შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფლეიბოი და წითური ლამაზმანი //1//


21-06-2020, 21:19
ავტორი ენქეი
ნანახია 2 613

თბილისში ხშირად დადიოდა ხმები იმის შესახებ თუ როგორი სიმპათიური ვაჟი ჰყავდა ბიზნესმენ დემეტრე ამაღლობელს და კიდევ უფრო ეფექტურად გაჟღერდა ის ფაქტი რომ რატი ამაღლობელი საქართველოში ბრუნდებოდა და მამამისის ბიზნესს დაუყოვნებლივ ჩაუდგებოდა სათავეში.
24წლის ბიზნესმენი ისევ ყველას ყურადღების ცენტრშია,ჭკუას კარგავენ მასზე ქალები,მუდამ გარს ეხვევიან და ცდილობენ მისი გული მოიგონ თუმცა, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ამაღლობელის გული ისევ თავისუფალია,ის ერთჯერადი მოწონების და გართობის მომხრეა,სიყვარული მისგან შორსაა.ყოველთვის იღებს იმას რაც უნდა და არასდროს ნებდება იქამდე სანამ მიზანს არ მიაღწევს.რთული პიროვნება გახლავთ ბატონი რატი,გართობის და ეგრედწოდებული „პონტის“ მოყვარულ ხალხთან უყვარს დროის გატარება,თუ ბედნიერია ბოლომდე ამჟღავნებს ამას მაგრამ თუ გაბრაზდა კუს ჯავშანი არ ყოფნის დასამალად,თაგვს კი სორო.ყველას მიწასთან ასწორებს ვინც გზაზე გადაეღობება ან ვინც მის საყვარელ ადამიანებს შეეხება,ეს არ უჭირს ზურგს ხალხის თქმით მისი „ხულიგნების ბანდა“ უმაგრებს,მაგრამ ისინი არ არიან კრიმინალები,შავი და კაი ტიპები,ეს უბრალოდ ოჯახია სადაც არ არსებობს ერთი მეორის გარეშე...
ოფისში არეულობა იყო,ყველა მოუთმენლად ელოდა როდის გამოჩნდებოდა ბატონი რატი და როდის ექნებოდათ მისთვის თუნდაც ყავის მიტანის საშუალება,გოგოები აქეთ-იქით დარბოდნენ და მაკიაჟით თავს იწესრიგებდნენ,დღეს სულ სხვა აურა სუფევდა,ნერვიულობა პიკს აღწევდა და დაძაბულობა იმატებდა.
-ყველა ასე რატომ ნერვიულობთ?-დაინტერესდა ბარბარე რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა და გემრიელად შეექცეოდა ყავას.
-გოგონი გამოფხიზლდი-თმა გაიშალა თიკამ და მის წინ დაჯდა.-რატი ამაღლობელი დაბრუნდა,ბიჭი ქარიზმა,ცეცხლი,ისეთი სიმპათიურია,დახვეწილი,გემოვნებიანი.-ნერვიულად სუნთქავდა და თვალს მალ-მალე აპარებდა გასასვლელისკენ.
-რატიზე უყვებიი?-სწრაფად მიუახლოვდა ნატა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა თიკას-მიდი რაა მოყევი კიდევ რამე გთხოვ-ყავა დაისხა და თიკას გვერდით მიუჯდა.
-მოკლედ აი ძალიან სიმპათიურია რა.-თვალი კარისკენ გააშტერა და საუბარი განაგრძო-მაღალი,შავგვრემანი,დაბალი წვერით,მუდამ ელეგანტური ვარცხნილობით...
-კარგი გეყოთ უკვე თავი ამტკივდა-სახე დამანჭა ბარბარემ-განა ვინაა ასეთი,გასაგებია ჩვენი ახალი უფროსია,რატი ამაღლობელი თუ რავი ვინცაა,ისიც გასაგებია რომ ძალიან სიმპათიურია მაგრამ-საუბარი თიკას და ნატას სახის დანახვაზე გაწყვიტა,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და ტუჩებზე თითეებს იდებდნენ-მაცადეთ ვთქვა,შეიძლება ბიჭზე ასე გადარევა?მდიდარი,გართობის მოყვარული უფროსი გვეყოლება,მხოლოდ და მხოლოდ ესაა და არაა აუცილებელი ასეთი აღფრთოვანებით ისაუბროთ მაზე ეს ხომ...
-გაჩუმდი-კბილები გააღრჭიალა თიკამ და თითით მის უკან მდგომ რატიზე ანიშნა.
-ჩემს უკან დგას არაა?-შეწუხებულმა იკითხა და ნელა შებრუნდა.-თქვეენ-თვალები გაუფართოვდა გოგონას,მის უკან მყოფი სილუეტი მკაცრი სახით დასცქეროდა სიფრიფანა სხეულს.
-რა გქვია?- მკაცრი ტონით წამოიწყო საუბარი.
-ბარბარე-ამოიკნავლა საცოდავად და მასზე საკამოდ მაღალ ბიჭს ქვემოდან ახედა.
-ბარბარე-მისი სახელი გაიმეორა და ცერად გახედა.
-არაა საჭირო,თქვენ არ შეწუხდეთ ჩემს გათავისუფლებაზე,ჩემით წავალ.-სწრაფად წვდა ჩანთას შიგნით რამოდენიმე ფურცელი ჩატენა და წასასვლელად შებრუნდა.
-მოიცადე-მხარზე ხელი მოკიდა და თავისკენ შებრუნდა ამაღლობელმა-არავინ გათავისუფლებს,დააწყვე ეს ყველაფერი და ყავა მომიტანე,თავი მისკდება-სწრაფად გაუშვა ხელი გოგონას,სიტყვა არ ქონდა დამთავრებული თიკა და ნატა ყავის აპარატთან მიცვივდნენ.-მე ბარბარეს ვუთხარი!-უემოციო ტონით განაგრძო და კაბინეტისკენ აიღო გეზი.რამოდენიმე წუთში მაშო ყავით ხელში გაიქცა რატის კაბინეტისკენ,ორჯერ დააკაკუნა და თანხმობა მიიღო თუ არა კაბინეტში შეაბიჯა.
-თქვენი ყავა-ფინჯანი მაგიდაზე დადო და სასწრაფოდ უკან მიბრუნდა რომ როგორმე თავი დაეღწია.
-მოიცადე,დარჩი და კარი დახურე.-წამით კართან შედგა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა,კარი დახურა და სწრაფად დადგა მის პირდაპირ.
-კიდევ რამე გნებავთ?-საწყლად ამოიკნავლა და თითები ერთმანეთში ახლართა.
-დიდი ხანია აქ მუშაობ?
-3თვეა.
-ანუ უფროსად მამაჩემი უფრო მოგწონდა ვიდრე მე-ფეხზე წამოდგა და მას მიუახლოვდა.
-არა,ანუ მე მხოლოდ ის ვთქვი რომ ისე აღფრთოვანებით საუბრობდნენ თქვენზე,მე მხოლოდ მათი გაჩუმება მინდოდა, მართლა არ მინდოდა ასე ცუდად გამოსულიყო.მართლა ძალიან ვწუხვარ ბატონო რატი მე...
-ჩშშ-სახე უფრო ახლოს მიუტანა და სწრაფად წაეტანა მის ტუჩებს.წამით მისმა გონებამ აზროვნება შეწყვიტა,ისე ჰყავდა სხეულზე მიხუტებული მისი სწრაფი გულისცემაც კი ესმოდა, მაგრამ ბარბარემ სწრაფად მოახდინა რეაგირება და სხეულიდან მალევე მოიშორა.
-რას აკეთებთ?-გაფართოებული თვალებით მიაჩერდა მის წინ მდგომ მამაკაცს.
-შემდეგში ზედმეტი ლაპარაკისთვის სხვანაირად დაისჯები.-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ამაღლობელს.
-თქვენ რა გაგიჟდით?თქვენ... ჩემი...ჩემი პირველი კოცნა მიისაკუთრეთ-გაცხარებული ტუქსავდა და თან ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა.
-პირველი?-გაუკვირდა და უფრო ფართოდ გაიღიმა .
-დიახ პირველი,შესაძლოა თქვენთვის სასაცილოა მაგრამ მე არ ვგავარ იმ გოგოებს რომლებიც თქვენს გარშემო ტრიალებენ.
-არავის უთქვამს რომ მათ გავხარ და არც დაგცინი-სიტვაციის განმუხტვა სცადა რატიმ.
-მე არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას ვინც თქვენთან დროის გასატარებლად ყველაფერზეა წამსვლელი.-უკვე კანკალებდა,თავს ვერ აკონტროლებდა.როგორ უნდოდა დაერტყა მაგრამ თავში გამუდმებით განგაშის სიგნალივით გაისმოდა „ის შენი უფროსია“.
-შეგიძლია დამშვიდდე?ეს ხომ უბრალოდ კოცნა იყო.
-თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის კი ასე არაა.თქვენ ვერ გაიგებთ.
-მაშინ ამიხსენი.-მხრებზე ფრთხილად შეეხო და თვალებში ჩააცქერდა.
-არაფრის ახსნას არ ვაპირებ,უბრალოდ თავი დამანებეთ.-ცრემლიანი თვალები მიანათა,თავი სწრაფად გაინთავისუფლა და ოთახიდან ელვასავით გავარდა.
-ჯანდაბა-მაგიდას ხელი უხეშად დაკრა და კაბინეტიდან გავიდა,სცადა უკან გაყოლოდა მაგრამ როდესაც თვალი მოკრა უკვე ოფისიდან გადიოდა ამიტომ ისევ კაბინეტში დაბრუნდა.-საინტერესო წლები მელის წინ-თქვა და კაბინეტში შევიდა,სასწრაფოდ გადახედა თანამშრომლების დოსიეს,ბარბარეს დოსიე მოიძია და თავის ბავშვობიის მეგობარს დაურეკა.
-გისმენ რატი-ნამძინარევი ხმა გაისმა ტელეფონში.
-გეძინა ტო?-გაიკვირვა ამაღლობელმა.
-არა აქ ფილმს ვიღებ და ძილის ინსცენირებას ვაკეთებდი,რაკითხვებით მოძრაობ შე*ემა.-იერიშზე გადავიდა კაკი
-კაი კაი არგინდა ახლაა ასე,ბარბარე კაპანაძე.
-რა ბარბარე კაპანაძე?
-გამირკვიე მაგგოგოზე ვაფშე ყველაფერი,სად ცხოვრობს,ვინ არიან მისი მშობლები,რას წარმოადგენს,აი მოკლედ ყველაფერი რა.
-ისევ შარში გაეხვიე?
-არა კაკი რა შარში,ჩემს კომპანიაში მუშაობს და მაინტერესებს ვინაა,შეძლეებ?
-საღამოს გამომიარე და მთელ საქაღალდეს მოგცემ-სიცილით თქვა და ყურმილი დაკიდა.
-ნატა-დერეფანში მიმავალ გოგოს გასძახა რატიმ
-დიახ ბატონო რატი.
-ბარბარე სად წავიდა ხომ არ იცი?
-საქაღალდეები უნდა წაეღო ბატონ ანდრეასთან ფირმაში.ალბათ იქ წავიდა.
-ის რა ფოსტალიონია?-გაუკვირდა რატის
-ის ყველაზე პატარა თანამშრომელია,მხოლოდ 19წლისაა ამიტომ ძალიან სერიოზულ საქმეებს ვერ ავალებენ.-განმარტა გოგომ
-19ის?-წვერზე ხელი მოისვა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-დიახ 19ის.ბატონმა დემეტრემ აიყვანა სამსახურში.
-კარგი,შეგიძლია წახვიდე-ხელით კარისკენ ანიშნა და საბუთებში მთელი არსებით ჩაეფლო...

***
-აბა საინტერესო რა იპოვე?-ლუდის ბოთლს წაეტანა რატი და კაკის მიაჩერდა.
-ბარბარე კაპანაძე,19 წლისაა,არავინ ჰყავს ფაქტიურად.უფროსწორად დედინაცვალი ჰყავს მაგრამ მასთან ურთიერთობა არ აქვს.საბურთალოზე ცხოვრობს მეგობართან ერთად.
-სულ ესაა?-უკმაყოფილო გამომეტყველებით მიაჩერდა რატი
-რავიცი კიდევ რა გაინტერესებს?მე რა მაგ გოგოს დაქალი ხომ არ ვარ?-ხელები გაშალა კაკიმ
-რავიცი სხვა არაფერია?
-რაში გაინტერესებს?ერთი ჩვეულებრივი რიგითი გოგოა რომლის უფროსიც ხარ.
-წესით რიგითი გოგოა მაგრამ ჩვეულებრივი არა-ჩაიბურტყუნა და ლუდი მოსვა
-რამე მოხდა და მე არ ვიცი?-ცერად გახედა მეგობარს.
-სამსახურში მივედი რა,არაფერი იცოდა ჩემზე და კულტურულად მლანძღვდა-სიცილი აუტყდა ამაღლობელს-მერე მობრუნდა და ისე შეეშინდა,პატარა ბავშვივით საბუთებს ხელი დასტაცა და გაქცევას ლამობდა.არ გავუშვი ამის გამო ვინმეს ხო არ გავაგდებდი.მერე კაბინეტში ყავა მომიტანა და ვაკოცე...
-აკოცე?ძმაო მაგ ასაკიდან ვერ გამოხვედი?
-უბრალოდ უცებ მომინდა და ვაკოცე რა,ხოდა ძაან დაიძაბა.
-მასე მოგინდა ერთი გოგოსთვის კოცნა წინა წელსაც და სასამართლოზე საკმაოდ დიდი ჯარიმა დაგაკისრეს-სიცილით გაედა მეგობარს და სიგარეტს მოუკიდა.
-ანუ სხვა ქალები თუ ჭკუას კარგავენ ჩემზე და სხვა ნებისმიერისთვის რომ მეკოცნა მკლავებში ჩამადნებოდნენ,ამან მომიშორა და გამომლანძღა.თან პირველი კოცნა წავართვი.
-ტრუხას ბაზრობ,რა პირველი კოცნა მეხუმრები?-სიცილი აუტყდა კაკის
-არა ტოო,თვალები აუცრემლიანდა.რაღაცნაირად ძაან განიცადა.-წამით ჩაფიქრდა და შემდეგ დაამატა-შემეცოდა.
-ყვავილები აჩუქე და მორჩა,გადაუვლის.-ხელები ფართოდ გაშალა გაკვირვების ნიშნად და ღრმა ნაპასი დაარტყა
-წვენიც ხომ არ დავალევინო?გაუსწორდება.-თვალებმოჭუტულმა თქვა და სიგარეტს მოუკიდა.
-ხოო,ისე ცივი წვენი გაუხარდება.
-ტრა*ი ხარ რა.-თქვა და დივანზე გადაწვა.წამსვე გაისმა ზარის ხმა კარზე.
-გაა*ვი,კარს გავაღებ ალბათ ირაკლი და სანდრო მოვიდნენ-თქვა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.

***
-ბარბარე ჩემო პატარავ რა გჭიირს-გვერდით მიუჯდა ლილე.
-აუ არაფერი რა-სევდიანი ხმით უთხრა და საბანში თავი ჩარგო.
-კარგი რა,ხომ იცი რო არ მოგეშვები,ისე გავარდი დღეს სამსახურიდან არაფერი გითქვამს,უკანაც არ დაბრუნებულხარ.ვინერვიულე.-თმაზე ხელი გადაუსვა მეგობარს და უფრო ახლოს მიიწია მასთან.
-ყველაფერი იმ საზიზღარი უფროსის ბრალია,მისი ბრალია.-ცრემლებს გასაქანი მისცა ბარბარემ.
-რამე დაგიშავაა?რამე გითხრაა?-თვალები გაუფართოვდა ლილეს.
-კაბინეტში ყავა ხომ მივუტანე-სლუკუნებდა და სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს.
-ხოომერე რამოხდა?
-ხოდა უცებ მაკოცა თან დამცინა.ისე შემრცხვა ვერც კი აღგიწერ.-საპირისპირო მხარეს მიბრუნდა და თავი ლილეს კალთაში ჩადო.
-გაკოცაა?ღმერთო ჩემო-შეიცხადა და თმაზე ხელი უფრო ფართოდ გადაუსვა,იცოდა რომ ეს ამშვიდებდა.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი გთხოვ.
-იქნებ რამე მოვიფიქროთ და სადმე სხვაგან გიშოვო სამსახური.-მცირე პაუზის შემდეგ დაამატა.
-სულ ქუჩებს დავალაგებ ოღონდ მანდ აღარ ვიმუშავო,წარმოგიდგენია როგორი თავხედია?ვინ ვგონივარ.ისე გავბრაზდი მისი ცემა მინდოდა.-ხელები მომუშტა და კბილები გაახრჭიალა ბოლო სიტყვების თქმისას.
-კარგი,კარგი დამშვიდდი.დაიძინე და უკეთ გახდები-თავზე აკოცა მეგობარს,საბანი გაუსწორა და ოთახიდან გავიდა.


***
როგორც სჩვევია ბატონ რატის,დილით ისევ გვიანობამდე ეძინა,სამსახურში 12ის ნახევარზე გამოცხადდა და ირგვლივ მომუშავე ქალების დათვალიერებას შეუდგა.ფიქრებში იყო გართული როცა გვერდით ნატა ამოუდგა.
-დილამშვიდობისა ბატონო რატი-ღიმილით მიესალმა გოგო
-სალამი-მისთვის არც შეუხედავს ისე განაგრძო სიარული.
-დღეს თათბირია დანიშნული 12 საათზე.
-რასთან დაკავშირებით?
-ფირმის სახე უნდა აარჩიოთ,დახლოებით 100მდე გოგონას ფოტოს წარმოგიდგენთ და დაათვალიერეთ,თუ არ მოგეწონებათ კიდევ ბევრი კანდიდატი გვყავს.
-კარგი,მანამდე ბარბარეს უთხარი ყავა მომიტანოს.
კარგით-თქვა გოგონამ და სირბილით წავიდა ბარბარესთან.-გოგონიი-ხელი გადახვია ბარბარეს
-რაგინდა,რაიყო?-წამის მეათასედში დაუსხლტა ხელიდან.
-ბატონმა რატიმ ყავა მომიტანოსოო.
-მეეე?
-ხოშეენ.
-მე რა მისი მოსამსახურე ვაარ?-თავისთვის ჩაიბურტყუნა, ყავა ჭიქაში დაასხა და ნელი ნაბიჯით წავიდა კაბინეტისკენ.კარზე ფრთხილად დააკაკუნა და თანხმობა მიიღო თუ არა მაშინვე შევიდა კაბინეტში,ფინჯანი მაგიდაზე დადო და კარისკენ შებრუნდა როცა რატის ხმა მოესმა.
-არ გაიქცე გთხოვ,ორი წუთით დარჩი!
-რამე გნებავთ?-თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
-ისე წახვედი ვეღარ დაგეწიე.ვაღიარებ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი,ნამდვილად ცუდად მოვიქეცი.-თბილი ხმით წამოიწყო რატიმ
-სხვა თუ არაფერი გინდათ მე წავალ.-სიტვაციის განმუხტვა სცადა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-მეტს არაფერს იტყვი?აუცილებელია ბოდიში მოგიხადო?-ხმაში სიბრაზე შეერია.
-არაფერი არ მინდა თქვენგან-სწრაფად თქვა და წასასვლელად შებრუნდა.
-მაპატიე-სწრაფად მიაძახა რატიმ,უკვე იმედი ქონდა რომ ღიმილით შეეგებებოდა ბარბარე,ის კი მხოლოდ წამით შეყოვნდა,ღრმად ჩაისუნთქა და კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
-დამაცადე ქალბატონოო,დამაცადე-ტუჩის კუთხეში ეშმაკური ღიმილი შეეპარა,სკამის საზურგეს მიეყრდნო და ფიქრებში ჩაიძირა.





დაგიბრუნდით ახალი ისტორიით
ველი შეფასებას heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი lizaaa

ძალიან კარგი დასაწყისია
უკვე შემიყვარდა რატი
მალე დადე შემდეგი heart_eyes

 


№2  offline მოდერი ენქეი

სტუმარი lizaaa
ძალიან კარგი დასაწყისია
უკვე შემიყვარდა რატი
მალე დადე შემდეგი heart_eyes




მადლობა,ვეცდები არ გალოდინოთ. ))))

 


№3  offline წევრი დარინა

დამპალი საზიზღარიი განებივრებული იდიოტიიი :დდდდ მოუნდა ჩვენი გოგოს წამებააა, ხო იმედია ცოტა მოძლიერდება და უკეთესადდაიცავს თავს ბარბარეე თორემ უკვე ერთობა ვაჟბატონიი, იმ ყავაში მარილი რომ ჩაეყარა ღირსი იქნებოდაა :დდდდ

 


№4  offline წევრი 《Sunshine》

ისეთი კარგი ისტორიაა სიტყვები არ მყოფნის ძალიან მომწონს შენი წერის სტილი ეს რატი კაი ცანცარა ტიპია ბარბარე ძალიან მომწონს ისე რატო რამდენი წლისა ? მოკლედ საყვარელო ველოდები შემდეგ თავს და გამახარე თუ მალე ატვირთავ

 


№5 სტუმარი საკურა

მოკლედ ისეთი მოწყენილი ვიყავი რამდენიმე წუთის წინ რომ ვერც კი ავღწერ დავსქროლე და სათაურმა ისე დამაინტერესა რომ არ წამეკითხა ჩემ თავს არ ვაპატიებდი ამხელა შეცდომას ძალიან საყვარლობა ისტორიაა მაგრამ აურია ძლივს დალაგებული ჩხოვრება ბარბარეს ხომ? ველი შემდეგ თავს ძალიან მალე

 


№6  offline მოდერი ენქეი

დარინა
დამპალი საზიზღარიი განებივრებული იდიოტიიი :დდდდ მოუნდა ჩვენი გოგოს წამებააა, ხო იმედია ცოტა მოძლიერდება და უკეთესადდაიცავს თავს ბარბარეე თორემ უკვე ერთობა ვაჟბატონიი, იმ ყავაში მარილი რომ ჩაეყარა ღირსი იქნებოდაა :დდდდ




არ დავაჩაგვრინებ ჩვენს გოგოს
მალე მოვიყვან ჭკუაზე❤️

 


ლამაზი და ოდნავ ბავშვური ისტორიაა, თითქმის ისეთი როგორიც მე მიზიდავს, ამიტომაც ახალ თავს ველი♡♡

 


№8 სტუმარი სტუმარი პაწუ

გამეხარდა რო დაბრუნდი.ველი შემდეგ თავებს.არ დააგვიანო

 


№9  offline მოდერი ენქეი

《Sunshine》
ისეთი კარგი ისტორიაა სიტყვები არ მყოფნის ძალიან მომწონს შენი წერის სტილი ეს რატი კაი ცანცარა ტიპია ბარბარე ძალიან მომწონს ისე რატო რამდენი წლისა ? მოკლედ საყვარელო ველოდები შემდეგ თავს და გამახარე თუ მალე ატვირთავ




რატი 24წლისაა, 5წლით დიდია ბარბარეზე

მადლობა,ვეცდები მალე დავდო❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი gvantsa

სასიამოვნო ისტორია :)) გამიხარდება თუ არ გვალოდინებ ხოლმე ,მომეწონა დასაწყისი ????

 


№11  offline მოდერი ენქეი

საკურა
მოკლედ ისეთი მოწყენილი ვიყავი რამდენიმე წუთის წინ რომ ვერც კი ავღწერ დავსქროლე და სათაურმა ისე დამაინტერესა რომ არ წამეკითხა ჩემ თავს არ ვაპატიებდი ამხელა შეცდომას ძალიან საყვარლობა ისტორიაა მაგრამ აურია ძლივს დალაგებული ჩხოვრება ბარბარეს ხომ? ველი შემდეგ თავს ძალიან მალე




დიდი მადლობაა❤️
მალე დავდებ შემდეგს.

 


№12 სტუმარი ლუუ

რაა კარგი დასაწყისია ❤️
მიყვარს შენი ისტორიები და მიყვარხარ შენ❤️
მალე დადე შემდეგი
წარმატებები!❤️

 


№13  offline მოდერი ენქეი

სიყვარული გულს გვტკენს
ლამაზი და ოდნავ ბავშვური ისტორიაა, თითქმის ისეთი როგორიც მე მიზიდავს, ამიტომაც ახალ თავს ველი♡♡



დიდი მადლობა ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

დასაწყისში მეგონა რომ თურქული სერიალის "ნაადრევი ფრინველის" ანალოგს ვკითხულობდი, იმედია ასე არ იქნება და სერიალი არ გექნება ასე ვთქვათ ფურცელზე გადმოტანილი :)

 


№15  offline მოდერი ენქეი

სტუმარი მარიამი
დასაწყისში მეგონა რომ თურქული სერიალის "ნაადრევი ფრინველის" ანალოგს ვკითხულობდი, იმედია ასე არ იქნება და სერიალი არ გექნება ასე ვთქვათ ფურცელზე გადმოტანილი :)




მართლა არვიცი ეგ რომელი სერიალია
ნაყურები არ მაქვს joy
მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი ისტორია სერიალის ანალოგი არ იქნება
heart_eyes

 


№16  offline წევრი likaaa

გოგოოო,რახარ შეეენ.აი არვიცი იმხელა ნიჭის პატრონი ხარ ვერც კი წარმოიდგენ,აღფრთოვანებული ვარ შენით. heart_eyes
ბატონი რატი შემიყვარდა flushed
ბარბარე რა მორცხვი და საყვარელიაა bowtie
საოცარი ქიმია აქვს ამ ორს heart_eyes
მალე დადე რაა არ გვალოდინო heart_eyes

 


№17  offline მოდერი ენქეი

likaaa
გოგოოო,რახარ შეეენ.აი არვიცი იმხელა ნიჭის პატრონი ხარ ვერც კი წარმოიდგენ,აღფრთოვანებული ვარ შენით. heart_eyes
ბატონი რატი შემიყვარდა flushed
ბარბარე რა მორცხვი და საყვარელიაა bowtie
საოცარი ქიმია აქვს ამ ორს heart_eyes
მალე დადე რაა არ გვალოდინო heart_eyes


ვაიმე ჩემო კარგო დიდი მადლობა
მალე დავდებ შემდეგს heart_eyes

 


№18 სტუმარი სტუმარი lortkia

მალე დადე კარგი დასაწყისია????

 


№19  offline მოდერი ენქეი

სტუმარი პაწუ
გამეხარდა რო დაბრუნდი.ველი შემდეგ თავებს.არ დააგვიანო




ვეცდები ყველანაირად

 


№20  offline წევრი bird of life

მალე დადე ახალი თავი, უკვე ვეღარ ვითმენ. heart_eyes ძალიან კარგი მოთხრობა გამოდის! წარმატებები! blush

 


№21  offline წევრი nini_22

მომწონს თქვენი წერის სტილი

 


№22  offline მოდერი ენქეი

bird of life
მალე დადე ახალი თავი, უკვე ვეღარ ვითმენ. heart_eyes ძალიან კარგი მოთხრობა გამოდის! წარმატებები! blush




დიდი მადლობაა❤️

 


საყვარელი დასაწყისია, შემდეგ თავს ველი, წარმატებები♡♡♡

 


№24 სტუმარი სტუმარი თათია

მეორე თავი არ დევს თუ მე ვერ ვპოულობ? ????

 


№25  offline მოდერი ენქეი

სტუმარი თათია
მეორე თავი არ დევს თუ მე ვერ ვპოულობ? ????




ხვალ დავდებ მეორე თავს

 


№26 სტუმარი სტუმარი თათია

როგორ ველოდებოდი დღეს ????რა გაძლებს ხვალამდე ????

 


№27 სტუმარი მარგარეტი

ჩემო საყვარელო, ასეთ ბიჭებს ნუ მოიწონებ რაა. ჩვეულებრივი მოძალადე არის ეს ბიჭი. წარმოუდგენელია სრულიად უცნობმა ადამიანმა, თან უფროსმა, რომელსაც რიგით დაქირავებულ მუშაკზე მეტი გავლენა აქვს, გაკოცოს და მის მიმართ პროტესტი მხოლოდ იმიტომ გაგიჩნდეს, რომ პირველი კოცნა მოგპარა:( კარგი რაა, არ ვიცი რამდენი წლის ხარ, მაგრამ იცოდე რომ ეს დღესდღეობით სექსუალურ შევიწროვებად ითვლება.

 


№28  offline მოდერი ენქეი

მარგარეტი
ჩემო საყვარელო, ასეთ ბიჭებს ნუ მოიწონებ რაა. ჩვეულებრივი მოძალადე არის ეს ბიჭი. წარმოუდგენელია სრულიად უცნობმა ადამიანმა, თან უფროსმა, რომელსაც რიგით დაქირავებულ მუშაკზე მეტი გავლენა აქვს, გაკოცოს და მის მიმართ პროტესტი მხოლოდ იმიტომ გაგიჩნდეს, რომ პირველი კოცნა მოგპარა:( კარგი რაა, არ ვიცი რამდენი წლის ხარ, მაგრამ იცოდე რომ ეს დღესდღეობით სექსუალურ შევიწროვებად ითვლება.



ისტორიას ვწერ მე და არა შენ,ასერომ როცა შენ ისტორიას დაწერ შეგიძლია კანონების მთელი კოდექსით ჩამოწერო,ჩემს ისტორიაზე კი ასე ნუ განეწყობი ან საერთოდ ნუ წაიკითხავ.

 


№29 სტუმარი მარგარეტი

ენქეი
მარგარეტი
ჩემო საყვარელო, ასეთ ბიჭებს ნუ მოიწონებ რაა. ჩვეულებრივი მოძალადე არის ეს ბიჭი. წარმოუდგენელია სრულიად უცნობმა ადამიანმა, თან უფროსმა, რომელსაც რიგით დაქირავებულ მუშაკზე მეტი გავლენა აქვს, გაკოცოს და მის მიმართ პროტესტი მხოლოდ იმიტომ გაგიჩნდეს, რომ პირველი კოცნა მოგპარა:( კარგი რაა, არ ვიცი რამდენი წლის ხარ, მაგრამ იცოდე რომ ეს დღესდღეობით სექსუალურ შევიწროვებად ითვლება.



ისტორიას ვწერ მე და არა შენ,ასერომ როცა შენ ისტორიას დაწერ შეგიძლია კანონების მთელი კოდექსით ჩამოწერო,ჩემს ისტორიაზე კი ასე ნუ განეწყობი ან საერთოდ ნუ წაიკითხავ.

ისტორიას წერ შენ. მე ვკითხულობ და ვაფასებ. როდესაც საზოგადოდ გამოგაქ ნაწარმოები კრიტიკისთვის მზად უნდა იყო. ეს შეუწყობს ხელს შენს განვითარებას. მეორე რჩევასაც დაგიმატებ: თუ არ გინდა მკითხველი დაკარგო ცოტა ზრდილობას მოუხმე. მეგონა გაიგებდი.
პ.ს. გმადლობ, მაგრამ შენს მეტად წაკითხვას არც ვაპირებდი. საბედნიეროდ, მეტად მრავალფეროვანი არჩევანი მაქვს იმ მწერლების, რომლებიც საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგანან და ამავდროულად კრიტიკაზეც ჯანსაღად რეაგირებენ, შენგან განსხვავებით.

 


№30  offline წევრი _SUNFLOWER_

ეიიიი❤️ საყვარელი ისტორიააა❤️ მალე დადებ მეორე თავს?❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent