შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (1 თავი)


2-06-2020, 00:42
ავტორი nina_m
ნანახია 3 026

1 თავი


მე ანასტასია გიგაური ვარ 20 წლის. უზრუნველი ცხოვრება არასდროს მქონია, მართალია შემოსავალი ყოველთვის სტაბილურად გვქონდა მაგრამ პრობლემები მხოლოდ ფულით როდი განისაზღვრება. დედისერთა ვარ, მამა არასდროს მინახავს, ამიტომ დედის გვარს ვატარებ. დედა გათხოვილი არ ყოფილა, ამ ისტორიის მოყოლას ყოველთვის თავს არიდებდა, თუმცა ვიცოდი რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ეკა იურისტი იყო, იყო თქო იმიტომ ვამბობ რომ დედა სამი წლის წინ გარდაიცვალა. სამწუხაროდ დაგვიანებით აღმოვუჩინეთ მკერდი კიბო, ისიც კი ვიეჭვეთ მე და ბებომ რომ იცოდა და არ ამბობდაო მაგრამ ეკა არ ტყდებოდა. გაგებიდან ორ თვეში დავკარგეთ ეკა. მას მერე ბებოსთან გადავედი საგურამოში საცხოვრებლად. ნანა ძალიან მოსიყვარულე ბებოა, აი ყველამ რომ უნდა ინატროს ისეთი. ძალიან გამიჭირდა დედის დაკარგვა, ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის და რომ არა ნანა ალბათ მართლა შევიშლებოდი. სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახლში გადმოვედით ორივე, ვერ ბედავდა ჩემს მარტო დატოვებას და არც მე მინდოდა მარტო ცხოვრება. ერთი წელი ერთად ვცხოვრობდი მერე კი საგურამოში დაბრუნდა ისევ. სახლი იმდენად დიდი იყო, რომ ხშირად მაწუხებდა მარტოობა და ჩემ საუკეთესო მეგობარს ლილეს ვთხოვე ჩემთან გადმოსვლა. ორი წელია ასე ბედნიერად ვცხოვრობთ მე და ლილე. ხანდახან ბებოც მოდის ჩვენთან დაგვხედავს ხოლმე შიმშილით ხო არ იხოცებითო, გააკეთებს სამი წლის სამყოფ საჭმელს და მიდის. ლილეს მშობლები გერმანიაში ცხოვრობენ საკუთარი ბიზნესი აქვთ, ლილე კი თავის ძმასთან და რძალთან ერთად ცხოვრობდა თბილისში. ბევრჯერ სთხოვეს თავისებმა გერმანიაში გადასვლა მაგრამ ლილე ვერ თმობდა ვერც მეგობრებს და ვერც ჩვენს ქვეყანას. ბექა და მარიამი როგორც კი დაქორწინდნენ მაშინვე ვთხოვეთ მე და ლილემ რომ ჩემთან გადმოვიდოდა და პრობლემა არც არავის ქონია. ბექა და მარიამი ძალიან საყვარლები არიან, ჩვენს შორის სხვაობა სულ ხუთი წელია და ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად ვატარებთ დროს ერთად. ჩვენი ოჯახები ყოველთვის ახლოს იყვნენ, მე და ლილე პირველი კლასიდან ერთად ვართ, არც მაშინ მტოვებდა როცა დედა დავკარგე ხშირად ამოდიოდა საგურამოში და რჩებოდა ხოლმე. თხუთმეტის იყო როცა გია და თეა გერმანიაში წავიდნენ ამიტომ ბექა და ლილე დიდ დროს ატარებდნენ ჩვენს ოჯახში და ასე ნელ-ნელა, ერთობლივი ძალებით ვუმკლავდებოდით პრობლემებს.

- ანა მოვედი - კარი გაიღო და ლილეს ხმამაც არ დააყოვნა, ეს რა არის კიდევ კარგი აივანზე არ ვიჯექი თორემ გაჩერებიდან ყვირის ხოლმე რომ მოვიდა.
- მოდი სამზარეულოში ვარ - გამოვეხმაურე დაქალს.
- აუ ძალიან დავიღალე - ჩანთა სამზარეულოს მაგიდაზე მიაგდო და ბარის სკამზე მიესვენა - რას მაჭმევ?
- ქათმის სალათი გვაქვს მენიუში - მაცივრიდან კონტეინერი გამოვიღე და თეფშზე დავუდე სალათის დიდი პორცია. - წვენს დალევ? - როგორც კი თავი დამიქნია ფორთოხლის წვენიც დავუსხი მესხიძეს.
- რა ქენი რამე სამსახური ნახე? - მკითხა და იმხელა ლუკამ გაიქანა გაკვირვებისგან პირი დავაღე.
- არა ვეძებდი ახლაც, ვცდილობ ფსიქოლოგიასთან ახლოს იყო ტყუილად ხო არ ვსწავლობ თან გამოცდილებასაც მივიღებ.
- ხო დღეს სამსახურის პოვნა კი რთულია, კიდევ კარგი შენნაირი ჯიუტი არ ვარ და არ ავიკვიატე ეს მუშაობა თორე სად მაქ ნერვები.
- შენ საერთოდ რის ნერვები გაქვს. - გავუცინე დაქალს
- გითხარი ბექას ვეტყვი და მიდი იმ სარეკლამო კომპანიაში საქმეს როგორ ვერ გამოგინახავს
- არ მინდა ლი ეგეთი სამსახური ხო იცი, იქნებ რამე გამოჩნდეს და სააცაა მესამე კურსსაც დავხურავთ და ნელ-ნელა უფრო მეტი დრო მექნება, ამიტომ მინდა ამ პროფესიას დავუთმო მთელი დრო.
- კარგი მაშინ მეც ვიკითხავ იქნებ რამე გამოჩნდეს. მარიამს მიწერე შეიძლება იცოდეს რამე.
- ხო მივწერ საღამოს, უსაქმურობისგან უკვე აღარ ვიცი რა ვაკეთო, დედაჩემის დანაზოგი როდემდე გვეყოფა ნანას კიდე არ მინდა რო გამოვართვა.
- ახლა ნამუსზე მაგდებ ჩემების ხარჯზე რო ვცხოვრობ? - სიცილით ამომხედა მესხიძემ
- არც მიფიქრია - გავუცინე დაქალს
- რომც გეფიქრა ხო იცი არ მაქ ნამუსი, მე ხელოვანი ადამიანი ვარ გავა წლები და ჩემი ნახატებით მექნება შემოსავალი. მანამდე მაცხოვრეთ.
- ღვთის სასჯელი ხარ გეფიცები - გავუცინე დაქალს და ცივი ყავის გაკეთება დავიწყე.
ჯერ მაისია მაგრამ თბილისს ნაადრევად დაეტყო ზაფხულის მოახლოვება. როცა ორივე სახლში ვარ წარმოუდგენელია რომელიმე ჩვენგანმა მოიწყინოს, საქმე ყოველთვის გვაქვს, ან ლილე ხატავს და ვცდილობ ეს სფერო ავითვისო ან ლილე ცდილობს ადამიანის ფსიქოლოგია გაიგოს განსაკუთრებით ბიჭების და ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს რაც ფიზიკურად არ ისწავლება. ამჯერად ჩვენ-ჩვენი საქმეები გადავდეთ და სამზარეულოში გადავინაცვლეთ, საღამოს ბექა და მარიამი აპირებდნენ მოსვლას ამიტომ გემრიელობების გაკეთება გადავწყვიტეთ. ბოლო პერიოდი სამკაოდ დიდი თავისუფალი დრო მქონდა ამიტომ ვეცადე ეს დრო სასარგებლოდ გამომეყენებინა და მგონი ამან შედეგი გამოიღო რადგან საკმაოდ კარგად გამომდის სხვადასხვა კერძების და დესერტების კეთება. ლილემ პიცის გაკეთება მოინდომა მარტო ეს გამომდის ნორმალურიო და აღარ შევეწინააღმდეგე. მე ამჯერად სალათ ცეზარი მოვამზადე ლორით და დესერტად მარიამის საყვარელი შოკოლადის ბლინები ბანანით და ნაყინით. როგორც კი ლილემ პიცა გამოსაცხობად შესვა მაშინვე ბექას დაურეკა იგვიანებთ და მოგიწევთ გაფშეკილი პიცის ჭამო.
- სად არიან ეხლა ჰა - აბუზღუნდა ლილე არადა სულ ხუთი წუთი იყო გასული რაც დაურეკა.
- თქვეს მაღაზიაში ვართო და რა ვერ მოითმინე ჰა
- მშია და რა ვქნა აბა
- ლილე სანამ პიცის მზადებაში იყავი სამი პიცის მასალა ცოცხლად შეჭამე და კიდე გშია?
- ეგ არ ითვლება - ენა გამომიყო დაქალმა
- გეტყობოდეს მაინც - გამეცინა და თავიდან ფეხებამდე ავათვალიერე სიფრიფანა სხეული. - მიდი გააღე მოვიდნენ - კარზე როგორც კი დააკაკუნეს ადგილიდან მოწყდა ლილე.
- სად ხართ აქამდე? - ბუზღუნით მოყვა უკან წყვილს
- ამას ეხლა შია ხო? - გაიცინა ბექამ და გადამეხვია
- როდის არ შია თორე - გამეცინა და მარიამს ჩავეხუტე.
ერთად ყოველთვის კარგ დროს ვატარებდით ხოლმე გამონაკლისი არც ეს საღამო იყო. სამსახურზე ორივეს დაველაპარაკე და დამპირდნენ რომ იკითხავდნენ. საღამოს გვიან გიას და თეას დავურეკეთ ცოტა ხანს ველაპარაკეთ და მერე წყვილიც გავაცილეთ. უკვე გვიანი იყო ამიტომ მედა ლილემაც დაძინება გადავწყვიტეთ.
მეორე დილით ბექას ზარმა გამაღვიძა, რა ეტაკა ამ დილაადრიან.
- გისმენ ბექუ - ამოვიზმუვლე არაადამიანური ხმით
- აქამდე უნდა გეძინოს გოგო? - გაიცინა ბექას.
- რა გენაღვლება შენ სამსახურში ხარ და გიწევს ადრე ადგომა, ჩემთვის დილა ერთ საათში იწყება.
- აი ზუსტად სამსახურზე გირეკავ
- მართლა? - ამის ხსენებაზე წამში გამოვფხიზლდი და საწოლზე წამოვჯექი - რამე გამოჩნდა?
- შენი პროფესიის არაა პატარა მარა სანამ ახალი რამე გამოჩნდება იქნება გეცადა
- რა სამსახურია?
- ჩემი ძმაკაცის სარეკლამო კომპანიაში უნდათ მდივანი, ხელფასი ნორმალური თან დიდად გამოცდილება არ გინდა ჭკვიანი ხარ და მალევე აითვისებ
- ხო როგორც ჩანს ჩემ პროფესიას უკვე ვერაფერში ვიყენებ
- ეგრე ნუ ამბობ ანა, გამოჩნდება რამე დროებით მიდი აქ მოგეწონება დამიჯერე მათე გახსოვს? ადრე გაგაცანით ჩემი კურსელი იყო
- კი კი როგორ არ მახსოვს
- ეგ მუშაობს და აგიხსნის ყველაფერს წეღან ველაპარაკე და მითხრა რო მიგიღებს თუ დაინტერესდები.
- აუ მადლობა ბექ მივალ მაშინ უსაქმურად ყოფნას ჯობს პარალელურად მოვძებნი კიდე სხვას.
- კაი მაშ გამოგიგზავნი დეტალებს, მიდი ჭკუით
- მადლობა - ბექას დავემშვიდობე და მალევე მომივიდა შეტყობინებაც. ორ საათში კომპანიაში უნდა ვყოფილიყავი, ჯერ თერთმეტი ხდებოდა ამიტომ დრო მქონდა და მშვიდად დავიწყე მომზადება. ლილემ მომიწონა გადაწყვეტილება იქნებ მოგეწონოს და მანდ დარჩენა მოგინდესო. მეეჭვებოდა მაგრამ მაინც შემართებით გავემზადე, ტანზე თავისუფალი ღია ფერის ჯინსი, თეთრი კლასიკური ტოპი და გრძელი პიჯაკი მოვირგე. ფეხზე ყველაზე „კომფორტული“ მაღლები შავი თმა მაღლა ავიწიე და ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე დავტოვე სახლი. დიდად მაკიაჟის მოყვარული არ ვარ სამაგიეროდ რუჯი მიყვარს ამიტომ ოქროსფერ კანზე ნაკლებად ვხმარობ მაკიაჟს, თუმცა გამონაკლისებიც არის ხოლმე.
ორს ათი აკლდა კომპანიაში რომ მივედი, როგორც კი გასაუბრება და მათე ვახსენე მაშინვე მხუთე სართულზე ერთ-ერთ კაბინეტამდე მიმაცილა სასიამოვნო გარეგნობის გოგომ და მეც მოუთმენლად დაველოდე მათეს.
- ანასტასია როგორ ხარ? - კარში გამოჩნდა მაღალი ქერა სხეული და თბილად მომესალმა - დიდხანს გალოდინე?
- კარგად შენ როგორ ხარ? ახლახან მოვედი ასე რომ არ იდარდო - ადგილი მისი მაგიდის წინ მდგომ სავარძელზე დავიკავე.
- აბა რა ხდება შენკენ? დიდი ხანია არ მინახიხართ შენ და ლილე
- ნუ ჩვეულებრივ გამორჩეული არაფერი, გარდა იმისა, რომ სამსახურის დაწყება გადავწყვიტე როგორც იცი
- ხო ბექა მელაპარაკა შენი სფეროს შესაფერისი არაა მაგრამ ახლა მოწესრიგებული და მონდომებული გოგო ისე მჭირდება როგორც არაფერი - თბილად გადმომხედა მათემ.
- იმედი მაქვს იმედებს გავამართლებ, ჩემი სფერო არაა მაგრამ ახლა სამსახური რო არ დავიწყო ან უსაქმურობა შემშლის ან ლილე - ლილეს ხსენებაზე ორივეს გაგვეცინა.
- მოკლედ ორი კვირა ჩემი თანაშემწე იქნები, საბუთების მოწესრიგება ზარებზე პასუხი და კომპანიების ხელმძღვანელებთან სატელეფონო ზარები გევალება.
- ორი კვირის შემდეგ? - ამ ვადამ დამაინტერესა
- მერე ალექსანდრე ჩამოვა, მას არ იცნობ ხო?
- მგონი რო არა - ალექსანდრეს ჩემ კურსელს კი ვიცნობ მაგრამ მეეჭვება მასზე იყოს საუბარი.
- ალექსანდრე ქალდანი ამ კომპანიის ხელმძღვანელია, ჩემი და ბექას მეგობარია უბრალოდ დროის დიდ ნაწილს საზღვარგარეთ ატარებს და ნაკლებად ესწრება ჩვენს შეხვედრებს. დროებით მის საქმეს მე ვითავსებ და ამიტომ მოგიწევს მე დამიდგე გვერდით მერე კი მასთან გადახვალ სამუშაოდ.
- გასაგებია
- ოღონდ უნდა გაგაფრთხილო არც ისე მარტივია ალექსანდრესთან ურთიერთობა. რამდენი მდივანი ყავს გამოცვლილი ვერ აღვწერ. ყველაფრის კონტროლი უყვარს და ძალიან მომთხოვნია სამსახურში. ნუ ვერც ხასიათით გამოირჩევა თანამშრომლებთან მაგრამ მერწმუნე ცუდი პიროვნება არაა ცოტა მეტი ნებისყოფა დაგჭირდება.
- ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს, პროფესია უფლებას მაძლევს მაგ კუთხით მაინც დავიმშვიდო თავი.
- ძალიან კარგი, მოკლედ ხელფასი პირველ ეტაპზე 2500 ლარი იქნება, დანარჩენზე ალექსანდრე შეგითანხმდება. ჩვენი კომპანიისთვის საშუალო ხელფასია მაგრამ სანამ საქმეს შეისწავლი ამის შემოთავაზება შემიძლია, პირველი ორი კვირა მაინც.
- ხელფასზე პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს
- ძალიან კარგი - გამიღიმა - მოკლედ პირველი ორი კვირა შენი იმედი მაქვს, ხელშეკრულებას ალექსანდრეს ჩამოსვლის შემდეგ გავაფორმებთ. მანამდე ეს ორი კვირა რა თქმა უნდა აგინაზღაურდება. თუ თანახმა ხარ შეგიძლია ხვალ დილიდან შეუდგე მუშაობას.
- ძალი დიდი მადლობა - ხელი ჩამოვართვი მათეს - ხვალ დილიდან აქ ვარ.
- გელოდები.
მათეს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი. გამიხარდა რომ სამსახური მექნებოდა, მათეც ძალიან დადებითი პიროვნებაა და ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს მასთან ერთად მუშაობა. აი რაც შეეხება ალექსანდრეს, მიუხედავად მისი დახასიათებისა საერთოდ არ მაშინებს, ვფიქრობ რთული არ იქნება ქალდანთან გამკლავება. სახლში შოკოლადის ტორტი და შამპანური გავიყოლე აღსანიშნავად და მე და ლილემ ერთად ვიზეიმეთ ჩემი პირველი სამსახური. მეორე დღეს ათზე ოფისში უნდა ვყოფილიყავი ამიტომ მალე დავწექი დასაძინებლად და ლილეს ვთხოვე ეიძულებინა დილით ადგომა. ჩემთვის ახალ რეჟიმზე გადართვა არც ისე მარტივია ლილე კი ცხრაზე გადიოდა ლექციებზე ამიტომ მისი და მაღვიძარას იმედზე ვიყავი.
- ანასტასია გაიღვიძე - სადღაც შორიდან ჩამესმა ლილეს ხმა - ანა სამსახურში აგვიანებ - ახლა უკვე გარკვევით მესმოდა
- ჯანდაბა რომელი საათია - შეშინებული წამოვხტი როგორც კი სამსახური მომესმა.
- ცხრის ნახევარია მაგრამ გამზადება ხო გინდა ადექი - ყავის ფინჯნით ხელში შემოვიდა ლილე ჩემს ოთახში
- ღმერთო მადლობა ასეთი დაქალისთვის - ხელები მაღლა აღვმართე და ფინჯანი გამოვართვი ლილეს - შენ გადიხარ?
- არა მიდი მოემზადე და ერთად გავიდეთ, წავალ მეც ჩავალაგებ ჩანთას
სწრაფად გავემზადე ბორდოსფერი ტყავის მაღალწელიანი კაბა ჩავიცვი, საკმაოდ ვიწრო იყო მაგრამ ფეხზე საშუალო ზომის ჭრილი დისკომფორტს მიხსნიდა. ზემოდან თხელი შიფონის პერანგი მოვირგე და ორი ღილი შევიხსენი, მიუხედავად იმისა რომ მკერდთან ძალიან ჩახსნილი არ იყო ვფიქრობ საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. ფეხზე მაღლები ჩავიცვი პიჯაკი მოვისხი და მზად ვიყავი. მიუხედავად იმისა რომ ლილემ ტვინი გაბურღა, მაკიაჟი არც ამჯერად გამიკეთებია უბრალოდ უფერო ტუჩსაცხი გადავისვი და თმა კოსად ავიწიე.
- დილამშვიდობის - ღიმილით მივესალმე მიმღებში გუშინდელ გოგონას, როგორც კი ოფისში შევედი.
- გამარჯობა ქალბატონო ანასტასია
- ქალბატონო? - გამაკვირვა ამ მიმართვამ
- დიახ - დაიმორცხვა გოგონამ
- არანირი ქალბატონო.... მია - სახელი ამოვიკითხე მის ბეიჯზე
- როგორც გსურთ - თბილად გამიღიმა ქერა გოგონამ. მია მართლა საყვარელი გოგოა იმედია მალე დავუახლოვდები და კიდევ ერთ ნაცნობს გავიჩენ. - ბატონი მათე უკვე მოსულია, კაბინეტამდე მიგაცილებთ.
- არ შეწუხდე მია, თავად ავალ მართლა და გთხოვ არანაირი ქალბატონო მგონი შენზე უმცროსიც კი ვარ ასე რომ გთხოვ უბრალოდ ანა დამიძახე.
- კარგი მაშინ - თითქოს დაძაბულობა მოეხსნაო ისე ამოისუნთქა
- დროებით, მე ავალ სანამ დავიგვიანე - გავუღიმე და მათეს კაბინეტისკენ წავედი. - შეიძლება? - დავაკაკუნე და ფრთხილად შევაღე მისი კაბინეტის კარი
- კი, შემოდი ანასტასია - საბუთებს მოწყდა და ღიმილით შემომხედა. - კარგია რომ არ დაიგვიანე
- ვეცადე - გავუღიმე და მაგიდისკენ წავედი
- მოდი ხელს მოვაწერ ამ საბუთებს და განახებ შენ კაბინეტს
- კაბინეტს? - ცოტა გამიკვირდა, მარა რაღა გამიკვირდა
- ხო აბა კაბინეტი აუცილებლად დაგჭირდება, ბარემ ალექსანდრეს კაბინეტის გვერდით შევარჩიეთ მაინც მალე მოგიწევდა გადასვლა
- არანაირი პრობლემა არ არის
- კარგი მაშინ წავედით - ბოლო ფურცელსაც მოაწერა ხელი და წამოდგა.
კაბინეტი ერთი სართულით ზემოთ იყო. როგორც კი ლიფტიდან გახვიდოდით მხოლოდ სამ კარს შენიშნავდით დერეფანში კი შავი ტყავის სავარძლები და დაბალი მინის მაგიდა იდგა სადაც სხვადასხვა წლის კატალოგები იდეო. კედლებზე სარეკლამო ბანერები და მონიტორები იყო დამონტაჟებული კუთხეში კი მაგიდა იდგა კომპიუტერით და ტელეფონით.
- მოკლედ აქ გადმოვიყვანთ მიას როგორც კი ალექსანდრე ჩამოვა. - მიმითითა კუთხის მაგიდაზე - შემომავალი ზარები მიას დაევალება და თქვენ ორს შეთანხმებულად მოგიწევთ მუშაობა, მია ხომ გაიცანი?
- კი გავიცანი, მიხარი თ მასთან ერთად მომიწევს მუშაობა, ძალიან საყვარელია - გამეღიმა
- კი საყვარელია - ჩუმად დამეთანხმა და თბილად გაიღიმა. მოიცა მია და მათე? საიდან რას დაასკვნი ხოლმე ანა ჯერ ახლა არ მოხვედი.? - ეს ალექსანდრეს კაბინეტია - მიმითითა შუაში მყოფ შავ კარზე - ეს ჩემი კაბინეტია, ქვემოთ დროებით ვარ - ახლა მარცხნივ მიას მაგიდის გვერდით კარზე მიმითითა - ეს კი შენი - ალექსანდრეს კარის მარჯვნივ არსებულ კარზე მიმითითა და მისკენ დაიძრა. - იმედია მოგეწონება, შეგიძლია შეაცვლევინო ინტერიერი ან ავეჯი როგორც გინდა.
კაბინეტი ნაცრისფერ და თეთრ ტონებში იყო გაწყობილი. ღია ნაცრისფერი მაგიდის წინ ორი თეთრი სავარძელი იდგა. უკანა კედელზე მთლიანად კარადები და თაროები იყო სხვადასხვა წიგნებითა და ჟურნალებით. დანარჩენ კედლებზე რამდენიმე დიდი ზომის ბანერს შენიშნავდით.
- მშვენიერია, არ მგონია რამის შეცვლას საჭიროებდეს - გავუღიმე მათეს და მაგიდსკენ წავედი.
- მოკლედ ლეპტოპი მანდ დევს ჟურნალები უკან თაროებზეა რომ გაერკვე ჩვენს ძირითად ღირებულებებს, დღეს ისეთი არაფერი გევალება მიას გამოვგზავნი რომ გაგარკვიოს რაღაცებში მე შეხვედრაზე უნდა გავიდე. დღეს მარტო მოგიწევს აქ ყოფნა და ხვალიდან მეც დავუბრუნდები ძველ კაბინეტს.
- არ არის პრობლემა რამე საქმე თუ გაქვს შემიძლია დაგეხმარო
- არა დღეს ისეთი არაფერი ორი შეხვედრის გარდა. უბრალოდ მიასთან ერთად გაერკვიე რაღაცებში. დროებით - თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.
მთელი დღე მიასთან ერთად გავატარე განვიხილეთ ძველი ჩანაწერები გასული წლების კატალოგები, ძველი და ახალი კლიენტები. გავეცანი უცხოელი ინვესტორების საკითხსაც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია იყო მაგრამ არა ისეთ რომ ვერ შემესწავლა. საღამოს რამდენიმე კატალოგი სახლისთვის ვთხოვე და შვიდ საათზე დავტოვე ოფისი.
- ლილე მოვედიი - გავაჯავრე დაქალს და სიცილით დავიძარი სამზარეულოსკენ რადგან მთელი დღე მხოლოდ ორ ფინჯან ყავაზე და შოკოლადის ნამცხვარზე ვიყავი.
- დაიღალე დაო? - გადმომხედა ლილემ რომელიც მაცივარში იქექებოდა
- ძაან არა მაგრამ მშია - ჟურნალები და ჩანთა მაგიდაზე დავდე და ლილესკენ წავედი
- მარტო შენ კი არ ზრუნავ დაქალზე მიდი დაჯექი და მე მოგიტან საჭმელს - ლოყაზე მაკოცა ლილემ
- ვაა? მართლა? - გამიკვირდა და მხიარულად წავედი მაგიდისკენ.
პიურე და ქათმის კოტლეტი ქონდა მომზადებული გაგიკვირდებათ და გემრიელი იყო ან ძაან მშიოდა და ასე მომეჩვენა. საღამოს ძირითადად ჩემს სამსახურზე ვსაუბრობდით ერთად გადავავლეთ კატალოგებს თვალი და პირველისთვის დასაძინებლად წავედით.
მომდევნო ორი კვირა ისე გავიდა ვერც კი გავიგე, სამსახურს შევეჩვიე, არც დილით გაღვიძებაა პრობლემა. მე და მია დავმეგობრდით ჩემთანაც კი დავპატიჟე. ლილესაც მოეწონა მია, მას მერე ხშირად კითხულობენ ერთმანეთს. ამ დროის მანძილზე დავასკვენი, რომ მათეს მია მოსწონს და არც მია უნდა იყოს გულგრილი მის მიმართ.
- აბა ანა როგორ მიდის საქმეები? - ოთახში მათე შემოვიდა და სავარძელზე ჩამოჯდა
- არაჩვეულებრივად მოდელებს ველაპარაკე კვირის ბოლოს დაიწყებენ გადაღებებს ახალი კოლექციისთვის მანამდე კატალოგის ნიმუშებს ელოდებიან და ბაჩო მუშაობს რამდენიმე ვარიანტზე
- მშვენიერი აი ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მარტივად აითვისებდი ყველაფერს, ბექას სულ მადლობები უნდა ვუხადო რომ შენი თავი გამომიგზავნა მართლა შემიმსუბუქე საქმე
- მადლობა მათე, ვცდილობ ყველაფერი წესრიგში იყოს თან მგონი შევეჩვიე ამ სფეროსაც
- მიხარია ძალიან - ჩვეული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე - ხო მართლა რაზე შემოვედი. მოკლედ ხვალ კი კვირაა მაგრამ გვჭირდები
- მავედრებელი თალებით გადმოგვხედა
- არ არის პრობლემა, რა მევალება?
- აი ოქრო ხარ რა. მოკლედ ხვალ ალექსანდრე ჩამოდის ინვესტორებთან ერთად და იგეგმება წვეულება. - უცნობი უფროსის ხსენებაზე უცნაური შეგრძნება დამეუფლა - ჩვენი კლიენტები და პარტნიორები დაესწრებიან საღამოს, ბექა და მარიამიც იქნებიან, მოკლედ მინდა რომ ჩვენი კომპანიის პრეზენტაცია და სტატისტიკა მოამზადო საღამოზე წარსადგენად.
- კი ბატონო დღესვე გავამზადებ და გამოგიგზავნი
- არა ანუ პრეზენტაცია და მონაცემები მიას აქვს უკვე ყველაფერი, შენ ამ პრეზენტაციის წარდგენა გევალება.
- მე? - ძალიან გამიკვირდა
- ხო რა ანა გთხოვ, დიდი დრო არაა რაც აქ ხარ მარა ეს პრეზენტაცია შენ გევალება თან ბოლო პროცესებია ასახული და საკმაოდ კარგად იცნობ ყველა საქმეს
- ხო მაგრამ მგონი არც ძაან კომპეტენტური ვარ ამ საქმეში - ცოტა არ იყოს შემაშინა მათეს წინადადებამ
- ანასტასია მერწმუნე ნახევარ კომპანიაზე მეტად კომპეტენტური ხარ. მე და მიამ პარტნიორებს უნდა მივხედოთ, ვერ დავტოვებთ ალექსანდრე კიდე ინვესტორებთან უნდა იყოს თარჯიმნად და გთხოვ ახლა უარი არ თქვა
- ღმერთო! მათე ნუ მიყურებ მასეთი თვალებით - გავაფრთხილე მაისურაძე
- გთხოვ რა ამ ერთხელ გადამარჩინე
- ჯანდაბას შენი თავი, გავაკეთებ - უარის თქმას და სიჯიუტეს აზრი აღარ ქონდა ამიტომ დავთანხმდი.
მათეს მილიონი მადლობის მოხდის შემდეგ როგორც იქნა დავტოვე ოფისი და სახლში წავედი. მიუხედავად იმისა რომ პრეზენტაციის დეტალები მანამდეც ცნობილი იყო ჩემთვის მაინც ვნერვიულობდი რადგან ასე საჯაროდ თან ასეთ წრეში წარდგენა ჩემთვის ახალი იყო. მთელი საღამო რეპეტიციაში გავატარე. მერე დღეს ლილე ადრე გავაღვიძე და ტანსაცმლის საყიდლად წავიყვანე. მათეს ვუთხარი, რომ ლილეც იქნებოდა წვეულებაზე და უარი არც უთქვამს. დაქალის გამხნევება ნამდვილად მჭირდებოდა. ბევრი არ გვივლია მალევე შევარჩიეთ კაბები და სახლში დავბრუნდით.
- მიხდება? - ვკითხე ლილეს და სარკეში კიდევ ერთხელ შევავლე თვალი საკუთარ ანარეკლს. შავი გრძელმკლავიანი კაბა მეცვა. მარჯვენა ფეხზე ღრმა ჭრილი ქონდა. მკერდთან ლამაზი ჭრილი ხოლო წელზე წვრილი ვერცხლისფერი მეტალი ამშვენებდა. ამ ჯერად ლილეს რჩევა გავითვალისწინე და მაკიაჟიც გავიკეთე თმა კი მაღლა ავიწიე.
- ახლა ეგ სერიოზულად თქვი? - თვალები დამიქაჩა ლილემ და გვერდით ამომიდგა
- რა?
- ულამაზესი ხარ გოგო დაბრმავდი?
- ლილე ძაან ვნერვიულობ, რომ ვერ გამოვიდე კარგად?
- ანა თუ არ გავალთ ისე დავიგვიანებთ რომ საერთოდ ვერ გამოხვალ.
- ჯანდაბა! წავედით ხო - კიდევ ერთხელ შევავლე საკუთარ თავს თვალი, კაბის ბოლოები ხელით ავიკეცე და გასასვლელისკენ წავედი.
ადგილზე როცა მივედით ბევრი ჯერ კიდევ არ იყო მოსული. მია, ბექა და მარიამი ადგილზე დაგვხვდნენ. მათე ჯერ არ ჩანდა თუმცა დამირეკა და მთხოვა სანამ მოვალ ტექნიკური მხარე შეამოწმეო და მეც სცენისკენ ავიღე გეზი. ყველაფერი გამართული იყო და ტექნიკური შეფერხება არ გველოდა თუ სასწაული არ მოხდებოდა. გულში რამდენჯერმე გადავიმეორე ჩემი სიტყვა და მაშინვე მათესკენ ავიღე გეზი როგორც კი დარბაზში შემოსული დავინახე.
- ვაუ... როგორი მშვენიერი ხარ ანა - გრაციოზულად მეამბორა ხელზე და გამიღიმა
- მადლობა, შენც როგორი სიმპათური ხარ - დემონსტრაციულად შევუსწორე ჰალსტუხი. - მალე დავიწყებთ? ცოტას ვნერვიულობ
- კი აი ხუთ წუთში მოვლენ დანარჩენებიც შენ წინ დადექი და განიშნებ როცა დაიწყო.
- კარგი მაშინ წავედი კიდევ ერთხელ გადავიმეორებ - ნერვიულად ავხლართე თითები ერთმანეთში და სცენისკენ წავედი.
- წარმატებები - უკნიდან მომაძახა მათემ.
დაახლოებით ათ წუთში კიდევ რამდენიმე ადამიანი შემოგვიერთდა თუმცა მათი სახეების კარგად გარჩევა ვერ შევძელი, როგორც ჩენს ის ინვესტორები იყვნენ რადგან მათემ მანიშნა და მეც სცენაზე დავიკავე ადგილი.
დარბაზი მთლიანად ჩაბნელებული იყო ამიტომ ცოტა მომეშვა დაძაბულობა და უფრო კომფორტულად ვიგრძენი თავი. რამდენიმე სიტყვით მივესალმე დამსწრე საზოგადოებას და პრეზენტაციაზე გადავედი. პრეზენტაცია დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ბოლოს სტატისტიკები მოვახსენე და კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავედით. მხოლოდ ამ დროს განათდა დარბაზი, რომ შემძლებოდა მათი სახეების გარჩევა, ერთ-ერთმა ინვესტორმა ინგლისურად დასვა შეკითხვა ბოლო პროექტებთან დაკავშირებით და მეც ვეცადე ამომწურავი პასუხი გამეცა. თუ მისი სახით ვიმსჯელებთ პასუხმა დააკმაყოფილა რადგან დამატებითი კითხვა არ ქონა. კიდევ იყო პატარ-პატარა შეკითხვები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რასაც უკვე მათემ უპასუხა.
- მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებთ - გავუღიმე იქ მყოფთ და სცენა დავტოვე. ტაშით და მათეს სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ არც ისეთი ცუდი იყო.
- ფანტასტიური იყავი - როგორც კი ჩავედი მიასთან ერთად მომიახლოვდა ლილე
- მართლა? ხმა ძაან ხო არ მიკანკალებდა?
- გაგიჟდი? უმაგრესი იყო მართლა - კომპლიმენტით შემამკო მიამაც
- ამაზე ნერვიულობდი გოგო? - გვერდით ამომიდგა მათეც - წამოდი ყველას შენი გაცნობა უნდა თან ალექსანდრესაც გაგაცნობ.
- აუ მათე სულ ხუთი წუთით ვერანდაზე რო არ გავიდე და ჰაერი არ ჩავისუნთქო გავაფრენ ისე მიხურს მთელი სახე.
- კაი მიდი მარა არ გვალოდინო - გამიღიმა და ხალხს შეერია
- მოვალ ახლავე უჩემოდ გართობა არ გაბედოთ - გავუცინე გოგოებს, გასვლამდე მიმტანს ერთი ჭიქა შამპანური ავართვი და ვერანდაზე გავედი.
კიდევ კარგი ნიავი მაინც ქროდა თორემ მართლა მეგონა რომ ვიწვოდი. ღრმად ჩავისუნთქე შამპანურის ჭიქა მთლიანად გამოვცალე.
- არადა საერთოდ არ გეტყობოდა ნერვიულობა - ზურგს უკან უცნობი ხმა მომესმა და ადგილზე შევხტი. შებრუნება არც გახდა საჭირო ისე აღმოჩნდა მაღალი სხეული ჩემს გვერდით ერთ მეტრის მოშორებით და ხედს დააკვირდა.
- ვეცადე. - მხოლოდ ამის თქმა შევძელი და უცნობის შესწავლა დავიწყე. ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო, შავი თმა არც თუ ისე გრძლად ქონდა, სახეზე კი დაბალი წვერი ამშვენებდა. პროფილში მკაფიოდ ჩანდა მისი სწორი ცხვირი და საშუალო ზომის ტუჩები, თვალები არ დამინახავს მაგრამ ზუსტად ვიცი ან შავი თვალები ექნებოდა ან მუქი ყავისფერი. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და უემოციო სახით გაჰყურებდა თბილისის ხედს.
- ახალი ხარ ხო? - გონს მისმა ხმამ მომიყვანა და სწრაფად ავარიდე თვალი.
- ასე მეტყობა? -ჩემთვის ნერვიულად ჩავიჩურჩულე - დიახ ახალი ვარ - ბოლო სიტყვები უკვე ხმამაღლა წარმოვთქვი
- კომპანიის ხელმძღვანელი რომ არ ვიყო ნამდვილად ვერ შეგატყობდი - მხოლოდ ახლა შემოტრიალდა ჩემკენ
- ხელმძღვანელი? თქვენ? - დავიბენი და შავ ღამისფერ თვალებში მივაჩერდი
- ალექსანდრე ქალდანი - ხელი გამომიწოდა და ოდნავ გაიღიმა
- ანასტასია... ანასტასია გიგაური - დაბნეულმა ამოვიბურტყუნე და ხელი შევაგებე მის თლილ თითებს.



ახალი მოთხრობის პირველი თავი ^^ იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი nina_m

მალე დავდებ ახალ თავს ????

 


№2  offline წევრი lortkia

ველოდები ახალს როგორც ვატყობ აქ სასწაულები მოხდება wink heart_eyes

 


№3  offline წევრი svien

magariaaa...male dade shemdegi tavi ra❤

 


№4 სტუმარი სტუმარი Khatuna

მომწონს და მეორეს ველოდებიიი და მერე სხვებსაც.

 


№5  offline წევრი nina_m

lortkia
ველოდები ახალს როგორც ვატყობ აქ სასწაულები მოხდება wink heart_eyes

მეც მასე ვატყობ ::დდ

მალე დავდებ მეგობრებო kissing_closed_eyes

 


№6 სტუმარი თმთ

მგონი ეს ადრე გედო

 


№7  offline წევრი bird of life

ძალიან კარგიაა და რაც მთავარია საინტერესოა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავსსს. წარმატებეს გისურვებ!!!! heart_eyes

 


№8  offline წევრი nina_m

თმთ
მგონი ეს ადრე გედო

შეიძლება მსგავსი წაგიკითხავს, ჩემი მეორე მოთხრობაა ჯერ წერის პროცესში ვარ ^^

 


№9 სტუმარი თმთ

nina_m
თმთ
მგონი ეს ადრე გედო

შეიძლება მსგავსი წაგიკითხავს, ჩემი მეორე მოთხრობაა ჯერ წერის პროცესში ვარ ^^

გელოდებით სულმოუთქმელად, საინტერესოდ იწყება სიუჟეტი ????????

 


№10  offline წევრი nina_m

თმთ
nina_m
თმთ
მგონი ეს ადრე გედო

შეიძლება მსგავსი წაგიკითხავს, ჩემი მეორე მოთხრობაა ჯერ წერის პროცესში ვარ ^^

გელოდებით სულმოუთქმელად, საინტერესოდ იწყება სიუჟეტი ????????

დავამატებ ახლას ^^

 


№11 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომეწინა,,საინტერესო ისტორიაა.

 


№12 სტუმარი Ani

საოცარი მოთხრობაა, შემდეგ თავს მოუთმენლად ველი, აი ძალიან კარგად გამოგდის blush

 


№13  offline წევრი nina_m

[quote=Ani]საოცარი მოთხრობაა, შემდეგ თავს მოუთმენლად ველი, აი ძალიან კარგად გამოგდის
მადლობა ძვირფასო ❤️????

 


№14 სტუმარი სტუმარი ლია

რას ნიშნავს ,,ჭიქის ართმევა,,, გრამატიკასთან მწყრალად ხარ გეტყობა.

აჭარული ჟარგონები მოგწონს გეტყობა.

 


№15  offline წევრი sofi_sofiaa13

ვაიმე რაკარგიაა რაა
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent