შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი საყვარელი მტერი ანუ ეშმაკი ატარებს ბალენსიაგას (5)


1-06-2020, 00:18
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 9 551

ჯოსეფი და ანაბელი ცოტახანს ისვენებდნენ, ყავას მიირთმევდნენ. მარჯიელას შეჰყურებდა ორივე. ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა ქალს, შორიდანაც ეცოდებოდა თავისი და ჯოსეფს.
- მისმინე, განა მართლა ვერ გაგიხსენე. გაგეხუმრე უბრალოდ - ჯოსეფი შეეცადა, უხერხული სიჩუმე დაერღვია. - ტელეეკრანიდანაც გცნობ. რამდენჯერმე იყავი გადაცემაში მიწვეული.
- ოთხჯერ. ოთხივეჯერ, გარდაცვლილი ქმრის ისტორია მოვყევი.
- ჰო, რა თქმა უნდა... ვიზიარებ, თუ რაცაა. საკუთარ დასთანაც მიჭირს ხოლმე ამ თემაზე საუბარი.
- არაფერია. გადავიტანე, როგორც ხედავ. მარჯიელამაც გადაიტანა. მემგონი, მომავალი ქმრის ვინაობა არაა ძნელი გამოსაცნობი - თვალით კრისტოფერისკენ ანიშნა.
ორივეს მაგრად გაეცინათ.
- მაგას მე ოჯახში არ შემოვუშვებ! - განაცხადა ჯოსეფმა.
- ვითომ რა სჭირს შენი დასაწუნი ჩემს კრისტოფერს? - მაჯები აიკაპიწა და გულხელი დაიკრიფა ქალმა.
- მაგათ ჩხუბებს რა აიტანს? დაიწყებს მერე კრისტოფერი: „შესაბამისად“, „ვინაიდან და რადგანაც“, „მაღალი რისკის მატარებელი ქალი ხარ“ და მსგავს რამეებს. მერე, მარჯიელა არც თუ ისე შესაბამისი ტერმინებით გაუხეთქავს თავს. მოკლედ, სკანდალი არ ასცდება ჩემს ოჯახს უკვე მეათასედ.
- კრისტოფერი რეალურად არაა ეგეთი ტიპი.
- მართლა? იმ დღეს, ისე შეუბღვირა თავის ოპონენტს რომ მსგავსი ცივი მზერა არასოდეს მინახავს. ზოგჯერ, მაგრად ჭედავს ხოლმე არა?
- კი. ეგ მინუსი აქვს. თან შეუძლია, ძალიან დიდხანს ითმინოს, ყველა ბრალდებას თავშეკავებულად გასცეს პასუხი. საბოლოოდ, თუ გადაეკეტა რამეზე, რაც ხელში მოყვება, ყველაფერს ისვრის. მაგიტომ აღარ უნდოდა შინაგან საქმეთა მინისტრობა. ერთი-ორჯერ, იარაღს წაავლო ხელი და უცებ ეგრევე დააპაუზა. მიხვდა, მდგომარეობიდან როცა გამოდის, შეურაცხადი ხდება.
- მარჯიელაც ეგრეა. ერთხელ, ბავშვობაში, ბენზოხერხით გამომეკიდა.
- რას ამბობ? მერე?
- სწრაფად დავრბოდი - გაეცინა ჯოსეფს. - თუმცა საინტერესო წარმოსადგენია, იარაღიანი კრისტოფერი და ბენზოხერხიანი მარჯიელა.
- საინტერესო და სექსუალური წარმოსადგენია - დაფიქრდა ანაბელი.
ჯოსეფმა იფიქრა, ახლა გული ამერევაო.
- არანაირად!
- ბოდიში, მავიწყდება ზოგჯერ, რომ შენი დაა.
* * *

- ვაიმე, ხიჭვი შემერჭო! - დაიწრიპინა მარჯიელამ.
- ღმერთო, ამ ასფალტზე გაზრდილმა გოგომ რა მიწა და ხეები აიტეხეთ?
- ღმერთს მეძახით? - ჯერ ჩაიხითხითა, მერე სიმწრისგან დაიჯღანა.
- კი. მანახეთ აბა ღმერთო - თავის ხელზე გადაშალა მარჯიელას ხელისგული და დააკვირდა - ცერა თითზე?
- ჰო - თვალები დახუჭა მარჯიელამ. - ნემსი ხო არ გაქვთ?
- კი, გულის ჯიბით დამაქვს.
- დამცინით?
- აბა მარტო თქვენ ხომ არ უნდა დამცინოდეთ? არაფერია, ოდნავ გატკენთ და ამოვიღებ.
- ასრულდება თქვენი ოცნება... - ისევ თვალები დახუჭა და ოდნავი ბწკენა იგრძნო.
- სულ ესაა.
- მორჩა?
- ჰო, მორჩა - გაეცინა კრისტოფერს. ასე ხშირად, არასოდეს ეცინებოდა. მითუმეტეს, ხალხის თანდასწრებით.
ისევ კრისტოფერის ხელებს გრძნობდა მარჯიელა და ეს ყველაფერი, მხოლოდ იმათთვის ჩანდა უჩვეულო, ვინც მათ უყურებდა.
- ასე უნდა იდგნენ? - არ გამოჰპარვია ჯოსეფს პრემიერ მინისტრისა და თავისი დის სცენა.
- იდგნენ - გაეცინა ანაბელს. - უკვე, რამდენიმე წუთია, ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ და სულ არ აღელვებთ, რომ რამდენჯერმე, სურათი გადაუღეს.
- ჯანდაბა! სურათი... ესღა გვაკლდა - ამოიოხრა ჯოსეფმა - მარჯიელა! - დაუძახა თავის დას.
მარჯიელას დრო დასჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეძახდნენ.
კრისტოფერს თვალები აარიდა, მერე ჯოსეფის დაჟინებულ მზერას წააწყდა და უსიტყვოდ გააგრძელა თავისი საქმე.
მარჯიელას თითქმის არასოდეს სძლევდა ხოლმე სისუსტე. ამ ბოლო დროს კი ძლევის შემთხვევები ერთიასად მოხშირებულიყო და მაგასაც პრემიერ მინისტრს აბრალებდა.
ცოტათი რომ დაცხა, დაიშალნენ.
ბოლოს და ბოლოს, კრისტოფერს თავზე საყრელი საქმე ჰქონდა, თუმცა როგორღაც, მაინც ახერხებდა, მარჯიელა იმაზე ხშირად ენახა, ვიდრე პარლამენტის შენობა. ადრე, მრჩეველმა უთხრა, სანამ პრემიერი გახდები, იქამდე შეიყვარე ვინმე, თორე მერე ისე იშლიგინებს შენი გონება ქეთ-იქით, რომ ეს ხალხი მშიერი დაგრჩებაო.
მაგრამ მიდი და შეიყვარე ვინმე. ასე ადვილია? ეგ ხომ ძალიან მოულოდნელად, ყველაზე შეუფერებელ დროს მოდის, თან ყველაზე შეუფერებელ ადამიანებში.
- ბატონო კრისტოფერ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გაკვირდებოდით - მოიუგო ჯორჯმა, თავისმა დაცვამ. რომელიც, დაცვის გარდა, არაფორმალურად, ყველაფერი იყო: მრჩეველი, მარჯვენა ხელი, ნებისმიერ სოციალურ დარგში კარგად გარკვეული ადამიანი და თან, დაუფიქრებლად გადაუდგებოდა ტყვიას კრისტოფერის გამო.
- ვიდეოები ჩვენ გვაქვს?
- ყველანაირი. მარჯიელას ჰგონია, რომ ხაფანგში ჰყევხართ.
- იცი რა ქენი? ის ვიდეო გაავრცელებინე, რესტორანში რომ ვართ და ხელს ვუჭერ. ის კადრებიც, რაც წეღან იხილე. აი, ჩვენი ხელები და მსგავსი სისულელეები. მაგ ქალს ჰგონია, რომ ყველაზე ჭკვიანია - გაეცინა კრისტოფერს - სინამდვილეში, ისეთი კაცის მიმართ, რომელიც შეყვარებული თვალებით უყურებს მშვენიერ ქალს, ხალს ძალიან დიდი თანაგრძნობა უჩნდება. კარგად წაგვადგება. თან მარჯიელას ეგონა, თითქოს თავისიანებმა ქნეს.
- იცით, მემგონი, მეორე კადრები არც ისე მიზანშეწონილია. ცოტათი, მკერდზეც უყურებდით და უხერხულად გამოვა. - ურჩია ჯორჯმა, მერე, გვერდზე მჯდომ დავიდს შეხედა და ორივეს გაეცინათ.
- ნუ გეცინებათ, თვალი გამეპარა. ლამაზი ქალია და ჩემს ჯინაზე, ძალიან მიმზიდველად იცმევს.
- სწორად გამიგეთ ბატონო პრემიერო - მიუგო დავიდმა - მარჯიელა რომ მიმზიდველი არ მოგეჩვენოს, შეუძლებელია, თუმცა ყველაზე არასწორი ქალია, არასწორ დროს გამოჩენილი. სხვა თუ არაფერი, ყველგან მაგისიანები გვყვანან ჩასაფრებული. ისეთი ვიდეოკადრები აქვთ, რაც თქვენთვის დამღუპველი იქნება. ღონისძიებისას, დეველოპერული პრეზენტაცია რომ წარადგინეთ და მერე, ზედმეტად თავხედ ჟურნალისტს სიმწრისგან ხელი ჰკარით, მხოლოდ მარჯიელას დარჩა მაგისი ჩანაწერი.
- მაინცდამაინც აუზში გადავარდა - შუბლი მოისრისა პრემიერმა - თან ცურვაც არ იცოდა.
- თუმცა ის მშვენიერი ტონი იყო, აფართხალებული ბიჭის ამოსაყვანად რომ ტელეფონიანად ჩახტით და ამოათრიეთ.
- რო დამხრჩვალიყო, ეხუმრებოდი? ისე, ზოგი კია დასახრჩობი. უბრალოდ, მოვქრთამეთ ყველა და არავის ხმა აღარ ამოუღია, კადრების გაშუქებაზე ხომ საერთოდ, ზედმეტია საუბარი. აი, მარჯიელას საიდან აქვს ხოლმე ყველა მიჩქმალული ინფორმაცია, აზრზე ვერ მოვდივარ.
- თავისი ხალხი ჰყავს.
- არც მე მყავს ნაკლები ხალხი. მოკლედ, ერთი გეგმა მაქვს. საწყალ ოლივს რომ სექსის ვიდეო გაუვრცელეს... ერთი სიტყვით, კვალი მარჯიელასთან მიგვიყვანს, თუმცა მარჯიელას ვერ დავიჭერ, ამ ყველაფერს, ზემდეტად ბევრი ემოცია მოყვება ხალხის მხრიდან. ამიტომ, დავიჭერ მის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ტვინიკოსს: ალექ ნოველისა და დემეტრი ბეტინის. სერიოზულად იზარალებს, გვარიანად დაფრთხება.
- პრემირო, მისი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ჯოსეფია.
- ოჯახს ვერ შევეხები. ზედმეტად პირადულ თამაშში გადაგვეზრდება. თუმცა ალექისა და დემეტრის დაჭერას ისეთი სახე უნდა ჰქონდეს, თითქოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია ეგ ყველაფერი. მარჯიელა ჩემთან მოვა დახმარების სათხოვნელას.
- მაგ შემთხვევაში, მტრის ჩამოშორება კი არა, გმირობანას თამაში გამოგდით ბოს. თქვენ თუ იმ ხალხს იმიტომ იჭერთ, რომ მერე გაანთავისუფლოთ მარჯიელას თხოვნით... - დავიდმა ამოიოხრა.
- და ვინ თქვა, თითქოს განთავისუფლებას დავუპირებ? – გაეცინა კრისტოფერს - მარჯიელა ჩემი მომხრე გახდება, რადგან მისიანები მეყოლებიან მარწუხებში. ასე ვთქვათ, მძევლებს ვიყვან. პირდაპირ მოშორებაც შემეძლო. მაგალითად, ციხეში ვუკრავდი მარჯიელას თავს, ჯოსეფიანად. მერე ქონებას დავუყადაღებდი და ვიცხოვრებდი ბედნიერად, თუმცა იცით ჩემს წინამორბედებში რა არ მომწონდა? ჩვეულებრივი ადამიანები მოდიოდნენ ქვეყნის სათავეში, შემდეგ დიდ დრაკონებად იქცეოდნენ და ყველაფერს შთანქავდნენ, რაც გარშემო ჰქონდათ. მოდი, დრაკონობა არ მინდა. ვეცდები, ადამიანად დავრჩე. ცოტა იმპულსურ და ზოგჯერ, როცა სიტუაცია მოითხოვს, სასტიკ ადამიანად, მაგრამ მაინც.


* * *

- მოგესალმებით! მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონა ვირუსი გამოაცხადა პანდემიათ. საკოორდინაციო საბჭო ჩვენს ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც აქტიურად მუშაობს და იმ რეკომენდაციებს მიჰყვება, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სთავაზობს ვირუსთან საბრძოლველად. სამწუხაროდ, ძალიან ტრაგიკული სურატი დაიხატა სრულიად მსოფლიოში და ამ ყველაფრის ფონზე, შესანიშნავად ვახერხებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა მოდუნების საშუალება არ გაქვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს შევეჭიდეთ, სამომავლოდ, გამოწვევები ყოველდღიურად გაიზრდება.
პირველ რიგში, ჩვენს მოხუცებზე უნდა ვიზრუნოთ. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. განსაკუთრებით, ეს ეხება, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს. დღეს 18 ინფიცირებული გვყავს და მათი განკურნებისთვის ჯანდაცვის სამინსიტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ პანიკის დრო არ გაქვს, პირიქით, მაქსიმალურად მობილიზებული უნდა შევხვდეთ საფრთხეს, მოვერიდოთ დახურულ სივრცეებს. ასეთ პირობებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თვით გადავადდება ყველა სასწავლო პროგრამა და მოვუწოდებთ ყველა კერძო ორგანოს, მაქსიმალურად შეძლოს და გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. მკაცრდება საზღვარზე შემოსვლა, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისათვის. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შემოსული ადამიანი გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. გარდა ამისა, გეძლევათ რეკომენდაცია, თავი შეიკავოთ, სხვა ქვეყნებში მოგზაურობისაგან.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი გამოწვევა, თვითიზოლაციის დაცვაა, რაც ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ჩვენი უმიშვნელოვანესი გამოწვევაა, ვიზრუნოთ ქვეყნის მოქალაქეებზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, შევიმუშაოთ გეგმა. მაქსიმალურად ეფექტურად შევეცდებით, იმ პრობლემების დაძლევაზე ვიმუშაოთ, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით მიაყენებს ზიანს ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, დღის ბოლომდე, წარმოგვიდინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც განხორციელდება ხვალიდან. ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანმრთელობის გარდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ჩვენი მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის. გვესმის, რომ ეს არის გლობალური, თუმცა დროებითი გამოწვევა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ გამოწვევას ჩვენმა ქვეყანამ ეფექტურად უპასუხოს.
კრისტოფერის გამოსვლა დამთავრდა. ალექმა ბარის ტელევიზორთან მიმდნარი მარჯიელა, რომელიც გაყინული ხილის ნაყილს საკმაოდ საეჭვოდ ლოკავდა, ცოტათი შეანჯღრია.
- საჭირო არ არის, ყველამ შეგამჩნიოს, როგორ სველდები მაგ კაცზე.
- ენა ხომ არ შემაჩვიე ლაწირაკო? - ნერვები მოეშალა ქალს.
- დაგისხა რამე ძლიერი? - ღიმილიანი სახე ფრთხილად მოაშორა ბიჭმა.
- არა. მემგონი, მნიშვნელოვანი დღე მექნება. საღამოს, ბრიფინგს ჩავატარებ.
- რასთან დაკავშირებით?
- ჯერ პრემიერს შევუთანხმებ და მერე გეტყვი - ეშმაკურად აათამაშა ცალი წარბი მარჯიელამ და ისეთ ადგილას გავიდა, სადაც ზედმეტი აყალმაყალი არ იქნებოდა. არ სურდა, კრისტოფერს ქაოტური ხმები მოესმინა.
- მარჯიელა? - პრემიერი ისეთი გაოგნებული ჩანდა ქალის ზარით, ხმაშიც კი გაეპარა აღელვება.
- თქვენი გამოსვლა მოვისმინე. უნდა ვთქვა, რომ.... - მცირე პაუზა აიღო, ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა წინადადების დამთავრება.
- რომ არამიშავდა? - გაეცინა კრისტოფერს.
მარჯიელასაც გაეცინა. თან წარმოიდგინა, კრისტოფერის გაღიმებული სახე როგორიც იყო და ძალიან მოუნდა, პირისპირ, კიდევ ერთხელ ენახა.
- ნამდვილად. მე სასტუმროების ქსელი მაქვს.
- ვიცი. მეტრაბახებით?
- კი. სასტუმროების ქსელი მაქვს, რამდენიმე რესტორანი, კლუბი და ბარი. თქვენ რას მიაღწიეთ ცხოვრებაში? - ორივემ უთქმელად იცოდნენ, რომ მათ შორის, სერიოზული საუბრის საზღვრები კარგა ხნის წინ დარღვეულიყო და შეეძლოთ, ძალიან ბევრჯერ და გაბედულათ ეხუმრათ.
- ვერაფერს. ერთი პატარა კაცი ვარ.
- მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვათ ეგ სიტყვები და იგულისხმოთ ის, რომ ორმეტრიანი პრემიერ მინისტრი ხართ.
- მართლა იმის სათქმელად დამირეკეთ რომ სასტუმროები გაქვთ?
- კი. უბრალოდ, მსურდა საკარანტინოდ შემომეთავაზებინა. შეგიძლიათ, ჩემს სასტუმროებში შეასახლოთ ხალხი ორ-ორი კვირით. დაცვა გააკონტროლებს, რომ ოთახი არ დატოვონ, უფასო საკვებს მივუტანთ, კონდინციონერი, ინტერნეტი და ტელევიზორი ექნებათ. ლამაზი ოთახებია, ყველანაირად კომფორტული.
- მართლა მთავაზობთ?
- რა თქმა უნდა. ქალაქში, ორი სასტუმრო მაქვს, ქალაქგარეთ სამი. ძალიან რთული თვეები მოდის. ნახევარი ქვეყანა სამსახურს დაკარგავს და ამას ისე ვამბობ, რომ არც მიკვირს, სიტუაციიდან გამომდინარე, პროდუქტი გაძვირდება. მართლა გირჩევთ, მნიშვნელოვანი პროდუქტები სასწრაფოდ მოიმარაგოთ,განსაკუთრებით, მარცვლეული და ფქვილი. მაგ უკანასკნელზე, შეგიძლიათ ფასი არეგულიროთ როგორმე. აი, რძის ნაწარმს, ხილს და ბოსტნეულს ვერაფერს მოუხერხებთ, მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება. ერთი სიტყვით, ამ უმძიმეს სიტუაციაში, ჩემი რესტორნები ექიმების საკვებსაც უზრუნველყოფენ.
ცოტახანს, კრისტოფერს ხმა არ ამოუღია.
გაოგნებული იყო.
ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი მდიდარი ყოფილიყო, მდიდართან ერთად კი, ზოგჯერ უკიდეგანოდ დაუნდობელი და ზოგჯერ, გამორჩეულად კეთილი.
- არც კი ვიცი, რა ვთქვა.
- სჯობდა, პირისპირ მეთქვა ხომ?
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მოდით, თქვენს სასტუმროში გავმართოთ ბრიფინგი, საღამოს...
- ორ საათში საღამოვდება.
- მოვდივარ!
- კარგი. - ზარი გათიშა და გამარჯვების ნიშნად, მუშტები შეკრა. - სულელი - გაეცინა თავისთვის. არ იცოდა, გვერდით რომ დემეტრი და ალექი ედგნენ.
- ისე იქცევა, როგორც თინეიჯერი პირველ პაემანზე - გადაუჩურჩულა ერთმა მეორეს.
- ჯანდაბა! ყველგან თქვენ ხართ?
- ჰო. თან ძალიან გვაშინებს შენი მდგომარეობა.
- ვაიმე, ჯოსეფს გააგებინეთ და ისიც მოვიდეს. მე მეჩქარება. ყველაფერი მის გარეშე გადავწყვიტე, მომკლავს.
- მოსაკლავი ხარ. ჩვენც მოვდივართ ბრიფინგზე!

* * *


ყველაფერმა ისე სასიამოვნოდ ჩაიარა, მარჯიელას რომ ვერც დაესიზმრებოდა. უკვირდა, როგორ ახერხებდა კრისტოფერი თავისი ცივი და ბრუტალური გამომეტყველებით, ისე დალაგებულად ესაუბრა, ეკრანიდანაც მოეხიბლა საზოგადოება. ზოგი მათემატიკური ნიჭით იბადება, ზოგი ხელოვანია, ზოგი მღერის, ზოგს კი ისეთი საუბრის ნიჭი აქვს, მასების მონუსხვაც შეუძლია და ერთეული ადამიანებისაც. კრისტოფერს სიმღერის გარდა, ყველა ნიჭი ახასიათებდა. ხელოვანი იყო და ამ ხელოვნებას საუბარი ექვა. მარჯიელას სწამდა, რომ არ არსებობდა კითხვა, რომელზეც კრისტოფერს პასუხი არ მოეძებნებოდა. ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესი, ჯანდაცვა, განათლება - ამ ყველაფრის მინისტრებზე უკეთ ერკვეოდა.
- არ მესმის, როგორ შეიძლება, ასე გასაოცრად ფლობდე სიტყვებს? - ჰკითხა მარჯიელამ ჯოსებს.
- ამ ბოლო დროს, კრისტოფერის ყოველი მოქმედება საოცრად გეჩვენება.
- რას ამბობ? - შეიცხადა მარჯიელამ.
- მე პრობლემა არ მაქვს - მხრები აიჩეჩა ჯოსეფმა და მერე კიდევ ერთხელ შეავლო კრისტოფერს თვალი. წარსულის ბრაზი არ ჰქონდა დაგროვილი. კაცმა რომ თქვას, მაგას კარგა ხნის წინ გაევლო უკვე. ამასთან, ხვდებოდა, რომ თუ მარჯიელა გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ემტერებოდა პრემიერს, ამას უფრო სხვანაირი, პირადი მიზეზები ჰქონდა. ეს პირადი მიზეზები კი ახლა სულ სხვა ფორმით იჩენდნენ თავს, რაც შემაშფოთებელი და სარისკო იყო, თუმცა ამავე დროს, შესაძლოა, მშვენიერი შედეგები მოჰყოლოდა.
კრისტოფერი ღიმილით მივიდა მარჯიელასთან.
- აბა, როგორი ვიყავი?
- არაგიშავდათ - ისე უთხრა მარჯიელამ, გეგონება, ორი წუთის წინ, არ ედიდებინა.
- რაღაცა კადრები გავრცელებულა ჩემზე, ახლა მომწერეს - წარბშეკრული მიაჩერდა პრემიერი მესიჯს.
- იმედია, მდივანთან დაკავშირებული კადრები არაა - წარბი ასწია ქალმა და გულხელდაკრეფილი, ეჭვიანი ცოლივით მიაჩერდა.
- არა, მდივანთან არშიყობას მაპატიებენ. თავისუფალი, უცოლო კაცი ვარ. უბრალოდ, ქალზე მსუბუქ სექსუალურ ძალადობას მაბრალებენ, რადგან ფიზიკურად შემივიწროებიხართ - ვიდეო გახსნა და მარჯიელას ცხვირზე ააფარა მომენტი, სადაც პრემიერი ხელში სწვდებოდა.
- რანაირად, როგორ? - გონზე ვერ მოეგო მარჯიელა - მე არ... გეფიცებით.
- თქვენ არ გქონდათ ეს მასალა?
- კი, მაგრამ... - ცხოვრებაში, პირველად არ ჰქონდა სიტყვები საკუთარი თავის გასამართლებლად. აქამდე, არც არასოდეს დასჭირვებია და ღრმად სწამდა, რომ თავის მართლება მხოლოდ სუსტების ხვედრი იყო.
- გმადლობ დახმარებისთვის. ყველაფერი რომ ჩაივლის, თქვენი ხარჯები გადმოგვიგზავნეთ და ყველაფერს სახელმწიფო აანაზღაურებს. ნახვამდის! - კრისტოფერი მანქანისაკენ გაეშურა. გულში ფიქრობდა, რომ ძალიან დიდი სისულელე გააკეთა და ჩვეულებრივი ადამიანისგან არანაირად არ განსხვავდებოდა. პირიქით, პრემიერის პოსტმა იმდენი შეცდომა დააშვებინა, ვინ მოთვლიდა.
ახლა ერთ-ერთი შეცდომის სიმწარეს გრძნობდა.
პრემიერს ყელში რაღაცა სასტიკად ფხაჭნიდა. ეს ტკივილი მკერდზე გადასდიოდა და მთელ სხეულს ედებოდა თავისი დაუნდობელი, შემზარავი ბრჭყალებით. აქამდე, ემოციების დაფარვას ისეთი გამაებით ცდილობდა, ახლა ეს ყველა ემოცია, ცალ-ცალკე განცდილი, ერთად შეერთებულიყო და ფიზიკურ ტკივილში გამოიხატებოდა.
- კრისტოფერ! მოიცადეთ... ჯადნაბა, რანაირად დადის ეს კაცი, სირბილითაც ვერ ვეწევი - აედევნა მარჯიელა - მოიცადეთ, თორემ გესვრით! - დაიღრიალა ბოლოს.
ეს ქალი როგორღაც ახერხებდა და ვინც არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე, მაინც საეჭვო გამოჰყავდა საკუთარი თავი.
პრემიერი ქალისკენ შეტრიალდა. მზე ნელ-ნელა ღრუბლებს ეფარებოდა და ბინდისფერი გადაჰკვროდა გარშემო ყველაფერს. დაბურული ცა მარჯიელას თმის წინაშე უძლური აღმოჩენილიყო. ღიაწაბლისფერი თვალები სასოწარკვეთისგან ისე უკაშკაშებდა, ჩამავალი მზის ელვარებაც ვერ შეედრებოდა პრემიერის წინ გადაშლილ საუცხოო სანახაობას.
უეჭველი მიყვარს - გაიფიქრა და საკუთარი თავი შეეცოდა, რადგან ასეთ ქალს კრისტოფერამდეც ბევრი დაეღუპა და მის შემდეგაც განაგრძობდა მსხვერპლის ძიებას. სრულყოფილებამდე მისული ქმნისლების ტრფობა ცხოვრებაში, გამუდმებულ ტერორს ჰპირდებოდა კაცს.
- ისევ მემუქრებით?
- სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. თან ხრეშზე ვერ დავრბივარ ქუსლებით. კრისტოფერ, არ ვიცი, ვინ და რატომ გააკეთა.
- თქვენი წყაროებიდანაა გავრცელებული და რაც ყველაზე საშინელია, ჟურნალისტი რომ წყალში გადავაგდე, ეგეც აუტვირთავთ. იცით რამდენი ვიწვალე მაგის მისაჩქმალად? ახლა წაშალეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ათასმა კაცმა მოასწრო გადმოწერა.
- ძალიან თავხედი ბიჭია. მეც გადავაგდებდი წყალში.
- მარჯიელა! - ლამის გაეცინა კაცს. ვერ ბრაზდებოდა. მართლა მარჯიელას შეთითხნილიც რომ ყოფილიყო (მიუხედავად იმისა, რომ თავისი იყო), ათასი რამე რომ შეეთითხნა, მაინც ვერ გაბრაზდებოდა.
- კრისტოფერ!
- არც კი ვიცი, რა მოგიხერხოთ - სიმწრისგან გაეცინა და მსუბუქად დაყრილ, ჭაღარანარევ წვერზე ხელი ნერვიულად მოისვა.
- მე ვიცი! იმედია, ამ კადრს კარგად გადაიღებენ, რადგან... - ასე ორი მეტრის რადიუსიდან გამოქანებული ქალი, პირდაპირ კისერზე ჩამოეკონწიალა პრემიერს და ტუჩებში აკოცა.



№1  offline წევრი Gemini mood

ეს რა იყოოოო ... სასწაული თავია პატარა მაგრამ საოცარი❤❤❤ აღფრთოვანებული ვარ მაგრამ არ მეყოო❤❤გთხოვ შემდეგი მალე დადე ესეთი დასასრულით რო გაგვიმეტე ცოდოები ვართ...

 


№2 წევრი ვიპნი

კრისტოფერს უყურე რააა,მე კიდევ მეცოდებოდჺ,ეგ ჩუმჩუმელა :D პრინციპში პრემიერად მთლად ბატკანს ხო არ დანიშნავდნენ :D
პ.ს. მარჯიელა გვეღირსა,გვეღირსაა :D :D პ.ს-ის პ.ს. იმედია ესეც სიზმარი არ იყო :D

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიანა

ვაიმეეე მეტროში ვკითხულობდი მინდოდა სამსახურში მოსვლამდე მომესწრო ლამის ეკკალატორზე ჩავყირავდი ისე ვიყავი ჩამძვრალი :დდ ეს რა სიგიჟე წყვილი გყავს, ძლივს ცოტა გაიძვერა კაციც გამოაჩინე :დდ უსაყვარლესია ორივე და გელოდები გიჟივით შემდეგი თავით❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gemini mood
ეს რა იყოოოო ... სასწაული თავია პატარა მაგრამ საოცარი❤❤❤ აღფრთოვანებული ვარ მაგრამ არ მეყოო❤❤გთხოვ შემდეგი მალე დადე ესეთი დასასრულით რო გაგვიმეტე ცოდოები ვართ...

ძაან მიხარია ასე რომ მოგეწონა <3 მალე დავდებ აუცილებლად

ვიპნი
კრისტოფერს უყურე რააა,მე კიდევ მეცოდებოდჺ,ეგ ჩუმჩუმელა :D პრინციპში პრემიერად მთლად ბატკანს ხო არ დანიშნავდნენ :D
პ.ს. მარჯიელა გვეღირსა,გვეღირსაა :D :D პ.ს-ის პ.ს. იმედია ესეც სიზმარი არ იყო :D

ტყუილად გეცოდებოდა, არ ყოფილა მთლად ხელწამოსაკრავი პრემიერი smile

სტუმარი მარიანა
ვაიმეეე მეტროში ვკითხულობდი მინდოდა სამსახურში მოსვლამდე მომესწრო ლამის ეკკალატორზე ჩავყირავდი ისე ვიყავი ჩამძვრალი :დდ ეს რა სიგიჟე წყვილი გყავს, ძლივს ცოტა გაიძვერა კაციც გამოაჩინე :დდ უსაყვარლესია ორივე და გელოდები გიჟივით შემდეგი თავით❤

ვაიმე, შენ ამისი გაიძვერობა მერე ნახე smile ბომბებს დაატრიალებს

 


№5 მოდერი sabah alkhyr

რაო რა ქნაო? :/ ის ბოლო წინადადება სწორად წავიკითხე? ახლა ნახე შენ მთელი ქვეყნის ჟურნალისტობა რომ გაავრცელებს ამ კადრს და სახელს დაარქმევს ,, ეშმაკი, რომელიც ბალენსიაგას ატარებს, პრემიერს იძულების წესით კოცნის " :დდდ
აუუ აზარტში შევედი. ასეთ მომენტებში ნუ წყვეტ ხოლმე გოგო:( ❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

sabah alkhyr
რაო რა ქნაო? :/ ის ბოლო წინადადება სწორად წავიკითხე? ახლა ნახე შენ მთელი ქვეყნის ჟურნალისტობა რომ გაავრცელებს ამ კადრს და სახელს დაარქმევს ,, ეშმაკი, რომელიც ბალენსიაგას ატარებს, პრემიერს იძულების წესით კოცნის " :დდდ
აუუ აზარტში შევედი. ასეთ მომენტებში ნუ წყვეტ ხოლმე გოგო:( ❤️❤️

მუეჰეჰეეეე :დდდდ
აკოცააა აკოცაააა, კინაღამ აკოცაა :დდ
მარა რაღა კინაღამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რომ მთელი ენებით და ყველაფრით აკოცა :დდდდდდდ

 


№7 მოდერი sabah alkhyr

ენ ჯეინი
sabah alkhyr
რაო რა ქნაო? :/ ის ბოლო წინადადება სწორად წავიკითხე? ახლა ნახე შენ მთელი ქვეყნის ჟურნალისტობა რომ გაავრცელებს ამ კადრს და სახელს დაარქმევს ,, ეშმაკი, რომელიც ბალენსიაგას ატარებს, პრემიერს იძულების წესით კოცნის " :დდდ
აუუ აზარტში შევედი. ასეთ მომენტებში ნუ წყვეტ ხოლმე გოგო:( ❤️❤️

მუეჰეჰეეეე :დდდდ
აკოცააა აკოცაააა, კინაღამ აკოცაა :დდ
მარა რაღა კინაღამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რომ მთელი ენებით და ყველაფრით აკოცა :დდდდდდდ

უფ დამაჟრიალა წარმოდგენაზე :დდდ მიყვარს მასეთი სცწნები და მომენტები ^_^ ^_^ ❤️❤️

 


№8  offline წევრი ცირა♡

ვატყობ წინ დიდი ამბები გველიიის. უჰ მაგარია მომწონს ძალიან

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ცირა♡
ვატყობ წინ დიდი ამბები გველიიის. უჰ მაგარია მომწონს ძალიან

გმადლობ ცირა <3
კიი დიდ ამბებს დავატრიალებ :*

 


№10 სტუმარი მარგარეტი

მე იმ მომენტს ველი როდის გაიგებს მარჯიელა სიმართლეს და ბატონ პრემიერს სიფათს აახევს. ამიტომ დაველოდები.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარგარეტი
მე იმ მომენტს ველი როდის გაიგებს მარჯიელა სიმართლეს და ბატონ პრემიერს სიფათს აახევს. ამიტომ დაველოდები.

მეც ველი მაგ მომენტს :დდ

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინი

დღეს დადე რაა ფლიიიზ :(

 


№13  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ !
ოხხხ ეს ცდუნებაა რაარის რაა აი რომ გინდა დაელოდო დასრულებას და მერე წაიკითხო რადგან ნერვები არ გეყოფა ლოდინისთვის !
ჰოდა შემომეკითხასავით თვალი გადავავლდე მერე კიდე მერე კიდე და შემომეკითხა მომეშალა ნერვები და ვარ ახლა ასე ნასიამოვნები კატასავით იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და #როდისიქნებალოდინისრეჟიმი მაქვს ჩართული ♥️ ჰო სულ ესე იცი მოხვალ ასე ქარბორბალასავით დაგვატრიალებ დაგვაემოციებ და დაგვაიგრძნობებ < (ესრაღაც ახლებია არვიმჩნევთ) და მალოდინებ.. რა საქციელია ეს ? კაიჰო კაისაქციელია ინტრიგანო კარამელო ! მომნატრებიხარ და ღირდა ლოდინად და მონატრებას ასეთი ცეცხლი ისტორიების შექმნა ♥️

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნინი
დღეს დადე რაა ფლიიიზ :(

ვერ ვასწრებ, ბოდიშიი :((

ტკბილიწიწაკა
როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ !
ოხხხ ეს ცდუნებაა რაარის რაა აი რომ გინდა დაელოდო დასრულებას და მერე წაიკითხო რადგან ნერვები არ გეყოფა ლოდინისთვის !
ჰოდა შემომეკითხასავით თვალი გადავავლდე მერე კიდე მერე კიდე და შემომეკითხა მომეშალა ნერვები და ვარ ახლა ასე ნასიამოვნები კატასავით იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და #როდისიქნებალოდინისრეჟიმი მაქვს ჩართული ♥️ ჰო სულ ესე იცი მოხვალ ასე ქარბორბალასავით დაგვატრიალებ დაგვაემოციებ და დაგვაიგრძნობებ < (ესრაღაც ახლებია არვიმჩნევთ) და მალოდინებ.. რა საქციელია ეს ? კაიჰო კაისაქციელია ინტრიგანო კარამელო ! მომნატრებიხარ და ღირდა ლოდინად და მონატრებას ასეთი ცეცხლი ისტორიების შექმნა ♥️

ვაიმე, დამიბრუნდი ბაცაცო?
ცოტა ცეცხლი ისტორიის ხასიათზე მოვედი, ამდენი ტირილი აღარ შეიძლებოდა და ძაან გამეხარდა თუ მოგეწონა. ვიცი შენ როგორი ისტორიებიც გიყვარს და გამიკვირდა სხვათაშორის, რომ ესეც ასე დაგევასა

 


№15  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

[quote=ტკბილიწიწაკა]როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ !
ოხხხ ეს ცდუნებაა რაარის რაა აი რომ გინდა დაელოდო დასრულებას და მერე წაიკითხო რადგან ნერვები არ გეყოფა ლოდინისთვის !
ჰოდა შემომეკითხასავით თვალი გადავავლდე მერე კიდე მერე კიდე და შემომეკითხა მომეშალა ნერვები და ვარ ახლა ასე ნასიამოვნები კატასავით იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და #როდისიქნებალოდინისრეჟიმი მაქვს ჩართული ♥️ ჰო სულ ესე იცი მოხვალ ასე ქარბორბალასავით დაგვატრიალებ დაგვაემოციებ და დაგვაიგრძნობებ < (ესრაღაც ახლებია არვიმჩნევთ) და მალოდინებ.. რა საქციელია ეს ? კაიჰო კაისაქციელია ინტრიგანო კარამელო ! მომნატრებიხარ და ღირდა ლოდინად და მონატრებას ასეთი ცეცხლი ისტორიების შექმნა ♥️[/quote]
ვაიმე, დამიბრუნდი ბაცაცო?
ცოტა ცეცხლი ისტორიის ხასიათზე მოვედი, ამდენი ტირილი აღარ შეიძლებოდა და ძაან გამეხარდა თუ მოგეწონა. ვიცი შენ როგორი ისტორიებიც გიყვარს და გამიკვირდა სხვათაშორის, რომ ესეც ასე დაგევასა[/quote]

დაგიბრუნდი კიარა სულ აქ ვიყავი შენი დატოვება როგორ შემეძლო მაგრამ ჩუმად ჩემთვის ♥️
აიიი რააას იძახიიი შენი ისტორიაააა და შენი აზრით სულრომ ათასგვარო იყოს მაინც მომეწონებოდა ისეთებს ჩადიხარ ამიტომ აღარ გაგიკვირდეს ტკბილო :დ ♥️ მოწონებაზე თქმაც ზედმეტია წინასწარ მიყვარს რადგან ვგრძნობ რასაც ,,დაატრუალებ” :დ♥️♥️

 


№16 სტუმარი სტუმარი თაკო

გელოდები ენ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent