შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა {5}


28-05-2020, 18:34
ავტორი painter1
ნანახია 1 528

თავის საწოლზე მუხლებ მოკეცილი იჯდა, ზურგით ბალიშებს ეყრდნობოდა, თან ჩაფიქრებულ ანას მიშტერებოდა. როგორც შეძლო ისე აუხსნა ლუკას სურვილი ამ სახლიდან გადასვლის შესახებ, ახლა კი ვერ გაეგო რას ფიქრობდა ხუთი წუთის განმავლობაში მდუმარედ მყოფი ემბრი.
-ის მართალია. მესმის რასაც ფიქრობს, ყველა ნორმალური კაცი იგივეს გააკეთებდა. მე მომწონს ლუკა, ძალიან კარგი ადამიანია, თან სიმპატიური, მხიარული. ვფიქრობ შენი ადამიანია. ეს რასაც ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ არ არის ნორმალური, არასასიამოვნოა და ლუკას ვეთანხმები. სამი ქართველი კაცი ვიცი, ლუკა, სანი და ნიკი, სამივე განსხვავდება ჯოშისგან, ჩემი ყოფილისგან და იმ ბიჭებისგან ვისაც ვიცნობ. არ ვიცი ყველა ასეთია თუ არა, მაგრამ ის რასაც აკეთებენ, ფიქრობენ და ამბობენ, ყველაფერი მომწონს.
-ანუ წავიდე?
-უნდა წახვიდე.
-შენზე რას იტყვი?
-შენს ოთახში გადმოვალ. - მხრები აიჩეჩა მოწყენილმა.
-ქეისის არ უთხრა მიზეზი კარგი? ვეტყვი რომ მასთან ყოფნა მინდა.
-სიმართლეა, შენ ლუკასთან გინდა… შეიძლება მერე ნიკიც ვნახო მასთან ერთად.
-ნიკა ჰქვია. - თვალები აატრიალა, შემდეგ მისკენ გადაიხარა, მკლავები კისერზე მოხვია და ნიკაპი მხარზე ჩამოადო. - მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ... როდის მიდიხარ?
-ხვალ.
-მაშინ შენთან დავიძინებ. - გადასაფარებლის ქვეშ შეძვრა, თავი ბალიშზე დადო და გაოცებულ სოფის ანიშნა დაწოლილიყო. - ძალიან მომწონს ქართული კულტურა, დღეს წავიკითხე, ქალი ქალიშვილი უნდა იყოს ქორწილის ღამეს?
-ადრე იყო ასე. ძველი ხალხის მენტალიტეტია. ახლაც აქცევენ ყურადღებას ამას, მაგრამ უმეტესობა სიყვარულის გამო აღარ აკვირდება ამ ყველაფერს.
-ანუ მე რომ ქალიშვილი არ ვარ ნიკასთვის პრობლემა არ იქნება
-ნიკოლოზისთვის არა.
-და რატომ არის ასე?
-ზოგს უბრალოდ უნდა რომ მხოლოდ მას ეკუთვნოდეს საყვარელი ქალი, უნდათ რომ მარტო მასთან იყვნენ. მე ასე ვფიქრობ.
-საინტერესოა. წავიდეთ საქართველოში, ყველაფერი მაინტერესებს. ენა უნდა ვისწავლო ზამთრამდე.
-ჰო ნიკა გასწავლის. - ზურგი აქცია ანას, დაღლილობას გრძნობდა და იმ წუთებში ძილის გარდა არაფერი უნდოდა.
-გირეკავს. - დასატენად შეერთებული ტელეფონი სოფის გადააწოდა, მანაც სწრაფად უპასუხა, ყურზე დაიდო, თან თვალები დახუჭა.
-იძინებ?
-ჰო, ახლა დავწექი, შენ რას შვრები?
-ბარში მივდივარ, ნიკა და კიდევ რამდენიმე მეგობარი მელოდება.
-ამდენი ენერგია როგორ გაქვს? მე არაფრის თავი არ მაქვს ახლა. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, მერე ლუკას ჩაცინება შემოესმა და თვითონაც ქვედა ტუჩზე იკბინა.
-არადა ვიფიქრე წამოვათქო.
-შიშველი ქალები თუ იქნებიან დამირეკე და წამოვალ.
-მეგონა კაცები მოგწონდა.
-ოო ლუკა, კარგი რა. - ხმა შეცვლილმა სიტყვებს უცნაური ხმები მიაყოლა, თან ბალიშზე უკეთ მოათავსა თავი.
-ნუ მეკრუსუნები. მიდი ადექი ჩაიცვი, მოვალ მალე, ჯერ ბარში წავალთ, მერე ჩემთან წამოხვალ.
-ძილს ვაპირებ უკვე ლუკა და ნუ მომიშლი ახლა ნერვებს თორემ საერთოდ არ გადმოვალ შენთან.
-კარგი. - სიტყვის თქმის თანავე გაწყვიტა ზარი. გაოცებულმა დახედა სოფიმ ტელეფონს, შემდეგ გაურკვევლობაში მყოფ ანას მიაჩერდა, ტელეფონი საწოლზე მოისროლა, სახე კი ბალიშში ჩარგო.
-რა თქვა?
-ვაწყენინე მგონი, ან გავაბრაზე.
-რა უნდა?
-ჩაიცვი, ბარში წავიდეთ ჩემს მეგობრებს გაგაცნობო.
-დებილი ხარ. - თვალები აატრიალა ანამ, თვითონ წამოდგა ფეხზე, ანას კარადა გამოაღო და საკიდზე დაკიდებული კაბები შეათვალიერა.
-რას აკეთებ? - დაეჭვებული აკვირდებოდა მის მოძრაობებს, ემბრი კი ჯიუტად დუმდა. ბოლოს ლურჯი, მოკლე კაბა გამოუღო, ფეხსაცმელიც იქვე დაულაგა და ისევ საწოლში შეწვა.
-ადექი ჩაიცვი.
-ვიძინებ. - დაბღვერილმა აქცია ზურგი, გადასაფარებელი გადაიფარა, თან კედელზე მიხატულ ხაზებს დააკვირდა. აღარაფერი უთქვამს ანას, გაღიმებული მიშტერებოდა ჭერს და ზუსტად იცოდა რამდენიმე წუთში კარზე ზარი დარეკავდა. მისაღებში მდგომ დივანზე ერთმანეთზე მიხუტებული წყვილი იწვნენ, კომედიურ ფილმს უყურებდნენ და ქეისის კისკისი ოთახშიც კი ესმოდათ საწოლზე მწოლებს. ამ სახლის ყველაზე დიდი მინუსი თხელი კედლების არსებობა იყო, ყველა ოთახიდან ისმოდა ხმამაღალი საუბარი, მუსიკა, კინოს და კიდევ სხვაგვარი ხმები. მიუხედავად იმისა რომ ყველა იქ მაცხროვებელი ძალიან უყვარდა მაინც უნდოდა იქიდან წასვლა, სიმშვიდე და სიმყუდროვე სურდა გარკვეული დოზით. სიმშვიდე რომელიც მერე მის ხასიათზე დადებითად მოქმედებდა. ახლა კი ერთმანეთის მოსიყვარულებაში გართული წყვილის წყალობით ღამეც ვეღარ ეძინა წესირად, სოფისი ოდნავ შურდა კიდეც იმის გამო რომ იქაურობას ტოვებდა.
მალე გაისმა კიდეც ზარი რომელსაც რამდენიმე წუთი იყო ელოდა. სოფი წამსვე წამოჯდა საწოლზე, ყური დაუგდო მისაღებიდან შემომავალ ხმებს, შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და გულიც წამსვე აუჩქარდა.
-სოფი ის არის აქ. - დაუკაკუნებლად შეყო თავი ქეისიმ, თან ყურებამდე იღიმოდა.
-ლუკა?
-ჰო, შემოვიდეს თუ გამოხვალ.
-შემოვიდეს. - დაბნეულმა გასცა პასუხი, ფეხზე წამომდგარმა ანამ თვალი ჩაუკრა გაშეშებულ სოფის და ოთახი დატოვა. საწოლზე მჯდომი მოუთმენლად ელოდებოდა ლუკას შემოსვლას, ის კი არა და არ ჩანდა. ბოლოს ჯინსის შარვალში, თეთრ პერანგში და ამავე ფერის მაღალ ყელიან “ოლ სთარ”-ებში გამოწყობილი ალანია გამოჩნდა, კარი ზურგს უკან მიხურა, ცოტა ხანს კარზე მიყრდნობილი აკვირდებოდა საწოლზე მჯდომ ვარდისფერს პენუარში გამოწყობილ სოფის, მერე ნელა დაიძრა მისკენ ისე რომ თვალი არ მოუშორებია დაბნეული ქალისთვის. საწოლზე ჩამოჯდა, უკან გაწეული ხელებით რბილ ზედაპირს დაეყრდნო და მაღლა აიხედა, ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, შემდეგ გვერდზე, მუხლებით მჯდომ სოფის შეხედა.
-სოფი. - საწოლზე გასწორებულმა ხელი ჩაკიდა ადამიას, თან მის წვრილ თითებს დახედა. - სანამ ლაპარაკს დავიწყებ, კიდევ ერთხელ გკითხავ… გინდა ჩემთან ყოფნა, თუ არა… კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე.
-მინდა და ამაზე ფიქრი არ მჭირდება.
-და რატომ გინდა?
-არ ვიცი, მომწონხარ, ყველაფრით მიზიდავ, ვგრძნობ რომ შენთან ყოფნა მჭირდება, უბრალოდ მინდა შენთან ვიყო. ნებისმიერი რამის გაკეთება შემიძლია შენთან ერთად ყოფნის დროს და ნებისმიერ რამეზე ვარ წამსვლელი. მიზეზი არ მაქვს. რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ იქ სადაც შენ ხარ, სხვა ყველაფერი ქრება, ვერავის და ვერაფერს ვეღარ ვამჩნევ.
-კარგი, უბრალოდ იცოდე, ასე მუქარით აღარ დამელაპარაკო. მე შემოგთავაზე ჩემთან გადმოსვლა, იმიტო რომ არ მინდა ვიღაც გამოსი.რებულ ტიპთან ერთად იცხოვრო და უყურო როგორ დადის ტრუსიკით სამზარეულოში, ან როგორ .იმავს შენს დაქალს დივანზე. შენ თუ ამ ყველაფრის ყურება და მოსმენა მოგწონს, მაშინ დარჩი, მაგრამ ჩემთან ვერ იქნები. მე ხვეწნას არ დაგიწყებ, ვერც შენი მუქარით შემაშინებ. არაფერს გაძალებ, როგორც შემიძლია წყნარად და გასაგებად გისხნი. ასე თუ ისე იცი როგორი ცხოვრება მაქვს, აქედან გამომდინარე გეცოდინება როგორ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა, თუ ჩემთან გინდა, მოგიწევს იმის გაკეთება რაც საჭიროა. მეც მეზარება ახლა ბარში წასვლა, მითუმეტეს არ ვსვამ, მაგრამ მთხოვეს მივსულიყავი, წამეყვანე შენც რადგან შენი გაცნობა უნდათ, როგორც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის და ქალის. შენ კი როგორც ჩანს არ გაინტერესებს ხალხი რომელსაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია და სულ ერთნი არ არიან, არადა ასეთი ძალაინ ცოტაა. შენ რომ ჩემთვის გეთქვა მოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობო, მე კიდე დამეწყო წუწუნი მეძინება და მეზარებათქო, არ გეწყინებოდა?
-ვიცი ხო… უბრალოდ ნახევრად გათიშული ვიყავი. - დამნაშავე ბავშვივით ჩახარა თავი, ცოტა ხანს ლუკას ხელებს უყურებდა, შემდეგ ქვევიდან ახედა დამორცხვილმა. - მაპატიე.
-ბოდიში არ მჭირდება სოფი.
-მე ძალიან დაღლილი ვარ. დილიდან სახს ვალაგებდი, ფანჯრებიც კი დავწმინდე შენს ლოდინში, სამუშაოზე ერთი სწერვა გოგოა, იმან ცალკე ნერვები მომიშალა და აზროვნება მიჭირს ღამის 12 საათზე. ახლა მჭირდები, ნუ მიბრაზდები და ჩამეხუტე. - სიტუაციის განმუხტვის მიზნით კისერზე მოხვია მკლავები ალანიას, თან ლოყაზე აკოცა.
-არ გიბრაზდები, გიხსნი. - უცებ მოხვიე წელზე მკლავები, კალთაში ჩაისვა და მისი თმებისგან წამოსული სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-ყოველთვის ისე აკეთებ რომ პირველი მე გამოგიტყდე გრძნობებში. - ლუკას ყელში ცხვირჩარგულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ ძვირად ღირებულ სუნამოსთან შერეული კაცის სურნელი შეისუნთქა და ამდენი ხნის ნანატრი სურვილი ძლივს აისრულა-ყელზე მიაკრო ტუჩები, თან თითები თმებში შეუცურა, ბიუსჰალტერისგან თავისუფალი მკერდით აეკრა სხეულზე და მისი დაჭიმული მკლავებიც იგრძნო წელზე. არაფერს აკეთებდა ლუკა, აინტერესებდა კიდევ რას მოიმოქმედებდა. სიამოვნებდა, ამავდროულად ხალისობდა მის ქცევებზე და ყოველ ჯერზე უფრო აოცებდა მისი მოქმედებები. ახლაც ელოდა რა იქნებოდა შემდეგი. თმებში შეცურებული თითებით თავი უკან გადააწევინა, ყელიდან ნიკაპამდე მიმავალი გზა კოცნით გაიკვალა, შემდეგ ქვედა ტუჩზე ჩაავლო კბილები და უკან დაქაჩა. ჩუმი გმინვა აღმოხდა ალანიას, უკანალზე ჩავლებული ხელით თავისკენ მისწია, მერე კი ყველანაირი ლოდინის გარეშე თვიონ დაეწაფა ბაგეებზე. ყოველ ჯერზე როდესაც მის ტუჩებს ეხებოდა, ახალ, აქამდე განუცდელ გრძნობებს გრძნობდა. სულ სხვანაირი მუხტი მოდიოდა სოფისგან, ისეთი აქამდე არცერთი ქალისგან რომ არ ეგრძნო. ყველასგან განსხვავებული სურნელი ჰქონდა მის თმას, ისეთი არომატული ოდნავ დაბერილი ნიავიც კი გარშემო მის სურნელს აფრქვევდა, ალანიას კი სასწაულად აბრუებდა. სამყაროს მოწყვეტილი ქალის ტუჩებს მოულოდნელად მოშორდა, თმებში ნაზად ჩავლებული თითებით თავი უკან გააწევინა და დაბინდულ ლურჯ თვალებში ჩახედა.
-რამდენჯერ გითხარი ნუ მეთამაშებითქო. - სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე, სოფიმ მისკენ გასწია თავი, მაგრამ თითებით დაჭერილმა თმებმა არ გაუშვა.
-იქნებ მომწონს თამაში.
-ცეცხლს ეთამაშები. ამ თამაშში კი აუცილებლად დამარცხდები და დაიწვები. - ტუჩზე გამოსდო კბილები, შემდეგ ცხვირის წვერზე აკოცა.
-და იქნებ მინდა რომ დავიწვა. - თვალებში ჩააშტერდა ალანიას. ცოტა ხანს მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს, შემდეგ ლუკას სიცილმა დაარღვია ეს სიჩუმე.
-შენ მე გამაგიჟებ. - გვერდზე გადასვა სოფი, თვითონ კი საწოლზე გადაწვა.
-რა გაცინებს. - წარბ შეკრულმა დახედა ზევიდან ალანიას, რომელიც მომღიმარი უყურებდა ლოყებ შეფარკლულს. - ლუკა!
-შენზე მეცინება პატარა, ის გინდა რაზეც წარმოდგენა არ გაქვს… მომინდომა გოგომ ცეცხლში დაწვა. - ისევ გაიცინა, მერე ქვედა ტუჩზე იკბინა, თან ლოყაზე უჩქმიტა დაბღვერილ სოფის. იმ წუთებში უფრო მეტად გავდა ბავშვს, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ გონება დაბინდულ ქალს.
-შემეშვი საერთოდ. - თავი საპირისპირო მხარეს გაატრიალა, ლუკა კი ისევ განაგრძობდა მის ნერვებზე თამაშს.
-პატარაა… - ნიკაპზე მოკიდა თითები, შეეცადა სახე შემოეტრიალებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - კარგი ვხუმრობ, შემომხედე. - შიშველ მუხლზე დაადო ხელი, ოდნავ ზევით აუცურა, შემდეგ ისევ დაბლა ჩამოვიდა. - ნიკამ მთხოვა ანა მიმეყვანა.
-რა? - როგორც კი ლუკას სიტყვები მისწვდა მის სმენას წამსვე გადაიტანა მზერა და ყურადღება ფეხზე მოძრავი ხელიდან ალანიაზე. ყველა ემოცია რაც კი აქამდე ეწერა სახეზე წამებში გამქრალიყო, სერიოზული გამომეტყველებით მიშტერებოდა სოფის ბარძაყს, თითებს ნაზად დაატარებდა ზევით-ქვევით და მის ნაზ კანს თითის ბალიშებით შეიგრძნობდა. - მეღუტუნება. - ბარძაყზე მოძრავ თითებს ზევიდან დაადო ხელი, შემდეგ გვერდზე მიუწვა ლუკას, თავი ხელის გულს ჩამოადო და ისე დახედა ლუკას. - ნიკას რატომ უნდა ანას ნახვა.
-მოეწონა. - კვლავ ბარძაყზე აატარა თითები, პენუარის ქვეშ შეუცურა და წელზე მოხვია.
-მე ვიცი მაგას რაც მოეწონა…
-ნიკას ბევრი მოსწონს, უყვარს ქალები, მაგრამ დამიჯერე ასე იშვიათად მოსწონს ვინმე, იშვიათადაც არა, სულ ერთხელ მოსწონდა, ერთი მაშინ ვნახე გამოშტერებული და მეორედ ახლა ვხედავ. რომ ვხედავდე როგორც მორიგი ჩვეულებრივი გოგო ისე მოსწონს, მე არ მივცემდი ანასთან ურთიერთობის უფლებას შენს გამო, მაგრამ ასეთი დიდი ხანია არ მინახავს. - თავისკენ მისწია, ჯერ ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით, შემდეგ ცხვირის წვერზე. - ადექი, ჩაიცვი და წავიდეთ, ანა გაემზადებოდა უკვე.
-უთხარი?
-დავპატიჟე.
-მართლა მგონია რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ. - სახე გაბრწყინებული უყურებდა, მერე უცებ აკოცა ლოყაზე და საწოლიდან ადგა. - გადატრიალდი იქით და არ გამოიხედო.
-როგორც მიბრძანებ. - სწრაფად გადაბრუნდა საპირისპირო მხარეს, იქვე დადებული სოფის ტელეფონი აიღო და კოდი რამდენჯერმე აკრიფა შეცდომით, ბოლოს ჩაფიქრებული უყურებდა ციფრებს, ერთი შანსი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიას პაროლი. ბოლოს ისევ სოფიმ უკარნახა, ისიც კოდის მოხსნის თანავე სურათებში შევიდა.
-საიდან იცოდი დივანზე რომ დავინახე ქეისი და ჯოში სექსის დროს. - როგორც კი კაბა გადაიცვა მაშინვე ჰკითხა, სარკეში საკუთარი თავი შათვალიერა, მერე მისკენ გადმობრუნებულ ლუკას შეხედა. თვალები სულ მთლად ჩასწითლებოდა და ბრაზისგან თავს ვერ აბამდა სიტყვის სათქმელად.
-რა ქენი? - სიმწრით ჩაიცინა, უარესად დააბნია სოფი, მისი ნათქვამის წარმოდგენისას სისხლი თავის ზედა ნაწილს აწვებოდა და ძლივს ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას.
-შენ ხომ თქვი… დაივიწყე. - სწრაფად აქცია ზურგი ლუკას, წამსვე ინანა დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები, გულში ლოცულობდა რომ ლუკას ეს ყველაფერი უბრალოდ გაეტარებინა და სიტყვა არ ეთქვა ამ ამბავთან დაკავშირებდი.
-ფუ ამის დედა ვატირე. - ჩუმად ჩაილაპარაკა, თან თავი ძლივს შეიკავა რამე შუშისგან შექმნილი ნივთი კედლისკენ არ გაექანებინა. ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, აქეთ-იქით დადიოდა, ბოლთას სცემდა საძინებელს. წყნარად მდგომი სოფისკენ აპარებდა თვალს, ნერვები უარესად ეშლებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ, ან რითი დამშვიდებულიყო. ბოლოს წინ მდგომი ლამაზად გამოპრანჭული სოფი შეათვალიერა, თავიდან ბოლომდე ჩააყოლა თვალი, მაგრამ მიუხედავად მისი სილამაზისა ხმას მაინც არ იღბდა ალანია.
-თუ არ მოგწონს გამოვიცვლი. - დაბნეული უთვალიერებდა სახეს, ერთ ადგილზე გაშეშბული იდგა, თანს ლუკას ფიქრების გაგებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
-ჯანდაბა. - ხმამაღლა ამოიოხრა, წამებში ააკრა სოფი მის ზურგს უკან მდგომ კედელს და ტუჩებზე მშიერი მგელივით დაეტაკა. - ძალიან ლამაზი ხარ. - მის ტუჩებთან დაიჩურჩულა, უკანალზე ძლიერად მოუჭირა თითები და ტანზე აიკრა, თან ყელში მიაკრო სველი ტუჩები, ჩუმი კვნესა რომ წასკდა ქალს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, ბოლოს კი ისევ მის ტკბილ ბაგეებს დაუბრუნდა.
-გთხოვ თავი შეიკავე. - როგორც კი მოშორდა მაშინვე მავედრებელი მზერით მიაჩერდა. ხელი ჩაკიდა წამებში სახე შეცვლილს, მერე თვითონ აკოცა ტუჩებზე და ანთებულ მწვანე თვალებში ჩააშტერდა პასუხის მოლოდინში.
-ხვალისთვის რამე გამოსაცვლელი წამოიღე.
-ხვალ ხომ მომიყვან? - კარადიდან პატარა ზურგჩანთა აიღო, ყველაფერი ჩაალაგა რაც დილით დასჭირდებოდა, ბოლოს ჩაფიქრებულ ლუკას მიაჩერდა პასუხის მოლოდინში.
-ჰო მოგიყვან, ჩაალაგებ რაც დაგჭირდება, მერე სამუშაოზე წაგიყვან და იმ ყველაფერს მეისონი წაიღებს სახლში.
-მეისონი ვინ არის?
-ჩემი მძღოლი. - საძინებლის კარი გაუღო წარბ შეკრულს და თვითონაც უკან გაჰყვა. - ნუ მიყურებ ეგრე. მას ყველაზე მეტად ვენდობი, რომ გაიცნობ მიხვდები როგორი კეთილი და საყვარელია. - დივანზე მსხდომ ნახევრად ჩაცმულ წყვილს წამით მოავლო თვალი, მაგრამ სანამ გაბრაზებას მოასწრებდა სოფის თითები იგრძნო მტევანზე, ზევიდან დახედა მომღიმარ ქალს და მის ზღვისფერ ლურჯ თვალებში ჩაიძირა.
-მე მზად ვარ. - საძინებლიდან მყარი ნაბიჯებით გამოსულმა ერთად მდგომი წყვილი შეათალიერა და ყურებამდე გაეღიმა.
-რა? - თვალები აატრიალა სოფიმ, ლუკას ხელი გაუშვა და მოხდენილი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ.
-ერთად კარგად გამოიყურებით… ეს კაცი შენთვის არის შექმნილი. - ბოლოს სოფის გასაგონად ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც არ გამორჩენია ლუკას სმენას მისი სიტყვები, ოდნავ გაიღიმა კიდეც შეუმჩნევლად, ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს დაემშვიდობა და ბინა გოგოებთან ერთად დატოვა. - მადლობა რომ სახლიდან გამომიყვანე.
-პრობლემა არ არის. - თვალი ჩაუკრა ანას, საჭესთან მოთავსდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
-ანა ქართულის სწავლას აპირებს.
-საინტერესოა.
-სოფის დედამ მასწავლა რამდენიმე სიტყვა… მე ახლა ვილაპარაკებდი, რომ არა ჩემი ექს ბოიფრენდი. - დამნაშავე გამოეტყველებით შეხედა წინ მჯდომ სოფის.
-ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, არ იცი შენ ეგ? - მომღიმარი შეტრიალდა დაქალისკენ, რომელიც ნათქვამის გააზრებას ცდილობდა.
-არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა. - მაგრამ იდეა მომწონს.
-გაუთიშე და მიწერე რომ არ მცალია ახლა და ხვალ დამირეკოს. - სოფის გადააწოდა ამღერებული ტელეფონი როცა გვერდზე ამომდგარი პოლიციის მანქანა შენიშნა სარკიდან. დაბნეულმა გაწყვუტა ქეთის ზარი, შემდეგ მოკლე ტექსტი გაუგზავნა, თან გულები მიაყოლა.
-ამბობს რომ მნიშველოვანი საქმე აქვს და ხვალ აუცილებლად დაელაპარაკო.
-კარგიო მიწერე. - თავიც დაუქნია თანხმობის ნიშნად, შემდეგ კი მთელი გზა ერთმანეთსი მოსაუბრე ქალებს უსმენდა, ხანდახან აჰყვებოდა კიდეც, ან იცინოდა მათ მონაყოლ ისტორიებზე. ბოლოს ერთ “ლაქშერ” ბართან გააჩერა მანქანა, იქვე მდგომ კაცს გასაღები მისცა, სოფის წელზე მოხვია ხელი და შიგნით ისე შევიდა. მალე დაინახა კუთხეში მსხდომი მეგობრები, მის გასაკვირად ჟღალი არიაც იჯდა ჯეიკობის გვერდზე. ლუკას დანახვისას ტრადიციულად ფეხზე წამოხტა ბელა, მონატრებულ მეგობარს კისერზე მოხვია ხელები და დიდი ტუჩები ლოყაზე მიაკრო, ისე რომ სოფი არც კი შეუმჩნევია, ადამიას კი წამსვე შუბლზე აუვიდა წარბები, გოგო მთლიანად შეათალიერად და ცოტა იეჭვიანა კიდეც.
-მომენატრე.
-მეც პატარა. - შუბლზე აკოცა, მერე ყველას მიესალმა ხელის ჩამორთმევით და ისევ სოფის გვერდძე დადგა, ყველას გააცნო მისი თავი, ანაც წარუდგინა ინტერეთით მომზირალ მეგობრებს, ბოლოს კი თავისუფალ ადგილზე მოთავსდა.
-ანა, რას დალევ, საყვარელო. - ჭინკებ ათამაშებული თვლაებით უყურებდა ნიკოლოზი სოფის გვერდზე მჯდომ ქალს, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და გათამამებული ყურებამდე უღიმოდა ქალს, ის კი მის საუბარზე ხალისობდა.
-კოქტეილს.
-როგორც მეტყვი. - მაგიდაზე არსებულ ღილაკს დააჭირა და მიმტანიც წამებში გაჩნდა მათთან, შეკვეთა მისცა ყველასთვის, ბოლოს ისევ ანასთან საუბარს მიუბრუნდა.
-ანუ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეთ. - განაწყენებული მისჩერებოდა ლუკას, ის კი ყველაფრის მიუხედავად მაინც უღიმოდა ბავშვობის მეგობარს.
-ჰო, ასე გამოდის.
-და აქამდე არაფერი მითხარი.
-დღეს გადავწყვიტეთ ბელ.
-მერე რა, სოფიზე მაინც უნდა გეთქვა.
-მე ვიცოდი. - ამაყად გამოაცხადა ბელას გვერდზე მჯდომმა ბექაურმა, მის შეკრულ წარბებზე კი გულიანად გაეცინა. უყვარდა როცა აბრაზებდა, არც ერთ შანსს ტოვებდა, ლუკა კი ამ ორზე ხალისობდა.
მიუხედავად იმისა რომ თავიდან უხერხულად გრძნობდნენ თავს, სიტუაციის განმუხტვა მაინც მოახერხეს. მალე ანას გვერდზე გადაჯდა ნიკოლოზი. არავის გამოჰპარვია მისი ინტერესი ამ შვგვრემანი გოგოს მიმართ.
-იცი ამერიკელი შავგვრემანი იშვიათად მხვდება. - გაშლილი შავი თმა თითზე დაიხვია ანასთან ძალიან ახლოს მჯდომმა.
-დედა მყავს კუბადან, მამაჩემი ქერაა. - მომღიმარმა მოსვა სასმელი, ნიკა კი მთლიან სახეს უთვალიერებდა, მაგრამ თვალები მაინც მკერდისკენ გაურბოდა.
-ამის შემდეგ ასეთი ყელით კაბა აღარ ჩაიცვა. - ბოლოს ამოიოხრა და თავი უკან გადააგდო.
-რატომ? მე მომწონს. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, მაშინვე მიიქცია კაცის ყურადღება და მის მზერაზე სიცილი ვერ შეიკავა, ლამის სახეში შეასხა სასმელი წარბ აწეულ ნიკას.
-მეც მომწონს და მაგიტომ გეუბნები, მინდა სახეზე გიყურო, მაგრამ ისე გამომწვევად გაცვია… შენ აქ გაიზარდე? - დაეჭვებულმა შეათვალიერა თავისთვის მომღიმარი ანა. ბავშვობიდან უამრავ გოგოსთან ჰქონია ურთიერთობა, ყველა ამერიკელი გოგოს ქცევა ზეპირად იცოდა, ისიც იცოდა რაზე ეცინებოდათ, ან რაიმე სიტყვის დროს რა პასუხს გასცემდნენ. ის კი წყნარად, უდარდელად იჯდა და აქეთ დასცინოდა, უკვე ნერვებზეც კი მოქმედებდა მისი ასეთი ქცევა.
-აქ დავიბადე და აქ გავიზარდე კი, რატომ მეკითხები?
-დაივიწყე… იცეკვებთ ჩემთან ერთად მემ? - ფეხზე წამომდგარმა ხელი გაუწოდა. სიცილით გააქნია თავი ანამ, შემდეგ თავისი თითები შეაგება გამოწვდილ ხელს და ფეხზე წამოდგა.
-მახსოვს დაღლილი იყავი. - ყურში ჩასჩურჩულა არიასთან მოლაპარაკე სოფის, მერე ყბის ძვალზე აკოცა.
-ახლა საწოლის გარდა არაფერი მინდა, მაგრამ ის უფრო არ მინდა შენს მეგობრებს უჟმური, სწერვა გოგო ვეგონო. თან შენ ყურადღებას აღარ მაქცევ, შენს დაქალს ელაპარაკები და ისე ხომ არ ვიჯდები. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, არადა უკვე ეჭვიანობის პიკს აღწევდა. მისვლის თანავე არ გაჩერებულა ბელა, სულ რაღაცას უყვებოდა ლუკას და ისიც იძულებული იყო მოესმინა, მაგრამ სოფის თითებს ჩაბღაუჭებოდა და ცერით ხელის ზურგზე ეფერებოდა. ახლა კი გაკვირვებული უყურებდა ქალს, რომელსაც უკვე მოესწრო ჟღალთან ლაპარაკის დაწყება სხვა თემაზე.
-ეჭვიანობ? - სიცილ ნარევ ხმას გაკვირვება და კმაყოფილება შერეოდა, მაგრამ სოფის ყურადღება არ მიუქცევია, კვლავ საუბრობდა და თავის აზრს გამოხატავდა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით. - კარგი, მერე ვილაპარაკოთ. - ლოყაზე აკოცა გამხიარულებულმა, შემდეგ ჯეიკობს გადასწვდა და განვლილი ამბები გამოჰკითხა.

-ამომეწურა ფხიზლად ყოფნის უნარი და ახლა სახლში თუ არ წამიყვან აქ დამეძინება. - ნახევარი საათის შემდეგ ჩუმად უთხრა ლუკას. შეეძლო იქვე ჩაერგო სახე კაცის ყელში, თვალები დაეხუჭა და მის სურნელში გაბრუებულს მშვიდად დაეძინა ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად. - გპირდები შაბათ-კვირას მე წამოგიყვან ბარში და იქამდე გეცეკვები სანამ არ მეტყვი დავიღალეო, მაგრამ ახლა მართლა ვეღარ ვძლებ და წამიყვანე გთხოვ. - ლუკას ყურთან ჩურჩულებდა, მერე ლოყაზე აკოცა და ჩაწითლებული თვალები შეანათა.
-კარგი. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ მათკენ მიმართულ თვალებს მოავლო მზერა. - ჩვენ მივდივართ, ეს კვირა დატვირთული მაქვს, ვერ მოვახერხებ მოსვლას, მაგრამ კვირის ბოლოს ჩემი გამარჯვება ავღნიშნოთ ერთად.
-ამ დღეებში შემოგივლი. - ლოყაზე აკოცა ლუკას, სოფის კი თბილად გაუღიმა. - იმედია არ შეგაწუხებთ.
-შეგიძლია მაშინ მოხვიდე როცა გინდა. - თვალი ჩაუკრა მეგობარს, თავზე გადაუსვა ხელი, შემდეგ მოცეკვავე ჯეიკობს და არის დაემშვიდობა, მერე კი ნიკოლოზთან მოსაუბრე სოფის მიუახლოვდა, წელზე მოხვია ხელი და ძმაკაცის გაბრწყინებულ თვალებს მომღიმარი დააკვირდა.
-ჩემი დაქალი სახლში მიიყვანე!
-იქ მივიყვან სადაც მოინდომეს ქალბატონო, არ ინევიულო. - სიცილით უჩქმიტა ლოყაზე, ანამ კი თვლაები აატრიალა.
-მიყვარხარ, თუ რამეა დამირეკე. - მკლავები მოხვია ანას, თან ლოყაზე აკოცა.
-მეც, მერე ვილაპარაკოთ.
-ჭკვიანად. - თვალებში უყურებდა ნიკოლოზს მომღიმარი ალანია. ისიც თავის ქნებით დაეთანმა, თან თვალი ჩაუკრა.
-წავედით. - ქვევიდან ახელა ლუკას, ხმის ამოუღებლად დაიძრნენ გასასვლელისკენ, შემდეგ მანქანაში მოთავსდნენ, იქაურობას წამებში მოსწყდნენ და სახლამდე ჩუმად იმგზავრეს. ისედაც არ იყო დიდი მანძილი, მანქანა მიწის ქვეშა ავტომობილების სადგომზე გააჩერა, უკანა სავარძლიდან სოფის პატარა ზურგჩანთა აიღო, ხელი ჩაკიდა დაღლილ ქალს და ლიფტისკენ დაიძრა. - ანუ სტარბაქსი ახლოს გვაქვს, ახლა ვხვდები მაშინ იქ რატომ იყავი.
-სხვათაშორის წლებია მანქანიდან არ გადავდივარ ყავის საყიდლად. - ლიფტში სესულმა თავისი სართულის კოდი აკრიფა, მერე ისევ სოფის შეხედა. - არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ დღეს მომინდა შევსულიყავი და ჩემით მეყიდა ყავა, მაგრამ ერთმა გოგომ ზედ გადამასხა ნახევარი ჭიქა, ამიტომ იძულებული გავხდი ისევ სხვისთვის დამევალებინა ყავის მოტანა.
-მაგ დღეს გასაუბრებაზე ვიყავი, მერე ანას შევხვდი… ისე შევამჩნიე არიასთან არ გილაპარაკია.
-ეგ გოგო სულ ერთხელ მყავს ნანახი, მაშინაც წყნარად იყო, ან ჯეიკობს ელაპარაკებოდა…
-ნუ რას დაელაპარაკებოდი, ბელასთან საუბარში იყავი გართული. - თვალები აატრიალა გახსენებისას. ლუკამ გაოცებულმა დახედა ზევიდან, მერე სწრაფად დადგა მის წინ, გელედს ააკრა, ცალი ხელი კი მისი თავის გასწვრივ მოათავსა.
-სერიოზულად მეუბნები მაგას? - თვალებ გაბწტყინებული უყურებდა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და სიცილს ძლივს იკავებდა. - ვისზე ეჭვიანობ გოგო, ბელაზე? - ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და ხმით გაიცინა. - გამაგიჟებ მალე. - ლოყებზე მოკიდა ხელები და ტუჩებზე აკოცა. - ჩემი ბავშვობის მეგობარია.
-მომშორდი! საერთოდ არ არის სასაცილო… რას იზამდი მე რომ სანდროსთან მელაპარაკა ერთი საათი და შენთვის ყურადღება არ მომექცია.
-ეგ რა შუაშია ახლა?
-აი მეც ეგრე გავაკეთებ და მიხვდები მერე რას ვგრძნობ მე.
-ვაიი... შენ გგონია უფლებას მოგცემ სხვას ელაპარაკო და მე ყურადღება არ მომაქციო?
-ნერვებს მიშლი უკვე. - წარბ შეკრული უყურებდა მომღიმარ ალანიას, ვერც მისი მკლავებიდან თავისუფლდებოდა და ვერც ემოციების კონტროლს ახერხებდა. - რით ვეღარ ავიდა ეს ლიფტი.
-მაღლა ვართ. - მხრები აიჩეჩ, თან ტუჩებზე გადაატარა თითები. - შეგეძლო საცეკვაოდ დაგეპატიჟე და მეც დამიხსნიდი ბელასგან.
-მეწყინა უბრალოდ.
-რა გეწყინა გოგო. - გაკვირვებულმა ჩახედა ლურჯ სფეროებში.
-მე შენი ყურადღება მჭირდება და არ მინდა ჩემზე მეტი ყურადღება სხვას დაუთმო.
-როგორი ეგოისტი ხარ. - სიცილით გააქნია თავი, მერე ლიფტიც გაჩერდა, კარი გაიღო და სახლში შესვლის თანავე დიდ ოთახში ამოყვეს თავი. წამსვე მიიქცია ფანჯარაში გამოჩენილმა განათებული მანჰეტენის ხედმა, არაფრისთვის შეუხედავს ისე დაიწყო დიდი შუშებისკენ სვლა, ლუკამ დივანზე დადო ჩანთა, შემდეგ ზრუგით მდგომ სოფის მიუახლოვდა, გვერდზე ამოუდგა და მის განათებულ სახეს დააკვირდა, შემდეგ ლურჯ თვალებს, დანახულისგან სულ რომ უკაშკაშებდა. - წამოდი, დაიძინე და სახლი ხვალ დაათვალიერე.
-იცი ხედები ჩემი სუსტი წერტილია. ჩიკაგოში არის ერთი ადგილი, მთაზე სახლებია, იქიდან კი ყველაფერი ჩანს. თუ გაღიზიანებული ვარ, გაბრზებული, ნაწყენი ან რამე პრობლემა მაქვს ქალაქის ხედი მამშვიდებს.
-გაგიმართლა, ოთახშიც გვაქვს ასეთი ხედი და აბაზანაშიც. თუ გაგაბრზაებ ადვილად დამშვიდდები. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, მერე მუცელზე მოხვია ხელი და მხარზე აკოცა. - წამოდი. - დივნიდან ჩანთა აიღო, ხელი ჩაკიდა სოფის და საძინებელისკენ დაიძრა. - ეს ჩემი საძინებელია, თუ გინდა სხვას განახებ და იქ დაიძინე, ოთახები ბევრია.
-არ მინდა. - ოდნავ გაუღიმა ლუკას, შემდეგ იქაურობა მოათვალიერა. წესიერად ვერაფერს აღიქვამდა, ერთადერთი რაც სურდა იმ დროს, შუაში მდოგომ დიდ საწოლში ჩაწოლა და ბალიშის შეგრძნება იყო. ფეხსაცმელი იქვე დაალაგა, ჩანთიდან პენუარი ამოიღო, ზურგს უკან მდგომი ლუკა არც კი შეიმჩნია ისე კაიხადა კაბა, თხელი ნაჭერი გადაიცვა და საწოლში შეწვა. მისი მზერა კანს უწვამდა, მაგრამ ესეც კი სასწაულად სიამოვნებდა. ელოდა როდის მიუწვებოდა გვერდზე ოთახში მოსიარულე ალანია, დაინახა როგორ შევიდა სხვა კარში, რომელიც სააბაზანოს კარად ჩათვალა, შემდეგ კი ისე მალე ჩაეძინა მისი დანამული კანის ნახვა ვეღარ მოასწრო. სრული ქაოსი ჰქონდა გონებაში, რომელიც სხეულის ყველა უჯრედს ედებოდა. სახე გრილი წყლისთვის შეეშვირა, მაგრამ აჩქარებულ გულს ვერაფრით ამშვიდებდა. გონებას ურევდა სოფის ყველა ქცევა, ახლაც იცოდა თავის საწოლში მძინარე იწვა ნახევრად შიშველი სხეულით და წარმოდგენა არ ჰქონდა მის გვერდით როგორ დაიძინებდა. იცოდა უკვე ეძინა, მაგრამ გასვლას მაინც არ ჩქარობდა. ბოლოს წელზე პირსახოც შემოხვეული გავიდა საძინებელში, იქიდან პატარა ოთახში გადაინაცვლა, სადაც მრავალფეროვან ტანსაცმელს ინახავდა. საცვალთან ერთად ატლასის შორტიც ამოიცვა, თმა ფირსახოცით შეიშრო, შემდეგ ისევ საძინებელში დაბრუნდა და საწოლზე ფრთხილად მოთავსდა. მძინარე სოფისკენ გადატრიალდა, ვალიშისთვის რომ მოეხვია ხელები და მშვიდად ფშვინავდა. ფრთხილად გადაუწია თმა სახიდან, თავზე გადუასვა ხელი, შემდეგ შებლზე აკოცა, ცხირი მის თმასთან მოათავსა და თვალები დახუჭა.
***
ერთმანეთზე მიკრული წყვილი ნაზად არხევდა ტანს წყნარ მელოდიაზე. ბარი თითქმის დაცლილიყო, რამდენიმე ადამიანი თუ იყო ისევ შემორჩენილი. კვირის ამ დღეებში ისედაც არ იყო ხალხმრავლობა, ახლა კი ერთი-ორი თუ დაჯდებოდა ბართან და დამღლელ ფიქრებს ჩაახშობდა.
-წავიდეთ. - ყურში ჩასჩურჩულა ანამ, ნიკოლოზმა სწრაფად გასწია თავი უკან და გაოცებულმა ჩახედა თვალებში ქალს.
-სად?
-სახლში წამიყვანე ნიკ. - თავი ოდნავ გააქნია მომღიმარმა.
-სახლში არ მინდა, გასეირნებაზე რას იტყვი?
-სად?
-ნახავ. - თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა, არაფერს დალოდებია ისე მოჰკიდა ხელი ანას, გასასვლელისკენ დაიძრა, შემდეგ მანქანაში მოთავსდა ემბრისთან ერთად და გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სვლა.
*****************
გუშინ ერთ-ერთ მკითხველს ვუთხარი სამ საათზე ავებთქო, მაგრამ ახლა სამი კიარა ექვსია მგონი დროები ამერია აშკარად.
შეცდომებისთვის ბოდიშით, მართლა არ შემიძლია ახლა რედაქტირება ან გადახედვა, თვალები მიჭრელდება კითხვის დროს. ნახევრამდე მაინც გადავხედე.
და კიდევ, მკითხველებო რომლებიც ფეისბუქიდან მიწერთ კომენტარს, მადლობას გიხდით შეფასებისთვის, უბრალოდ მანდ ვერ გოასუხობთ.



№1  offline წევრი ნანა73

მსიამოვნებს შენი წაკითხვა, ძალიან! kissing_closed_eyes
ოღონ "სახში" არა რააააა kissing_heart
❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი დარინა

აი ძალინ საყვარლები არიან ნიკოლოზი და ანაა რომ იტყვი ფერიფერსაო ისეა რააა, მართლა განსხვავებული მუხტი მოდის და ეს ძალიან მომწონს, ანასი მესმის მასაც მოუნდა იმ ხმაურისგან გაქცევა და სიმშვიდეში ყოფნააა ხოდა ნიკოლოზი მგონია რომ მალე წააპორწიალებს იმ სახლიდან :დდდდ აი ნიკოლოზის მკერდის სიყვარულზე სულ ვხალისობ კი გააგიჟებს ანა ამ ჩვენს ნიკუშას,
სოფის როგორი ეჭვიანობა ცოდნია კი ყოფილა ეგოისტი და ვაჟბატონიც კარგად ხალისობს, იმდონეზე მათბობს სოფის და ლუკას წყვილი აი არ მყოფნის რაც არ უნდა დიდი თავები დადოო, წინ ბევრი ამბები ელით და მგონია რომ ერთად ყველაფერს გაუმკლავდებიან, ველოდები საქართველოში რომ ჩამოვლენ ერთად იმ მომენტს. ცოტა ლუკამაც ირჭვიანოს აწიი უფრო მიხვდებაა რომ სოფი მოსწონს კი არ შემოუყვარდათ ერთმანეთში ამ ამბებშიი.

 


№3 სტუმარი ანნ

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ????

 


№4  offline წევრი tamuna.s

რა კარგები არიან ლუკა და სოფო. ისე სამართლიანად ეწყინა სოფოს და აქ ეჭვიანობა არაფერ შუაშია, პირველად მიიყვანა სამეგობროში, მისთვის უცხო ადამიანებთან და თვითონ მთელი საღამო ბელას ეჭორავებოდა. ნიკას რა საყვარელია :დ

 


№5  offline წევრი ცირა♡

კომენტარს მერამდენედ ვერ ვწერ და რა მოსდის ნეტააა. ძალიან ძალიან კარგია. და ძალიან კარგად წერ.

 


№6  offline მოდერი painter1

ნანა73
მსიამოვნებს შენი წაკითხვა, ძალიან! kissing_closed_eyes
ოღონ "სახში" არა რააააა kissing_heart
❤️❤️❤️

თავს მოვიკლავ... ეგ სად მეწერა? ^^

დარინა
აი ძალინ საყვარლები არიან ნიკოლოზი და ანაა რომ იტყვი ფერიფერსაო ისეა რააა, მართლა განსხვავებული მუხტი მოდის და ეს ძალიან მომწონს, ანასი მესმის მასაც მოუნდა იმ ხმაურისგან გაქცევა და სიმშვიდეში ყოფნააა ხოდა ნიკოლოზი მგონია რომ მალე წააპორწიალებს იმ სახლიდან :დდდდ აი ნიკოლოზის მკერდის სიყვარულზე სულ ვხალისობ კი გააგიჟებს ანა ამ ჩვენს ნიკუშას,
სოფის როგორი ეჭვიანობა ცოდნია კი ყოფილა ეგოისტი და ვაჟბატონიც კარგად ხალისობს, იმდონეზე მათბობს სოფის და ლუკას წყვილი აი არ მყოფნის რაც არ უნდა დიდი თავები დადოო, წინ ბევრი ამბები ელით და მგონია რომ ერთად ყველაფერს გაუმკლავდებიან, ველოდები საქართველოში რომ ჩამოვლენ ერთად იმ მომენტს. ცოტა ლუკამაც ირჭვიანოს აწიი უფრო მიხვდებაა რომ სოფი მოსწონს კი არ შემოუყვარდათ ერთმანეთში ამ ამბებშიი.

ოჰ, გამოუშნდა ახლა მეორე წყვილი და მიტოვებს პირველა.
ხომ ვიცი ხოტახანში იტყვი, “აი ლუკა ხომ მომწონს მაგრამ ნიკა უფრო მომეწონა”-ს. :დდ
ვფიქრობ ჯერ კიდევ დიდი დროა საქართველოში ჩასვლამდე, ჯერ მინდა ერთმანეთი გაგიჟებით შევაყვარო, რომ მერე რა იქნება ვნახავთ❤️❤️

ანნ
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ????

ანნ❤️❤️

tamuna.s
რა კარგები არიან ლუკა და სოფო. ისე სამართლიანად ეწყინა სოფოს და აქ ეჭვიანობა არაფერ შუაშია, პირველად მიიყვანა სამეგობროში, მისთვის უცხო ადამიანებთან და თვითონ მთელი საღამო ბელას ეჭორავებოდა. ნიკას რა საყვარელია :დ

ჰო, ეს კიდევ რბილად ეუბნებოდა ჭორაობდიო. ნუ ალბათ იმიტომ რომ ნახევრად გათიშული იყო და დაეზარა ბევრი ლაპარაკი. :დ ^^❤️

ცირა♡
კომენტარს მერამდენედ ვერ ვწერ და რა მოსდის ნეტააა. ძალიან ძალიან კარგია. და ძალიან კარგად წერ.

მადლობაა... იცის ხოლმე ასე გაჭედვა ^^

 


№7  offline წევრი დარინა

აუ მგონი ამ ისტორიაში არ ვიტყვიი მაგას ლუკა მიყვარს ჯერ და მერე ნიკოლოზი მომწონს :დდდდდ წყვილიც ეგრე რააა, უბრალოდ ისინი მგონი უფრო შუსტრები აღმოჩნდებიან სოფიზე და ლუკაზეე შეიძლება ბავშვიც გააკეთონ :დდდდ

 


№8  offline მოდერი painter1

დარინა
აუ მგონი ამ ისტორიაში არ ვიტყვიი მაგას ლუკა მიყვარს ჯერ და მერე ნიკოლოზი მომწონს :დდდდდ წყვილიც ეგრე რააა, უბრალოდ ისინი მგონი უფრო შუსტრები აღმოჩნდებიან სოფიზე და ლუკაზეე შეიძლება ბავშვიც გააკეთონ :დდდდ

ბავშვის გაკეთების საკითხში შეიძლება კი აჯობონ იმათ. გამიხარდება თუ ასე დაეჩება ეს თემა :დდ

 


№9 სტუმარი ტაისა

ამ ისტორიაში მემგონი ლუკასა და სოფის წყცილზე მეტად ნიკა-ანა მაინტერესებს, არადა ლუკა და სოფიც მომწონს ❤

მართლა ძალიან კარგი გოგო ხარ და სასიამოვნო განწყობაზე მაყენებს ❤
გელოდები

 


№10 სტუმარი სტუმარი ლილია

მგონია რომ ძალიან სექსისტური თავი გამოგივიდა არადა კარგად მიდიოდა ეს ისტორია, ჩემი აზრით არასწორი საქციელია როდესაც ადამიანი დაღლილი თავის პირად სივრცეშია მიუვარდე, შტურმით აიღო და ულტიმატუმები წაუყენო გაცნობიდან 2 წამის შემდეგ))რეალობაში მგონია რომ არცერთი გოგო მოითმენს ამას, დაფიქრდი და მიხვდები რასაც ვგულისხმობ:) წარმატებები!

 


№11  offline მოდერი painter1

ტაისა
ამ ისტორიაში მემგონი ლუკასა და სოფის წყცილზე მეტად ნიკა-ანა მაინტერესებს, არადა ლუკა და სოფიც მომწონს ❤

მართლა ძალიან კარგი გოგო ხარ და სასიამოვნო განწყობაზე მაყენებს ❤
გელოდები

ვეცდები მათზეც გავამახვილო ყურადღება და მხიარული, თან სასიამოვნო მომენტები შემოგთავაზოთ. ❤️❤️

სტუმარი ლილია
მგონია რომ ძალიან სექსისტური თავი გამოგივიდა არადა კარგად მიდიოდა ეს ისტორია, ჩემი აზრით არასწორი საქციელია როდესაც ადამიანი დაღლილი თავის პირად სივრცეშია მიუვარდე, შტურმით აიღო და ულტიმატუმები წაუყენო გაცნობიდან 2 წამის შემდეგ))რეალობაში მგონია რომ არცერთი გოგო მოითმენს ამას, დაფიქრდი და მიხვდები რასაც ვგულისხმობ:) წარმატებები!

კი მაგაზე მეც ვიფიქრე და იმაზეც ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც ასე გადავწყვიტე.
არ ვიცი სად დაინახე სექსიზმი, მე პირადად არ ვფიქრობ რომ სექსისტური თავია, გააჩნია იმას თუ როგორ იგებ თვითონ სიტყვის მნიშვნელობას.
მადლობა❤️

 


№12  offline წევრი ვიპნი

ზემოთ ეწერა რომ ორი წამის გაცნობილს რეალობაში ასეთ ულტიმატუმებს არ უყენებენო თუ რაღაც ამდაგვარი,მასე არც ქართველი გოგოების 80-90%პროცენტი არ გადადის შეყვარებულთან საცხოვრებლად,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ის 10-20%ვუგულვებელყოთ. სოფის ადგილას მეც ცუდად ვიგრძნობდი ალბათ თავს ბარის სიტუაციაში,ალბათ სააბაზანოში შევიკეტებიდი და გავსკდებოდი ტირილით.:)კარგია ,რომ გულახდილები არიან.ეს ჟღალი არია რატომ იყო ასე გამოკვეთილი ??ალბათ რამეს არ მივაქციე წინა თავებში ყურადღება :(წარმატებები ჩემო კარგო ❣️

 


№13  offline მოდერი painter1

ვიპნი
ზემოთ ეწერა რომ ორი წამის გაცნობილს რეალობაში ასეთ ულტიმატუმებს არ უყენებენო თუ რაღაც ამდაგვარი,მასე არც ქართველი გოგოების 80-90%პროცენტი არ გადადის შეყვარებულთან საცხოვრებლად,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ის 10-20%ვუგულვებელყოთ. სოფის ადგილას მეც ცუდად ვიგრძნობდი ალბათ თავს ბარის სიტუაციაში,ალბათ სააბაზანოში შევიკეტებიდი და გავსკდებოდი ტირილით.:)კარგია ,რომ გულახდილები არიან.ეს ჟღალი არია რატომ იყო ასე გამოკვეთილი ??ალბათ რამეს არ მივაქციე წინა თავებში ყურადღება :(წარმატებები ჩემო კარგო ❣️

ტირილით არა, მაგრამ უყურადღებობის გამო რამდენიმე დღით იგნორს გავუკეთებდი. საერთოდ ვფიქრობ ურთიერთობაში გულახდილობა ერთ-ერთი მთავართაგანია. როცა იმაზე ვსაუბრობთ რაც არ მოგვწონს და პირდაპირ ვეუბნებით, უფრო ადვილად გვარდება, ვიდრე ჩუმად ყოფნით. მთავარია მიხვდეს და მეორედ არ გაიმეოროს დაშვებული შეცდომა. ამ შემთხვევაში ვარჩიე სოფის ესაუბრა იმაზე თუ რას არ ესიამოვნა.
არია ჩამატებული პეროსნაჟია, უბრალოდ მეგობრის ლიოვე. :დ
მადლობა❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინია

rodis dadeb axal tavs? dzalian momwons axali wyvili damaintrigebelia <3 es seksisturi tavi martla rashi gamoixata vermivxvdi magram ufroooo seksisturiiic shegidzlia :dd mikvarxar da gelodebi moutmenlad shens istoriebshi sheuzgudavi emociebi da grdznobebi momcons

 


№15  offline მოდერი painter1

სტუმარი ნინია
rodis dadeb axal tavs? dzalian momwons axali wyvili damaintrigebelia <3 es seksisturi tavi martla rashi gamoixata vermivxvdi magram ufroooo seksisturiiic shegidzlia :dd mikvarxar da gelodebi moutmenlad shens istoriebshi sheuzgudavi emociebi da grdznobebi momcons

ნინიაა, მადლობა ^^ ახალ თავს ხვალ დავდებ, დღეს გამოტოვებულ დავალებებს უნდა მივუძღვნა თავი.
არა სექსისტური ამბებისგან შორს ვარ, ჩემს ქალებს არავის დავაჩაგვრინებ ისტორიაში. ^^ ❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ანა

ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის იქნება ♥️♥️♥️

 


№17 სტუმარი სტუმარი ანა

გელოდები :)

 


№18  offline მოდერი painter1

სტუმარი ანა
ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის იქნება ♥️♥️♥️

სტუმარი ანა
გელოდები :)

ახლა დავარედაქტირებ და დავდებ ❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი თაკო

რით ვერ დარედაქტირდა :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent