შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა {7}


1-06-2020, 19:22
ავტორი painter1
ნანახია 1 667

მეოთხე დილა იყო რომელსაც სოფისთან ერთად ატარებდა. მისით დაწყებული ყოველი დილა ყველა წუთს განსხვავებულს ხდიდა. ყველაფერს ხალისით უყურებდა, ყველაფერი ელამაზებოდა გარშემო და დაღამებისას მოუთმენლად ელოდა მისი სამუშაო საათების დამთავრებას, ისევ რომ ენახა, ჩახუტებისას მისი სითბო ეგრძნო და ის ტუჩები დაეკოცნა რომლებზეც უკვე დამოკიდებული გახლდათ. ახლაც, საწოლზე მწოლი იდაყვით დაყრდნობოდა ბალიშებს, ხელის გულზე თავი მოეთავსებინა და მომღიმარი ადევნებდა თვალს ოთახში მოსიარულე სოფის, რომელიც ვერაფრით წყნარდებოდა და წუწუნით აქეთ-იქით დადიოდა.
-კარგი გეყოფა… მოდი აქ. - საწოლს დაარტყა ხელი, სოფიმ რამდენიმე წამით შეხედა, შემდეგ ისევ სიარული განაგრძო.
-რა უნდა უთხრა? ან რაზე უნდა დაგელაპარაკოს… რანაირია თორნიკე... ხომ შეეძლო იქამდე მოთმენა სანამ მე არ გაგაცნობდი. ახლა ჩამოვა, დაგიწებს ლაპარაკს… ჩემს დას არ აწყენინო თორე დაგჭრიო გეტყვის ალბათ… - ბურტყუნით ჩაილაპარაკა შეწუხებულმა, ლუკას კი ხმამაღლა გაეცინა. - როგორი უხერხულია... თქვენთან ერთად როგორ უნდა დავჯდე... რომ გკითხოს გიყვარსო, რას უპასუხებ? - უცებ შეხედა ალანიას რომელიც სიცილს ვერაფრით წყვეტდა, სახე მთლიანად უბრწყინავდა და მწვანე თვალებს არ აშორებდა სოფის.
-სოფიი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება... არ მგონი შენმა ძმამ ჩემთან მუშტი-კრივის გამართვა მოინდომოს. - მოხერხებულად აიცილა თავიდან სოფის დასმული კითხვა, რადგან თვითონაც არ იცოდა ამ შემთხვევაში რა პასუხს გასცემდა. - მოდი ჩემთან.
-არა ეგეთი არ არის, მე ვაბუქებ. უბრალოდ არ მომწონს ეს ჩამოსვლა, დალაპარაკება… - ნელა მიუახლოვდა უზარმაზარ საწოლს, უცებ აცოცდა საწოლზე, ლუკას გაშლილ მკლავზე დადო თავი და მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
-პირიქით, უნდა გსიამოვნებდეს რომ შენზე ფიქრობს, ზრუნავს და აინტერესებ. უნდა გაიგოს ვინ არის თავის დის შეყვარებული, როგორია, როგორი ხასიათი აქვს. იქნებ მოძალადე ნარკომანი ვარ, რას გაიგებს სურათებით. ამიტომ ჩამოვა, ვილაპარაკებთ და წავა, შენ კიდე ძალით იპანიკებ თავს, არაფერი არ არის სანერვიულო, არც გასატეხი. რომ არ ჩამოსულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა. - ლურჯ, ბრჭყვიალა თვალებში უყურებდა, თან სახეზე ეფერებოდა.
-მართლა?
-ჰო.
-კარგი მაშინ. - წელზე მოხვია მკლავი და მკერდზე მჭიდროდ მიეკრა. - დღეს მიდიხარ სადმე?
-არა. თავისუფალი ვარ დღეს და მთელი დღე შენი ვარ. შენ რომ წაგიყვან მერე წავალ სავარჯიშოდ.
-არ გეზარება ამდენი ვარჯიში?
-არა. - სიცილით დახედა ზევიდან ტუჩებ დაბრეცილს. იმ დროს ისეთი საყვარელი იყო რომ არ ეკოცნა ალბათ სულს განუტევებდა. ყბებზე მოკიდებული თითებით თავი მაღლა ააწევინა და ტუჩებზე მოწყურებული დაეწაფა. ხერხემალზე აცოცებული თითების შეგრძნებისას სხეულში დენმა დაუარა, კანი დაეხორკლა და ის შავი თმებიც ლამის ყალყზე დაუდგა. ვერც კი მიხვდა როგორ მოიცვა ვნებამ, მალე მთავარი ორგანო, ენა ჩართო საქმეში და სოფის ყრუ კვნესაზე გონება სრულიად გაეთიშა. უცებ მოექცა ზევიდან ზრუგზე გადაწვენილ ქალს, ხელი ატლასის ღილებიანი პერანგის ქვეშ შეუცურა, ნაზ კანზე ააყოლა, შემდეგ მკერდთან მისულმა ძუ.ძუს თავზე მოუჭირა თითები და ქალის ხმამაღალმა კვნესამაც არ დააყოვნა. მის რბილ ბაგეებს მოშორებულმა ყელზე მიაკრო სველი ტუჩები, ოდნავ უკბინა, შემდეგ ლავიწებს გაუყვა კოცნით, თან პერანგის სამი ღილი მიყოლებით გახსნა. მკერდის ძვალზე მიაკრო ტუჩები, უფრო ქვევით ჩაუყვა, ბოლო ღილიც გახსნა და ტუჩები ჭიპთან მიაწება. ცხვირის წვერი გაუსვა ნაზ, სურნელოვან კანზე, ერთი ხელი ფეზე აატარა, უკანალთან მისულმა მტკივნეულად მოუჭირა, თან კბილები მოშიშვლებულ მკერდზე ჩაარსო.
დიდი ცეცხლი ბობოქრობდა მაშინ სოფის სხეულში, ტანს ვერ იმორჩილებდა, სიამოვნებისგან გაუაზრებლად ზნექდა წელს მაღლა, ლუკას ტუჩებს ჭკუიდან გადაჰყავდა, მკერდის თავზე მოთამაშე ენა კი საერთოდ თიშავდა. ხმამაღლა, ჩქარა სუნთქავდა, ეგონა აჩქარებული გული ცოტაც და ნეკნებს ამოანგრევდა. უამრავ სასიამოვნო გრძნობასთან ერთად ფეხებს შორის აქამდე უგრძნობ შეგრძნებებს გრძნობდა და ლუკას ყოველი ახალი მოქმედება ამ მწველ გრძნობას უფრო აძლიერებდა. ცხოვრებაში პირველად იყო ასე ნახევრად შიშველი კაცის წინაშე, პირველი შემთხვევა იყო როცა უფლება მისცა მამაკაცს მის მკერდს შეხებოდა, თანაც ისე რომ გონებაში არანაირი უარყოფითი ფიქრი არ გასჩენია. ისევ ტუჩებთან დაბრუნებულს კოცნაში წამსვე აჰყვა, თითები თმაში შეუცურა და შიშველ სხეულზე მკერდით აეკრა. იგრძნო როგორ ჩაცურდნენ გრძელი, ძლიერი თითები მუცლის გავლით მოკლე შორტისკენ, შიგნით ჩამძვრალმა დაბალ წელიან საცვალთან გააჩერა თითები, მხოლოდ ერთი თითი სულ ოდნავ შეუცურა საცვალში და ქალის მოქმედებას დაელოდა. სოფის კიდევ ორმაგად აჩქარებულ გულზე და სწრაფ სუნთქვაზე მიხვა ძალიან იჩქარა, სოფი ამდენისთვის ჯერ მზად არ იყო და ხელი ნელა დააბრუნა უკან. წვრილ წელზე აატარა იქიდან მკერდზე გადავიდა, ბოლოს მის ტუჩებს მოსწყდა, ყელში დაუტოვა სველი კოცნა და საწოლზე წამომჯდარმა ზევიდან დახედა სახე აწითლებულ ქალს. ნამდვილს ქალღმერთს ჰგავდა თეთრი კანით, ლამაზი მკერდით და მოელვარე ლურჯი თვალებით. გაეღიმა მკერდზე რომ გადაიდო მკლავი, ცოტა ხანს ასე უყურა თვალებ დახრილს, შემდეგ ნელა მოაშორებინა მკლავი, მკერდის ძვალზე აკოცა, მერე მის სახესთან ახლოს დაიხარა. - ნუ გრცხვენია, უკვე ვნახე, გავიცანი და ბევრიც ვკოცნე. - თვალი ჩაუკრა აჭარხლებულს, ორივე ლოყაზე აკოცა შემდეგ ტუჩებზე და ერთიანად მოშორდა. ადგომას აპირებდა სოფის ხელმა რომ გააჩერა და მომღიმარი უკან მიტრიალდა.
-არ დამტოვო ახლა. - ლურჯი სფეროებით მიშტერებოდა თვალებში, თან მკლავზე სუსტ თითებს მთელი ძალით უჭერდა.
-კარგი. - თბილად გაუღიმა, გვერდზე მიუწვა, მკლავებში მოიქცია მისი თხელი სხეული, მკერდზე აიკრა, მერე ის თითები სათითაოდ დაუკოცნა რამდენიმე წამის წინ თავის მკლავზე რომ შემოეხვია. ლუკას ყელში ჰქონდა ცხვირი ჩარგული, უკვე მშვიდად სუნთქავდა, მაგრამ გულს ვერაფრით აწყნარებდა. წელზე მოხვეულ დიდ მკლავში თავს უფრო მშვიდად გრძნობდა, დიდი მტევანი სოფის მენჯზე მოეთავსებინა, მეორე ხელით კი ყველგან ეფერებოდა. - გადაგვიარა სიმორცხვემ თუ ჯერ ვერა. - ლოყაზე ჩამოუსვა თითების ზედა მხარე, მომღიმარ ტუჩებზე ნაზად გადაატარა ცერი რამდენჯერმე, მერე ზღვასავით ღრმა თვალებში ჩახედა, გაეღიმა შიგნით არსებული მნათობი სხივი რომ დაინახა და მოუნდა სამუდამოდ ამ სილამაზისთვის ეყურებინა.
-ნუ დამცინი, პირველად ვარ კაცის წინ შიშველი, შეხებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ... მაგრამ სიმორცხვემ გადამიარა კი.
-როგორ? არასდროს არავინ შეგხებია? - გაკვირვებული უყურებდა სოფის რომელმაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. - ანუ მთლიანად მხოლოდ ჩემი ხარ? - წამსვე აეკრა კმაყოფილების ღიმილი, ქვედა ტუჩზე იკბინა და სოფიმ თვალები რომ აატრიალა მენჯზე მოთავსებული ხელი უკანალზე მიარტყა, მერე ისევ ძველ ადგილას დააბრუნა.
-რა გიხარია ვერ ვხვდები. - ზურგზე გადაწვა, თან ღილების შეკვრას შეუდგა.
-როგორ თუ რა? პირველად მე გაგრძნობინე ეს ყველაფერი და სიმართლე რომ გითხრა ახლა ყველაზე მეტად ამის ცოდნა მსიამოვნებს. - ყელში აკოცა მომღიმარ ქალს, შემდეგ სოფის წელის ქვეშ ამოდებული ხელი გაინთავისფულა.
-ეგოისტი ხარ.
-შენ ჯერ კიდევ არ იცი როგორი… აი ცოტა ხანში საბოლოოდ რომ ჩაგიგდებ ხელში, მიგისაკუთრებ და მაგ გულსაც დავეპატრონები, მერე საერთოდ აღარსად არ გაგიშვებ… გამოგკეტავ სახლში, ან სადაც წავალ წაგიყვან და სულ ჩემთან მეყოლები.
-მოკეტე. - სიცილით ააფარა სახეზე ხელი და თავი უკან გააწევინა. - ოთხშაბათს უნივერსიტეტი მეწყება და მერე ვნახოთ რას იზამ სახლში რომ ვეღარ მნახავ.
-სამუშაოს დაანებებ თავს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. სოფიმ წარბ შეკრულმა ახედა და მტკიცე განახცადი გააკეთა.
-სამუშაოდან წამოსვლა აღარ განიხილება და მეორედ აღარ ახსენო.
-შენ კიდე შეეშვი ასეთი ტონით ჩემთან საუბარს და თითების გამოშვერას, თორემ მოგხვება. - ღიმილით, მაგრამ სერიოზული ტონით უთხრა, თან საჩვენებელ თითზე უკბინა.
-უკაცრავად, სერ. ქალბათონი ბელა მოვიდა და თქვენი ნახვა სურს. - ჯერ კიდევ ერთმანეთის ალერსში გართული წყვილი კარის მეორე მხრიდან მოსაუბრე გრეისის ხმამ გამოაფხიზლა. სოფიმ წამსვე დაახლოვა წარბები, თან ისე უყურებდა ლუკას მწვანე თვალებს.
-უთხარი დამელოდოს, მალე გამოვალ. - წამსვე გასცა პასუხი, შემდეგ რამდენჯერმე ნაზად აკოცა სოფის ტუჩებზე. ისე რომ მისი დაბღვერილი სახისთვის არ შეუხედავს.
-იცოდი რომ მოდიოდა?
-არა. - კიდევ ერთხელ აკოცა, ბოლოს თვალებში ჩახედა, მაგრამ სოფის აღარ შეუხედავს.
-დილა გამიფუჭდა. - სწრაფად მოიშორა ლუკას სხეული, ფეხზე წამოდგა და აბაზანისკენ დაიძრა.
-ეგრე ნუ საუბრობ სოფი, გითხარი უკვე რომ არ მომწონს შენი ასეთი დამოკიდებულება ბელას მიმართ.
-ბოდიში ძვირფასო, მაგრამ პირფერობა არ შემიძლია. იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ და ახლა ისეცად გაფუჭებული დილა უარესად არ გამიფუჭო... წადი და მიხედე შენს მეგობარს. - ბოლო სიტყვა სარკაზმით წარმოსთქვა და აბაზანის კარი მიიხურა.
-რა პრობლემა გაქვს? - სწრაფად გამოაღო კარი, შიგნით შევიდა და საღამურების გახდაში გართულს წინ ჩამოუდგა, მაგრამ ადამიას ხმა არ გაუცია. - სოფი!
-ხმას ნუ უწევ ვიღაც ქალის გამო! საერთოდ რა გინდა? ცუდად იყავი გუშინწინ სანდრომ რომ წამიყვანა, ყოველ ნახევარ საათში მირეკავდი და მწერდი, ღამით ჩამოხვედი, სახლში წამომიყვანე და არაფერი გითხარი იმიტომ რომ შენს მდგომარეობაში შევედი, ისევ დავფიქრდი, მივხვდი რასაც ფიქრობდი, გაგიგე! ახლა კი შენი მეგობარი დილის თერთმეტ საათზე სახლში მოდის ყველანაირი დარეკვის ან გაფრთხილების გარეშე, შენს ნახვას ითხოვს და თურმე კიდევ მე მაქვს პრობლემა... თავი დამანებე, გადი, აღარ მინდა შენთან საუბარი! მე უნდა გაგიგო, შენ კი რამდენიმე წამითაც არ შეგიძლია ჩემს ადგილზე წარმოიდგინო თავი. - ნერვებ მოშლილმა ერთდროულად მიაყარა ყველაფერი რასაც კი ფიქრობდა, თან თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრიდა. - მიკვირს საძინებელშიც რომ არ შემოვარდა... მიჩვეული იქნებოდა შენს ოთახსი დაუკითხავად შემოსვლას. - შორტი ძირს დააგდო, ზედაც გაიხადა და შორტის გზას გააყოლა.
-ბელა ლეზბოსელია. - ბოლოს ჩვეული ხმის ტემბრით თქვა, თან სოფის სხეული შეათვალიერა.
-არ მაინტერესებს, გადი! - ხელი გაიშვირა კარისკენ, მწვანე თალებში ჩააშტერდა შეკრული წარბების ქვემოთ რომ მოთავსებულიყო და არაფრის დიდებით ტოვებდნენ სოფის ტანს.
-მერე ვისაუბროთ. - ზურგი აქცია სოფის და გასასვლელისკენ დაიძრა.
-მერე საუბარს აღარ ვაპირებ! მხოლოდ ეს იცოდე რომ თუ ის ასე გააგრძელებს მე აქედან წავალ. - საბოლოო სიტყვები დააწია კართან გაჩერებულს და წლის ქვეშ დადგა. არაფერი უთქვამს ალანიას, მხოლოდ ერთხელ შეხედა ზურგით მდგომ შიშველ ქალს, შემდეგ თვალები დახარა, ცოტა ხანს ერთ ადგილზე იდგა კარის სახელურს ჩაჭიდებული, ბოლოს კი შინაგანად აფორიაქებული გავარდა აბაზანიდან და კარიც ხმაურით მიიჯახუნა. სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი, თმები შეისწორა და საძინებლიდან გავიდა. ახლაც დივანზე იჯდა ბელა, შოკოლადის ნამცხვარს აგემოვნებდა, ტუჩები კი ახლაც დასვრილი ჰქონდა.
-აქ როგორ გაჩნდი პატარა? - ლოყაზე აკოცა შემდეგ მაგიდაზე დადებული სალფეტკი აიღო და ტუჩთან წასმული შოკოლადი ისე მოწმინდა. - რა? - წამსვე ჰკითხა როგორც კი ბელას ჩაცინება შემოესმა.
-ადრე სხვანაირად მწმენდდი… სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ.
-რას ვიზამთ, ჩემი ტუჩები დაკავებულია ყველანაირად. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, გრეისის მიტანილი ყავა მოსვა, შემდეგ დივნის საზურგეს მიეყრდნო. - რა ხდება მითხარი, ასე ადრე ტყუილად არ გაჩნდებოდი აქ.
-ვიფიქრე ყავას დავლევდით, ბილიარდს ვითამაშებდით, სოფი ვერ გავიცანი იმ დღეს წესიერად და ახლა ვესაუბრებოდი ცოტას. ფილმის ყურებაც შეიძლება შენს კინოთეატრში.
-აბაზანაშია, გამოვა მალე და ვკითხოთ. - თავი დაუქნია ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისი ურეაქციო გამომეტყველებისთვის. - კაი სად არის? დიდი ხანია არ მინახავს.
-მეც ვერ ვნახულობ წესიერად, შენ როგორ ნახავ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ნამცხვირს ჭამა განაგრძო.
-რა გჭირს ბელ? რამეს არ მეუბნები? - ცოტა ხნის შემდეგ თმაზე გადაუსვა ხელი, მერე ყურს უკან გადაუწია წინ ჩამოყრილი თმა და ლოყაზე მიეფერა. - კიდე ბავშვის გამო ხარ ასე? - ნიკაპზე მოკიდა თითები, თავი ააწევინა და წამსვე მის ამღვრეულ თვალებს წააწყდა. - კაი რა, რაზე იგრუზავ თავს... მოდი ჩემთნ. - ორივე ხელი გაშალა და ბელაც წამსვე აეკრო სხეულზე, თავი მკერდზე დაადო და ცრემლებს გადმოსვლის საშუალება მისცა. - ცოტახანი მოიცადე კიდევ.
-თავს მარტოსულად ვგრძნობ, ვინმე მჭირდება ვისაც მოვუვლი, სულ სახლში ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო, ბავშვი რომ მყავდეს გავზრდიდი, მასზე ვიზრუნებდი.
-ბავშვს უამრავი წვრილმანი სჭირდება ბელ, დიდი ყურადღება და მოვლა. იყიდე ძაღლი, მე გიყიდი თუ გინდა და მოუარე იმას. - თმაზე ეფერებოდა ასლუკუნებულს, თან ეცინებოდა ამ ყველაფერზე. წლების მანძილზე ასეთი იყო, წუწუნა, საყვარელი და თბილი, მაგრამ მეგობრების დიდი წრით დიდად ვერ გამოირჩეოდა. არ შეეძლი ყველასთან კონტაქტი, ერთადერთი თვითონ იყო მისი საუკეთესო მეგობარი, იცოდა თავის გარდა სხვა არავინ ჰყავდა ვისაც თავის გრძნობებს, ფიქრებს და სევდას გაანდობდა, ამიტომ არ შეეძლო მისი მიტოვება, ან ზურგის ქცევა მხოლოდ იმიტომ რომ სოფის არ მოსწონდა. უბრალოდ არ იცოდა როგორ დაენახებინა მისთვის ბელას დადებითი თვისებები თუ თვითონ ყიფშიძე არ მოინდომებდა ამას.
-ისე ძაღლის ყიდვა კარგი აზრია. - ჩაფიქრებული წამოიწია, ლუკას სახესთან ახლოს გაჩერდა და თვალებ მოჭუტული დააკვირდა მის მწვანე თვალებს.
-ჰო, პატარა, საყვარელი ლეკვი იყიდე და გაზარდე. - ცრემლები შეუმშრალა მომღიმარმა, ლოყებზე მიეფერა, თან შუბლზე აკოცა.
-მაყიდინებ?
-ეს დღეები დაკავებული ვარ, რამდენიმე დღეც მოითმინე და იქით კვირაში ვიყიდოთ.
-შენ რომ არ მყავდე არ ვიცი რა მეშველებოდა, ალბათ ფსიქიატრიულში ვიწვებოდი. - კვლავ მკერდზე მიადო თავი, ხელები კი წელზე მოხვია. - მეცოდები ჩემს ხელში, როგორ მიძლებ? - ბოლოს სიცილით მოშორდა, ტელეფონის კამერაში სახე მოიწესრიგა, შემდეგ მომღიმარ ლუკას შეხედა.
-რა ვიცი აბა. - მხრები აიჩეჩა, მერე კი ოთახიდან გამოსულ სიფის გაუსწორა რამდენიმე წამით თვალი, ლამაზად გამოწყობილი დაკვირვებით შეათვალიერა, გაუაზრობლად შეკრა წარბები და უკვე წინ მდგომს ინტერესით სავსე მზერა მიაბყრო.
-გამარჯობა. - ყველაფრის მიუხედავად მაინც გაუღიმა ბელას, დივნიდან ოდნავ წამოწეული გადაკოცნა კიდეც.
-გამიხარდა შენი ნახვა, გელოდებოდით… ვიფიქრე ყავას დავლევდით, ვისაუბრებდით და ასე შემდეგ… დიდი ხანია ქართველ გოგოსთან არ მიჭორავია. ძირითადად სულ ლუკას ველაპარაკები, დავტანჯე მგონი.
-კარგი აზრია, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, თქვენ იჭორავეთ, მე ისედაც არ მიყვარს ჭორაობა, მითუმეტეს ქართველ გოგოებთან… მაპატიეთ, მე დაგტოვებთ… - კიდევ ერთხელ გაუღიმა, მერე კი ისე დაიძრა ლიფტისკენ ლუკასთვის არც შეუხედავს.
-ჩავაცილებ და მოვალ. - სწრაფად წამოდგა დივნიდან და სანამ ლიფტის კარი დაიკეტებოდა იქამდე შევიდა შიგნით, უემოციოდ მდგომ ადამიას წინ ჩამოუდგა და წარბშეკრული დააშტერდა ზევიდან. - რას აკეთებ სოფი?
-მეგობრის სანახავად მივდივარ, მჭირდება ვინმეს დაველაპარაკო იმაზე რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ ახლა. - თვალებ ამღვრეულმა თავი დაბლა დახარა, თავს ძლივს იკავებდა ის დაგროვილი სითხე თვალის ჯებირებს რომ არ გადმოსცდენოდა.
-პატარა… - ნიკაპზე მოკიდებული ორი თითით თავი მაღლა ააწევინა და როფორც კი ლურჯ ამღვრეულ სფეროებში ჩახედა წამსვე დაიბნა. - არ იტირო რა.
-არ ვაპირებ. - უცებ შეიმშრალა იმ წამს გადმოვარდნილი უფერული წვეთი, თავი გვერდზე შეატრიალა, მაგრამ ლუკამ ისევ გაასწორებინა და ორივე თვალზე აკოცა.
-მინდა მე ვიყო ის მეგობარი ვისაც შენს ფიქრებზე და გრძნობებზე დაელაპარაკები. არ მინდა სხვასთან ისაუბრო, მე დამელაპარაკე და თუ ვერ გავიგე გამაგებინე… ოღონდ ახლა სხვასთან არ წახვიდე გთხოვ.
-შენ დღეს ჩემი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ არ გცალია, მეგობარი გყავს სახლში რომელიც გელოდება რომ შენთან ერთად ყავა დალიოს და გეჭორაოს.
-მაგრამ მე შენი ფიქრები და გრძნობები უფრო მაინტერესებს. - სოფის ტუჩებზე დაიჩურჩულა, შემდეგ ნაზად აკოცა, ლოყაზე მოეფერა, მერე კი მკლავები მოხვია და მკერდზე მიიხუტა. - სოფი.
-სახლში არ ამოვალ.
-კარგი. - თავზე აკოცა, შემდეგ G ღილაკს მიაჭირა, ლიფტის კუთხეში დადგა ისე რომ სოფის არ მოშორებია, რამდენიმე წამით კარის გაღება და კვლავ დაკეტვა არ შეუმჩნევია, მერე კი კიდევ ერთი სართულით დაბლა ჩასული ლიფტიდან სოფისთან ერთად გავიდა და ერთ-ერთ მანქანაში ნახევრად ჩამჯდარ მეისონს წამსვე დაუძახა.
-გასარეცხად მიმყავს, სერ.
-მერე გარეცხე, ახლა მჭირდება.
-კარგით.
-სახლში ბელა მელოდება, უთხარი რომ წავედი, ტელეფონი დამრჩა და რომ დავბრუნდები დავურეკავ.
-დიახ. - თავი დაუკრა და იქაურობას მოშორდა.
-დაჯექი. - თავით მეორე კარზე ანიშნა თვალებ გაფართოვებულ სოფის, თავისი ადგილი დაიკავა და დაელოდა როდის დაჯდებოდა ჯერ ისე ერთ ადგილას მდგარი ქალი.
-რას აკეთებ? - დაჯდომის თანავე გადახედა ლუკას, რომელიც მისკენ გადაიწია და ღვედი თვითონ შეუკრა.
-გითხარი რომ დღეს შენი ვარ, ასე რომ ახლა შენი ფიქრების და გრძნობების მოსმენას ვაპირებ. - მოწტყვეტით აკოცა ტუჩებზე სახე გაბრწყინებულ ქალს, მანქანა დაძრა და მალევე შეუერთა მანქანებით გადაჭედილ გზას.
-სად მივდივართ?
-ერთი პარკია, ცოტა შორს არის, მაგრამ მოვასწრებთ, თან შენ ძალიან მოგეწონება.
-მე ცენტრალ პარკიც მომწონს.
-ახლა 12 საათი ხდება, ცოტახანში ლანჩის დრო დაეწყებათ ხალხს და ყველა მანდ იქნება საჭმელად. - ისე თქვა სოფისთვის არ შეუხედავს რამდენიმე შესახვევში შეუხვია, დიდი ხნის სიარულის შემდეგ მანჰეტენიდან გავიდა, ერთ-ერთ საკვებ ობიექტში ჰოთდოგები და წვენები იყიდა, მერე კი გასვლიდან ნახევარ საათში ერთ ლამაზ, პატარა პარკში შესულმა ავტოსადგომზე გააჩერა ავტომობილი. მანქანიდან გადასულმა ჰოთდოგებიც გაიყოლა, ხელი ჩაკიდა სოფის და იმ ადგილისკენ დაიძრა რომელიც განსაკუთრებით მოსწონდა. - ეს ადგილი დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე რუკაზე, იშვიათად, მაგრამ მაინც მივდიოდი ხოლმე როცა ცოტა ხნით ხმაურისგან გაქცევა მინდოდა. - ტბისკენ ჩამავალ ბილიკს გაუყვა. გამწვანებულ მინდორზე გადავიდა, სადაც თითქმის არავინ იყო ერთი კაცის გარდა რომელსაც წიგნი მოემარჯვებინა ხელში და ამ სამყაროს მოწყვეტილიყო. გაკრეჭილ ბალახზე დაჯდა, სოფიც წინ დაისვა, ხელები მუცელზე მოხვია და მის მხარზე ნიკაპ ჩამოდებულმა დაწყნარებულ ტბას გახედა.
-მადლობა. - გვერდზე შეაბრუნა თავი, ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე, შემდეგ იქვე აკოცა.
-ნუ მიხდი მადლობას, იქ დარჩენა და შენი უბრალოდ გაშვება არ შემეძლო, არც მინდოდა. ბელასთან საკმარისზე მეტი დრო მაქვს გატარებული, შენთან კი ძალიან ცოტა. შენ რა, იფიქრე რომ არ გამოგყვებოდი?
-სადმე თუ წამიყვანდი არ მეგონა.
-შენ წარმოდგენა არ გქონია იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ და რამდენს ნიშნავ ჩემთვსი… და მეორედ აღარ მითხრა რომ სახლიდან წახვალ. - ყელში დაუტოვა კოცნა, შემდეგ მისკენ შეტრიალება უბრძანა სოფის და მის მოპირდაპირედ მჯდომს ჯერ კიდევ თბილი ჰოთდოგი გაუწოდა. - ორიცალი უნდა შეჭამო, უკან რომ დავბრუნდებით კიდევ შეჭამ რამეს და ისე წახვალ სამუშაოდ.
-მერე ვეღარ შევჭამ…
-იქამდე დიდი დროა, მოგშივდება კიდე. - თვალი ჩაუკრა, თან საკუთარი სასისკიანი პური დააგემოვნა. - ნუ მიყურებ ეგრე, რომ არ ჭამ მერე ძლივს დგახარ ფეხზე. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, მერე მისკენ დაიხარა და ტუჩის ზემოთ წასმული კეტჩუპი ენის წვერით მოწმინდა. - მომიყევი აბა რას ფიქრობ.
-შენთან შენს თავზე საუბარი ცოტა რთულია.
-სხვასთან უნდა გესაუბრა ჩემზე? - წარბ აწეული ჩაშტერდა თვალებში.
-ჰო. - ვითომც არაფერი ისე დაუქნია თავი, მერე მის მწვანე სფეროებს გაუსწორა თავისები და ცოტა დაიბნა კიდეც. - რა? ძმაკაცთან შეყვარებულზე არ გისაუბრია?
-შეყვარებულზე არა.
-ალბათ იმიტომ რომ არ გაბრაზებდა, არ გაწყენინებდა და გულს არ გტკენდა.
-შეიძლება, არ მახსოვს… რა? - ინტერესით სავსე მეზარა მიაბყრო თვალებ მოჭუტულს.
-როგორ შეიძლება არ გახსოვდეს… მე ისიც კი მახსოვს ბაღში რა მაწყენინა ჩემმა შეყვარებულმა… მერვე კლასის სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ.
-რა გაწყენინა ასეთი. - სიცილით გააქნია თავი სოფის გადმობრუნებულ ტუჩებზე.
-ბაღში, შოთიკომ პეჩენია ჩემს მაგივრად სხვა გოგოს მისცა, სესილი ერქვა როგორც მახსოვს… დამპალი, ახლაც თვალწინ მიდგას მაგის სახე პეჩენიას რომ აცლიდა ზევიდან დადებულ ჯემს, თან მე მიყურებდა. ხომ გახსოვს მრგვალი პეჩენიები, ზევიდან წითელი ჯემი რომ ჰქონდა… რა გაცინებს? ჩემი ბავშვობის ყველაზე მტკივნეული მოგონებაა. - მხარზე მიარტყა ხელი მოხარხარე ალანიას, მერე თვითონაც გაიცინა თავის თავზე.
-მერვე კლასის სიყვარულმა რა დაგიშავა? - სოფის მოკეცილი ფეხები თავისაზე გადაილაგა, წელზე მოხვია ხელები, თავისკენ მისწია და თავ აწეულს ნიკაპზე აკოცა.
-ეგ სულ მაბრაზებდა. თავის კლასელი გოგოები ეკონწიალებოდნენ კისერზე, მაგათთან ერთად ხელგადახვეული დადიოდა და მე მეუბნებოდა მეგობრები არიანო. კიდევ ბევრი რამ იყო. ბოლოს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, არც ვწერდი, ვერთობოდი ჩემთვის და რამდენჯერმე თავი რომ არ შეიწუხა მოკითხვისგან მიხვდი რომ დრო იყო დავშორებულიყავი. ერთხელ ჩემი მეგობარი ბიჭის გამო სცენები დამიდგა, მეც ერთი გავულაწუნე ხმის აწევისთვის, უფრო გავაბრაზე და დავშორდი. ვერ ვიტანდი ბიჭები რომ მეჭიმებოდნენ. მაგის მერე სულ დაბღვერილი მიყურებდა სადაც დამინახავდა, მე კიდე ძალიან ვხალისობდი. დეგენერატი იყო, წინა ზამთარს შემხვდა მაღაზიაში. მაგის გაოცებული სახე არასდროს დამავიწყდება. სახლამდე გამაცილა, თან გამახსენა ჩემი გარტყმილი. ახლა უფრო კარგი ტიპია, ვიდრე მაშინ იყო.
-როგორი საინტერესო ისტორიები გქონია. - სიცილით გააქნია თავი, გრძნობდა როგორ უბრწყინავდა თვალები სოფის ყურების დროს, ისეთი ლაღი და ბუნებრივი იყო შეეძლო საათობით მჯდარიყო მის წინ და მისი საუბრისთვის მოესმინა.
-ეს არაფერია სხვა ამბებთან შედარებით.
-და კიდე შენ ამბობ ჩემზე რომ ეგოისტი ვარ?
-მე უარესი ვარ და ვერ ვიტან ბელა რომ გეხუტება, გკოცნის, ან შენ ეფერები და კოცნი! არ მინდა საერთოდ ვინმეს აკოცო, მერე მე რომ მეხები არ მსიამოვნებს. - უცებ მიაყოლა ის რაც აწუხებდა და ამდენი ხნის მანძილზე თქმას ვერ ბედავდა. თვალებში უყურებდა პირდაღებულ ალანიას, რომელიც სიტყვებს თავს ვერ უბამდა, ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ რამეს თუ ფიქრობდა, ახლა კი წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა. - კიდევ ვფიქრობ რომ მას შენ სჭირდები როგორც ადამიანი რომელიც მოუსმენს, რადგან სხვა არ ჰყავს. შენს გრძნობებზე არ ვიქრობს, არ აინტერესებს შენი ფიქრები. ყველაზე მეტად თავისი თავი უყვარს და მისთვის მთავარია თვითონ იყოს კომფორტში. არ ვამბობ რომ არ უყვარხარ, უბრალოდ შენ რომ მისი გვერდში დგომა დაგჭირდეს, მისი მხრიდან დამშვიდება და შენი გრძნობების გაზიარება, ის ამაში ვერ დაგეხმარება. შენთან ვერ იქნება. გეტყვის რომ ყველაფერი კარგად იქნება და წავა. დარწმუნებული ვარ უკვე გექნებოდა მაგავსი მომენტები. მაგიტომ გკითხე მაშინ მის კარგ მეგობრობაზე. მე ბელა არაფერს მიშლის, არც ვიცნობ და დიდად არც მაინტერესებს. პირველი შტაბეჭდილება მნიშვნელოვანია, მან კი იმ დღეს დაი.კიდა ყველა და ყველაფერი, მათ შორის შენც. მე რომ მაგ სიტუაციაში ჩემი მეგობრები გამეცნო შენთვის, ყველა გამონახავდა შენთან საერთო ენას, ყველა დაინტერესდებოდა იმით თუ როგორი ადამიანი ხარ და რომც არ მოსწონებოდი რომელიმეს, მაინც არ დაგაიგნორებდა და თავს ზედმეტად არ გაგრძნობინებდა, იმიტომ რომ მე მცემენ პატივს. ის კი არც დაინტერესებულა ჩემი შენს ცხოვრებაში არსებობით როცა საჭირო იყო, ახლა მოსვლა, ყავის დალევა და ჭორაობა გვიანია. უკვე მე აღარ მაინტერესებს. მე შენ პატივს გცემ, ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანი ხარ, ყველაფერს გავაკეთებ შენს გამო, მასთან ერთადაც შევძლებ ერთ ჭერ ქვეშ ყოფნას და დიალოგსაც გავაბამ თუ შენ მთხოვ, მაგრამ იცოდე რომ ეგ გოგო ჩემს თვალში ყოველთვის იმ დაბალ საფეხურზე იდგება სადაც ახლა დგას. ძალიან კარგად ვიცი რა არის მეგობრობა, შემიძლია ამ თემაზე გაუჩერებლად ვისაუბრო, ეს კი მეგობრობა არ არის, ეს უფრო იმ ადამიანის გამოყენებაა რომელიც შენზე ზრუნავს და უყვარხარ. ამიტომ არ ვენდობი მე ბელას და ვერასდროს შეძლებს ჩემი ნდობის მოპოვებას რადგან მთლიანად ცარიელი ადამიანი, მხოლოდ სითბოს მიღება შეუძლია, გაცემა არა, ასეთები კი ენერგიას მაცლიან და ფსიქოლოგიურად მღლიან. - თვალებში უყურებდა ჩაფიქრებულ კაცს, ხვდებოდა დიდი საფიქრალი გაუჩინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ გაჩუმებას ერჩივნა ყველაფერი ეთქვა. სოფის სიტყვებით ტვინ გამოტენილი ყველა დეტალს აკვირდებოდა და რაც უფრო მკაფიოდ ამჩნევდა მის სიტყვებში არსებულ სიმართლეს უფრო მეტად სწყდებოდა გული. - მომისმინე, არ მინდა გეგონოს რომ ძალით გიტენი თავში ჩემს აზრებს და ვცდილობ შენს მეგობარს ჩამოგაშორო. მსგავს რამეს თავში არასდროს გავივლებ. შენ მითხარი რომ მესაუბრა ჩემს ფიქრებზე და გითხარი ის რასაც ვფიქრობდი. მე მყავდა მეგობარი რომლის გამოც ყველაფერს ვაკეთებდი, ჩემი კლასელი იყო, დაქალი, ერთად გავიზარდეთ, აქ რომ ჩამოვედი ორი წლის მანძილზე დღე არ გავიდოდა რომ არ მიმეწერა. ყველაფერს ვუყვებოდი რაც კი ჩემს გარშემო ხდებოდა, პასუხად კი მხოლოდ “კარგია”-ს და “ცუდია”-ს ვიღებდი, მერე კი მის საუბარს ვუსმენდი და უამრავ რჩევას ვაძლევდი. ბოლოს მის მსგავსად დავიწყე წერა, ჩემი ამბების მოყოლა შევწყვიტე და უინტერესოდ ვკითხულობდი მის მონაწერებს. არ ესიამოვნა, სცენები დადგა და მეც ვუთხარი კარგადთქო. უამრავი ეგეთი ადამიანი ჩამოვიშორე, ისეთები სულ ჩემს გვერდზე რომ იყვნენ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არ დაფასების, უყურადღებობის და უპატივცემულობის გამო. გამიჭირდა 30 მეგობრიდან ხუთი რომ დამრჩა, მაგრამ არაფერია ისეთი რასაც ვერ გადავიტანთ. უყურადღებობას ვერ ვიტან, შეიძლება ვაპატიო ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მესამედ რომ იგივეს გააკეთებს აღარ უნდა აპატიო, რადგან ისევ გაიმეორებს. ჩვენ კიდე ათჯერაც ვპატიობთ საყვარელ ადამიანს და თავს ვიტყუებთ რომ მეტჯერ აღარ გაგვიცრუებს იმედებს… რა გაცინებს? რა ვთქვი ახლა სასაცილო ლუკა?
-ვაიმეე, რა პატარა ხარ გოგო… - სახეზე მოკიდა ხელები და ტუჩები დაუკოცნა. - შენ რომ ბაღში შოთიკოს ემშვიდობებოდი სამუდამოდ აი მაშინ მივხვდი მე მაგას. - ცხვირის წვერზე აკოცა, მერე მოჭუტულ ლურჯებში ჩახედა, თმები ყურს უკან გადაუწია, თან ქვედა ტუჩზე იკბინა. - ძალიან ლამაზი ხარ… პირველად რომ დაგინახე მაშინვე გამოვშტერდი ისეთი ლამაზი იყავი. ყველაფერი გააქრე ჩემს ირგვლივ და მარტო შენ გხედავდი. თეთრი, მოკლდე კაბა გეცვა და ტანს სექსუალურად არხევდი.
-რა? - დაბნეული უყურებდა მომღიმარ ლუკას, წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე ლაპარაკობდა. მისი პირველი შეხვედრა ახლაც თვალწინ ედგა და არასდროს დაავიწყდებოდა.
-შეიძლებოდა მოვსულიყავი კიდეც, მაგრამ შენს საყვარელ სანდროს ეცეკვებოდი, ვიფიქრე რომ შეყვარებული გყავდა. შემშურდა ის რომ გეხებოდა და მე ვერა. მერე ნერვები მომეშალა, რაზე მე თვითონაც არ ვიცი და მაგის შემდეგ აღარ შემომიხედავს შენთვის. - მომღიმარი უყურებდა ქალის გაფართოვებულ თვალებს, პირველად საუბრობდა ამ თემაზე, პირველად ყვებოდა თავის ფიქრებზე და გრძნობებზე. მგონი მოსწონდა კიდეც, თითქოს უფრო თავისუფლდებოდა საუბრით.
-კლუბში? - ძლივს თქვა ერთი სიტყვა, ლუკამაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-მაგ დღეს მქონდა ნახევარ ფინალი… მერე სტარბაქსთან ყავა რომ გადამასხი… ბიჭი რომ ყოფილიყავი სახეს გაგიერთიანებდი. - სიცილით თქვა, ლოყაზე მიეფერა სოფის და მისი გაცინებაც მოახერხა. - ისეთი დაბნეული იყავი, ისე მწმენდიდი ყავას თითქოს ლაქას მომაშორებდი… სულ გადამავიწყდა ყველაფერი რომ დაგინახე. არ მეგონა რომ დამირეკავდი, მაგრამ მაინც გელოდებოდი. მერე აუზთან დაგინახე და არ შემეძლო არ გამოვსულიყავი.
-ჩემს გამო გამოხვედი? - თვალებ გაბრწყინებული უყურებდა ლუკას, ვერც კი წარმოიდგენდა ყველაფერი ასე თუ იქნებოდა.
-ჰო, ისე არასდროს გავდივარ აუზზე. ჩვენთანაც არის შიდა აუზი და სავარჯიშოები, შეგიძლია ჩახვიდე როცა მიგინდება.
-გააგრძელე მოყოლა. - თვალები აატრიალა ვარჯიშის ხსენებისას. ლუკას კი მის ინტერესით სავსე მეზარე ეცინებოდა.
-ეგ ჩემი ფიტნეს ცენტრია, ცალკე საკუთარი სივრცე მაქვს, სადაც მხოლოდ მე ვვარჯიშობ. აუზზე არასდრო გავსულვარ, მაგ დღეს უკვე სახლში მივდიოდი, მაგრამ შემთხვევით დაგინახე, რატომ გავიხედე გარეთ არ ვიცი, უბრალოდ თვალი მოგკარი. ჩემს ფიტნეს ცენტრში იყავი აუზზე და ასე უბრალოდ ვერ წავიდოდი. დანარჩენი უკვე შენც იცი რა როგორ იყო.
-როგორი რომანტიული ისტორია გვაქვს მოსაყოლად. - ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილით, რაზეც წამსვე მოახდინა რეაქცია ალანიამ და გამომწვევად მომზირალ დიდ ტუჩზე თვითონ გამოსდო კბილები. თმაზე ეთამაშებოდა სოფი, თან მნათობ თვალებში უყურებდა. მზის სხივების საშუალებით უფრო ღია მწვანე გახდომოდა და სახესთან ერთად უბრწყინავდა.
-არ აპირებ აღებას? - აწკრიალებულ ტელეფონზე ანიშნა, სოფიც მერე მოვიდა გონს, უცხო ნომერს უპასუხა, თან კვლავ ლუკას მომაჯადოვებელ მწვანე თვალებს შეხედა.
-გამარჯობათ… დიახ… კარგით. - სწრაფად გასცა პასუხები ტელეფონის მეორე მხარეს მყოფ სმიტს და მაშინვე ლუკას მიადო ყურზე.
-სახლში დამრჩა… ექვს საათამდე დაკავებული ვარ… კი საღამოს მოვალ… შვიდ საათზე მანდ ვიქნები… ხვალ?.. - თვალებ მოჭუტულმა შეხედა სოფის რომელიც მომღიმარი წამითაც არ აცილებდა თვალს. - ხვალ ისვენებ ხო? - ყოველი შემთხვევისთვის ჰკითხა სოფის, ისიც მაშინვე დაეთანხმა. - ხვალ საღამოს ვიქნები თავისუფალი… კარგი. - ზარი გაწყვიტა, ტელეფონი გვერდზე გადადო და ორივე ხელის გულით ბალახს დაეყრდნო. - ხვალ საღამოს ტომმა დაგვპატიჟა რესტორანში, შენი გაცნიბა უნდა, თავის გირლფრენდიც იქნება.
-ცოლი არ ჰყავს?
-არა, არც შვილი. ხან საყვარლები ჰყავს, ხან შეყვარებული… ეილინი უკვე ნახევარი წელია ჰყავს, ერთად ცხოვრობენ, ამ ქალს უყვარს, მაგრამ ტომი არაფერს ამბობს.
-მაგიტომ გექცევა შენ როგორც შვილს?
-ჰო. - ბალახზე გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა.
-შენ? გყავს საყვარლები? - გვერდზე მიუწვა ბალახზე გაწოლილს, ხელისგულს ჩამოადო თავი, მეორე ხელით კი სახეზე მიეფერა.
-მყავდა, მაგრამ ახლა შენ მყავხარ და შენს გარდა არავინ მინდა.
-როცა პოპულალური ხარ ცუდია შეყვარებულის ყოლა. მითუმეტეს როდესაც სიმპატიური მამაკაცი ხარ და ყველა ქალს სურს შენთან ყოფნა.
-არ მაინტერესებს. ვინც მინდა და მაინტერესებს მყავს უკვე. დანარჩენი დაი.კიდე. მე თუ არ მინდა ვერავინ მომიახლოვდება, მხოლოდ შენ შეგიძლია მაცდუნო, სხვას არავის. ამიტომ შეგიძლია მშვიდად იყო, ღალატი არ მიყვარს… შენ ხომ გჯერა ჩემი და მენდობი? - თვალი გაუსწორა სოფის, მის თანხმობაზე გაიღიმა, მერე თავის სახეზე მოთამაშე წვრილი თითები დაუკოცნა.
-მიხარია რომ შეგხვდი, გაგიცანი და ახლა ჩემს გვერდით ხარ… ისიც მიხარია რომ დღეს გამომყევი და აქ მომიყვანე, შენ კიდევ ვერ ხვდები რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.
-შენთან ყოფნა მირჩევნია სხვა ნებისმიერთან ყოფნას… ეს კვირა ჩავამთავროთ და იქით კვირიდან სულ შენი ვიქნები. იმდენ ყურადღებას მოგაქცევ მოგბეზრდები და თავის დანებებას მთხოვ. - მკერდზე დაიწვინა სოფი, თმა მაღლა აუწია, მაჯაზე დამაგრებული სოფის თმის სამაგრით კოსად შეუკრა და მომღიმარი ბაგეები კიდევ ერთხელ დაუკოცნა. - დარხეული მაქვს უკვე.
-არაუშავს, მე მომწონხარ ასეთი. - რბილ თმებში შეუცურა თითები, თან სახე შეუთვალიერე. შუა თითი შავ, ლამაზი ფორმის წარბზე გადაატარა, საჩვენებელი, სწორ ცხვირზე ჩამოატარა შემდეგ საშუალო ზომის ტუჩებზე გადაუსვა, თითების ზედა მხარე ყბის ძვალზე აატარა, საფეთქელიდან კი გრძელ, შავ წამწამებზე გადავიდა. ბოლოს თავი მკერდზე დაადო და ცოტა ხან ჩუმად დაუგდო ყური ჩიტების ჭიკჭიკს. სრულდ შიმსვიდეს და ჰარმონიას გრძნობდა, ლუკას გულის ცემას ისმენდა თვალ დახუჭული, იმ წუთებში კი ასე ყოფნის გარდა სხვა არაფერი სურდა.
-წავიდეთ. - მაჯაზე მოკიდა ხელი სოფის, ხელის გულზე აკოცა, გვერდზე გადააწვინა და ფეხზე წამოდგა.
-სად?
-ველოსიპედით დავარტყათ კრუგი ტბას. მალე უფრო დაცხება და დაიწვები. - ბრეტელებიან მაისურზე დააკვირდა, ღრმად ამოღებული ოდნავ ზევით ასწია, მერე ბალახზე მოთავსებული ჰოთდოგის ცარიელი ყუთები ერთ პარკში მოათავსა, ყველაფერი აიღო, სოფის ხელი გადახვია და ნელა აუყა პატარა აღმართს. ნაგავი იქვე ურნაში ჩააგდო, შემდეგ ველოსიპედების სადგომთან მივიდა, ორი ერთნაირი იქირავა და სოფისთან ერთად გაუყვა ტბის პირას მიმავალ ბილიკს. მთელი თავისუფალი დრო პარკში გაატარეს, საქანელაზეც კი აქანავა სოფი, მისი დაჟინებული მოთხოვნით ბევრი სურათებიც გადაიღეს. ძირითადად სოფი უღებდა მოსაუბრე ლუკას სურათებს და ვიდეოებს, თან მის გამოხედვებზე, თუ თვალების ტრიალზე იცინოდა.
-ცხოვრებაში ამდენი ფოტო არავის გადაუღია ჩემთვის. მგონი რაც კი სურათები მაქვს იმდენის გადაღება ოთხ საათში შეძელი. - საჭესთან მდჯომს სოფის თითებში ჰქონდა ახლართული თავისები, ხანდახან მის ტელეფონშიც ჩაიჭყიტებოდა და ისევ თავისი თავის დანახვისას კვლავ თვალებს ატრიალებდა.
-მომწონს შენ რომ გიღებ… ჩემს ტელეფონში ნახევარზე მეტი შენი ფოტოა უკვე. - სიცილით შეხედა მომღიმარს, ქვედა ტუჩზე იჭერდა კბილებს, თან ისე უყურებდა ცოტა ხანს, მერე უცებ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. - მადლობა.
-რისთვის?
-დღეს გამაბედნიერე… დიდი ხანია თავი ასე კარგად არ მიგვრძვნია.
-რა ადვილი ყოფილა შენი გაბედნიერება… - მოსმენილით ნასიამოვნებმა მტევანზე აკოცა. ახლა სოფიზე კარგადაც კი გრძნობდა თავს. ყველაზე მეტად ზუსტად ეს უნდოდა, მისი მომღიმარი სახის და ბრჭყვიალა თვალების დანახვა, რომელშიც ყოველთვის ყველა გრძნობა იკითხებოდა.
-მხოლოდ შენი ჩემთან ყოფნაა საჭირო. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, თან სურათების გადარჩევა განაგრძო. მერე კი ტელეფონზე მოულოდნელად გამოჩენილ ძმის ზარს უპასუხა. - ჰოუ… ლუკას მივყავარ სამსახურში, შენ რას შვრები?.. ანუ რვისკენ აქ იქნები... გიო დაგხვდება?.. მე ათზე ვამთავრებ, მაგრამ ზოგჯერ უფრო გვიან მიწევს გამოსვლა… კარგი, მისამართს გამოგიგზავნი და თერთმეტის ნახევრისკენ იქ იყავი, შეიძლება უფრო ადრეც მოვიდეთ ჩვენ… კარგი ხო. - ბოლოს ჩაიცინა და ზარიც გაწყვიტა. - ყველაზე მეტად ის მაინტერესებს რა სიტუაციაა სახლში. - დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა ჰაერი, თავი კი საზურგეს მიადო.
-ტყულად ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე… მიდი გადახტი, ათზე აქ ვიქნები.
-კარგი. - უცებ აკოცა ტუჩებზე, შემდეგ გაჩერებული მანქანიდან სწრაფად გადავიდა და მაშინვე შესასვლელისკენ დაიძრა. მანქანაში მჯდომი იქამდე უყურებდა სანამ თვალს არ მიეფარა, შემდეგ კვლავ გზაზე მოსიარულე მანქანებს შეუერთდა და სახლისკენ დაიძრა.
*
რესტორანში ლუკას გვერდზე იჯდა, ფორთოხლის წვენს მიირთმევდა და მოუთმენლად ელოდა ძმის გამოჩენას. ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, ხან მომღიმარი კაცისკენ შეტრიალდებოდა, საუბრით ნერვიულობის გადაფარვას და ყურადღების გადატანას ცდილობდა, მაგრამ როგორც კი გაჩერდებოდა მაშინვე სკამზე წრიალს იწყებდა. ბოლოს დაინახა კიდეც კარში შემოსული ძმა, რომელიც უკვე მონატრებოდა და ერთი სული ჰქონდა ძლიერად მოხვეოდა. სოფის გაბრწყინებული სახის დანახვისა უფროს ადამიასაც გაეღიმა, ნაბიჯს უფრო აუჩქარა, ბოლოს კი ფეხზე წამომხტარი სოფის თხელი სხეულიც ჩაიკრა გულში.
-მომენატრე. - ლოყაზე აკოცა თორნიკეს, მერე ისევ მოეხვია.
-მეც პატარა. - თავზე გადაუსვა ხელი, მერე მომღიმარ ლუკას ჩამოართვა ხელი. - კიდევ ერთხელ გამარჯობა.
-კიდევ ერთხელ რას ნიშნავს. - წარბ შეკრულმა შეხედა ორივეს ცალ-ცალკე, თან საკუთარ ადგილზე მოთავსდა.
-ჩვენ უკვე შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ და გავარკვიეთ ყველაფერი. - უცებ აუხნა ლუკამ, სოფი კი პირდაღებული მისჩერებოდა მშვიდად მჯდომ ძმას.
-თოკა…
-ყველაფერი რიგზეა, შენს სანახავად მოვედი, მაგრამ მალე უნდა წავიდე.
-ჩემს გარეშე რატომ…
-მე კონკრეტულად შენს სანახავად არ ჩამოვსულვარ, ვისი ნახვაც მინდოდა ვნახე და ველაპარაკე… რამე პრობლემაა? - წარბებ აწეული ჩააშტერდა დას თავის მსგავს თვალებში.
-არა. - წარბ შეკრულმა ყოყმანით გასცა პასუხი, მერე მომღიმარ ლუკას შეხედა. - რატომ არ მითხარი, ამდენი ხანი მიყურებდი როგორ ვნერვიულობდი და დუმდი. დაგემშვიდებინე მაინც.
-ზუსტად შვიდჯერ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და თერთმეტჯერ გაგიმეორე ნუ ნერვიულობთქო. - სიცილით ეამბორა მტევანზე მერე თავზე წამომდგარ მიმტანს ახედა და შეკვეთა ჩააწერინა.
-ანუ ყველაფერი გაარკვიეთ, არანაირი პრობლემა და კითხვები ხო? - თვალებ მოჭუტული უყურებდა თორნიკეს და საბოლოოდ ცდილობდა თავის დაძვრენას.
-შენთან მაქვს ერთი კითხვა.
-გისმენ.
-რატომ გადახვედი საცხოვრებლად ამასთან.
-უთხარი? - წამსვე ჭყიტა თვალები, ჩუმად მჯდომ ლუკას მიაშტერდა, რომელმაც მხოლოდ თავი დაუქნია. მერე ლოყები შეეფარკლა სოფის, თავი დახარა და თავზე დამტყდარი ემოციებისგან გონებიდან ყველა სიტყვა ამოუვარდა. - მე…
-სიმართლე მითხარი, ხომ ხედავ არაფერს ვამბობ.
-ქეისის შეყვარებული, ჯოში ხომ გახსოვს?
-ჰო მერე?
-ჩამოვიდა და კვირაზე მეტი ჩვენთან იყო… ახლა სულ გადმოვიდა აქ, ქეისისთან არის. ლუკამ რომ გაიგო არ ესიამოვნა, მთხოვა სხვაგან გადავსულიყავი, მაგრამ რათქმაუნდა ვერ გადავიდოდი.
-ამდენი ხანი მაგ ტიპთან ერთად იყავი სახლში?
-ჰო, რა გჭირთ. როცა ჩამოდიოდა ქეისის სანახავად რათქმაუნდა ჩვენთან რჩებოდა.
-და ამას ახლა მეუბნები.
-არ ვთლიდი საჭიროდ რომ მეთქვა. - თვალები აატრიალა მის სერიოზულ ტონზე. თორნიკემ კი იქვე მჯდომ ლუკას გაუსწორა თვალი რამდენიმე წამით, შემდეგ ისევ დას შეხედა.
-კარგი, მერე?
-ხოდა გაჭედა ლუკამ, არ მაინტერესებს ვინ არის, არ მინდა ვიღაც ტიპთან ერთად იცხოვროო, მთხოვა სხვაგან გადავსულიყავი, მაგრამ თავი გავიგიჟე არათქო, მერე თავისთან გადასვლა შემომთავაზა და ბოლოს დავთანხმდი.
-მარტო ამიტომ გადახვედი?
-არა, მინდოდა ახლოს ვყოფილიყავი… საერთოდ რატომ მეკითხები? ვხედავ ისედაც ყველაფერი იცი.
-მაგ პასუხის მოსმენა მინდოდა.
-დედა და მამა როგორ არიან. - თვალები აატრიალა თორნიკეს პასუხზე, თან თემა შეცვალა.
-ზურა ჯერ კიდევ დუმს. ნატალი როგორც ყოველთვის, ჩვეულ ფორმაშია.
-საერთოდ არაფერი უთქვამს მამას?
-კი, შენი ლიოვეს გაცნობა და ხასიათების გაგება მიბრძანა. - თვალები აატრიალა სოფის კითხვაზე.
-არ უთხრა არცერთს რომ ლუკასთან ვცხოვრობ.
-არა.
-რომელ საათზე მიფრინავ?
-დილით რვაზე, გიოსთან დავრჩები დღეს, ხვალ ის წამიყვანს აეროპორტში. - სოფის შეხედა რომელიც უკვე აღარ უსმენდა, გვერდზე მჯდომ კაცს უყურებდა ლურჯი თვალებით. კარგად ხედავდა როგორ ანათებდნენ შიგნით არსებული სხივები. ასეთს პირველად უყურებდა, არასდროს ენახა მსგავსი გამომეტყველების მქონე, ახლა უფრო ლამაზიც კი ეჩვენებოდა. სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო მას შემდეგ რაც ლუკას ელაპარაკა. მიხვდა რომ სერიოზული, ჩამოყალიბებული კაცი იყო და სოფიზე სანერვიულო არ ჰქონდა. ისიც იცოდა სიყვარულს ან ლუკასთან ყოფნას 21 წლის გოგოს ვერ დაუშლიდა. მთავარი იყო სოფი ყოფიყო ბედნიერი, ახლა კი ზუსტად ასეთს ხედავდა. ცოტა ხანს ისაუბრეს, გემრიელი საჭმელი მიირთვეს, შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ბევრი ხვევნა კოცნის შემდეგ დაიშალნენ.

-როდის მოასწარი ნახვა? - საწოლზე მწოლი თვალებში უყურებდა, თან თმაზე ეთამაშებოდა, ლუკა კი მაჯის ოდნავ ზემოთ კოცნიდა.
-სანამ შენთან მოვიდოდი ერთი საათით ადრე.
-რა გითხრა? ან რაზე ილაპარაკეთ?
-ჩვენზე ვილაპარაკეთ, სიტუაციაში გავარკვიე, ყველაფერი ვუთხარი და ყველაფერი გაიგო.
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ზურგიდან უზარმაზარი ლოდი მოვიშორე…
-ძალიან კარგი, ზუსტად ეს მინდოდა გამეგო. კვირას ბევრი გაიგებს შენზე, მინდოდა მზად ყოფილიყავი და არაფერზე გენერვიულა. - თმებზე გადაუსვა ხელი, შუბლზე აკოცა განაბულს, მერე ორივე ხელი მოხვია, მკერდზე მიიხუტა და თალები დახუჭა. - ტკბილი ძილი.
-შენც. - მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე, სახე მის ყელში ჩარგო და უკვე საყვარელ სურნელში გახვეულს მალე ჩაძინა.
*************
აღარ ვიცი დიდი თავია, პატარა თუ რა ზომის არის... ტვინმა და თვალებმა სადამდეც გამიძლო იქამდე ვწერდი. მგონი სოფის კრგად შევასრულებინე ლუკასთვის ))
გელით.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargi zomis tavi iyo, visiamovne kitxvit. Warmatebebi

 


№2  offline მოდერი painter1

სტუმარი Mariamimari
Kargi zomis tavi iyo, visiamovne kitxvit. Warmatebebi

მადლობაა❤️

 


№3  offline წევრი დარინა

აი სწორედ ამიტომ მომწონს სოფი ასე პირდაპირი და ძალიან გულწრფელი რომ არის ლუკასთან, აი ხომ შეეძლო ეპირფერა და გულში ჩაეკლა ბელაზე მაგრამ სიმართლის თქმა ამჯობინა და ეს მათ ურთიერთობას ასე ვთქვათ უფრო კომფორტულს გახდის, დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი და გადასალახიი, პირველრიგში ლუკას წარსული რომელიც აუცილებლად სადღაც ამოყოფს თავს ბოლომდე ლუკა თუ არ გამოუხურავს კარს და არ გაარკვევს ყველაფერს, ბელას პერსონაჟს ჯერ ვერ დავუმუღამე, მგონი სოფის მეც ვეთანხმებიი, მაგრამ ლუკას უყვარს მისი მეგობარი და იმედია იმედ გაცრუებული არ დარჩება ამ საკითხშიი, ლუკას კი ნამდვილად გაუმართლა სოფის რომ შეხვდა რადგან ყველაზე გულწრფელია მის გარშემოო, აი ტომას ბელა არ მოსწონს და მაინტერესებს სოფიზე რას იფიქრებს რადგან ეგ კაცი მგონი ყველაზე რეალურად აფასებს სიტუაციას. ტკბილი და თბილი თავი იყოო სიფის მხრიდან გულწრფელი საუბრებით ხოდა ახლა ლუკას ჯერიაა. მიყვარს ეს ისტორია მომწონს როგორც დაიხვეწე უკვე ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი painter1

დარინა
აი სწორედ ამიტომ მომწონს სოფი ასე პირდაპირი და ძალიან გულწრფელი რომ არის ლუკასთან, აი ხომ შეეძლო ეპირფერა და გულში ჩაეკლა ბელაზე მაგრამ სიმართლის თქმა ამჯობინა და ეს მათ ურთიერთობას ასე ვთქვათ უფრო კომფორტულს გახდის, დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი და გადასალახიი, პირველრიგში ლუკას წარსული რომელიც აუცილებლად სადღაც ამოყოფს თავს ბოლომდე ლუკა თუ არ გამოუხურავს კარს და არ გაარკვევს ყველაფერს, ბელას პერსონაჟს ჯერ ვერ დავუმუღამე, მგონი სოფის მეც ვეთანხმებიი, მაგრამ ლუკას უყვარს მისი მეგობარი და იმედია იმედ გაცრუებული არ დარჩება ამ საკითხშიი, ლუკას კი ნამდვილად გაუმართლა სოფის რომ შეხვდა რადგან ყველაზე გულწრფელია მის გარშემოო, აი ტომას ბელა არ მოსწონს და მაინტერესებს სოფიზე რას იფიქრებს რადგან ეგ კაცი მგონი ყველაზე რეალურად აფასებს სიტუაციას. ტკბილი და თბილი თავი იყოო სიფის მხრიდან გულწრფელი საუბრებით ხოდა ახლა ლუკას ჯერიაა. მიყვარს ეს ისტორია მომწონს როგორც დაიხვეწე უკვე ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ ❤️❤️❤️❤️❤️

ყველაფერი თქვი და არაფრის დამატება არ შემიძლია. მიყვარს ყველაფერს ასე დეტალურად რომ აღწერ ❤️ მე ვფიქრობ როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს ბელა, როცა დასჭირდება ლუკა ყველაფრის მიუხედავად მაინც მასთან იქნება. რავიცი, ყველა ხომ ინდივიდუალურად ფიქრობს. სოფი უბრალოდ თავის აზრებს ამბობდა. ^^ ❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Margo tokyo

სასწაულად ნაცნობ და მტკივნეულ თემას შეეხე, სოფის მონოლოგი იყო ის, რაც ჩემს გონებაშია.
მესიამოვნა, კიდევ ერთხელ, სხვისგან, სოფისგან ამის მოსმენა.
დანარჩენი? უბრალოდ, უსიტყვოდ და უდავოდ უმაგრესია.

 


№6  offline მოდერი painter1

სტუმარი Margo tokyo
სასწაულად ნაცნობ და მტკივნეულ თემას შეეხე, სოფის მონოლოგი იყო ის, რაც ჩემს გონებაშია.
მესიამოვნა, კიდევ ერთხელ, სხვისგან, სოფისგან ამის მოსმენა.
დანარჩენი? უბრალოდ, უსიტყვოდ და უდავოდ უმაგრესია.

ზოგადად მსგავსი შემთხვევბი ხშირია. მე პირადად არ გადამხდენია თავს, მაგრამ ხშირად ვფიქრობ მეგობრებთან ურთიერთობის დროს ამაზე რომ ვინმეს თავი ისე აე ვაგრძნობინო როგორც სოფიმ აღწერა. ^^ ❤️

 


№7  offline წევრი tamuna.s

ზოგადად ვფიქრობ რომ ურთიერთობაში მთავარი ნდობა და გულწრფელობაა, რადგან მგონია, რომ თუ ეს ორი არ არის, მხოლოდ სიყვარულით წყვილი ასე ვთქვათ დიდხანს ვერ “გაქაჩავს“. ამიტომ როცა ვხედავ რომ სოფი ასეთი გულწრფელია, გულში არ იხვევს წყენას და გულწრფელად ეუბნება ლუკას რა არ მოეწონა, ან რას ფიქრობს თუნდაც ბელაზე ძალიან მიხარია. ლუკაც თუ იგივეთი უპასუხებს და ისიც ასეთი გულახდილი იქნება მასთან, მაშინ ყველა სირთულეს გადალახავენ ცხოვრებაში. ისეთი სითბო მოდის მათგან რომ იმ პარკში რომ ვყოფილიყავი ორივეს ჩავეხუტებოდი :დდდ მიხარიხარ ჩემო კარგო :*

 


№8  offline მოდერი painter1

tamuna.s
ზოგადად ვფიქრობ რომ ურთიერთობაში მთავარი ნდობა და გულწრფელობაა, რადგან მგონია, რომ თუ ეს ორი არ არის, მხოლოდ სიყვარულით წყვილი ასე ვთქვათ დიდხანს ვერ “გაქაჩავს“. ამიტომ როცა ვხედავ რომ სოფი ასეთი გულწრფელია, გულში არ იხვევს წყენას და გულწრფელად ეუბნება ლუკას რა არ მოეწონა, ან რას ფიქრობს თუნდაც ბელაზე ძალიან მიხარია. ლუკაც თუ იგივეთი უპასუხებს და ისიც ასეთი გულახდილი იქნება მასთან, მაშინ ყველა სირთულეს გადალახავენ ცხოვრებაში. ისეთი სითბო მოდის მათგან რომ იმ პარკში რომ ვყოფილიყავი ორივეს ჩავეხუტებოდი :დდდ მიხარიხარ ჩემო კარგო :*

მეც ასე ვფიქრობ რომ მთავარი ნდობა და გულწრფელობაა. სოფი ჩემი სხვა მთავარი გმირები ქალებისგან ამით განსხვავდება და ძალიან შემიყვარდა მე პირადად. ისევ ეს თუ შეძლებს ჩაკეტილი ლუკას “გახსნას”.
მეც რომ ვწერ სულ მეღიმება ხოლმე. ^^ მეც მიხარია შენი კომენტარი❤️❤️

 


№9  offline წევრი ნანა73

ჰოო, კარგად შეუსრულა სოფიმ ლუკას smile
შენ წარმოიდგინე, ისეთი ტემპებიათ "უსრულებდა", ცოტა შემეშინდა კიდეც, არ გადააჭაროსთქო.
ძალიან გულწრფელია, ყველაფერს ამბობს რასაც ფიქრობს! მოსწონს ან არ მოსწონს. ალბათ ეს ხიბლავს ლუკას.
ალბათ არც შეხვედრია ასეთი არავინ.
ჯერჯერობით ყველაფერი სასიამოვნოდ ვითარდება.
შენ რომ ძალიან, ძალიან მომწონხარ ეს იცი.
ველოდები რა იქნება მომავალში. რას მოუტანთ მათ ერთი ნახვით გადარევა ერთმანეთზე.

❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი მე♥უცნაურე

სოფის გულწრფელობამ მომხიბლა.
რაც მთავარია, ძალიან მესიამოვნა ლუკამ რომ არ გაუშვა მარტო და გაყვა თავად. ვფიქრობ, ეს ორივეს სჭირდებოდა.
მგონი იდეალური წყვილი გამოგდის.

ბელა სულაც არ მომწონს და არ ვენდობი.

 


№11  offline მოდერი painter1

ნანა73
ჰოო, კარგად შეუსრულა სოფიმ ლუკას smile
შენ წარმოიდგინე, ისეთი ტემპებიათ "უსრულებდა", ცოტა შემეშინდა კიდეც, არ გადააჭაროსთქო.
ძალიან გულწრფელია, ყველაფერს ამბობს რასაც ფიქრობს! მოსწონს ან არ მოსწონს. ალბათ ეს ხიბლავს ლუკას.
ალბათ არც შეხვედრია ასეთი არავინ.
ჯერჯერობით ყველაფერი სასიამოვნოდ ვითარდება.
შენ რომ ძალიან, ძალიან მომწონხარ ეს იცი.
ველოდები რა იქნება მომავალში. რას მოუტანთ მათ ერთი ნახვით გადარევა ერთმანეთზე.

❤️❤️❤️

შეიძლება მისი ამ პირდაპირობითაც მოსწონს კი, ყველაფერს რომ ამბობს და არაფერს მალავს.
შენ წარმოიდგინე მეც ვიტანჯები ასე რომ ვწერ და ვდებ თავებად, თითქოს ვერ ვტევ ერთ თავში ვერაფერს, არადა ზომით აშკარად პატარა არაა.
ჰო, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ^^❤️❤️

 


№12 სტუმარი მკითხველი

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია❤️

 


№13  offline მოდერი painter1

მე♥უცნაურე
სოფის გულწრფელობამ მომხიბლა.
რაც მთავარია, ძალიან მესიამოვნა ლუკამ რომ არ გაუშვა მარტო და გაყვა თავად. ვფიქრობ, ეს ორივეს სჭირდებოდა.
მგონი იდეალური წყვილი გამოგდის.

ბელა სულაც არ მომწონს და არ ვენდობი.

თამარ
გამიხარდა შენი გამოჩენა ❤️
გეთანხმები, ვფიქრობ დროის ერთად გატარება და განტვირთვა ორივესთვის საჭირო იყო.
ბელას რატომ ვერჩი არ ვიცი, მაგრამ ასეთად ჩამოვაყალიბე, რა ვიცი. ^^

მკითხველი
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია❤️

მიხარია თუ მოგწონს ❤️

 


№14 სტუმარი ტაისა

სასიამოვნოდ რომ დაასრულებს დღეს აი ისეთია შენი ისტორიები ❤

 


№15  offline მოდერი painter1

ტაისა
სასიამოვნოდ რომ დაასრულებს დღეს აი ისეთია შენი ისტორიები ❤

კომპლიმენტად მივიღებ ^^ ❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი nancho

კარგად წასაკითხი,საუნტერესო ისტორიაა,მომწონს ძალიან,

 


№17  offline მოდერი painter1

სტუმარი nancho
კარგად წასაკითხი,საუნტერესო ისტორიაა,მომწონს ძალიან,

მადლობაა❤️

 


№18 სტუმარი nini

dghes dadeb?

 


№19  offline მოდერი painter1

nini
dghes dadeb?

დღეს ვერა ნინ❤️

 


№20  offline წევრი LI_BE

პეინტერ, რამდენიმე თავის ერთად წაკითხვით შემოგიერთდი და კიდევ ერთხელ, ვისიამოვნე blush მომწონს ეს ორი, მაგრამ სიმართლე გითხრა, ლუკა უფრო მომწონს. კაი ტიპია, მართლა.

აი, სოფომ ცოტა გამაღიზიანა ამ თავში. კი, მეც ნამდვილად მომწონს მისი გულწრფელობა. ეს ურთიერთობაში ყველაზე ძვირფასია, ალბათ. მაგრამ, მგონია, რომ ძალიანაც ზედმეტი მოუვიდა ბელასთან მიმართებაში. მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი, და რაც არ უნდა ეჭვი შეგეპაროს და უარყოფითი შთაბეჭდილება დაგრჩეს ადამიანზე, ვფიქრობ რომ საყვარელ ადამიანს მოსთხოვო მასთან ურთიერთობის შეცვლა, ჩამოურაკრაკო, რას ფიქრობ ჯერ კიდევ უცნობ ადამიანზე და ეს მიახალო პირში იმას, ვისთვისაც ეს ადამიანი ძვირფასია, ცოტა არ იყოს, უზრდელობად მიმაჩნია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ სოფომ კი არ შეუსრულა ლუკას, უბრალოდ, შეეშალა ლუკასთან.

მე ბელას არ ვიცავ, დარწმუნებული ვარ ზუსტად ისეთია, როგორც სოფო ახასიათებს, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს ლუკას და მისთვის ჯერ კიდევ უცნობი მეგობრების ლანძღვა, არ მიამჩნია გამართლებულად. ვფიქრობ რომ სოფოს არ უნდა მიეცა თავისი თავისთვის ამდენის უფლება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ლუკა კიდევ როგორ დაფიქრდა, თითქოს არგუმენტებს ეძებდა სოფოს გასამართლებლად და ბელას გასამტყუნებლად. მართლა როგორ ხშირია ესეთი შემთხვევები, როცა წყვილიდან თუ ერთერთს არ მოუვა თვალში მეორეს მეგობრები, ერთი ასეთი "რეჩი, რაც სოფომ მოსცხო და მეგობრობას წყალი აქვს შემდგარი.

ხო, არც ლუკას უნდა მიეტოვებინა ბელა ისე, როგორც მიატოვა. ნამდილი მეგობრები ასე არ იქცევიან. უნდა მოენახა ოქროს შუალედი.

უჰ, რა ვიცი, რა ვიცი..... გელოდები პეინტერ heart_eyes heart_eyes

 


№21  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

და ისევ გამოვჩნდი♥️
ჩემთვის კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ისტორია რომელიც ამ საიტზე იწერება და რომლის წაკითხვის სურვილი არასდროს მივლის ♥️
აუ როგორ მიყვარს ურთიერთობებში ასეთი გულწრფელი საუბრები ნეტა იცოდე და მგონი ერთადერთი ხარვინც ეს პირველად გამოიყენა და თან ასე ლამაზად ♥️
ისე შემიყვარდნენ შენი პერსონაჟები ვერც კი წარმოიდგენ ♥️
მიხარია ყველაფერს ასე გემრიელად და სასიამოვნოდ რომ გადმოსცემ ♥️
აქვარ და თვალს გადევნებ და გელოდები დადადადადაა წარმატებები ტკბილო♥️

 


№22  offline მოდერი painter1

LI_BE
პეინტერ, რამდენიმე თავის ერთად წაკითხვით შემოგიერთდი და კიდევ ერთხელ, ვისიამოვნე blush მომწონს ეს ორი, მაგრამ სიმართლე გითხრა, ლუკა უფრო მომწონს. კაი ტიპია, მართლა.

აი, სოფომ ცოტა გამაღიზიანა ამ თავში. კი, მეც ნამდვილად მომწონს მისი გულწრფელობა. ეს ურთიერთობაში ყველაზე ძვირფასია, ალბათ. მაგრამ, მგონია, რომ ძალიანაც ზედმეტი მოუვიდა ბელასთან მიმართებაში. მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი, და რაც არ უნდა ეჭვი შეგეპაროს და უარყოფითი შთაბეჭდილება დაგრჩეს ადამიანზე, ვფიქრობ რომ საყვარელ ადამიანს მოსთხოვო მასთან ურთიერთობის შეცვლა, ჩამოურაკრაკო, რას ფიქრობ ჯერ კიდევ უცნობ ადამიანზე და ეს მიახალო პირში იმას, ვისთვისაც ეს ადამიანი ძვირფასია, ცოტა არ იყოს, უზრდელობად მიმაჩნია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ სოფომ კი არ შეუსრულა ლუკას, უბრალოდ, შეეშალა ლუკასთან.

მე ბელას არ ვიცავ, დარწმუნებული ვარ ზუსტად ისეთია, როგორც სოფო ახასიათებს, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს ლუკას და მისთვის ჯერ კიდევ უცნობი მეგობრების ლანძღვა, არ მიამჩნია გამართლებულად. ვფიქრობ რომ სოფოს არ უნდა მიეცა თავისი თავისთვის ამდენის უფლება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ლუკა კიდევ როგორ დაფიქრდა, თითქოს არგუმენტებს ეძებდა სოფოს გასამართლებლად და ბელას გასამტყუნებლად. მართლა როგორ ხშირია ესეთი შემთხვევები, როცა წყვილიდან თუ ერთერთს არ მოუვა თვალში მეორეს მეგობრები, ერთი ასეთი "რეჩი, რაც სოფომ მოსცხო და მეგობრობას წყალი აქვს შემდგარი.

ხო, არც ლუკას უნდა მიეტოვებინა ბელა ისე, როგორც მიატოვა. ნამდილი მეგობრები ასე არ იქცევიან. უნდა მოენახა ოქროს შუალედი.

უჰ, რა ვიცი, რა ვიცი..... გელოდები პეინტერ heart_eyes heart_eyes

ფიფიქრე გამოჩნდა და სად გაქრათქო :დ
მართალია, როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეთ, სულ ასე მალე რომ ჩამოყალიბებულიყო მეგობრებზე ასე უხეშად საუბარი არც მარტივია და არც კარგი. შეიძლებოდა ლუკა პირიქით მოქცეულიყო, ანუ სოფიზე ასცრუებოდა გული ამ ყველაფრის ლაპარაკის შემდეგ, მაგრამ ხომ ხედავ, პირიქით დააფიქრა :დ
ბევრი მაგალიდი მიდევს თვალწინ, ქალები რომ კაცებს აშტერებენ და თითის გატკაცუნებაზე ატარებენ, თან ისე რომ კაცებს აჯერებენ თითქოს ყველაფერი ისეა როგორც თვითონ უნდათ.
მთავარია ასე არ ვაპირებ განვითარებას და ლუკას შტერ კაცად გამოყვანას.
მიხარია რომ გამოჩნდი ❤️❤️

ტკბილიწიწაკა
და ისევ გამოვჩნდი♥️
ჩემთვის კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ისტორია რომელიც ამ საიტზე იწერება და რომლის წაკითხვის სურვილი არასდროს მივლის ♥️
აუ როგორ მიყვარს ურთიერთობებში ასეთი გულწრფელი საუბრები ნეტა იცოდე და მგონი ერთადერთი ხარვინც ეს პირველად გამოიყენა და თან ასე ლამაზად ♥️
ისე შემიყვარდნენ შენი პერსონაჟები ვერც კი წარმოიდგენ ♥️
მიხარია ყველაფერს ასე გემრიელად და სასიამოვნოდ რომ გადმოსცემ ♥️
აქვარ და თვალს გადევნებ და გელოდები დადადადადაა წარმატებები ტკბილო♥️

ერთი წლის შემდეგ? :O ვერც კი წარმოვიდგენდი.
ასე გადაკარგვა არ შეიძლება.
მიხარია ასე თუ ფიქრობ, და თუ მართლა ასეა.
სულ მახარებს იმის მოსმენა როცა ჩემი ისტორია მკითხველის ფავორიტ ისტორიებში შედის ^^ მადლობაა❤️❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი ნინა

აუუ როდის დადებ? ორი დღეა გელოდები როდის დადებ :(((

 


№24  offline მოდერი painter1

სტუმარი ნინა
აუუ როდის დადებ? ორი დღეა გელოდები როდის დადებ :(((

ახლა დავამთავრე წერა, უცებ გადავიკითხავ და დავდებ❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი ანა

აუ მალე დადე რა :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent