შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახევრად 2


18-06-2020, 09:49
ნანახია 495

შიგნით შემოვიდა და იარაღი დამიმიზნა, ფანჯრიდან ზამთრის სიო შემოდიოდა და ფარდას არხევდა, ამასთანავე მთვარის სონატა ჩართული დამეტოვებინა და ისევ
გაისმოდა, ისევ იმ სიმყუდრუვის შეგრძნება მექნებოდა რაც გუშინ რომ არა ეს ნიღბიანი და იარაღიანი მამაკაცი.
-რამე გნებავთ?-ვკითხე ოდნავ შეშინებულმა და კატა ჩავიხუტე
მხოლოდ ორ დღეს გთხოვ, მაცხოვრე ორი დღე შენთან და პოლიციაში არაფერი თქვა, უკვე დღეებია გაკვირდები, მარტო ცხოვტობ, არც მეგობრები გყავს და არც მშობლები, ძმა გყავს ერთი რომელიც ციხეში ზის და შენ კვირაში სამი დღე მუშაობ სამსახურის შენობაში, დანარჩენს კი სახლში მუშაობას უთმობ
-და რისთვის მითვალთვალებდით?-ამჯერად კატა უფრო ავიკარი, თითქოს ჩემი კატუნია უნდა წაეყვანა
-ზუსტად ამ დღსთვის, შემიფარებ?
-თუ მპირდები რომ არავის არ დაუშავებ არაფერს
-ზედმეტები ხომ არ მოგდის?
-მე უბრალოდ ის ორი დღე ვიგულისხმე-სასწრაფოდ შევცვალე ჩემი პასუხი და სახლში შემოვუშვი, არა შემოსული კი იყო მაგრამ მაინც ვიტყვი რომ შემოვუშვი.
-სახლს არ დამათვალიერებინებ ტასო?
-აქ არაფერია დასათვალიერებელი
-კარგი ჩემით დავათვალიერებდა ჰო იცოდე რომ ყველა არ უნდა შეემოუშვა სახლში, მით უმეტეს ჩემნაირები-პასუხი არ გავეცი, ანდაც რა უნდა მეთქვა, გიცანი-თქო? მე უბრალოდ მიკვირს რატომ მიმალავს რომ ისაა, თანაც მხოლოდ ექვსი წელი გავიდა რაც არ მინახავს და თითქმის არა შეცვლილი, ჯერ ხმაზე გამიჩნდა ეჭვი, შემდეგ კი როდესაც ნიღაბი მოიხსნა ყველაფერს მივხვდი.
-კატუნია წამომყევი გაჭმევ და ჩემთვისაც გავაკეთებ რამეს-კატუნიაც რომელიც დავსვი უკან მომყვებოდა და თან კნაოდა, თითქოს რაღაც სტკიოდა ან არ ვიცი...
ჩვენთვისაც გავაკეთე წვნიანი და გავძახე
-უკაცრავად, თუ გშიათ შეგიძლიათ წვნიანი მიირთვათ-ეჭვისთვალით გამომხედა და დამეთანხმა
-მადლობა
ვივახშმეთ და მისაღებ ოთახში გადავინაცვლეთ, ჩემი კატუნია მუხლებში ჩამისკუპდა და წიგნიც მომიტანა, ძალიან ჭკვიანი კატაა, გუშინაც ამ წიგნს ვკითხულობდი და ალბათ დაამახსოვრდა, მადლობის გადასახდელად თავზე მოვეფერე, სიამოვნებისგან კრუტუნი დაიწყო, ძალიან საყვარელი იყო, თან კატას ვეფერები, თან წიგნს ვკითხულობ თუმცა კონცენტრაციას ვერ ვახდენ, ამოტომ იმ "ვითომ რომ ვერ ვიცანი "ბიჭს ვთხოვ
-შეგიძლია გამათბობელი და ბეთჰოვენის ზაზუნა ჩართო?
-აქ მგონი რაღაც გეშლება
-მე უბრალოდ გკითხე, შეგიძლია-თქო?
-არა არ შემიძლია-უცებ ჩემი კატუნია წამოდგა და კონდიციონერისა და ცენტრის პულტები მომიტანა და თან იმ ბიჭს ძალიან გაბრაზებულმა გახედა, ეს კატა გადამრევ, ძალიან ჭკვიანი და თან ამავე დროს ლამაზი და საყვარელია.
-მადლობა კატუნია-უცებ მოვიდა და კისერზე ამლოკა, გამეცინა და ჩამოვსვი თან ის "ვერ ვიცანი"ბიჭიც მიყურებდა, მეც შევხედე უკვე დალაგრბული სახით და ვკითხე
-როდის უნდა მითხრა?-ვამჩნევ როგორ გადაფითრდა
-არაფერი მაქვს სათქმელი
-კარგი, როდესაცმოგინდება მაშინ მითხარი-ვუთხარი და ავდექი-აქ გაგიშლი ლოგინს და დაიძინე კარგი? თუ გინდა ჩემს ლოგინს დაგითმობ
-მხოლოდ ორ დღეს გთხოვ, ამიტომ შენს ლოგინში დავიძინებ
-კარგი გამომყევი გაჩვენებ-ვუთხარი მშვიდად და ჩემს ოთახში შევიყვანე, ვხედავდი როგორ მილულა თვალები და როგორ დაიწყო ღრმად სუნთქვა, მე ჩემს კარადასთან მივედი და ერთადერთი მაისური რომელიც სამი ოთხი ზომით დიდი მქონდა მაგრამ მაინც ვიცმევდი ხოლმე შევთავაზე
-გინდა? მგონი ჩაგეტევა
-კი მადლობა-მითხრა და სასწრაფოდ გამომართვა მაისური თვალი მოვკარი "შეუმჩნევლად" როგორ დაადო ჩხვირი ჩემს მაისურს თუმცა ყურადღება არ მივაქციე ვკითხე
-ხელს ხომ არ შეუშლის მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა რომ დავტოვო ღამით ჩართული? დაბალ ხმაზე გაიჟღერებს
-არა, შეგიძლია ჩართო
-კარგი, ტკბილი ძილი-ვუთხარი ღიმილით და ოთახიდან გამოვედი, კატუნიასთან მივედი და ვუთხარი
-შენთვის რომ საწოლის ყიდვა დაგვავიწყდა პატარავ?-ვეუბნები და თან ვეფერები, მაშინვე კნავიკს იწყებს თითქოს პროტესტს გამოთქვამს
-ლაო, ლა მინდაო?-ვეუბნები სიცილით და კატას ვსვამ, ახლა დივანი უნდა გავშალო, მანამდე კი მოცარტს ვრთავ დაბალ ხმაზე, ოთახში ულამაზესი ბგერები ჟღერს, ჩემი კატუნიაც კი კრუტუნს იწყებს, მეც დივანს ვშლი და ვწვები, კატუნიაც გვერდით მიწვება და მორფეოსის სამყაროშიც ვეშვებით.
მეორე დილით, ადრე ადგომა მომიწია, სამსახურში უნდა წავიდე, ვცდილობ ძალიან ფრთხილად ვიმოძრაო და ჩემს ოთახში შევდივარ, ბიჭი ჩემს საწოლზე მოკუნტული წევს, ბალიში აქვს ჩახუტებული და ჩხირი აქვს ჩარგული, შარვალი არ გაუხდია თუმცა ზედა კი გამოუცვლია, ჩემს ტანსაცმელს ვიღებ და ფრთხილად გამოვდივარ ოთახიდან, კატუნიას კნავილი მესმის, ხმის მიმართულებით მივდივარ და ვხედავ როგორ გადაწოლილა ჩემს მხარეს და კნავის, მასთან მივდივარ და თავზე ვკოცნი
-კატუნია დღეს უნდა წავიდე და ხომ დარჩები აქ? იმ ბიჭს უყარაულე-ვუთხარი თუ არა წელში გაიმართა და დიდი ჯარისკაცი კატასავით დაჯდა-აი ასე ჩემო პატარა, მოდი დილით რძე დალიე გაგითბობ-რძე დავუდგი, მანამდე კი სააბაზანოში შევედი, დილის პროცედურები ჩავიტარე, გამოვიცვალე, ფანჯარა გავაღე, სახლი დავალაგე და ზუსტად ცხრის ნახევარზე მოვრჩი, სტიკერზე დავწერე რომ კატისთვის საკვები არ დავიწყებოდა და რომ მე სამსახურში მივდიოდი, ეს სტიკერი კი "მის" ბალიშთან დავდე, მე კი სასწრაფოდ სამსახურში წავედი.

--------------------
ჯანსაღ კრიტიკას აუცილებლად მივიღებ♡♡♡♡♡



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან ძალიან. მომწონს უფრალოდ რა მაინტერესებს ეს ბიEი თავისი ძმააა ??

 


《Sunshine》
ძალიან ძალიან. მომწონს უფრალოდ რა მაინტერესებს ეს ბიEი თავისი ძმააა ??

შემდეგ თავში გავერკვევით♡♡

 


№3  offline მოდერი ენქეი

მალე დადე რა heart_eyes

 


ენქეი
მალე დადე რა heart_eyes

უკვე დავდე♡♡♡

 


№5 სტუმარი ეკა

ძაან მომწონს უმაგრესია relaxed heart_eyes

 


ეკა
ძაან მომწონს უმაგრესია relaxed heart_eyes

დიდი მადლობა♡♡♡

 


№7  offline წევრი ანმეე

ოოო კარგი გოგო ხარ ძალიან გუუდ heart_eyes heart_eyes

 


ბამმო
ოოო კარგი გოგო ხარ ძალიან გუუდ heart_eyes heart_eyes

^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent