შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (2-3 თავი)


3-06-2020, 00:06
ავტორი nina_m
ნანახია 1 340

2 თავი

- ალექსანდრე ქალდანი - ხელი გამომიწოდა და ოდნავ გაიღიმა
- ანასტასია... ანასტასია გიგაური - დაბნეულმა ამოვიბურტყუნე და ხელი შევაგებე მის თლილ თითებს.
- არ მეგონა მათე თუ ისევ გადაწყვეტდა ვინმეს აყვანას - ერთი ამათვალიერა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა
- ვერ მიგიხვდით - ცოტა დამაბნია
- ამ სამსახურში დიდხანს ვერავინ ჩერდება ერთ კვირაში ყველა მირბის და მოვითხოვე არავინ აეყვანათ, მაგრამ მათემ დრო იხელთა და შენც აქ ხარ
- არ მგონია გამიჭირდეს სამსახურთან შეგუება, ერთ კვირაში გაქცევას არ ვაპირებ ბატონო ალექსანდრე.
- მაგასაც ვნახავთ - ცინიკურად შემომხედა, ოდნავ ტუჩის კუთხე ჩატეხა და დარბაზში დაბრუნდა.
- როგორ შეიძლება ამ გარეგნობის კაცი ასეთი ცინიკოსი იყოს. რა არ მოეწონა ვრ გავიგე ან რატომ უნდა გავიქცე. ჯიუტი ადამიანების მეტი რა მინახავს, შენც მოგხედავ ალექსანდრე ქალდანო. - საკუთარი თავი გავამხნევე და მეც უკან დავბრუნდი. როგორც ჩანს ალექსანდრემ არ იცოდა რომ ბექას დახმარებით მოვხვდი მის კომპანიაში ამიტომ მათე და ბექა სასტიკად გავაფრთხილე რომ ამაზე კრინტი არ დაეძრათ. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა ძირითადად პარტნიორებთან მიწევდა საუბარო ბოლო პროექტებთან დაკავშირებით. რამდენჯერმე ალექსანდრესკენ გავაპარე თვალი, ამ ბიჭის სახეზე ვერცერთ ემოციას ვერ ამოიკითხავთ. მთლიანად გაყინული სახით მოძრაობს, მხოლოდ მის ღამისფერ თალებში თუ შეამჩნევთ სიღრმეში მოგიზგიზე ცეცხლს. მათემ ხვალისთვის გამათავისუფლა და მითხრა რომ დამესვენა, ასე რომ სახლში მისულმა მაღვიძარა გამოვრთე სწრაფად გადავივლე წყალი და საცვლების ამარა შევწექი საწოლში.
დილით მათეს ზარმა გამაღვიძა, ნუ რაღა დილით თორმეტი იყო დაწყებული
- გისმენ მათე - ამოვიზმუვლე და საწოლიდან წამოვდექი
- აუ გაგაღვიძე?
- არაუშავს ისედაც დიდ ხანს მეძინა, რამე ხდება? - თხელი ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოსკენ წავედი.
- აუ ანა იმ მოდელების სია და ფოტოები მჭირდება კვირის ბოლოს ვისაც შევუთანხმდით
- რამე პრობლემაა?
- არა, ბატონს უნდა რო გადახედოს - ბატონში რა თქმა უნდა ქალდანი იგულისხმებოდა
- კი ბატონო, მეილზე გამოგიგზავნი ყველაფერს
- მიდი, ოქრო ხარ ბოდიში გაღვიძებისთვის
- კაი რა ბოდიში გიგზავნი... - მათეს დავემშვიდობე ყავისთვის ჩაიდანი დავდგი და ფაილები გავუგზავნე მეილზე. გამიკვირდა ლილეს კიდევ რო ეძინა, როგორც ჩანს ლექციებზე არ მიდიოდა. ფრთხილად შევედი მის ოთახში და საწოლზე ჩამოვჯექი.
- აუ რომელი საათია? - ისე რომ ხმა არ ამომიღია შეიშმუშნა და ჩემკენ გადმობრუნდა.
- ოცი აკლია თორმეტს, ლექციები გააცდინე?
- არა, ხვალ ჩაგვინიშნეს ეს ლექცია და ამიტომ მძინავს ასეთ დროს თორე მაგ ქალის ლექციას ვინ გააცდენს
- მიდი ადექი ყავის წყალი დავდგი და კარგად თუ მოიქცევი რამე გემრიელობას გაგიკეთებ დღეს. - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ოთახიდან გავედი.
- თუ გინდა მთელი დღე დავმუნჯდები ოღონდ რამე მაჭამე - მომესმა ზურგსუკან ხმა და გამეცინა. არა რა, კაცის გულისკენ მიმავალი გზა რომ კუჭზე გადის კი ვიცოდი მაგრამ ამ ქალბატონს თუ ვინმე კონკურენციას გაუწევს მეეჭვება. დილისთვის ბლინები გავაკეთე ჟოლოს ჯემით და ნაყინით, საღამოსთვის კი მიას და მარიამს ვთხოვეთ გამოევლოთ და ერთად მოგვემზადებინა რამე. სამზარეულოში განმარტოებით ყოფნა მირჩევნია მაგრამ ლილე მზადების პროცესზე ისე გიჟდება უარი აღარ მითქვამს. გოგოებმა შოკოლადის ტორტი მოიტანეს მარწყვით და წითელი ღვინოც არ დავიწყებიათ, ლილეს შეკვეთა იყო. მე ნაღების პასტა მოვამზადე ქათმის ხორცით და ლორით, გოგოებმა კი მექსიკური კარტოფილი და მარწყვის კოქტეილი გააკეთეს.
- აი ნამდვილად ღირდა მთელი დღის შიმშილი ამად - თქვა მიამ როგორც კი პასტა გასინჯა - აუ ძაან გემრიელი ანნ
- მადლობა საყვარელო - გავუღიმე მიას და წითელი ღვინო ჩამოვასხი მაღალ ფუჟერებში.
- ისე ის ალექსანდრე როგორი სიმპათიური გყოლიათ - მოულოდნელი თემა წამოჭრა ლილემ და ლამის ღვინის ბოთლი გამივარდა
- ხო ალექსანდრე მართლა სიმპათიურია უბრალოდ ცოტა მკაცრია - დაეთანხმა მიაც. - ისე ანა შენ გინდა ახლა დიდი გამძლეობა
- მე რატო?
- ერთი წელია მანდ ვმუშაობ და იმდენი გოგო მოვიდა და წავიდა მაგ პოსტიდან სახელების დამახსოვრებას ვერ ვასწრებდი.
- ნუ მაშინებთ, არც ისეთი მონსტრი ჩანდა გუშინ
- ხო მეც არ მომეჩვენა ძაან მკაცრი - დამეთანხმა მია
- ხო ეგ წვეულება იყო გუშინ და თქვენ სამსახურში უნდა ნახოთ. მარტო დამიანე და მათე თუ არჯულებენ მაგას
- მია იმდენს იზამ დილით ეგრევე წამოვა ანა სამსახურიდან - გაიცინა მარიამმა.
- უბრალოდ რთული ადამიანია და ფსიქოლოგიურად მოემზადე. - გაიღიმა მიამ და ღვინო მოსვა
- და ის დამიანე ვინ არის?
- დამიანეც მისი პარტნიორია ბიძაშვილები არიან, ოღონდ თურქეთში მეორე ფილიალს ხელმძღვანელობს და ძირითადად იქ არის
- და ალექსანდრეს ოჯახი? ის არ იღებს მონაწილეობას ბიზნესის მართვაში? - დავინტერესდი ქალდანის ცხოვრებით
- მშობლები არ ყავს, როგორც ვიცი დამიანეს მამა ზრდიდა დეტალები არავინ არ იცის
- გასაგებია - გულში რაღაცნაირად ჩამწყდა რადგან ზუსტად ვიცი როგორი რთულია მშობლების გარეშე ცხოვრება.
- კარგი მოდი არ გვინდა ახლა ალექსანდრეზე და სამსახურზე საუბარი, გუშინდელი ანას წარმატება აღვნიშნოთ - თემა შეცვალა მარიამმა და ჩვენც მხიარულება გავაგრძელეთ, თუმცა რამდენჯერმე გონებაში ქალდანის შავი თვალები წარმომიდგა და უცნაურად გამაჟრჟოლა. მგონი სასმელმა თავისი ქნა. საბოლოოდ მარიამს ბექამ მოაკითხა, მია კი ძლივს დავითანხმეთ და ჩვენთან დავტოვეთ.
დილით ერთად წავედით სამსახურში და გზად ყავა ვიყიდეთ, რომ თავის ტკივილი ჩაგვეხშო.
- სამი წუთი დააგვიანეთ - როგორც კი ლიფტის კარი გაიღო თავისი კაბინეტის წინ დაგვხვდა ქალდანი. ისე მოულოდნელი იყო მისი ხმა მე და მია ადგილზე შევხტით. როგორც ჩანს ცუდ ხასიათზეა.
- ბოდიშს გიხდით ბატონო ალექსანდრე - ლიფტიდან გავიდა მია და უკან მივყევი მეც.
- მია ძალიან გთხოვ ახალს აუხსენი ოფისის წესები და მეორედ ეს აღარ განმეორდეს - „ახალს“ ეს სიტყვა ისე გამოკვეთა უსიამოვნებისგან ტანში გამაცია
- არ მგონია სამი წუთის გამო ასეთი ამბის ატეხა ღირდეს - არა მაინც საიდან მოვიტანე რო ხმა უნდა ამომეღო, ოხ ანასტასია დაგღუპავს ერთხელ ეგ პირდაპირობა.
- მე არ მიკითხავს რა გგონია და რა არა - ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემი მიმართულებით მია კი გვერდით გადგა და თვალები დამიქაჩა. - წესით უნდა ხვდებოდე, რომ ზოგჯერ წამებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს და სამი წუთი იმდენად მეტი დროა ვიდრე შენ წარმოგიდგენია - ზემოდან გადმომხედა და კაბინეტისკენ დაიძრა - ხო და კიდევ - კართან შეჩერდა - კარგად დაიმახსოვრე რასაც მია გეტყვის წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოგიწევს აქედან წასვლა. - მშვიდად ამოთქვა და კაბინეტში შევიდა.
- უზრდელი - გამწარებულმა ამოვიგმინე და მიას გადავხედე რომელიც ისევ გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა - რა?
- არ ვიცი ახლა შეგაქო გამბედაობისთვის თუ მოგისამძიმრო
- რატო უნდა მომისამძიმრო
- ახლა ნამდვილად მეტი მიზეზი აქვს ქალდანს რომ აქედან წასვლა გაიძულოს. პირველი ადამიანი ხარ მგონი ვინც შეეწინააღმდეგა.
- და რა თქვენ ასე მშვიდად იტანთ მის კაპრიზებს?
- სინამდვილეში ასეთი მკაცრიც არ არის ხოლმე მაგრამ როგორც ჩანს დღეს ვერაა ხასიათზე. კარგი წამოდი შენთან შევიდეთ. - მხრები აიჩეჩა და ჩემი კაბინეტისკენ წავიდა.
სანამ საქმეებს მივხედავდით ამიხსნა, რომ ალექსანდრე ვერ იტანს შეპასუხებას, დაგვიანებას თუნდაც ერთი წუთი, წესრიგის მოყვარულია, ყურადღებას აქცევს საქმისადმი დამოკიდებულებას, არ უყვარს თანამშრომლებთან ახლო ურთიერთობა და ყოველთვის ნებისმიერ დეტალს თავად ამოწმებს, რადგან ბოლომდე არავის ენდობა მათეს და დამიანეს გარდა.
- ეს კაცი მგონი მკურნალობას საჭიროებს, იქნებ აქ თუ არაფერი გამოგივა შენი პირველი პაციენტი მაინც იყოს ანასტასია - ამოვილაპარაკე ჩემთვის როცა მია გავიდა - არა იქღა მაკლდა ახლა ამის უჟმური სახის ყურება, ეჰ ღმერთო ასე თუ იმეტებდი მისთვის კარგ გარეგნობას ცოტა კარგი ხასიათიც გერგუნა რა იქნებოდა - თვალები მაღლა მივაპყარი. - მგონი მალე მე დამჭირდება მკურნალობა - ჩემი საქციელისგან აღშფოთებულმა თავი დავანებე საკუთარ თავთან საუბარს და საქმეებს მივხედე. ალექსანდრეს არ დაურეკავს არც არაფერი დაუვალებია. მათე შემოვიდა ერთხელ და ანგარიშების მომზადება და ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელთან შეხვედრის დანიშვნა მთხოვა. ბევრი საქმე არ იყო ამიტომ მალე მოვაგვარე ყველაფერი და ანგარიში მათეს კაბინეტში წავიღე.
- შეილება? - კარზე დავაკაკუნე და ფრთხილად შევაღე კაბინეტის კარი.
- მოდი - ჩუმად მანიშნა ტუჩებით და ტელეფონზე ლაპარაკი განაგრძო - ერთი წუთი - მთხოვა დავლოდებოდი და მის წინ დავიკავე ადგილი. - მოკლედ დამიანე ეგ პროექტი აუცილებლად უნდა მოიგოთ, დილით ველაპარაკე ალექსანდრესაც და ეგ საქმე აუცილებლად გვჭირდება, საჭირო თუ გახდა ჩვენ სტაფსაც მაგ საქმეში ჩავრთავთ. - როგორც ჩანს თურქეთის ფილიალზე იყო საუბარი - კარგი ანგარიშები და დეტალები გამოგზავნე, რას მოთხოვნები აქვთ ეგეც დეტალურად ასახეთ და თათბირზე გადავხედავთ ჩვენც მაგ საქმეს. - ტელეფონი გათიშა და ახლა მე შემომხედა - ბოდიში გალოდინე
- არაფერია, მშვიდობაა?
- კი უბრალოდ ვცდილობთ თურქეთში დიდი საქმე ავიღოთ და საკმაოდ დიდი კონკურენციაა, შენ რა ქენი?
- აი ანგარიში მზადაა - მაგიდაზე დავუდე საქაღალდე
- ეს ალექსანდრესთან უნდა შეიტანო
- მე?
- ხო ანასტასია შენ, მისი თანაშემწე ხარ
- იქნებ შენ შეუტანო ჰა - ვთხოვე მეთეს, დილის ინციდენტის მერე არც ისე მხიბლავდა მასთან შეხვედრა
- ანა მაინც მოგიწევს მასთან საერთო ენის გამონახვა, არაფერია ისეთი უბრალოდ შენი საქმე აკეთე არც ეგეთი საშიში არაა - ვითომ დამამშვიდა?
- ღმერთო! - ამოვიგმინე და წამოვდექი - ჯობს ჩემთვის ილოცო - ფეხზე წამოვდექი და კაბინეტიდან გავედი. სანამ ქალდანთან შევიდოდი მიას ვკითხე კაბინეტში იყო თუ არა, იმედი მქონდა არ იქნებოდა და მაგიდაზე დავტოვებდი - „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?“ - ჩემ ბედს შევჩივლე, ღრმად ამოვისუნთქე და კარზე დავაკაკუნე.
- შეიძლება? - კარის სახელური ფრთხილად ჩამოვწიე და მხოლოდ თავი შევყავი. მის კაბინეტში პირველად შევავლე თვალი. ინტერიერი მუქ ფერებში იყო გაწყობილი, შავი და მუქი ყავისფერი ჭარბობდა. რამდენიმე შავ-თეთრ ბანერსაც მოვკარი თვალი. ცენტრში შავი დიდი მაგიდა იდგა და მასთან მჯდომი ქალდანი მოხდენილად ჩაყურებდა საქაღალდეებს.
- შემოდი - ექოსავით გაიჟღერა ბოხმა ბარიტონმა, ისე რომ მის პატრონს არც კი შემოუხედავს, მშვიდად განაგრძო საქმიანობა.
- მე ანგარიში მოგიტანეთ - ფრთხილად დავიძარი მისკენ და საქაღალდე მაგიდაზე დავდე.
- ელექტრონული ვერსია სად არის? - იკითხა როგორც კი საქაღალდეს მოავლო თვალი, თუმცა ჩემთვის ისევ არ შემოუხედავს.
- თქვენს მეილზე უკვე გადმოვაგზავნე - კმაყოფილმა განვმარტე.
- შეხვედრა დანიშნე?
- დიახ, პარასკევს საღამოს შვიდ საათზე რესტორანი „ოტიუმი“, მაგიდაც დაჯავშნილია ოთხ ადამიანზე.
- ხელშეკრულება და საბუთები მზადაა?
- ბოლო შემოწმებას გადის იურისტებთან და დღეს მზად იქნება ელექტრონულ ვერსიასაც გადმოგიგზავნიან ფოსტაზე.
- თავისუფალი ხარ - უკმაყოფილოდ ამოიგმინა და ჩემს მიტანილ საქაღალდეს დაწვდა. უთქმელად გამოვედი მისი კაბინეტიდან.
მას რა ეგონა რომ საკუთარ საქმეს ცუდად შევასრულებდი? უკმაყოფილო იქნებოდა რა თქმა უნდა! ჩხუბის მიზეზი არ დავუტოვე და. მაცადე ალექსანდრე დაგიმტკიცებ, რომ მათ არ ვგავარ ვინც ერთ კვირაში მირბოდა აქედან. კმაყოფილმა გავიღიმე და მიასთან ერთად შესვენებაზე გავედი.


ალექსანდრესთან

- მათე ჩემთან შემოდი თუ გცალია - ტელეფონში ამოვილაპარაკე და სწრაფად დავკიდე ყურმილი.
- მშვიდობაა? - მაშინვე შემოვიდა მათეც.
- ეს გოგო სად იპოვე?
- ვინ გოგო?
- ახალი თანაშემწე
- ანასტასია? - ჩემ წინ დაიკავა ადგილი - როგორც სხვები, გასაუბრებიდან - მხრები აიჩეჩა. - არ მოგწონს?
- ზედმეტად გამბედავია
- რასთან დაკავშირებით? ახლა არ დაიწყო შენებურები იცოდე, ორი კვირა ისე მუშაობდა ეგ რო არა ნახევარი საქმე ისევ გასაკეთებელი იქნებოდა.
- არაფერს არ ვიწყებ
- აბა რა პრობლემაა
- საქმეს კარგად აკეთებს მაგრამ შეპასუხებასაც ბედავს.
- რა? - გაეცინა მაისურაძეს - შეგეპასუხა? - უფრო მეტად აუვარდა სიცილი
- რა გაცინებს გარეკე?
- საღოლ ანასტასია, მის წინ ქედი უნდა მოვიდრიკო. ალექსანდრე ქალდანს თანაშემწე შეეპასუხა! –
- შემომაკვდები - სერიოზული სახით გადავხედე მათეს
- ოო ა***კებ რა. ანასტასია მართლა კარგი კადრია, შრომის მოყვარე და მთელ გულს დებს საქმეში. თან ძალიან საყვარელი და თბილი გოგოა, ნუ დააფრთხობ ახლა.
- რა იყო ხო არ შეგიყვარდა შე***ა
- ნუ მოიგონებ ხოლმე რა... იცოდე შენებური სიჯიუტე არ დაიწყო და არ გააქციო ეს გოგო - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და კაბინეტიდან გავიდა.
- მე არსად გავაქცევ თვითონ მოუნდება წასვლა - ჩემთვის ჩავილაპარაკე.
მისი მუშაობით უკმაყოფილო არც მე ვიყავი, პირველად გააკეთა ადამიანმა საქმე ისე რომ ზედმეტი თქმა და გადამოწმება არ მომიწია. უბრალოდ ზედმეტად გამბედავია ჩემთან შეპასუხება რომ სცადა. ჯერ ვერავინ შეძლო ეს და მაბრაზებდა მის ასეთ დამოკიდებულება. მოუწევს ჩემი წესებით ითამაშოს თუ არა და იმ გოგოების რიცხვს მარტივად შეუერთდება ვინც ერთ კვირაში დატოვეს სამსახური, ნებით ან ძალით.
ახლა ამ გოგოზე ფიქრის დრო ნამდვილად არ იყო. როგორმე თურქეთის საქმე უნდა ავიღო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. სწრაფად ავიღე ტელეფონი და ბიძაშვილთან დავრეკე.
- დამიანე გცალია? - ვკითხე როგორც კი მიპასუხა
- რა ხდება? თათბირზე შევდივარ ათ წუთში.
- მოკლედ ყველა კონკურენტის მონაცემები მინდა და იქნებ ვინმეს თხოვო გამომიგზავნოს სანამ თათბირზე იქნები და უახლოეს მომავალში უნდა შევხვდეთ.
- აქ მოვაგვარებ საქმეებს და ვეცდები ჩამოვიდე ორი დღით მაინც
- კარგი იქნება, ჩვენებსაც გავაცნობთ პროექტს და უფრო გამარტივდება საქმე.
- კარგი გამოგიგზავნიან მაშ მონაცემებს წავედი ეხლა.
- მიდი - დავემშვიდობე და ისევ ანასტასიას ანგარიშს გადავავლე თვალი.


ანასთან

მომდევნო ორმა დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, დღეში ერთხელ თუ მიწევდა ქალდანთან შეხვედრა ეგეც საბუთები რომ ენახა. დღეს პარასკევია ერთ-ერთ კომპანიასთან შეხვედრაა და ბოლო დეტალებს ვათანხმებ, ხელშეკრულებას გადავხედე და საქაღალდეში მოვათავსე. როგორც ჩანს ახალი პარტნიორობა იგეგმება, ამიტომ არ მინდა ბოსი რამით უკმაყოფილო დარჩეს, მისი ნერვები ნამდვილად არ მაქვს.
- ბატონო ალექსანდრე შეიძლება? - კარზე დავაკაკუნე და ფრთხილად შევედი, ხმა არ ამოუღია უზარმაზარ მინის კედელთან იდგა და ხედს გაყურებდა. - ხელშეკრულება მოგიტანეთ - ფრთხილად მივედი და მის მაგიდასთან დავტოვე. ხმა არ გაუცია როგორც ჩანს არც აპირებდა ამიტომ უხმოდ გამოვბრუნდი უკან და გასასვლელისკენ დავიძარი.
- შეხვედრაზე შენც მოდიხარ - როგორც სჩვევია მოულოდნელად გაისმა მისი ხმა - თავისუფალი ხარ შეგიძლია წახვიდე და მოემზადო
- მე? კი მაგრამ მე რატო მოვდივარ? და ბატონი მათე? - მისკენ შევბრუნდი მაგრამ ადგილიდან არ გავნძრეულვარ
- ყოველთვის ამდენ კითხვას სვამ? წადი და მოემზადე - უხეშად მიპასუხა
- არ მგონია აუცილებელი იყოს ჩემი დასწრება - მისი ტონის გამო სახეზე წამოვწითლდი და ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ - ან შეგიძლიათ თხოვნის სხვა უფრო ნაკლებად მბრძანებლური გზა შეარჩიოთ. - დათმობას არ ვაპირებდი
- არ გგონია? - ირონიულად ჩაიცინა და მხოლოდ ახლა მოტრიალდა, ისეთი სახე ქონდა ძნელად თუ მიხვდებოდით მის ემოციებს. მხოლოდ ანთებული შავი თავლები ამხელდა მის სიბრაზეს. მე კი ვიდექი გახევებული მეორედ მოსვლის მოლოდინში. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემი მიმართულებით და დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით შეჩერდა. - საიდან ამდენი გამბედაობა? - მკითხა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა - როგორც ვიცი მიამ ყველაფერი დეტალურად აგიხსნა ასეა? - ბოლო სიტყვები შედარებით ჩუმად თქვა.
- დიახ - ეს ვთქვი და ურჩად მივაჩერდი თვალებში
- ძალიან კარგი, აბა რატომ ფიქრობ რომ ჩემთან შეპასუხების უფლება გაქვს? - სახე გაუმკაცრდა - როცა გეუბნები, რომ ჩემთან ერთად მოდიხარ ეს იმას ნიშნავს რომ მოდიხარ. უფროსის მითითებებს რომ უნდა დაემორჩილო ეს ახალია?
- უფროსის მითითებები რომ უნდა შევასრულო ეს კარგად ვიცი ბატონო ალექსანდრე, არც ისაა ჩემთვის უცნობი თუ რა მევალება. შემიძლია ხელშეკრულება განახოთ, სადაც არცერთი პუნქტი არ მიუთითებს იმაზე, რომ მე ვალდებული ვარ შეხვედრებს დავესწრო არასამუშაო გარემოში, არასამუშაო დროს. - ირონია არ დავიკელი და გავუღიმე - და ხო, თუ გინდათ რომ შეხვედრას დავესწრო და ჩემი ძვირფასი თავისუფალი დრო სამსახურს დავუთმო შესაბამისად უნდა მთხოვოთ. ახლა კი დაგტოვებთ - სწრაფად მოვბრუნდი და ქუსლების კაკუნით დავტოვე კაბინეტი. მთელი სხეული მიკანკალებდა. სწრაფად დავუქნიე ხელი მიას და ვუთხარი ჩემთან შემოსულიყო.
- მშვიდობაა? - გადაფითრებული შემოვიდა ოთახში და სავარძელში ჩამჯდარს ზემოდან დამხედა.
- მეეჭვება - საწყალი თვალებით ავხედე
- რა დააშავე? - დანანებით ამოილაპარაკა და წინ ჩამომიჯდა.
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ვაკვირდებოდი მიას სახეზე გადასულ ფერებს თითქოს თვითონ გადაიკიდა ქალდანი ისე დაიწყო ნერვიულობა.
- ახლა ველოდები როდის დამიძახებს და მეტყვის რომ გათავისუფლებული ვარ - ბოლოს დავამატე და წყალი მოვსვი.
- ანასტასია შარში ხარ - ამოილაპარაკა და თავი გაიქნია
- მადლობა დამშვიდებისთვის. - ეს ვთქვი და ტელეფონის ხმაც გაისმა, გული ამიჩქარდა იმის გააზრებაზე რომ ეს ქალდანი იყო და მეორე რაუნდის გადატანა მომიწევდა.
- უპასუხე ახლა - ყურმილი აიღო და ხელში მომაჩეჩა მიამ.
- დიახ - შევეცადე მტკიცედ მეპასუხა და ნერვიულობა არ დამტყობოდა.
- ჩემს კაბინეტში ახლავე - დაიგრგვინა ალექსანდრეს ხმამ და გათიშა.
- საჭირო არა მეც გავიგე რაც თქვა - შემაჩერა მიამ როცა თქმას ვაპირებდი - ადექი და გადი ახლა დაეცადე უარესად აღარ გააღიზიანო თორე მერე ნახე აპოკალიფსი.
- როდის ვისწავლი ენის დამოკლებას - საკუთარ თავს გავბრაზდი და კაბის სწორებით წავედი ქალდანის კაბინეტისკენ. კართან მისულმა ერთი ღრმად ამოვისუნთქე და დაკაკუნების გარეშე შევედი შიგნით. ამჯერად მაგიდასთან იჯდა, მის წეღანდელ ტონთან შედარებით ნამდვილად მშვიდად გამოიყურებოდა. - ახლავე ჩავალაგებ ჩემს ნივთებს, თქმა საჭირო არ არის - ვხვდებოდი რისთვისაც დამიბარა ამიტომ თავად დავიწყე საუბარი.
- გთხოვ შენი ძვირფასი დრო დაუთმე ჩვენს კომპანიას და დღეს საქმიან ვახშამზე ჩემთან ერთად წამოდი - საბუთებს თავი ანება და ქვემოდან ამომხედა. მომესმა? ახლა ქალდანი რაღაცას მთხოვს სამსახურიდან გაგდების ნაცვლად?
- კი მაგრამ... - კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას რომ შემაწყვეტინა.
- შეძლებ წამოსვლას? - კითხვა გაიმეორა.
- დიახ - გაკვირვებისგან მარტო ეს ვთქვი, ეს ბიჭი ნორმალური არაა მგონი. არა მართლა სამკურნალო გავხდები მალე.
- მაშინ დროს ნუ დაკარგავ და მოემზადე, სახლთან გამოგივლი - დაპროგრამებულივით დავუქნიე თავი და გასასვლელი ავიღე გეზი - და ხო - როგორც კი კარი გავაღე ზურგსუკან მომესმა ხმა და ადგილზე გავიყინე - სამსახურიდან შენი ნებით წახვალ, მე გაშვება არ დამჭირდება. - ეს თქვა და სწრაფად მოვიტოვე უკან მისი კაბინეტის კარი ისე რომ მისი სიტყვები ბოლომდე ვერც გავიაზრე.
3 თავი


მია გასული დამხვდა ამიტომ სწრაფად ავიღე ჩანთა და სახლისკენ წავედი. გზაში ალექსანდრეს სიტყვებზე ვფიქრობდი. - რა მას გონია რომ მაიძულებს თავად წავიდე? მაგასაც ვნახავთ! ჯერ არ იცის ვის ეთამაშება. პირველი ბრძოლა უკვე მოვიგე, როცა ვახშამზე წასვლა მთხოვა. არ დავუშვებ ასე მარტივად დავტოვო სამსახური აქ უკვე სიამაყე და პრინციპებია. თუ თამაში უნდა მიიღებს თამაშს მაგრამ ჩემი წესებით. - სწრაფად მივედი სახლში და გამზადება დავიწყე, მოხდენილი კაბები ყოველთვის მიყვარდა ამიტომ გადავწყვიტე ამჯერად ჩემი გარდერობი გამომეყენებინა. საყიდლებზე წასასვლელი დრო ისედაც არ მქონდა. აბაზანიდან ახალი გამოსული ვიყავი ლილეც რომ მოვიდა. გაუკვირდა სახლში რომ დავხვდი და მეც დეტალურად მოვუყევი ყველაფერი, უნდა გენახათ მისი სახე. მგონი მიას და ლილეს უფრო ეშინიათ მისტერ მრისხანების. მალე ექვსი გახდებოდა ამიტომ ვიჩქარე გამზადება. ტანზე თეთრი მთლიანი კაბა მოვირგე მარჯვენა მხარზე მოშიშვლებული იყო და ზურგის ეს ნაწილიც მთლიანად მოხსნილი ქონდა, თმა ავიწიე და ამჯერად მაკიაჟზეც არ მიქვამს უარი. გამახსენდა რომ მისამართი არ უკითხავს და მიწერა დავაპირე თუმცა ბოლო წამს გადავიფიქრე, ის ხო ქალდანია არ გაუჭირდებოდა ამის გაგება. შვიდის თხუთმეტი წუთი იყო შეტყობინება რომ მომივიდა „გელოდები“. სწრაფად დავავლე ჩანთას ხელი და ბინა დავტოვე.



ალექსანდრესთან
დღეს პირველად გამომიყვანა ქალმა წყობიდან და პირველად ლამის საკუთარ თავს გადავაბიჯე. საკმაოდ დიდი გამბედაობა უნდა გქონდეს ჩემთან რომ ხმას აუწიო და როგორც ჩანს ეს გიგაურს ნამდვილად აქვს. არ უნდა გადაეკვეთა ის საზღვარი, რომელიც ყველასგან ხელშეუხებელია, ახლა თავის თავს დააბრალოს. - ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა სადარბაზოდან გამოსული ანასტასია დავინახე - მშვენიერია - კმაყოფილმა ამოვიჩურჩულე როცა თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე მანქანისკენ მომავალი სხეული. მართლაც ლამაზად გამოიყურებოდა რაღაც მომენტში თვალსაც კი ვერ ვწყვეტდი მაგრამ ამ გოგომ ზედმეტი მოინდომა და პასუხიც სათანადო უნდა იყოს. მანქანას შემოუარა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.
- საღამომშვიდობის - თქვა და უსაფრთხოების ღვედი შეიკრა. როგორც ჩანს კმაყოფილია ქალბატონი, ცუდ ხასიათზე არ უნდა ჩანდეს.
- საღამომშვიდობის - მისთვის აღარ შემიხედავს სწრაფად დავძარი მანქანა და შეხვედრის ადგილისკენ წავედით. მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც კი შემოუხედავს, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი. რამდენჯერმე გამეპარა თვალი მისკენ, რაც უჩვეულო არ უნდა იყოს ბოლოსდაბოლოს ასეთი ქალი იჯდა ჩემს გვერდით. მთელ სალონში მისი სურნელი იდგა და უკვე ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით რესტორანთან.


ანასთან

ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა მაგრამ შინაგანად მაინც ძალიან დაძაბული ვიყავი. ეს ბიჭი როგორ ახერხებს ერთდროულად ასეთი მიმზიდველი და აუტანელი იყოს არ ვიცი. ყოველგვარი საუბრის გარეშე მივდიოდით და ეს სიჩუმე უარესად მოქმედებდა ჩემზე, თან ქალდანის მზერა შეუმჩნევლად რომ დათარეშებოდა ჩემს სხეულზე, მთელ ტანს მიწვავდა. როგორც კი რესტორანთან გავჩერდით მაშინვე გავაღე მანქანის კარი და ღრმად ჩავისუნთქე. რესტორანი კუს ტბის ტერიტორიაზეა ამიტომ, ქალაქიდან ოდნავ მოშორებით ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. რესტორნის შესასვლელში ვიყავით ჩემი მარცხენა ხელი რომ თავისაში მოიქცია და გრაციოზულობით შემატარა, თვითონ კი გვერდით ამომიდგა. მის შეხებისას ერთიანად გამცრა ტანში და დაბნეულმა შევავლე თვალი ირონიულად მომღიმარ ქალდანს. კომპანიის წარმომადგენლები უკვე მოსულები იყვნენ ამიტომ სწრაფად გავემართეთ მაგიდისკენ.
- ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის - ხელი ჩამოართვა ალექსანდრემ შუა ხნის მამაკაცს და მის გვერდით მჯდომ სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს ხელზე ეამობორა
- რას ამბობ ორი წუთით მოგასწარით - დაამშვიდა კაცმა - ეს მშვენიერი ლედი ვინ არის? - მიანიშნა ღიმილით ჩემზე
- ეს ანასტასიაა ჩემი თანაშემწე. - ხელი მოშიშვლებულ ზურგზე დამადო და ღიმილით გადმომხედა. „ფარისეველი“ გავიფიქრე ჩემთვის.
- სასიამოვნოა, მე თემური ვარ ეს კი ჩემი მეუღლე მარტა
- ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, გულწრფელად გავუღიმე და ორივეს ხელი ჩამოვართვი.
საღამო ძირითადად საქმიანი რაკურსით მიდიოდა, როგორც ჩანს ქალბატონი მარტა აქტიურად იყო ჩართული ბიზნესში, რადგან ხშირად საუბარი სწორედ მას მიყავდა. ძალიან სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა, ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით როგორ უყვარდათ ერთმანეთი.
- დიდი ხანია რაც ამ კომპანიაში მუშაობ? - მკითხა მარტამ
- არა, სულ რამდენიმე კვირაა - გავუღიმე ქალს ალექსანდრეს გადავხედე
- რამდენიმე კვირის თაობაზე კარგად მოგიპოვებიათ ალექსანდრეს ნდობა - საუბარში ჩაერია ბატონი თემური - რამდენჯერაც ერთად მოგვიწია მუშაობა ან მათესთან ერთად დადიოდა ან მარტო, გამიკვირდა მანდილოსანთან ერთად შენი გამოჩენა - ახლა ალექსანდრეს მიუბრუნდა.
- ანასტასია საქმეებს საკმაოდ კარგად ართმევს თავს - ღიმილით გადმომხედა. ახლა ამან შემაქო თუ მომეჩვენა?
- ძალიან კარგი იმედი მაქვს ხშირად შევხვდებით ერთმანეთს
საღამო საბოლოოდ გაფორმებული ხელშეკრულებით დასრულდა. როგორც ჩანს აქამდეც იცნობდნენ ალექსანდრე და თემური ერთმანეთს რადგან, რამდენჯერმე ახსენეს სხვადასხვა პროექტები. რესტორნიდან ერთად გამოვედით და შევთანხმდით რომ კიდევ ვივახშმებდით ერთად. მანქანაში ამჯერად ხმაური იყო, თუმცა სიჩუმეს მხოლოდ ხმაურიანი წვიმა არღვევდა. წვიმა ძალიან მიყვარს ყველა დაძაბულობას მიხსნის, ზოგისთვის თუ სევდის მომტანია მე მამშვიდებს და ყველაზე მეტად ასეთ ამინდში ვისვენებ.
- თავი კარგად გეჭირა დღეს - ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ გამომიყვანა
- რას გულისხმობ? - გადავხედე გვერდით მჯდომს
- შეძელი და თავშეკავებული იყავი ყოველგავრი ისტერიკის გარეშე - ისევ ირონია
- ალექსანდრე მე ძალიან კარგად ვიცი როდის ვიყო თავშეკავებული და როდის არა - საფირმო ღიმილით დავაჯილდოვე
- ალექსანდრე? და როდის გადახვედი შენობით ფორმაზე? - წარბაწეულმა გადმომხედა
- რა იყო განდიდების მანია გჭირს? - გამეცინა, აი ქალდანს საერთოდ არ ეცინებოდა
- რა შუაშია? - კბილებში გამოსცრა
- ალექსანდრე - მისი სახელი გამოვკვეთე - ნახე რომელი საათია - თვალწინ მობილურის განათებული ეკრანი ავუფრიალე - ახლა სამსახურში არ ვართ და არც მე და შენ ვართ უფროსი და თანაშემწე. ხო თქვენობით ფორმას კი დავუბრუნდები თუ დამარწმუნებ, რომ ჩემზე ათი წლით უფროსი მაინც ხარ.
- წყობიდან გამოგყავარ ანასტასია - კბილებში გამოსცრა ქალდანმა - მე გკითხე როდიდან გადავედით თქო ის არ მითქვამს რომ აუცილებლად თქვენობით უნდა მომმართო. საზღვარს ნუ გადაცდები იცოდე. - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია.
- თქვენ დაწესებულ საზღვარს? და მაინც სად გადის ეს საზღვარი?
- ჩემს მოთმინებას ცდი?
- არა ეს შენ ცდი ჩემს მოთმინებას, - ოდნავ ხმამაღლა ვთქვი და მანქანაც გზიდან გადააყენა და გააჩერა, სწრაფად შეიხსნა ღვედი და მე მომიტრიალდა, რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ არ ვაცადე - გინდა ასეთი ხერხებით მომიშრო თავიდან და მერე თქვა რომ თავად მოვინდომე სამსახურის დატოვება და მე დავმარცხდი. იცი რა? აი აქ ძალიან შეცდი. იმდენად დიდი მოთმინების ფიალა მაქვს ვიდრე წარმოგიდგენია. დაიმახსოვრე ამ სამსახურს მხოლოდ მაშინ დავტოვებ როცა თავად გამიშვებ, რადგან იმ გოგოებს არ ვგავარ ვინც უფროსის ხუშტურების გამო მეორე დღეს გარბოდნენ. თუ გგონიათ რომ ვინმეს ჩემით თამაშის უფლებას მივცემ ძალიან ცდები, გირჩევ თამაშის ტაქტიკა შეცვლო რადგან ამ თამაშში მოგიწევთ ჩემი წესებით ითამაშოთ. - სწრაფად დავავლე ჩანთას ხელი და მანქანიდან გადავედი. ძალიან წვიმდა მაგრამ უკან დაბრუნებას მაინც არ ვაპირებდი.
- ანასტასია ახლავე მანქანაში დაბრუნდი - წვიმის ხმაური გადაფარა ქალდანის ხმამ და მანქანა გვერდით მომიყენა, რათ თქმა უნდა ხო არ გადმოვიდოდა წვიმას რომ დაედნო მერე.
- თავად გავაგნებ სახლის გზას, ხვალ შევხვდებით სამსახურში - არ ვთმობდი პოზიციას.
- ანასტასია არ გამამეორებინო
- ღმერთო ისევ ეს მბრძანებლური ტონი
- ანააა - დაიღრიალა და სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან. ანა პირველად დამიძახა, დამიძახა და იმდენად სხვანაირად ჟღერდა ადგილზე გავიყინე, ყურადღება არც მიმიქცევია რამხელა ხმაზე დაიღრიალა. - ახლავე დაჯექი - სწრაფად მოუარა მანქანას და ჩემ წინ დადგა. წვიმას სულ მთლად დაეცვარა მისი სახე, და მიუხედავად ამინდისა მაინც გარკვევით ჩანდა მისი აგიზგიზებული თვალები.
- როგორ ფიქრობ ამ ხერხით დამაბრუნებ უკან?
- ანასტასია წყობიდან ნუ გამომიყვან და დაჯექი! - ყვირილს არ წყვეტდა
- არ დავჯდები... - გავჯიუტდი და გვერდის ავლა ვარჩიე, როცა მისმა ხელმა შემაჩერა. მარცხენა ხელი მუცელზე შემიცურა და ახლოს მიმიზიდა.
- რას აკეთებ? - მოულოდნელობისგან გავშრი
- ახლავე ჩაჯდები მანქანაში ანა - ისევ არ თმობდა თავის ტონს
- ღმერთო ვის გადავეყარე - ცას ავხედე და ამოვიგმინე - სახლში ტაქსით დავბრუნდები, შენ კი ახლავე ხელს გამიშვებ - ხმა გამიმკაცრდა და სადაცაა ავფეთქდებოდი.
- ნუ მაიძულებ სხვა ხერხს მივმართო ანა ახლავე დაჯექი - ახლა უკვე ღრიალზე გადავიდა ქალდანი და ხელი ცივად შემიშვა.
- რატო გადამეკიდე? გასაგებად არ გითხარი რომ ტაქსით მივდივარ?
- ანა გაიხედე - თვალი გზას მოავლო - ამ ამინდში მართლა გგონია რომ ტაქსის გააჩერებ? ახლავე ჩაჯექი იცოდე
- აი რო არა შენი უხეში ტონი მართლა ვიფიქრებდი რომ ჩემზე ზრუნავ
- არც იოცნებო - ისევ საფირმო ირონია - ახლა კი ჩაჯექი და ნუ მალაპარაკებ იცოდე ამდენს
- რა იყო ენა გაგიცვდება? თუ შაქარი ხარ და წვიმა დაგადნობს? - ეს სცენა უკვე მამხიარულებდა.
- მათე მოგკლავ ამ სასჯელის სამსახურში აყვანისთვის - შეიკურთხა და ზემოდან გადმომხედა - არ მოდიხარ?
- არ მოვდივარ!
- ბოლოჯერ გაძლევ შანსს რომ თავად ჩაჯდე თორემ...
- თორემ რაა?
- ეს - თქვა და გიჟივით მომვარდა, გააზრება ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი მანქანის უკანა სავარძელზე თვითონ კი სწრაფად დაიკავა მძღოლის ადგილი და სანამ მანქანას დაძრავდა მომიბრუნდა - ხომ გინდოდა შენი წესებით თამაში, ხოდა მიიღე.
ხუთ წუთიანმა ისტერიკამ არ გაჭრა ამიტომ ბოლოს დავნებდი.
არა ხო ვიცოდი რო პირუტყვი იყო მაგრამ ამ საქციელით მოლოდინს გადააჭარბა. ვიჯექი უკანა სავარძელზე თვალს არ ვაშორებდი საჭესთან მშვიდად მჯდომ ქალდანს. თითქოს არც არაფერი მომხდარაო მე კი ლამის ჭკუიდან გადავიდე აქ. მანქანა კორპუსთან რომ გაჩერდა მხოლო მაშინ ინება დალუქული კარის გაღება.
- ღამემშვიდობის - გადმომძახა და სარკიდან მომავლო მზერა, მე კი გამწარებულმა დავავლე გალუმპულ ჩანთას ხელი და სწრაფად გადავედი მანქანიდან. უკან არც მიმიხედავ ისე მოვიტოვე ქალდანი, მაგრამ მივხვდი რომ მიყურებდა, მანქანის ძრავის ხმა მაშინ მომესმა როცა ლიფტის ღილაკს მივაჭირე და მოლოდინის რეჟიმში გადავედი.
- რა მოხდა ეხლა ჰა? - დავიწყე საკუთარ თავთან საუბარი - უზნეო კაცი, უზრდელი , არა ანა რას ელოდი ერთი მაგ სიტყვების მერე ხელზე გეამბორებოდა და მადლობას გადაგიხდიდა თუ რა - ჩაერთო მეორე მე - რაც ვუთხრი რამე ტყუილი ვთქვი? ზუსტად მასეა, განებივრებული ხეპრე მამრი. არა ამის ღმერთო მართლა რა დაგიშავა ჰა, ცოტა ადამიანობა და ხასიათი გერგუნა მისთვის, კა მასზე არ ფიქრობ არ ფიქრობ დანარჩენებმა რა დავაშავეთ ვინც მაგას გადავეყარეთ. - უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და ლიფტში შევედი. საშინლად სველი ვიყავი და დარწმუნებული ვარ მთელი მაკიაჟი აზელილი მაქვს სახეზე.
- ანასტასია? - პირი დააღო ლილემ როგორც კი სახლის კარი შევაღე
- რა იყო შემოსასვლელში მელოდებოდი.
- მე არა მარა შენ კუს ტბიდან ფეხით მოხვედი? - თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და აროხროხდა.
- ხო აი შენი დაცინვაღა მაკლდა - ჩანთა იქვე მივაგდე მაღლები გავიხადე და საძინებლისკენ დავიძარი.
- რა იყო რომანტიკული გასეირნება გქონდათ პარტნიორებთან? - უკან მომყვა ქალბატონიც
- ახლა რომანტიკულ გასეირნებას მოგცემ შენ - გაბრაზებულმა პირსახოცი გავუქანე
- კაი ხო ჩუმად ვარ - სახის დაწყნარების იმიტაცია გააკეთა და ჩემი პირსახოციანად საწოლზე ჩამოჯდა - რა მოხდა მოყვები?
- გაყინული ვარ ყავა გამიკეთე უცებ გადავივლებ და მოვყვები აბა რა ჯანდაბას ვიზამ.
- შენ რა ჩემი სიკვდილი გინდა? მანამდე რა მოითმენს - დაიწუწუნა ლილემ - მოყევი რა
- ახლა გცემ ლილე, მაცადე გათბობა - სწრაფად ავაცალე პირსახოცი და სააბაზანოში შევქანდი
- გაზღვევინებ - ოთახიდან მომესმა ლილეს ხმა.
არა წესით ხო გამარჯვებულად უნდა ვგრძნობდე თავს მარა ნერვები დაწყვეტაზე რატო მაქვს ვინმე ამიხსნის? ოხ ალექსანდრე მოგამტვრევ მაგ რქებს. - ცხელმა წყალმა ცოტა დამამშვიდა და გამათბო, საღამურებზე ხალათ შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი სადაც ლილე მელოდა. ყველაფერი დეტალურად მოვუყევი დაქალს, ხან იცინოდა, ხან ბრაზდებოდა და ზოგჯერ ისეთ სახეს იღებდა მეც ვერ გავიგე რას გამოხატავდა.
- რატო მგონია რომ ერთმანეთს დახოცავთ? - იკითხა ბოლოს
- მე სიცოცხლეს ვაპირებ და აი ქალდანის რა გითხრა
- და ხვალ რას ეტყვი?
- არაფერს არ ვეტყვი, ისე მოვაჩვენებ თავს ვითომც არაფერი მომხდარა, ნერვები კი მაქვს დაგლეჯვას მაგრამ ეგღა მაკლია ეგ გავახარო.
- მაგრად გავერთობი - სიხარულისგან ტაში შემოკრა ლილემ და სახე გაებადრა
- არა შენ რა გიხარია?
- რავი რა უნდა მიხაროდეს სხვისი ცხოვრებით მაინც ხო უნდა მივიღო სიამოვნება ჩემთან მშვიდობაა და - მხრები აიჩეჩა და ფინჯანი ნიჟარაში ჩადო. წავედით ახლა დავიძინეთ ხვალ მეც ადრე უნდა ავდგე და შენც ენერგია გჭირდება შენი მონსტრის დასაშოშმინებლად.
- მიეცა გასართობი - დაქალს ერთი გადავხედე და დასაძინებლად წავედი.



მეგობრებო ორი თავისთვის შედარებით პატარაა, თავისუფალ დროს როგორც კი გამოვნახავ დავდებ შედარებით დიდ თავს <3
მადლობა ვინც კითხულობთ ^^



№1  offline წევრი Mai dire mai

მომეწონა,კარგი ამბები გველოდება ვატყობ❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

მოკლედ, ვერ ვისვენებ რომ არ დავწერო :).
კარგად წერ, გამართულა, სიუჟეტიც კარგია, ოღონდ: 1. ძალიან ბევრ დროს უთმობ ჩაცმის აღწერას ყოველთვის. 1-2 ჯერ 'მოსულა', მერე არ. ან სხვანაირად უნდა აღწერო ან ფოტო დადე შესაბამისი, თუ ძალიან გინდა რომ ჩაცმულობაზე გაამახვილო ყურადღება.
2. კვებაზეც რომ არ ვთქვა 1-2 სიტყვა არ გამოვა. დილით ნაყინი და ბლინები შენი ისტორიის გმირებს კიარა არავის არ აჭამო :D. როგორ არის იცი?! თითქოა ეფექტისთვის წერ. არადა, მკითხველს სხვა რამე უფრო აინტერესებს, დამიჯერე.
3. კინკლაობას რაც შეეხება. ხელოვნურად ძაბავ თითქოს. ის რომ დაგვიანებაზე უსაყვედურეს მანდ არაფერია საგანგაშო. პუნქტუალურია ტიპი და მორჩა. სრული უფლება აქვს.
წვიმაში გარეთ გავარდნაზე კიდე, ლამის მე ვცემე აქედან ეგ გოგო.
მოკლედ, ცოტა "დასტოინად" თუ დაწერ და არა საბავშვო ბაღზე კარგი იქნება. ვიცი, მესმის რომ მოდურია ეგეთი ისტორიები, მაგრამ მაინც ეცადე რომ ზრდასრულ, შემდგარ ადამიანებზე წერო, რომელთაგანაც ერთს პრობლემა აქვს. პრინციპში რა პრობლემა, ტიპს უყვარს როცა ყველაფერში წესრიგშია.

 


№3  offline წევრი nina_m

grafo
მოკლედ, ვერ ვისვენებ რომ არ დავწერო :).
კარგად წერ, გამართულა, სიუჟეტიც კარგია, ოღონდ: 1. ძალიან ბევრ დროს უთმობ ჩაცმის აღწერას ყოველთვის. 1-2 ჯერ 'მოსულა', მერე არ. ან სხვანაირად უნდა აღწერო ან ფოტო დადე შესაბამისი, თუ ძალიან გინდა რომ ჩაცმულობაზე გაამახვილო ყურადღება.
2. კვებაზეც რომ არ ვთქვა 1-2 სიტყვა არ გამოვა. დილით ნაყინი და ბლინები შენი ისტორიის გმირებს კიარა არავის არ აჭამო :D. როგორ არის იცი?! თითქოა ეფექტისთვის წერ. არადა, მკითხველს სხვა რამე უფრო აინტერესებს, დამიჯერე.
3. კინკლაობას რაც შეეხება. ხელოვნურად ძაბავ თითქოს. ის რომ დაგვიანებაზე უსაყვედურეს მანდ არაფერია საგანგაშო. პუნქტუალურია ტიპი და მორჩა. სრული უფლება აქვს.
წვიმაში გარეთ გავარდნაზე კიდე, ლამის მე ვცემე აქედან ეგ გოგო.
მოკლედ, ცოტა "დასტოინად" თუ დაწერ და არა საბავშვო ბაღზე კარგი იქნება. ვიცი, მესმის რომ მოდურია ეგეთი ისტორიები, მაგრამ მაინც ეცადე რომ ზრდასრულ, შემდგარ ადამიანებზე წერო, რომელთაგანაც ერთს პრობლემა აქვს. პრინციპში რა პრობლემა, ტიპს უყვარს როცა ყველაფერში წესრიგშია.



მადლობა შენიშვნებს გადავხედავ აუცილებლად .... რაც შეეხება ,,საბავშვო ბაღს” მე პირადად აქ ფეთქებადი და პორდაპირი ადამიანის დაპირისპირება უფრო მგონია წესრიგის მოყვარულ მამაკაცთან. ამასთან პერსონაჟი ზუსტად ისეა ასახუკი როგორც ჩავიფიქრე... რაც არ უნდა იყოს სიუჟეტი წერის პრცესზე და და სხვა ბევრ გარემოებასთანაა დამოკიდებული.

კიდევ ერთხელ მადლობა გამოხმაურებისთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის შენიშვნების ასახვა ❤️

Mai dire mai
მომეწონა,კარგი ამბები გველოდება ვატყობ❤


მადლობა ❤️ იმედია მოგეწონება შემდეგი თავებიც

 


№4 სტუმარი Ani

მოკლედ აღფრთოვანებული ვარ, აი ძალიან კარგი ისტორიაა, შეიძლება ანასტასიას ზედმეტი მოსდის მაგრამ ვფიქრობ რომ ეს მისი კოზირია :დ ასეთი, რომ არ ყოფილიყო მუღამი არ იქნებოდა იმიტომ, რომ სხვებისგან არაფერი გამოარჩევდა და ალექსანდრესაც როგორც დავასკვენი მასში სწორედ ეს აგიჟებს :დ დარწმუნებული ვარ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება.. ანასტასიაზე უკვე მაფანატებს smile

 


№5  offline წევრი nina_m

Ani
მოკლედ აღფრთოვანებული ვარ, აი ძალიან კარგი ისტორიაა, შეიძლება ანასტასიას ზედმეტი მოსდის მაგრამ ვფიქრობ რომ ეს მისი კოზირია :დ ასეთი, რომ არ ყოფილიყო მუღამი არ იქნებოდა იმიტომ, რომ სხვებისგან არაფერი გამოარჩევდა და ალექსანდრესაც როგორც დავასკვენი მასში სწორედ ეს აგიჟებს :დ დარწმუნებული ვარ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება.. ანასტასიაზე უკვე მაფანატებს smile



ისედაც ეგრეა თუ გინდა შეგამჩნიონ უნდა იყო გამორჩეული ეს გგოგო კი ბუნებრივადაა ასეთი, თორე ანასტასიას ცემა მეც მინდა ზოგჯერ ????????❤️

 


№6  offline წევრი Yavisfertvala

Rodis dadeb shemdegs?

 


№7  offline წევრი nina_m

Yavisfertvala
Rodis dadeb shemdegs?

ვეცდები დღეს გვიან დავდო

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

პასუხი ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ არაუშავს :).
საბავშვო ბაღს რაც შეეხება, ფეთქებადი და პირდაპირი ადამიანი წესებსაც უნდა ემორჩილებოდეს. ზუსტად მაგიტომ ვთქვი, რომ თითიდან გამოწოვილ მიზეზებზე ხდება კამათი, ჩემი მოკრძალებული აზრით.
უფროსს თავისი ადგილი, მდივანს თავისი! უფროსი მშვენივრად ასრულებს მოვალეობას, მდივანი კიდევ უმწიფარი თინეიჯერივით იქცევა, ესეც ჩემი აზრი იქიდან გამომდინარე რაც წავიკითხე :).

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ცუდი არაა მაგრამ ვერ გადავირიე ალბათ იმიტომ რომ ასეთი ამ საიტზე 100ია ... ცუდად არ გამიგო პოტენციალი გაქვს წერის მაგრამ დახვეწა გჭირდება თუ ივარჯიშებ ააკუთარ თავზე მეტად სერიოზული ისტორიების შექმნას შეძლებ და არა ბავშვურ და თინეიჯერულ.. ეს უკვე მრავალია და რაღაც განსხვავებულის შექმნა მეტად საინტერესო იქნება თუმცა დასაწყისისთვის ცუდი არაა წარმატებები და ძალიან გთხოვ პერსონაჟები ცოტა დაასერიოზულე ზედმეტად ბავშვურად გამოგყავს.. შეიძლება არ მოგეწონოს ჩემი კომენტარი მაგრამ მინდა სწორად აგიხსნა და გადმოგცე ის რასაც ვფიქრობ..

 


№10  offline წევრი It’s olivia

მინდა გითხრა რომ ძალიან კარგია, სიუჟეტიც კარგად არის დაგეგმილი, მომწონს როცა აღწერ თუ რა აცვია პერსონაჟს(ეს ეხება კერძებსაც) ასეთი ისტორიები მართლა ბევრია მაგრამ ყველას მაინც პლიუსი გააჩნია, იმედია შენ უფრო მეტ პლიუს შეძენ, სასიამოვნო წასაკითხი, ახლა რაც შეეხება პერსონაჟებს, ანასტასია მომთმენი ჩანს და იმედია დიდხანს ეყოფა ეს მოთმინება, ალექანდრე კი თავისებური ტიპია, თავისი წესები აქვს რასაც ყველა უნდა ემოეჩილებოდეს რაც ცოტა არ იყოს მაღიზიანებს ამ ბიჭში, მაგრამ ანასტასია მოარჯულებს იმედია, ჯერ მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, დიალოგებიც კარგად არის გამართული და თხრობაც მომწონს, შემდებ თავს ველოდები დიდი ინტერესით, წარმატებები❣️❣️❣️❣️❣️

 


№11  offline წევრი nina_m

ტკბილიწიწაკა
ცუდი არაა მაგრამ ვერ გადავირიე ალბათ იმიტომ რომ ასეთი ამ საიტზე 100ია ... ცუდად არ გამიგო პოტენციალი გაქვს წერის მაგრამ დახვეწა გჭირდება თუ ივარჯიშებ ააკუთარ თავზე მეტად სერიოზული ისტორიების შექმნას შეძლებ და არა ბავშვურ და თინეიჯერულ.. ეს უკვე მრავალია და რაღაც განსხვავებულის შექმნა მეტად საინტერესო იქნება თუმცა დასაწყისისთვის ცუდი არაა წარმატებები და ძალიან გთხოვ პერსონაჟები ცოტა დაასერიოზულე ზედმეტად ბავშვურად გამოგყავს.. შეიძლება არ მოგეწონოს ჩემი კომენტარი მაგრამ მინდა სწორად აგიხსნა და გადმოგცე ის რასაც ვფიქრობ..



მადლობა გამოხმაურებისთვის... იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები ვინც მსგავს კომენტარებზე ბრაზობს, პირიქით ჯანსაღი კრიტიკის მომხრე ვარ. ჩემთვის ახალია მეორე მოთხრობაა და ვცდილობ მკითხველამდე კარგად მივიტანო ამბავი. ჯერ მცირე ნაწილია მოცემული და აქედან გამომდინარე ჯერ არ არის ყველა დეტალი გამჟღავნებული, ვეცდები პერსონაჟების სხვა თვისებები კარგად დაგანახოთ შემდეგ თავებში. <3

It’s olivia
მინდა გითხრა რომ ძალიან კარგია, სიუჟეტიც კარგად არის დაგეგმილი, მომწონს როცა აღწერ თუ რა აცვია პერსონაჟს(ეს ეხება კერძებსაც) ასეთი ისტორიები მართლა ბევრია მაგრამ ყველას მაინც პლიუსი გააჩნია, იმედია შენ უფრო მეტ პლიუს შეძენ, სასიამოვნო წასაკითხი, ახლა რაც შეეხება პერსონაჟებს, ანასტასია მომთმენი ჩანს და იმედია დიდხანს ეყოფა ეს მოთმინება, ალექანდრე კი თავისებური ტიპია, თავისი წესები აქვს რასაც ყველა უნდა ემოეჩილებოდეს რაც ცოტა არ იყოს მაღიზიანებს ამ ბიჭში, მაგრამ ანასტასია მოარჯულებს იმედია, ჯერ მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, დიალოგებიც კარგად არის გამართული და თხრობაც მომწონს, შემდებ თავს ველოდები დიდი ინტერესით, წარმატებები❣️❣️❣️❣️❣️



მადლობა რომ კითხულობ, ვეცდები შემდეგი თავები უკეთესი იყოს <3 ^^

 


№12 სტუმარი უცნობი უცნობი

ძაან კარგია მალე დდე რაა

 


№13 წევრი Ele Ni

ძალიან კარგია იმედია მალე დადებ შემდეგ თავს ან თავებს ;)

 


№14 სტუმარი ია

მალე დალე რა შემდეგი თავი

 


№15 სტუმარი სტუმარი ლოლა

აუ როდის დაადებ რაააა, ძაან მაგარიააა

 


№16 სტუმარი სტუმარი მონიკა

საუკეთესოაა მართლაც რომ ყველაზე ????

 


№17 სტუმარი სტუმარი ლიზი

აუუუ დადე რაააა

 


№18 სტუმარი დჯდჰდჯს

მალე დადებ?❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent