შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა {8}


3-06-2020, 23:56
ავტორი painter1
ნანახია 1 601

დივანზე მჯდომი სოფის კალთაში ედო თავი გადაღლილს, თვალ დახუჭული მშვიდად სუნთქავდა, მის თმაში ნაზად მოძრავი თითები მოსადუნებელ, დამაძინებელ წამლად მოქმედებდა. ფიქრებში წასულს აღარ ახსოვდა არაფერი, სახლში ყოფნის და სოფის სიახლოვის შეგრძნების გარდა არაფერი სურდა იმ დროს. უკვე ცხრა საათი გამხდარიყო, დილიდან კომპანიაში მომხდარი ალიაქოთის გამო უხასიათოდ იმყოფებოდა და არსად წასვლის სურვილი არ ჰქონდა. უკვე იმ აზრზე იყო ტომასისთვის დაერეკა, რაიმე გასამართლებელი საბუთი მოეძებნა და სხვა დროს გაეცნო სოფი მისთვის. ნახევრად სიზმრებში იყო წასული ტელეფონის ხმა რომ გაიგო, მოულოდნელობისგან შეცბა, თვალები გაახილა და მომღიმარი სახის დანახვისას ისევ მიენაბა მწვანე სფეროები.
-მომაწოდე გთხოვ. - ისე თქვა არც განძრეულა, მაგიდისკენ გადახრილმა სოფის სხეულმა ოდნავ შეაწუხა რამდენიმე წამით, მერე ტელეფონი გამოართვა და ტელეფონზე გამოსახული სმიტის სურათის დანახვისას ამოიოხრა, თან სოფის ახედა. - რა ვქნა? ს აწევის თავიც არ მაქვს.
-როგორც შენ გინდა ისე მოვიქცეთ, არც იქ წასვლა მეზარება და შენთან ერთად სახლში ყოფნაც მაწყობს. თუ არ შეგიძლია უთხარი, დარწმუნებული ვარ გაგიგებს. - მოწყვეთით აკოცა ტუჩებზე, მერე გასწორდა ისე რომ ლუკას თმებში თითების თამაში არ შეუწყვიტავს.
-ჰეი, რას შვრები… ყველაფერი კარგად არის?.. არაუშავს, რა პრობლემაა, სხვა დროს იყოს… - როგორც კი სმიტის პასუხი მოისმინა თვალებ გაბრწყინებულმა ახედა სოფის, გახარებულმა ხელის გულზე აკოცა, თან საუბარი განაგრძო თვალმოუშორებლად. - კარგი, დამირეკე პასუხს რომ გეტყვიან… ნახვამდის.
-რაო?
-ეილინი გახდა ცუდად, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანა, ბოდიში გადმოგცა დღეს დაგეგმილი ვახშამი რომ ჩაიშალა.
-რამდენი წლის არის ეგ ქალი?
-ორმოციდან ორმოცდახუთამდე იქნება, რა არის?
-ვფიქრობ, შეიძლება ორსულად იყოს. - მხრების ჩეჩვით გასცა პასუხი, მერე კი ტელეფონში ვიდეოს ყურება განაგრძო. ლუკა გაოცებული უყურებდა, პირველ რიგში სოფის ფიქრები აკვირვებდა, მერე ის აზრი რომ ეილინი ორსულად იქნებოდა. არაფერი უპასუხია, ნელა წამოდგა და საძინებელში გავიდა, წყლის გადავლების შემდეგ კიდევ უფრო მოუდუნდა სხეული, აბაზანიდან ოთახში გასულმა სპორტული შარვალი და უბრალო შავი მაისური ჩაიცვა, შემდეგ კი კვლავ მისაღებში გავიდა, დივანზე ნახევრად მწოლ სოფის კოჭებთან მოკიდა ხელები, დაბლა ჩამოსწია და დივნის ზედაპირზე გასწორებულს ზემოდან მოექცა.
-არ გინდა ოთახში გადმოინაცვლო და იქ წამოწვე? - ლოყიდან ლავიწებამდე ჩევიდა კოცნით, წოლის დროს ამოღებული მაიკიდან ამოწეულ მკერდზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ მკერდის ძვალზე, ბოლოს კი პასუხის გაცემა არ დააცადა ისე დაუკოცნა ტუჩები, თან ხელი თხელი კაბის ქვეშ შეუცურა.
-არა, აქაც კარგად ვწევარ. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, სახეზე მოკიდებული ხელებით თავი ააწევინა და თვითონ მისწვდა კაცის ბაგეებს. - მომშორდი, ავდგეთ და სამზარეულოში გავიდეთ.
-არ მინდა. - ისევ განაგრძო მისი სასიამოვნო სურნელის შესვრუტვა, ნაზი კანის შეგრძნება, რომელსაც უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა. კვლავ მის სხეულზე დაატარებდა თითებს, იმ ადგილებში ეხებოდა სადაც წინა დღეს ვერ მოასწრო დალაშქვრა.
-ლუკა…
-კარგი. - ბოლოჯერ აკოცა ტუჩებზე, შემდეგ მთლიანად მოშორდა, ფეხზე წამოაყენა და მასთან ერთად გავიდა სამზარეულოში. იქვე ბართან მოთავსდა, თან თვალი გააყოლა მაცივრისკენ წასულს. მოუთმენლად ელოდა ერთ ადგილზე მდგომ სოფის, რომელიც ზურგით იდგა ლუკასკენ და კონტეინერიდან რაღაცას იღებდა თეფშზე. ბოლოს შემოტრიალდა კიდეც, სწრაფად მიუახლოვდა ლუკას, თეფში წინ დაუდო და სახე გაბრწყინებულს მომღიმარი დააკვირდა. კიდევ ერთი მონატრები ქართული საჭმელი, რომელიც წლები იყო არ ეჭამა ახლა წინ ედო, უკვე ნერწყვებიც კი მოსდიოდა ყურებისას და ერთი სული ჰქონდა როდის გასინჯავდა.
-დედაჩემის ნათქვამი რეცეპტით გავაკეთე, მგონი გემრიელი გამოვიდა და იმედია მოგეწონება.
-გრეისის გაკეთებული ნიგვზიანი ბადრიჯანი მომეწონა, ამაზე როგორ ვიტყვი არ მომწონსთქო… მითუმეტეს შენი გაკეთებული ჩიჟი-ბიჟის მერე. ისე რომ იცოდე ძალიან გავდა ბებიაჩემის გაკეთებულს და ძალიან მომეწონა, მეგონა სოფიკოს გაკეთებულს ვჭამდი.
-მეც სოფიკო ბებო უნდა დამიძახონ ჩემმა შვილიშვილებმა? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, ორ ჭიქაში ფორთოხლის წვენი ჩამოასხა, ერთი ჭამაში გართულ კაცს დაუდგა, მის გვერდზე მოთავსდა, ჯერ მხარზე აკოცა, შემდეგ კი წვენი მოსვა.
-არა, სოფის დაგიძახებენ. ჩვენ გვეჩხუბებოდა ხოლმე, სოფიკო ბებოს ნუ მეძახით, მაბერებთ ამ ახალგაზრდა ქალსო, ჩვენ კიდე ძალით ვეძახდით. - მხრები აიჩეჩა სიცილით. სოფი მომღიმარი უყურებდა, უკვე ამჩნევდა ყოველ ჯერზე ძველი დროის გახსენებისას როგორ ეცვლებოდა ხმა და მთლიანად გამომეტყველება, უფრო ბუნებრივი ხდებოდა.
-მე როგორ დავუძახო?
-ბებო… ნინი ეძახდა ქალბატონო სოფიოს და რაღაც დაეჭვებული უყურებდა ხოლმე, დღემდე ვერ ვხვდები რატომ… - უცებ, გაუაზრებლად ჩაილაპარაკა. რომ მიხვდა რაც თქვა პირში მოთავსებული ლუკმის დაღეჭვა შეანელა, ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა საჭმელს, მერე სოფის გახედა ნელა, მისი მომღიმარი სახის დანახვაზე ოდნავ დამშვიდდა. მაჯაზე აკოცა ლოყაზე რომ მოკიდა ხელი სოფიმ, შემდეგ წვენი მოსვა და ჭამა განაგრძო. - ერთხელ ვკითხე მოსწონდა თუ არა. ცოტა ხანს ფიქრობდა, ბოლოს მითხრა კარგი გოგოა, კეთილი, მაგრამ ბოლომდე ნუ ენდობი, შევამჩნიე თვალებში დიდხანს ვერ გიყურებსო… მაშინ აზრზე არ ვიყავი რას მეუბნებოდა, ვიფიქრე დამიბერდა ბებო და ძველებურად ფიქრობსთქო.
-და ახლა რას ფიქრობს?
-ისევ იმას რასაც ფიქრობდა. მხოლოდ მე არ ვარ მისი შვილიშვილი, ჩემს გარდა კიდევ ორი ჰყავს, რაც არ უნდა გავაკეთოთ ყველაფერს გააკეთებს და შეიყვარებს იმას ვინც თავის შვილიშვილებს ეყვარებათ. მიუხედავად ამისა, მწარე ენა აქვს, იმას ამბობს რასაც ფიქრობს, არასწორი რომ იყოს მაინც. მაგაში გავხარ. - სიცილით შეხედა ლოყებ შეფარკლულს. - მაგრამ ბოლოს ამბობს ხოლმე, ვინმეს თუ გაწყენინეთ ბოდიშით, ასეთი ვარ რა ვქნაო და მაშინვე ყველა დაძაბულობა ქრება. ეგ ადრე იყო, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.
-გრძნობები არ იცვლება.
-დრო ყველაფერს ცვლის, არაფერს ინდობს.
-სიყვარულს არა. ადამიანმა რომელიც გიყვარს როგორც არ უნდა გაწყენინოს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს მაინც გეყვარება. აქ ნამდვილ სიყვარულზე მაქვს საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა ქალ-ვაჟურია, მეგობრული, ნათესავური თუ სხვა. როცა გიყვარს, გიყვარს და მორჩა. შეიძლება ისეთი რამ გააკეთოს მთლიანად დაგანგრიოს, შენში არსებული გრძნობა მიწასთან გაასწოროს, მაგრამ საძირკველის გამოცლა ადვილი არ არის. შენ როგორც არ უნდა ეცადო ამოთხრა მარტო მაინც ვერ ამოთხრი, დაიღლები. შენს ძმას რაც არ უნდა გაეკეთებინა მაინც გეყვარება ყველაფრის მიუხედავა. დედმამიშვილები ჯაჭვით არიან გადაბმულები, როგორც არ უნდა ეცადო ამ ჯაჭვს ვერ გაწყვიტავ. მე არ მინახავს ადამიანი რომელსაც თავისი და, ან ძმა ეზიზღებოდეს. შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ვერ ვაპატიოთ ჩადენილი, მაგრამ ის გრძნობა რაც გქონდა არასდროს შეიცვლება. არ არსებობს ადამიანთან ერთად იზრდებოდე, ყოველ დღეს ერთად ატარებდეთ, მერე ერთმანეთს აწყენინოთ და იქ დამთავრდეს ყველაფერი. მაგიტომ არ შეგიძლია ბელასგან შორს ყოფნა, შენი ცხოვრების ნაწილია, ბავშვობა, ახალგაზრდობა. გიყვარს ისეთი როგორიც არის და შენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს მის მინუსებს თუ პლიუსებს. შენთვის ისეთად დარჩება როგორიც იყო და არის. ვიცი რაღაც რომ დასჭირდეს დაუფიქრებლად გავარდებ, ყველაფერს გააკეთებ მისთვის, ეს თვისება კი შენში ძალიან მომწონს. შენ არ მოგეწონა ჯოში, არც სანდრო, მიზეზი არ გითქვამს, მე კიდე გითხარი. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც არ შევწყვეტ მათთან კონტაქტს და ისე მეყვარებიან როგორც ახლა მიყვარს. მე რომ გყავარ იმას არ ნიშნავს რომ მასთან ერთად დრო აღარ უნდა გაატარო. მე რომ დამიჯერო წესით სამსახურშიც არ უნდა მიდოდე და სულ ჩემთან უნდა იყო, მაგრამ ასე არ გამოვა რათქმაუნდა. - ბოლოს სიცილით მოხვია ხელები მკლავზე, ლოყა მხარზე დაადო და ისე ახედა. უნდოდა რაღაც ეთქვა, რაიმე სიტყვა რაც იმ დროს დაგროვილ გრძნობებს გამოხატავდა მაგრამ თავში არაფერი მოსდიოდა სიყვარულის გარდა, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, საერთოდ ეშინოდა კიდეც ამის თქმა.
-ხვალ ბელაც იქნება წვეულებაზე, დიდი ალბათობით კაისთან ერთად მოვა, თუ არ მოვიდა მინდა რომ ყურადღება მიაქციო.
-ყურადღებადღების მიქცევა რად უნდა ამხელა ქალს?
-ბელას გოგო მეგობარი არ ჰყავს, მე შეიძლება ის ვერ ვუთხრა რასაც შენ ეტყვი. ახლა მძიმე პერიოდი აქვს და ვნერვიულობ, არ მინდა რამე მიქაროს.
-ლუკა ხვდები ახლა რას მთხოვ? მე უკვე გითხარი რასაც ვფიქრობდი მაგ გოგოზე.
-შენ ისიც მითხარი რომ შეგეძლო მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ყოფნა და საუბრის გაბმა თუ გთხოვდი. ახლა გთხოვ. თუ მე და ჩემს სიტყვას პატივს გვცემ მაშინ გააკეთე ის რასაც გეუბნები. მართალია, ბელა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მისი ნაკლებიც მიყვარს. კი, ისეთია როგორიც შენ აღწერე, მაგრამ მას არასდროს უღალატია ჩემთვის. შეიძლება კარგი მრჩეველი, კარგი მოსაუბრე და გამგები არ არის, მაგრამ ბელა ყოველთვის ჩემს მხარეს იდგა, მაშინაც კი როცა მტყუანი ვიყავი. ის ყოველთვის იქნება ჩვენს ცხოვრებაში მოგწონს ეს თუ არა. არც შენს გაშვებას ვაპირებ, სახლიდან წასვლაც რომ გადაწყვიტო მაინც არ გაგიშვებ, ამიტომ გააკეთე ის რასაც გთხოვ.
-თუ არ გავაკეთე?
-მეწყინება, გული დამწყდება და ალბათ ცოტა ხნით შენგან შორს მომინდება ყოფნა ჩემი უპატივცემულობის გამო. - უდარდელად გასცა პასუხი, თან მის შეკრულ წარბებს უყურებდა ურეაქციოდ.
-კარგი. - ცინიკურად ჩაცინების შემდეგ დასთანხმდა, ლუკამ კი წარბები ასწია წამსვე.
-ეს რა იყო?
-არაფერი. - ფეხზე წამოდგა ძალით მომღიმარი, რომელსაც გულიდან წამოსული წყენის გრძნობა ყელში აწვებოდა და ცოტაღა აკლდა ლურჯ თვალებში დაგუბებული სითხისთვის გზის გასახსნელად.
-სოფი. - გაკვირვებულმა გააყოლა თვალი მისაღბისკენ დაძრულს, სწრაფად მოათავა თეფში ნიჟარაში, ჭიქაში დარჩენილი წვენი გამოცალა და უკან აედევნა თითქმის საძინებლის კართან მისულს.
-მარტო მინდა ყოფნა. - უკან არ მიუხედავს ისე თქვა ჩამწყდარი ხმით და ოთახში შესულმა სწრაფად გადაკეტა საკეტით დახურული კარი.
-გამიღე!
-თავი დამანებე ცოტა ხნით!
-ტირი? სოფი! გამიღე კარი!
-არ მინდა შენთან, ცოტა ხანს რომ გაჩერდე არ შეგიძლია?! - ატირებულმა გასძახა კარის გვერდზე კედელთან მჯდომმა. მართლა ჩამოწვა სიმშვიდე, ლუკას ხმა აღარ ისმოდა, კედელზე ზურგით მიყუდებულმა კი უფრო უმატა ტირილს, თან ცდილობდა ბგერები ჩაეხშო მისი ხმა ლუკას რომ არ გაეგო, მერე კი საკეტის გადატრიალების ხმა გაიგო, სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და ტირილისგან თავის შეკავებას შეეცადა. ოთახში შესულმა იქვე მჯდომი რომ დაინახა ლამის ფერი დაკარგა სახეზე, მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა, სახეზე მოკიდა ხელები და ჯერ კიდევ სველ თვალებში ჩახედა.
-რა გატირებს?
-არაფერი. მემართება ხოლმე ასე, წამოფრენები მაქვს. - ლუკას ხელი მოიშორა, თან თავი გვერდზე გაატრიალა. ცოტა ხანს წარბშეკრული უყურებდა, ვერ იგებდა რა ეწყინა და რა გაეკეთებინა აღარ იცოდა.
-კარგი, საერთოდ არ დაელაპარაკო ბელას თუ გინდა.
-ღმერთო... თუ არ შეწყვიტავ შენ აღარ დაგელაპარაკები საერთოდ. - ისევ გადმოსცვივდა ცრელმლები, ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე მსგავსი რამ რომ სწყინდა და პატარა ბავშვივით ჰყრიდა ცრემლებს.ყველაზე მეტად ამას ვერ იტანდა საკუთარ თავში, მისი ყველაზე სუსტი წერტილი იყო რომელსავ ვერასდროს ერეოდა.
-სოფ, პატარა, შემომხედე.
-ნუ მეძხი ამ პატარას! წადი და ბელას დაუძახე! - რომ ვერ მოითმინა მაინც უთხრა, ლუკას კი გაეცინა, სახეზე მოკიდა ხელები და სველი ტუჩები დაუკოცნა.
-აზრზე არ ხარ როგორ მსიამოვნებს რომ ეჭვიანობ, პროსტა ვისზე ეჭვიანობ გოგო. - სიცილით კიდე ერთხელ აკოცა, შემდეგ ჩახუტება დააპირა, მაგრამ სოფიმ ნება არ მისცა. - სოფიი… ამდენი არავისთან მილოლიავია და მალე მეც გავჭედავ იცოდე. მითხარი, შენ ხომ ყველაფერს ამბობ რაც გაწუხებს, არ მინდა რომ რამე ასე დამალო, არ მომწონს ასეთს რომ გიყურებ, მერე ჩემს თავზე მეშლება ნერვები… თან შენი ეს ჩვევა ძალიან მიყვარს და არ მინდა სხვა გოგოებივით გაბუტყვა დაიწყო ისე რომ ვერ გავიგო რაზე იბუტები.
-პრობლემა ის არის რომ ვერ ხვდები, იმიტომ რომ არ უფიქრდები და არ გაინტერესებს. მთავარია არ ვიტირო… ეს ცრემლები არაფერი არ არის იმასთან შედარებით რასაც მაგრძნობინებ. არ ვიბუტები, შენთან საუბარი არ მინდა. ეს ერთი და იგივე არ არის.
-კაი, ვერ ვხვდები, დაღლილი ვარ და ფიქრის თავი არ მაქვს. შენ ხომ იცი როგორია დაღლილზე საუბარი და რამის გააზრება. - შუბლზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია, მერე იქვე აკოცა.
-აღარ მინდა ამაზე საუბარი… მნიშვნელობა არ აქვს. - სწრაფად წამოდგა ფეხზე, ცრემლები შეიმშრალა და საწოლისკენ დაიძრა. - არავიზე ვეჭვიანობ, მითუმეტეს შენს მეგობარზე არ ვიეჭვიანებ. შეიძლება ცოტა შემშურდეს ის რომ ბელა ჩემზე მნიშვნელოვანია შენთვის, მის უპატივცემულობას და სხვა დანარჩენს ყურადღბას არ აქცევ, ჩემგან კიდე თურმე გეწყინება შენს მეგობარს ძიძად რომ არ დავუდგე და ჩემი უპატივცემულობის გამოს ჩემი ნახვაც აღარ მოგინდება... აღარც კი ვიცი რა მწყინს, ეს ყველაფერი, ის რომ ფიქრობ შენს სიტყვას არაფრად ჩავაგდებ, თუ ის რომ სულ ოდნავადაც ვერ გამიცანი. - ოდნავ გაიღიმა, მერე საწოლზე დაწვა ლუკასგან ზურგშექცევით, თავი ბალიშს დაადო და თვალები დახუჭა. ცოტა ხანს მდუმარედ იდგა ალანია, სოფის ზურგს უყურებდა, ცდილობდა მისთვის და მისი გრძნობებისთვის გაეგო. ბოლოს ნელა მიუახლოვდა, უკნიდან მიუწვა, ხელი მუცელზე მოხვია, ცხვირი კი მის მხარსა და კისერს შორის მოათავსა.
-ბოდიში. - დიდი გაჭირვების შემდეგ მაინც ამოილაპარაკა, თან ყელში აკოცა. - ბელაზე სულ პრობლემა იქმნება, არ მინდა ასე იყოს.
-შენ ძალით მთხოვ, გინდა რომ მასთან ვიყო.
-ესეც მართალია და ისიც რაც წეღან გითხარი.
-ეს არ ცვლის იმას რაც მე გითხარი.
-მაპატიე… არც კი მიფიქრია მსგავს რამეს თუ იფიქრებდი.
-რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ასეა.
-მეგობრებისგან მსგავსი რამეები არ მწყინს, არც ვაქცევ ყურადღებას… შენ სხვა ხარ.
-მიზეზებს ნუ იგონებ და ნუ იმართლებ თავს.
-შენ ქალი ხარ რომელთან ერთადაც ძალიან დიდი დრო მინდა გავატარო, რომელსაც მინდა ყველაფერი ვაჩვენო და ვაგრძნობინო… ხომ ხედავ, ესეც რაღაც სიახლე იყო. - ყურის ძირში აკოცა, თან მისი სურნელით გაიჟღინთა ფილტვები. ცოტახანში ლუკასკენ გადატრიალდა სოფი, მწვანე თვალებში ჩახედა, მერე თმებში შეუცურა თითები და ტუჩებზე დაეტაკა.
-არ მინდა ასეთი სიახლეები.
-მაინც საინტერესოა.
-როგორ შეგიძლია ასე უცებ გამოძვრე სიტუაციიდან?
-უბრლაოდ სისულელეებზე ჩხუბი, რამდენიმე დღით არ დალაპარაკება და გაბრაზებული დარჩენა არ მინდა როცა შემიძლია გაპატიო, ან ბოდიში მოგიხადო. - სახეზე ეფერებოდა ჯერ ისევ წარბშეკრულს, თან დრო და დრო მოწყვეტით კოცნიდა.
-ერთი რამ მაინც არის ჩემი. - დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა, ლუკას კი მის კმაყოფილ გამომეტყველებაზე გაეცინა.
-რა?
-ასეთი არასვისთან ხარ. - ამის ცოდნით ნასიამოვნებმა ჩაილაპარაკა, სახე კაცის მკერდს მიადო და ხელები მოხვია.
-კიდევ ბევრი რამ არის შენი მაგრამ ჯერ არ იცი.
-გავიგებ ნელ-ნელა… წადი უპასუხე, გირეკავენ.
-არ მინდა ახლა არავისთან ლაპარაკი.
-ნახე მაინც ვინ არის.
-სახლიდან უნდა გაგაგდო. - უკანალზე მიარტყა ხელი აწუწუნებულმა, მერე ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. სოფიმ საძინებელში მარტო ყოფნას გასვლა არჩია, დივანზე მჯდომ ლუკას თვალი მოავლო და სამზარეულოში შევიდა. - გესმის? რა ხდება? - წარბ შეკრული დააკვირდა მამიდის ფერ წასულ სახეს, ხელის გულზე რომ ჩამოედო და თვალები უძილობისგან ჩასწითლებოდა. - მამიდა!
-მოიცადე… - დაბალი, წყნარი ხმით გასცა პასუხი, დასაჯდომი ადგილი შეიცვალა და ლუკას შეხედა.
-სად ხარ?
-საავადმყოფოში.
-მანდ რა გინდა? - წამსვე აფორიაქებულმა ჰკითხა და მომლოდინედ მიაჩერდა ქეთის.
-ბებიაშენმა შეგვაშინა. ცუდად იყო და საავადმყოფოში მოვიყვანეთ.
-ახლა როგორ არის?
-კარგად ვარ კარგად! მოვიწამლე ალბათ, მამიდაშენმა ატეხა პანიკები… - მაშინვე ალაპარაკდა საწოლზე მწოლი უფროსი ქალბატონი, ქეთიმ თვალები აატრიალა, ლუკამ კი სიცილით გააქნია თავი.
-კაროჩე ბებო რა… შენ მოგვინელებ ყველას და მერე გამოგვყვები შენ.
-ეჰ… შვილების და შვილიშვილების სიკვდილის ნახვას მტერს არ ვუსურვებ.
-დამანახე ერთი. - სოფოს ლაპარაკით გახალისებულმა ღიმილით სთხოვა დედამისზე მიშტერებულ აშკარად ნერვებ მოშლილ ქალს.
-ვაიმე, ჩემი ლამაზი ბიჭი, კიდევ კარგი ერთი შენნაირი მყავს აქ თორემ რა მეშველებოდა.
-მე უფრო ლამაზი ვარ. - სიცილით გააქნია თავი, მისი დანახვისას სულ სხვა მუხტი იგრძნო, სამზარეულოდან გამოსულ სოფის ახედა, წვენის ჭიქით რომ იდგა ხელში და გაოცებული უყურებდა ლუკას. - მეც მომიტანე რა.
-დალევ ამას? - თავის ჭიქაზე ანიშნა, თან ნელა მიუახლოვდა.
-ჰო. - მტევანზე აკოცა, მერე ჭიქა გამოართვა და ერთი მოყუდებით ჩაცალა.
-ვინმე გყავს ბებო მანდ? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა ტელეფონზე გამოსახულ შვილიშვილს.
-ჰო, სათვალე გაიკეთე და გაგაცნობ… სოფი. - უკან შეტრიალდა საძინებლისკენ წასული ქალის დასაძახებლად, ისიც ერთ ადგილზე გაშეშდა, მერე კი ნელა შემოტრიალდა.
-შემომხედე რას ვგავარ. - ნამტირალებ სახეზე ანიშნა თითით ჩუმად მოლაპარაკემ.
-მოდი. - ქვედა ტუჩზე იკბინა მისკენ წასული დაბღვერილი ქალის შემყურე.
-მომაწოდე ეგ სათვალე… აჰა, ახლა დამენახეთ.
-მოიცადე ბებო, წეღან გავაბრაზე და ცოტა იტირა. - ახლაც ფეხებს შორის დაისვა, ცალი ხელი სოფის მოხვია მუცელზე, მეორეში კი ტელეფონი ეჭირა.
-გამარჯობათ, როგორ ხართ? - მომღიმარმა თვალი გაუსწორა სათვალებიან წითურ ქალს, აქაც ისეთივე ლამაზი იყო როგორიც სურათებში ჩანდა.
-კარგად ჩემო გოგო, შენ როგორ ხარ? ეგ არის ბიჭო ცოტა? - ყურადღებით შეათვალიერა დამორცხვილი გოგო ლუკას რომ აჰკვროდა ზურგით.
-თვითონ უფრო ხშირად მაბრაზებს სოფ.
-შენ ქმნი ეგეთ სიტუაციას. - წარბ შეკრულმა შეხედა ლუკას მან კი ტუჩთან ახლოს აკოცა.
-ჩვენს ბელაზე ეჭვიანობს ბებო, რა გავაკეთო.
-გატყუებთ, ბელაზე საეჭვიანო არაფერი მაქვს. - იდაყვი მიარტყა გვერდში, ლუკამ კი უკანლაზე უჩქმიტა და მოულოდნელობისგან ისე შეხტა ლუკამ სიცილი ვერ შეიკავა.
-რას მაიმუნობს ეგ, რა უნდა? - თვალებ გაბრწტინებული უყურებდა შვილიშვილს რომელიც წლები იყო ასეთი არ ენახა. იმ ლურჯ თვალება გოგოს კი ატყობდა როგორი პიროვნებაც იყო.
-დაღლილი იყო, ტელეფონზე პასუხის გაცემა ეზარებოდა და თქვენ რომ დაგინახათ ხასიათზე მოვიდა… გაჩერდი. - ჩურჩულით ჩაილაპარაკა, თანა ამოდ სცადა მუცლიდან მისი ხელის მოშორებას რომელიც მკერდისკენ მიიწევდა.
-რა ვიცი კი ვეღარ ჩამოვიდა… მოვკვდები და მერე რაღად მინდა მაგის აქ მოსვლა. - მოულოდნელად აუწყლიანდა თვალები, ხმაც ჩაუწყდა და სათვალის შიგნიდან დანაოჭბული, გრძელი თითებით შეიმშრალა ცრემლები.
-მე ჩამოგიყვანთ როგორც კი მოვახერხებთ, აღარ ინერვიულოთ მაგაზე. - თბილად გაუღიმა სოფიმ, გაჩუმებულ ლუკას შეხედა რომელიც კამერას უყურებდა და ქალის “ნეტა მართლა”-ს ისმენდა. ისევ ისე სიტყვით აღუწერელი გრძნობა დაეუფლა, თვალებ გაბრწყინებული უყურებდა, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, მუცელში კი პეპლების ფარფატს. ისევ უნდოდა რაღაც ეთქვა, რაღაც ისეთი რაც მის გრძნობებს აღწერდა და ეს შეგრძნება უკვე ნერვებს უშლიდა.
-რა? - ზევიდან დახედა ლუკამ, მის მომღიმარ სახეზე თვითონაც გაეღიმა, ტელეფონი დაბლა დასწია, სოფის ტუჩები დაუკოცნა, მერე ცხვირის წვერზე მიაკრო ტუჩები და შუბლით შუბლზე დაეყრდნო.
-არაფერი.
-შენი გულის ცემა აქაც მესმის. - ყურში ჩასჩურჩულა და ხელის გული იქვე მიაბჯინა. - რამის თქმა ხომ არ გინდა?
-რაღაცის კი, მაგრამ ჯერ არ ვიცი რისი.
-ბრჭყვიალა ხარ. - მნათობ ლურჯ თვალებში უყურებდა, თან წყვეტილ-წყვეტილ კოცნიდა.
-აღარ ჩანხართ.
-აქ ვართ ბებო. - ნიკაპი ჩამოადო სოფის მხარზე, მომღიმარ ბობოს დააკვირდა, ასეთი ბოლოს როდის ნახა აღარც ახსოვდა. - გოგო, თმებს აღარ იღებავ? ჭაღარებს ვხედავ.
-შენს ქორწილში შევიღებავ. - თვალი ჩაუკრა ორივეს, სათვალე შეისწორა და ტელეფონში რაღაცის თვალიერება დაიწყო.
-ანალიზები გაგიკეთეს?
-კი, ყველაფერი კარგად მაქვს…
-დედა მაგ ხელს ნუ ამოძრავებ!
-დამაცადე.
-ბებო აღარ ჩანხარ… ახლა ჩაბნელდა...
-ჰო მოიცადე. - ჩაფიქრებულმა თქვა, თითი მოაშორა უკანა კამერას და ეკრანზე მოპირდაპირედ მდგომი ლუკას მსგავსი სხეული გამოჩნდა. ლუკასთან შედარებით უფრო სუსტი იყო, წვერი ოდნავ მოეშვა, თმა კი ლამაზად შეესწორებინა სალონში. მომღიმარი, ჩაფიქრებული ისმენდა ტყუპისცალის საუბარს. სახეზე კი დიდი სევდა აღბეჭვდოდა. ლუკა გაშეშებული უყურებდა ძმას. მხოლოდ გაძლიერეულ გულის ცემას გრძნობდა რომელიც სადაც იყო შიგნეულობას დაუნგრევდა. ათი წელი იყო გასული ბოლო ნახვიდან. მისი სურათიც კი არ ენახა ამ დროის მანძინზე, ახლა კი პირდაპირ უყურებდა და ხმას ვეღარ იღებდა. - ვერ გავერკვიე წესიერად… - ვითომ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, მერე მისი კმაყოფილი სახეც გამოჩნდა, რომელზეც ზედ ეწერა ყველაფერი.
-ჰო გაგეთიშათ ალბათ. ქეთი მამიდა თქვენ როგორ ხართ? - ტელეფონი გამოართვა ლუკას და თვითონ განაგრძო საუბარი. გრძნობდა ზურგს უკან აძგერებულ გულს, იცოდა ახლა ხმას ვერ ამოიღებდა და თვითონ განაგრძო საუბარი.
-მეძინება… თქვენ როგორ ხართ? რა უნდა მაგას რატომ გაბრაზებს?
-დაუფიქრებლად ლაპარაკობს და ვერ ხვდება რომ მწყინს. ისე კარგად ვართ... როდის გაგწერენ?
-ათ საათზეო, რა ვიცი. ველოდებით ახლა. სად მიდიხარ? - კარებისკენ წასულ ძმისშვილს გააყოლა თვალი, ლუკა კი ყველა უჯრედით ელოდა როდის გასცემდა პასუხს საბა მამიდას.
-მოვწევ და მოვალ. - მხოლოდ ეს თქვა, ლუკას გულმა კი ფეთქვა შეწყვიტა, მერე კი გაორმაგებულად დაიწყო მოძრაობა. ერთ ადგილას მიყინულს აღარაფერი ესმოდა, დიდ მონატებას გრძნობდა, ისეთს აქამდე რომ არასდროს უგვრძვნია რადგან ამაზე დაფიქრებას ყოველთვის გაურბოდა. ყველა გრძნობას გაუვლელი ბრაზით მარხავდა სადღაც შორს მდებარე წერტილებში. ახლა კი მისი დანახვისას და ნაცნობი ხმის გაგებისას თითქოს ყველაფერი გაქრა, ყველა ბრაზი, წყენა, ყველა უარყოფითი გრძნობა რაც კი გააჩნდა და ერთადერთი თავში რაც უტრიალებდა მისი ნახვის დიდი სურვილი და მასთან ერთად გატარებული დრო იყო. მისი სიცილიც ენატრებოდა, ლუკასგან განსხვავებით უფრო ხშირად, ლაღად და ხმამაღლა იცინოდა. ხუმრობდა ყველაზე და ყველაფერზე, ამის წყალობით კი სახლში არსებული პრობლემების მიუხედავად მაინც ახერხებდნენ მოწყენილობის გაქრობას. ერთმანეთით ცოცხლობდნენ და ყოველ წუთს ერთად ატარებდნენ. მაშინ ყველაზე ძლიერ იგრძნო მარტოსულობა, წლების მანძილზე მასზე საუბარს გაურბოდა რადგან ძველი მოგოგნებები უტივტივდებოდა გინებაში, ახლა კი კარგის მეტი არაფერი ახსენდებოდა, იმ ღალატსაც კი დაეკარგა მნშიშვნელობა, აღარ უჭირდა რომელიმე მათგანზე საუბარი, ეს კი თავის მკლავებში მომწყვდეული ქალის დამსახურება იყო, ამას თვითონაც ხვდებოდა. რაღაც ისეთი მოდიოდა მისგან, უჩინარი გრძნობა რომელიც წამებში ამშვიდებდა და ყველაფერს სხვაგვარად აჩვენებდა.
ფიქრებიდან სუფის კოცნებმა გამოიყვანა, რამდენიმე ამბორი იგრძნო ხელის ზურგზე, თან ტელეფონს მისჩერებოდა მომღიმარი ქალი. გონს რომ მოვიდა კისერზე დაუტოვა რამდენიმე კოცნა, ბოლოს სწრაფად, თბილი სიტყვებით დაემშვიდობა ბებოს, ტელეფონი იქვე დადო, შემდეგ თავისკენ შეტრიალებული სოფი სწრაფად ჩაისვა კალთაში, ხელები წელზე ძლიერად მოხვია, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო და სოფის მათრობელა სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-შენ მჭირდები ყველაზე მეტად და როგორც არ უნდა გაგაბრაზო არ მიმატოვო, თორემ იმაზე უარესი დამემართება რაც წლების წინ. მითხარი ყველაფერი რაც გეწყინება, რაც არ მოგეწონება და შეძლებისდაგვარად შევეცდები გამოვასწორო, კარგი?
-ჰო. - ყბის ძვალზე აკოცა, თან თმებზე გადაუსვა ხელი. - მაგრამ მინდა თავისუფალი და გახსნილი იყო ჩემთან… მინდა იმაზე მესაუბრო რაზეც სხვასთან ვერ ისაუბრებ. ასე უფრო ადვილია სუნთქვა, მაშინ როცა ყველა კარტი გახსნილი გაქვს.
-წეღან ვინ იყო რომ ტიროდა? - ყელში აკოცა, შემდეგ ნიკაპთან ახლოს ძვალზე, ბოლოს კი ტუჩებზე დაეწაფა.
-ეგ არ ვიცი ვინ იყო, მგრძნობიარე ქალი გააღვიძე ჩემში და მეწყინა… მსგავსი რაღაცები მწყინს. - ბურტყუნით ჩახარა თავი, შუბლი ტუჩებზე მიადო და თვალები დახუჭა.
-ისე ჩემნაირი ხმა აქვს ხო?
-წვერი რომ მოიშოროს და თმა გაიზარდოს ზუსტად გემსგავსება.
-ხშირად ვერეოდით ხალხს, ჩემი დის, ქეთის, ბელას და ანდროს გარდა. ზოგჯერ მამაჩემიც კი ვერ გვარჩევდა ერთმანეთისგან.
-გამიგია რაღაც კავშირი აქვთ და ერთმანეთს გრძნობენო, მართალია?
-თავისთავად იგრძნობ, შენი ნაწილია. რომ ტიროდა მეც ვტიროდი, ფიზიკურად თუ ცუდად იყო მე სულიერად ვიყავი, ყოველთვის ვგრძნოდი როცა ვჭირდებოდი და იგივე სიტუაცია იყო საბასთანაც… ახლა ვხვდები როგორ მაკლია. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ძლივს გაბედა თქმა, მომღიმარ ლურჯ თვალებში ჩააშტერდა სოფის, სახეზე მოკიდა ხელები, ჯერ ლოყაზე მიიფერა, შემდეგ ტუჩები დაუკოცნა. - რა გამიკეთე…
-მეჯიქ… არ გეტყვი. - თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა, ქვედა ტუჩს გაუაზრებლად გამოსდო კბილები, მერე ლოყაზე აკოცა.
-წავედით, შენთვის რაღაც არ მიჩვენებია. - უცებ დააყენა ფეხზე, შემდეგ მხარზე გადაიკიდა და გრძელ დერეფანს გაუყვა. შემდეგ მარჯვნვ შეუხვია და ლამაზ, დახვეულ კიბეებს აუყვა.
-სად მივდივართ?
-მოიცადე პატარა. - უკანალზე მიარტყა ხელი, შემდეგ რკინის კარს მიადგა, იქვე დაკიდებული გასაღებით საკეტები გახსნა და მალე გარეთ გასულს ნიავმა აუწეწა თმები, სოფის კი კაბა აუფრიალა.
-სახურავზე ვართ? - გაოცებისგან წამოიყვირა, ლუკამ სწრაფად დასვა ძირს და მაშინვე ხელები მოხვია.
-ცხელოდა, ხან დაღლილი იყავი, ან მე არ ვიყავი სახლში და ვერ მოვახერხე ჩვენება. - ლოყაზე აკოცა გაოცებულ სოფის, იქვე მდგომ ხის დივანზე დაჯდა და ისე დააკვირდა მოსიარულე სოფის გაოცებული რომ ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს, სურნელოვანი ყვავილების სურნელს ისუნთქავდა და თვალები მომენტალურად უბრწყინდებოდა. პატარა ბაღივით მოეწყო იქაურობა, გარშემო სულ მცენარეები იყო, იქვე ორი საფეხურით დაბლა ჩასასვლელი, სადაც პატარა აუზი, მის გვერდძე კი ძაკუზი იყო ჩაშენებული. აუზთან რამდენიმე შეზლონგი, გასაშლელი ქოლგა და პატარა, ნივთების დასადები მაგიდა იდგა. გაოცებული შებრუნდა ლუკასკენ, დივანზე მჯდომს ნელა მიუახლოვდა, გვერდზე მიუჯდა და ნახევარი ტანით სხეულზე აეკრო.
-არ გაპატიებ აქამდე სახლში გამოკეტილს რომ გყავდი.
-ვეცდები დანაშაული გამოვისყიდო. - იქვე ლამაზად დაკეცილი პლედი მოაფარა, ხელი წელზე მოხვია და საფეთქელზე აკოცა. - ხვალ დილით ამოვიდეთ სანამ ძალიან არ დაცხება, შვიდ საათამდე სახლში ვართ, არსად გავდივართ და არავინ მოდის.
-სულ ასე ხარ შეჯიბრის დღეს?
-კი, წინა დღით ყველაფერს ვაგვარებ, შეჯიბრის დღეს კი ვისვენებ და ძალებს ვიღდგენ.
-არ ნერვიულობ? - ფეხები დივანზე დააგალა, თავი მკერდზე მიადო და ხედს ისე გახედა.
-არა… ვიცი ჩემი მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, დიდი ვერაფერი ვერ არის და ვიცი რომ მოვუგებ.
-და მერე რა იქნება?
-ცოტა ხნით გვერდები მეტკინება.
-ლუკა… ბელაზე აღარ გვინდა საუბარი კარგი? არც მის გამო ჩხუბი. გავიგე რამდენს ნიშნავს შენთვის და ჩემს სიტყვბეს მნიშვნელობა არ აქვს მის მიმართებაში. ხვალ მივაქცევ ყურადღებას თუ თვითონაც მოისურვებს ჩემთან საუბარს… ოღონდ ნუ ამბობ რომ ვეჭვიანობ, შენ კარგად იცი მე რა მეწყინა.
-ვხუმრობ. - შუბლზე მიაკრო ტუჩები თან თმაზე გადაუსვა ხელი.
-ბებიაშენი უსაყვარლესია.
-ძალით შეატრიალა კამერა, ვითომ თავიდან გამოერთო. - ჩაიცინა გახსენებისას, მერე ისევ ძმა ამოუტივტივდა გონებაში. - მომენატრა. - ხმა ჩაუწყდა სიტყვის თქმისას და უცებ ჩაახველა.
-ერთხელ მე და თორნიკემ ვიჩხუბეთ, არ მახსოვს ზუსტად რაზე, მაგრამ ათასი საშინელება ვუთხარი, ბოლოს მივაყოლე ხმა აღარ გამცე არასდროსთქო. მეორე დღეს ისევ მელაპარაკებოდა, ისე თითქოს წინა დღეს არაფერი მომხდარიყო, მე კიდე ვაიგნორებდი. ნერვები მეშლებოდა ისევ ჩვეულებრივ რომ მელაპარაკებოდა. ყოველთვის, რაც არ უნდა მომხდარიყო ბოლოს მაინც მირიგებდა, ან ჩამეხუტებოდა ან მაკოცებდა. სადმე რომ მიდიოდა სახლში მოწყენილობა იყო და მის გარეშე ვერ ვძლებდი. ამით იმის თქმა მინდა რომ ადრე თუ გვიან თქვენც შერიგდებით. შენ რომ აქამდე ჩასულიყავი უკვე შერიგებულები იქნებოდით მჯერა. გვიანი არასდროსაა, მთავარია სურვილი და მონდომება. დარწმუნებული ვარ იმ საქციელს ახსნა აქვს, ვერ იქნება ის ქალი ცუდი პიროვნება რომელიც შენ გიყვარდა, ან შენს ძმას უყვარს. ხომ იცი, ყველა ადამიანს გვყავს ჩვენი მეორე ნახევარი, შეიძლება ნინი შენი ძმის მეორე ნახევარი იყო, უბრალოდ რაღაც შეცდომა მოხდა. გულს ვერ უბრძანებო, ხომ გაგიგია.
-ნუ ამართლებ!
-ღალატს არასდროს გავამართლებ, ვცდილობ ვიპოვნო ის რასაც ჩავეჭიდები.
-შენ რატომ ფიქრობ ამ ყველაფერზე.
-მინდა რომ მშვიდად და თავისუფლად იყო ჩემს გვერდით. საოცარს სიმსუბუქეს ვგრძნობ როცა დიდი ხნის პრობლემას ვაგვარებ, სულიერად ვმშვიდდები. მინდა შენც ასე იყო და ის ტვირთი მოიშორო რომელსაც ამდენი წელია ატარებ.
-შენ თქვი რომ ღალატს არავის აპატიებ.
-მე შენზე და ზოგადად კაცებზე ვთქვი. დანარჩენს შეიძლება აპატიო თუ მთელი გულით სურთ პატიების მიღება.
-მე არ მაპატიებ მთელი გულით რომ გთხოვო? - ნიკაპზე მოკიდა თითები, თავი ააწევინა და მომღიმარი მოჭუტულ თვალებში ჩააშტერდა.
-რამე გააკეთე და წინასწარ იზღვევ თავს?
-არა. - სიცილით გააქნია თავი, თან მოწყვეტით აკოცა.
-არ ვიცი… არ ვიტყვი იმას რაშიც დარწმუნებული არ ვარ… მე არ მესმის რატომ უნდა მიღალატო თუ გეყვარები და მოგცემ იმას რაც გჭირდება. მოღალატე კაცები ჩემს თვალში ღორები არიან. შეიძლება გაპატიო იმის გამო რომ შენი დაკარგვა არ მომინდება, მაგრამ არასდროს დამავიწყდება. არ ვიცი, ვერ ვხვდები რატომ უნდა მოგინდეს სხვა როცა საყვარელი ადამიანი გყავს. მე სხვის ოდნავ შეხებასაც კი ვერ ვიტან და ვერც ავიტან.
-შენ ჩემი ხარ და ვერავინ ვერ შეგეხება.
-რატომ, შენი შეეშინდებათ? - სიცილით გააქნია თავი გახალისებულმა.
-დამცინი არა? - თვალებ მოჭუტულმა კაბის ქვეშიდან უკანალზე მიარტყა ხელი, სოფის კი სიცილი აუტყდა.
-მეტკინა! - ხელით დაიზილა უკანალი მოკისკისემ, მუცელზე მოხვეულ ხელს, თავისი დაადო, თან ყელში აკოცა.
-მატყუებ... ეგრე არ დამირტყამს.
-არ გინდა მომიყვე რა მოხდა?
-დღეს არა.
-ჰმ... არაფერს არ მიყვები, სულ მე მალაპარაკებ. - უკმაყოფილო სწრაფად წამოდგა ხის დივნიდან რომელზეც ბალიშები ელაგა, კიბისკენ დაიძრა ისე რომ ლუკას არც კი დალოდებია, ხვეული კიბეები სწრაფად ჩაიარა და პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრა.
-სოფი! სად გარბიხარ. - უკან დადევნებული საძინებელში შეყვა, ეგონა კიდე რამე ეწყინა, მაგრამ მის მშვიდ სახეს რომ წააწყდა ცოტა ამოისუნთქა.
-შენ თუ არაფერს მეტყვი, მე ვანგა არ ვარ ისე გავიგო.
-რატომ გინდა ასე გაგება?
-მგონია რომ ისევ ფიქრობ მასზე, ასე დამთავრებული სიყვარული ძნელად ავიწყდებათ ხალხს რადგან იმ ტკივილს ვერასდროს დაივიწყებენ. თუ არ მეტყვი მე ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ შენს გრძნობებში ვერ ვიქნები დარწმუნებული. მინდა ვიცოდე რას გრძნობდი, რას გრძნობ, ფიქრობ თუ არა მასზე, ბოლოს როდის იფიქრე, რა იფიქრე და ასე შემდეგ.
-ჩვენი პირველი პაემანის შემდეგ საერთოდ ვერც ერთ ქალზე ვეღარ ვფიქრობ შენს გარდა. - ლოყებზე მოკიდა ხელები მომღიმარმა, ტუჩებზე აკოცა, შემდეგ შუბლზე. - ხომ ხედავ, შენს ტუჩებსაც კი ვეღარ ვშორდები. ყველაფერს მოგიყვებ რაც მოხდა და ვიცი, ოღონდ სხვა დროს.
-როდის?
-ორშაბათს, დავსხდეთ, ჩაი დავლიოთ და მოგიყვები.
-მპირდები? - სახე გაბრწყინებულმა ხელის გულზე აკოცა.
-ჰო. ახლა დავიძინოთ კარგი? - საწოლთან მისულმა სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი, იქვე დადო და საწოლზე ავიდა.
-მე არ მეძინება.
-მოდი აქ, ჩაგეხუტები და დაგეძინება.
-ცხელი ხარ და მცხელა რომ მეხუტები. - ბურტყუნით დადგა მუხლებით საწოლზე და ნება მისცა ლუკას კაბის მოშორებაში დახმარებოდა.
-მაგრამ მაინც გსიამოვნებს. - მკერდის გვერდზე მოთავსებული ელვა შესაკრავი გახსნა, მერე ბოლოებს მოკიდა ხელი და კაბა მაღლა ასწია.
-ლუკა…
-არაუშავს. - მაშინვე მიუხვდა სათქმელს, ლოყებ შეფარკლულს ყბის ძვალზე აკოცა, შემდეგ კაბაც მაოშორა. მისი ლამაზი სხეული მთლიანად შეათვალიერა, თითები შიშველ მკერდზე ჩამოატარა, შემდეგ წელზე შეუცურა, თან ყელში აკოცა. - ჯანდაბა… წარმოდგენა არ გაქვს როგორ მინდიხარ... სამწუხაროდ შენი ფანტაზია ვერ მიაღწევს ჯერ-ჯერობით ჩემს ფიქრებამდე…
-ჰო, გარყვნილი ფიქრები ჯერ არ მაწუხებს. - სწრაფად დაწვა საწოლზე, თხელი გადასაფარებელი გადაიფარა და ლუკას ზურგი აქცია. გული სწრაფად უცემდა, სუნთქვაც აუჩქარდა და ზუსტად მაშინ გაუელვა თავში ყველა გარყვნილმა აზრმა. ლუკას ნათქვამი ‘მინდიხარ’ ჟრუანტელს ჰვრიდა და გამაბრუებელი ტალღები ფეხებს შორის მთავრდებოდა.
-ვის ატყუებ?
-ვცდილობ მაინც. - ჩაიცინა, ლუკამ კი მუცელზე მოხვია ხელი და ზურგით მკერდზე აიკრა.
-მითხარი რომ შენც გინდა ჩემთან, მაგრამ რაღაც მიზეზები თავის შეკავებას გაიძულებს. - ყელში აკოცა, შემდეგ მხარზე, თითები კი მკლავზე აატარა.
-არანაირი მიზეზი არ არსებობს… მინდა მაგრამ…
-გეშინია? - დაბოხებული ხმით დაიჩურჩულა სოფის ყურთან, შემდეგ იქვე აკოცა.
-ჰო... ოღონდ ასე უბრალოდ არა... - თალები ერთმანეთს დააჭირა სუნთქვა შეკრულმა. ლუკამ მოძრაობა შეწყვიტა, ცოტა ხანს გაშეშებული უყურებდა, ბოლოს თავისკენ გადაატრიალა და ამღვრეულ თვალებში ჩახედა.
-რა მოხდა? - წარბები შეკრა მის აწყლიანებულ ლურჯ სფეროებზე, სუნთქვაც კი შეეკრა წამით, მერე თმაზე გადაუსვა ხელი.
-არ მინდა მოყოლა, ცუდი მოგონებაა წარსულიდან.
-მითხარი. - მტევანზე აკოცა, მერე ყველა თითი სათითაოდ დაუკოცნა.
-სამი წლის წინ საქართველოში ვიყავი ჩასული და... ღამით ქუჩაში სეირნობა მიყარს, მთელი ცხოვრება ასე დავდიოდი და არასდროს მიფიქრია რაიმე ცუდზე. სახლში მივდიოდი ჩემი დაქალის სახლიდან, ორი საათი იქნებოდა... ვიღაც ორი 20 წლამდე ბიჭი ამეკიდა, მთვრალები იყვნენ... ალბათ კიდევ რაღაც ჰქონდათ გაკეთებული რადგან უცნაურ რაღაცეებს ამბობდნენ, წესიერად ვერ ლაპარაკობდნენ და გამაღიზიანებლად იცინოდნენ... - მაღლა აიხედა ცრემლები რომ არ გადმოსცვენოდა, მაგრამ დაუკითხავად მაინც გაიკვალეს გზა საფეთქლებისკენ. - მეგონა მოვკვდებოდი... მე ვერ გავუძლებდი და ალბათ რამეს დავუშავებდი საკუთარ თავს... მერე ვიღაც ბიჭი გამოჩნდა, არ დამინახავს მისი სახე, წადიო მითხრა და გათიშულმა სახლამდე როგორ მივაღწიე დღემდე არ მახსოვს... - დეტალებით მოყოლას თავი აარიდა, სახეზე მიდებულ ლუკას ხელის გულში უკეთ მოათავსა ლოყა, თან ხელის გულზე აკოცა.
-ამას ახლა მეუბნები?
-არავისთვის მითქვამს, დღემდე არავინ იცოდა, ახლა შენ იცი.
-მაპატიე...
-არაფერია... მე შენთან ყოფნა მინდა და ამიტომ ვარ აქ. გენდობი ახლაც და გენდობი მერეც. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება რომ ასეთს შეგეჩვიო. შენი შიშველი სხეულის დანახვისას ათასი გარყვილობა მიტრიალებს თავში, მაგრამ ცოტა ხანს მინდა ასე ვიყოთ, იქამდე სანამ შენზე არ გადამეკეტება და მე თვითონ არ გეტყვი მოდი გამაგიჟეთქო. - ბოლოს სიცილით დააყოლა და ლუკას გაცინებაც შესძლო.
-როგორც გინდა. - წელზე მოხვეული ხელით თავისკენ მისწია, მკერდზე მიიხუტა, თან შუბლზე მიაკრო ტუჩები რამდენიმე წამით.
-მომეშვა იცი? ახლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს...
-როგორ შეგიძლია ასე საუბარი?
-როგორ?
-ყველაფრის თქმა.
-არ ვიცი... ვფიქრობ..
-კიდევ იმას იძახის ვფიქრობო. - სიცილით თქვა, თან ხმაურით აკოცა ლოყაზე.
-ვფიქრობ ურთიერთობაში გულწრფელობა და ასეთი საუბრები კარგია. ხომ მითხარი რომ საბა მოგენატრა... კიდევ რა იგრძენი?
-თავს არასრულყოფილად და მარტოდ ვგრძნობ. ანუ მივხვდი რომ ამას ვგრძნობდი მთელი ამ დროის მანძილზე, მაგრამ ბრაზით ვანაცვლებდი... რაც ვლაპარაკობდი იდგა და მისმენდა... - ჩაფიქრებულმა თქვა, მერე თავის თავზე გაიცინა. - სისულელეებს მაკეთებინებ ამხელა კაცს და ბავშვივით ვცანცარდები.
-მე ძალიან მომწონხარ.
-როგორ გააქრე ბრაზი.
-მე კი არ გავაქრე, შენთვის მეორე ხარისხოვანი გახდა როდესაც მე პირველი ადგილი დავიკავე. ახლა როცა მე გყავარ და გიყვარდები იმდენად აღარ გაინტერესებს წარსული და აღარ ფიქრობ მათზე. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, თან მკერდზე აკოცა. აღარაფერი უთქვამს ლუკას, გადატრიალებულს ზურგზე მიეხუტა, ხელი კი მუცელზე მოხვია. უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, დაღლილს სხეულიც მოდუნებოდა და გონებიდან ფიქრებსაც უფანტავდა სოფის თმის სურნელი.
*************
საიტი ცოტა ჭედავს ჩემთან, როგორც აჭარანეთი. მაინც შორს ვარ.
ჰოდა, ამათ ურთიერთობას ვანვითარებ, გაწელილად არ მოგეჩვენებათ.



№1  offline წევრი ნანა73

დავტკბი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
მთლიანად ამათი იყო მთელი თავი. ფიზიკური ლტოლვის გარდა, ურთიერობის განვითარებაში აუციებელია ასეთი საუბრები. შეცნობა უმნიშვნელო დეტალებით მოდის.
სოფი იმდენად მომწონს ალბათ ლუკამ რომ რამე სერიოზულად აწყენინოს, პატიების შესაძლებლობა მოუსპოს, დარდით ვიტირებ kissing_closed_eyes
მიყვარს ეს გოგო და რა გავაკეთო?
ლუკა? ლუკაც მიყვარს. როგორ აფიქრებს და ცვლის მის ჩვევებს ამ გოგოს საქციელები.
როგორ ეძებს თავის თავში ზუსტ პასუხებს სოფოსთან დაკავშირებით.
მიყვარს მათი დიალოგები.
სიამოვნებით წავიკითხავდი და არ დავიღლებოდი მათი ყოველდღიურობით. relaxed
კარგი ხარ!!! ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი დარინა

მე გაწელილად არანაირად არ მეჩვენება, მომწონსროგორც მიიწევენ წინ ნაბიჯნაბიჯ, აბა ასე უცებ როგორ იქნება ყველაფერიიი, ჯერ უნდა გაიცნონ ერთმანეთიი, ისე ზოგჯერ კი მიუხვედრელი ვირია ეს ჩვენი ლუკა ცოტა ტვინის განძრევა არ აწყენდა ყველაფერზე სოფი კი ვერ დაუღეჭავს სათითაოდ რა ეწყინება რა ეტკინება, აი თვითონაც უნდა ხვდებოდეს, ცოტა ეჭვიანობაც არ გვაწყენდაა აი წვეულებაზე რომ წაიეჭვიანოს და მიხვდეს მოს გვერდით როგორი განძი ყავს, სოფის პირდაპირობა კი როგორც უოველთვის მხინლავს, ცოტა რომ შემოულაწუნოს კი არ იქნება ზედმეტიი, აი იმედია საბას და ნინის რაღაც გასასამართლებელი საბაბი აქვთ, ვნახოთ ვნახოთ რა იქნება შემდეგშიი. აუ გყვარობ როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

სულაც არ არის გაწელილი და ძალიან მომწონს.გამიხარდა ამ თავში საბას გამოჩენა.დარწმუნებული ვარ სოფი ძალიან დიდ გადატრიალებას მოაწყობს ლუკას თავში.მომწონს სოფის გულახდილი საუბრები და ისიც, როგორ ცდილობს ლუკა ყველაფერი გამოასწოროს.ველი ახალ თავს kissing_heart
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი painter1

ნანა73
დავტკბი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
მთლიანად ამათი იყო მთელი თავი. ფიზიკური ლტოლვის გარდა, ურთიერობის განვითარებაში აუციებელია ასეთი საუბრები. შეცნობა უმნიშვნელო დეტალებით მოდის.
სოფი იმდენად მომწონს ალბათ ლუკამ რომ რამე სერიოზულად აწყენინოს, პატიების შესაძლებლობა მოუსპოს, დარდით ვიტირებ kissing_closed_eyes
მიყვარს ეს გოგო და რა გავაკეთო?
ლუკა? ლუკაც მიყვარს. როგორ აფიქრებს და ცვლის მის ჩვევებს ამ გოგოს საქციელები.
როგორ ეძებს თავის თავში ზუსტ პასუხებს სოფოსთან დაკავშირებით.
მიყვარს მათი დიალოგები.
სიამოვნებით წავიკითხავდი და არ დავიღლებოდი მათი ყოველდღიურობით. relaxed
კარგი ხარ!!! ❤️❤️❤️

ჰო მეც ასე ვფიქრობ, მგონი ეს პირველი ისტორიაა სადაც ჩემი წყვილი ასე არის, ფიზიკური ურთიერთობის გარეშე :დ
მიხარია ძალიან ასე რომ მოგწონს წყვილიი^^❤️

დარინა
მე გაწელილად არანაირად არ მეჩვენება, მომწონსროგორც მიიწევენ წინ ნაბიჯნაბიჯ, აბა ასე უცებ როგორ იქნება ყველაფერიიი, ჯერ უნდა გაიცნონ ერთმანეთიი, ისე ზოგჯერ კი მიუხვედრელი ვირია ეს ჩვენი ლუკა ცოტა ტვინის განძრევა არ აწყენდა ყველაფერზე სოფი კი ვერ დაუღეჭავს სათითაოდ რა ეწყინება რა ეტკინება, აი თვითონაც უნდა ხვდებოდეს, ცოტა ეჭვიანობაც არ გვაწყენდაა აი წვეულებაზე რომ წაიეჭვიანოს და მიხვდეს მოს გვერდით როგორი განძი ყავს, სოფის პირდაპირობა კი როგორც უოველთვის მხინლავს, ცოტა რომ შემოულაწუნოს კი არ იქნება ზედმეტიი, აი იმედია საბას და ნინის რაღაც გასასამართლებელი საბაბი აქვთ, ვნახოთ ვნახოთ რა იქნება შემდეგშიი. აუ გყვარობ როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️❤️

აუუ მიყვარს შენი ემოციებით დამუხტული კომენტარები და რა გავაკეთო. კი მეც ეგ ვიფიქრე ტვინის განძრევა ეზარება ამ ბიჭსთქო :დ გოგო ეგრე შეკვეთებით რა არის... მოიცადე ცოტახანი და ვნახოთ რას იზამს ლუკა წვეულებაზე. რაღაც იდეები მაქვს. თუ მოვახერხე ხვალ გვიან დადება დავდებ. ❤️❤️

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არანააირაად არაა გაწელილი ისე გემრიელად ვკითხულობდა ისე სიამოვნებით არა მართლა გეუბნები მგონი პიეველად ვიგრძენი ისტორიაში ასეთი ჰაემონიული და ტკბილი წყვილი როგორიც შენ გყავს♥️
ძალიან მომწონს მართლა ყველაფერი შეუდარებელია დაასე გააგრძელე სიახლეებს ველოდები♥️♥️♥️

დაჰო ლუკას გაბრაზება და ეჭვიანობაც მაინტერესებს :დდდ მარტო სოფის ნუ მიჩაგრავთ თორე დედას უტირებს ბელასაც და ამ ვაჟბატონსაც!

 


№6  offline მოდერი painter1

La-Na
სულაც არ არის გაწელილი და ძალიან მომწონს.გამიხარდა ამ თავში საბას გამოჩენა.დარწმუნებული ვარ სოფი ძალიან დიდ გადატრიალებას მოაწყობს ლუკას თავში.მომწონს სოფის გულახდილი საუბრები და ისიც, როგორ ცდილობს ლუკა ყველაფერი გამოასწოროს.ველი ახალ თავს kissing_heart

მიხარია თუ ასეა, სხვანაირად არ გამოვა უბრალოდ ისე მიდის სიტუაცია. ხო საბას გამოჩენა საჭიროა რომ მიხვდეს თავის გრძნობებს. ისევ სოფი თუ გამოასწორებს ყველაფერს. ვეცდები მალე დავდო❤️❤️

 


№7  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან მნიშვნელოვანია ბრაზისგან გათავისუფლება... უნდა გაუშვა ყველა წყენა და დატოვო რეალობა, აქ და ახლა.
მესიამოვნა იქ რომ იდგა და უსმენდა... ისიც მომეწონა, მისი ხმის გაუგონრად რომ არ დატოვა. ეს ის იყო, რაც ორივეს სჭირდებოდა.
სოფი კი, თან ბავშვურია, თან როგორი ფსიქოლოგია?!

 


№8  offline მოდერი painter1

ტკბილიწიწაკა
არანააირაად არაა გაწელილი ისე გემრიელად ვკითხულობდა ისე სიამოვნებით არა მართლა გეუბნები მგონი პიეველად ვიგრძენი ისტორიაში ასეთი ჰაემონიული და ტკბილი წყვილი როგორიც შენ გყავს♥️
ძალიან მომწონს მართლა ყველაფერი შეუდარებელია დაასე გააგრძელე სიახლეებს ველოდები♥️♥️♥️

დაჰო ლუკას გაბრაზება და ეჭვიანობაც მაინტერესებს :დდდ მარტო სოფის ნუ მიჩაგრავთ თორე დედას უტირებს ბელასაც და ამ ვაჟბატონსაც!

უფ, რა კარგია მართლა ასეთი წყვილი თუ გამომდის. ჩემთვისაც რაღაც განსხვავებული წყვილია წერის დროს, ღიმილით ჩავარიკრიკებ ხოლმე კარგ მომენტებს ^^ ასეთი წყვილი არ მყოლია და მეც მომწონს ❤️

მე♥უცნაურე
ძალიან მნიშვნელოვანია ბრაზისგან გათავისუფლება... უნდა გაუშვა ყველა წყენა და დატოვო რეალობა, აქ და ახლა.
მესიამოვნა იქ რომ იდგა და უსმენდა... ისიც მომეწონა, მისი ხმის გაუგონრად რომ არ დატოვა. ეს ის იყო, რაც ორივეს სჭირდებოდა.
სოფი კი, თან ბავშვურია, თან როგორი ფსიქოლოგია?!

ჰო პირველ რიგში ბრაზისგან უნდა გათავისუფლდე პატიება რომ შეძლო და სხვა უარყოფითი გრძნობები მოიშორო. ალბათ ეს მოსწონს ლუკასაც სოფიში, ეს ორი თვისება ერთად. ^^❤️

 


№9 სტუმარი მკითხველი

შესანიშნავია❤️
უბრალოდ ერთს ვიტყვი მგონია რო ბელა ძაან აითვალწუნა ერთი უყურადღებობის გამო და არმომწონს, ძაან „უტრაკებს” ლუკას????❤️

 


№10  offline მოდერი painter1

მკითხველი
შესანიშნავია❤️
უბრალოდ ერთს ვიტყვი მგონია რო ბელა ძაან აითვალწუნა ერთი უყურადღებობის გამო და არმომწონს, ძაან „უტრაკებს” ლუკას????❤️

შეიძლება ზედმეტადაც კი ამოითვალწუნა ასე ერთი ნახვით და შემდეგ ნახვაზე რა იცი რა ხდება. ვეცდები დღეს დავდო ^^ ❤️

 


№11 სტუმარი Am

Sauketesoaaaa!!!! Dzalian momewona imdenad sasianovnod migyavs situacia, gtxov dgesac dade tu moaxerxeb:(

 


№12  offline მოდერი painter1

Am
Sauketesoaaaa!!!! Dzalian momewona imdenad sasianovnod migyavs situacia, gtxov dgesac dade tu moaxerxeb:(

ახლა ძილს ვაპირებ, რომ გავიღვიძებ გვიანობამდე თუ მოვახერხე დავდებ ^^ მაგრამ არ მგონია ❤️

 


№13 სტუმარი ტაისა

არანაირად არ არის გაწელილი,შესანიშნავად ვითარდება მოქმედება heart_eyes

მე არ ვიცი რას ნიშნავს და ან ძმა გყავდეს, მაგრამ ალბათ მაინც უნდა აპატიო ყველაფერი ,რაც არ უნდა მოხდეს. მე მინდა ,რომ ლუკამ აპატიოს,მიუხედავად იმისა,რომ ძმის ღალატი საყვარელი ქალის ღალატზე უფრო სასტიკი და მტკინვეულია.
მოკლედ , მჯერა ,რომ სოფი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის wink
გელი

 


№14  offline მოდერი painter1

ტაისა
არანაირად არ არის გაწელილი,შესანიშნავად ვითარდება მოქმედება heart_eyes

მე არ ვიცი რას ნიშნავს და ან ძმა გყავდეს, მაგრამ ალბათ მაინც უნდა აპატიო ყველაფერი ,რაც არ უნდა მოხდეს. მე მინდა ,რომ ლუკამ აპატიოს,მიუხედავად იმისა,რომ ძმის ღალატი საყვარელი ქალის ღალატზე უფრო სასტიკი და მტკინვეულია.
მოკლედ , მჯერა ,რომ სოფი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის wink
გელი

და არც მე არ ვიცი, ვერც წარმოვიდგენ და მაგიტომ არ ჰყავთ ხშირად ჩემს პერსონაჟებს დები. აი და-ძმაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო. ძალიან ცუდია ეს გრძნობები რომ გაკლია. მართალია, ყველაზე მტკივნეული ძმის, ან დის ღალატია. სოფის იმედზე ვართ ჩვენც. ❤️❤️

 


№15 სტუმარი elen

არ ვიცი რა ვთქვა, ყველასგაან განსხვავებული ისტორიაა,არა სიუჟეტით არამედ წყვილის ურთიერთობით. აი ლუკასნაური პერსონაჟი მემგონი არც გყოლია შენ. ესე ესმოდეს წყვილს ერთმანეთის,ესე თმობდნენ თავიანთ პოზიციებს მე ჯერ რავი არც გამიგია.მგონია რო ზუსტად ეგ არის სიყვარული როცა შეგიძლია ყველანაირად გაუგო ადამიანს.
მოკლედ ძალიან მომწონს

 


№16  offline მოდერი painter1

elen
არ ვიცი რა ვთქვა, ყველასგაან განსხვავებული ისტორიაა,არა სიუჟეტით არამედ წყვილის ურთიერთობით. აი ლუკასნაური პერსონაჟი მემგონი არც გყოლია შენ. ესე ესმოდეს წყვილს ერთმანეთის,ესე თმობდნენ თავიანთ პოზიციებს მე ჯერ რავი არც გამიგია.მგონია რო ზუსტად ეგ არის სიყვარული როცა შეგიძლია ყველანაირად გაუგო ადამიანს.
მოკლედ ძალიან მომწონს

მეც ვფიქრობ რომ ამ წყვილის ურთიერთობა ყველასგან განსხვავდება. არც მე დამიწერია და არც სხვისი ნაწერი მინახავს ასეთ წყვილზე და ძალიან მომწონს რომ მე ეს შევძელი. ^^
მადლობა ❤️

 


№17 სტუმარი ანუ

ძააალიან მაგარია მალე დადე რა ^-^

 


№18  offline მოდერი painter1

ანუ
ძააალიან მაგარია მალე დადე რა ^-^

მადლობაა❤️❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეე ისე ვარ აჟიტირებული ლუკას და საბას ურთიერთობა უფრო მაინტერესებს ვიდრე სოფისი და ლუკასი :დ :დ
გელი მოუთმენლად

 


№20  offline მოდერი painter1

სტუმარი ანი
ვაიმეეე ისე ვარ აჟიტირებული ლუკას და საბას ურთიერთობა უფრო მაინტერესებს ვიდრე სოფისი და ლუკასი :დ :დ
გელი მოუთმენლად

მგონი მეც ეგრე ვარ ახლა და ვნახოთ რა გამომივა. ხვალ დავდებ ახალს.
მიხარია შენს ფიქრებს რომ მიზიარებ ❤️❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი სტუმარი

დღეს არ იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent