ბრძოლა {15}
უყურებდა სახეს რომელიც სულ სხვანაირი ახსოვდა, ის ბავშვური გამომეტყველება სრულიად მოსცილებოდა, ვეღარაფერს ხედავდა მასში ძველს და ვერც რაიმე ძველ გრძნობას გრძნობდა. აღარაფერი იყო, არც ბრაზი, სიძულვილი, ან რაიმე სხვა გრძნობა. მხოლოდ სიცარიელე, უბრალოდ წარსულის აწმყოში მოხვედრილ პერსონაჟს ჰგავდა წინ მდგომი გაშეშებული ქალი. არაფერი უთქვამს, სხეულზე მიკრულ ბავშვს დახედა, მხრებზე მოკიდა ხელი, უკან გასწია და ჩამუხლულმა თვალებში ჩახედა. -გამარჯობა პატარა. - დაბნეულმა ძლივს თქვა ორი სიტყვა. ისიც არ იცოდა როგორ ესაუბრა მასთან, რა ეთქვა, ან როგორ მოქცეულიყო. -შენ მამა არ ხარ. - დარცხვენილმა, თან დამწუხრებულმა თავი დახარა, ლუკამ კი ნიკაპზე ამოსდო თითი, თავი ააწევინა და ამღვრეულ ჭრელ სფეროებში ჩააშტერდა. -მამაც მალე დაბრუნდება, არ ინერვიულო კარგი? -შენ ლუკა ძია ხარ? - დაეჭვებულმა შეათვალიერა მაღალი, უფრო დაკუნთული და ოდნავ სხვანაირი კაცი, რომელიც ძალიან გავდა მამამისს. -ჰო ეგ ვარ. - ოდნავ გაუღიმა ბავშვს, კვლავ მუხლებზე მდგომი ელოდებოდა მის მომდევნო კითხვას და მოქმედებას, შემდეგ იგრძნო როგორ მოეხვია ნელა მკლავები კისერზე და როგორ ჩარგო ბავშვმა მის ყელში სახე. სუნთქვა შეეკრა ლუკას, გულის ცემაც კი გაუჩერდა. არ მოელოდა მის ასეთ ქცევას, ეგონა უფრო მოშორდებოდა ბავშვი იმის გამო რომ ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც არ დალაპარაკებია. -მპირდები რომ დაბრუნდება? -გპირდები. - ძლივს გაბედა წელზე ხელების მოხვევა, ნელ-ნელა უფრო მჭიდროდ მიიკრო სხეულზე, ბოლოს გულში მაგრად ჩაიკრა და ბავშვის სურნელთან შერეული ნაცნობი სურნელიც შეისუნთქა. -ვინ არის. - მალევე შემოესმა ქალის ხმა, რომლის გაგების თანავე ინსტიქტურად გაეღიმა, ბავშვს მოშორდა, ფეხზე წამოდგა და იქვე მდგომ ნინიზე მიშტერებული დაელოდა ქეთის გამოჩენას. ჩაეცინა თვალი რომ აარიდა და თავი დახარა ქალმა, ცოტა ხანს თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა, ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა რამე, ან კი ჰქონდა მისთვის რაიმე სათქმელი. -გამარჯობა. - ბოლოს მაინც ჩაილაპარაკა ჩვეული ხმით, ქალმა კი თვალებ დაჭყეტილმა ამოხედა ქვევიდან. გაოცებული მისჩერებოდა წინ მდგომ მთასავით კაცს. ყველაფერს მოელოდა მისგან, ჩხუბს, ლანძღვას, შეურაცხყოფის მიყენებას, დამცირებას, მაგრამ ამას არა. სრულიად სხვანაირი იყო, სულ სხვა კაცი იდგა მის წინ, შეცვლილი როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. იღიმოდა, მათეს გვერდზე იდგა და უბრალოდ იღიმოდა, მაგრამ ვერ გაეგო რისგან იყო ეს ღიმილი გამოწვეული, თვითონ ლუკამაც კი არ იცოდა. რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ უჭირდა მისი სახელის გაგონება, მისი გახსენება ბრაზს უღვიძებდა, ახლა კი იმ ქალის წინაშე იდგა რომელიც ათი წლის მანძილზე მოძულებული ჰყავდა და იმის მაგივრად რომ უარყოფითი გრძნობა დაუფლებოდა, ვერაფერს გრძნობდა, უბრალოდ იდგა მის მიმართ ცარიელი და ოდნავ იღიმოდა. აი მაშინ კი სწრაფად აუჩქარდა გული გაჭაღარავებული ქეთი რომ დაინახა. რომელიც გაშეშებული იდგა რამდენიმე წამი, თითქოს მოჩვენება დაენახა ისე მიყინულიყო ადგილს. შემდეგ თავბრუს ხვევა იგრძნო, შებარბაცებულს მუხლები მოეკეცა და რომ არა ლუკას სწრაფი მოქმედება ძირს დაეცემოდა. -ძლივს ჩამოვედი მამიდ, სურვილი აგისრულე, მნახე და გინდა ახლავე გაგაცილო საიქიოსკენ? - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, წელზე მოხვეული ხელით ფეხზე დგომაში დაეხმარა, თან ამღვრეულ თვალებში უყურებდა ქალს. -ღმერთო! - ერთ სიტყვას ყველა გრძნობა ამოაყოლა აქვითინებულმა, ორივე ხელი მჭიდროდ შემოხვია ძმისშვილს, მთელი ძალით, როგორც შეეძლო ისე ჩაიკრა გულში. ისე ტიროდა, ისე იხუტებდა როგორც დაკარგულ და წლების მერე ნაპოვნ შვილს იკრავს მკერდზე ბედნიერებისგან ატირებული დედა. მთლიანი სახე დაუკოცნა ერთი თავით მაღალ კაცს, მერე ისევ ძლიერ მკერდზე მიეკრა. ლუკას მის ყელში ჰქონდა სახე ჩარგული, მონატრებულ სურნელს ხარბად ისუნთქავდა. ისედაც ენატრებოდა ქალი რომელმაც დედობა გაუწია, მაგრამ არ ეგონა ასეთი ემოციური თუ იქნებოდა მასთან შეხვედრა, ეხუტებოდა, მის შეუცვლელ სურნელს შეიგრძნობდა და ახლა უფრო ენატრებოდა. ნანობდა კიდეც იმ წლებს რომლებიც მისგან შორს გაატარა, ახლა უფრო აფასებდა მის სიყვარულს, ყველაფერ იმას რაც თავისი და თავის დედმამიშვილებისგან გადაიტანა. ის სურნელი კი თავს სახლში აგრძნობინებდა. ისე აბრუებდა და ამშვიდებდა როგორც დედის სურნელი, რომელიც ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავდება. -მაპატიე. - ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა, მერე შუბლზე აკოცა ატირებულ ქალს. -ჩემო სიცოცხლე, ჩემო ბიჭო! ღმერთო არ მჯერა რომ აქ ხარ, გხედავ, გეხები. - მკავებზე მოკიდა ხელები, მთლიანად შეათვალიერა ძმისშვილი ცრემლებისგან დაბინდული თვალებით, ბოლოს ისევ სახეზე მოკიდა ხელები და ორივე ლოყაზე აკოცა. -ამის მერე ხშირად გნახავ… ოღონდ აღარ იტირო. - ცერებით შეუმშრალა სისველე, მაგრამ კვლავ დაუსველდა ლოყები ცრემლების ახალი ნაკადით. - ქეთი კარგი რა… -ჩემი ბიჭი დამიბრუნდა, სახლში დაბრუნდა. - სახეზე ეფერებოდა წვრილი თითებით და სულ არ უსმენდა ლუკას სიტყვებს, ისეთი გახარებული იყო, ისეთი აღფრთოვანებული გული უთბებოდა. მისმა იქ დანახვამ თითქოს ათი წლით დააპატარავა, უფრო მსუბუქად, ცოცხლად და სავსედ გრძნობდა თავს. -მამიდა. -კიდევ არ მჯერა, სიზმარში ვარ? -აქ ვარ ხედავ? არსად არ მივდივარ… არ ვქრები ხომ ხედავ. - სიცილით აკოცა ხელის გულზე, შემდეგ სხეულზე მიკრულს კვლავ ხელები მოხვია. - არ შევიდეთ? -შევიდეთ ჰო. - წელზე მოხვია ხელი და მისაღებისკენ დაიძრა. -მამა და ბებო? - სახლი უცებ მოათვალიერა, აღარაფერი იყო იგივე, ინტერიერი მთლიანად შეეცვალათ, ნივთებიც კი გადაეადგილებინათ, მაგრამ ის ძველი, თბილი გარემო მაინც მძაფრად იგრძნობოდა. ის ადგილი წამსვე თვალში მოხვდა სადაც ბოლოს საბა დატოვა, რამდენიმე წამით ერთ ადგილზე გაშეშდა გონებაში მოგონებების ამოტივტივებისა. ოდნავ გვერდზე გაიხედა, უკან მდგომი ქალის სილუეტიც დალანდა, მაგრამ გონს მალევე მოეგო, სვლა განაგრძო და მალევე სავარძელში ჩაეშვა. -მამაშენი თავის ოთახშია, დედა დასასვენებლად გავუშვით საბას ამბავის გაგების შემდეგ. -ბებო, დავუძახო პაპას? -მიდი ბებო ჰო, უთხარი ლუკა ძია ჩამოვიდაო, თორემ პირდაპირ რომ დაინახოს გული ვეღარ გაუძლებს ისედაც ცუდად არის ამდენი ნერვიულობისგან. - ლოყაზე აკოცა იქვე მდგომ ბავშვს, ისიც კიბეებისკენ გაიქცა. თვალი გააყოლა ბავშვს ლუკამ, მერე მამიდაზე გადაიტანა მზერა. -ბებოს გეძახის? -ბებო ვარ, აბა რა ვარ? -ნაადრევად დაუბერებიხართ მამიდ. - ოდნავ ჩაიცნა, თან კვლავ იქაურობას მოავლო თვალი. - ყველაფერი შეცვლილია. -შენი წასვლის შემდეგ ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა. - ფეხი ფეხზე გადაიდო წარბ აწეულმა, თან თვალი გააპარა მოშორებით მდგომი ნინისკენ. -ათი წელი დიდი დროა. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. დაეჭვებულმა შეათვალიერა ძმისშვილი, რომელიც გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა. - ის ყვავილი კიდევ გაქვს? - გაოცებულმა გაიშვირა ხელი ქოთანში მოთავსებული წითელი ყვავილისკენ, რომელიც წლების წინ აჩუქა მამიდას დაბადების დღეზე. ქეთიმ კი კმაოფილმა დაუქნია თავი. -შენგან მხოლოდ ეგ დამრჩა და შენს მაგივრად მაგას ვუვლიდი. -ნუ ადრამატულებ ყველაფერს, ყოველ დღე ხომ მელაპარაკებოდი? - თვლები აატრიალა, ქალმა კი ისეთი სახით გამოხედა დააბნია ალანია. გაეცინა, ამ მზერას რა დაავიწყებდა, ხელები ასწია დანებების ნიშნად და სახლის თვალიერება განაგრძო. ბოლოს გვერდზეც გაიხედა, კედელთან მდგომი ნინიც შეათვალიერა. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო მასთან მიმართებაში, დაეიგნორებინა ისე თითქოს იქ არ იყო, თუ როგორც რძალი ისე მოქცეოდა. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა, მისი რძლად მიღება სასაცილოდ ეჩვენებოდა, სატირალი რომ არ ყოფილიყო. - მანდ რატომ დგახარ? - დიდი ხნის მეგობარივით ჰკითხა, თითქოს ნინი იყო მორცხვი სტუმარი და დასაჯდომად ეპატიჟებოდა. -მეე… მივდივარ… ტყუპებმა გაიღვიძეს და… - დაბნეულმა სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს. ვერ იგებდა რატომ ან როგორ იქცეოდა ასე კაცი, რატომ ესაუბრებოდა, ან რატომ იჩენდა მის მიმართ ყურადღებას. -კარგი. - მისი დაკვირვების შემდეგ მხრები აიჩეჩა, თან თვალებ მოჭუტულ ქეთის შეხედა. - რა? -სოფი სად არის? -სახლში. - არ ესიამოვნა ქეთის ასეთი ტონით დასმული კითხვა, მაგრამ სოფის გახსენებაზე წამსვე შეეცვალა გამომეტყველება, თვალები აუციმციმდა, რაც ნამდვილად არ გამოჰპარვია ქეთის და კმაყოფლი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. -არ წამოვიდა? -არა, არ სცალია, თან მერჩივნა მარტო ჩამოვსულიყავი, სოფი მერე ჩამოვა… - ტელეფონი სწრაფად ამოიღო ჯიბიდან და უცებ დაწერა მოკლე შეტყობინება. “ჩავედი პატარა, სახლში ვარ, არ ინერვიულო. არ დაიძინო მჭირდები, მალე დაგირეკავ.” როგორც კი გააგზავნა ტელეფონის ეკრანი გამორთო, მაგრამ მაგიდაზე დადებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად მიიღო პასუხი. “უკვე ვნერვიულობდი! ძილს არ ვაპირებ, ათას სიტყიანი ესე მაქვს დასაწერი ხვალ დილის ცხრა საათამდე, დღეს გათენება მომიწევს. როცა მოახერხებ დამირეკე პატარა :დ აქ ვარ ყავით, ლეპტოპით და შენი სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი მაისურით, გრეისს არ გავარეცხინე :დ გკოცნიი <3” მომღიმარმა ჩაიკითხა სოფის ენერგიით დამუხტული შეტყობინება, ენერგიით რომელიც ლუკასაც წამებში გადაედო, ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები ქალის ამ მდგომარეობაში წარმოდგენისას. ზუსტად იცოდა როგორ იჯდა საწოლზე და შეტყობინების წერის დროს როგორი გამომეტყველაბა ჰქონდა. წინადადებებშიც კი არჩევდა როდის რა მიმიკა ჰქონდა მიღებული. პასუხის დაბრუნებას აპირებდა როცა კიბის გვერდზე მოაჯირზე ხელებით დაყრდნობილ კაცს მოჰკრა თვალი, რომელიც თვალებ გაბრწყინებული დაჰყურებდა ზევიდან შვილს. თვალებს ვერ უჯერებდა, ამდენი წლის შემდეგ ისევ ხედავდა გადახვეწილ შვილს საკუთარი თვალებით და კიდევ არ სჯეროდა. ვერ დაიჯერებდა სანამ არ შეეხებოდა. სწრაფად ჩავიდა კიბეზე ახალგაზრდა ბიჭად გადაქცეული, კიბის ბოლოში გაჩერდა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ფეხზე წამომდგარი შვილი, წინ დიდი მთასავით რომ დასდგომოდა და მოუთმენლად ელოდა მის მიახლოვებას. ნელა დაიძრა ლუკასკენ, აკანკალებული ხელი მკლავზე შეახო, თვალებში ჩახედა მომღიმარს და რომ მიხვდა მართლა თავისი შვილი იყო მთელი ძალით ჩაიკრა გულში. ძლიერი მკლავები მჭიდროდ შემოხვია, ორჯერ ზურგზეც მიარტყა ხელი ძლიერად, თან თვალებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს ცრემლებისთვის გარეთ გამოსვლის საშუალება რომ არ მიეცა. იქვე მჯდომი ქეთი კი თავს ვერაფერს უხერხებდა მამა-შვილის ყურებისას. ბოლოს ემოციებისგან დაცლილები მისაღებში ისხდნენ, ერთმანეთის მონატრებულ სახეებს პირდაპირ, უყურებდნენ, იღიმოდნენ და საუბრობდნენ. -მომიყევით საბას მდგომარეობაზე. - მოსიყვარულების და თბილი საუბრების შემდეგ მთავარ თემაზე გადავიდა ლუკა, ყველაზე მეტად რაც აინტერესებდა ის თემა წამოჭრა. და-ძმამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ერთდროულად გახედეს წინ მჯდომს. -ერთი თვის წინ გავიგეთ ჩვენც... -და აქამდე არაფერი მითხარით ჩემი ძმის მდგომარეობაზე სანამ მე არ… - ნერვებ მოშლის სიტყვა გაუწყდა, თვალი აარიდა წინ მსხდომებს, რომლებსაც წამსვე ღიმილი აეკრათ სახეზე. -თვითონ მოისურვა ასე. -უბრალო მკურნალობით მდგომარეობა არ იცვლებოდა, ტრანსპლანტაცია გახდა საჭირო, ყველამ ჩავიტარეთ ანალიზი როგორც უკვე გითხარი… თქვენ პირველი ჯგუფის სისხლი გაქვთ, ადვილი არ არის დონორის მოძებნა. -მე რომ არ ჩამოვსულიყავი რას აპირედა? - წარბ შეკრულმა ჩაილაპარაკა, იქვე მჯდომ ვიტოს კი გაეღიმა. -ჩამოხვიდოდი. მე შენ გიცნობ, ისევე როგორც საბა გიცნობს. თქვენ უბრალოდ ძმები არ ხართ და შენც ამიტომ ხარ ახლა აქ. -ჰო, უბრალოდ ძმები არ ვართ… - ჩაიცინა, თან თავი ჩახარა. - კარგი მიზეზია, მაგრამ… ან არაფერი. - უნდოდა ეთქვა რომ ის ლუკა აღარ იყო ათი წლის წინ რომ წავიდა, უნდოდა ეთქვა ყველაფერი რასაც იმ დროს გრძნობდა, რასაც ფიქრობდა ამ ყველაფერზე, მაგრამ იცოდა ახლა მამასთან ამაზე საუბრის დრო არ იყო, არც ჩხუბის, არც ბრაზის გადმონთხევის. ვერ აწყენინებდა იმ ხალხს რომლებიც ჯერ წლებით დატოვა, თავის ცხოვრებას მოსწტყვიტა, ახლა კი ხასიათს ვერ გაუფუჭებდა თავისი უარყოფითი ემოციების მქონე ფიქრებით, ამის ღირსი არცერთი იყო. - ოპერაციას აქ ატარებენ? -კი, დონორია საჭირო, სხვა ყველაფერი მზად არის. -ბავშ… - იქვე ახლოს მჯომი ბავშვისთვის აპირებდა დაძახებას, მაგრმ ქეთის თვალების ბრიალზე მაშინვე გაჩუმდა, თვალები აატრიალა ქალის მზერაზე, ეცინებოდა ახლაც იგივე როლს რომ ირგებდა ქეთი, მაგრამ შეწინააღმდეგებას და ჯიბრში ჩადგომას აზრი არ ჰქონდა. -არც კი გაბედო და არ მკითხო, თორემ აქედან გაგაგდებ, ყველაფერს გავაკეთებ დონორი რომ ვიპოვნო და შენ ნებას არ მოგცემ რამე გააკეთო საბასთვის. - თვალებ ანთებულმა მკაცრად, თან მშვიდად განაცხადა როგორც კი ლუკამ ოდნავ გააღო პირი კითხვის დასასმელად. -მათე! - ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ბავშვის სახელის გახსენებისას ხატვაში გართულს დაუძახა, მანაც წამსვე ამოხედა ქვევიდან. - შეგიძლია დედას დაუძახო? -ახლავე. - სწრაფად წამოდგა ფეხზე ბავშვი, სირბილით წავიდა კიბეებისკე, ლუკამაც წარბ შეკრულ მამიდას შეხედა. -რა? -ნინი რაში გჭირდება? -იმედი მაქვს ისე არაფერი გამიჭირდება რომ ნინი რამეში დამჭირდეს. - ირონიით ჩაიცინა, მაინც ვერ დამალა ირონია, მერე ჩაახველა, თან მომღიმარ ვიტოს შეხედა. -არაუშავს. - თვალი ჩაუკრა შვილს, ქეთის მხარზე დაადო ხელი და თავისკენ მისწია. - მე არაფერს ვიტყვი, არც თქვენს საქმეში ჩავერევით, ასე არ არის ქეთო? - შვილიდან დაზე გადაიტანა მზერა, რომელიც უკმაყოფილოდ დაეთანხმა. - ეს ჩვენ არ გვეხება, მხოლოდ თქვენ ორის საქმეა, მესამე და მეოთხე პირი საჭირო არაა... ბავშვები აღარ არიან ქეთო, გაიზარდნენ. ვერ ხედავ სახლში ვინ გიზის? ეს შენთვის არის პატარა მწვანე თვალება ლუკა… აბა სხვებს კითხე. -მამა… -მოეშვი, გააკეთე და თქვი ის რაც გინდა, მაგრამ წინასწარ დაფიქრდი. -როგორც ყოველთვის. - მომღიმარმა დაუქნია თავი, შემდეგ მათკენ მიმავალ ნინის შეხედა. მალე უნდა მოშორებოდა იქაურობას, ან სოფისთან ელაპარაკა, სხვა შემთხვევაში სიმშვიდეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა, ისედაც ბევრი იყო ეს ყველაფერი. წარსულის მოგონებები, იქვე მჯდომი ბავშვი, საერთოდ იქ შექმნილი სიტუაცია. თავს უცხოდ გრძნობდა, სახლში რომელშიც უამრავი წელი გაატარა, თავის სახლად ვერ აღიქვამდა. არ უნდოდა რაიმე ზედმეტი ეთქვა და შექმნილი სიტუაცია უფრო დაეძაბა. იქ საბას სიცოცხლის გადასარჩენად იყო, მერე კი თავის სახლში დაბრუნდებოდა თავის საყვარელ ქალთან. - დაჯექი. - ფეხზე მდგომ ნინის სავარძელზე ანიშნა, მაგრამ ის ადგილიდან არ განძრეულა. -არ მინდა. -კარგი… როგორ არის შენი ქმარი? -რამის თქმა თუ გინდა პირდაპირ მითხარი ლუკა. - საბას ხსენებაზე წამსვე აემღვრა თვალები, ცოტა ხანს უყურა თვალებში, შემდეგ თავი დახარა. -რომ მდომოდა აქამდე გეტოდი. საბას მდგომარეობა მაინტერესებს. -მძიმედ არის. - ცრემლები ვეღარ შეიკავა ქალმა, მაგრამ წამსვე მოიწმინდა და თვალი გაუსწორა ლუკას გამჭოლ მწვანე სფეროებს. -არ უთხრათ რომ ჩამოვედი, არც ის უთხრათ რომ დონორი მე ვარ. - ნელა წამოდგა ფეხზე, ნინის თვალი მოაშორა, ტელეფონი გაუწოდა და ექიმის ნომრის ჩაწერა სთხოვა ქალს. -როგორ თუ არ ვუთხრათ? -აი ასე, უთხარით რომ გასაიდუმლებულია და ვინაობის გამხელა არ სურს. -საბა უტვინო გგონია? -არავინ არაფერი არ მგონია, გააკეთეთ ისე როგორც გითხარით. -შეეშვი ქეთი, როგორც უნდა ისე მოიქცეს. -რა ჰქვია ექიმს. - ნინისთან ახლას მდგომმა ტელეფონის გამორთმევის შემდეგ თვალებში ჩახედა ქალს. -ზაზა მღებრიშვილი. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, საავადმყოფოს სახელიც უთხრა და კარისკენ წასულს თვალი გააყოლა. -გარეთ ჟურნალისტები არიან. - სახლში შემოსულმა დაცვა სერიოზული გამომეტყველებით ახარა ოჯახს ახალი ამბავი, ლუკამ კი თვალები აატრიალა. -მანანა არ შეცვლილა. -მაგან თუ გნახა ყველას ეცოდინება უკვე. -შეგიძლია საავადმყოფოში წამიყვანო? - დაცვის თანამშრომელს შეხედა, მან კი დაბნეულმა დაუქნია თავი. -რა თქმა უნდა. -დღეს შეიძლება ვეღარ გნახოთ, დასვენება მინდა, ასე რომ, ხვალამდე. -სახლში არ მოხვალ? -არა მამიდ, სასტუმროში ოთახი მაქვს დაჯავშნული, აქ დარჩენას ისედაც არ ვაპირებდი. -კი მაგრამ… -ქეთი გთხოვ, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. -როგორ? ეს ხომ შენი სახლიც არის, რატომ უნდა დარჩე სასტუმროში… -როგორც უკვე გითხარი არ მინდა ამ თემის განხილვა. შეხვედრამდე. - ხელი დაუქნია თვალებ ამღვრეულ ქალს და სახლი დატოვა. როგორც კი გარეთ გავიდა მაშინვე ჩაისუნთქა ჰაერი დიდი რაოდენობით, სახეზე ხელები ჩამოისვა და გვერდზე მდგომ დაცვას გადახედა. - სიგარეტი გაქვს? -დიახ. - მაშინვე ამოაძვრინა ჯიბიდან კოლოფი და ლუკას გაუწოდა სანთებელასთან ერთად. -მადლობა. -მანქანას გამოვიყვან. -კარგი. - თავი დაუქნია 28 წლამდე ბიჭს, შემდეგ იქაურობას მოავლო თვალი. იცოდა მალე გაივსებოდა იქაურობა ახლობლებით, ძველი მეგობრებით და ნათესავებით, მაგრამ იმ მომენტში არავის ნახვა არ სურდა. არ უნდოდა არავის მოსმენა, არავისთან საუბარი, მხოლოდ საბას გადარჩენა, ამ მდგომარეობიდან გამოყვანა და გამოჯანმრთელება სურდა, სხვა არაფერი. ის იყო მიზეზი რის გამოც ჩამოვიდა, სხვა არაფერი აინტერესებდა. მალევე ჩაჯდა მანქანაში, ეზოდან გასვლისას რამდენიმე ჟურნალისტს მოჰკრა თვალი, მაგრამ არც შეუმჩნევია ისე ჩაყო თავი ტელეფონში და სოფისთან გადარეკა. უსადენო ყურსასმენები მოირგო, თან ეკრანზე გამოჩენილ თავის თავს შეხედა. - რას შვრები. - როგორც კი სოფი გამოჩნდა ეკრანზე მაშინვე ჰკითხა, ის კი საწოლის საზურგეს მიეყრდნო ტუჩებ დაბრეცილი. -ვწერ, ჯერ სამასი სიტყვა მაქვს დაწერილი… ლუკაა, მოწყენილობისგან მოვკვდები მალე, შენ მაინც იყო აქ… -შენი ჩამოსვლა საჭირო არ არის. -რატომ? -ყველაფერი რომ მორჩება მე ჩამოვალ, დიდხანს ვერ დავრჩები აქ. -როგორ ჩაიარა შეხვედრამ? -იმაზე რთულად ვიდრე მეგონა… ჯანდაბა, ძნელია. თავს უცხოდ ვგრძნობ საკუთარ სახლში… ეს ემოციები ძალას მაცლის, მაგრამ ვცდილობ თავი შევიკავო მაქსიმალურად და დავიღალე უკვე. -ნინი ნახე? -ჰო. -მერე? -არაფერი, საერთოდ არანაირი გრძნობა არ გამაჩნია... წეღან შემეცოდა კიდეც რომ ატირდა. -რატომ ატირდა? -საბას მდგომარეობაზე ვკითხე. -ცოდოა, საყვარელი ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყურება საშინელებაა, შენ რომ მსგავსი რამ მოგსვლოდა გავგიჟდებოდი, ის კიდევ მშვიდად არის. -მეცინება. - პირზე ჩამოისვა ხელი, თან უნებურად ჩაეცინა. - რა სიტუაციაში ვარ… ჯანდაბა… არ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო. -რა გაცინებს? - ლუკას სიცილზე თვითონაც გაეცინა, მერე კი მის მსგავსად დაიწყო სიცილი. -ათი წლის მერე ჩამოვედი და ისე შევედი სახლში თითქოს ათი დღე იყოს გასული ბოლო ვიზიტიდან... ჩემმა ჭორიკანა მეზობელმა უკვე ყველას გააგებინა ჩემი აქ ყოფნის შესახებ... მამიდაჩემი თავისი გამოხედვებით ისევ მოწოდების საფეხურზეა, ნინის კიდე მგონი მართლა რძლად აღვიქვავ… სად გავყავი თავი… -არ ხარ ნორმალური. -მჭირდები, მინდა აქ იყო, სხვანაირად ბოლომდე ვერ მივალ… ვერ გავძლებ… რომ გადამივლის მონატრება და სიტუაციას შევეჩვევი მერე აღარ დავაკვირდები იმას რასაც ახლა ვაკვირდები… ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყავი. -შეძლებ, ყველაფერს შეძლებ. გაუძლებ რამდენიმე დღეს და მერე მეც ჩამოვალ. -მომენატრე... -მეც მომენატრე… რა გინდა გავაკეთო მითხარი… გინდა გავიხადო? - სიცილით ანიშნა მაისურზე, თან მისი ბოლოები მკერდამდე ასწია. -მანქანაში ვარ... -სად მიდიხარ? -საავადმყოფოში. -ვაიმე! ხომ არ ესმის ვინმეს ჩემი საუბარი? -არა. - სიცილით გააქნია თავი მის ფერ წასულ სახეზე, თან მძღოლს გახედა. -შენ ხომ არ გგონია მეისონივით არ ესმით მანდ ქართული. -რა მნიშვნელობა აქვს პატარა? -მინდა აქ იყო… როგორ დავიძინო შენს გარეშე? -ნუ მეწუწუნები სოფი. -მიყვარხარ. -უნდა წავიდე, დაგირეკავ მერე. -აი ეს განსხვავებაა მეისონსა და სხვა მძღოლებს შორის. -მეც მიყვარხარ. - თვალები აატრიალა მომღიმარმა, დამშვიდობების შემდეგ კი ზარი გაწყვიტა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა, მერე ფანჯრიდან გახედა ქუჩებს, თითქმის ყველაფერი იგივე იყო, მაგრამ გრძნობდა ეს ქუჩებიც როგორ მონატრებოდა. დიდი სიამოვნებით ივლიდა გვიანობამდე სოფისთან ერთ, მის საუბრარს და შედარებებს მოუსმენდა. საავადმყოფოში მისულმა ზაზა მღებრიშვილი იკითხა, მითითებული კაბინეტისკენ დაიძრა და მალე მისთვის განკუთვნილ პატარა ოთახშიც ამოჰყო თავი. ყველაფერი უამბო საბას მდგომარეობაზე, სერიოზულ სიტუაციაზე, რომელიც გადასადები ნამდვილად არ იყო. -ოპერაცია რაც უფრო მალე გაკეთდება უკეთესი იქნება საბასთვის. ორგანიზი დასუსტებული აქვს, რაც უფრო დასუსტდება უფრო გაუძნელდება გამოჯანმრთელება და ყველაფრის აღდგენა. -მაშინ დავიწყოთ მომზადება. -აქედან რომ გახვალ ანალიზი გაიკეთე, ხვალ მოდი და მომზადება დავიწყოთ. დაახლოვებით ერთი კვირა გვჭირდება მოსამზადებლად, შემდეგ გაკეთდება ოპერაცია. მომდევნო 14 დღე დავაკვირდებით ახალი უჯრედების განვითარებას, თუ ყველაფერი კარგად წავიდა და რეპროდუქცია დაიწყო სანერვიულო აღარაფერი იქნება. პაციენტი დარჩება სტერილურ გარემოში ერთი თვის მანძილზე. როდესაც სისხლის ხარისხი მიაღწევს შესაბამის დონეს, საკმარისი რაოდენობის სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები წარმოიქმნება და პაციენტიც ფიზიკურად მომჯობინდება დაახლოვებით ერთიდან ორ თვის შუალედებში მის სახლში გაწერასაც შევძლებთ. მთავარია ყველაფერს ზუსტად მივყვეთ. -გასაგებია… თხოვნა მაქვს. -რითიც შემიძლია დაგეხმარებით. -ჩემ ძმას არ უთხრათ ჩემი ვინაობის შესახებ. -კი მაგრამ… - დაბნეულმა გაუსწორა კაცს თვალი, მაგრამ ბოლოს მის მზერას უსიტყვოდ დასთანხმდა. - თქვენი ნებაა. -მადლობა. -ხვალ შევხვდებით. - ხელი ჩამოართვა ფეხზე წამომდგარს, ლუკაც დამშვიდობების შემდეგ კაბინეტიდან გავიდა. ანალიზები გაიკეთა, მერე კი გასასვლელისკენ დაიძრა. საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ პირდაპირ სასტუმროსკენ მიმავალ გზას დაადგა. მიუხედავად იმისა რომ მგზავრობის დროს ეძინა, თვალები მაინც დახუჭვას და გონების გათიშვას სთხოვდა. დიდი დრო დასჭირდებოდა ათი წლის შემდეგ საქართელოს დროზე გადასასვლელად, შეიძლებოდა წასვლამდეც ვერ შეჩვეოდა რვა საათით წინ ყოფნას. სასტუმროში მისულმა დაჯავშნილი ნომერი მოითხოვა, მძღოლს ჩემოდანი მოატანინა და მომსახურე პერსონალს მისი ოთახამდე მიტანა სთხოვა. შიგნით შესულმა იქაურობა მოათალიერა, დიდ ფანჯარას მიუახლოვდა და მთლიან თბილისს მოავლო თვალი. ოქტომბრის ფერი დაჰკრავდა ქალაქს, ჯერ მხოლოდ შუადღე იყო, ლუკას კი თვალები ეწვოდა, კუჭიც უცნაურ ხმებს გამოსცემდა და ისიც მიხვდა უკვე არეული ჰქონდა ყველაფერი. შიმშილს ვერ გრძნობდა, მაგრამ იცოდა ორგანიზმს სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა მაინც დაწვა საწოლის ზემოდან ტანსაცმლით, თავი ბალიშზე დადო და რამდენიმე წამში ისე გაითიშა თვითონაც ვერ მიხვდა. საღამოს რვა საათი იყო რომ გამოეღვიძა, საწოლის გვერდზე მდგომ ტუმბოზე მოთავსებულ საათს შეხედა თვალებ მოჭუტულმა, შემდეგ ფანჯარაში გაიხედა. უკვე დაბნელებულიყო. ფეხზე ნელა წამოდგა, წყალი გადავილო, ტანსაცმელი გამოიცვალა და სასტუმროდან გასულმა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ჰაერი, რომელიც არა და არ ჰყოფნიდა. ფეხით გაუყვა ქუჩას, ტელეფონზე გამოსახული საათი ცხრის ორმოცდაშვიდ წუთს აჩვენებდა, ლუკაც ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა განათებულ ქუჩას, იქაურობას ათვალიერებდა, ეცინებოდა წინიდან მომავალი რამდენიმე გოგოს დანახვაზე რომლებიც მიშტერებულები უყურებდნენ სიმპატიურ კაცს, შემდეგ რაღაცას ეუბნებოდნენ ერთმანეთს, გვერდის ავლის შემდეგ კი უკან იყურებოდნენ. შეცვლილი იყო ხალხიც, მათი ქცევები, საუბრები, სახის გამომეტყველება. ახალგაზრდები უფრო თამამად გამოიყურებოდნენ, მათი ყურებისას კი საკუთარი ახალგაზრდობის წლები ახსენდებოდა, ის წლები რომლებიც ამ ქუჩებზე ხელტიალში გაატარა. მაშინ მიხვდა რამდენი რამ დაკარგა თავისი სისუსტით, იქიდან გაქცევით და ყველასგან ჩამოშორებით. იხსენებდა უნივერსიტეტის მეგობრებს და ხვდებოდა არავისთან ჰქონდა დასარეკი, მაგრამ ძველი მეგობრის გახსენებაზე მაშინვე გაანათა ტელეფონი და შენახულ ნომერზე გადარეკა. ყურზე მიიდო, თან სუნთქვა შეკრული დაელოდა როდის უპასუხებდა. მოლოდინში მოსიარული ხალხიც კი გადაავიწყდა ერთ ადგილას მდგომს, ეგონა არ უპასუხებდა უცხოურ ნომერს, მაგრამ რამდენიმე წამში მეორე მხირად გაგონილ “ჰელოუ”-ზე ინსტიქტურად გაეცინა. -გამარჯობათ, ცოტნე მინდოდა. - ინგლისურად ჩაილაპარაკა და დაელოდა მის შემდეგ პასუხს. -მე ვარ, თქვენ ვინ ხართ? -აი ათი წლის წინ რომ წავიდა და ამ დროის მაინძილზე ერთხელაც რომ არ დაგირეკა ის. - როგორც კი ქართულად დაილაპარაკა წამსვე ჩამოწვა სიჩუმა, სუნთქვა შეკრული ელოდა როდის იტყოდა რამეს, მაგრამ ამის ნაცვლად ზარის გაწყვეტის ხმა შემოესმა. - ჯანდაბა. - ჩუმად დაილაპარაკა თვალ დახუჭულმა, გულზე მოხვდა მისი ქცევა, თავი დახარა და კიდევ ერთხელ იგრძნო სიბრალულის გრძნობა თავისი თავის მიმართ. მერე მოულოდნელად ამღერდა მისი ტელეფონი და თვალებ გაბრწყინებულმა წამსვე უპასუხა. -მართლა შენ ხარ ბიჭო? -ხო მე ვარ. -სად ხარ? -აქ ვარ, ქუჩებში დავსეირნობ… მომნატრებია. -სად აქ? საქართველოში ხარ? მართლა აქ ხარ შე ჩემა? -დღეს ჩამოვედი, აქ ვარ და თუ გცალია გამოდი სადმე დავსხდეთ. -ახლა არ მცალია, ბიჭებთან ერთად ვარ, ვსვამთ და სხვა დროს იყოს. -კარგი. - ჩახლეჩილი ხმით თქვა, მერე კი ჩაახველა. -რა კარგი ბიჭო ღადაოობ… სად ხარ მითხარი მოვალ, ან ამოდი ჩემთან. -რუსთაველზე ვარ. - ზუსტად აღწერა მდებარეობა, შემდეგ იქვე სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა როდი გამოჩნდებოდა ძველი მეგობარი. იმედი ჰქონდა მასთან მაინც იგრძნობდა თავს თავისუფლად იმ გაუცხოვებას მოაშორებდა რასაც ყველგან, ყველა ნაბიჯში გრძნობდა. მალე მანქანის დიდი ხმაც შემოესმა და მიხვდა მრბოლელი მეგობრი რამდენიმე წამში მის წინ გაჩნდებოდა. ექვს წამში მართლაც გააჩერა მანქანა იმ ადგილას სადაც გაჩერება არ შეიძლებოდა, სწრაფად გადმოხტა მანქანიდან შავთვალება ბიჭი და ყურებამდე გაკრეჭილი, გაშლილი ხელებით დაიძრა ლუკასკენ. -დაბრუნებას გილოცავ დაკარგულო მეგობარო! - გახარებულმა ორივე ხელი მაგრად შემოხვია, ლუკასაც ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს რამდენიმე თვის წინ ენახა ბოლოს. ისევ ისეთი იყო, არაფერი შესცვლოდა, გარეგნობაც კი. მხოლოდ წლები დასტყობოდა, უფრო კაცური და სიმპატიური გამხდარიყო. -შენ ისევ ისეთი პატარა ხარ? - თავისზე დაბალს ხელი გადაუსვა თავზე, მან კი წარბ აწეულმა ახედა ქვევიდან. -შენ და შენი ძმა ხართს მაღლები ძმაო, რა ჩემი ბრალია. შენ კიდევ უფრო მაღალი ხარ და დიდიც… წამოდი თორემ ვინმე უცხო თუ შემხვდა ჯარიმა არ ამცდება. - მანქანაზე ანიშნა თავით, თან ხელკავი გამოსდო. -ნაცნობი პოლიცილებიც გყავს? - სიცილით გადახედა, მანქანა უცებ შეათვალიერა და შიგნით მოთავსდა. -იმდენჯერ დამაჯარიმეს… - მხრები აიჩეჩა სიცილით, ლუკამ კი თავი გააქნია. - სად წავიდეთ? -სადაც გინდა, მე გპატიჟებ. -გშია? -თითქმის ორი დღეა არაფერი მიჭამია. -ერთი მაგრი ადგილი ვიცი, გემრიელი საჭმელი აქვთ, თან ბევრი ხალხი არ არის და საუბარსაც შევძლებთ. - წარბ აწეულმა გადახედა გვერდზე მჯდომ ლუკას, სიჩქარეს მოუმატა, ბოლოს ერთ რესტორანთან გააჩერა, მასზე მაღალ ლუკას ხელი გადახვია და ისე შევიდა შიგნით. -ვერ მწვდები ხომ ხედავ, რას იჭიმები. -გავიწელები, იქნებ გავიზარდო. -შენ მაგის კიდევ გჯერა? - სიცილით მოთავსდა ერთ-ერთ მაგიდასთან, ცოტნემ კი თვალები აატრიალა. -მეტრა ოთხმოცი ვარ შე ჩემა, მეტი რა გინდა. -გამარჯობათ. - თავზე წამომდგარმა მიმტანმა ყურებამდე გაუღიმა ცოტნეს, რომელიც ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს. კაცმა შეკვეთა ჩააწერინა, ლუკას ნაცვლადაც თვითონ უკარნახა ყველაფერი, მერე კი მომღიმარ ალანიას შეხედა. -რა? -ისევ ისეთი ხარ. -მიზეზი არ მქონდა შესაცვლელად. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. - არც ქალი, არც კაცი. - სიცილით ჩაილაპარაკა, მერე სახე დაასერიოზულა, ლუკასკენ გადაიწია და ყურადღებით დააკვირდა შეცვლილს. - რატომ ჩამოხვედი. -ჩემი ტყუპისცალი უნდა გადავარჩინო. - წარბები ასწია წამით, თან ჩაიცინა. -საბა არ გეტყოდა. -არც დასჭირვებია თქმა. -ა ეს თქვენი რაღაც კავშირი, რომ გრძნობთ ხო? - მკერდიდან თავამდე აიტარა ხელი, ლუკა კი სიცილით დაეთანხმა. - ისე ეგ მაგარი რაღაც გქონდათ... გაქვთ. გახსოვს ავარიაში რომ მოყვა როგორ იყავი? -ჰო. - კვლავ ჩაახველა ხმის ჩასაწმენდად, თან მოგონებები ამოუტივტივდა გონებაში. -ისე სულ იმას როგორ ემართება ყველაფერი. -რა ვიცი აბა. - მხრები აიჩეჩა ისე რომ თვალი არ მოუშორებია ცოტნესთვის. -მოყევი. -რა? -ყველაფერი იმ დღის შემდეგ რაც იყო. -ცუდი მოგონებები… გასახსენებლად არ ღირს. - თვალი ჩაუკრა მეგობარს, ის კი დაეჭვებული აკვირდებოდა. -ნახე ნინი? -კი, სახლში. -მერე? -რა მერე? -რას ფიქრობ? არ ბრაზობ? ან რამე არ ვიცი. - ლუკას უემოციობით ცოტა დაიბნა კიდეც. არ ეგონა როდისმე მათი ნახვის შემდეგ ასე წყნარად თუ იქნებოდა, მაგრამ მას ხომ არ შეეძლო იმის დანახვა რაც ლუკას გულში და გონებაში ხდებოდა. -აღარ ვბრაზობ. ნინიზე მითუმეტეს. ქალია, რომელსაც მეორე ძმა შეუყვარდა პირველზე მეტად. -ისე საუბრობ თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს. -თავიდანვე ასე რომ მიმეღო ახლა ათი წლის უნახავი არ გეყოლებოდი, ისევ და ისევ ჩემი თავი დავაზარალე აქედან წასვლით. -შენ თუ დაზარალებული ხარ… რავი. მსოფლიოს ჩემპიონი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ხარ, ამას დაზარალებას ეძახი? მეც დიდი სიამოვნებით დავზარალდებოდი ეგრე. - სიცილით აიჩეჩა მხრები. მის სიტყვებზე თავი გააქნია ლუკამ, თან გულით გაეცინა. -შენ არ იცი როგორია ყველასგან და ყველაფრისგან შორს ყოფნა, თორემ ასე არ იტყოდი. -ვიხუმრე… ვხვდები რასაც ამბობ ჰო... შენს შეჯიბრებს ყოველთვის ვუყურებდით ლაივში, საბა მაგრად გგულშემატკივრობდა, გოლის გატანისას რომ ხტებოდა ფეხზე რომ გახსოვს… ეგრე იყო შენს მოგებებზე. - მომღიმარმა შეპარვით ჩაილაპარაკა, თან თავჩახრილ ლუკას უყურებდა. - ისე მართლა, ის გოგო ვინ არის? -სოფი. - მოსმენილით სასიამონოდ გაკვირვებული დარჩა. არც უფიქრია არასდროს საბა თვალს თუ ადევნებდა ძმის ცხოვრება. ვინ იცის კიდევ რამდენი რამ იყო რაც თვითონ არ იცოდა. -ანუ? -ჩემი ქალია. მიყვარს ყველაფერზე მეტად.. - გაიღიმა სოფის გახსენებიდას, ცოტნე კი თვალებ გაფართოვებული უყურებდა. -ამიტომ ხარ ასე მშვიდად? -ეს კიდევ არაფერია, შენ უნდა მნახო სოფის გვერდით, სრულ ნირვანაში ვარ. - თვალები უნათოდა, ცოტნე კი გაოცებული შესცქეროდა მეგობარს, ასეთი ნინის დროსაც კი არ ენახა. -აქ არის? -არა. იქ დავტოვე. თუ ჩამოვიდა გაგაცნობ. -როგორია? -შენთანაც კი შეუძლია გაუჩერებლად ისაუბროს. ძალიან კეთილი და საყვარელია. მაგრამ ზედმეტად პირდაპირი. რასც ფიქრობს იმას ამბობს, მეც მაიძულებს ველაპარაკო და ალბათ ამის დამსახურებაც არის დღეს რომ აქ ვარ მშვიდად. -ეს ვიგულისხმე როცა გითხარი მშვიდად ხართქო. - ოდნავ გაიღიმა, შემდეგ თვალი გაუსწორა ლუკას და მთელი გულწრფელობით განაგრძო საუბარია. - მიხარია... ყველაზე მეტად ამის მოსმენა გამიხარდა შენს თავს ვფიცავარ... ძალიან ლამაზია, ისეთი ეგრევე რომ შეატყობ მხოლოდ სილამაზე არ აქვს და შიგნიდანაც მრავალფეროვანია. ეგ თქვენს ფოტოშიც ჩანს, ისე უბრწყინავს თვალები და ისე იღიმის, შენც გაგაღიმებს. -მაგ ბრჭყვიალა თვალებ ვუყურებ ყოველ დღე და ზოგჯერ მგონია ვეღარ გავუძლებ მის ყურებას. ჯანდაბა ძმაო, ასე არასდროს არავინ მყვარებია. - სახეზე ჩამოისვა ხელები, პირველად ამბობდა ხმამაღლა სხვასთან თავის გრძნობების შესახებ და სიამოვნებდა კიდეც ამ ყველაფრის ხმამაღლა აღიარება. - ჩემს გვერდზე რომ არის მგონია სამყარო ჩემს გარშემო ბრუნავს. ყველაზე ძლიერად თავს მაშინ ვგრძნობ და ახლა ყველაზე ძალიან მჭირდება. -თვითონ იცის ეს ყველაფერი? -რა ყველაფერი? -რაც მოხდა. -იცის. -და რას აპირებ ამის შემდეგ? -ოპერაციის შემდეგ უკან ვბრუნდები, დიდხანს ვერ დავრჩები, სანდო ხალხი მყავს, მაგრამ რესტორნები, სასტუმროები, კლუბები და კიდევ უამრავი წვრილმანი მაქვს კისერზე აკიდებული. ერთი შეცდომაც და მაშინვე ზარალში ვარდები. ჩემი იქ ყოფნა საჭიროა, ამიტომ არ შემიძლია აქ დიდხანს დარჩენა… არც მინდა სოფის გარეშე. -მე ვერ დავუმუღამე ბიზნესს, რამდენჯერმე წამოვიწყე საბას დახმარებით, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის. მირჩევნია ისევ საბურავები დავწვა. -ეგ შენი საქმეა კი. - სიცილით დაუქნია თავი, შემდეგ მიტანილ შეკვეთას დახედა, მონატრებული საჭმელების დანახვისას კი სახე გაუბრწყინდა. დიდხანს ისაუბრეს მაგიდასთან მსხდომებმა, ძველ დროს იხსენებდნენ, განვლილი წლების შესახებ ყვებოდნენ, მაგრამ ის დღე აღარ უხსენებიათ რომელიც სასაუბროდ არასასიამოვნო იყო. ბოლოს სასტუმროსთან დატოვა ლუკა და დროებით დაემშვიდობა. * ყველაფერი სწრაფად ნვითარდებოდა, დღეები დღეებს მისდევდა, დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდა, ექიმის დარიგებებს პირნათლად ასრულებდა, ოპერაციისთვის ემზადებოდა, ღამეს კი სასტუმროში ათევდა. ბავშვსაც დაუახლოვდა, ისეთი თბილი იყო ლუკას გულს უთბობდა, მითუმეტეს მაშინ როცა მასში საბას ხედავდა. ნელ-ნელა ერკვეოდა იქ არსებულ სიტუაციაში, თავის სურვილის საწინააღმდეგოდ ნახულობდა ახლობლებს, ესაუბრებოდა უცინოდა ყველას, მაგრამ იმდენს მაინც ახერხებდა რომ მისი იქ ყოფნის შესახებ საბას არ გაეგო. ის კი მაინც ყოველ დღე კითხუობდა ვინ იყო დონორი, მაგრამ კითხვაზე პასუხი ერთიდაიგივე იყო, “არ ვიცით”, პასუხი რომელიც საბას ლუკას იქ ყოფნის იმედს უსახავდა. ოპერაციის წინა დღეს მოუსვენრობა აწუხებდა, რაღაც სურდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა. მთელი დღის მანძილზე იწვა, სოფის ესაუბრებოდა, ან ლეპტოპში ჩამძვრალი საქმეებს კილომეტრებიდან აგვარებდა. თორმეტი საათი ხდებოდა, ძილი ვერაფრით შეძლო, ამერიკაში ამ დროს იღვიძებდა, ახლა კი არანაირად არ შეეძლო თვალების დახუჭვა და გონების გათიშვა. საწოლზე მწოლი ერთ წერტილს მიშტერებოდა, ფიქრებში წასული ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა, თბილად ჩაიცვა და სასტუმრო დატოვა. ტელეფონში ქალის ნომერი მოძებნა, ბევრი ფიქრის შემდეგ დარეკა, თან დაელოდა როდის უპასუხებდა. -გისმენ. -პარკში მოდი. - როგორც კი თქვა მაშინვე გაუთიშა, მარცხნივ გაიხედა და პირველივე გამვლელ ტაქსს ხელი აუწია. შიგნით მოთავსებულმა მძღოლს მისამართი უთხრა და ისიც პირდაპირ პარკისკენ წავიდა. ქალი უკვე იქ დახვა, სკამზე მჯდომი მუხლებს დაყრდნობოდა იდაყვებით, საკუთარ ხელებს დაჰყურებდა და თითებს ნერვიულად იწვალებდა. - საღამო მშვიდობის. - ისე მოულოდნელად მიუჯდა გვერდზე შეაშინა კიდეც ქალი. -რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? -რა ყველაფერი? -რატომ ვართ ახლა აქ? -სასაუბროდ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, გრძელი სკამის საზურგეს მიეყრდნო და მის სახეს დააკვირდა. -რაზე გინდა საუბარი? -თავს ნუ იშტერებ, ჭკვიანი ქალი ხარ… ნუ იმდენად ჭკვიანი მაინც ხარ ჩემი ძმის ცოლი რომ გამხდარიყავი. მგონი ცოტა ვურევ საუბარში… არ შეიმჩნიო არეული წინადადებები, მიხვდები რასაც ვგულისხმობ. -შენ არაფერი იცი. -მე ის ვიცი რომ ჩემი შეყვარებული დაწვა ჩემს ტყუპისცალთან და ჩემმა ძმამაც არაფერი გააკეთა ქალის შესაჩერებლად. -ასე არ არის… ნუ ლაპარაკობ იმას რაზეც წარმოდგენა არ გაქვს. შენ მხოლოდ ის გაიგე რომ ერთად ვიყავით, გითხარი ჩემი ბრალია მე შევაცდინეთქო და შენც რამდენიმე დღეში გაქრი. -ჩემი ბრალი ყოფილა ყველაფერი, კარგი. - თავი დაუქნია, თან ჩაიცინა, ნინიმ კი წამსვე შეხედა. -შეცვლილი ხარ. -რა იყო, ისევ მე ხომ არ მოგეწონე. - ცინიკური ღიმილი აიკრა სახეზე, ნინის კი წამსვე ცრემლები გადმოსცვივდა სერიოზულ სახეზე, მაშინვე შეიმშრალა და ფეხზე წამოდა წასასვლელად. - დაჯექი! -თავი დამანებე! არ ვარ ვალდებული ის გავაკეთო რასაც მეტყვი! -ხარ. და დაჯექი რომ გეუბნები. - წყნარად ჩაილაპარაკა, თან ცხვირსახოცი გაუწოდა. - ტყუილად ნუ ყრი ცრემლებს. -ტყუილი ცრემლებდი არ ვიცი როგორია. - წვრილი თითებით ნელა გამოართვა თეთრი ნაჭერი, ისევ გვერდზე მიუჯდა და თავი დახარა. - შენს ცვლილებაში შენი შინაგანი მხარე ვიგულისხმე. -ყველა ვიცვლებით. -შენ იცი რასაც გეუბები. -არ მაინტერესებს. ვცდილობ წყნარად ვიჯდე შენს გვერდით, ვცდილობ თავი შევიკავო რაიმეს თქმისგან, მაინც ჩემი რძალი ხარ. - ბოლოს მაინც ირონიით ჩაიცინა. - მგონი კარგად არ გამომდის… მითხარი ის რის გამოც ვართ ახლა აქ და დავამთავროთ ეს თემა რომ განვთავისუფლდეთ ყველა. ის რაც იყო აღარ შეიცვლება, დამთავრდა. ჩხუბს, საქმეების რჩევას, ან გაბრაზებას აზრი არ აქვს. ვერავინ დავივიწყებთ და არც არაფერი იქნება ისე როგორც იყო. საბას რომ დასჭირდეს, სხეულის სხვა ორგანოებსაც ამოვიჭრი და გადავუნერგავ, იმიტომ რომ ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი ძმაა და აქ რჩება ყველაფერი, დარწმუნებული ვარ ისიც ასე მოიქცევა, მაგრამ ის ყველაფერი ვერ დაბრუნდება. -მაშინ რატომ გინდა ყველაფრის გაგება ახლა? -მიზეზი მჭირდება რის გამოც შევძლებ პატიებას. -იქნებ არ არსებობს მიზეზი და ისე იყო ყველაფერი როგორც გგონია. -დარწმუნებული ვარ ისე იყო როგორც მგონია. თქვენ ერთად იყავით, ეს შეუცვლელი ფაქტია, როგორ, რატომ ან რანაირად, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც არ უნდა ვეცადოთ განვლილ წლებს ვერ დავივიწყებთ. უბრალოდ ამ ბრძოლიდ სასრულება მინდა ნინი. ახლა დაიწყე მოყოლა, გისმენ… ოღონდ ცრემლების გარეშე, თორემ გული მიჩუყდება. ძალიან ლმობიერი გავხდი ამ ბოლო დროს. - ოდნავ გაუღიმა ნაძალადევად, მერე სერიოზული გამომეტყველები თააკვირდა. მხოლოდ ღმერთმა იცოდა რა ფასად უჯდებოდა ამ ყველაფერზე ასე მშვიდად საუბარი, ამ ქალის გვერდით ყოფნა და მისი მოსმენ, მაგრამ წარსულის უკან მოსატოვებლად ამ ყველაფრის ატანა იყო საჭირო. წარსულიდან საბოლოოდ თავის დასაღწევად და მომავლის მშვიდად გასაგრძელებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.