შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყემლის ქურდები (1)


15-06-2020, 01:04
ნანახია 1 568

ვინმეს რომ ეკითხა, შენი ცხოვრების ჰიმნი რომელი სიმღერა იქნებოდაო, დაუფიქრებლად ვუპასუხებდი - Bob Marley-ის Don't worry be Happy-მეთქი. ჩვენ, ადამიანები, დედამიწაზე მხოლოდ ერთხელ მოვლენილნი, მაქსიმალურად უნდა ვცდილობდეთ ბევრი სიცილი, ხარხარი და მხიარულება შევაგროვოთ მოგონებად. წარმოიდგინეთ, ვიღაც მოდის და გეუბნებათ - რა უშნო ხარ, ან რა უგემოვნო ხარ. თქვენ კი ამ დროს ნერვიულობის და თვითშეფასების დაქვეითების ნაცვლად, იცინით. რა მაგარია! სად გვცალია დეპრესიისა და თვითგვემისთვის, ოღონდაც! გაირბენს ცხოვრება და სიბერეში გაიხსენეთ, რამდენჯერ იბღავლეთ, რამდენჯერ ჩაიკეტეთ ოთახში, რამდენჯერ გაიტეხეთ გული და ასე შემდეგ. მე კიდევ ჩემ შვილიშვილს მოვუყვები სად და როგორ გავერთე, აბა ისე როგორ?! თქვენც ამას გირჩევდით, ეცადეთ ყველა საკითხში დადებითი იპოვნოთ. ნუთუ რამე სჯობს გულიან ხარხარს, ცრემლები რომ გდის უკვე მისგან?!
***
ისე ცხელოდა, გარეთ გასვლა და დაქალთან ერთად სეირნობაც კი დამეზარა. ორივენი, მე- ჩემს სახლში, ის - თავის სახლში მკვდარზე ვენოკებივით ვეყარეთ საწოლზე და ბოლს ვუშევბდით.
საათი ის-ის იყო ათს ჩამოკრავდა, ხილი რომ მომინდა საშინლად. როგორც იქნა, საჯდომის აწევა ვინებე და სამზარეულოში გავბობღდი. დედაჩემი მაგიდასთან იჯდა და პროდუქტების სიას ავსებდა. მაცივარი გამოვაღე და ტყემლის ძებნა დავიწყე.
- მაკჩო, ტყემალი სად დევს?
- მამაშენმა შეჭამა ბოლომდე, ალუჩა დევს და ის აიღე.
- ოფ, არ მინდა ალუჩა მე! - ტუჩები დავბრიცე.
- კარგი ერთი, ტყემალი შენმა შეყვარებულმა მოგართვას.
- მაკა! ვეჩხუბე იმ...იმ... მოკლედ, ლუკას, რა.
- რატომ?
- ნუ მახსენებ, ლისის ტბაზე აიყვანა თავის დეიდაშვილი და იმის დაქალები , მე არ მითხრა! გაიგე? არ მითხრა!
დედაჩემმა სიას თავი მიანება და შემომხედა.
- შვილო, შენ ტვინგამორეცხილი ხომ არ ხარ?- ინტერესიანი თვალები შემომანათა.
- აი, არავის არ გესმით, რა. მეგიც მეუბნება, რა არის მანდ გასაბრაზებელიო. მე თითოეულ ნაბიჯს ვუყვები სად გადავდგი, როგორ გადავდგი, როდის გადავდგი და იმან თავისი მანქანით გოგოები გააკატავა და ი ნირვიბი არ მიგიშილის. კაი ერთი! თან ნინის ერთი დაქალი ცუდად ეკურკურება. მაისში უნივერსიტეტიდან მოვყავდი, გზად ნინი და მაგის პადრუგა დაინახა, ცოდოები არიან, ცხელა, გავიყოლოთო. კარგი- მეთქი. როცა ჩასხდნენ, სალომე ამბობს- ლუკ, გთხოვ, კონდიციონერი ჩართე. მერე, ლუკ, ეს მუსიკა არ მიყვარს და გადართე, რა. ვინ არის მაგის ,,ლუკ“ ! - ბოლო წინადადება უნებურად წამოვიყვირე.
დედამ მიყურა, მიყურა და შემდეგ მკითხა:
- დე, გინდა ნერვოპათოლოგთან მიგიყვანო?
თვალებმოჭუტულმა დედაჩემს შევხედე, დედით და ალუჩით იმედგაცრუებული, კურტუმის რხევით გავემართე ჩემი ოთახისკენ. ტელეფონს ხელი დავავლე და დაქალთან დავრეკე.
- მეგი, რას აკეთებ?
- ვწევარ სელაპივით, შენ?
-მე ავდექი ცოტა ხნის წინ. მიდი, გეხვეწები, გარეთ გავიაროთ. აგრილდა ცოტა, სახლში ამოვიხუთე უკვე.
- ვაიმე, მეც. თან ტყემალი მინდა მაგრად.
- ვაიმე, ვაიმე, უ უ უ დაქალი ხარ რა! მეც მაგას ვწუწუნებ, ტყემალი რატომ შემიჭამეს- მეთქი. სადმე ხე არ გეგულება?
- გოგო, ნუნუს ხეს რომ გავუარე გუშინ, საერთოდ აღარ ესხა, ალბათ იმ ჟღვლინტიანმა ბღარებმა შეჭამეს. სხვაგან არ ვიცი... გავიაროთ - - მაგ ჩაყოლებაზე, სულ კერძო სახლებია და შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ბაღში.
- გოგო შავები უნდა ჩავიცვათ? ნაკლებად შესამჩნევები რომ ვიყოთ...
- მგონი ხო, არ გახსოვს ნუნუს ხეზე ჩირაღდანივით, რომ ანათებდი ფოსფორისფერი მაისურით?
- კარგი, სწრაფად გავემზადები და გამოგივლი, მპუა.
***
მეგის ეზოში ვიყურებოდი და ველოდი როდის გამოანათებდა ჩემი მზე და კიბეებზე ჩამოფარფატდებოდა, როდის გამიღიმებდა და ნაზად მეამბორებოდა ლოყაზე... რა იყოთ ხალხო, მართლა ეგეთი ნაზი კი არ არის. კარები გამოგლიჯა და ხტუნვა-ხტუნვით გამოვიდა სახლიდან, ეზოს კარები გააღო, ქუჩაში გამობრძანდა და რკინის კარები უხეშად დააბრახუნა.
- მარო, როგორ ხარ შე*მა!- ხელი გადამხვია და გულზე უხეშად მიმიხუტა.
- რა ჯაგა ხარ მეგი, სირცხვილია.- გულიანად გამეცინა და უფრო კარგ ხასიათზე დავდექი.
- ბალი არ გინდა?- კურკა ისროლა პირიდან.
- მინდა, როგორ არ მინდა.
ჯიბისკენ ხელი წაიღო, მეც მის ხელს გავაყოლე თვალი და ლამპიონის განათებაზე ნათლად დავინახე შარვლის ჯიბის ადგილიდან გამოჟონილის სისხლისფერი სითხე.
- ვაიმე, მეგი, ფეხიდან სისხლი მოგდის!- წამოვიკივლე და ლამის გონება დავკარგე. სახეზე ხელი ავიფარე და ერთ ადგილას ვხტუნვდი.
- რა სისხლი მომდის?
- ჯიბის ადგილზე ჭრილობა გაქვს?
- შენ გოგო, დებილი ხომ არ ხარ? ბალი უნდა მომეცა.
- მოიცა, ეგ სისხლი ბლის წვენია?
- ხო, აბა რა გეგონა შე კრუხო.
- ჯიბეში ბალი შენ ჩაიყარე და დებილი მე ვარ?ცელოფანი არ გქონდა?
- ცელოფანი არა ,,მეშოკი“ კიდე.- დაჭ....ტილი ბალი შეიგდო პირში.
- ანგელოზივით გარეგნობა გაქვს, ასეთი ველური რანაირად ხარ?
- წამოდი, შენი ჭირი მე, რა. ნუნუს ქუჩას დავუყვეთ და იქნებ ბედმა გაგვიღიმოს. - ლუკაზე რა ხდება?
- ჯანდაბა! არ შემხმიანებია, ვირი ეგ.
- რა სისულელეებზე ეჩხუბები მაგ ბიჭს, მის ადგილას რომ ვიყო ალბათ დაგშორდებოდი.- დამამშვიდა ჩემმა პირდაპირმა დაქალმა.
ემოციური ადამიანი გახლავართ და ჩემი დაქალის ამ რეპლიკაზე ცრემლები მომაწვა. მეგიმ შემომხედა და თავზე ხელი მიირტყა.
- რათა სტირი, შე შობელძაღლო? - ხალხო, ნუ შერაცხავთ ქაჯად, ეს მხოლოდ ჩემთან და ლუკასთანაა ასე საშინლად დეგენერატი.
- ანუ, შენი აზრით აღარ შემირიგდება?- თვალები მოვიწმინდე.
-ჩემი საოცარი გონების მოსაზრებაა, რომ ძალიან უყვარხარ და შეგირიგდება. უბრალოდ, ახლა ცოტა ხანი თავს დაიფასებს, იი, უაზროდ იეჭვიანა და თვითონ მომიბოდიშოს...
დაქალის სიტყვებმა კვლავ გამახალისა, ის-ის იყო განვიხილავდი დამერეკა ლუკასთვის და ბოდიში მომეხადა, თუ არა, როცა მეგის ტელეფონის ხმა გაისმა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეკრანზე ლუკას სახელი ამოვიკითხე.
- მარიამ, მარიამ, ლუკა რეკავს!
- ვხედავ, უპასეუხე მალე!
- ო, რა უნდა, რა ვუთხრა.
- ვაიმე, როცა გინდა ენას ისე უტლიკინებ, ლამის შენს გამო დამშორდეს და ახლა რას ინაზები სათუთი გოგოს მსგავსად, მალე უპასუხე!
ქალბატონმა მეგატერინემ ჩაახველა და უპასუხა. ჩემსა და მეგის შორის არსებული მანძილი, რომელიც სამ ნაბიჯს შეადგენდა, სწრაფად გადავლახე და ყურთან მოთავსებულ ტელეფონს მივახტი, იმის იმედით რომ გავიგებდი რა სურდა ჩემს მიჯნურს.
- მეგი, როგორ ხარ, რას შვები...
- ოხ, როდის აქეთ ინტერესდები ასე ყურადღებით მეგის გატაცებითა და საქმიანობით- ცხვირი აიბზუა ჩემმა დაქალმა.
- ხომ იცი როგორ მიყვარხარ, სულ დაინტერესებული ვარ.
- ხო, მზე და მთვარე ამოგდის ჩემზე.
- აბა, რა! სად ხარ?
- რატომ გაინტერესებს?
- რავიცი ისე, მარტო ხარ?
- პირდაპირ რომ მითხრა, რა ჯანდაბა და დოზანა გინდა, არა?
- მარიამი საიტზე არაა და სად არის ხომ არ იცი? კარგადაა?- იკითხა ლუკამ 15 წამიანი დუმილის შემდეგ.
- ვაიმე, სე პატალა, მოგენატლა?
- ო, ნუ მიშლი ნერვებს.
- ცემო ბაჭია ყულცქვიტა, ნელვები მოგისალა ცუდმა დეიდამ?
- მეგი! სად არის მარიამი-მეთქი!
- ვაიმე, არ შეგიჭამს არავინ ამ მარიამს, კარგადაა, ჩემს გვერდითაა და ვსეირნობთ.
- ა, კარგი, მალე გაუშვი იცოდე სახლში.
-ლას მელაპალაკები, ბიწო. დაურეკე და შენ უთხარი.
- ბევრს ნუ ტლიკინებ ახლა, წყნრად იყავით.
- ბრაძანა ლუკა კაცმა, მამაკაცმა.
***

საკმაოდ ბევრი ვიარეთ ,,ნუნუს ჩაყოლებაზე“, ის-ის იყო გაბრუნებას ვაპირებდით, უცნობი სახლის ჭიშკარზე რაღაც ხე რომ შევნიშნე.
- მეგი, მეგი! ნახე რაღაც ხე.- დავიჩურჩულე და თითით ვანიშნე. ფეხის წვერებით მივუახლოვდით ღობეს და ტელეფონი მივანათეთ. - არის! ტყემალია.
- როგორ ავიდეთ?
- ნახე, აქ კედელს ქვა აქვს გამოშვერილი, ამას ფეხს დავაგდამ, ავხტები, ერთი ჰოპ და ხეზე ვარ.
მთლად ასე ადვილიც არ ყოფილა აცოცება, მეგი საჯდომზე მაწვებოდა და ძლივ-ძლივობით ამათრია.
- შე სქელტრაკა, ხელები მოსჭიდე, ხო, ველ დან.
კომფორტულად მოვთავსდი ხეზე და ნაყოფის ჭამა დავიწყე.
- ჰა, ჩამომიგდე ახლა მეც.
- მაცადე ჯერ მე, ვერ ვხედავ რომ ვჭამ?
- შენმა პირმა ჭამა ქვანახშირი, დავიყვირებ და გავიქცევი, შენ კიდევ იჯექი მანდ და ისროლე კურკები.- ნერვების მოსაშლელად ტელეფონის ფანარი ჩართო.
- აჰა, შე საქონელო- ტყემალი ვესროლე თვალში, შემდეგ მისი არაადექვატურობით შეშინებულმა წესიერად მივაწვდინე ხის ნაყოფი.
ჯიბიდან პარკი ამოვიღე და კრეფა დავიწყე, როგორც იქნა შევავსე და მეგის გადავაწოდე. გონებაში უკვე წარმოვიდგენდი, სახლის გზას ტყემლის ხრამუნით როგორ დავფარავდი, მაგრამ მოულოდნელედ აღმოვაჩინე, რომ ხიდან ვერ ჩავდიოდი.
- მეგი, მიშველე...
- რა იყო, ჩაიფსი?
- მეგი! ხეზე გავიჭედე მგონი...
- ო, გაიჭედე არა ის. ჩამოდი და წავედით, მალე.
- მეგი, სერიოზულად ვამბობ.
წუთის განმავლობაში მაკვირდებოდა და როცა დაარწმუნა ჩემმა თვალზე მომდგარმა ცრემლებმა, რომ არ ვხუმრობდი, ახარხარდა. მოულოდნელად, წელში გაიმართა და დასერიოზულდა. მიწიდან ბალახი მოგლიჯა და მიწასთან ერთად მომაწოდა.
- ეს... ეს რა არის?
- გამომართვი, კაცო, გამომართვი. სანამ მე ლუკას მოვიყვან, შენ ბუდე ააშენე და მერე კვერცხები გამომიჩიკეთ. აჰაჰაჰაჰა- ხელმეორედ აკაკანდა.
მერე ტელეფონი მოიმარჯვა და მესენჯერში ვიღაცას დაურეკა.
- ლუკა, რას შვები.- კამერაში დაკვირვებით ჩაიხედა და აწეწილი თმა გაისწორა.
- ვწევარ, რა ხდება, ხომ კარგად ხართ?
- კი, უბრალოდ შენი ანგელოზი ცაზეა გამოკიდული.
- რა?- დაბნეული ხმით იკითხა.
- რა და მარიამი ბუდიდან ჟღურტულებს რაღაცას.
- მეგი, ადამიანურად ამიხსენი რა ხდება.
- ო, რა ბანძები ხართ ეს შეყვარებულები. მარიამი ხეზე გაიჭიდა და ჩამოათრევ თუ დავტოვოთ აქ?- კამერა შემოაბრუნა და მე გამომაჩინა.
ახალი საყვარლობა წინადადება უნდა წამოეწყო ქალბატონს, როცა ლუკამ გაუთიშა , თუმცა გათიშვისთანავე მიწერა ,, მისამართი მომწერე, გამოვდივარ“ო.
მეგის რეპლიკების: თბილ ქვეყნებში როდის მიფრინავ; ამხელა კვერცხებს არ დააჯდე, დაიმტვრევა; ფრინველები ფეხზე მდგარი იძინებთ, თუ წევხართ; ჩიტებს შარდის ბუშტი მართლა არ გაქვთ?; გინდა ნიჩაბს ვიშოვი და მატლებს ამოგიჩიჩქნი მიწიდან -ის შემდეგ, ლუკას შავი პიპიაც გამოჩნდა.
- ნელა ვერ მოიყვანე ეგ მანქანა? რას აგუგუნებ ძრავას, ტყემალს ვიპარავთ, ვინმემ კი არ დაგვპატიჟა.- ლუკას დანახვისას აყაყანდა მეგი.
- ჯერ ხომ არ მოვსულვარ, რა იყო ადამიანო, რას მერჩი?
- ის იყო რომ ფეხის გულზე კოღომ მიკბინა მგონი! მომფხანე და გაგიცინებ.
- ფეხსაცმლის შიგნით კოღომ რანაირად გიკბინა?
- რავიცი, ალბათ სანამ ჩავიცვი ფეხზე მანამდე მოასწრო შეფრენა.
- შანსი არაა, აქამდე გაიგუდებოდა...შენი ფეხის სუნით.- აკაკანდა ჩემი სიყვარული.
- აუ, რა იხუმრა, ჩემი დედას ვფიცავარ. - ტაში დაუკრა მეგიმ და თავი გააქნია. -მარიამ, შემახსენე ამის შეყვარებული რატომ ხარ?
- აუ, რავი... აბა ჩემ ხუმრობებზე მარტო მე რამდენ ხანს ვიცინო...- გულუბრიყვოდ ვთქვი.
- ფერი-ფერსა, მადლი-ღმერთსაო- ზეცას ახედა მეგიმ.
- უკაცრავად, ხეზე ვარ გაჭედილი, ხომ არ დაგავიწყდათ?- შეწუხებულმა ვთქვი.
- ჩამოსვლა გინდა პატარა?- ლუკა მომიახლოვდა და გამიღიმა.
- შეხედე, სირაქლემასავითაა, რა პატარა.- საოცარი შედარება გააკეთა მეგიმ.
ავისმომასწავლებლად გავხედე და ლუკას ვუპასუხე რომ მინდოდა.
ლუკამ მეგის თავისი ტელეფონი მიაწოდა.
- რა ხდება? იკითხა და ინტერესჩამდგარი თვალებით შეხედა ლუკას.
- შენი დაქალი ახლა ხიდან ჩამოსვლის სანაცვლოდ პირობას დადებს, რომ არ იეჭვიანებს ასეთ სისულელეებზე.
- არაფერსაც არ დავდებ!- მტკიცედ ვუპასუხე.
- მაშინ იჯექი მანდ.- უდარდელად აიჩეჩა ლუკამ მხრები.
- კარგით, რა. მეშინია. - საწყლად ვთქვი.
როცა მივხვდი, რომ პირობის დადების გარეშე მართლა არ ჩამოვყავდი, მოვუბოდიშე და შევფიცე- უაზროდ არ ვიეჭვვიანებ- მეთქი.
- მეგი მოდი, მეორე ხელი დაუჭირე, მოუხერხებელი ჩამოსასვლელია, მარტო მე ვერ დავეხმარები.
როგორც იქნა, ჩემმა ფეხებმა მიწა შეიგრძნო და ბედნიერმა შევისუნთქე გრილი ჰაერი. ჩემს მონატრებულ შეყვარებულს თბილად მოვეხვიე, მან კი თავზე მაკოცა.
- ვაიმე, ეს სიყვარულობები არ შემიძლია, რა. ფუ - ცხვირი აიბზუა მეგიმ. - წამიყვანეთ ახლა სახლში!
ლუკას მანქანაში ჩავსხედით და გავუყევით სახლის გზას. მგზავრობისას ლუკამ ვიდეოს ნახვა მოინდომა, მე რომ პირობას ვუდებდი. სახე გაბადრულმა გალერია ჩართო და ვიდეოს ძებნა დაიწყო.
- ვიდეო სად არის?- გაწბილებულმა, უბედურად იკითხა მას შემდეგ, რაც ტელეფონში მხოლოდ მეგის ენაგადმოგდებული და დაჯღანული სელფები იპოვნა.
- აჰაჰაჰაჰაჰ - აკაკანდა ჩემი დაქალი. - აბა რა გეგონა ლუკ, დაქალს გავწირავდი?!
***

მეორე დილით ადრიანად ავდექი, ვიბანავე, ვისაუზმე და წიგნის წასაკითხად მოვკალათდი. გემრიელად მივირთმევდი ალუბალს და წიგნში არებულ ყველა წინადადებას ყურადღებით ვკითხულობდი. ნახევარი საათის შემდეგ, დაახლოებით 11 საათზე მეგიმ დამირეკა.
- რას შვები შე შობელძაღლო.
- ვკითხულობ, შენ?
- კითხულობ კი არა, მიდი გამომიარე და იმ ტყემალზე წავიდეთ.
- ი, რას გაიჯეჯილე სხვის ტყემალზე. მოიტანა დილით მაკამ და ამოგიტან თუ გინდა.
- მე ის ტყემალი მომეწონა ძალიან, სხვა არ მინდა.
- აუ, მეშინია, მეგი. დაგვინახავენ და გაგვლანძღავენ.
- აუფ, უცბად არ გიპოვონ.
- რა პოვნა მინდა, ხიდან ვერ ჩამოვდივარ.
- მე ავძვრები დღეს, შენნაირი კრუხი კი არ ვარ. მართლა ძალიან მომეწონა.
- კარგი წავიდეთ ხო, ამ წამსვე გამოვალ სახლიდან და ეზოში დამხვდი იცოდე.
ტელეფონი და პარკი ავიღე და დაქალთან ხტუნვა-ხტუნვიტ გადავედი. როცა დავინახე, ლოყაზე ვაკოცე და ჩავეხუტე.
- ნუ მდორბლი, შენი ჭირი მე.
- რა ცივი ხარ, ადამიანო.
გავუყევით ჭორაობით გზას და თან ვიგუდებოდით.
- გოგო, გაიგე რაღაც ახალი ჯგუფი რომ გააკეთეს? იპოვე მეტროს ქრაში...- ვკითხე დაქალს.
- კი, ვნახე, გავწევრიანდი კიდეც. მე ხომ იცი, მეტროს ხშირი მომხმარებელი ვარ, თან ასეთი მშვენიერი და კოხტა, ჩამოვუყევი პოსტებს, სულ ჩემზე იქნება-მეთქი ვფიქრობდი, მაგრამ არაფერი არ იყო.- მოწყენილი სახე მიიღო. - აი, რა ბანძები არიან, უბრალოდ. ადამიანი მე რომ დამინახავ, შეიძლება არ მოგეწონო?- წელში გაიმართა.
- ღმერთო რა დეგენერატი ხარ.
ტყემლის ხესაც მივადექით, მეგი თვალებმოჭუტული არემარეს ზვერავდა, სახლის ეზოშც შეიჭყიტა.
- სუფთაა, დავაი, ავძვერი.- უთხრა თავის თავს და ასვლაში დავეხმარე, შემდეგ პარკიც მივაწოდე.
- მომაწოდე სამი ცალი მაინც, მეც მინდა.- ავბუზღუნდი.
- გუშინ რომ თვალში მაფეთე კარგი იყო?
- აუ, მეგი, გთხოვ.
- კარგი, ხო. - შევეცოდე და ფრთხილად, რომ არ ჩამოვარდნილიყო, გადმოიხარა და ხელში ჩამიგდო რამდენიმე ცალი. მესამეს მივირთმევდი, შემთხვევით კურკა რომ გადამეყლაპა.
- მეგი, მიშველე...
- აუ რა შემჭამე ამ მიშველე, მიშველეთი... რა ჭირი გინდა?
- კურკა გადამეყლაპა.
წუთით დადუმდა მერე კი მითხრა.
- არაუშავს, ამოვიღებთ.
- როგორ?
- აი ეს ჯოხი გამომართვი.- ხიდან პატარა, წვრილი ტოტი მოტეხა. - ყელში ჩაიყავი კარგად, მუცელთან მიაგორე კურკა და მერე ჭიპიდან გამოგიღებ.
- ო, სულ რას მეღადავები. სერიოზულად, ხომ არაფერი მომივა, შენ გადაგცდენია?
- არა, არაფერი მოგივა. პირიქით კარგიცაა...
- რატომ?
- აქ აღარ მოგვიწევს ბოდიალი, პირდაპირ შენთან გადმოვალ ხოლმე, როცა დაგიმწიფდება და პირიდან გამოვა ტოტები, მოვწყვიტავ.
- მეგი!
- კარგი ხო, არაფერი მოგივა.- ტყემალი შეიგდო პირში.
ის-ის იყო ჩამოსვლას აპირებდა ქალბატონი, სახლის ფანჯრიდან ვიღაცამ თავი რომ გადმოყო და რაღაც გადმოგვძახა. ვერც სახეზე დავინახეთ, ვერც ხმა გავარჩიეთ რას ამბობდა. მეგი უცბად ჩამოხტა და სიცილ-სიცილით გავიქეცით. სამშვიდობოს რომ გავედით, სეირნობა და ხილის ჭამა დავიწყეთ.
- ჩემთან ავიდეთ, ყავას გავაკეთებ.- დავპატიჟე დაქალი.
სამზარეულოში ვიყავი, ჭიქაში ყინულებს ვყრიდი, როდესაც მეგის წივილი მისწვდა ჩემს ყურთასმენას. მისარები ოთახიდან სამზარეულოში შემომივარდა.
- რა მოხდა, კარგად ხარ?- ავნერვიულდი.
- ბეჭედი დავკარგე, ჩემი ძერსკი ვერცხლის ბეჭედი.
- არაუშავს ისედაც არ მომწონდა...- ვანუგეშე ჩემ ჭკუაში.- ბიჭის ბეჭედი იყო.
-ბიჭი და გოგო არ ვიცი მე!- აწიკვინდა. - სახლიდან რომ გამოვედი, მეკეთა. დარწმუნებული ვარ. სანამ ხიდან ჩამოვხტებოდი რაღაცა დავარდა მახსოვს, მაგრამ შენი ბანძი კულონი მეგონა... ჩემი საყვარელი ბეჭედი- მოსთქვამდა.
- კარგი, არაუშავს, რა. ნუ ნერვიულობ. ღამე მივიდეთ ისევ და წამოვიღოთ.- ამ წინადადების შემდეგ ცოტა დამშვიდდა.
ლეპტოპში ფილმი ჩავრთეთ და თან ყავას ვსვამდით.
- აუ, მეზარება რა ფილმები.
- ერთი იდეა მაქვს, ცოტას გავერთობით.- წარბები ავათამაშე.
- ხო? აბა, გისმენ.
- მოდი ამ მეტროს ქრაშში დავპოსტოთ რამე, ბიჭის გარეგნობა მოვიგონოთ და რაღაც...
- ჰმ...- ჩაფიქრდა.
- მიდი რა, მაგარი კომენტარები იჩითება ხოლმე, ვღადაობ.
- კარგი, ხო, მიდი.
ჯგუფში შევედი და პოსტის დასაწერად თითბი დავატკაცუნე.
აბა მითხარი მეგი, როგორი გარეგნობის ბიჭები მოგწონს, რაები დავწერო.
5 წუთის შემდეგ პოსტიც დავდეთ.
,, გამარჯობა მეგობრებო.
გუშინ, 27 ივნისს, რუსთაველის მეტროდან გამოვიდა ყმაწვილი, მაღალი, შავგვრემანი, სწორი ცხვირით, მწვანე თვალებითა და ზომიერად ნავარჯიშები სხეულით, თეთრ მაისურში.
ჩემს დაქალს დღესაც ყბა აქვს ჩამოგდებული, იქნებ იცნობდეთ და სიკეთე გააკეთოთ.
მადლობა წინასწარ“
შემდეგ წამოვიდა კომენატრები:
,, შენი დაქალიც თუ შენსავით ლამაზია, მაშინ მე ვიყავი“- ეს წავშალე, ლუკას რომ არ ენახა.
,,მისულიყო და ეკითხა სახელი და გვარი, რა გჭირთ ხალხო“- ვიღაცა ბრძენმა მოგვიწოდა.
,, მე არ ვიყავი’’ - ი, კარგი ერთი, ჩვენ შენ გვეგონე, მეტრაოცი.
ამდენი სულელური კომენტარის შემდეგ ერთი ბიჭი თაგავს ვინმე გიგი ზამთარაძეს.
,, ბიჭო, შენი გოგოების მრავალრიცხოვანი არმია არ გეყო და ახლა მეტროს მგზავრებს დაუწყე ყბის მოღრეცვა?’’
ეს ბოლო კომენტარი მეგის გარეშე ვნახე, სამზარეულოში იყო გასული ნაყინის შემოსატანად. გადავედი ამ ვინმე- გიგი ზამთარაძის პროფილზე და დავუყევი ფოტოებს.
ჯერ გაშტერებული დავცქეროდი, მერე კივილი ავტეხე.
- მეგი, მოეთრიე მალე!
ქალბატონს ნაყინი კბილებით ეჭირა და ისე შემოვარდა.
- რა მოხდა?
- მიქელანჯელოს დავითივით ბიჭი გიპოვე- საწოლზე ხტუნაობა დავიწყე.
- ჰა?
- მოკლედ, ვინმე ნიკა ქავთარაძემ ჩვენს პოსტზე დათაგა, ასევე ვინმე- გიგი ზამთარაძე. აი, უსიმპათიურესი ბიჭია, თითქმის ზუსტად ისეთია როგორიც დავპოსტეთ. -გავკიოდი.
- ვა, მაჩვენე აბა...
ფოტოებს ვათვალიერებინებდი მეგის, ახალი შეტყობინება რომ მოვიდა პოსტისგან.
გიგი პასუხობს ნიკას:
,,არა, ძმაო, მეტროში საუკუნეა არ ვყოფილვარ. გოგოებო, თქვენ კიდევ ეს ტყემალი ისე მაინც შემიჭამეთ, ტოტები რომ არ მოტეხოთ“
ერთი წუთის განმავლობაში კომენტარს გაშტერებულები ვუყურებდით, მერე ერთმანეთს შევხედეთ და კივილი ავტეხეთ.



№1 სტუმარი უცნობიიიი

ვაიმეეე რა მაგარიიაა ძაან მომწონსს.მალე დადეეე რააა

 


№2 სტუმარი სტუმარი ....

ფორმაში ხარ .
ჩვეულებას არასდროს არღვევ , ახლაც ისე გაუჩერებლად ვიცინოდი როგორც ყოველთვის.
მომწონს "მაროს და მეგის" დუეტი.
ველოდები შემდეგ თავს .

 


№3  offline წევრი ვიპნი

ბოლოს იყო შოკი :D ძალიან ვიმხიარულე ამ დილით,კი ვიცოდი შენი პოსტიდან რომ კარგი სამხიარულო ისტორია გველოდებოდა ,მაგრამ ასეთსაც არ ველოდი .
წარმატებები ❣️

 


№4  offline წევრი Maia G.

რა გემრიელად ვიცინეეეე,რა კარგი გოგო ხარ,პოსტებიდან კი ველოდი,რომ კარგი იქნებოდა,მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა,ბრავო ❤❤❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი სალი

ძალიან სასიამოვნო სასაცილო წასაკითხი ისტორია ველოდები შემდეგ თავს წარმატებები

 


№6  offline მოდერი ენქეი

ძალიან სასაცილო წასაკითხია,მომეწონა heart_eyes

 


უცნობიიიი
ვაიმეეე რა მაგარიიაა ძაან მომწონსს.მალე დადეეე რააა

ხვალ დადიება heart_eyes

სტუმარი ....
ფორმაში ხარ .
ჩვეულებას არასდროს არღვევ , ახლაც ისე გაუჩერებლად ვიცინოდი როგორც ყოველთვის.
მომწონს "მაროს და მეგის" დუეტი.
ველოდები შემდეგ თავს .

მადლობა თეკლე heart_eyes

ვიპნი
ბოლოს იყო შოკი :D ძალიან ვიმხიარულე ამ დილით,კი ვიცოდი შენი პოსტიდან რომ კარგი სამხიარულო ისტორია გველოდებოდა ,მაგრამ ასეთსაც არ ველოდი .
წარმატებები ❣️

მიხარია თუ მოგწონს innocent heart_eyes

Mai dire mai
რა გემრიელად ვიცინეეეე,რა კარგი გოგო ხარ,პოსტებიდან კი ველოდი,რომ კარგი იქნებოდა,მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა,ბრავო ❤❤❤❤❤

ძალიან, ძალიან მიხარია რომ შევძელი დაგაგამხიარულეთ. heart_eyes

სტუმარი სალი
ძალიან სასიამოვნო სასაცილო წასაკითხი ისტორია ველოდები შემდეგ თავს წარმატებები

მადლობა, გაიხარეთ heart_eyes heart_eyes

ენქეი
ძალიან სასაცილო წასაკითხია,მომეწონა heart_eyes

მადლობა heart_eyes

 


№8 სტუმარი ანუ

აუ ბოლო მომეწონა ძაან :დ :დ :დ :დ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent