცნა. ოჯახური მყუდროება ზარმა დაურღვიათ. კამერა ჩართეს. ეზოს ჭიშკართან, კაცი იდგა, რამდენიმე უზარმაზარი ყუთით ხელში და ირწმუნებოდა, ამანათია პრემიერ მინისტრისგანო.
ჯოსეფი და ბეკი თავპირისმტვრევით წამოავრდნენ და ამანათებისკენ გასწიეს. მარჯიელა ისე თავმომწონედ ინარჩუნებდა სიდინჯეს, გეგონება, კრისტოფერი უცდიდა გარეთ.
ყუთებში მიწა ეყარა. მიწაში კი რამდენიმე ხის ნერგი.
- ხე გვაჩუქა? - გაეცინა ბეკის.
- ეს ბოსტნეული, ხეების და ბალახის ჩუქება რამე ახალი მოდაა? - დაიბნა ჯოსეფი - ქალებს ბრილიანტები აღარ გიყვართ?
- საკურაა - დაუზუსტა მარჯიელამ - რამდენიმე დღეში, ქვეყნის გამწვანების პროექტ უნდა დაგვეწყო. თუმცა ვირუსის გამო, შეიძლება მხოლოდ დედაქალაქით შემოვიფარგლოთ. სხვა დანარჩენს, მერე მივხედავთ.
- პრემიერმა თავისი ხელით უნდა თხაროს მიწა? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? - გაუკვირდა ჯოსეფს.
- შენგან საშინლი „იმიჯ მეიქერი“ გამოვიდოდა - თავი გააქნია ბეკიმ - წარმოიდგინე, ტელევიზორში ხედავ პრემიერ მინისტრს, რომელიც თავის ძვირადღირებულ სამოსში გამოწყობილი, მიწაზე ჩამუხლულა და ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, ახალგაზრდებთან ერთად, ხეს რგავს. გზადაგზა, მოხუცები აჩერებენ, პირზე ჰკოცნიან და მასთან ერთად, მოსახლეობა სურათებს იღებს. ეგეც მარკეტინგია გარკვეულწილად.
- ეს ბავშვი ვის გვგავს? - გაოგნებული უყურებდნენ კრუგერები თავიანთ უმცროს დას.
- მამიკოს. თქვენზე, ორივეზე ჭკვიანია და იმ ხეების დასარგავად, მეც მოვდივარ. ბოლოს და ბოლოს, ვინმემ უნდა იზრუნოს, რომ ჩემი მარჯიელა პრემიერთან მარტო დარჩეს ხოლმე. რომანტიკულ გარემოს შეგიქმნით.
- ახლა მოკეტე თორემ, შენს სიჭკვიანესთან დკავშირებით, ეჭვები მაქვს უკვე! - დაუბღვირა მარჯიელამ.

* * *

ორად გაყოფილი ქუჩის შუაგულში, ორკილომეტრიანი პარკი იყო თავისი გასართობებითა და მწერლების ძეგლებით. სკვერის კიდეებში, ჯერ კიდევ გაუმწვანებელი მიწა მოთმინებით ელოდა როდის დარგავდნენ სხვადასხვა მცენარეებს. მხოლოდ ხეები არ იყო ჩაფიქრებული. პატარა, ლამაზი ბუჩქებიც უნდა დაერგათ, რომელსაც გაზაფხულიდან მოყოლებული, საკმაოდ გრძელვადიანი ყვავილობა ახასიათებდა. მარჯიელას ჰოლანდიური, ფერადი ტიტების ათასობით თესლებიც ჰქონდა გამოწერილი.
- ყველანი აქ ვართ უკვე? - ღიმილით შესძახა კრიტოფერმა და თან ბალენსიაგას სალათისფერ ქურთუკში გამოწყობილ მარჯიელას შეხედა, რომელსაც ისეთი შავი სათვალე ეკეთა, ძალიანაც რომ მოგენდომებინა, მაინც ვერ მიხვდებოდი, მისი მზერის მიმართულებას.
- აქა ვართ, აქ - თავი დაუქნია ქალმა.
- მაგითი აპირებთ მიწასთან მუშაობას?
- არა, გავიხდი. აუ, ამდენ კამერას არ ველოდებოდი. ვერ ვიტან ინტერვიუებს და გეხვეწებით, მე ნუ მათქმევინებთ ნურაფერს რაა - სთხოვა კრისტოფერს.
- ოჰ, როცა გნებავთ, კარგად ხართ ხოლმე გატლეკილი - გაეცინა კაცს. შავი პერანგი და შარვალი ეცვა. რომელიღაცა განგსტერული დაჯგუფების წევრს დამსგავსებოდა. მარჯიელამ წარმოიდგინა, რომ პრემიერ მინისტრი, წარსულში კანონიერი ქურდი იყო. ახლა კი პოლიტიკური სავარძლით ცდილობდა თავისი წარმომავლობის დაფარვას.
გული აუჩქარდა.
ან საკუთარი ილუზიები შეიწირავდნენ ან თვითონ პრემიერ მინისტრი შეიწირავდა.
- თქვენ ამ ადგილას იმუშავეთ, უფრო ფხვიერი მიწაა და გაჭირვებული სახეებით არ დაგაფიქსირებენ კამერები - ურჩია რებეკამ.
- დავუჯეროთ. წინა თვეში, ორი ჰექტარი მიწა მაყიდინა, საკუთარი ბოსტანი უნდა გავაკეთოვო - გადაულაპარაკა მარჯიელამ პრემიერს.
- ფერმერად ხო არ დავარეგისტრიროთ?
- არა. ჯერ ის ორი ჰექტარი გათოხნოს და მერე!
- თქვენ რაღაცა, ძაან დაახლოვდით და აღარ მომწონს - გაბუსხული გაეცალა რებეკა.
მარჯიელამ და კრისტოფერმა ერთმანეთს გადახედეს.
მაგრად გაეცინათ.
პატარა ორმოები იყო გათხრილი. იქ უნდა ჩაედოთ ნერგები და მერე მიწა მიეყარათ.
- ცოტა დავიღალე - შეშჩივლა მარჯიელამ.
- ხუთი წუთია, რაც დავიწყეთ.
- საერთოდ არაა სახალისო. იქნებ, დავიკიდოთ სიმწვანე და სუფთა ჰაერი?
- მარჯიელა, ვინმემ არ გაიგოს, სირცხვილია. ღმერთო, რა ცვალებადი ხასიათი გაქვთ, ოჯახში როგორ გიტანენ?
- ვერ მიტანენ. და იცით მე კიდე რა მაინტერესებს? ის ქალი სულ კუდში რატომ დაგყვებათ? - ხელი ურცხვად გაიშვირა ლაურასკენ, რომელიც ბავშვებთან ერთად, მთელი თავით იყო გადაშვებული მიწაში და სიცილ-კისკისით უდგებოდა საქმეს, მარჯიელასგან განსხვავებით.
კრისტოფერმა ხელი ჩამოაწევინა.
- ჩემი მოადგილეა.
- მერე რა? თავისი საქმე არ აქვს?
- დღეს რა გჭირთ მარჯიელა? არც სხვა დღეებში გამოირჩევით ტკბილი ენით, მაგრამ ახლა ნამეტანია.
- ბალენსიაგას როცა ვიხდი, ასეთი ვხდები ხოლმე. - გამოუტყდა ქალი. - და ის მეორე ქალი ვინაა, იმ დღეს რომ მთავრობის სხდომაზე, მასთან მიხვედით და რაღაცა გადაუჩურჩულეთ?
- ვინ ქალი? გაფიცებთ, ტელევიზორში რანაირ მომენტებში აღარ დავუფიქსირებივარ ხალხს, მაგრამ ვირაცას რომ ველაპარაკები, ეგ ჯერ არავის გაუკვირვებია.
- ვხუმრობ - გაეცინა მარჯიელას - ლაურაზეც ვიხუმრე. საყვარელი, ბუნჩულა ქალია.
- ანუ არ გძულთ სამყარო. მშვენიერია, ახალ ხეს მოვიტან და ცოტა მოშორებით ჩავრგათ.
- კარგი... არადა, მართლა მძულს ლაურაც და ის მეორე ქალიც! - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- რამე მითხარით?
- წყალს ხომ არ მომიტანდი-მეთქი?
- რა თქმა უნდა.
- ესეც მაგრად დანავარდობს ჩემს ნებაზე - გაეცინა მარჯიელას.

№1  offline წევრი Gemini mood

მიყვარს მარჯიელა და რა გავაკეთოოოოო :DD საუკეთესო ისტორიაა რაც კი ამ ბოლო დროს წამიკითხავს შენ ვერ წატმოიდგენ იმდენჯერ შევამოწმე საიტი ხომ არ დაიდო ახალი თავითქო ❤❤❤❤❤

№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

უფ, სრული სიგიჟე ხართ, შენ , მარჯიელა და კრისტიფერიც ❤

№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gemini mood
მიყვარს მარჯიელა და რა გავაკეთოოოოო :DD საუკეთესო ისტორიაა რაც კი ამ ბოლო დროს წამიკითხავს შენ ვერ წატმოიდგენ იმდენჯერ შევამოწმე საიტი ხომ არ დაიდო ახალი თავითქო ❤❤❤❤❤

მართლაა? თავიდან მეგონა რო გულზე დიდად არავის ეხატებოდა ეს ისტორია :დდდ
ძალიან დიდი მადლობა რომ სტიმულს მაძლევ <3

სტუმარი მარიამი
უფ, სრული სიგიჟე ხართ, შენ , მარჯიელა და კრისტიფერიც ❤

უღმესი მადლობა მარიამ <3

№4  offline მოდერი sabah alkhyr

ვაიმე არაა ეს ქალი ნორმალური, როგორ დაატარებს თავის ჭკუაზე ამ საწყალ ბიჭს და ესეც ვერაფერს ხვდება... ისე მგონი მარჯიელა აღარ არის გულგრილი კრისტოფერის მიმართ არა? თუ ვცდები? რაღაც ნაპერწკალი დავინახე ამ ორ სორის, სამომავლო თანაცხოვრებასთან ერთად ^_^ ❤️❤️

№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

sabah alkhyr
ვაიმე არაა ეს ქალი ნორმალური, როგორ დაატარებს თავის ჭკუაზე ამ საწყალ ბიჭს და ესეც ვერაფერს ხვდება... ისე მგონი მარჯიელა აღარ არის გულგრილი კრისტოფერის მიმართ არა? თუ ვცდები? რაღაც ნაპერწკალი დავინახე ამ ორ სორის, სამომავლო თანაცხოვრებასთან ერთად ^_^ ❤️❤️

smile კრისტოფერის მიმართ გულგრილი მე ვერ ვარ და მარჯიელა რანაირად იქნება :დდდ
მომავალში კიდე ისეთ ფსიხობებს ვწერ რო რავიცი, თუ არ შემოაკვდა კრისტოფერს, მერე შეიძლება, რამე მოვუხერხო ამათ წყვილს

№6  offline მოდერი sabah alkhyr

ენ ჯეინი

შემოაკვდა რა მხრივ? :დდდანუ მე საწოლში შემოკვდომაც გამიგია და :დდ არ გაუვრცელო ცუდად რესტირნის კადრი, ცოდოა. მე იმედი მაქვს, რომ მარჯიელა არაა ეგეთი სასტიკი და ცუდად არ გამოიყენებს იმ ვიდეოს, ვფიქრობ შეეცოდება ❤️❤️❤️

№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

არა საწოლი არ მიგულისხმია ამ ეტაპზე smiling_imp

№8  offline მოდერი sabah alkhyr

ჰმ, არადა შემდეგ თავში სიზმრების ახდენა მინდოდა :/:/ ❤️❤️❤️

№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

smiling_imp smiling_imp ვნახოთ ვნახოთ

№10  offline მოდერი sabah alkhyr

ნუ მაინტრიგებ :დდდ ჩემი სამეფო ინტრიგებიც მეყოფა:დდდ

№11 სტუმარი სტუმარი Tkemali

მე , შენს "ვოლკ" ქალებზე ვგიჟდები! smiley უფრო ძალიან იმაზე ვგიჟდები, ზღვარს როგორ იცავ , რომ ძლიერთან ერთად საოცრად ქალურებიც არიან. უმეტეს შემთხვევაში, რეალობაში და ისტორიებშიც, ძლიერი ქალები ვერ ახერხებენ ბალანსის დაცვას და საბოლოოდ კარგ დამრტყმელ ჯიგიტებად ყალიბდებიან, ქალურ მხარეს კი მთლიანად კარგავენ smiley შენ, შესანიშნავად ახერხებ, ამ ორი თვისების : ქალური ნაზი ბუნებისა და მამაკაცური სიძლიერის ჰარმონიულად შერწყმას blush საშინლად მომწონს , ის რომ შენი ყველა მამაკაცი პერსონაჟი აღმერთებს თავის ქალს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასეც უნდა იყოს, ჩემამდე გენიოსმა მარკესმა თქვა "ქალი ან უნდა ფააღმერთო, ან უნდა მიატოვოო". ჰოდა, მეც მარკესივით მაქსიმალისტი ვარ smiley
გელოდები, შემდეგი თავით , გადარეულო smiley

№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Tkemali

დაბრუნდი ჩემო ახალ კარტოფილზე მოსასხამო?
ძალიან მიხარია რომ ასე მოგწონს ჩემი ქალები და ისიც მიხარია, რომ მეტნაკლებად, ბალანსს ვინარჩუნებ. ამაზეც მაქსიმალურად ვეცდები, რომ ერთ ადგილას არ დავეყუდო და განვითარებაც მივცე და ყველაფერიც მივცე, რაც ჩემს ძალებს აღემატება. დანარჩენში, თვითონ მისცემს ვისაც საჭიროა.
ვახ, რ აკარგად გამომივიდა ბოლოში

№13 სტუმარი სტუმარი Tkemali

გადარეული?! ძალიან "ლაითი" სიტყვაა, შენს დასახასიათებლად :smiley" ბოლოზე - ბოლო ხმაზე ვხარხარებ smiley

№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Tkemali
გადარეული?! ძალიან "ლაითი" სიტყვაა, შენს დასახასიათებლად :smiley" ბოლოზე - ბოლო ხმაზე ვხარხარებ smiley

smile smile კაია რო ენ ჯეინმაც გაგაცინა :დდ

№15  offline წევრი ცირა♡

დიდი მადლობა საყვარელო:*:* ასე კარგად და გამართულად რომ წერ მადლობა ამისთვის. ველი შემდევ თავს ძალიან მომწონს და ძალიან კარგია

№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ცირა♡
დიდი მადლობა საყვარელო:*:* ასე კარგად და გამართულად რომ წერ მადლობა ამისთვის. ველი შემდევ თავს ძალიან მომწონს და ძალიან კარგია

უღრმესი მადლობა შენ, ცირა <3

№17 სტუმარი მარგა

ვაიმე რა ვუყო ამათ:დ აი ზუსტად ბაღის ბავშვების მსგავსნი არიან, ნუ მეტნაკლებად:დ განსაკუთრებით კრისტოფერი. ეს გოგო ჩვეულებრივი კატაა. ბებიაჩემი მიყვებოდა ხოლმე კატად გარდასახვის შემსძლე კუდიანებზე და მარჯისნაირი ნაცნობი რომ მყოლოდა უეჭველი მასზე ავიღებდი ეჭვს. რაღაცნაირად ვერ ვიტან. ან ოდნავ მიყვარს და ძაან მძულს:დ რანაირი ქალია რაა. შენი ქალები ყველა კარგები არიან, ყოველშემთხვევაში მე ვინც ვიცი და ეს ვის ჰგავს:დ
გასაკვირია პირდაპირ. ველი შემდეგს.

№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარგა

ეგრეა, თავიდან ყველა ცოტა ვერ იტანს ხოლმე :დდდ
ქოო გოგო, ცოტა კატა მყავს, ცოტა მოგრძნეულო smile

№19 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

მეგონა ეს ისტორია გულზე არ გეხატებოდათო , არადა ვგიჟდებით აქ ხალხი :დ
მარჯიელაზე გადავფსიხდი, ქალების ქალია <3

№20 სტუმარი მარი. ელ❤

რა მიყვარს ამ ისტორიებშიი?ფანტაზიებშიც რო სასწაულებს ახდენენ???? დაა კაცებზე ვაბოდებ ჩვეულებრივად მარტო აქ ვხვდები მათ ტურფებზე გაგიჟებულ მამრებს ყველანაირად და ამ დროს მინდება მეც სიყვარულები :დდდ მარჯიელა მელაა????

№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მოიისფრო
მეგონა ეს ისტორია გულზე არ გეხატებოდათო , არადა ვგიჟდებით აქ ხალხი :დ
მარჯიელაზე გადავფსიხდი, ქალების ქალია <3

ვვაიმე ძაან მიხარია :დდდდ
დიდი მადლობააა <3

მარი. ელ❤
რა მიყვარს ამ ისტორიებშიი?ფანტაზიებშიც რო სასწაულებს ახდენენ???? დაა კაცებზე ვაბოდებ ჩვეულებრივად მარტო აქ ვხვდები მათ ტურფებზე გაგიჟებულ მამრებს ყველანაირად და ამ დროს მინდება მეც სიყვარულები :დდდ მარჯიელა მელაა????

ისე, რა დაგიმალო და ამ ჩემს კაცებზე მეც კი ვაბოდებ :დდ რა გახდა, ერთი კაცი ჩემი ისტორიიდან? smile გაიღოს სამყარომ მოწყალება

№22  offline წევრი ვიპნი

ასე მგონია რაღაცნაირად დაჩაგრული გყავს ბატონი კრისტოფი,თუმცა ქალბატონ მარჯიელას ვნახავ ბოლოს კარგად აცახცახებულს მის მკლავებში,ღირსია ის სიზმრები კიდევ ეწვიოს,რეალობაში კი მოკვდეს ლოდინად :) გამაბრაზა მისმა ბოლო ფარაზამ :)

№23  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ვიპნი
ასე მგონია რაღაცნაირად დაჩაგრული გყავს ბატონი კრისტოფი,თუმცა ქალბატონ მარჯიელას ვნახავ ბოლოს კარგად აცახცახებულს მის მკლავებში,ღირსია ის სიზმრები კიდევ ეწვიოს,რეალობაში კი მოკვდეს ლოდინად :) გამაბრაზა მისმა ბოლო ფარაზამ :)

smile smile ჰაჰააა, კიდე ბევჯერ გაგაბრაზებს :დდდდ რავიცი, მე ვერ აღვიქვამ რო დაჩაგრულია, მაგრამ ყველა მეუბნება,დ აჩაგრულიაო :დდ

№24  offline წევრი Alaskuna

აუ რატო დამთავრდა რააა უფ

№25  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Alaskuna
აუ რატო დამთავრდა რააა უფ

დავდებ კაცო ახალს, მაგაზე არ ინერვიულო :დდ

№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

დღეს დადებ?

№27  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მარიამი
დღეს დადებ?

დღეს არა მარი, ხვალ დავდებ აუცილებლად <3

№28 სტუმარი სტუმარი თაკო

სად არის ჩემი მარჯიელაააა :((((

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent