შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახევრად 3


19-06-2020, 16:16
ნანახია 458

გადატვირთული დღე მქონდა სამსახურში, ალბათ გაინტერესებთ სად ვმუშაობ, ბუღალტერი ვარ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, მაგრამ ყურსასმენების გარეშე არსად დავდივარ, რადგან კლასიკის მოამენის გარეშე მგონია რომ ვერ ვიცხოვრებ, არც ლანჩზე დავდივარ, არ მიყვარს ხალხმრავლობა, დიდად არც ადამიანები მიყვარს.
სახლის გზას ფეხით მივუყვები, ყურსასმენები მიკეთია და ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას ვუსმენ, ქარი თმებს მიწეწავს, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ, თან ვუყურებ ხეებს რომლებიც გაშიშვლებულა და ამით ვხვდები რომ ადამიანებიც რომ ასეთები ვიყოთ, ადამიანებიც რომ ასეთი წრფელები და მარყივად დასანახები ვიყოთ რა მოხდებოდა? თუმცა ვხვდები რომ ცხოვრებას აზრი დაეკარგებოდა, შემდეგ ამოსაცნობი აღარაფერი გვექნებოდა და ხალისს დავკარგავდით, ცოტა ხნით ხის ძირში მინდორზე ჩამოვჯექი და პეიზაჟის ყურება დავიწყე, ახლა რომ აქ სახატავი და ერთი უბრალო ფანქარი მომცა ამ სილამაზეს ფურცელზე გადმოვცემდი, ვაკვირდები ხალხს რომელიც გაკვირვებით მიყურებს თუმცა არაფერს აკეთებენ, მეც ვდგები და ისევ სახლის გზას მივჰყვები, ეზოში როგორც კი შევდივარ კატუნია გამორბის ჩემსკენ და მთხოვს ავიყვანო, საყვარელი მოძრაობები აქვს, მეც სურვილს ვისრულებ და ხელში ვიყვან, მაშინვე სახესა და კისერს მილოკავს, მეცინება და თავზე ვკოცნი
-გარეთ ვინ გამოგიშვა კატუნია? -ვეკითხები და თან სახლის კარს ვაღებ, შევდივარ და კატუნიასაც ძირს ვსვამ, შემდეგ ფეხზე ვიხდი, ქურთუკსაც მას ვაყოლებ და სააბაზანოში შევდივარ, წყალს ვივლებ და პირსახოცშემოხვეული გამოვდივარ, რადგან ტანსაცმლის შეტანა დამავიწყდა, სასწრაფოდ ჩემს ოთახში შევდივარ და ტანისამოსს ვიცმევ, როდესაც თმების გამშრალებას ვამთავრებ ვხვდები რომ ის არსად არის, სამზარეულოში შევდივარ, არ არის, საძინებელში არ არის, არც სააბაზანოშია, არც მისაღებში, არც საძინებელში
-კატუნია სად არის ის ბიჭი?-მაშინვე კარისკენ მიდის, მეც მივყვები, კარს ვაღებ და ვხედავ რომ ბუნგალოში ზის, კი მაგრამ რომ შემოვედი როგორ ვერ შევნიშნე? ნუ ალბათ კატასთან ვიყავი ზედმეტად გართული. გვერდით ვუჯდები და საუბარს ვიწყებ
-იცი? როდესაც ადამიანი ციხიდან ახალი გამოშვებულია თავისუფლებას შეიგრძნობენ, თუმცა შენ იმალები და თან ამავდროულად არ მიმხელ იმას რომ ჩემი ძმა ხარ
-რა თქმა უნდა არ გიმხელ, არ მინდა ჩემნაირი ძმა გყავდეს, არ გიმსახულებ ტას-მეუბნება და სიგარეტის კვამლს ფილტვებიდან უშვებს
--საიდან გაქვს სიგარეტი?
-ვიყიდე, ფული კი შენი ფულიდან ავიღე
-შეგეძლო გეკითხა ვასო, მე მოგცემდი ისედაც
-ციხიდან არ გამოვუშვივარ, გამოვიპარე
-ჩაბარდი ვასო, ძალიან დიდი შეცდომას უშვებ, ერთი წელიღა დარჩებოდი და გამოხვიდოდი
-გახსოვს რისთვის მოვვდი ციხეში?
-რა დამავიწყებს-ვუთხარი და გამეღიმა
-ჰო იმ დღეს უბრალოდ გიცავდი და ადამიანი დავჭერი, არადა თითქოს ისეთი არაფერი ჩამიდენია, ყველაფერში ის იყო დამნაშავე, გაგიტაცა და ამ ყველაფრის შემდეგ მაინც მე დავისაჯე
-ჰო მაგრამ ჩაბარდი ვასო
-არა, აღარ მინდა მანდ
-შემოდი ვასო და ვისაუბროთ ნორმალურად
-არა, შენი ხასიათი რომ ვიცი ყველაფერს თავზე დამამტვრევ, ან კიდევ იმდენს იზამ შენი ფილოსოფიური საუბრებით და აზრს შემაცვლევინებ, მე კი ეს არ მინდა
-ან შემოხვალ ან პოლიციაში ვრეკავ და შენს თავს ვაბარებ
-ამას არ იზამ-ამბობს და სიგარეტს ისვტის, დგება და სახლისაკენ მიდის, მეც სახლში შევდივარ და მაშინვე ჭიქას ვესვრი, ხელით იჭერს და მეხუტება
-მეზიზღები-ვეუბნები და ცრემლები მომდის, ის უფრო მიხუტებს
-ვიცი, ვიცი, ამიტომაც გთხოვ ორ დღეს შემდეგ უბრალოდ გავქრები
-არა, არ გაბედო-ვეუბნები და გულზე მუშტებს ვურტყავ-არ გაბედო ისევ ჩემი დატოვება, ვასო ჩაბარდი და ერთ კვირაში გირაოთი გამოგიშვებ, მეტს ვერც მე გავუძლებ
-მპირდები რომ არ მიმატოვებ ტას?
-გპირდები, მე არც არასდროს მიმიტოვებიხარ
-კარგი, გამოიძახე პოლიცია
პოლიცია გამოვიძახე და ისევ ვხედავ თუ როგორ ადებენ ჩემს საყვარელ ძმას ბორკილებს და ცრემლები მომდის, გაჰყავთ ჩემი ძმა მე კი საშინლად ვქვითინებ, კატუნიასთან მივდივარ და ტირილით ვესაუბრები
-კატ..უნია იცი? ს..ს..სულ მე მემართება ასეთები-ვეუბნები და უკვე ხმას ვეღარ ვიმორჩილებ, ამდენი ხნის "უტირალი" ახლა ამოვხეთქე ყველაფერი, მთელი გრძნობით ვტიროდი და თვალებსაც ვერ ვახელდი, როდესაც ხმა მომესმა
-ნუ ინერვიულებ-თვალებს ვახელ და რას ვხედავ



№1 სტუმარი ეკა

ძაან მაგარი ხარ relaxed heart_eyes

 


ეკა
ძაან მაგარი ხარ relaxed heart_eyes

დიდი მადლობა♡♡

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ბოლომონაკვეYის წაკითხვა ცრემლების გარეშე ვერ შევძელი ძალაინ კარგი ისტორია წარმატებები

 


《Sunshine》
ბოლომონაკვეYის წაკითხვა ცრემლების გარეშე ვერ შევძელი ძალაინ კარგი ისტორია წარმატებები

არ იტირო ხოლმე, არწმუნებული ვარ ცრემლები შენს სახეს არ მოუხდება, მიხარია რომ ეს ისტორია მოგწონს♡♡♡

 


№5  offline წევრი ანმეე

ვუიმე გოგონი მართლა კარგი ხარ kissing_heart

 


ბამმო
ვუიმე გოგონი მართლა კარგი ხარ kissing_heart

მიხარია რომ ასე ფიქრობ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent