ბრძოლა {9}
გაშლილი ქოლგის ქვეშ მოთავსებულ შეზლონგზე მწოლს სათვალე დაემაგრებინა ცხვირზე, აუზში მოცურავე სოფის რამდენიმე წამს გახედავდა, შემდეგ ისევ ტელეფონში განაგრძობდა სოციალური ქსელების თვალიერებას. რამდენჯერმე გადაწყვიტა ძმის ფეისბუქის მოძებნა, მაგრამ ყოველ ჯერზე აკრეფილ სახელს ისევ შლიდა. ბოლოს ქეთისთან გადარეკა, საქართველოში რვის ნახევარი იყო იმ დროს. მოუთმენლად ელოდა როდის აიღებდა ქალი ზარს, ქეთიმ კი ზუსტად მაშინ უპასუხა როცა იმედი გადაეწურა ალანიას. დიდ ხანს ესაუბრა, ყველა მოიკითხა, ძველი ნათესავები გაიხსენა იმის იმედით რომ საბა გამოჩნდებოდა და ძმის ხმას ისევ გაიგებდა. სამწუხაროდ არავის ხმა არ ესმოდა ქეთის გარდა, მომღიმარი ქალიც კი ხვდებოდა რატომ აჭიანურებდა ამდენ ხანს საუბარის დასრულებას. ბოლოს უთხრა რომ სახლში არავინ იყო ბებოს და ბატონი ვიტოს გარდა. ისიც უკმაყოფილო გამომეტყველებით დაემშვიდობა, ტელეფონი იქვე დადო და აუზიდან ამომავალ სოფის დააკვირდა. -როგორ არის ბებო? - როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ჰკითხა, შეზლონგზე დაჯდა, პატარა სანივთე მაგიდაზე დადებული ცივი ლუდი მოიყუდა ბოთლიდან, მერე კი ჩაფიქრებულ ლუკას შეხედა. -ჩვეულ ფორმაშია უკვე. -ბავშვი? გამოკეთდა? -ჰო, ახლა კარგად არის. - თავი დახარა, შემდეგ ხელიდან ააცალა ლუდის ბოთლი და ერთი ყლუპი მოსვა. -არ გაინტერესებს როგორები არიან? -არ ვიცი. - დაბნეული მზერა მიაბყრო სოფის, წამსვე გაუჩნდა მწვანე თვალებში სხივები იმის წარმოდგენისას რომ ქალი ტელეფონს მოიმარჯვებდა და მათ სურათებს მოძებნიდა. იცოდა მისთვის აუცილებლად გააკეთებდა ამას, ხედავდა რომ უთქმელადაც ხვდებოდა ეს ლურჯ თვალება ქალი ყველაფერს. ლუკაც მოუთმენლად ელოდა როდის დაიწყებდა მოქმედებას. -მიიწიე. - ლუდის ბოთლი იქვე დადგა, ტელეფონი აიღო და ლუკას გვერდზე მიუწვა. მის გაშლილ მკლავზე დადო თავი, ინსტაგრამში შევიდა და სანამ საძიებელში ქალის სახელს შეიყვანდა ლუკას ახედა. - რა გვარია ნინი? -არ გინდა. - თავი მოპირდაპირე მხარეს შეატრიალა, თან თვალები დახუჭა. -მაინც მოვძებნი, ნუ მაწვალებ და მითხარი. - ყბის ძვალძე აკოცა, მერე ყელზე მიაკრო ტუჩები. ცხვირზე დამაგრებული სათვალე უცებ მოხსნა, სახე თავისკენ შეაბრუნებინა და ტუჩებზე აკოცა. ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა ლუკამ, მალე მის ბაგეებს მოსწყდა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მაინც უთხრა ქალის გვარი. -კიკნაძე… სოფი მე არ... -მხოლოდ ბავშვის სურათებს ვნახავ. - სახეზე მიდებულ ხელის გულზე აკოცა, მერე თვალებში ჩააშტერდა. რამდენიმე წამი მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს, ხედავდა როგორ უჭირდა ამდენი ხნის შემდეგაც კი ყოფილი ქალის ნახვა, ცდილობდა მისთვის გაეგო, მის მდგომარეობაში შესულიყო, ახერხებდა კიდეც, მაგრამ შინაგანად მაინც სწყინდა ის დამოკიდებულება რაც ნინის მიმართ გააჩნდა. არ უნდა საერთიდ რამე ეგრძნო მისი დანახვისას, არ გახსენებოდა წარსული და ჩაეთვალა თავის ძმის მეუღლედ. არ იყო ვალდებული ამდენი გაეკეთებინა მისთვის, ესაუბრა, უამრავჯერ ეცადა უარყოფითი გრძნობების გაქრობა, აეტანა და გაეძლო ჯერ კიდევ ვერ დავიწყებულ წარსულში ჩაფლული კაცი, არ იყო ვალდებული, მაგრამ ლუკას მიმართ გაჩენილი გრძნობების და მასზე მიჯაჭვულობის გამო ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო, ან არ შეეძლო. აკეთებდა უანგაროდ, ლუკასთვის და საკუთარი თავისთვის. იცოდა რას ნიშნავდა გულში გამჯდარი ბრაზისგან, ტკივილისგან და მსგავსი არასასიამოვნო გრძნობებისგან განთავისუფლება. იცოდა ახლა თუ იბრძოლებდა მის გვერდზე მდგომი, ახლა თუ დაეხმარებოდა ამ ყველაფრის გადალახვაში, ბოლოს თვითონაც შეძლებდა დამშვიდებული და განთავისუფლებული ლუკას გვერდით მშვიდად ყოფნას. - უბრალოდ მითხარი… ვინ ვარ მე შენთვის. -ყველა’ფერი ხარ. - მაშინვე მიუხვდა კითხვის მიზეზს ქალს, მიხვდა ისიც ნერვიულობდა თავის არეულ გონებაზე, მაგრამ იმ დროს დარწმუნებული იყო იმაში რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ის გრძნობა არ გაქრებოდა რასაც სოფის მიმართ განიცდიდა, არც შემცირდებოდა, პირიქით, დღითიდღე ამჩნევდა მის მიმართ გაზრდილ გრძნობებს რომლებიც სასიამოვნო ემოციებს და შეგრძნებებს სძენდა. - ერთადერთი რაზეც არ უნდა ინრევიულო ის არის რომ შენს მიმართ არსებული გრძნობები გამინელდება… მე შენ გიპოვნე სრულიად შემთხვევით, ყველა უჯრედით ვგრძნობ რომ ჩემი ხარ და შენს გაშვებას არ ვაპირებ. - ლოყაზე მიეფერა, შემდეგ ტუჩები მთელი სინაზით დაუკოცნა. ხერხემალში დავლილმა ჟრუანტელმა კანი დაუხორკლა და ამ სასიამოვნო შეგრძნებამ თავი უფრო ცოცხლად აგრძნობინა. -კარგი. - მომღიმარმა ლოყაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ინსტაგრამზე მოძებნა ქალი, რამდენიმე აჩვენა, მაგრამ არცერთი იყო იმათგან, ბოლოს სხვანაირად სცადა მისი მოძებნა და იპოვნა კიდეც. ლუკა გაოცებული უყურებდა ნაცნობ სახეს, პატარა, სუსტი გოგო ახლა ლამაზი ქალი იყო, სამი შვილის დედა, მოსიყვარულე ცოლი და მხიარული მეგობარი, ეს ყველაფერი კი გამოქვეყნებულ სურათებში ჩანდა. სანამ სხვა სურათებს დაინახავდა ორი ერთნაირი ბავშვის სურათს დააჭირა თითი, სოფის ხელიდან ააცალა ტელეფონი და ვარდისფერ კაბებში გამოწყობილ მომღიმარ ძმისშვილებს დააკვირდა. ორივეს ჩასჩხვლეტოდა ლოყები, თვალები ოდნავ გაეხილათ, პატარა თითებით კი ერთმანეთს ებღაუჭებოდნენ. სახე გაბრწყინებული უყურებდა პატარა, შავგვრემან, ლურჯ თვალა ბავშვებს და გულიც უფრო ჩქარ-ჩქარა იწყებდა ფეთქვას. ემოციების მოწოლისგან ვერც მიხვდა როგორ აევსო სითხით ჩაწითლებული მწვანე სფეროები, შემდეგ კი თვალის ჯებირებიც გადმოლახა და გზა სწრაფად გაიკვალა ლოყებზე. არ შეუმშრალებია ისე გადავიდა შემდეგზე, წამსვე ამოძრავდა კადრები, ვიდეოში აქეთ-იქით მოსიარულე საბას წააწყდა, ხელში ერთ-ერთი ქალიშვილი დაეჭირა, რაღაცას ბურტყუნებდა, თან მის დაძინებას ცდილობდა. საბასგან კი ქალის მკლავებში მომწყვდეულ მძინარე გოგონას დააჩერდა კამერა. გაყინული უყურებდა ეკრანს, რომელზეც ისევ და ისევ მეორდებოდა ერთიდაიგივე მომენტები. სუნთქვა სრულიად შეეწყვიტა, მალე ალბათ გულიც გაუჩერდებოდა. სწრაფად შეიმშრალა დასველებული სახე, შეზლონგიდან წამოდგა და სიტყვის უთქმელად დატოვა იქაურობა. დაბლა ჩასულმა სწრაფად ჩაიცვა ტანზე, მოტოციკლეტის გასაღები აიღო და ისე წავიდა სახლიდან იმ წამს გამოჩენილი სოფისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. დაბლა ჩასულმა დაცვას სპეციალური ავტოფარეხი გააღებინა, შიგნით შესულმა თავსაფარი მოირგო და ერთ-ერთ მოტოზე შემომჯდარი იქიდან წამებში გაუჩინარდა. ქუჩები სწრაფად გაკვეთა, რამდენჯერმე შეაჩერა ჯარიმების თავიდან ასაცილებლად, ბოლოს კი ჰაივეიზე გაიჭრა, სიჩქარეს ნელ-ნელ უმატა, გონება რამდენიმე წუთით გათიშა რადგან მხოლოდ ნანახი კადრები უტრიალებდა. როგორც კი შედარებით ცარიელ გზაზე გადავიდა სიჩქარის მაქსიმუმს მიაღწია, მოზღვავებული ადრენალინის გამო აღარც აქცევდა ყურადღებას საჭესთან დამაგრებულ სიჩქარის მაჩვენებელს. ხელები მთლიანად გაუბუჟდა, წინ გამოჩენილმა სამმა ჩამწკრივებულმა მანქანამ გონება დაუბინდა, თვალები დახუჭა შეჯახების მოლოდინში, მაგრამ წამსვე წინ გამოსახულმა ლურჯმა სფეროებმა თვალების გახელა და მანქანებს შორის მოხერხებულად გაძვრომა აიძულა. რამდენიმე მეტრში გზიდან გადასულმა მოტო გააჩერა, მიწაზე ფეხის დადგმისთანავე შებარბაცდა, თავსაფარი მოიხსნა, გრძნობდა ენერგიით დატვირთულს გული როგორ სწრაფად უცემდა, სისხლი პირდაპირ ტვინში აწვებოდა და საკუთარი გულის ცემაც კი ესმოდა. თვალებ დახუჭულმა ცას მიუშვირა სახე, ჰაერს დიდი რაოდენობით ისუნთქავდა. დამშვიდებას ცდილობდა, სოფის მომღიმარ, გაბრწინებულ სახეს წარმოიდგენდა, მის კამკამა ლურჯ თალებს და გაყინული ორგანიზმი ნელ-ნელა უთბებოდა. მალე ერთი წვეთი დაეცა თვალთან ახლოს, შემდეგ მეორე, რამდენიმე წამში კი წინწკვლას უმატა. გაეღიმა, კვლავ თვალები დახუჭა და დაელოდა როდის დაუსველებდა წვიმა სხეულს. -კარგად ხარ ძმაო? - იქვე გაჩერებული მანქანიდან უცნობმა გადმოყო თავი და ლუკას ყურადღებაც მაშინვე მიიქცია. მერე მიხვდა სად იმყოფებოდა. -კი, კარგად ვარ. -რამე ხომ არ გჭირდება? -არა, მადლობა. - სწრაფად მოთავსდა მოტოციკლეტზე და დაქოქვის თანავე იქაურობას მოშორდა. მთლიანად სველი იყო სახლში რომ მივიდა, სხეული უკანკალებდა თან ლიფტიდან გასული თვალებით სოფის ეძებდა. -ლუკა! - ფეხის ხმაზე სწრაფად გამოჩნდა თვალებ ამღვრეული ადამია, ადგილზე გააშეშა მთლიანად სველი კაცი, შემდეგ სწრაფად მივარდა და მთელი ძალით მოეხვია. - ღმერთო… კიდევ კარგი კარგად ხარ. - სახეზე მოკიდებულ ლუკას ხელებს თავისები დაადო ზევიდან და კაცს კოცნაში აჰყვა, რომ მიხვდა კარგად იყო სწრაფად მოშორდა, წამებში სულ სხვა ქალად გადაიქცა და ლუკაც გაოცებული დატოვა. - სად იყავი? იცი რამდენი ვინერვიულე? მინიმუმ ერთი წელი წაიღე ჩემი ცხოვრებიდან! მეგონა ავარიაში მოყევი, ვინმეს დაეჯახე, ან სადმე გადავარდი… ღმერთო ამდენი ცხოვრებაში არ მინერვიულია! ვერ გიტან! აღარ გაბედო ასე გაქცევა! ტელეფონიც აქ დატოვე, შეიძლებოდა რამე დაგმართნოდა, თან მოტოთი წახვედი! -სოფი... - საუბარი გააწყვეტინა ქალს, თითებით ისევ დაუჭირა სახე, ნელა მოეფერა ლოყებზე და თვალებში ჩახედა. - ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, შენთან უნდა გავატარო კიდევ ძალიან ბევრი დრო... მაპატიე კარგი? შენს თავს ვფიცავარ აღარ გავიმეორებ. -აი მე წავალ ერთხელ ეგრე და მიხვდები რომ ბოდიში ვერაფერს შველის! - ხელები მოაშორებინა სახიდან, ზურგი აქცია და საძინებელში შესული პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, დიდ ჯაკუზში ცხელი წყალი მოუშვა, მერე კი დიდ შუშებს მიუახლოვდა და ღრუბლებისგან ჩამობნელებულ მანჰეტენს გახედა. ისევ წვიმდა, ნაცრისფერ ღრუბლებში ცისფერი შუქები ელავდა და ცაც გრუხუნებდა. არ ელოდა ამინდის ასეთ ცვლილებას, მაგრამ დიდად არც გაჰკვირვებია, უკვე მიჩვეული იყო მსგავს ცვალებად ამინდებს. წამსვე შეცბა უკნიდან სველი სხეული რომ აეკრო, შემდეგ სველი ტუჩების შეხება იგრძნო კისერზე, სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, ლუკასკენ შებრუნდა და მომლოდინედ მიაჩერდა მწვანე თვალებში. -დამეხმარები? - ტანზე მიკრულ მაისურზე ანიშნა, სოფიც თავის ქნევით დასთანხმდა. მაისურის შიგნიდან წელზე აატარა ხელები, მერე ნაჭრის ბოლოებს ჩაეჭიდა და ნელა მოაშორა სხეულიდან. თითებით მხრებიდან ჭიპამდე ჩავიდა მკერდის გავლით, შავი ქამარი შეუხნსა, შემდეგ ღილი და ელვა შესაკრავიც მიაყოლა, სველი შარვალი დაბლა დაქაჩა და მალე მხოლოდ საცვლის ამარა დატოვა. -გავალ. -დარჩი. - სანამ ნაბიჯს გადადგამდა მანამდე ჩაკიდა ხელი, მეორე წელზე შეუცურა და მის სახესთან დახრილმა ზედ ქალის ტუჩებთან ამოილაპარაკა. - ახლა არ დამტოვო. - ოდნავ შეეხო ქალის ტუჩებს, შემდეგ ნელა გახადა ზევიდან გადაცმული კაბა, მკლავი წვრილ წელზე შემოხვია და მის ტუჩებს დაეპატრონა. ბოლოს ორივე ცხელ წყალში ჩაწვა, მოპირდაპირედ მსხდომები თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, სოფის დიდად არა, მაგრამ ალანიას ძალიან სიამოვნებდა გაყინულ ტანზე ცხელი წყლის შეგრძნება. ხმას ვერ იღებდა, ისიც კი არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ ხვდებოდა ახლა რომ არ მოეყოლა სოფისთვის ყველა შეგრძნება მთელი დღის მანძილზე წესიერად არ დაელაპარაკებოდა ნაწყენი ქალბატონი, უბრალოდ არ იცოდა საიდან დაეწყო. - არ ვიცოდი როგორი ურთიერთობა ექნებოდათ იმ ყველაფრის შემდეგ, არ მეგონა ასე ბედნიერად თუ იქნებოდნენ... შენი აზრით აქვთ ბედნიერების უფლება? -ბედნიერების უფლება ყველას აქვს. გააჩნია იმას რა გაბედნიერებს. ზოგ ადამიანს ბედნიერებისთვის ჭამა ჰყოფნის, ზოგს საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა, სად და როგორ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. შენ რომ ჩვეულებრივი ყოფილიყავი… შენს ცხოვრებას ვგულისხმობ. გეცხოვრა პატარა ბინაში, გქონოდა დაბალ ანაზღაურებადი სამსახური და მანჰეტენის ნაცვლად სადმე ჩვეულებრივ ადგილას გქონოდა სახლი, მაინც წამოგყვებოდი შენთან გადმოსვლა რომ გეთხოვა. -რატომ? -შენც იცი რატომ. - თვალები აატრიალა ლუკას მომღიმარი სახის ყურებისას. -მინდა შენ მითხრა. -მაბედნიერებს შენთან ყოფნა, მხოლოდ შენი სითბო და ყურადღება მინდა, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, დარწმუნებულიც კი ვარ ამ წლების მანძილზე ორივეს დანაშაულის გრძნობა აწუხებთ შენს მიმართ. არა თავისი გრძნობების გამო, არამედ იმის რომ შენ სულიერად დაგანგრიეს. ამას შენს ძმაზე კარგად ვერავინ გაიგებს, ვფიქრობ უნდა კიდეც შენამდე მოსვლა, მაგრამ შენ არ უშვებ და ყველა გზას უკეტავ. მიუხედავად ყველაფრისა საუბარი, განხილვა და ყველაფრის გააზრება საჭიროა, როცა რაღაც არ იცი უნდა მოისმინო, გაიგო რა მოხდა რეალურად და მერე მიიღო გადაყვეტილება, აპატიო თუ არა. მე მაინც ვფიქრობ რომ პატიების უნარი დიდი ნიჭია, ბევრისთვის ადვილია, ბევრისთვის ძნელი, მაგრამ ძლიერია ის ადამიანი ვისაც პატიება შეუძლია. წყენა ყოველთვის გემახსოვრება, არასდროს დაგავიწყდება ის თუ რა გააკეთა, მაგრამ გრძნობა რომელიც შენში არსებობს იმ წყენას დროდადრო ფარავს, აღარაფერი იქნება ისე როგორც იყო, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ყოფნას შეძლებთ. -ნინის ღალატი არაფერია საბასთან შედარებით. შეიძლებოდა სხვა შეყვარებოდა, ვინმე სხვა უნივერსიტეტიდან, არ ვიცი, გადავიტანდი, დავივიწყებდი და ალბათ წლების მერე რომ შემხვედროდა მის საქციელს არაფრად მივიჩნევდი და დიდი მოკითხვებით გამოვესაუბრებოდი... მაგრამ საბას საქციელმა გამანადგურა. ნაწილებად მაქცია... გიგრძვნია გულის არეში ისეთი ტკივილის შეგრძნება თითქოს ვიღაც დანით გისერავდეს გულს, შემდეგ ხელს მთელი ძალით გიჭერდეს და გულს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდეს, ბოლოს კი იმ დანას პირდაპირ ამ ორგანოში გარჭობდეს და გკლავდეს? -არა. -აი ეს ვიგრძენი მაშინ. სულიერად მომკლა მისმა საქციელმა. არაფერია იმაზე მტკივნეული როცა საკუთარი ძმა გიღალატებს, ის ადამიანი ვინც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მეტად ენდობი, მისთვის დაუფიქრებლად გაწირავ თავს და ნებისმიერს მოკლავ. ძმის ღალატი ხომ მტკივნეულია, ტყუპისცალის გაორმაგებულია. - ბოლოს ოდნავ გაუღიმა თვალებ ამღვრეულ ქალს, ჩაწითლებული მწვანე თვალები მოაშორა ტირილამდე მისულს, მერე საერთოდ დახუჭა და სიჩუმეს უგდო ყური. მალე წყალი შეირხა, რამდენიმე წამში სხეულზე აკური ქალის შიშველი მკერდიც იგრძნო, ყელში ჩარგული სოფის სახე და იქვე მისი ტუჩების შეხება. - რატომ გაიხადე? - იატაკზე დაგდებული ბიუსჰალტერიდან მზერა სოფის საზეხე გადაიტანა, შიშველ წელზე მოხვია ხელი, მეორე კი თავზე გადაუსვა. -შენს ადგილზე არ მესიამოვნებოდა იმ ნაჭრის შეხება. - კიდევ ერთხელ მიაწება ტუჩები, შემდეგ ყბაზე გადაინაცვლა. - გათბი? - ტუჩებზე აკოცა რამდენჯერმე, შემდეგ ლოყაზე გადავიდა. -ჰო. -რომ გაციებულიყავი მერე რა უნდა გექნა? - სახეზე მიეფერა გრძელი თითებით, თან თვალებში უყურებდა მომღიმარი. -ეგრე ადვილად არ ვცივდები. -ასე აღარ მანერვიულო... -კარგი. - ლოყაზე მიდებულ ქალის ხელს, ხელის გულზე აკოცა, მერე თითები დაუკოცნა. -საყვარელი ბავშვები არიან. -ძალიან. -სანამ ჩავალთ უფრო გაიზრდებიან, მერე ის ლურჯი თვალები გაუმწვანდებათ და შენნაირი თვალები ექნებათ. -მეც მოვდივარ და არ ვიცი? -მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ჯერ დიდი რო გვაქვს წინ, შეიძლება ზამთრამდე დაგშორდე კიდეც. - მხრები აიჩეჩა ტუჩ გადმობრუნებულმა, ლუკამ კი წამსვე კბილები გამოსდო ქვედა ტუჩზე. -მე უკვე გითხარი რომ შენს გაშვებას არ ვაპირებ და ძალით ნუ მიშლი ნერვებს. - ერთხელ აკოცა ვნებიანად, მერე ჯაკუზიდან ამოვიდა და საცვლის ამარა დუშის ქვეშ დადგა. -ნერვებ მოშლილი უფრო სექსუალური ხარ. - უკანალზე მიარტყა ხელი, ტუჩზე იკბინა, თან თვალი ჩაუკრა და აბაზანიდან ლუკას გონს მოსვლამდე გავარდა. * კიდევ ერთი საღამო რომელიც უნდა გადაელახა, უნდა ებრძოლა იქამდე სანამ მოპირდაპირე კუთხეში მდგომ კაცს ლურჯ იატაკზე არ დააგდებდა გონება გათიშულს. ალბათ ამის შემდეგ აღარც მიიღებდა მონაწილეობას, რადგან ის ბრაზი რომელიც აქამდე ყველა შეჯიბრს აგებინებდა სადღაც გამქრალიყო. მუშტის მოქნევის დროს მხოლოდ ჩვეულებრივ მოწინააღმდეგეს ხედავდა რომელიც უბრალოდ უნდა დაემარცხებინა და კიდევ ერთი ჩემპიონატი მოეგო. აქამდე კი უდიდესი ბრაზით სავსე დაუნდობლად ჩხუბობდა. შავ პრიალა შორტში გამოწყობილი წყალს სვამდა, თან სოფის თვალებს ეძებდა. როგორც კი დაინახა თვითონაც გაუბრწყინდა სახე, თვალი ჩაუკრა ჩუმად მჯდომს, მის ღიმილზე კი თვითონაც გაეღიმა. გაოცებული უყურებდა სმიტი რამდენიმე დღეში გარდაქმნილ ალანიას, ადრე თუ დაუფიქრებლად ურტყამდა მოწინააღმდეგეს ახლა ტექნიკურად, ბრაზის გარეშე მოქმედებდა. ვერც კი წარმოიდგენდა ის საიდუმლო მოძრაობები თუ ახსოვდა რომელიც დიდი ხნის წინ ასწავლა, მაგრამ ლუკას არასდოს გამოუყენებია. მასზე კარგადაც კი დაუფლებოდა და უკვე თავის თავზე ბრაზობდა ეს შემთხვევა რომ გამოეპარა. თვითონაც გახედავდა ხოლმე სკამზე მჯდომ ქალს, ხედავდა როგორი აწყლიანებული თვალებით შესცქეროდა მებრძოლ კაცს, ჩუმად იჯდა და თვალს არ აშორებდა ლუკას. როგორც კი მუშტი მოხვდებოდა ქვედა ტუჩს კბენდა, თან თვალებს ხრიდა. ჯერ კიდევ ვერ მოესწრო მისი გაცნობა, მაგრამ უკვე შორიდანვე მოსწონდა. -არ იღლება, მე უკვე დამღალა გოგოსავით ჩხუბმა, სხვა გზა არ მაქვს. - ფეხზე წამომდგარი თვალებში ჩააშტერდა წარბ შეკრულ სმიტს რომელიც ჩაფიქრებული უყურებდა. - ჩემი გოგოც დაიტანჯა, აქ არ უნდა მომეყვანა. -კარგი, მაგრამ ყურადღებით იყავი, მარცხენა ხელით კარგად ბლოკავს. - სერიოზული გამომეტყველებით უთხრა, ლუკამ კი უბრალოდ თავი დაუქნია და სმიტი გაოცებული დატოვა თავის ქების გარეშე რომ გავიდა რინგის შუა გულში. ყოველთვის იქებდა თავს, მაგრამ ტომასის ნათქვამს მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა. ზუსტად ისე აკეთებდა როგორც ის ეუბნებოდა და ყველაფერი მის სასიკეთოდ სრულდებოდა. ახლაც ისე მოხდა როგორც ტომმა უთხრა, მოქნეული მარჯვენა ხელი მარცხენით დაბლოკა, მაგრამ ლუკას სისწრაფემ აჯობა, მარცხენა ხელი მთელი ძალით მოუქნია სახეში, ბოლო დარტყმა კი მარჯვენათი განახორციელა და ყვითელ შორტიანი კაციც ნახევრად გათიშული დავარდა ძირს. ნოკაუტის საშუალებით გათიშულ კაცს მაშინვე მივარდა მსაჯი, დათვლის შემდეგ კი დარბაზში ათასობით ხალხის ყვირილი, კივილი და შტვენა ატყდა, ლუკა ალანია კი კვლავ მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდა. სიამაყით სავსე ტომასი წამსვე მოეხვია კმაყოფილებით სავსე ლუკას, შემდეგ იყო მილოცვები, ჯილდოს გადაცემა და წლის ჩემპიონთან სურათების გადაღება. ერთადერთი რაც ლუკას სურდა სოფის ნახვა, მისი წკრიალა ხმის გაგება და რბილი ტუჩების შეგრძნება იყო. როგორც კი რინგიდან ჩავიდა მაშინვე მოკრა თვალი მისკენ მიმავალ გაბრწყინებულ ქალს. ისე უბრჭყვიალებდა ლურჯი თვალები ეგონა გარშემო ის ანათებდა ყველაფერს, სოფის გარდა ამდენ ხალხში ვეღარავის ამჩნევდა და ერთი სული ჰქონდა მკლავებს როდის მოხვევდა. -გილოცავ! - როგორც კი მოეხვია ყურში ჩასჩურჩულა, ლუკა კი მაშინვე მის ბაგეებს დაეტაკა და სიამოვნებისგან წამსვე გააჟრჟოლა. -შენთვის იყო ეს გამარჯვება. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები, თან მისი სურნელი ხარბად სეისუნთქა. მაშინ კიდევ ერთხელ ატყდა ხმაური ჩემპიონის შეყვარებულის გამოჩენის გამო, რომლის სახეც აქამდე ნანახი არ ჰქონდათ. შემდეგ კითხვები დააყარეს ჟურნალისტებმა, ყველა მათ უღებდა, ლუკას კი სოფის წელზე მოეხვია ხელი და გამოსაცვლელი ოთახისკენ მიდიოდა. -გტკივა რამე? - ყურადღება არ მიუქცევია არავისთვის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა ის ჰკითხა, ლუკამ კი სიცილით გააქნია თავი. -ჯერ არაფერი და ნუ მიყურებ ეგრე, ვეღარ ვსუნთქავ. - ჩუმად ჩაილაპარაკა ბოლოს, სოფის კი ყურებამდე გაეღიმა. -როგორ? -სურვილს მიჩენ რომ კოცნით გაგგუდო. - შუბლზე აკოცა, შემდეგ კვლავ ხალხს გაუღიმა და ბოლოს გამოსაცვლელ ოთახშიც ამოჰყო თავი. მარტო დარჩენილმა დრო იხელთა, კდელეზე აკრულ სოფის ტუჩები მომთხოვნად დაუკოცნა და გული რომ იჯერა შუბლით დაეყრდნო შუბლზე. - მადლობა რომ ჩემთან ხარ. -საჭირო არ არის. -არის, ახლაც თვალწინ მიდგას შენი სახე. -რომ გირტყამდა ვერ გიყურებდი. - ამჯერად თვითონ აკოცა, მერე კი კარების გაღების გამო იძულებული გახდა მოშორებოდა. -ბოდიში ხელის შეშლისთვის. - დავი დაუკრა სმიტმა ლოყებ შეფარკლულ სოფის. - ტომას სმიტი. - ხელი გაუწოდა მომღიმარმა. -სოფი ადამია, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -ჩემთვისაც. - მტევანზე ეამბორა, შემდეგ ლუკას შეხედა. - პირველად მომეწონე. -შენ მე სულ მოგწონვარ, უბრალოდ ახლა დაინახე შენი ილეთები და გაგიხარდა. - თვალები აატრიალა, პირსახოცი აიღო და წყლის გადასავლები კაბინისკენ დაიძრა. -ტუტუცი. - თავი გააქნია, უკან გაჰყვა და როგორც სჩვეუდა ისე დადგა შუშასთან. - ბელა გირეკავს. - თვალები აატირალა ნომრის დანახვაზე, ტელეფონი შეაწოდა და უკმაყოფილო სახით მოათვალიერა იქაურობა. -მადლობა... ჰო ახლა წყალს გადავივლებ, მერე სახლში მივდივარ და გნახავთ იქ... კარგი მიდი… მეც. აიღიე. - ტელეფონი მიაწოდა სმიტს, შემდეგ ისევ განაგრძო შხაპის მიღება. -გარეთ ჟურნალისტები არიან, მოგიწევს რამის თქმა, ისე ვერ წახვალ. -ხომ ვილაპარაკე უკვე. -მაშინ არ იცოდნენ სოფიზე, ახლა ყველამ იცის ვინც ლაივს უყურა და ყველა გაიგებს ვინც უყურებს. -რა უნდა ვთქვა? -რაც გინდა ის თქვი. Შენთან გავგზავნე ხალხი ვინც წვეულებისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ, დღეს მთავარი წყვილი იქნებით, ყველა თქვენზე ილაპარაკებს… -ვიცი ეგენი ტომ... - მობეზრებულმა გააწყვეტინა საუბარი წყლის ქვეშ მდგომმა. -სოფის ვესაუბრები! -მე ვეტყვი სოფის. -მაშინ მე დაგტოვებთ, მოწესრიგდი და გამოდით. - პასუხი არ მოუსმენია ისე გავიდა გარეთ, სოფი კი ერთ ადგილას მომღიმარი იჯდა და მოუთმენლად ელოდა ლუკას გამოსვლას. -სოფი, აქ ხარ? -ჰო. - ქვედა ტუჩზე იკბინა რომ არ გასცინებოდა შექმნილ სიტუაციაზე. -რას აკეთებ? -გელოდები. - თავი გააქნია სიცილით, თან ისე გაიხედა შუშის კარისკენ თითქოს დაინახავდა ლუკას. -თან ტუჩს აწვალებ. - ხმამაღლა ამოიოხრა, სოფიმ კი თვალები ჭყიტა. -მალე გამოდი თორემ ცუდი აზრები მომდის თაში და გავალ. -რა აზრები. - მაშინვე გამოჩნდა პირსახოც შემოხვეული ლუკა, უცნაურად იღიმოდა, თვალებში კი ჭინკები დაუხტოდნენ. - ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. ვგავარ კაცს ვისაც… -გეყოფა. ჩაიცვი და გავიდეთ. - სახე აწითლებულმა გააწყვეტინა სიტყვა, ლუკას კი ხმამაღლა გაეცინა. - ნუ იცინი! -კარგი. - ხელები ასწია დანებების ნიშნად, მერე ხელის გულებით სკამის გვერდებს დაეყრდნო და სოფის სახესთან დახრილმა ჯერ ყელში აკოცა, შემდეგ ლოყაზემ მერე კი ტუჩებზე მიაკრო ტუჩები. - შენც მყოფნი… ჯერ-ჯერობით. - თვალი ჩაუკრა კიდევ ერთხელ აკოცა და მაშინვე შებრუნდა მის სახეზე რომ არ გასცინებოდა. მალე გავიდნენ შენობიდან, გარეთ კი მართლაც უამრავი ჟურნალისტი დახვდათ, ლუკას კვლავ სოფის წელზე შემოეხვია ხელი და კამერებს ამაყად უყურებდა ასეთლი ლამაზი ქალის გვერდზე რომ იდგა და უკვე ყველამ იცოდა რომ ლურჯ თვალება სოფი ადამია მისი შეყვარებული იყო. -მართალია რომ სოფი ადამია ის გოგოა რომელთან ერთადაც რამდენიმე კვირის წინ დაგაფიქსირეს?! -აქამდე რატომ არ ამხელდით ურთიერთობას?! -რატომ არ იყო ის წინა შეჯიბრებზე?! -რატომ დაუმალეთ საზოგადოებას?! - სწრაფად მიაყარეს კითხვები, ლუკა კი უკვე დაღლილობას გრძნობდა. -პირველი კითხვით დავიწყებ. სოფი ის გოგოა რომელთან ერთადაც დამაფიქსირეს… ურთიერთობას არ ვმალავდით, ხშირად დავდიოდით სხვადასხვა ადგილებში, ალბათ თქვენ გამოგრჩათ რამე, რაც ძალიან მიკვირს. - ცილით თქვა, შემდეგ სხვა ჟურნალისტს გადახედა. - სოფი ქალაქში არ იმყოფებოდა ჩემი შეჯიბრის დროს, ამიტომ არ იყო ის ჩემს შეჯიბრზე, სხვა შემთხვევაში აუცილებლად გეცოდინებოდათ. - მომხიბვლელად გაუღიმა კამერებს და წასვლა დააპირა, მაგრამ ერთმა საკმაოდ დაბალმა გოგომ მავედრებელი მზერით ახედა და მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -რა გეგმები გაქვთ მომავალში? -გეგმებს არასდროს ვსახა, თუ ვსახავ არავის ვეუბნები, მაგრამ ის დაზუსტებით ვიცი რომ ძალიან დიდი დროის გატარებას ვაპირებს სოფისთან და ყველაფერს რასაც გავაკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ მასთან ერთად. მადლობა. - სწრაფად გაარღვია ჟურნალისტებით გადაჭედილი გზა, მათი კითხვებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ისე ჩაჯდა მანქანაში და სახლისკენ წავიდა. - ტვინი მომეტ.ნა. - პერანგის ღილები შეიხსნა, მაჯაზე დამაგრებულ საათს დახედა, შემდეგ მომღიმა ადამიას შეხედა. - რა? -გული ამიჩუყდა ისე საყვარლად ილაპარაკე. - ტუჩი გადმოაბრუნა, თან თვალები აუფახუნა წარბ აწეულ ლუკას. -სიმართლე ვთქვი… მეზარება იმ სი.ულ წვეულებაზე წასვლა და გამო.ირებულ ხალხთან ლაპარაკი… საერთოდ მაგათთან ერთად ყოფნა მეზარება. -თუ გინდა არ წავიდეთ. -არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. -რა დაგემართა? ვინმე ისეთი ხომ არ იქნება იქ ვისი ნახვაც არ გინდა. - წარბ ასწული დააკვირდა ნერვებ მოშლილს, რომელსაც უცებ შეეცვალა ხასითი. -კი, ბევრი თან. -შენი საყვარლებიც? - ვითომც არაფერი ისე ჰკითხა, თან გვერდზე გაიხედა. -ჰო ეგენიც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? -თუ შენთვის არ აქვს, არც ჩემთვის აქვს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, მაგრამ ლუკას მაინც არ მოუშორებია თვალი ქალისთვის. - ისე როგორი უხერხულია. -რა? -შენი ყოფილი ქალები და მე… რომ მოვიდეს გასაცნობად რას იზამ? გამაცნობ? -რა გინდა სოფი? - წარბები შეკრა მაშინვე და ხმაზე გაღიზიანებაც შეეტყო. -რა გჭირს? მე ვხუმრობ შენ კი ღიზიანდები, საერთოდ აღარ დაგელაპარაკები დღეს. - უდარდელად აიჩეჩა მხრები. -ასე ვარ ხოლმე შეჯიბრის შემდეგ. დაღლილს არსად წასვლის სურვილი არ მაქვს, არ გეწყინოს რამე კარგი? თუ არა და მაშინვე მითხარი. - მტევანზე აკოცა, სოფიმაც თავი დაუქნია ჩუმად. ხმა აღარ ამოუღიათ სახლამდე. მართლაც დახვდათ ტომასის გაგზავნილი ხახლი, რომლებმაც ერთ საათში ყველაფერი გააკეთეს. გაოცებული უყურებდა ლამაზ კაბაში გამოწყობილ სოფის, იმ დროს მართლა ყველაფერს ანათებდა. ბრჭყვიალა თვალებით უყურება სახე გაბრწყინებულ კაცს, თან ნელ-ნელა უახლოვდებოდა. -მოგწონს? -ძალიან ლამაზი ხარ. - ფრთხილად მიაკრო ლოყაზე ტუჩები, ხელი ჩაკიდა და ლიფტისკენ დაიძრა. -მე არ მომწონს. - ჩუმად ჩაილაპარაკა ლუკას გვერდზე მდგომმა. - არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. -მოგიწევს მიჩვევა. -შენ კაცი ხარ, სმოკინგი და მორჩა, შემომხედე აბა. -გიყურებ და დიდი სიამოვნებით გიყურებდი ყოველ დღე ასეთს, ოღონდ ისე რომ ბოლოს კაბას გხდიდე და მთლიანად გაშიშვლებდე. -შენ მოგწონს რომ ვწითლდები ხო? -ძალიან. - თითები უკანალზე მოუჭირა, თან ტუჩზე იკბინა. -რამდენ ხანს უნდა ვიყოთ იქ? -დაახლოვებით ერთი საათი, მერე წამოვიდეთ, დაღლილი ვარ და მეპატიება. - ლიფტიდან გასული პირდაპირ მანქანისკენ დაიძრა, სწრაფად მოთავსდა შიგნით სოფისთან ერთად და მეისონს წასვლა უბრძანა. მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილზე, უკვე დაწყებულ წვეულებაზე ერთად შევიდნენ, მაშინვე ყველას ყურადღება მიიქცია ჩემპიონმა და მისმა შეყვარებულმა, ტაშით შეეგებნენ ორივეს, ლუკაც ხელს ართმევდა ყველას ვინც კი ხელს გაუწვდიდა ჩამოსართმევად. დიდხანს გაგრძელდა მისალმებები, ბოლოს ძლივს მიაღწია მაღალ მაგიდამდე, სადაც თავისი მეგობრები იდგნენ. -გილოცავთ! - ამჯერად შედარებით მსუბუქად გადაეხვივნენ, სოფისაც მიესალმნენ, ბოლოს კი საუბარი გააბეს ერთმანეთთან. -შენი დაქალი როგორ არის? -მაგას მე მეკითხები? -სხვა შტატში ვიყავი წასული და ვერ მოვახერხე ნახვა. - უკმაყოფილოდ ჩაილაოარაკა, სოფიმ კი ყურებამდე გაიღიმა. -შეგიძლია ახლა ნახო. - მხრები აიჩეჩა და ნიკასაც თვალები გაუბრწყინდა. -მართლა? რომ მივიდე გამომყვება? -კი, დაპატიჟე სადმე… -არ ვუკითხივარ? -კი სულ შენზე ლაპარაკობს სად არის რატომ არ მნახულობსო. -მართლა? -არა, მაგრამ ეგრე ფიქრობს… მე ყველა მაგის ფიქრი ვიცი, უბრალოდ წუწუნი არ უყვარს. -კარგი მაშინ. -სოფი, ეს კაია, ჩემი შეყვარებული. - მოულოდნელად წამოადგა თავზე ბელა და მასზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი ქალი წარუდგინა. -სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვა ქალს, მან კი უბრალოდ თავი დაუქნია, შემდეგ ორივე მოშორდა. ჩაფიქრებული აკვირდებოდა სოფის ერთად მდგომ ქალებს, ბელა გაბრწყინებული თვალებით უყურებდა, კაი უღიმოდა, ესაუბრებოდა, თან იქაურობას ათვალიერებდა. ისე იყო მათ ყურებაში გართული მიახლოვებული ლუკა ვერაფრით შენიშნა, წელზე რომ მოხვია ხელი შეხტა, ლუკას კი მის მოქმედებაზე გაეცინა. -რას უყურებ? -ვფიქრობ ბელას ძიძობა არ სჭირდება, კარგად არის. -კაი როცა არის მის გვერდით აღარავინ აინტერესებს. -როგორ მიხვდა რომ ქალები მოსწონდა. -ერთი ტიპი უყვარდა, მე არ მევასებოდა, მაგრამ ამან ასე იცის, ვიღაც რომ მოეწონება ვსიო, რაც არ უნდა უთხრა მაინც მოსწონს. იმ ტიპმა ხელი სთხოვა, მაშინ თვრამეტის იყო, ესეც აცანცარდა, გაყვა ცოლად, ხელი არ მოუწერიათ, არც ჯვარი დაუწერიათ, მაგრამ ბეჭდებს ატარებდნენ… -რატომ? -რა ვიცი. მერე ორსულად იყო, თავისმა სირ.მა ქმარმა სცემა, წამალი ჰქონდა ალბათ გაკეთებული, კიდე რაღაცები მოწეული, ნასვამი და საერთოთ არ იყო გონზე. მე დამირეკა და მთხოვა წამეყვანა იქიდან. წავიყვანე კიდეც, მაგრამ მეორე დღეს ბოდიშებით მოვიდა. ბელას ეხვეწებოდა დაბრუნდიო, ვნანობო და არც მახსოვს წესირეად გუშინ რა გავაკეთეო. ერთი სიტყვით ბოდიშები უხადა, ამ გამოშტერებულმაც დაუჯერა და გაჰყვა. არ ვუშვებდი მაგრამ არ დამიჯერა. რამდენიმე დღე მშვიდად იყვნენ, მერე ისევ დამირეკა, მიშველეო მითხრა და მეც გავვარდი. რომ მივედი ისე ვცემე ერთი კვირა გონზე ვერ მოდიოდა. ბელას მუცელი მოეშალა, მერე საერთოდ მოვაშორე იმ ნაბი.ჭვარს და აღარ მიკარებია. რამდენჯერმე ისევ სცადა პატიების თხოვნა, მაგრამ ჩემი დამსახურებით ვერაფერი გამოუვიდა, თორე ეს დებილი მართლა გაყვებოდა. - ბელაზე მიშტერებულმა ჩაილაპარაკა, მერე კი თვალებ გაფართოვებულ სოფის დახედა. - რამდენიმე წლის შემდეგ ვიღაც გოგო გაიცნო შემთხვევით, იმასთან ჰქონდა ურთიერთობა, აქ რომ ჩამოვიყვანე კაცებთან სცადა ურთიერთობის დაწყება, მაგრამ ბოლოს გამომიტყდა რომ ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებდა კაცისგან და შეეშვა სამუდამოდ კაცებს. კაისთან უკვე ოთხი წელია არის, კარგი უთიერთობა აქვთ, მაგრამ ამ ბოლო დროს აერიათ. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ გული კარგს არ მიგრძნობს. -მაპატიე ისინი რაც ბელაზე ვისაუბრე. -არაფერია, მართლა ეგეთია. - მხრები აიჩეჩა, მერე შუბლზე აკოცა თავ დახრილს. - იმიტომ არ მომიყოლია რომ თავი ცუდად გეგრძნო. -გამარჯობათ! - ერთმანეთში მოსაუბრე წყვილს თავზე წამოადგა ახალგაზრდა, სიმპატიური მამაკაცი. -გამარჯობა ჯორჯ. როგორ ხარ? - ხელი ჩამოართვა ლუკამ, მეორე ხელს კი სოფის არ აშორებდა. -შესანიშნავად. მის? - ხელი გაუწოდა სოფის, მანაც მომღიმარმა ჩამოართა, ლუკამ კი თვალები აატრიალა. -სოფი. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა სოფი. - მტევანზე ეამბორა. წარბ აწეულმა დახედა კაცის თითებში მოქცეულ სოფის ხელს, შემდეგ ჯორჯს შეხედა რომელიც სოფის ლურჯ თვალებს უყურებდა. - შეიძლება თქვენთან ცეკვა? -არა. - ხელი მოაშორებინ სოფის თითებიდან. წამსვე გაოცებულებმა ახედეს სერიოზული სახით მდგომ ლუკას. - ჩვენ ვაპირებდით ცეკვას. -გასაგებია. - თავი დაუქნია ჯორჯმა, უკვე დამშვიდობებას აპირებდა ტომასი რომ მიადგა ალანიას. -ლუკას, წამომყევი ვიღაც უნდა გაგაცნო. -ახლა არ მცალია. - ისე გასცა პასუხი ჯორჯისთვის თვალი არ მოუშორებია. მერე რაღაც ხმადაბლა ჩაილაპარაკა ტომმა და ლუკას ყურადღებაც წამსვე მიიქცია. - მალე დავბრუნდები და არ ეცეკვო ამ ტიპს თორემ ხელებს დავამტვრე. როგორც შენ არ მოგწონს როცა სხვა მეხება, მე უფრო მეტად არ მომწონს როცა ასეთი გამოსი.რებული გეხება. - ყურში ჩასჩურჩულა სოფის, ჯორჯს თავი დაუქნია და ტომს უკან გაჰყვა. -აბა? ვფიქრობ ახლა შეგვიძლია ცეკვა. -იცით მე... დაღლილი ვარ, ენერგიებს ლუკასთან საცეკვაოდ ვინახავ და... -ვფიქრობ ერთი ცეკვა არაფერია, თუ რა თქმა უნდა უარს შეყვარებულის გამო არ მეუბნებით… არ მეგონა ასეთი ეჭვიანი თუ იყო. - ბოლოს სიცილით გააქნია თავი, სოფიმ კი წარბებ ასწია. -ფიქრობთ მე არ შემიძლია ჩემით გადაწყვეტილების მიღება? -მაშინ მეცეკვეთ. -არ მინდა. - მოკლედ მოუჭრა, ჯორჯს კი ხმამაღლა გაეცინა. -როგორი ხუმარა ხართ. -უკაცრავად? - ამჯერად სოფის გაეცინა კაცის სიტყვებზე. მერე მიხვდა რატომ ჩააცივდა კაცი ასე. ზედმეტად ამპარტავნული შეხედულობა ჰქონდა, არაჩვეულებრივი სხეული, ლამაზი სახე, ისეთი ნებისმიერი რომ დასთანხმდებოდა. - რა ხდება ბატონო ჯორჯ? უარს ვერ იღებთ? -დიდი ხანი გავიდა ბოლო უარიდან, აღარც კი მახსოვს იყო თუ არა ასეთი შემთხვევა. -ასე მაშინ ხდება როდესაც შეყვარებულ ქალს მიადგები. -აქამდეც მივსულვარ. -მაშინ არ ჰყვარებიათ საკუთარი კაცები. -ცეკვის გარეშე ვერ წავალ... -ვფიქრობ მთლიანი ვერ წახვალ აქედან. -ეს ისევ შენი კაცისთვის იქნება ცუდი… ერთი ცეკვა და არანაირი პრობლემები, რას ფიქრობთ? - უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვა სოფის და კმაყოფილმა თვალი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირთან მოსაუბრე ლუკასკენ გააპარა. -კარგით. - მობეზრებულმა დაადო მტევანი გამოწვდილ ხელზე და ხალხს შერეულმა მასთან ერთად ააყოლა ტანი მუსიკას. მაშინვე ლუკასკენ გაეპარა მზერა, რომელიც თვალებ ანთებული უყურებდა და ცოტაღა აკლდა საცემრად არ გამოქცეულიყო. თვალებ დახუჭულმა ყბის ძვლები აათამაშა, შემდეგ მოსაუბრე კაცს მიუბრუნდა. -ძალიან ლამაზად გამოიყურებით… -საჭირო არ არის საუბარი, უკვე გავარკვიეთ ყველაფერი, სიმღერა დამთავრდება და მორჩა. -და მაინც, აქ მყოფ ქალებზე ბევრად ლამაზი ხართ. ამიტომ მიიქციეთ ჩემი ყურადღება. -კაცი რომელიც სხვის ქალს ეფლირტავება, მაშინ როცა ქალს არ აინტერესებს და თუნდაც საცეკვაოდ ძალას იყენებს, იცი როგორია? -როგორი? -. - თვალებში ჩახედა გაქვავებულ კაცს რომელსაც ფერი გადასვლოდა სახიდა. -ძალიან პირდაპირი ხარ. - მაშინვე უთხრა სიცილით როგორც კი გონზე მოვიდა, ხელი სოფის მოშიშვლებულ ზურგზე აატარა და ცერა თითით მიეფერა ნაზ კანზე. სუნთქვა აუჩქარდა სოფის, სხეულში არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა, ყელში გულის რევის შეგრძნება მოაწვა და ლუკას იქ ყოფნა ინატრა. -დაახვიე. - სოფის გვერდზე ამომდგარმა ღიმილით მიახალა ჯორჯს, ხელი წელზე მოხვია ქალს და უკან გასწია. -სასიამოვნო იყო, სოფი. - ირონიული ღიმილით ხელი გაუწოდა ლუკაზე ნახევრად მიხუტებულ ქალს, მაგრამ სოფის ნაცვლად ლუკამ ჩამოართვა ხელი და თითებზე მთელი ძალით მოუჭირა. -მე გითხარი რომ არ შეიძლებოდა, შენ კიდე ვერ გააჩერე . კიდევ ერთხელ დაგინახავ ჩემი ქალის სიახლოვეს და ამ თითებს სათითაოდ დაგატეხავ. გაიგე? - ღიმილით ესაუბრებოდა გაწითლებულ კაცს, თან მოჭრილ ხელს თავისუფლად აქნევდა ზევით ქვევით. - გაიგე? -კი. -დაახვიე. - ხელი შეუშვა, ჩაიცინა აკანკალებული ხელი მაშინვე ჯიბეში რომ ჩაიდო, თავი დაუკრა ორივეს და იქიდან გაუჩინარდა. - მე შენ რა გითხარი? - როგორც კი ცეკვა დაიწყო მაშინვე ჩასჩურჩულა ყურში, მერე იქვე აკოცა. -მადლობა რომ მოხვედი. - ლუკას ყელში ჩარგო სახე და მისი სურნელით გაიჟღინთა ფილტვები. - მარტო აღარ დამტოვო. - ყელში აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე. -რამე გითხრა? რა გააკეთა? -არაფერი. -მითხარი! რაზე ლაპარაკობდით? - ლოყაზე მიეფერა, სოფიმაც თითქმის ყველაფერი მოუყვა, არ უნდოდა ისედაც გაღიზიანებული კაცის უარესად გაღიზიანება და ყველაფრის მოყოლა არჩია გაჩუმებას. - რა უთხარი? - სიცილით იკბინა ტუჩზე, სოფის კი ლოყები შეეფარკლა. -ნაბიჭ.ვარი ხართქო. - ისევ გაიმეორა, ლუკას კი უფრო ხმამაღლა გაეცინა. - ავუხსენი რატომ, მაგრამ არამგონია გაეგო. -შენს ამ თვისებაზე რომ ვჭევად მითქვამს? - მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე, მერე ისევ თვალებში ჩახედა. -რომ ჭედავ არ გიქთვამს. - ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები, თან სხეულზე უფრო მეტად აეკრა ლუკას. -მიყვარს. - როგორც ყოველთვის ახლაც გაუნთავისუფლა ტუჩი, ცხვირის წვერი გაუსვა ტუჩებზე, შემდეგ ლოყაზე აატარა თან მისი მათრობელა სურნელი შეისუნთქა. - მაბრუებ. -დაღლილი ხარ და გეძინება. - თმებში შეუცურა თითები, თავი ააწევინა და ჩაწითლებულ მწვანე თვალებში ჩააშტერდა. -მენატრები... ასე მგონია დიდი ხანია არ მინახიხარ, ახლაც კი ვგრძნობ რომ მენატრები… რა ჯანდაბა მჭირს. - თვალებ დაბინდულმა ჩაილაპარაკა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ძლივს შეიკავა თავი ტუჩები რომ არ დაეკოცნა. - მგონი შემიყვარდი. - სოფის გაბწყინებულ ზღვის ფერ სფეროებს უყურებდა და იმ ზღვაში ღრმად ჩასული ფსკერისკენ მიიწევდა. - ნეტავ გრძნობდე იმას რასაც ახლა ვგრძნობ... როგორი მტანჯველი და თან როგორი სასიამოვნოა. - წინ ჩამოშლილი თმა ნელა გადაუწია ყურს უკან, ლოყაზე მიეფერა, მერე შუბლზე აკოცა და შუბლიც იქვე მიაბჯინა თვალ დახუჭულმა. - მამშვიდებ. -მუსიკა მორჩა ლუკა. -დაი.კიდე, შენ ხომ გესმის ჩემი მუსიკა. -ჰო. - გაიღიმა და მასთან ერთად მოძრაობა კვლავ განაგრძო. -შეიძლება სურათი გადაგიღოთ? - სიმშვიდე ფოტოგრაფის ხმამ დაურღვია ალანიას, ალბათ რაიმე ცუდს ეტყოდა რომ არა მხარზე მოჭერილი სოფის თითები. შეძლებისდაგვარად თავი ხელში აიყვანა, წელში გაიმართა, სოფის ხელი მოხვია და ფოტოგრაფს მომღიმარმა დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. რამდენიმე სურათი გადაიღო, მერე მოღიმარმა დახედა სოფის, მან კი თვალი გაუსწორა ლუკას მწვანე სფეროებს, უკვე აღარც აქცევნდნენ ფოტოგრაფს ყურადღებას, გოგო კი კვლავ აჩხაკუნებდა კამერას. ბოლოს გაეცინა ლუკას, სოფის სუბლზე აკოცა და ჯერ ისევ კამერით მდგომ გოგოს გაკვირვებულმა შეხედა. - დღეს მთავარი წყვილი თქვენ ხართ და... - დაბნეულმა ჩაიბურტყუნა, შემდეგ ისევ განაგრძო საუბარი. - პატარაობიდან ყველას და ყველაფერ ვუღებს სურათს, მაგრამ ამ საზოგადოებაში თქვენნაირი წყვილი არ მინახავს. ჩემი კამერა სავსეა თქვენი ფოტოებით, თუ გსურთ ფოსტით გამოგიგზავნით. -დიახ მინდა. - თავი დაუქნია წამსვე სოფიმ, შემდეგ დაემშვიდობა და ლუკასთან ერთად ერთმანეთში მოლაპარაკე მეგობრებისკენ წავიდნენ. -რა უქენი ამას გოგო, ვეღარ ვცნობ. -არაფერი გეფიცები. - ხელები ასწია სიცილით და ნიკოლოზიც გააცინა. -სხვათაშორის მომწონს. - ყურში ჩასჩურჩულა, მერე ერთად მდგომ წყვილთან გააბა საუბარი. ლუკას სიტყვით გამოსვლის და მადლობის გადახდის შემდეგ მალევე დატოვეს იქაურობა, მანქანაში მოთავსებულები პირდაპირ სახლისკენ წავიდნენ. -ლუკა. - ჩაფიქრებულმა გადახედა გვერდზე მჯდომს, რომელსაც თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა. -ბელა რატომ არ იყო საყურებლად. -არ მოსწონს კრივი, არასდროს არ მოდის. ერთხელ იყო მხოლოდ, რომ ვნახე ფერი არ ედო სახეზე და მაგის შემდეგ აღარ წამომიყვანია. -გტკივა რამე? - თმები გადაუწია შუბლიდან, მერე ლოყაზე მიეფერა. -არა. - მტევანზე აკოცა, შემდეგ მკლავს აუყვა. -რაზე ფიქრობ? -აქამდე ყველა ბრძოლას ბრაზით ვიგებდი, ახლა ბრაზს ვეღარ ვგრძნობ. -მაგრამ მაინც მოიგე. -ამ ბრძოლაზე არ ვამბობ... ამაზეც, მაგრამ მე ჩემს თავთან, ცხოვრებასთან და გრძნობებთან ბრძოლაზე გეუბნები. - გვერდზე შეატრიალა თავი, თვალები გაახილა და წამსვე სოფის მომღიმარ სახეს წააწყდა. -და რას გრძნობ? -სიმსუბუქეს. - ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი. - ჰო, თავს მსუბუქად ვგრძნობ. დღეს როცა რინგზე ვიდექი სიმსუბუქეს ვგრძნობდი, მეგონა ცოტაც და ავფრინდებოდი. უფრო ადვილი იყო მოწინააღმდეგის დამარცხება, როცა გააზრებულად ვიბრძოდი. თან შენი თვალები... შენ რომ მიყურებდი უფრო თავისუფლად ვმოძრაობდი. - ტუჩებზე გადაატარა ცერი, ნიკაპზე მოკიდებული თითებით თავი ახლოს მიაწევინა და ორივე ტუჩი დიდი სინაზით დაუკოცნა. სახლში მისულები პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრდნენ, ლუკამ ტანსაცმელი გაიხადა და პირდაპირ წასოლზე გაიშალა, ბალიშს ხელები მოხვია და თვალები დახუჭა. სოფის კი დიდი პროცედურები ჰქონდა ჩასატარებელი. ჯერ მტანჯველი კაბისგან გაინთავისუფლა ტანი, შემდეგ საცვლებით მდგომმა სახე გაისუფთავა, მერე თბილი წყლის ქვეშ დადგა და თმის ლაკის წყალობით ჯერ ისევ ერთ პოზაში მდგომი თმები კარგად დაისველა. ბოლოს თმები გაიშრო, პირსახოცი შემოიხვია ტანზე და პირდაპირ გამოსაცვლელ ოთახში შევიდა. საღამურების ჩაცმის შემდეგ საძინებელში დაბრუნდა, ლუკასგან ზურგ შექცევით დაწავ, მისკენ მაქსიმალურად ახლოს მიიწია, ფეხები მის ფეხებში ახლართა და ლუკამაც წამსვე შემოხვია ხელები, ცხვირი მის თმაში ჩარგო, ჰაერის დიდი რაოდენობით შესუნთქვის შემდეგ ხმამაღლა ამოისუნქა მძინარემ და კვლავ სიზმრებს მიეც ************** მინდა იცოდეთ რომ როცა “ძმაოს” ვწერ, “ბრო” იგულისხმება :დ მადლობა ყველას თქვენი აზრის გაზიარებისთვის და ბოდიშით ლოდინისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.