შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიეტე ( პირველი თავი )


11-06-2020, 23:49
ავტორი Blume
ნანახია 1 591

მასწავლებლის მონოტონური ხმა რომ მიწყდა , გვანცა უაზროდ დააშტერდა უკვე შესწორებულ ტექსტს.პირველ აბზაცში სამი შეცდომა ჩამწკრივებულიყო,მეორში მძიმე აკლდა,იქაც დეფისი,იქაც არასწირად შეკვეცილი ფორმა.
შეცდომები მეორედ გადათვალა და რვეული დახურა,მოგვიანებით მიაწვდიდა მასწავლებელს ,დანარჩენები ჯერ კიდევ წერდნენ და იცოდა ახლა ეს რომ გაეკეთებინა ყურადღების ახალი ტალღა წამოვიდოდა ,როცა უკანსაკნელი აგერ 20 წუთიც არ იქნებოდა მხრებზე დააწვა და როგორც ჩანს კიდევ კარგა ხანს დარჩებდა იქ.

ფანჯარაში გახედვა მოუნდა,მაგრამ იმ მხარეს ,რომლიდანაც მაისისებური სითბო იღვრებოდა და ოდნავ შელახული ფარდების მიღმა სკოლის კარგად მოვლილი,აბიბინებული ეზო მოჩანდა ზემოთ ხსენებული ტალღის მთავარი მიზეზი იჯდა და ჯერ კიდევ აწკაპუნებდა ავტოკალამს.ვაჟს თავში აზრადაც არ მოსვლია,რომ პირველი - მისი არსებობა გვანცასთვის აუტანელი იყო,მეორე - ავტოკალამის წკაპუნიც აუტანელი იყო და სულ რაღაც 20 წუთის წინ ყველას გასაგონად იმის გამოცხადება,რომ გვანცა მისი მეზობელი იყო საერთოდ გაუსაძლის ხდიდა თომას გვერდით ერთ კონტინენტზე ცხოვრებასაც კი.და მაინც,მთელი ტრაგედია,გაუგონარი და თავზარდამცემი სიმძმე ამ ამბისა იმაში იყო,რომ გაღიმებულმა თომამ საჯარო განცხადების გაკეთების შემდეგ ასევე ღიმილით გამოუწოდა არც თუ ისე მუქ პარკში გამოხვეული ბიუსჰალტერი.
ესეც ასე,რახან ამხელა ამბავი ითქვა ,იმის დაზუსტებაც არ მოგვიწევს რომ აღნიშნული ბიუსჰალტერი თავისი პატარა ჟირაფებითა და ბრდღვიალა მზეების პრინტით გვანცას საკუთრებიასადმი მიკუთვნებული ბიუსჰალტერებიდან პირველი გახლდათ.პირველი ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.



ალბათ ყველაფერი მაშინ დაიწყო,როცა თავდადებულმა დედამ,სამაგალითო დიასახლისმა და ცოტა ცრუმორწმუნე ნანამ გადაწყვიტა საკუთარი ქალიშვილის ძველი ნივთები,როგორებიცაა პირველი კაბა,პირველი საცურაო კოსტუმი,პირველი ბოდე და უკვე მრავალჯერ ხსენებული "ის" ( რომელსაც ამიერიდან გვანცაც "ის" დაუძახებს,რათა მეგობრების კითხვაზე თუ რა მისცა თომამ მოკლედ და ქალურად მიახვედროს და დანარჩენი ბავშვების სათუთი სმენა,რომელიც ამიერიდან კიდევ უფრო სათუთი გახდება გვანცას საუბრის მოსასმენად,ისეთი სიტყვებით არ გააღიზიანოს ,როგორც იქნებოდა "ის" გვანცას რომ "ის" ნაცვლად "ის" ეთქვა. გვანცა ამ ტექსტში სამ შეცდომას იპოვიდა.ტავტოლოგია,ხომ გესმით) კიდევ ერთხელ გაერეცხა და მერე შორეულ მომავალში,რომელსაც გვანცას მაგივრად თავად გეგმავდა სასურველი სასიძოსა და მინიმუმ 4 შვილიშვილის მონაწილეობით,ამ უკანასკნელთათვის ენახებინა თუ როგორ შედგა ქალობაში ფეხი მათმა დედიკომ.საუბედურო დამთხვევითობის წყალობით ქარიანი ამინდი იდგა და აღარც სარეცხის სარჭები იყო ისეთი გამძლე,როგორც "ძველ,კარგ დროში".
იყო და არა იყო რა და აბა , დერეფანში საკუთარი ... ("ის") ხელში დგომაზე უკეთესი რა იქნებოდა.ბუნდოვნად ახსოვს როგორ გააყოლა თვალი ამ ზღაპრულ მდგომარეობაში მყოფმა თანაკლასელს,რომლის თვალებიც უკვე მაიას იმ ადგილს მიჰყვებოდნენ,რისთვისაც "ის" გამოიყნება ხოლმე.მერე კლასში შესვლა,ჩანთის გახსნა-დაკეტვა კიდევ უფრო ბუნდოვნად გასახსენებლი აღმოჩნდა.


ერთი ხანობა იფიქრა ,გაკვეთილებიდან რომ გავთავისუფლდები ყურით გავათრევ ეზოშიო ,მერე სახლში წასვლისას დალაპარაკება არჩია,მაგრამ ბიჭი მაიას აეკიდებოდა და მათი განცალკევება გვანცასთვისაც კი შეუძლებელი იქნებოდა.სანამ საუკეთესო ხერხზე ფიქრობდა ,თვალის კუთხიდან შეამჩნია ,როგორი თვითკმაყოფილი სახით წამოდგა თომა მასწავლებლისათვის რვეულის მისწაოდებლად.გოგონამ ჩაიფრუტუნა,აშკარა იყო ვაჟი პირველობით ტკბებოდა.
-ეი - ჩაუქირქილა გვანცამ და კმაყოფილი ღიმილით მიუთითა თავის რვულზე,მერე ათი თითი გაშალა და პირის მოძრაობით ანიშნა : "ათი წუთია დავასრულე,დებილო ! ". ბიჭმა ცალყბად გაუღიმა და კუთვნილ ადგილას მოთავსებულმა ხელები მკერდთან მიიტანა , ჩუმად,ქირქილითვე უპასუხა : " ათი წლის მერე არ გაზრდილან ? "
სანამ განგაშის ზარი ჩამოკრავდა , რამდენიმე წუთი გახოხდა გვანცას გონებაში.როცა წუთები ხოხვიდან სიარულზე და სიარულიდან სირბილზე გადავიდნენ გოგონამ წინ დადებული რვეული მჭიდროდ დაახვია , თვალით მოზომა როგორ უნდა დაერტყა სიმწარის კვადრატში ასაყვანად და მთელი ძალით მოუქნია ჯერ კიდევ მკერდზე ხელებმიბჯენილ თომას.


მერე იყო ის ,რომ იდგა და ძალიან კმაყოფილი,ძალან ბედნიერი იყო ბიჭის აწითლებული სახის,თავისი რვეულისა და გამჭრიახობის.აბა,რატომ უნდა ეცადა გაკვეთილის დასრულებამდე ? რატომ უნდა ესდია კუდში ბიჭზე და მასზე ატორღებული მაიასთვის ორი სიტყვის სათქმელად ?


"ეჰ,ყველაფერს თავისი საფასური აქვს" გაფიქრა გვანცამ,როცა მასწავლებელმა დავალების მიღებაზე უარი განუცხადა და თანაკლასელისათვის ბოდიშის მოუხდელობის გამო ისევ იმ წყეულ დერეფანში განმარტოება მოსთხოვა "ჩვეული სულიერი მდგომარეობის აღსადგენად".არადა,არც სულიერ მდგომარეობას უჩიოდა და არც დაჯდომაზე იტყოდა უარს .უსასრულოდ გაგრძელებული გაკვეთილის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა და გვანცამ ზუსტად იცოდა,რომ ასე,დაახლოებით 3-4 წუთში თომა იდოტურად გაიღიმებდა და "გარეთ გასვლას" ითხოვდა,მაგრამ არა იმ საქმისთვის,რომლისთვისაც ორი თითის აწევის და საკუთარი ბუნებრივი მოთხოვნილებების შესახებ ხმამაღლა განცხადების კარგა გვარიანი ბრძოლის გავლა გვიწევს ( საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლისათვის "გააჩერეს" დაძახების მსგავსია რა ) ,არამედ გვანცას "ჩვეული სულიერი მდგომარეობის " აღდგენის პროცესზე დასაკვირვებლად და ერთი-ორი "ენამახვილური" შენიშვნის გადმოსაგდებად.
როგორც ცხონებული ციცო იტყოდა,ბებიაჩემის ახალგაზრდობის "პადრუგა" ,ხანდახან ბაბუას "დრუგობისკენაც" რომ გაურბოდა ელამი მარცხენა თვალი,ისე აგიდეთ ყველაფერი კარგი. გვანცასაც აუხდა,ოღონდ კარგი ნაკლებად.


სანამ თვალის სინათლე ("მეზობელო კარისაოს" ამბავში) კარის ბოლომდე მიხურვას მოასწრებდა და მარტოსულობის უპირატესობების ჩამოთვლას შეუდეგბოდა,გამწარებული გოგონა მივარდა .ამ წუთას ყურთან დაკავშირბეული გეგმა ძალიან მაცდურად გამოიყურებოდა,მაგრამ გეგლაური უკან გახტა ,ყურზეხელაღებულმა გვანცამ გადაწყვიტა მასუსრს ჩაბღაუჯებოდა,მაგრამ ვერც აქ მოიხელთა და "არა ,ძალადობას" მოტივით შთაგონებულმა შედარებით გვიან გადაწვყვიტა დიპლომატიური გზების ძებნა.
- არ შეგეძლო უბრალოდ სახლში მოგეცა ? ან გადაგეგდო ? - შეუყეფა ბიჭს ,მერე კი როცა მის მზერას დააკვირდა მიხვდა,გეგლაური მის სავარაუდოდ დამუხტულ თმებს მისჩერებოდა და გულიანად ფხუკუნებდა - ცივილიზებული ადამიანები ხომ ვართ - ეჭვით თქვა და ისე ძლიერად მიიტკეპნა თმა , ოდნავ თავი ეტკინა. - ჰოდა,რა იქნებოდა,რა მოხდებოდა მთელი გზა ჯერ ჩანთით არ გეთრია,მერე არ გამოგეცხადებინა ჩვენი მეზობლობა და ბოლოს შუა დერეფანში არ მოგეცა ?
- გამოსვლისას ვიპვე ეზოში , მაგვიანდებოდა და სახლში ვერ შევბრუნდებოდი,მითუმეტეს იქ ,სადაც მხოლოდ მამაკაცები ვართ ,რომ ეპოვათ ვერ ავხსნიდი რა იყო.შენები არ იყვნენ და ჰო,ვერ გადავაგდებდი,ნანა დეიდასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს - გაეცინა თომას,როგორც ჩანს ,შენიშვნების დახარჯვას არ აპირებდა.
-დერეფანში რაღატამ მომეცი ? - ლამის დაედევნა გვანცა უკვე ჩამოშორებულს - ხომ იცოდი რაც მოჰყვებოდა,საგამიეროს გადაგიხდი! გაიგე ?
- დერეფანს რაც შეეხება,შენი რეაქცია მაინტერესებდა - სანამ ახალ რეაქციას იხილავდა ,უსაფრთხო მანძილზე ჩამოიტოვა გვანცა და კმაყოფილი ჩაუყვა კიბეებს.


მოკუჭული რვეული ჩანთაში რომ ჩატენა , იქვე ატუზულ მაიას მოჰკრა თვალი . მაია იმ ლამაზი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა,სიჩუმე რომ კიდევ უფრო ალამაზებთ,პირის მოღებისას, რბილად რომ გითხრათ , ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდათ,როგორც იმ ფაქტის გაცნობიერებისას უკურკო საზამთრო რომ არ არსებობს ან საზამთროს დიეტაზე ვინმე უკმაყოფილო მომხმარებლის პოსტში რომ წააწყდებით "ს.ო.ს ! თქვენს ორგანიზმს აზოტით ტენით" ,ან საზამთროზე ხელის ტყაპუნისა და მისი სქესის გაგების უშედეგო მცდელობის შემდეგაც სიტკობას ნასახი რომ არაქვს ,მაგ განცდის ( საზამთროსთან დაკავშირებულ სევდას,მოგონებებსა და ფანტაზიებს მომავალში გაეცნობით ავტორის გვერდზე,რომელსაც თუ არ დაეზარა შექმნის.) მოკლედ გვანცამ ცოტა იფიქრა ,თუ ბევრი ამ ლამაზი გოგოს დანახვისას შურისძიების ბრაზიული გეგმის დასახვა მოუნდა.
საქმე ის იყო, რომ ყეყეჩ გეგელაურს მართლაც მოსწონდა მაია,არც ეს უკანასკნელი ჩამორჩებოდა დაგვასა და ალვაში ( "შორით" არა ოღონდ ) ,მაგრამ თომას არც მაიას მსგავსი პედანტისათვის მოსაწონი წესრიგი ჰქონდა სახლში და არც ერთგულებით გამოირჩეოდა.ახლა მაიასთვის სტურმობა რომ შეეთავაზებინა და მერე საუბარი თომას სასიყვარულო ამბებზე გადაეტანა ნანა,რომელიც ცოტა არ იყოს და მაიას აგონებდა,დაუფიქრებლად დაიწყებდა მის ხელში გამოზრდილი ბიჭის რომანტიკული თავგადასვლების მოყოლას.არა,მაია მაინც შეურიგდებოდა გეგელაურს,მაგრამ ბიჭს ერთი კვირა მაინც ყვავილებით სირბილი,სასიყვარულო გამონათქვამების ძებნა და რამდენიმე ყალბი პროფილის გაკეთება მოუწევდა დაბლოკვათა კლასტერის თავიდან ასაცილებლად.
მაიას დაყოლიება არ გასჭირვებია,პირიქით იცოდა მომხდარის შემდეგ გოგონას ენდომებოდა კიდეც ეს.გზა ცალმხივ ლაყბობაში გაილია,რა თქმა უნდა,მოსმენისთვის განწირული გვანცა აღმოჩნდა,სამაგიეროდ შეიტყო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტები,როგორიცაა : თომას ლოყების მოძრაობა სიცილისას,თომას თვალთა ფერის ცვლილება მზეზე და არაჩვეულებრივი ხუმრობის უნარი,რომელიც მთელი 17 წლიანი მეზობლობის განმავლობაში მას ნამდვილად არ აღმოუჩენია.ვინ იცის,ბიჭის მერამდენე ღირსებას ჩამოთვლიდა მაია,გვანცას სახლთან შეკრებილი ხალხი და კვამლის შავი ,მხრჩოლავი ხაზი რომ არ შეემჩნია.გეგელაურების ეზოში მოეყარათ თავი,წრედ შემოჰხვეოდნენ რაღაცას.


რა იქნებოდა ერთი წუთით გაჩუმებულიყო მაია,ერთი წუთით უნდა ეფიქრა,ნანახი უნდა გადაეხარშა.კვამლი,ჩანაცრებული სახლი და წრედშეკრული ხალხი.
მაია ადგილს მოსწყდა,სირბილით დაუყვა ბილიკს და გვანცამ თავლს დააძალა დასწეოდა.ეზოში შეკრებილ ხალხში მშობლების დანახვას არ ელოდა,დღეს ქალაქგარეთ მიდოდნენ,აქ არ უნდ აყოფილიყვნენ.
ნანას ტირილისაგან სახე დასწითლებოდა,მურსა და ნაცარში ამოსვრილი მამისი თვალს არიდებდა.

თომას სახლი შავი ფერის გროვად ქცეულიყო.

წრეში შევარდნილმა მაიამ ხალხი მიმოფანტა.

მერე კი

ნაცრის გროვაც,

ხალხიც,

თვითონ მაიაც გაუჩინარდა.

გვანცამ დაინახა.



№1  offline წევრი ანმეე

ეეეეეეე როგორ მომეწონააა
ახალს ველოდები აბაა...გვანცა რა საყვარელია ნუუ

 


№2  offline წევრი Blume

ბამმო
ეეეეეეე როგორ მომეწონააა
ახალს ველოდები აბაა...გვანცა რა საყვარელია ნუუ

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent