შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწვდომელი (თავი-13)


30-05-2020, 00:08
ავტორი აირ ისი
ნანახია 9 396

8 8 8 8

ერეკლემ საავადმყოფოს შენობა დატოვა და პირდაპირ ავტოსადგომზე დაყენებული საკუთარი მანქანისკენ აიღო გეზი.
კლინიკაში სანდროს მოსვლის შემდეგ, ვინც ანასტასია, თავისი მანქანით წაიყვანა შინ, ერეკლემ გარკვეული დრო კაფეტერიაში დაჰყო, რათა მთელი ღამის უძილარს, მაგარი ყავა დაელია და ოდნავ მაინც მოფხიზლებულიყო.
ორმაგმა ესპრესომ, მართლაც შესაბამისად იმოქმედა ბიჭის მდგომარეობაზე. უწინდელი მოთენთილობის შეგრძნება, თითქოს მზეზე გამდნარი თოვლივით გაქრა და აშკარად ენერგიის მომატება იგრძნო.
ავტომობილამდე მიღწეულმა, ეს უკანასკნელი, გასაღებზე თითის დაჭერით გააღო. გეგმა ასეთი ჰქონდა -სახლში მივიდოდა, ცოტას დაისვენებდა, შემდეგ კი კვლავ ანასტასიას მიაკითხავდა, კლინიკაში. იცოდა, რომ ახლა მას, ერთადერთი მეგობრის მხარში დგომა ჰაერივით სჭირდებოდა, ამიტომ, თავს ვალდებულად თვლიდა გოგონას გვერდით ყოფილიყო.
ერეკლემ მანქანის კარები გამოაღო და შიგნით ჩაჯდა. სანამ ძრავას აამუშავებდა, გარემოს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო და ის-ის იყო, გასაღები უნდა გადაეტრიალებინა, რომ უეცრად, ერთ ადგილას, ფილმის კადრივით დაპაუზდა.
არ ეჩვენებოდა . . .
სწორედ ის იყო. საავადმყოფოს კარიდან, ნამდვილად ვერონიკა გამოჰყავდა ეტლით, თავის უფროს დას, ნინეს, თანაც გზაში რაღაც მხიარულზე ესაუბრებოდა.
ავტომობილის დაქოქვა მაშინვე გადაიფიქრა ერეკლემ. ახლა უკვე არ შეეძლო უბრალოდ ამდგარიყო და წასულიყო, ამიტომ, სალონიდან სწრაფად გადავიდა და პირდაპირ იქითკენ გაემართა, სადაც წამების წინ რონის მოჰკრა თვალი.
მართალია, აქამდე დისტანციას იცავდა და გოგონას ახლოს არ ეკარებოდა, თუმცა როდესაც საავადმყოფოდან გამომავალი დაინახა, ეჭვებმა შეიპყრო. შეეშინდა, რომ ვერონიკას რაღაც ცუდი სჭირდა და სწორედ არსებულ ვითარებაში გარკვევა აიძულებდა ნაბიჯები წინ გადადგმას.
ნახევარი გზა რომ გაიარა, მისი და რონის მზერა ერთმანეთს დაეჯახა. ნინემაც შეამჩნია ბიჭი, რის გამოც, სახეზე ოდნავი ნერვიულობა დაეტყო. არც ამას უმოქმედია ერეკლეს გადაწყვეტილებაზე, ვერონიკა ახლოდან ენახა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელის დაჟინებული მზერა დააფიქსირა.
როგორ მონატრებოდა საკუთარი ცოლის ახლოდან ხილვა ერეკლეს. სავარძელში მჯდომიც კი იმდენად ლამაზი ეჩვენა, სახეზე ოდნავი ღიმილი მოადგა და როგორც კი სასურველ ობიექტს ორი ნაბიჯის დაშორებამდე მიუახლოვდა, ეტლის უკან მდგომ ნინეს მიაპყრო მზერა.
-გამარჯობა, ნინე -მხიარულად მიესალმა მას, ბიჭი
-გამარჯობა, ერეკლე, როგორ ხარ? -ღიმილითვე უპასუხა გოგონამ, თან დის რეაქციას დააკვირდა. ვერონიკა სადღაც უსასრულობაში იყურებოდა და თავის წინ მდგომ პიროვნებას, თითქოს ვერც ამჩნევდა
-არა მიშავს . . . აქ რას აკეთებთ? -ახლა, ეტლში მჯდომ გოგონაზე გადაიტანა მზერა
-არაფერს, უბრალოდ, შაქრის დონე შევამოწმე სისხლში. რონის მარტო დარჩენა არ უნდოდა და გამომყვა
-მერე რა გაარკვიე?
-ყველაფერი ნორმაში მაქვს, მადლობა
ერეკლე, კვლავ სავარძელში მჯდომ გოგოს უყურებდა და ლამის ჭკუიდან გადასულიყო მისი სრული იგნორის გამო. ნუთუ სულ მცირედ გრძნობასაც ვერ აღძრავდა მასში? როდის გაცივდა ვერონიკა მისდამი ასე ძალიან? ამაზე პასუხს, ვერა და ვერ პოულობდა.
-რონი, არც კი შემომხედავ? -მთელი ტკივილი ამოაყოლა ბიჭმა ამ სიტყვებს. ქვასაც კი დაადნობდა მისი ტონი, თუმცა ის, ვისკენაც აღნიშნული სიტყვები იყო მიმართული, კვლავაც კლდესავით უძრავად იჯდა -რონი, შენ გელაპარაკები, მისმენ?
-ერეკლე, იქნებ ჯობდეს . . .
-გაჩუმდი, ნინე -მაშინვე შეაწყვეტინა მას, ბიჭმა -სანამ ხმას არ გამცემს, ჩემგან თავს ვერ დაიხსნის და მოუწევს ამას შეეგუოს
-ნინე, წავიდეთ აქედან -გადაჭრით წარმოთქვა ვერონიკამ. ერეკლესკენ კვლავაც არ იყურებოდა, რასაც, ეს უკანასკნელი საბოლოოდ გამოჰყავდა მოთმინებიდან
-არსადაც არ წახვალ! -ახლა უკვე ბიჭმა დაიჭირა კატეგორიული ტონი -ნუ ცდილობ საბოლოოდ გამაგიჟო. იმ წლების ხათრით მაინც დამინდე, რაც ერთად გვაქვს გატარებული!
ვერონიკა კვლავ გაუნძრევლად იჯდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად თვალები ჰქონდა აწყლიანებული და მთელი ძალით იბრძოდა, რათა ლოყაზე ცრემლის ჩამოვარდნა არ ეგრძნო. ნინეც არ იღებდა ხმას, თითქოს ქანდაკებად ქცეულიყო, გონება გაყინვოდა და იმასაც ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
-ისევ ჩუმად ხარ, არა? -საერთო მდუმარებაში, კვლავ ერეკლეს ხმამ გაიჟღერა -იცოდე, თუ ახლავე არ დამელაპარაკები, რაც მოხდება საკუთარ თავს დააბრალე
პასუხი კვლავაც არ ყოფილა, ერეკლეს კი უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა. აღარ შეეძლო გოგონასგან ამოდენა იგნორის ატანა. ის დროც საკმარისად ეჩვენებოდა, რაც ითმინა და რაც მარტოობაში გაატარა, ვერონიკასთან ყველანაირი კონტაქტის გარეშე. უკვე აღარ ფიქრობდა, რა შედეგები მოჰყვებოდა მის საქციელს. იმ წამს, მხოლოდ ინსტიქტები მართავდნენ და დაემორჩილა კიდეც ამ უკანასკნელის კარნახს -რონის ეტლთან სწრაფად მივარდა, იგი წამებში აიტაცა ხელში და ზურგზე გადაკიდებული, ავტოსადგომზე დაყენებული თავისი მანქანისკენ ისე წაათრია, რომ არც ნინეს ყვირილისთვის მიუქცევია ყურადღება და არც, ვერონიკას მუშტებისთვის, რომელთაც გამეტებით უშენდა ბიჭის ზურგს.
-ერეკლე, დამსვი, შენ რა სულ გააფრინე?! -ლამის კიოდა გოგონა
ბიჭი გზას ისე აგრძელებდა, თითქოს არაფერი ხდებაო. ვეღარც ნინეს ნაბიჯებს გრძნობდა ზურგს უკან, რაც აფიქრებინებდა, რომ ეს უკანასკნელი ან ვერ ეწეოდა, ან, მიმხვდარიყო ერეკლეს გადაწყვეტილების სიმტკიცეს და ჩარევას სრულიად უაზროდ თვლიდა.
-ერეკლე, ეს სასაცილო არაა, უკან დამაბრუნე -კვლავ არ ისვენებდა რონი -ნინე! ნინე, რას დაყუდებულხარ, დამეხმარე!
ბიჭი თითქმის მანქანასთან იყო მისული, როცა ნინეს ხმა მისწვდა მის ყურთასმენას :
-მე არ ჩავერევი, იქნებ ახლა მაინც გეშველოთ თქვენ ორს -იძახდა გოგონა, რითაც აშკარად უსვამდა ხაზს, რომ არანაირი ზომის მიღებას არ აპირებდა, დის გადასარჩენად. ამან, ვერონიკას წინააღმდეგობაც გატეხა ნაწილობრივ და მუშტების რტყმევაც შეწყვიტა. მხოლოდ ენით ცდილობდა „გამტაცებლის“ კლანჭებიდან თავის დახსნას, თუმცა ვერც ეს მეთოდი ეხმარებოდა რამის შეცვლაში.
ავტომობილის მარჯვენა კარი რომ გამოაღო და მძღოლის გვერდითა სავარძელში შესვა ერეკლემ, გოგონამ სცადა მისთვის თვალებში შეეხედა, თუმცა ბიჭი თითქოს სპეციალურად არ უყურებდა. მხოლოდ ღვედი შეუკრა, საკუთარი ხელით და მანქანის კარი ისე მიუჯახუნა, რონიმ ყურებში თითებიც კი დაიცო, ზედმეტად ხმამაღალი ჯახუნისგან გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნების დასათრგუნად
-ვერ მეტყვი, რა ჯანდაბას აკეთებ? -აშკარად გაბრაზებული ტონით ჰკითხა გოგონამ, როგორც კი ერეკლე მანქანაში ჩაჯდა
-გიტაცებ! -იყო პასუხი
რონიმ კვლავ საქარე მინიდან გაიხედა. მცირედი იმედის ნაპერწკალი მაინც უღუოდა გულში, რომ ნინე დახმარების ხელს გამოუწვდიდა, თუმცა როდესაც ტერიტორიას თვალი მოავლო, ვეღარც თავისი უფროსი და შენიშნა და ვეღარც, საკუთარი ეტლი.
-რას ნიშნავს მიტაცებ? რომელ საუკუნეში ვართ?
-ოჰო, თურმე ლაპარაკიც შესძლებია -ღვედი თავადაც გადაიჭირა და გასაღები გადაატრიალა ბიჭმა -ცოტა ხნის წინ, ასეთი ენაწყლიანი არ იყავი
-ამჩნევ, რომ ახლა სულელურად იქცევი?
ერეკლე კარგა ხანს დუმდა, სანამ პასუხს დაუბრუნებდა. ეს მხოლოდ მაშინ გააკეთა, როდესაც ავტომობილი გზაზე გაიყვანა და სხვა ოთხბორბლიანებს შორის განაგრძო სვლა.
-ანუ, მე ვიქცევი სულელურად -ყველანაირად ცდილობდა მშვიდი ხმით საუბარს -და შენ რას აკეთებ? გგონია, სწორ გადაწყვეტილებებს იღებ?
-არასწორი რა გავაკეთე? -ხმას აუწია რონიმ, თან, მარჯვენა მუჭი შეკრა, რათა გრძნობები მოეთოკა და შეუვალი კლდის პოზიციაში დარჩენილიყო -ორჯერ გამოგიგზავნე განქორწინების საბუთები და ორივეჯერ შუაზე გადახეული დამიტოვე კართან. ვერ გავიგე, არ მაქვს უფლება ქმარს გავეყარო?
სახეზე სიმწრის ღიმილი მოადგა ერეკლეს. საჭეს ორივე ხელით იყო ჩაფრენილი, თითქოს, ეს უკანასკნელი მისგან გაქცევას ლამობდა.
-აუცილებლად მოგიწერდი ხელს მაგ საბუთებზე, თუკი განქორწინება იმიტომ გენდომებოდა, რომ აღარ გიყვარვარ, თუმცა ზუსტად ვიცი, ასე არაა
-მე არ მეხება საკუთარ თავს რას დააჯერებ . . . რაც შეეხება გაყრას, ოდესმე აუცილებლად მოგიწევს ხელის მოწერა
-არ მოგიწერ -გადაჭრით განაცხადა ერეკლემ
-ვითომ რატომ?
-მარტივი მიზეზის გამო -მიყვარხარ და შენთან განქორწინება არ მინდა
-ხომ არ ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩემი სურვილიც გასათვალისწინებელია?
-ჰო, რა თქმა უნდა, შენ ხომ მუდამ საკუთარ სურვილებს აყენებ წინა პლანზე -კბილებში გამოსცრა ერეკლემ -ამასთანავე, ძალიან მარტივად შეგიძლია თქვა უარი იმ წლებსა და მოგონებებზე, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. ადამიანი, ვინც ერთ დროს სიყვარულს მეფიცებოდა, ახლა უბრალოდ გაყრის საბუთებს მიგზავნის მხოლოდ იმის გამო, რომ წყეულ ეტლში ზის და ჰგონია დავიტანჯები, თუკი მასთან ვიქნები! -თუ აქამდე მშვიდად საუბარს ცდილობდა, ახლა უკვე თავი ვეღარ გააკონტროლა ერეკლემ და ხმას საგრძნობლად აუწია -გგონია ასე მაბედნიერებ?! გგონია კარგად ვარ და ცხოვრების თითოეული დღით ვტკბები?! მითხარი, ასე ფიქრობ?!
-ნუ მიყვირი -დახშული ხმით ამოთქვა გოგონამ და წამით თვალები დახუჭა. ცრემლების ბურთი ყელში შემაწუხებლად ჰქონდა გაჩხერილი და ისეთ შეგრძნებას უტოვებდა, თითქოს წამი-წამზე დაიხრჩობოდა
-მაპატიე, მაგრამ ახლა არც ხმის გაკონტროლება შემიძლია და არც, ნერვების!
-სად მივდივართ?
პასუხი არ ყოფილა, რამაც შეკითხვის გამეორება აიძულა ვერონიკას :
-გკითხე, სად მივდივართ-მეთქი?
-გაჩუმდი!
-ეტლიდან ამოგყავარ, ზურგზე გადაკიდებულს მანქანაში კარტოფილის ტომარასავით მტენი, კარს მიხურავ და იმის უფლებაც არ მაქვს, გავიგო სად აპირებ ჩემს წაყვანას?
-ჩვენს აგარაკზე მივდივართ -რატომღაც, ბოლოს მაინც თქმა გადაწყვიტა ერეკლემ -სწორედ იქ, სადაც ყველაზე ბედნიერი დღეები გვაქვს გატარებული
გოგონას სახეს მიტკლისფერი დაედო. მთელი გულით ინანა, რომ იმ დილით ნინეს გამოჰყვა გამოკვლევებზე, თუმცა დროის უკან დაბრუნება უკვე ვეღარ მოხერხდებოდა.
-ერეკლე, უკან დამაბრუნე, გთხოვ -ამოთქვა ვედრების ტონით -თუკი ოდესმე რამეს ვნიშნავდი შენთვის, მანქანა მოატრიალე და ნინესთან წამიყვანე
ბიჭმა უარის ნიშნად თავი გადააქნია.
-და რისთვის გავაკეთო ეს? -იკითხა მან -რომ ისევ ისე განვაგრძოთ, როგორც ადრე და კვლავ ვუყურო იმ სახლს, რომელიც შენს გარეშე უზომოდ ცარიელი მეჩვენება? რატომ არ გინდა უბრალოდ იბრძოლო? თუ ასეთ მდგომარეობაში არ შეგიძლია ჩემთან ყოფნა, როგორშიც ახლა ხარ, მაშინ შეეცადე იმ წყეული ეტლიდან წამოდგე!
-შენც ხომ იცი ეს რამდენჯერ ვცადე?! ავარიაში მოხვედრის შემდეგ, უამრავ ექიმთან ვიყავი, ათასი გამოკვლევა და თერაპია ჩავიტარე, თუმცა არაფერმა იმოქმედა! ეს, შენც კარგად იცი, რადგან იმ მომენტებში, მუდამ ჩემს გვერდით იყავი. მაშინ ვცდილობდი შენს გამო მებრძოლა, მინდოდა ეტლიდან ავმდგარიყავი და კვლავ უწინდელ ცხოვრებას დავბრუნებოდით, მეც და შენც, თუმცა დამღალა ამდენმა იმედგაცრუებამ!
მანქანის სალონში დაძაბულობა ჩამოწვა. ვერონიკა უკვე ვეღარ ახერხებდა ცრემლების შეკავებას და აღარც ცდილობდა ეს გაეკეთებინა. ერეკლესაც გულს უკლავდა საყვარელი ქალის თვალებზე დანახული ბრილიანტისფერი წვეთები, ამიტომ, ქალაქის ერთ-ერთ პარკთან ჩავლისას, მანქანა სასწრაფოდ გადაიყვანა გზიდან, ავტოსადგომზე დააყენა და ძრავაც გამორთო.
-რას აკეთებ? აქ რისთვის გავჩერდით?
-იმისთვის, რომ რაღაც გთხოვო -ძლივსგასაგონად ამოთქვა ერეკლემ -ეს თხოვნა უნდა შემისრულო, რონი, რადგან უკვე ნერვები აღარ მაქვს ამ ყველაფერს გავუძლო
-რა თხოვნა გაქვს? ჩემგან კიდევ რას ითხოვ? იცი, რომ ვიბრძოდი, მინდოდა ის წყეული სავარძელი ჯანდაბაში მომესროლა, თუმცა ხომ ხედავ, არაფერი გამოდის?
-კიდევ უნდა სცადო -მთელი ტანით მიტრიალდა მისკენ ბიჭი და ხელზე, ხელი მოჰკიდა -ჩვენს გამო უნდა განაგრძო მცდელობა. კიდევ იბრძოლე, რონი, იმის გამო იბრძოლე, რომ ისევ გავიღვიძოთ ერთ საწოლში, ისევ ისე ხალისიანად შევხვდეთ ყოველ დილას, კვლავ ალერსში გავათენოთ ღამეები და ისევ მასწავლო ზღაპრები, რაც შენი თქმით, ჩვენი შვილებისთვის უნდა მომეყოლა, როდესაც ისინი გაგვიჩნდებოდნენ -მოგონებებმა, სახეზე სევდიანი ღიმილი მოჰგვარა ერეკლეს -თუ შენთვის რამეს ვნიშნავ, მცდელობა არ შეწყვიტო, რადგან უშენობა ჭკუიდან მშლის -ამის თქმისას, გოგონა თავის კალთაში გადმოისვა და ძვლების ატკივებამდე ჩაეხუტა. არც ვერონიკას გაუპროტესტებია. იმდენად იყო ძალაგამოცლილი იმ სიტყვებისგან, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა, რომ ხმის ამოღების თავიც აღარ ჰქონდა
-იცი, რა რთულია ცარიელ სახლში სიარული? -ტუჩები გოგონას ყელს მიაკრო და ისე ამოთქვა, ერეკლემ -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, როგორ მიმძიმს იმ ნივთების ყურება, რასაც შენ ეხებოდი? იმ სამზარეულოში შესვლა, სადაც მუდამ ატარებდი ხოლმე შენს კულინარიულ ექსპერიმენტებს, იმ საწოლში წოლა, სადაც ერთად გვეძინა. მენატრება შენი სხეული, შენი კანის სურნელი, ბალიშზე გაშლილი შენი თმა, რომელსაც ყოველ ღამით ვეფერებოდი. ჩემი ცოლი მენატრება, გაიგე? აღარ შემიძლია მეტი და რატომ გსიამოვნებს განადგურებულს რომ მხედავ?! ალბათ, ვერც ვერასდროს შევძლებ, რომ სხვას ისე შევხედო, როგორც შენ. ლამაზ ქალს ვუყურებ და თითქოს ცარიელ ფიტულს ვხედავ მისი სახით. მხოლოდ შენ ხარ, მხოლოდ შენ არსებობ, მარტო შენ იწვევ ჩემში სურვილს, გაიგე?!
-გეყოფა . . . -ამდენი ემოციისგან უკვე სუნთქვაც კი უჭირდა რონის და ეს, ხმაზეც ნათლად შეეტყო -ამას ნუ აკეთებ, გთხოვ
-ძალიან დიდხანს ვითმინე, მაგრამ მეტის მოცდა ჩემს ძალებს აღემატება -მის გულზე ედო თავი ერეკლეს და ისე ესაუბრებოდა -ჩემი ცოლი მჭირდება . . . მენატრები . . . ტკივილამდე მენატრები
-ერეკლე გამიშვი -მისი კალთიდან წამოდგომა სცადა გოგონამ, თუმცა წელზე ძლიერად შემოხვეული მკლავების გამო, ეს ვერ მოახერხა
-ნუ გეშინია, არ ვაპირებ შენს აგარაკზე წაყვანას -თქვა ბოლოს -უბრალოდ ცოტა ხნით ასე ვიყოთ, კარგი?
-ერეკლე . . .
-გაჩუმდი -ტუჩებზე საჩვენებელი თითი ააფარა და შუბლზე, შუბლი მიადო მას, ბიჭმა -გევედრები, არაფერი თქვა . . . დიდი ხანია შენთან ასეთი სიახლოვე აღარ მქონია და ნება მომეცი ამით დავტკბე
ამ სიტყვებმა, საბოლოოდ დანებება აიძულეს ვერონიკას. ძალა უკვე აღარ ჰქონდა, რათა ცდუნებას შეწინააღმდეგებოდა. თავადაც ჰაერივით სჭირდებოდა ერეკლესთან სიახლოვე, მისი სხეულის სითბოს თავისაზე შეგრძნება და ბიჭის სუნთქვის მოსმენაც კი. ამ ყველაფერმა იმდენად მოიცვა მისი არსება, გადაწყვიტა ამჯერად გულის ხმისთვის დაეჯერებინა, გონების ხმის მაგივრად, ერეკლეს ზურგს ხელები მაგრად შემოხვია, ნიკაპი მის თავს ჩამოაყრდნო და თვალებდახუჭულმა, ჩურჩულით ამოთქვა :
-დრო მომეცი, ერეკლე . . . უბრალოდ დრო მომეცი, რათა კიდევ ერთხელ ავწონდავწონო ყველაფერი . . .







8 8 8 8

ანასტასიამ, თავისი ბინის კარის გასახსნელი კოდი აკრიბა და სანდროსთან ერთად შიგნით შეაბიჯა.
მიუხედავად დაღლილობისა, იმ წამს ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ თავი დროულად მოეწესრიგებინა და კვლავ აარონთან დაბრუნებულიყო, კლინიკაში. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისი იქ არ ყოფნით, რაღაც ცუდი მოხდებოდა და ყოველივე ამის გამო, ანასტასიას გონება, ახლა სულ სხვა განზომილებაში დაფრინავდა.
-შენს ოთახში შედი და შხაპი მიიღე -სანდროს ხმა რომ მოესმა, უკვე მისაღებში იყვნენ გასულები. გოგონაც, თითქოს სწორედ ამ ხმამ მოიყვანა გონს, ძმას დაბინდული თვალებით შეხედა და ღრმად ამოიოხრა.
-სანამ გამოვალ, ყავა მომიდუღე რა -ოთახში ჩამოვარდნილ სიჩუმეშიც კი ძლივს გაისმა მისი ხმა
-წადი, ყველაფერს მე მივხედავ
-სან . . .
-ბოდიშის მოხდა არაა საჭირო -მაშინვე ამოიცნო დის ფიქრები ბიჭმა და სიტყვა შუა გზაზე გააწყვეტინა. მართლა გული სწყდებოდა, რომ ასეთ რთულ დროს, ანასტასიამ, მის მაგივრად ერეკლეს დაურეკა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, თუ რამდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ეს ორნი და რაღაც მხრივ, თავისი დისაც ესმოდა -მიდი, აბაზანაში შედი, პირზე წყალი შეისხი, თორემ ადამიანის სახე გაქვს დაკარგული
აღარაფერი უპასუხია ანასტასიას. იმ წამს, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ყოველი სიტყვა ენერგიას გამოაცლიდა, ამიტომ, ძმას ზურგი აქცია, საკუთარი ოთახისკენ დაიძრა და შიგნით შესვლის შემდეგ, პირდაპირ ტანსაცმლის გახდას მოჰყვა. ერეკლეს ნათხოვარი მანტო საწოლზე დადო გოგონამ. მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ვისი იყო ის პიჯაკი, შიდა თეთრეულზე რომ ჰქონდა მოცმული. ამაზე ფიქრით თავი არც დაუღლია ანასტასიას. ყოველგვარი მატერია სწრაფად მოაშორა საკუთარ სხეულს, წყლის ჭავლის ქვეშ შედგა და გადაწყვიტა ამდენი ხნის ნაგროვები ცრემლებისგან, სწორედ საშხაპე კაბინაში დაცლილიყო.
ტიროდა.
მლაშე წვეთებს ატანდა თავის შინაგან ფორიაქს და გაჩერებას ვერ ახერხებდა. იმაზე ფიქრიც კი აშინებდა, რომ ამერიკაში განცილი ლამაზი წუთები უკანასკნელი მოგონება იქნებოდა აარონის შესახებ. ამას ვერ გადაიტანდა. გრძნობდა, როგორ ენატრებოდა მამაკაცის მიერ დაძახებული „ანნასტასია“, მისი გამოხედვა, მისი ხმა, სიცილი. თითქოს აარონის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგომამ მიახვედრა სრული სიცხადით, თუ რამდენს ნიშნავდა მისთვის ეს ადამიანი.
ცხელმა შხაპმა თავისი მისია შეასრულა და ოდნავ გამოაფხიზლა გოგონა. კაბინიდან გამოსულმა, თეთრი პირსახოცი ტანზე შემოიხვია, დაორთქლილი სარკე ხელის გულით გააპრიალა და საკუთარ ანარეკლს შეხედა. შეშინებული, დამფრთხალი გოგონა უმზერდა იქიდან. არასდროს შეენიშნა აქამდე, საკუთარ სახეზე მსგავსი გამომეტყველება. მიუხედავად ცხოვრებისეული დაბრკოლებებისა, სიმამაცე მუდამ მის გვერდით დააბიჯებდა ხოლმე, თუმცა იმ წამს, ამ გრძნობის ნატამალიც აღარ შერჩენოდა.
გოგონამ სველი თმა სახიდან მოიშორა, ზურგზე გადაიყარა და სააბაზანო დატოვა. იმდენად სწრაფად იცვამდა, თავადაც ვერ გაიგო რა მოირგო ტანზე. თმაც მხოლოდ სახელდახელოდ გაიშრო და თავზე, მოსაცმელის კაპიუშონი წამოიფარა.
სანდრო უკვე მისაღებში ელოდა, ფინჯან ყავით ხელში. როგორც კი ოთახიდან გამოსულ დას მოჰკრა თვალი, ჭიქა მაშინვე გაუწოდა და ტირილისგან ამოწითლებულ თვალებში ჩააშტერდა.
-ანასტასია, ასეთი ვინ არის ის ტიპი, რომ მისმა ამ მდგომარეობაში ხილვამ ადამიანის სახე დაგაკარგვინა? -ჰკითხა მან შეპარვით
გოგონამ მხოლოდ იმის შემდეგ უპასუხა შეკითხვას, რაც ფინჯნიდან ერთი ყლუპი მოსვა.
-ახლა ამის დრო არაა, მოდი სხვა ვითარებაში აგიხსნი ყველაფერს
-მგონი ახსნა არცაა საჭირო, ისედაც ვხვდები რაც ხდება
-და რა ხდება? -მხოლოდ იმიტომ ჰკითხა ანასტასიამ, რომ აინტერესებდა სანდროს თავში რა აზრები ტრიალებდა
-მხოლოდ ერთ რამეს გკითხავ, მასაც უყვარხარ?
-რა?
-რაც გაიგე -სახეზე ხელის გული ჩამოუსვა სანდრომ, თან ოდნავ გაუღიმა -ეგ ადამიანი შენთვის იმაზე მეტია, ვიდრე თავად წარმოგიდგენია. გამოხედვაზეც გამჩნევ, რომ ასეა
-სან, ახლა არა, გთხოვ -მუდარა გამოსჭვიოდა ანასტასიას ხმაში -ყავას დავლევ და კლინიკაში წამიყვანე, კარგი?
-თუ ასე გინდა, აღარაფერს გკითხავ
-გმადლობ . . . ჰო მართლა, ლარა სად არის?
-სკოლაშია, სხვაგან სად უნდა იყოს?
-პრინციპში არსად, უბრალოდ მე ვარ ძალიან არეული -ამოიოხრა და ფინჯნიდან კიდევ ერთხელ მოსვა. სწორედ ამ დროს, კარზე გაბმული კაკუნის ხმა გაისმა. ვიღაც ისე ძალიან აბრახუნებდა, თითქოს კარის შემომტვრევა ჰქონდა განზრახული
-ეს ვინღაა? -ინტერესით იკითხა სანდრომ და ჰოლისკენ წასვლაც დააპირა, თუმცა ანასტასიას მიერ ჩავლებულმა ხელმა არ მისცა ამის გაკეთების საშუალება. გოგონამ, ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და ძმას სახეში შეხედა
-მე თვითონ გავაღებ. ზუსტად ვიცი, ვინც იქნება
-მაინც ვინ?
-ამ დროს, ასე გამწარებული, მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს და იგი ელენა ბალანჩინია
სიტყვის თქმაც ვეღარ მოასწრო სანდრომ. როდესაც მიღებული ინფორმაცია გადახარშა, ანასტასია უკვე მისაღებიდან იყო გასული და ჰოლისკენ მიემართებოდა. ბევრი აღარ უფიქრია, თავადაც უკან გაჰყვა უმცროს დას. აცნობიერებდა და, რომ ელენა, აქ ჭიქა ყავაზე ნამდვილად არ იქნებოდა მოსული, ამიტომ, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, იქვე ახლომახლო უნდა ყოფილიყო.
სანდრო შემოსასვლელში ზუსტად იმ წამს აღმოჩნდა, როდესაც ანასტასიამ საკეტი გადაატრიალა. გოგონა არ შემცდარა -ზღურბლის მეორე მხარეს მართლაც ელენა ბალანჩინი იდგა და ისეთი გამყინავი მზერით იყურებოდა, თითქოს წამი-წამზე ვინმეს მოკვლა ჰქონოდა გადაწყვეტილი
-ანუ, სახლში ბრძანდებით, ქალბატონო მარგიანო -ქალის ტონში, ადვილი შესამჩნევი იყო ის მრისხანება, რის დაფარვასაც, საწყის ეტაპზე მთელი ძალით ცდილობდა -იქნებ, იმის ზრდილობა მაინც გეყოთ, რომ სადარბაზოში არ დამაყენოთ და შიგნით შემატაროთ?
-მობრძანდით, მაგრამ მალე უნდა გავიდე, სტუმრების მიღების დრო არ მაქვს
-შენ რა, დამცინი? -ხმას საგრძნობლად აუწია ელენამ, ანასტასია ხელის კვრით გასწია გვერდზე და ბინაში შევარდა -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რამხელა მნიშვნელობის დეფილე ჩამიგდე შენი მოულოდნელი აორთქლებით? ახლა კი, უბრალოდ დგახარ და იმ ახსნა-განმარტებასაც არ კადრულობ, რომელიც ნამდვილად დავიმსახურე შენგან?!
-ქალბატონო ელენა, ახლა აყალმაყალის მოწყობის დრო არაა -სანდრო ჩაერია მათ დიალოგში -მისთვის ძალიან ახლობელ ადამიანს ესროლეს და სასწრაფოდ მოუწია წასვლა
-ფეხებზე მ*იდია ვის ესროლეს და ვინ გაიტანეს ყვითელი ავტობუსით! -როგორც ჩანდა, ქალი დანებებას არ აპირებდა -ჩემთვსი მთავარი, ჩემი სააგენტოს პრესტიჟია, რაც ამ ქალბატონმა ფეხქვეშ გათელა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
ანასტასია ერთხანს მდუმარედ იდგა და ხმას არ იღებდა. ფიქრობდა, რომ იმ დროს, ელენასთან შესაკამათებლად ძალას ვერ იპოვიდა, თუმცა როდესაც დაუპატიჟებელი სტუმრის მიერ აწეულმა ხმამ ზედმეტად შეაწუხა, გადაწყვიტა დუმილის უფლება დაერღვია:
-როგორ ბედავთ და ჩემს სახლში ასე როგორ მელაპარაკებით? -ჰკითხა მან მოჩვენებითი სიმშვიდით -თქვენი სააგენტო არ ვიცი, მაგრამ აქ მე ვარ მთავარსარდალიც, იმპერატორიც და ეგვიპტის ფარაონიც, ამიტომ, თუ შეიძლება ხმას დაუწიეთ!
ამ სიტყვებს, რამდენიმე წამში, ხმამაღალი ტკაცანიც მოჰყვა. ანასტასიას ორი წამი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ელენამ სახეში გაარტყა. ლოყა საშინლად აეწვა, თავბრუც დაეხვა, თუმცა მისთვის ხელის შებრუნება აზრადაც არ მოსვლია. ამ სილას, იმდენად მშვიდად შეხვდა, თავად ელენა ბალანჩინიც გაოცებული დატოვა.
სამაგიეროდ, სანდრომ ვერ შეიკავა თავი, როგორც კი ამ სცენას თვალი მოჰკრა, მაშინვე ანასტასიასკენ დაიძრა, მას წინ გადაუდგა და ელენას კუშტი მზერა დაასო.
-მგონი გასაგებად გითხარით, რომ ჩემი და ახლა რთულ მდგომარეობაშია -თქვა მან მკაცრად -მეორედ აღარ გაბედოთ მასზე ხელის აწევა!
-საუბარზეც კი გეტყობათ, რომ ორივე და-ძმა ერთნაირად უზრდელები ხართ! როგორ ჩანს, დედათქვენს, თქვენს აღზრდაზე მაინცდამაინც არ უზრუნია
სანდროს ბრაზის ცეცხლი ჩაუდგა თვალებში ამ სიტყვების მოსმენისას. ვინ იცის, რამხელა ნებისყოფად დაუჯდა ის, რომ წყობილებიდან არ გამოსულიყო.
-ქალბატონო ელენა, უკვე ზღვარს გადადიხართ -კბილებში გამოსცრა მან -დედაჩვენის ცუდად მოხსენიების უფლება არავის აქვს, მათ შორის არც თქვენ
-სანდრო შეეშვი, ახლა კამათის დრო არ არის -მხარზე ხელი დაადო ძმას, გოგონამ
-ოჰო, ანასტასია მარგიანი მშვიდობის სიმბოლოდ გადაიქცა და გაწნილი სილის გამო, საყვედურსაც კი არ ამბობს
-ახლა თქვენს ხასიათზე ყველაზე ნაკლებად ვარ, ქალბატონო ელენა. სხვა შემთხვევაში, აქედან ისე არ გაგიშვებდით, რომ ერთი-ორი „ლამაზი“ სიტყვა მაინც არ მეთქვა
ქალმა ღრმად ამოისუნთქა. როგორც ჩანდა, ისიც ისევე ცდილობდა მოთმინების შენარჩუნებას, როგორც სანდრო.
-გაფრთხილებ, ანასტასია -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და თითი, ცხვირწინ გამაფრთხილებლად დაუქნია მან -უახლოესი ერთი თვის განმავლობაში აღარსად გადამეყარო, თორემ შეიძლება შემომაკვდე!
-მაგაზე არ ინერვიულოთ, თავადაც არ ვაპირებდი თქვენთან ფინჯან-ჩაიზე დაწვევას -მერე ძმას მიუტრიალდა და მავედრებელი მზერით გახედა. გოგონას თვალებში, უდიდესი სულიერი დაღლილობა იკითხებოდა -სან, გთხოვ ეს ქალი აქედან მოაშორე და კლინიკაში წავიდეთ . . . მეტი აღარ შემიძლია . . .







8 8 8 8

ნიცამ, საავადმყოფოს მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთი კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო და შიგნით, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე შეაბიჯა.
კაბინეტი, რომელშიც გოგონა ასე დაუდევრად შეიჭრა, ახალგაზრდა ქირურგს-დათა ჯაფარიძეს ეკუთვნოდა. სწორედ მისი პაციენტი იყო აარონი, ვის გადასარჩენადაც, თავის დროზე, უდიდესი ძალისხმევა დახარჯა ქირურგმა და სიკვდილს, ფაქტობრივად ხელიდან გამოგლიჯა მამაკაცი.
ნიცას უეცარ შეჭრას, აღფრთოვანებული ნამდვილად არ დაუტოვებია ექიმი. მისი საქაღალდეში ჩარგული თავი იმაზე მეტყველებდა, რომ რაღაც აუცილებელ საქმეს აგვარებდა, რაშიც, კარის ხმამაღალმა ჯახუნმა შეუშალა ხელი და აიძულა საქაღალდისთვის ცოტა ხნით თვალი მოეწყვიტა.
-რამე გინდოდათ? -აშკარად გაღიზიანებული ტონი ჰქონდა დათას -წესით, შემოსვლამდე აკაკუნებენ ხოლმე
ნიცას ყურიც არ შეუბერტყავს ისე ჩამოჯდა მის პირისპირ და ფეხი, ფეხზე გადაიდო.
-წესები ჩემთვის არ არის, მისტერ ჰიპოკრატე, ასე, რომ მათი ახსნით თავს ნუ შეიწუხებ -მაშინვე შენობითზე გადავიდა ნიცა, რამაც, მის თანამოსაუბრეს უკმაყოფილო გამომეტყველება მოჰგვარა სახეზე
-ნუ ღელავთ, თქვენში ზრდილობის ეტიკეტის ჩანერგვას არ ვაპირებ, შეგიძლიათ მთავარ სათქმელზე გადახვიდეთ
ამის გაგონებაზე, ნიცა უფრო მოხერხებულად მოეწყო სავარძელში. გამოხედვიდანაც კი აშკარად ჩანდა, რომ რაღაც სერიოზულ თემას უნდა შეხებოდა.
-მოკლედ -დაიწყო გოგონამ, თან მაგიდას ჩამოეყრდნო, ცალი იდაყვით და ნიკაპი, მუშტად შეკრულ ხელს დაადო -ჩემს ძმას ოპერაცია თქვენ გაუკეთეთ და ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ . . .
-მაგრამ რა? -თვალები ეჭვით დააწვრილა დათამ
-ოპერაციის შემდგომ პროცედურებზე მინდოდა საუბარი
-გისმენთ
-აღარ მსურს, რომ მისი ექიმი თქვენ იყოთ -პირდაპირ მიახალა ნიცამ, ისე, რომ წარბიც არ შეუხრია -აარონის მდგომარეობა სარისკოა, მას კი, ვინმე უფრო გამოცდილი ექიმი სჭირდება და არა, შენნაირი ახალგაზრდა, ვინაც სულ ახლახანს ააგდო ჰაერში უნივერსიტეტის გამოსაშვების ქუდი და პირდაპირ კლინიკაში შემოვარდა ქირურგად
ნიცას განცხადება, მართლაც რომ ბომბის აფეთქებას ჰგავდა. ელოდა კიდეც ექიმის გაბრაზებას ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ, თუმცა ამ უკანასკნელმა, ოდნავშესამჩნევად ჩაიცინა, ოქროსფერი, მსხვილი კალამი ტუჩებთან მიიტანა და გოგონას თვალიერებას ისე მოჰყვა თითქოს, მზერით უსვამს დიაგნოზსო
-რას მომაშტერდი? არაფერს იტყვი? -მდუმარებაში რომ წუთზე მეტი გაატარეს, ნიცას მოთმინება ამოეწურა და კვლავ თავად ალაპარაკდა -ვთქვი მკურნალი ექიმის შეცვლა მინდა-მეთქი. შენ თუ ვერ დამეხმარები, ისეთ ვინმესთან მაინც გადამამისამართე, ვისაც მსგავსი საკითხები ეხება
-ცოტა ხნის წინ, აქ შენს ძმასთან ერთად იყავი შემოსული, თუმცა მას ასეთი რამ არ უთქვამს. უბრალოდ ჩემი პაციენტის მდგომარეობის შესახებ მესაუბრა და მორჩა
-სამაგიეროდ მე გეუბნები -ჯიბრიანი ტონით მიუგო ნიცამ -ეს საქმე თამაში არ არის, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ის, ვისაც შენ, შენს პაციენტად მოისხსენიებ, კარგად იქნება და ცუდი არაფერი დაემართება
დათამ კალამი მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა. ნიცამ სიტუაციის გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ იგი უკვე მისი სავარძლის უკან იდგა და ხელები გოგონას მხრებზე ჰქონდა დაწყობილი.
-ანუ, ჩემს კომპეტენციაში ეჭვი შეგაქვთ -პირდაპირ მის ყურთან დაიხარა და ისე უჩურჩულა. გოგონას, სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა ექიმის სუნამოს სურნელის შეგრძნებისას, თუმცა გონს სწრაფად მოეგო, გორგოლაჭებიანი სავარძლით დატრიალდა და დათასკენ შებრუნდა
-დიახ, ეჭვი შემაქვს და არ მსურს ჩემს ძმას კიდევ ერთხელ მიეკაროთ -უთხრა მტკიცედ. ნერვები ეშლებოდა, რომ მამაკაცის თვალებში ვერანაირ ცვლილებასა თუ ბრაზს ვერ კითხულობდა. ამის გამო, წყობილებიდან გამოსვლამდე ცოტაღა უკლდა
-შეგახსენებთ, რომ აქაურობა თქვენი საკუთრება არაა და არც, წესების დადგენის უფლება გაქვთ მონიჭებული -თქვენობით ტონს, არა და არ ეთხოვებოდა ქირურგი -თუ სათქმელი მეტი აღარაფერი გაქვთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ, საქმე ისედაც თავზე საყრელად მაქვს და უაზრო საუბრებისთვის ნაკლებად მცალია
-ანუ შენს თავს რისკის ქვეშ აყენებ და ოდნავადაც არ გეშინია?
-და, რისკის ქვეშ რატომ? -კვლავ ეჭვით დააწვრილა თვალები დათამ
-იმიტომ, ჩემო კარგო, რომ თუ რამე მცირედ შეცდომას დაუშვებ და ამის გამო აარონი დაზარალდება, შენს კარიერას კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებ. ეს ნამდვილად არ გამიჭირდება
დათა კვლავ საკუთარ სავარძელს დაუბრუნდა, თან ნიცას ესროლა გამომცდელი მზერა.
-ჩავთვალოთ, რომ შენი გამოწვევა მიღებულია -თქვა მან მშვიდად. მიუხედავად გოგონას უხეშობისა, ეს ყველაფერი ოდნავადაც არ მიუტანია გულთან ახლოს და არც, რაიმე სახის შიში უგრძვნია
-ჰოდა თუ ასეა, მაშინ ტყავიდან გამოძვერი და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რათა ჩემი ძმა იმ წყეული რეანიმაციიდან თავისი ფეხით გამოვიდეს
დათამ კვლავ საქაღალდე აიღო ხელში, თან ისე გადაფურცლა, ვითომ კაბინეტში სრულიად მარტო ყოფილიყო.
-თქვენი წასვლის დროა -ისე თქვა მან, ნიცასთვის სახეშიც არ შეუხედავს -გასვლის წინ, კარი გაიხურეთ, თუ შეიძლება
„ნეტავ შემეძლოს მაგ ამაყ თავში, რამე მძიმე საგანი ჩაგარტყა“ -გაიფიქრა გოგონამ, ხმამაღლა კი თქვა : -კი ბატონო, წავალ და დაგტოვებ შენს მრავალფეროვან ფიქრებთან ერთად
-ჰო, კარგი იქნებოდა, თორემ უკვე ბუზის ბზუილივით შემაწუხებელია თქვენი აქ ყოფნა
მართალია, ამ სიტყვებმა ძალიან გააბრაზა ნიცა, თუმცა თავი მალევე დაიმშვიდა და გადაწყვიტა აღარ შეპასუხებოდა. ამის მაგივრად, სავარძლიდან ფეხზე წამოდგა, ექიმს კიდევ ერთხელ ესროლა გამჭოლი მზერა და პირდაპირ კაბინეტიდან გასასვლელი კარისკენ გაემართა.
ზღურბლზე გადაბიჯება და ნიკას სახის დანახვა ერთი იყო. ბიჭი სწორედ იმ წამს ამოსულიყო კაფეტერიიდან და ხელში, ქაღალდის ჭიქებში ჩასხმული, ორი ყავა ეჭირა, ერთი თავისთვის, ხოლო მეორე -ნიცასთვის.
-როგორც მითხარი, უშაქრო ლატე დარიჩინით და თხილით -ჭიქა გაუწოდა ბიჭმა, ტყუპისცალს, თან ეჭვით შეათვალიერა ეს უკანასკნელი -მანდ რას აკეთებდი?
-არაფერს . . .
-როგორ თუ არაფერს?
ნიცამ თვალები აატრიალა. ეს დაკითხვა უკვე მის ნერვებზე მოქმედებდა.
-რა მოხდა, არ მაქვს უფლება ჩემი ძმის მკურნალ ექიმს გავესაუბრო?
-მას ერთი საათის წინ გავესაუბრეთ, ნიცა, თუ რამე გქონდა სათქმელი, შეგეძლო მაშინ გეთქვა
-დამშვიდდი, ნიკუშ, უბრალოდ იმ ლაწირაკ ექიმს მოტივაცია მივეცი, რათა მცირედი შეცდომაც არ დაუშვას
-საინტერესოა, შენზე ექვსი წლით უფროს ადამიანს, ლაწირაკს რატომ უწოდებ?
-იმ პოსტისთვის ნამდვილად ლაწირაკია, რაც ახლა უკავია
ნიკა მოსაცდელის ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და ყავა მოსვა. ამდენი ხნის უძილარს, ნამდვილად სჭირდებოდა ენერგიის მოკრება.
-თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ, რომ ჩვენი ძმა სწორედ იმ ადამიანმა გადაარჩინა, ვისაც შენ ლაწირაკად მოიხსენიებ -აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა ბიჭის ტონში -კარგი იქნება თუ ცოტაოდენ მადლიერებას გამოიჩენ და ყველას ნერვებს არ მოუშლი
-კარგი, კარგი, გაჩუმდი და ყავა დალიე
-თავად კი, სისულელეების კეთება შეწყვიტე, თორემ უკვე დავიღალე შენი დასვრილის აწმენდით
-ის ლამაზი მოდელი ჯერ არ მოსულა? -სხვა თემაზე გადაუტანა ნიცამ, თან მის გვერდით ჩამოჯდა
-ჯერ არა . . . რატომ მეკითხები?
-არაფერი, უბრალოდ ვფიქრობდი, ჩემი ძმა და ის თუ ერთად იქნებიან, ძალიან ლამაზი შვილები ეყოლებათ-მეთქი
-ნიცა, ახლა მაგის დროა?
-ვცდილობ ყურადღება რაღაც პოზიტიურზე გადავიტანო და თუ შეიძლება მომეცი ამის საშუალება!
ამ სიტყვებზე. ნიკა თითქოს მიხვდა საკუთარ დანაშაულს და უკან დაიხია :
-კარგი, მაპატიე, მართალი ხარ
-ბოდიში მიღებულია -მერე ჭიქიდან კიდევ ერთხელ მოსვა და დაიჭყანა -ჯანდაბა, ამ ყავას ტალახიანი წყლის გემო აქვს
-წადი და უკეთესი თავად იშოვე
-ჰო, შენგან მეტს არც ველოდი. ერთადერთი, რაც კარგად გამოგდის, ქალების შებმაა
ნიკას პასუხის გაცემა უნდოდა, თუმცა ვეღარ მოასწრო, რადგან ამ დროს, კაბინეტიდან თვით დათა ჯაფარიძე გამოვიდა, თეთრი ხალათის სწორებით და ტყუპებს გვერდი ისე აუარა, თითქოს მათი იქ ყოფნა ვერც შენიშნაო. ექიმის ამ საქციელზე, ირონიული ღიმილი მოადგა სახეზე ნიცას, თან დერეფანში მიმავალ ჯაფარიძეს თვალი გააყოლა.
-თვითკმაყოფილი იდიოტი -ჩაილაპარაკა გოგონამ თავისთვის, თან თვალებიც აატრიალა
-ნიცა, შეეშვი მაგ ადამიანს, აცადე მშვიდად გაკეთოს თავისი საქმე. მართალია ახალგაზრდაა, თუმცა მთელ ქალაქში ყველაზე ძლიერი ქირურგია და ამას ყველა აღიარებს
-ჰოო? და შენ საიდან იცი? -ინტერესით ჩაეკითხა ნიცა
-არსებობს ერთი რაღაც -ინტერნეტი ჰქვია. შეგიძლია თავადაც სცადო მისი გამოყენება, სასურველი ინფორმაციის მისაღებად
-მაგით სხვა დროს დავკავდები, ახლა სუფთა ჰაერზე მინდა გასვლა -თქვა, ფეხზე წამოდგა და ყავის ჭიქა ნიკას შეაჩეჩა ხელში -აარონთან ჯერ მაინც არ გვიშვებენ, რა აზრი აქვს აქ ჯდომას?
-ამ ყინვაში გარეთ აპირებ ხეტიალს?
-ნუ ღელავ, შინაგანად ვხურვარ და არ შემცივდება
-პრინციპში, გიჟებს თბორეგულაცია დარღვეული აქვთ, შეგიძლია წახვიდე
-ძალიან სასაცილოა -ენა გამოუყო ნიცამ, ქურთუკი ბოლომდე შეიბნია და მანამ გაემართა ლიფტისკენ, სანამ ნიკა პასუხის დაბრუნებას მოასწრებდა
ქუჩაში, მართლაც რომ ძალიან ციოდა. თოვას სულ ახლახანს გადაეღო და ჰაერში ყინულიანი წყლის სურნელი იგრძნობოდა. მიუხედავად შემაწუხებელი სუსხისა, შიგნით შებრუნება არც უფიქრია გოგონას. პირიქით, ავტოსადგომთან ახლოს მდებარე სკვერში ჩამოჯდა, ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და თვალები დახუჭა. იმ წამს, კვლავ ყურში ჩაესმოდა ბოლო სატელეფონო საუბრისას ნათქვამი აარონის სიტყვები. მაშინ, ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და მართალიც აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, იმ დღეს ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ვითარება ასეთი სერიოზული იქნებოდა.
ნიცა ძირს დაიხარა, ერთი მუჭა თოვლი აიღო და იგი გუნდად გადააქცია. შემდეგ ხელის გულზე მოათავსა გაყინული ბურთი. აინტერესებდა რამდენ ხანს გაუძლებდა იმ სიცივეს, რომელიც კანს უწვავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ხელში ვიღაც ნემსებს არჭობდა და შიგნითვე უტოვებდა. როდესაც კანის წვა გაუსაძლისი გახდა გოგონასთვის, თოვლის გუნდა შორს მოისროლა, გაყინული ხელის გული დაიორთქლა და სკვერი მოათვალიერა. მის გარდა იქ არავინ იყო, რაც ძალიან სიამოვნებდა ნიცას. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს სიმშვიდის სამყაროში მოხვდა, სადაც ცუდი არაფერი შეემთხვეოდა არც მას, და არც მისთვის საყვარელ ადამიანებს.
გოგონამ, ამჯერად სკვერთან ახლოს მდებარე ავტოსადგომს გახედა, სადაც სწორედ იმ წამს დააყენეს კიდევ ერთი მანქანა. თავდაპირველად, გოგონას ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა, როდესაც ავტომობილიდან გადმოსულ ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი, მზერა ერთ ადგილას გაეყინა და რამდენიმე წამი, თავიც არ გაუმოძრავებია.
ავტოსადგომზე ნამდვილად ანასტასია მოაბიჯებდა, თან გვერდით, ნიცასთვის უცნობი მამაკაცი მოჰყვებოდა. ამ უკანასკნელმა, იგი სკვერამდე მიაცილა, შუბლზე კოცნით დაემშვიდობა, შემდეგ კი, უკან გატრიალდა და კვლავ მანქანისკენ გაემართა, ნელი ნაბიჯებით. გოგონას ვარაუდით, ეს ადამიანი ანასტასიას ძმა უნდა ყოფილიყო, რომელმაც, დას საავადმყოფოში მიაკითხა და ცოტა ხნით სახლში წაიყვანა, თავის მოსაწესრიგებლად.
ნიცას ბევრი აღარ უფიქრია, სკამიდან ფეხზე წამოდგა და სანამ გოგონა შენობაში შევიდოდა, მანამ დაიძახა მისი სახელი :
-ანასტასია, აქეთ -იყვირა მან რაც შეეძლო ხმამაღლა. მართალია, ამ უკანასკნელს არც ისე კარგად იცნობდა, თუმცა, რატომღაც მასთან გასაუბრება სურდა, ამიტომ უხერხულობა ერთი წამითაც არ უგრძვნია -ჰო, ჰო, შენ გეძახი, აქეთ მოდი
-ნიცა, არა? -ჰკითხა გოგონამ, როდესაც ორი ნაბიჯის დაშორებაზე მიუახლოვდა
-ჰო, დედაჩემი საფრანგეთზე გიჟდება და ეს, სახელზეც დამეტყო
-სასიამოვნოა შენი გაცნობა -მერე გამომცელად შეხედა და ჰკითხა -აქ, ამ სიცივეში რას აკეთებ? აარონს ხომ არ შეემთხვა რამე? -ბოლო სიტყვებზე, ხმაც აუკანკალდა, თუმცა, ნიცას პასუხმა მაშინვე დაამშვიდა
-ჩემს ძმას რომ რამე მოსვლოდა, მე ახლა სკვერში ჯდომის და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის ხასიათზე ვიქნებოდი?
-ალბათ, არა -ოდნავშესამჩნევად გაეღიმა ანასტასიას
-მოდი, ცოტა ხნით ჩამოვჯდეთ -ჯერ თვითონ დაჯდა, მერე კი, თანამოსაუბრესაც ანიშნა სკამისკენ, ნიცამ
-მდგომარეობა ისევ უცვლელია?
-ჰო, უცვლელია . . . ისე, მეც მაქვს შენთან ერთი კითხვა
-მკითხე
-ერთი ვერსია მაინც არ გაქვს, ვის შეეძლო ამის გაკეთება?
-არ ვიცი, ნიცა . . . აარონს ბევრი მტერი ჰყავს და ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო წამსვლელი ასეთ რამეზე
გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია და რამდენიმე წამით გაჩუმდა. მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, როგორც კი იგრძნო, რომ დუმილი საკმაოზე მეტ ხანს გაიწელა.
-ის ბიჭი, ვინც აქამდე მოგიყვანა, შენი ძმა იყო? -ჰკითხა მან, თან გვერდულად გახედა
-ჰო, ასეა . . . სამსახურიდან დაურეკეს და სასწრაფოდ მოუწია წასვლა. სიმართლე რომ ვთქვა, ასეც ჯობია
-რატომ?
-უბრალოდ არ მომწონს, როდესაც განწყობა არ მივარგა და სანდრო ამას ხედავს
-რაღაც მხრივ ვგავართ -უმისამართოდ იყურებოდა წინ, როდესაც ამას ამბობდა, ნიცა -მეც არ მიყვარს, როცა ვინმე ცუდ ხასიათზე მყოფს მიყურებს, თუმცა ჩემს მეორე ნაწილს, ისიც უნდა, რომ ამ დროს ვინმემ ანუგეშოს
-ანუ, შენში ორი პიროვნება ცხოვრობს
-ალბათ, ასეა . . . მომწონხარ, იცი? საუკეთესო ხარ, ვინც კი აარონის სიახლოვეს მინახავს
ანასტასია უხერხულად შეიშმუშნა ამ სიტყვებზე. აშკარად მიხვდა, რაც იგულისხმა ნიცამ ამ სიტყვებით.
-სინამდვილეში, მე და აარონი ერთად არ ვართ -თქვა მან ხმადაბლა -გარედან შეიძლება ასე ჩანს, მაგრამ . . .
-აღარ მაინტერესებს რა მოსდევს შენს „მაგრამ“-ს -საუბარი ნიცას ხმამ გააწყვეტინა -ჩემი ინტუიცია არასდროს ცდება. თუ აქამდე თქვენს შორის არაფერი ყოფილა, მომავალში აუცილებლად იქნება
-ახლა ამაზე ფიქრისთვის ყველაზე შეუფერებელი დროა -ეს თქვა, თუმცა გულში მაინც გაეღიმა, თავისი და აარონის საერთო მომავლის წარმოდგენისას
-ჰო, მთავარია ყველაფერი დასრულდეს და დანარჩენზე ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ
ნიცამ სივრცეს გახედა, თან ფილტვებში ღრმად შეუშვა ცივი ჰაერი. სიცივისგან ხელები ერთიანად ჰქონდა დაწითლებული და გადაწყვიტა ისინი ჯიბეებში ჩაწყობით გაეთბო. სწორედ ამის გაკეთების შემდეგ იგრძნო, რომ ქურთუკის მარცხენა ჯიბეში ჩადებული მისი ტელეფონი ზუზუნებდა. თავდაპირველად, გადაწყვიტა ყურმილი არ აეღო, თუმცა მერე რატომღაც გადაიფიქრა, სენსორს დახედა და როგორც კი მასზე სახელი -„ერთუჯრედიანი“ ამოიკითხა, ზარს მაშინვე უპასუხა.
-გისმენ, ნიკოლოზ
-სად ხარ? -აღელვებული, თან გახარებული ტონი ჰქონდა ბიჭს
-ქვემოთ ვარ, სკვერში . . . რამე ხდება?
-აარონი . . .
-რა სჭირს აარონს? -მაშინვე ეცვალა ფერი ნიცას და მასთან ერთად, ანასტასიასაც
-არც კი მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ . . .
-მაგრამ, რა? ბოლოს და ბოლოს, ამოღერღე, დაუნო!
ყურმილში რამდენიმე წამიანი დუმილი ჩამოვარდა, შემდეგ კი, კვლავ ნიკას ხმა გაისმა :
-აარონმა თვალები გაახილა, ნიცა . . . მხოლოდ რამდენიმე წამით, მაგრამ მაინც გაახილა . . .





8 8 8 8

დღეები გადიოდა . . .
აარონის მდგომარეობა კვლავ უცველი რჩებოდა, თუმცა ის რამდენიმე წამიანი გონზე მოსვლა, ექიმებსაც დიდ იმედს აძლევდა და მათაც, ვინებსაც მისი გადარჩენა ყველაზე მეტად სურდათ.
მიუხედავად ყველაფრისა, პროგრესი მაინც შეიმჩნეოდა. მამაკაცის ჯანმრთელობას, უწინდელივით დიდი საფრთხე უკვე აღარ ემუქრებოდა. ცუდი მხოლოდ ის გახლდათ, რომ გონზე მოსვლას ვერ ახერხებდა და კვლავ გაუნძრევლად იწვა თავის საწოლზე.
იმის გამო, რომ მდგომარეობის გართულების რისკები აღარ იყო, მეოთხე დღეს გადაწყდა, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან, პალატაში გადაეყვანათ.
პოლიცია, ჯერ კიდევ იძიებდა ამ დანაშაულს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერანაირ კვალზე ვერ გადიოდა. მხოლოდ ერთი იმედი იყო დარჩენილი -აარონი გონს უნდა მოსულიყო და დამნაშავე თავად დაესახელებინა.
ნიცამ და ნიკამ, თითქმის ყველა საეჭვო პირის მონაცემები გადასცეს პოლიციის განყოფილებას, ვისაც კი შეეძლო ამ საქმესთან რამე კავშირი ჰქონოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანს გააჩნდა სერიოზული ალიბი, რაც მათ უდანაშაულობაზე მეტყველებდა. არავინ არაფერი იცოდა, არანაირი ვერსია არ არსებობდა და არც, აარონის ნაცნობებმა, თუ თანამშრომლებმა იცოდნენ რამე. მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო -ლოდინი, რათა დაზარალებულს თავად მოეხადა თავი საიდუმლოებით მოცული ზარდახშისთვის.
ერთი კვირა გასულიყო იმ საბედისწერო დღის შემდეგ, რაც აარონი ტყეში იპოვეს დაჭრილი. ვინაიდან, მსურველებს უკვე პაციენტის მონახულების უფლებას აძლევდნენ, ანასტასია, აარონის პალატაში იჯდა, მოშორებით მდგომ სავარძელში, ნიკაპი ხელის გულზე ჰქონდა შემოდებული და მამაკაცის მძინარე სახეს თვალს არ აშორებდა.
ტყუპები, კაფეტერიაში იყვნენ ჩასულები, საჭმელად, ამიტომ, აარონთან მხოლოდ ის იყო და ეს გარემოება სიამოვნებდა კიდეც. იმდენად ჰქონდა მონატრებული მამაკაცის ხმის გაგონება, ცრემლებიც კი აწვებოდა თვალებზე. ის დღე ახსენდებოდა, როცა ლოს-ანჯელესის თავზე, ვერტმფრენით მიიკვლევდნენ გზას. არც ლას-ვეგასში განვლილი დღეები გამორჩენია ანასტასიას მეხსიერებას და არც ნიუ-იორკში. თითქოს აარონთან გატარებული წუთები, ერთ დიდ ფილმს ქმნიდა გოგონასთვის, სადაც თავად გახლდათ მთავარი როლის შემსრულებელი ბედნიერი პერსონაჟი.
ანასტასიამ შუბლი თითებით დაიზილა, ფეხზე წამოდგა და ფრთხილად ჩამოჯდა აარონის საწოლის კიდეზე. იმ წამს, რატომთაც საშინლად მოუნდა მას შეხებოდა, ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრია, ზედმეტი სიფრთხილით აიღო მამაკაცის ხელი, მის ვენაში გაყრილი წვეთოვანის ნემსის გამო, თვალები დახუჭა და ლოყაზე ბრილიანტისფერი წვეთი ჩამოუვარდა. ერთიანად აწყლიანებოდა თვალის გარსი ანასტასიას. იმ წამს გააცნობიერა, თუ რამდენად სასიამოვნო და ამავდროულად, რთული იყო გყოლოდა ძვირფასი ადამიანი. მართალია, ასეთი პიროვნებების არსებობა ცხოვრებას ულამაზებდა, თუმცა უდიდეს ტკივილსაც ხომ მათი ცუდად ყოფნა აგრძნობინებდა?
სწორედ ასე სტკიოდა ახლაც. რას არ გაიღებდა, რომ რამის გაკეთება მაინც შესძლებოდა აღნიშნულ სიტუაციაში, მაგრამ არაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ დინებას მიჰყოლოდა და მოვლენების განვითარებას დალოდებოდა.
გოგონამ, ლოყაზე ხელის გული ჩამოუსვა აარონს და მის წამოზრდილ წვერს მიეფერა. საკუთარ თავს აძალებდა არ ეტირა, თუმცა საბოლოოდ მაინც ცრემლებმა გაიმარჯვეს და ანასტასიას ღაწვებზე დაიწყეს დენა.
-ნეტავ ვიცოდე, ამ საწოლზე შენი აღმოჩენის მიზეზი ვინაა -ამოთქვა მან ჩურჩულით და აარონის ხელს, თავისი მარჯვენა მოუჭირა -იცი, ლარას როგორ ენატრები? თითქმის ყოველ დღე დადის შენს სანახავად და მოუთმენლად ელის, თვალებს როდის გაახელ
გოგონას, ყელში მომდგარი ცრემლების ბურთისგან, უკვე ლაპარაკიც უჭირდა, თუმცა მაინც აგრძელებდა :
-შენს და-ძმასაც ენატრები და გვერდიდან წამითაც არ გშორდებიან. ხედავ, რამდენი ხალხი ელოდება შენს დაბრუნებას? იქნებ, მათ გამო მაინც მოიკრიბო ძალა? -მერე, მამაკაცის შუბლს აკოცა ნაზად და მზერა მის ტუჩებზე გააჩერა. იმდენად ძლიერი იყო სურვილი, რომ ანასტასიას ბევრი აღარ უფიქრია, კიდევ ერთხელ დაიხარა მისკენ და აარონის ბაგეებს თავისი შეუერთა. ნაწილობრივ, იმასაც აცნობიერებდა, რომ სიგიჟე იყო უგონოდ მყოფი ადამიანისთვის კოცნა, თუმცა როდესაც ბოლომდე შეიგრძნო აარონის თბილი ბაგეებისგან მოგვრილი ჟრუანტელი, ყველანაირი საწინააღმდეგო აზრი უკუაგდო, რამაც ცოტა ხნის წინ გაუელვა გონებაში.
-ნეტავ იცოდე, ჩემთვის რამდენს ნიშნავ -მამაკაცის შუბლს, შუბლით დაეყრდნო გოგონა და თვალები დახუჭა -ნეტავ იცოდე, რა მნიშვნელოვანი გახდი ამ დროის განმავლობაში. თუმცა ამას ვერც კი გეტყოდი, უგონოდ რომ არ იყო. სასაცილოა, მაგრამ ანასტასია მარგიანს პირველად ეშინია მამაკაცის და მის მიმართ გრძნობის გამოხატვის. აქამდე შემეძლო ნებისმიერი ვინმე მექცია ჩემად, თუმცა შენ მაშინებ . . . მეშინია იმის, რასაც შენდამი განვიცდი, რადგან ინტუიცია მკარნახობს, რომ ძალიან მეტკინება. მეშინია, აარონ . . . იმის მეშინია, რომ ჩემთვის არასდროს შემოგიხედავს, როგორც ქალისთვის და ეს, უბრალოდ მეჩვენებოდა. იცი? თავიდან მსიამოვნებდა კიდეც, რომ სურვილით აღსავსე მზერით არ მიყურებდი, ისე, როგორც სხვები, რადგან ასეთი გამოხედვა უკვე ყელში მქონდა ამოსული. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა -მამაკაცს მოშორდა და კვლავ ზემოდან დააცქერდა -უკვე ძალიან მინდა, შენს თვალებშიც იგივეს ვკითხულობდე, მინდა ისე გიზიდავდე, რომ სუნთქვა გეკვროდეს და ჩემში ქალს ხედავდე . . . სასურველ ქალს, ვისაც შენს ყოველდღიურობას გაუზიარებ და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევ
ანასტასია გაჩუმდა. რამდენიმე წამით, პალატის ფანჯრიდან გადაშლილ ხედს უყურებდა, შემდეგ კვლავ საწოლზე მწოლიარეს დაუბრუნდა მზერით. სწორედ ამ დროს იგრძნო, რომ მის ჯიბეში ჩადებული მობილური ვიბრირებდა. იმ წამს, საერთოდ არ უნდოდა ვინმეს ზარისთვის ეპასუხა, თუმცა იმასაც ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა რამე სერიოზული ყოფილიყო, ამიტომ საწოლიდან წამოდგა, სარკმელს მიუახლოვდა და ზარს უპასუხა.
-გისმენთ!
-ანასტასია, მე ვარ
ამ ხმის გაგონებაზე, გოგონას მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ყველაზე ნაკლებად, ახლა მასთან საუბარი სურდა და დააპირა კიდეც გათიშვა, რომ კვლავ მოესმა :
-არ გათიშო, გთხოვ, მართლა სერიოზულ საქმეზე ვრეკავ
-რა გინდა, ლექსო? მალე მითხარი და დავასრულოთ, ახლა შენთვის არ მცალია
-ჰო, ჰო, რა თქმა უნდა -სწრაფად მიაყარა სიტყვები ბიჭმა -უბრალოდ აარონის მდგომარეობა მაინტერესებდა. პრესა მის შესახებ დუმს, რადგან მისი და-ძმა, ჟურნალისტებთან საუბარზე უარს აცხადებენ. შენ ხომ არ იცი როგორ არის?
-მისი მდგომარეობა რატომ გაინტერესებს? -გულწრფლად გაუკვირდა გოგონას -როგორც ვიცი, მაინცდამაინც ახლოს არ ხართ
ყურმილში მცირეხნიანი დუმილი ჩამოვარდა. მხოლოდ კითხვის დასმიდან ოთხი წამის შემდეგ გაისმა ლექსოს პასუხი :
-ჰო, არ ვმეგობრობთ, მაგრამ მაინც დამაინტერესა -ხმაში აღელვება ეტყობოდა, თუმცა ანასტასია ვერაფრით მიხვდა რისგან იყო გამოწვეული ეს ყველაფერი. ამაზე დიდხანს არც უფიქრია. სურდა ეს დიალოგი მალევე დაესრულებინა, ამიტომ სწრაფად მიუგო
-გონს ჯერ კიდევ არ მოსულა, თუმცა სიცოცხლისთვის სახიფათო რისკები აღარ არის
-საერთოდ? ანუ გამოძვრა?
გოგონამ, რაღაცის მსხვრევის ხმა გაიგო ყურმილის მეორე მხრიდან, თუმცა არც ამაზე გაუმახვილებია ყურადღება.
-წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, ლექსო, ყველაფერს დრო გვიჩვენებს
-შეგიძლია მისი ამბები გამაგებინო ხოლმე?
ანასტასიამ ღრმად ამოიოხრა. ვერ ხვდებოდა, რატომ თამაშობდა ამ თამაშს, თაბაგარი, თუმცა გოგონას აზრით, აქ რაღაც ისე ვერ იყო. მიუხედავად ამისა, მაინც დადებითი პასუხი გასცა :
-კარგი, გაგაგებინებ ხოლმე -ისე ხმადაბლა თქვა, თითქოს არ უნდოდა მისი სიტყვები ვინმეს გაეგონა. რაღაც სუსტი ამოძახილის მაგვარი ხმაც მისწვდა გოგონას ყურთასმენას, თუმცა იფიქრა, რომ ეს ბგერები ყურმილიდან მოდიოდა და ფანჯრის რაფაზე, თითებით დაიწყო წარმოსახვითი წრეების ხაზვა.
-ძალიან დიდი მადლობა, უახლოეს დღეებში შენს ზარს ველოდები
-ანნასტასია -გაისმა კვლავ. ხმა, წინანდელთან შედარებით უფრო მკაფიოდ ჟღერდა, თუმცა მაინც მისუსტებული ეთქმოდა
-ჰო, ლექსო, კიდევ რამე გინდა? -ამოთქვა მობეზრებული ტონით, თუმცა წყვეტილი ზუმერის ხმამ ყურმილში, მიახვედრა, რომ კავშირი უკვე დასრულებული იყო
გოგონამ თვალები დახუჭა. ხელების კანკალი იგრძნო იმ წამს. და კვლავ ეს ხმა . . . პალატაში ვიღაც მის სახელს წარმოთქვამდა, ძლივსგასაგონი ხმით. თავდაპირველად იფიქრა, რომ მოჩვენებები დაეწყო. ამის გამო, ფანჯრის რაფას ხელი მთელი ძალით მოუჭირა და თავი რამდენჯერმე გადააქნია, ისე, თითქოს უსიამოვნო ფიქრების გამობერტყვას ცდილობსო.
ამანაც ვერ უშველა. კვლავ მოესმა დაბალი ხმით წარმოთქმული საკუთარი სახელი და საბოლოოდ, იმასაც მიხვდა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არა, წარმოსახვის ნაყოფი.
ანასტასიამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. ჯერ თავი მიატრიალა უკან, თითქოს ტერიტორიას ზვერავსო, შემდეგ მთელი ტანით მიტრიალდა და საწოლზე მწოლიარე მამაკაცს შეხედა. ნელა, არეული ნაბიჯებით მიუახლოვდა მის საწოლს, ისე, თითქოს კუ ყოფილიყო და არა, ადამიანი. მის რაღაც ნაწილს, ჯერ კიდევ ეშინოდა იმის, რომ ეს ყველაფერი საკუთარმა გონებამ წარმოადგენინა, თუმცა როდესაც ხმის გაგონებასთან ერთად, მამაკაცის ტუჩების ძლივსშესამჩნევ გამოძრავებას მოჰკრა თვალი, მოწოლილი ემოციებისგან ხელის გულიც კი აიფარა პირზე.
-აარონ -ხმის კანკალით ამოთვა მისი სახელი -აარონ შენ . . .
მამაკაცმა ქუთუთოები ოდნავ დააშორა ერთმანეთს. შემდეგ სცადა ხელი გაემოძრავებინა, თუმცა ვენაში გაყრილი წვეთოვანის ნემსის გამო ტკივილი იგრძნო და იგი კვლავ ძირს დაუშვა.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ეს რეალურად ხდება? -თმაში თითები შეიცურა ანასტასიამ, შემდეგ კი, აარონის ბალიშის გასწვრივ ხელები ისე დააწყო, რომ მამაკაცის თავი მათ შორის მოაქცია -აარონ, გთხოვ, თვალები გაახილე და შემომხედე
მამაკაცს მისი თხოვნა არ შეუსრულებია, თუმცა სიტყვებით გამოხატა, რომ გონზე იყო :
-აქ რა მინდა? -იკითხა მან, თან ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა
-მაგას სხვა დროს მოგიყვები . . . ახლა მითხარი, როგორ ხარ? -სიხარულისგან ხმასაც კი ძლივს იმორჩილებდა ანასტასია
-უკეთესადაც ვყოფილვარ -მერე კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა გოგონას სიტყვებმა შეაჩერა
-წავალ, ექიმს დავუძახებ, ვეტყვი, რომ გონს მოხვედი
-მოიცა, ანნასტასია -აარონმა, მხოლოდ ამის თქმისას გაახილა თვალები ოდნავ და თავზე წამომდგარ გოგონას, თავისი ქვიშისფერი სფეროებით ახედა
-ნიცა და ნიკოლოზი აქ არიან?
-რა თქმა უნდა, აბა სხვაგან სად უნდა იყვნენ?-მიუგო ღიმილით, თან საწოლზე ჩამოუჯდა მამაკაცს. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ხედავდა მის გახელილ თვალებს და სიხარულის აზვირთებული ტალღებიც განუწყვეტლივ ეხეთქებოდნენ მის გულს
-უცნაური სიზმარი ვნახე -კვლავ მისუსტებული ხმა ჰქონდა აარონს -მაგრამ ძალიან ჰგავდა სინამდვილეს
-რა დაგესიზმრა? -სმენად იქცა ანასტასია
-ეს იმდენად რეალური იყო, ახლაც ვგრძნობ შენი ტუჩების გემოს, საკუთარ ტუჩებზე
გოგონა გაჩუმდა და ლოყებზე ალისფერმა გადაჰკრა. მიხვდა, თუ რასაც გულისხმობდა მამაკაცი და იმ წამს, აწყობდა კიდეც მომხდარი სიზმრად ჩაეთვალა.
-ანნასტასია . . .
-გისმენ
-არ გინდა, კარგი? თავს ნუ დამაკარგვინებ -მერე კვლავ დახუჭა თვალები და დაამატა -თუმცა შენ უკვე დამაკარგვინე თავი . . .
არც ამაზე უპასუხია გოგონას. ბოლომდე ვერ ხვდებოდა, თუ რის გადმოცემას ცდილობდა მამაკაცი თავისი ნათქვამით, თუმცა იმ ნაწილმა სასიამოვნოდ აუდუღა სისხლი, სადაც აარონი ამბობდა, თავი დამაკარგვინეო.
ბევრი აღარ უფიქრია ანასტასიას. საწოლზე მწოლიარე მამაკაცს კიდევ ერთხელ დააცქერდა ღიმილით და პირდაპირ პალატისკენ გასასველი კარისკენ დაიძრა რათა მომხდარის შესახებ დანარჩენებისთვისაც დაუყოვნებლივ ეცნობებინა.




8 8 8 8

ორი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს აარონი. იმ დროიდან მოყოლებული, რაც თვალები გაახილა, ხან პოლიციის თანამშრომლებთან უწევდა საუბარი, ხანაც ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემაზე უარის თქმა.
საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აარონს მშვენივრად ახსოვდა ვინც ესროლა, ამაზე სიტყვასაც არ ძრავდა და საიდუმლოს ღრმად ინახავდა, თავისი გულის ყველაზე მიუვალ ცხრაკლიტულში.
იანვრის მორიგი სუსხიანი დღე იყო. აარონი, დივანზე გახლდათ მოკალათებული და მუხლებზე ლეპტოპი ჰქონდა გაშლილი. მარცხენა მხარეს ნიკა ეჯდა, ვისაც მობილურში, Candy Crush-ის თამაშით გაჰყავდა დრო, ხოლო მარჯვენა მხარეს, ნიცას მოეკალათებინა და ფეხის ფრჩხილებზე იისფერ ლაქს ისვამდა.
მას შემდეგ, რაც მოხდა, ტყუპები წამითაც არ სცილდებოდნენ გვერდიდან აარონს. ისე იქცეოდნენ, თითქოს, უფროსი ძმის პირადი მცველები ყოფილიყვნენ, რომელთაც, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, მისი კუდში დევნა ევალათ. ძილითაც კი აარონის ოთახში ეძინა ორთავეს. ეს უკანასკნელი, ხშირად აღნიშნავდა, რომ მხოლოდ საპირფარეშოში შეეძლო მარტო გასვლა და მაშინაც აქეთ-იქით იყურებოდა, რათა ტყუპებს, სადმე სათვალთვალო კამერა არ ჰქონოდათ დამონტაჟებული.
საღამო ხანი იდგა. დიდი ფანჯრიდან ნათლად მოჩანდა, თუ როგორ ფარფატით ეშვებოდნენ ციდან მსხვილი ფიფქები და როგორ ტრიალებდნენ ყინულის სურნელით გაჟღენთილ ჰაერში.
კედელზე მიმაგრებულ პლაზმურ ტელევიზორში, საინფორმაციო გამოშვება იყო ჩართული, დაბალ ხმაზე. თავდაპირველად, ქალდანებიდან, ეკრანს არავინ უყურებდა და თავთავიანთი საქმით იყვნენ გართულნი, თუმცა, როდესაც ნიცამ ერთი წამით აიხედა ზემოთ და ტელევიზორს მოჰკრა თვალი, დისტანციური მართვის პულტით მაშინვე ხმას აუწია, თან ძმებიც აიძულა გამოშვებისთვის მოესმინათ.
-შეხედეთ, შეხედეთ, მგონი აარონზე ლაპარაკობენ -თქვა მან ხმამაღლა, რითაც, ორივეს ყურადღება ჯერ თავისკენ გადაიტანა, შემდეგ კი პლაზმური ეკრანისკენ
მისაღებში, მკაფიოდ გაისმა ჟურნალისტის წრიპინა ხმა. იგი შემდეგს იუწყებოდა :
„ცნობილი, ქართველი ბიზნესმენის, აარონ ქალდანის მკვლელობის მცდელობის საქმე, კვლავ გაუხსნელად ითვლება. გამოძიება ჩიხშია შესული. თავად დაზარალებულს რაც შეეხება, იგი კამერების წინ საუბარზე უარს აცხადებს და . . . „
ჟურნალისტმა სიტყვა ვეღარ დაასრულა, რადგან არონმა, ნიცასთვის წართმეული პულტით ტელევიზორი ჩააბნელა და მობეზრებით ამოიხვნეშა.
-უკვე აღარ შემიძლია საკუთარი თავის ახალ ამბებში ხილვა -შუბლი მოისრისა მან -კარგი იქნება, თუ უახლოესი ორი კვირის მანძილზე, ამ ტელევიზორს არავინ ჩართავს
-წარმოდგენაც არავის აქვს, ვინ გესროლა და გამოძიებაც ერთ ადგილასაა გაყინული . . . ბუნებრივიცაა, რომ „ნიუსების“ მთავარი თემა ხარ -გამოთქვა თავისი აზრი ნიკოლოზმა, რასაც, ნიცაც დაეთანხმა, თავის დაქნევით
-იქნებ, ფსიქოლოგთან მიხვიდე და ჰიპნოზის თერაპიით გაგახსენოს იმ ადამიანის ვინაობა -თქვა გოგონამ. სწორედ ამ დროს, ლაქის წასმასაც მორჩა და ფუნჯი კვლავ შუშაში ჩადო
-კარგი რა, ნიცა, რა ჰიპნოზი? არ მახსოვს და მორჩა . . . ამაზე ფიქრში, დიდი დროის დახარჯვას ნამდვილად არ ვაპირებ
-და, რა გარანტია გაქვს, რომ ის უცნობი შეშლილი კიდევ ერთხელ არ მოგადგება და დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს?
-ნიცა მართალია, აარონ, უნდა ეცადო იმ ადმაიანის სახე აღიდგინო მეხსიერებაში და თუ შენთვის უცნობი პიროვნება აღმოჩნდა, ფოტორობოტი მაინც გადასცე გამოძიებას, რათა თავად დაადგინონ მისი ვინაობა
აარონს, რაღაც მხრივ, დანაშაულის გრძნობა აწუხებდა და არ მოსწონდა თავისთვის ახლობელი ადამიანებისთვის ტყუილის თქმა, მაგრამ აღნიშნულ მომენტში, ასე იყო საჭირო. ლექსო თაბაგარი, ვინც ამ შემთხვევის შემდეგ, თავისი სახლიდან აორთქლებულიყო, აუცილებლად უნდა ეპოვა და თავად გაესწორებინა ანგარიში. ამაზე, უკვე მუშაობდა კიდეც აარონი, უფრო სწორად, მის მიერ დაქირავებული კერძო პირი, ვისაც, ლექსოს ადგილსამყოფელი უმოკლეს დროში უნდა დაედგინა.
-მე მარკეტში ჩავალ, რამე ხილს ვიყიდი -ფიქრებიდან ნიკოლოზის ხმამ გამოარკვია მამაკაცი -თქვენთვისაც ხომ არ წამოვიღო რამე?
-არაფერი, უბრალოდ, ის მოკლეკაბიანი კონსულტანტი გოგონა მომიკითხე, ვის გამოც, ამ წამს ხილი მოგინდა -ირონიული ღიმილით მიაწვა სავარძლის საზურგეს ნიცა, თან მაჯიდან შავი რეზინი მოიძრო და აარონს გაუწოდა -თმა ჩამიწანი, Please
-რა გრძელი ენა გაქვს, ტყუპისცალო -ისეთი უკმაყოფილი გამომეტყველება აღიბეჭდა ნიკოლოზის სახეზე, როგორიც, ტყუილში გამოჭერილ ბავშვს აქვს ხოლმე
ამასობაში, აარონმა მუხლებზე დადებული ლეპტოპი გვერდზე გადადო, ნიცას თმას დაწვდა, იგი სამად გაყო და ჩაწნას საგულდაგულოდ შეუდგა. ისე გაერთო ამ საქმეში, ვერც კი გაიგო, როგორ გავიდა სახლიდან ნიკოლოზი. მხოლოდ მაშინ მიხვდა მის არყოფნას, როცა მისაღებს თვალი მოატარა და სიცარიელე დაინახა. სახლში მხოლოდ ის და ნიცა იყვნენ და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა. დუმილი მხოლოდ მაშინ დაირღვა, როცა დისთვის თმის ჩაწნას მორჩა და ბოლოები თმისსამაგრით შეუკრა.
-არ მჯერა, რომ არ გახსოვს ვინ გესროლა, იცი? -ნაწნავი მარჯვენა ბეჭზე გადმოიგდო და ძმას თვალებში ჩახედა ნიცამ. ისე უყურებდა, თითქოს სიცრუის დეტექტორი იყო, რომელსაც აარონის შინაგანი ფიქრების გაშიფვრა ჰქონდა მიზნად დასახული
-ასე რატომ გგონია?
-ჩავთვალოთ, რომ მეექვსე გრძნობა მკარნახობს . . . რა მიზეზით მალავ იმ ტიპის ვინაობას? გეცოდება, რომ ციხის საჭმელი კუჭ-ნაწლავის პრობლემებს შეუქმნის, თუ ნაკლებად რბილ საწოლში ძილისთვის ვერ იმეტებ?
-არ ვიცი, შენს თავში რა აზრები ტრიალებს, თუმცა რამე რომ ვიცოდე, გამოძიებას აუცილებლად დავეხმარებოდი -მზერა აარიდა ამის თქმისას მამაკაცმა
-თუ ასეა, თვალს რატომ ვერ მისწორებ? აშკარაა, რაღაცას ბოლომდე არ ამბობ
-მგონი დროა, შერლოკ ჰოლმსის როლის თამაში შეწყვიტო და ძაღლის თავის ძებნას შეეშვა იქ, სადაც იგი არ არის . . . დაახლოებით ერთ კვირაში, თქვენთვისაც მოვიცლი, საქმეს მოგიძებნით და უაზრო ფიქრებისთვისაც აღარ გექნებათ დრო. მთავარია, სიტუაცია ცოტათი მიწყნარდეს
ნიცამ თვალები აატრიალა და ღრმად ამოიოხრა. მართალია, ძმის ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა, თუმცა მყარი არგუმენტების ნაკლებობა არ აძლევდა კამათის გაგრძელების საშუალებას, ამიტომ, გაჩუმება არჩია და აარონის ლეპტოპი, ამჯერად თავად გადმოიდო მუხლებზე.
-თვითერზე შევალ და დაგიბრუნებ -ისე უთხრა, მისკენ არც გაუხედავს. ნერვებზე იყო მოშლილი იმის გამო, რომ თავისი ძმის მტერი, ჯერ კიდევ უდარდელად დასეირნობდა და პასუხს არ აგებდა იმაზე, რაც ჩაიდინა
ამასობაში, კარის ჯახუნის ხმაც გაისმა. ნიცაც და აარონიც, მხოლოდ ნიკას დაბრუნებას ელოდნენ შინ, თუმცა როდესაც მისაღებში შემოსულ ბიჭს, კიდევ ვიღაც შემოჰყვა თან, წამით, ორივეს გაოცება აღებეჭდათ სახეზე.
ნიკოლოზმა, მარკეტიდან ამოტანილი პარკები მაგიდაზე დააწყო. მხოლოდ ამის შემდეგ გადახედა დივანზე მსხდომთ და ვითარება აუხსნა.
-ამ ქერა ბავშვს, შენი ნახვა უნდოდა, აარონ -თქვა მან -კართან შემხვდა და მითხრა, რომ შენი მეზობელია
-ლარა? -ღიმილი გადაეფინა მისი დანახვისას მამაკაცის სახეს და ტყუპებიც მიხვდნენ, რომ გოგონა მართლაც ნაცნობი იყო -აქ რას აკეთებ?
-შენს სანახავად მოვედი . . . როგორ ხარ?
აარონმა დივანზე ხელი დადო, რითაც, მოუდლონელად მოსულ სტუმარს ანიშნა დამჯდარიყო.
-მოდი, ჩამოჯექი, ფეხზე რატომ დგახარ? -მერე ტყუპებს გადახედა სათითაოდ -გაიცანით, ეს ანასტასიას უმცროსი დაა ლარა . . . ლარა, ესენი ჩემი და-ძმა არიან, ნიცა და ნიკოლოზი
-სასიამოვნოა -ორივეს გაუღიმა და აარონის გვერდით ჩამოჯდა. ცხადად გრძნობდა, ტყუპების თავისკენ მომართულ მზერას და ამის გამო, ოდნავ უხერხულადაც კი იყო, თუმცა ცდილობდა, ეს გარეგნულად არ დასტყობოდა -საავადმყოფოშიც მინდოდა შენი ნახვა, თუმცა პალატაში არასდროს მიშვებდნენ ხოლმე
-საყვარელი ვინმეა -ღიმილი მოჰგვარა გოგონას სიტყვებმა ნიკოლოზს, თან, ტყუპისცალს თვალებით ანიშნა ამდგარიყო -ჩვენ წავალთ, ფილმს ვუყურებთ. შეგიძლიათ, მშვიდად ილაპარაკოთ
-არ ვიცოდი, ანასტასიას ასეთი ლამაზი და თუ ჰყავდა -ფეხზე ადგომის პარალელურად ჩაილაპარაკა ნიცამ -როცა გაიზრდება, ალბათ ბიჭებს ნერწყვებს მოადენს
აარონმა, ლარას, მხარზე დაადო ხელი, მერე კი, თავით ნიცასკენ ანიშნა.
-მას ყურადღებას ნუ მიაქცევ, არასდროს იცის, სად რა უნდა თქვას
ამჯერად, ძმის სიტყვებზე ყურადღება არ გაუმახვილებია ნიცას. ამის მაგივრად, ლარას თვალი ჩაუკრა, ხელი დაუქნია და გასასვლელისკენ წასულ ნიკოლოზს უკან აედევნა.
-აბა, მოყევი შენ როგორ ხარ -მარტონი რომ დარჩნენ, მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა აარონი -მოგეწონა ფრანგული არდადეგები?
-საოცრება იყო . . . მხატვრობა მაინცდამაინც არ მიზიდავს, თუმცა ლუვრი მაინც ზღაპრულად მომეჩვენა -მერე წამით გაჩუმდა და დაამატა -ჰო მართლა, ანასტასიასაც უნდოდა შენი ნახვა, თუმცა ჯერ ერეკლეს ელაპარაკება
-ერეკლეს?
-მისი მეგობარია, დამავიწყდა, რომ არ იცოდი ვინ იყო და მხოლოდ სახელით ამიტომ მოვიხსენიე
-არა უშავს -ღიმილით შევხდა მამაკაცი ლარას სიტყვებს, თუმცა გულში, უსიამოვნო ეჭვად მაინც ჩარჩა სახელი -ერეკლე -რამეს ხომ არ დალევ?
-გააჩნია რისი შემოთავაზება შეგიძლია
-მგონი მანგოს წვენი უნდა მოგეწონოს -ფრთხილად წამოდგა ფეხზე, რათა ნაკერები არ სტკენოდა და სამზარეულოსკენ დაიძრა -ვფიქრობ, მარწყვის პუდინგიც უნდა იყოს სადმე გადარჩენილი, თუ რა თქმა უნდა, ნიცამ არ გაავლო მუსრი
მანგოს წვენისა და პუდინგის ხსენებაზე, ლარას, თვალები სიხარულისგან აენთო, ფეხზე წამოხტა, მამაკაცის ნაბიჯებს ფეხდაფეხ მიჰყვა, თან წამოიძახა :
-ხანდახან მგონია, რომ ჩემს აზრებს კითხულობ აარონ!

* * *

ანასტასიამ, ერეკლესთან გამართული სატელეფონო საუბარი დაასრულა და მობილური კვლავ ჯიბეში ჩააბრუნა. ძალიან გახარებული იყო იმ შესანიშნავი ამბის გამო, რაც მეგობრისგან მოისმინა გოგონამ. ამდენი ხნის შემდეგ, ვერონიკა როგორც იქნა დათანხმებოდა მკურნალობის ახალ კურსს და ის და ერეკლე, ხვალინდელი რეისით მიფრინავდნენ შვეიცარიაში, გამოკვლევებზე.
ბიჭს, იქ ერთი საკმაოდ გამოცდილი ექიმი ეგულებოდა, ვინც, ამ სფეროში, ფაქტობრივად სასწაულებს ახდენდა, ამიტომ, გამგზავრების წინ, იმედით გახლდათ სავსე და უკვე თავისუფლად სუნთქვაც შეეძლო.
ანასტასიაც იდეალურად გრძნობდა თავს. ერთის მხრივ, რონის ამბავი, მეორე მხრივ კი, აარონის გადარჩენა უმაღლებდა განწყობას. სწორედ ამ უკანასკნელის სანახავად აპირებდა ახლა წასვლას. მას შემდეგ, რაც აარონი გამოწერეს, იგი ერთხელაც აღარ უნახავს. სურდა გარკვეული დრო მარტო ყოფნა ეცლია, და-ძმასთან ერთად, თუმცა ახლა უკვე შესაფერისი დრო იყო დისტანცია დაერღვია და იგი მოენახულებინა.
ერეკლესთან საუბრის დროს, ლარას გაპარვა არც კი გაუგია. ამაზე ოდნავ ჩაეღიმა გოგონას, სპორტული მოსაცმელი მოიცვა და უკვე თავადაც უნდა გასულიყო გვერდითა მეზობელთან, რომ კარზე ზარის ხმა მოესმა.
იმ წუთას, ნამდვილად არავის ელოდა. არც ლარა მოისურვებდა ასე მალე დაბრუნებას, სანდრო კი, სამსახურის საქმეებზე იყო წასული, ბათუმში და ბუნებრივია, ვერც ის იდგებოდა ზღურბლის მეორე მხარეს. ზედმეტ ფიქრს, ანასტასიამ ისევ კარის გაღება არჩია. ასეც მოიქცა, საკეტი გადაატრიალა, ოდნავ უკან დაიხია და სადარბაზოში მდგომის ხილვაზე, ადგილს მიეყინა.
ვის დანახვას აღარ ელოდა გოგონა იმ წამს, თუმცა იმის ნამდვილად არა, ვის სახესაც ახლა უმზერდა. შეეძლო დაეფიცა, რომ ირმებიან მარხილზე მჯდომი თოვლის ბაბუის სტუმრობას უფრო რეალურად ჩათვლიდა თავის ბინაში, ვიდრე ემბერისას, ვისაც მარჯვნივ და მარცხნივ, უზარმაზარი ჩემოდნები ამოედო და ანასტასიას, ღიმილიან მზერას არ აშორებდა.
-Hello From Los-Angeles! -ხმამაღლა წამოიძახა გოგონამ, ბარგს ხელი შეუშვა და გაოცებულ მასპინძელს ისე გადაეხვია, თითქოს ოცი წლის მეგობრობა აკავშირებდათ -არ მოგენატრე, საყვარელო?
-ემბერ? აქ რას აკეთებ?
-ხომ გითხარი, სააგენტოს უფროსს დაველაპარაკები, რათა შემდეგ გაცვლით პროგრამაში ჩამრთოს-მეთქი? -გოგონას ბრიტანული აქცენტი, სასიამოვნოდ ხვდებოდა ყურში ანასტასიას
-მაგას არ გეკითხები, ის მაინტერესებს, ჩემს სადარბაზოში რას აკეთებ, თანაც ამხელა ბარგით ხელში
-ჰო მართლა, ბარგი -ამ სიტყვებზე, ემბერმა, თავისი ჩემოდნების ტარებს ხელი მოჰკიდა, ანასტასია გვერდზე გასწია და ისინი ბინაში გაჭირვებით შეაგორა. მხოლოდ ამის შემდეგ ინება, მასპინძლის შეკითხვისთვის ეპასუხა
-სასტუმროში რატომ უნდა დავრჩე, როცა ჩემი მეგობარი ამ ქალაქში მეგულება? -თვალები დააწვრილა და გულზე ხელები დაიკრიფა ემბერმა -თანაც გავიგე, რომ აარონ ქალდანი შენს გვერდითა ბინაში ცხოვრობს
-შენ რა, სტალკერი ხარ?-კარი მიხურა ანასტასიამ და შეეცადა ის ბრაზი არ დასტყობოდა სახეზე, რაც მთელს შინაგანს, გეიზერის ცხელი წყაროსავით უწვავდა
-თუ ადამიანი მართლა გიზიდავს, სტალკერიც გახდები და პაპარაციც -მერე ბინას მოატარა თვალი და აშკარა კმაყოფილება დაეტყო -ძალიან დახვეწილია აქაურობა, თუმცა ახლა ის უნდა მითხრა, რომელი იქნება ჩემი ოთახი
-შენი ოთახი?
-ჰო, სადმე ხომ უნდა დავიძინო? უმჯობესი იქნება, თუ დიდ გარდერობიან საძინებელს გამომიყოფ, უამრავი ტანსაცმელი მაქვს წამოღებული
-ჰო, ეგ მეც შევამჩნიე -ღრმად ამოიოხრა ანასტასიამ, როდესაც ემბერის ჩემოდნებს გადახედა. საშინლად არ ხიბლავდა ის ვარიანტი, რომ გოგონა მასთან უნდა დარჩენილიყო. ბოლოს და ბოლოს, კარგად იცოდა, რისთვისაც ჩამოვიდა აქ ემბერი. მისი მთავარი ინტერესი, პირველ რიგში აარონი იყო და შემდეგ სააგენტო და თავისი სამსახური. მიუხედავად ამისა, უეცარი სტუმრის გაგდებას მაინც ვერ შეძლებდა. უბრალოდ არ გამოუვიდოდა ასე მოქცევა, ამიტომ, გადაწყვიტა დათმობაზე წასულიყო და საკუთარი თავი ეიძულებინა ემბერის იქ ყოფნა როგორმე აეტანა.
-წამოდი, რამე შეჭამე, შენს ოთახს მერე გაჩვენებ -თვალებით სამზარეულოსკენ ანიშნა ამის თქმისას, ანასტასიამ
-თვითმფრინავში უკვე ვჭამე, თუმცა რამე დესერტზე უარს არ ვიტყოდი -ენის წვერით გაისველა ქვედა ტუჩი, თან დაამატა : -რა თქმა უნდა, დაბალკალორიული უნდა იყოს
-ხილზე და ერთპროცენტიან იოგურტზე რას იტყვი?
-აი ეგ შეიძლება -კმაყოფილების ღიმილი გამოესახა სახეზე ემბერს, ზურგ-ჩანთა მისაღების დივანზე მიაგდო, თმა ცხენის კუდად აიკრა და მასპინძელს, ფეხდაფეხ აედევნა.
გოგონები სამზარეულოში გავიდნენ. ანასტასიამ, მართლაც გამოიღო მაცივრის ზედა სათავსოდან დაპირებული იოგურტი, იგი სპეციალურ თასში ჩამოასხა, ზემოდან წვრილად დაჭრილი ავოკადო მოაყარა და შემაღლებულ მაგიდასთან მჯდომ ემბერს, წინ დაუდგა.
-გმადლობ შენთან დარჩენის უფლება რომ მომეცი -პირველი კოვზის პირში ჩადების თანავე უთხრა გოგონამ -სიმართლე გითხრა, მეგონა გამაგდებდი, მაგრამ ნიადაგი მაინც ვსინჯე
-ჰო, სასურველი მამაკაცის გამო რისკზე წასვლას ვინ დაგასწრებდა? -რამდენი არ ეცადა, რომ ამ სიტყვებს მიღმა დამალული აგრესიული ტონი დაეფარა, თუმცა ბოლომდე მაინც არ გამოუვიდა
-არ მესმის, რა გაბრაზებს? შემთხვევით იმის მომხრე ხომ არ ხარ, რომ მამაკაცმა უნდა ინადიროს ქალზე და არა პირიქით?
-სქესობრივ დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვემხრობი
-თუ ასეა, რაშია საქმე? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით უყურებდა მას, ემბერი, თან იოგურტს კოვზით ურევდა
ტყუილში გამოჭერილ ბავშვს ჰგავდა იმ წამს ანასტასია, თუმცა მაინც არ სურდა სიტყვა-პასუხში დამარცხება, ამიტომ, სწრაფად მოიფიქრა თავის დასაცავი არგუმენტი :
-სულაც არ ვბრაზდები, უბრალოდ უცნაურად მიმაჩნია, რომ შენთვის უცნობ ადამიანთან სიახლოვე ასე ძალიან გინდა -ამის თქმისას, ცალი ხელი მინის ჭიქას შემოაჭდო, ხოლო მეორეთი, წყალი ჩამოისხა, მაგიდის პრიალა ზედაპირზე შემოდებული გრაფინიდან
-კარგი, ჩემზე ლაპარაკს შევეშვათ . . . შენ არავინ გყავს? -დესერტის წვალებას შეეშვა და კვლავ მის ჭამაზე გადავიდა ემბერი
-არა, მარტო ვარ
-გასაოცარია შენი უმამაკაცოდ ყოფნა, არადა რომ შემოგხედავ, მეც კი მიზიდავ
ანასტასიას გაეცინა.
-კარგი იქნებოდა ეს მანამ გეთქვა, სანამ სახლში შემოგიშვებდი
-ვხუმრობ, რა გჭირს? -ემბერსაც მოადგა ღიმილი -მართალია, ლამაზი ხარ, მაგრამ შენს მეზობლად მცხოვრები საოცრება უფრო მიმზიდველია ჩემთვის
-გული მატკინე, არადა მეგონა შანსი გვქონდა -მოჩვენებითად დამწუხრებული სახე მიიღო ანასტასიამ
-ნუ ღელავ, პატარავ, თუ ოდესმე ორიენტაციის შეცვლას გადავწყვეტ, პირველად შენ მოგაკითხავ
-მპირდები? -ძვალში მოხრილი ნეკა თითი გასწია ემბერისკენ, გოგონამ
-გპირდები! -თავის მხრივ, საკუთარი ნეკაც შემოაჭდო ანასტასიასას, მან და როგორც კი ცოტა ხნის წინ გამართული დიალოგი გაიაზრეს, ორივეს სიცილი აუტყდათ . . .

იმ საღამოს, აარონის მონახულების გეგმა სისრულეში ვეღარ მოიყვანა ანასტასიამ. სახუმარო საქმე ხომ არ იყო, თავად კალიფორნიიდან ეწვია „მეგობარი“, ვინც კიდევ ორი კვირით უნდა აეტანა თავის სახლში.
პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ემბერს საძინებელი მიუჩინა და ჩემოდნების შეტანაშიც დაეხმარა. ოთახს, მართლაც დიდი გარდერობი ჰქონდა, სადაც, გოგონას თავისუფლად შეეძლო განეთავსებინა თავისი უამრავი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი. შემდეგ აარონის ბინიდან დაბრუნებულ ლარას გააცნო უეცარი სტუმარი, თუმცა იმის გამო, რომ ემბერმა ქართული არ იცოდა, ხოლო ლარა, ინგლისურად ვერ მეტყველებდა პროფესიონალურ დონეზე, ერთმანეთს ბევრი ვერაფერი გააგებინეს და მხოლოდ მცირედი დიალოგით შემოიფარგლნენ.
საბოლოო ჯამში, დღე საკმაოდ დამღლელი და სიახლეებით დატვირთული გამოდგა. ვახშმის შემდეგ, ემბერმა პირდაპირ თავის საძინებელს მიაშურა, რადგან ნამგზავრი იყო და ძალიან ეძინებოდა, ხოლო ლარას, ტელევიზორის წინ ჩასთვლიმა, „ტომი-ჯერი“-ს ყურებაში. ანასტასიამ იგი აღარ გააღვიძა. ამის მაგივრად, ოთახიდან პლედი გამოუტანა, ფრთხილად გადააფარა, შუბლზე ნაზად აკოცა და მისაღებში ყოველგვარი განათება გამორთო.
იმ ღამით, ანასტასიაზეც ვირუსივით გავრცელდა სახლში მყოფთა მოთენთილობა და თავადაც ჩვეულებრივზე ადრე დაწვა დასაძინებლად. რაღაც დროის განმავლობაში, ფიქრებმა წაიღო მისი გონება. ცდილობდა გამოეცნო, რა მოხდებოდა ემბერის ამ სახლში დარჩენის შემთხვევაში. ნუთუ მართლა მიაღწევდა საწადელს და აარონს ანკესზე წამოაგებდა? რატომ არ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო? ემბერს ხომ ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რათა ნებისმიერი მამაკაცი მოეხიბლა? ამის გაფიქრებაც კი გულს უკლავდა ანასტასიას, თუმცა პარადოქსი ის იყო, რომ კონკურენტის მიმართ მცირეოდენ ზიზღსაც არ გრძნობდა. მეტიც, მას თავის სახლში დარჩენის ნება მისცა და საძინებელიც გამოუყო, უზარმაზარი გარდერობით. ეცინებოდა საკუთარ თავზე ანასტასიას. ეს სიტუაცია, საკმაოდ კომიკურად ეჩვენებოდა, თუმცა ისიც არ იცოდა, უნდა გაეკეთებინა თუ არა ის, რისი გაკეთებაც გულის სიღრმეში სურდა. ეს რაღაც, ემბერის სახლიდან გაშვება იყო, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ უხეშ საქციელში ჩაეთვლებოდა.
ამ ფიქრებში, ძილი უჩუმრად მიეპარა გოგონას. ისე გამოეთიშა რეალობას, მთელი ოთხი საათის განმავლობაში, საწოლში გვერდიც არ მოუცვლია. მხოლოდ შუა ღამით გამოაღვიძა მობილურზე შეტყობინების მოსვლამ. ეს ხმა, თითქოს ექოდ გავარდა მთვარის შუქით სუსტად განათებულ ოთახში და ძილის სამყაროში სამოგზაუროდ წასული ანასტასია, კვლავ რეალურ სამყაროში დააბრუნა.
ეკრანს, ნახევრად დახუჭული თვალებით შეხედა გოგონამ. თავდაპირველად, საათი შეამოწმა. თითქმის პირველის ნახევარი იყო. მერე უკვე შეტყობინების ავტორის ვინაობითაც დაინტერესდა და თუ სხვა შემთხვევაში საშინლად გაბრაზდებოდა იმ კონკრეტულ ადამიანზე, გვიან ღამით გაღვიძების გამო, ახლა ლოგინში გახარებული წამოჯდა, საწოლის გვერდითა ტუმბოზე შემოდებული კონუსისებრი სანათი აანთო და ბალიშებს ზურგით მიეყრდნო.
SMS-ის გამომგზავნი აარონი იყო. შეტყობინების ველში, შემდეგი სიტყვები ამოიკითხა ანასტასიამ :
„თუ ჯერ კიდევ არ გძინავს, კარის მეზობელს ხომ არ მოინახულებდი?“
გოგონას, სახეზე ღიმილი მოადგა და მაშინვე აკრიბა საპასუხო ტექსტი.
„მგონი, პირველის ნახევარი ის დროა, როცა მეზობელთან სტუმრად წასვლა უტაქტობაში ჩაგეთვლება.“
„თუ თავად ის გეპატიჟება, ამ შემთხვევაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.“
„შენი არგუმენტებით, ჩემს განიარაღებას ცდილობ, არა?“ -წარბაწეული სმაილიც დაურთო გოგონამ შეტყობინებას და მაშინვე გააგზავნა. აარონის ნახვა, ახლა მართლა ძალიან უნდოდა, ამიტომ, მოუთმენლად ელოდა მამაკაცის მორიგ შეტყობინებას. ამ უკანასკნელს, დიდხანს არც დაუგვიანია :
„თუ განიარაღება გამომივიდა და სათქმელი აღარაფერი გაქვს, მაშინ გელოდები . . . ტყუილად არ გეპატიჟები, რაღაც უნდა გაჩვენო“
„ჰოო?“
„მგონი დაინტერესდი“
ანასტასია ფეხზე წამოდგა და საწოლი სახელდახელოდ გაასწორა. წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ჩუმად უნდა ემოქმედა, რათა მისაღებში მწოლიარე ლარა არ გაეღვიძებინა
„დავინტერესდი“ -მხოლოდ ერთი სიტყვა მისწერა აარონს, თან სწრაფად შეუდგა ჩაცმას. მალე კიდევ ერთი შეტყობინების მოსვლის ხმა ამცნო ტელეფონმა. ანასტასიამ, მაისურის ჩაცმის პარალელურად დახედა ეკრანს და მასზე შემდეგი ტექსტი ამოიკითხა :
„საკეტის კოდი -01 02 03 . . . როცა მოხვალ, ნუ დააკაკუნებ და კარი თავად გააღე. მისაღებ ოთახში დაგელოდები.“
ანასტასიას აღარაფერი მიუწერია. უბრალოდ მობილური საწოლზე მიაგდო და კვლავ თავის მოწესრიგება განაგრძო. თმა, არც ისე ცუდ დღეში ჰქონდა, ამიტომ, მხოლოდ სავარცხლით დავარცხნას დასჯერდა, ნამძინარევ თვალის უპეებზე კონტური წაისვა და საბოლოოდ, როდესაც დარწმუნდა, რომ ნორმალურად გამოიყურებოდა, ოთახიდან ფეხაკრებით გამოვიდა.
ლარას, კვლავ მშვიდად ეძინა, დივანზე. არც ემბერის საძინებლიდან მოისმოდა საეჭვო ხმები, რაც იმას ნიშნავდა, რომ არც ის გახლდათ ფხიზლად. ამით გამხნევებული ანასტასია, სწრაფად მივარდა გასასვლელ კართან, იგი ჩუმად გამოაღო და სულ მალე, სადარბაზოში გადაინაცვლა. რამდენიმე წამიც და უკვე აარონის კარზე მიმაგრებულ სენსორულ ციფერფლატზე კრებდა შესაბამის კოდს. თვითონაც ეუცხოვებოდა საკუთარი თავის ასეთი ვერსია. ისე იყო აჟიტირებული, როგორც თინეიჯერი გოგონა, ვინც, პირველ პაემანზე წასასვლელად ემზადებოდა.
ნაწილობრივ, მოსწონდა კიდეც ეს შეგრძნება, რადგან მისთვის უცხო ხილი გახლდათ მამაკაცისადმი დაინტერესება, თუმცა მეორე მხრივ, შიშს გრძნობდა. შიშს იმისა, რომ ყველაფერი არც ისე კარგად წავიდოდა და საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებული დარჩებოდა.
ანასტასიამ ღრმად ამოისუნთქა, გონებიდან ყოველგვარი ნეგატიური ფიქრი მოიშორა და ბინაში ფეხაკრებით შეაბიჯა. იცოდა, რომ ნიკოლოზი და ნიცა, კვლავ აარონთან რჩებოდნენ, ამიტომ ცდილობდა ისინი არ გაეღვიძებინა.
ჰოლი რომ გადაჭრა და მარცხნივ გაუხვია, პირდაპირ მისაღები ოთახის შესასვლელთან გაჩერდა. იქაურობა, მთლიანად იყო ჩაბნელებული და სინათლის მცირედი წყაროც არ გამოკრთოდა. ფანჯრიდან შემოსულ შუქში, მხოლოდ ნაწილობრივ თუ იკვეთებოდა სავარძელში, ზურგშექცევით მჯდომი სილუეტი. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელე იყო, ანასტასიამ, მაშინვე ამოიცნო ამ პიროვნებაში აარონი, ამიტომ, შესვლის თანავე, ოდნავ ჩაახველა, რათა ამ უკანასკნელის ყურადღება მიეცია.
გოგონას ეს მეთოდი შედეგიანი აღმოჩნდა. როგორც კი ხმა მამაკაცის ყურამდე მივიდა, თავი მაშინვე მოაბრუნა და ფეხზეც წამოდგა.
-სწრაფად მომზადებულხარ, ანნასტასია -თქვა მან ხმადაბლა, თან იდუმალი ღიმილით გაეღიმა
-სინათლეები რატომ არის ჩამქვრალი?
-რაც საავადმყოფოდან გამომწერეს და სახლში ვარ, ყველანაირი მკვეთრი განათება თავს მატკივებს . . . წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
გოგონამ თავი გააქნია და სავარძლის სიახლოვეს მდგომ დივანში ჩაეშვა
-სულაც არა, იყოს როგორც შენ გინდა -მერე თავზე წამომდგარ მამაკაცს ახედა და ჰკითხა :- თავს როგორ გრძნობ? დღეს, მეც მინდოდა შენი მონახულება, თუმცა ამერიკიდან მეწვია მეგობარი და ვეღარ მოვახერხე
-უკეთესად ვარ, მადლობა -მხოლოდ მაშინ უპასუხა აარონმა, როგორც კი მის გვერდით ჩამოჯდა. გოგონას სახეს, სიბნელის გამო კარგად ვერ ხედავდა, თუმცა გრძნობდა, რომ იმ წამს, თვალებში უყურებდა ანასტასია
-მითხარი რაღაც უნდა გაჩვენოო -დუმილი და სახეში ყურება რომ საკმაოდ დიდხანს გაიწელა, გოგონამ აიღო საკუთარ თავზე საუბრის წამოწყების ინიციატივა. ამით უხერხულობაც გაიფანტა და ის მხურვალებაც, რაც, თითქოს შიგნიდან უწვავდა კანს
-ჰო, გითხარი და გაჩვენებ კიდეც
-და რატომ აჭიანურებ? რამე განსაკუთრებულია? -ცნობისმოყვარეობითა და მოლოდინით აღსავსე სახე ჰქონდა ანასტასიას
აარონი გაჩუმდა. წარბები ისე შეჭმუხნა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მერე კვლავ წამოდგა, გოგონას ზემოდან დახედა და მარჯვენა ხელი გაუწოდა.
-წამომყევი
-სად?
-უბრალოდ წამომყევი და ნახავ
ანასტასია არ შეწინააღმდეგებია. აღარც ზედმეტი კითხვები დაუსვამს. უბრალოდ, აარონის ხელს, თავისი ჩასჭიდა, ფეხზე წამოდგა და მისაღებიდან გასასვლელი კარისკენ დაძრულ მამაკაცს გვერდით მიჰყვა.
ოთახი რომ დატოვეს და იქედან გამოსულებმა დერეფანი ნახევრად გაიარეს, აარონი, კედელში ჩატანებულ მუხისფერ კარებთან გაჩერდა. კარს, არც საკეტი ჰქონდა და არც რამე ისეთი, რითაც მისი გაღება შეიძლებოდა. მხოლოდ მარცხენა მხარეს იყო მიმაგრებული პატარა, სამკუთხედი ფორმის სანათი, რომელიც ღია ცისფერ შუქს აფრქვევდა. მამაკაცმა, სწორედ ამ სანათს მოჰკიდა ხელი, იგი უკუღმა ამოატრიალა და ოდნავ უკან დაიხია.
ანასტასია, თავდაპირველად ვერ მიხვდა რა ხდებოდა, თუმცა როდესაც კარმა ჭრიალა ხმები გამოსცა, ოდნავ წინ წამოვიდა და შემდეგ გვერდზე გაწევით გაათავისუფლა შესასვლელი, მაშინ, მისთვისაც ყველაფერი აშკარა გახდა.
კარს მიღმა, რკინის, დახვეული კიბე გამოჩნდა, რომელიც გოგონასთვის ჯერ კიდევ უცნობ ადგილას ადიოდა. იქაურობას, მხოლოდ სამკუთხედი სანათის ცისფერი შუქი ანათებდა, ამიტომ. აარონმა ტელეფონში Flashlight-პროგრამა ჩართო, შიგნით შეანათა და ანასტასიას გახედა.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ
-ეს რა, რაღაც საიდუმლო გასასვლელის მაგვარია? -თვალებში ჯერ კიდევ გაოცება ეტყობოდა გოგონას
-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი გაღება მხოლოდ მე შემიძლია, ასეა
-მხოლოდ შენ არა, უკვე მეც -ზუსტად იმ წამს, მამაკაცის ხელს, თავისი ხელი გაუშვა და ფეხი პირველ საფეხურზე შედგა
შიგნით დახუთული სუნი იდგა, თუმცა ეს, არც იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ სუნთქვის შეკავება დასჭირვებოდა გოგონას. კიბე ნელ-ნელა მიიკლაკნებოდა ზემოთ და საბოლოოდ, დიდ, წრისებრ კართან ჩერდებოდა. თითოეული წამის გასვლასთან ერთად, ანასტასიას ცნობისმოყვარეობაც ნაპირისკენ წამოსული ტალღასავით იზრდებოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის აამთავრებდა დარჩენილ საფეხურებს და როდის აღმოჩნდებოდა ზღურბლის მეორე მხარეს, რათა საიდუმლოს ის ფარდა ჩამოეხსნა, რომელიც მამაკაცმა ჩამოაფარა ცოტა ხნის წინ.
ვინაიდან, აარონი უკან მოჰყვებოდა, კარამდე პირველად გოგონამ მიაღწია და მის წინ, უძრავად შედგა. უკან რომ შეტრიალდა, მამაკაცის ტელეფონიდან წამოსულმა სინათლის წყარომ, თვალები ატკინა და მასზე გაშლილი ხელის გული აიფარა.
-მოვედით, არა? -იკითხა მან, ისე, რომ სახიდან თითები არ მოუშორებია
-მოვედით . . . -უპასუხა, თავი ჩახარა და დამნაშავის მზერა მიიღო -იცი, მოგატყუე, როცა გითხარი, რომ ამ ადგილის შესახებ არავინ იცის . . . აქ, ჩემი ქალები ამომყავს ხოლმე
გოგონას მაშინვე ეცვალა მზერა, თუმცა როდესაც მისი სახის შემყურე აარონს გაეცინა, მიხვდა რაშიც იყო საქმე.
-რა მწარედ ხუმრობ -გაბრაზებულმა, მკლავზე ჩქმეტით დააჯილდოვა მამაკაცი. აარონმა ტკივილისგან სახე დამანჭა
-ისედაც ოთხმა ტყვიამ გაიარა ჩემს სხეულში, კიდევ ეს მინდოდა? -დაიწუწუნა მან
-არა უშავს, ერთ პატარა სილურჯეს გადაიტან -მერე, კვლავ თვალებში შეხედა აარონს და ჰკითხა : -მე უნდა შევიდე თუ შენ შემიძღვები?
-ვინაიდან, ჩემს საიდუმლო ადგილას ვიმყოფებით, ვალდებული ვარ თავად შეგიძღვე -ამ სიტყვებით, მამაკაცმა ოქროსფერი სახელური მოატრიალა, კარი შეაღო და როგორც კი შიგნით შევიდა, იქაურობა, ტუმბოდან აღებულ პატარა პულტზე თითის დაჭერით გაანათა.
სივრცეში მაშინვე გაიბნა ძალიან მკრთალი, ოქროსფერი შუქი, რომელსაც, იატაკზე დადებული ოთხი მრგვალი სანათი გამოსცემდა. მათ, წამებში დაუსვეს წერტილი სიბნელის ბატონობას და მას დომინანტის სტატუსი ჩამოართვეს.
სახეზე დაუფარავი ღიმილი მოადგა ანასტასიას, იქაურობის დანახვისას. ზღურბლზე გადაბიჯების თანავე, ტურისტივით დაიწყო ოთახის თვალიერება. საძინებელი, პატარა, ბროლის სასახლეს ჰგავდა. კედლები, ჭერი, იატაკი, აბსოლუტურად ყველაფერი მინის იყო. მთელი მომხიბვლელობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ არც ავეჯით გახლდათ ზედმეტად გადატვირთული იქაურობა. მხოლოდ საძინებლისთვის აუცილებელი -ტანსაცმლის კარადა, სამსართულიანი ტუმბო და საწერი მაგიდა შეადგენდა ინვენტარს, ხოლო საწოლის მოვალეობას, იატაკზე დაფენილი, უზარმაზარი, ფუმფულა ლეიბი ასრულებდა, რომელიც ფორთოხლისფერ-მარგალიტისფერი, მომცრო ბალიშებით იყო გადავსებული. თუმცა ეს არ გახლდათ ყველაფერი. კედლის მაგივრად ჩაშენებული ოთხივე ფანჯრიდან, ზღაპრულად ლამაზი პანორამა იშლებოდა, ხოლო ჭერიდან, ნათლად მოჩანდა, თუ როგორ მიფრინავდა ქალაქის თავზე, ცაში ვერცხლისფრად მანათობელი თვითმფრინავი.
-იცი აქაურობა რას მაგონებს? -ისე წარმოთქვა გოგონამ, მამაკაცისკენ არც გაუხედავს, თუმცა, ყელთან საკმაოდ ახლოს იგრძნო მისი ცხელი სუნთქვა და ინსტიქტურად თვალები დახუჭა
-მაინც რას?
-მინის სასახლეს . . . აქაურობა იმდენად საოცარია, რომ -ანასტასიამ სიტყვა ვეღარ დაასრულა და აარონისკენ მიტრიალდა. დაჟინებით უმზერდნენ მამაკაცის თვალები და არაფერი იყო დედამიწაზე აღნიშნულ წამს გოგონასთვის, ამ მზერაზე უფრო ძვირფასი -აქ რატომ ამომიყვანე? ეს ყველაფერი რატომ მაჩვენე?
-იმიტომ, რომ მხოლოდ აქ შევძლებდით მარტო ყოფნას -სახეზე ჩამოყრილი თმა, ყურს უკან გადაუწია ამის თქმისას -თავს უხერხულად გრძნობ?
-სისულელეს ნუ ამბობ -მაშინვე უარყო გოგონამ -უბრალოდ, ეს ადგილი შენ გეკუთვნის და ამიტომაც გამიკვირდა
-ამას მნიშვნელობა არ აქვს -მერე, ღრმად ამოისუნთქა და დაამატა -შენთვის მადლობის გადახდა მინდა, ანნასტასია
-მადლობის? და რისთვის? -მამაკაცის სიტყვებმა ოდნავ გაკვირვებული დატოვა ის
სანამ პასუხს გასცემდა, აარონი, გოგონას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და ხმაც, მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო :
-იმისთვის, რომ კლინიკაში წამითაც არ მომცილებიხარ გვერდიდან -იმისთვის, რომ ჩემთან იყავი, განიცდიდი და ჩემი ხელი მაგრად გეჭირა
-ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მადლობა გეთქვა
-ვიცი -კვლავ გოგონას სახისკენ წაიღო ხელი და მასზე თითები ნაზად ჩამოატარა მამაკაცმა. ანასტასიას, მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა იმისთვის, რათა სიამოვნებისგან თვალები არ დაეხუჭა. იმდენად იმოქმედა ამ შეხებამ, ერთ ადგილს გაქვავებულივით მიეკრო და ვეღარც სიტყვის დაძვრას ახერხებდა. მამაკაცმა, ამჯერად მეორე ხელის გულიც მიადო მის ლოყას და უფრო მეტად მიუახლოვდა
-იცოდე, რომ შენ ჩემთვის იმაზე მეტი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია -თითქმის ჩურჩულით ამოთქვა და გოგონას ყურის ბიბილოზე, ქვედა ტუჩი გადაატარა -მართლა საოცარი ქმნილება ხარ, ანნასტასია
გოგონას თითქოს ძალა ეცლებოდა. მაგიური ჰიპნოზივით მოქმედებდნენ მასზე აარონის ქვიშისფერი თვალები. მის გამოხედვას, მის სურნელსა და ხმის ტემბრს, უკვე ვეღარ უძლებდა. რაღაც უნდა გაეკეთებინა. რამე უნდა მოემოქმედა, თორემ სურვილისგან მთელი სხეული უკანკალებდა.
-აარონ -ამოთქვა მან განწირული ხმით და თვალები წამით დახუჭა -შენი აზრით, ადამიანს თუ რაღაც ჭკუის დაკარგავმდე უნდა, ეს უნდა გააკეთოს?
საუბრის თემის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ, ცოტა არ იყოს, დააბნია მამაკაცი, თუმცა პასუხი მაინც დროულად გასცა :
-რა თქმა უნდა, ასე უნდა მოიქცეს . . . რატომ მეკითხები?
-იმიტომ, რომ მე მინდა ახლა ერთი რამის გაკეთება
-მაინც, რისი?
-აი, ამის -სწრაფად მიუგო გოგონამ, მამაკაცს თმებში თითები შეუცურა, მას მთელი ტანით მიეკრო და ალისფერ ბაგეებზე მოწყურებული დაეწაფა.
თითქოს ერთბაშად შემოუტია თავბრუსხვევის შეგრძნებამ აარონს, გოგონა ბაგეების გემოს გაგებისას. თავი რომ შეემაგრებინა, უკან მდგომ კომოდს ჩამოეყრდნო, ცალი ხელით, ხოლო მეორეთი, გოგონას ზურგს უკან გაუკავა ხელები და კოცნაში მთელი მონდომებით აჰყვა.
გრძნობების მთელ ფეიერვერკს განიცდიდა ანასტასია იმ წამს. ერთიანად ეიფორიაში მყოფი, მხოლოდ მამაკაცის სიახლოვით იყო გაბრუებული. აი თურმე რას ნიშნავდა აარონ ქალდანის მახეში გაბმა. გრძნობდა, რომ თავს აკარგვინებდა ეს მამაკაცი. თითქოს, მთელს სხეულში ჰქონდა გოგონას გაბნეული მცოცავი ჭიანჭველები, ხოლო მუცელში, ცხელ, სასიამოვნო სიმძიმეს გრძნობდა და ბოლოს და ბოლოს აცნობიერებდა, თუ რას ნიშნავდა რეალობისგან ერთიანად გამოთიშვა.
უყვარდა . . .
მთელი არსებით გრძნობდა, რომ უყვარდა და ამაში, კოცნისგან მიღებულმა ემოციებმაც დაარწმუნეს გოგონა. აარონმა რომ მის წელს ხელები მოაშორა და ისინი თეძოებზე ჩაასრიალა, ანასტასიას ინსტიქტურად აღმოხდა მისი სახელი და ისევ მამაკაცის ბაგეებს უნდა დაბრუნებოდა, რომ უეცრად, ისე, რომ არც ელოდა, ამ უკანასკნელმა თავიდან სწრაფად მოიშორა, ცოტა ხნის წინანდელი სითბო სადღაც გაუქრა და თვალებში სიცივეჩამდგარმა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-წადი აქედან! -თქვა მან მკაცრი, კატეგორიული ხმით. სიტყვები კიდევ არაფერი. ანასტასიას, იმ უგრძნობმა გამოხედვამ უფრო ატკინა გული, რაც აარონის სახეზე შენიშნა იმ წამს. ეს უკანასკნელი ისე უმზერდა, როგორც უცხო ადამიანს, ვისაც, ცხოვრებაში პირველად ხედავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იდგა მის წინ. უწინდელი მომენტიც, თითქოს სრულიად უაზრო გამხდარიყო მისთვის და მცირედ მნიშვნელობასაც არ ანიჭებდა.
უზომოდ მტკივნეული იყო ამ მზერის ყურება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სრულიად სხვაგვარ რეაქციას მოელოდა მამაკაცისგან. უხერხული დუმილი, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. რომ შესძლებოდა, იქედან მოჩვენებასავით აორთქლდებოდა გოგონა, თუმცა ეს შეუძლებელი ჩანდა და თავს ვალდებულად თვლიდა, წამების წინ მომხდარი აეხსნა :
-აარონ, მე . . . -დაიწყო ანასტასიამ, თუმცა სიტყვებს თავი ვერ მოუყარა და კვლავ გაჩუმდა. სამაგიეროდ, ამჯერად მამაკაცმა დაარღვია კიდევ ერთხელ გაბატონებული სიჩუმე :
-არა უშავს, არა უშავს -სცადა გაგამხნევებლად გაეღიმა და ის ემოციები დაემალა, რაც მის შიგნით ლამის საომარი ყუმბარასავით ფეთქდებოდა, ისევ და ისევ -უბრალოდ ჯობს აქვე დავაზუსტოთ, რომ ეს შეცდომა იყო და მეტად აღარ უნდა განმეორდეს
-შეცდომა? -ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ვიღაცამ ერთი ვედრო მდუღარე წყალი გადაასხა თავზე -ამას მართლა შეცდომად თვლი?
-აბა რად უნდა ჩავთვალო ანასტასია? -პირველად წარმოთქვა გოგონას სახელი მამაკაცმა ორი „ნ“-ს გარეშე -შენ, შეიძლება ჩემთვის სასიამოვნო ადამიანი იყო და პატივს გცემდე, თუმცა როგორც ქალი, სრულიად უფერული ხარ და შენში არაფერია ისეთი, რაც მდედრობით სქესში დამაინტერესებდა -თავისი თითოეული სიტყვა, გულში ლახვარივით ესობოდა აარონს, თუმცა გარეგნულ თავდაჯერებას მაინც ინარჩუნებდა
არც ანასტასია იყო უკეთეს დღეში. მთელი არსებული და არარსებული ძალები, რაც კი იმ საშინელ მომენტში შეაკოწიწა, ერთიანად შემოიკრიბა, რათა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, კვლავ შესძლებოდა ფეხზე დგომა. გრძნობდა, თუ როგორ უკანკალებდა მთელი სხეული, როგორ უხურდა კანი განცდილი სირცხვილისგან, თუმცა ანასტასია მარგიანისთვის დამახასიათებელ ამაყ გამოხედვას მაინც ინარჩუნებდა და სწორედ ეს გამოხედვა ეხმარებოდა იმაში, რათა ის სასოწარკვეთილი ადამიანი დაემალა, ვინც უკვე მის შიგნით ცხოვრობდა და მთელი ძალით ცდილობდა დღის სინათლეზე გამოსვლას.
-კარგი, არ არის პრობლემა -თქვა გოგონამ მტკიცე, თავდაჯერებული ხმით, მერე კი, თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტყუილი თქვა -ალბათ, მეც წუთიერ სისუსტეს ავყევი, ასეთი რამ ხდება ხოლმე
-ჰო, შესაძლებელია -მართალია არ დაუჯერებია, თუმცა მაინც დაეთანხმა მამაკაცი. როგორ უნდოდა იმ წამს, ყველაფერი ფეხებზე დაეკიდებინა და საყვარელ ქალს მოხვეოდა, თუმცა ეშინოდა. ეშინოდა იმის, რომ ისიც ზუსტად ისევე დაამთავრებდა, როგორც მამამისი
-თუმცა იცი რა? ისეთ უხეშობას, რაც შენგან ცოტა ხნის წინ მივიღე, არც ერთი ქალი არ იმსახურებს -ცრემლები ძლივს შეიკავა ამის თქმისას გოგონამ -შეიძლებოდა, ჩემს ადგილას შენზე შეყვარებული ადამიანი მდგარიყო და მსგავსი მოპყრობით, მის გულს ნაწილებად დაფშვნიდი, გესმის ეს?
-მაპატიე . . .
-პატიებას ნუ მთხოვ, მე არ ვარ ის შენზე შეყვარებული პიროვნება -იმდენად ხმადაბლა მიუგო, საკუთარი სიტყვების გაგონება თავადაც ძლივს შეძლო, ტყუილს, ტყუილზე ამატებდა იმ მომენტში, რადგან არ სურდა აარონის თვალში საბოლოოდ დამცირებული გამოსულიყო. თუ საპასუხო გრძნობას ვერ ეღირსა, ნამდვილად არ გახდებოდა სიყვარულის მათხოვარი და საკუთარ თავმოყვარეობას მაინც გადაარჩენდა, თითქმის ფეხქვეშ რომ გათელა აარონმა
გოგონამ „მინის სასახლეს“ მოავლო მზერა. რა ბედნიერი ღიმილით უცქერდა აქაურობას ცოტა ხნის წინ და როგორ დამძიმებოდა ახლა მთელი შინაგანი, მამაკაცის უარყოფისგან მოგვრილი ტკივილით.
-მომეწონა აქაურობა -თქვა მან ბოლოს -მომეწონა, თუმცა უკვე გვიანია და ჩემი წასვლის დროა
აარონი მისგან ზურგით დადგა. ამის გამო, გოგონას აღარ შეუმჩნევია მამაკაცის მაგრად დახუჭული თვალები და ის, თუ როგორ ჩაისუნთქა-ამოისუნთქა რამდენჯერმე საკუთარი თავის დასამშვიდებლად.
-კარგი წადი -უთხრა ბოლოს -მიხარია, თუ ყველაფერი მოგეწონა
-მშვიდობიან ღამეს გისურვებ, აარონ -თითქმის მთელი გული ამოაყოლა ამ სიტყვებს ანასტასიამ, კარი გამოაღო და დახვეული კიბე ისე სწრაფად ჩაირბინა, ლამის გინესის რეკორდი დაამყარა. „მინის სასახლიდან გასულს, რა თქმა უნდა, აღარ დაუნახავს, თუ როგორ ჩაიკეცა საწოლთან აარონი მისი წასვლის შემდეგ, თავი ხელებში ჩარგო და შემდეგი სიტყვები ამოთქვა :
-რამდენი არ ეცადე აარონ, რამდენი არ ეცადე, მაგრამ მაინც თევზივით წამოგაგო ანკესზე . . .




ასე არასდროს არ დამიგვიანია, თუმცა გიგანტური თავით გამოვისყიდი დანაშაულს...
უარყოფითი აზრებიც მაინტერესებს დადებითთან ერთად :*



№1  offline წევრი aneta

შესანიშნავი იყო, ბოლო ეპიზოდი სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე, მხოლოდ ბოლოს ამოვისუნთქე. სრულად ვენდობი შენს ფანტაზიას და გაგრძელებას, ოღონდ მალე რააააა ♥️♥️♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი დარინა

ერეკლეს და რონის ამბავი რომ მოგვარდა გამიხარდაა, ერეკლე რომ იტანჯებოდა მეცოდებოდაა, ამ დროს ქალებს ვერ ვუგებ ვითომ რომ გონიათ საყვარელ ადამიანს ტვირთისგან ათავისუფლებენ, მაგრამ პირიქით რომ გულს ტკენენ მაგაზე აღარ ფიქრობენ, ექიმი დათა მომეწონააა, საინტერესოა რატომ დამალაბლექსომ რომ ესროლა ასე ანასტასიასაც საფრთხეში აგდებს და ამასპლიუს ისე ატკინა გული, ანასტასიას ადგილზე ზედაც არ შევხედავდიიი, მითუმეტეს ისედაც მამაკაცების მიმართ ნდობა არ აქვს, არ ვიცი როგორ უნდა გაიმართლოს თავიი, დაველოდები შემდეგ თავს, მაგრამ წყვილი რომ აქამდე ვერ შედგა ეგ ამბავი გაწელილად მეჩვენებააა, უკვე დრო იყო მათი ერთად ყოფნის.

 


№3  offline წევრი აირ ისი

aneta
შესანიშნავი იყო, ბოლო ეპიზოდი სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე, მხოლოდ ბოლოს ამოვისუნთქე. სრულად ვენდობი შენს ფანტაზიას და გაგრძელებას, ოღონდ მალე რააააა ♥️♥️♥️♥️♥️



ვეცდებიი ამდენ ხანს აღარ გავწელო შემდეგი თავი :* heart_eyes

დარინა
ერეკლეს და რონის ამბავი რომ მოგვარდა გამიხარდაა, ერეკლე რომ იტანჯებოდა მეცოდებოდაა, ამ დროს ქალებს ვერ ვუგებ ვითომ რომ გონიათ საყვარელ ადამიანს ტვირთისგან ათავისუფლებენ, მაგრამ პირიქით რომ გულს ტკენენ მაგაზე აღარ ფიქრობენ, ექიმი დათა მომეწონააა, საინტერესოა რატომ დამალაბლექსომ რომ ესროლა ასე ანასტასიასაც საფრთხეში აგდებს და ამასპლიუს ისე ატკინა გული, ანასტასიას ადგილზე ზედაც არ შევხედავდიიი, მითუმეტეს ისედაც მამაკაცების მიმართ ნდობა არ აქვს, არ ვიცი როგორ უნდა გაიმართლოს თავიი, დაველოდები შემდეგ თავს, მაგრამ წყვილი რომ აქამდე ვერ შედგა ეგ ამბავი გაწელილად მეჩვენებააა, უკვე დრო იყო მათი ერთად ყოფნის.




ჰო, შენს მოსაზრებას პატივს ვცემ, უბრალოდ ჩემთვის ადამიანის შეყვარებაც და ურთიერთობის ღრმა ეტაპზე გადასვლა ისეთი რამაა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს და არა ორი და სამი შეხედვის მერე heart_eyes ჯერ უნდა შეეჩვიო ადამიანს, მასთან ერთად დიდი დრო უნდა გაატარო-ეს ეტაპი გავავლევინე ანასტასიას და აარონს, ახლა უკვე გრძნობებმაც იჩინეს თავი და ურთიერთობაც დაულაგდებათ უკვე ძალიან მალე :* აარონს იმაზე სერიოზული მიზეზი ჰქონდა ანასტასიაზე უარის სათქმელად, ვიდრე წარმოიდგენ. ლექსოს საკითხს რაც შეეხება, ამასაც მიეხედება შემდეგ თავებში და იმასაც მიხვდები, რატომ გაჩუმდა და არაფერი უთხრა გამოძიებას kissing_heart
მოკლედ დაველოდოთ შემდეგ თავს heart_eyes

 


№4 სტუმარი Sopo

Auuu avivsee emociebit da davicaleee amavdroulaad momwons aronis da annastasias ambavii tumca ar momewona rogorc moeqca aroni anatasias exla isev gaucxovdeba anastaias da sitanciot iqneba arada amdeni xnis mere demetres saqonlobis mere pirvelad gaixsna da rogor cudad daanarcxa aronma miwaze:( tumca momewona rom ar gatyda anastasia da exlaa dadgeba dro rodesac aaronis moaskdeba zgva emociebi anastasias mimart :)) mixaria nica da nikolozi rom nel nela dagvinebis periodshi shedian da iseti qarqpshutebi agar iqnebian:)) gamixardaa erekles da ronis ambavi da asvee minda sandrosac gauxsna tavis siyvarulis karebi partod.... gelodebi shemdeg tavs daugvianeblad :))

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

იმედია შემდეგ თავს მალე დადებ❤️

 


№6 სტუმარი eto

dzalian momewona imedia shemdegi tavi male daideba <3

megobrebo ramdenime dgis ukan saitze ido istoria srulad shetanxmeba gauqmebulia da vegar vipove.. bolomde ver movaxerxe walitxva da axla vegar vpoulob da rato washales xom ar icit?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent