შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყემლის ქურდები (2)

16-06-2020, 17:27
ნანახია 9 481

- სულ შენი ბრალია, ტყემალზე წავიდეთ, ტყემალზე წავიდეთ. შევრცხვით ბიჭთან!
- დღესაც წავალთ.- უდარდელად აიჩეჩა მხრები.
- ბატონო? აბა კიდევ ერთხელ გაიმეორე...
- მარიამ, მე იმ ბეჭედს იქ არ დავტოვებ! ყველაზე მეტად მიყვარს ეგ ნივთი.
- კარგი მეგი, რა, მეშინია.
- რა ყველაფრის გეშინია ადამიანო. რას გვიზავს, წკეპლით გამოგვეკიდება? მივალთ, ბეჭედს ვიპოვნით და წამოვალთ.
- მაშინ გვიან მაინც წავიდეთ...
- კი, მარო. თერთმეტისკენ წავიდეთ. მე ახლა სახლში გადავირბენ, ამდენ ხანს აქ ხომ არ ვიქნები.
დამემშვიდობა და მარტო დამტოვა. მალევე ლუკამ დამირეკა.
- ხო ლუკა.
- როგორ არის ჩემი სიყვარული?
- კარგად ვარ, შენ?- გავინაზე და დავიშაქრე.
- მეც კარგად ვარ, გინდა პიკნიკზე წავიდეთ? მე და შენ...
- აუ, კი, მინდა. რა მაგარი იქნება.- სიხარულისგან ადგილზე ხტუნვა დავიწყე.
- ხო და ნახევარ საათში გამოგივლი, მზად იყავი. მიყვარხარ.
- მეც ძალიან მიყვარხარ!
***
ფანჯარაში ვიყურებოდი, ლუკას მოსვლა რომ შემენიშნა.
როგორც კი მოვიდდა, მზის სათვალე და ჩანთა ავიღე და სწრაფად დავტოვე სახლი. უკვე მანქანასთან ვიყავი, ლუკა უნდა გადამეკოცნა, როდესაც შევნიშნე როგორი სისწრაფით მორბოდა მეგი სახლიდან.
- აი, თქვე საზიზღრებო, მე მომტეხეთ არა? კიდევ კარგი ფანჯარაში ვიყურებოდი და ამის მანქანა დავინახე თორემ ხომ დამტოვებდით სახლში.- აქოშინებული გაუჩერებლად ტლიკინებდა.
- აუ, ჩემი, ეს ვინ არის!- თავზე ხელები შემოიწყო ლუკამ და გამწარებულმა გახედა ჩემს დაქალს.
- ი, რომანტიკა გინდოდა ლუკი? ხელი შეგიშალე? შეყვარებულთან გინოდა განმარტოება? ნურას უკაცრავად! ბებიათქვენისამ. ჰა, ახლა, ჩავსხედით მანქანაში და სადაც მიდიოდით, წავედეთ.
- შენ დაქალს ერთხელაც იქნება დავახრჩობ!- თითი დამიქნია ლუკამ.
- ეგ თითი არ გადაგაყლაპო, ვის უქნევ, ჩემს დაქალს? ჩაეტიე მანქანაში, სანამ ჩაგტენე.- უკანა სავარძლებში წამოწვა მეგი.
მთელი გზა, შეაწუხა ჩემი შეყვარებული.
დარწმუნებული ვარ რომ ლუკას ძალიან ვუყვარვარ, თორემ მეგის ვინ გაუძლებდა?
- მარიამ, ეს რა გასხია?
- ახალი სუნამოა, ლუკამ მაჩუქა.- შევიფერე.
- რას გაინაბე... ყარხარ. დადიხარ და საკონდიტრო ქარხანის სუნს აფრქვევ. მეტი წესიერი სუნამო არ ჰქონდათ, შე გოიმო ბიჭო, რომ აგერჩია?
- მანქანიდან გადაგაგდებ მეგი, უნამუსო ვიყო თუ არ გადაგაგდო.
- უნამუსო ხარ, აბა რა ხარ, შეყვარებულს ვანილიანი წყალი აჩუქე და კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზიები?
- ლუკა, მე ძალიან მომწონს. - მხარზე ხელი დავადე და გავუღიმე.
- ღმერთო, რა გოიმებთან მაქვს ურთიერთობა.- ხელები ცისკენ ასწია.
***
როგორც იქნა, დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ. ნერვები აღარ მქონდა, დამაწყდა მეგის და ლუკას გაშველებისას.
- ეს პლედი წესიერად გაშალე ლუკა... წესიერად მეთქი, აწეწილია და არ გვყოფნის სიგანეში... წვენი შუაში დადე... მანდ არა, ცოტა მარცხნივ... ეს ნაყინები რას წამოათრიე, შე დებილო, ნახევარი საათია გზაში ვართ, დადნა....ეს მადონას სერვიზი რომ გაგვიშალე, პლასტმასის ჭურჭელი ვერ იყიდე?...ეს რა ჩიფსი გიყიდია, არ მიყვარს მე არაჟნის...ეს ყვავილები სასაფლაოდან წამოიღე? რას გავს, მომინდომა აქ პლედზე დეკორაციები...ამ სველ სალფეტკს ძალიან მკვეთრი სუნი აქვს, არ მომწონს.
ყოველ რეპლიკაზე წითლდებოდა და წითლდებოდა ლუკა, ბოლოს მწყობრიდან რომ გამოვიდა დაუყვირა:
- მოკეტე, ან ამ წამს ტბაში ჩაგახრჩობ!
მუქარამ მხოლოდ სამი წუთით გაჭრა.
- ეს ჭიანი ბალი სად იშოვნე გაფიცებ, ფულის ეკონომია გააკეთე სამწვადე, რომ არ გეყიდა და მატლის ხორცს გვაჭმევ?
- მეგი!- დავტუქსე.
- კარგით, ცოტახანს გავჩუმდები და ბუნებით დავტკბები.
მე და ლუკა ხეს მივეყუდეთ და ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
- მაინც ძალიან მიყვარს ეს ველური.- ხმადაბლა ჩამჩურჩულა ლუკამ.
- ძალიან საყვარელია. ასეთი ხასიათი აქვს, თორემ ძალიან უყვარხარ მასაც.- თავი მხარზე დავადე.
მეგი ჩვენსკენ მოაბრუნა თავი.
- გავიგონე ძვირფასებო- თან ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა.
ადგა და მე და ლუკას შუაში ჩაგვიხტა.
- უფალო, ამის გაძლება მომეცი- თავი გააქნია ლუკამ.
- გაძლება მე მომცეს ღმერთმა, ასეთი გოიმი სიძე რომ უნდა შემომივიდეს...
ლუკა უმიზეზოდ, გაკრეჭილი იღიმებოდა.
- რა იყო, ასე გესიამოვნა ჩემი სიტყვები?- გაკვირვებული დარჩა მეგი ლუკამაც რაიმე რეპლიკა რომ არ ესროლა.
- არაფერი, ძვირფასო. წამოწექი ისევ.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ბუნებაზე ვსაუბრობდით. ძალიან ლამაზი ცა იყო და მეგი ფოტოგრაფობდა.
- ვაიმე, მეგი გველი.- ყვიროდა და რაღაც გრძელი ნივთი ისროლა ლუკამ მეგის მიმართულებით.
ჩემი დაქალი გამწარებული წამოხტა გველის ხსენებაზე და წინ და უკან დარბოდა.
- მეგი, მიდი მალე ტბაში შევარდი, თავს ვუშველოთ, თურმე გველები წყალში არ შედიან.
ჩემი დაქალი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ტბისკენ და შიგნით შეხტა.
სამშვიდობოზე გასულმა ჩვენსკენ გამოიხედა და აკაკანებული და სიცილისგან ჩაჩოქილი ლუკა რომ დაინახა, აპილპილდა.
მოვარდა, წვენს ხელი დაავლო და ლუკას თავზე მოასხა.
- ღმერთს მადლობა უთხარი, ტელეფონი ბალახზე რომ დამრჩა და წყალში არ შევიყოლე!- თვალები დაუბრიალა.
ცოტახნის შემდეგ თვითონვე ახარხარდა.
- ძლივს რაღაცა ღადაობა არ გააკეთე? შე ბანძო.- გაუჩერებლად იცინოდა.
მალევე მოგვიწია სახლში დაბრუნება, ლუკას სველი სალფეტკი არ შველოდა, კრაზანები დაეხვა...
შემდგომ უკვე ლუკასაც დასცინოდა სურნელებაზე მთელი გზა.
მე ვანილს, ლუკას ნაღებს ეძახდა.
დილიდან ბოდიალმა ცოტა არი იყოს და დამქანცა. როცა დავწექი, მალევე ჩამეძინა.
11-ის ნახევარი იყო ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა.
- გისმენ მეგი.
- გეძინა? ადექი, გაემზადე და გავდივართ.
- სად გავდივართ, კაცო.
- ბეჭდის საძიებლად.
- ო, ეგ სერიოზულად თქვი? მეშინია-მეთქი ხომ გითხარი.
- მაგ ხეს არ ურტყავს დიდად ლამპიონის სინათლე, დაიკიდე რა.
- კარგი ხო.- ბუზღუნით დავნებდი.
მუქი ფერის ტანისამოსი ჩავიცვი და სახლში გადავაკითხე. გზაში ღიღინებდა, მე კი საშინლად მეშინოდა.
- მარიამ, აი, უბრალოდ, ასეთი ქათამჩო არსება როგორ ხარ? მე შენს გამო ლომს შევებრძოლები, შენ კიდევ ბალახს ტელეფონს ვერ ანათებ?- ვითომ იმედგაცრუებული სახე მიიღო.
- აჰა, გამოგვეკიდებიან პატრონები წკეპლით და ნახავ მერე.
- ხო და მაგ წკეპლას დავტეხავ და სათითაოდ გადავაყლაპებ ყველას.
- ველურო.- ცხვირი ავიბზუე.
ეზოს ჭიშკართან ფრთხილად და ჩუმად მივედით. ერთამანეთს ჩურჩულით ვესაუბრებდით.
- მარიამ, მიდი უკნიდან მომაწექი, ვერ ავდივარ. ხო, გამიშვი, ავედი.
- ხეზე კარგად მოთავსდი და ხის გარშემო ბალახი კარგად დაათვალიერე- დავარიგე.
- კარგი, ხო არ ღადაობ. მე ფოთლებზე ვაპირებდი მოძებნას.
- ნუ მაკნინებ.
- გაკნინებ კი არა, მოკეტე 2 წუთით.
- მეგი მალე რა, მეშინია.
- მარიამ, შემაწუხე უკვე, შენ მანდეთ ეძებე.
- იქნებ რომ გავრბოდით მაშინ დაგივარდა.
- არა, აქ გავიგე რაღაცის დავარდნის ხმა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე მაშინ.
- წავიდეთ, რა. მე გიყიდი მაგარ ბეჭედს.- ვერ ვმშვიდდებოდი.
- ან მოკეტე, ან ამ ხეზე მიგაბამ.- თვალები დამიბრიალა.
- არ ჩანს?- მაინც არ ვჩუმდებოდი.
- ვაიმე, რომ ჩანდეს ხომ ჩავხტებოდი და ავიღებდი ადამიანო.
- აბა ტოტებზე ნახე, იქნებ ჩამოეკიდა როგორმე.
მეგიმ ხიდან გაოცებულმა გამომხედა.
- შენ გოგო დებ...- ხმამაღლა მოუვიდა წამოყვირება. - შენ ტვინუნაოჭო ხომ არ ხარ, ბეჭედი როგორ დაეკიდა ხეს, ცეპია? თან დავარდნის ხმა გავიგონე-მეთქი.
- რას ეძებთ გოგონებო? - სიბნელიდან ბოხი ხმა გავიგონეთ.
- ა - ავკივლდი შიშისგან, მეგი მოულოდნელობისგან ხიდან გადავარდა.
- რა იყოთ, მანიაკი კი არ ვარ.- ჩვენი რეაქციით შეშფოთებულა თქვა ბიჭმა.
- მარიამ, მიშველე.- მეგის ტირილნარევი ხმა გავიგე.
- რა მოხდა?- შეშინებულმა ძლივს ვიკითხე.
- ხელი მოვიტეხე- აბღავლდა.
არც მიფიქრია სხვისის სახლი რომ იყო, კარები გავაღე და ეზოში შევვარდი.
გიგი უკვე მეგისთან ჩამუხლულიყო და ხელს უთვალიერებდა.
- ახლავე მოვალ- სახლში შევარდა და მშობლებთან ერთად დაბრუნდა.
სასწრაფო გამოძახებული ჰყავდათ.
- დედაჩემს არ უთხრა, მარიამ. სახლში თაბაშირით რომ მივადგები, რეაქცია მაინტერესებს- მაინც გაიცინა.
ლუკას დავურეკე და საავადმყოფოში მოსვლა ვთხოვე, გიგი და მამამისიც წამოვიდნენ.
***
- ხომ გეუბნებოდი, არ გინდა ეგ ბეჭედი, დაეტიე სახლში- მეთქი.- თაბაშირში ჩასმულხელიან დაქალს ვტუქსავდი.
- შენ ბიჭი - გიგის მიმართა. - სახლში რომ მიბრძანდები, ტყემლის ხის გარშემო ივლი და ბეჭედს მიპოვი, გასაგებია? თუ გინდა რომ უფალმა ეს ცოდვა შეგინდოს.
თვალებს ვუქაჩავდი, მაგრამ ყურადრებას არ მაქცევდა.
გიგის ხმა არ ამოუღია, იცინოდა. როცა შეამჩნია რომ მეგი თავს იდეალურად გრძნობდა, პალატიდან გავიდა.
ამასობაში ლუკაც მოვიდა.
- ვა, მეგი როგორ გიხდება თეთრი.- გაეკრიჭა.
- ფიზიკურად ვერა, მაგრამ სიტყვიერად კვლავ შემიძლია დაგჩაგრო და დაგაბულინგო- თვალი ჩაუკრა.
- ესე იგი, გიგის მსგავსი ბიჭები მოგწონს. - აკაკანდა ჩემი შეყვარებული.
- რა?- დაბნეულმა ვიკითხეთ.
- თქვენ პოსტზე მომიყვა გარეთ.- იცინოდა დებილივით.
- უბრალოდ გავერთეთ, არავინ მომწონს, ზოგადად მამაკაცებს ვერ გიტანთ.- ცხვირი ასწია ზემოთ.
- იცნობ იმ ბიჭს?- ვკითხე შეყვარებულს.
- არ ვძმაკაცობთ, მაგრამ კი ვიცნობ, კარგი ბიჭია.
- კი, გადასარევი.- თავის მოტეხილ ხელს დახედა მეგიმ. - რას შემაშნა, რომ შემაშინა. თაბაშირიანი ხელით როგორ ვიბანავო ხალხო- ამოიკრუსუნა.
- პარკი უნდა შემოიხვიო.- დაარიგა ჩემმა სიცოცხლის აზრმა.
- პარკი არა ის, რას დამცინი.
- მართლა ვამბობ, მე ასე ვბანაობდი, როცა მოვიტეხე.- ურჩია ლუკამ.
- ახლა ღამე მე აქ უნდა გავათიო?
- მგონი, არა. ექიმი გამაყუჩებელს გამოგიწერს და წაგიყვან.
- მარიამ, დაურეკე დედაჩემს, ფული წამოიყოლოს.
- გიგის გადაუხდია, არ დაურეკოთ.
- ბატონო?- წარბები აქაჩა მეგიმ. ვინ სთხოვა ერთი. დაურეკე მარიამ, დავუბრუნებ უკან.
- მეგი, ნუ ქაჯობ. დამნაშავედ იგრძნო თავი და თვითონ გადაგიხადა. არ აიღებს მაგ ფულს მაინც, დედაშენსაც ტყუილად გაანერვიულებთ.- დაარიგა ლუკამ ჩემი დაქალი და თბილად გაუღიმა.
- კარგი,ხო. მომხედონ ახლა მალე და გამიშვან.- წამოვიდა წუწუნის ახალი ტალღა.
***
მეორე დილით გავიღვიძე თუ არა, გავემზადე და მეგისთან წავედი.
თმას იშრობდა.
- მოახერხე ბანაობა?
- კი, პარკი შემოვიხვიე ხელზე და დავსკოჩე.
- სკოჩი რა სიტყვაა გოგო.- თვალები დავქაჩე.
- შე ბანძო, აბა რა ვთქვა, დავაწებოვანლენტე?
- დიახაც, ასე უნდა თქვა.
- მოკეტე და თმა გამიშრე, რა.
- ისე, ის გიგი ხო საყვარელი ტიპია.- სასაუბრო თემა წამოვიწყე.
- კი, უსაყვარლესია.
ამ პასუხს ნამდვილად არ ველოდებოდი. გაკვირვებული ვუყურებდი.
- რას გაშეშდი, შენი აზრით მართლა ვთქვი? მაგის გამო მთელი ერთი თვე სკოჩებით და პარკებით უნდა ვირბინო და მესაყვარლება? როგორ ფიქრობ?
- რა იცოდა რომ ჩამოვარდებოდი.- გამართლება ვცადე.
- ვერ მიხვდა რომ შეგვეშინდებოდა? რას გამოხტა აქ სიბნელიდან ტურასავით. ი ლას ეჯებთ გოგოებო. დეგენერატი.- ცოფებს ყრიდა მეგი.
თმა დავუწანი და საწოლზე წამოვწექით. ფეისბუქს ვსქროლავდით, მეგის ტელეფონმა რომ დარეკა. უცხო ნომერი იყო, მე მაპასუხებინა.
- გისმენთ.
- მეგი მინდოდა.- დაბნეული ხმით თქვა.- ა, მარიამი ხარ, ხომ?
- კი, მარიამი ვარ.
- ლუკას გამოვართვი მეგის ნომერი... ბეჭედი ვუპოვე, მე ამოგიტანდით , მაგრამ დედაჩემი ნერვიულობდა ძალიან, როგორაა ბავშვიო. ყავაზე და ხილზე გეპატიჟბათ, მოდით, გაახარებთ. თან ბეჭედსაც წაიღებთ.
- ა, კარგი, გიგი, მოვალთ- ზრდილობიანად მივიღე მოწვევა.
- ნახვამდის.- თბილად დამემშვიდობა.
გათიშული არ მქონდა ტელეფონი, მეგი აყვირდა.
- სად წავალთ ერთი, რატომ დათანხმდი.
- ვერ გაიგე, დედაჩემი ნერვიულობსო.
- რა ანერვიულებს ერთი, მაგის დისშვილი ვარ?
- მეგი, ნუ ხარ საქონელი. ქალს აინტერესებს როგორ ხარ და გეპატიჟება, რა ისტერიკას იმართებ. თან შენ ძერსკ ბეჭედს წამოიღებ.-თვალი ჩავუკარი.
- ო, კარგი ხო. რამე არ წავიღოთ? სტუმრად მივდივართ მაინც.
- საოჯახო ნაყინი და რამე ტკბილეული მივიტანოთ. მიდი უცბად გაემზადე და წავედით.
- გავემზადო, გეგონება ყველა ძვალი მთელი მაქვს. დილით მაისურს შვიდასი კაცი მაცმევდა. აწიე უკანალი და თავად გამამზადე.- მიბრძანა ქალბატონმა.
სახლთან რომ მივედით, გიგის დავურეკეთ და გამოგვხდა. თბილად შეგვიძღვა სახლში.
- კეთილი იყოს თქვენი ჩემს სახლში მობრძანებდა, ტყემლის ქურდებო.- გაიკრიჭა.
- ნეტა რას იკრიჭება ვირივით.- ყურში ჩამჩურჩულა მეგიმ.
- ნუ ხარ თავხედი- თვალები დავუბრიალე და ხელი მივცხე.
გიგის დედა სამზარეულოში მაგიდას გვიშლიდა. ისეთი თბილი და საყვარელი ქალი იყო გადავირიეთ.
- გამისკდა გული, ისე ვღელავდი შენს ხელზე შვილო.- მზრუნველი ხმით უთხრა ქალმა.
მაგიდას გარს შემოვუსხედით და ყავას ვსვავდით, გიგი რომ შემოვიდა და მეგის ბეჭედი დაუდო წინ. მეგიც გაბედნიერდა და ბეჭედის გაკეთებას ცდილობდა.
- ო, გამიკეთე რა, მარიამ.- როდესაც მოვარგე, ბედნიერი დასცქეროდა ხელს.
ქალბატონმა თამარმა დიდი სტუმართმოყვარეობა და სიყვარული გამოიჩინა ჩვენს მიმართ.
მეტიც, ჩვენი ნომრები ჩაიწერა, კიდევ მესტუმრეთ და დედებიც გამაცანით, თუ ისურვებენო.
ძალიან მარტივად გამოვნახეთ საერთო ენა. მხიარული და კეთილშობილი ქალია.
აივანზე უამრავი ლამაზი ჯიშის ყვავილები ჰქონდა, ძალიან ჰყვარებია, თურმე მათი მოვლა.
თითო-თითო მე და მეგისაც გვაჩუქა და ძალიან კმაყოფილებმა დავტოვეთ სახლი.
სახლში რომ მივედი, ჩემს მშობლებს ვესაუბრე და ჩემს ოთახში ავედი. მუსიკებს ვუსმენდი, როცა ტელეფონმა დამირეკა.
- ხო ლუკა.- თბილად ვუპასუხე ჩემს სიყვარულის ბუშტს.
- როგორ ხარ?- ანერვიულებული ხმა ჰქონდა.
- კარგად, მშვიდობაა?- დავიძაბე.
- ხვალ დედაჩემი გეპატიჟება გასაცნობად...- თითქმის ჩურჩულით თქვა. - არ ინერვიულო, რა. მართლა ეგეთი არ არის როგორც ნინი ამბობს...
- თუ არ არის ასეთი, შეშინებული რატომ მელაპარაკები.- ცრემლები წამომივიდა.
- კარგი, რა. მე არ მეშინია არაფრის, უბრალოდ შენზე ვღელავ, მეტისმეტად ემოუციური ხარ, დედაჩემმა კიდევ ზოგჯერ უხერხული რეპლიკები და კითხვები იცის. ძალიან შეუყვარდები, უბრალოდ ცოტა ხანს შეკითხვებით შეგჭამს. არ იღელვო, ხომ იცი, მე დედას არ ვეკითხები ვინ მეყვარება და ვინ არა. - გაიცინა.
- შეიძლება მეგიც წამოვიყვანო? ძალიან მეშინია...- ამოვისრუტუნე.
- თუ თავს ასე უფრო მშვიდად იგრძნობ, წამოიყვანე.- თბილი ხმით მითხრა. - სანერვიულო არაფერი გაქვს, ძალიან მოეწონები.
- მართლა?
- მართლა, ხო. შენ როგორ შეიძლება ვინმეს არ მოეწონო.
- ლუკ...- ხმა დავიშაქრე.
- ხო- სიცილის ხმა გავიგე.
- მე შენ ძალიან მიყვარხარ.- ვიღიმოდი, გეგონება დამინახავდა.
- მეც, ძალიან, ძალიან. კიდევ კარგი მეგი არ გვისმენს, ფუ ბანძებოო იტყოდა.- გაიცინა.
- ჩემი გადარეულია ეგ. ხვალ გამოგვივლი თუ ჩვენ მოვიდეთ?
- გამოგივლით, რა თქმა უნდა. ოღონდ მეგის უთხარი, ბოტასებით და ძალიან დაფლეთილი შარვლით ნუ წამოვა. ვერ იტანს დედაჩემი...
როდესაც გავუთიშე მეგის ესემესი მივწერე და დავიძინე.
,, ხვალ კრუელა დევილის გასაცნობად ვარ დაპატიჟებული. შენ, ჩემო უ უ უ დაქალო, ამის გადასატანად მარტო ხომ არ გამიშვებ? რა თქმა უნდა არ გამიშვებ. ხო და ხვალ, 4 საათზე მივდივართ სტუმრად ლუკასთან. ჯინსები და ველურობები არ ჩაიცვა. მპუა, გაკოცე შუბლზე“

თხოვნა იქნება, გამიზიაროთ თქვენი აზრი, რატომ მოგწონთ, არ არ მოგწონთ.
მოტივაცია მჭირდება joy

№1 სტუმარი ჰიჰი

სააყვარლებიიი heart_eyes მეგი ჩემი ფავორიტი არის kissing_heart

№2  offline წევრი ნანა73

მომწონს, იმიტომ რომ ვხალისობ. smile
ისე მინდა გითხრა, პირველი თავი უფრო მომეწონა.
heart_eyes

№3  offline წევრი ვიპნი

რატომ გამიჩნდა ეჭვი რომ მეგატერინე ზუსტად მაგას ჩაიცმევს :D ძალიან,ძალიან სახალისოა,უცებ დგები კარგ ხასიათზე და ღიმილი სახიდან არ გშორდება,განსხვავებულია,სხვას არ ჰგავს, ეტყობა რომ მხოლოდ შენია და სხვის ზეგავლენას არ განიცდი❣️იმდენად ბუნებრივად აღწერ,რომ გგონია ეს ყველაფერი შენს გვერდით ხდება.
და კიდევ ,ეს არის ისტორია სადაც არ არის განსაზღვრული სოციალური ფენა,უბრალო ჩვენნაირ მოკვდავებზეა საუბარი .
წარმატებები ❣️❣️❣️❣️

№4 სტუმარი სტუმარი სალი

სასიამოვნო საკითხავი მთლიანათ ღიმილოთ ჩავიკითხე ძალინ მაგარიხარ წარმატებები ველი შემდეგ თავს

№5  offline მოდერი ენქეი

სუულ სიცილ-ხარხარით ვკითხულობ
ველი შემდეგს
წარმატებები ❤️

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე♡♡♡

ჰიჰი
სააყვარლებიიი heart_eyes მეგი ჩემი ფავორიტი არის kissing_heart

heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

ნანა73
მომწონს, იმიტომ რომ ვხალისობ. smile
ისე მინდა გითხრა, პირველი თავი უფრო მომეწონა.
heart_eyes

მადლობა heart_eyes heart_eyes heart_eyes

ვიპნი
რატომ გამიჩნდა ეჭვი რომ მეგატერინე ზუსტად მაგას ჩაიცმევს :D ძალიან,ძალიან სახალისოა,უცებ დგები კარგ ხასიათზე და ღიმილი სახიდან არ გშორდება,განსხვავებულია,სხვას არ ჰგავს, ეტყობა რომ მხოლოდ შენია და სხვის ზეგავლენას არ განიცდი❣️იმდენად ბუნებრივად აღწერ,რომ გგონია ეს ყველაფერი შენს გვერდით ხდება.
და კიდევ ,ეს არის ისტორია სადაც არ არის განსაზღვრული სოციალური ფენა,უბრალო ჩვენნაირ მოკვდავებზეა საუბარი .
წარმატებები ❣️❣️❣️❣️

საინტერესოა,მეგატერინე რას ჩაიცვამს... laughing
გული გამიხარე heart_eyes უღრმესი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის შენი სიტყვები heart_eyes heart_eyes

სტუმარი სალი
სასიამოვნო საკითხავი მთლიანათ ღიმილოთ ჩავიკითხე ძალინ მაგარიხარ წარმატებები ველი შემდეგ თავს

ვებერთელა მადლობა heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

ენქეი
სუულ სიცილ-ხარხარით ვკითხულობ
ველი შემდეგს
წარმატებები ❤️

მიხარია ძალიან heart_eyes heart_eyes heart_eyes

სიყვარული გულს გვტკენს
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე♡♡♡

მადლობა heart_eyes heart_eyes heart_eyes

№8 სტუმარი სტუმარი Salome

მწვანეთვალებაგოგო

Sayvarelo axal tavs rodis dadeb

სტუმარი Salome

Xval????????????????

№10  offline წევრი Yavisfertvala

ვაიმეეეე გავიფხრიწე სიცილით, ეს მეგი ჩემი თავი მგონია. ზუსტად ეგრე ვეკვეტები დაქალის და მისი ტურპას სიყვარულში.????ძააან მომწონს და გთხოვ თავები გაადიდე. მეგი ჩემი ფავორიტია და ვინმე გამოუჩინე რო მარიამს და ლუკას არ სდიოს სულ????????????მაგარი ხარ მომწონს ძაან

№11 სტუმარი სტუმარი მაჩუ

არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ ძაან მამხიარულებ :D ყველა პერსონაჟი ძაან საყვარელი გყავს მაგრამ ნუ მეგი ყველას განსაკუთრებულად უყვარს მგონი. განახვავებული სტილი გაქვს , გრამატიკულად რაღაცეები სწორი ვერ არის მაგრამ ეგეც მაავიწყდება იმხელა ხმაზე ვიცინი ხოლმე. თავების გაზრდას გთხოვ მხოლოდ. გული მწყდება ხოლმე რომ მთავრდება. წარმატებები❤

Yavisfertvala
ვაიმეეეე გავიფხრიწე სიცილით, ეს მეგი ჩემი თავი მგონია. ზუსტად ეგრე ვეკვეტები დაქალის და მისი ტურპას სიყვარულში.????ძააან მომწონს და გთხოვ თავები გაადიდე. მეგი ჩემი ფავორიტია და ვინმე გამოუჩინე რო მარიამს და ლუკას არ სდიოს სულ????????????მაგარი ხარ მომწონს ძაან

მადლობა heart_eyes heart_eyes

სტუმარი მაჩუ
არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ ძაან მამხიარულებ :D ყველა პერსონაჟი ძაან საყვარელი გყავს მაგრამ ნუ მეგი ყველას განსაკუთრებულად უყვარს მგონი. განახვავებული სტილი გაქვს , გრამატიკულად რაღაცეები სწორი ვერ არის მაგრამ ეგეც მაავიწყდება იმხელა ხმაზე ვიცინი ხოლმე. თავების გაზრდას გთხოვ მხოლოდ. გული მწყდება ხოლმე რომ მთავრდება. წარმატებები❤

გაიხარე, მიხარია რომ ხალისობ. მადლობა heart_eyes heart_eyes heart_eyes

№13 სტუმარი სტუმარი Mmm

მგონი ამ საიტზე ეს ისტორია ერთადერთია რომერშიც აქცენტი მეგობრობაზეა და არა სიყვარულზე... არც ბილწსიტყვაობაა და არც მოწყენის საშვალებას გვაძლევს....

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent